პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

როგორ შევარჩიოთ დამრიგებლის მუშაობის მეთოდი

დამრიგებლო საათის მომზადების დროს ერთერთი უმთავრესი კითხვა, რომელზედაც დამრიგებელი პასუხს საჭიროებს – არის: როგორ ავარჩიო ჩემი საუბრებისთვის ყველაზე უფრო შესაფერისი მეთოდი?

დღესდღეისობით სწავლების უამრავი სხვადასხვა მეთოდია ცნობილი. ყველა დამრიგებელმა უნდა შეარჩიოს სწავლების სათანადო სტრატეგია და მეთოდიკა, რომელიც უზრუნველყოფს მოსწავლეების მიერ სხვადასხვა საკითხების ოპტიმალურ ათვისებას და გაშინაგნებას. თანაც, სადამრიგებლო საათი განსაკუთრებული დროა მოსწავლეთათვის, ის განსხვავდება დანარჩენი სასწავლო პროცესისაგან. აქ მოსწავლეები ღებულობენ ახალ შთაბეჭდილებებს, სოციალურ გამოცდილებას და მეტად გახსნილად საუბრობენ საკუთარ განცდებსა და ინტერესებზე.

პედაგოგიური მიდგომების არსებულ სიმრავლეში გარკვევისათვის გთავაზობთ შემდეგ რეკომენდაციას:

სწავლების მეთოდის შერჩევისათვის, პირველ რიგში, მკაფიოდ უნდა იყოს განსაზღვრული სწავლისშედეგები: რა უნდა გაიგოს და რისი გაკეთება უნდა შეძლოს მოსწავლემ მოცემული საუბრების დასრულების შემდეგ? სწავლის შედეგებით განისაზღვრება როგორც სადამრიგებლო საათის შინაარსი, ასევე სწავლების მეთოდიკაც.

მუშაობის შედეგების ჩამოყალიბების დროს გაითვალისწინეთ მოსწავლის ასაკობრივი თავისებურებები (შესაძლებლობები, ინტერესები, სენზიტიური პერიოდები).

მოსწავლემ სადამრიგებლო საათის ფარგლებში არამხოლოდ გარკვეული ცოდნა უნდა შეიძინოს, არამედ განივითაროს ღირსეული მოქალაქისთვის დამახასიათებელი უნარ_ჩვევები.

დამრიგებლის მუშაობის მეთოდები

სადამრიგებლო საათის პროგრამაში გამოყენებულია სწავლის შემდეგი მეთოდები: დისკუსია, გონებრივი იერიში, როლური თამაშები, დიდაქტიკური ზღაპრების განხილვა, ექსკურსია.

დისკუსია

დისკუსია წარმოადგენს სწავლების მეთოდს, როდესაც მასწავლებლის / დამრიგებლის ხელმძღვანელობით მიმდინარეობს სხვადასხვა წინადადების, მოსაზრების, პრობლემების გადაჭრის ხერხების ჯგუფური განხილვა.დისკუსია ნიშნავს საწინააღმდეგო პოზიციების პოლემიკას, სხვადასხვა აზრის ზეპირ (იშვიათად წერით)გამოხატვას.

დისკუსია მიმდინარეობს მასწავლებელს / დამრიგებელსა და მოსწავლეებს ან უფრო იშვიათად დაწყებით კლასებში, მოსწავლეთა ორ ჯგუფს შორის.

დისკუსიის წარმატებული წარმართვისათვის მასწავლებელმა / დამრიგებელმა სწორად უნდა შეარჩიოს სადისკუსიო თემა და ეფექტურად გაუძღვეს დისკუსიას.

 

 

სრულად

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი