სწავლის მოტივაციის შიდა ფაქტორები
ლევან ბრეგაძე – სწავლება – ძნელი ხელოვნებაა
ლიტერატურის კრიტიკოსი, პროფესორი ლევან ბრეგაძე ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობს: “ვწერ უმთავრესად ლიტერატურაზე და მისი მეშვეობით (გაშუალებულად) – ცხოვრებაზეც, ადამიანზეც (ანუ: თუკი რომანისტის, პოეტის შემოქმედების საგანი უშუალოდ ცხოვრებაა, მე, როგორც კრიტიკოსი, ცხოვრებას მათიტექსტების მეშვეობით შევისწავლი, უფრო ზუსტად, მათი ტექსტებისა დაპირადი გამოცდილების ურთიერთშეჯერებით); ვწერ ლიტერატორებისა და ლიტერატურის მოყვარულთათვის და ჩემთვისაც, რა თქმა უნდა – წერის პროცესი არის მცდელობა იმ გრძნობებში სიცხადის შეტანისა, მხატვრული ტექსტების კითხვის დროსრომ გეუფლება; ვცდილობ ჩავწვდე მკითხველზე მხატვრული ტექსტის ზემოქმედების საიდუმლოებებს. ეს ერთობ მიმზიდველი საქმიანობაა – დეტექტივის მუშაობას მოგვაგონებს”.
დღეს ბატონი ლევანი mastsavlebeli.ge-s სტუმარია და მასწავლებლებს განათლებაზე ესაუბრება.
. ყველა ქვეყანაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მშობლიური ენისა და ლიტერატურის შესწავლას, თუმცა ბოლო დროს საქართველოში განსხვავებული ტენდენცია შეიმჩნევა– მშობლებიც და მოსწავლეებიც უფრო მეტ დროს უთმობენ უცხო ენებს. ამიტომ ხშირად ამბობენ, რომ ახალი თაობის დიდ ნაწილს მშობლიურ ენაზე გამართულად წერა–კითხვაც აღარ შეუძლია. აღარაფერს ვამბობთ აზრისსრულყოფილად ჩამოყალიბების თაობაზე… რას კარგავს ადამიანი, რომელმაცკარგად არ იცის მშობლიური ენა და რატომ არის მნიშვნელოვანი ამ საგნისადმი საგანგებო ყურადღების დათმობა?
–ადამიანი, რომელიც კარგადვერ ფლობს მშობლიურ ენას,
კარგად არ იცნობს მშობლიურ ლიტერატურას, საკუთარ იდენტობას კარგავს, ხოლო იძენს თუ
არა ამის სანაცვლოდ სხვა იდენტობას, ეს კიდევ საკითხავია – დიდია საფრთხე, ასეთი
ადამიანი არასრულყოფილ არსებად დარჩეს.
. ეპოქის ცვლასთან ერთად იცვლება სწავლების მეთოდები. რა უნდა იწავლებოდეს ქართული ლიტერატურიდან დღეს სკოლებში, და მთავარი – როგორ უნდა ასწავლიდნენ?
–ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ საჯარო სკოლებში
სწავლების ერთნაირი სტანდარტი უნდა იყოს, რაც ერთნაირი სახელმძღვანელოებისა და პროგრამების
არსებობას გულისხმობს. ისეთი ხანგრძლივი ისტორიის მქონე და ისეთი მდიდარი
ლიტერატურის სასწავლო პროგრამის შედგენა, როგორიც ქართული ლიტერატურაა, უძნელესი
საქმეა – ყველაფერს ხომ ვერ მოიცავ! სწავლებას ორი მიზანი უნდა ჰქონდეს: პირველი –
სკოლადამთავრებულს ჯეროვანი წარმოდგენა ჰქონდეს მშობლიური ლიტერატურის მნიშვნელოვან
ფაქტებსა და მოვლენებზე და მეორე – თვითონაც შეეძლოს ლიტერატურული საქმიანობა – თხზულების
(ან, როგორც ახლა ამბობენ, ესეის) დაწერა.
.მასწავლებლების მტკიცებით, მოსწავლეთა გარკვეულ ნაწილს სწავლა აღარ აინტერესებს. თუმცა პედაგოგების მიმართ პრეტენზიები აქვთ მოსწავლეებსაც. რა თვისებები უნდა ჰქონდეს მასწავლებელს, მოსწავლის პატივისცემა რომ დაიმსახუროს (ხშირად საგნის სიყვარულს მასწავლებლისადმი დამოკიდებულებაც განსაზღვრავს) და, საერთოდ, რას ურჩევდით პედაგოგებს?
–
სწავლა დიდ ძალისხმევას მოითხოვს, ადამიანი კი ინერტულობისკენ (სიზარმაცისკენ)
არის ბუნებით მიდრეკილი. ამ ინერციის დაძლევა მხოლოდ ძლიერი მოტივაციების
მეშვეობით არის შესაძლებელი. მოტივაციები უნდა გაუღვივოს მასწავლებელმა მოსწავლეს.
მოსწავლემ უნდა დაიჯეროს, რომ სწავლა–განათლებას
მოაქვს მატერიალური კეთილდღეობა და სულიერი კმაყოფილება. მაგრამ ეს რომ დაიჯეროს,
უნდა ხედავდეს ცხოვრებაში ამის მაგალითებს. საამისო მაგალითები კი ჩემს
ბავშვობაშიც სანთლით იყო საძებარი და ახლაც ასეა. პროტექციონიზმის არნახული დონე
მაშინაც ნიჰილისტურ დამოკიდებულებას ბადებდა სწავლა–განათლების მიმართ და დღესაც ნიჰილისტურ დამოკიდებულებას
ბადებს. ჩვენი უბედურების თავიდათავი ადრეც ეს იყო და ამჟამადაც ეს არის.
.ბატონო ლევან, უკვე ყველა აღიარებს, რომ ახალი თაობა ერთობ დაშორდა წიგნს. თქვენი აზრით, სადამდე მიგვიყვანსეს პრობლემა და სად უნდა ვეძებოთ მისი სათავე? რაშეიძლება გაკეთდეს მის დასაძლევად?
–
ჰო, დაშორდა. ერთადერთი რამ შემიძლია ვთქვა: ვინც წიგნთან მეგობრობას გააგრძელებს
(სულერთია, ტრადიციული წიგნი იქნება ეს თუ ელექტრონული), კოლოსალურ უპირატესობას
მოიპოვებს მის წინაშე, ვინც მწყრალად არის წიგნთან. ადამიანის სულიერი ფორმირების
გზაზე წიგნს ვერც კინოფილმი ცვლის, ვერც მუსიკა, ვერც სხვა რამ. სათავე კი
წიგნისგან დაშორებისა ის არის, რომ ადამიანს სმენისა და მზერის პროცესი უფრო
მოსწონს, ვიდრე კითხვისა, ვინაიდან კითხვა სმენასა და მზერაზე ბევრად მეტ
ძალისხმევას მოითხოვს. სამაგიეროდ საუკეთესოდ ავითარებს წარმოსახვის უნარს და
გონებრივ შესაძლებლობებს.
.დღეს საქართველოში ბევრი კარგი მწერალია და ბევრი კარგი წიგნი ითარგმნება. რის წაკითხვას ურჩევდით მასწავლებლებსა და მოსწავლეებს? საზოგადოდ, თქვენი აზრით, როგორ უნდა მიაწოდოს მშობელმა, მასწავლებელმა მოსწავლეს კლასგარეშე საკითხავი ლიტერატურა?
–
მოსწავლეს კლასგარეშე საკითხავი უნდა მიეწოდოს მისი ბუნებისა და ინტერესების
გათვალისწინებით. მეტად სასარგებლოა მსოფლიო სახელის მქონე გამოჩენილ ადამიანებზე
კარგად დაწერილი ბიოგრაფიული რომანების კითხვა. ავსტრიელი მწერალი შტეფან ცვაიგი
იყო ამ ჟანრის დიდი ოსტატი. მისი ბიოგრაფიული რომანები ლევ ტოლსტოიზე, სტენდალზე,
ბალზაკზე, მაგელანზე, ჟოზეფ ფუშეზე ქართულადაც არის თარგმნილი. ასეთ წიგნებს დიდი
შემეცნებით ღირებულება აქვს, თანაც გატაცებით იკითხება.
ისე
კი, ნაირგვარი მკითხველი არსებობს. გენიოსები იმით გამოირჩევიან, რომ უთავბოლოდ
კითხულობენ ყველაფერს. უმეტესობას პროზა ურჩევნია პოეზიას, უმცირესობას, პირიქით,
პოეზია – პროზას (ესენი უბედნიერეს მკითხველთა ჯგუფს უნდა მივაკუთვნოთ, ვინაიდან
პოეზიას ლიტერატურის სხვა დარგებზე უკეთ შეუძლია სულიერად გააფაქიზოს ადამიანი,
განუვითაროს გრძნობიერი დამოკიდებულება გარემოს მიმართ, დახვეწოს და გაამშვენიეროს
მისი შინაგანი სამყარო).
ჩემი
დაკვირვებით, ბევრი წიგნის ერთხელ წაკითხვას ცოტა წიგნის ბევრჯერ წაკითხვა ჯობია.
. დაბოლოს, ბატონო ლევან, თქვენი გამოცდილებით, რას ნიშნავს კარგი მასწავლებელი ადამიანისთვის?
– კარგი მასწავლებელი, ჩემი აზრით, ის
არის, ვინც ჩვენს ღირსებებს, უნარებს შეგვაცნობინებს, საკუთარი თავის რწმენას
შეგვმატებს ან განგვიმტკიცებს, დამოუკიდებელ აზროვნებას შეგვაჩვევს, ხოლო როცა
ამას მიაღწევს, მერე… თავს დაანებებს ჩვენთვის ჭკუის დარიგებას. ამასთან
დაკავშირებით ბერტოლტ ბრეხტის ნათქვამი მახსენდება: “ყველა მასწავლებელმა
უნდა ისწავლოს, დროულად შეწყვიტოს სწავლება. ეს ძნელი ხელოვნებაა”.
ესაუბრა თამარ
კაციტაძე
კლასის მართვა
მასწავლებლისა და მოსწავლის
ჰარმონიული, კეთილგანწყობილი, პატივისცემით, ნდობითა და სიყვარულით გამსჭვალული ურთიერთობა
სრულყოფილი სასწავლო პროცესის განმსაზღვრელია. საკლასო დისციპლინა უმნიშვნელოვანესია კარგი გაკვეთილის ჩასატარებლად. ამ კუთხით განხორციელებული კვლევები ადასტურებენ, რომ მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის
გაჩენილ მცირე უთანხმოებას, რომელიც შეიძლება უფსკრულად, გადაუჭრელ პრობლემად იქცეს,
აქვს თავისი მიზეზები, რომელთა გარკვევაც სამომავლოდ ამგვარ საფრთხეს შეამცირებს. დამნაშავის ძიება ხშირად საქმეს არ შველის. უდისციპლინო მოსწავლეს ან სხვა კლასში გადაიყვანენ, ან გარიცხავენ, ან სხვა ზომებს მიმართავენ, მაგრამ პრობლემა ამით არ მოგვარდება. საჭიროა მასწავლებლისა და მოსწავლეების შეთანხმებული მოქმედება საკლასო დისციპლინის გასაუმჯობესებლად, რათა მასწავლებელს მიეცეს საშუალება პროფესიონალიზმის სრული გამოვლენისა, ხოლო მოსწავლეებს _ სწავლისა. ამისთვის კი მნიშვნელოვანია, მასწავლებელმა კლასი გაიაზროს, როგორც საზოგადოების ერთგვარი მიკრომოდელი, და იფიქროს მისი მართვის ხერხების
გამრავალფეროვნებასა და დახვეწაზე.
მასწავლებელიცა და მოსწავლეც, როგორც საზოგადოების წევრები,
ირეკლავენ ამ საზოგადოებაში არსებულ ქცევის ნორმებს. პიროვნებისა და საზოგადოების ურთიერთობის
შესახებ უამრავი სოციოლოგიური გამოკვლევა არსებობს. ამჯერად კლასი განვიხილოთ, როგორც
გარკვეული სოციალური ჯგუფი, რომლის წევრებს შორის ჩამოყალიბებულიქცევის ნორმებიც აისახება
საგაკვეთილო პროცესზე.
კლასში არსებობენ განსხვავებული შეხედულებების მქონე
მოსწავლეები, ლიდერები და აუტსაიდერები. მასწავლებლისთვის მნიშვნელოვანია იმის გარკვევა,
თუ როგორ უნდა იმართოს ეს ჯგუფი სხვადასხვა ხერხით ისე, რომ სწავლისთვის სასურველი
გარემო შეიქმნას. ცნობილია სოციოლოგ მიზაფერ შერიფის აუტოკინეტიკური ექსპერიმენტი,
რომელმაც დაადასტურა, რა დიდი გავლენა აქვს ჯგუფში არსებულ თვალსაზრისს მის წევრთა
შეხედულებაზე, როგორ იცვლიან ერთეული გამონაკლისებიც კი თავიანთ აზრს, რათა ჯგუფს არ
დაუპირისპირდნენ.
ამ თვალსაზრისით, საინტერესოა უცხოელ კოლეგათა გამოცდილების გაზიარება. დოქტორი ტოდ ფინლი,
კაროლინის უნივერსიტეტის პროფესორი და მასწავლებელი, ფიქრობს, რომ კლასსაც, როგორც
ჯგუფს, აქვს თავისი ჩამოყალიბებული ნორმები. როგორ შეიძლება დავახასიათოთ ისინი?
განსხვავებით იმ წესებისაგან, რომლებსაც მასწავლებელი
მუშაობის დაწყებისას წარუდგენს ხოლმე კლასს, ნორმა არის ურთიერთშეთანხმება კლასის წევრებს
შორის, თუ როგორი იქნება მათი ურთიერთობა. პედაგოგიური ფსიქოლოგიის პროფესორის, გარი
ბერიჩის აზრით, სამი ტიპის ნორმა არსებობს: პირველი განეკუთვნება უსაფრთხოებისა და
ჯანმრთელობის დაცვას, მეორეა მორალური ნორმები (მოსწავლეთა ურთიერთდახმარება), ხოლო
მესამე ეხება მოწესრიგებულობას (ყველამ თავისი მაგიდა უნდა დაალაგოს).
ჯგუფური მუშაობის სტადიებისა და ნორმირების შესახებ
ბრუს თუქმანის გამოკვლევებმა გამოავლინა, რომ ჯგუფის განვითარება ხუთ ეტაპად მიმდინარეობს,
მიუხედავად ჯგუფის წევრთა კულტურისა, ენისა და მიზნებისა: ფორმირება, იერიში (როლების,
ფუნქციების გადანაწილება), ნორმირება, შესრულება, გადაადგილება (ცვლილება). მასწავლებელმა
ორი-სამი კვირა უნდა მისცეს მოსწავლეებს პირველი ორი საფეხურის შესასრულებლად.
1.
ფორმირება
– მოსწავლეები შფოთავენ იმის გამო, თუ როგორ მიიღებენ მათ სხვები და, შესაბამისად, ფრთხილად იქცევიან.
2.
იერიში
(როლების, ფუნქციების გადანაწილება) – გამოკვეთილ მოსწავლეებს შორის ჩნდება ერთგვარი
კონფრონტაცია, რათა გაირკვეს თითოეულის როლი და ფუნქცია.
3.
ნორმირება
– ჯგუფში თანდათან ყველაფერი ლაგდება, მოსწავლეთა ურთიერთშეთანხმებულობა იზრდება, ყალიბდება
ნდობის, თანაგრძნობისა და პატივისცემის ატმოსფერო.
4.
შესრულება
– ჯგუფი შეკრული და ავტონომიურია, თითოეული წევრის მიზანი ჯგუფის საერთო ინტერესებს
ექვემდებარება და ერთობლივი ძალისხმევით ხორციელდება.
- ცვლილება
– უთანხმოება ხდება წევრებს შორის, რასაც ცვლილებები მოსდევს.
როგორ უნდა გაითვალისწინოს
მასწავლებელმა ყოველივე ეს?
ის
უნდა დაეხმაროს მოსწავლეებს სწორი და შესაბამისი მიზნების ჩამოყალიბებაში, რათა მათ
წარმატებით დაძლიონ პირველი ეტაპი. იერიშის, როლებისა და ფუნქციების გადანაწილების
პროცესში, გარკვეული დაძაბულობის შექმნისას, მასწავლებელი თვალყურს აუღელვებლად უნდა
ადევნებდეს, რათა შექმნილი კონფლიქტი დროულად მოაგვაროს. მან უნდა აღუწეროს მოსწავლეებს
ჯგუფის განვითარების ეტაპები, რათა მათაც გააზრებული
ჰქონდეთ ის პროცესი, რომელშიც მონაწილეობენ.
როგორ
უნდა შეუწყოს ხელი მასწავლებელმა საკლასო ნორმების ჩამოყალიბებას?
მან
უნდა აუხსნას მოსწავლეებს, რომ საკლასო ნორმების ჩამოყალიბება აუცილებელია საკლასო
კულტურის განვითარებისთვის, ეს ხელს უწყობს სწავლის ხარისხის ამაღლებას და ცოდნის შეძენის პროცესს აუმჯობესებს. ისინი,
რომლებიც ერთგვარ შფოთვასა და მოუთმენლობას გამოხატავენ, მასწავლებელმა უნდა დაარწმუნოს, რომ კლასის საერთო ინტერესები მხოლოდ რომელიმე ერთის
საჭიროებებს არ ეფუძნება, ისინი ერთად უნდა გაემართონ საერთო მიზნისკენ. ისიც უნდა
ითქვას, რომ ჩამოყალიბებული ნორმები შეიძლება გარკვეული ხნის შემდეგ შეიცვალოს იმისდა
მიხედვით, თუ როგორ წარიმართება მათი შესრულების პროცესი.
მასწავლებელმა
პატარა ჯგუფებს უნდა დაავალოს იმ სქემის შევსება, რომელიც T-დიაგრამის
სახით არის მოცემული. მოსწავლეებმა მარცხნივ უნდა დაწერონ პრობლემა, ხოლო მარჯვნივ
– წესი (ნორმა), რომელიც მის გადაჭრას შეაძლებინებს. სანამ შეავსებენ, მასწავლებელი
უნდა ესაუბროს მათ პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე, თვითონ უნდა გააკეთოს პირველი
ჩანაწერი, რათა პროცესის მოდელირება შეძლოს, თვალსაჩინო გახადოს დავალება.
|
პრობლემა |
ნორმა |
|
წინა სემესტრში ან ბოლო ორი კვირის განმავლობაში რამ შეგიშალათ ხელი სწავლის |
რაგვარმა გონივრულმა ნორმებმა შეიძლება აღმოფხვრას სწავლის დამაბრკოლებელი საფრთხე? |
|
1. როდესაც მოსწავლეები დასცინიან იმ ბავშვებს, რომლებიც |
1. არ გაიცინო სხვის შედომებზე. ამ კლასში დაცინვით არავის არ შეურაცხყოფენ. |
|
2. |
2. |
|
3. |
3. |
|
4. |
4. |
|
5. |
5. |
ამ დავალების
შესრულებისთვის მოსწავლეებს მიეცით 10-15 წუთი. შემდეგ განიხილეთ ყოველი ჯგუფის
დაწერილი, შეაჯერეთ და შექმენით საერთო,
ყველასთვის მისაღები წესების ჩამონათვალი.
რა
არის კლასში პოტენციური პრობლემების წყარო?
- მოსწავლეთა ურთიერთობა;
- ფიზიკური სივრცე ან პირადი საკუთრება;
- მგრძნობიარე თემები;
- ცვლილებები;
- როდესაც მასწავლებელი გადის/არ არის ოთახში;
- როდესაც საკითხების განხილვა ადრე დამთავრდება;
- სმარტფონები;
- ფანქრით ხატვა, ფურცლებით თამაში;
- სიმორცხვე ან იმედგაცრუება;
- მოუთმენლობა;
- სხვისი აზრის უპატივცემულობა;
- საჭირო მასალის უქონლობა და სხვ.
როდესაც მოსწავლეები ჯგუფებში ჩამოწერენ გარკვეულ წესებს,
ყველაფერი დაწერეთ დაფაზე და თვითონაც დაამატეთ. შეიძლება რაიმე წესმა კამათიც გამოიწვიოს,
ამიტომ ყოველივეზე შეთანხმდით. მიზანი ერთი უნდა იყოს: ამ წესებმა აკადემიური მოსწრება უნდა გააუმჯობესოს.
შეიძლება თითოეულ წესზე კენჭისყრაც, რათა ყველასთვის გასაზიარებელი იყოს. შემდეგ ეს
წესები კედელზე თვალსაჩინოდ გააკარით.
მასწავლებელმა მოსწავლეებს
შეიძლება შეასრულებინოს შემდეგი ორი სავარჯიშო, რომლებიც ხელს უწყობენ ნორმირების პროცესს.
სავარჯიშო #1: რა უნდა იცოდეთ ჩვენ შესახებ?
მიზანი: დაეხმაროს მოსწავლეებს, გაითავისონ თანაკლასელთა
საჭიროებანი.
სანამ წესების ჩამოყალიბებაზე იმსჯელებთ, მოსწავლეებს
სთხოვეთ, დაჯგუფდნენ საერთო ინტერების მიხედვით: ერთი მხრივ, ჩამოწერონ, რა აერთიანებთ, რა მსგავსება აქვთ, მეორე
მხრივ – რა უნდათ, რომ სხვებმა იცოდნენენ მათ შესახებ. შემდეგ ეს კლასს უნდა გააცნონ.
სავარჯიშო #2: რა
გაიგეთ?
მიზანი:
დაეხმაროს მოსწავლეებს, სწორად აღიქვან
ერთმანეთის საჭიროებანი.
მოსწავლეებმა
უნდა ჩამოწერონ, თუ რა გაიგეს, როგორ აღიქვეს თანაკლასელთა საჭიროებანი, იმსჯელონ
და დააზუსტონ; რაც არასწორად გაიგეს, გაარკვიონ.
რა
თქმა უნდა, ყოველივე ამას მიაქვს გარკვეული დრო, მაგრამ როდესაც მოსწავლეები
გაარკვევენ ერთმანეთის ღირებულებებს, მისწრაფებებს, მიზნებს, საჭიროებებს, მეტი
ნდობა ექნებათ, საკლასო ატმოსფეროც იქნება მშვიდი. კეთილგანწყობილი მოსწავლეები უკეთესად ისწავლიან და მეტ წარმატებასაც
მიაღწევენ. ტოდ ფინლის აზრით, ამას ადასტურებს მეცნიერული კვლევა.
განათლების
ექსპერტის, რებეკა ალბერის აზრით, კლასის მართვა განსაკუთრებით ახალბედა
მასწავლებლებს უჭირთ. ამ შემთხვევაში, ის დისციპლინასთან გამკლავების 5 მნიშვნელოვან ხერხს გვთავაზობს:
#1 ისაუბრეთ ბუნებრივად.
სწავლებისას თქვენი ხმა
ბუნებრივად უნდა გაისმოდეს. ხმის აწევით საუბრისას ხმას დაკარგავთ. მასწავლებელი
ხმას უწევს, რათა ყურადღება მიიქციოს, მაგრამ ეს არასწორია – სიმშვიდესაც არღვევს კლასში
და მასწავლებლის იოგებსაც ვნებს. მოსწავლეები მის ხმას სარკესავით აირეკლავენ და ისინიც ასევე ილაპარაკებენ.
საუბრისას მუდმივად უნდა
ცვალოთ ტონი. ბრძანების ტონით უნდა მისცეთ დავალება, მაგრამ თუ რაიმეს ეკითხებით
პერსონაჟის ხასიათის ან რომელიმე ისტორიული მოვლენის შესახებ, მაშინ თქვენს ხმას
სასაუბრო ტონალობა უნდა ჰქონდეს.
#2 ისაუბრეთ მხოლოდ მაშინ, როდესაც მოსწავლეები
წყნარად და ყურადღებით იქნებიან.
მასწავლებელმა უნდა მოიცადოს მანამ, სანამ კლასში ხმაური და შფოთვა არ
ჩაწყნარდება და მერე უნდა დაიწყოს ახსნა-განმარტება, მსჯელობა. ამ დროს შეიძლება
თვითონ მაოსწავლეებმაც გააჩუმონ ერთმანეთი, რადგან დაინახავენ, რომ თქვენ დუმხართ
და ელოდებით. შეიძლება ამ მოცდამ
გარკვეული დრო წაიღოს, მაგრამ ეს აუცილებელია საგაკვეთილო პროცესის
ნორმალიზებისათვის. ამისთვის კი მოთმინებისა და ნებისყოფის გამუდმებით წვრთნაა
საჭირო.
#3 გამოიყენეთ ხელები, მინიშნებები და სხვა არავერბალური საურთიერთო
საშუალებები (ჟესტ-მიმიკა).
მოსწავლეთა დასაწყნარებლად შეიძლება ხელის აწევა ან თვალებით მინიშნება, რომ
დაწყნარდნენ. მასწავლებელმა შეიძლება ყველას ააწევინოს ხელები და შემდეგ
დააშვებინოს – მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყოს საუბარი. შეიძლება მასწავლებელმა 2-3 წუთიც მისცეს, რათა
მოსწავლეებმა საუბარი დაასრულონ.
დაწყებით კლასებში შეიძლება მოსწავლეებს ტაში შეამოაკვრევინოთ: სამჯერ წინ
და ორჯერ ზურგს უკან. ამგვარად გაახალისებთ და გაააქტიურებთ, მთელ ყურადღებასაც
მასწავლებლისკენ მიაპყრობინებთ.
#4 კლასისთვის
შეუფერებელ ქცევაზე მიუთითეთ სწრაფად და გონივრულად.
მასწავლებელი მოსწავლის შეუსაბამო ქცევაზე სწრაფად და ადეკვატურად უნდა
რეაგირებდეს. არც ერთი მოქმედება არ უნდა დატოვოს ყურადღების მიღმა, თორემ
უმნიშვნელო უდისციპლინობამ შეიძლება გამოუსწორებელი სახე მიიღოს. შეინარჩუნეთ
სიმშვიდე, ნუ დაადანაშაულებთ მოსწავლეს, შეეცადეთ გაარკვიოთ მისი უმსგავსი ქცევის
მიზეზი. შეიძლება ჰკითხოთ კიდეც, შეგიძლიათ თუ არა რაიმეთი დაეხმაროთ („ალბათ
რაღაც გაინტერებს, მკითხე!”). თუ მოსწავლეებს უთანხმოება აქვთ, შეეცადეთ
გაკვეთილის შემდეგ უშუალოდ, მეგობრულად დაელაპარაკოთ და ყოველივე მშვიდობიანად
მოაგვაროთ.
#5 ყოველთვის კარგად დაგეგმეთ გაკვეთილი.
ეს ყველა რჩევაზე მნიშვნელოვანია. წინასწარ დაგეგმეთ მთელი საგაკვეთილო
პროცესი. მაშინ ნაკლები საშიშროება იქნება იმისა, რომ დარჩეს „ცარიელი ადგილები”
ხმაურისა და გაურკვევლობისთვის. დაუგეგმავ გაკვეთილზე უფრო მეტს მასწავლებელი
ლაპარაკობს, მოსწავლეები არ არიან ჩართულნი, შესაბამისად, ყურადღება ეფანტებათ და
მზერა განზე გაურბით, რაც იწვევს კიდეც უდისციპლინობას.
რა თქმა უნდა, ყოველი მასწავლებელი ინდივიდუალურია თავისი თვისებებითა და
გამოცდილებით. ხშირად რჩევა შეიძლება კარგი იყოს, მაგრამ ის ვერ მიესადაგოს
კონკრეტულ შემთხვევას. ამიტომ, მთავარია არა უნივერსალური რჩევებისა და
წეს-კანონების ძიება, არამედ გამუდმებული დაკვირვება საკუთარ თავსა და
გარშემომყოფებზე და იმ ოპტიმალური საშუალებების გამონახვა, რომლებიც უზრუნველყოფენ
სწავლისთვის შესაფერისი გარემოს შექმნას.
სწავლების პროცესს სასიამოვნოს და საინტერესოს მხოლოდ მასწავლებლისა და
მოსწავლეების ერთობლივი ძალისხმევა ხდის.
სემინარული მუშაობის თეორიული და პრაქტიკული ასპექტები
|
მიმართულება |
კონკრეტული ასპექტი
|
|
სამეცნიერო-ტექნიკური |
საწვავის ხარისხი, ავტომობილების გამართულობა |
|
სამართლებრივი |
საერთაშორისო შეთანხმებები, სამართლებრივი აქტები |
|
ეკოლოგიური |
გამონაბოლქვის ზეგავლენა გარემოზე |
|
სამედიცინო |
გამონაბოლქვის ზეგავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე |
წასაკითხი ტექსტების ტიპები
- დამამტკიცებელი საბუთები, ანალიზი, არგუმენტების სტანდარტები, რომელთა საშუალებითაც ისტორიკოსები მხარს უჭერენ ერთმანეთს ახალი აღმოჩენების გაკეთებისას და ადრე მიღებული დასკვნების უარყოფისას.
|
თხრობითი ჟანრი |
საინფორმაციო ჟანრი |
|
· მონაწილეობენ მოქმედი პირები, |
· გვაძლევს ზოგად ინფორმაციას |
|
· იყენებს მოვლენათა სიუჟეტურ განვითარებას დროის მიხედვით. გადმოსცემს დასაწყისს, ძირითად ამბავს და დასასრულს მოვლენებისა, რომლებიც დალაგებულია ქრონოლოგიურად, თუ არაა აღნიშნული რეტროსპექციები; |
· იყენებს ტექსტის სხვადასხვა მოდელს, ხშირად ერთსა და იმავე ტექსტში: ჩამონათვალს, შედარებას და დაპირისპირებას, კითხვას და პასუხს, მიზეზს და შედეგს, პრობლემასა და მის გადაწყვეტას და ქრონოლოგიურ წყობას; |
|
· დამოუკიდებელია; ხშირად |
· ეთანხმება, უარყოფს ან ავითარებს |
|
· აქვს ილუსტრაციები და წარმოსახვითია; |
· აქვს ილუსტრაციები, რომლებიც |
|
· აქვს თავების სათაურები |
· აქვს თავების სათაურები, |
|
· იყენებს მცირე რაოდენობით |
· იყენებს ბევრ ახალ სიტყვას, |
|
· იყენებს წარსულ და აწმყო |
· იყენებს არსებით სახელებს |
|
· აქვს ბუნდოვანი შინაარსი ახალი სიტყვების მნიშვნელობის გამოცნობისას. |
· ზუსტად წარმოგვიდგენს ახალ სიტყვებს, ხშირად იყენებს ერთმანეთთან მნიშვნელობით ახლოს მდგომ ტექნიკურ სიტყვებს. |
- ტექსტები, რომლებიც ფოკუსირებულია სწავლებასა და სწავლაზე, ფართო აუდიტორიაზე, ტექსტის საფუძვლიან გაგებაზე, სამოქალაქო საქმიანობაზე, ანდა გათვლილია რომელიმე სამეცნიერო საზოგადოების შიგნით კომუნიკაციისთვის;
- ტექსტები, რომლებიც არგუმენტაციისა და სხვადასხვა კონცეფციის შედარებისთვისაა განსაზღვრული (ასეთი ტექსტები კარგად ჩამოყალიბებული და სტილისტურად გამართულია);
- ტექსტები, რომელთაც იყენებენ ლაბორატორიული სამუშაოებისთვის (მათში განსაზღვრულია მიზანი, ძირითადი საკითხი, აღწერილია მასალა, მასალების სია _ ამა თუ იმ დარგზე დამოკიდებული საზომი სისტემის მიხედვით, პროცედურებისა და პრაქტიკული მოქმედების დეტალები, მათი გრაფიკული აღწერილობა და სხვ.).
- ტექსტის წაკითხვა (პარაგრაფების მიხედვით);
- ლექცია-გაკვეთილების მოსმენა;
- გაკვეთილის მიმდინარეობისას დიალოგების გამართვა;
- აუდიოვიზუალურ პრეზენტაციებში მონაწილეობა;
- გრაფიკული ორგანიზატორების (ვენის დიაგრამა ან ცხრილი) გამოყენება და ა.შ.
ტაუტომერია
რაც იყო, რაც არის და რაც მომავალში იქნება – ყველაფერი კანონზომიერია. შემთხვევითობა არ არსებობს. დაბადება და სიკვდილი, შენება და ნგრევა, მშვიდობა და ომი, ბედნიერება და ტკივილი, ცივილიზაციათა აღმოცენება-აღზევება თუ მათი დაქცევა-გადაშენება კანონზომიერია – თითოეული მათგანი რაღაც კანონს ემორჩილება. მთელი ჩვენი კვლევა-ძიება თუ რელიგიები ამ კანონზომიერებების ჩაწვდომისათვის არის მომართული. მრავალსაუკუნოვანი დაუღალავი წვალების შედეგად რამდენიმეს მივაგენით კიდეც და საქვეყნოდ დასანახად დიდი ზარ-ზეიმით სცენაზე გამოვფინეთ, მაგრამ ბევრი მათგანი ჯერ კიდევ იდუმალების ფარდის უკან ღრმა ტალანებშია მიმოფანტული…
კანონებს ჩვენ არ ვქმნით. ეს კანონები სამყაროს გაჩენამდე შეიქმნა და თვით სამყარო ამ კანონებით შექმნეს. ნიუტონმა, ფარადეიმ, ლავუაზიემ თავის დროზე სწორედ ამ ბნელ ტალანებში ხეტიალისას იპოვეს „თავიანთი” კანონები, ისტორიის მტვერი ჩამოაცილეს, დავარცხნ-გაასუფთავეს და საზეიმოდ გამოდგეს სცენის განათებულ ნაწილში ჩვენს დასანახად… მაგრამ ჯერ კიდევ უამრავი მოვლენაა ჩვენს გარშემო, რომელსაც ვერც ერთი ჩვენთვის ცნობილი კანონით ვერ ვხსნით და ჩვენი დაუცხრომელი ცნობისმოყვარეობის დასაოკებლად „დაუწერელი” კანონის მცნება შემოვიღეთ…
ქიმიაში ბუტლეროვისა და სხვათა დანატოვარი კანონების თანახმად, ორგანულ ნაერთის მოლეკულის აგებისას რამდენიმე მარტივი წესით (კანონით) თუ ვისარგებლებთ, სტრუქტურის დაწერა ბურთების ერთმანეთთან ჩხირებით შეერთების თამაშად შეიძლება იქცეს – ამოცანად, რომლის თავის გართმევას საბავშვო ბაღის ასაკის ბავშვიც შეძლებს. თუმცა შეცდომის თავიდან ასაცილებლად რამდენიმე დაუწერელი (უფრო სწორად, ჯერ ვერ დაწერილი) კანონიც უნდა გავითვალისწინოთ.


ასეთი ნაერთი მაშინვე უნდა გადაჯგუფდეს – გარდაიქმნას სხვა ნივთიერებაში:

ვინ ან რა კრძალავს ამ ორი ფუნქციური ჯგუფის ერთად ყოფნას, ჯერ-ჯერობით ნათლად ბოლომდე ვერ ჩავწვდით, თუმცა მოვლენას კი მივანიჭეთ სახელი ტაუტომერია. სწორედ ამ აკრძალვის შედეგია ალკინებზე წყლის მოქმედებით სპირტები რომ არ მიიღებიან არასოდეს…
წლის ბოლოს ერთად გავიცინებთ
ბიძია ჯო

მულტიკულტურული განათლების ორიენტირები და ტექნოლოგია „OPEN SPACE“
- ინტერაქციული მეთოდებიდან შეარჩიოს რომელიმე ერთი, ყველაზე მოხერხებული მეთოდი;
- ამოარჩიოს მიზნის შესაფერისი ეფექტური სახელმძღვანელო;
- გამოკვეთოს დავალებებისა და სავარჯიშოების ტიპები;
- მოიფიქროს/წარმოიდგინოს მოსწავლეთა ორგანიზების ფორმები.
- შეისწავლოს მოსწავლეთა ცოდნის ხარისხი და მოსწრების დინამიკა;
- გადახედოს საგნობრივ რეიტინგს და შეაფასოს გაწეული საქმიანობა.
- „ჩვენი განხილვის თემააა… მომდევნო… ხნის განმავლობაში ჩვენ შევიმუშავებთ ჩვენს საუკეთესო იდეებსა და შესაძლებლობებს დასახელებული პრობლემების მოსაგვარებლად.
- ჩვენ გვაქვს „ახალი ამბების დაფა”, რომელზეც წარმოდგენილია ჩვენი სამუშაოს გეგმა. როდესაც განსაზღვრავთ ძირითად პრობლემას, დაასათაურეთ ის და დაწერეთ ფურცელზე.
- ყველა, ვისაც სურს პრობლემის ღიად მოგვარება, გამოდის მრგვალი მაგიდის ცენტრში და გამოაცხადებს მას ხმამაღლა, შემდეგ კი ფურცელს მიამაგრებს დაფაზე.
- მონაწილეები შექმნიან სიას, ჩამოწერენ პრობლემებს განსახილველად და განაწილდებიან სადისკუსიო ჯგუფებად. ჯგუფები მუშაობენ პარალელურ რეჟიმში.
- თითოეული მათგანი ჩამოწერს ძირითად თეზისებს და მიამაგრებს დაფაზე, რათა ყველას შეეძლოს, მუშაობის დროს გაეცნოს მეორე ჯგუფის სამუშაო ვერსიას.
- პატარა ჯგუფებში მუშაობის შემდეგ მოხდება კონვერგენცია – გაერთიანება თემების მიხედვით უფრო მსხვილ ჯგუფებად ყველაზე საინტერესო თემების ირგვლივ და გაგრძელდება დისკუსია.
- სამუშაო დრო არ არის რეგლამენტირებული”.
- ვინც არ უნდა მოვიდეს, ეს სწორედ ის არის, ვინც საჭიროა;
- რაც არ უნდა ხდებოდეს, ეს ერთადერთია, რაც უნდა მომხდარიყო;
- როცა გინდა რამე დაიწყო, ეს საამისოდ სწორედ რომ შესაფერისი დროა;
- როცა ყველაფერი დამთავრდება, სწორედ მაშინ დგება დასასრული.



