ორშაბათი, აპრილი 28, 2025
28 აპრილი, ორშაბათი, 2025

სკოლა ჩემი სახლია

0

– საით მივდივართ? – მუდამ შინისაკენ.
ნოვალისი

ჩემს ბავშვობაში ან სხვა ბავშვებზე დაკვირვებისას, აღმომიჩენია, რომ ყველაზე მტკივნეული სახლს მოწყვეტა იყო. რა საბაბითაც უნდა ყოფილიყო ეს წასვლა სხვაგან, ბრჭყვიალა საცდუნები, გასართობ-დასვენებითი სავანე, საზღვაო თუ სოფლური თავგადასავლები – ცოტა ხნის შემდეგსახლის მონატრება იწყებოდა.

ან რას ვთამაშობდით მუდმივად ჩვენ და ყველა ბავშვი?

სახლს ვაშენებდით: მაგიდის ქვეშ ვძვრებოდით, ხის ტოტებში ვიწყობდით სახლ-შტაბს, მუყაოსყუთებს ვიმხობდით თავზე;ლეიბებითაც კი მოგვიწყვია სახლი.

ბევრი შეგრძნება აღარ მახსოვს, მაგრამერთი ცხადი იყო: თავშესაფარს, სიმყუდროვეს და დაცულობას ვესწრაფვოდით. დედის მუცელი სახლიდან ცოტა ხნის გამოსულებს სამყარო ჯერ სახლადვერ აღგვექვა, რადგანძალიან დიდი იყო და თავს იქ უმწეოდვგრძნობდით. მართლაცდა, სად ახლა რომ გვაქვსგადაჯავშნული გულ-ტყავ-თავებიდა სად მაშინ:ჩვილი და უღინღლო.

ადამიანი ნაწარმოებია ფორმით და შინაარსით, მის ავტორსშემოქმედი ჰქვია. აქედანგამომდინარე, განა ბუნებრივი არ არის, რომ მას დაბადებიდან სიკვდილამდე შემოქმედებითი გარემოშეუქმნა. თუმცა ჯერ უნდა დაანახო ის სილამაზეები და იდუმლებები, რაც ბუნებაში უკვეა წარმოდგენილი და მერე ისწავლო მისგან, როგორი ფერებითა და რუდუნებით კვანძავს თავთავებს, ყვავილებს, რომ თვითონაც ასე მოექცე საკუთარ თავსა და შენს გარემოს. ჩვენ კი ჩვენი თავიდან გარეთ გახედვაც გვეზარება, ამ საოცრებათა დაფასებაზე რომ აღარაფერი ვთქვათ.

მაშ ასე, გვაჩუქა შემოქმედმა თავისი შედევრი ბავშვი და უფროსებს მოგვანდო. რა ძალისხმევას გამოვიჩენთ, რომ თვითონაც შემოქმედს დავემსგავსოთ. პირველი სიტყვაოჯახის წევრებზეა, შემდეგ,ყველა ზღაპარში ასეა, ბედის საძებნელად ოჯახიდან უნდა გამოვიდეს მოზარდი. პიროვნებად რომ ჩამოყალიბდეს, უნდა დაიწყოს ბრძოლაარსებობისთვის და აჰა, სკოლისდროც მოვიდა. აქ მასწავლებელი ჩნდება. რა არის სკოლა?ვინ არის მასწავლებელი?

განა კარგი არ იქნება,სკოლა სახლს დაამსგავსოს მასწავლებელმა – სახლს, ამ სიტყვის საუკეთესო გაგებით, რომ მოსწავლემ თავი აქ მყუდროდ და უსაფრთხოდ იგრძნოს, დაიჯეროს, რომ იგი უყვართ,მისი ბედი აღელვებთ; ცხოვრებისთვის საჭირო უნარებსა და ცოდნას უზიარებენ ისე, რომ მუდმივად ჭკუას არ არიგებენ. არა, ჭკუის დარიგება როგორ არ არის საჭირო,ოღონდ – სხვანაირად, მეგობრულად და მისი პიროვნების გათვალისწინებით. მოსწავლე და მასწავლებელი ერთად ქმნიან სასწავლო გარემოს გულით, გონებითა და ქმედებით.

მინდა, ყველა გაკვეთილი მოლოდინით იწყებოდეს: აბა, რა სიახლემოგვიმზადა მასწავლებელმა? რადგანადამიანის ფანტაზიას საზღვარი არ აქვს. ერთხელ,როცა ზღაპარი უნდა ამეხსნა, თავზე გვირგვინი დავიდგი და ისე დავიწყე თხრობა.

ჯერ კიდევ საჯაროსკოლაში ვასწავლიდი, რომ მივხვდი, ბავშვებს ყველაზე მეტად მასწავლებელთა მხრიდან სიყვარული და მათი პიროვნებებად აღიარება აკლდათ. შევდიოდი კლანებად და კიდევ ვიღაც-ვიღაცებად დაყოფილ კლასში (ჩვენი საზოგადოების პატარა მოდელში) და ჩემს თავს ვეკითხებოდი: მოგწონს ეს და თუ არა, რას იღონებ?

ვიმეგობრებთ და ვამეგობრებ ერთმანეთთან – სიყვარულის წებო მოვიმარჯვე და კლასის სახლადქცევას შევუდექი. დავიწყე თანამშრომლობა მოსწავლეებთან და მათ მშობლებთან. აი, ერთი ბავშვიგარიყული ზის, ბაიყუშობს. ისე, რომ მან ვერ გაიგო,თანაკლასელები “მივუსიე” და გამთლიანდნენ. რომელიღაც მოსწავლე გაჭირვებული ოჯახიდანაა, ექსკურსიის ფულს ვერ დებს. მის ზურგს უკან, შეძლებულ მშობლებთან და შვილებთან მოვაგვარეთ ეს საქმეც. ფულის დამდებებიც კმაყოფილი არიან თავიანთი ქველმოქმედებით.

იმ სკოლაში რომ მივედისამუშაოდ, დირექტორმა მკითხა:ბავშვებთან მუშაობის გამოცდილება გაქვსო? – არა-მეთქი.ჰოდა, ძალიან კარგიო.კლასში შესვლის წინაც მკითხა:აბა, როგორი განწყობა გაქვსო? საშინლად მეშინია-მეთქი, – ვუპასუხე (დღემდეასე ვარ). ეგეც ძალიანკარგიაო. ახლა ვხვდები, რომ ბრძენი და გამჭრიახი იყო ის დირექტორი.

ძაღლი წყალშირომ ჩააგდეს, ცურვა მაშინ ისწავლაო – ამ ანდაზასავით იყო ჩემი საქმე.სწავლას მივეძალე – ტრენინგებზე დავდიოდი, სხვა მასწავლებელთა გაკვეთილებს ვესწრებოდი; რაღას არ ვიგონებდი, რომ გაკვეთილი შოკურიდა ფერადოვანი გამეხადა, ექსპერიმენტებს ვატარებდი საკუთარ თავზე და მოსწავლეებზე. ზოგჯერვფლავდებოდი, მაგრამ მაინც ჯიუტადგანვაგრძობდი ძიებას.

სახლის თემას თუ გავაგრძელებ, იატაკიდან საყვედურის გარეშევკრეფდი ქაღალდებს, ბუფეტის ნამუსრევს – ასე ვასწავლე მათ სისუფთავე და წესრიგი. სიყვარულის დღესთან დაკავშირებით, გაზაფხულზე ბიჭებს დავიმარტოხელებდი, ათ-ათ თეთრს ვადებინებდი (მე თვითონ ლარს ჩამოვდიოდი) და დილით, გაკვეთილის დაწყების წინ, თანაკლასელ გოგონებს მერხებზე თითო-თითო ყოჩივარდა ხვდებოდათ – ურთიერთპატივისცემა ისწავლეს. ერთიანი რომ გახდნენ, მშობლებიც მიხვდნენ, რომ მე მათი თანამებრძოლი და არა დაპირისპირებული ძალა ვიყავი.სკოლა ჩემი სახლი იყო. სიზმრებშიც მათ ვხედავდი. შეყვარებული ვიყავი ჩემს მოსწავლეებზე, ქუჩაში გამოსულიც ყველა ბავშვში მათთან მსგავსებას ვეძებდი. ერთ ჩემს მოსწავლეს უთქვამს: სკოლაში წასვლამიხარიაო და მივხვდი, რომ სკოლა მათთვისაც სახლად გადაქცეულიყო. მაგრამ,ერთ დღეს, ჩემს სახლში,საკუთარმა შვილებმა რევოლუცია მომიწყვეს, ლოზუნგით: “ან ჩვენ, ან ისინი”.მე შვილები ვარჩიეიმიტომ, რომ მათ ჩემს მეტი მშობელი არ ჰყავდათ და დიდხანს, ძალიან დიდხანს ცუდად ვიყავი,მოსწავლეებთან ვერყოფნის ავადმყოფობა ძლივს მოვიხადე. იმ სკოლისკენ აღარასოდეს გამიხედავს.

მერე ბედმა”კავკასიურ სახლში” მიმიყვანა, ჩემი ყოფილი უსაყვარლესი ლექტორის, მწერალ ნაირა გელაშვილის მიერ დაარსებულ კულტურულ ურთიერთობათა ცენტრში, სადაც იმხანად საკვირაო სკოლა იყო გახსნილი და დავიწყე მასწავლებლობა. აქ აღარ ვიყავიისეთი უმწეო და დაუცველი, როგორც მაშინ, როცა პირველად შევდგი ფეხი საჯაროსკოლაში – გამომწვევად, კევის ღეჭვითრომ შემხვდნენ ჩემთვის უცნობი ბავშვები: აბა ერთი, რას იზამსო.მადლობა ღმერთს, ბუნებრივი რეაქცია მქონდა: ჩანთა გავხსენი, კევი ამოვიღე და ყბებისქნევაში ავყევი მათ (იმის მერე გაკვეთილზე აღარავის დაუღეჭავს).

მას შემდეგბევრმა წყალმა ჩაიარა,მაგრამ მე ისევ მეშინია ბავშვებისა, გაკვეთილზე შესვლის წინ. და ღმერთმა ნუ ქნას, სხვანაირად იყოს. უკვე იმდენიხნის მასწავლებელი ვარ, რამდენი წელიც თვითონ ვიყავიმოსწავლე და ჩემს თავს ვეუბნები, მთავარია, ყურები არ ჩამოყარო, ხალისი არ გაიქრო; შენი მოსწავლეების ასაკიდან შეხედო სამყაროს და გახსოვდეს, რომ მათზე მეტი გამოცდილება მოგეცა იმიტომ, რომ შეგიძლია შენზე უმცროსები გაახარო. და ფიქრობ მეორე დღეზე,როგორ მოაწყო პატარაგაკვეთილი – სანახაობა, რომ შენც ითამაშო და მოსწავლეებიც ათამაშო, თან შენი მიზნები განახორციელო.

ერთხელ ბავშვები ჯგუფებად დავყავი, ცარცები დავურიგე, გარეთ ასფალტზე ტერიტორიები გამოვუყავი და დავალება მივეცი, დაეხატათ თავიანთი ოცნების სახლი, დაერქმიათ სახელი; პრეზენტაციის დროს მოეყოლათ, ვინ ან რა ცხოვრობდა ამ სახლშიდა რა სურდა. ჩემ მიერ შერჩეული ჟიური აფასებდა მათ ნაშრომებს. თან საჭიროა ბავშვები მუდმივად გრძნობდნენ, რომ შენ ისინი,ყველანი, განურჩევლად გიყვარს და ყურადღების ცენტრში გყავს. თუ გინდა რაიმე შენიშვნა მისცე, ცალკე გაგყავს და უსაბუთებ, რატომ არ მოგწონს მისი საქეციელი. საკუთარ შეცდომებს საჯაროდ აღიარებ მათ წინაშე და ბოდიშსიხდი. ძალიან კარგია,რომ სულ სადღაცდაგყავს, საუკეთესოს აჩვენებ. შეიძლება ყველაფერი ვერ გაიგოს,მაგრამ რაღაც აუცილებლად დაამახსოვრდება, ჩარჩება გონებაში, მის გემოვნებაზე იმოქმედებს და ჩვენი მიზანიც ხომ ეს არის. მთავარია კაცთმოყვარენი გავზარდოთ.

უკვე რაღაცეებს ვამეტაფორებ: ყოველი სასწავლო წელი შობა-ახალი წელივით არის, თავიდან იბადები, მოსწავლეებთან ერთად მთელი წლის მანძილზე იზრდები, თავს დაისხამ და პურდები.

სიახლეებია საჭირო.ამისათვის დრო გჭირდება, მარტო ეს საქმე უნდა გებაროს, ფიქრში და ფიქრის გარეთ.შენს თავს ამხნევებ, ხშირ-ხშირად ეუბნები: თუკი ჩვეულებრივი დღე ახლებურად თენდება და ღამდება?… გულში მეცინება, ეს, სხვათა შორის,ჩემი დამსახურებაცაა – ვფიქრობ. ჰოდა, მეტი რაღა გინდა,კეთილი ინებე და არ გაბედოერთფეროვნება.

ამ შაბათ-კვირისსკოლაში კიდევ უფრო რთულადაა საქმე. აქ არიან ახალი და ძველი დევნილები, სოციალურად დაუცველნი, ეროვნული და რელიგიური უმცირესობანი, მოკლედ, თუ ვინმე სადმე დაკარგულა და თავი ვერ უპოვნია, ისეთებიც. რაღაც თბილი ცისარტყელა გადავჭიმე მე ამ სკოლაში, რადგანეს მართლაც სახლი უნდა ყოფილიყო ტრავმირებული ბავშვებისთვის. თანაც შაბათ-კვირასბავშვს დასვენება და თამაშიუნდა. რომ იცოდეთ,რამდენ ფერს ვეძებდი, რამდენ ხანს ვქსოვდი ამ ცისარტყელას.

თანამოაზრეებთან ერთად დავიწყეთ სახლის შენება, მე, როგორცრიგითმა მასწავლებელმა, მერე -კოორდინატორმა და დღემდე ვაშენებთ, ყოველ წელს უფრო და უფრო თბილსადა მხიარულს ვხდით სახლს.ასეთია თანამედროვეობის გამოწვევები. ამ ხნის მანძილზე ჯერ არ შემხვედრია უუნარობავშვი, არასდროს ყოფილაჩვენს სკოლაში მოსწავლე, სიყვარულსა და ყურადღებას არ გაეკეთილშობილებინოს. აქ ბავშვები ერთმანეთს კარგი ბავშვობის გამო აფასებენ და არა სხვა რამეთაგამო. ამიტომ არის, რომ ეს პატარა,მრავალფეროვანი, მეგობრული სკოლა,ერთი სახურავის ქვეშ მოქცეული – სოლოლაკში, გალაკტიონ ტაბიძის ქუჩაზე, ¹20-ში – ცხოვრობს და ვითარდება. კიდევ ერთი პატარასახლი შევქმენით 2001 წლიდანევროპული ფონდის, “ჰორიზონტის” ფინანსური დახმარებითა და ნაირა გელაშვილის იდეით.

კარგი მასწავლებლობა კი გამოსდით ან ძალიანახალბედებს და გამოუცდელებს, ან მათ, რომლებიც სულ სწავლობენ და უყვართ.

ხორხე ლუის ბორხესი – ‘ბედნიერებას ნებისმიერ წამს უნდა მოელოდე’

0
ვინმემ რომ მკითხოს, რა არის თქვენი ცხოვრების უმთავრესი მოვლენაო, იმწამსვე მამაჩემის ბიბლიოთეკას დავუსახელებ. ასე მგონია, ახლაც იქა ვარ, იმ სამყაროში, თვალდახუჭულსაც შემიძლია მისი დახატვა: ეს იდუმალი ნავსაყუდელი შემინულ კარადებიან ოთახში იყო განთავსებული და რამდენიმე ათასეულ ტომს ითვლიდა. ახლომხედველი ვარ და საგრძნობლად მიჭირს ადრინდელ ნაცნობთა სახეების გახსენება (ის კი არადა, ბაბუაჩემზე, ასევედოზე როცა ვფიქრობ, მისი სურათი მიდგება თვალწინ, და არა თვითონ), ჩემბერსისა და ბრიტანულ ენციკლოპედიათა გრავიურების უმრავლესობას კი ქვეყნად ვერაფერი დამავიწყებს.

“ჰეკლბერი ფინი” იყო პირველი ნაწარმოები, რომელიც ბავშვობაში წავიკითხე. მას “კალიფორნიის დაუვიწყარი დღეები” მოჰყვა, შემდეგ – კაპიტან მარიეტის თხზულებანი, უელსის “პირველი ადამიანები მთვარეზე”, დიკენსის, პოს და ლუის კეროლის ნაწარმოებები, ლონგფელოს ერთტომეული, “განძთა კუნძული”, “დონ კიხოტი”, “ტომ ბრაუნის სკოლის წლები”, ძმები გრიმები, ამჟამად სრულიად მივიწყებული “მისტერ ვერდანტ გრინის თავგადასავალი”, ბერტონის მიერ თარგმნილი “ათას ერთი ღამის” ზღაპრები. მოგეხსენებათ, ეს შესანიშნავი ნაწარმოები უწმაწურობის და უხამსობის განსახიერებად იყო მიჩნეული, მეკრძალებოდა მასთან მიახლოება და მეც მალულად ვკითხულობდი, ჩვენივე სახლის სახურავზე მიყუჩებული… ჩემთვის უცნობი, ჯადოსნური სამყარო მიტაცებდა. ვფიცავ, რაიმე დასაძრახს ვერც კი ვამჩნევდი, ზღაპრებს ვკითხულობდი ფრთაშესხმული, ეს იყო და ეს, სხვა არაფერი მაინტერესებდა. ყველა ეს წიგნი ინგლისურ ენაზე წავიკითხე და მერე, როცა “დონ კიხოტს” ორიგინალში გავეცანი, მომეჩვენა, რომ უვარგის თარგმანს ჩავკირკიტებდი. კარგად მახსოვს გარნიეს გამომცემლობის პატარა წითელი ტომები, მოხდენილი და ოქროს ნატვიფრიანი. ერთი ხანობა რაღაც ცვლილება მოხდა მამაჩემის ბიბლიოთეკაში და როცა ამ წიგნის სხვა გამოცემა წავიკითხე, ისეთი გრძნობა დამეუფლა, თითქოს ეს არ იყო ნამდვილი “დონ კიხოტი”. მოგვიანებით, ერთ-ერთმა მეგობარმა მაჩუქა გარნიეს მიერ გამოცემული წიგნი, ჩემთვის ნაცნობი გრავიურებით, შენიშვნებითა და მცდარბეჭდილებით. ყველა ეს დეტალი ნაწარმოების განუყოფელი ნაწილი იყო ჩემთვის, მუდამ ასეთად წარმომედგინა ნამდვილი “დონ კიხოტი”.
ესპანურ ენაზე მაქვს წაკითხული ედუარდო გუტიერესის თხზულებანი თავზეხელაღებულ ყაჩაღებზე (მათ შორის საუკეთესოდ “ხუან მორეირას” დავასახელებდი), მისივე “სამხედრო სილუეტები”, სადაც შთამბეჭდავად იყო აღწერილი პოლკოვნიკ ბორხესის აღსასრული. ისიც უნდა ვთქვა, რომ დედაჩემმა ამიკრძალა “მარტინ ფიეროს” გადაკითხვა, ეს წიგნი მხოლოდ უწლოვან ხულიგნებს თუ გაიტაცებს, თანაც ჭეშმარიტ გაუჩოებზე არ მოგვითხრობსო. მისი ასეთი განწყობა იმით აიხსნებოდა, რომ ერნანდესი როსასის მიმდევარი გახლდათ, ანუ მტერი ჩვენი უნიტარი წინაპრებისა. ცხადია, ამ წიგნსაც მალულად ვკითხულობდი. მოგვიანებით გავეცანი სარმიენტოს “ფაკუნდოს”, გარდა ამისა, ნაწარმოებებს ძველბერძნულ და სკანდინავიურ მითოლოგიაზე. აი პოეზია კი, ინგლისურად წავიკითხე: შელი, კიტსი, ფიცჯერალდი, სუინბერნი. ყველა მათგანზე ჭკუას კარგავდა მამაჩემი, ზეპირად ახსოვდა მათი ლექსებისა თუ პოემების საკმაოდ ვრცელი მონაკვეთები და ციტირებაც უზომო სიამოვნებას ანიჭებდა.

სხვათა შორის, მამაჩემის თითქმის ყველა წინაპარი და ნათესავი ლიტერატურის დიდი სიყვარულით გამოირჩეოდა. მისი ბაბუის ბიძაშვილი, ხუან კრისოსტომო ლაფინური ერთ-ერთი პირველი არგენტინელი პოეტი იყო, ავტორი ოდისა გენერალ მანუელ ბელგრანოს აღსასრულზე. მამაჩემის ბიძაშვილი, ალვარო მელიან ლაფინური, რომელსაც მეც კარგად ვიცნობდი, აგრეთვე პოეტი გახლდათ და მოგვიანებით არგენტინის ლიტერატურის აკადემიის წევრადაც აირჩიეს. მამაჩემის ბაბუა დედის მხრიდან, ედუარდ იანგ ჰეიზლემი, არგენტინაში ერთ-ერთი პირველი ინგლისური გაზეთის (“სამხრეთის ჯვარი”) გამომცემელი, ჰაიდელბერგის უნივერსიტეტის ფილოსოფიისა თუ ლიტერატურის (კარგად არ მახსოვს, რომლის) დოქტორი იყო. ოქსფორდსა და კემბრიჯზე ხელი არ მიუწვდებოდა, ამიტომაც მიაშურა გერმანიას. როგორც ამბობენ, მთელი კურსი ლათინურ ენაზე გაიარა და იქვე მიენიჭა ეს ხარისხი. საბრალო, თუ არ ვცდები, პარანაში გარდაიცვალა. თავად მამაჩემს დაწერილი აქვს რომანი “კაუდილიო”, ენტრე-რიოსის პროვინციის ისტორიის ამსახველი, რომელიც 1921 წელს გამოაქვეყნა კუნძულ მაიორკაზე. აგრეთვე დაწერა (და გაანადგურა) ნარკვევების წიგნი, ასეთივე ბედი არგუნა აღმოსავლურ მოთხრობათა კრებულს, “ათას ერთი ღამის” სტილში შექმნილ არცთუ ურიგო ნაწარმოებს. გარდა ამისა, დაწერილი აქვს დრამა “გზა არსაითკენ”, შვილზე გულაყრილი კაცის ტრაგედიას რომ ასახავს, არგენტინელი პოეტის ენრიკე ბანჩსის მიბაძვით გალექსილი სონეტები. ბავშვი ვიყავი, მამაჩემი როცა დაბრმავდა; ჩვენი ოჯახი ღრმად იყო დარწმუნებული, რომ მისი გზა მე უნდა გამეგრძელებინა. მსგავსი რწმენა კი, უბრალო სურვილსა თუ ოცნებაზე გაცილებით ძლიერია. სხვა გზა არ მქონდა: მწერლობას ვერსად გავექცეოდი!
* * *
1937 წელს პირველად მოვეწყვე ე.წ. “მუდმივ სამსახურში”. იქამდე უმნიშვნელო ლიტერატურულ მოღვაწეობას ვეწეოდი: ვთანამშრომლობდი ჟურნალ “კრიტიკის” რაღაც გასართობ, უგემოვნოდ ილუსტრირებულ დამატებაში; პოპულარულ ყოველკვირეულ გამოცემას, რომელსაც რატომღაც “კერა” ეწოდებოდა, თვეში ორჯერ ვამარაგებდი უცხოურ წიგნებზე დაწერილი რამდენიმეგვერდიანი რეცენზიებით და ამ წიგნების ავტორთა ბიოგრაფიებით; გარდა ამისა, ვწერდი ტექსტებს სხვადასხვა ქრონიკებისთვის და გამოვცემდი ფსევდომეცნიერულ ჟურნალს “ქალაქი”, ბუენოს-აირესის კერძო მეტროპოლიტენის სარეკლამო ორგანო რომ იყო ფაქტიურად. ამ ყველაფერში ძალიან ცოტას მიხდიდნენ, მე კი, უკვე იმ ასაკში გახლდით, კარგა ხნის წინ რომ უნდა დამეწყო წვლილის შეტანა საოჯახო ბიუჯეტში. შემდეგ მეგობრები დამეხმარნენ და მიგელ კანეს ბიბლიოთეკის ფილიალში მომაწყვეს პირველი თანაშემწის მოკრძალებულ თანამდებობაზე. ბიბლიოთეკა ძალიან შორს იყო ჩემი სახლიდან, ქალაქის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, ერთობ უღიმღამოსა და მოქუფრულში. იმ სამსახურში ჩემსაზე დაბალი თანამდებობებიც არსებობდა, მაგალითად, მეორე და მესამე თანაშემწისა, პირადად მე კი დირექტორს და მის სამ მოადგილეს ვემორჩილებოდი. ჯერ თვეში ორას ათ პესოს მიხდიდნენ, მერე ორას ორმოცი დამინიშნეს. უნდა გითხრათ, რომ ზემოაღნიშნულ თანხებს სამოცდაათი-ოთხმოცი ამერიკული დოლარი შეესაბამება.
ბიბლიოთეკაში ძალიან ცოტას ვმუშაობდით. ორმოცდაათი თანამშრომელი თხუთმეტიოდე კაცის საქმეს ვინაწილებდით. ოც ადამიანს საბიბლიოთეკო ფონდის კლასიფიკაცია და კატალოგების შედგენა გვევალებოდა. ბიბლიოთეკას იმდენად ცოტა წიგნები ჰქონდა, იოლად ვახერხებდით მათ მიგნებას და არასოდეს მიგვიმართავს იმ გულდასმით შემუშავებული სისტემისათვის, ურომლისოდაც, წესით, ფონს ვერ უნდა გავსულიყავით. პირველ დღეს თავი გამოვიდე და შესაშური გულმოდგინებით ვიმუშავე, მეორე დღეს კი ერთმა კოლეგამ განზე გამიხმო და შემარცხვინა, თქვენი ასეთი სიბეჯითით ორმოს გვითხრითო. თურმე ნუ იტყვით, კატალოგიზაცია მხოლოდ იმიტომ წამოუწყიათ, ხალხისთვის საქმე რომ გაეჩინათ, მე კი ჩემი კეთილსინდისიერი მუშაობით ლუკმა-პურს ვაცლიდი ხელიდან ადამიანებს. იმწამსვე პატიოსნად ვაღიარე, რომ სავალდებულო ასი დასახელების კლასიფიკაციის ნაცვლად, ოთხასიოდეს გავართვი თავი. თქვენ თუ ასე გააგრძელებთ, დირექტორი ძალიან გაბრაზდება და ჩვენც უფუნქციოდ დავრჩებითო, შემომჩივლეს კოლეგებმა. ბოლოს შევთანხმდით, რომ ერთ დღეს ოთხმოცდასამ წიგნს დავამუშავებდი, იმის მომდევნოს – ოთხმოცდაათს, მესამე დღეს კი ას ოთხი წიგნის დამუშავების უფლება მეძლეოდა.

ცხრა წელი გავლიე ამ ყოფაში, მძიმე და გაუხარელი წლები… იქ მამაკაცებს ძირითადად დოღი, ფეხბურთი და უხამსი ისტორიები აინტერესებდათ. ჩემი იქ მუშაობის პერიოდში ერთ ქალზე ძალაც კი იხმარეს, როცა ის ტუალეტისკენ მიდიოდა. მაგრამ ეს არავის გაკვირვებია, ასეც უნდა მომხდარიყო, რადგან ქალებისა და მამაკაცების ტუალეტები ამ შენობაში ერთმანეთის გვერდითააო განთავსებული, გაიძახოდნენ. ერთხელაც ორმა დარბაისელმა და კეთილმოსურნე ქალბატონმა მომინახულა, აინტერესებდათ რა სახის სამუშაოს ვასრულებდი ბიბლიოთეკაში. ორიოდე დღის შემდეგ დამირეკეს ამ მანდილოსნებმა და ისეთი რამ მითხრეს, რაც არასდროს დამავიწყდება: “თქვენ, შესაძლოა, მოგწონდეთ კიდეც ეგ სამუშაო, მაგრამ გავბედავთ და პირობას ჩამოგართმევთ, რომ ერთ თვეში სხვა სამსახურს მოიძიებთ, სადაც ცხრაას პესოს მაინც გადაგიხდიან”. პატიოსანი სიტყვა მივეცი, რომ სურვილს უთუოდ შევუსრულებდი. მთელი ამ სიტუაციის კომიკურობა იმაში გახლდათ, რომ იმ ხანებში საკმაოდ ცნობილ მწერლად ვიყავი მიჩნეული, ჩემს კოლეგებს კი ჯერ არაფერი სმენოდათ ამის შესახებ. მახსენდება, როგორ გაოცდა ბიბლიოთეკის ერთი თანამშრომელი, როდესაც ენციკლოპედიაში ვინმე ხორხე ლუის ბორხესს გადააწყდა, რა უცნაურად ემთხვევა თქვენი და ამ კაცის სახელები და დაბადების თარიღებიო. დროდადრო, მთელი ამ წლების განმავლობაში მუნიციპალურ მუშაკებს მატეს ორფუნტიანი კოლოფით გვაჯილდოვებდნენ და ნებას გვრთავდნენ, ეს სიმდიდრე სახლში წაგვეღო. ასეთ დღეებში, საღამოობით, როცა ფეხით გავდიოდი ათიოდე კვარტალს ტრამვაის გაჩერებამდე, ძალიან მიჭირდა ცრემლების შეკავება: ეს სამარცხვინო მოწყალება ხაზს უსვამდა ჩემი არსებობის უბადრუკობასა და ამაოებას.

თითქმის ყოველდღე, ტრამვაიში, გზად სამსახურისკენ თუ შინისაკენ, საათობით ჩავკირკიტებდი “ღვთაებრივ კომედიას”. “სალხინებლის” უკეთ გასაგებად ჯონ ეიტკენ კარლეილის პროზაულ თარგმანს მივმართავდი, დანარჩენს თავად ვუმკლავდებოდი, სამსახურში კი “საბიბლიოთეკო სამუშაოს” დილით ერთ საათს ვანდომებდი, შემდეგ სარდაფში, ანუ წიგნსაცავში ვიძურწებოდი და დარჩენილ ხუთ საათს წერა-კითხვაში ვატარებდი. ასე წავიკითხე ედუარდ გიბონის “ნგრევა და დაცემა”, ვისენტ ფიდელ ლოპესის მრავალტომეული – “არგენტინის რესპუბლიკის ისტორია”, ლეონ ბლუა, კლოდელი, გრუსაკი და ბერნარდ შოუ, შაბათ-კვირას კი ვირჯინია ვულფს და ფოლკნერს ვთარგმნიდი. ერთ მშვენიერ დღეს თავბრუდამხვევ ზეასვლასაც მივაღწიე, მესამე მოადგილედ გადამიყვანეს.
ერთხელ დედამ სამსახურში დამირეკა და შინ მისვლა მთხოვა. მეც სასწრაფოდ დავეთხოვე უფროსობას. მამაჩემს აგონია დასწყებოდა, სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე დამიხვდა სახლში მიჭრილს. მამა 1938 წელს გარდაიცვალა და იმავე წლის შობის წინა დღეს თავად მეც ძლივს გადავურჩი სიკვდილს: კიბეზე სწრაფად ავდიოდი, უცებ ვიგრძენი, რომ ვიღაცამ სკალპი ამხადა… ფანჯრის ახლად შეღებილ საგდულს მივჯახებივარ თავით. პირველადი დახმარება კი აღმომიჩინეს, მაგრამ ჭრილობა გამიავდა და მთელი კვირა არ მომიხუჭავს თვალი, მაღალმა სიცხემ და ჰალუცინაციებმა გამაწამა. ერთ საღამოსაც ენა წამერთვა. მაშინვე საავადმყოფოში გამაქანეს, იქ კი გამოირკვა, რომ საოპერაციო ვიყავი. მალე სისხლის მოწამვლა დამეწყო, მთელი თვე ვებრძოდი სიკვდილს (მოგვიანებით ეს ყველაფერი დაწვრილებით აღვწერე მოთხრობაში “სამხრეთი”). როდესაც გამოჯანსაღება დავიწყე, გულში შიში შემეპარა, სულ იმას ვფიქრობდი, ნეტა გონება არ დამიქვეითდეს-მეთქი. მახსოვს, დედა ხმამაღლა მიკითხავდა ლუისის წიგნს “მდუმარე პლანეტიდან”. ერთი ხანობა ვერც კი ვუსმენდი, ბოლოს დამიყოლია, თავს ძალა დავატანე და… ორიოდე გვერდის მოსმენის შემდეგ ავტირდი. მიზეზი მკითხა. “ვტირი იმიტომ, რომ მესმის”, ვუპასუხე. მაინც ვღელავდი, არ ვიცოდი, შევძლებდი თუ არა ოდესმე წერას, მანამდე კი საკმაოდ ბევრი ლექსი და არცთუ ცოტა რეცენზია მქონდა დაწერილი. დარწმუნებული ვიყავი, რომ თუ შევეცდებოდი რეცენზიებზე მუშაობას და ხელი მომეცარებოდა, ეს მართლაც მიწასთან გამასწორებდა, მაგრამ თუ ისეთი რამის შექმნას შევეცდებოდი, რაც ადრე არ შემიქმნია და ამასაც ვერ გავწვდებოდი, ეს დარტყმა ნაკლებად მძიმე აღმოჩნდებოდა ჩემთვის და ალბათ ახალი აღმავლობისთვისაც მომამზადებდა. ამიტომ მოთხრობის დაწერა განვიზრახე და ასე გაჩნდა “პიერ მენარი, ავტორი დონ კიხოტისა”.

“პიერ მენარი”, ისევე როგორც მისი წინამორბედი – “მიახლოვება ალმუთასიმთან”, დროებითი ნავსაყუდელი აღმოჩნდა ესედან ჭეშმარიტ მოთხრობამდე მიმავალ გზაზე, თუმცა წარმატებამ მაინც გამამხნევა და უფრო ამბიციური რამის შექმნაც გავბედე: “ორბის ტერციუსი” იყო ნაწარმოები ახლად აღმოჩენილ სამყაროზე, რომელსაც საბოლოოდ უნდა განედევნა ამჟამინდელი. ორივე მოთხრობა, “მენარიცა” და “ტერციუსიც” ვიქტორია ოკამპოს ჟურნალში დაიბეჭდა. კვლავ განვაგრძობდი მუშაობას წიგნსაცავში, ზოგჯერ კი, თუ ამინდი ხელს შემიწყობდა, ბიბლიოთეკის ბრტყელ სახურავსაც არ ვიწუნებდი. კოლეგები ალმაცერად მიყურებდნენ, ვერ გაეგოთ, რატომ გავურბოდი ხმაურიან თავყრილობებს.
კაფკას მოტივებზე შექმნილი მოთხრობა “ბაბილონის ბიბლიოთეკა” ჩაფიქრებული იყო როგორც კოშმარული ვარიანტი ჩვენი მუნიციპალური ბიბლიოთეკისა და ამის გამო ტექსტის დეტალებს სულაც არა აქვთ რაიმე სიმბოლური მნიშვნელობა. ამ მოთხრობაში წიგნებისა და თაროების ჩემ მიერ დასახელებული რაოდენობა ზედმიწევნით თანხვდება იმას, რასაც მთელი ცხრა წელი შევყურებდი. კრიტიკოსები თავს იმტვრევდნენ ამ ციფრებზე და ხელგაშლით აჯილდოვებდნენ მისტიციზმით. “ლატარია ბაბილონში”, “სიკვდილი და ბუსოლი”, “ნანგრევებში” – ყველა ეს მოთხრობაც მოპარულ სამუშაო საათებში დაიწერა. სხვებთან ერთად ეს ნაწარმოებებიც შევიტანე წიგნში “განტოტვილ ბილიკთა ბაღი”, რომელიც ხელახლა გამოიცა 1944 წელს სხვა სათაურით: ახლა მას “გამონაგონი” ერქვა. ეს წიგნი და მოთხრობების კრებული “ალეფი”, ვფიქრობ, ჩემი საუკეთესო ქმნილებებია.

1946 წელს ქვეყნის სათავეში მოვიდა პრეზიდენტი, რომლის სახელის ხსენებაც არ მსურს. მალე მაუწყეს, რომ “დაწინაურებული” გახლდით, ინსპექტორის თანამდებობა ებოძებინათ ჩემთვის – ქალაქის ბაზრებში ჩიტებითა და ბაჭიებით ვაჭრობის კონტროლი მევალებოდა. საქმის გასარკვევად მერიას მივაშურე: “უცნაურია, რომ უამრავ თანამშრომელს შორის გამომარჩიეს და მაინცდამაინც მე მხვდა წილად ასეთი პატივი!” – მაშ რა გეგონათ? – მომიგო ვიღაც მოხელემ, – თქვენ ხომ მოკავშირეთა მომხრე იყავით, სხვას რას ელოდით? მივხვდი, რომ ამ საქმეს აღარაფერი ეშველებოდა, მეორე დღესვე დავტოვე ბიბლიოთეკა. მეგობრები იმწამსვე დაირაზმნენ და გამოსამშვიდობებელი სადილი გამიმართეს. წინასწარ სიტყვაც კი მოვამზადე, მაგრამ ვიცოდი, თავად ვერ შევძლებდი მის წაკითხვას და ჩემს მეგობარს, პედრო ენრიკე ურენიეს ვთხოვე დახმარება.
* * *
ახლა, ჩემი ასაკისდა მიუხედავად, სულ მუდამ ვფიქრობ უამრავ ლოდზე, რომელთა გადაბრუნებაც ვერ მოვასწარი, და ისეთებზეც, კვლავაც სიხარულით რომ შევეჭიდებოდი. ვიმედოვნებ, ვიხილო მორმონთა ქალაქი იუტა, სადაც ბავშვობაში მარკ ტვენისა და კონან დოილის წყალობით “ვიმოგზაურე”; სიამოვნებით მოვივლიდი ისლანდიას, ტექსასსა და შოტლანდიას კი ხელმეორედ ვეწვეოდი.
სამოცდათერთმეტი წლის ასაკში მუხლჩაუხრელად ვშრომობ და საინტერესო იდეათა ნაკლებობასაც არ ვუჩივი. გასულს წელს მოვამზადე ლექსების კრებული “Elogio de la sombra” (“წყვდიადის ხოტბა”). მასში მხოლოდ ახალი ლექსები შევიტანე, სპეციალურად ამ გამოცემისთვის დაწერილი. ძირითადი იდეა ამ კრებულისა, რომელიც რამდენიმე ლექსშია გაცხადებული, ეთიკის სფეროს მიეკუთვნება, აქ ვერ ნახავთ რელიგიურ თუ ანტირელიგიურ მიკერძოებას. თქვენც კარგად იცით, “წყვდიადი” სიბრმავესაც რომ გამოხატავს და სიკვდილსაც. “Elogio”-ს ლექსებს ყოველ დილას ვკარნახობდი ეროვნულ ბიბლიოთეკაში ერთ-ერთ თანამშრომელს. როცა ეს სამუშაო გავასრულე, გადავწყვიტე არასოდეს მეღალატა ამ წამოწყებისთვის და ახლა მოთხრობების კარნახს შევუდექი. 1953 წლიდან მოყოლებული ახალი მოთხრობები აღარ დამეწერა და გულით გადავერთე საქმეში. კრებული, რომელიც “El informe de Brodie”-ით (“ბროუდის შეტყობინება”) დავასათაურე, შეულამაზებელი, მარტივი თხრობის მოკრძალებული ცდაა. მთელი ხუთი წლის მანძილზე შეუსვენებლივ ვეჩიჩინებოდი ამ წიგნზე დიდსა თუ პატარას. ახლახან დავამთავრე მუშაობა კინოსცენარზე “Los otros” (“სხვები”), სიუჟეტი ჩემია, სცენარს კი ადოლფო ბიოიმ კასარესთან და ახალგაზრდა არგენტინელ რეჟისორ უგო სანტიაგოსთან ერთად ვწერდი. ამჟამად, სადილის შემდგომ საათებში, ჩემთვის სასიხარულო საქმითა ვარ დაკავებული: სამი წელია, რაც საკუთარი მთარგმნელი მყავს და ერთად ვთარგმნით ჩემს ნაწარმოებთა ტომეულებს ინგლისურად, ენაზე, რომლის გამოყენების ღირსადაც თავს არა ვთვლი… ისე კი, არაერთხელ მინატრია, რომ ინგლისური ჩემი მშობლიური ენა ყოფილიყო…

განზრახული მაქვს საინტერესო სამუშაოს წამოწყება: ეს, ალბათ, იქნება მთელი რიგი არამეცნიერული, პირად აღქმაზე აგებული ესეებისა დანტეს, არიოსტოსა და შუა საუკუნეების სკანდინავიურ სიუჟეტებზე. გარდა ამისა, მსურს შევადგინო “ლაღი” კრებული, სადაც თავს მოვუყრი საკუთარ აზრებსა და ესთეტიკურ შეხედულებებს, მახვილსიტყვაობის უამრავ ნიმუშს. შემდეგშიც რაიმეს მოვიფიქრებ: ბევრი ამბავი მაქვს თქვენთვის შემონახული – გაგონილი თუ გამოგონილი… სიამოვნებით მოგიყვებოდით. ამჟამად ვამთავრებ ვრცელ ნაწარმოებს კაფკასეული სათაურით (“კონგრესი”) და ვიმედოვნებ, რომ ამისდა მიუხედავად, ის უფრო ჩესტერტონის მოტივებზე იქნება აგებული. მოქმედების ადგილად არგენტინა და ურუგვაი შევარჩიე. ოცი წელია თავს ვაბეზრებ ჩემს მეგობრებს, სულ ერთთავად მის სიუჟეტზე ვესაუბრები. ახლა კი მივხვდი, რომ სრულიად ზედმეტია მისი დამატებითი გადამუშავება: რაც არის, არის! კარგა ხანია ვაპირებ მამაჩემის რომანის “კაუდილიოს” რედაქტირებასა და გადაწერას, ეს ხომ მან მრავალი წლის წინ მთხოვა. ბევრ რამეზე ვიმსჯელეთ მაშინ. ვიცი, დიდ სიხარულს მომანიჭებს ეს სამუშაო, ის იქნება ჩვენი თანამშრომლობაც და დაწყებული დიალოგის გაგრძელებაც…

ადამიანები მუდამ კეთილად მეპყრობოდნენ. მტრები არა მყავს და თუკი ვინმე შეეცდებოდა არაკეთილმოსურნის ნიღბის აფარებას, მაინც იჩენდა იმდენ დიდსულოვნებას, რომ ჩემთვის გული არ დაეწყვიტა. იმ წერილების კითხვისას, რომლებითაც მაკრიტიკებენ, უცნაური გრძნობა მეუფლება: არა მარტო ვეთანხმები ჩემს ოპონენტებს, არამედ, ვფიქრობ, რომ მათ ადგილას მე მეტ სიმკაცრეს გამოვიჩენდი. უნდა ვურჩიო ჩემს მომავალ კრიტიკოსებს, რომ წერილობით გამომიგზავნონ თავიანთი პრეტენზიები, ოღონდ წინასწარ, თავდასხმამდე. ვფიცავ, ყოველნაირად დავეხმარები! ის კი არადა, იმაზეც ვოცნებობ, დაუნდობლად გავაკრიტიკო საკუთარი შემოქმედება, ქვა ქვაზე არ დავტოვო ჩემი ნაწერებიდან. და ამ ოცნებას თუ ავისრულებ, ცხადია, ფსევდონიმის გამოყენებაც მომიხდება. ო, რომ იცოდეთ, მკითხველებო, რამდენი შეულამაზებელი “სიმართლე” დაგიმალეთ!
ჩემი ასაკის ადამიანმა უნდა შეიცნოს და გაითავისოს საკუთარ შესაძლებლობათა ზღვარი, ამის აღქმას ხომ ბედნიერების შეცვლაც შეუძლია. სიყმაწვილეში ლიტერატურა დახვეწილ ვარიაციათა მონაცვლეობად მიმაჩნდა მხოლოდ, ახლა კი, როცა საკუთარ “ხმას” მივაგენი, ვგრძნობ, რომ დაკემსვა და საკერებლებით აჭრელება არც წაადგება და არც ავნებს ჩემ ჩანახატებს. ცხადია, ამის გაფიქრება დიდი მკრეხელობაა ჩვენი საუკუნის ლიტერატურის ერთ-ერთი ძირითადი ტენდენციის – მრავალსიტყვაობისკენ ამბიციური სწრაფვის თვალსაზრისით. ამ ტენდენციამ აიძულა ისეთი ადამიანი, როგორიც ჯეიმს ჯოისია, გამოექვეყნებინა “დაუმთავრებელი ნაშრომი” – ვრცელი ფრაგმენტები ამ ხმამაღალი და პრეტენზიული სათაურით.

ვფიქრობ, ჩემი საუკეთესო ნაწარმოებები უკვე დაწერილია, ეს აზრი ახლა შვებასაც კი მგვრის, მაგრამ მგონია, ჯერ კიდევ ბევრი რამა მაქვს სათქმელი მკითხველისათვის. ახალგაზრდული შემართება და სილაღე ახლა უფრო მახლობელია ჩემთვის, ვიდრე მაშინ, შორეულ სიყმაწვილეში. ბედნიერება მიუწვდომლად აღარ მეჩვენება, ადრე კი, ძალიან დიდი ხნის წინათ, სწორედ ასეთად მესახებოდა. ახლა მე ვიცი, რომ მას ნებისმიერ წამს უნდა მოელოდე, არავინ იცის როდის გეწვევა… მაგრამ არც მის გამოდევნებას ვურჩევდი ვინმეს. რაც შეეხება დიდებასა თუ ხელის მოცარვას, მათ მიმართ ყოველთვის გულგრილი გახლდით. ახლა ჩემთვის მთავარი სიმშვიდე და სიხარულია, მეგობრებთან ურთიერთობით და ზოგჯერ საკუთარ ფიქრებთან განმარტოებით რომ მიიღწევა, და რაც არ უნდა ხმამაღლა ჟღერდეს, მსურს მუდამ ვფლობდე უნარს სხვისი სიყვარულისა და სხვაშიც შევძლო ამ გრძნობის აღძვრა.
თარგმნა ასმათ ლეკიაშვილმა

https://arili2.blogspot.com/2009_03_01_archive.html 

ზოგადი სამუსიკო განათლება და მისი მნიშვნელობა

0

მიმდინარე ზოგადსაგან­მა­ნათლებლო რეფორმის ფარგლებში ერთ-ერთი ყველაზე ძირე­უ­ლი ცვლილება მუსიკის სწავლებას შეეხო. სწორედ ეს ცვლილება იყო იმ ვნებათაღელვის მიზეზი, რომელიც ამ საკითხის ირგვლივ წარმოიშვა. დღეს, რეფორმის დაწყებიდან ექვსი–შვიდი წლის შემდეგ, როდესაც ვნებები გარკვეულწილად დაცხრა, უკვე დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ დრომ აჩვენა ამ სიახლის წარმატება. მიუხედავად ამისა, ჯერ კიდევ იგრძნობა, რომ ეს პრინციპული ცვლილება, რომელიც ეყრდნობა პედაგოგიკაში ნეირობიოლოგიური კვლევების შედეგების გამოყენებას, ხშირად განათლების სფეროს წარმომადგენლების მხრიდანაც არაა სათანადოდ გაგებული და დაფასებული. სწორედ ამიტომ, ჩვენი სტატიის მიზანია, ფართო და, განსაკუთრებით კი, პედაგოგიური საზოგადოებისათვის კიდევ ერთხელ ვისაუბროთ ზოგადსაგანმანათლებლო სისტემაში მუსიკის საგნისადმი ახლებურ მიდგომაზე და, უფრო ზოგადად, მუსიკის როლზე თანამედროვე სასწავლო პარადიგმაში.

როგორც ცნობილია, კოგნიტური პროცესები დაკავშირებულია ადამიანის თავის ტვინის მარცხენა ჰემისფეროსთან, ხოლო ემოციური და მგრძნობელობითი კი – მარჯვენა ჰემისფეროსთან. თითოეულ ადამიანს, თავისი ბუნებრივი მონაცემების მიხედვით, ერთ – ერთი მათგანი მეტად აქვს განვითარებული, რაც მის ინტერესებსა და მიდრეკილებებში მჟღავნდება. ტრადიციული პედაგოგიკის ერთ – ერთ ნაკლად სამართლიანად ითვლება სწავლების გადაჭარბებული ინტელექტუალიზაცია, ადამიანის ბუნების მთლიანობის დარღვევა და სწავლების ორიენტაცია თავის ტვინის მარცხენა ჰემისფეროზე.

თანამედროვე სასწავლო პარადიგმა ეყრდნობა სასწავლო პროცესის ისეთი სახით აგებას, რომელიც ადამიანის ბუნების მთლიანობის აღდგენას ითვალისწინებს, ანუ არა მარტო მარცხენა ჰემისფეროს შესაბამისი (ლოგიკური, ანალიტიკური ) უნარების განვითარებას, არამედ ხატოვანი აზროვნების, ინტუიციის, შემოქმედებითობის, წარმოსახვის, ემოციების, მგრძნობელობის და სხვათა, რომლებიც თავის ტვინის მარჯვენა ჰემისფეროს გამოვლენას წარმოადგენს. ამ მიდგომის რეალიზაციას წარმოადგენს პედაგოგიკის დარგი, რომელსაც ნეიროპედაგოგიკას, ან ხშირად ტვინზე დაფუძნებულ სწავლებას (Brain Based Education) უწოდებენ და რომელიც სასწავლო პროცესში ნეირობიოლოგიის შედეგების გამოყენებას გულისხმობს. მისი არსი მდგომარეობს დიფერენცირებულ მიდგომაში მარჯვენა და მარცხენა ჰემისფეროს უპირატესი განვითარების მქონე მოსწავლეებისათვის მასალის მიწოდების დროს. არსებული სტატისტიკური მონაცემებით, 10-12% დაწყებითი კლასების მოსწავლეებს აქვთ მკაფიოდ გამოხატული ტვინის ასიმეტრია. ასაკთან ერთად ეს სხვაობა თანდათანობით მცირდება, მაგრამ თავდაპირველად იგი სერიოზულ პრობლემას უქმნის მცირეწლოვან მოსწავლეებს. სწორედ ამის შედეგადაა მიჩნეული ე. წ. “მარჯვენა ჰემისფეროიანი” მოსწავლეების ჩამორჩენილობა, სასკოლო ნევროზები.

Gვსურს ვისაუბროთ იმ უმნიშვნელოვანეს ფაქტზე, რომელიც, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ნაკლებადაა გაცნობიერებული საზოგადოების მიერ. ეს საკითხი მუსიკის კოგნიტურ ფუნქციას ეხება. თუ მუსიკის ემოციური ზემოქმედება (თავის ტვინის მარჯვენა ჰემისფერო), საზოგადოდ, ეჭვს არ იწვევს, აღსანიშნავია, რომ მუსიკის კოგნიტური (შემეცნებითი) ფუნქცია (თავის ტვინის მარცხენა ჰემისფერო!) მისი ემოციური ფუნქციის ფონზე ნაკლებადაა დაფასებული სერიოზულ პედაგოგიურ ლიტერატურაშიც კი. როგორც ჩანს, ეს შემთხვევითი არაა და რაც ამ საკითხის სიახლით შეიძლება აიხსნას. მართლაც, ადამიანზე მუსიკის ზემოქმედების საკითხში უდიდესი ძვრა მას შემდეგ მოხდა, რაც ბოლო ათწლეულებში შეიქმნა თავის ტვინის მუშაობის შესწავლის არაინვაზიური (დაზიანების გარეშე) in vivo (მოქმედებაში) მეთოდები. ფუნქციური მაგნიტურრეზონანსული ტომოგრაფია, პოზიტრონულემისიური ტომოგრაფია არა მარტო თავის ტვინის სხვადასხვა წილის ვიზუალიზაციის საშუალებას იძლევა, არამედ ამ უბნებში წარმოქმნილი იმ აქტივობებისაც, რაც სხვადასხვა სახის კოგნიტური ამოცანების გადაჭრისას წარმოიშობა. ნეიროვიზუალიზაციის მეთოდების დანერგვით ისტორიაში პირველად გახდა შესაძლებელი აზროვნების პროცესზე უშუალო დაკვირვება.

თავის ტვინზე მუსიკის ზემოქმედების მნიშვნელობიდან გამომდინარე, ბოლო ათწლეულებში ჩამოყალიბდა მეცნიერების ახალი დარგიმუსიკის ნეირობიოლოგია. გვინდა საზოგადოებას გავაცნოთ ამ დარგში მიღებული ზოგიერთი პრინციპული შედეგი:

ადამიანის თავის ტვინში არ არსებობს უშუალოდ მუსიკის გადამუშავებასთან დაკავშირებული რაიმე სპეციალიზებული ცენტრი. ამ პროცესში მონაწილეობს მთელი თავის ტვინი, მათ შორის, მისი ისეთი წილები, რომლებიც სხვა სახის შემეცნებითი აქტივობისთვისაა სპეციფიკური;

მუსიკის აღქმასა და ანალიზში ჩართულია თავის ტვინის ორივე ჰემისფერო, რის გამოც მუსიკა, ფაქტობრივად, ააქტიურებს მთელ ტვინს და, მაშასადამე, მისი ფუნქციონირების ოპტიმიზაციას ახდენს, რაც დადებითად აისახება თავის ტვინის ზოგად მდგომარეობაზე;

მუსიკოსებს ნაკლებად აქვთ გამოხატული ტვინის ჰემისფეროების ასიმეტრია. თავის ტვინის მუშაობის დროს ჰემისფეროები უფრო ადვილად ენაცვლებიან და გადასცემენ ერთმანეთს სხვადასხვა ფუნქციებს. ჰემისფეროები მათთან უფრო თანასწორუფლებიანია, ვიდრე არამუსიკოსებთან. სხვა ტიპის საქმიანობები არ იწვევს ასეთ კორელაციას თავის ტვინის ჰემისფეროებს შორის;

კავშირი მხედველობას, სმენასა და მოძრაობას შორის მუსიკოსებთან უფრო აქტიურია, ვიდრე არამუსიკოსებთან.

ნეირობიოლოგიური კვლევების ამ მონაცემთა საფუძველზე აიხსნება წლების განმავლობაში დაგროვილი მრავალრიცხოვანი ფაქტობრივი მასალა, რომელიც აფიქსირებს ძლიერ კორელაციას მუსიკის შესწავლასა და მოსწავლეთა ინტელექტუალურ განვითარებას შორის, მუსიკის გასაოცარ ეფექტურობას სასკოლო აკადემიურ მოსწრებაში. სასკოლო მუსიკალური განათლების თანმდევი ინტელექტუალური წარმატებების სია მოიცავს: კითხვითი, სამეტყველო, სივრცული და დროსთან დაკავშირებული ამოცანების გადაჭრისათვის საჭირო უნარების გაუმჯობესება, ვერბალური და მათემატიკური უნარების გაუმჯობესება, ყურადღების კონცენტრირების, მეხსიერების, მოტორული კოორდინაციის გაუმჯობესება.

ამრიგად, მუსიკა სკოლაში უკვე წარმოადგენს საუკეთესო ინსტრუმენტს იმ პრობლემების გადასაჭრელად, რასაც ნეიროპედაგოგიკა ისახავს მიზნად. სწორედ აქ უნდა ვეძებოთ იმ ფაქტის ახსნა, რომ მუსიკა ასე ფართოდ ისწავლება მრავალ ქვეყანაში.

კიდევ ერთხელ, დასკვნის სახით, მოკლედ ჩამოვაყალიბებთ განხილული მიდგომის არსს:

ნეიროვიზუალიზაციის თანამედროვე მეთოდებით ჩატარებული კვლევების შედეგები ადასტურებს, რომ მუსიკის აღქმასა და ანალიზში ჩართულია თავის ტვინის ორივე ჰემისფერო, რის გამოც მუსიკის შესწავლის პროცესი ააქტიურებს მთელ ტვინს და ამით მისი ფუნქციონირების ოპტიმიზაციას ახდენს, რაც დადებითად აისახება თავის ტვინის ზოგად მდგომარეობაზე. ამრიგად, ნეირობიოლოგიის თანამედროვე მიღწევების თანახმად, მუსიკის შესწავლა ადამიანის კოგნიტური და ემოციური სფეროების განვითარებისა და მათი ინტეგრაციის უნიკალურ საშუალებას იძლევა. აქედან კი შეიძლება დავასკვნათ, რომ მუსიკას უნიკალური როლის შესრულება შეუძლია თანამედროვე სასწავლო პარადიგმის ისეთი ერთერთი ძირითადი პრინციპის რეალიზაციაში, როგორიცაა განათლების ჰუმანიზაცია. ყოველივე ეს წარმოადგენს იმ ცვლილებების საფუძველს, რაც მუსიკის სწავლების თანამედროვე მიდგომაში იკვეთება.

არ გვინდა ვინმეს მოეჩვენოს, რომ მუსიკის სასწავლო გეგმაში დაკნინებულია მუსიკის სწავლების კულტურული კომპონენტი. პირიქით, გლობალიზაციისა და კომპიუტერული ქსელების განვითარების ეპოქაში ეს ფაქტორი სულ უფრო სერიოზულ სოციალურ და სახელმწიფოებრივი პოლიტიკის მნიშვნელობას იძენს და ახალგაზრდობის, ე. ი. მომავალი საზოგადოების კულტურის ჩამოყალიბების ერთერთი უმთავრესი საშუალება ხდება. ამ საკითხების განხილვას, ვფიქრობთ, მომავალში მივუბრუნდებით.

სასერტიფიკაციო გამოცდებისათვის მომზადება ფიზიკაში

0

გამოცდებმა ცხადად დაგვანახა, რომ სკოლაში ფიზიკის სწავლების დონე სასურველს ვერ უახლოვდება. მდგომარეობის გამოსასწორებლად საჭიროა ხანგრძლივი და მიზანმიმართული მუშაობა სხვადასხვა მიმართულებით; მხოლოდ მოკლევადიანი ტრენინგებით მიზანს ვერ მივაღწევთ. რაც მთავარია, მასწავლებლებმა საკუთარ თავზე ინტენსიურად და რეგულარულად უნდა იმუშაონ. მათ შესაბამისი კონსულტაციები და პრაქტიკული რჩევები დასჭირდებათ. არ იქნებოდა ურიგო ფიზიკაში ჩატარებული გამოცდის შედეგების საფუძველზე პრაქტიკული რჩევების შემუშავება და მასწავლებლებისთვის მიწოდება.

ვრცლად 

მასწავლებლის გზამკვლევი სახვით და გამოყენებით ხელოვნებაში

0

ეროვნული სასწავლო გეგმების ცენტრმა რვა საგანში შექმნა
გზამკვლევი მასწვლებლებისათვის
(I-VI კლასები),
2011-2016 წლების სასწავლო გეგმის მიხედვით. ამ სტატიაში მიმოვიხილავთ სახვითი და გამოყენებითი
ხელოვნების გზამკვლევს.
გზამკვლევი დაწყებითი კლასების სახვითი და გამოყენებითი
ხელოვნების მასწავლებლებისთვისაა განკუთვნილი და საგნობრივი პროგრამის დამხმარე რესურსს
წარმოადგენს. იგი არა მარტო ხელს უწყობს მასწავლებელს, უკეთ გაერკვეს პროგრამის მიზნებსა
და მოთხოვნებში და მიაღწიოს ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრულ შედეგებს, არამედ
აგრეთვე სთავაზობს მას სასარგებლო რჩევებს მეთოდიკის სფეროდან, აქტივობების ფართო სპექტრს,
პრაქტიკული საქმიანობისთვის აუცილებელ ცნობებს სხვადასხვა მხატვრული ტექნიკისა და პროცედურების,
მასალებისა და იარაღების შესახებ, ხელოვნების თეორიისა და ისტორიის შესახებ, სპეციალური
ლიტერატურისა და საიტების ჩამონათვალსა და ვიზუალურ მასალებს, რომელთა ნაწილიც DVD -ზეა განთავსებული და დართული აქვს გზამკვლევს.

 

ვრცლად 

მხატვრული ლიტერატურა სკოლაში (წერილი პირველი)

0

პედაგოგიურ საკითხებზე ფიქრიდა წერაპირველად სულ ცოტა ხნის წინ მომიწია. როგორც ჩანს,როდესაც პატარა გეზრდება, ძალაუნებურად იწყებიმაზე ზრუნვას და, გნებავთ, ოცნებასაც, რა განათლება შეიძლება მიიღოს მან მომავალში, როგორარჩევანს გააკეთებს, როგორი იქნება მისი დამოკიდებულება სწავლისადმი, რამდენად შეეგუება იგი სავალდებულო საგნებს, რამდენ დროსდახარჯავს კარგიწიგნების აღმოსაჩენად, წასაკითხად თუ სხვებისთვის გასაზიარებლადდღეს სწორედ ამ თემაზე მინდა ჩავფიქრდეთწიგნებსა და ბავშვებზე, უფროკონკრეტულად კიმხატვრულ ლიტერატურაზე სკოლაში, იმაზე, რა გავლენა აქვს ძველდა თანამედროვე ლიტერატურას განათლების სფეროზე.

აღზრდის საკითხებზე ფიქრში პირველ ნაბიჯებს ვდგამ, ამიტომ გადავწყვიტე, დასახმარებლად მეგობრებისთვის მიმემართა, რომლებმაც თავიანთი დაკვირვებებით შეიძლება უფრო ზუსტიმიმართულება მომცენ. ეს ადამიანები სხვადასხვა თაობის, განათლების, შეხედულებებისა და პროფესიისანი არიან. ზოგიმათგანი სოციალურ მეცნიერებას წარმოადგენს, სხვებილიტერატურათმცოდნეობას, ჟურნალისტიკას ან მწერლობას. ყველას ერთიდა იგივეკითხვები დავუსვი, მივიღე ძალიან საინტერესო პასუხები და მინდა,სწორედ ამ პასუხებიდან ამოკრებილი რამდენიმე მოსაზრებით დავიწყოთ თემაზე საუბარი.

პირველი კითხვა სკოლაში ლიტერატურის როლსშეეხებოდა. რატომუნდა ვასწავლოთ მხატვრული ლიტერატურა? ამ კითხვაზე ყველაზე მარტივი პასუხი ალბათის არის,რომ იგი ავითარებს შემოქმედებით აზროვნებას და ფანტაზიის უნარს,მაგრამ ეს აზრი ჩვენს საუბარში უფრო საინტერესოდაც გაიშალა. რა თქმა უნდა, ლიტერატურა ხვეწს მოზარდის ენას და მეტყველებას, ანუ აყალიბებს აზრებს და მათი გამოხატვის ხერხებს, ავითარებს ანალიტიკურ უნარებს. ლიტერატურა მოზარდს საშუალებას აძლევს, გასცდეს საკუთარ ვიწრო საზღვრებს და წარმოიდგინოს სხვა კონტექსტი, განიხილოს იგი ან საკუთარი თავიჩააყენოს ამ კონტექსტში. შესაბამისად, ლიტერატურა სოციალურ თანაგრძნობას იწვევს. მოზარდებს მხატვრული ლიტერატურის კითხვისას უჩნდებათ შესაძლებლობა, დაინახონ ერთირეალობის სხვადასხვა მხარე, გააკეთონ არჩევანი (თუნდაც მორალური).

თავადსკოლა რაღასწარმოადგენს? ეს არის სივრცე, სადაცმოსწავლეთა უმრავლესობა გარკვეულ სავალდებულო საქმიანობას ასრულებს, ანუ სწავლობს ბევრ ისეთრამეს, რაც შესაძლოა არ აინტერესებდეს, მაგრამ მისთვის საჭირო იყოს. თავისდროზე ტომასსტერნზ ელიოტმა ზუსტად განსაზღვრა განათლების არსი:
ვერავინ გახდება რეალურად განათლებული, თუ არ ეცდება იმის შესწავლასაც, რის მიმართაც მას ინტერესი არ ამოძრავებს, რადგან იმ საგნებით დაინტერესების უნარი,რომლისკენაც არა გვაქვს მიდრეკილება, განათლების ნაწილს წარმოადგენს“. შესაძლოა ეს განათლების ერთერთი უმთავრესი მხარეც იყოს,რომელსაც მე ტრადიციულს ვუწოდებდი, მაგრამ არსებობს განათლებისა და შემეცნებისადმი შედარებით ჰედონისტური, უფროლიბერალური და ცოცხალი დამოკიდებულებაც, სადაცმეტი ხალისი და ინტერესია და თავადმოსწავლის ინიციატივაც უფრო კარგად ჩანს. ვფიქრობ, მხატვრული ლიტერატურა ამგვარ თავისუფალ ინტერესებს ყველაზე კარგად და ეფექტურად ავითარებს, რადგან თანამედროვე სამყაროში ის ყოველთვის თავისუფლების სივრცეს წარმოადგენდა.

ჩემმაერთერთმარესპონდენტმა ამასთან დაკავშირებით ყურადღება გაამახვილა ლიტერატურაზე როგორც ალტერნატიული სივრცის უმთავრეს შემოქმედზე, და ეს როლი,მისი აზრით,განსაკუთრებულად აქტუალური სწორედ თანამედროვე საქართველოში გახდაქვეყანაში, სადაცსაზოგადოებრივ აზროვნებას სერიოზული პრობლემები აქვს. მხატვრული ლიტერატურა კი ამგვარი სააზროვნო კრიზისების დაძლევისა და წარსულისა თუ აწმყოს გადაფასება/გააზრების საშუალებას იძლევა.

კარგილიტერატურული ნაწარმოების კითხვისას ყოველთვის ჩნდება ლოგიკური განცდები, რომელთაგან ერთერთიყველაზე მნიშვნელოვანია პროტესტისა და რეალური სამყაროთი უკმაყოფილების გრძნობა. ასეთილიტერატურა ყოველთვის რაღაცის შეცვლის და არსებულის კრიტიკული შეფასებისაკენ უბიძგებს ადამიანს და ამ თავისუფალმა, ლაღმაკრიტიკამ, რომელსაც ჩვენპეპიგრძელწინდადანდაჰეკლბერი ფინიდანვიცნობთ, ბავშვები მომავლის ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებისთვის უნდაშეამზადო.

წიგნშიექვსი გასეირნება ლიტერატურულ ტყეებში უმბერტო ეკო წერდა,რომ ლიტერატურას იგივე ფუნქცია აქვს, რაც თამაშს ბავშვობაში. თამაშისას ბავშვები ცხოვრებას სწავლობენ, რადგან იმეორებენ, უფროსწორად, წარმოადგენენ, დგამენ სიტუაციებს, რომლებშიც ისინითავად აღმოჩნდებიან, როდესაც გაიზრდებიან. ხოლო ჩვენ,უფროსები, ლიტერატურის მეშვეობით ვხვეწთ გარკვეულ უნარებს (წარსულისა და აწმყოს გამოცდილების მოწესრიგება, .. ცხოვრებისეულ ქაოსში გარკვევა).


 

ისევიმ ალტერნატიულ სივრცეს დავუბრუნდები, ზემოთ რომ ვახსენე და ვიტყვი, რომ კარგირომანი ყოველთვის გადაადგილების საშუალებას უნდა იძლეოდეს. იგი შთაბეჭდილებას უნდა ქმნიდეს, რომ ცალკე,დამოუკიდებელ სამყაროს წარმოადგენს და არსებულ რეალობას არაფრად აგდებს, მას ის არაფერში სჭირდება, ანდა მხოლოდ იმისთვის სჭირდება, რომ შეცვალოს. თავად ამ რომანში, მის ავტონომიურ სამყაროში, ისედაც ყველაფერია, რაც საარსებოდ საჭირო და აუცილებელია. ასეთია ყველადიდი მწერლის მიერ შექმნილი სამყარო, სტივენსონისღირსებითა და სიმამაცით სავსეგანძის კუნძულიდანდაწყებული, უილიამ ფოლკნერის იოკნაპატოფას მკაცრი მხარით დამთავრებული.


 

გარდაამისა, არსებობს აქტუალური და არააქტუალური ლიტერატურა: ლიტერატურა, რომელიც ფუნქციონირებს, ცოცხლობს და მწერლობა, რომელიც მხოლოდ ლიტერატურულ კანონს მისდევს და სხვა განსაკუთრებული ღირებულებით არ გამოირჩევა. ასეთიკომფორტულინაწარმოები ძალიან ბევრი ვიცით:ზოგი მეტადიდეოლოგიზებულია, ზოგინაკლებად, ზოგიც დაცლილია ყველაფრისგან და მხოლოდ კეთილხმოვანებით თუ დაგვატკბობს. აქტუალური ლიტერატურა კი მეტ რეფლექსიას, მეტ თვითიდენტიფიკაციას, გამოსავლის ძიებას, პასუხისმგებლობას მოითხოვს.

მასწავლებლები ხშირად იწუნებენ და გვერდზე გადადებენ ხოლმეამ .. აქტუალურ ლიტერატურას, როგორც არასანდოს, საეჭვოს, საფრთხის მატარებელს. ხანდახან მათ წიგნის დაწუნება იმისგამო უწევთ,რომ იგი წერის მიღებულ სტილისტიკას არ შეესაბამება, უცხოა, არადა,მთავარი ის კი არაა, რამდენად ნაცნობი, ახლობელი და შინაურულია ესა თუ ის ტექსტი და, ბოლოს და ბოლოს,არც ის,რამდენი შეცდომაა დაშვებული წერისას; როგორც მარიო ვარგას ლიოსა ამბობს თავის ერთერთ წიგნში, მნიშვნელობა არა აქვს,სტილი გამართულია თუ არა,მთავარია, ეს სტილი ფუნქციონირებდეს. ის კი მხოლოდ მაშინფუნქციონირებს, როდესაც სიცოცხლის ილუზიას ქმნის, სიმართლეზე გველაპარაკება, დამაჯერებელიარამდენი გვინახავს სტილებრივად დახვეწილი, გაკრიალებული ნაწარმოები, რომელსაც ვერანაირი ზეგავლენა ვერ მოუხდენია მოზარდ მკითხველზე.

კლასგარეშე ლიტერატურის არჩევისას უფრო თამამები შეიძლება გავხდეთ. მხოლოდ ლიტერატურული ნორმების დაცვით შექმნილი, .. გადახვევებისა და დარღვევების გარეშე დაწერილი, ზედმეტად ზრდილობიანი ლიტერატურა, უბრალოდ, უინტერესო იქნება ახალგაზრდა მკითხველისთვის. მას სიახლე სჭირდება, სიახლე კი, პირველ რიგში, თანამედროვე ლიტერატურაა. ბავშვები უნდა დავარწმუნოთ, მათ იმისრწმენა თუ მოლოდინი უნდა ჩავუნერგოთ, რომ დიდილიტერატურა დღესაც იქმნება. ბავშვებს არ უნდაშეექმნათ შთაბეჭდილება, რომ ყველაფერი საუკეთესო წარსულში დარჩა. თანაც,უბრალოდ, უხერხულია, უფრო მეტიც,სირცხვილია, როდესაც თანამედროვე ადამიანი, თანამედროვე მოზარდი თანამედროვე ლიტერატურას არ იცნობს და არ კითხულობს.


 

სამწუხაროა, რომ საქართველოში ლიტერატურა უფრომეტად რაღაცდამყაყებულთან, მოძველებულთან, მკერდს მიდებულ ქნართან და ა.შ. ასოცირდება, ვიდრე თანამედროვეობასთან. იქნებ ამიტომაა, რომ ბევრითაკილობს ლიტერატურის კითხვას და გაზიარებას? იქნებცოტა სხვაგვარად უნდა მივაწოდოთ მხატვრული ლიტერატურა? ტექსტებიც ხომ არ გადაგვეხალისებინა? დარწმუნებული ვარ, უახლეს ტექსტებში ამოკითხული ერთიორი გაბედული ფრაზა, მწარესიმართლე ან კარგი ხუმრობა უფრომეტ საქმეს გააკეთებს, ვიდრეოთარაანთ ქვრივისგარჩევები.


 

რა ვუყოთ წარსულის ლიტერატურას? მას კიდევუფრო მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტა შეუძლია: პირველ რიგში, ის ბავშვს ისტორიულ განზომილებაში ჩააყენებს და მისცემს საშუალებას, გაითავისოს ისეთი დეტალები, რომლებსაც დღესვეღარ ნახავს; ბავშვი იმ ტრადიციებს ეზიარება, რომლებიც ქრებაან უკიდურესად დამახინჯდა. ძველილიტერატურა საოცარ სიღრმეს და სიბრძნეს ინახავს. მე, თავად, კლასიკურ ფილოლოგიას ვსწავლობდი და კარგად ვიცი ძველი,მაგრამ უბერებელი ტექსტების ყადრი,რომელთა ყოველი სიტყვაც ლამისოქროსგანაა ჩამოსხმული. ამ ტექსტებს ენის წარსულში გადაყავხარ, ისინიგასწავლიან, თუ როგორ უნდა გაერკვე სემანტიკურ ქაოსში და აღმოაჩინო ის ერთადერთი სწორი მნიშვნელობა, რომელიც ამა თუ იმ სიტყვის მიღმა დგასმნიშვნელობა, რომელიც კონკრეტულ ეპოქას გვიხასიათებს, ან კონკრეტულ ავტორს გვაცნობს. მოზარდებს, როგორც წესი,ზოგადი განცდები აქვთ და დაკონკრეტება უჭირთხოლმე, ხოლოლიტერატურა იმასახერხებს, რომ წვრილმანებისკენ მიაპყრობს მათ ყურადღებას, ზუსტია და, შესაბამისად, ნამდვილ პოეტურ განცდებს აღძრავს და არა ყალბს, რაც ძირითადადპოეტურობის ნიშნებითჟონგლიორობით ვლინდება ხოლმე და რისი მაგალითებიც საკმარისად გვაქვს საქართველოში.

ჩემსდროს ბევრიმასწავლებელი ძალიან ამახინჯებდა ბავშვების ენას ერთ თარგზე მოჭრილითემებისწერით, სადაცადვილად ამოიცნობდით კონსტანტინე გამსახურდიას და სხვაძველი თუ ახალი ყაიდის ნაციონალისტურ დისკურსს. ყოველწელს ერთსადა იმავეზე წერდნენ: პატრიოტულ თემატიკაზე ნიკოლოზ ბარათაშვილთან, სიყვარულსა და მეგობრობაზე ვეფხისტყაოსანში,გიორგის და არჩილის შედარებით დახასიათება და სხვ.მაშინ ლიტერატურას უბრალოდევალებოდაისეთიადამიანის აღზრდა, რომელიც სისტემისთვის მისაღები სოციალური უნარებით იქნებოდა აღჭურვილი. ეს კი, ნაწილობრივ, მხატვრული ენის მეშვეობითაც ხდებოდა. სწორედ ამის გამოა,რომ დღესლიტერატურა ხშირ შემთხვევაში კულტურული აუტიზმის კლასიკურ მაგალითს წარმოადგენს.

საქართველოში ლიტერატურა საკმაოდ ხშირად ჩაკეტილ სივრცესთან, დაავადებასთან უფრო ასოცირდება, ვიდრე სამყაროს ან ტექსტის ცოცხალ აღქმასთან. ლიტერატურა გარკვეულ წრეებში კულტურული აუტიზმის ერთგვარ ფორმად იქცა:ფსიქოლოგიური და სოციალური კარჩაკეტილობა, ერთი და იგივე აუდიტორია, ლიტერატურული კლანები, ზედმეტად მაღალი თვითშეფასება. ეს პრობლემა დღეს ქართველი მწერლების ყველათაობაშია. ძალიან ბევრი წერსკლიშეებით, უმიზნოდ, უშედეგოდ, რეფლექსიის გარეშე. ტრადიცია მხოლოდ ხმაურის სახით არსებობს მათში, თანამედროვეობა კი საერთოდ ვერ აღწევს ამ ჯურღმულებამდე. რა თქმაუნდა, მომავლის მწერლებსაც ვერ ვუწოდებთ მათ, რადგან არაფერი ახალიმათ ნაწერში არ არის.

ერთიმხრივ, ასეთილიტერატურა ძალიან ჰერმეტულია და ხშირად ბოდვას უახლოვდება, მეორე მხრივკი იგი ზედმეტად ცხად თემებს ამღერებს, რაც ასევე ბოდვად აღიქმება. კარგი ლიტერატურა ორივე ამ ცდუნებისგან იცავსმოზარდს. იგი აყალიბებს ღია,ურთიერთობისთვის გახსნილ, მახვილგონიერ ადამიანს, რომელიც კარგად ორიენტირდება გუგლისა და ბლოგების ეპოქაში.

ცალკესაკითხია, კონკრეტულად რას უნდაკითხულობდნენ მოზარდები სკოლის დამამთავრებელ კლასებში. ამაზემომავალ წერილში ვისაუბრებთ, სადაცშევეცდები, რეკომენდაციები თემატურად ჩამოვწერო. აქ კი უბრალოდ ვიტყვი, რომ,პირველ რიგში,აუცილებელია ქართული და უცხოური ლიტერატურის, ისევე,როგორც ძველიდა თანამედროვე ტექსტების ზუსტიშეხამება. და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი,  რომელიც აფხაზურ და ოსურ ლიტერატურას შეეხება: არიან ადამიანები, რომლებიცმიიჩნევენ, რომ ზოგიერთი ნაწარმოები აუცილებლად უნდა იყოსპროგრამაში. ჩემიაზრით, ეს საინტერესო სიახლე იქნება. გარდაამისა, ვფიქრობ, ბოლო წლების მანძილზე მომხდარი ეთნიკური კონფლიქტების თემაზე შექმნილ არაერთ ნაწარმოებს უნდა გაეწიოს რეკომენდაცია. მომდევნო სტატიაში ამ საკითხზეც ვისაუბრებთ.

ექსპერიმენტი როგორც მედიატორი

0
რას ვსწავლობთ ყველაზე ადვილად? რას ვიმახსოვრებთ ყველაზე უკეთ? ასეთი ფაქტები და მოვლენები, მათ შორის – ერთმანეთისგან თვისობრივად განსხვავებულებიც, შეიძლება უამრავი გავიხსენოთ, თუმცა მათი ერთ “ქუდქვეშ” მოქცევა მაინც შეიძლება: ყველაზე უკეთ გვახსოვს ის, რაც საკუთარი თვალით გვინახავს, რასაც ხელით შევხებივართ ან რის შექმნაშიც თავად მიგვიღია მონაწილეობა. ეს ჭეშმარიტება იმდენად ორგანულია ჩვენთვის, რომ ოდესღაც მას ანდაზის სახეც კი მივეცით: “ასჯერ გაგონილს ერთხელ ნანახი სჯობიაო”.
ასეთი ხელშესახები “თვალსაჩინოებების” შექმნა ყველა სასწავლო საგანში, ცხადია, ერთნაირად იოლი არ არის. ამ მხრივ შედარებით მწირი ჰუმანიტარული და საზოგადოებრივი პროფილის საგნებია. მიუხედავად ამისა, სწავლებაში თვალსაჩინოების როლი მაინც დიდია.
როგორ ისწავლება დღეს უცხო ენა სწრაფად და ეფექტურად? თითქმის თამაშის დონემდე დაყვანილი გაკვეთილით. რაშია ამ “თამაშის” ჯადოსნური ძალა? ცხადია, მის პრაქტიკულობაში. ამ “თამაშისთვის” საჭიროა ურთიერთობა. ურთიერთობა მოითხოვს სიტყვების მარაგს, სიტყვების მარაგი კი იმ წესების ცოდნას, რომლებიც სიტყვებს ფრაზებად დაალაგებს და ერთი “მოთამაშის” სათქმელს მეორემდე მიიტანს. ყველაფერი გენიალური ხომ ხშირად უმარტივესამდე დადის.
თუ ჰუმანიტარული და საზოგადოებრივი პროფილის საგნები მწირი ნიადაგია თვალსაჩინოებისთვის, საბუნებისმეტყველო დისციპლინები ამ მხრივ განებივრებულია. სასიხარულოა, რომ მოზარდებში საბუნებისმეტყველო საგნების მიმართ ინტერესი დღითიდღე იზრდება, მათ გამოსაცოცხლებლად კი არაერთი მატერიალური თუ ადამიანური რესურსია მობილიზებული.
საბუნებისმეტყველო დისციპლინების, მათ შორის – ქიმიის, სწავლების ხარისხის გასაუმჯობესებლად სკოლები აღიჭურვა ქიმიური ლაბორატორიისთვის საჭირო ინვენტარით. სერტიფიცირებული ქიმიის მასწავლებლები, რომლებიც ჩააბარებენ გამოცდას ექსპერიმენტულ ნაწილში, მიიღებენ დამატებით შემოსავალს, ხოლო მასწავლებელთა პროფესიული განვითარების მიზნით უწყვეტად მიმდინარეობს ტრენინგები მასწავლებლის სახლსა თუ რეგიონებში. რეგულარული ხასიათი მიიღო ნორჩ გამომგონებელთა კონკურსებმა და სხვა მრავალი…
ახლა ჯერი უკვე მასწავლებელზეა. ადმინისტრაციული კუთხით გასაკეთებელი თითქმის უკვე გაკეთებულია. ქიმია სხვადასხვა სფეროში პრაქტიკული გამოყენების თვალსაზრისით უნდა ვასწავლოთ.
ქიმიკოსებმა ძალიან კარგად ვიცით ექსპერიმენტის როლი. თუ გვინდა, ვინმეს ქიმია შევაჯავროთ, უნდა ვაიძულოთ (ნებით თუ უნებლიეთ შევუქმნათ ამის პირობები), ქიმია ერთ დღეში ისწავლოს, მხოლოდ საგამოცდოდ.
ქიმია საბუნებისმეტყველო დისციპლინაა და ყოველი მომდევნო საკითხი წინამორბედზეა დაშენებული, ამიტომ იგი პერმანენტულ სწავლას მოითხოვს. მოსწავლე, როგორც სპორტსმენი, მთელი სემესტრის განმავლობაში “აქტიურ ფორმაში” უნდა იყოს და ფეხი აუწყოს საგაკვეთილო პროგრამას. ასეთი ტონუსის შენარჩუნება ნამდვილად ძნელია. ასეთ ვითარებაში ქიმიური ექსპერიმენტი მოზარდის დაინტერესების ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალებაა.
ქიმიური ექსპერიმენტი ერთგვარი „სატყუარა” იქნება, რომელიც მოსწავლის ყურადღებას მიიპყრობს და აიძულებს, ქიმიას ინტერესის თვალით შეხედოს; ასევე ის იქნება მედიატორი პედაგოგის სიტყვებს, დაფასა და რეალურ ცხოვრებას შორის. ქიმიის ექსპერიმენტულ სამუშაოებს შეუძლია იტვირთოს ამგვარი შუამავლობა, თუ ისინი, გარდა ვიზუალური ეფექტებისა, გათვლილი იქნება პრაქტიკულ ამოცანებზეც. ცხადია, ასეთი ექსპერიმენტის დაგეგმვა მოითხოვს დროს და დამატებით ძალისხმევას, მაგრამ იგი უდავოდ გამოიღებს დადებით შედეგს.
როგორ დავგეგმოთ ამგვარი ექსპერიმენტები? ვიფიქროთ ერთად და ვისაუბროთ აქ, ინტერნეტგაზეთ „მასწავლებლის” კათედრაზე.

როგორ ვიპოვოთ კანონზომიერება?

0
განმავითარებელი სავარჯიშოები
უმცროსი სასკოლო ასაკის ბავშვებისათვის
img_news_line (2)

მე ვასწავლი და ვსწავლობ

0

მასწავლებელი და მოსწავლე პირობითი ცნებებია, რადგანაც მასწავლებელიც მთელი ცხოვრება სწავლობს, მათ შორის ბევრ რამეს – საკუთარი მოსწავლეებისგანაც.

,,მე თქვენ გამო უამრავ რამეს ვსწავლობ”, – მადლიერებით მითქვამს ჩემი მოსწავლეებისათვის და ეს გულწრფელი სიტყვებია. რომ არა ისინი, შესაძლოა, საკუთარი ინტერესების გამო არ მომეძებნა ახალი ინფორმაციები და ლიტერატურა, არ გამეხსენებინა ძველი, წლების წინ ნასწავლი და დავიწყებული, არ გადამეშალა ისტორიისა და ფსიქოლოგიის სახელმძღვანელოები და ა.შ.; ბოლოს და ბოლოს, არ დამეწერა სასკოლო სახელმძღვანელო.

ბევრ რამეს უშუალოდ მათგანაც ვსწავლობ: გაკვეთილი ხომ შემოქმედებითი პროცესია, როცა მასწავლებლის თავში ყველაზე საინტერესო აზრები იბადება. ამ აზრების თანაშემოქმედნი მოსწავლეები არიან. ისინი გვაიძულებენ, ნაცნობ, გათავისებულ, ზოგჯერ აქსიომად ქცეულ მოსაზრებას ახალი თვალით შევხედოთ, სხვა მიზეზ-შედეგობრივი კავშირები ვეძებოთ, მათთან ერთად ახლებური დასკვნები გავაკეთოთ.

რამდენიმე დღის წინ გურამიშვილს ვკითხულობდით:

,,მაშინ იხარებს მწიდნავი, ოდეს მოისთვლის მტევნებსა,

ეგრეთ მოსწავლე სწავლასა რა სრულყოფს, განისვენებსა.”

მე სიტყვა ,,მწიდნავის” მნიშვნელობას ვუხსნი, მათ ის უფრო აინტერესებთ, კონკრეტულად როდის სრულყოფს მოსწავლე სწავლას და როდის მოისვენებს. მე არ მაქვს ამ კითხვაზე პასუხი, რადგან ვიცი, ეს არ იქნება არც სკოლის დასრულების შემდეგ, არც – უმაღლესი სასწავლებლის, არც – დოქტორანტურის. იქნებ უმჯობესია, ვუთხრა ძველი და მართალი აზრი, რომ სწავლა სიბერემდეა.

ერთადერთი, რითიც შემიძლია ვანუგეშო, ისაა, რომ სწავლის პროცესი დასაწყისშია მწარე და შემდეგ ნელ-ნელა – მათთვის, ვინც გემოს გაუგებს – ,,გატკბილდების” (ოღონდ ვაზუსტებ, რომ ,,გატკბილებაც” სწავლის პროცესს უკავშირდება და არა – შედეგს).

ვერ ვიტყვი, რომ ამ ახსნა-განმარტებით დიდად არიან აღფრთოვანებულები (ზოგი პროტესტსაც კი გამოთქვამს); არადა, რა მშვენივრად გაიგეს ოთხი სტროფის წინ წაკითხული ტაეპი: ,,ნუ გენაღვლების სწავლაზე ყრმის წკეპლის ცემით კივილი. . .” არც კითხვა დაუსვამს ვინმეს, არც უკმაყოფილება გამოუხატავს.

სასკოლო ცხოვრება თავისი გზით მიდის – თავისი წარმატებებითა და დაბრკოლებებით. ყველაზე სერიოზული და თვალსაჩინო მიღწევა, რომელიც თანამედროვე სკოლაშია ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლების თვალსაზრისით, ისაა, რომ მოსწავლე დადგა ლიტერატურული ტექსტის შესწავლის აუცილებლობის წინაშე და მას აღარ უწევს ტექსტის შესახებ საყოველთაოდ დაკანონებული მოსაზრებების დაზეპირება. მოსწავლე იძულებული გახდა, მიეჩვიოს თხზულების დაწერას, რადგან აღარაფერში გამოადგება ის თემების რვეული, რომელიც მემკვიდრეობით გადაეცემოდა მშობლებიდან შვილებს, შვილებიდან – შვილიშვილებს. სკოლებში ნელ-ნელა ქრება ,,შპარგალკის” ცნება. მოსწავლემ გაიგო, რომ ქართული ენა მხოლოდ გრამატიკა არაა და რომ არსებობს ლექსიკისა და სტილისტიკის საკითხები. მოსწავლე მიხვდა, რომ ცოდნის გარეშე ეროვნული გამოცდების ჩაბარება შეუძლებელია. . .

მასწავლებელიც დარწმუნდა, რომ მის წინაშე ახალი მოთხოვნებია. მასაც ბევრი რამის შესწავლა სჭირდება, რათა მუდმივად ,,ფორმაში იყოს”.

პირველ რიგში, საჭიროა ეროვნული სასწავლო გეგმის საგნობრივი პროგრამის გაცნობა. მასწავლებელმა ზუსტად უნდა იცოდეს ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლების მიზანი, ამოცანები, მიმართულებები, იმისათვის, რომ ქაოსურად და ფრაგმენტულად არ წარიმართოს სწავლების პროცესი. მას ზუსტი ორიენტირები უნდა ჰქონდეს და საკუთარი სურვილებისა და ინტერესების მიხედვით არ უნდა მოქმედებდეს.

არის შემთხვევები, როდესაც ზოგიერთი მასწავლებელი უგულებელყოფს ენის სწავლებას, ზოგიერთი საერთოდ არ აწერინებს მოსწავლეებს თხზულებებს, ზოგიერთი კი მხოლოდ თავისი საყვარელი მწერლის შემოქმედებას ასწავლის. ამ ტიპის სწავლება მოსწავლეთა უნარ-ჩვევებს თანაბრად ვერ ავითარებს. მოსწავლეთა თხზულებების გასწორებისას ეროვნულ გამოცდებზე მკაფიოდ იკვეთება სწავლების პროცესის ნაკლოვანი მხარეები. ზოგჯერ გვხვდება საკმაოდ საინტერესო, ორიგინალურად დაწერილი თხზულება, რომელიც ენობრივად იმდენად ,,ხორკლიანია”, რომ ხვდები, ამ თვითნაბად აზრებს არასოდეს მიჰკარებია ენობრივი შალაშინი და მისი ავტორი არც საინტერესო მოსაზრებების არგუმენტირების უნარ-ჩვევას ფლობს. ეს უკვე სწავლების ნაკლია, რომელიც მეტწილად პედაგოგთა კვალიფიკაციის პრობლემას უკავშირდება.

მეორე, რასაც მასწავლებელი ყოველდღიურად უნდა ხვეწდეს, საგნის ცოდნაა. დამეთანხმებიან ყველაზე გამოცდილი პედაგოგები, რომელთაც არაერთხელ წაუკითხავთ კლასიკური ტექსტები, რომ ყოველი ახალი წაკითხვისას ახალი ნიუანსები, ახალი ქვეტექსტები, კონკრეტული დროისა და ეპოქის შესატყვისი ახალი ქვედინებები დაუნახავთ მათში. კლასიკური ტექსტების თანამედროვე წახნაგებით წარმოჩენა არის ის უმთავრესი გზა, რომლითაც ისინი გაკვეთილზე შეაქვს პედაგოგს, რათა მოსწავლეს მისთვის საინტერესო და ახლობელი პრობლემებიდან სხვა, ზოგჯერ უფრო ღირებული და მნიშვნელოვანი ფასეულობები დაანახოს, აგრძნობინოს, რომ ეს ,,ძველი” ტექსტები მარადიულად ,,ახალია”. ასეთი სწავლება ხელს შეუწყობს მოზარდს საკუთარი თავისა და გარემომცველი სამყაროს უკეთ შეცნობაში. როგორც გურამიშვილი ამბობს:

,,ყმაწვილი უნდა სწავლობდეს საცნობლად თავისადაო,

ვინ არის, სიდამ მოსულა, სად არის, წავა სადაო. . .”

პედაგოგთა სასერტიფიკაციო გამოცდების შედეგებმა აჩვენა, რომ არანაკლებ მნიშვნელოვანია მასწავლებლების ლინგვისტური ცოდნის სრულყოფის საკითხი. იმედია, ამ ნაწერების ანალიზი კეთდება და გამოჩნდება ის რეალობა, რომელიც დღეს სკოლებშია და პედაგოგთა კვალიფიკაციის სტრატეგიაც შესაბამისად განისაზღვრება.

პედაგოგთა ერთ ნაწილს აღიზიანებს ახალი ავტორებისა და ახალი ნაწარმოებების შეტანა სახელმძღვანელოებში, რადგან მათი შესწავლა, გააზრება, პრობლემათა წარმოჩენა და მოსწავლეებამდე მიტანა გარკვეულ ძალისხმევას მოითხოვს. ძველი, შეჩვეული სახელმძღვანელოების ნოსტალგია ამითაც არის განპირობებული. სასურველია, პედაგოგებს დავეხმაროთ სიახლეთა დაუფლებაში. სახელმძღვანელოთა ავტორები მათ, ძირითადად, მხოლოდ ახალი წიგნების პრეზენტაციისას ხვდებიან. უნდა გავმართოთ მასწავლებელთა კონფერენციები, სადაც კოლეგებს ერთმანეთის მოსმენის, სასკოლო სახელმძღვანელოებში შესული ახალი ტექსტების სწავლების გამოცდილების გაცნობის საშუალება ექნებათ. პედაგოგები უნდა ხვდებოდნენ ლიტერატურათმცოდნეებს, ენათმეცნიერებს, უნდა ეცნობოდნენ უახლეს კრიტიკულ ლიტერატურასა და ენათმეცნიერულ გამოკვლევებს, სპეციალისტებისაგან რჩევა-დარიგებებს უნდა იღებდნენ.

ახალი მეცნიერული გამოკვლევების გაცნობა პედაგოგთა პროფესიული დაოსტატების აუცილებელი პირობაა. ყველაზე ცნობილ და სახელმოხვეჭილ ლიტერატურათმცოდნეთა ნაშრომებიც კი (რომლებიც, გარკვეულწილად, საბჭოთა პერიოდის იდეოლოგიითაა დაღდასმული) სრულფასოვნად ვერ პასუხობს თანამედროვე ცხოვრების მოთხოვნებს. სიახლეებს ჩამორჩენილი პედაგოგი კი ვეღარ ახერხებს, გააცნობიერებინოს მოზარდს ეროვნული კულტურის ღირებულება, აჩვენოს მისი კავშირი ზოგადსაკაცობრიო ფასეულობებთან, ჩამოუყალიბოს ტექსტის შემოქმედებითად აღქმის უნარი.

რა თქმა უნდა, ყურსაც და გულსაც ცუდად ხვდება ტერმინი ,,ჩამორჩენილი პედაგოგი”, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს ჩვენი რეალობაა, ამას ობიექტური და სუბიექტური მიზეზები აქვს. ამ მიზეზებს კვლევა და შეფასება სჭირდება.

თუ პედაგოგი კარგად არ ფლობს იმ მასალას, რომელიც უნდა ასწავლოს, ამაოა საუბარი იმაზე, თუ როგორ უნდა ასწავლოს. როგორ ასწავლო – ეს არის ერთ – ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი თანამედროვე სკოლაში.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ საკმაო ძალისხმევა მოახმარა იმას, რომ პედაგოგები სწავლების ახალ მეთოდებს დაუფლებოდნენ. იმედია, შედეგები არის და ამ ტრენინგებმა მაინც შეძლო იმ ხარვეზების ამოვსება, რომლებიც უმაღლეს სასწავლებლებშია მომავალი პედაგოგების სწავლების თვალსაზრისით.

ყოველთვის, როცა ახალბედა პედაგოგებთან მიწევს ურთიერთობა, ვხედავ, რომ ყველაზე მეტად მათ აშინებთ ის, შეძლებენ თუ არა გაკვეთილის ჩატარებას – მის დაგეგმვასა და წარმართვას.

მე დავესწარი რამდენიმე საჩვენებელ გაკვეთილს, რომელიც უახლესი მეთოდებით ჩაატარეს პედაგოგებმა და დავინახე ერთი საშიშროება, რომელიც ამ პროცესს ახლავს. მეთოდი არ შეიძლება იქცეს მიზნად, ის მხოლოდ საშუალებაა და ხელს უწყობს პედაგოგს, უფრო გასაგებად და სიღრმისეულად გააცნოს საკითხი მოსწავლეებს. თუ პედაგოგი მეთოდთა ტყვეობაში აღმოჩნდება, ეს სწავლების პროცესს დააზარალებს.

ერთსა და იმავე მასალასაც კი გამოცდილი პედაგოგი ყოველთვის ერთი და იმავე მეთოდით არ გადასცემს მოსწავლეებს, რადგან მეთოდის შერჩევა უამრავ ფაქტორთანაა დაკავშირებული – კლასში მოსწავლეების მომზადების დონესთან, მათ რაოდენობასთან, მოტივაციასთან, განწყობასთან და ა.შ. პედაგოგს მეთოდთა მრავალფეროვანი არსენალიდან ზუსტად იმის გამოყენება უნდა შეეძლოს, რომელიც კონკრეტულ გაკვეთილზე, კონკრეტულ სიტუაციაში სჭირდება. ტრადიციული და ინოვაციური მეთოდების ადეკვატური გამოყენება ის უმთავრესი პირობაა, რომელიც გაკვეთილს შემოქმედებით პროცესად აქცევს და არა დაშტამპულ, კალკირებულ ასლად. პროფესიონალი პედაგოგი ორ, ზუსტად ერთნაირ გაკვეთილს ვერასოდეს ჩაატარებს ისევე, როგორც ერთ მდინარეში ორჯერ ვერავინ შევა.

კიდევ ერთი საკითხი, რომელსაც პედაგოგი მუდმივად უნდა სწავლობდეს (თუ აკვირდებოდეს), მოსწავლეებთან ურთიერთობაა. სწავლება ურთულესი პედაგოგიკური პროცესია, რომელშიც ურთიერთობის ხელოვნება არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე საგნის ღრმა ცოდნა და ეფექტური მეთოდიკური არსენალი. ურთიერთობის ბეწვის ხიდი, რომელზეც ყოველ გაკვეთილზე გადის მასწავლებელი, განსაკუთრებულ ალღოსა და ტაქტს მოითხოვს.

სამართლიანობა, ნდობა, პატივისცემა, გულისხმიერება – ეს იყო გრძელი სიის სათავეში დაწერილი სურვილები (თუ მოთხოვნები), რომლებიც 3 წლის წინ ჩამოგვიწერეს დაფაზე დღევანდელმა მეთერთმეტეკლასელებმა, როცა ერთ-ერთ პედაგოგთან დაპირისპირება მოუხდათ. ცოდნა და ინტელექტი სიის ბოლოში იყო. ისინი ასე ალაგებდნენ პრიორიტეტებს სწავლების პროცესში. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რა უნდათ მათ, რათა თანამშრომლობის შედეგი ეფექტური იყოს.

გონივრული დათმობა და მოსწავლეთა ინტერესების გათვალისწინება მათ იმის სურვილს უჩენს, რომ თავისუფლად იაზროვნონ, გამოთქვან საკუთარი შეხედულებები, ისწავლონ სხვისი მოსაზრებების მოსმენა და განსხვავებული შეხედულებების მქონე ადამიანებთან თანაარსებობა. ამ ურთიერთობის დირიჟორი მასწავლებელია.

კიდევ ერთი საკითხი, რომელსაც ყოველწლიურად ,,სწავლობს” პედაგოგი, ახალი სახელმძღვანელოებია. მათი გაცნობისა და შერჩევის პროცესი საკმაოდ რთულია. ბაზარზე არსებული უამრავი სახელმძღვანელოს შესწავლა თითქმის შეუძლებელია, მასწავლებელს კი ხელი არ მიუწვდება ყველა სახელმძღვანელოზე, რომ მათი შედარება-შეპირისპირება ან სტანდარტებსა და პროგრამებთან შესაბამისობის თვალსაზრისით გაანალიზება შესძლოს. მოსწავლეები ერთი და იმავე კლასის ალტერნატიული სახელმძღვანელოებით განსხვავებულ ცოდნას იღებენ.

სახელმძღვანელოთა ნაწილი, ,,სტანდარტთან შესაბამისობის” თვალსაზრისით, მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს. ზოგჯერ ავტორები არ ითვალისწინებენ მოსწავლეთა წინარე ცოდნას; ზოგჯერ სავარჯიშოები და კითხვები მეთოდიკური თვალსაზრისით გაუმართავია; ზოგ შემთხვევაში კი არ არის გათვალისწინებული სწავლების თანამედროვე მეთოდები: მოსწავლეთა ინიციატივა, ახალი მასალის ახსნის პროცესში მისი ჩართვა, შეფასებისა და თვითშეფასების კომპონენტები.

დრომ ბევრი სტერეოტიპი შეცვალა, თუნდაც – მასწავლებლისა. ჩემს ცნობიერებაში იგი ქალბატონ ჟენია გელოვანთანაა დაკავშირებული – მაღალი, ელეგანტური, ჭაღარა, მუდამ თეთრი მაქმანის საყელოთი. ჩემი მეგობრის შვილიშვილი, ბექა მეორე კლასშია. რამდენიმე დღის წინ ნახატი მაჩვენა. თავისი მასწავლებელი დაუხატავს – ისიც მაღალი იყო, ვიწრო შარვლითა და გაშლილი თმებით; ხელში, რატომღაც, დიდი თეთრი ბუშტი ეჭირა.

დარწმუნებული ვარ, გარეგნული სხვაობის მიუხედავად, ჩემი და ბექას მასწავლებლები მაინც ძალიან ჰგვანან ერთმანეთს. ორივეს უყვარს თავისი საგანი, თავისი მოსწავლეები, თავისი პროფესია. ისინი ყოველდღე სწავლობენ, რათა ასწავლონ, რადგან იციან, რომ დიდსა და მნიშვნელოვან საქმეს აკეთებენ.

ჩარლი ჩაპლინი – რაც საკუთარი თავი შევიყვარე

0

რაც საკუთარი თავი შევიყვარე, მივხვდი, რომ დარდი და ნაღველი – მხოლოდ გამაფრთხილებელი სიგნალებია, რომლებიც მამცნობენ, რომ ჩემი ჭეშმარიტი ბუნების წინააღმდეგ ვცხოვრობ. დღეს ვიცი, რომ ამას „სინამდვილე” ჰქვია.

რაც საკუთარი თავი შევიყვარე, მივხვდი, რა ძლიერ შეიძლება ატკინო გული ადამიანს, თუკი მას მისივე სურვილების ასრულებას დააძალებ, როცა მათი განხორციელების დრო ჯერ არ დამდგარა და ადამიანი ამისთვის ჯერ მზად არ არის და რომ ეს ადამიანი – თავად მე ვარ. დღეს „აღიარებას” ვარქმევ ამას.

რაც საკუთარი თავი შევიყვარე, თავი დავანებე სხვა ცხოვრებისკენ სწრაფვას და მოულოდნელად აღმოვაჩინე, რომ ყველაფერი, რაც ჩემს გარშემოა, მუდმივად ზრდისა და სრულყოფისკენ მიბიძგებს. დღეს „მოწიფულობა” დავარქვი ამას.

რაც საკუთარი თავი შევიყვარე, მივხვდი, რომ მიუხედავად გარემოებებისა, ვიმყოფები სწორ ადგილას, სწორ დროს და ყველაფერი საჭირო მომენტში ხდება, ამიტომ შემიძლია მშვიდად ვიყო. ახლა ამას „თვითდაჯერებულობას” ვარქმევ სახელად.

რაც საკუთარი თავი შევიყვარე, აღარ ვიპარავ ჩემს დროს და სამომავლოდ გრანდიოზულ გეგმებს აღარ ვსახავ. დღეს მხოლოდ იმას ვაკეთებ, რასაც ჩემთვის სიხარული და სიამოვნება მოაქვს, იმას, რაც მიყვარს და რაც მხიარულ განწყობაზე მაყენებს. ამას ჩემი მეთოდებით, ჩემს ჩვეულ რიტმში ვაკეთებ. დღეს ამ ყოველივეს „უბრალოებას” ვეძახი.

რაც საკუთარი თავი შევიყვარე, გავთავისუფლდი ყველაფრისგან, რასაც ზიანი მოქონდა ჩემთვის – საკვების, ადამიანების, ნივთებისა და სიტუაციებისგან. ყველაფრისგან, რაც კი უკან მხევდა და ჩემს თავს მაშორებდა. „საკუთარი თავის სიყვარული” ვუწოდე ამ ყოველივეს.

რაც საკუთარი თავი შევიყვარე, აღარ ვცდილობ ყოველთვის მართალი ვიყო და შეცდომებსაც ნაკლებად ვუშვებ. ახლა ვიცი, რომ ამას „მოკრძალება” ჰქვია.

რაც საკუთარი თავი შევიყვარე, წარსულით აღარ ვცხოვრობ და მომავალზეც არ ვღელავ. მხოლოდ მოცემულ მომენტში ვცხოვრობ – იქ, სადაც ყველაფერი ხდება. ახლა ყოველი დღით ვცხოვრობ და ამას „განხორციელებას” ვარქმევ სახელად.

რაც საკუთარი თავი შევიყვარე, გავაცნობიერე, რომ ჩემმა გონებამ შესაძლოა გუნება-განწყობა გამიფუჭოს და ამან შედეგად ავადმყოფობა მომიტანოს. მაგრამ, როცა გული და გონება ერთმანეთს შევურწყე, ეს უკანასკნელი ჩემი საუკეთესო მოკავშირე გახდა. ამ კავშირს „გულის სიბრძნეს” ვუწოდებ.

არ არის საჭირო, კონფრონტაციებისა თუ სხვადასხვა სახის პრობლემის შიში გვქონდეს. იცით, ვარსკვლავებიც ეჯახებიან ერთმანეთს და ამ შეჯახების შედეგად ახალი სამყაროები წარმოიქმნება. დღეს ვიცი, რომ “ეს – ცხოვრებაა”.

”საკუთარი თავის უნდა გწამდეს–ესაა საიდუმლო. მაშინაც კი, როცა ობოლთა თავშესაფარში ვცხოვრობდი და ქუჩაში საკვებს ვეძებდი, ვფიქრობდი საკუთარ თავზე, როგორც უდიდეს მსახიობზე მსოფლიოში. მე უნდა მქონოდა აბსოლუტური თავდაჯერებულობა, მის გარეშე დავმარცხდებოდი.”

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...