ფსიქოლოგიის ქართული სამეცნიერო სკოლის დამფუძნებელი, უდიდესი
ქართველი ფსიქოლოგი დიმიტრი უზნაძე მსოფლო ფსიქოლოგიაში განწყობის ფსიქოლოგიის მამამთავრად ითვლება. საქართველოში კი მას ექსპერიმენტული პედაგოგიკისა და პედაგოგიკის ფსიქოლოგიის ფუძემდებლადაც მიიჩნევენ. ჯერ კიდევ 1912 წელს მან გამოსცა “ექსპერიმენტული პედაგოგიკის შესავალი“, რითაც ჩვენს ქვეყანაში სათავე ექსპერიმენტულ პედაგოგიკას.
დიმიტრი უზნაძე თავისი სამეცნიერო ნაშრომებში დიდ ადგილს
უთმობს ბავშვის თამაშისა და სწავლის ფსიქოლოგიურ ბუნებას და ფუნქციას. მეცნიერის აზრით, ყველა ცოცხალი ორგანიზმის ბუნებრივ მდგომარეობას მოძრაობა, აქტიურობა შეადგენს. არ არის აუცილებელი, რომ ცოცხალი ორგანიზმის ასამოქმედებლად მასზე რაიმე გამღიზიანებელი ზემოქმედებდეს. ცოცხალი
ორგანიზმის ბუნებრივი თავისებურებაა მასში არსებული ძალების მოქმედება, აქტივობა. ამ თავისებურებას უზნაძის განმარტებით ფუნქციონალური ტენდეცია ჰქვია.
უზნაძის თეორიის თანახმად, თამაშის ძირითად არსს ბავშვის შესაძლებლობათა აქტივაცია წარმოადგენს. კერძოდ, ბავშვი არა მხოლოდ იმ ძალებითაა აღჭურვილი, რომლებიც ბიოლოგიურად მნიშვნელოვანია მისი განვითარების ამ ეტაპზე, არამედ იმ ძალებითაც, რომლებიც მან მემკვიდრეობით მიიღო და რომლებიც მნიშვნელოვანი იქნება განვითარების შემდგომ ეტაპებზე. ბიოლოგიურად აუცილებელი ფუნქციები მის მოთხოვნილებათა დაკმაყოფილების იმპულსით მოქმედებს, ხოლო ძალების მეორე ჯგუფი მოქმედებს ფუნქციონალური ტენდენციის საფუძველზე. თამაში სწორედ ამ ძალთა მოქმედების გამოვლინებაა.
მნიშვნელოვანია, რომ თამაშის საშუალებით ხდება იმ ძალების და შესაძლებლობების განვითარება, რომელიც შემდგომში სერიოზული საქმიანობის განხორციელების საფუძველი ხდება. სასკოლო ასაკში, მიუხედავად იმისა, რომ ბავშვის ცხოვრებაში სწავლა დიდ ადგილს იკავებს, არანაკლები დრო ეთმობა თამაშს, განსაკუთრებით კი ფიზიკურ თამაშებს. ამასთან, სკოლის ასაკის ბავშვების თამაში სპეციფიკურ სახეს იძენს. ბავშვი მარტო აღარ თამაშობს. მას აუცილებლად ჰყავს პარტნიორი და, ამასთან, მისი თამაში მიზანდასახული ქცევების ფორმად იქცევა, რომელიც საკუთარი ძალების გამოცდის, თანატოლებთან შეჯიბრის ხასიათს იძენს. მიუხედავად იმისა, რომ ამ ქცევითაც არანაირი პროდუქტი არ იქმნება, მისი მიზანი თვითგანვითარება, საკუთარი ძალებისა და შესაძლებლობების გამოცდაა. სწორედ ამიტომ, მოზარდი ზოგჯერ მარტოც მიმართავს საკუთარი მოტორული აპარატის ამოქმედებას. იგი თითქოს თავის თავს ეჯიბრება და ცდილობს სულ უფრო და უფრო დახვეწილი და ძლიერი მოძრაობები შეასრულოს.
ამგვარად, ამ ასაკში თამაში მოძრაობათა განვითარების, გაუმჯობესებისა და დახვეწის მიზანს ემსახურება და იგი შეჯიბრის პირობებში ხორციელდება, რომელიც გულისხმობს გარკვეული წესებისა და პირობების დაცვას. შედეგად, მოზარდი “ფიზიკური თამაშის” გზით გაითავისებს საზოგადოებაში არსებულ, გარკვეულ წესებს და ნორმებს, რაც ეხმარება მას პიროვნებათშორისი ურთიერთობებისა და ჯგუფური მუშაობის უნარების განვითარებაში.
მეცნიერის მტკიცებით, სწავლა ადრეული ბავშვობიდან იწყება, მაგრამ დასრულებულ შინაარსს სწავლა სკოლის გარემოში იძენს. ამ პერიოდში სწავლა ქცევის ძირითად ფორმად იქცევა. სწავლა არა მხოლოდ რაიმე ცოდნის შეძენას გულისხმობს, არამედ შესაძლებლობების შეძენასაც, უნარების განვითარებასაც. სწორედ ამიტომ, სწავლის პროცესში არა მხოლოდ კონკრეტული ცოდნის ან ჩვევის დაუფლება ხდება, არამედ მოსწავლის იმ უნარებისა და შესაძლებლობების (“ძალების”) განვითარებაც, რომლებიც სწავლის პროცესში მონაწილეობენ. უფრო მეტიც, უზნაძის აზრით, სწავლაში ძირითადი სწორედ ამ უნარებისა და შესაძლებლობების განვითარებაა. თუმცა, თამაშისგან განსხვავებით, სწავლის პროცესში ბავშვის ძალების აქტივაცია უფროსის (მასწავლებლის) მიერ მიწოდებული მასალის საფუძველზე ხორციელდება და, ამ მხრივ, სწავლა
ქცევის გარდამავალი ფორმაა თამაშსა და შრომას შორის.
სასკოლო გარემოში სწავლა გარკვეულ სასწავლო მასალასთან ერთად აუცილებლად მასწავლებელსაც გულისხმობს, კერძოდ კი მის მონაწილეობას სწავლის პროცესში. მასწავლებლის ფუნქცია მასალის უბრალოდ მიწოდება და გამოკითხვა კი არ არის, არამედ – სწავლება. მასწავლებელი ასწავლის მოსწავლეს, რისთვისაც სასწავლო მასალას მოსწავლის უნარებისა და შესაძლებლობების მიხედვით გარდაქმნის და ისე აწოდებს მას. მასალა, ერთი მხრივ, მოსწავლის ცოდნისა და უნარების (“ძალთა”) აქტუალური დონის შესატყვისი უნდა იყოს, მეორე მხრივ, კი – მისგან გარკვეულწილად დაშორებული, რათა ხელი შეუწყოს განვითარებას. მასწავლებლის ფუნქცია სწორედ ამ პირობების რეალიზაციაა: მოსწავლისათვის ახალი მასალის მისაწვდომად გადაცემა, “ახსნა.” “ახსნა კი უცნობის ნაცნობზე, ახლის ძველზე დაყვანასა და სწორედ ამით ნაცნობისა და ძველის უფრო მაღალ საფეხურზე აყვანას ნიშნავს.” ამგვარად, მოსწავლის განვითარების პროცესში მასწავლებელი შუამავალია მასალასა და მოსწავლეს (მის “ძალებს”) შორის. ახსნის შედეგად მანამდე პრაქტიკულად მოცემული გარკვეული ფაქტი ბავშვისთვის დაკვირვების ობიექტად იქცევა, მისი ცნობიერებისთვის ხდება მისწავდომი. რაიმე ფაქტი, მოვლენა თუ საგანი სწავლის შედეგად ბავშვისთვის არა მხოლოდ პრაქტიკულად მოცემულად არსებობს, არამედ ცნობიერებაში ინახება ცნობათა სახით.
ერთი სიტყვით, უზნაძის მიხედვით, სწავლის ძირითადი არსი ახსნაში და ამ გზით, მოვლენათა, ფაქტთა და საგანთა ცნობიერებაში ასახვასა და მოზარდის ცნებითი აზროვნების განვითარებაში მდგომარეობს.
რაც შეეხება დიდი ქართველი ფსიქოლოგის
რჩევას მასწავლებლებისთვის: გახსოვდეთ, რომ ბავშვის განვითარება
მხოლოდ აქტივობის პროცესშია შესაძლებელი. სასწავლო პროცესის ეფექტიანობა , პირველ
რიგში, სწავლისადმი დადებით განწყობას გულისხმობს, ანუ მთლიან პიროვნულ მზაობას. დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორ
მოარგებთ სასწავლო მასალას მოსწავლის განწყობას, მის სამოქმედოდ განწყობილ ძალებს.
მასალა , ერთი მხრივ, შესაფერისი უნდა იყოს მოწაფის ძალთა განვითარების აქტუალური
დონისთვის. მეორე მხრივ, დაშორებულიც უნდა იყოს. სხვაგვარად, წინსვლა შეუძლებელი
იქნება. საკლასო
ოთახში შექმენით ბავშვის განვითარების შესატყვისი გარემო. გახსოვდეთ,
რომ მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლება, პირველ რიგში, მოსწავლეების ინტერესების
და სურვილების გათვალისწინებას გულისხმობს. ნუ გააკეთებთ აქცენტს მხოლოდ ბავშვის
ინტელექტუალურ განვითარებაზე. აუცილებელია მთელი ბუნების მოქმედებაში მოყვანა,
პიროვნების მთელი ძალების გახსნა. აღზრდა –
ეს არის სწრაფვა იდეალურისკენ, საკუთარი და სხვისი ცხოვრების ფორმაციის
მიზანდასახული პროცესი. აღმზრდელი, როგორც სოციალური იდეების მატარებელი, არ
აქცევს ყურადღებას ბავშვის მისწრაფებებს და ხელმძღვანელობს იმით, რაც მისთვის
(აღმზრდელისთვის) არის მნიშვნელოვანი. ეს არის უფსკრული აღსაზრდელისა და
აღმზრდელის მისწრაფებებს შორის. ეს აღზრდის
ძირითადი ტრაგედიაა. სასწავლო პროცესი იმაზე უნდა იყოს ორიენტირებული, რომ
მოსწავლეს ადამიანის დამახასიათბელი ერთ–ერთი მოთხოვნილება –ინტელექტუალური მოთხოვნილება (ცნობისმოყვარეობა)
ე.წ. სწავლის წყურვილში გადაეზარდოს. ბავშვის განვითარება ქცევის პროცესში ხდება. ქცევის ფორმები ადამიანის ცხოვრებაში
ისე მჭიდროდ უკავშირდება ერთმანეთს, რომ ხშირად რთულია ესა თუ ის კონკრეტული ქცევა
რომელიმე ფორმას მიაკუთვნო. ასეთი ქცევის ფორმაა სწავლა. სწავლა მოიცავს როგორც ექსტროგენური, ასევე ინტროგენური
ქცევის ფორმების ელემენტებს და ამასთან განსხვავდება თითოეული მათგანისგან. სწავლის
ცნება ძალიან ფართოა. არ არსებობს არც ერთი ექსტროგენური ქცევის ფორმა, რომლის სწავლის
საგნად გადაქცევაც არ შეიძლება. ეს არის სწავლის გენერალურ ხასიათი.
თამარ კაციტაძე
ნინო რევიშვილი
განათლებაში, რაც მარტივი შესაფასებელია არ არის ყველაზე მნიშვნელოვანი, მაგრამ ის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია შესაფასებლადაც რთულია” ადამ გარმორანი სასკოლო ცხოვრებაში მონაწილეობა სოციალიზაციის უწყვეტი პროცესია. სკოლა ნორმებსა და ქცევის წესებს აწესებს, რაც მოსწავლეებს, მომავალში, საკუთარი როლის განსაზღვრაში ეხმარება. ცნობილი ფრანგი სოციოლოგი ემილ დურკჰაიმი მიიჩნევდა, რომ ოჯახი დიდ გავლენას ახდენს ბავშვის აღზრდაზე და მისი პიროვნების ჩამოყალიბებაზე, სკოლამ კი მოსწავლეები უფრო დიდი საზოგადოების მოქალაქეებად უნდა აღზარდოს. შესაბამისად, დიდი მნიშვნელობა ენიჭება სასკოლო ცხოვრების თითოეულ ასპექტს, რომელიც მოსწავლეს მომავალი ცხოვრებისათვის მოამზადებს.
განათლების სპეციალისტებისადა პედაგოგების აზრი ხშირად იყოფა, როდესაც საუბარი ფორმალური განათლების საუკეთესო მეთოდებზე ან მიდგომებზეა. ფორმალური განათლება და ეროვნული სასწავლო გეგმა, რომელიც ზოგადიგანათლების ერთ-ერთი უმთავრესი ნაწილია,ძალიან მნიშვნელოვანია წარმატებული საგანმანათლებლო პროცესისათვის. არანაკლებ საგულისხმოასასწავლო გარემოსსხვა ასპექტებიც, რომლებიც ასევე დიდგავლენას ახდენს მოსწავლეთა აკადემიურ მიღწევებზე.
საგანმანათლებლო გამოცდილება შეგვიძლია სამ ასპექტად დავყოთ:
·
ფუნდამენტური ცოდნის გაზიარების პროცესი, რაც გულისხმობს ეროვნული სასწავლო გეგმით, კურიკულუმით გათვალისწინებული საკითხების სწავლებას;
·
სკოლის ფიზიკური გარემო და სტრუქტურა, რაც სასწავლო გარემოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. სკოლის ფიზიკურ სტრუქტურას წარმოადგენს არა მხოლოდ სასწავლო დაწესებულება, აღჭურვილობა, არამედ საგაკვეთილო გეგმა, გრაფიკი, დროისა და სივრცის რესურსები;
·
სასკოლო ცხოვრების გარკვეული ასპექტები, რომელთა სწავლება არ არის ასახული ეროვნულ სასწავლო გეგმაში, მაგრამ სკოლაში სწავლის დროს მოსწავლები ცნობიერად თუ ქვეცნობიერად იძენენ ცოდნის, უნარების ან გამოცდილების სახით.
წარმატებული საგანმანათლებლო პროცესი ამ სამი ასპექტის სწორი კომბინაციის შედეგად მიიღწევა.
რას სწავლობენ მოსწავლეები სკოლაში?
სკოლაში მიღებული განათლება ოფიციალურ სასწავლო გეგმებში ასახულ საგნებსა და მისაღწევ შედეგებს აღემატება. მოსწავლეები, აკადემიურ საკითხებთან ერთად, სოციალურ წესებსა და მოლოდინებს ეცნობიან. ეს მორალური თუ სოციალური მნიშვნელობის მქონე ინფორმაციაა და გარკვეულ სოციალურ უნარებს, ლექსიკას, მეტაფორებს გულისხმობს.
სასკოლო განათლების არაფორმალური ასპექტები
ფორმალური განათლების კვლევა მუდმივ ჩაღრმავებას მოითხოვს. ძალიან მნიშვნელოვანია, სკოლა გამუდმებით ზრუნავდეს იმაზე, რომ მოსწავლეებს გადასცეს პრაქტიკული ცოდნა, თუ როგორ გადაწყვიტონ მნიშვნელოვანი პრობლემები. თუმცა ამ უნარის ჩამოსაყალიბებლად აუცილებელია სწავლა-სწავლების არა მხოლოდ აკადემიური ასპექტის გათვალისწინება, არამედ განათლების არაფორმალური ასპექტებზე დაკვირვებაც. სწორედ განათლების ფორმალური და არაფორმალური ასპექტების ერთობლიობა განაპირობებს მოსწავლეთა აკადემიურ მიღწევებს და გავლენას ახდენს მათ სოციალურ და ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე.
1970-80-იანი წლებიდან მსოფლიო საგანმანათლებლო სისტემებში სტანდარტიზებული ტესტები შემოიღეს, რის შედეგადაც სწავლების ”გაუზომვადი” ან უფრო რთულად გაზომვადი ასპექტების კვლევა მეორეხარისხოვანი გახდა. მიუხედავად ამისა, გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ ტესტების საშუალებით მხოლოდ ცოდნის გარკვეული ნაწილი იზომება. მოსწავლის უნარების ჩამოყალიბებაზე კი არა მხოლოდ სასწავლო გეგმით გათვალისწინებული ამოცანების შესრულება ახდენს გავლენას, არამედ ისეთი ასპექტებიც, როგორიცაა სასკოლო გარემო, მასწავლებლების მოტივაცია და განწყობა მოსწავლეების მიმართ, სკოლის რესურსები და ა.შ.
სკოლის კლიმატი დიდ გავლენას ახდენს მოსწავლეების როგორც აკადემიურ მოსწრებაზე, ასევე მათ სოციალურ ქცევაზეც. კვლევა ცხადყოფს, რომ ისინი ადვილად ამჩნევენ იმ დეტალებსაც კი, რომლებიც თითქოს მათი ყურადღების მიღმა უნდა რჩებოდეს, ვთქვათ, როგორია სკოლის მართვის პრინციპი, როგორი ურთიერთობაა მასწავლებლებს შორის. შესაბამისად, სკოლის გარემოს როლის უგულებელყოფით, შესაძლებელია, მოსწავლის ჯანსაღი სოციალური განვითარებისთვის არაკეთილსაიმედო გარემო შეიქმნას.
სასწავლო პროცესი სოციალური ინტერაქციის სხვადასხვა ფორმას მოიცავს. ამ ფორმებს ხშირად მასწავლებლები კი არ ამკვიდრებენ, არამედ მოსწავლეები. რიგ შემთხვევებში, მასწავლებლები გაუცნობიერებლად იღებენ ამ ღირებულებებს. სკოლაში დამკვიდრებული ეს დაუწერელი კოდექსი ძალიან დეტალიზებულია და ისეთ საკითხებს არეგულირებს, როგორიცაა: როგორ ჩაიცვან მოსწავლეებმა? როგორ ისაუბრონ? როგორ ატარონ ჩანთა? როგორ მიესალმონ მეგობრებს? როგორ გაერთონ შესვენებების დროს? რა ლექსიკა გამოიყენონ ერთმანეთთან საუბრისას? ვისთან იმეგობრონ და ვისთან არა? რომელ ხუმრობებზე გაიცინონ? რა არის “მაგარი” და რა არა?
მოსწავლის მიერ სკოლის აღქმა იმაზეც არის დამოკიდებული, თუ როგორია სკოლის შენობა. მუდმივად კონტროლირებად, ჩაკეტილ, ჩაბნელებულ სკოლაში მოსწავლე თავს სისტემის ტუსაღად აღიქვამს, ხოლო დიდ, ნათელ, სუფთა გარემოში ის საზოგადოების სრულფასოვანი წევრია. ამასთანავე, სკოლაში მოსწავლეს ხშირად რჩება შთაბეჭდილება, თითქოს სწავლა ძალდატანებითი ”სამუშაო” იყოს. ის ემზადება იმისათვის, რომ ისწავლოს სწორხაზოვნად, მასწავლებელზე ორიენტირებული მეთოდით. მისი შეხედულებით, სწავლა მუშაობასთან არის გაიგივებული, ხოლო თამაში სასწავლო პროცესში მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში გამოიყენება. ამ დამკვიდრებული პარადიგმის რღვევა და ”თამაშით სწავლება” (განსაკუთრებით დაწყებით კლასებში) ბავშვს დადებით განწყობას შეუქმნის და მისთვის სწავლა სასიამოვნო პროცესთან გაიგივდება.
მზადება შრომის ბაზრისათვის
განათლების თეორეტიკოსები სკოლას სოციალური კონტროლის ერთ-ერთ უძლიერეს მექანიზმად მიიჩნევენ. შესაბამისად, გასაგებია, რომ სკოლის ყოველდღიური რუტინა წინასწარ განსაზღვრულ ნორმებს, ღირებულებებს, წარმოდგენებს აყალიბებს. ის მოსწავლეს უქმნის მოლოდინს საკუთარ მომავალზე, სოციალურ ურთიერთობებსა და სტატუსზე. ამგვარად, სკოლის იდეოლოგიის გავლენით ხშირად მოსწავლეები აღარ ცდილობენ საკუთარი მომავლის შეცვლას უკეთესობისკენ, უფრო ამბიციური მიზნების დასახვას. შეგვიძლია ისიც ვივარაუდოთ, რომ სოციალური კონტროლის ასეთი იარაღი აკონტროლებს შრომით ბაზარსაც.
სკოლის სოციალიზაციის ერთ-ერთი მთავარი მიზანი შრომის ბაზრისთვის მოსწავლეების მომზადებაა. თავად სკოლის პარაგდიგმაც _ სპეციალური, შეფასებადი დავალებების შესრულება _ მათ სწორედ შრომის ბაზრისათვის ამზადებს. სკოლაში მოსწავლეები პუნქტუალობას, ავტორიტეტების მორჩილებას, დავალებების შესრულებისათვის მზაობას, დროის რაციონალურად განაწილებას, საკუთარი პოზიციისა და არგუმენტების დაცვას ეჩვევიან. ამ უნარებს მათ მასწავლებელი უვითარებს, შესაბამისად, გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება იმას, თუ როგორ მართავს პედაგოგი კლასს. რამდენად პასუხისმგებლობით სავსე მოქალაქე იქნება მოსწავლე მომავალში _ ეს მეტწილად იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორი წესრიგია საკლასო ოთახში. როდესაც მასწავლებელი ავტორიტარია, მოსწავლეები სასწავლო პროცესს ძალდატანებით პროცესად აღიქვამენ, სადაც დაკავებული უნდა იყო და სკოლის განრიგს მორჩილად მიჰყვებოდე. ლიბერალი მასწავლებლების მოსწავლები კი სამუშაოს ხალისითა და ინტერესით ასრულებენ. სწორედ ამის გათვალისწინებით, სკოლა ხშირად განაპირობებს იმას, თუ სად აგრძელებს სკოლადამთავრებული სწავლას.
როგორ უნდა გამოიყენოს მასწავლებელმა სკოლის გარემო მოსწავლეებში სწორი ღირებულებების დასამკვიდრებლად?
მასწავლებელი ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ მიზნებს ვერ მიაღწევს, თუ არ გაითვალისწინებს სასკოლო გარემოს და ისეთ ასპექტებს, როგორიცაა მოსწავლეების ინტერესები, საჭიროებები, შეხედულებები, მოლოდინები, მოტივაცია.
მასწავლებელი სრულად ვერ გამორიცხავს კლასში არასასურველი სოციალური თუ ეთიკური ნორმების დანერგვას, მაგრამ მას შეუძლია ხელი შეუწყოს მოსწავლეების სწორი სოციალური და აკადემიური უნარების განვითარებას. მან უნდა გაითვალისწინოს თითოეული მოსწავლის თავისებურებები, სასწავლო ჯგუფის ფორმირებისას კი ყურადღება უნდა გაამახვილოს მოსწავლეების შესაძლებლობებზე, ინტერესებსა და ქცევის ნორმებზე.
კვლევა ცხადყოფს, რომ იმ სკოლებში, სადაც მასწავლებელს შეუძლია სწავლების პროცესი მოსაწყენ რუტინად არ აქციოს, მოსწავლეებს უფრო დადებითი დამოკიდებულება აქვთ სწავლის მიმართ და ისინი უფრო მოტივირებულები არიან. ზოგიერთ სკოლაში მასწავლებლები გაკვეთილს კი არ ხსნიან, არამედ მოსწავლეებს ზედაპირულ ინსტრუქციას აწვდიან იმის შესახებ, თუ როგორ უნდა შეასრულონ მათ საშინაო დავალება. რიგ შემთხვევებში, მოსწავლეებს შემოქმედებითობა საერთოდ არ მოეთხოვებათ. არადა, აზროვნების ჩამოყალიბებას მასწავლებელი ხელს მხოლოდ მაშინ უწყობს, როდესაც ის მოსწავლეებს ექსპერიმენტებისაკენ, სიახლეებისაკენ უბიძგებს.
იმის გათვალისწინებით, რომ მოსწავლეებს თავისებური წარმოდგენა აქვთ სასკოლო ცხოვრებაზე, მასწავლებელი (ასევე სკოლის ადმინისტრაცია) კარგად უნდა იცნობდეს მათ მოთხოვნებსა და ინტერესებს, ცდილობდეს მათ მიერ დაწესებული კანონების “გაფილტვრას” და იმ წესებისა და უნარების ჩამოყალიბებას, რომლებიც ჯანსაღი სასკოლო გარემოს ფორმირებას შეუწყობს ხელს. მაგალითად, მასწავლებლებმა ყურადღება უნდა მიაქციონ იმას, რომ მოსწავლე სკოლაში შესაფერისი სამოსითა და აქსესუარებით გამოცხადდეს და ამავე დროს მისი ინივიდუალური ჩაცმის წესი არ შეიზღუდოს.
მასწავლებელმა უნდა აუხსნას მოსწავლეებს, რომ ისინი თავაზიანად უნდა ექცეოდნენ სხვა მოსწავლეებს, თავს უნდა იკავებდნენ მუქარისგან, ცილისწამებისგან, დამცინავი განცხადებებისგან. ამავე დროს, მასწავლებელმა მოსწავლეს არ უნდა მიუთითოს, თუ ვისთან უნდა იმეგობროს, რომელი მოსწავლეა სამაგალითო ყოფაქცევის მქონე და ა.შ. მასწავლებლის შეფასებები კონკრეტულ ქმედებებსა და მიღწევებს უნდა ეფუძნებოდეს და ზოგად დასკვნებს არ უნდა წარმოადგენდეს.
მასწავლებელმა მოსწავლეების მიერ შექმნილი კანონების უარყოფითი მხარეები უნდა გაითვალისწინოს და მათი აღმოფხვრა სცადოს. მაგალითად, მოსწავლეებს ხშირად სჩვევიათ გარკვეული ტიპის თანატოლების გამორჩევა, დაცინვა და დამცირება. მასწავლებელმა, პირველ რიგში, საკუთარი ქმედებით უნდა აჩვენოს მათ საპირისპირო მაგალითი. იმისათვის, რომ მოსწავლეებთან მეგობრული ურთიერთობა ჰქონდეს, პედაგოგმა არასდროს უნდა გაიცინოს ისეთ ანეგდოტზე, რომელიც დისკრიმინაციულია გარკვეული ტიპის მოსწავლეების მიმართ. ასეთი უნებური ქმედება გაუცნობიერებლად ახდენს იმ აზრის ინდოქტრინაციას, რომ ამ ტიპის მოსწავლეები სხვა მოსწავლეებზე დაბლა დგანან.
მასწავლებელი ხელს არ უნდა უწყობდეს სქესთან დაკავშირებული სტერეოტიპების დამკვიდრებას. ვთქვათ, პედაგოგმა არასდროს უნდა უთხრას ბიჭს: “რა გატირებს, გოგო ხომ არ ხარ?” ან გოგოს: “რა ცელქი ხარ, ბიჭივით რატომ იქცევი?” ასეთი მიდგომა ბავშვებს მცდარ წარმოდგენას უყალიბებს, რომ ბიჭის ცელქობა მისაღებია, ტირილი კი მხოლოდ გოგოს ეპატიება.
პედაგოგებმა ყურადღება უნდა მიაქციონ დამოკიდებულებებისა და ღირებულებების გამოხატვის როგორც ვერბალურ, ასევე არავერბალურ ფორმებს. მაგალითად, მასწავლებელმა შესაძლოა მოსწავლეს არაფერი უთხრას დამამცირებელი, მაგრამ მისი მიმიკა იყოს ასეთი.
გასათვალისწინებელია ისიც, რომ მოსწავლეებს ხშირად, სხვადასხვა მიზეზის გამო, სათქმელის ბოლომდე თქმა არ სურთ. მასწავლებელმა მათ ჟესტებში, მიმიკებში უნდა ამოიკითხოს განწყობა.
ასევე აუცილებელია, რომ პედაგოგმა საკლასო ოთახში ისეთი გარემო შექმნას, რომელშიც მოსწავლეები თავს კომფორტულად იგრძნობენ. მასწავლებელმა მოსწავლეს უნდა აგრძნობინოს, რომ მისთვის ღირებული და მნიშვნელოვანია მისი ინტერესები, თავისებურებები. მან უნდა უბიძგოს მოზარდებს შეკითხვების დასმისკენ და ამ გზით დაეხმაროს ცოდნის შეძენაში და არა ფაქტების მექანიკურად დამახსოვრებაში. ამავე დროს მასწავლებელმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა გაამახვილოს მოსწავლეების კულტურულ და სოციალურ გამოცდილებებზე, ის ყოველდღიური რიტუალები უნდა გაითვალისწინოს, რაც მათთვის მნიშვნელოვანია.
როგორც ჩანს, სკოლებს და განსაკუთრებით, მასწავლებლებს უფრო რთული მისია აკისრიათ, ვიდრე ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული აკადემიური მიზნების მიღწევაა. ასე რომ, აუცილებელია, მასწავლებლები თავიდან ბოლომდე აცნობიერებდნენ ფარულ რისკებს დაცდილობდნენ, ნეგატიური სოციალური ღირებულებები დადებით უნარებად გარდაქმნან და დაამკვიდრონ სკოლასა და მოსწავლეებში.

პირადად მე უკვე დიდი ხანია რაც აღარ ვიყენებ ისეთ პოპულარულ ტექსტურ რედაქტორს როგორიცაა ვორდი. ვორდის ნაცვლად, ტექტური დოკუმენტების შესაქმნელად Google doc-ს მივმართავ ხოლმე. მე როგორც უამრავ სხვა ამ სერვისის მომხმარებელს ჩემი ონლაინ ფოლდერი გამაჩნია. ჩემს კომპიუტერში არსებული ფოლდერებისაგან განსხვავებით, ონლაინ ფოლდერი იმით განსხვავდება, რომ ის ინტერნეტშია განთავსებულლი და ამ ფოლდერში განთავსებულ ფაილებთან წვდომა ნებისმიერ ინტერნეტში ჩართული კომპიუტერიდან შემიძლია. მაგრამ Google doc-ი მხოლოდ ფაილების საცავი როდია, Google doc-ის საშუალებით არსებული ფაილების რედაქტირება ან სულაც ახალი ფაილის შექმნაა შესაძლებელი.

გამოსახულებაზე ნაჩვენებია ჩემი ონლაინ ფოლდერი და ამ ფოლდერში განთავსებული ფაილები.
როგორც უკვე ავღნიშნე Google doc-ის საშუალებით ფაილების შექმნა და რედაქტირებაა შესაძლებელი. ამისათვის თქვენი ონლაინ ფოლდერის მარჯვენა ზედა კუთხეში განლაგებულ წითელ ღილაკს CREATE უნდა მიაჭიროთ და შესაბამისი ფაილის ტიპი აირჩიეთ:

რა უპირატესობა გააჩნია ონლაინ დოკუმენტებს
ონლაინ ფოლდერში განთავსებული დოკუმენტების ერთერთი უპირატესობა იმაში მდგომარეობს რომ მათი გაზიარებაა შესაძლებელი. სანამ ამ სერვისის მომხმარებელი გავხდებოდი როდესაც რომელიმე დოკუმენტზე ვინმესთან ერთად ვმუშაობდი, ჩვენს საერთო ნაშრომს ემაილით ვუგზავნიდით ხოლმე ერთმანეთს რათა ჩვენს საერთო ნაშრომში შესწორებები ეგვეტანა. მსგავსი სახის თანამშრომლობას ერთი დიდი მინუსი გააჩნია. კომპიუტერში უამრავი სხვადასხვა დროს ჩასწორებული ფაილი გროვდება და რთული იყო გარკვვა თუ რომელი დოკუმენტი წარმოადგნს ჩვენი ნაშრომის ბოლო ვერსიას. Google doc – ის შემთხვევაში, ინტერნეტში განთავსებულ ერთსა და იმავე დოკუმეტზე რამოდენიმე ადამიანს შეუძლია მუშაობა. ამისათვის საჭიროა თქვენს მიერ შქმნილი დოკუმენტი გაუძიაროთ იმას ვისაც გსურთ რომ დოკუმენტზე წვდომა გაუხსნათ. ანუ დოკუმენტი უნდა დააშეიროთ. ამისათვის სასურველი დოკუმენტი უნდა გახსნათ და ეკრანის მარჯვენა ზედა მხარეში განლაგებულ ღილაკს Share უნდა მიაჭიროთ და იმ ფანჯარაში რომელიც ღილაკზე მიჭერისას ამოცურდება წარწერის Add people: ქვეშ იმ პიროვნების ემაილი მიუთითოთ ვისაც გსურთ რომ დოკუმენტი გაუზიაროთ.

ღილაკი Share ეკრანის ზედა მარჯვენა კუთხეში
საგანმანათლებლო სივრცეში სხვადასხვა სახის რესურსების ნაკლებობას ვხვდებით, რაც მრავალი მიზეზით შეიძლება იყოს გამოწვეული. ინფრასტრუქტურული
რესურსების ნაკლებობა შესაძლოა ფინანსურ ან ტერიტორიულ/გეოგრაფიულ ფაქტორებს უკავშირდებოდეს, ანსტრატეგიული დაგეგმარების სისუსტით და
ფონდების მოზიდვის ტექნიკის არცოდნით იყოს გამოწვეული.ზოგჯერ რესურსების სიმწირე სასარგებლო
რესურსების შესახებ ინფორმაციის ნაკლებობას
უკავშირდება, ზოგჯერ კი სუსტი ლოგისტიკისა და მენეჯმენტის შედეგია.ზოგჯერ რესურსების სწორად განვითარებისა
თუ გამრავალფეროვნების ხელშესაწყობად სათანადო მოტივაცია არ არსებობს.
ხშირად პარადოქსულ სიტუაციებს ვხვდებით რესურსების ხელმისაწვდომობასთან
დაკავშირებით. მაგალითად, მშობლებმა ბავშვი შესაძლოა მთელი წლის განმავლობაში არ ან
ვერ უზრუნველყონ სასწავლო სახელმძღვანელოებით, თუმცა მისთვის ძვირადღირებული ტელეფონი
და სათამაშო კომპიუტერი თავისუფლად შეიძინონ. აქვე ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ სწავლების
სხვადასხვა სფეროში სხვადასხვა ტიპის რესურსის ხელმისაწვდომობას არსებითი მნიშვნელობა აქვს. ამდენად, როდესაც სკოლას ან ნებისმიერ საგანმანათლებლო
დაწესებულებას რესურსებითგამდიდრება სჭირდება, საკმაოდ რთულია პრიორიტეტების სწორად დასახვა და ისეთი
სტრატეგიის შერჩევა, რომლისგანხორციელების შედეგიც არა მხოლოდ
რესურსების მოპოვება, არამედ სწავლების პროცესის გაუმჯობესება იქნება.
ცნობილია, რომ რესურსების რაოდენობის ზრდა სწავლისა და სწავლების
ხარისხის ავტომატურად გაზრდას არ ნიშნავს. რესურსების მოპოვება მათი გამოყენების სტრატეგიის
გარეშე არამიზნობრივ ხაჯვასთან უფრო ასოცირდება, ვიდრე პოზიტიურ მიღწევებთან. რესურსების გამოყენება აუცილებლად
უნდა ემსახურებოდეს უკეთესი აკადემიური შედეგების მიღებას. მაგალითად, ინტერნეტის
გამოყენება მიზანშეწონილი არ არის,
თუ დავალებას კურიკულუმთან და სასწავლო მიზნებთან პირდაპირი კავშირი არ აქვს.
რესურსებისა და სასწავლო
შედეგების ურთიერთკავშირის შესახებ ჩატარებული არაერთი კვლევა მოულოდნელი შედეგით დამთავრდა. ერთ-ერთი კვლევით
დადგინდა, რომ 2006 წელს ამერიკაში (ეს ქვეყანა განათლების სფეროში რესურსების ნაკლებობას
ნამდვილად არ განიცდის), ვაშინგტონის საჯარო სკოლებში საშუალოდ ერთ მოსწავლეზე წლიურად
11,300 ა.შ.შ. დოლარი იყო გამოყოფილი. ასეთი მაღალი
ბიუჯეტის მიუხედავად, ამ სკოლებს საკმაოდ სუსტი
აკადემიური მიღწევებიჰქონდათ.
შეზღუდული რესურსებით მუშაობა მასწავლებლისთვის რთული გამოწვევაა, თუმცა მეტად სასარგებლო გამოცდილებაა პროფესიული
განვითარებისთვის. შეზღუდული რესურსების უნივერსალური დეფინიცია არ არსებობს. ეს შეიძლება
იყოს ისეთი ტექნიკის არქონა, როგორიცაა ტელევიზორი, ვიდეო ან აუდიო მაგნიტოფონი,
პრინტერი, ქსეროქსი, ლაბორატორია.
ბუნებრივია, ამ შემთხვევაში, იზღუდება მასწავლებლის შესაძლებლობა, მოამზადოს
მრავალფეროვანი და სრულყოფილი გაკვეთილი. თუმცა, როგორც ზემოაღნიშნული კვლევა გვაჩვენებს,
ფინანსური და მატერიალური რესურსების ხელმისაწვდომობა პროფესიონალი მასწავლებლის გარეშე უკეთეს აკადემიურ
შედეგებს ვერ მოგვცემს. ამდენად, ცხადი ხდება, რომ სასწავლო პროცესში, რომელშიც მასწავლებლის პროფესიონალიზმი და სწორად შერჩეული რესურსები
ერთმანეთს ერწყმის, სასწავლო შედეგები მნიშვნელოვნად დიდია.
ნებისმიერი რესურსის მოპოვება საინტერესოდ და სასურველად
მიიჩნევა – განსაკუთრებით მაშინ, როცა რესურსების ნაკლებობას განვიცდით,
თუმცა, ამ შემთხვევაში, სელექციურობა ან გამოყენების სტრატეგიის
შემუშავება აუცილებელი პირობა უნდა იყოს. პირველ რიგში, ახალი რესურსის შემოტანით თითოეული
მოსწავლე გარკვეულ სარგებელს უნდა იღებდეს. გამოყენებული
რესურსი მოსწავლეთა ასაკის და საგნობრივი მასალის შესაბამისი უნდა იყოს. რესურსების
მობილიზების დროს, პრიორიტეტების
დადგენისას, მიზნად უნდა
დავისახოთ იმ რესურსების მოპოვება, რომლებიც ზემოაღნიშნულ კრიტერიუმებს აკმაყოფილებს და რომელთა
ეფექტურ გამოყენებას დაუყოვნებლივ შევძლებთ.
იმის გათვალისწინებით, რომ რესურსების მობილიზება და გამოყენება
საკმაოდ შრომატევადი და ხანგრძლივი პროცესია,
მასწავლებელს, უმეტეს შემთხვევაში,თავად უხდება შემოქმედებითი უნარის გამოვლენა,
რათა არსებული რესურსები გადააფასოს და ინოვაციურად გამოიყენოს. სანამ კონკრეტული
იდეებისა და რჩევების განხილვაზე გადავიდოდეთ, აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ საგაკვეთილო
პროცესში დამატებითი რესურსების ჩართვა კიდევ უფრო ზრდის გაკვეთილის წინასწარ დაგეგმვის
საჭიროებას. გაწერილიუნდა იყოს რესურსის გამოყენების სარგებლიანობა, მისაღწევი საგანმანათლებლო
მიზნები, რესურსით მუშაობის ფორმატი, მოსწავლეთა განაწილება, დავალების ინსტრუქციები,
შეფასების ფორმები და ა.შ.
საგაკვეთილო პროცესის გამდიდრების ერთ–ერთი ყველაზე
გავრცელებული მეთოდია კლასში რეალური ნივთების
შეტანა. ეს მეთოდი სხვადასხვა საგნის
სწავლებაში და სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში შეიძლება გამოვიყენოთ. მაგალითად, უცხო
ენის სწავლებისას მოსწავლეებს შეგვიძლია
დავავალოთ ხილის, ბოსტნეულის, ჭურჭლის, ტანსაცმლის გაკვეთილზე მოტანა და მათი დახმარებით
შევასწავლოთ ახალი ლექსიკა. ისტორიაში
შესაძლებელია ფულის ერთეულების – ბანკნოტების ან მონეტების
გამოყენება, მათზე გამოსახული ისტორიული პირის ან მოვლენის განხილვის მიზნით.გეოგრაფიაში შეიძლება ქვის, ფანქრის გულის, ცარცის ან ნახშირის გამოყენება დედამიწის
ქანებისა და მინერალების შესწავლისას, ქიმიაში – შაქრის,
მარილის, წყლის გამოყენება ქიმიურ ცდებში.ფიზიკაში შესაძლებელია მობილური ტელეფონის, რადიოს ან ნებისმიერი ელექტრო აპარატურის
გამოყენება ენერგიის წარმოქმნისა და გადაცემის
საკითხების შესწავლისას, სათვალის გამოყენებით სინათლის გარდატეხის კანონების განხილვა.გეომეტრიაში შესაძლებელია ყოველდღიურ ცხოვრებაში
გამოყენებული ნივთების ან სამშენებლო მასალების დახმარებით სამგანზომილებიანი ფიგურების
შესწავლა, ბოტანიკაში ხის ნაჭრის, ყვავილის ან ხის ფოთელების დახმარებით – ფოტოსინთეზის
ან მცენარეების ზრდა-განვითარების საკითხების განხილვა და ა.შ.
შემდეგი მეთოდი ეფექტური სწავლების პრინციპებიდან გამომდინარეობს,
რომლის თანახმადაც აუცილებელია სასწავლო მასალასა
და შემსწავლელის გამოცდილებას შორის კავშირების მოძებნა, რათა სწავლება კონკრეტულ
კონტექსტს უკავშირდებოდეს. სწავლების
ეფექტური საშუალებებია საველე გასვლები ან სიმულაციები. მაგალითად, მაღაზიაში ან რესტორანში
საველე გასვლა (ან სიმულაცია) შესაძლებელია
გამოვიყენოთ როგორც უცხო ენის, ისე მათემატიკის გაკვეთილზე.გეოგრაფიაში,პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირების
შესწავლისას, მოსწავლეებს შეიძლება დავავალოთ ახალი პოლიტიკური ან ეკონომიკური კავშირისმოდელირება და მასზე მსჯელობა.
შემდეგი რჩევა მოსწავლეთა მონაწილეობის ზრდასა და მათი ინტერესის
ხარისხს შორის კორელაციას ეფუძნება და მათ მიერ სხვადასხვასასწავლო რესურსის, პლაკატების, ცხრილების,
მოძრავი ანბანის და ა.შ., შექმნას გულისხმობს.
მაგალითად, მოსწავლეები შეგვიძლია ჯგუფებად დავყოთ და მათ დავავალოთ, Dშეჯიბრისთვის შექმნან მათემატიკური გამოცანა-ცხრილები.
მოდელის სახით შეგვიძლია ერთ-ერთი ასეთი ცხრილი წარვუდგინოთ. ქვემოთ მოცემულ მაგალითში დავალებას შემდეგნაირი ფორმულირება ექნება: გამოიცანით,რა პრინციპით არის დაწყობილი ცხრილში რიცხვები
და შეავსეთ ყოველი გაფერადებული გრაფა.
|
3 |
6 |
|
|
|
18 |
|
|
|
|
30 |
|
|
|
42 |
|
|
|
|
|
57 |
|
|
ცხრილში რიცხვები დაწყობილია სამობით ზრდადობის მიხედვით,3-დან 63-მდე. ყოველი მესამე გრაფა ყვითლადაა გაფერადებული.ყვითელ გრაფაში მოცემული ყველა ორნიშნა
რიცხვის ერთეულთა ჯამი 9-ს შეადგენს
(18 = 18+1, 27 =2+7 და ა.შ.).
ასეთი ტიპის ცხრილში არა მხოლოდ სამი, არამედ ათი და მეტი რიგი ან სვეტიც შეიძლება
იყოს. ამგვარი დავალების მთავარი დადებითი მხარე ის გახლავთ, რომ მოსწავლეებისაკუთარი დონისა და გამოცილებლის შესაბამის ცხრილს შექმნიან; ასევე,
თანატოლთა შორის გამოცდილების გაზიარებით კოოპერაციულ სწავლებაში ჩაებმებიან.
რესურსების ნაკლებობის დაძლევის კიდევ ერთი საინტერესო მეთოდია
გაკვეთილის გამდიდრება ჟურნალების, გაზეთების ან დამატებითი საკითხავი წიგნებიდან ამოღებული ამონარიდებით. აქაც,
მოსწავლის ჩართულობის ხარისხი მაღალია, ხოლო სასწავლო პროგრამის გამრავალფეროვნების
შესაძლებლობა – დიდი. სასურველია, ყურადღება შევაჩეროთ კროსვორდებზე, რომელთა გამოყენებაც ნებისმიერ
ასაკობრივ ჯგუფში სახალისო და საინტერესოა. შეგვიძლია გამოვიყენოთ ისინი ახალი თემის
გაცნობის წინ, მოტივაციის
სახით ან შესწავლილი მასალის შესაფასებლად. შეგვიძლია მოსწავლეებსაც დავავალოთ კროსვორდის
შექმნა. კიდევ ერთი დადებითი მხარე ის არის, რომ მათი გამოყენება
ყველა საგანში ერთნაირი წარმატებით შეიძლება.
სასწავლო მასალების გარდა, მნიშვნელოვან რესურსს წარმოადგენს
ის გარემო/სივრცე, სადაც სასწავლო პროცესი მიმდინარეობს. ამდენად, ძალიან დიდი მნიშვნელობა
ენიჭება საკლასო ოთახის მოწყობას. იმ შემთხვევაშიც
კი, როცა კლასში Aავეჯი და მასალები იდეალურადაა განლაგებული, მაინც სასურველია დრო
და დრო კლასის ინტერიერის რეორგანიზება. ერთგვაროვან სივრცეში ბავშვისთვის მომაბეზრებელი ხდება ყოფნა და შესაბამისად, სწავლის პროცესიც. გარემოს შეცვლის კიდევ ერთი საშუალება ღია ცის ქვეშ გაკვეთილის ჩატარებაა.
მაგალითად, ღია ცის ქვეშ წარმატებით შეიძლება ჩავატაროთ ბუნების, გეოგრაფიის, ბოტანიკის
და ლიტერატურის გაკვეთილები.
რესურების ნაკლებობა განსაკუთრებით მწვავედ იჩენს თავს დიდ
კლასებში. მცირეკონტინგენტიან
კლასში, რესურსების
შეზღუდვის პირობებშიც კი, მასწავლებელს
შეუძლია მოსწავლეებს ინდივიდუალურად დაუთმოს ყურადღება,
რაც დიდ კლასში პრაქტიკულად შეუძლებელია. უფრო მეტიც, თუ მაღალკონტინგენტიანი კლასების ეფექტურად წარმართვის პრინციპებს გავეცნობით,
ვნახავთ, რომ კლასების მართვაში არსებულ პრობლემებს სწორედ რესურსების მრავალფეროვნებით
ვებრძვით. ამდენად, რესურსების ოპტიმალურად გამოყენება დიდ კლასებში კიდევ უფრო მნიშვნელოვანია.
დიდ კლასში რესურსების ეფექტურად გამოყენების მიზნით, მასწავლებელმა
უნდა შეძლოს აქტივობების მოდიფიცირება, მასწავლებლის როლისა და მოსწავლეთა შორის ინტერაქციის
ფორმების სწორად განსაზღვრა. მაგალითად, როდესაც მას სურს,ახალი ტექსტი გააცნოს მოსწავლეებს და არ
აქვს ასლების გადაღების საშუალება, შესაძლებელია ტექსტის დაჭრა დაჯგუფებად დაყოფილი ბავშვებისთვის დარიგება, რომლებიც გარკვეულ მონაკვეთს გაეცნობიან და შემდეგ სხვებს გადასცემენ. რაც შეეხება მასწავლებლის როლს, ხშირ შემთხვევაში,დიდ კლასში მასწავლებლს საკმარისი რესურსი
არ აქვს იმისათვის, რომ თითოეული მოსწავლის
ჩართულობას, დავალებების შესრულების პროცესს და ჯგუფურ მუშაობას დააკვირდეს. ასეთ დროს
შესაძლებელია თავად მოსწავლეთა რესურსის გამოყენება და მათთვის,მონაცვლეობით,თანატოლთა დამკვირვებლის როლის დაკისრება.
დასასრულს, უნდა აღინიშნოს, რომ რესურსების იდენტიფიცირება და ეფექტურად გამოყენება ყოველთვისშეიძლება. მთავარია, მასწავლებელმა კარგად იცოდეს, თუ როგორ უნდა გამოიყენოს თითოეული რესურსი და დამხმარემასალის გამოყენებამ როგორ უნდა შეუწყოს ხელი წინასწარ განსაზღვრული აკადემიური მიზნების მიღწევას.
ეს არის მოთხრობა ნდობაზე. ნდობასა და პასუხისმგებლობაზე.
თქვენი არ ვიცი და, მასწავლებელთან ერთად, შეიძლება მეც შვებით ამომესუნთქა, სამხრეთის გზას რომ დასდგომოდა კაცი, რომელმაც საკუთარ ბიძაშვილს ყელი გამოსჭრა და რომელიც ერთი თვის ძებნის შემდეგ ძლივს დაიჭირეს, ახლა კი თავისი ფეხით მიდიოდა საპატიმროსკენ.
სტატიაში მიმოხილულია ბობ დილანის შესახებ 2010 წელს გამოსული 2 წიგნი, Bob Dylan in America, by Sean Wilentz და Bob Dylan by Greil Marcus: Writings 1968–2010 , by Greil Marcus.
ეს წინასწარმეტყველება გამართლდა კიდეც: წლებმა გაიარა და დილანი საკუთარი ლეგენდის ტყვეობაში აღმოჩნდა.
The New York Review of Books, 2010, 25 ნოემბერი.
© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი”
მინდა, მარტივი არითმეტიკით დავიწყო: 12-1=11; 12-2=10; 12-3=9… 12-12=12. უკანასკნელმა გამოსახულებამ შეგაკრთოთ თუ გაგამხიარულათ? ერთი ჩემი ნაცნობი დიდი ხანია ამტკიცებდა, რომ თორმეტს გამოკლებული თორმეტი ისევ თორმეტია, მაგრამ ვინ უჯერებდა… არადა, სხვა რა შეიძლება დაარქვა იმ შემთხვევას, როცა 12 საათზე გაფრინდები, თორმეტ საათს ჰაერში გაატარებ და სხვა ქალაქში იმავე დღის 12 საათზე დაეშვები? ეს თორმეტი საათი სადღაც გაქრა, თითქოს საერთოდ არ ყოფილა შენს ცხოვრებაში, თითქოს ამ ხნის განმავლობაში საერთოდ არ ყოფილხარ ამქვეყნად…
წინა ბლოგში ჟამთაცვლა ვახსენე. ჟამთაცვლა ხომ დროის ფუნქციაა, დროის გარეშე იგი არ არსებობს. ჩვენც მთლიანად დროზე ვართ დამოკიდებულნი. ჩვენი ყოველგვარი საქმიანობა, ჩვენი ყოფა, ოცნებაც კი დროშია გაწერილი. არადა, თუ დავუკვირდებით, მას ძალიან ორაზროვნად, ორმაგი სტანდარტით ვეკიდებით: არ გვიყვარს, ლოდინი თუ ვინმე აგვიანებს; თუ სადმე მივდივართ, გვინდა, მალე მივიდეთ; თუ რამეს დაგვავალებენ, გვთხოვენ, მალე შევასრულოთ; თუ ჩვენ დავავალებთ სხვას რამეს, მაშინ ხომ სულ ცეცხლს ვიკიდებთ… მაგრამ, იმავდროულად, გვინდა, დრო რაც შეიძლება ნელა გავიდეს, რაც შეიძლება გვიან შევამჩნიოთ ჭაღარა თმაში, გვიან ვიგრძნოთ დაღლა კიბეზე ასვლისას, გვიან დაგვაკლდეს თვალისჩინი, გვიან დადგეს სულისა და ხორცის გაყრის ჟამი…
სულ რამდენიმე ძირითადი პარამეტრი არსებობს: კოორდინატი (ადგილი), ტემპერატურა, წნევა და დრო, – მაგრამ ეს უკანასკნელი ყველაზე მნიშვნელოვანია მოკვდავთათვის, რადგან სიცოცხლე მასზე უშუალოდ არის დამოკიდებული.
მოლეკულების უმეტესობა დიდხანს ცოცხლობს. იმდენად დიდხანს, რომ შეიძლება შეგვშურდეს კიდეც. თუმცა არსებობს მოლეკულები, რომელთა სიცოცხლის ხანგრძლივობა ნანოწამებით იზომება. შეხედეთ პერიოდულობის ცხრილის ბოლო ელემენტებს, რომელთა გრაფაში სახელწოდების გარდა არაფერი წერია. ეს მათი მოუხელთებლობის ბრალია – ისინი იმდენად მცირე ხანს ცოცხლობენ, რომ ჩვენს ხელთ არსებული საშუალებებითა და მეთოდებით მათი შესწავლა ვერ ხერხდება.
მაინც რაზეა დამოკიდებული მოლეკულების სიცოცხლის ხანგრძლივობა? მათ აღნაგობაზე და, აქედან გამომდინარე, მათსავე აქტიურობაზე. აქ ერთი საინტერესო კანონზომიერება მჟღავნდება: რაც უფრო აქტიურია ნაერთი, მით უფრო ხანმოკლეა მისი სიცოცხლე და პირიქით. ამიტომ, თუ გვეცოდინება მოლეკულის სტრუქტურა და გვემახსოვრება სხვადასხვა ფუნქციური ჯგუფის ქიმიური თვისებები, მათი სიცოცხლის ხანგრძლივობას ადვილად „ვიწინასწარმეტყველებთ”. მაგალითად, ალდეჰიდის ჯგუფის შემცველი ნივთიერებები (ეთერზეთები, პარფიუმერიული ნაერთები, ზოგიერთი მედიკამენტი) მალე „ბერდებიან”, რადგან ჰაერზე ადვილად იჟანგებიან ჟანგბადთან ურთიერთქმედების გამო. ზოგიერთი ნაერთი (მავანი ჩვენგანის მსგავსად) მზეს უფრთხის. ეს „მზეთუნახავები” ორმაგი ბმების შემცველი მოლეკულები არიან, რომლებიც გამოსხივების ენერგიის შთანთქმისას იჟანგებიან და „ნაოჭდებიან”. ამ მოვლენას დადებითი მხარეც აქვს და უარყოფითიც. როდესაც სურთ, ჟამთაცვლის მიმართ რაიმე მასალის მდგრადობა შეისწავლონ, მას მცირე ხნით მაღალი ენერგიის (ულტრაიისფერი) სხივების ქვეშ ათავსებენ – ასე ადგენენ, როგორ გაუძლებს ის საუკუნეებს. უარყოფითი მხარე კი ის არის, რომ დრო დიდი მხატვრების გენიალურ ქმნილებათა მტერია: ზეთოვანი საღებავები დროთა განმავლობაში იჟანგება, მუქდება და ფერწერულ ტილოს პირვანდელ სახეს უკარგავს.
არსებობს ნაერთები, რომელთა სიცოცხლის ხანგრძლივობა იმაზეა დამოკიდებული, რამდენად მშვიდი ცხოვრება ექნებათ. ასეთ მოლეკულებს შეიძლება ლუმინოფორები დავარქვათ. თითოეულ მათგანს სხვადასხვა „ფობია” სჭირს. ზოგი სინათლეს ვერ იტანს (ფლუორესცენტული საღებავები), ზოგი – ხახუნს (ტრიბოლუმინესცენტური ნაერთები), ზოგს მეზობელი აღიზიანებს (ქემოლუმინესცენტური ნივთიერებები)… ასეთი ფობიების ჩამონათვალი საკმაოდ ვრცელია, თუმცა ყველა ერთნაირად ასრულებს სიცოცხლეს: მოლეკულები ადვილად აღიგზნებიან და აღგზნების შედეგად ყოველ „წამოწითლებას” (ლუმინესცენტურ ნათებას) თან ახლავს მათი მოლეკულების გარდაქმნა, გარკვეული ხნის შემდეგ კი ისინი სულ მთლად იცლებიან „ემოციებისგან” და ყველაფრის მიმართ ინდიფერენტულნი ხდებიან. ამის წყალობით, მართალია, მშვიდდებიან, მაგრამ, როგორც წესი, უსახურ ნაერთებად გარდაიქმნებიან ხოლმე (რაც მათი სიკვდილის ტოლფასია) – რომელი თქვენგანი შეინახავს ლუმინესცენტურ (ე.წ. ეკონომიურ) ნათურას, რომელიც აღარ ანათებს?!
მაგრამ, მაკროსამყაროს მსგავსად, გამონაკლისები მიკროსამყაროშიც არსებობს.

სწავლა/სწავლება საკმაოდ რთული და ხანგრძლივი პროცესია. იგი, გარდა მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობისა, იმ ასპექტებსაც მოიცავს, რომლებიც მიზანს – ცოდნისა და მისი გამოყენებისთვის შესაფერისი უნარ-ჩვევების შეძენას – ემსახურება. ეს ასპექტებია სწავლის თეორიები და მათი რეალიზების მახასიათებლები.