აღზევანს წავალ მარილზე…
სწავლა თამაშით




რა არის კონტენტის მართვის სისტემა ანუ CMS-ი
ნომინაციაზე, მისი ისტორიის განმავლობაში, ბევრი საკამათო პიროვნება იყო ნომინირებული, მაგალითად, 1938 წელს – ადოლფ ჰიტლერი, ხოლო 1939 და 1942 წლებში – იოსებ სტალინი.

ჩემი აზრით, ყველაზე საინტერესო არჩევანი ჟურნალმა 2006 წელს გააკეთა, როდესაც წლის პიროვნებად აბსტრაქტული “შენ” (YOU) დაასახელა – თითოეული ჩვენგანი, ისინი, ვინც თანამედროვე ინტერნეტს ვქმნით: ინტერნეტში ფოტოებს ვაქვეყნებთ, YouTube-ზე ვიდეოჩანაწერებს ვტვირთავთ, ვწერთ ბლოგს და კომენტარებს ვტოვებთ.

თავდაპირველად ინტერნეტში ჩართვა ძვირი სიამოვნება იყო, რის საშუალებაც მხოლოდ დიდბიუჯეტიან ორგანიზაციებს ჰქონდათ. მოგვიანებით, 90-იან წლებში, ინტერნეტთან დაკავშირება სატელეფონო ქსელის საშუალებით გახდა შესაძლებელი. ინტერნეტკავშირის უზრუნველსაყოფად საჭირო იყო პერსონალური კომპიუტერი და სპეციალური მოწყობილობა – მოდემი, რომელიც უკვე არც ისე ძვირი ღირდა. ამ დროიდან ინტერნეტის ნამდვილი ბუმი დაიწყო. ინტერნეტაუდიტორია სწრაფად იზრდებოდა, რამაც ბიზნესის ინტერესი გამოიწვია. ბიზნესი მარტივი წესით ხელმძღვანელობს: იქ, სადაც დიდი აუდიტორიაა, ყოველთვის შეიძლება ფულის შოვნა. იმხანად ზოგიერთს ინტერნეტის კომერციალიზაცია დაუშვებლად მიაჩნდა, ვინაიდან მისი ძირითადი დანიშნულება სამეცნიერო დაწესებულებებს შორის ინფორმაციის თავისუფალი გაცვლა იყო, მაგრამ დრომ ყველაფერს თავისი ადგილი მიუჩინა. ბიზნესი ინტერნეტში აქტიურად დაიძრა, პროგრამისტები და დიზაინერები დაიქირავა. ის, ვინც იმხანად ინტერენტში ინფორმაციას ათავსებდა, ვებგვერდს ქმნიდა, ამაში გარკვეულ ანაზღაურებას იღებდა. შესაბამისად, ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც ინტერნეტში ინფორმაციას ათავსებდა, ეს მისი სამსახური იყო.
ვინ აყალიბებს ინტერნეტის სახეს
დღეს ინფორმაციის უმეტეს ნაწილს ინტერნეტში ჩვეულებრივი ადამიანები ათავსებენ. ინტერნეტი ისეთია, როგორსაც ჩვენ, ინტერნეტის რიგითი მომხმარებლები, ჩვენი პოსტებით, ვიდეოებით, კომენტარებით ვქმნით.

როგორ შევქმნათ ვებგვერდი
კონტენტის მართვის სისტემები (Content Management System (CMS)
თემფლეითები ანუ საიტის დიზაინი
ძირითადი სამუშაო მას შემდეგ იწყება, რაც კონტენტის მართვის სისტემას გავააქტიურებთ. თითოეული ჩამოთვლილი კონტენტის მართვის სისტემისთვის ინტერნეტში უამრავი თემფლეითი მოიძებნება. თემფლეითი ერთგვარი ჩარჩოა, რომელიც თქვენი საიტის ვიზუალურ მხარეს განსაზღვრავს (საიტის ფერებს, მენიუს ღილაკების ზომებს, ძირითადი ტექსტის, სათაურების, ქვესათაურების სტილებს და ა. შ.). აღსანიშნავია ისიც, რომ ზოგიერთი თემფლეითი ფასიანია, თუმცა თითოეული კონტენტის მართვის სისტემისთვის ინტერნეტში უამრავი უფასო თემფლეითის მოძიება შეიძლება.
ფრანგული გაკვეთილები
ჰა-ჰა, ერთი თვე გასულიყოს მას შემდეგ, რაც კეკელიძის ქუჩაზე ასეთ სცენას შევესწარი: ორი მოზარდი, ასე, მეოთხე-მეხუთეკლასელები, ომობანას თამაშობდნენ. არა, ისინი არ ებრძოდნენ ერთმანეთს, როგორც ეს ჩემს ბავშვობაში ხდებოდა ხოლმე; მათ საერთო მტერი ჰყავდათ – ჩინელები. “შეხედე, ჩინელი, დროზე ესროლე, არ გაგვექცეს!” – დაიყვირა ერთმა მათგანმა. ამას ისიც დაერთო, რომ ერთ-ერთი საჯარო სკოლის ეზოში საარაკოდ არატოლერანტულ დამოკიდებულებას შევესწარი ეთნიკურად ქართველი მოსწავლეების მხრიდან. მინდა მჯეროდეს, რომ სხვა ერების სიძულვილი ქართულ სკოლებში არ ისწავლება. იმედი მაქვს, არც ოჯახებში მოძღვრავენ შვილებს ამგვარად, მაგრამ ფაქტი ხომ ფაქტად რჩება?! ისიც ნაღდია, რომ მოზარდის აღზრდის პროცესში სკოლა და ოჯახი ერთმანეთს ავსებენ და რაშიც ერთი მოიკოჭლებს, მეორემ უნდა გამოასწოროს.
ამ ამბებმა ერთი ფრანგული ფილმი გამახსენა – “კლასი” ჰქვია. სურათი 2008 წელს ვნახე, როცა მან ოქროს პალმის რტო დაიმსახურა. ბოლო 21 წლის განმავლობაში ეს ერთადერთი ფრანგული პროექტი იყო, რომელმაც კანის კინოფესტივალის მთავარი ჯილდო მიიღო.

კინო ფრანსუა ბეგადოს წიგნის “Entre les murs” მიხედვითაა გადაღებული, სცენარის ერთ-ერთი ავტორიც თავად გახლავთ და ფილმში მთავარი როლიც თავად შეასრულა.
“კლასის” ხელახლა ნახვა მოზარდებში ტოლერანტობასთან დაკავშირებული პრობლემების დაძლევის ფრანგული გამოცდილების გასაცნობად გადავწყვიტე. გონივრული ეჭვი მქონდა, საფრანგეთის დარ მრავალეროვან ქვეყანას ამ მხრივ საუკეთესო გამოცდილება უნდა ჰქონოდა. ნურას უკაცრავად! ფილმში მოზარდებს შორის ტოლერანტობის პრობლემის დასაძლევად გამიზნულ ნაბიჯებს ვერ ნახავთ, რადგან… ის იქ უკვე დაძლეულია. ფილმში ფრანგული საგანმანათლებლო სივრცე სხვა ეტაპზეა გადასული. კი, აქ შეხვდებით საუბრებს არაბების, მაროკოელების, ალჟირელების, ჩინელების, კოტ-დ’ივუარელების შესახებ, მაგრამ ეროვნებათა შეჯახება ფეხბურთის თემას იშვიათად სცდება. მაგალითად, მოსწავლეები დავობენ იმის შესახებ, დიდიე დროგბა უფრო მაგარია თუ ტიერი ანრი, მაგრამ მათ საუბარში ნიშნის მოგებისა და ბოღმის ნატამალიც კი არ არის. საერთოდაც, თუ კარგად დააკვირდებით, მიხვდებით, რომ მერვე კლასში მთავარი გამხურებელი სულეიმანია, ბიჭი მალის რესპუბლიკიდან, და როცა საქმე საქმეზე მიდგება, მთელი კლასი, სხვადასხვა ეროვნების მოზარდები, მას თავგამოდებით იცავს.
სამაგიეროდ, “კლასში” არანაკლებ რთულ სხვა პრობლემებს ვაწყდებით. ეს ის პრობლემებია, რომლებიც ადრე თუ გვიან შეიძლება ქართული საგანმანათლებლო სივრცის წინაშეც დადგეს. მოქმედება ფრანგული ენის მასწავლებლის, ფრანსუა მარინის ირგვლივ ვითარდება, რომელიც იმავდროულად მერვე კლასის ხელმძღვანელიცაა. ის ახალგაზრდა კაცია, ჩვენებურად რომ ვთქვა, მოქეიფე, ჯან-ღონით სავსე თამადის ანტიპოდი. რბილი ხასიათისა და მანერების გამო მოზარდებთან ურთიერთობა უჭირს – ისინი მას სერიოზულად ვერ აღიქვამენ, თუმცა ეს პრობლემაც მხოლოდ ზოგიერთ შემთხვევაში იჩენს თავს.
ფილმი ზედმეტი პრანჭვის გარეშეა გადაღებული. მოძიებაც არ არის საჭირო – შუბლზე აწერია, მცირებიუჯეტიანია. ოპერატორს რეჟისორისგან ზუსტი დავალება აქვს მიღებული – მოქნილი იყოს, რათა სურათს დოკუმენტურობის ელფერი დაედოს, რაც მაყურებელს გარემოს უკეთ აღქმაში ეხმარება და იქაურ ამბებში მთლიანად ხლართავს. ფილმის მიმდინარეობისას მთელი სისავსით გრძნობთ ფრანსუა მარინის განცდებს, რომლისთვისაც სწავლება მხოლოდ სამსახური არ არის. ვფიქრობ, ეს არც მისი მოწოდებაა, მაგრამ თავის საქმეს ფრანსუა გულით აკეთებს. ის ცდილობს მოსწავლეებთან კომუნიკაციის დამყარებას, მაგრამ იშვიათად გამოსდის, როცა გაკვეთილი ცხოვრებისეულ თემებზე გულწრფელ საუბარს მოითხოვს და მათ მგრძნობიარე წერტილებზე აჭერს.
ქართველი მასწავლებლებისთვის ეს ფილმი ალბათ ზედმეტად ისტერიული და მეტ-ნაკლებად უცხო აღმოჩნდება. ისინი ჩვეულნი არ იქნებიან მოსწავლეებთან ასეთ დაძაბულ კომუნიკაციას. ზოგიერთი საკითხი ალბათ მათ ღირსებასაც დაარტყამს. მართლაც, ფრანსუა მარინი შავ დღეშია: უხერხულ შეკითხვებზე პასუხის გაცემა უწევს; ხანდახან იძულებულია, შეურაცხყოფას წაუყრუოს და საუბარი განაგრძოს; მოზარდებთან სიტყვები წინასწარ შეარჩიოს. როცა ამას ვერ ახერხებს – ძვირად უჯდება. შესაძლოა, ზოგჯერ მაყურებელს სურვილი გაუჩნდეს, რომელიმე მოსწავლეს გვარიანი ალიყური წამოსცხოს, მაგრამ საფრანგეთში ეს დაუშვებელია და მხოლოდ თავის დამშვიდებას კი არ შეეცდებით, არამედ მოგინდებათ, როგორმე ეკრანს მიღმა გაძვრეთ და მასწავლებელსაც ურჩიოთ, ნერვები დაიწყნაროს.
სულთა დაახლოება – ანრი ბერგსონი
მსურს ვისარგებლო შემთხვევით, რათა შორიდან მაინც სიტყვიერად გადმოგცეთ ის გრძნობები, რომელსაც განვიცდი. ნება მომეცით, ჩემი ხმა ფრანგი დესპანის, ბ-ნ არმან ბერნარის მეშვეობით მოგაწვდინოთ, რომელმაც თავაზიანად იკისრა ამ მისიის შესრულება. მთელი გულით ვუხდი მადლობას შვედეთის აკადემიას, რომელმაც უდიდესი პატივი მომაგო, პატივი, რომელსაც არათუ არ ველოდი, ამაზე ფიქრსაც ვერ გავბედავდი. მე მით უფრო ვხვდები მის მნიშვნელობას და, ამასთან, მით უფრო მეტად ვღელავ, როდესაც ვაცნობიერებ, რომ აღნიშნული ჯილდო, რომელიც, ჩემი სახით, ფრანგ მწერალს მიანიჭეს, შეიძლება განვიხილოთ, როგორც საფრანგეთის მიმართ სიმპათიისა და კეთილგანწყობის ნიშანი.
პრესტიჟი ნობელის პრემიისა აიხსნება მრავალი მიზეზით, მაგრამ, უპირველეს ყოვლისა, მისი ორმაგი თვისებით – იდეალისტურითა და ინტერნაციონალურით: იდეალისტურით, რამეთუ იგი მაღალი იდეებით შთაგონებული ნაწარმოებებისთვისაა განკუთვნილი, და ინტერნაციონალურით, რადგანაც მისი მინიჭება ხდება სხვადასხვა ქვეყნის მიღწევათა საგულდაგულო შესწავლისა და მთელი მსოფლიოს ინტელექტუალური მოღვაწეობის შეჯამების შემდეგ. ყოველგვარი მეორეხარისხოვანი მოსაზრების უარყოფით, – აქ მნიშვნელობა მხოლოდ სულიერ ღირებულებებს ენიჭება, – მსაჯულნი გონებით გადადიან იმ სფეროში, რომელსაც ფილოსოფოსები “გონის საზოგადოებას” უწოდებენ, რითაც მათ ზედმიწევნით მოჰყავთ სისრულეში ფონდის დამაარსებლის ჩანაფიქრი. თავის ანდერძში ალფრედ ბერნჰარდ ნობელი აცხადებს, რომ სურს ემსახუროს იდეალიზმსა და ხალხთა შორის ძმობის დამკვიდრების საქმეს. მან ზუსტად განსაზღვრა თავისი მიზანი, როდესაც ლიტერატურისა და სამეცნიერო მოღვაწეობისათვის დაწესებულ ჯილდოებთან ერთად დააწესა “მშვიდობის პრემიაც”.
გასაკვირი არაა, რომ ალფრედ ნობელის ჩანაფიქრი დაიბადა და განხორციელდა ისეთი მაღალი ინტელექტუალური კულტურის მქონე ქვეყანაში, როგორიც შვედეთია, იმ ხალხის წიაღში, რომელიც განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდა ზნეობრივ საკითხებს, რომელიც მიხვდა, რომ მათ გადაწყვეტაზეა დამოკიდებული ყველა სხვა პრობლემის გადაჭრა, ხალხისა, რომელმაც – თუნდაც ერთი მკაფიო მაგალითით რომ ცხადვყოთ – პირველმა გააცნობიერა, რომ პოლიტიკური პრობლემები მეტწილად აღზრდის პრობლემებიდან იღებს სათავეს.
კომუნიკაციური წერის უნარის განვითარება
თანამედროვე უცხო ენის გაკვეთილის მიზანი მოსწავლისთვის ლაპარაკის, მოსმენის, წერისა და კითხვის უნარების განვითარებაა. ლაპარაკისა და მოსმენის უნარებს უწოდებენ რეცეპტულ უნარებს, რაც აკუსტიკური და ოპტიკური სიგნალების აღქმასა და გაგებას გულისხმობს, წერისა და კითხვის უნარებს კი პროდუქტიულ უნარებად მოიხსენიებენ, რადგან აქ ენობრივი მასალის აქტიური წარმოქმნის პროცესთან, კერძოდ, ბგერების არტიკულირებასა და ტექსტის შექმნასთან გვაქვს საქმე. აღნიშნული უნარებიდან ყველაზე უკეთ წერის უნარს ძალუძს ზემოხსენებული უნარების “ანსამბლის” ინტეგრირება; იგი შემსწავლელს როგორც მოსმენისა და ლაპარაკის, ისე კითხვის უნარის განვითარებაში ეხმარება.
იტირე? მადლი გიქნია…
“იტირე? მადლი გიქნია,
მე რა გამგე ვარ მაგისა…”
ვაჟას ეს სიტყვები ყველას კარგად გვახსოვს.
ჩვენ გარშემო გამოსაკვლევ-შესასწავლს რა დალევს და აღმოჩნდნენ მეცნიერები, რომელთაც კვლევის ობიექტად “სველი თვალები” გაიხადეს. ამ მოვლენის მნიშვნელობა, სირთულე და, თქვენ წარმოიდგინეთ, საჭიროებაც კი იმდენად დიდი აღმოჩნდა, რომ მას მეცნიერთა მთელი ამქარი შეება – ფიზიოლოგები, ექიმები, ფსიქოლოგები, ფსიქიატრები და… ქიმიკოსები.

დეიდა, მაჩუქე ცოტა ფული, დღეს ჩემი დაბადების დღეა!
– დეიდა, მაჩუქე ცოტა ფული, დღეს ჩემი დაბადების დღეა!- ნუ მატყუებ.- ახალი წელი ხოა, მაჩუქე ცოტა ფული. 10 წლისაც არ იქნება. დილაა და ქუჩაში – მინუსი. ჯიბეები ამოვიქექე, ხურდა მივეცი. – დეიდა, ყველას რომ ფული ქონდეს, ყველა დღე ახალი წელი იქნება, ხო? ყველა გახარებული იქნება და სულ დღესასწაული იქნება.- არა, დღესასწაულისთვის მარტო ფული არ არის საკმარისი… ვხვდები, რომ არ მიჯერებს. ფეხს ვუჩქარებ, რომ კიდევ არაფერი მკითხოს.ეს გოგონა იმ მრავალრიცხოვან ბოშათაგანია, რომლებსაც ჩვენში უმეტესად “ციგნებს” ეძახიან და რომლებიც საზოგადოების ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მარგინალიზებული და სტერეოტიპებში გახვეული ჯგუფია. სტერეოტიპები, რომლებიც ბოშებისადმი საზოგადოების დამოკიდებულებას განაპირობებს, ერთმნიშვნელოვნად ნეგატიურია: ბოშები ქურდები, მატყუარები, მათხოვრები და კრიმინალები არიან; მათთან სიახლოვე წარმოუდგენელია, მათი უნდა გეშინოდეს და ერიდო.
ძნელია გავიხსენოთ დრო, ბოშების ყოფა-ცხოვრება სავსე რომ არ ყოფილიყოს დამცირებით, უფლებათა შელახვით, რეპრესიებით… ძნელია დავასახელოთ სახელმწიფო, სადაც ბოშათა დისკრიმინაცია ისტორიის ამა თუ იმ საფეხურზე კანონმდებლობაშივე არ ყოფილიყოს ჩადებული და ინსტიტუციონალიზებული. უკანასკნელი ქვეყანა, სადაც ბოშათა უუფლებო სტატუსი გაუქმდა, რუმინეთი იყო 1856 წელს.

სწორედ ერთ-ერთი ასეთი ღონისძიების შემდეგ ამეკვიატა ამ ხალხზე ფიქრი.

ბოშებიც და მათი გულშემატკივრებიც ერთხმად აღიარებენ, რომ მთავარი პრობლემა მათი საზოგადოებაში არაინტეგრირებულობაა, ვინაიდან მათ უმეტესობას არ გააჩნია პირადობის დამადასტურებელი არანაირი საბუთი, ვერ იღებს თუნდაც ელემენტარულ განათლებას, უჭირს ქართულად ლაპარაკი, არ აქვს სტაბილური სამუშაო და იშვიათად ურთიერთობს სხვა ეთნოსის წარმომადგენლებთან. ეს ყველაფერი მათი თემის უკიდურესად კლანურ სტრუქტურად ჩამოყალიბებას იწვევს.

ციფრული ჰუმანიტარია

წიგნების რაოდენობის ზრდა “გუტენბერგის“ ციფრულ ბიბლიოთეკაში1994-2008 წლებში
პროექტმა “გუტენბერგმა“მართლაც დიდი როლი შეასრულა არა მარტო ელექტრონული წიგნიერების გავრცელებაში არამედ ელექტრონული ბიბლიოთეკებისა და საცავების შექმნაშიც. გარდა იმისა, რომ “გუტენბერგის”ციფრული ბიბლიოთეკა თავადაც მრავალენოვანია, პროექტს საერთაშორისო შვილობილი პროექტებიც აქვს, მათ შორის:
* პროექტი “გუტენბერგი”,ავსტრალიური ვერსია(Project Gutenberg Australia);
* გერმანული ვერსია(Projekt Gutenberg DE);
* კოლექციათა კოლექცია(Project Gutenberg Consortia Center);
* პროექტის ევროპული ვერსია, რომელიცPG-EU შრიფტის სწორი კოდირების პრობლემებზე მუშაობს;
* ფილიპინური ვერსია(Project Gutenberg of the Philippines) ;
* ტაივანური ვერსია(Project Gutenberg of Taiwan; მოიცავს მანდარინსა და ტაივანში გავრცელებულ სხვა ენებზე შემნილ ტექსტებს);
* პროექტის აღმოსავლეთევროპული ვერსია (Project
Gutenberg Europe, Rastko, Serbia);
* ლუქსემბურგული ვერსია(Project Gutenberg Luxembourg);
* ელიას ლონჰორტის სახელობის ფინური ვერსია(Projekti Lönnrot, Elias Lönnrot (1802-1884);
* პროექტის კანადური ვერსია(Project Gutenberg Canada);
* სლავური ვერსია(უპირატესად რუსული ტექსტებით; Project Gutenberg Russia, 2012 წლისაპრილიდან).
“გუტენბერგის” გამომცემლობა იძლევა
გამოუქვეყნებელი ტექსტების ელექტრონული გამოცემის
საშუალებას (Project Gutenberg Self Publishing).
პროექტ “გუტენბერგს” 1996 წელს ყველაზე მასშტაბური ინტერნეტარქივის სტატუსი
მიენიჭა, 2007 წელსკი ოფიციალურად ეწოდა ბიბლიოთეკა კალიფორნიისშტატის ფედერალური მთავრობის მიერ4.
თუქართულ წიგნს
ასეთ საერთაშორისო კონტექსტში შევხედავთ, აშკარად დავინახავთ, რაოდენ
მნიშვნელოვანია, მისი მომავალი სიცოცხლისთვის, რომელიც უდავოდ ელექტრონული იქნება, დროულად ვიზრუნოთ. ამ ზრუნვის პირველი მაგალითი ქართული ტექსტების, თუნდაც რომელიმე ერთი
ავტორის (მაგალითად, რუსთაველის) ელექტრონული კორპუსის შექმნა იქნებოდა. დღეისათვის არ გვაქვს არც ერთი ქართული, პირველ ეტაპზე თუნდაც მორფოლოგიურად ანოტირებული კორპუსი.
რასმოუტანს ციფრული ჰუმანიტარია მოსწავლეს?
მარტივად რომ ვთქვათ, სრულდება ეპოქა, როდესაც ისტორიის სწავლა თარიღების დამახსოვრებასთან ასოცირდებოდა. ამ ცვლილებას სხვასთან ერთად ისეთი ყოველდღიური რამ უწყობს ხელს, როგორიც
ინტერნეტსაძიებო სისტემებია. საძიებო სიტემების ეპოქაში ინტერნეტმომხმარებლებმა, უფრო ზუსტად,
მათმა ტვინმა შეიცვალა დამახსოვრების სტრატეგია. ადამიანები ახლა იმას
უფრო იმახსოვრებენ, სადმოიპოვონ ინფორმაცია და არა მთელ ამბავს, დეტალებსა თუ თარიღებს. არც მწერლების ბიოგრაფიისა
და ნაწარმოებების ე.წ.
“გარჩევების” დასწავლაა აქტუალური ფილოლოგიისთვის. ციფრული ჰუმანიტარიის არსებობა კიდევ ერთხელ წარმოაჩენს კრიტიკული აზროვნების განვითარების აუცილებლობას – ციფრული ჰუმანიტარიის ეპოქაში ცენტრალური ფიგურა მკვლევარია, მისი კრიტიკული აზროვნების უნარი და კითხვა, რომლითაც იგი უზარმაზარ ბაზებს, ელექტრონულ კორპუსებს მიმართავს.
პური ჩვენი არსობისა









