სამშაბათი, ივლისი 16, 2024
16 ივლისი, სამშაბათი, 2024

სახალისო აქტივობები სასკოლო ბიბლიოთეკაში

მოსწავლეთა წიგნიერების უნარების განვითარებაზე პოზიტიურ გავლენას ახდენს სხვადასხვა აქტივობა, რომელიც შეიძლება სასკოლო ბიბლიოთეკაში განხორციელდეს. ერთ-ერთი ასეთი სახალისო აქტივობა-თამაშია  “ბიბლიოთეკის დეტექტივები”: წიგნებზე ნადირობა, რომელიც დაწყებითი კლასების თუ სწავლების პირველი საფეხურის მასწავლებელმა სკოლის ბიბლიოთეკართან ერთად შეიძლება დაგეგმოს და განახორციელოს.

ამ აქტივობა-თამაშისთვის სპეციალურ თავსატეხ დავალებებს მასწავლებელი ქმნის სკოლის ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდის და მოსწავლეთა შესაძლებლობების გათვალისწინებით.

საილუსტრაციოდ გთავაზობთ ერთ-ერთ ასეთ ინსტრუმენტს, რომელიც  USAID საბაზისო განათლების პროგრამის ფარგლებში, წიგნის კლუბის მასწავლებლისთვის და კლუბის წევრი მოსწავლეებისთვის  წიგნის კლუბში მუშაობისთვის შევიმუშავე.

ეს თამაში განსაკუთრებით კარგია წიგნის კლუბში წასაკითხი წიგნის შერჩევის მოსამზადებელი ეტაპისთვის.

დავალების ინსტრუქცია ასეთია –  ჩვენი სკოლის ბიბლიოთეკაში შეგიძლია, აწარმოო საგამოძიებო საქმიანობა,  როგორც ბიბლიოთეკის დეტექტივმა, იპოვო თითოეული თავსატეხის შესაბამისი წიგნი და   ჩაწერო წიგნის სახელი  მოცემული უჯრების შესავსებ ველში.

როდესაც გვსურს მოსწავლეებს არადიდაქტიკურად, ხალისით და თამაშით შევახსენოთ ჟანრული მრავალფეროვნება, შესაძლოა, ასეთი ტიპის აქტივობებიც შევთავაზოთ:

მოზარდებს ეხალისებათ იმ ჟანრის წიგნების გაცნობა, რაც მათ ინტერესებს ეხმიანება.

ძალიან ამაღელვებელია მოზარდებისთვის იმის აღმოჩენა, რომ მისი სახელი ან გვარი რომელიმე ცნობილი მწერლის  სახელს და გვარს ემთხვევა.

საბოლოოდ,  სკოლის ბიბლიოთეკაში  ამ სახალისო აქტივობის განხორციელებისთვის საჭირო  ინსტრუმენტის ერთი ნიმუში შესაძლოა ასე გამოიყურებოდეს:

წიგნის მკითხველთა კლუბში მოსწავლის აქტიური ჩართულობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია წიგნის კლუბში წასაკითხი წიგნის არჩევამდე მოსამზადებელი პერიოდი მოსწავლეებისათვის იყოს სახალისო, მრავალფეროვანი და დაეხმაროს მათ, შერჩევისას გაითვალისწინონ საკუთარი ინტერესები და წასაკითხი წიგნების ჟანრული მრავალფეროვნება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

„ბატონი ტორნადო“

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“