შაბათი, თებერვალი 22, 2025
22 თებერვალი, შაბათი, 2025

„ედემის ბაღი“ –  მხიარული აქტივობები ბავშვებისთვის

ედემის ბაღი – უნივერსალური იდიომია, ის მითოსის ნაწილია და არავითარ შემთხვევაში მხოლოდ ქრისტიანობისა და ერთი რელიგიის. სწორედ ამიტომაც ამ იდიომმა ჩვენს ენაში თავისი ადგილი დაიმკვიდრა. ის ყველაზე ლამაზს, ღვთაებრივს და ჯადოსნურ ადგილს აღნიშნავს.

მასწავლებლები ძალიან ვუფრთხით საგაკვეთილო პროცესში ისეთი ამბებისა და ისტორიების შეტანას, რომლებიც რომელიმე რელიგიას უკავშირდება. ვშიშობთ ტოლერანტობის პრინციპი არ დავარღვიოთ ან რომელიმე ჩვენს მოსწავლეს, რომელიც სხვა კონფესიის აღმსარებელია, არ ვაწყენინოთ. თუმცა ამდაგვარი გაფილტვრაც საკმაოდ ხელოვნური და ნაძალადევია, როდესაც მაინც გვიწევს მთელი რიგი პროგრამული ტექსტების სწავლება, რომელთა სიუჟეტებშიც ქრისტიანულ რელიგიას წამყვანი ადგილი უკავია, უფრო სწორედ, ქრისტიანობის გამტკიცების მიზნითაა დაწერილი, მაგალითად: ჰაგიოგრაფია. რელიგიის მიმართ ასეთი შიშნარევი დამოკიდებულობით, ჩვენ უნებურად მთელ ქართულ ლიტერატურას გვერდს ვუვლით, რადგან ჩვენს მწერლობაში ძირითადი ხაზი, ძირითადი სიმბოლოები, ალუზიები თუ მეტაფორები – ქრისტიანულია და ბიბლია/სახარებიდან მომდინარეობს. ქრისტიანობამ თავის მხრივ ეს ყველაფერი წარმართობიდან აიღო, თუმცა ეს უკვე სხვა თემაა, და ამაზე სხვა დროს.

მხიარული აქტივობები

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“