ხუთშაბათი, მაისი 8, 2025
8 მაისი, ხუთშაბათი, 2025

თამაზ ვარვარიძე – მასწავლებლობა მუდმივ იმპროვიზაციას მოითხოვს

0

თამაზ ვარვარიძე, მხატვარი, სამხატვრო აკადემიის პროფესორი, გრაფიკის მიმართულების ხელმძღვანელიოდესღაც პედაგოგებიც მოსწავლეები იყვნენ და მათი სასკოლო შთაბეჭდილებები თუ ემოციები იმაზე იყო დამოკიდებული, როგორი პედაგოგები ჰყავდათ. თამაზ ვარვარიძე მერვე კლასამდე თბილისის 57-ე სკოლაში სწავლობდა, მერე, როგორც ხატვაზე ორიენტირებული მოსწავლე, ტრადიციისამებრ, ნიკოლაძის სამხატვრო სასწავლებელში გადავიდა (ეს ტრადიცია ქართულ სამხატვრო სივრცეში დღემდე არსებობს). მისთვის თავი არც სკოლის წლებში და არც შემდეგ არც ერთ პედაგოგს დაუმახსოვრებია, ვიდრე სამხატვრო აკადემიაში გრაფიკის კათედრის გამგეს, დინარა ნოდიას არ შეხვდა. თამაზ ვარვარიძის ცხოვრებაში დინარა ნოდია ერთადერთი მაწავლებელი იყო, რომელიც, საკუთარი თავის მიმართ თვითკრიტიკული, ყოველგვარ ნოვატორულ იდეას მიესალმებოდა და მოსწავლეებს ჩარჩოში არ სვამდა.

 

თამაზ ვარვარიძე: “მახსოვს, მეხუთე კლასამდე ფრიადოსანი ვიყავი, მერე ჩემი აკადემიური მოსწრება მკვეთრად დაეცა, შესაძლოა ინტერესები გამიჩნდა სხვა, შესაძლოა პასუხისმგებლობა მომეხსნა, – არ ვიცი. კარგად სწავლა ხომ ჩვევად იქცევა, მაგრამ გინდება თავისუფლება.

სკოლის პერიოდიდან განსაკუთრებული არაფერი მახსნედება, არც ცუდი, არც კარგი. ცუდი იყო ყოველწლიური გამოცდები, რომლებიც ჩემ დროს არსებობდა და მიმაჩნია, რომ ძალადობაა ბავშვებზე. სწორედ ძალადობა წარმოშობს აგრესიას და როცა ვკითხულობთ, რატომ არიან ახალგაზრდები აგრესიულები, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამის ერთ-ერთი მიზეზი სასწავლო პროცესიც შეიძლება იყოს.

როგორც წესი, ადამიანები სკოლას სიხარულით და აღფრთოვანებით იხსენებენ. მე ასეთი განცდა არ მაქვს. ის სტანდარტები, რაც ჩემ დროს სკოლაში იყო, ადგილს არ ტოვებდა თავისუფლებისთვის. ალბათ, გარკვეულწილად ამის ბრალიც არის ჩემი ამგვარი განწყობა. ეს 60-იან წლებში ხდებოდა, როცა სკოლაც იდეოლოგიზებული გახლდათ, თუმცა კი, აღქმა იმისა, რაზეც გველაპარაკებოდნენ, ჩვენამდე ვერ აღწევდა, რადგან ბავშვებს ეს ნაკლებად გვაინტერესებდა.

– რა შეიცვალა, როდესაც უკვე იმის სწავლა დაიწყეთ, რაც გინდოდათ?

– ნიკოლაძეში, როგორც ყველა სპეციფიკურ სასწავლებელში, ისეთ საგნებზე, რომლებიც ერუდიციისთვის არის გამიზნული, მოთხოვნა არ იყო და, შესაბამისად, თავისუფლები ვიყავით. ახლაც ასეა, და საკუთარ თავს იმაში ვიჭერ, რომ მეც ისე ვსწავლობდი, როგორც დღევანდელი სტუდენტები – რაკი უნდა ჩამებარებინა, ფორმალურად ვეუფლებოდი საგანს. ეს საგნები შეიძლება დაგჭირდეს, მაგრამ როცა დაგეჭირდება, მაშინ გაეცნობი და სწავლაც მაშინ იქნება ნაყოფიერი.

– როგორ ფიქრობთ, სწავლების რა მეთოდი იქნება ეფექტური?

– ალბათ, სწავლება არ უნდა იყოს სტანდარტული. მგონია, რომ უფრო ეფექტური სწავლების დიფერენცირებული ტიპი იქნება. მოსწავლეს უნდა ჰქონდეს საგნების არჩევის უფლება. ამავე დროს, პედაგოგზეც ბევრი რამაა დამოკიდებული – რომელ საგანს შეაყვარებს და აარჩევინებს.

– სკოლის მასწავლებლობა სრულიად სხვა რამ არის, ვიდრე უმაღლესი სასწავლებლისა. რა ქმნის ამ განსხვავებას, მხოლოდ მოსწავლეთა ასაკი თუ ის, რომ სტუდენტმა უკვე იცის, რა უნდა?

– სტუდენტმაც შეიძლება არ იცოდეს, რა უნდა, თუ გავითვალისწინებთ, რომ ხშირად ფაკულტეტი მშობლის არჩეულია და არა ბავშვის. აკადემიაშიც შეხვდებით ამგვარ შემთხვევებს, როცა მშობელი ამბობს: “ჩემს შვილს ხატვა ეხერხება!” – და შვილიც აკადემიაში აბარებს. ხშირად მართლაც არ არის აუცილებელი, მოსწავლე არაჩვეულებრივი მხატვარი იყოს – ხელოვნება ხომ ზუსტი მეცნიერება არ არის, რომ ნიჭიერების ზუსტი განსაზღვრება გვქონდეს. ვამბობთ – “თვალი აქვს კარგი”, “კარგად ხედავს”. შეიძლება ძალიან კარგად ხატავდე, მაგრამ არ იყო შემოქმედი. არსებობს ერთგვარი სტანდარტი, რომელსაც მხატვრობაში არ ვეთანხმები და არ ვცნობ. მაგალითად, ჩანახატის გაკეთება. ბევრ პედაგოგს ამ კუთხით მიჰყავს სწავლება. შესაძლოა, ხატვა არ იცოდეს პირველკურსელმა, მაგრამ კარგად ხატავდეს, ანუ ჰქონდეს თავისებურება, რაც სხვებისგან გამოარჩევს, ხოლო როცა აკადემიურ ხატვას ვასწავლით, ის ამ თავისებურებას კარგავს. ამიტომ ჯობს, სტანდარტში კი არ მოვაქციოთ, ვაცადოთ, თვითონ დაოსტატდეს თავის არჩეულ მანერაში. სწორედ ეს არის პედაგოგის დანიშნულება – მოსწავლეებს თავს კი არ მოახვიოს რამე, არამედ შეამჩნიოს ის ინდივიდუალური მომენტები, რომლებიც განასხვავებს მათ ერთმანეთისგან და ისინი განუვითაროს. ეს მხოლოდ მხატვრობას არ ეხება – პედაგოგს ეს ნებისმიერ სფეროში მოეთხოვება.

– რას ნიშნავდა მოსწავლე- მასწავლებლის ურთიერთობა თქვენს დროს და რას გულისმობს ახლა?

– ეპოქალურად შემცირდა დისტანცია მამებისა და შვილების თაობას შორის, შესაბამისად, პედაგოგსა და მოსწავლეს შორისაც. მეტაფორულად რომ ვთქვთ, დღეს ისინი ერთსა და იმავე მუსიკას უსმენენ. ურთიერთობა უფრო ფამილარული გახდა, უფრო თავისუფალი და ამით მოსწავლეები კმაყოფილნი არიან. ეს ბუნებრივი ურთიერთობაა. გამუდმებით მენტორული ტონით მოსაუბრე პედაგოგები, საბოლოო ჯამში, კრახს განიცდიან. სტუდენტი თავს არიდებს ასეთ ურთიერთობას და შედეგსაც ლოგიკურს ვიღებთ. თუმცა ჩნდება ერთი პრობლემა: სკოლაში მოსწავლეები მიჩვეულნი არიან სიმკაცრეს და პედაგოგებთან სხვაგვარ დამოკიდებულებას და როცა ლექტორი მათთან არაოფიციალურ, მეგობრულ ურთიერთობას ამყარებს, სიფხიზლეს კარგავენ. ხშირად უთქვამთ: “რომ მომთხოვოთ და მკაცრად მომეპყროთ, უკეთესი იქნება – შესაძლოა დავალების შესრულება დამეზაროს, ხვალისთვის გადავდო” და ასე შემდეგ.

სად არის ოქროს შუალედი?

– პედაგოგობა მუდმივ იმპროვიზაციას მოითხოვს. სხვადასხვა დროს სხვადასხვაგვარი ქმედებაა საჭირო, სწორად შერჩეული და ინდივიდუალური. მართალია, ჩვენთან ათი სტუდენტი ზის და ათივეს ცალ-ცალკე ველაპარაკები, მაგრამ ამას ხომ სხვებიც ისმენენ.

– თქვენი აზრით, რამ შეცვალა თანამედროვე მოსწავლე?

– ცხოვრების აჩქარებულმა რიტმმა. ჩემ დროს იოლი იყო ინფორმაციის გადამუშავება, ახლა ძნელია და ეს ეხება ყველაფერს, მოქმედებს ყველაზე. შედარებისთვის, ავიღოთ საქართველოს ეროვნული აღზევებისა და არაფრის კეთების წლები. იმ დროს ჩამოყალიბდა ასეთი სტერეოტიპი – გელაპარაკა, ნაცვლად იმისა, რომ გესწავლა, გეკეთებინა. არ მახსოვს, რამდენ ხანს გრძელდებოდა პერიოდი, როცა არ ჰქონდათ საშუალება, სკოლებსა თუ უმაღლეს სასწავლებლებში ევლოთ. ვგონებ, არც ისე დიდხანს, მაგრამ პასუხისმგებლობის სრული აცილება მეტ ხანს გაგრძელდა: ამაში ეს არის დამნაშავე, იმაში – ის და შენ არაფერს აკეთებ. ერთი მხრივ, ამის ბრალია, რომ ახლანდელ თაობას გარკვეული ხარვეზები აქვს.

დღევანდელი სტუდენტები განსხვავებულნი არიან, მაგრამ რა არის ჩვენი ამოცანა მათთან ურთიერთობისას? სტერეოტიპებზე დაყრდნობით, მათგან ვითხოვთ იყვნენ ისეთები, როგორებიც ჩვენ ვართ, რადგან თავის დროზე ჩვენგანაც იმავეს ითხოვდნენ. ახალგაზრდას უნდა ჰქონდეს თავისუფალი არჩევანი. ავიღოთ პატარა ბავშვი, რომელიც ჭამს, რამდენიც უნდა და როცა უნდა. დაძალება უკვე ძალადობაა, რაც შემდეგ სხვა დარღვევებს იწვევს.

– მიუხედავად იმისა, რომ მხატვრობა ნაკლებად შემოსავლიანი პროფესიაა, სამხატვრო აკადემიაში სასწავლებლად მაინც უამრავი ახალგაზრდა მიდის. რა არის მათი მოტივაცია?

– სწავლა შეიძლება შევადაროთ გზას, რომელსაც მიჰყვები, მაგრამ როგორ ივლი, ვინ შეგხვდება, შენი თავგადასავალი ამაზეა დამოკიდებული.

ხშირად ეჩვენებათ, რომ ხატვის ნიჭი აქვთ. როგორც ბავშვობაში მშობელი ირჩევენ წიგნს და შვილი უჯერებს, ხშირად ცხოვრებაშიც ასე გრძელდება. მაგრამ შვილი ყოველთვის უსწრებს მშობელს, ყველა მონაცემით, და ეს სენი, მშობელმა აირჩიოს მათი მომავალი, დღემდე გრძელდება. პროფესიის არჩევანს ხშირად განსაზღვრავს მოდა. ხელოვნებაში ფუნქციონალურ დარგებზეა მოთხოვნა. მაგალითად, სარეკლამო გრაფიკაზე, დიზაინზე. თუ მათ დაზგურ დისციპლინებს შევადარებთ, აქედან მხატვარს შემოსავალი არ ელოდება. არ არსებობს მხატვარი, ნამუშევრების გაყიდვით რომ ირჩენდეს თავს, ერთეულების გარდა. ამდენად, გაიზარდა მოთხოვნა ფუნქციონალურ ფაკულტეტებზე, და სელექციის ეს პროცესი უფრო ბუნებრივია, ვიდრე მაშინ, როცა ყველა ფერწერის ფაკულტეტზე სწავლობდა.

– ამბობენ, რომ მხატვრობას ვერ ისწავლი, ისევე როგორც მწერლობას, თუმცა კი, სამწერლო აკადემიისაგან განსხვავებით, სამხატვრო აკადემია არსებობს…

– მართალია, მხატვრობისა თუ მწერლობის სწავლა შეუძლებელია, თუმცა კი მხატვარიც და მწერალიც მუშაობის პროცესში ყალიბდებიან. არავინ იბადება მხატვრად. საბჭოთა დროს სამხატვრო კავშირს ჰქონდა შემოქმედებითი სახლები, სადაც ორ თვიანი ვორკშოპები – სახელოსნოები იმართებოდა. იქ ყველანაირი სამუშაო პირობა იყო შექმნილი მხატვრებისთვის. ეს იყო ერთადერთი დადებითი რამ, რაც მახოვს იმ ეპოქიდან და მენანება. ასეთი შემოქმედებითი სახლები არსებობდა ბალტიისპირეთის ქვეყნებსა და პოდმოსკოვიეში, სადაც ჩადიოდნენ სხვადასხვა ასაკის მხატვრები სოციალისტური ბანაკის ქვეყნებიდან, ეცნობოდნენ ერთმანეთის შემოქმედებას. ეს შეხვედრები ძალიან სასარგებლო იყო ინფორმაციის გაცვლის თვალსაზრისითაც – ხომ მაშინ ინტერნეტი არ იყო. რასაკვირველია, ყველაფერი ემსახურებოდა საბჭოთა იდეოლოგიას, მაგრამ, როგორც სხვა სფეროებში, აქაც ხდებოდა საკუთარი შემოქმედების განვითარება. უკვე 70-იან წლებს ვგულისხმობ. მხატვრებს გვქონდა საკუთარი სახელოსნოები. ეს იყო მხატვრობის ხელშეწყობა. დღეს მხატვრებს მსგავსი არაფერი აქვთ, სახელმწიფო პოლიტიკა ჩაანაცვლა ფონდებმა, რომლებიც მათი კვალიფიკაციის ამაღლებას ემსახურება, მაგრამ ეს ღონისძიებები ასეთი ინტენსიური არ არის. სამხატვრო აკადემიაში ვორკშოპები და მასტერკლასები ხშირად გვაქვს, ჩამოდიან უცხოელი მენტორები, გამოიცემა კატალოგი და ამ ყველაფერში სტუდენტებიც ერთვებიან. ეს ეხმარება მათ თვალსაწიერის გაფართოებაში, დახელოვნებაში. თუმცა დღეს ურთიერთობები თავისუფალია, სამყარო გახსნილია და ამ სამყაროსთან მხატვრები უკვე სურვილისა და შესაძლებლობების მიხედვით ურთიერთობენ.

სამყაროსთან თავისუფალი ურთიერთობები თანამედროვე ახალგაზრდებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, თუმცა ეს მათი დამსახურება არ არის, დრომ მოიტანა და მას სწორი გამოყენება უნდა, თუმცა კი მიმაჩნია, რომ ბევრი მართლაც მიზანმიმართულად იყენებს.

ქიმიური ექსპერიმენტის ტექნიკა

0

ინტერნეტგაზეთი “mastsavlebeli.ge ” და ‘პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაცია” პარტნიორობის საფუძველზე, გთავაზობთ სამეცნიერო პოპულარული ლიტერატურის სერიას. წიგნი ძალიან საჭირო და სასარგებლო რესურსია ქიმიის მასწავლებლებისთვის და ვფიქრობთ, ეს სახელმძღვანელო მათ ძალიან გაუადვილებთ ქიმიური ექსპერიმენტების უსაფრთხოთ და წარმატებით ჩატარების ტექნიკას.

 

img_news_line (3)

ელექტრონული სახელმძღვანელოები

0
ბილ გეიტსმა, ვინდოუსის შემქმნელმა, არაერთხელ განაცხადა, რომ კომპიუტერული ტექნიკის შესაძლობლობები ბოლმდე არ არის გააზრებული, რომ ადამიანს გაცილებით მეტი შესაძლებლობა აქვს, ვიდრე იყენებს. რომ ადამიანი თავისი ბუნებით კონსერვატიულია და ძნელად ეგუება სიახლეებს, რომლებსაც კომპიუტერული ტექნიკა სთავაზობს.
ამგვარ მოსაზრებებს ბევრი მოწინააღმდეგეც ჰყავს, რომლებიც თვლიან, რომ კომპიუტერული ტექნიკა საჭიროზე სწრაფად ვითარდება.
ფაქტია, კომპიუტერული ტექნოლოგიები მართლაც უამრავ შესაძლებლობას გვთავაზობს და ეს სახელმძღვანელოებსაც ეხება.
წიგნი თავისი ფორმით, ისეთი, როგორიც ის დღეს არის დიდი ხნის განმავლობაში ყალიბდებოდა და განვითარების სხვადასხვა ეტაპზე აბსოლუტურად განსხვავდებოდა იმისაგან რასაც ჩვენ დღეს წიგნს ვუწოდებთ. შუმერული წიგნი თიხის ფირფიტაზე იწერებოდა და თანამედროვე ადამიანს აგურს მოაგონებს. ეგვიპტური წიგნები კი პაპირუსის გრაგნილებს წარმოადგენდნენ. მათ საერთოდ არ ჰქონდათ გვერდები. განსაკუთრებით მნიშვნელვანი გრაგნილებისათვის სპეციალურ ყუთებს ამზადებდნენ, რომლებიც ამგვარი წიგნებისთვის ყდის მაგივრობას წევდნენ. დღეს უკვე ელექტრონული წიგნებიც არსებობს, რომლებსაც საერთოდ არ გააჩნია მატერიალური გარსი. ელექტრონული წიგნი ხომ უბრალოდ კომპიუტერული ფაილია, რომლის გახსნა, წაკითხვა კომპიუტერის ან ელექტრონული წიგნის წამკითხველი მოწყობილობით არის შესაძლებელი.

ლექსიკონები და ენციკლოპედიები

 

რაღაც დროის განმავლობაში ლექსიკონები და ენციკლოპედიები სრულად გადაინაცვლებენ ელექტრონულ ფორმატში. ნაბეჭდ წიგნთან შედარებით, მათი ასეთი ფორმით მოხმარება გაცილებით მოსახერხებელია. ნაბეჭდ წიგნში საჭიროა უამრავი ფურცლის გადაშლა, სანამ სასურველ ინფორმაციას იპოვი. ელექტრონულ წიგნში კი საკმარისია ერთი სიტყვის აკრეფა და ელექტრონული მოწყობილობა თავად გიპოვის რასაც ეძებ.
რამოდენიმე დღის წინ, უძველესი ენციკლოპედიის Britannica -ს წარმომადგენლება განაცხადეს რომ Britannica ბეჭდური სახით აღარ გამოიცემა. რომ ამიერიდან ამ ენციკლოპედიის მოხმარება მხოლოდ ელექტრონული სახით იქნება შესაძლებელი.
საგულისხმოა რომ Britannica-ს 244 წლიანი ისტორია აქვს და ამ ხნის განმავლობაში ამ ავტორიტეტული გამოცემის 7 მილიონზე მეტი კრებულია გაყიდული.

ხმოვანი წიგნები

 

ტექნოლოგიების განვითარებამ ახალი ტიპის წიგნების, მაგალითად აუდიოწიგნის შექმნა გახადა შესაძლებელი. მსგავსი წიგნები სულ მეტი პოპულარობით სარგებლობენ. მართლაც, ცუდი არ არის, როდესაც რამე საქმის კეთების პარალელურად წიგნის კითხვაც, უფრო სწორედ კი წიგნის მოსმენაც არის შესაძლებელი. ასეთი წიგნი სასწავლო პროცესშიც საკმაოდ გამოსადეგია, როდესაც საქმე, მაგალითად, უცხო ენის შესწავლას ეხება.
თუკი აქამდე აუდიო წიგნიების დასამზადებლად ხმის ჩამწერი სტუდია იყო საჭირო, დღეს უკვე ზოგიერთ ელექტრონული წიგნის წამკითხველ მოწყობილობას სპეციალური პროგრამები მოჰყვება, რომლებიც სურვილის შესაბამისად უკითხავენ წიგნებს  მომხმარებლებს. ადამიანს, იმის ნაცვლად, რომ თავად იკითხოს, შეუძლია ეს საქმე სპეციალურ პროგრამას გადააბაროს, ყურსასმენები მოიმარჯვოს და ელექტრონული წიგნის წამკითხველი მოწყობილობა თავად წაუკითხავს მას სასურველ წიგნს. ასეთ პროგრამებს Text to Speech, ტექსტის საუბარში გადამყვან პროგრამებს უწოდებენ. მსგავსი ტექსტის წამკითხველი პროგრამები სხვადახვა ენებისთვისაა შექმნილი, ინგლისურენოვანი ვერსიები საკმაოდ მიახლოებულია ადამიანის ხმასთან.

სახელმძღვანელოები

 

ელექტრონული წიგნის სასწავლო პროცესში გამოყენებას უამრავი უპირატესობა აქვს. მაგალითად რომელიმე ბიოლოგიურ პროცესს სახემძღვანელოში შეიძლება მრავალი გვერდი დაეთმოს და ის მაინც ძნელად აღსაქმელი დარჩეს მოსწავლისათვის, მაშინ როდესაც, თანამედროვე ტექნოლოგიების საშუალებით დამზადებული ერთი მარტივი ანიმაციისათვის თვალის გადავლება საკმარისი აღმოჩნდეს რთული ბიოლოგიური პროცესის შესახებ წარმოდგენის შესაქმნელად. მსგავსი ტიპის სახელმძღვანელოებზე მუშაობა უკვე დაწყებულია.
კომპანია APPL-მა კი სპეციალური პროგრამა გამოუშვა რომლის საშიუალებითაც ელექტრონული სახელმძღვანელოების შექმნაა შესაძლებელი. ამ პროგრამას iBooks Author ჰქვია და მისი შესაძლებლობები შეგიძლიათ ამ გვერდზე იხილოთ: https://www.apple.com/ibooks-author/
რა თქმა უნდა ელექტრონული წიგნების დანერგვა არც ისე ადვილი საქმეა. მაგალითად, ამერიკაში სახელმძღვანელოების ბაზარი 5 მილიარდ დოლარად არის შეფასებული და მას ბოლო დროის კრიზისმაც ვერაფერი დააკლო. ამ ბაზრის დიდი ნაწილი კვლავ ქაღალდზე დაბეჭდილი პროდუქცია შეადგენს.

რა ელის ქართულ ენას

 

როგორც ჩანს, ელექტრონული სახელმძღვანელოების როლი სასწავლო პროცესში გაიზრდება და თუკი არ იარსებებს ქართულენოვანი ელექტრონული სახელმძღვანელოები, შესაბამისად ჩვენს ენაზე ცოდნის მიღება  რთული იქნება. შესაბამისად, მისი მნიშვნელობა და გამოყენების არეალი კიდევ უფრო შემცირდება. ასე რომ არ მოხდეს, აუცილებელია ელექტრონული სახელმძღვანელოების შექმნაზე მუშაობა ეხლავე დაიწყოს.

რატომ უნდა ვისწავლოთ განათლება?

0

 

ყველამ ვიცით, რომ განათლებულები უნდა ვიყოთ, რათა ცხოვრება უფრო კომფორტული და უზრუნველყოფილი გვქონდეს. ეს მართლა ყველამ ვიცით, ამიტომ ამაზე აღარ ვილაპარაკებ. ბევრმა ისიც იცის, რომ ზოგჯერ მეტი განათლება მეტი კომფორტისა და დოვლათის წყაროა. ეს – ზოგჯერ. მაგრამ ცოტა თუ ფიქრობს იმაზე, რატომ უნდა ვისწავლოთ განათლება, რატომ უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ სხვამ ჩვენზე მეტი იცოდეს და შეძლოს.
თუ ვინმე განათლების შესწავლაზე დაფიქრებულა, ალბათ, საკუთარი ბავშვობა კარგად ახსოვს. კარგად გვახსოვს სკოლა და მიუხედავად იმისა, რომ ასაკთან ერთად სენტიმენტები და წარსულის იდეალიზებაც გვეპარება, გვახსოვს ისიც, რაც ნაკლებად მოგვწონდა და გვახარებდა.
მე მილიონ ხუთი სკოლა გამოვიცვალე. ყველა სკოლაში ყველა გაკვეთილს ვსწავლობდი, განურჩევლად იმისა, მომწონდა თუ არა, მესმოდა თუ არა; სულ დაფასთან ვიყავი აკრული, რადგან მასწავლებლის გარდა ვინმეს უნდა ელაპარაკა და გაკვეთილის მოყოლა მხოლოდ გოგოებს, ისიც ზოგს, ეპატიებოდა და გამუდმებით დამრიგებლების საყვედურებს ვისმენდი, რადგან მეც ხომ ავარდნილი ბავშვი არ ვიყავი და რა მინდოდა “შატალოზე”, ჩემს კლასელებს სამედიცინო ინსტიტუტის მორგში რომ წავყევი? მოკლედ, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი სასკოლო ატესტატი ხუთებით იყო სავსე, მალევე მივხვდი, რომ ძალიან მნიშვნელოვანი უნარები მაინც ვერ შევიძინე. მაგალითად, ვერ ვისწავლე დროის ისე განაწილება, რომ მეცადინეობის შემდეგ სხვა რამეც მეკეთებინა. ამიტომ თავს ვარწმუნებდი, რომ მეცადინეობა ჩემთვის გართობაც იყო…
ისე, ჩემი მეგობრებისა და ნაცნობებისგან განსხვავებით, სკოლა არ მახსენდება როგორც თერთმეტწლიანი კოშმარი, – გაკვეთილების მომზადება მეხალისებოდა კიდეც, – მაგრამ საკმარისია, კონკრეტული ამბავი გავიხსენო, რომ მაინც ცუდი უფრო მაგონდება, ვიდრე კარგი. მაგონდება, რომ ძალიან მეშინოდა “ძველი ბიჭების”, რომლებიც დერეფანში შემთხვევითი შერჩევის პრინციპით დაბალკლასელებს იჭერდნენ, ან რვეულს უხევდნენ, ან კალამს ულეწავდნენ, ან რამეს მავნეობდნენ. თუ რომელიმე მასწავლებელი შეესწრებოდა და ასლუკუნებულ ბავშვს გამოექომაგებოდა (რაც იმ სკოლაში ძალიან იშვიათად ხდებოდა), ბიჭებს უკვირდათ – რა მოხდა, მას, ვეთამაშებითო!
მასწავლებლები მახსენდებიან, მაგრამ მათგან ძალიან ცოტა მახსოვს კარგად. ისინი, ვინც მონათმფლობელური წყობის მიღმა ადამიანურ მონობაზე გვესაუბრებოდა და “გარჩევის წიგნებით” არ გვასწავლიდა ლიტერატურას, სკოლაში დიდად არ უყვარდათ, ამიტომ არ გვიკვირდა, ასეთი მასწავლებლები უეცრად თუ გადაწყვეტდნენ, რომ ამ სკოლაში “თავი ამოწურეს” და ჩვენ ვეღარ გვასწავლიდნენ…
მაშინ არავინ ლაპარაკობდა იმაზე, რომ განათლების სისტემას ბევრი (ან საერთოდ რაიმე) ნაკლი ჰქონდა. ნაკლოვანებების თვლა მას შემდეგ დაიწყო, რაც პირველად შემუშავდა ეროვნული სასწავლო გეგმა, დაიწერა ახალი სახელმძღვანელოები, შეიცვალა შეფასების სისტემა, განხორციელდა “ნასესხები” თუ ავთენტური საგანმანათლებლო პროგრამები და მასწავლებლები მიხვდნენ, რომ სწავლა უწყვეტი პროცესია… და რადგან სწავლა უწყვეტი პროცესია, უნდა ვისწავლოთ, რომ გაბედულება და შემოქმედებითობა სკოლის სიმდიდრეა, რომ რესურსები ყოველთვის შეზღუდულია, მაგრამ შესაძლებლობები – უსაზღვრო, რომ მასწავლებელი და სკოლის დირექტორიც მეოცნებე ხალხი უნდა იყოს – პრაქტიკულად მეოცნებე, რა თქმა უნდა…
ნაკლოვანებათა ჩამოთვლა და მათზე საუბარი ყველაზე სასარგებლო საქმეა, რაც უკეთესობის საწინდარი და განვითარების აუცილებელი პირობაა. მდიდარ ქვეყნებშიც, იმ ქვეყნებშიც, სადაც განათლებაზე ჩვენზე მეტად ფიქრობენ, არის პრობლემები სკოლებში: მოსწავლეებს სწავლა ყველგან ეზარებათ, მასწავლებლებს საკმარისი ხელფასი არ აქვთ, სასწავლო რესურსები არ ჰყოფნით, სახელმძღვანელოები დასახვეწია და სკოლის დირექტორები მართვის რუტინით არიან დაღლილები.
და ეს ყველაფერი – იმიტომ, რომ განათლება ძალიან რთული რამეა. ის მუდმივ სწავლასა და დაკვირვებას მოითხოვს, ზუსტად ისე, როგორც ცხოვრების არსს აკვირდებოდნენ და ჩხრეკდნენ ათასწლეულების განმავლობაში.
მაშ, რატომ უნდა ვისწავლოთ განათლება და გავხდეთ მასწავლებლები?
ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ადვილია:
იმიტომ, რომ მხოლოდ მასწავლებელი ხედავს ახალი ცოდნის მიღებით გაბრწყინებულ თვალებს,
იმიტომ, რომ ყოველი წლის სექტემბერში მასწავლებელი ახალ ცხოვრებას იწყებს,
და თუ ეს ჩამონათვალი მეტისმეტად პათეტიკური მოგეჩვენათ – იმიტომ, რომ მასწავლებლები ადამიანებს ცხოვრებისთვის ამზადებენ.
და რა შეიძლება იყოს ამაზე მნიშვნელოვანი?

 

დიმიტრი უზნაძე თამაშსა და სწავლებაზე

0

ფსიქოლოგიის ქართული სამეცნიერო სკოლის დამფუძნებელი, უდიდესი
ქართველი ფსიქოლოგი დიმიტრი უზნაძე მსოფლო
ფსიქოლოგიაში განწყობის ფსიქოლოგიის მამამთავრად ითვლება. საქართველოში კი მას  ექსპერიმენტული პედაგოგიკისა და პედაგოგიკის ფსიქოლოგიის ფუძემდებლადაც მიიჩნევენ. ჯერ კიდევ 1912 წელს მან გამოსცაექსპერიმენტული პედაგოგიკის შესავალი“, რითაც ჩვენს ქვეყანაში სათავე ექსპერიმენტულ პედაგოგიკას.

დიმიტრი უზნაძე თავისი სამეცნიერო ნაშრომებში დიდ ადგილს
უთმობს
 ბავშვის თამაშისა და სწავლის ფსიქოლოგიურ ბუნებას და ფუნქციას. მეცნიერის აზრით, ყველა ცოცხალი ორგანიზმის ბუნებრივ მდგომარეობას მოძრაობა, აქტიურობა შეადგენს. არ არის აუცილებელი, რომ ცოცხალი ორგანიზმის ასამოქმედებლად მასზე რაიმე გამღიზიანებელი ზემოქმედებდეს. ცოცხალი
ორგანიზმის
 ბუნებრივი თავისებურებაა მასში არსებული ძალების მოქმედება, აქტივობა. ამ თავისებურებას უზნაძის განმარტებით ფუნქციონალური ტენდეცია ჰქვია.

უზნაძის თეორიის თანახმად, თამაშის ძირითად არსს ბავშვის შესაძლებლობათა აქტივაცია წარმოადგენს. კერძოდ, ბავშვი არა მხოლოდ იმ ძალებითაა აღჭურვილი, რომლებიც ბიოლოგიურად მნიშვნელოვანია მისი განვითარების ამ ეტაპზე, არამედ იმ ძალებითაც, რომლებიც მან მემკვიდრეობით მიიღო და რომლებიც მნიშვნელოვანი იქნება განვითარების შემდგომ ეტაპებზე. ბიოლოგიურად აუცილებელი ფუნქციები მის მოთხოვნილებათა დაკმაყოფილების იმპულსით მოქმედებს, ხოლო ძალების მეორე ჯგუფი მოქმედებს ფუნქციონალური ტენდენციის საფუძველზე. თამაში სწორედ ამ ძალთა მოქმედების გამოვლინებაა.

მნიშვნელოვანია, რომ თამაშის საშუალებით ხდება იმ ძალების და შესაძლებლობების განვითარება, რომელიც შემდგომში სერიოზული საქმიანობის განხორციელების საფუძველი ხდება. სასკოლო ასაკში, მიუხედავად იმისა, რომ ბავშვის ცხოვრებაში სწავლა დიდ ადგილს იკავებს, არანაკლები დრო ეთმობა თამაშს, განსაკუთრებით კი ფიზიკურ თამაშებს. ამასთან, სკოლის ასაკის ბავშვების თამაში სპეციფიკურ სახეს იძენს. ბავშვი მარტო აღარ თამაშობს. მას აუცილებლად ჰყავს პარტნიორი და, ამასთან, მისი თამაში მიზანდასახული ქცევების ფორმად იქცევა, რომელიც საკუთარი ძალების გამოცდის, თანატოლებთან შეჯიბრის ხასიათს იძენს. მიუხედავად იმისა, რომ ამ ქცევითაც არანაირი პროდუქტი არ იქმნება, მისი მიზანი თვითგანვითარება, საკუთარი ძალებისა და შესაძლებლობების გამოცდაა. სწორედ ამიტომ, მოზარდი ზოგჯერ მარტოც მიმართავს საკუთარი მოტორული აპარატის ამოქმედებას. იგი თითქოს თავის თავს ეჯიბრება და ცდილობს სულ უფრო და უფრო დახვეწილი და ძლიერი მოძრაობები შეასრულოს.

ამგვარად, ამ ასაკში თამაში მოძრაობათა განვითარების, გაუმჯობესებისა და დახვეწის მიზანს ემსახურება და იგი შეჯიბრის პირობებში ხორციელდება, რომელიც გულისხმობს გარკვეული წესებისა და პირობების დაცვას. შედეგად, მოზარდიფიზიკური თამაშისგზით გაითავისებს საზოგადოებაში არსებულ, გარკვეულ წესებს და ნორმებს, რაც ეხმარება მას პიროვნებათშორისი ურთიერთობებისა და ჯგუფური მუშაობის უნარების განვითარებაში.

მეცნიერის მტკიცებით, სწავლა  ადრეული ბავშვობიდან იწყება, მაგრამ დასრულებულ შინაარსს სწავლა სკოლის გარემოში იძენს. ამ პერიოდში სწავლა ქცევის ძირითად ფორმად იქცევა. სწავლა არა მხოლოდ რაიმე ცოდნის შეძენას გულისხმობს, არამედ შესაძლებლობების შეძენასაც, უნარების განვითარებასაც. სწორედ ამიტომ, სწავლის პროცესში არა მხოლოდ კონკრეტული ცოდნის ან ჩვევის დაუფლება ხდება, არამედ მოსწავლის იმ უნარებისა და შესაძლებლობების (“ძალების”) განვითარებაც, რომლებიც სწავლის პროცესში მონაწილეობენ. უფრო მეტიც, უზნაძის აზრით, სწავლაში ძირითადი სწორედ ამ უნარებისა და შესაძლებლობების განვითარებაა. თუმცა, თამაშისგან განსხვავებით, სწავლის პროცესში ბავშვის ძალების აქტივაცია უფროსის (მასწავლებლის) მიერ მიწოდებული მასალის საფუძველზე ხორციელდება და, ამ მხრივ, სწავლა
ქცევის
 გარდამავალი ფორმაა თამაშსა და შრომას შორის.

სასკოლო გარემოში სწავლა გარკვეულ სასწავლო მასალასთან ერთად აუცილებლად მასწავლებელსაც გულისხმობს, კერძოდ კი მის მონაწილეობას სწავლის პროცესში. მასწავლებლის ფუნქცია მასალის უბრალოდ მიწოდება და გამოკითხვა კი არ არის, არამედსწავლება. მასწავლებელი  ასწავლის მოსწავლეს, რისთვისაც სასწავლო მასალას მოსწავლის უნარებისა და შესაძლებლობების მიხედვით გარდაქმნის და ისე აწოდებს მას. მასალა, ერთი მხრივ, მოსწავლის ცოდნისა და უნარების (“ძალთა”) აქტუალური დონის შესატყვისი უნდა იყოს, მეორე მხრივ, კიმისგან გარკვეულწილად დაშორებული, რათა ხელი შეუწყოს განვითარებას. მასწავლებლის ფუნქცია სწორედ ამ პირობების რეალიზაციაა: მოსწავლისათვის ახალი მასალის მისაწვდომად გადაცემა, “ახსნა.” “ახსნა კი უცნობის ნაცნობზე, ახლის ძველზე დაყვანასა და სწორედ ამით ნაცნობისა და ძველის უფრო მაღალ საფეხურზე აყვანას ნიშნავს.” ამგვარად, მოსწავლის განვითარების პროცესში მასწავლებელი შუამავალია მასალასა და მოსწავლეს (მისძალებს”) შორის. ახსნის შედეგად მანამდე პრაქტიკულად მოცემული გარკვეული ფაქტი ბავშვისთვის დაკვირვების ობიექტად იქცევა, მისი ცნობიერებისთვის ხდება მისწავდომი. რაიმე ფაქტი, მოვლენა თუ საგანი სწავლის შედეგად ბავშვისთვის არა მხოლოდ პრაქტიკულად მოცემულად არსებობს, არამედ ცნობიერებაში ინახება ცნობათა სახით.

ერთი სიტყვით,  უზნაძის მიხედვით, სწავლის ძირითადი არსი ახსნაში და ამ გზით, მოვლენათა, ფაქტთა და საგანთა ცნობიერებაში ასახვასა და მოზარდის ცნებითი აზროვნების განვითარებაში მდგომარეობს.

რაც შეეხება დიდი ქართველი ფსიქოლოგის
რჩევას მასწავლებლებისთვის:  
გახსოვდეთ, რომ ბავშვის განვითარება
მხოლოდ აქტივობის პროცესშია შესაძლებელი. სასწავლო პროცესის ეფექტიანობა , პირველ
რიგში, სწავლისადმი დადებით განწყობას გულისხმობს, ანუ მთლიან პიროვნულ მზაობას.
 დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორ
მოარგებთ სასწავლო მასალას მოსწავლის განწყობას, მის სამოქმედოდ განწყობილ ძალებს.
მასალა , ერთი მხრივ, შესაფერისი უნდა იყოს მოწაფის ძალთა განვითარების აქტუალური
დონისთვის. მეორე მხრივ, დაშორებულიც უნდა იყოს. სხვაგვარად, წინსვლა შეუძლებელი
იქნება.
 საკლასო
ოთახში შექმენით ბავშვის განვითარების შესატყვისი გარემო.
  გახსოვდეთ,
რომ მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლება, პირველ რიგში, მოსწავლეების ინტერესების
და სურვილების გათვალისწინებას გულისხმობს.
 ნუ გააკეთებთ აქცენტს მხოლოდ ბავშვის
ინტელექტუალურ განვითარებაზე. აუცილებელია მთელი ბუნების მოქმედებაში მოყვანა,
პიროვნების მთელი ძალების გახსნა. აღზრდა –
ეს არის სწრაფვა იდეალურისკენ, საკუთარი და სხვისი ცხოვრების ფორმაციის
მიზანდასახული პროცესი. აღმზრდელი, როგორც სოციალური იდეების მატარებელი, არ
აქცევს ყურადღებას ბავშვის მისწრაფებებს და ხელმძღვანელობს იმით, რაც მისთვის
(აღმზრდელისთვის) არის მნიშვნელოვანი. ეს არის უფსკრული აღსაზრდელისა და
აღმზრდელის მისწრაფებებს შორის. ეს აღზრდის
ძირითადი ტრაგედიაა. სასწავლო პროცესი იმაზე უნდა იყოს ორიენტირებული, რომ
მოსწავლეს ადამიანის დამახასიათბელი ერთ–ერთი მოთხოვნილება –ინტელექტუალური მოთხოვნილება (ცნობისმოყვარეობა)
ე.წ. სწავლის წყურვილში გადაეზარდოს. ბავშვის განვითარება ქცევის პროცესში ხდება.
  ქცევის ფორმები ადამიანის ცხოვრებაში
ისე მჭიდროდ უკავშირდება ერთმანეთს, რომ ხშირად რთულია ესა თუ ის კონკრეტული ქცევა
რომელიმე ფორმას მიაკუთვნო. ასეთი ქცევის ფორმაა სწავლა. სწავლა მოიცავს როგორც ექსტროგენური, ასევე ინტროგენური
ქცევის ფორმების ელემენტებს და ამასთან განსხვავდება თითოეული მათგანისგან. სწავლის
ცნება ძალიან ფართოა. არ არსებობს არც ერთი ექსტროგენური ქცევის ფორმა, რომლის სწავლის
საგნად გადაქცევაც არ შეიძლება. ეს არის  სწავლის გენერალურ ხასიათი.

თამარ კაციტაძე

სკოლა სასწავლო გეგმის მიღმა

0

ნინო რევიშვილი

განათლებაში, რაც მარტივი შესაფასებელია არ არის ყველაზე მნიშვნელოვანი, მაგრამ ის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია შესაფასებლადაც რთულია” ადამ გარმორანი სასკოლო ცხოვრებაში მონაწილეობა სოციალიზაციის უწყვეტი პროცესია. სკოლა ნორმებსა და ქცევის წესებს აწესებს, რაც მოსწავლეებს, მომავალში, საკუთარი როლის განსაზღვრაში ეხმარება. ცნობილი ფრანგი სოციოლოგი ემილ დურკჰაიმი მიიჩნევდა, რომ ოჯახი დიდ გავლენას ახდენს ბავშვის აღზრდაზე და მისი პიროვნების ჩამოყალიბებაზე, სკოლამ კი მოსწავლეები უფრო დიდი საზოგადოების მოქალაქეებად უნდა აღზარდოს. შესაბამისად, დიდი მნიშვნელობა ენიჭება სასკოლო ცხოვრების თითოეულ ასპექტს, რომელიც მოსწავლეს მომავალი ცხოვრებისათვის მოამზადებს.

 

განათლების სპეციალისტებისადა პედაგოგების აზრი ხშირად იყოფა, როდესაც საუბარი ფორმალური განათლების საუკეთესო მეთოდებზე ან მიდგომებზეა. ფორმალური განათლება და ეროვნული სასწავლო გეგმა, რომელიც ზოგადიგანათლების ერთ-ერთი უმთავრესი ნაწილია,ძალიან მნიშვნელოვანია წარმატებული საგანმანათლებლო პროცესისათვის. არანაკლებ საგულისხმოასასწავლო გარემოსსხვა ასპექტები, რომლებიც ასევე დიდგავლენას ახდენს მოსწავლეთა აკადემიურ მიღწევებზე.

საგანმანათლებლო გამოცდილება შეგვიძლია სამ ასპექტად დავყოთ:

 


·

ფუნდამენტური ცოდნის გაზიარების პროცესი, რაც გულისხმობს ეროვნული სასწავლო გეგმით, კურიკულუმით გათვალისწინებული საკითხების სწავლებას;


·

სკოლის ფიზიკური გარემო და სტრუქტურა, რაც სასწავლო გარემოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. სკოლის ფიზიკურ სტრუქტურას წარმოადგენს არა მხოლოდ სასწავლო დაწესებულება, აღჭურვილობა, არამედ საგაკვეთილო გეგმა, გრაფიკი, დროისა და სივრცის რესურსები;


·

სასკოლო ცხოვრების გარკვეული ასპექტები, რომელთა სწავლება არ არის ასახული ეროვნულ სასწავლო გეგმაში, მაგრამ სკოლაში სწავლის დროს მოსწავლები ცნობიერად თუ ქვეცნობიერად იძენენ ცოდნის, უნარების ან გამოცდილების სახით.

წარმატებული საგანმანათლებლო პროცესი ამ სამი ასპექტის სწორი კომბინაციის შედეგად მიიღწევა.


რას სწავლობენ მოსწავლეები სკოლაში?

სკოლაში მიღებული განათლება ოფიციალურ სასწავლო გეგმებში ასახულ საგნებსა და მისაღწევ შედეგებს აღემატება. მოსწავლეები, აკადემიურ საკითხებთან ერთად, სოციალურ წესებსა და მოლოდინებს ეცნობიან. ეს მორალური თუ სოციალური მნიშვნელობის მქონე ინფორმაციაა და გარკვეულ სოციალურ უნარებს, ლექსიკას, მეტაფორებს გულისხმობს.


სასკოლო განათლების არაფორმალური ასპექტები


ფორმალური განათლების კვლევა მუდმივ ჩაღრმავებას მოითხოვს. ძალიან მნიშვნელოვანია, სკოლა გამუდმებით ზრუნავდეს იმაზე, რომ მოსწავლეებს გადასცეს პრაქტიკული ცოდნა, თუ როგორ გადაწყვიტონ მნიშვნელოვანი პრობლემები. თუმცა ამ უნარის ჩამოსაყალიბებლად აუცილებელია სწავლა-სწავლების არა მხოლოდ აკადემიური ასპექტის გათვალისწინება, არამედ განათლების არაფორმალური ასპექტებზე დაკვირვებაც. სწორედ განათლების ფორმალური და არაფორმალური ასპექტების ერთობლიობა განაპირობებს მოსწავლეთა აკადემიურ მიღწევებს და გავლენას ახდენს მათ სოციალურ და ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე.


1970-80-იანი წლებიდან მსოფლიო საგანმანათლებლო სისტემებში სტანდარტიზებული ტესტები შემოიღეს, რის შედეგადაც სწავლების ”გაუზომვადი” ან უფრო რთულად გაზომვადი ასპექტების კვლევა მეორეხარისხოვანი გახდა. მიუხედავად ამისა, გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ ტესტების საშუალებით მხოლოდ ცოდნის გარკვეული ნაწილი იზომება. მოსწავლის უნარების ჩამოყალიბებაზე კი არა მხოლოდ სასწავლო გეგმით გათვალისწინებული ამოცანების შესრულება ახდენს გავლენას, არამედ ისეთი ასპექტებიც, როგორიცაა სასკოლო გარემო, მასწავლებლების მოტივაცია და განწყობა მოსწავლეების მიმართ, სკოლის რესურსები და ა.შ.


სკოლის კლიმატი დიდ გავლენას ახდენს მოსწავლეების როგორც აკადემიურ მოსწრებაზე, ასევე მათ სოციალურ ქცევაზეც. კვლევა ცხადყოფს, რომ ისინი ადვილად ამჩნევენ იმ დეტალებსაც კი, რომლებიც თითქოს მათი ყურადღების მიღმა უნდა რჩებოდეს, ვთქვათ, როგორია სკოლის მართვის პრინციპი, როგორი ურთიერთობაა მასწავლებლებს შორის. შესაბამისად, სკოლის გარემოს როლის უგულებელყოფით, შესაძლებელია, მოსწავლის ჯანსაღი სოციალური განვითარებისთვის არაკეთილსაიმედო გარემო შეიქმნას.


სასწავლო პროცესი სოციალური ინტერაქციის სხვადასხვა ფორმას მოიცავს. ამ ფორმებს ხშირად მასწავლებლები კი არ ამკვიდრებენ, არამედ მოსწავლეები. რიგ შემთხვევებში, მასწავლებლები გაუცნობიერებლად იღებენ ამ ღირებულებებს. სკოლაში დამკვიდრებული ეს დაუწერელი კოდექსი ძალიან დეტალიზებულია და ისეთ საკითხებს არეგულირებს, როგორიცაა: როგორ ჩაიცვან მოსწავლეებმა? როგორ ისაუბრონ? როგორ ატარონ ჩანთა? როგორ მიესალმონ მეგობრებს? როგორ გაერთონ შესვენებების დროს? რა ლექსიკა გამოიყენონ ერთმანეთთან საუბრისას? ვისთან იმეგობრონ და ვისთან არა? რომელ ხუმრობებზე გაიცინონ? რა არის “მაგარი” და რა არა?


მოსწავლის მიერ სკოლის აღქმა იმაზეც არის დამოკიდებული, თუ როგორია სკოლის შენობა. მუდმივად კონტროლირებად, ჩაკეტილ, ჩაბნელებულ სკოლაში მოსწავლე თავს სისტემის ტუსაღად აღიქვამს, ხოლო დიდ, ნათელ, სუფთა გარემოში ის საზოგადოების სრულფასოვანი წევრია. ამასთანავე, სკოლაში მოსწავლეს ხშირად რჩება შთაბეჭდილება, თითქოს სწავლა ძალდატანებითი ”სამუშაო” იყოს. ის ემზადება იმისათვის, რომ ისწავლოს სწორხაზოვნად, მასწავლებელზე ორიენტირებული მეთოდით. მისი შეხედულებით, სწავლა მუშაობასთან არის გაიგივებული, ხოლო თამაში სასწავლო პროცესში მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში გამოიყენება. ამ დამკვიდრებული პარადიგმის რღვევა და ”თამაშით სწავლება” (განსაკუთრებით დაწყებით კლასებში) ბავშვს დადებით განწყობას შეუქმნის და მისთვის სწავლა სასიამოვნო პროცესთან გაიგივდება.


მზადება შრომის ბაზრისათვის

განათლების თეორეტიკოსები სკოლას სოციალური კონტროლის ერთ-ერთ უძლიერეს მექანიზმად მიიჩნევენ. შესაბამისად, გასაგებია, რომ სკოლის ყოველდღიური რუტინა წინასწარ განსაზღვრულ ნორმებს, ღირებულებებს, წარმოდგენებს აყალიბებს. ის მოსწავლეს უქმნის მოლოდინს საკუთარ მომავალზე, სოციალურ ურთიერთობებსა და სტატუსზე. ამგვარად, სკოლის იდეოლოგიის გავლენით ხშირად მოსწავლეები აღარ ცდილობენ საკუთარი მომავლის შეცვლას უკეთესობისკენ, უფრო ამბიციური მიზნების დასახვას. შეგვიძლია ისიც ვივარაუდოთ, რომ სოციალური კონტროლის ასეთი იარაღი აკონტროლებს შრომით ბაზარსაც.


სკოლის სოციალიზაციის ერთ-ერთი მთავარი მიზანი შრომის ბაზრისთვის მოსწავლეების მომზადებაა. თავად სკოლის პარაგდიგმაც _ სპეციალური, შეფასებადი დავალებების შესრულება _ მათ სწორედ შრომის ბაზრისათვის ამზადებს. სკოლაში მოსწავლეები პუნქტუალობას, ავტორიტეტების მორჩილებას, დავალებების შესრულებისათვის მზაობას, დროის რაციონალურად განაწილებას, საკუთარი პოზიციისა და არგუმენტების დაცვას ეჩვევიან. ამ უნარებს მათ მასწავლებელი უვითარებს, შესაბამისად, გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება იმას, თუ როგორ მართავს პედაგოგი კლასს. რამდენად პასუხისმგებლობით სავსე მოქალაქე იქნება მოსწავლე მომავალში _ ეს მეტწილად იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორი წესრიგია საკლასო ოთახში. როდესაც მასწავლებელი ავტორიტარია, მოსწავლეები სასწავლო პროცესს ძალდატანებით პროცესად აღიქვამენ, სადაც დაკავებული უნდა იყო და სკოლის განრიგს მორჩილად მიჰყვებოდე. ლიბერალი მასწავლებლების მოსწავლები კი სამუშაოს ხალისითა და ინტერესით ასრულებენ. სწორედ ამის გათვალისწინებით, სკოლა ხშირად განაპირობებს იმას, თუ სად აგრძელებს სკოლადამთავრებული სწავლას.


როგორ უნდა გამოიყენოს მასწავლებელმა სკოლის გარემო მოსწავლეებში სწორი ღირებულებების დასამკვიდრებლად?


მასწავლებელი ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ მიზნებს ვერ მიაღწევს, თუ არ გაითვალისწინებს სასკოლო გარემოს და ისეთ ასპექტებს, როგორიცაა მოსწავლეების ინტერესები, საჭიროებები, შეხედულებები, მოლოდინები, მოტივაცია.


მასწავლებელი სრულად ვერ გამორიცხავს კლასში არასასურველი სოციალური თუ ეთიკური ნორმების დანერგვას, მაგრამ მას შეუძლია ხელი შეუწყოს მოსწავლეების სწორი სოციალური და აკადემიური უნარების განვითარებას. მან უნდა გაითვალისწინოს თითოეული მოსწავლის თავისებურებები, სასწავლო ჯგუფის ფორმირებისას კი ყურადღება უნდა გაამახვილოს მოსწავლეების შესაძლებლობებზე, ინტერესებსა და ქცევის ნორმებზე.


კვლევა ცხადყოფს, რომ იმ სკოლებში, სადაც მასწავლებელს შეუძლია სწავლების პროცესი მოსაწყენ რუტინად არ აქციოს, მოსწავლეებს უფრო დადებითი დამოკიდებულება აქვთ სწავლის მიმართ და ისინი უფრო მოტივირებულები არიან. ზოგიერთ სკოლაში მასწავლებლები გაკვეთილს კი არ ხსნიან, არამედ მოსწავლეებს ზედაპირულ ინსტრუქციას აწვდიან იმის შესახებ, თუ როგორ უნდა შეასრულონ მათ საშინაო დავალება. რიგ შემთხვევებში, მოსწავლეებს შემოქმედებითობა საერთოდ არ მოეთხოვებათ. არადა, აზროვნების ჩამოყალიბებას მასწავლებელი ხელს მხოლოდ მაშინ უწყობს, როდესაც ის მოსწავლეებს ექსპერიმენტებისაკენ, სიახლეებისაკენ უბიძგებს.


იმის გათვალისწინებით, რომ მოსწავლეებს თავისებური წარმოდგენა აქვთ სასკოლო ცხოვრებაზე, მასწავლებელი (ასევე სკოლის ადმინისტრაცია) კარგად უნდა იცნობდეს მათ მოთხოვნებსა და ინტერესებს, ცდილობდეს მათ მიერ დაწესებული კანონების “გაფილტვრას” და იმ წესებისა და უნარების ჩამოყალიბებას, რომლებიც ჯანსაღი სასკოლო გარემოს ფორმირებას შეუწყობს ხელს. მაგალითად, მასწავლებლებმა ყურადღება უნდა მიაქციონ იმას, რომ მოსწავლე სკოლაში შესაფერისი სამოსითა და აქსესუარებით გამოცხადდეს და ამავე დროს მისი ინივიდუალური ჩაცმის წესი არ შეიზღუდოს.


მასწავლებელმა უნდა აუხსნას მოსწავლეებს, რომ ისინი თავაზიანად უნდა ექცეოდნენ სხვა მოსწავლეებს, თავს უნდა იკავებდნენ მუქარისგან, ცილისწამებისგან, დამცინავი განცხადებებისგან. ამავე დროს, მასწავლებელმა მოსწავლეს არ უნდა მიუთითოს, თუ ვისთან უნდა იმეგობროს, რომელი მოსწავლეა სამაგალითო ყოფაქცევის მქონე და ა.შ. მასწავლებლის შეფასებები კონკრეტულ ქმედებებსა და მიღწევებს უნდა ეფუძნებოდეს და ზოგად დასკვნებს არ უნდა წარმოადგენდეს.


მასწავლებელმა მოსწავლეების მიერ შექმნილი კანონების უარყოფითი მხარეები უნდა გაითვალისწინოს და მათი აღმოფხვრა სცადოს. მაგალითად, მოსწავლეებს ხშირად სჩვევიათ გარკვეული ტიპის თანატოლების გამორჩევა, დაცინვა და დამცირება. მასწავლებელმა, პირველ რიგში, საკუთარი ქმედებით უნდა აჩვენოს მათ საპირისპირო მაგალითი. იმისათვის, რომ მოსწავლეებთან მეგობრული ურთიერთობა ჰქონდეს, პედაგოგმა არასდროს უნდა გაიცინოს ისეთ ანეგდოტზე, რომელიც დისკრიმინაციულია გარკვეული ტიპის მოსწავლეების მიმართ. ასეთი უნებური ქმედება გაუცნობიერებლად ახდენს იმ აზრის ინდოქტრინაციას, რომ ამ ტიპის მოსწავლეები სხვა მოსწავლეებზე დაბლა დგანან.


მასწავლებელი ხელს არ უნდა უწყობდეს სქესთან დაკავშირებული სტერეოტიპების დამკვიდრებას. ვთქვათ, პედაგოგმა არასდროს უნდა უთხრას ბიჭს: “რა გატირებს, გოგო ხომ არ ხარ?” ან გოგოს: “რა ცელქი ხარ, ბიჭივით რატომ იქცევი?” ასეთი მიდგომა ბავშვებს მცდარ წარმოდგენას უყალიბებს, რომ ბიჭის ცელქობა მისაღებია, ტირილი კი მხოლოდ გოგოს ეპატიება.


პედაგოგებმა ყურადღება უნდა მიაქციონ დამოკიდებულებებისა და ღირებულებების გამოხატვის როგორც ვერბალურ, ასევე არავერბალურ ფორმებს. მაგალითად, მასწავლებელმა შესაძლოა მოსწავლეს არაფერი უთხრას დამამცირებელი, მაგრამ მისი მიმიკა იყოს ასეთი.


გასათვალისწინებელია ისიც, რომ მოსწავლეებს ხშირად, სხვადასხვა მიზეზის გამო, სათქმელის ბოლომდე თქმა არ სურთ. მასწავლებელმა მათ ჟესტებში, მიმიკებში უნდა ამოიკითხოს განწყობა.


ასევე აუცილებელია, რომ პედაგოგმა საკლასო ოთახში ისეთი გარემო შექმნას, რომელშიც მოსწავლეები თავს კომფორტულად იგრძნობენ. მასწავლებელმა მოსწავლეს უნდა აგრძნობინოს, რომ მისთვის ღირებული და მნიშვნელოვანია მისი ინტერესები, თავისებურებები. მან უნდა უბიძგოს მოზარდებს შეკითხვების დასმისკენ და ამ გზით დაეხმაროს ცოდნის შეძენაში და არა ფაქტების მექანიკურად დამახსოვრებაში. ამავე დროს მასწავლებელმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა გაამახვილოს მოსწავლეების კულტურულ და სოციალურ გამოცდილებებზე, ის ყოველდღიური რიტუალები უნდა გაითვალისწინოს, რაც მათთვის მნიშვნელოვანია.


როგორც ჩანს, სკოლებს და განსაკუთრებით, მასწავლებლებს უფრო რთული მისია აკისრიათ, ვიდრე ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული აკადემიური მიზნების მიღწევაა. ასე რომ, აუცილებელია, მასწავლებლები თავიდან ბოლომდე აცნობიერებდნენ ფარულ რისკებს დაცდილობდნენ, ნეგატიური სოციალური ღირებულებები დადებით უნარებად გარდაქმნან და დაამკვიდრონ სკოლასა და მოსწავლეებში.


ღრუბელები, რომლებშიც თქვენი ფაილები ინახება

0
ალბათ გსმენიათ ტერმინი “ღრუბლოვანი სერვისები”, თუ არ გსმენიათ, აუცილებლად გისარგებლიათ მაინც. მსგავსი სერვისები სულ უფრო პოპულარი ხდება და ბევრი კომპიუტერულ ტექნოლოგიებში ჩახედული ექსპერტი “ღრუბლოვან სერვისებს” დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებს.
ღრუბლოვანი სერვისები
კომპიუტერული პროგრამებისაგან განსხვავებით “ღრუბლოვანი სერვისი” უშუალოდ მომხმარებლის კომპიუტერში კი არ ინსტალირდება, არამერდ მომხმარებლისაგან მოშორებულ სერვერზე ან სულაც სერვერთა ჯგუფშია განლაგებული. მსგავსი მიდგომა მომხმარებლისათვის ძალზედ მოსახერეხებალია, ვინაიდან პროგრამის კომპიუტერში გაუმართავმა მუშაობამ შეიძლება ბევრი პრობლემა შეუქმნას მას და საბოლოო ჯამში საკუთარ კომპიუტერში პროგრამების შეუფერხებელი ფუნქციონირება თავად მომხმარებლის თავის სატკივარია. ხოლო “ღრუბლოვანი სერვისის” შემთხვევაში, ყველაფერზე პასუხისმგებელი თავად სერვისის ადმინისტრაციაა. მაგალითად, კომპანიას კომპიუტერებში პროგრამების გამართული მუშაობის უზრუნველსაყოფად დამატებითი თანამშრომლების დაქირავება უწევს, თავად კომპიუტერული პროგრამებიც ძვირი ღირს, “ღრუბლოვანი სერვისის” შემთხვევაში კი კომპანიამ შეიძლება მნიშვნელოვანი თანხა დაზოგოს. ასეთი სერვისების მომხმარებლები ერთობლივად იყენებენ ქსელურ, სისტემურ და პროგრამულ რესურსებს და მომხმარებლის დონეზე ძლიერი კომპიუტერის არსებობა არანაირ აუცილებლობას არ წარმოადგენს, მთავარია, კომპიუტერი შეუფერხებლად მუშაობდეს ინტერნეტში.
მიუხედავად იმისა, რომ “ღრუბლოვანი სერვისი” მომხმარებლისაგან მოშორებულ სერვერებზეა განლაგებული და სერვისის წვდომა ინტერნეტის საშუალებით ხორციელდება, მომხმარებელი “ღრუბლოვანი სერვისით” ისე სარგებლობს, თითქოს ის უშუალოდ მის კომპიუტერში იყოს დაინსტალირებული.
ტერმინის შემადგენელი სიტყვა “ღრუბლოვანი” გულისხმობს, რომ პროგრამული სერვისები, კომპიუტერული რესურსები და მათი ადგილმდებარეობა მომხმარებლისათვის ერთგვარ აბსტრაქციას წარმოადგენს. ამიტომაც ღრუბლოვან სერვისებს გრაფიკულად ღრუბლის სახით გამოსახავენ ხოლმე. სწორედ ამგვარმა გამოსახულებამ დაუდო დასაბამი ტერმინს “ღრუბლოვანი სერვისი”.
გუგლის ღრუბლოვანი სერვისები
გუგლი ძირითადად თავისი საძიებო სისტემით არის ცნობილი, თუმცა იგი უკვე დიდი ხანია რაც გაცდა საძიებო სისტემის ჩარჩოებს. გუგლის სხვადასხვა სახის “ღრუბლოვან სერვისებს” შორის ონლაინ დოკუმენტებს (Google doc) განსაკუთრებული ადგილი უკავია, ვინაიდან ეს სერვისი არა მარტო კომპიუტერული სპეციალისტებისათვის, არამედ ფართო აუდიტორიისათვისაც არის განკუთვნილი.

პირადად მე უკვე დიდი ხანია რაც აღარ ვიყენებ ისეთ პოპულარულ ტექსტურ რედაქტორს როგორიცაა ვორდი. ვორდის ნაცვლად, ტექტური დოკუმენტების შესაქმნელად Google doc-ს მივმართავ ხოლმე. მე როგორც უამრავ სხვა ამ სერვისის მომხმარებელს ჩემი ონლაინ ფოლდერი გამაჩნია. ჩემს კომპიუტერში არსებული ფოლდერებისაგან განსხვავებით, ონლაინ ფოლდერი იმით განსხვავდება, რომ ის ინტერნეტშია განთავსებულლი და ამ ფოლდერში განთავსებულ ფაილებთან წვდომა ნებისმიერ ინტერნეტში ჩართული კომპიუტერიდან შემიძლია. მაგრამ Google doc-ი მხოლოდ ფაილების საცავი როდია, Google doc-ის საშუალებით არსებული ფაილების რედაქტირება ან სულაც ახალი ფაილის შექმნაა შესაძლებელი.


გამოსახულებაზე ნაჩვენებია ჩემი ონლაინ ფოლდერი და ამ ფოლდერში განთავსებული ფაილები.

ამ სერვისით სარგებლობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია, ამისათვის გუგლში დარეგისტრირებაა საჭირო. ხოლო თუკი თქვენ უკვე გუგლის რომელიმე სერვისის მომხმარებელი ხართ, თუნდაც ჯიმეილის მაშინ ხელახალი რეგისტრაცია აღარაა საჭირო, უბრალოდ გაყევით ამ ლინკს: https://docs.google.com/ და თქვენს ონლაინ ფოლდერში აღმოჩნდებით.

როგორც უკვე ავღნიშნე Google doc-ის საშუალებით ფაილების შექმნა და რედაქტირებაა შესაძლებელი. ამისათვის თქვენი ონლაინ ფოლდერის მარჯვენა ზედა კუთხეში განლაგებულ წითელ ღილაკს CREATE უნდა მიაჭიროთ და შესაბამისი ფაილის ტიპი აირჩიეთ:

  1. Document – ის საშუალებით ტექსტუალური ფაილების შექმნაა შესაძლებელი. მსგავსი ტიპის ფაილები ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტექსტუალური რედაქტორის, ვორდის საშუალებითაც არის შესაძლებელი.
  2. Presentation – ი საპრეზენტაციო ფაილების შექმნაში დაგეხმარებათ. მსგავსი ტიპის ფაილები ფაუერ ფოინთის საშუალებით არის შესაძლებელი.
  3. Spreadsheet – ი ისეთივე საშუალებას აძლევს მომხმარებელს როგორც ექსელი.
  4. Form – ი ოლაინ გამოკითხვის ფორმების შექმნაში დაგეხმარებათ.
  5. Collection – ის საშუელბით კი ქვე ფოლდერების შექმნას შეძლებთ.
თუკი უკვე მზა ფაილის განთავსება გნებავთ თქვენს ონლაინ “ღრუბელში” ამისათვის ღილაკს UPLOAD მიაჭირეთ. ეს ღილაკი CREATE -ს გვერდით არის განლაგებული და მასზე მყარი დისკია გამოსახული.

რა უპირატესობა გააჩნია ონლაინ დოკუმენტებს

ონლაინ ფოლდერში განთავსებული დოკუმენტების ერთერთი უპირატესობა იმაში მდგომარეობს რომ მათი გაზიარებაა შესაძლებელი. სანამ ამ სერვისის მომხმარებელი გავხდებოდი როდესაც რომელიმე დოკუმენტზე ვინმესთან ერთად ვმუშაობდი, ჩვენს საერთო ნაშრომს ემაილით ვუგზავნიდით ხოლმე ერთმანეთს რათა ჩვენს საერთო ნაშრომში შესწორებები ეგვეტანა. მსგავსი სახის თანამშრომლობას ერთი დიდი მინუსი გააჩნია. კომპიუტერში უამრავი სხვადასხვა დროს ჩასწორებული ფაილი გროვდება და რთული იყო გარკვვა თუ რომელი დოკუმენტი წარმოადგნს ჩვენი ნაშრომის ბოლო ვერსიას. Google doc – ის შემთხვევაში, ინტერნეტში განთავსებულ ერთსა და იმავე დოკუმეტზე რამოდენიმე ადამიანს შეუძლია მუშაობა. ამისათვის საჭიროა თქვენს მიერ შქმნილი დოკუმენტი გაუძიაროთ იმას ვისაც გსურთ რომ დოკუმენტზე წვდომა გაუხსნათ. ანუ დოკუმენტი უნდა დააშეიროთ. ამისათვის სასურველი დოკუმენტი უნდა გახსნათ და ეკრანის მარჯვენა ზედა მხარეში განლაგებულ ღილაკს Share უნდა მიაჭიროთ და იმ ფანჯარაში რომელიც ღილაკზე მიჭერისას ამოცურდება წარწერის Add people: ქვეშ იმ პიროვნების ემაილი მიუთითოთ ვისაც გსურთ რომ დოკუმენტი გაუზიაროთ.


ღილაკი Share ეკრანის ზედა მარჯვენა კუთხეში

და ბოლოს
თუკი თქვენს “ღრუბელში” შექმნილი ფაილის თქვენს კომპიუტერში გადმოწერის სურვილი გაგიჩნდათ მაშინ აირჩიეთ მენიუ File. შემდეგ ქვემენიუ Download as და შეარჩიეთ იმ ფორმატის ტიპი და ონლაინ ფოლდერიდან თქვენს მიერ შექმნილი ფაილი თქვენს კომპიუტერში არსებულ ფოლდერში გადმოიწერება.

შეზღუდული რესურსები, მასწავლებლის რთული გამოწვევა

0

საგანმანათლებლო სივრცეში სხვადასხვა სახს რესურსების ნაკლებობს ვხვდებით, რაც მრავალი მიზეზით შეიძლება იყოს გამოწვეული. ინფრასტრუქტურული
რესურსების ნაკლებობა
შესაძლოა ფინანსურ ან ტერიტორიულ/გეოგრაფიულ ფაქტორებს უკავშირდებოდეს, ანსტრატეგიული დაგეგმარების სისუსტით და
ფონდების მოზიდვის ტექნიკის არცოდნით იყოს გამოწვეული
.ზოგჯერ რესურსების სიმწირე სასარგებლო
რესურსების შესახებ ინფორმ
აციის ნაკლებობას
უკავშირდება, ზოგჯერ კი სუსტი ლოგისტიკისა და მენეჯმენტის შედეგია
.ზოგჯერ რესურსების სწორად განვითარებისა
თუ გამრავალფეროვნების ხელშესაწყობად სათანადო მოტივაცია არ არსებობს.

ხშირად პარადოქსულ სიტუაციებს ვხვდებით რესურსების ხელმისაწვდომობასთან
დაკავშირებით. მაგალითად, მშობლებმა ბავშვი შესაძლოა მთელი წლის განმავლობაში არ ან
ვერ უზრუნველყონ სასწავლო სახელმძღვანელოებით, თუმცა მისთვის ძვირადღირებული ტელეფონი
და სათამაშო კომპიუტერი თავისუფლად შეიძინონ. აქვე ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ სწავლების
სხვადასხვა სფეროში სხვადასხვა ტიპის რესურსის ხელმისაწვდომობას არსებითი მნიშვნელობა
აქვს. ამდენად, როდესაც სკოლას ან ნებისმიერ საგანმანათლებლო
დაწესებულებას რესურსები
გამდიდრება სჭირდება, საკმაოდ რთულია პრიორიტეტების სწორად დასახვა და ისეთი
სტრატეგიის შერჩევა, რომ
ლისგანხორციელების შედეგი არა მხოლოდ
რესურსების მოპოვება, არამედ სწავლების პროცესის
აუმჯობესება იქნება.  

ცნობილია, რომ რესურსების რაოდენობის ზრდა სწავლისა და სწავლების
ხარისხის ავტომატურად გაზრდას არ ნიშნავს. რესურსების მოპოვება მათი გამოყენების სტრატეგიის
გარეშე არამიზნობრივ ხაჯვასთან უფრო
ასოცირდება, ვიდრე პოზიტიურ მიღწევებთან. რესურსების გამოყენება აუცილებლად
უნდა ემსახურებოდეს უკეთესი აკადემიური შედეგების მიღებას. მაგ
ალითად, ინტერნეტის
გამოყენება მიზანშეწონილი არ
არის,
თუ დავალებას კურიკულუმთან და სასწ
ვლო მიზნებთან პირდაპირი კავშირი არ აქვს.   

რესურსების და სასწავლო
შედეგების ურთიერთკავშირ
ის შესახებ ჩატარებული არაერთი კვლევა მოულოდნელი შედეგით დამთავრდა. ერთ-ერთი კვლევით
დადგინდა, რომ 2006 წელს ამერიკაში (ეს ქვეყანა განათლების სფეროში რესურსების ნაკლებობას
ნამდვილად არ განიცდის), ვაშინგტონის საჯარო სკოლებში საშუალოდ ერთ მოსწავლეზე წლიურად
11,300 ა.შ.შ. დოლარი იყო გამოყოფილი
. ასეთი მაღალი
ბიუჯეტის მიუხედავად,
ამ სკოლებს საკმაოდ სუსტი
აკადემიურ
მიღწევებიჰქონდათ.

შეზღუდული რესურსებით მუშაობა მასწავლებლისთვის რთული გამოწვევა, თუმცა მეტად სასარგებლო გამოცდილება პროფესიული
განვითარებისთვის. შეზღუდული რესურსების უნივერსალური დეფინიცია არ არსებობს. ეს შეიძლება
იყოს ისეთი ტექნიკის არქონა, როგორიცაა ტელევიზორი, ვიდეო
ან აუდიო მაგნიტოფონი,
პრინტერი, ქსეროქსი, ლაბორატორია
.
ბუნებრივია, ამ შემთხვევაში, ი
ზღუდება მასწავლებლის შესაძლებლობა, მოამზადოს
მრავალფეროვანი და სრულყოფილი გაკვეთილი. თუმცა, როგორც ზემოაღნიშნული კვლევა გვაჩვენებს,
ფინანსური და მატერიალური რესურსების ხელმისაწვდომობა  პროფესიონალი მასწავლებლის გარეშე უკეთეს აკადემიურ
შედეგებს ვერ მოგვცემს. ამდენად, ცხადი ხდება, რომ სასწავლო პროცესში,
რომელშიც მასწავლებლის პროფესიონალიზმი და სწორად შერჩეული რესურსები
ერთმანეთს ერწყმის, სასწავლო შედეგები მნიშვნელოვნად დიდია.  
 

ნებისმიერი რესურსის მოპოვება საინტერესოდ და სასურველად
მიიჩნევა
 განსაკუთრებით მაშინ, როცა რესურსების ნაკლებობას განვიცდით,
თუმცა, ამ შემთხვევაში, სელექციურობა ან
გამოყენების სტრატეგიის
შემუშავება აუცილებელი პირობა უნდა იყოს. პირველ რიგში, ახალი რესურსის შემოტანით თითოეული
მოსწავლე გარკვეულ სარგებელს უნდა იღებდეს
. გამოყენებული
რესურსი მოსწავლეთა ასაკის და საგნობრივი მასალის შესაბამისი უნდა იყოს. რესურსების
მობილიზების დროს
, პრიორიტეტების
დადგენისას
, მიზნად უნდა
დავისახოთ იმ რესურსების მოპოვება, რომლებიც ზემოაღნიშნულ კრიტერიუმებს აკმაყოფილებ
და რომელთა
ეფექტურ გამოყენებას დაუყოვნებლივ შევძლებთ.

იმის გათვალისწინებით, რომ რესურსების მობილიზება და გამოყენება
საკმაოდ შრომატევადი და ხანგ
ძლივი პროცესია,
მასწავლებელ
, უმეტეს შემთხვევაში,თავად უხდება შემოქმედებითი უნარის გამოვლენა,
რათა არსებული რესურსები გადააფასოს და ინოვაციურად გამოიყენოს.
სანამ კონკრეტული
იდეებისა და რჩევების განხილვაზე გადავიდოდეთ, აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ საგაკვეთილო
პროცესში დამატებითი რესურსების ჩართვა კიდევ უფრო ზრდის გაკვეთილის წინასწარ დაგეგმვის
საჭიროებას
. აწერილიუნდა იყოს რესურსის გამოყენების სარგებლიანობა, მისაღწევი საგანმანათლებლო
მიზნები, რესურსით მუშაობის ფორმატი, მოსწავლეთა განაწილება, დავალების ინსტრუქციები,
შეფასების ფორმები და ა.შ.
 

საგაკვეთილო პროცესის გამდიდრების ერთერთი ყველაზე
გავრცელებული მეთოდია კლასში
ეალური ნივთების
შეტანა
. ეს მეთოდი სხვადასხვა საგნის
სწავლებაში და სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში შეიძლება გამოვიყენოთ. მაგალითად, უცხო
ენის სწავლებისას მოსწა
ლეებს შეგვიძლია
დავავალოთ ხილის, ბოსტნეულის, ჭურჭლის, ტანსაცმლის გაკვეთილზე მოტანა და მათი დახმარებით
შევასწავლოთ ახალი ლექსიკა
. ისტორიაში
შესაძლებელია ფულის ერთეულ
ების – ბანკნოტების ან მონეტების
გამოყენება, მათზე გამოსახული ისტორიული პირის ან მოვლენის განხილვის მიზნით
.გეოგრაფიაში შეიძლება ქვის, ფანქრის გულის, ცარცის ან ნახშირის გამოყენება დედამიწის
ქანების
და მინერალების შესწავლისას, ქიმიაში შაქრის,
მარილის, წყლის გამოყენება ქიმიურ ცდებში
.ფიზიკაში შესაძლებელია მობილური ტელეფონის, რადიოს ან ნებისმიერი ელექტრო აპარატურის
გამოყენება ენერგიის წარმოქმნის
და გადაცემის
საკითხების შესწავლისას, სათვალის გამოყენებით სინათლის გარდატეხის კანონების განხილვა
.გეომეტრიაში შესაძლებელია ყოველდღიურ ცხოვრებაში
გამოყენებული ნივთების ან სამშენებლო მასალების დახმარებით სამგანზომილებიანი ფიგურების
შესწავლა, ბოტანიკაში ხის ნაჭრის, ყვავილის ან ხის ფოთელების დახმარებით
ფოტოსინთეზის
ან მცენარეების ზრდა-განვითარების საკითხების განხილვა და ა.შ.
 

შემდეგი მეთოდი ეფექტური სწავლების პრინციპებიდან გამომდინარეობს,
რომლის თანახმადაც აუცილებელია სასწავლო მასალასა
და შემსწავლელის გამოცდილებას შორის კავშირების მოძებნა, რათა სწავლება კონკრეტულ
კონტექსტ
ს უკავშირდებოდეს. სწავლების
ეფექტური საშუალებებია საველე გასვლები ან სიმულაციები. მაგალითად, მაღაზიაში ან რესტორანში
საველე გასვლა
(ან სიმულაცია) შესაძლებელია
გამოვიყენოთ როგორც უცხო ენის, ისე მათემატიკის გაკვეთილზე
.გეოგრაფიაში,პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირების
შესწავლისას, მოსწავლეებს შეიძლება დავავალოთ ახალი პოლიტიკური ან ეკონომიკური კავშირის
მოდელირება და მასზე მსჯელობა.

შემდეგი რჩევა მოსწავლეთა მონაწილეობის ზრდასა და მათი ინტერესის
ხარისხს შორის კორელაციას ეფუძნება და მ
ათ მიერ სხვადასხვასასწავლო რესურსის, პლაკატების, ცხრილების,
მოძრავი ანბანის და ა.შ., შექმნას გულისხმობს.
მაგალითად, მოსწავლეები შეგვიძლია ჯგუფებად დავყოთ და
მათ დავავალოთ, Dშეჯიბრისთვის შექმნან მათემატიკური გამოცანა-ცხრილები.
მოდელის სახით შეგვიძლია ერთ-ერთი ასეთი ცხრილი წარვუდგინოთ. ქვემოთ
მოცემულ მაგალითში დავალებას შემდეგნაირი ფორმულირება ექნება: გამოიცანით,რა პრინციპით არის დაწყობილი ცხრილში რიცხვები
და შეავსეთ ყოველი გაფერადებული გრაფა.

3

6


 


 


 

18


 


 


 

30


 


 


 

42


 


 


 


 

57


 


 


 

ცხრილში რიცხვები დაწყობილია სამობით ზრდადობის მიხედვით,3-დან 63-მდე. ყოველი მესამე გრაფა ყვითლადაა გაფერადებული.ყვითელ გრაფაში მოცემული ყველა ორნიშნა
რიცხვის ერთეულთა ჯამი
9-ს შეადგენს
(18
= 18+1, 27 =2+7 და ა.შ.).

ასეთი ტიპის ცხრილი არა მხოლოდ სამი, არამედ ათ და მეტრიგი ან სვეტი შეიძლება
იყოს. ა
მგვარი დავალების მთავარი დადებითი მხარე ის გახლავთ, რომ მოსწავლეებისაკუთარი დონისა და გამოცილებლის შესაბამის ცხრილს შექმნიან; ასევე,
თანატოლთა შორის გამოცდილების გაზიარებით კოოპერაციულ სწავლებაში ჩაებმებიან.

რესურსების ნაკლებობის დაძლევის კიდევ ერთი საინტერესო მეთოდია
გაკვეთილის გამდიდრება ჟურნალების, გაზეთების ან დამატებითი საკითხავი წიგნებიდან ამოღებული ამონარიდებით. აქაც,
მოსწავლის ჩართულობის ხარისხი მაღალია, ხოლო სასწავლო პროგრამის გამრავალფეროვნების
შესაძლებლობა
დიდი. სასურველია, ყურადღება შევაჩეროთ კროსვორდებზე, რომელთა გამოყენება ნებისმიერ
ასაკობრივ ჯგუფში სახალისო და საინტერესოა. შე
გვიძლია გამოვიყენოთ ისინი ახალი თემის
გაცნობის წინ
, მოტივაციის
სახით ან შესწავლილი მასალის შესაფასებლად. შეგვიძლია მოსწავლეებსაც დავავალოთ კროსვორდის
შექმნა
. კიდევ ერთი დადებითი მხარე ის არის, რომ მათი გამოყენება
ყველა საგანში
ერთნაირი წარმატებით შეიძლება.  

სასწავლო მასალების გარდა, მნიშვნელოვან რესურსს წარმოადგენს
ის გარემო/სივრცე, სადაც სასწავლო პროცესი მიმდინარეობს. ამდენად, ძალიან დიდი მნიშვნელობა
ენიჭება საკლასო ოთახის მოწყობას. იმ შემთხვევაშიც
კი, როცა კლასში Aავეჯი და მასალები იდეალურადაა განლაგებული, მაინც სასურველია დრო
და დრო კლასის ინტერიერის რეორგანიზება. ერთგვაროვან სივრცეში ბავშვისთვის მო
აბეზრებელი ხდება ყოფნა და შესაბამისად, სწავლის პროცესი. გარემოს შეცვლის კიდევ ერთი საშუალება ღია ცის ქვეშ გაკვეთილის ჩატარება.
მაგალითად, ღია ცის ქვეშ წარმატებით შეიძლება ჩავატაროთ ბუნების, გეოგრაფიის, ბოტანიკის
და
ლიტერატურის გაკვეთილები.

რესურების ნაკლებობა განსაკუთრებით მწვავედ იჩენს თავს დიდ
კლასებში. მცირეკონტი
გენტიან
კლასში
, რესურსების
შეზღუდვის პირობებშიც კი
, მასწავლებელს
შეუძლია მოსწავლეებს ინდივიდუალურ
ად დაუთმოს ყურადღება,
რაც დიდ კლასში პრაქტიკულად შეუძლებელია. უფრო მეტიც, თუ მაღალკონტი
გენტიანი კლასების ეფექტურად წარმართვის პრინციპებს გავეცნობით,
ვნახავთ, რომ კლასების მართვაში არსებულ პრობლემებს სწორედ რესურსების მრავალფეროვნებით
ვებრძვით. ამდენად, რესურსების ოპტიმალურად გამოყენება დიდ კლასებში კიდევ უფრო მნიშვნელოვანია.
 

დიდ კლასში რესურსების ეფექტურად გამოყენების მიზნით, მასწავლებელმა
უნდა შეძლოს აქტივობების მოდიფიცირება, მასწავლებლის როლისა და მოსწავლეთა შორის ინტერაქციის
ფორმების სწორად განსაზღვრა. მაგალითად, როდესაც მას
სურს,ახალი ტექსტი გააცნოს მოსწავლეებს და არ
აქვს ასლების გადაღების საშუალება, შესაძლებელია ტექსტი
დაჭრა დაჯგუფებად დაყოფილ ბავშვებთვის დარიგება, რომლებიც გარკვეულ მონაკვეთს გაეცნობიან და შემდეგ სხვებს გადასცემენ. რაც შეეხება მასწავლებლის როლს, ხშირ შემთხვევაში,დიდ კლასში მასწავლებლს საკმარისი რესურსი
არ აქვს იმის
თვის, რომ თითოეული მოსწავლის
ჩართულობას, დავალებების შესრულების პროცესს და ჯგუფურ მუშაობას დააკვირდეს. ასეთ დროს
შესაძლებელია თავად მოსწავლეთა რესურსის გამოყენება და მათთვის
,მონაცვლეობით,თანატოლთა დამკვირვებლის როლის დაკისრება.        

დასასრულს, უნდა აღინიშნოს, რომ რესურსების იდენტიფიცირება და ეფექტურად გამოყენება ყოველთვისშეიძლება. მთავარია, მასწავლებელმა კარგად იცოდეს, თუ როგორ უნდა გამოიყენოს თითოეულ რესურს და დამხმარემასალის გამოყენებამ როგორ უნდა შეუწყოს ხელი წინასწარ განსაზღვრული აკადემიური მიზნების მიღწევას.

კანონების კანონი

0
ამ პატარა მოთხრობის წაკითხვა, რომელზეც ახლა უნდა გიამბოთ, ჩემი ცხოვრების მანძილზე სამჯერ მომიწია. სამივეჯერ თავიდან დამაფიქრა. ცხადია, ნებისმიერი შთაბეჭდილება ინდივიდუალურია, მაგრამ ვიფიქრე, რომ მაინც ღირს ამ ამბის გაზიარება მისთვის, ვისაც ჯერ არ წაუკითხავს ეს სულ რამდენიმეგვერდიანი ტექსტი და ვინც ჩემსავით არ დაფიქრებულა კანონების კანონზე.
როდესაც კამიუს „სტუმარს” მეორედ „შევხვდი”, სკოლაში ვმუშაობდი. ამ, მეორე „შეხვედრაზე” მოთხრობა გულდასმით არ წამიკითხავს, ისე, ზერელედ გადავავლე თვალი, როგორც უკვე ნაცნობ ტექსტს, მაგრამ მეორე დღეს გაკვეთილზე რომ შევედი, მივხვდი, რომ კედლებში, სადაც გუშინაც ასე ვიდექი, დღეს ამ პატარა მოთხრობის დამსახურებით, თითქოს განვსხვავდებოდი იმისგან, რაც წინა დღეს ვიყავი. და მქონდა რაღაცნაირი, „დამარცხებულის” განცდა, რადგან ვიცოდი, რა მინდოდა მესწავლებინა, მაგრამ არ ვიცოდი, როგორ.

ეს არის მოთხრობა ნდობაზე. ნდობასა და პასუხისმგებლობაზე.

სკოლის შენობაში მცხოვრებ მასწავლებელს მისი დიდი ხნის ნაცნობი მოხუცი ჟანდარმი მოულოდნელად ესტუმრება. გარეთ თოვლია, ცივა. ჟანდარმს ხელებშეკრული არაბი ტყვე ახლავს, რომელსაც თავისი ბიძაშვილისთვის დანით ყელი გამოუჭრია, მერე კი გაქცეულა. ერთი თვის ძებნის შემდეგ დაუჭერიათ. ჟანდარმი დავალებითაა მოსული. ტყვე მასწავლებელს უნდა ჩააბაროს და ქალაქამდე, რომელიც სკოლიდან 20 კილომეტრითაა დაშორებული და სადაც არაბი უნდა გაასამართლონ, იგი მასწავლებელმა უნდა ჩაიყვანოს. მასწავლებელი დავალებას აპროტესტებს, მაგრამ ამაოდ. ჟანდარმი მიდის, ტყვეს მას აბარებს და თან, ყოველი შემთხვევისთვის, იარაღსაც უტოვებს. მასწავლებელი ტყვეს ჩვეულებრივი სტუმარივით იღებს, იარაღს შეინახავს, ასადილებს, ლოგინს გაუშლის. ტყვე დაბნეულია, ვერ მიმხვდარა, ვინაა ეს კაცი, რატომ მოხსნა თოკი და რატომ ჭამს მასთან ერთად. ჰგონია, რომ ხვალ ისევ უნდა მოაკითხოს ჟანდარმმა და სასამართლოს წარუდგინოს. „შენც წამოდი ჩვენთან ერთად,”- ეუბნება არაბი უცნობ მასპინძელს. დაღამდება, დაწვებიან დასაძინებლად. ღამით არაბი ტყვე სიბნელეში ფრთხილად წამოდგება და გარეთ გავა. მასწავლებელს არ სძინავს, გაახსენდება საწერი მაგიდის უჯრაში ჩაკეტილი იარაღი, წამით გაურბენს ფიქრი, იქნებ გაიპაროს ტყვე და გავთავისუფლდე მისგანო. მერე გარედან წყლის ჩხრიალს გაიგონებს, მიხვდება, რატომაც ადგა არაბი, რომელიც რამდენიმე წუთში ისევ ფეხაკრეფით დაბრუნდება ოთახში და საბანში გაეხვევა.
მეორე დღეს მასწავლებელი ტყვეს ასაუზმებს და გზას გაუდგებიან. ასე, ერთ საათს ივლიან და ბოლოს გორაკზე შეჩერდებიან. მასწავლებელი არაბს ერთ ფუთაში გამოკრულ პურს, შაქარს და ათას ფრანკს აძლევს. არაბი დაბნეული და შეშინებულია. მასწავლებელი ორ გზას უჩვენებს – აღმოსავლეთის გზა ქალაქში, სასამართლომდე მიიყვანს, ხოლო სამხრეთის – მომთაბარე ხალხთან, სადაც შეიფარებენ. აქ, გზაგასაყართან ტოვებს მასწავლებელი დაბნეულ ტყვეს, რომელმაც არ იცის, რა ქნას და თვითონ უკან, სკოლისკენ ბრუნდება. კაი ხნის მერე მოტრიალდება უკან და გულნატკენი დაინახავს, მსუბუქ ნისლში როგორ მიიკვლევს არაბი გზას აღმოსავლეთისკენ…

თქვენი არ ვიცი და, მასწავლებელთან ერთად, შეიძლება მეც შვებით ამომესუნთქა, სამხრეთის გზას რომ დასდგომოდა კაცი, რომელმაც საკუთარ ბიძაშვილს ყელი გამოსჭრა და რომელიც ერთი თვის ძებნის შემდეგ ძლივს დაიჭირეს, ახლა კი თავისი ფეხით მიდიოდა საპატიმროსკენ.

ალბათ არ არსებობს რაიმე ფორმულა ან ალგორითმი, რომელიც შეაძლებინებს ადამიანებს, მართლები და პირნათელები იყვნენ ერთმანეთთან, მაგრამ კანონი, რომელიც ყველა სხვა კანონის კანონია, ამ საქმეში ყველაზე მეტად გვეხმარება: ნდობა.
ჩვენ ხშირად ვამბობთ, რომ დღევანდელ ეპოქაში, როცა დრო დაჩქარდა და მანძილი დაპატარავდა, როცა კომუნიკაციები გაადვილდა, ადამიანები, დაახლოების ნაცვლად, კიდევ უფრო გაუუცხოვდნენ ერთმანეთს. შეიძლება ამ, კანონების კანონს ვარღვევთ და იმიტომ. შეიძლება სამყარო ოდნავ მაინც უკეთესი ყოფილიყო და შეიძლება ოდნავ უფრო მეტი ღიმილითა და სიხარულით გვეცხოვრა, უპირველეს ყოვლისა, ამ კანონის მორჩილებას რომ ვსწავლობდეთ.
საბოლოოდ ხომ მართლა ვერაფერი ზრდის ადამიანს ისე, როგორც ნდობა.

მწერლობა და ყოფიერება – ნადინ გორდიმერი

0
პირველად იყო სიტყვა.
თავდაპირველად სიტყვა იყო ღმერთთან და აღნიშნავდა ღვთის სიტყვას, რომლის გარეშეც არაფერი შექმნილა, მაგრამ კაცობრიობის კულტურის საუკუნეობრივი არსებობის მანძილზე სიტყვამ შეიძინა სხვა მნიშვნელობებიც – როგორც საერო, ისე სასულიერო. სიტყვის არსებობა ნიშნავს იმას, რომ გაგაჩნდეს სრული უფლებამოსილება, პრესტიჟი, მოწიწების ან შიშის აღმძვრელი რჯული, გყავდეს ტელე-და რადიო თოქშოუს უამრავი მსმენელი, რომ გაგაჩნდეს უბრალო საუბრისა და ასევე, სხვა­დასხვა ენაზე ლაპარაკის ნიჭი. სიტყვამ გამოარღვია სივრცე, განერიდა თავის თანამგზავრებს და ახლა უფრო ახლოსაა იგი ზეცასთან, ვიდრე ოდესმე, საიდანაც, როგორც ჩვენ გვჯერა, იგი გაჩნდა. მაგრამ ჩემთვის და ისეთებისთვის, როგორიც მე ვარ, სიტყვის ყველაზე მნიშვნელოვანი გარდაქმნა მოხდა დიდი ხნის წინათ, როდესაც ის პირველად ამოკაწრეს ქვის ფირფიტებზე ან ამოკვეთეს პაპირუსზე, როდესაც იგი განვითარდა ბგერიდან სანახაობამდე, სმენადობიდან მხედველობითი ნიშნების სერიამდე, შემდეგ გადაიქცა ხელნაწერად და დაიწყო მოგზაურობა დროში – პერგამენტიდან გუტენბერგამდე. ეს ყოველივე არის ავტორის წარმოშობის ისტორია – ისტორია, რომელმაც მოუწოდა მას სიცოცხლისაკენ.
რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს, ეს იყო ორმაგი პროცესი, რომელიც ერთდროულად ბადებს როგორც მწერალს, ისე ავტორის დანიშნულებას. – ერთგვარი მუტაცია, მსოფლიო კულტურის ჯაჭვში. ეს იყო ინდივიდუმის წარმოშობისა და განვითარების ონტოგენეზი და ბუნებაში არსებული ამ ინდივიდუმის ადაპტაცია ონტოგენეზის შეცნობასთან, ინდივიდუალური ყოფიერების წარმოშობა და განვითარება. რადგანაც ჩვენ, მწერლები, მოვლენილნი ვართ შრომისთვის, როგორც წყვდიადში იაგუართან ერთად ჩაკეტილი ტუსაღები, ბორხესის მოთხრობა `ღვთაებრივი მწერლობიდან~, რომლებიც ცდილობდნენ სინათლის სხივზე, რომელიც იქ დღეში ერთხელ ჩააღწევდა, ამოეკითხათ ცხოველის ტყავზე აღნიშნული არსებობის მნიშვნელობა. ჩვენც ასევე წარვმართავთ ცხოვრებას და ვცდილობთ განვმარტოთ სამყარო, რომლის ნაწილნიც ვართ, იმ სიტყვის გამოყენებით, რომლის მნიშვნელობა მივიღეთ საზოგადოებისაგან. სწორედ ამ გამოუხატავ, გამოუთქმელ თანამონაწილეობას ვიღებ მხედველობაში, როდესაც ვამბობ, რომ ლიტერატურა არის ერთდროულად საკუთარი თავისა და სამყაროს, ინდივიდუალური და საერთო ყოფიერების, შეცნობა.
ყოფიერება აქ.
ხალხი, ეს ერთადერთი საკუთარი თავის შემცნობი ცხოველი, კურთხეული ან დაწყევლილია მტანჯველი უმაღლესი ხვედრით, და მათ უნდათ იცოდნენ, რატომ ხდება ყოველივე ასე და არა სხვაგვარად და ეს არ არის უბრალოდ უდიდესი ონტოლოგიური შეკითხვა `საერთოდ რატომ ვარსებობთ?~, რაზეც რელიგია და ფილოსოფია ცდილობდა სწორი პასუხი გაეცა სხვადასხვა ხალხისთვის, სხვადასხვა ეპოქაში. მეცნიერება კი ექსპერიმენტულად სინჯავდა რაღაც დამაბრმავებელი ახსნა-განმარტების ნაწყვეტებს. შესაძლებელია ჩვენ ყველა გავწყდეთ როგორც დინოზავრები, ისე რომ ვერც კი მივუახლოვდებით ამ პასუხის გაგებას. იმ დროიდან, როდესაც ხალხმა შეიცნო საკუთარი თავი, მათ ტანჯავდა უბრალო მოვლენების ამოხსნის სურვილი – ჩასახვის, სიკვდილის, წლის დროთა ცვლის, დედამიწის, ზ­ღვის, ქარისა და ვარსკვლავების, მზისა და მთვარის სიუხვისა და სიღარიბის. მითოლოგიის გაჩენასთან ერთად მწერლების წინამორბედებმა, – ზეპირად მთხრობელებმა, ისტორიის შესაქმნელად, იდუმალში წვდომის ძალის გამოყენებით, დაიწყეს ამ საიდუმლოს, ყოველდღიური ცხოვრების ელემენტების – ადვილად შესაცნობი რეალობისა და წარმოსახვის უნარის, სინჯვა და ფორმულირება.
როლან ბარტი სვამს შეკითხვას: `რა არის დამახასიათებელი მითისთვის?~ და პასუხობს: `მნიშვნელობის ფორმაში გარდაქმნა~. მითები ამბებია, რომლებიც ამ გზით შუამავლობენ ცნობილსა და იდუმალს შორის. კლოდ ლევი-სტროსი ათავსებს დემითოლოგიზებულ მითს, როგორც ჟანრს, სადღაც ჯადოსნურ ზღაპარსა და დეტექტივს შორის. ყოფიერება აქ; ჩვენ არ ვიცით ვისთან ვართ ვალში. მითი – ეს არის საიდუმლო პლუს ფანტაზია, ღმერთები, ანთროპომორფული ჩიტები და ცხოველები, ქიმერები, ფანტასმაგორიული არსებები – ეს ყოველივე გვაძლევს უფლებას თვალი მივადევნოთ საიდუმლოს თავისებურ განმარტებას. ადამიანები და მათ გარშემო მყოფი არსებები იქცნენ ლიტერატურის მასალად, მაგრამ როგორც ერთხელ ნიკოს კაზანძაკისმა დაწერა: `ხელოვნება არის არა სხეულის გამოხატულება, არამედ იმ ძალებისა, რომლებმაც შექმნეს სხეული~.
არსებობს ბუნებრივი მოვლენების ბევრი დასაბუთებული ახსნა, მაგრამ იმ შეკითხვების გვერდით, რომლებზეც ჩვენ შევძელით პასუხის გაცემა, კვლავაც და კვლავაც ჩნდება ახალი კითხვები. ამ მიზეზთა გამო, მითის ჟანრი არასდროს არის მთლიანად უარყოფილი, რაგინდ არქაულადაც უნდა მოგვეჩვენოს იგი.
ზოგიერთ საზოგადოებაში მითი დაიყვანება ზღაპრის დონეზე, რომლებსაც ბავშვებს ძილის წინ უყვებიან. მსოფლიოს იმ ნაწილში კი, რომელიც დაცულია ინტერნაციონალური მეგაკულტურისაგან ტყეებითა და უდაბნოებით, ის აგრძელებს ცხოვრებას, რათა აქციოს ხელოვნება შუამავლად ინდივიდუმსა და ყოფიერებას შორის. მითი გრიგალივით დაბრუნდა სივრციდან, იკაროსი-ბეტმენისა და მის მსგავსთა გარეგნობით, ისინი არასოდეს ვარდებიან წარუმატებლობის ოკეანეში, ემორჩილებიან რა ცხოვრების მიზიდულობის ძალას. ეს ახალი მითები ცდილობენ არა იმდენად გასცენ რაიმე პასუხი, რამდენადაც გადაუტანონ ყურადღება, შექმნან ფანტასტიკური სამყარო მათთვის, ვისაც არ სურს ნახოს პასუხების აჩრდილებიც კი საკუთარი საზარელი არსებობის შესახებ (იმის ცოდნა, რომ ხალხს შეუძლია გაანადგუროს თავისი პლანეტა, შიში, რომ ისინი გახდნენ ღმერთები, აიღეს პასუხისმგებლობა საკუთარ არსებობაზე, შესაძლებელია ასულდგმულებდეს `მითოლოგიურ ესკაპისტებს~ შესაბამის კომიქსებსა და კინოფილმებში). ყოფიერების ძალა რჩება. ეს არის ის, რომელთანაც მწერლებს, განსხვავებით თანამედროვე მითის შემქმნელებისგან, დღესაც აქვთ საქმე და რომელთან დაკავშირებასაც ცდილობდნენ მითის უძველესი ფორმები.
როგორ ჩაებნენ მწერლები ამ საქმეში და როგორ გააგრძელეს მასზე ექსპერიმენტები – იყო და არის ლიტერატურათმცოდნეების შესწავლის საგანი, შესაძლოა, უფრო მეტად ვიდრე ოდესმე. მწერალი – შესამჩნევი რეალობის ბუნებასთან და მის მიღმა შეუმჩნეველ რეალობასთან კავშირში, არის ყველა ამ კვლევის ბაზისი, მიუხედავად იმისა, რომელ თეორიულ დასკვნებს განეკუთვნება და რა კატეგორიებად დაიყოფიან მწერ­ლები ლიტერატურის ისტორიაში. რეალობა შედგება მრავალი ხილული და უხილავი, გამოხატული და გამოუხატავი ელემენტისა და არსისგან ჩვენი გონების სივრცეში. ის, რომ მოდერნიზმი და პოსტმოდერნიზმი, სტრუქტურალიზმი და პოსტსტრუქტურალიზმი კვალიფიცირდება როგორც ძველმოდური ფსიქოლოგიური ანალიზი, გვიჩვენებს, რომ ყველა ლიტერატურათმცოდნე ისახავს ერთ მიზანს – გამოარკვიოს შეთანხმებულობა – (რა არის შეთანხმებულობა, თუ არა პრინციპი ჩამალული პრობლემაში), საბოლოოდ განსაზღვროს მეთოდების გამოყენებით, როგორ შეიცნობს მწერალი ყოფიერების ძალებს, თუმცა ცხოვრება თავისთავად შემთხვევითობაა. ყოფიერება გამუდმებით ხან წინ წამოიწევს და ხან იმალება ვითარებისა და ცნობიერების განსხვავებული ხარისხის შესაბამისად. არ არსებობს წმინდა ყოფიერება და შესაბამისად, არ არსებობს წმინდა ტექსტი, `ჭეშმარიტი ტექსტი~ მთლიანად დამოუკიდებელია შემთხვევითობისგან. იგი ვერ მიიღწევა ვერანაირი კრიტიკული მეთოდით, რამდენადაც საინტერესო არ უნდა იყოს ეს ცდა, ტექსტის დეკონსტრუქცია საწინააღმდეგო პროცესია, თუმცა დეკონსტრირება არის სხვა კონსტრუქციის შექმნა მისი ნაწილებისგან, რომელსაც მიმართა და არაჩვეულებრივად წარმოგვიდგინა როლან ბარტმა ბალზაკის მოთხრობის `სარაზინას~ ლინგვისტურ და სემანტიკურ ანალიზში. შედეგად ლიტერატურათმცოდნე გადაიქცევა თავისებურ მთხრობელად.
შესაძლოა, სხვა გზა, ხელოვნების გარდა, არც არსებობს ყოფიერების არსის გასაგებად. მწერლები არ აანალიზებენ იმას, რასაც აკეთებენ. ანალიზი იქნებოდა უფსკრულში ჩახედვა კანიონზე გადასვლის დროს. ეს არ არის წერის პროცესის მისტიფიკაცია. მწერლის შინაგანი კონცენტრაციის ხატოვანი გამოხატულება აუცილებელია იმისთვის, რომ დაიპყროს შემთხვევითობის უფსკრული და დაუმორჩილოს სიტყვას, მსგავსად მოგზაურისა, რომელიც აღმართავს დროშას დაპყრობილი მთის მწვერვალზე. იეიტსის მფრინავის `მარტოსული ბედნიერება~ და მისივე `მკაცრი სილამაზე~, რომლებიც აღმოცენდნენ სახალხო ამბოხებაზე, მიუხედავად წინააღმდეგობრიობისა, ერთმანეთსაც ავსებენ. ე. მ. ფორსტერის მორჩილი `ერთადერთი კავშირი~, ჯოისის მიერ არჩეული ცბიერი `დუმილი, ოსტატობა და განდგომა~; ჩვენს დროში გაბრიელ გარსია მარკესის ლაბირინთი, რომელშიც არის სხვებზე მბრძანებლობა, ერთადერთი და დაუძლეველი ძალაუფლება – სიკვდილი, მის პერსონაჟს – სიმონა ბოლივარს, მონად გადააქცევს. დაუსრულებლად განსხვავებული გზების ყველა ეს მაგალითი მწერალს სიტყვის საშუალებით, ყოფიერების მდგომარეობასთან მიაახლოებს. მას აქვს იმედი, რომ შეასრულებს ჯიბის ფანრის ფუნქციას მაინც, მაგრამ თუ საუბარი ეხება გენიოსს, ეს არის ყოფიერებისა და ადამიანური გამოცდილების სისხლიან, მაგრამ ლამაზ ლაბირინთში უეცარი გამონათება.
ენტონი ბერჯესმა ერთხელ განმარტა ლიტერატურა, როგორც `სამყაროს ესთეტიკური გამოკვლევა~, ჩემი აზრით, მწერლობა ამით იწყება, რადგანაც არკვევს ბევრ სხვა რამესაც, რომელიც მხოლოდ ესთეტიკურ ტერმინებში გამოიხატება.
როგორ იქცევა მწერალი მწერლად, როგორ პოულობს ის თავის სიტყვას? არ ვიცი, რამდენად საინტერესოა ჩემი პირადი გამოცდილება, თუმცა ეჭვგარეშეა, რომ მას ბევრი აქვს საერთო ადრე აღწერილ სხვათა გამოცდილებებთან, რისი შედეგიც არის ეს ყოველწლიური შეკრება, რომლის წინაშეც წარდგება მწერალი. რაც შემეხება მე, შემიძლია ვთქვა, რომ ნებისმიერი ფაქტი, რომელზეც ვწერ ან ვყვები, იქნება ისეთივე მართალი, როგორც ჩემი შეთხზული. ცხოვრება, შეხედულებები – არ არის საქმე, რადგანაც ის დაძაბული მდგომარეობაა განზე დგომასა და შიგჩართულობას შორის, რადაც წარმოდგენა გარდაქმნის ორივეს. ნება მომეცით, რამდენიმე სიტყვა ვთქვა ჩემ შესახებ. როგორც ჩანს, მე ვეკუთვნი იმ ადამიანთა რიცხვს, რომლებსაც შეგვიძლია ვუწოდოთ მწერლებად დაბადებულნი. არასდროს მიმიღია გადაწყვეტილება, გავმხდარიყავი მწერალი, დასაწყისში არ ველოდი, რომ ჩემი ნაწერებით ვირჩენდი თავს. ვწერდი, როგორც გახარებული ბავშვი, დაუფლებული სიცოცხლეს ჩემი გრძნობებით – ხედვით, ყნოსვითა და საგნების შეგრძნებით.
სულ მალე ემოციების გარეშე, რაც მაფიქრებდა და მამძვინვარებდა, აღმოვაჩინე განათლება, ნუგეში და სიამოვნება, რამაც დაწერილი სიტყვის ფორმა მიიღო. არსებობს კაფკას პატარა იგავი, რომელიც ასე ჟღერს: `მე მყავდა სამი ძაღლი, `ხელში დაიჭირე~, `ხელი სტაცე~ და `არასდროს~. ხელში დაიჭირე და ხელი სტაცე იყვნენ ჩვეულებრივი ინგლისური ნაგაზები და არავინ მიაქცევდა მათ ყურადღებას, თუ მარტონი იქნებოდნენ. მაგრამ იყო კიდევ არასდროს – ნაჯვარი დანიური დოგი. მას ჰქონდა გარეგნობა, რომელსაც ამ საუკუნეში ვერანაირი შეჯვარების საშუალებით ვერ მიიღებ. არასდროს იყო ბოშა~. სამხრეთ აფრიკის ოქროსმომპოვებელთა პატარა ქალაქში, სადაც ვიზრდებოდი, მე ვიყავი ნაჯვარი `არასდროს~ (თუმცა მე არ ვგავდი დანიურ დოგს), მოკლებული ჩვეულებრივი მოქალაქის თვისებებს. მე ვიყავი ბოშა, მკალავი სიტყვების გამოყენებაში. ჩემი ლიტერატურული გამოცდილება იზრდებოდა იმით, რომ ვსწავლობდი იმას, რასაც ვკითხულობდი, რადგან ჩემი სკოლა იყო ადგილობრივი ბიბლიოთეკა. პრუსტი, ჩეხოვი, დოსტოევსკი იყვნენ ჩემი მასწავლებლები, რომლებსაც უნდა ვუმადლოდე მწერლად ჩამოყალიბებას. ცხოვრების იმ პერიოდში, დიახ, დარწმუნებული ვიყავი თეორიაში, რომ წიგნებს ქმნიან სხვა წიგნებისგან… მაგრამ ეს არც ისე დიდხანს გაგრძელდა და ვგონებ, რომ ასე არც ერთი პოტენციური მწერალი დიდხანს არ ფიქრობს.
სიჭაბუკეში ხდება პირველი შეხება გარემო სამყაროსთან, რომელიც დაკავშირებულია სექსუალურობასთან. ბავშვების უმრავლესობას აქვს წარმოსახვის ნიჭი, რომელსაც ავლენენ თამაშში და ეს წარმოსახვა იძირება სიყვარულისა და ვნების მორევში, მაგრამ მათ, ვინც აპირებს გახდეს მხატვარი, პირველი კრიზისი ცხოვრებაში აძლევს კიდევ რაღაცას დამატებით. მისი ფანტაზია ძლიერდება და ვრცელდება ახალი მღელვარე გრძნობების მოზღვავების ხარჯზე. შედეგად ჩნდება ახალი გაგება. მწერალი ფლობს შესაძლებლობას, ჩასწვდეს სხვის ცხოვრებას, იწყება გაუცხოებისა და დაახლოების პროცესი.
მე თავადაც ვერ ვხვდებოდი, რომ მივმართავდი ყოფიერების პრობლემას, როდესაც ჩემს პირველ მოთხრობებში ავსახე ბავშვური ფიქრები სიკვდილსა და მტრედზე, რომელსაც ასახიჩ­რებდა კატა, თავზარდაცემა და ადრეული შეგნება რასიზმისა, რასაც სკოლაში სიარულისას გადავაწყდი. ერთხელ სკოლისკენ მიმავალმა ჩავუარე გამყიდველებს (ისინი თვითონ იყვნენ ემიგრანტები აღმოსავლეთ ევროპიდან და იდგნენ საზოგადოებრივი იერარქიის ყველაზე დაბალ საფეხურზე დანარჩენ თეთრებს შორის მაღაროელთა ქალაქში). ისინი უხეშად შეურაცხყოფდნენ შავკანიან მაღაროელებს, რომლებიც იყვნენ მაღაზიის მომხმარებლები. მათ კოლონიური საზოგადოება აყენებდა ყველაზე დაბალ საფეხურზე და საერთოდ, ადამიანებად არ თვლიდა. მხოლოდ მრავალი წლის შემდეგ გავაცნობიერე, რომ თუ მე ვიქნებოდი ამ საზოგადოების კუთვნილება, ანუ შავკანიანი, ვერასდროს გავხდებოდი მწერალი, რადგან ბიბლიოთეკა, რომელმაც მომცა ამის შესაძლებლობა, დაკეტილი იყო შავკანიანი ბავშვებისთვის. რაც შეეხება ჩემს სასკოლო განათლებას, რბილად რომ ვთქვათ, არასრული იყო.
მწერლის განვითარების შემდგომი ეტაპი იწყება სხვებთან მიმართვით. გამოვცე წიგნი ნებისმიერისთვის, ვინც წაიკითხავს იმას, რაც მე დავწერე, ასეთი იყო ჩემი გულუბრყვილო წარმოდგენა წიგნის გამოცემის მნიშვნელობაზე და იგი არ შეცვლილა დღევანდლამდე. მე ვიცი, რომ ხალხის უმრავლესობას არ სჯერა, რომ მწერალს არ ჰყავს მხედველობაში რომელიმე კონკრეტული აუდიტორია; და ვიცი ცდუნება – გაცნობიერებული და გაუცნობიერებელი, რომელიც აიძულებს მწერალს თვალი ეჭიროს მათზე, ვინც მოიწონებს ან დაიწუნებს მის დაწერილს, ცდუნება, რომელიც ევრიდიკეს მსგავსად, დააბრუნებს მწერალს უკან, დაღუპული ტალანტების ჩრდილში.
ალტერნატივა სულაც არ არის სპილოს ძვლის კოშკის წყევლა, შემოქმედების კიდევ ერთი დამღუპველი. ბორხესმა ერთხელ თქვა, რომ წერდა თავისი მეგობრებისთვის და დროის გასაყვანად. მე ვფიქრობ, რომ ეს იყო გაღიზიანებული კაცის ქარაფშუტული პასუხი უტაქტო შეკითხვაზე, რომლის დასმაც ასე უყვართ – `ვისთვის წერთ თქვენ?~
სარტრის თქმისა არ იყოს, დგება დრო, როდესაც მწერალმა უნდა შეწყვიტოს წერა და იმედგაცრუებულმა გადაუჭრელი კონფლიქტით, ჩვენი სამყაროს არასრულყოფილებასა და იმის ცოდნას შორის, რომ ერთადერთი, რისი გაკეთებაც ყველაზე კარგად შეგიძლია, არის წერა, არსებობისთვის სხვა გზა მოძებნოს. ბორხესს და სარტრს, რომლებიც თავისებურად უარყოფდნენ ლიტერატურის სოციალურ დანიშნულებას, რა თქმა უნდა, მშვენივრად ესმოდათ, რომ ლიტერატურა იძიებს ყოფიერების არსებას, თამაშობს საზოგადოებაში უპირობო და შეუცვლელ როლს, საიდანაც ყველა სხვა როლი, პირადი – მეგობრებს შორის, საზოგადოებრივი – საპროტესტო დემონსტრაციებზე, გამომდინარეობს. ბორხესი სულაც არ წერდა მეგობრებისთვის, რადგან აქვეყნებდა თავის წიგნებს და ჩვენ ყველას გვერგო წილი მისი შემოქმედებიდან. სარტრს არ შეუწყვეტია წერა, თუმცა 1968 წელს ბარიკადებზე იდგა.
მიუხედავად ამისა – კითხვა, ვისთვის ვწერთ, სტანჯავს მწერალს, რადგან იგი მიბმულია ყოველი გამოქვეყნებული წიგნის კუდზე, როგორც ცარიელი კონსერვის ქილა. იგი გვიჩვენებს მწერლის ტენდენციურობას – დაუმსახურებლად ადიდებს თუ ცილს სწამებს. კამიუმ საუკეთესოდ განიხილა ეს საკითხი. მან თქვა, რომ უყვარს ხალხი, ვისაც `შესწევს ძალა შეიცნოს, წარმოსახვით უფრო მეტი, ვიდრე გამოხატოს ლიტერატურაში~. `შენ მთლიანად ემსახურები ადამიანს, ან საერთოდ არ ემსახურები. თუ ადამიანს სჭირდება პური და მართლმსაჯულება, მაშინ ყველაფერი, რისი გაკეთებაც შეიძლება, ეს არის დააკმაყოფილო მისი საჭიროება – მაგრამ მას აგრეთვე სჭირდება ნატიფი სილამაზეც, რაც მისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის საქმეს წარმოადგენს~. ასე რომ, კამიუ მოითხოვს სიმამაცეს ცხოვრებაში და ტალანტს შრომაში. მარკესი კი შემდეგი საშუალებით ახლიდან განსაზღვრავს ტენდენციურ ლიტერატურას: `მწერლისთვის საუკეთესო საშუალება, რომ ემსახუროს რევოლუციას, – წეროს იმდენად კარგად, რამდენადაც შეუძლია~.
დარწმუნებული ვარ, რომ ეს ორი მსჯელობა შეიძლება გახდეს რწმენის სიმბოლო ყველა ჩვენგანისთვის, ვინც ვწერთ. მართალია, ისინი ვერ წყვეტენ იმ კონფლიქტებს, რომლებიც სტანჯავს და კვლავაც გააწამებს თანამედროვე მწერლებს, მაგრამ სამაგიეროდ გვაძლევენ საშუალებას, ჩვენ თვითონ, სამართლიანად და ღიად გადავწყვიტოთ ისინი; ჩვენ ისინი ჩვენი ყოფიერების მხარეს გვაყენებენ, გვაძლევენ იმის მიზეზს, რომ ვიყოთ მწერლები და პასუხისმგებლობის მქონე ადამიანები, სხვა ადამიანების მსგავსად რომ მოქმედებენ სოციალურ გარემოში.
ყოფიერება აქ: – კონკრეტულ დროსა და ადგილას. ასეთია ეგზისტენციური პოზიცია, რომელსაც აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა ლიტერატურისთვის. ჩესლავ მილოშს როგორღაც წამოსცდა: `რა არის პოეზია, თუ იგი არ ემსახურება ერებს ან ხალხს?~ ბრეხტი კი წერდა დროზე, `როცა წერ ხეებზე, თითქმის დანაშაულია~. როცა უმრავლესობას გვიწევს ცხოვრება და წერა ასეთ დროსა და ადგილას, თავში მოსდის ამდენივე უიმედო აზრი; სარტრის განცხადებას, საეჭვოა, რომ აზრი ჰქონოდა სამყაროსთვის, სადაც მწერლები ექვემდებარებოდნენ და ახლაც ექვემდებარებიან ცენზურას, სადაც მათ უკრძალავენ წერას, მაგრამ სადაც ისინი არ ამბობენ უარს სიტყვაზე, საფრთხეში იგდებენ სიცოცხლეს, რათა ციხის გისოსებიდან გადმოგვცენ თავისი ნაშრომი, დაწერილი ქაღალდის ფურცლებზე. ყოფიერების მდგომარეობა, რომლის ონტოგენეზსაც ჩვენ განვიხილავთ, საკმარისად შეიცავს ასეთ გამოცდილებას. ჩვენი მცდელობები, ნიკოს კაზანძაკისის სიტყვებით, უნდა იყოს იმდენად გაბედული, რომ ჩვენი ცხოვრების საშინელ რიტმს ჰარმონიზება გაუწიონ.
ზოგიერთი ჩვენგანის წიგნები წლობით არ იკითხება სამშობლოში, ჩვენ კი განვაგრძობთ წერას, ბევრმა მწერალმა გაიარა ციხეები – მარტო აფრიკას რომ გადავხედოთ: შოიინკა, ნგუგი ვა თჰიონგო, ჯეკ მაპანია – თავიანთ სამშობლოში; ჩემს სამშობლოში კი – სამხრეთ აფრიკაში – ჯერემი კრონინი, მანიანე ვალი სეროტი, ბრიტენ ბრიტენბახი, დენის ბრუტოსი, ჯეკი სეროკი – ისინი მოხვდნენ ციხეში ვაჟკაცობის გამო და როგორც პოეტები, განაგრძობდნენ თავისი უფლების დაცვას, ესაუბრათ ხეებზე. დიდ ადამიანთაგან ბევრმა – თომას მანიდან ვიდრე ჩინუა აჩებემდე – დევნისა და პოლიტიკური კონფლიქტების გამო დატოვეს თავისი ქვეყანა, მიიღეს განდევნით გამოწვეული ტრავმა, მწერლისთვის განუკურნებელი და ხანდახან სასიკვდილოც კი. მე ვფიქრობ სამხრეთ აფრიკელებზე – კან ტემბაზე, ალექს ლა გუმაზე, ნატ ნაკასასა და ტოდ მატჩიკიზაზე, და ზოგიერთ მწერალზე იოზეფ როტიდან მილან კუნდერამდე, რომელთაც ნახევარი საუკუნის განმავლობაში უწევდათ თავისი წიგნების სხვა ენაზე გამოცემა.
1988 წელს ჩვენი დროის საშინელი რიტმი დაჩქარდა, გახდა გადარეული და მწერალს მოუხდა დაემორჩილებინა მისთვის თავისი სიტყვა. დიდი ხნის განმავლობაში, დაწყებული განათლების ეპოქიდან, მწერლებს ამცირებდნენ, კრძალავდნენ მათ წიგნებს და არაპოლიტიკური ნიშნით კიდეც დევნიდნენ. ფლობერი გაასამართლეს უხამსობისთვის `მადამ ბოვარში~, სტრინბერგი კი ღვთის გმობისთვის, როდესაც მისი `ქორწინება~ გამოიცა, ლოურენსის `ლედი ჩატერლეის საყვარელი~ აკრძალეს, სადაც იყო ფარისევლური ბურჟუაზიული მორალის `შეურაცხყოფის~ მრავალი მაგალითი, ისევე როგორც პოლიტიკური დიქტატურის ღალატის მაგალითები. მაგრამ იმ პერიოდში, როდესაც ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა საფრანგეთი, შვედეთი და დიდი ბრიტანეთი, თავისუფლების მსგავსი შეზღუდვები უკვე შეუძლებელი გახდა, გამოჩნდა ძალა, შემაძრწუნებელი ავტორიტეტი, რომელიც დაფუძნებულია რაღაც უფრო ფართოდ გავრცელებულზე, ვიდრე საზოგადოებრივი მორალია, და უფრო ძლევამოსილზე, ვიდრე ცალკეული პოლიტიკური რეჟიმის ძალაა. ერთ-ერთი მსოფლიო რელიგიის სასამართლომ მწერალს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა.
უკვე სამ წელზე მეტია სალმან რუშდის, სადაც კი არ უნდა აფარებდეს თავს, სადაც არ უნდა წავიდეს, ემუქრება მუსლიმანთა განაჩენი – ფატვა. არსად არა აქვს თავშესაფარი. ყოველ დილით, როცა იგი საწერ მაგიდას მიუჯდება, არ იცის, იცოცხლებს თუ არა ამ დღეს. მან არ იცის, შეავსებს თუ არა მორიგ გვერდს. სალმან რუშდის წილად ხვდა ბედნიერება, დაბადებულიყო ბრწყინვალე მწერლად, და რომანი `სატანური ლექსები~, რისთვისაც გაასამართლეს, არის ნოვატორული გამოკვლევა ყოფიერების ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი ექსპერიმენტისა ჩვენს დროში, გმირის მოგზაურობა ორ კულტურას შორის, რომლებიც თანაარსებობდნენ პოსტკოლონიურ სივრცეში. შესაძლებელია ყველაფრის გადახედვა ადამიანის წარმოსახვის კუთხით; სექსუალური და მშობლიური სიყვარულის მნიშვნელობა, საზოგადოებრივი რიტუალები, რელიგიური რწმენის მნიშვნელობა ადამიანებისთვის, რომელიც გადადის სუბიექტურობიდან სხვა ცხოვრებისეულ კონტექსტში, რწმენის ორი სისტემის, რელიგიურისა და საეროს დაპირისპირებით. რუშდის რომანი არის ჭეშმარიტი, უტყუარი მითოლოგია. მიუხედავად იმისა, რომ მან პოსტკოლონიური ევროპული ცნობიერებისთვის გააკეთა იგივე, რაც გიუნტერ გრასმა პოსტნაციზმისთვის თავისი `თუნუქის დოლით~ და `ძაღლური წლებით~, ასევე, სცადა მიეღწია იმისთვის, რაც ბეკეტმა გააკეთა ჩვენი ეგზისტენციური წამებისთვის თავისი `გოდოს მოლოდინით~, მისი მიღწევა უმნიშვნელო აღმოჩნდა, მაგრამ რუშდი, საშუალო მწერლადაც რომ მივიჩნიოთ, მისი მდგომარეობა ეხება ყოველ ახალგაზრდა მწერალს მთელს მსოფლიოში, რომც არ ჩავთვალოთ მისი პირადი შეჭირვებული მდგომარეობა, დაფიქრდით, რა ახალ საშიშროებას წარმოშობს ის მწერლებისთვის. ეს უნდა ესმოდეს ყველას და პირველ რიგში, ხელისუფლებისა და ადამიანის უფლებათა დამცველ ორგანიზაციებს მთელს მსოფლიოში. დიქტატორული რეჟიმი, რომელიც გამოიყენებს საერთაშორისო ტერორიზმს, უდიდესი და საპატივსაცემო რელიგიის სახელით, უნდა განიხილებოდეს დემოკრატიულ ხელისუფალთა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ, როგორც დანაშული კაცობრიობის წინაშე.
ვბრუნდები იმ საშინელი მუქარიდან ერთი ადამიანის მიმართ, მასთან, რაც საერთოა ჩვენი საუკუნის მწერლებისთვის, უკვე ამ საუკუნის ბოლოს და ვაჯამებ ათწლეულს. რეპრესიული რეჟიმის დროს, ნებისმიერ ადგილას, თუნდაც ეს იყოს საბჭოთა ბლოკი, ლათინური ამერიკა, აფრიკა ან ჩინეთი, მწერლების უმრავლესობას, რომლებიც დააპატიმრეს, დევნიდნენ მათი მოქალაქეობრივი საქმიანობისთვის, მათი ბრძოლისთვის თავისუფლებისთვის მჩაგვრელების წინააღმდეგ. სხვები დაისაჯნენ იმის გამო, რომ წერდნენ ისე, როგორც შეეძლოთ; ესთეტიკური გამბედაობა აღმოჩნდება ფეთქებადსაშიში, როდესაც მხატვარი, რომელიც მიისწრაფვის წარმოაჩინოს ყოფიერების სისრულე, აჩენს ნამდვილ სახეს ჩვენი გარემომცველი ცხოვრებისა და გამოაქვს დღის შუქზე მისი საზარელი საიდუმლო. ლიტერატურული თემები და პერსონაჟები უცილობლად ფორმირდება საზოგადოებით, რომელშიც მწერალი ცხოვრობს, მსგავსად მეთევზის ცხოვრებისა, ზღვით რომ განისაზღვრება. პარადოქსი ისაა, რომ ესთეტიური ერთობის მიღწევით, მწერალი რისკავს, თავის თავზე აიღოს, ერთი მხრივ, გაკიცხვა მთავრობის მხრიდან და მეორე მხრივ, უკმაყოფილება გამათავისუფლებელი ძალებისგან, რომლებიც ელიან მისგან თავის თავზე აღებული ვალდებულებების დაუფიქრებელ შესრულებას. მწერალს არა აქვს უფლება ჩაიძიროს მენიქიალური `ბალანსის~ ტყუილში. ეშმაკი ყოველთვის მიიღებს თავისას თუ ჩვენ დავუტოვებთ ადგილს სამყაროში. მაგრამ, მარკესის მსჯელობის პერეფრაზირებას თუ გავაკეთებთ, რომელიც გამოთქვა, როგორც მწერალმა და როგორც სამოქალაქო უფლებებისთვის მებრძოლმა, მწერალს აქვს უფლება შეისწავლოს, აღწეროს და ა. შ., მტრებიც, თანამებრძოლებიც, რადგან მხოლოდ სიმართლის ძიებაშია ცხოვრების აზრი და მხოლოდ სიმართლის ძიება გვაახლოებს კანონთან. რადგან ლიტერატურაში ვსაუბრობთ ცხოვრებაზე,
ჩვენ ვფურცლავთ ერთმანეთის სახეს,
ჩვენ ვკითხულობთ მომზირალ თვალებს,
ღირს ცხოვრება, რომ აკეთო ეს.
ეს სიტყვები ეკუთვნის მშვიდობისა და სამართლიანობისათვის მებრძოლ სამხრეთ აფრიკელ პოეტს მონანე სეროტას.
მწერალი მხოლოდ იმ შემთხვევაში დგას კაცობრიობის სამსახურში, თუკი გამოიყენებს სიტყვებს თავისი ჩვეულების წინააღმდეგაც კი, მიენდობა ყოფიერების მდგომარეობას; თუ ფლობს ძაფების უმძიმეს გადახლართვას, რომელსაც მივყავართ ჭეშმარიტებასთან; თუ მას შესწევს უნარი, შეკრას ისინი ხელოვნების საშუალებით; თუ მისი ნდობა ყოფიერებისადმი ეხმარება შეაერთოს დაქსაქსული ფრაზები სიმართლისა. იგი არასდროს იცვლება – მიუხედავად ჩვენი არასწორი ცდებისა, წარმოვთქვათ ის და დავწეროთ – არასდროს იცვლება ტყუილით, სემანტიკური სოფიზმებითა და უხამსობებით, რომელიც გამსჭვალულია რასიზმით, სავსეა შოვინიზმით, ცრურწმენით, ბატონობის წყურვილით, მოწოდებით ნგრევისაკენ, წყევლითა და მლიქვნელობით.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...