როდესაც სკოლის ხელმძღვანელს
სურს, გახდეს ეფექტიანი ლიდერი, მისი მდგომარეობა შეიძლება იყოს მხოლოდ ორგვარი:
ის ან უკვე ორგანიზაციის ხელმძღვანელია, მაგრამ ხედავს, რომ მის მიერ არჩეული მეთოდები და მიდგომები არ ამართლებს და
სურს გახდეს უკეთესი ხელმძღვანელი, ან ემზადება ორგანიზაციის ხელმძღვანელობისთვის და სურს განივითაროს ეფექტიანი ლიდერის უნარები, წარმატებით გამოიყენოს
ისინი პრაქტიკაში. სკოლის ხელმძღვანელის ორივე მდგომარეობას აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები.
ხელმძღვანელი, რომელიც დიდი ხანია მისდევს პრაქტიკულ საქმიანობას და აქვს დიდი გამოცდილება, რომელიც მისთვის ძალიან ნაცნობი,
ახლობელი და თავისთავადია, უფრო ნაკლებად იზიარებს სიახლეებს, სკეპტიკურად უყურებს ცოდნას, რომელსაც მას გადასცემენ და ჰგონია, რომ უკვე იმდენი ნახა და გამოსცადა, თავის სფეროში ახალს ვეღარაფერს გაიგებს. ის ლიდერი კი, რომელიც კარიერისთვის ემზადება, ღიად იღებს ყველა სიახლეს,
ისრუტავს ცოდნას და აკლია
საკითხებისადმი კრიტიკული მიდგომა. როგორც წესი, ის სიხარულით ელისშესაძლებლობას,
როცა პრაქტიკაში გამოიყენებს შეძენილ
ცოდნას და ნაკლებად აქვს იმ სირთულეების მოლოდინი, ყოველგვარი სიახლის დანერგვას რომ სდევს თან.
საიდან
უნდა დაიწყოს ეფექტურმა ლიდერმა საკუთარი
კომპეტენციის ამაღლება? რა
არის პირველი და
აუცილებელი პირობა საიმისოდ, რომ სკოლის დირექტორმათავისიპროფესიული განვითარება დაგეგმოს
და განახორციელოს?
პირველი აქტივობა, რასაც ხელმძღვანელი
ახორციელებს პროფესიული განვითარებისთვის, საკუთარ საჭიროებათაშეფასებაა. სკოლის დირექტორი ეფექტური ხელმძღვანელი რომ გახდეს, პირველ რიგში,
უნდა დაადგინოს, რა აკლია საიმისოდ, რომ იყოს ეფექტური ლიდერი. სხვაგვარად
რომ ვთქვათ, მას
სჭირდება თვითშეფასება.
თვითშეფასება ის მოქმედებაა,
რომელიც ხელმძღვანელისგან
განსაზღვრულ ფუნდამენტურ უნარებს მოითხოვს,
ისეთებს, როგორიცაა გულწრფელობა,
გაცნობიერებული არაკომპეტენტურობა, თვითკრიტიკისა
და თვითანალიზის
უნარი, სიტუაციის სწორად შეფასების უნარი.
თვითშეფასების დროს დირექტორს უნდა შეეძლოს თქვას: მე როგორც ხელმძღვანელმა ვიცი, როგორია წარმატებაზე ორიენტირებული ორგანიზაცია და ისიც ვიცი, რა უნარები სჭირდება
ლიდერს, რომ ორგანიზაცია
წარმატებულად მართოს. როდესაც კრიტიკულად შევაფასებ საკუთარ შესაძლებლობებს, მივხვდები,
რომელი უნარების განვითარება მჭირდება საიმისოდ, რომ ორგანიზაციას/სკოლას წარმატება მოვუტანო.
თვითშეფასების სრული სურათის შესაქმნელად
არსებობს სხვადასხვა დამხმარე საშუალება: კოლეგების შეფასება; დაინტერესებული მხარეების მიერ პირისროგორც
სკოლის ხელმძღვანელის საქმიანობის
შეფასება და პროფესიული სტანდარტი.
პროფესიული სტანდარტი და ეთიკის
კოდექსი პირდაპირ კარნახობს სკოლის ხელმძღვანელს, რას მოითხოვს სახელმწიფო მისგან, რათა იგი ეფექტური დირექტორი იყოს და სკოლა წარმატებულ
ორგანიზაციად აქციოს.
განვიხილოთ კონკრეტული მაგალითი
სკოლის დირექტორის სტანდარტიდან და თვითშეფასების მაგალითი.
ამონარიდი სკოლის დირექტორის
სტანდარტიდან:
მუხლი 4. სასწავლო პროცესის
მართვა
4.1 საჯარო სკოლის დირექტორი
ზრუნავს მოსწავლეთა მიღწევების გაუმჯობესებაზე და ხელს უწყობს თითოეული მოსწავლის შესაძლებლობების
სრულფასოვან რეალიზებას.
ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სტანდარტის
შესრულება განისაზღვრება შემდეგი ინდიკატორებით:
ა)
ზოგადი განათლების ეროვნული მიზნებისა და ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული შედეგების
მისაღწევად შემუშავებულია მოსწავლეთა საჭიროებებზე ორიენტირებული სასკოლო სასწავლო
გეგმა;
ბ)
სასკოლო სასწავლო გეგმაში გათვალისწინებულია საზოგადოებაში მიმდინარე ცვლილებები და მათი შესაძლო გავლენა მოსწავლეთა მიღწევებზე;
გ)
საჯარო სკოლაში დასახულია თითოეული მოსწავლის
მაღალი აკადემიური მოსწრების მოლოდინი და გამოიყენება მოსწავლეთა მიღწევების გაუმჯობესების
სტრატეგიები;
დ)
საჯარო სკოლაში უზრუნველყოფილია სასწავლო პროცესისა და მოსწავლეთა მიღწევების მუდმივი
შეფასება მათი გაუმჯობესების მიზნით;
ე)
საჯარო სკოლაში გამოიყენება სწავლების თანამედროვე სტრატეგიები, მეთოდები და რესურსები;
ვ)
საჯარო სკოლის დირექციასა და მასწავლებლებს გაზიარებული აქვთ მოსწავლეთა მიღწევების გაუმჯობესებასთან დაკავშირებული
ხედვა და პასუხისმგებლობა.
სტანდარტში ფორმულირებულია,
რა უნდა შეძლოთ თქვენ როგორც სკოლის ხელმძღვანელმა და რა ცოდნასა და უნარებს მოითხოვს
ამ დავალების შესრულება თქვენგან, ხოლო მომდევნო პუნქტში გაწერილია ინდიკატორები, რათა
შეფასდეს, როგორ აისახა პრაქტიკულად სკოლის წარმატებაზე ის, რაც თქვენ გააკეთეთ.
შესაძლებლობებისა და ცოდნის
თვითშეფასებისთვის, პირველ რიგში, დაიწყეთ ინდიკატორების გაანალიზება:
ვიცი სასკოლო სასწავლო გეგმის |
კი |
არა |
სკოლას შემუშავებული აქვს სასკოლო სასწავლო გეგმა, რომელიც შეესაბამება ზოგადი |
კი |
არა |
ვიცი, როგორ დავადგინო მოსწავლეთა |
კი |
არა |
შესწავლილი მაქვს/ ვფლობ აქტუალურ ინფორმაციას საზოგადოებაში მიმდინარე ცვლილებებზე, |
კი |
არა |
გვაქვს მე და ჩემს კოლეგებს ყველა მოსწავლისადმი მაღალი მოლოდინი? |
კი |
არა |
არსებობს სკოლაში მოსწავლეთა მიღწევების ამაღლების სტრატეგიები? |
კი |
Aრა |
ვიცი, როგორ შევაფასო სასწავლო პროცესი? |
კი |
Aრა |
არსებობს სკოლაში სასწავლო პროცესის შეფასების ტრადიცია? |
კი |
Aრა |
ვიცნობ სწავლების უახლეს მეთოდებს? |
კი |
Aრა |
მაქვს საკმარისი ინფორმაცია თანამედროვე სასწავლო რესურსების შესახებ? |
კი |
Aრა |
მე და ჩემს კოლეგებს გვაქვს გაზიარებული ხედვა და პასუხისმგებლობა მოსწავლეთა |
კი |
არა |
თუ შეადგენთ თვითშეფასების ასეთ კითხვარს და
გულწრფელად და ობიექტურად შეავსებთ მას, ხელთგექნებათ იმ საკითხების ჩამონათვალი, რომლებზეც გჭირდებათ ყურადღების
გამახვილება პროფესიული განვითარებისას. ყველა იმ საკითხზე, რომელზეც უპასუხეთ “არა”, გჭირდებათ ახალი
და დამატებითი ინფორმაცია.
სკოლის ხელმძღვანელის სტანდარტის
მიხედვით შეადგინეთ კითხვარი და პასუხი გაეცით ყველა კითხვას. ბოლოს დააჯამეთ ის საკითხები,
რომლებზეც უპასუხეთ “არა”. ეს საკითხები გადაიტანეთ ცალკე ფურცელზე. ამ ფურცელზე თქვენ ახლა იმ საკითხების ჩამონათვალს ხედავთ, რა კუთხითაც გჭირდებათ პროფესიული განვითარება. თუ გააანალიზებთ, დაინახავთ,
რომ ზოგიერთი საკითხი ერთმანეთს ფარავს ან თემატურად ერთმანეთთან ძალიან ახლოს დგას.
ასეთი საკითხები გააერთიანეთ. ამგვარად თვითშეფასების საფუძველზე ჩამოყალიბებული პროფესიული
განვითარების გეგმა შედარებით მოკლე და თქვენთვის
უფრო გასაგები გახდება. თუნდაც ჩამონათვალი ძალიან გრძელი იყოს, ეს ნუ დაგთრგუნავთ;
საკითხების სიმრავლე იმას ნიშნავს, რომ თქვენ კრიტიკული ხართ საკუთარი თავის მიმართ
და ბევრის მიღწევა გსურთ პროფესიაში. კარგი შანსი გაქვთ, ძლიერ პროფესიონალად ჩამოყალიბდეთ.
ახლა მიუბრუნდით თქვენი პროფესიული
განვითარების გეგმას და დაიწყეთ დაგეგმვა: პირველ რიგში რომელ საკითხზე გსურთ დამატებითი
ინფორმაციის მიღება, რომელი უნარის განვითარება გსურთ ყველაზე მეტად?
პროფესიული
განვითარების შესაძლებლობები: პროფესიული განვითარება ერთ–ერთი აუცილებელი პირობაა საიმისოდ, რომ ადამიანი კონკურენტუნარიან კადრად დარჩეს შრომის ბაზარზე. ცოდნა
მალე ძველდება და მას განახლება სჭირდება. სხვაგვარად ძნელია, ფეხი აუწყო დროს და სისტემაში
არსებულ ცვლილებებს.
პროფესიული განვითარება სურს ყველა
იმ ხელმძღვანელს, ვისთვისაც პროფესია მნიშვნელოვანია, მაგრამ ყოველთვის
ჩნდება კითხვა: როგორ
უნდა განვვითარდე პროფესიულად, რა შესაძლებლობები არსებობს საიმისოდ, რომ აქტუალური ცოდნა მქონდეს და შესაბამისი უნარებით
ვიყო აღჭურვილი?
პროფესიულ განვითარებაში ყველაზე
მეტად საკუთარი თავი დაგეხმარებათ. თქვენზე უკეთ არავინ იცის, რა საკითხების შესახებ გჭირდებათ ცოდნის გაღრმავება. თვითშეფასების
საფუძველზე თქვენ ეს უკვე დაადგინეთ. ახლა შეგიძლიათ, თვითგანვითარებაზე ზრუნვა დაიწყოთ.
პროფესიული განვითარების ერთ–ერთი ყველაზე გავრცელებული ფორმაა ტრენინგი. ტრენინგი სწორედ იმ საკითხის შესახებ უნდა გაიაროთ, რომელიც თქვენს საჭიროებას შეესაბამება. ტრენინგის მიმართ
თქვენი მოლოდინი ზომიერად ოპტიმისტური უნდა იყოს. ტრენინგზე მიიღებთ ახალ ინფორმაციას,
შესაძლოა, თქვენთვის ნაცნობი ინფორმაციაცმოისმინოთ. საბოლოო ჯამში თქვენზეა დამოკიდებული, ტრენინგზე მიღებული ცოდნიდან რას
გამოიყენებთ და როგორ. ვერცერთი
ტრენინგი ვერ მოახდენს სასწაულს, თუ თავად არ წამოიღეთ იქიდან საუკეთესო.
პროფესიული განვითარების ყველაზე იაფი და ეფექტიანი ფორმა კოლეგებთან ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებაა. სკოლის დირექტორები მრავალ სირთულეს აწყდებიან
სასწავლო პროცესის ხელმძღვანელობისა თუ თავიანთ საქმიანობასთან
დაკავშირებული სხვა მოვალეობების შესრულებისას. ამ პრობლემებს ყველა ინდივიდუალურად
წყვეტს და იღებს გამოცდილებას იმის თაობაზე, რამდენად იმუშავა ან ვერ იმუშავა
მის მიერ გატარებულმა ღონისძიებებმა.
პროფესიონალისთვის ერთ–ერთი ყველაზე ფასეული რამ გამოცდილებაა. გამოცდილება, რომელიც არ გვაძლევს
საშუალებას, ხელმეორედ მოგვივიდეს ერთხელ უკვე
დაშვებული შეცდომა; გამოცდილება,
რომელიც ჩვენი იარაღია სირთულეებთან ბრძოლაში; დაბოლოს, გამოცდილება,
რომელიც პროფესიონალის ერთ–ერთი უმთავრესი ღირსებაა. კოლეგებთან ამ გამოცდილების გაზიარება ბევრ მნიშვნელოვან ინფორმაციას მოგცემთ და პრაქტიკული საქმიანობის ეფექტიანად განხორციელებაში დაგეხმარებათ. თქვენ, ფაქტობრივად,
ისწავლით სხვის მიერ დაშვებული შეცდომების, სხვისი გამოცდილების საფუძველზე, თუმცა
აუცილებლად მოგიწევთ საკუთარი გამოცდილების შეძენაც, რომელსაც შემდეგ სხვები გაიზიარებენ
და ისწავლიან თქვენგან.
პროფესიული განვითარების უალტერნატივო
და აუცილებელი პირობაა საკუთარ პიროვნულ განვითარებაზე ზრუნვა. არსებობს ისეთი ცოდნა
და უნარები, რომლებიც დაგჭირდებათ როგორც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას,
ასევე ყოველდღიურ ცხოვრებაშიც. მაგალითად, კომუნიკაცია. ეფექტიანი კომუნიკაცი საჭიროა როგორც თანამშრომლებთან,
მშობლებთან, ასევე კოლეგებთან, მეზობლებთან, ხელმძღვანელებთან ურთიერთობისას.
პიროვნული განვითარების მაგალითია
ენების შესწავლა. თუ თქვენ ჯერ არ იცით უცხო ენა, სწორედ დროა, მისი შესწავლა დაიწყოთ.
ენების შესწავლა, გარდა იმისა, რომ პროფესიონალიზმს განსაკუთრებულ ელფერს ანიჭებს,
მეცნიერული დასაბუთებით, გამაახალგაზრდავებლად მოქმედებს ტვინის უჯრედებზე. თუ რომელიმე
ახალი კომპიუტერული პროგრამით დაინტერესდით, ისწავლეთ. ის გამოგადგებათ როგორც სამსახურში,
ასევე პირადი საქმეების მოსაგვარებლადაც.
პიროვნული განვითარებისთვის
საუკეთესო საშუალებაა პროფესიული ლიტერატურის კითხვა. მოიძიეთ ახალი სახელმძღვანელოები
სკოლის ხელმძღვანელებისა და მასწავლებლებისთვის, გაუკვალეთ გზა ბიბლიოთეკისკენ მასწავლებლებსა
და მოსწავლეებს. მოსწავლეთა წიგნიერების ამაღლებაზე არაფერი ახდენს ისეთ გავლენას,
როგორსაც მისაბაძი მაგალითი – დირექტორი, რომელიც ბიბლიოთეკის ხშირი სტუმარია და გამუდმებით
ზრუნავს თავის პროფესიულ განვითარებაზე.