კვირა, აპრილი 28, 2024
28 აპრილი, კვირა, 2024

WordWall – მარტივი გზა საკუთარი სასწავლო რესურსების შესაქმნელად

პროგრამა WordWall – ეს არის სასწავლო რესურსების შექმნისა და თამაშით სწავლების საუკეთესო გზა.

ინტერაქტიული თამაშები ხელმისაწვდომია ნებისმიერ ვებ მოწყობილობაზე, როგორიცაა კომპიუტერი, ტაბლეტი, ტელეფონი ან ინტერაქტიული დაფა.

იმისათვის, რომ შევქმნათ ინდივიდუალური აქტივობები ჩვენი კლასებისთვის, ასევე

ტესტები და თამაშები, საჭიროა რამდენიმე მარტივი მოქმედების შესრულება:

  1. მისამართის ველში ჩავწეროთ https://wordwall.net/.
  2. გავიაროთ რეგისტრაცია. დავაწკაპოთ Login – ის ფანჯარას და ავირჩიოთ Google-ს ანგარიში.

შემდეგ  დავწკაპოთ ღილაკზე Create Activity და სურვილისამებრ ავირჩიოთ შაბლონი:

 

  • დაწყვილება
  • ვიქტორინა
  • ფლეშბარათები
  • გახსენით ყუთი
  • გამოტოვებული სიტყვა
  • დაატრიალეთ საჭე
  • ანაგრამა
  • გაუგებარი სიტყვები
  • შესატყვისი წყვილები
  • ეტიკეტირებული დიაგრამა
  • კროსვორდი
  • Gameshow ვიქტორინა
  • სიტყვების ძებნა და სხვა

შენიშვნა: 18 შაბლონიდან შეგვიძლია მხოლოდ 5 უფასო შაბლონის არჩევა.

გთავაზობთ ვიქტორინის შექმნის მარტივ ინსტრუქციას.

შაბლონზე დაწკაპების შემდეგ იხსნება  სივრცე, სადაც ვწერთ შეკითხვებს.

+Add question ღილაკის დახმარებით ვამატებთ სასურველი რაოდენობის კითხვებს.

 

მარჯვნივ განთავსებულ ღილაკზე,  Done ზე  დაწკაპებით დავასრულებთ თამაშის შექმნას.

 

ამის შემდეგ share ღილაკზე მაუსის დაჭერით გამოვა ფანჯარა, ვირჩევთ Publish-ს და მოსწავლეებს გავუზიარებთ ბმულს:

https://wordwall.net/resource/67154306

 

იმისათვის, რომ დავინახოთ შედეგი, რამდენმა მოსწავლემ რა დროში გასცა კითხვებს პასუხები სწორად, თამაშის დასრულების შემდეგ მოსწავლეებს ვთხოვთ, რომ ფანჯარაში იპოვონ Leaderboard,  ჩაწერონ სახელი და დააწკაპონ Enterს.

 

უმჯობესია, მასწავლებლის პორტფოლიოში თამაშები შევინახოთ ჰიპერბმულებით, რომ ადვილად ვიპოვოთ.

 

შემაჯამებელი ტესტი ქართულ ლიტერატურაში ( VI კლასი – ნინო გორდელაძე, გვანცა ჩხენკელი, თინათინ კუხიანიძე)

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი