იასონ ბადრიძის წიგნს ბოლო ორ თვეში მეორედ ვკითხულობ – ისევ გატაცებით. „ამბავი მგლისა და კაცისა“ სხვაგვარი ავტორის ხელითაა დაწერილი – მგლების გამზრდელის, მათი ულუფისა თუ ცხოვრების წესის გამზიარებლის, რომანტიკოსის, ცოტა შეშლილის. ვკითხულობ და ვფიქრობ, რომელი მხარე დავანახო ცნობისმოყვარე მკითხველს, პირველი სურათები რომ უკვე დახატა გონებაში.
1974 წლის იანვარი. ზოვრეთი, ბორჯომის ნაკრძალი. შესაძლოა, ვიღაცისთვის ეს შორეული წარსული იყოს, მგლების გვერდით ცხოვრების, მათთან მეგობრობის ისტორია კი ძნელად სარწმუნოდ მოჩანდეს. მეც გამიჩნდა დაძაბულობის განცდა, როცა წიგნის კითხვა დავიწყე. თითქოს ძველ, შავ-თეთრ ფილმს ვუყურებდი, მარტივი ხერხებით, მაგრამ ისე ოსტატურად გადაღებულს, რომ სისხლის გამყინავი ყმუილი სულ ახლოდან მესმოდა.
„ისინი არა თუ უბრალოდ ჭკვიანები, არამედ წარმოუდგენლად ჭკვიანები არიან“, – წერს იასონ ბადრიძე მგლების შესახებ და წიგნის ყოველი თავი გვარწმუნებს ამ განცხადების სისწორეში. მათ უდავოდ შეუძლიათ ის, რასაც ადამიანის ენაზე მეგობრობა, ერთგულება, თავგანწირვა ჰქვია. არ მოვყვები, როგორ მიიღეს მკვლევარი თავიანთ წრეში, როგორ ჩაიარა შეჩვევის სახიფათო ხანამ, თუმცა ის კი სათქმელია, რომ მგლებისთვის შერქმეული სახელები: ნესტორი, ნიკო, მანანა, გურამი… – სულ უფრო ნაკლებად უცნაურად მოჩანს მათი მოულოდნელი საქციელის გათვალისწინებით.
მაგალითი: „პირველი გურამი წამოვიდა, რამდენიმე სანტიმეტრში ჩამიარა და კუდი წამომდო. ასე იქცეოდა ბოლო კვირის განმავლობაში და მეც მის ასეთ ქცევას მეგობრულად მხარზე ხელის მოთათუნებასავით შევეჩვიე“. გურამი ავტორს კიდევ ბევრჯერ გააოგნებს – ცოტა ხნის წინ გადაყლაპულ ხორცსაც ამოუნთხევს დასანაყრებლად. „ისეთი განცდა მქონდა, რომ ჩვენი ურთიერთობა ადამიანური დამოკიდებულების კატეგორიაში გადავიდა“, – იხსენებს იასონ ბადრიძე, რომლის სიტყვებსაც მეტი და მეტი დამარწმუნებელი ძალა ეძლევა.
სხვა მაგალითი: „[ნიკოს] პირით ახლად მონადირებული კურდღელი მოჰქონდა და ამაყად მოცეკვავდა. ნანადირევი ბუნაგის შესასვლელთან დააგდო, თვითონ სანახევროდ შიგნით შეძვრა, კუდით კი ჰაერში მონდომებით ხაზავდა რვიანებს. როგორც ვხვდებოდი, საკუთარი ნაშიერებით აღტაცებას ამგვარად გამოხატავდა“. ლეკვების დაბადება ავტორისთვისაც ახალი წელთაღრიცხვის დასაწყისია – ახალ სიცოცხლეზე დაკვირვება აღმოჩენის, დასკვნის გამოტანის მეტ შესაძლებლობას იძლევა, მით უფრო მაშინ, როცა გზის ყველაზე რთული მონაკვეთი გავლილი აქვს, ცხოველები თავისიანად მიიჩნევენ, ენდობიან.
თავის მხრივ, მკვლევარსაც უწევს დათმობაზე წასვლა – აბა, რომელი მეგობრობა იქნება კომპრომისების გარეშე? მგლებს ყავის სუნი აღიზიანებთ და იასონ ბადრიძეც მართალია, უხალისოდ, მაგრამ მაინც უარს ამბობს ამ სასმელზე: „მათი განწყობის პატივისცემის ნიშნად, ჩაის სმაზე გადავედი, რაც ჩემი მხრიდან დიდი მსხვერპლი იყო“. ხანდახან მგლისებურად ყმუის, სანადიროდაც ხალისით დაჰყვება მათ, ვისი მორჩენილი ირმის ხორცითაც ჩვეულებრივად ნაყრდება.
ცხადია, ის დილიდან ღამემდე მგლებს აკვირდება, მათი ქმედებების გასაგებად ახალ-ახალ ექსპერიმენტებს ატარებს. წიგნში მრავალი საყურადღებო ვარაუდი თუ დასკვნაა, რომლებიც სხვა თვალით დაგვანახებს ცხოველთა სამყაროს, არასწორად შეფასებულ და შედეგად, მეტად დაზარალებულ მგლების მოდგმას. მაგალითისთვის ერთს მოვიტან: „მგლებმა შემთხვევით შეიძინეს დადებითი გამოცდილება სიტუაციაში, რომელიც მათგან დამოუკიდებლად წარმოიქმნა, მაგრამ ამ შემთხვევას ყურადღება მიაქციეს და შემდეგ უკვე მიზანდასახულად ეცადნენ, იმავენაირი სიტუაცია შეექმნათ. სხვაგვარად რომ ვთქვათ, მგლებს შეუძლიათ თავიანთი ქმედებების შედეგების პროგნოზირება“.
დაუვიწყარია დათვთან შეხვედრის ეპიზოდიც – როცა მგლები თავს გაწირავენ კაცის გადასარჩენად. ჰო, ეს მხოლოდ მათი ამბავი არ არის. იმ კაცისაცაა, რომლის გულიც საბოლოოდ მოინადირეს.
დღეს, 1 მარტს, ინტერნეტგაზეთი „mastsavlebeli.ge”12 წლის გახდა. ძალიან დიდი მადლობა ყველას და თითოეულს ვინც ინტერნეტგაზეთის შექმნის იდეიდან- დღემდე, თანამშრომლობდა და გულშემატკივრობდა, ვინც მხარს გვიჭერდა, კითხულობდა, გვეკამათებოდა, ვჭირდებოდით და გვენდობოდა. განსაკუთრებული მადლობა „mastsavlebeli.ge“- ს გუნდს, გამორჩეულ, საინტერესო, სანდო, ნიჭიერ ადამიანებს, რომლებიც კვლავ შექმნიან მრავალფეროვან, საინტერესო , საჭირო, აქტუალურ რესურსებს ჩვენი მკითხველებისათვის.
თანამედროვე პირობებში სასწავლო პროცესის განხორციელება გულისხმობს მედიაწიგნიერების ფუნქციების – სწავლების (მედიაწიგნიერების), ადაპტაციის, განმავითარებელი და მაორგანიზებელი ფუნქციების გამოყენებასაც, სადაც:
„სწავლება“ მოიცავს მედიატექსტების გაცნობას/მიწოდებას/ათვისებას (მათ შორის – თეორიული კუთხითაც), მათ აღქმასა და ანალიზს, უნარს, გამოიყენო ცოდნა სხვადასხვა სიტუაციაში, იაზროვნო, განსაჯო ლოგიკურად;
ადაპტაციის ფუნქცია ვლინდება (წარმოიქმნება) უშუალოდ მედიაკულტურასთან კომუნიკაციის ეტაპზე, კონცეპტუალურ დონეზე;
განმავითარებელიფუნქცია მოიაზრებს პიროვნების მოტივაციურ, ნებელობით და სხვა პიროვნულ თვისებებზე, მედიაგარემოსთან შემოქმედებითი კონტაქტების დროს მიღებულ გამოცდილებაზე აქცენტირებას;
მაორგანიზებელიფუნქცია კი გამოიხატება მედიატექსტების ანალიზისთვის საუკეთესო პირობების შექმნით.
საგაკვეთილო პროცესში მედიაწიგნიერებისმიდგომებისგამოყენება გულისხმობსმრავალფეროვან აქტივობებს:
დესკრიპტორული (აღწერითი, ანუ ძირითადი აზრობრივი შინაარსის გამომხატველი დავალებების შეთავაზება მოსწავლეებისთვის), როგორიცაა შინაარსის გადახედვა/გამეორება, მედიატექსტში გადმოცემული მოვლენების ჩამოთვლა/დასახელება;
კლასიფიკაციაზეორიენტირებულისავარჯიშოები (ისტორიულ და სოციოკულტურულ კონტექსტში მედიატექსტის ადგილის განსაზღვრა);
ანალიტიკურიხასიათისდავალებები (როგორიცაა მედიატექსტის სტრუქტურის ანალიზი, მედიატექსტის ენის განსაზღვრა, ავტორისეული კონცეფციების განხილვა და ა.შ.);
პერსონალური (მედიატექსტით გამოწვეული გრძნობების, მოგონებების, განცდების აღწერა);
სასწავლომასალისშინაარსის (ფაქტებისა და მოვლენების) მიხედვით;
დავალებისშინაარსისმიხედვით (კონკრეტულად რას ითხოვს მედიატექსტი: მხატვრულ ანალიზს, ჯგუფურ და ინდივიდუალურ მუშაობას თუ სხვ.);
ლიტერატურული და იმიტაციური (თეატრალიზებული, გამომსახველობითი) აქტივობები (სათამაშო თუ სხვ. ტექნოლოგიებით და ტექნიკური საშუალებებით) მედიატექსტზე მუშაობისას კრეატიული იდეების ინიცირებისთვის, როგორიცაა, მაგალითად, სცენარის და მინიგეგმის დაწერა მედიატექსტისთვის, მედიატექსტის შექმნის დროს მისი ამა თუ იმ ნაწილის ინსცენირება და ა.შ) და ა.შ;
ვიზუალური აქტივობები (აფიშების შექმნა, ფოტოკოლაჟი, ნახატები თემასთან ახლოს, ანიმაცია)
და ა.შ.
აღსანიშნავია, რომ შემოქმედებითი, „ლიტერატურულ-იმიტაციური“ ხასიათის დავალებები მეთოდურად ყოველთვის წარიმართება სათამაშო ტექნოლოგიებით. დასაწყისში მოსწავლეებს ვთავაზობთ, წარმოიდგინონ თავი მედიატექსტის სცენარისტად და დაწერონ:
ორიგინალური სცენარის გეგმა მედიაკულუტურის ნებისმიერი სფეროდან (ყველაზე მნიშვნელოვანი სფეროებია: ბეჭდური მედია, აუდიოვიზუალური ფორმები – რადიო, ტელევიზია, ინტერნეტი); მაგალითად, ეკრანიზაცია, ტელესიუჟეტი რომელიმე ლიტერატურული ნაწარმოების, რომელიმე ისტორიული პირის შესახებ, პოლიტიკური მოვლენების მიმოხილვა, ისტორიული ქრონიკა და ა.შ., რომელიც დაახლოებით 3-5 წუთი გაგრძელდება;
შემდეგ მინისცენარის მიხედვით შექმნან „რეჟისორული სცენარიც“, სადაც ორიგინალურ ტექსტთან ერთად, თუ ეს ფილმია, გამოჩნდება რაკურსი, კამერის მოძრაობა, მონტაჟის პრინციპები და სხვ.
ამ ტიპის სამუშაოსთვის სცენარის მომზადება მნიშვნელოვანი დეტალია. ამ დროს მოსწავლეებს შორის ნაწილდება „როლები“: „რეჟისორების“, „ტელეოპერატორების“, „ხმის ოპერატორების“, „დიზაინერების“, „მსახიობების“, „გრიმიორების“, „ჟურნალისტების“, „მულტიპლიკატორების“, „კომიქსების მხატვრების“, „ელექტრონული სპეცეფექტების სპეციალისტების“ (ტექნიკური მხარდაჭერა) – თანამედროვე ვიდეო- და კომპიუტერული ტექნიკის მცოდნეები მედიატექსტების შედგენისთვის და სხვ.
ჯგუფი ერთად მუშაობს სცენარზე და ერთად იქმნება საბოლოო პროდუქტი. მიღებული მედიაპროდუქტი შეიძლება სულაც არ იყოს თამაშის ანუ ანიმაციური ტექნოლოგიით შექმნილი და წარმოადგენდეს
ა) მხოლოდ დოკუმენტურ მედიატექსტს
ბ) ან ისეთ დოკუმენტურ მედიატექსტს, რომელიც დაეყრდნო მედიაკულტურისთვის დამახასიათებელ გამომსახველობით, მხატვრულ ხერხებს.
მასწავლებელი ორივე შემთხვევაში მხოლოდ მაკორექტირებელ როლს ასრულებს, მისი აუდიტორია კი, შეიძლება ითქვას, ფანტაზიორთა სივრცეა, სადაც საკუთარ მოსაზრებებს, შემოქმედებითობას თავისუფლებას აძლევენ. მიზანი სასწავლო ამოცანების გადაწყვეტაა და არ გულისხმობს დასრულებული ფორმის მედიაპროდუქტის შექმნას, რომელსაც პრეტენზია ექნება პროფესიულ დონეზე. შეიძლება ითქვას, რომ აქ:
მთავარია არა შედეგი, არამედ თავად პროცესი, აუდიოვიზუალური ენის, შემოქმედებითი უნარების გამომუშავება;
თუმცა, გარკვეულწილად, მზა მედიატექსტებიც საჭიროებს რეკლამირებას, „ბაზარზე“ „გაყიდვას“, „გავრცელებას“ და ა.შ. ამ მიზნებს ექვემდებარება პრაქტიკულ სამუშაოში კონკრეტული შემოქმედებითი ამოცანების ჩართვა, რომლებიც ავითარებს წარმოსახვას, ფანტაზიას, ასოციაციურ აზროვნებას და აუდიტორიის არავერბალური აღქმის უნარს;
რაც შეეხება საკუთარი მედიატექსტისთვის სარეკლამო პლაკატების მომზადებას (ვარიანტი: პლაკატები პროფესიული მედიატექსტებისთვის), ის შეიძლება შეიქმნას მედიაკულტურის თემაზე არსებული ნახატების/ფოტოების კოლაჟის საშუალებით ან ხელით დაიხატოს „კომიქსები“ კონკრეტული მედიატექსტების საფუძველზე, რომლებიც გარკვეული ასაკის აუდიტორიისთვის არის განკუთვნილი.
ნებისმიერი ეს აქტივობა დიდ ინტერესს იწვევს მოსწავლეთა შორის, მაგრამ განსაკუთრებით ემოციურად ხვდებიან ვიდეორგოლებს. შესაბამისად, მასწავლებელი მეტ ყურადღებას აქცევს ვიდეოსთვის მოსწავლეების მიერ სცენარის დაწერას. ვიდეოს შექმნისთვის სცენარი აუცილებელია. ის ვიდეოწარმოების ფუნდამენტური ელემენტია, ერთგვარი სახელმძღვანელო-ინსტრუმენტი და ამოსავალი წერტილი ყველასთვის, ვინც ვიდეოს შექმნაში მონაწილეობს.
ნებისმიერი ვიდეოსცენარი ძირითადად ოთხი ნაწილისგან შედგება:
შესავალი (რომელმაც „უნდა აიძულოს“ მსმენელი, ყურადღება მიმართოს ეკრანისკენ);
ძირითადისაკითხები (მიზანია, მიაწოდოს საჭირო ინფორმაცია მაყურებელს და გამოიწვიოს მათი ნდობა);
დასკვნა (მიზანია, კიდევ ერთხელ გაააზრებინოს ინფორმაცია მაყურებელს);
მოწოდებამოქმედებისკენ (რომელმაც მაყურებელს მოქმედებისკენ უნდა უბიძგოს. ღირებულებითი, დამოკიდებულებების თვალსაზრისით, ეს ნაწილი ძალიან მნიშვნელოვანია მსმენელისთვის).
სასწავლო, საგანმანათლებლო ვიდეოსცენარის დასაწერად დასაწყისში შეიძლება შაბლონის გამოყენებაც. მთავარია, სქემა იყოს ძალიან მარტივი და მოსწავლეებისთვის ადვილად აღსაქმელი. მაგალითად, ვიდეო „სტიქიური მოვლენები – გზამკვლევი“:
შესავალი ნაწილი: ვიდეოსცენარის დასაწყისში, შესავალში, გამოჩნდება ორგანიზაციის (ჯგუფის, გაერთიანების) ლოგო (ანუ ვინც ქმნის ვიდეოს), შემდეგ კამერა თანდათან გადადის გამოსახულებასა და წამყვანზე;
ძირითადისაკითხები: წამყვანი ესალმება მაყურებლებს და აუწყებს: „დღეს ჩვენ წარმოგიდგენთ სასწავლო ვიდეორგოლს „სტიქიური მოვლენები – როგორ დავიცვათ თავი სტიქიური უბედურებისგან?“ თქვენი გიდი ვიქნები მე, ექსპერტი სამოქალაქო უსაფრთხოებისა და თავდაცვის საკითხებში. დღეს მე გაგაცნობთ ამ თემის ძირითად ასპექტებს“. ეკრანზე გამოჩნდება ვიდეოს ცალკეული ნაწილების ტიტრები: „რა არის სტიქიური მოვლენა?“, „როგორ მოვიქცეთ სტიქიის დროს?“, „შედეგები და აღდგენა“.
ნაწილი პირველი – „რა არის სტიქიური მოვლენა?“
ეკრანზე ჩანს სტიქიური მოვლენის განმარტება: სტიქია არის ბუნებრივი მოვლენა, რომელიც ატარებს საგანგებო ხასიათს და რომელსაც მოჰყვება მოსახლეობის ნორმალური ცხოვრების დარღვევა, მატერიალურ ღირებულებათა დანგრევა და განადგურება, საფრთხეს უქმნის ადამიანთა სიცოცხლეს; ხასიათდება მნიშვნელოვანი მასშტაბებითა და სხვადასხვაგვარი ხანგრძლივობით, მაგალითად, მიწისძვრა შეიძლება რამდენიმე წამს გაგრძელდეს, ხოლო წყალდიდობა – თვეობით. სტიქიური უბედურებაა მიწისძვრა, ზვავი, ღვარცოფი, წყალდიდობა, ხანძარი და ა.შ. შესაბამისად, ამ დროს რასაც ვაკეთებთ, ეს არის დამაზიანებელი ზემოქმედების მინიმიზაცია და შეჩერება.
ნაწილი მეორე – „როგორ მოვიქცეთ სტიქიური მოვლენის დროს, როგორ დავიცვათ თავი?“
წამყვანი:ა) ახლა გადავიდეთ მომზადებაზე. უნდა გვქონდეს მოქმედების გეგმა ოჯახის წევრების ევაკუაციისთვის, რომელშიც გათვალისწინებული იქნება საკონტაქტო მონაცემები, შეხვედრის ადგილი, გადარჩენისთვის აუცილებელი ელემენტები; ბ) ეკრანზე ჩანს სქემები და ილუსტრაციები, რომლებიც წარმოაჩენს მომზადების ეტაპებს.
წამყვანი: ა) სტიქიური მოვლენის დროს უნდა ვიცოდეთ, როგორ მოვიქცეთ. მიწისძვრის დროს თავი შევაფაროთ მაგიდის ან მყარი საწოლის ქვეშ; წყალდიდობის დროს სასწრაფოდ მოვძებნოთ უფრო მაღალი ადგილები და ვაცნობოთ გადაუდებელი დახმარების სამსახურს; ბ) ეკრანზე ჩანს ანიმაცია, რომელიც გვიჩვენებს სწორ მოქმედებას სხვადასხვა სტიქიური მოვლენის დროს.
წამყვანი: „გახსოვდეთ, რომ თქვენი და თქვენი ახლობლების უსაფრთხოება მთავარია. იმოქმედეთ ინსტრუქციის მიხედვით და არ გარისკოთ“.
ნაწილი მესამე – „შედეგები და აღდგენა“
წამყვანი: ბოლოს, მოდი, ვისაუბროთ სტიქიური უბედურებების შედეგებსა და დაზიანებულის აღდგენაზე. ზიანის შეფასებისა და აღდგენისთვის საჭიროა იმ ადგილობრივ სამსახურებსა და ორგანიზაციებთან დაკავშირება, რომლებიც დაგეხმარებათ ამ პროცესში (ეკრანზე გამოჩნდება შესაბამისი რჩევები).
წამყვანი: გახსოვდეთ, რომ სტიქიურ მოვლენებთან დაკავშირებული ცოდნა და უახლესი ინფორმაციის ფლობა დაგეხმარებათ, ეფექტურად იმოქმედოთ საგანგებო სიტუაციების შემთხვევაში.
დასასრული: წამყვანი კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ ეს იყო საგანმანათლებლო ვიდეო „სტიქიური უბედურებები – გზამკვლევი“: ვიმედოვნებთ, სასარგებლო ინფორმაცია მიიღეთ და ამიერიდან უფრო თავდაჯერებულად იმოქმედებთ სტიქიური მოვლენების შემთხვევაში. „მოემზადეთ და იყავით უსაფრთხოდ!“
მუსიკალური დასასრული.
მოსწავლეთა შორის განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს ხელოვნური ინტელექტის (მათ შორის – ნეიროქსელის) გამოყენებით შექმნილი ვიდეომასალები. ამით მასწავლებელს შეუძლია გაამრავალფეროვნოს სასწავლო პროცესი, მაგრამ ეფექტიანობისთვის მნიშვნელოვანია, აქტიურად გამოიყენოს მედიაპროდუქტის (მაგალითად, ფილმის/ფრაგმენტის) დეკოდირების (დეკონსტრუქციის) სქემა და მედიაპროდუქტი ეფექტურ სასწავლო რესურსად გადააქციოს.
II – შემდეგ მასწავლებელი მოსწავლეებს სთავაზობს ფილმის დეკოდირების/დეკონსტრუქციის სქემას (სქემა 1) და სთხოვს, აღნიშნულ საკითხებზე იმუშაონ.
სქემა 1.
III – დასასრულ, მოსწავლეები ერთმანეთს უზიარებენ მიღებულ შედეგებს.
IV – რეფლექსია / მოსწავლეთა თვითშეფასება
მასწავლებელს შეუძლია, მოსწავლეებს თავად შეაქმნევინოს ორ-სამწუთიანი მედიაპროდუქტები, ამგვარად წაახალისოს მათი შემოქმედებითობა და კიდევ უფრო გააუმჯობესოს მათი მედიაუნარები.
ნატალია ინგოროყვა, „მედიაწიგნიერების გაკვეთილები“. სახელმძღვანელო მომზადდა „მედიაწიგნიერების ფორმალურ განათლებაში ინტეგრირების“ პროექტის ფარგლებში, კომუნიკაციების კომისიის, გაეროს ბავშვთა ფონდისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით.
მასწავლებლის წიგნი – „გამჭოლი კომპეტენციები“, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, 2015
ალბათ ყველას შეგიმჩნევიათ, როგორ ანათებს ზოგიერთი ადამიანი. პირველივე შეხვედრაზე ახდენს შთაბეჭდილებას, ყველას ამახსოვრებს თავს და ეს ყოველთვის ექსპრესიულობის ხარჯზე არ ხდება. შესაძლოა, ის სულაც არ საუბრობდეს ხმამაღლა, თავდაჯერებულად და მხოლოდ გარეგნულად იყოს დასამახსოვრებელი. მაინცდამაინც მიმზიდველ გარეგნობას არ ვგულისხმობ. ადამიანების ნაწილი ბუნებრივადაა ასეთი, როცა მეორე ნაწილი ნაკლებად შესამჩნევია. ამით თუ აიხსნება, რატომ გვახსოვს იმ უცხო ადამიანის სახე, რომელსაც ოდესღაც შემთხვევით გადავეყარეთ და შესაძლოა, მასთან გასაუბრების შანსიც კი არ მოგვცემია, მაშინ როდესაც გონებიდან ნელ-ნელა გვიქრება იმ ადამიანების სახეები, ვისაც დიდი ხნის წინ კარგად ვიცნობდით.
მეორე მხრივ, იყო ნაკლებად შესამჩნევი – არ ნიშნავს, ნაკლები სათქმელი გქონდეს.
ზოგი ადამიანი მეტისმეტად ხმამაღალია იმისთვის, რომ არ დაგამახსოვრდეს, ზოგი თვალებით საუბრობს, ზოგი – ხელების დახმარებით, ზოგი საერთოდ არ უწევს ხმას, თუმცა სწორედ ხმის ტემბრით ისაკუთრებს ჩვენს გონებას, ზოგს კი ხმის ამოღებაც არ სჭირდება იმისთვის, რომ გაფიქრებისთანავე მისი სახე თვალწინ დაგვიდგეს.
ცხადია, ამ პროცესს ყურადღებით ვერ დააკვირდებით, თუ ყოველდღე ასზე მეტ ადამიანთან მაინც არ გიწევთ შეხვედრა. ოდესმე დაბრუნებულხართ აფთიაქში იმის გამო, რომ რამე დაგრჩათ ან დაგავიწყდათ და გაგკვირვებიათ, რომ ფარმაცევტს ახსოვხართ? ან, პირიქით, არ ახსოვხართ, როდესაც ორიოდე წუთის წინ გესაუბრებოდათ? ხშირად გვიფიქრია, დღეში ჩვენნაირს იმდენს ესაუბრებიან, ყველას რა დაამახსოვრებთო. მართლაც, ზოგჯერ შეიძლება წესიერად არც კი შემოგხედონ, ისე მიიღონ შეკვეთა და კარის გახურვისთანავე თქვენი სახე მათი გონებიდან კვამლივით გაქრეს, ზოგჯერ კი, პირიქით, ისე გესალმებიან, თითქოს ყოველდღე გხედავდნენ, მაშინ როცა სულ მეორედ ხართ იქ.
ეს არც სილამაზეზეა დამოკიდებული და არც იმაზე, რამდენად მოხდენილად გამოვიყურებით მოცემულ მომენტში. ეს ბუნებრივი, თანდაყოლილი ფენომენია, თუმცა მეორე მხარეზეცაა დამოკიდებული – ის, ვინც სხვისთვის დასამახსოვრებელია, ჩემი გონებიდან განზე გახედვისთანავე ორთქლდება.
ასეა თუ ისე, საერთო ჯამში, მაინც ორ კატეგორიად ვერთიანდებით: ისინი, ვინც ამახსოვრდებათ და ისინი, ვინც არ ამახსოვრდებათ.
როდესაც კლასი ძალიან დიდია, მასწავლებელს მეტი დრო სჭირდება მოსწავლეების გასაცნობად. გულზე ხელი დავიდოთ: არიან ისეთი ბავშვებიც, რომელთა სახელებიც და სახეებიც პირველივე გაკვეთილიდან გვახსოვს და ისეთებიც, ვისი სახელის გასახსენებლადაც დღის ბოლოს სიის შემოწმება გვჭირდება. ამას არაფერი აქვს საერთო მათ აკადემიურ მოსწრებასთან.
რასაკვირველია, თანდათან ერთმანეთს ვეცნობით და ყველაფერი თავის ადგილას დგება, მაგრამ ფაქტი ჯიუტია: კლასიდან ერთი ან რამდენიმე სხვებზე ადვილად იკავებს ადგილს ჩვენი მეხსიერების ხვეულებში.
ყოველთვის, როდესაც მრავალრიცხოვან კლასზე ვსაუბრობდი, მაქსიმუმ 25-30 ბავშვს მოვიაზრებდი, მაგრამ დღეს, როდესაც კლასში შესვლისთანავე 60-65 წყვილი თვალი მოუთმენლად შემომყურებს, ვხვდები, რა ყოფილა ნამდვილი სირთულე. მით უმეტეს, მათ ყოველდღე არ ვხვდები, კვირაში ერთხელ ან ორჯერ ერთად გატარებული ორმოცი წუთი კი არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ისინიც გაიცნო და მკაცრად გაწერილ საგაკვეთილო გეგმასაც მიჰყვე. მასწავლებელს თავისი შიმშილი აქვს, მოსწავლეებს – თავიანთი. ამ შიმშილს კარგად გაცნობის და კომუნიკაციის შიმშილი ჰქვია, ის რაღაც უფრო მეტს მოითხოვს, ვიდრე სწორხაზოვანი გაკვეთილის გეგმაა. სწორედ ასე ნადგურდება ჩემი შესვენებები და დაუსრულებლად ვპასუხობ ერთსა და იმავე, უკვე მილიონჯერ მოსმენილ შეკითხვებს, რაც მათ სახეებზე უზომოდ ბედნიერ და იმავდროულად მოუთმენელ გამომეტყველებას აჩენს. მეტი უნდათ და უნებურად მშობლიურ ენაზე გადადიან, მე კი მათი ენა არ მესმის, ჩემი ქართველი მოსწავლეები მახსენდება და მონატრება გულს მიკლავს.
პირველ კვირას კლასიდან მხოლოდ ერთი ან ორი მახსოვდა ხოლმე. რაღაც ასე: „ახლა სად მაქვს გაკვეთილი? მესამე მეცამეტეში? ეგ რომელი კლასია? ჰო, იმ გოგოსი“. „ახლა სად? მესამე მეოცეში? ეგ რომელია? ჰო, იმ ბიჭუნასი“. „მეორე მეექვსე? ჰო, ის სამი ბავშვი“.
მეორე კვირას კლასთან ასოცირებული ორი წყვილი თვალი ოთხი გახდა, მერე – ექვსი, მერე – რვა და ა.შ. მაგრამ სამოცი?! ეს ხომ ძალიან ბევრია! როგორ შეძლოს მასწავლებელმა ყველას გაცნობა, ყველას ამოცნობა, ყველას დამახსოვრება, მით უმეტეს, როცა სულ მათთან არ არის? ზოგი ძალიან თამამია, ბევრს ლაპარაკობს, შეცდომების არ ეშინია, სულ ხელს იწევს, ზოგი გამორჩეულად თბილია, სტიკერებს გჩუქნის, კლასში შესულს გეგებება და ნახატებს გაჩვენებს, ზოგი არასდროს გიყურებს, გგონია, არც კი გისმენს, გაკვეთილზე ხატავს და ასე იქცევს შენს ყურადღებას, თუმცა მაინც ყველაფერზე სწორად გცემს პასუხს. მაგრამ დანარჩენები? ვინც სულ ჩუმად ყოფნას ამჯობინებს და ცდილობს, თვალში არ მოგხვდეს? განა იმიტომ, რომ სათქმელი ან საჩვენებელი არაფერი აქვთ, – უბრალოდ, ასეთები არიან, შეუმჩნევლები. თან რა ადვილია, სამოც კაცში შეუმჩნეველი იყო! არადა, თუ შეამჩნიე და ბიძგი მიეცი, შესაძლოა, ყველაზე კაშკაშა სინათლით დაიწყონ შენთვის ნათება. მაგრამ ვიდრე ამას მიხვდები, ვიდრე მოქმედებაზე გადახვალ, რა უნდა ქნა მასწავლებელმა?
ამ კითხვებზე პასუხი საახალწლოდ გამართულ ზეიმზე მივიღე. ყველა კლასმა საკუთარ საკლასო ოთახში მოაწყო მცირე წვეულება და ეს წვეულება საოცრად ჰგავდა ერთმანეთის უკეთ გასაცნობად დაგეგმილ აქტივობას. მასწავლებლებმა მოსწავლეებს რამდენიმე დღით ადრე სთხოვეს, წარმოედგინათ ის, რაც უყვარდათ და რაც, მათი აზრით, ყველაზე უკეთ გამოსდიოდათ. ზოგმა იცეკვა, ზოგმა იმღერა, ზოგმა დაუკრა, ზოგმა კომედიური ნომერი წარმოადგინა, ზოგმა ფოკუსები გვაჩვენა, ზოგმა ლექსი წაიკითხა. ყველაფერი იყო, ინტერესიდან ჰობიმდე, ფოლკლორიდან თანამედროვეობამდე. მასწავლებლები არც მათ არჩევანში ჩარეულან და არც ნომრების დახვეწაში მიუღიათ მონაწილეობა. კლასიდან კლასში დავრბოდი, რომ ყველას ნახვა მომესწრო. ცხადია, სირბილში ბევრი რამ გამომრჩებოდა, მაგრამ რაც ვნახე, აღმაფრთოვანა. გამაგიჟა იმ ბავშვების წარმოდგენამ, რომლებსაც ამ ზეიმამდე დერეფანში რომ შევხვედროდი, ვერც კი გავიხსენებდი, ჩემს კლასში იყვნენ თუ არა!
ამიტომ ასე ვფიქრობ: იქნებ ღირდეს, თვეში ერთი გაკვეთილი ან ერთი საღამო „გავწიროთ“ იმისთვის, რომ მოსწავლეებს საშუალება მივცეთ, საკუთარი თავი, ინტერესები და შესაძლებლობები წარმოაჩინონ? ვუწოდოთ ამას თუნდაც ზეიმი. თუ მათ ასე აბედნიერებთ ერთმანეთის ხელახლა გაცნობა და თავის წარმოჩენა, განა ეს ზეიმი არ არის?!
„Teacher, let me try“, – გაისმის ხოლმე ჩემს ზურგს უკან და მივიხედავ თუ არა, მაშინვე მახსენდება – ეს ხომ ის ბიჭუნაა, ჰიპ-ჰოპი რომ იცეკვა, ეს კი ის გოგოა, უცნაურ საკრავზე რომ დაუკრა. „მოდი, იმან სცადოს, ფოკუსებს რომ ატარებდა“, – ვუპასუხებ ხოლმე და ფოკუსების მოყვარული სიცილით მოიკვლევს გზას ახითხითებულ თანაკლასელებს შორის. მეც საბოლოოდ ბედნიერი ვარ, ყველას სახე მახსოვს და ყველას საკუთარი ადგილი აქვს.
აკადემიური უნარების გაუმჯობესებასთან ერთად საშინაო დავალებას აქვს არააკადემიური სარგებელიც. მაგალითად, ის ავითარებს პასუხისმგებლობას, დროის მართვის ჩვევას, შეუპოვრობას. ამასთან ერთად, საშინაო დავალება ზრდის მშობლების ჩართულობას შვილების სწავლის პროცესში.
თუმცა მეტისმეტად ბევრმა საშინაო დავალებამ შესაძლოა უარყოფითი გავლენა მოახდინოს არააკადემიურ უნარებზე, ვინაიდან შეამცირებს თავისუფალი თამაშისთვის დარჩენილ დროს, თავისუფალი თამაში კი აუცილებელია ენის, კოგნიტიური, თვითრეგულირებისა და სოციალურ-ემოციური უნარების განვითარებისთვის. ბევრმა საშინაო დავალებამ შესაძლოა შეამციროს ფიზიკური აქტივობაც და ჭარბი წონის რისკი გაზარდოს. რამდენიმე კვლევის თანახმად, საშინაო დავალება შეიძლება იყოს სასარგებლო, როდესაც ის მინიმალური მოცულობისაა.
ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, საშინაო დავალების შესრულებაში ბავშვებს არ უნდა ეხარჯებოდეთ 2.5 საათზე მეტი, ხოლო დაწყებითი სკოლის მოსწავლეებისთვის საშინაო დავალება უნდა იყოს მინიმალური მოცულობის და ემსახურებოდეს თვითრეგულირებისა და დამოუკიდებელი მუშაობის უნარების ჩამოყალიბების მიზანს.
განათლების ეროვნული ასოციაციისა და მშობელთა და მასწავლებელთა ეროვნული ასოციაციის რეკომენდაციით, პირველკლასელებს დღეში 10 წუთზე მეტი არ უნდა ეხარჯებოდეთ საშინაო დავალების შესრულებაში. მეორეკლასელებისთვის მაქსიმუმი დღეში 20 წუთია, მესამეკლასელებისთვის – 30 წუთი და ა.შ.
რამდენიმე რჩევა მშობლებს:
ფოკუსირდით ზოგად ზედამხედველობაზე, ხელმძღვანელობასა და გამხნევებაზე, მაგრამ მიეცით ბავშვებს საშუალება, რამდენადაც შესაძლებელია, დამოუკიდებლად შეასრულონ საშინაო დავალება. კვლევები მოწმობს, რომ საშინაო დავალების შესრულებისას ბავშვებისთვის მეტი ავტონომიის მინიჭება დადებით გავლენას ახდენს მათ აკადემიურ უნარებზე.
დაეხმარეთ მხოლოდ მაშინ, როდესაც თქვენი შვილი გთხოვთ და განზე გადექით, როდესაც ეს შესაძლებელია. კვლევებმა აჩვენა, რომ საშინაო დავალებაზე მუშაობისას მშობლის გადაჭარბებული ჩარევა და კონტროლი ცუდ აკადემიურ მოსწრებასთან ასოცირდება.
დაეხმარეთ ბავშვებს, შექმნან სტრუქტურა და ჩამოაყალიბეთ რუტინა, რომელიც მათ საშინაო დავალების დასრულებაში დაეხმარება. კვლევებით დადგენილია, რომ ასეთი სტრუქტურისა და პასუხისმგებლობის შეთავაზებას აკადემიური უნარების გაუმჯობესება მოჰყვება.
დაადგინეთ სპეციფიკური წესები საშინაო დავალებისთვის. კვლევებმა აჩვენა კავშირი მშობლების მიერ საშინაო დავალებასთან დაკავშირებული წესების დადგენასა და აკადემიურ მოსწრებას შორის.
დაეხმარეთ ბავშვს, შეხედოს საშინაო დავალებას როგორც შესაძლებლობას, ისწავლოს და უნარები გაიუმჯობესოს. მშობლებს, რომლებიც საშინაო დავალებას განიხილავენ როგორც სწავლის შესაძლებლობას (ე.წ. დაოსტატებაზე ორიენტირება) და არა რაღაც ისეთს, რაც უნაკლოდ უნდა შესრულდეს მაღალი ნიშნის მისაღებად (შესრულებაზე ორიენტირება), უფრო მეტი შანსი აქვთ, აღაზრდონ ასეთივე დამოკიდებულების მქონე შვილები.
წაახალისეთ და გაამხნევეთ შვილი დავალებაზე მუშაობისას, წარმოაჩინეთ რთული დავალება როგორც ზრდის შესაძლებლობა. კვლევამ აჩვენა, რომ მსგავსი დამოკიდებულება მოსწავლის წარმატების საწინდარია. კვლევა იმასაც ამბობს, რომ რაც უფრო მეტია რთული დავალება, მით უფრო დიდია აკადემიური მოსწრების გაუმჯობესების შანსი.
შეინარჩუნეთ სიმშვიდე და პოზიტიური განწყობა. კვლევების თანახმად, როდესაც მშობელი საშინაო დავალების შესრულებაში დახმარებისას დადებით ემოციებს ავლენს, ბავშვის მოტივაცია იმატებს.
დააფასეთ თქვენი შვილის ძალისხმევა – ესეც გაზრდის მოტივაციას. გარდა ამისა, კვლევა გვიჩვენებს, რომ საშინაო დავალების შესრულებისას გაწეული მეტი ძალისხმევა კეთილსინდისიერების განვითარებას უწყობს ხელს.
ესაუბრეთ ბავშვს და მასწავლებელს ნებისმიერი პრობლემის შესახებ, რომელიც საშინაო დავალებაზე მუშაობისას იჩენს თავს. გაარკვიეთ მასწავლებლის საგანმანათლებლო მიზნები. კვლევა გვიჩვენებს, რომ საშინაო დავალების შესახებ ღია კომუნიკაცია აკადემიური მოსწრების ამაღლების ერთ-ერთი პირობაა.
ხელოვნური ინტელექტის სისტემა არის ალგორითმული მოდელი, რომელიც ასრულებს კოგნიტურ და შემეცნებით ფუნქციებს, რაც წარსულში წარმოადგენდა მხოლოდ ადამიანის აზროვნების, განსჯისა და მსჯელობის საგანს. (ლესლი და სხვ. 2021: 8)
ხელოვნური ინტელექტი ახალ შესაძლებლობებს აძლევს პედაგოგს და მოსწავლეს. ამ მოცემულობის მიღება გაგვიადვილებს თანამშრომლობას იმასთან, რაც გარდაუვალია და საჭიროებს სწორად დანერგვას სასწავლო პროცესში, რათა შემდგომი ნაბიჯები ეფიქტური და ქმედითი იყოს.
სწავლის პროცესი ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით მასწავლებლისთვის და მოსწავლისთვის უნდა იქცეს დამხმარე საშუალებად.
მოსწავლეებს ყოველთვის სჭირდებათ დამატებითი მხარდაჭერა ვინმესგან, ვინც დაეხმარება მათ სასწავლო მასალის გაგებაში, მოტივაციის ამაღლებაში, რაც ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული კლუბური სწავლებისას აქტიურად შეიძლება იყოს გამოყენებული.
დღეს თქვენს ყურადღებას გავამახვილებთ ორ მიმართულებაზე:
1.ტექსტის მიხედვით ნახატის შექმნა
2. ვასაუბროთ სურათი
ვებგვერდის გამოყენებით შესაძლებელია ტექსტიდან ნახატების შექმნა ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით.
ხელოვნური ინტელექტის კიდევ ერთი შესაძლებლობა სურათის ალაპარაკებაა. ეს შეიძლება იყოს თქვენ მიერვე შექმნილი სურათი.
როგორ დაგვეხმარება ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ვებგვერდების გამოყენება სასწავლო პროცესის გამრავალფეროვნებაში?
მოსწავლეები შეძლებენ ტექსტურ ფორმაში ჩამოყალიბებული მოსაზრებების, ფანტაზიების, დასკვნების ვიზუალურ რესურსად, კერძოდ სურათებად გარდაქმნას.
ხელოვნური ინტელექტის გამოჩენამ საფუძველი ჩაუყარა ახალ მიმართულებას, რომელსაც prompt engineering ჰქვია. სწორედ ამ მიმართულების ათვისება გაგიმარტივებთ ხელოვნურ ინტელექტთან ურთიერთობას სხვადასხვა სფეროში.
როგორ გავწეროთ სწორი Prompt კოდი:
ვინ ვართ? – მივუთითოთ, რა მიზნით გვსურს რესურსის შექმნა და ვინ ვართ ჩვენ (მასწავლებელი, სტუდენტი, მოსწავლე, მკვლევარი, ილუსტრატორი დ ა.შ.).
პროდუქტი – მივუთითოთ, რა ტიპის პროდუქტი გვინდა მივიღოთ (ნახატი, ფოტო, ანიმაცია, ანიმე, ციფრული არტი, აკვარელი და ა.შ).
შინაარსი – აღწერეთ, ვინ ან რა უნდა იყო გამოსახული სურათზე, აღწერეთ და დაახასიათეთ ობიექტი, მიუთითეთ მისი მდებარეობა სურათზე, ფერები, ზომები, კადრი (ახლო, ფართო), რა ფონზე განთავსდეს ობიექტი (მაგალითად, მთების, ქალაქის, ტყის და ა.შ).
დამატებით ინსტრუქციები – სურათი უნდა იყოს მარტივი, რთული, სახალისო, ფერადი, დახატული ფანქრით, აკვარელით, აღწერე ნახატი, რომელიც არ არსებობს, დეტალები თქვენი გამოგონილია, ჩართეთ თქვენი ფანტაზია და ა.შ.
დღეს ბევრი ასეთი ტიპის ვებგვერდი არსებობს. ჩვენ ორ მათგანზე შევჩერდებით.
Bing Image Creator ვებგვერდზე შესვლისას დაგხვდებათ ქართულენოვანი ინტერფეისი. ავტორიზაციის გავლის შემდეგ შეგიძლიათ ტექსტის შეყვანა შესაბამის უჯრაში სურათის შესაქმნელად. შესაძლებელია დღეში 15 რესურსის შექმნა დაჩქარებული წესით, მომდევნო დღეებში შექმნის ფუნქცია არ იზღუდება. ყოველ ჯერზე იქმნება ოთხი მსგავსი შინაარსის ფოტო, რომელთაგან ირჩევთ სასურველ ვარიანტს. აღსანიშნავია, რომ ყველა თქვენი შექმნილი სურათი ინახება ვებგვერდზე. შესაძლებელია ფოტოს გაზიარება, გადმოწერა, შენახვა, ასევე, უკუკავშირი. ვებგვერდი თავადაც გთავაზობთ სხვადასხვა შინაარსის პრომო კოდებს, გაძლევთ ინსტრუქციებს კოდის შექმნასთან დაკავშირებით.
მაგალითი – ვებგვერდზე, ტექსტის გრაფაში ჩავწერეთ – „მაგიდაზე, მიკროსკოპის ქვეშ დგას სინჯარა შიგ ჩასხმული ყვითელი სითხით “- იხილეთ შედეგი.
რადგან გამკაცრდა საავტორო უფლებები ინტელექტუალურ საკუთრებაზე, მათ შორის ფოტოებზე, ეს ვებგვერდი კარგი შესაძლებლობაა უნიკალური ფოტოების შესაქმნელად, საჭიროა მხოლოდ სწორი Prompt კოდი.
მეორე ვებგვერდი, რომელსაც სურათების რედაქტირების მეტი შესაძლებლობა აქვს არის –
ვებგვერდზე ავტორიზაციის შემდეგ ხელოვნური ინტელექტის დახმარებით შეგიძლიათ 100 სხვადასხვა ენაზე გაწერილი ტექსტის გენერირების შედეგად შექმნათ სურათები. აქ ტექსტურ ინფორმაციასთან ერთად შესაძლებელია ფოტოს ატვირთვა. შექმნილი სურათის გადაყვანა სხვადასხვა ფორმატში ფილტრების გამოყენებით. მაგალითად, ნახატი, ფოტო, ციფრული არტი და ა.შ ფერების და განათების კუთხის რეგულირება.
დავალება მოსწავლეს – გაიაზრე მოცემული იგავ-არაკის ტექსტი, მოახერხე ინფორმაციის დეკოდირება და ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით უზრუნველყავი შერჩეული მონაკვეთის ილუსტრირება. ამისთვის დაწერე კოდი – აღწერე დასახატი ილუსტრაცია მოცემული სქემის მიხედვით. დაწერილ კოდში გააერთიანე შენი სურვილი და ხელოვნური ინტელექტის ენა.
მაგალითად:
ექსპოზიციის ნახატი მეცხვარე კაცი, სამი ცხვარი ,დიდი მინდორი უკანა ფონად. შესრულდეს აკვარელში
შედეგი
ზემოთ აღწერილი ორივე მეთოდი მოსწავლეებს ეხმარება შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნების განვითარებაში. ტექსტის ფორმატში აზრების და წარმოდგენების სწორად გადმოცემაში. დავალება მოსწავლისგან მოითხოვს ზუსტ კოდს და საჭიროების შემთხვევაში კოდის დახვეწას. კოდში იგულისხმება ტექსტი, რომელსაც ქმნის მოსწავლე, რათა მიიღოს მაქსიმალურად შინაარსთან მიახლოებული ვიზუალური გამოსახულება.
ვასაუბროთ სურათი
ხელოვნური ინტელექტის კიდევ ერთი შესაძლებლობაა სურათის ალაპარაკება. ეს შეიძლება იყოს თქვენ მიერ შექმნილი სურათი, რომელიც შემდგომში ჩვენთვის სასურველ ინფორმაციას, აუდიო-ხმის დადების და სახის მიმიკების ამოძრავების გზით, გადმოსცემს. გაითვალისწინეთ, არსებობს შეზღუდვა – სურათი უნდა იყოს მკაფიო. აღნიშნული ვებგვერდის გამოყენება შესაძლებელია სხვადასხვა საგნის სწავლებისას. მოსწავლეები შეძლებენ აალაპარაკონ დავალებაში მოცემული პერსონაჟები, დაწერონ მათთვის ტექსტები და პროექტზე მუშობის დროს მიღებული ცოდნა ამ სახით გადმოსცენ.
სტატიაში გიზიარებთ პროექტის გამოცდილებას, რომელიც შესაძლოა საინტერესო იყოს სხვადასხვა საგნის მასწავლებლებისთვის.
პროექტი გულისხმობს კლასში სამხრეთ საფრანგეთის ტრადიციული საშობაო ნუგბარის დამზადებას. პროექტი შესაძლოა განხორციელდეს კლასში, სკოლის სამზარეულოში, მოსწავლეთა მცირე ჯგუფებში.
რამასალაგვჭირდებამანდიანტებისმოსამზადებლად?
შოკოლადი (საკონდიტრო, ან ნებისმიერი), სასურველია სხვადასხვა: შავი, თეთრი, რძიანი.
თხილეული (ნუში, თხილი, გოგრის თესლი, ნიგოზი ან სხვა)
ჩირეული (ქიშმიში, დაჭრილი კურაგა, გოჯიბერი ან სხვა)
პატარა ჯამები შოკოლადის დასადნობად
გრძელი კოვზები შოკოლადის მოსარევად
დაბალი, დიდი ჯამი ცხელი წყლისთვის
ელექტროქურა
ვერცხლის ქაღალდი ან საკონდიტრო მუყაო
საკონდიტრო თერმომეტრი(სასურველია, თუმცა არ არის აუცილებელი
სამზარეულოს სასწორი(სასურველია, თუმცა არ არის აუცილებელი)
როგორვამზადებთშოკოლადისმენდიანტებს?
ვჭრით და ვწონით შოკოლადს
დასადნობად ვათავსებთ პატარა ჯამში
წინასწარ ვაცხელებთ წყლიან დიდ ჯამს, რომელშიც ვათავსებთ პატარა ჯამს შოკოლადის დასადნობად
შოკოლადს ვურევთ და ვაცხელებთ 40 გრადუსამდე, ვაგრილებთ 28-29 გრადუსამდე
ვასხამთ ვერცხლის ქაღალდზე მონეტებად
შოკოლადის მონეტებს ვაფორმებთ თხილეულს და ჩირეულს
ველოდებით გაგრილებას
შოკოლადის ხარისხის შენარჩუნებისთვის მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ:
შოკოლადში არ უნდა მოხვდეს წყალი
ასევე შოკოლადის დნობა არ უნდა მოხდეს ზედმეტად მაღალ ტემპერატურაზე.
სხვადასხვა საგნების შემსწავლელთათვის პროექტი შესაძლოა დაიწყოს გამოწვევით ან სამოტივაციო შეკითხვით
საჭირო ინგრედიენტების და მასალის ჩამონათვალის შედგენა, ფუნქციების გადანაწილება მოსწავლეებს შორის
ფრანგულიენა
შემსწავლელთათვის პროექტი შესაძლოა დაიწყოს ვიდეოს ნახვით, ინგრედიენტებისა და საჭირო მასალის ჩანიშვნით, ლექსიკის დამუშავებით მაგალითად –
კეთების პროცესი წარიმართება ფრანგულ ენაზე, რაც მოსწავლეებს შესაძლებლობას მისცემს გამოიყენონ შესწავლილი მასალა
შესაძლებელია მოსწავლეების მიერ მცირე ვიდეოების გადაღება ფრანგულად მითითებებითა და განმარტებებით, რომლითან მოსწავლეები შეძლებენ ცოდნის გამოყენებას და განმტკიცებას.
ინტერკულტურულიმიმართულებით შესაძლებელია მოსწავლეებმა განიხილონ ქართული ტრადიციული საშობაო ნუგბარი გოზინაყი და მენდიანტები. შეისწავლონ და განიხილონ ამ ორი ნუგბარის ტრადიციები.
თერმომეტრის გამოყენება, ჰაერის, წყლის, შოკოლადის ტემპერატურის მონაცემების ჩანიშვნა
შოკოლადის ისტორიის შესწავლა, შოკოლადის გეოგრაფია, საკონდიტრო ტრადიციები
ინგრედიენტების მახასიათებლების შესწავლა (კაკაო, ნუში, თხილი, ქიშმიში…)
დანართი 1. ინფორმაცია მენდიანტების წარმოშობის შესახებ
მენდიანტი – ტრადიციულიფრანგულინუგბარი
რასნიშნავსსიტყვამენდიანტი?
მენდიანტი (mendiant fr.) ფრანგულად მოწყალების მთხოვნელს, მათხოვარს ნიშნავს.
მენდიანტი საშობაო ნუგბარის სახელწოდებაა, რომელიც შოკოლადით, თხილეულითა და ჩირებით ამზადებენ სამხრეთ საფრანგეთში.
რატომჰქვიანუგბარსესსახელი?
ამბობენ, რომ ამ ნუგბარის ამბავი XII საუკუნის საფრანგეთში იწყება. შუა საუკუნეების ფრანგულ ეკლესიაში მოწყალების მთხოვნელთა ოთხი სამონასტრო ორდენი არსებობდა (ფრანცისკანელები, დომინიკელები, ავგუსტინელები და კარმელიტები).
ამ ორდენების წევრები მათხოვრობდნენ და მხოლოდ ხალხის ქველმოქმედებისა და გულუხვობის წყალობით ცხობრობდნენ.
შოკოლადის ნუგბარი ოთხი ინგრედიენტით ირთვებოდა. თითოეული ინგრედიენტის სახეობა სამონასტრო ორდენის სამოსს უკავშირდებოდა:
რუხსამოსიანი ძმები (ფრანცისკანელები) – ქიშმიში
წაბლისფერსამოსიანი ძმები (კარმელიტები) – თხილი,
თეთრსამოსიანი ძმები (დომინიკელები) – შუაზე გაჭრილი ნუში
იისფერსამოსიანი ძმები (ავგუსტინელები) – ლეღვის ჩირი.
როდისამზადებდნენმენდიანტებს?
მენდიანტები საშობაო ნუგბარია. სამხრეთ-დასავლეთ საფრანგეთში ტრადიციულად საშობაო სუფრას ცამელი სახის ტკბილეულით აწყობდნენ: თეთრი და შავი ნუგა, ფინიკი, ცოცხალი ხილი, ჩირები, შოკოლადი, თხილეული, ქიშმიში… მენდიენტი დღეს პოპულარული საშობაო ნუგბარია, რომელსაც წელიწადის სხვა დროსაც მიირთმევენ.
ეროვნული სასწავლო გეგმა ეფუძნება პიროვნების განვითარებაზე ორიენტირებულ კონსტრუქტივისტულ საგანმანათლებლო კონცეფციას და განსაზღვრავს ხუთ ძირითად საგანმანათლებლო პრინციპს, რომელსაც უნდა დაეყრდნოს სწავლა-სწავლების პროცესი. ამასთან ერთად, მკაფიოდ არის აქცენტირებული ოთხი ძირითადი საკითხი:
რა მიზნით ვასწავლით საგანს?
რა რესურსებზე დაყრდნობით ვასწავლით?
სწავლების რა მეთოდებსა და სტრატეგიებს ვიყენებთ?
როგორ ვაფასებთ მოსწავლის მიღწევებს?
სასურველი სასწავლო მიზნების მისაღწევად მასწავლებელს სწავლების სხვადასხვა მიდგომების, მეთოდების სტრატეგიების, გზებისა და საშუალებების გამოყენება უწევს. მათი შერჩევისას მრავალი ფაქტორის გათვალისწინებაა აუცილებელი. შერჩეული სტრატეგიები და მიდგომები უნდა განვიხილოთ მოსწავლის ინტერესებისა და მოტივაციური ფაქტორების ჭრილში. გავითვალისწინოთ მათი შესაძლებლობები და პრიორიტეტები. ამასთან, ხელი უნდა შეუწყონ მოსწავლის სოციალური, აკადემიური თუ ყოველდღიურ ცხოვრებასთან დაკავშირებული უნარ-ჩვევების გამოყენება-განვითარებას.
მსოფლიო საგანმანათლებლო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებაა მოსწავლეზე ორიენტირებული განათლება. ინტერაქტიული მეთოდიკა კი ორიენტირებულია მოსწავლეზე, რომელიც სასწავლო პროცესის ცენტრალური ფიგურაა. მოსწავლეზე ორიენტირებული მეთოდიკა ემსახურება ბავშვის შინაგანი ძალებისა და შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოვლინებას.
კონსტრუქტივისტულ-ინტერაქტიულ, მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების მნიშვნელოვან იარაღს წარმოადგენს ისეთი მიდგომები, როგორიცაა კვლევაზე, პრობლემაზე და პროექტზე დაფუძნებული სწავლება. აღნიშნული სტრატეგიები უზრუნველყოფს მოსწავლის აქტიურ როლს სწავლების პროცესში და ავითარებს მაღალ სააზროვნო უნარებს. ინტერაქტიული გაკვეთილები ამ პროცესის განუყოფელი ნაწილია.
სწორედ ამიტომ, ეროვნულ სასაწავლო გეგმა იწყება დიმიტრი უზნაძის სიტყვებით: „სწავლაში ძირითადი მნიშვნელობა იმ პროდუქტს კი არ აქვს, რომელსაც იგი კონკრეტული ჩვევის ან კონკრეტული შინაარსის მქონე ცოდნის სახით გვაძლევს, არამედ განსაზღვრული მიმართულებებით მოსწავლის ძალების განვითარებას“.
თემა: n-ური ხარისხის ფესვი და რაციონალურმაჩვენებლიანი ხარისხი
მიზანი:
რიცხვის ჩაწერა n-ური ხარისხის ფესვის და რაციონალურმაჩვენებლიანი ხარისხის გამოყენებით;
რიცხვები და მათი გამოყენება ყოველდღიურ ცხოვრებასა და მეცნიერების სხვადასხვა დარგში.
აქტივობა 1 .ელექტრონული რესურის შექმნა და გამოყენება სასწავლო პროცესში.
მიზანი- ციფრული და მედიაწიგნიერების განვითარება.
მოსწავლეებმა წარმოადგინეს საშინაო დავალება, მათ მიერ დამოუკიდებლად შექმნილი პლაკატები. Canva.com არის ინსტრუმენტი, რომლის მიხედვითაც შესაძლებელია პლაკატების შექმნა. მასში მუშაობა ძალიან მარტივია, როგორც კომპიუტერით, ასევე ტელეფონით. პირველ რიგში რეგისტრირდები, ირჩევ ენას, შემდეგ ირჩევ პლაკატის დიზაინს, რომლის უამრავი შაბლონია განთავსებული Canva-ში ჩანაწერების გასაკეთებლად, ქმნი პროდუქტს, იგი არის შესანიშნავი საშუალება მასალების ერთმანეთთან დასაკავშირებლად და გასაერთიანებლად.
ეს არის ინსტრუქცია, როგორ შევქმნათ სასურველი დიზაინის პლაკატი. მოსწავლეები თავიანთ ნამუშევრებს აგზავნიდნენ ონლაინ სივრცეში. რამდენიმე მათგანის პრეზენტაცია მოხდა გაკვეთილზე;
პლაკატი სასწავლო პროცესის ღირებულ რესურსს წარმოადგენს, რომლის გამოყენება ეფექტურია, რადგან მისი საშუალებით მასწავლებელს შეუძლია თემა ადვილად აღსაქმელი გზით „შემოიტანოს“ გაკვეთილზე. მისი საშუალებით შესაძლებელია მთავარი გზავნილების, შთამბეჭდავად და ვიზუალურად მიმზიდველი გზით გადმოცემა. მოსწავლეები, რომლებსაც ვიზუალური მეხსიერება აქვთ, პოზიტიურად რეაგირებენ პლაკატებზე. პლაკატი კომპაქტურად გადმოსცემს მათემატიკური ცნების, მასალის დედააზრს. ზრდის ჩართულობას საგაკვეთილო პროცესში, მითუმეტეს, თუ ის მოსწავლეების მიერ არის შექმნილი.
Canva-ში პლაკატის შექმნა შესაძლებელია გაკვეთილის მიზნიდან გამომდინარე და არ მოითხოვს ფინანსურ ხარჯებს.
აქტივობა 2.მიზანი-წინარე ცოდნის გააქტიურება
ესგ-სწავლა-სწავლება ხელს უნდა უწყობდეს ცოდნის ეტაპობრივად კონსტრუირებას წინარე ცოდნაზე დაფუძნებით.
მეთოდი „გონებრივი იერიში“ თითოეული მოსწავლის ინდივიდუალურ აქტივობას მოითხოვს და საერთო საქმეში მონაწილეობის გზით, საერთო პრობლემების ერთობლივად გადაწყვეტას უწყობს ხელს. მეთოდის გამოყენება გაკვეთილის ამ ფაზაზე ყველაზე მიზანშეწონილად მიმაჩნია. ვინაიდან, წინარე ცოდნა, რომლის გააქტიურებას კითხვების დასმით ვიწყებ, განაპირობებს იმას, თუ მიწოდებული ინფორმაციიდან რა კომპონენტებს მიაქცევს ყურადღებას მოსწავლე და რის სწავლას შეძლებს იგი. სასწავლო მიზნებიდან გამომდინარე საგაკვეთილო პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია სხვადასხვა სახის კითხვების დასმა, რომლებსაც ყოველთვის დიდი სიფრთხილით ვარჩევ.
ღია კითხვების გამოყენებით, ფოკუსირება მოვახდინე n-ური ხარისხის ფესვისა და რაციონალურმაჩვენებლიანი ხარისხის თვისებებზე.
საკვანძო შეკითხვა- უარყოფითი რიცხვის წილადმაჩვენებლიანი ხარისხის შემოღებისას რა წინააღმდეგობები შეიძლება შეგვხვდეს? დამაინტრიგებელი აღმოჩნდა მოსწავლეებისთვის.
აქტივობა 3 დიდაქტიკური თამაში „მითი თუ რეალობა“
მიზანი-ცოდნის რეალიზება.
ესგ-სწავლა-სწავლება ხელს უნდა უწყობდეს მოსწავლეთა შინაგანი ძალების გააქტიურებას.
ცოდნის მიღების, განმტკიცებისა და სასწავლო უნარ-ჩვევების გასავითარებლად, ხშირად გამოიყენება სახალისო, შემეცნებითი სავარჯიშოები-დიდაქტიკური თამაშები.
n-ური ხარისხის ფესვის და წილადმაჩვენებლიანი ხარისხის დამუშავების დროს, მუდმივად ვინიშნავდი მოსწავლეთა ტიპურ შეცდომებს. გადავწყვიტე, გამომეყენებინა ისეთი სტრატეგია, როცა მოსწავლეები თავად აღმოაჩენდნენ ხარვეზებს საკუთარ ცოდნაში, გაანალიზებდნენ და შეაფასებდნენ მათ.
იმისათვის, რომ გამეხალისებინა პროცესი, გადავწყვიტე მეთოდების- საკლასო დისკუსიისა და დიდაქტიკური თამაშის გამოყენება, სათაურით „მითი თუ რეალობა?“
თამაში:
აქტივობა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა და მოსწავლეები ძალიან გაახალისა. თავად აღმოაჩინეს ხარვეზები საკუთარ ცოდნაში, რომლებიც ერთმანეთს და მე გამიზიარეს.
განვიხილეთ ყველა პრობლემა, რომლებსაც ადგილი ჰქონდა საკითხის დამუშავების პროცესში. ვისაუბრეთ იმ შედეგებზე, რომელიც შეიძლება გამოიწვიოს, თუ ისინი დროულად არ გამოსწორდება.
„მეტაკოგნიცია“ ანუ სწავლის პროცესის გაანალიზება ხდება მაშინ, როცა მოსწავლეები თავად ახდენენ საკუთარი სწავლის პროცესის ანალიზს. ამ გზით მოსწავლეებს უვითარდებათ კრიტიკული აზროვნება და იაზრებენ პრობლემური საკითხების გადასაჭრელად გამოყენებული გზებსა და სტრატეგიებს.
აქტივობა 4 როლური თამაში „აზროვნების სამი სკამი“.
მიზანი: საკითხის გააზრების, დისკუსიის, პრეზენტაციის, შემოქმედებითი აზროვნებისა და როლური ქცევების უნარ-ჩვევების განვითარება.
ესგ-სწავლა-სწავლება უნდა უზრუნველყოფდეს სწავლის სტრატეგიების დაუფლებას.
სიმულაცია და როლური თამაშები, მნიშვნელოვნად უწობს ხელს სწავლა-სწავლების პროცესის გაუმჯობესებასა და 21-ე საუკუნის კომპეტენციების განვითარებას, რაც ესგ-ს მთავარი მოთხოვნაა.
გადავწყვიტე როლური თამაშის „აზროვნების სამი სკამის“ გამოყენება. მოსწავლეები დავყავი სამ ჯგუფად: მეცნიერების, ანალიტიკოსებისა და ექპერტების ჯგუფებს ერთნაირი დავალება მივეცი. ჯგუფებმა ფუნქციების განაწილების შემდეგ, როლები მოირგეს, რომელთა შერჩევა შემთხვევითობის პრინციპით მოხდა. ყველა ჯგუფმა ერთდროულად დაიწყო მუშაობა დავალებაზე
დროის განსაზღვრული პერიოდის შემდეგ:
მეცნიერების ჯგუფის წარმომადგენელმა ამოცანის ამოხსნის პროცესზე დაიწყო საუბარი. აღწერა, თუ რის გადაწყვეტას, რაზე პასუხის გაცემას, რის აღმოჩენას ითხოვდა დავალება. მათი როლი, პრობლემის განსაზღვრა, საჭირო ინფორმაციის მობილიზება, გადაჭრის გზების ძიება იყო.
ანალიტიკოსების ჯგუფის წარმომადგენელმა, გაანალიზა მეცნიერების ვერსია. ვინაიდან, ჯგუფის ფუნქცია იყო, ალტერნატიული გზების ძიება, გადაჭრის ოპტიმალური გზის შერჩევა.
ექსპერტების ჯგუფის წარმომადგენელმა, შეაფასა ორივე ჯგუფის მუშაობის პროცესი, პრობლემის გადაჭრის დემონსტრირების შემდეგ, გააკეთა შესაბამისი დასკვნა და ვრცლად ისაუბრა : n-ური ხარისხის ფესვის, რაციონლაურმაჩვენებლიანი ხარისხის, მოდულის თვისებების შესახებ.
მეთოდის გამოყენებით პრობლემის ამოცნობა, აღწერა და გაანალიზება, გადაჭრის გზების ძიება, მათგან ყველაზე ეფექტურის შერჩევა, მოსწავლეებითვის ძალიან საინტერესო აღმოჩნდა. სამივე ჯგუფი თავისი როლიდან განიხილავდა პრობლემას, რამაც რთული დავალების გააზრებას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი.
პრობლემაზე დაფუძნებული სწავლების აქტივობები, ზრდის მოსწავლის მოტივაციას, პასუხისმგებლობას, ავითარებს კრიტიკულ, შემოქმედებით აზროვნებას და ორიენტირებულია მოსწავლეებში ფუნქციური ცოდნის შეძენაზე..
როლური თამაში ძალიან სახალისო და შემოქმედებითი მეთოდი აღმოჩნდა მიზნის მისაღწევად. მოსწავლეები ყველაზე თამამები და კრეატიულები სწორედ მისი გამოყენების დროს იყვნენ.
ჩემი მოსწავლე მეცნიერი, ანალიტიკოსი ან ექსპერტია, მეთოდი მეც მაძლევს საშუალებას მისი ძლიერი მხარეები დავინახო და ვიზრუნო მათ განვითარებაზე.
აქტივობა 5 აღმოაჩინე n-ური ხარისხის ფესვი „განსხვავებულ სიტუაციაში “
ესგ-სწავლა-სწავლება ხელს უნდა უწყობდეს ცოდნათა ურთიერთდაკავშირებას და ორგანიზებას.
მეხსიერებაში ცოდნათა ურთიერთდაკავშირება და ორგანიზება ზრდის გააზრების, დამახსოვრებისა და ფუნქციური გამოყენების შესაძლებლობებს.
ეს აქტივობა მიღებული ცოდნის ცხოვრებისეულ სიტუაციებში და სხვა მეცნიერებებში გამოყენებასთან არის დაკავშირებული. ინტერაქტიული სწავლება გულისხმობს, მოსწავლემ კარგად გაიაზროს, რომ ნებისმიერი თეორიული ცოდნა, აუცილებელია კომპლექსური ცხოვრებისეული პრობლემების გადასაჭრელად.
ესგ-სწავლა-სწავლება უნდა მოიცავდეს ცოდნის სამივე კატეგორიას: დეკლარატიულს, პროცედურულსადაპირობისეულს.
მოსწავლეებს მივმართე, გაეხსენებინათ ყოფა-ცხოვრებიდან ისეთი შემთხვევები, სადაც აუცილებელი იყო n-ური ხარისხის ფესვის გამოყენება. ბევრი საინტერესო მაგალითის შემდეგ, ჩემი ვარიანტებიც შევთავაზე.
ბიოლოგია-ჩაის, ყავისა და შოკოლადის შემადგენლობაში არის კოფეინი. 100· გამოსახულებით შეიძლება გამოვთვალოთ ადამიანის ორგანიზმში გამოყენებიდან n საათის შემდეგ დარჩენილი კოფეინის ოდენობა (%-ობით). ჩაისა და ყავის მიღებიდან რამდენი საათის შემდეგ იქნება ორგანიზმში დარჩენილი კოფეინის 50%?
მოსწავლემ ჯერ დეკლარაციული ცოდნა შეიძინა n-ური ხარისხის ფესვისა და რაციონალურმაჩვენებლინი ხარისხის შესახებ, მისი გამოყენებით გადაჭრა პრობლემა, დინამიკური ცოდნა რთული ამოცანის გზის ძიებასა და მიგნებაში დაეხმარა, ის უკვე მზად არის წარმატებით გადაიტანოს ეს ცოდნა ბიოლოგიაში, ფიზიკაში, ქიმიაში ან გამოიყენოს ის ყოფა-ცხოვრებაში(ფუნქციური ცოდნა).
მოსწავლე მაშინაა წარმატებული და მოქნილი აზროვნების მქონე, თუ მას შეუძლია ერთგვარ სიტუაციაში ნასწავლის სხვადასხვაგვარ „განსხვავებულ სიტუაციაში გამოყენება“(დ,უზნაძე)
აქტივობა 6. განმავითარებელი შეფასება
მოსწავლის შეფასება არის სწავლა-სწავლების განუყოფელი ნაწილი, მან უნდა აჩვენოს, როგორ მიმდინარეობს მოსწავლის ცოდნის კონსტრუირების პროცესი და მეხსიერებაში ცოდნათა ურთიერთდაკავშირება. გამოავლინოს, რამდენად ახერხებს მოსწავლე საკუთარი ძლიერი და სუსტი მხარეების დამოუკიდებლად შეფასებას.
ინტერაქტიულ სწავლებაში, განსხვავებულია შეფასების ფუნქციაც. აქცენტი კეთდება მოსწავლის წარმატებებზე და არა მარცხზე, აუცილებელია შექება, კლასისთვის სამაგალითოდ გადაქცევა, ლიდერის ფუნქციის მინიჭება და სხვა. ამიტომ, კონსტრუქციულ სასწავლო გარემოში მოსწავლეებს არ აფერხებთ წარუმატებლობების შიში და მასწავლებლის რჩევისა და მხარდაჭერის იმედი აქვთ.
გაკვეთილის ყველა ფაზაზე, უწყვეტად ვიყენებდი განმავითარებელ შეფასებას, რომელიც უნდა განვიხილოთ როგორც პროცესი, რომელიც გულისხმობს სხვადასხვა აქტივობით (ე.წ. განმავითარებელი შეფასების ინსტრუმენტებით) ინფორმაციის შეგროვებას მოსწავლის მიერ საკითხების გაგებისა და გააზრების შესახებ.
მთელი გაკვეთილი ავაგე მოსწავლეების კითხვებიდან და საჭიროებებიდან გამომდინარე. დაკვირვების შედეგებს ვინიშნავდი, რომ მომდევნო გაკვეთილებზე აქტივობები შესაბამისად განნეხორციელებინა.
ყოველი სამიზნე ცნების გააზრების შესამოწმებლად, სოლო ტაქსონომიის დონეების შესაბამისად, ჩამოვაყალიბე შეფასების კრიტერიუმები, რომლებიც გამოვიყენე მიღწეული შედეგების გასაუმჯობესებელი მომდევნო აქტივობების დასაგეგმად.
პრესტრუქტურული დონე. მოსწავლე ვერ იყენებს რიცხვების თვისებებს გამოთვლებში. არ შეუძლია მოქმედებების შესრულება რიცხვებზე და სიდიდეების გამოსახვა. მას არ აქვს წარმოდგენა n-ური ხარისხის ფესვისა და რაციონალურმაჩვენებლიან ხარისხის შესახებ. ყოფითი მოვლენის განხილვისას ვერ გამოსახავს რიცხვებს ექვივალენტური ფორმით;
უნისტრუქტურული დონე. მოსწავლემ იცის რიცხვების თვისებები. მაგრამ . არ შეუძლია მოქმედებების შესრულება რიცხვებზე და სიდიდეების გამოსახვა. მას არ აქვს მკაფიო წარმოდგენა. n-ური ხარისხის ფესვისა და რაციონალურმაჩვენებლიანი ხარისხის შესახებ. ყოფითი მოვლენის განხილვისას უჭირს რიცხვების გამოსახვა ექვივალენტური ფორმით;
მულტისტრუქტურული დონე. მოსწავლე იყენებს რიცხვების თვისებებს გამოთვლებში. შეუძლია მოქმედებების შესრულება რიცხვებზე და სიდიდეების გამოსახვა. მაგრამ, უჭირს n-ური ხარისხის ფესვისა და რაციომალურმაჩვებენლიანი ხარისხის თვისებების გამოყენება, რიცხვების გამოსახვა ექვივალენტური ფორმით;
მიმართებითი დონე. მოსწავლე კარგად იცნობს რიცხვების თვისებებს, შეუძლია მოქმედებების შესრულება რიცხვებზე, სიდიდეების გამოსახვა, რიცხვების ჩაწერა ექვივალენტური ფორმით. იყენებს n-ური ხარისხის ფესვის და რაციონალურმაჩვენებლაინი ხარისხის თვისებებს. შეუძლია რიცხვების გამოსახვა ექვივალენტური ფორმით;
გაფართოებული აბსტრაქტული დონე. შეუძლია სიდიდეების გამოსახვა, რიცხვების ჩაწერა ექვივალენტური სახით. რეალურ ცხოვრებაში სხვადასხვა საკვლევი, სამეცნიერო საკითხისა და ყოფითი მოვლენის განხილვისაას სიდიდეების წარმოდგენა შესაბამისი რიცხვითი მახასიათებლებით. იყენებს n-ური ხარისხის ფესვისა და რაციონალურმაჩვენებლაინი ხარისხის თვისებებს. შეუძლია ლოგიკური მსჯელობა, ფორმულის დასაბუთება.
სწავლა-სწავლების პროცესი მუდმივად ითვალისწინებს იმ ცვლილებებს, რომლებსაც დრო და სივრცე კარნახობს საზოგადოებას, ეს მოთხოვნები აისახება საგაკვეთილო პროცესზეც. თანამედროვე საგანმანათლებლო სისტემაში მნიშვნელოვანი გახდა მოსწავლის კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების, კომუნიკაციის, თანამშრომლობის, კვლევის, სოციალური, დამოუკიდებლად ორიენტირებისა და სხვა მნიშვნელოვანი უნარების განვითარება, რომელსაც ინტერაქტიულ-კონსტრუქტივისტული სწავლება წარმატებით უწობს ხელს.
გამოყენებული ლიტერატურა:
ეროვნული სასწავლო გეგმის გზამკვლევი(საშუალო საფეხური), 2022 წ
საკვები ქვეყნის კულტურის ნაწილია. ყველა ქვეყანას აქვს საკუთარი სავიზიტო ბარათი, ჩვენი ხაჭაპურია, იტალიური – პასტა და პიცა, ფრანგული კრეპი და კრუასანი, ბერძნული მუსაკა და გირო პიტა, ესპანური – პაეია, თურქული – მანთი და ჩორბა, ინდური – ნაანის პური და სხვა. გემოები მრავალფეროვანია, მაგრამ მათი „ქიმია“ ერთნაირი. სტატიაში საუბარია მჟავებისა და ფუძეების როლზე მზადების პროცესში. მარტივად არის ახსნილი მჟავას როლი ტკბილი გემოს შეგრძნებაში, ტუტეს მნიშვნელობა სიმინდის დამუშავებაში და სხვა. ბოლოს კი სახალისო ექსპერიმენტია წარმოდგენილი. მკითხველს შეუძლია, მოამზადოს ლიმონათი „ქამელეონი კვერცხებით“.
მჟავები საკვებს მჟავე გემოს აძლევს. ტუტეები მჟავას ანეიტრალებს. მჟავა მოლეკულაა, რომელსაც შეუძლია ადვილად გასცეს წყალბადის კატიონი, ტუტე კი ამ კატიონის აქცეპტორია. გამომდინარე იქიდან, რომ წყალბადის კატიონი პროტონია, მჟავას განიხილავენ როგორც პროტონის დონორს. წყალში პროტონები თავისუფალი სახით არ არსებობენ, რადგან ისინი უერთდებიან წყლის მოლეკულებს და მიიღება ჰიდროქსონიუმის იონი. სუსტი მჟავები შედის შემდეგი პროდუქტების შედგენილობაში: ძმარი (ძმარმჟავა), ლიმონის წვენი (ლიმონმჟავა), გაზიანი წყალი (ნახშირმჟავა). ტუტეები ხსნარში იძლევიან ჰიდროქსილის იონებს, მჟავასთან ურთიერთქმედებისას ის იერთებს პროტონს, და მიიღება წყალი. ნატრიუმის ტუტე ძლიერია, ის გამოიყენება საპნის დასამზადებლად. ამონიუმის ჰიდროქსიდი სუსტი ფუძეა, მას ზეთის გასაწმენდად და მინის გასაპრიალებლად იყენებენ.
შაქარზე მჟავასა და ტემპერატურის გავლენა
საქაროზა (შაქარი, რომელსაც ყოველდღიურად ვიყენებთ) დისაქარიდია, რომელიც გლუკოზისა და ფრუქტოზის ნაშთებს შეიცავს. გლუკოზისა და ფრუქტოზის ურთიერთქმედებით მიიღება საქაროზა და წყალი. რეაქცია მიეკუთვნება კონდენსაციის რეაქციებს. ფრუქტოზა პროტონის დონორია. ამიტომ ისე მოქმედებს, როგორც მჟავა. გლუკოზა კი ჰიდროქსილის იონების დონორია, ამიტომ მოქმედებს, როგორც ფუძე. საქაროზას მიღების რეაქცია შექცევადია. წყლის დამატებისას ხდება ჰიდროლიზი და ისევ მონოსაქარიდები წარმოიქმნება. პროცესი ძალიან ნელა მიმდინარეობს. მჟავას დამატებისას ან გათბობისას რეაქცია ჩქარდება. რადგან ფრუქტოზა გაცილებით ტკბილია, ვიდრე საქაროზა, მიიღება ბევრად უფრო ტკბილი ხსნარი, მიუხედავად იმისა, რომ გლუკოზა ისეთივე ტკბილი არ არის, როგორც საქაროზა. როცა მჟავას არ იყენებენ, ხსნარი ოდნავ მჟავეა, მისი განეიტრალება შეიძლება სუსტი ფუძით, ამისთვის კულინარიაში გამოიყენება სასმელი სოდა ან კვერცხის ცილა.
მჟავას გავლენა ცილებზე
იოგურტის მომზადებისას რძის ცილა კაზეინის ჰიდროფილური ბოლოები რჩება მიცელების გარეთა მხარეს, წყალში უხსნადი კალციუმის ფოსფატი კი მიცელის შიგნით ეკვრის ერთმანეთს. მჟავა არეში კალციუმის ფოსფატი იხსნება მჟავაში, მიცელები იშლებიან, ცილა დენატურირდება და ქმნის გელს. როცა ყველს ამზადებენ ფერმენტ რენეტით, ის მაკრატელივით ჭრის წყალს მიცელებიდან, ბოლოს მიცელები ეწებება ერთმანეთს. ინდური პანერი და იტალიური რიკოტა სხვა ტექნოლოგიით მზადდება. პროცესში მჟავასა და ტემპერატურის ზემოქმედებაა გადამწყვეტი. ამ დროს რძეში ხდება ცილების დენატურაცია და კოაგულაცია. მჟავა იწვევს რძის შრატის ცილების დენატურაციასა და კოაგულაციას. ასეთი ყველი შეწვისას ან გამოცხობისას არ დნება. მისი გამოსავლიანობაც დიდია. შრატის ცილები მეტ წყალს იკავებენ, ვიდრე კაზეინი. ამიტომ ხაჭო ისეთი მყარი არაა, როგორც ინდური ყველი რენიტი. მსგავსი ტექნოლოგიით ყველს საქართველოშიც ამზადებდნენ. ღორის ან ძროხის კუჭის მაჭიკს კარგად რეცხავდნენ, ჭრიდნენ წვრილ ნაჭრებად და ათავსებდნენ განზავებულ ძმარში. თავდახურული ქილით ინახავდნენ ბნელ ადგილას. მიღებულ სითხეს კვეთს ეძახოდნენ. რძეში ასხამდნენ გარკვეული რაოდენობის სითხეს და დააყოვნებდნენ. დაახლოებით ნახევარ საათში შრატი შეხაჭოებული რძის თავზე გროვდებოდა. გადაწურავდნენ და თეთრ მასასაც საწურზე ათავსებდნენ. ბოლოს მიიღებოდა ყველი.
ცხობა და შეწვა მჟავების მონაწილეობით
მჟავები ცილების დენატურაციის მიზნით გამოიყენება. თევზს ამზადებენ ლაიმის წვენში, ასეა მითითებული სევიჩების რეცეპტებში. ძმარში დაყოვნებული კვერცხი კარგად იხარშება და მიიღება ე.წ. „hard boilid” კვერცხი. ძმარი გამოიყენება ზღვის პროდუქტების მომზადებისას, რადგან თევზს არ აქვს იმდენი კოლაგენი შემაერთებელ ქსოვილში, რამდენიც საქონლის ხორცს. მჟავა ისევე კარგად არ არბილებს შემაერთებელ ქსოვილს, როგორც მაღალი ტემპერატურა (ჟელატინის გამოიყოფა ამ დროს), მაგრამ ის ახდენს ცილების დენატურაციას თევზებისა და კიბოების ორგანიზმში. საბოლოოდ მიიღება ისეთი სტრუქტურა, რომ გემოს უკვე აღიქვამენ გემოვნების რეცეპტორები. მჟავა არ ახდენს სტერილიზაციას, ამიტომ პროდუქტის სიახლესა და სისუფთავეს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.
მჟავები გამოიყენება მარინადებში. ძმარი, პომიდვრისა და ლიმონის წვენი, იოგურტი ხშირად გამოიყენება ცილების დენატურაციისთვის. ისინი შთანთქავენ სურნელოვან ნივთიერებებს. მარინადისთვის ხორცის დაჭრა აუცილებელია, სითხის შეწოვისთვის მნიშვნელოვანია შემხები ზედაპირის გაზრდა.
ტუტეების როლი საკვების მომზადებაში
როგორც მჟავები, ფუძეებიც გამოიყენება სამზარეულოში. როცა საკვები ცხიმს შეიცავს, მასზე ტუტის ზემოქმედებით მიიღება საპონი, ამიტომ ადამიანები ასეთი საკვების მიღებას ერიდებიან ხოლმე, აპროტესტებენ. რადგან საპონი ადვილად „გამოირეცხება“ წყალში ხსნადი მინერალებითა და ვიტამინებით, შედეგი სასიამოვნო გემოა. ტუტეები გამოიყენება ნიქსტამილიზაციის პროცესში. ეს ტერმინი სიმინდის დამუშავების ეტაპს აღნიშნავს. აცტეკური წარმოშობის სიტყვაა და ორი ნაწილისგან შედგება: nixt – ფერფლის მსგავსი, tamalli – სიმინდის მოუხარშავი ცომი. დღეს სიმინდს ამუშავებენ კალციუმის ჰიდროქსიდით. ადუღებისას სიმინდის მარცვლები რბილდება. სახამებელი შთანთქავს წყალს და იბერება, ბოლოს მიიღება გელი. მარცვლიდან გამოთავისუფლდება ფერმენტები, რომლებიც მოქმედებენ ცილებსა და ცხიმებზე. შედეგად მიიღება დასამუშავებლად ვარგისი მარცვლეული. მცენარის უჯრედის კედელი შედგება ცელულოზისა და პექტინისგან, რომლებიც იხსნებიან ცხელი ტუტის ხსნარში, ამავე დროს ცხელი ტუტე ცილების დენატურაციას ახდენს, ასეთი მარცვლის მონელება უკვე შეუძლია ადამიანის საჭმლის მომნელებელ სისტემას.
მნიშვნელოვანი პროდუქტია სასმელი სოდა, რომელიც ძლიერი ტუტისა და სუსტი მჟავას მარილია, სოდა გამოიყენება ობის მოსაშორებლად, კბილის პასტებში, 700 C-ზე სასმელი სოდა იშლება და მიიღება სარეცხი სოდა, ასევე გამოიყოფა წყლის ორთქლი და ნახშირორჟანგი. ამიტომ ნატრიუმის ბიკარბონატი გამოიყენება შუშხუნა კანფეტების დასამზადებლად. ცხელ სიროფში უმატებენ სასმელ სოდას.
pH-ისადმი მგრძნობიარე ფერები
ბევრი ფერადი ნივთიერება ურთიერთქმედებს მჟავებთან და ტუტეებთან, რის შედეგადაც იცვლება შეფერილობა. ანტოციანები ინდიკატორების დიდი ჯგუფია. ეს მოლეკულები ირეკლავენ წითელ ფერს მჟავების და ლურჯ ფერს ტუტეების ხსნარებიდან. ბევრი ფერადი ხილი, ყვავილი, ფოთოლი ადამიანს იზიდავს ანტოციანების წყალობით. ანტოციანები განაპირობებენ ვაშლის კანის წითელ ფერს, ყურძნის, იაჟუჟუნას წითელსა და ლურჯ ფერებს. შაქრის შემცველობის მიუხედავად, ბევრ ხილს მჟავე გემო აქვს, ლიმონათი მჟავე ხილის წვენზე შაქრის დამატებით მიიღება. ლიმონი უფრო ნაკლებ მჟავას შეიცავს ვიდრე ფორთოხალი, მაგრამ რადგან ფორთოხალში შაქარი მეტია, ვიდრე ლიმონში, მისი სიმჟავე ძალიან მცირდება. ენა და ტვინი განსხვავებულ ინფორმაციას იძლევიან მჟავების შესახებ. ჩვენი გემოვნების რეცეპტორები ამ სიტუაციასთან ადაპტირებული არიან.
ნატრიუმის ალგინატი – ის გამოყოფილია ლამინარიასებრი წყალმცენარის, კელპისგან. მასზე წყლის დამატებით მიიღება სქელი სიროფი. სიროფზე კალციუმის იონების დამატებით კატიონები მიმოიცვლება და მიიღება ჟელე. თუ ამ მასას პიპეტით ჩაასხამ ლიმონათში, მიიღება პატარა, ქვირითის მსგავსი ჟელეს ბურთები.
საჭიროა:
1 სუფრის კოვზი (9 გრამი) ნატრიუმის ალგინატი;
1 სუფრის კოვზი შაქრის ფხვნილი;
1-2 ჩაის კოვზი სასმელი სოდა;
1 ბოთლი ყურძნის კონცენტრატი, რომელსაც არ აქვს დამატებული მჟავა (ან ყურძნის წვენი);
1 ჩაის კოვზი კალციუმის ქლორიდი;
3 აბი ანტაციდი – მაგნიუმის ქლორიდი კალციუმთან ერთად ან მის გარეშე.
თუ ყურძნის წვენი გაყინულია, დაელოდე მის გადნობას. გაანეიტრალე ყურძნის კონცენტრატი სასმელი სოდით – ყურძნის წვენში ჩაყარე სასმელი სოდა და კარგად მოურიე. დააყოვნე ორი საათი და მასას შეურიე შაქრისა და ნატრიუმის ალგინატის ნარევი. ერთ ჯერზე ჩაყარე ნარევი კოვზის წვერით, ძალიან მცირე ულუფებად. ყველა ჩაყრის შემდეგ მოურიე კარგად, სრულ გახსნამდე. დააყოვნე ორი საათი. წყლიან ჭიქაში გახსენი ანტაციდისა და კალციუმის ქლორიდის აბები, კარგად მოურიე. პიპეტით პირველი ხსნარი ჩააწვეთე მეორე ხსნარში. მიღებული ჟელეს ბურთები დატოვე ხსნარში, ვიდრე არ გალურჯდება. ერთ ჭიქაში ჩაასხი სუფთა წყალი, მეორეში ლიმონის წვენი და წყალი, მესამეში – ლიმონათი. გადაიტანე ქამელეონი კვერცხები სამივე მათგანში თანაბარი რაოდენობით. ბურთები ჭიქებში დატოვე გაწითლებამდე. სახალისო ექსპერიმენტის შესაბამისი უამრავი რეაქციის დაწერა შეიძლება.
კიდევ მრავალი ქიმიური ნაერთი გამოიყენება სამზარეულოში, მათზე მოგვიანებით გიამბობთ.
გამოყენებული ლიტერატურა:
Simon Quellen Field – Culinari reaction – The everyday chemistry of cooking – 2012
ხშირად ვწერ იმ საკითხზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ადამიანმა, საკუთარი ენის სიღრმეების შესასწავლად და გასაცნობად, მშობლიურ ენასთან მტკიცე კავშირის დასამყარებლად, ამ ენის ფრაზეოლოგიზმები ბავშვობიდანვე ისწავლოს, ივარჯიშოს, მიეჩვიოს. გამოიყენოს. ენის სიმდიდრე და სიღრმე ხომ სწორედ ასეთ გამონათქვამებშია ჩაბუდებული.
ენასთან გაშინაურება, ენასთან დამეგობრება ოჯახის შემდეგ სკოლაში, ქართულის გაკვეთილზე ხდება. სწორედ ქართულის მასწავლებელია ის წინამძღოლი, რომელიც ამ საოცარ სამყაროში მიგვიძღვის.
გთავაზობთ სამუშაო აქტივობებს კიდევ ერთ ფრაზეოლოგიზმზე, რომელთა განხორციელებაც, დარწმუნებული ვარ ჩვენს ბავშვებს კიდევ უფრო დააახლოებს დიდებულ ქართულ ენასთან.
ბავშვებს ვაცნობთ ფრაზეოლოგიზმს: „აკვანი დარწეულა“. ისინი საკუთარ ვერსების გამოთქვამენ, მსჯელობენ, რას ნიშნავს, როგორ ესმით. მასწავლებელი ინიშნავს დაფაზე. ამის შემდეგ კი სთავაზობს მოკლე ამბავს ამ გამონათქვამის შესახებ:
გამონათქვამი „აკვნის დარწევა“ – დაბადებას, აღმოცენებას აღნიშნავს. როგორც კულტურის რომელიმე სახეობის, ცივილიზაციის, ხელოვნების დარგების, ასევე კონკრეტული ადამიანისაც. მაგალითად: აკაკი წერეთლის აკვანი სოფელ სხვიტორში დარწეულა; ოპერის აკვანი პირველად იტალიაში დარწეულა. ესე იგი აკაკი სხვიტორში დაბადებულა, ოპერა კი – იტალიაში (ვკითხულობთ ქართული იდიომების ლექსიკონში).
აკვანი ჩვილი ბავშვის ძველებური ქართული საწოლია. მეგრულად გამოითქმის როგორც – „აკავან“, სვანურად – „ჰენწ“, რაჭულ-ლეჩხუმურად – „ავაკან“.
აკვანს უმნიშვნელოვანესი როლი ეკისრა, მასში იზრდებოდნენ ოჯახის გვარის გამგრძელებლები, ოჯახის იმედები. მას ხისგან ამზადებდნენ, რთავდნენ მზეებით, ბორჯღალებით, ჩვილის დამცავი ჯვრებით.
ქართველებს ძველად მზე ღვთაებად მიაჩნდათ, სწამდათ, რომ თუკი ჩვილის საწოლზე ღვთაების ნიშანს გამოსახავდნენ, ის დაცული იქნებოდა.
ტრადიციებიც ჰქონიათ: როდესაც ბავშვს პირველად აწვენდნენ აკვანში, ოჯახის უფროსი ქალი გულიან, ტკბილ პურებს – ქადების ცხობას იწყებდა. ახლად გამომცხვარ, სურნელოვან ტკბილ პურებს, აკვანში ბავშვის თავთან, შუაში და ფეხებთან აწყობდა, და თან ლოცავდა ჩვილს. ხოლო, როდესაც აკვანი სახლის გარეთ პირველად გაჰქონდათ, ბავშვის მშობლები, ნათესავები – ქადებსა და ნამცხვრებს გამვლელებს, შემხვედრებს ურიგებდნენ, ჩიტებს უყრიდნენ. ფიქრობდნენ, რომ თუკი ფრინველები შეჭამდნენ მათ მიერ დაცხობილ ტკბილეულს, ბავშვი ფეხს მალევე აიდგამდა, ჩიტივით იფრენდა.
საინტერესო თქმულებამაც მოაღწია ჩვენამდე, თურმე ერთი ქალი ყანაში ყოფილა სამუშაოდ, თან აკვანიც ჰქონია წაღებული, წამოსვლისას კი აკვანი ყანაში დარჩენია. უკან მიბრუნებულს დაუნახავს: აკვანი საოცარ სინათლეში ყოფილა გახვეული, ზემოდან სამი მტრედი დაფარფატებდა და ღუღუნით ტკბილ ნანას უმღეროდნენ შიგ მწოლ ჩვილს.
ლეგენდა ბაზალეთის ტბის შესახებ უფრო გავრცელებულია, ლეგენდის მიხედვით, ბაზალეთის ტბის ფსკერზე დაკარგული სამოთხეა, შუა გულში ოქროს აკვანი დგას, აკვანში კი მძინარე ყრმა წევს. როდესაც ის გაიღვიძებს, ქვეყნიერებას იხსნის ბოროტებისგან და დედამიწაზე მარადიულ გაზაფხულს მოიტანს.
რადგან აკვანი ჩვენთვის ასეთი მნიშვნელოვანი, წმინდა ნივთია, იქნებ ამიტომაც დავუკავშირეთ ის დაბადებას და ახლის აღმოცენების სიმბოლოდ ვაქციეთ.
ლექსიკონი
აღმოცენება – ამოსვლა, აქ როგორც დაბადება, ჩასახვა.
ბორჯღალო – ძველი ქართული ორნამენტი, გამოსახავს მზეს.
ყანა – მიწა სადაც ხორბალი, სიმინდი ან სხვა მარცვლეული არის დათესილი.
აქტივობა 1:
დაწერე შენი ბიოგრაფია, დაბადების ნაცვლად გამოიყენე ფრაზა: „ჩემი აკვანი დარწეულა…“, დახატე ავტოპორტრეტიც.
აქტივობა 2:
დახატე აკვანი შენი წარმოსახვით, გააფორმე მზეებითა და ბორჯღალებით.
აქტივობა 3:
ტექსტში რამდენიმე თქმულებაა მოკლედ გადმოცემული, აირჩიე ერთ-ერთი მათგანი, განავრცე სიუჟეტი, აქციე ამბად, შექმენი პერსონაჟები, დაასათაურე და დაუხატე ილუსტრაცია.
აქტივობა 4:
იპოვე ტექსტში…
ტექსტის რომელ ნაწილშია გადმოცემული ქართველების ტრადიციების შესახებ, რომელიც აკვნის გარეთ გატანას უკავშირდებოდა? დასაწყისში, შუა ნაწილში, ბოლოს.
ტექსტის რომელ ნაწილშია აღწერილი აკვანი? დასაწყისში, შუა ნაწილში, ბოლოს.
ტექსტის რომელ ნაწილშია ნახსენები ქართველი მწერალი აკაკი წერეთელი?
დასაწყისში, შუა ნაწილში, ბოლოს.
ტექსტის რომელ ნაწილშია ჩამოთვლილი აკვნის სხვა ქართული სახელები? დასაწყისში, შუა ნაწილში, ბოლოს.
ტექსტის რომელ ნაწილშია საუბარი ბაზალეთის ლეგენდის შესახებ? დასაწყისში, შუა ნაწილში, ბოლოს.
აქტივობა 5:
დაუკვირდი ასო-ბგერებს, რომლებისგანაც გამონათქვამი „აკვანი დარწეულა“ არის შედგენილი. ამ ასო-ბგერებისგან შეგიძლია სხვადასხვა სიტყვის შექმნა, თუ რომელი სიტყვების, ამას მინიშნებები მიგახვედრებენ.
გაითვალისწინე: სიტყვების შესაქმნელად მხოლოდ ის ასო-ბგერები გამოიყენე, რომლებიც კონკრეტულ სიტყვებშია.
ა კ ვ ა ნ ი
ქალაქი დასავლეთ საქართველოში, სადაც აღმოჩენილია ანტიკური ნაქალაქარი – (ვანი)
გოგონას სახელი – (ანი);
ნიჩბიანი, პატარა, სამდინარო გემი – (ნავი);
ადამიანისა და ცხოველის სხეული ზედაპირული საფარველი – (კანი);
ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას.
ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...