ხშირად მოსწავლეები პედაგოგს არასასიამოვნო ხმის გამო იწუნებენ. მართალია, ხმა გაკვეთილზე შეუცვლელი და საჭირო რესურსია, მაგრამ ხმის გარდა, ყურადღებას იქცევს კიდევ მრავალი ნიუანსი, რომელიც მასწავლებელს მოსწავლეებთან კავშირის დამყარებაში ეხმარება.

ხშირად მოსწავლეები პედაგოგს არასასიამოვნო ხმის გამო იწუნებენ. მართალია, ხმა გაკვეთილზე შეუცვლელი და საჭირო რესურსია, მაგრამ ხმის გარდა, ყურადღებას იქცევს კიდევ მრავალი ნიუანსი, რომელიც მასწავლებელს მოსწავლეებთან კავშირის დამყარებაში ეხმარება.

,,საგანმანათლებლო პროცესის ცენტრში დგას მოსწავლე , მისი განვითარების პროცესი და მიღწეული შედეგი. შედეგზე ორიენტირება გულისხმობს მოსწავლისათვის მიწოდებული ინფორმაციის არა მხოლოდ დამახსოვრებას , არამედ ამ ინფორმაციის მყარ, დინამიკურ და ფუნქციურ ცოდნად გარდაქმნას” (ე.ს
გ)
შეფასების საშუალებით განისაზღვრება იმ სასწავლო შედეგების მიღწევის ხარისხი, რომელიც საგნობრივი პროგრამის სტანდარტით არის გათვალისწინებული;
შეფასების მიზანია იმის გარკვევა, რამდენად კარგად ასწავლის მასწავლებელი, რამდენად კარგად სწავლობს მოსწავლე. აუცილებელია გავითვალისწინოთ :
შეფასებაში გააჩნია ორი განსხვავებული ფუნქცია:
შეფასების კომპონენტები:
შეფასების ტიპები :
|
განმავითარებელი |
განმსაზღვრელი |
|
|
მიზანი |
სწავლის ხარისხის გაუმჯობესება; მოსწავლის განვითარების ხელშეწყობა; |
სწავლის ხარისხის გაკონტროლება; მოსწავლის მიღწევის დონის დადგენა ესგ–ით განსაზღვრულ მიზნებთან მიმართებაში; აკადემიური სწავლების დონის განსაზღვრა; |
|
შეფასების საგანი |
სწავლის პროცესი |
სწავლის შედეგი |
|
შეფასების შედეგად მიღებული გადაწყვეტილება |
წინსვლის ხელშესაწყობად განსხვავებული აქტივობის შერჩევა, სწავლების სტრატეგიის შეცვლა, რჩევა–დარიგების მიცემა და სხვა. |
მომდევნო ეტაპზე (კლასში/საფეხურზე) დაშვება/არდაშვება |
|
წარმატების კრიტერიუმის განსაზღვრა |
კონკრეტული მოსწავლის წინსვლის საფუძველზე (რა დონეს ფლობდა–რა დონეს ფლობს) |
იმის საფუძველზე, თუ რამდენად მიაღწია სტანდარტით განსაზღვრულ შედეგებს |
|
შეფასების საშუალებები |
თვით/ურთიერთშეფასების რუბრიკა; კითხვარი; სიტყვიერი, კომენტარი, უნარის განვითარების აღწერა. |
ქულა |
შეფასების სქემის შექმნა და გამოყენება ;
აუცილებელია გვახსოვდეს, რომ არსებობს კავშირი სასწავლო მიზანსა და შეფასების კრიტერიუმებს შორის, რადგან სწავლის შედეგის გასაზომად აუცილებელია ჩამოყალიბდეს კრიტერიუმი. კრიტერიუმი კი ყალიბდება გაკვეთილის სასწავლო მიზნის შესაბამისად;
ასწავლო პროექტის განხორცილებისას ხშირად ვიყენებ ჰოლისტური შეფასების სქემას, რადგან კვლევის პროცესში მოსწავლეს ვერ შევაფასებთ ორი ან თუნდაც სამი მახასიათებლით. ჩემ მიერ შექმნილ სქემაში გაერთიანებულია თითქმის ყველა კრიტერიუმი და მახასიათებელი, რომლის მიხედვითაც მსურს შევაფასო მოსწავლე პროექტზე მუშაობისას;
|
მონაწილეობას იღებს პროექტის თემის შერჩევაში, ასაბუთებს თემის აქტუალურობას; |
1 |
|
სასწავლო პროექტზე მუშაობის პროცესში ეძებს საინტერესო მასალას, აგროვებს და ახარისხებს ინფორმაციას, თანამედროვე ტექნოლოგიების საშუალებით თვალსაჩინოებას ქმნის და პრეზენტაციას აკეთებს; |
1 |
|
ფლობს საკომუნიკაციო უნარებს, მუშაობის პროცესში ჩანს მისი კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნება ; |
2 |
|
გამოყოფს საკვლევ ობიექტს, იწყებს კვლევას და აღწევს შედეგს; |
2 |
|
აქტიურად არის ჩართული სამუშაო პროცესში, ფლობს ჯგუფური მუშაობის უნარებს; |
1 |
|
ასაბუთებს მოკვლეული მასალის აქტუალურობას, ადარებს წინარე ცოდნას და ხაზს უსვამს ახლის აქტუალურობას; |
|
|
შემოიფარგლება კონკრეტული თემით, ერთი მასალის შესრულების შემდეგ აქტიურად ერთვება ახალი მასალის მოძიებაში; |
1 |
|
თანაგუნდელებს უზიარებს საკუთარ გამოცდილებას, მათთან ერთად ქმნის თვალსაჩინოებებს, შეხვედრების დროს აქტიურადაა ჩართული დისკუსიაში. |
2 |
შეფასება ჯგუფური მუშაობის დროს
|
განმავითარებელი |
განმსაზღვრელი |
|
|
მიზანი |
მოსწავლის განვითარების ხელშეწყობა; მოსწავლის სწავლების ხარისხის გაუმჯობესება. |
ეროვნულის სასწავლო გეგმით განსაზღვრულ მიზნებთან მიმართებაში იმის დადგენა, თუ მოსწავლის სწავლების ხარისხის გაკონტროლება; |
|
შეფასების საგანი |
სწავლის პროცესი |
სწავლის შედეგი |
|
შეფასების შედეგად მიღებული გადაწყვეტილება |
მოსწავლეების წახალისება |
10 ქულიანი სისტემით მოსწავლეების შეფასება |
|
წარმატების კრიტერიუმის განსაზღვრა |
მოსწავლეებთან ერთად გამჭირვალე გავხადოთ სწავლების დროს წარმოქმნილი პრობლემები და მოვიძიოთ გზები ამ პრობლემების აღმოსაფხვრელად; შევქმნათ წარმოდგენა უკუკავშირის მეთოდის მნიშვნელობასა და მის მრავალფუნქციურობაზე. შევქმნათ უკუკავშირისთვის, ე.წ. უსაფრთხო სივრცე. ამ მეთოდით მუშაობა რომ ეფექტური შეფასება წარმოადგენს არა მარტო დაკვირვებათა სისტემატიზებას, არამედ გამოცდილებათა შეფასებასაც განსაზღვრულ კრიტერიუმებზე დაყრდნობით. მაგ. თუ უკუკავშირს ჯგუფური მუშაობის ხარისხის შესაფასებლად ვიყენებთ, წინასწარ უნდა შევიმუშაოთ კრიტერიუმები კარგი ან ცუდი ჯგუფური მუშაობის შესაფასებლად. |
სასწავლო ეროვნული გეგმის მიხედვით განსაზღვრული სტანდარტები ჩატარებულმა გაკვეთილმა დააკმაყოფილა. |
|
შეფასების საშუალებები |
ურთიერთშეფასების რუბრიკა; სიტყვიერი კომენტარები; უნარის განვითარების დონის აღწერა. |
ქულა (10 ქულიანი შეფასება) |
პრეზენტატორის შეფასების კრიტერიუმი
|
კრიტერიუმები |
ქულები |
|
საუბრობს გამართულად და თავდაჯერებულად |
|
|
საუბარი არგუმენტირებულია |
|
|
თავს ართმევს კრიტიკულ შეკითხვებს |
|
|
იღებს კრიტიკულ შენიშვნებს |
|
|
საუბრისას იცავს დროის ლიმიტს |
დისკუსიაში მონაწილე მოსწავლის შეფასების კრიტერიუმი
|
კრიტერიუმები |
ქულები |
|
საუბრობს გამართულად და თავდაჯერებულად |
|
|
საუბარი არგუმენტირებულია |
|
|
იცავს დისკუსიის წესებს და თანაკლასელის მიმართ კორექტულია |
|
|
საუბრისას იცავს დროის ლიმიტს
|
გამოყენებული ლიტერატურა : ”სასწავლო პროცესის დაგეგმვა,
მართვა, შეფასება”.
ეროვნული სასწავლო გეგმა.
ნინო აბულაძე – ტიციან ტაბიძის სახელობის ქ. თბილისის
№43-ე საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებელი.
დარბაზში შეძახილები გაისმის: „რა სისაძაგლეა!”, „რა სიმახინჯეა!” გოგონა ფეხებს ფართოდ დგამს განზე და სიმღერას იწყებს… მისი ხმა და ვნება მაყურებელზე იმდენად მომაჯადოებელ ეფექტს ახდენს, რომ დარბაზი უმალ ჩუმდება. ეს გოგონა მომავალი ლეგენდა, მსოფლიო მნიშვნელობის ვარსკვლავი, დიდებული მომღერალი და მსახიობი, კომპოზიტორი, რეჟისორი, პროდიუსერი, დიზაინერი და პოლიტიკური მოღვაწეა. ხელოვანი, რომელმაც წარმოუდგენელ სიმაღლეებს მიაღწია. ის 28 პლატინის ალბომის, 8 „გრემის”, 7 „ემის”, 11 „ოქროს გლობუსის”, 2 „ოსკარისა” და უამრავი სხვა ჯილდოს მფლობელი ბარბრა სტრეიზანდია.

„წარმოვიდგენდი, რომ ვარსკვლავი ვარ. მოკლედ, მაშინ ჩემთვის საკმარისი იყო, ვინმეს შევემჩნიე”, – იხსენებს ბარბრა. რაღა თქმა უნდა, შეამჩნიეს კიდეც! გაოგნებულმა და აღშფოთებულმა სკოლის დირექტორმა უცნაური გოგონა „დამრიგებლური” წერილით გააბრუნა სახლში. დედა ცდილობდა, პირსახოცით გაეწმინდა შვილის თეთრად შეღებილი სახე. რაც შეეხება მწვანე თმას, აქ საქმე უფრო რთულად იყო: აუცილებელი აღმოჩნდა თავის გადაპარსვა, რაზეც ბარბრა სიამოვნებით დათანხმდა – უფრო მეტ ეფექტს მოვახდენო და პრიალა თავი ამჯერად მოიხატა. „ყურადღების მიპყრობა შესაძლებელია არა მარტო სილამაზით, არამედ ორიგინალობითაც. კლასიკური სილამაზე მოსაწყენია”, – ამბობდა ბარბრა. მისი მოლოდინი გამართლდა: მელოტი თავი, რომელზეც ადვილი იყო პარიკის ჩამოცმა, მოეწონა მოძრავი თეატრის რეჟისორს. მან ბარბრას შუა საუკუნეების იაპონელი გლეხის უსიტყვო როლი ანდო. „ესეც ასე, მე მსახიობი ვარ”, – ფიქრობდა ბარბრა. სხვათა შორის, ამ თეატრში როლის მიღებამდე ის დამლაგებლად მუშაობდა. სამსახიობო ხელოვნება არასოდეს უსწავლია. მისი აზრით, მსახიობობა იმდენად ბუნებრივია და ადვილი, რომ მისი სწავლა უხერხულიც კია.
როგორც წინა სტატიაში დაგპირდით, გაგაცნობთ იმ საპილოტე კვლევის შედეგებს, რომელიც ეძღვნება მასწავლებელთა ასერტული ქცევისა და ემოციური გადაწვის საკითხს, კერძოდ, რამდენად ახასიათებთ მასწავლებლებს ქცევის ასერტული სტილი და რა კავშირია ასერტულობასა და ემოციურ გადაწვას შორის. კვლევაში მონაწილეობდა იმერეთის რეგიონის 91 მასწავლებელი – 84 ქალი და 7 მამაკაცი.
ჰოდა, ამ ალტერნატიული მითოლოგიის მიხედვით, დარწმუნებული ვარ, რომ ოდისევსი თავიდანვე პოეტი იყო, ან ტროას ომში დაიწყო წერა, ან ცოტა მერე, მსუბუქი ყოფაქცევის ქალღმერთებს რომ გადაეკიდა, მეგობრები რომ დაკარგა, მეგზურები რომ შემოეფანტა. ჰოდა, იქნებ არსებობს კიდევ „ილიადასა” და „ოდისეის” სხვა ვერსია, რომლის ავტორიც თავად ოდისევსია, ყველაზე ჭკვიანი და მოხერხებული მეომარი, სამყაროს ყველაზე მაგარი მეტაფორის – ხის ცხენის – ავტორი.
მოკლედ, შორიდან დავიწყე. არადა, არც ისე ანტიკურ პოეტზე მინდოდა თქვენთვის მომეყოლა, სულ რაღაც, გასულ საუკუნეზე, სულ რაღაც ბერძენ ნობელიანტზე – იორგოს სეფერისზე.
პირველი მიზეზი, რატომაც მასზე თქვენთან საუბარი მომინდა, რასაკვირველია, სუბიექტურია, ის ჩემს საყვარელ პოეტთა შორისაა.
მეორე – ესეც სუბიექტურია. ისიც, როგორც მე, თურქეთიდან ემიგრირებული ბერძნული დიასპორის ნაწილია.
მესამე – სულ მგონია, რომ ბერძნები და ქართველები ძალიან ჰგვანან ერთმანეთს, ხასიათით, ტემპერამენტით, წარსულის გაიდეალებით, აწმყოსთან დაკავშირებული ეჭვითა და ნიჰილიზმით, დაკარგული ტერიტორიებით, თავისუფლებისთვის ბრძოლით და მთავარი კითხვით? აქვს თუ არა ძველ ბერძნულ კულტურას გაგრძელება დღევანდელი ბერძნული კულტურის სახით? ასევეა ჩვენს შემთხვევაში, ჩვენი ცნობილი მწერლის პერიფრაზი რომ გავაკეთო, იმ ბედაურებზე ის ქართველები შესხდნენ და გააჭენეს?
ყველაზე ზუსტი და კარგი პასუხი ამ კითხვაზე სწორედ იორგოს სეფერისთან ვიპოვე, ეს ქართულ რეალობასაც მოუხდება და ბერძნულსაც :
„არ ვამბობ, რომ ჩვენც ის სისხლი გვაქვს (რაც ჩვენს წინაპრებს) – რადგან რასისტური თეორიების მეშინია – მაგრამ ჩვენც იმავე ქვეყანაში ვცხოვრობთ და იმავე მთებს გავყურებთ, სანაპიროდან პირდაპირ ზღვაში რომ ეშვებიან”.
მოკლედ, მგონი, დაგისაბუთეთ, რატომ ვსაუბრობთ დღეს დიდ ბერძენ პოეტზე – იორგოს სეფერისზე.

ქალაქი, სადაც 1900 წელს იორგოს სეფერისი (სეფერიადისი) დაიბადა, თურქული წარმოთქმით იზმირად იწოდება, ბერძნებისთვის კი ის სმირნაა, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ქალაქი ბერძნული ლიტერატურისათვის, რადგან ჰომეროსის ბიოგრაფიის შვიდი, ერთმანეთისგან განსხვავებული ვერსიებიდან ერთ-ერთი, სწორედ სმირნას ასახელებს მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი პოეტის დაბადების ადგილად. ეს ამბავიც სიმბოლური მგონია, შვიდი ქალაქიდან ერთ-ერთში ბოლოსდაბოლოს, დაზუსტებულად იშვა მსოფლიო მნიშვნელობის ბერძენი პოეტი.
მშობლიური ქალაქი მისმა ოჯახმა მალე დატოვა და საცხოვრებლად ათენში გადავიდა. ამის მიზეზი გართულებული თურქულ-ბერძნული ურთიერთობების გარდა, ალბათ ოჯახის უფროსის, სტელიოს სეფერიადისის სურვილიც იყო, რომ მის შვილებს უფრო ადვილ, ბერძნულ გარემოში ეცხოვრათ.
ათენის მერე სწავლა ჯერ საფრანგეთში, მერე ინგლისში გააგრძელა სეფერისმა და ელადაში ძალიან კარგი დიპლომატიური და იურიდიული განათლებით დაბრუნდა. ამის შემდეგ, თითქმის სიცოცხლის ბოლომდე დიპლომატიურ სამსახურში მუშაობდა. ხომ არის მეოცე საუკუნის ოდისევსისთვის შესაფერისი კარიერა? მაგრამ ამავე დროს მეოცე საუკუნის ოდისევსი პოეტიც იყო, თან ძალიან მნიშვნელოვანი, რომლის პოეზიამ სრულიად შეცვალა ბერძნული პოეზიის ტრადიციული ხაზი და ახალი პოეტიკა დაამკვიდრა.
იორგოს სეფერისი სურათხატია იმისა, როგორ შეიძლება გარედან, სხვა რეალობიდან მოსულმა ადამიანმა რეინტეგრაციის პროცესი გაიაროს, ჩამოყალიბდეს პიროვნებად, რომელიც თავად შეცვლის სამყაროს, სადაც ის მოხვდა.
თუმცა, საუკუნე, როდესაც ის ცხოვრობდა სულაც არ იყო მარტივი საუკუნე, პირიქით. ყველა ეპოქას თავისი ილიონი აქვს, მეოცე საუკუნის საბერძნეთსაც ჰქონდა.
პირველი მსოფლიო ომი, თურქეთ-საბერძნეთის დაპირისპირება, თურქეთში მცხოვრები ბერძნული დიასპორის დევნა და საბოლოო გამოდევნა, ბერძენი მიგრანტები, ბერძნული რევოლუციები, მეორე მსოფლიო ომი და ფაშიზმი, ტოტალიტარიზმი და ტირანია და ხანგრძლივი ემიგრაცია…
მეოცე საუკუნის ოდისევსმა იმაზე მეტი გადაიტანა ვიდრე მისმა ანტიკურმა პროტოტიპმა. 1922 წელს სმირნაში განვითარებული ცნობილი მოვლენების დროს, როცა ბერძნები ქალაქიდან გამოდევნეს და მათი სახლები გადაწვეს, ოდისევსი ბავშვობის სახლის გარეშე დარჩა – ეს მისი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული მოვლენაა.
შემდეგ იყო უამრავ ქვეყანაში მოგზაურობა, ცხოვრება, კიდევ ერთხელ, ხელახლა მოპოვებული სახლის თავიდან მიტოვება, შრომატევადი და მჩქეფარე დიპლომატიური სამსახური, დაპირისპირება ავტორიტარულ მმართველობასთან, ლიტერატურული წარმატება, პოპულარობა, ნობელის პრემია ლიტერატურაში… და მაინც, იორგოს სეფერისი სახეა მეოცე საუკუნის ოდისევსისა, რომელიც დაბრუნდა თუ არა ითაკაში, არავინ იცის.
ერთწუთიანი წვალების შემდეგ გაუმკლავდა მაინც და თქვა: „მამა, ხომ მოგეწონა, როგორც გავუმკლავდი ამ სიტყვას? მგონი ვიგრძენი, ტვინი როგორ მეზრდება”. გამეღიმა: ჩემი ბიჭი გამოხატავდა „განვითარების მსოფლმხედველობის” ნიშნებს. მაგრამ ეს შემთხვევით არ მომხდარა. დიდი ხანი არ არის, რაც პრაქტიკაში ვიყენებ კვლევებს, რომლებსაც ბოლო რამდენიმე წელია ვკითხულობ და გადავწყვიტე, მაშინ კი არ შევაქო შვილი, როცა ისეთი რამ გამოსდის, რაშიც უკვე ძლიერია, არამედ როცა ძალისხმევას არ იშურებს რთული საქმისთვის.
მე ვუთხარი: რაც უფრო მეტ ძალისხმევას ხარჯავ, მით უფრო იზრდება ტვინი. სწავლისადმი დამოკიდებულების უამრავი კვლევისა და პირადი გამოცდილების გათვალისწინებით, ისე ვარ დარწმუნებული, როგორც არასდროს, რომ სწავლისადმი დამოკიდებულებას შესაძლოა მეტი მნიშვნელობა ჰქონდეს, ვიდრე იმას, რასაც ვასწავლით.
growth mindset – განვითარების
(ზრდის) მსოფლმხედველობა; fixed mindset – უცვლელობის მსოფლმხედველობა
[1]
[1]
ამტერმინების ქართული თარგმანი პირობითია. შესაძლოა, დაიძებნოს
სხვა, უფრო ადეკვატური შესატყვისიც. მაგ. growth
mindset – ზრდის განწყობა, ზრდისდისპოზიცია;
fixed mindset – უცვლელობის განწყობა, უცვლელობის დისპოზიცია.
თარგმნეს რაზმიკ ბადალიანმა და ირაკლი ქავთარაძემ
წყარო: The Learning Myth: Why I'll Never Tell My Son He's Smart
განათლების სპეციალისტები აღიარებენ
და კვლევებიც ადასტურებს, რომ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ალტერნატიული
გზებიდან ყველაზე პრაქტიკული და შედეგზე ორიენტირებული სკოლის
ბაზაზე მასწავლებელთა პროფესიული განვითარებაა. ასეთი სახის პროფესიული განვითარება,
ერთი მხრივ, მეტად არის მორგებული მასწავლებლის კონკრეტულ საჭიროებებს, მეორე მხრივ
კი, შეესაბამება მოსწავლეების სასწავლო მიზნებსა და ამოცანებს.
ქალბატონი ქეთევანი სკოლის ბაზაზე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების პროგრამით მიმდინარე შეხვედრებში ჩაერთო. რამდენიმე ხნის შემდეგ მას სერიოზული დამოკიდებულება ჩამოუყალიბდა საქმიანი კომუნიკაციებისა და „კრიტიკული მეგობრების” ინსტიტუტის მიმართ. ის სრულიად
ეთანხმება მოსაზრებას, რომ წარმატებული სკოლების ერთ-ერთი განსაკუთრებული მახასიათებელი
მასწავლებლებისა და სკოლის სხვა
თანამშრომლების ეფექტური კომუნიკაციაა. სკოლის განვითარების ჯგუფთან ერთად მან თეორიულად დაამუშავა ურთიერთდაკვირვების ხუთივე მეთოდი:
1.აღწერითი დაკვირვება;
2.ფოკუსირებული დაკვირვება;
3.გუნდური მუშაობა;
4.ჩართული დაკვირვება (დამკვირვებელი მოსწავლის როლში);
5.თვითდაკვირვება.
(ჩანართები ჩაწერილია გურიაში, სხვადასხვა რეპრესირებულ ოჯახში)
გომის მთაზე, იქ სადაც გურული და აჭარელი მეჯოგეები იყრიდნენ თავს, იმალებოდა ხალხი, რომელთა ხსენებაზე ბევრს ყველაზე ადვილად გურია ახსენდება. სოფლის გიჟად წოდებული ალისტრახოვიჩი, სახელას ავთონა, მამის მხრიდან ტყის ყაჩაღების შთამომავალი. მე ვუყვარდი. მეუბნებოდა, ბუძია, მე სპორსტმენი კაცი რუსებმა გამაგიჟეს და შენ უნდა ასახელო ეს ქუჩა, ჩემს მაგიორშიო. სხვა მეზობლები დიდად თვალში არ მოსდიოდა. დედის მხრიდან რეპრესირებულთა შთამომავალი. მამა ადრე, დედა მოუკვდა გვიან. კომუნისტებმა დახვრიტეს ალისტრახოვიჩის ბებიაც და ბაბუაც.
ათი საყვარელი წიგნის დასახელება მთხოვეს. დიდხანს არც კი დავფიქრებულვარ, ისე მოექცნენ სიის სათავეში ბავშვობის წიგნები. ვათვალიერებდი სხვა ადამიანების ჩამონათვალსაც და ამდენ განსხვავებულ ადამიანს, რაც გვაერთიანებდა, ეს ბავშვობის საყვარელი საკითხავები იყო.
რაში გვეხმარება წიგნების კითხვა ბავშვობიდან? იქნებ ადრეულ ასაკში მთელი სისრულით ვერ აღვიქვამთ ტექსტს, ბევრ მნიშვნელოვან დეტალს გამოვტოვებთ, ფურცლებს გადავახტებით, ასკინკილათი ვივლით კენტ და ლუწ გვერდებს, რას გამოვტოვებთ და რა გვრჩება აუარება წიგნის წაკითხვის შემდეგ? იქნებ ზოგიერთი წიგნი შეცდომით შევარჩიეთ მოზარდობის ასაკში? ამის მიუხედავად, მაინც მგონია, რომ არ არსებობს არასწორი წიგნები და არ არსებობს არასწორი დრო კითხვისთვის. ნებისმიერ ასაკში რთული თუ მარტივი საკითხავები უკვალოდ არ ქრება და თავიანთ მყარ ფუნდამენტს ქმნიან მომავალი რეფლექსიებისა და განსჯისთვის.
მრავალი წლის გასვლის შემდეგ, როცა ხელმეორედ გადავიკითხავთ ბავშვობის წიგნებს, ვხვდებით, რომ მაშინ ბევრი რამ ვერ შევამჩნიეთ, რაღაც გაგვეპარა და ახლა უკვე ყველაფერი უფრო მეტად ცხადი და ნიშანდობლივი, ძალიან მკაფიო შეტყობინებების მატარებელი გახდა.
“ჯოვანინო და პულჩეროზა” – აი, ეს ერთი ციდა, ძალიან პატარა საბავშვო ზღაპარი, რომლის ავტორი ჯოვანი პირელია, დღეს სულ სხვანაირად იკითხება. ბავშვობაში, თითქოს ინერციით მივდივართ, ლამაზ ამბებს ვეძებთ კეთილი დასასრულით და ზღაპრული სამყაროთი. დიდობაში კი, როცა ისევ გადავიკითხავთ ძველ ზღაპრებს, ფიქრით გავცდებით ყველანაირ მატერიალურ საზღვრებს, ვხედავთ რომ ამ პატარა, კეთილ ზღაპარში დიდი სიბრძნე დევს. ეს სიბრძნე კი მიგვანიშნებს იმაზე, რომ არასოდეს დავასვენოთ ჩვენი გონება, რომ არ შეიძლება მოვდუნდეთ, არ შეიძლება ფიქრი შევწყვიტოთ, არ შეიძლება წარმოსახვის ფანჯრები დავგმანოთ, რადგან გაჩერება გონების პარალიზებაა.
ცხრა ზღვასა და ცხრა მთას იქით, არის დაკარგული მთა, სადაც ცხოვრობენ კეთილი და მშრომელი ადამიანები, რომლებსაც ძალიან უცნაური და სახალისო სახელები ჰქვიათ. აქ ცხოვრობს ოსტატი ჯეროლამო და მისი მეუღლე – დედილო ჯუზეპინა, ერთი ვაჟიშვილი ჯოვანინო და ოჯახის სხვა ბინადრები: სიამის კატა – სემირამიდა, ძაღლი – ცეზარ ავგუსტი, კოჭლი დედოფალი ქათამი, იადონი – ჯუზეპე ვერდი. ყველა ისინი ამ მთის ძირში ცხოვრობენ თავიანთი მშვიდი და აუმღვრეველი ცხოვრებით. ერთიც გამოგვრჩა, რომელიც ყველას დასანახად ნამდვილად არ ჩანს, მაგრამ სწორედ ის არის ამ კეთილი ზღაპრის მთავარი მამოძრავებელი – ვარდისფერი რწყილი პულჩეროზა, რომელიც ოსტატი ჯეროლამოს ყურში შემძვრალი ჯერ ოსტატს არ აძლევს მოსვენებას და მუდმივად ახსენებს, რომ სამყარო მოძრაობს. შემდეგ კი, როცა მოხუც ოსტატთან ვერაფერს გააწყობს, უკვე ახალგაზრდა ჯოვანინოს ყურში გადაინაცვლებს და მსუბუქი კბენებით აიძულებს ფიქრის დაწყებას, თვალუწვდენელი ჰორიზონტების მიღმა გახედვას, ფიქრის სწავლას და შემეცნების სურვილს.
“მზე დიდ თხუნელაზე შემომჯდარიყო და დედილო ჯუზეპინას ბოსტანში დასეირნობდა”. სწორედ ერთ ასეთ დილას, ჯოვანინო ახალი ცხოვრების სანახავად წასვლას გადაწყვეტს, თავის თანამგზავრ პულჩეროზასთან ერთად. ჯოვანინოს დიდი გეგმები აქვს, მან უნდა შემოიაროს სამყარო, ცხოვრება ნახოს და გამოცდილება მიიღოს. ის თავის ფიქრებში ხშირად წარმოიდგენს, როგორ შევიდოდა სკოლაში და ბრაზიანი ხისხელა მსახური ძალაუნებურად ზრდილობიანად მიმართავდა: „გამარჯობა, სენიორ მასწავლებელო”. ის კი მოსწავლეებს მოუყვებოდა ათას ძალიან საინტერესო ამბავს. “მოუყვებოდა ერბოსავით ჩვილი გულის პატრონ ასჯარიმაზე და კინოთეატრის მფლობელ – ძია კინოლენტაზე, ქალაქის ცხოვრებასა და მის მოგზაურობაზე.
ჯოვანინო, როგორც ყველა წასული შვილი, ბოლოს ისევ თავის დაკარგულ მთას უბრუნდება, სადაც ხვდება მუხასავით მამას, რომელსაც თოვლივით გრძელი წვერი აქვს და დედილო ჯუზეპინას, მასაც მოხუცებულს და დაღლილს, ათასი ჭირ–ვარამისგან, მაგრამ გაზაფხულივით სახემხიარულს. ავტორი არ ამბობს, რა გზას აირჩევს ჯოვანინო, გახდება თუ არა თავისი პატარა სოფლის სკოლის მასწავლებელი, სადაც მოსწავლეებს მოუყვება თავისი მოგზაურობის ამბავს, როგორ დაეხეტებოდა ქალაქიდან ქალაქში, მაგრამ გვიმხელს ვარდისფერი რწყილის – პულჩეროზას მისიას. მან ღრმა მოხუცებულობამდე იცოცხლა, უძვრებოდა ხალხს ყურში და აიძულებდა ეფიქრათ. უცნაური ალბათ არც ის არის, რომ პულჩეროზა ოჯახს მემკვიდრეობით გადაეცემოდა – ჯერ დიდ ბაბუას, შემდეგ ოსტატს ჯეროლამოს, ახალგაზრდა ჯოვანინოს და შემდეგ კი უკვე ხალხის ფართო მასებს და ალბათ ყველას ჩასძახოდა ყურში სამყარო მოძრაობსო და მცირე დისონანსი შეჰქონდა, მშვიდი და აუმღვრეველი ცხოვრებით მცხოვრები დაკარგული მთის ბინადრებისთვის.
ჩვენ ყველას გვყავს ჩვენი პულჩეროზა, ჩვენი მოუსვენარი მე, რომელიც თავისი შეძახილებით შეგვახსენებს მარადიულ ჭეშმარიტებებს და მოგვიწოდებს, არ შევწყვიტოთ ძიება და დაუოკებელი ინტერესი ახალი გამოცდილების მისაღებად.