ეკონომიკური კონცეფცია: ალტერნატიული ღირებულება
მოკლე შინაარსი: მაიას ბებოს სურს, მაიას ნაქონი საბნისგან რაღაც ახალი შეკეროს. ყოველი ახალი ნივთის შექმნისას მაია იძულებულია, უარი თქვას ძველზე.
მასალები: პატარა საბანი (ან საბნის იმიტაცია – ნაჭერი); სავარჯიშო 1 – „თარგი საბნიდან ღილამდე“, გამოჭრის ინსტრუქცია; სავარჯიშო 2 – „ალტერნატიული ღირებულება საბნიდან ღილამდე“, მაკრატელი და წებო მოსწავლეთა თითოეული ჯგუფისთვის
გაკვეთილის მსვლელობა: (სანამ მოთხრობას წაუკითხავდეთ):
- აჩვენეთ მოსწავლეებს პატარა საბანი და ჰკითხეთ, ჰქონდათ თუ არა ბავშვობაში საყვარელი საბანი. სთხოვეთ რამდენიმე მოსწავლეს, გაიხსენონ, რა მოუვიდა მათ საბანს.
- უთხარით, რომ მოთხრობა „რაღაცა არაფრისაგან“ არის ამბავი პატარა გოგოსი, რომლის საბანი დაძველდა და შეილახა.
- წაუკითხეთ მოთხრობა „რაღაცა არაფრისაგან“ (შეგიძლიათ, ის თავად შეადგინოთ ქვემოთ მოცემული კითხვების გამოყენებით).
- მოთხრობის წაკითხვის შემდეგ იმსჯელეთ:
. რა შეუკერა ბებომ მაიას, როცა ის პატარა იყო? (საბანი)
. რა მოუვიდა საბანს? (დაძველდა და დაიხა)
. როგორ გამოიყენა ის ბებომ? (საბნისგან შეუკერა პერანგი)
. რაზე თქვა უარი მაიამ პერანგის მისაღებად? (თავის საბანზე)
. პერანგთან დაკავშირებულ რა პრობლემას შეეჯახა მაია შემდგომში? (გაიზარდა და დაუპატარავდა)
. როგორ მოიქცა მაიას ბებო? (პერანგი გადააკეთა ჟილეტად)
. რა შესწირა მაიამ ახალ ჟილეტს? (თავისი პერანგი)
. რა მოიფიქრა მაიამ, როცა ჟილეტი რამდენიმე ადგილზე გაიხვრიტა? (ბებოს მისგან ცხვირსახოცის შეკერვა სთხოვა).
. საბოლოოდ რა გააკეთა ბებომ მაიას საბნისაგან? (ღილი).
- 5. აუხსენით, რომ ყოველთვის, როცა ბებო მაიას ახალ რაღაცას უკერავდა, გოგონა იძულებული იყო, უარი ეთქვა ძველზე. მაია უარს ამბობდა თავის ძველ ნივთებზე, რათა სანაცვლოდ ახალი მიეღო. სთხოვეთ მოსწავლეებს, მოიფიქრონ ანალოგიური ამბავი, რომელიც მათ ოჯახში მოხდა. მაგალითად, როცა თმის შესაჭრელად წავიდნენ, ახალ ვარცხნილობას შესწირეს ძველი; როცა ეზოში თამაშობენ, უარს ამბობენ ტელევიზორის ყურებაზე და ა.შ.
- 6. შემოიტანეთ ალტერნატიული ღირებულების ცნება. ალტერნატიული ღირებულება – ეს არის ის, რასაც არჩევანისას მსხვერპლად ვწირავთ.
- 7. იმსჯელეთ:
. როგორი იყო მაიასთვის ალტერნატიული ღირებულება, როცა ბებო შარფს უკერავდა? (ჟილეტი)
. როგორი იყო მაიასთვის ალტერნატიული ღირებულება, როცა ბებო ცხვირსახოცს უკერავდა? (შარფი)
- 8. გაყავით კლასი რამდენიმე ჯგუფად (5-5 ბავშვი თითოეულ ჯგუფში). დაურიგეთ თითოეულ ჯგუფს მაკრატელი, წებო და N1 სავარჯიშო. აჩვენეთ, როგორ გამოჭრან.
- 9. აუხსენით მოსწავლეებს, რომ თითოეული ჯგუფი იმასვე შეკერავს საბნისაგან, რაც მაიას ბებომ შეკერა. ჯგუფის პირველი წევრი ჭრის პერანგს და ჭრის მას უწყვეტი ხაზის კონტურზე, შემდეგ გადასცემს პერანგს ჯგუფის მეორე წევრს, რომელიც პერანგისგან ჟილეტს ჭრის და გადასცემს მას ჯგუფის მესამე წევრს და ა.შ.
- 10. დაურიგეთ თითოეულ ჯგუფს მეორე სავარჯიშო. სთხოვეთ, დაწერონ თავიანთი სახელები იმ ნაკეთობების გასწვრივ, რომლებიც “შეკერეს” და მიუთითონ თავიანთი ნახელავის ალტერნატიული ღირებულება. სთხოვეთ ჯგუფის უკანასკნელ წევრს, უკანასკნელი ნაკეთობა მიაწებოს N2 სავარჯიშოს ქვედა კუთხეში.
პირველი სავარჯიშო: თარგი საბნიდან ღილამდე და გამოჭრის ინსტრუქცია.
დასახზეთ პერანგის თარგი. გამოჭერით ________ ხაზის გასწვრივ.
დასახზეთ ჟილეტის თარგი. გამოჭერით …………….. ხაზის გასწვრივ.
დახაზეთ შარფის თარგი. გამოჭერით _ _ _ _ _ _ ხაზის გასწვრივ.
დახაზეთ ცხვირსახოცის თარგი. გამოჭერით ▪▪▪▪▪▪▪▪▪▪▪▪ ხაზის გასწვრივ.
დახაზეთ ღილის თარგი. გამოჭერით ________ ხაზის გასწვრივ.
მე–2 სავარჯიშო: ალტერნატიული ღირებულება საბნიდან ღილამდე.
- 1. – – – – – – – – – – – – შეკერა პერანგი.
ალტერნატიული ღირებულება იყო – – – – – – – – – – – -.
- 2. – – – – – – – – – – – – შეკერა ჟილეტი.
ალტერნატიული ღირებულება იყო – – – – – – – – – – – -.
- 3. – – – – – – – – – – – – შეკერა შარფი.
ალტერნატიული ღირებულება იყო – – – – – – – – – – – -.
- 4. – – – – – – – – – – – – შეკერა ცხვირსახოცი.
ალტერნატიული ღირებულება იყო – – – – – – – – – – – -.
- 5. – – – – – – – – – – – – შეკერა~ ღილი.
ალტერნატიული ღირებულება იყო – – – – – – – – – – – -.