მასწავლებლის სტატუსის, პროფესიული მომზადებისა და ხელფასის საკითხი მუდმივი განსჯის თემაა საქართველოში. გასაგებიცაა – რთულია, ერთნაირად შეუწყო ხელი 76 ათასი მასწავლებლის საჭიროებებსა და ინტერესებს. ბუნებრივია ის კითხვაც, რაც ბევრ ადამიანს გასჩენია: “ნეტავ, რა ხდება სხვაგან, სადაც მასწავლებლები უკეთეს პირობებში მუშაობენ?”. მართლაც საინტერესოა, რა ფაქტორები ახდენს გავლენას იმაზე, რომ იაპონელი, სინგაპურელი და სამხრეთ კორეელი მოსწავლეები უმაღლეს შედეგებს აჩვენებენ საერთაშორისო ტესტირებების დროს? ცხადია, შეუძლებელი და გაუმართლებელია უცხო ქვეყნების გამოცდილების ბრმად მიღება, მაგრამ უდავოდ მნიშვნელოვანია, რა გამოცდილება და პრაქტიკა არსებობს წარმატებული საგანმანათლებლო სისტემების მქონე ქვეყნებში.
ნინო რევიშვილი – ქვეყნის განათლების სისტემა და მასწავლებელი
როგორ ვწეროთ ესე
პრაქტიკული რჩევები მოსწავლეებისთვის
მარკ ცუკერბერგის ღია წერილი (მეორე ნაწილი)
გთავაზობთ მარკ ცუკერბერგის ღია წერილის მეორე ნაწილს.
პირველი ნაწილი შეგიძლიათ იხილოთ ამ მისამართზე: https://mastsavlebeli.ge/?action=page&p_id=12&id=32
ჰაკერის გზა
ძლიერი კომპანიის შექმნის პროცესში ჩვენ ბევრს ვმუშაობთ, რათა ფეისბუქი იქცეს საუკეთესო ადგილად მაღალი დონის პროფესიონალებისთვის, რომელთაც შეუძლიათ დიდი გავლენა მოახდინონ ჩვენს სამყაროზე და იმავდროულად სხვა პროფესიონალებისგანაც ისწავლონ. ჩვენ მოვახდინეთუნიკალური კულტურის კულტივირება და შევიმუშავეთ მენეჯერული მიდგომა, რომელსაც შეგვიძლია ვუწოდოთ “ჰაკერის გზა“.
სიტყვა “ჰაკერს” უსამართლოდნეგატიურ მნიშვნელობას მიაწერენ – პრესაში ასე იმ ადამიანებს მოიხსენიებენ, რომლებიც კომპიუტერული დაცვის სისტემებისგატეხვას ცდილობენ. სინამდვილეში კი ჰაკინგი რამის სწრაფად შექმნას ან ისეთი რამის შემუშავებას ნიშნავს, რაც აქამდე არავის გაუკეთებია.როგორც სხვა ყველაფერი, ესეც შეიძლება კარგი ან ცუდი საქმისათვის გამოვიყენოთ, მაგრამ იმ ჰაკერების უმეტესობა,რომლებთანაც შეხება მქონია, იდეალისტია,რომელსაც სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლა სურს.
ჰაკერის გზა – ეს არის მიდგომა, რომელიც პროგრამული კოდის მუდმივ გაუმჯობესებას გულისხმობს. ჰაკერებს სწამთ, რომ ნებისმიერი რამ შეიძლება კიდევ უფრო უკეთესი გახდეს, რადგან ამქვეყნადარაფერია სრულყოფილი,და აუმჯობესებენ კიდეც, მათგან განსხვავებით, ვისაც მიაჩნია, რომ გაუმჯობესება შეუძლებელია ან კმაყოფილია არსებული ვითარებით.
ჰაკერებიცდილობენ, დროთაგანმავლობაში შექმნანსაუკეთესო სერვისები,ისწავლონ საკუთარშეცდომებზე დაარ ისწრაფიანთავიანთი სამუშაოსიდეალურად, ერთხელდა სამუდამოდშესრულებისკენ. ამპრინციპების მხარდასაჭერად შევქმენით ტესტირების სისტემა, რომელსაც ნებისმიერწუთს შეუძლია,ფეისბუქის ათასობითგანსხვავებული ვერსიაგამოსცადოს. ჩვენიდევიზი – “გაკეთებული პროდუქტი იდეალურზეუკეთესია” (“Done is better
than perfect”)
– გამოსახულია ჩვენსკედლებზე დაგამუდმებით წინსვლისკენ გვიბიძგებს.
ჰაკერის გზა, არსებითად, გამოყენებითი და აქტიური დისციპლინაა. ნაცვლად იმისა, რომ მთელი დღეების განმავლობაში იკამათონ, რომელი გზაა საუკეთესო,ჰაკერები ამჯობინებენ შექმნან პროტოტიპი და გამოსცადონ იგი რეალურ პირობებში. ჰაკერების მანტრა, რომელსაც ხშირად გაიგონებთ ფეისბუქის ოფისებში, ასე ჟღერს: “კოდი ამარცხებს არგუმენტს” (“Code wins arguments”).
ჰაკერების კულტურა ღია და მერიტოკრატიულია. ჰაკერებს სწამთ, რომ უნდა გაიმარჯვოსსაუკეთესო იდეამ და არა პიროვნებამ, რომელსაც შესწევს საკუთარი იდეის ლობირების უნარი ან ხელმძღვანელი პოზიცია უკავია.
ამმეთოდის წასახალისებლად რამდენიმე თვეშიერთხელ ვმართავთ“ჰაკატრონს”, რომლისდროსაც ყველამსურველი საკუთარიიდეის ბაზაზეპროტოტიპს ქმნის.შემდეგ მთელიგუნდი იკრიბებადა აკვირდებაშედეგს. ჩვენიწარმატებული იდეებისუმეტესობა სწორედ“ჰაკატრონის” მსვლელობისას დაიბადა:თაიმლაინი (Timeline), ჩატის ფუნქცია(chat), ვიდეო(video), ჩვენი მობილურიგანვითარების ფრეიმვორქი (mobile development framework)და ინფრასტრუქტურის ისეთი უმნიშვნელოვანესი ელემენტები, როგორიცაა ჰიპჰოპკომპილერი (HipHop
compiler).
რათა დავრწმუნდეთ, რომ ამ მიდგომას ყველა ჩვენი ინჟინერი იზიარებს, ახალ თანამშრომლებს, მათ შორის – მენეჯერებსაც, რომელთაც პროგრამული კოდის წერა არ ევალებათ, ვთხოვთ გაიარონ პროგრამა Bootcamp. ამ პროგრამის საშუალებით ისინი სწავლობენ პროგრამირების საფუძვლებს, ითვისებენ ჩვენს ინსტრუმენტებსა და მიდგომებს. ჩვენს ინდუსტრიაში მუშაობენ ადამიანები, რომლებიც ხელმძღვანელობენ პროგრამისტებს, მაგრამ თავად არ სურთ პროგრამულიკოდის შექმნა, ჩვენ კი ისეთ ადამიანებს ვეძებთ, რომლებსაც შეუძლიათ Bootcamp–ის გავლა.
ზემოთ მოყვანილი პრინციპები მხოლოდ პროგრამირებას ეხება; ჩვენ გამოვყავით კიდევ ხუთი ძირითადი პრინციპი, რომლებიც ეხება ზოგადად ფეისბუქის ფუნქციობას:
. კონცენტრირება მოახდინე მნიშვნელოვანზე
თუ მნიშვნელოვანი საქმეების კეთება გვინდა, საუკეთესო გზაა, კონცენტრირება მოვახდინოთ უმნიშვნელოვანესი პრობლემების გადაჭრაზე. ერთი შეხედვით, ეს მარტივია, მაგრამ ჩვენ მიგვაჩნია, რომ კომპანიების უმეტესობა ამას არასწორად აკეთებს და უამრავ დროს ფლანგავს. ჩვენ ველით, რომ ფეისბუქის ყველა თანამშრომელი საუკეთესო იქნება დიდი პრობლემების აღმოჩენასა და გადაჭრაში.
. იმოძრავე სწრაფად
სწრაფად მოძრაობა შესაძლებლობას მოგვცემს, შევქმნათ უფრო მეტი და ვისწავლოთ უფრო სწრაფად. კომპანიების ზრდასთან ერთად მათი წინსვლა ნელდება, რადგან ისინი უფრო და უფრო უფრთხიან შეცდომებს. ჩვენ კი ვამბობთ: “იმოძრავე სწრაფად და ნურაფრისგაფუჭებისა ნუ შეგეშინდება” (“Move fast and break things“), რაც გულისხმობს, რომ იქ, სადაც არაფერი ტყდება, არც პროგრესია.
. იყავი გაბედული
დიდი საქმეების კეთება რისკს მოითხოვს. ამან შესაძლოა შეაშინოს კომპანიების უმეტესობა და ხელი შეუშალოს მათ გაბედული საქმეების კეთებაში, თუმცა მსოფლიოში, რომელიც ძალიან სწრაფად იცვლება, რისკის გარეშე წაგებული დარჩები.
ჩვენ კიდევ ერთი გამოთქმა გვაქვს: “ყველაზე სარისკო რისკისგან თავის შეკავებაა” (“The riskiestthing is to take no risks “). ჩვენ ხელს ვუწყობთ ყველას, ვინც მაშინაც კი იღებს გაბედულ გადაწყვეტილებებს, როდესაც ეს, ერთი შეხედვით, გაუმართლებელია.
. იყავი გახსნილი
ჩვენ მიგვაჩნია, რომ გახსნილი მსოფლიო უკეთესია, ვინაიდან მას, ვისაც მეტი ინფორმაცია აქვს, გავლენაც მეტი აქვს და უკეთეს გადაწყვეტილებებსაც იღებს. ეს ჩვენი კომპანიის მართვასაც ეხება. ჩვენ ბევრს ვმუშაობთ, რათა ფეისბუქის თითოეული თანამშრომლისათვის ხელმისაწვდომი იყოს რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია კომპანიის ნებისმიერი განყოფილების შესახებ – ეს მათ შესაძლებლობას მისცემს, მიიღონ საუკეთესო გადაწყვეტილებები და მეტიგავლენა მოახდინონ კომპანიის მუშაობაზე.
. შექმენი ის, რაც სოციალურად ღირებულია
კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ფეისბუქი მხოლოდ კომპანია არ არის; იგი არსებობს, რათა მსოფლიო უფრო ღია და ურთიერთდაკავშირებული გახადოს. ფეისბუქის ყველა თანამშრომელი ყოველდღე მუშაობს, რათა მსოფლიოს რაღაც ჭეშმარიტად ღირებული შესთავაზოს.
გმადლობთ, რომ გამონახეთ დრო წინამდებარე წერილის წასაკითხად.ჩვენ გვწამს, რომ შეგვიძლია მნიშვნელოვანი გავლენა მოვახდინოთმსოფლიოზე და მდგრადი კომპანია შევქმნათ. მე მოუთმენლად ველი შესაძლებლობას, თქვენთან ერთად შევქმნა რაღაც ახალი და მნიშვნელოვანი.
მარკ ცუკერბერგი
წერილის დედანი შეგიძლიათ იხილოთ ამ მისამართზე: https://www.huffingtonpost.com/2012/02/01/mark-zuckerberg-letter-to-investors-facebook_n_1248186.html
ჩვენ, დიდები
თეო ნეფარიძე – კლასგარეშე აქტივობები და პრობლემები
თანამედროვე მსოფლიოს
შრომითი ბაზრის თავისებურებებისა და მოთხოვნების გამო, დღეს, სასკოლო პროცესის დასრულების
შემდეგ სახლში მისული უფრო და უფრო მეტი ბავშვი რჩება უფროსების ყურადღების გარეშე.
დასაქმებული მშობლების უმრავლესობას გვიან ღამემდე უწევს სამსახურეობრივი მოვალეობების
შესრულება და სახლში დაბრუნების შემდეგ შვილებისთვის სათანადო დროის დათმობის საშუალება
აღარ აქვს. არადა, სკოლის გარეთ, ოჯახსა თუ სოციუმში მიღებული გამოცდილება უზარმაზარ
გავლენას ახდენს ბავშვის განვითარებაზე და მნიშვნელოვანწილად განაპირობებს მის აკადემიურ
პროგრესს. მშობლების ყურადღების გარეშე, ან მინიმალური ყურადღების პირობებში დარჩენილ
ბავშვებში, ერთი მხრივ, აკადემიური პრობლემები იჩენს თავს, ხოლო მეორე მხრივ, სარისკო
ქცევის ჩამოყალიბების ალბათობა მნიშვნელოვნად იზრდება. აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ
გარდატეხის ასაკში მყოფ ბავშვებში ხშირად მშობლების მითითებები პროტესტის გრძნობას
იწვევს. ამდენად, მოსწავლეთა აკადემიური წინსვლის უზრუნველყოფა და დადებითი სოციალური
მიმართულებით განვითარება დღევანდელი საგანმანათლებლო სისტემების და მრავალი ოჯახის
ამოცანას წარმოადგენს.
ზემოაღწერილი გარემოებების
გათვალისწინებით, თანამედროვე მსოფლიოში კლასგარეშე აქტივობების და პროგრამების საჭიროება
დღითი დღე იზრდება. კლასგარეშე პროგრამები გაკვეთილების შემდეგ ბავშვების დროის უსაფრთხოდ,
ორგანიზებულად და ნაყოფიერად გატარებას უზრუნველყოფს, მათ ენერგიას პოზიტიური მიმართულებით
წარმართავს, გარდა ამისა, სპეციფიკური ინტერესების დაკმაყოფილებასა და განსაკუთრებული
ტალანტის გამოვლენასაც უწყობს ხელს. კლასგარეშე პროგრამების საჭიროება და სარგებლიანობა
იმდენად დიდია განვითარებულ ქვეყნებში, რომ განათლების სფეროსთვის გამოყოფილი ბიუჯეტის
მნიშვნელოვანი წილი სწორედ ასეთი ტიპის პროგრამების და ღონისძიებების დაფინანსებაზე
მოდის. მაგალითად, ამერიკის შეერთებულ შტატებში, დაწყებითი და საშუალო განათლების
საფეხურის ფედერალური დაფინანსების დაახლოებით 10% კლასგარეშე აქტივობებისა
და პროგრამების დაფინანსებას ეთმობა.
კლასგარეშე პროგრამების შეფასებითი კვლევების დასკვნებში,
წლების განმავლობაში, განსაკუთრებით აღნიშნავდნენ მათ აკადემიურ შედეგებსა და სარგებლიანობას.
თუმცა, დღეს, არანაკლებ მნიშვნელოვნად მიიჩნევა კლასგარეშე აქტივობებისა და პროგრამების
პიროვნული და სოციალური სარგე-ბელი. სწავლისა და სწავლების სფეროში ჩატარებული კვლევები
გვაჩვენებს, რომ შესაძლებელია ბავშვს პიროვნული და სოციალური უნარ-ჩვევები ვასწავლოთ.
კლასგარეშე პროგრამების შეფასებებში კი დასტურდება, რომ ბავშვების ჩართულობა აღნიშნულ
პროგრამებში პირდაპირ კავშირშია, ერთი მხრივ, მათ სტაბილურ ემოციურ მდგომარეობასა
და დადებითი დამოკიდებუ-ლებების ჩამოყალიბებასთან, ხოლო, მეორე მხრივ, დადებით ქცევასთან.
ბავშვებისა და მოზარდების განვითარების თეორიების თანახმად
კი, სწავლება მაშინ არის განსაკუთრებით ეფექტური, როცა პრაქტიკულ გამოცდილებას ეფუძნება.
ამდენად, კლასგარეშე პროგრამების ფარგლებში, პიროვნული და სოციალური განვითარების
ასპექტები ისეთი უნარჩვევების სწავლებას მოიცავს, როგორიცაა: პრობლემების გადაჭრა,
კონფლიქტების მართვა, თვითკონტროლი, გადაწყვეტილებებზე პასუხისმგებლობის აღება, თვითეფექტურობის
გაზრდა, ობიექტური თვითშეფასება და ა.შ.
კლასგარეშე პროგრამების ძირითადი მიმართულებები
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ეფექტური კლასგარეშე პროგრამები პრაქტიკულ
მომზადებას ეფუძნება. ეს უკანასკნელი კი სასურველია, მოიცავდეს როგორც ტრენინგის,
ისე პროგრამულ კომპონენტებს. ტრენინგის კუთხით პროგრამები უნდა იყოს თანმიმდევრული
და ინტერაქტიული ფორმატის, ხოლო პროგრამული თვალსაზრისით – თემატურად დალაგებული
და ნათლად ჩამოყალიბებული. აღნიშნული კომპონენტების მქონე პროგრამები სამი მიმართულებით
გვაძლევს შედეგს: ისინი გავლენას ახდენს ბავშვების გრძნობებსა და შეხედულებებზე, განაპირობებს
ქცევის დადებითად მოდიფიცირებასა და აკადემიურ წარმატებას.
კლასგარეშე პროგრამა შეიძლება იყოს აკადემიური ან შემეცნებითი
მიმართულების. ამ დროს მოსწავლეებს საშუალება ეძლევათ, მოამზადონ საშინაო დავალებები
და დახმარება მიიღონ ისეთ უნარ-ჩვევებში, როგორიცაა: კითხვა, არითმეტიკა, საბუნებისმეტყველო
მეცნიერებები და ა.შ. ამავე კატეგორიას განეკუთვნება საუნივერსიტეტო გამოცდებისთვის
მოსამზადებელი პროგრამები, კომპიუტერული კურსები, უცხო ენის კურსები, მომზადება დასაქმებისთვის
და ა.შ. სოციალური მიმართულების პროგრამებს შორის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახალგაზრდებში
ლიდერული თვისებების ხელშემწყობი პროგრამები (სკაუტები, აკადემიური კლუბები და ა.შ.),
ჯანსაღი ცხოვრების წესის გამავრცელებელი პროგრამები (ნარკომანიის პრევენციის პროგრამა),
მოხალისეობრივი აქტივობის ხელშემწყობი პროგრამები, დებატ-კლუბები და ა.შ. ბავშვის ფიზიკური
და პიროვნული განვითარების მიმართულებით კი წარმატებით მუშაობს ისეთი პროგრამები, როგო-რიცაა:
დრამისა და ხელოვნების, მუსიკისა და ხელსაქმის შემსწავლელი წრეები, კულტურული, სპორტული
და გამაჯანსაღებელი ღონისძიებები.
კლასგარეშე პროგრამების ფინანსური მხარდაჭერა
კლასგარეშე პროგრამების ფინანსური მხარდაჭერისთვის სხვადასხვა
სოციალურ ჯგუფსა თუ ინსტიტუციას სხვადასხვა მოტივაცია აქვს. სამთავრობო ინსტიტუტებისთვის
კლასგარეშე პროგრამების განხორციელება და შესაბამისად, მოსწავლეთა აკადემიური პროგრესის
გაუმჯობესება სკოლებისა და საგანმანათლებლო სისტემის ხარისხის ამაღლების გარანტიას
წარმოადგენს. მშობლებისთვის კლასგარეშე პროგრამები შვილების უსაფრთხო გარემოსა და მათი
დროის ნაყოფიერად გატარებას უზრუნველყოფს. საზოგადოებისთვის ახალგაზრდების კლასგარეშე
პროგრამებით დაკავება დანაშაულის შემცირებასა და უსაფრთხო სამეზობლოს ნიშნავს, ხოლო
ბიზნესისთვის – შრომისმოყვარე, ორგანიზებული და სპეციალური უნარ-ჩვევებით აღჭურვილი
კადრების მომზადებას.
დასავლეთის განვითარებულ ქვეყნებში საზოგადოების ყველა ზემოჩამოთვლილი
სექტორი სოლიდურ ფინანსურ მხარდაჭერას უცხადებს სხვადასხვა კლასგარეშე პროგრამას. ბუნებრივია,
იმისათვის, რომ პროგრამამ ფინანსური მხარდაჭერა მოიპოვოს, ის ხარისხის გარკვეულ სტანდარტებს
უნდა აკმაყოფილებდეს. ქვემოთ განვიხილავთ, თუ როგორ უნდა შევქმნათ ეფექტური კლასგარეშე
პროგრამები და მივიღოთ სამთავრობო თუ ბიზნეს-სექტორის, მშობლების, თემის მხარდაჭერა.
ეფექტური კლასგარეშე პროგრამების შექმნა
აკადემიური, სოციალური თუ პიროვნული განვითარებისკენ მიმართული
კლასგარეშე პროგრამების შექმნისას რეკომენდებულია რამდენიმე საერთო სტანდარტის დაცვა.
ქვემოთ მოცემული მახასიათებლების გათვალისწინება სხვადასხვა საჭიროებისა და გამოცდილების
მქონე ბავშვების სტაბილური განვითარებისა და ზრდის წინაპირობას წარმოადგენს.
1. მიზნების დასახვა
და ძლიერი მენეჯმენტი
კლასგარეშე პროგრამების მიზნები, საჭიროებათა კვლევის საფუძველზე,
თემის ლიდერებისა და წევრების, მშობლებისა და მოსწავლეების აზრების გათვალისწინებით
უნდა განისაზღვროს. რეალისტური და რელევანტური მიზნების დასახვის შემდეგ სწორი და ძლიერი
მენეჯმენტის საჭიროება ჩნდება, რათა ისინი წარმატებით შესრულდეს. კარგი კლასგარეშე
პროგრამა უნარშეზღუდული ბავშების ინტეგრირებასაც უზრუნველყოფს. გასათვალისწინებელია,
რომ პროგრამების დაფინანსება, სტრუქტურა და აქტივობები, თანამშრომელთა რაოდენობა სწორედ
მის მიზნებზეა დამოკიდებული.
2. კვალიფიციური
თანამშრომლების დაქირავება
თანამშრომლების დაქირავება პროგრამის მასშტაბზე, მენეჯმენტის
სტრუქტურასა და პროგრამის მიზნებზეა დამოკიდებული. გარდა იმისა, რომ კლასგარეშე პროგრამების
განხორციელებით დაკავებული თანამშრომლები კვალიფიციური, გამოცდილი და მოტივირებული
უნდა იყვნენ, მათ აუცილებლად უნდა შეეძლოთ სკოლის მასწავლებლებთან ნაყოფიერი კომუნიკაცია
და კოორდინაცია. მათი სპეციფიკური უნარჩვევები უნდა მოიცავდეს სხვადასხვა ასაკის,
ეროვნებისა და კულტურის ბავშვების საჭიროებების გათვალისწინებისა და უნარშეზღუდულ
ბავშვებთან მუშაობის უნარ-ჩვევებს. სასკოლო სასწავლო გეგმისა და შეფასების სისტემის
ცოდნა მათ მოსწავლეების აკადემიური კუთხით დახმარების საშუალებას მისცემს. კლასგარეშე
პროგრამებში ჩართული ბავშვების არაერთი გამოკითხვით დადასტურდა, რომ უფროსების მხრიდან
მათ სითბო და მზრუნველობა სჭირდებათ, რაც კლასგარეშე პროგრამების თანამშრომლებმა უნდა
გაითვალისწინონ.
3. უსაფრთხო და ჯანსაღი
გარემო
სასურველია, კლასგარეშე პროგრამები ქალაქის ყველა რაიონში,
სოფლად კი ყველა თემში ხორციელდებოდეს, რათა თითოეულ მოსწავლეს შეეძლოს საცხოვრებელ
ადგილთან ახლოს სასურველ პროგრამაში ჩართვა. პროგრამის ფარგლებში გამოყენებული აქტივობები
მოსწავლის ასაკის შესაბამისი უნდა იყოს და ჯანსაღი ქცევის მოტივირებას უნდა ახდენდეს.
საუკეთესო კლასგარეშე პროგრამები მოსწავლეებს სოციალიზაციის მრავალფეროვან ფორმებს
სთავაზობს.
4. პარტნიორობა
თემთან, ორგანიზაციებთან, სამართლებრივ
ორგანოებთან, ახალგაზრდულ ჯგუფებთან
კლასგარეშე პროგრამების განხორციელება დამოკიდებულია მშობლების,
განათლების სფეროში მოღვაწე ადამიანებისა და თემის წევრების მხარდაჭერაზე. წარმატებული
პროგრამები მნიშვნელოვან მხარდაჭერას იღებს ისეთი ორგანოებიდანაც, როგორიცაა: სკოლის
სამეთვალყურეო საბჭო, თემის საკრებულო, ადგილობრივი პოლიცია და ა.შ. ეფექტური პროგრამები
ზემოჩამოთვლილ ერთეულებს, ახალგაზრდობასთან ერთად, აქტიურად აბამს პროგრამის დაგეგმვაში,
რათა მთლიანად თემის საჭიროებების გათვალისწინება მოხდეს. წარმატებული პარტნიორობის
ჩამოსაყალიბებლად აუცილებელია სკოლისა და თემის საჭიროებებისა და რესურსების შესწავლა-შეფასება,
ლოჯისტიკური საკითხების დასმა, პროგრამის ერთობლივად დაგეგმვა და ა.შ.
5. ოჯახების ჩართულობა
ცალკე გამოვყოფთ ოჯახების როლს კლასგარეშე პროგრამებში, რადგან
ისინი პირდაპირ კავშირში არიან და გავლენას ახდენენ ბავშვებზე. ეფექტური პროგრამები
რეგულარულ სამუშაო შეხვედრებს, საორიენტაციო სესიებსა და მშობლების მრჩეველთა საბჭოს
შეკრებებს ითვალისწინებს. გარდა ამისა, აუცილებელია დასაქმებული მშობლების საჭიროებების
გათვალისწინება, მათთან რეგულარული ურთიერთობა წერილობითი ფორმით, საინფორმაციო ცენტრის
ან ვებგვერდის გახსნა, საინფორმაციო ბროშურების შექმნა, სოციალური საღამოების მოწყობა.
6. სასწავლო შესაძლებლობების გამრავალფეროვნება
კლასგარეშე პროგრამებს ბავშვის აკადემიური მოსწრების, ემოციური
და ფიზიკური მდგომარეობის გაუმჯობესება შეუძლია. ეფექტური პროგრამები მოსწავლეებს
მათი ინტერესის სფეროში მუშაობის საშუალებას აძლევს, ცნობისმოყვარეობას უკმაყოფილებს,
ეხმარება საყვარელი საქმიანობის შეძენასა და სხვადასხვა სტილით (ვიზუალური, აუდიო
და კინესთეტიკური) სწავლაში. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ კლასგარეშე პროგრამების კურიკულუმი
გარკვეული სირთულის შემცველი, თუმცა დაუძლეველი არ უნდა იყოს.
7. კავშირი სასკოლო
პროგრამასთან
იმისათვის, რომ სასკოლო პროგრამასა და კლასგარეშე აქტივობებს
შორის ნაყოფიერი კავშირი არსებობდეს, აუცილებელია კლასგარეშე პროგრამებში დასაქმებული
მასწავლებლების მიერ სასწავლო პროგრამის ზედმიწევნით კარგად ცოდნა, მოსწავლეთა შეფასებების
გაცვლა-გამოცვლა სხვა მასწავლებლებთან და ა.შ. ზოგიერთი კლასგარეშე პროგრამა წარმატებით
ახორციელებს ინტერდისციპლინურ და თემატურ ჯგუფურ პროექტებს. მაგალითად, თუ მოსწავლეები
მათემატიკაში გამრავლების ტაბულას სწავლობენ, აღნიშნული ცოდნის გამყარება, კლასგარეშე
პროგრამის ფარგლებში, “ჩეჩოტკას” ტიპის ცეკვითაც კი შეიძლება; ან თუ საბუნებისმეტყველო
საგნებში ღრუბლების ფორმირებას სწავლობენ, ხელოვნების კლასგარეშე პროგრამის ფარგლებში,
მათ შეუძლიათ დახატონ წრიული, ფენა-ფენა ან აკუმულირებული ღრუბლები.
8. პროგრამის ეფექტურობის შეფასება
რადგან კლასგარეშე პროგრამები მრავალფეროვანი და კომპლექსურია,
მათი შეფასების სტანდარტული ფორმის შემუშავება შეუძლებელია. ერთი რამ კი ცხადია: თითოეულმა
კლასგარეშე პროგრამამ საკუთარი გამოცდილების გათვალისწინებით უნდა გააუმჯობესოს ხარისხი.
ზოგადად, ეფექტური პროგრამები შეფასების კომპონენტსაც მოიცავს. მაგალითად, იმ პროგრამებმა,
რომლებიც უსაფრთხო გარემოს შექმნას ისახავს მიზნად, უნდა შეაფასონ უსაფრთხოების,
დანაშაულის, ნარკოტიკის გამოყენების ინდიკატორები. პროგრამები როგორც თვითშეფასებას,
ისე გარე შეფასებას უნდა ახორციელებდეს და საკონტროლო ჯგუფის დაკვირვებასა და შედეგების
შედარებას უნდა ახდენდეს.
დამატებითი ფაქტორები
კლასგარეშე პროგრამების შექმნისას, ზემოაღნიშნული კრიტერიუმებისა
და სტანდარტების დაცვის შემთხვევაშიც კი, ხშირად თავს იჩენს ისეთი ბარიერები, რომელთა
გათვალისწინება რთულია, თუმცა რეკომენდებულია პროგრამის ეფექტურობის უზრუნველსაყოფად.
ზოგჯერ კლასგარეშე პროგრამები სასურველ შედეგს ვერ აღწევს ადეკვატური რესურსების
ნაკლებობის გამო. ზოგჯერ პროგრამა უშედეგოა, თუ მოსწავლეთა და მასწავლებელთა თანაფარდობა
მაღალია, ან მასწავლებლები ხშირად იცვლებიან, ვთქვათ, დაბალი ხელფასის გამო.
კლასგარეშე პროგრამების
ზოგიერთი კვლევა კიდევ ერთ პრობლემას წარმოაჩენს, რომლის წარმატებით გადაჭრა მხოლოდ
მასწავლებლებისა და მშობლების ეფექტური კოორდინაციის მეშვეობითა და რაციონალური
გადაწყვეტილებების მიღებითაა შესაძლებელი. აღნიშნული კვლევების შედეგები გვაჩვენებს,
რომ სასწავლო პროცესის შემდეგ მოსწავლის სხვადასხვა აკადემიურ პროგრამაში ჩართვა, ზოგჯერ,
მის ზედმეტად დატვირთვას იწვევს და შედეგად, სწავლის ხარისხს ამცირებს, ხოლო ემოციურ მდგომარეობას დაძაბულობას მატებს. ბავშვებს
თავისუფალი დრო აღარ რჩებათ და ისინი სტრესულ მდგომარეობაში ვარდებიან. მსგავსი შემთხვევების
იდენტიფიცირებას მშობლებისა და მასწავლებლების დაკვირვებული თვალი და ბავშვთან აქტიური
კომუნიკაცია სჭირდება. აუცილებელია, მშობელმა და მასწავლებელმა ერთობლივად განიხილონ
მოსწავლის შესაძლებლობები და მიდრეკილებები, რათა სათანადო დატვირთვის გრაფიკი და
აქტივობები შეარჩიონ.
ცხოვრების ჯანსაღი წესი და უსაფრთხო ქცევა
დამხმარე სახელმძღვანელო ბიოლოგიისა და სპორტის მასწავლებლებისათვის
ისტორია არის Magister vitae – ცხოვრების მასწავლებელი
– თქვენ მუშაობდით ილია ჭავჭავაძის მკვლელობაზე, სადაც საბოლოო მინიშნება სტალინზე გააკეთეთ
– ვიდრე ილიას მკვლელობის საკითხით დავინტერესდებოდი, მანამდე დაკავებული ვიყავი “ილიას ფენომენით”, რადგან საბჭოთა პეროდში იგი გაყალბებული იყო და მისი ბოლომდე გააზრება არც ბოლო პერიოდში მომხდარა. თავის დროზე ნოე ჟორდანიამ, ფილიპე მახარაძემ და სხვებმა ილია წარმოაჩინეს, როგორც მემამულე და თავადების ინტერესების დამცველი, მაგრამ შემდეგ ჩაერია სტალინი. მან ილიას გააზრება სცადა მას შემდეგ, რაც რუსი ემიგრანტები და ტროცკი საზღვარგარეთ წავიდნენ და იქ ყვებოდნენ, დაიღუპა რუსეთი, მის სათავეში ველური ხალხის შვილი მოვიდაო. სწორედ ამიტომ დასჭირდა სტალინს ქართველი მწერლების, მათ შორის, ილიას წარმოჩენა. მართალია, ამ დროიდან ილიას უკვე ოფიციალურ დონეზეც დადებით კონტექსტში მოიხსენიებდნენ და ამით წინ წამოწიეს ეროვნული თვითშეგნება, მაგრამ სამაგიეროდ, ახალი, რუსული შაბლონები მოარგეს და ილია გერცენის, ჩერნიშევსკის, დობროლუბოვისა და სხვათა კონტქსტში განიხილებოდა.
შეგახსენებთ, რომ ძველი, მეფის რუსეთის ხელისუფლების ვერსიით ილია მოკლეს გლეხებმა აგრალურ ნიადაგზე, იყო ძარცვის მოტივიც. თუმცა ქართული საზოგადოებრიობის ნაწილი მთავარ დამნაშავედ სოციალ-დემოკრატებს თვლიდა. საბჭოური გამოძიებისა და სასამართლო პროცესის თანახმად მკვლელობა მოაწყო მეფის ხელისუფლებამ თავისი ”ოხრანკა”-ჟანდარმერიის მეშვეობით. სინამდვილეში ამ საზიზღარ დანაშაულში მონაწილეობდა ორივე მხარე: ”ოხრანკა”- ჟანდარმერია და ქართველი სიციალ-დემოკრატები, განსაკუთრებით მისი რადიკალური ფრთა – ბოლშევიკები. დოკუმენტები და ფაქტები ადასტურებენ, რომ მკველებს – სოციალ დემოკრატებს, სწორედ იმდროინდელი ხელისეფლებისგან ჰქონდათ ხელშეუხებლობის გარანტია, რადგან ილია მხოლოდ ქართველი ხალხის სიამაყე კი არ იყო, არამედ სახელმწიფო საბჭოს წევრიც და აქტიურად იბრძოდა საქართველოს ავტონომიისთვის, ეკლესიის ავტოკეფალიის, სიკვდილით დასჯის გაუქმების, აგრარული საკითხის გადასაჭრელად. ამის გამო სოციალ-დემოკრატების და მეფის ხელისუფლების ინტერესები ერთმანეთს დაემთხვა. სწორედ მეფის ხელისუფლებამ ჩაფარცხა ილიას მოურავის მოსე მემანიშვილის მკვლელობა, რის შემდეგაც ჩაუნერგეს ორმაგი აგენტი ჯაში. შემდეგ კი ძალიან ცოტა რამ გააკეთეს თვად ილიას მკვლელობის გასახსნელად.
– საინტერესოა ის ფაქტიც, რომ საქართველოში დღემდე შესწავლილი არ არის სტალინის ფენომენიც.
– სამწუხაროდ, საქართველოში დღემდე ძლიერია სტალინის კულტი. ეს მითოლოგია მოდის იქიდან, რომ მსოფლიოს მასშტაბით ჩვენ ჩავეწერეთ სტალინით. მაგრამ ქართველების ამ ნაწილს არ უნდათ გაიგონ, რომ სტალინი იყო რუსეთის მოღვაწე. ყველაზე დიდი ბოროტება, რაც ჩაიდინა სტალინმა საქართველოს წინააღმდეგ, ეს არის ის, რომ მან საბჭოთა ჯარი შემოუსია ჩვენს ქვეყანას და დაღუპა დემოკრატიული საქართველო. თუ ადამიანი დემოკრატიულად და პატრიოტულად აზროვნებს, ეს უნდა დაინახოს, მაგრამ ბევრი ვერ ხედავს ამას, რადგან ქართველებს აქვთ მითოლოგიური და ახირებული აზროვნება. ილიას მკვლელობაზე მუშაობის შემდგომ, ორი წელი მოვანდომე სტალინის საქმიანობის და მისი ფსიქოლოგიის შესწავლას. მინდოდა დავრწმუნებულიყავი იმაშიც იკადრებდა თუ არა იგი ამას და საბოლოოდ მივხვდი, იგი ყველაფერს იკადრებდა. სწორედ მაშინ დავწერე “შტრიხები სტალინის პორტრეტისათვის”.
საქართველოში სტალინზე სამეცნიერო ნაშრომები მართლაც არ არსებობს, ძირითადად არის ქება-დიდება. ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ გამოსცა ინგლისელი ავტორის საიმონ მონტეფიორეს წიგნი “სტალინის წითელი სამეფო კარი”, რომლის კონსულტანტიც ვარ. ახლა გამოდის ”ახალგაზრდა სტალინი”. ეს წიგნები ნამდვილად საინტერესო იქნება ქართველო მკითხველისთვის.
– თქვენ ახსენეთ გიორგი სააკაძე, რომლის ბიოგრაფიაშიც ასევე არსებობს კითხვის ნიშნები.
– თავის დროზე განსაკუთრებით ანტონ ფურცელაძემ დაიწყო გიორგი სააკაძის განდიდება. როგორც ჩანს ახალგაზრდობაში ეს წიგნი წაკითხული ჰქონდა სტალინს. მოგვიანებით, ჯუღაშვილი დაინტერესდა სააკაძით იმიტომ, რომ საკუთარ თავთან გააიგივა. მან პრიმიტიული აზროვნება მოახვია ხალხს – გიორგი სააკაძე იყო აზნაურთა ბელადი, უნდოდა მეფის ხელისუფლების გაძლიერება, ქვეყნის ცენტრალიზაცია, რისთვისაც ძალები არ ეყო და უცხო ძალები მოიყვანა. სწორედ ასე მოიქცა თავადაც – იმის გამო, რომ საქართველოში სოციალური ძალები იყო ძლინ სუსტი, შემოიყვანა უცხო ქვეყნის ძალები და ამით სიციალიზმი დაამყარა.
მოგვიანებით გაჩნდა მეორე უკიდურესობა, თითქოს გიორგი სააკაძე იყო სულმთლად უარყოფითი მოვლენა.
საქართველოს ისტორიის კიდევ ერთი პრობლემა, რაც შეეხება მეფის რუსეთის შემოსვლას. სპარსელების, არაბების, ყიზილბაშების, თურქების და სხვათა შემოსევებისგან განსხვავებით რუსეთი მარტო თავისი ველურობით არ შემოსაულა საქართველოში, არამედ ამ პერიოდში რუსეთში უკვე იწყებოდა ევროპეიზაცია და ჩვენთან ეს ცივილიზაციაც რუსეთის მეშვეობის შემოვიდა, რამაც თავისი მხრივ მოამზადა 1918-21 წლების დემოკრატიული საქართველო. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ საბჭოთა რუსეთის ბატონობა, უკვე იყო სრული ტირანია. ისტორიის წერის დროს უნდა გავითვალისწინოთ, როგორც დადებითი ასევე უარყოფითი ფაქტორები, სხვანაირად ობიექტურ მეცნიერებას ვერ მივიღებთ.
– თქვენ სკოლებში ატარებთ გაკვეთილებს. რამდენად აინტერესებთ ქართველო მოსწავლეებს საქართველოს ისტორია
.– ბოლო წლების განმავლობაში 40-მდე გაკვეთილი და ლექცია ჩავატარე და წავიკითხე თბილისში, ასევე სხვადასხვა რაიონებსა და სოფლების სკოლებში. ბავშვები ძალიან კარგად მხვდებიან, აშკარად აინტერესებთ ისტორია და კითხვებსაც აქტიურად სვამენ. ისტორიის ცოდნა ადამიანს უღრმავებს საკუთრი ქვეყნის სიყვარულს და პატივისცემას, რა თქმა უნდა, შოვინიზმს არ ვგულისხმობ. მეორეც, ისტორიის ცოდნა, კულტურასთან ერთად ბავშვში ზრდის მოქალაქეობის გრძნობას და შეგნებას. ისტორიის შესწავლას ძალინ დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან იგი ცხოვრების მასწავლებელია. დიდ ისტოიული პიროვნებების ისტორიას მოსწავლე უბრალოდ კი არ უნდა სწავლობდეს, არამედ მისთვის იგი უნდა იყოს მაგალითი და უნდა ბაძავდეს მას. ისტორია არის Magister vitae – “ცხოვრების მასწავლებელი”, ამბობდა დიდი რომაელი მოღვაწე ციცერონი და ეს სიტყვები ყველამ კარგად უნდა გაიაზროს.