სამშაბათი, აპრილი 30, 2024
30 აპრილი, სამშაბათი, 2024

როგორ გამოვიყენოთ მრავალდონიანი დავალებები  სწავლებაში

ცნობილია, რომ ნებისმიერი წარუმატებლობა  სკოლის მოსწავლეებში იწვევს  სწავლისადმი უხერხულობას. მასწავლებლის ამოცანაა, გამოიწვიოს მოსწავლეებში მაღალი ემოციური მდგომარეობა,  შექმნას   ისეთი პირობები, სადაც ყველა  კმაყოფილი იქნება  საკუთარი  მიღწევებით. ამ მიზნით, სწავლის დიფერენცირებული  პრინციპებინად გამომდინარე, მასწავლებლები დიდი ხანია აქტიურად მიმართავენ მრავალდონიან, დიფერენცირებულ დავალებებს.  ის ჯერ კიდევ 2000-იანი წლების დასაწყისში გამოჩნდა საგანმანათლებლო სივრცეში, როგორც ინკლუზიური, მოსწავლეზე ორიენტირებული საკლასო გარემოს უშუალო შემადგენელი კომპონენტი (http://www.wholeschooling.net/)

მრავალდონიანი  ამოცანების გამოყენების ძირითადი მიზანია ტექსტის დამუშავება მისი ცალკეული  კომპონენტების ჩართულობით, როგორიცაა, მაგალითად:    

მრავალდონიანი დავალებები მოსწავლის საგანმანათლებლო ტრაექტორიაზეა გათვლილი. მასში მაქსიმალურადაა  გათვლისწინებული მოსწავლეთა ინდივიდუალური მახასიათებლები და შესაძლებლობები, ხელს უწყობს მრავალმხრივი უნარების  განვითარებასა  და წინარე ცოდნის გააქტიურებას, ეფექტურია კორექციის ჯგუფებში და რემედიაციული მუშაობისას (Notable Work: “The Differentiated Classroom: Responding to the Needs of All Learners.” https://files.ascd.org/staticfiles/ascd/pdf/siteASCD/publications/books/differentiated-classroom2nd-sample-chapters.pdf)

მასწავლებლები  ხშირად მიმართავან  მოსწავლეთა ინდივიდუალურ შესაძლებლობებზე გათვლილ  მსგავს დავალებებს, როგორიცაა:

  • პროექტები (მოითხოვს სხვადასხვა ეტაპებს და თითოეული ეტაპს შესაბამისი, სხვადასხვა უნარები ჭირდება);
  • კეის-მეთოდი (გათვლილია ინფორმაციის გაანალიზებაზე, კრიტიკულ აზროვნებასა და თეორიული ცოდნის  პრაქტიკულ სიტუაციებში გამოყენების უნარებზე);
  • კვლევითი პროექტები (მოიცავს მონაცემთა შეგროვებას, მათ ანალიზს და შედეგების წარდგენას);
  • დებატები ან დისკუსიები (არგუმენტაციის, კომუნიკაციისა და კრიტიკული აზროვნების უნარებზე გათვლილი დავალებები);
  • და ა.შ.

ასეთი ტიპის, დიფერენცირებულ დავალებებში კლასის თითოეული მოსწავლეს შეუძლია საკუთარი თავის დანახვა, საკუთარი შესაძლებლობის გამოვლენა.

მრავალდონიანი, დიფერენცირებული დავალებების შეფასებაში   სხვადასხვა მიდგომა არსებობს. შესაძლებელია ამ მიდგომებიდან ისეთის არჩევა, რომელიც ყველაზე ოპტიმალურად იმუშავებს ჩვენს საკლასო ოთახებსა და ჩვენს სასკოლო სივრცეებში.  მათ შორისაა მრავალდონიანი დავალებების მარტივი, 3 საფეხურიანი სისტემაც (შესაძლებელია დონეებს შევუსაბამოთ შესაბამისი განმსაზღვრელი შეფასებაც):

დონე

(ეფუძნება ცოდნის ათვისების ეტაპებს)

დავალების სახეობა დონის შესაბამისად

 

    შეკითხვა                         ამოცანა                                    დავალება                                   

დონე  1 – საწყისი: ამ დონეზე იმყოფებიან ის მოსწავლეები, რომელთაც აქვთ მინიმალური ცოდნა,  უნარები და შესაძლებლობები შესასწავლი მასალის გაგებისა და ათვისებისთვის. ცოდნა მასწავლებელის მიერ გადაეცემა მზა სახით, დავალებები კი უნდა იყოს მარტივი, შესაფერისი ინსტრუქციებით.

 

 

 

-რა ეწოდება..

-რომელ წელს..

-ვინ დაწერა..

-რა არის გამოსახული..

– რას ეწოდება…

 

 

სხვადასხვა ტიპის ამოცანები მოცემული ალგორითმის შესაბამისად (მასწავლებლის მხარდაჭერით)

 

ცოდნა:

-მოიყვანე მაგალითი (ამოიწერე ფაქტები.. მტკიცებულებები..)

-მოგვითხრეთ…

-ჩამოთვალეთ..

-დაასახელეთ, რა მოხდა..

-გაანალიზე..

უნარი:

-დახატე სქემა (ნახატი, გრაფიკი..)

-წაიკითხე ნაწყვეტი..

-შეადგინე გეგმა..

-„ჩასვი გამოტოვებული სიტყვა..“

-„გაარჩიე, ჭეშმარიტია თუ მცდარი“ და სხვ.

დონე 2- საბაზო

მოსწავლეებს აქვთ გარკვეული დონე, დაეუფლონ შესასწავლად განკუთვნილ  მასალას; ძირითადად მიმართულია დავალებებზე, რომლის პირობაშიც ცხადად იკვეთება დავალების შესრულებისთვის საჭირო  მინიშნებები

-რა არის მიზეზი?..

-რა აერთიანებთ?..

-რით განსხვავდება?..

-რატომ?..

-რა არის ძირითადი აზრი?..

-რით აიხსენება, რომ..?

 

ამოცენები, რომელსაც მოსწავლე დამოუკიდებლად შეასრულებს ნიმუშის შესაბამისად, მათ შორის  ეტაპების მიხედვით, როგორიცაა: ამოცანის პირობის მიხედვით პასუხის მოძიება.. ცოდნა:

-დასახელეთ ფაქტები, რომელიც ადასტურებს, რომ..

-შეადარეთ..

-ახსენით..

 უნარები:

-ააგეთ სქემა (დიაგრამა, გრაფიკი..)

-შეავსეთ ცხრილი..

-შეადგინეთ სქემა ნახატის მიხედვით..

დონე 3შემოქმედებითი /ცოდნის გამოყენება შემოქმედებითად

ესაა მოწინავე, კრეატიული მოსწავლე, რომელსაც შეუძლია  დავალებებს გაუმკლავდეს დამოუკიდებლად, მასწავლებლის მითითებების გარეშე. გამოიყენება  შედარებაზე, პრობლემის იდენტიფიცირებასა და  გადაჭრაზე ორიენტირებული დავალებები.

 

-რა განსხვავება იქნება..

-მისაღებია თუ არა მტკიცებულება, რომ…

-რა დასკვნა შეიძლება გამოვიტანოთ..

-რა პირობებია აუცილებელი, რომ…

ამოცანები, რომელიც მოითხოვს ცოდნის გამოყენებას არასტანდარტულ ვითარებაში და, ზოგადად, ტრანსფერულ ცოდნას.

 

ცოდნა:

-გააკეთეთ შედარებითი ანალიზი (კლასიფიცირება)..

-განაზოგადეთ..

-შეაფასეთ მნიშვნელობა..

-მოდელირება..

-პრობლემის გადაწყვეტის გზის შეთავაზება..

-კონსტრუირება..

-დასკვნების გაკეთება..

-თხზულების/ესეს დაწერა..

-პროექტის გაკეთება

და სხვ.

 

სასურველია ამ დროს გამოვიყენოთ ბარათებიც:

დიფერენცირებულ დავალებასთან მუშაობის სამახსოვრო ბარათი

·         ამოირჩიეთ 1 დავალება (შემოთავაზებულია, მაგალითადად, 3 დავალება)

·         ვისაც უნდა ცოდნის გამტკიცება – ამოირჩიოს N1 დავალება

·         ვინც ფიქრობს, რომ  მასალა კარგად იცის, ამოირჩიოს დავალება  N2

·         ვინც მტკიცედაა დარწმუნებული და სურს, შეამოწმოს თავისი ძალები და შესაძლებლობები – ამოირჩიოს დავალება N3

 

მრავალდონიანი დავალებების პრაქტიკული გამოყენების მაგალითები ისტორიის სასწავლო კურსიდან:

თემა – პრეისტორია / ქვის ხანა                                                                            

გაკვეთილის თემა /საკითხები საწყისი დონე საბაზო დონე შემოქმედებითი დონე
1.       დმანისის აღმოჩენები;

2.       პალეოლითური მღვიმეების კულტურა საქართველოსა და ევროპაში;

3.       საქართველო – მიწათმოქმედებისა და მეღვინეობის უძველესი კერა.

-ჩამოთვალე შრომის უძველესი იარაღები?

-რისგან იყო უძველესი სამუშაო იარაღები დამზადებული?

-რა გამოიგონეს „გონიერმა ადამიანებმა“?

-რა არის რელიგია?

– რა საქმიანობას მისდევდა უძველესი ადამიანი ბინადარ ცხოვრებაზე გადასვლის შემდეგ?

– რატომ მოიშინაურა ცხოველები? ..

– რა ნიშნებით ხასიათდება სახელმწიფო?

–რა განსხვავებაა ორ საზოგადოებას შორის?.

 

-რით განსხვავდებოდა უძველესი ადამიანები ერთმანეთისგან?

-რით განსხვავდებოდა თანამედროვე ადამიანისგან?

-რა აქვს  საერთო უძველეს ადამიანსა და თანამედროვე ადამიანს?

– რატომ გამოეყო ხელოსნობა მიწათმოქმედებას და მესაქონლეობას?

– როგორ წარმოიშვა თემები? რას ნიშნავს სამეზობლო თემი?

-დაწერე თხზულება უძველესი ადამიანის ცხოვრების შესახებ.. (შეგიძლიათ მოთხრობა შეადგინოთ ქვის ხანის შესახებ სურათების საფუძველზეც)

– „ვირტუალური ინტევიუ ქვის ხანის ადამიანთან“..

-რაც ვიცით, საიდან ვიცით  ქვის ხანის შესახებ?

 

-როგორ ცხოვრობდნენ ადამიანები ქვის ხანაში? როგორი იყო მათი საზოგადოება?

 

-როგორ აღიქვამდა პირველყოფილი ადამიანი სამყაროს? რატომ მისდევდა იგი მაგიას?

 

-რით განსხვავდებოდა ქვის ხანა თანამედროვეობისგან?

 

-რატომ იხსენიებენ მეცნიერები მიწათმოქმედებისა და მესაქონლეობის გაჩენას „რევოლუციის“ სახელით?

 

თემა: ბრინჯაოს ხანა / ძველი აღმოსავლეთი                                                   

 

გაკვეთილის თემა /საკითხები საწყისი დონე საბაზო დონე შემოქმედებითი დონე
1.       მტკვარ-არაქსის კულტურა;

2.       თრიალეთის კულტურა;

3.       დიაოხისა და კოლხას ურთიერთობები ძველაღმოსავლურ ქვეყნებთან.

-სად და როდის ჩამოყალიბდნენ პირველი სახელმწიფოები?

-როგორი შრომის იარაღები ჰქონდათ ლითონის აღმოჩენის შემდეგ?

-რა ვიცით იმდროინდელი ადამიანები ყოფა-ცხოვრებაზე?

-რატომ უწოდებდნენ პირველ სახელმწიფოებს სამდინაროს? მოიყვანეთ არგუმენტი;

-რატომ წარმოიშვა ქონებრივი უთანასწორობა?

-რა შეცვალა ლითონის გამოგონებამ ადამიანის ცხოვრებაში?

-რატომ აგებდნენ ყორღანებს?

-რით განსხვავდებოდა ძველაღმოსავლური ხანა თანამედროვეობისგან და/ან სხვა ისტორიული ეპოქებისგან?

 

 

-როგორ აღიქვამდა ძველაღმოსავლურ პერიოდში მცხოვრები ადამიანი სამყაროს?

 

-რატომ შეიქმნა დამწერლობა, კანონები, დროის აღრიცხვის სისტემა?

 

-რატომ წარმოიქმნა პირველი ცივილიზაციები დიდი მდინარეების გასწვრივ?

 

-როგორი ურთიერთობა ჰქონდა მომთაბარეებს ძველი აღმოსავლეთის მოწინავე სახელმწიფოებთან?

 

-რატომ იყო დამახასიათებელი ძველაღმოსავლური ეპოქისთვის მონუმენტური არქიტექტურა?

 

-რატომ მარხავდნენ მმართველებს ყორღანებში?

 

-რატომ იხსენიება ძველაღმოსავლურ წყაროებში ბევრი ქართული  სახელმწიფოებრივი გაერთიანება?

-დაწერეთ თხზულება ძველაღმოსავლეთში მცხოვრები თქვენი თანატოლის საქმიანობის შესახებ (შესაძლებელია მოთხრობის საიუჟეტად გამოიყენო თანამედროვეთა მიერ შექმნილი ნახატები იმდროინდელი საზოგადოების შესახებ)

 

შესაძლებელია ამ ცხრილის კიდევ უფრო გამარტივება რემედიაციული მუშაობისას, ან საკონსულტაციო შეხვედრებზე. მაგალითად:

  • მუშაობა ისტორიული ცნებების ფორმირებაზე

ონე 1გაკვეთილის ტექსტიდან ამოიწერეთ ცნებები;

დონე 2მოცემული მახასიათებლების საფუძველზე  შეადგინეთ  ცნებები;

დონე 3 ისტორიული ტექსტის  ან ტექსტის ნაწყვეტის საფუძველზე შეეცადეთ, განმარტოთ ტერმინი.

  • ისტორიულ თარიღებსა და ქრონოლოგიაზე მუშაობა

ონე 1ამოიწერეთ მოვლენები ტექსტიდან;

დონე 2კონტურულ  რუკაზე მონიშნეთ თარიღები და მოვლენები;

დონე 3 – დაალაგეთ ილუსტრაციები მოვლენის ცალკეული ეტაპების  შესაბამისად.

  • მუშაობა ისტორიულ პიროვნებებზე  

დონე 1 აბზაციდან ამოვიწეროთ  ისტორიული პირების სახელები;

დონე  2მოცემული წინადადებების საფუძველზე შეადგინეთ ისტორიული პიროვნებების მოკლე ბიოგრაფია (მასწავლებელი  მოსწავლეებს აჩვენებს წინასწარ დაწერილ წინადადებებს, რომლებიც შეიცავენ ფაქტებს ისტორიული პირის მოღვაწეობის შესახებ. მოსწავლეები უსმენენ  ვარიანტებს და აანალიზებენ პასუხებს).

3 დონე – ისტორიული პირის დაკავშირება ფაქტებთან და მოვლენებთან:

ვინ??..
სოლონი

პერიკლე

დრაკონი

·         ძველი საბერძნეთის პოლიტიკური მოღვაწე

·         დაიბადა დაახლოებით ძვ.წ. 640 წ.

·         აირჩიეს არქონტად

·         აკრძალა ვალის გამო მონობა

·         შეიქმნა კანონი მოსამართლეთა არჩევის შესახებ

 

  • დავალებები მიზეზ-შედეგობრივი კავშირების ფორმირებაზე:

დონე1 – გაკვეთილის გეგმის შედგენა ინსტრუქციის მიხედვით. მაგალითად, თემა  „ქვის ხანა“:

დონე 2 –  ცხრილების შედგენა.. რუკის ანალიზი..

დონე 3 – გაკვეთილის ტექსტის შევსება დამატებითი წყაროებით (მასალები ინტერნეტიდან.. დოკუმენტები.. ილუსტრაციები..).

 

მრავალდონიანი ამოცანების ეფექტური განხორციელებითა და შეფასებით, მასწავლებლებს შეუძლიათ შექმნან დინამიური და ინკლუზიური სასწავლო გარემო, რომელიც აკმაყოფილებს მათი მოსწავლეების მრავალფეროვან საჭიროებებს, ხელს უწყობს აკადემიური შედეგების გაზრდას და „წარმატების სიტუაციის“ შექმნას გაკვეთილზე.

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი