საზოგადოდ მიღებული თვალსაზრისის თანახმად, შეკითხვას ჭკვიანი ადამიანები სვამენ. თუმცა ის ფაქტი, რომ შეკითხვის დასმა და მიღებული პასუხები ჭეშმარიტების ძიებაში გვეხმარება,ზოგჯერ სადავო ხდება, იმ შემთხვევაშიც კი, როცა საქმე ისეთ ზუსტ მეცნიერებას ეხება, როგორიც მათემატიკაა.
- როგორ ვასწავლოთ მოსწავლეს შეკითხვის დასმა?
- როგორ დავარწმუნოთ, რომ შეცდომების დაშვება გვეხმარება მიზნის მიღწევაში?
- როგორ გამოიყენოს მოსწავლემ შეცდომა თავის სასარგებლოდ?
- რა შემეშალა?
- რატომ შემეშალა?
- რა ვერ გავითვალისწინე?
- რა უნდა ვიცოდე, რომ ანალოგიური შეცდომა აღარ დავუშვა?
- როგორ გამოვასწორო შეცდომა?
ეს კითხვები ყველა მასწავლებლისთვის აქტუალურია. წარმოდგენილ სტატიაში გთავაზობთ სასწავლო რესურსს, რომელიც დაეხმარება მათემატიკის მასწავლებლებს, რათა დაეხმარონ მოსწავლეებს შეცდომების გაანალიზებაში.
რესურსში წარმოდგენილია მოსწავლეების მიერ გავრცელებული შეცდომები შესაბამისი შეფასებით. მოსწავლემ უნდა გააანალიზოს, რომელ მაგალითში რა შეეშალა და მოუძებნოს შესაბამისი შეფასება.
რესურსის გამოყენება ადვილია. ის ორი ნაწილისაგან შედგება – დაშვებული შეცდომა და შესაბამისი შეფასება. მიუხედავად ამისა, აუცილებელია რესურსს ახლდეს ინსტრუქცია.
ყურადღებით დააკვირდით მოსწავლეთა დაშვებულ შეცდომებს, გაარკვიეთ მოსწავლეთა ცოდნა და ხარვეზები. თითოეულ ჩანაწერს შეუსაბამეთ შესაბამისი შეფასება, რომელიც მოცემულია ტექსტებში დავალება-პასუხებით.
ყურადღებით დააკვირდით მოსწავლეთა დაშვებულ შეცდომებს, გაარკვიეთ მოსწავლეთა ცოდნა და ხარვეზები. თითოეულ ჩანაწერს შეუსაბამეთ შესაბამისი შეფასება, რომელიც მოცემულია ტექსტებში.
ტექსტები, რომლებიც უნდა შეუსაბამოთ თითოეულ ნამუშევარს
რესურსის დადებითი მხარეები
- მოსწავლეებს დააფიქრებს საკუთარ შეცდომებზე, გამოსწორების გზებზე;
- მოსწავლეები დაინახავენ, რომ შეიძლება ვისწავლოთ, როგორც საკუთარ, ისე თანატოლთა შეცდომებზე დაკვირვებით;
- მოცემული რესურსის გამოყენებით დროის მოკლე ინტერვალში მასწავლებელი შეაფასებს მოსწავლეთა ცოდნას და უნარებს შესაბამის თემებში.
რესურსის გამოყენება შესაძლებელია, როგორც ინდივიდუალურად, ისე წყვილებსა და ჯგუფური მუშაობის პროცესში. სამუშაოს დასრულების შემდეგ უმჯობესი იქნება, თუ მოსწავლეებს მივცემთ საშუალებას, შეადარონ ერთმანეთის ნამუშევრები. იმსჯელონ თავიანთი არჩევნის სისწორეზე, მხოლოდ ამის შემდეგ მივაწოდოთ სწორი პასუხები. ასევე გავაკეთებინოთ პრეზენტაცია, სადაც მოსწავლეები შემოგვთავაზებენ სწორ ვარიანტს.
რესურსის მრავალჯერადად გამოყენებაც შესაძლებელი იქნება, თუ მას ლამინირებას გავუკეთებთ.