ორშაბათი, აპრილი 29, 2024
29 აპრილი, ორშაბათი, 2024

ჟურნალ “სკოლის მართვის” ახალი ნომერი

ერთი განსაკუთრებული მოვლენა, რის გამოც 2023 წელი აუცილებლად შევა საქართველოს ისტორიაში, არის ის, რომ წელს საქართველოს ევროკავშირის წევრობისკანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიენიჭა, რაც ევროკავშირთან ურთიერთობის ახალ ეტაპზე  გადასვლას ნიშნავს. ამ უპირობოდ მოსალოც ფაქტს მეორე, ვალდებულებების მხარეც

აქვს, რაც სხვადასხვა სფეროში (მათ შორის, განათლებაშიც) უფრო მეტად მობილიზებულ საქმიანობას მოიაზრებს დიდ, ევროპულ ოჯახში გასაერთიანებლად. ამ გზაზე უკიდურესად მნიშვნელოვანია სკოლის როლი – ის მიმართულება, ის გარემო, ის კულტურა, რომელსაც სკოლა ქმნის და ყველაფერი, რაც სკოლაში და სკოლისთვის ხდება, უშუალოდ მოახდენს გავლენას ევროკავშირთან დაახლოების პროცესზეც.

სწორედ აქედან გამომდინარე, ჩვენი ჟურნალის მიმდინარე ნომერი ეხმიანება რამდენიმე პრიორიტეტულ თემას:

– დემოკრატიული კულტურა არ არსებობს თანამშრომლობისა და მონაწილეობის

გარეშე. ნომრის მთავარი თემა სწორედ სასკოლო თანამშრომლობა და საერთო

სასკოლო მიდგომაა. გთავაზობთ როგორც თეორიულ, ასევე, კვლევით მასალას

თანამშრომლობითი გარემოს პრაქტიკული დანერგვის ხელშესაწყობად.

– დემოკრატია მრავალფეროვნების შენარჩუნებას, დაცვასა და დაფასებას გულისხმობს. ჩვენი ნომერი გთავაზობთ ევროპის საბჭოს რეკომენდაციას განათლებაში

რელიგიური მრავალფეროვნების შესახებ.

– თანამედროვე ეპოქა ციფრული ტრანსფორმაციის ეპოქაა. განათლებაში ციფრული

ტრანსფორმაცია სხვადასხვა ფორმით ვლინდება და არაერთ ახალ შესაძლებლობასა თუ პერსპექტივაზე გვაფიქრებს. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ჩვენი ჟურნალი ვიდეოთამაშების საკითხს ეხება. ვიდეოთამაშები ახალგაზრდა თაობის ერთ-ერთი

სერიოზული გატაცებაა და სწავლა-სწავლების პროცესის სერიოზულ კონკურენტადაც მოიაზრება, თუმცა ბოლო წლებში აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა ვიდეოთამაშების პედაგოგიკური პოტენციალის გააზრებაზე, რასაც ჩვენც ვეცდებით ჩვენი ჟურნალის ფურცლებიდან, რათა შევძლოთ და მაქსიმალურად სასარგებლო გავხადოთ ჩვენი ბავშვების დრო, რომელსაც ვიდეოთამაშებზე ხარჯავენ.

იმედი გვაქვს, გასული წელი ყველა გამოწვევას წაიღებს და 2024 წელი კიდევ უფრო წარმატებული, ბედნიერი და საინტერესო იქნება – „სკოლის მართვის“ სარედაქციო გუნდი საუკეთესო სურვილებით გილოცავთ ახალ 2024 წელს!

 

რედაქტორი:  ნათია ნაცვლიშვილი

დიზაინერი : ბესიკ დანელია

ტექსტების სტილის რედაქტორი: მაია წიკლაური 

ჟურნალის წაკითხვა და ჩამოწერა შესაძლებელია ბმულიდან:

სკოლის მართვა #4

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი