
“მასწავლებელმა მარტო საგანი კი არ უნდა ასწავლოს მოწაფეს, არამედ კარიც გაუღოს იმ ძირითადი ღირებულებებისკენ, რომელთა გარეშე ადამიანის სიცოცხლეს მნიშვნელობა ეკარგება. შესაძლოა, ახალგაზრდებს თავდაპირველად პროტესტის გრძნობა გაუჩნდეთ, მაგრამ გონიერი ადამიანი ადრე თუ გვიან მიხვდება, რომ მასწავლებელი მართალია. ასეთ მასწავლებელს უწოდებენ იაპონიაში სენსეის, და ძალიან მინდა, სენსეის საქართველოშიც აფასებდნენ”, – ამბობს შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის დირექტორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ირმა რატიანი.
სწავლა/სწავლების ძირითადი
მიზანი განათლებული და უნარიანი ახალგაზრდების აღზრდაა. სწორედ ეს განაპირობებს სწავლების
იმ მრავალფეროვან მეთოდებსა და ტექნოლოგიებს, რომლებსაც მიზნის მისაღწევად იყენებს
პედაგოგი. ზოგადად, სწავლის მეთოდიკა პასუხს გვაძლევს კითხვაზე: რა გზით შეგვიძლია
მივღწიოთ სათანადო შედეგებს სწავლებისას? ხოლო სწავლების ტექნოლოგია გვპასუხობს კითხვაზე:
როგორ გავხადოთ შედეგი გარანტირებული? ამიტომ ნებისმიერი დიდაქტიკური ამოცანის ეფექტურად
გადაწყვეტა, მეტწილად, ტექნოლოგიების სწორად შერჩევაზეა დამოკიდებული.
ამგვარი გაგებით, ნებისმიერი
მეთოდიკა შეგვიძლია ტექნოლოგიებამდე დავიყვანოთ. იგი გვაძლევს კორექტირების, უფრო სრულყოფილი
დიდაქტიკური და მეთოდური მიდგომების გამოყენების საშუალებას; შეგვიძლია საჭიროებისამებრ
შევცვალოთ და დავაზუსტოთ მეთოდური პარამეტრები
და სხვ. როგორც თეორიული და პრაქტიკული კვლევები ცხადყოფს, ყველაზე ეფექტურ საშუალებას
სასურველი შედეგის მისაღწევად სასწავლო პროცესში ინდუქციური და დედუქციური მეთოდების გამოყენება წარმოადგენს. მეცნიერებაში შემეცნების ეს ტექნოლოგიები იზოლირებულად
არ გამოიყენება. უფრო მეტიც, ინდუქციური მეთოდის გამოყენებისას გარკვეულწილად “ფარულადაც” კი ხდება დედუქციის გამოყენება.
დედუქცია და ინდუქცია
დედუქცია შემეცნების ისეთი მეცნიერული მეთოდია, რომელიც გულისხმობს საერთო ნიშან-თვისებიდან
კერძო ნიშნების გამოყოფას. ამ დროს აზროვნება ისე მიმდინარეობს,
რომ ყოველი კომპონენტი ლოგიკურად გამომდინარეობს წინა აზრიდან. დედუქციური მეთოდი საშუალებას
გვაძლევს, გამოვიტანოთ სწორი დასკვნა, გამოვყოთ საერთო პრინციპები და კანონები, რომლებიც
არ მოგვცემს შეცდომის დაშვების უფლებას: ისინი კონკრეტული მოვლენის ფაქტობრივი სინამდვილის
დადგენაში გვეხმარება.
ინდუქცია კი შემეცნების ის ფორმაა,
რომელიც საშუალებას გვაძლევს, მივიღოთ ძირითადი დასკვნა ცალკეული ფაქტების საფუძველზე,
ანუ ესაა აზროვნების მოძრაობა კერძოდან ზოგადისაკენ.ინდუქციის მეთოდები გამოიყენება ობიექტებსა და მოვლენებს შორის ემპირიული კავშირების დასადგენად. ეს მეთოდებია:
1.
ერთადერთი
მსგავსების მეთოდი (რომელიმე შემთხვევაზე ან მოვლენაზე დაკვირვებისას
გამოიკვეთება მხოლოდ ერთი საერთო ფაქტორი. ცხადია, რომ ეს ერთადერთი ფაქტორი
წარმოადგენს მოცემული მოვლენის მიზეზს);
2.
ერთადერთი
განსხვავების მეთოდი (თუ არსებობს გარკვეული პირობები რაღაც მოვლენის ან
გარემოების წარმოშობისა, თუ ყველა მათგანი თითქმის ერთმანეთის მსგავსია და მხოლოდ ერთი
ფაქტორით განსხვავდება, მაშინ შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ეს ფაქტორი არის კიდეც მოცემული
მოვლენის წარმოშობის მიზეზი);
3.
მსგავსებისა
და განსხვავების დაკავშირების მეთოდი (იგი წარმოადგენს
ორი ზემოთ მითითებული მეთოდის კომბინაციას);
4.
თანმხლები
ცვლილებების მეთოდი (თუ ერთი მოვლენის ცვლილებები მუდმივად იწვევს გარკვეულ
ცვლილებებს სხვა მოვლენებში, მაშინ უნდა დავასკვნათ, რომ ამ მოვლენებს შორის არსებობს
მიზეზ-შედეგობრივი კავშირი);
5.
“ნარჩენების”
მეთოდი (ესაა რთული შემთხვევა “მრავალფაქტორიანი მიზეზისა”.
თუ რომელიმე ფაქტორთაგანი ცნობილია, როგორც მოცემული მოვლენის რომელიმე ნაწილის მიზეზი,
აქედან მივიღებთ დასკვნას: სხვა ნაწილების მიზეზებს შეიძლება სულ სხვა ფაქტორები განაპირობებდეს,
რომლებიც ერთიანობაში მოცემული მოვლენის საერთო მიზეზი იქნება).
ინდუქციური და დედუქციური მეთოდები ყველაზე ეფექტურად გამოიყენება სწავლის დროს ცნებების სწორად გაგებისთვის,
ცნებების წვდომისადა ათვისებისთვის. “ლოგიკურად მოაზროვნე ადამიანს შეუძლია, წყლის ერთი
წვეთით გააკეთოს დასკვნები ატლანტიკის ოკეანის ან ნიაგარას ჩანჩქერის არსებობაზე, თუნდაც
არც ერთი არ ჰქონდეს ნანახი;… ფრჩხილის, ფეხსაცმლის, სახის გამომეტყველების და სხვა
“წვრილმანი” დეტალებით ძნელი არაა, გამოიცნო ადამიანის პროფესია”, – ეს სიტყვები შერლოკ
ჰოლმსს ეკუთვნის, რომელსაც შეეძლო, პატარა დეტალებიდან (ცნებების სწორად გაგების გზით)
ლოგიკურად აეგო მოვლენათა ჯაჭვი, რისთვისაც იყენებდა დედუქციურ მეთოდს.
დედუქციური
მსჯელობის მაგალითი:
1)
თუ წვიმს, დედამიწა დასველდება / წვიმს. / მიწა სველია;
2)
თუ ჰელიუმი ლითონია, ის ელექტროგამტარია. / ჰელიუმი
ელექტროგამტარი არაა. / ჰელიუმი ლითონი არაა;
3)
ყველა ადამიანი მოკვდავია. /Yყველა ბერძენი ადამიანია.
/ მაშასადამე, ყველა ბერძენი მოკვდავია;
4)
“თუ ნეტარება სხვა არაფერია, ვიდრე მარადიული ცხოვრება,
ხოლო მარადიული ცხოვრება – ეს ჭეშმარიტების შეცნობის საშუალებაა, მაშინ ნეტარება –
ეს სხვა არაფერია, თუ არა ჭეშმარიტების შეცნობა” (ორიგენე).
ინდუქციის მაგალითია:
1)
ვენესუელა რესპუბლიკაა, ეკვადორი რესპუბლიკაა. / არგენტინა,
ბრაზილია, ვენესუელა, ეკვადორი ლათინოამერიკული სახელმწიფოებია. / ყველა ლათინოამერიკული
სახელმწიფო რესპუბლიკაა;
2)
იტალია რესპუბლიკაა, პორტუგალია რესპუბლიკაა, ფინეთი რესპუბლიკაა,
საფრანგეთი რესპუბლიკაა. იტალია, პორტუგალია, ფინეთი, საფრანგეთი დასავლეთევროპული
ქვეყნებია. / ყველა დასავლეთევროპული ქვეყანა რესპუბლიკაა.
მოყვანილი მაგალითებით უკეთ გასაგებია შემდეგი ცნებები: სველი მიწა; ლითონი; ადამიანი; მოკვდავი; ნეტარება;
მარადიული ცხოვრება; ლათინოამერიკული სახელმწიფოები; დასავლეთევროპული ქვეყნები.
ზოგადად, ცნება – ესაა აზროვნების ფორმა, აზრი,
განზოგადება, ჰიპოთეზა, ინტერპრეტაცია, რომელშიც ასახულია საგნის არსებითი ნიშნები.საგნის ნიშნებს უწოდებენ იმ ნიშნებს, რითაც
საგნები ჰგვანან ერთმანეთს ან განსხვავდებიან ერთმანეთისაგან. არსებითია ის ნიშნები,
რომლებიდანაც თითოეული, ცალკე აღებული, აუცილებელია საგნის
დასახასიათებლად და ყველა ერთად აღებული კი საკმარისია, რომ მოცემული საგანი (მოვლენა) განვასხვავოთ
დანარჩენებისაგან და განვაზოგადოთ ერთგვაროვანი
საგნები. არაარსებითი, მეორეხარისხოვანია ის
ნიშნები, რომელთა შეძენით ან დაკარგვით საგანი რჩება იგივე (მაგალითად,
ცნება “ადამიანი”-ს არაარსებით ნიშანს წარმოადგენს მისი ხმა, წონა, სიმაღლე და სხვ);ანუ ზოგადად, ცნებები გამოიხატება
ტერმინებით და საშუალებას გვაძლევს, მათზე
დაყრდნობით ავხსნათ ფაქტების შინაარსი _ დამოკიდებულება,
გრძნობა, საგნის რაობა.
ცნება,როგორც
ჭეშმარიტება
ცნების,
კონცეფციის ღირებულება ჭეშმარიტებაა, ჭეშმარიტება კი ისეთი ინტერპრეტაციაა, რომელიც
წარმოდგენას გვიქმნის სამყაროზე.ამიტომაა, რომ ცნებას, როგორც ასეთს, გრძნობითი და რაციონალური ხასიათი აქვს. განვიხილოთ
რამდენიმე მაგალითი:
მაგალითად,
ცნება “ვაშლი” გულისხმობს შემდეგ მახასიათებლებს:
წითელი, მრგვალი, ტკბილი. მოცემულია სამი ცნება: ფერის, ფორმის და გემოვნების აღმნიშვნელი
(მართალია, ცნება “ფერი” ბევრ სხვადასხვა ფერს გულისხმობს, მაგრამ ამ შემთხვევაში მითითებულია
წითელი). ამ კერძო შემთხვევაში ინდუქციურ/დედუქციური მეთოდი დაგვეხმარა, სწორი წარმოდგენა
შეგვექმნა ცნება “ვაშლის” რაობაზე და ეს მოხდა საერთო ნიშან-თვისებებიდან კერძო ნიშნების
(წითელი ვაშლი, ტკბილი ვაშლი…) გამოყოფით (და პირიქით).
ცნება “მოსწავლე” გულისხმობს ისეთ ნიშნებს,
როგორებიცაა: “ახლის შეცნობა”/ “მასწავლებლის მეთვალყურეობით მეცადინეობა”/ “სკოლაში
წასვლა”; ხოლო ცნება “კარგი მოსწავლე” გულისხმობს:“ახლის შეცნობას”/ “მასწავლებლის მეთვალყურეობით მეცადინეობას”/ “სკოლაში წასვლას”/ “კარგი შეფასების მიღებას”/
“შესრულებას, პასუხისმგებლობას”/ “მოვალეობას, აღზრდას”. ცნება “მდინარე” მოცულობითია, მოიცავს მდინარეთა სიმრავლეს, როგორც ასეთს.
მაგალითად, იგი თავის არსში მოიცავს მდინარეებს – მტკვარს, ნილოსს, სენას და ა.შ.
როგორც ვხედავთ, ცნების მოცულობა და შინაარსი ურთიერთდამოკიდებულია, უფრო მეტიც,
ერთი განაპირობებს მეორეს. მაგალითად, ავტომობილისატრანსპორტო საშუალებაა, რომელსაც აქვს ძრავა, ბორბალი და სამართავი მოწყობილობა.
ისინი ქმნიან ცნების შინაარსს, მის მოცულობას, რაოდენობრივ შინაარსს კი წარმოადგენს
ყველა ავტომობილი, რაც კი არსებობს. ასევე, “მოსწავლე”მოიცავს თავის თავში ყველა მოსწავლეს, რომელიც ოდესმე ყოფილა მოსწავლე, ან ყველა მოსწავლეს,
რომელიც ან სწავლობს, ან მომავალში ისწავლის. თუ ერთი ცნება მეორეზე ფართოა, მაშინ
პირველი შინაარსობრივად უფრო ღარიბია, ვიდრე მეორე. თუ პირველი ცნება უფრო მცირეა მოცულობით,
მაშინ ის მეორეზე უფრო მდიდარია შინაარსობრივად. მაგალითად, ცნება “რომბი”-ს შინაარსია
ორი საერთო ნიშანი –”პარალელოგრამი” და “თანაბარი მხარეები” და ისინი ერთმანეთს განაპირობებენ
ყველა იმ მაჩვენებლით, რომელიც ზემოთ აღვნიშნეთ.
მოვიყვანოთ პრაქტიკული მაგალითი, თუ როგორ შეიძლება
ისტორიის გაკვეთილზე ცნების უკეთ გაგება ინდუქციისა და დედუქციის გზით:
სასწავლო პროცესში დედუქციური და ინდუქციური მეთოდების
გამოყენების თვალსაზრისით, ეფექტურია ე.წ. “ცნებების რუკის” გამოყენება. იგი ეხმარება მოსწავლესინფორმაციისა და ცნებების
ორგანიზებაში. ამ მეთოდით მუშაობის პროცესში მოსწავლეს მოუწევს კლასებსა და კატეგორიებზე, ნიშან-თვისებებსა და
მახასიათებლებზე, ნიმუშებსა და მაგალითებზე
ფიქრი. მეთოდის გამოყენება ეფექტურია ლექსიკური მარაგის გამდიდრებისა და მნიშვნელოვანი
ცნებების ათვისებისათვის.
“ცნების რუკაზე” მუშაობა გულისხმობს ტექსტის გაცნობას და
ისეთ შეკითხვებზე პასუხის გაცემას, როგორებიცაა:
·
რა არის ———–? რას ჰგავს იგი?
რა მაგალითებს მოყვანა შეიძლება მასთან დაკავშირებით?
·
რა არის ————– -ის მიზეზი? რა არის ————–ის შედეგი?
მოსწავლემ წინასწარ უნდა წაიკითხოს ტექსტი, რათა მონიშნოს საკვანძო სიტყვები
და წინადადებები.
არსებობს “ცნების რუკის”
რამდენიმე ვარიანტი. ქვემოთ მოცემულია ცნების რუკის გამოყენების მაგალითი თემაზე:
“ომი”.
მეთოდის გამოყენების
საფეხურები:
1.
წარუდგინეთ კლასს წასაკითხი ტექსტი;
2.
კითხვის დაწყებამდე ჰკითხეთ მოსწავლეებს,
სმენიათ თუ არა რაიმე ომის შესახებ;
3.
ტექსტის პირველი მონაკვეთის წაკითხვის
შემდეგ დახაზეთ დაფაზე ოვალი და ჩაწერეთ “ომი”. სწორედ ამ ცნების გარშემო ააგებენ მოსწავლეები
ცნების რუკას;
4.
დახაზეთ მეორე ოვალი და ჩაწერეთ
“მიზეზები”. დააკავშირეთ ორი ოვალი (მაგალითად, ცენტრალური ოვალიდან მიმართული ისრით).
შეახსენეთ მოსწავლეებს, რომ ტექსტის პირველი მონაკვეთი აღწერს ომის გამომწვევ მიზეზებს;
5.
სთხოვეთ მოსწავლეებს, თავადაც
დახაზონ ასეთივე რუკა რვეულებში/ფურცლებზე და წყვილებში იმსჯელონ ომის გამომწვევი მიზეზების
შესახებ, შემდეგ კი ჩამოწერონ ეს მიზეზები მეორე ოვალში (ან გვერდით მიაწერონ მეორე
ოვალს);
6.
შესთავაზეთ რამდენიმე მსურველს,
გაუზიარონ მეწყვილესთან შეჯერებული მოსაზრებები მთელ კლასს, საუბრის პროცესში ჩამოწერეთ
გამოთქმული შეხედულებები დაფაზე, მეორე ოვალთან;
7.
სთხოვეთ მოსწავლეებს, წაიკითხონ
მომდევნო მონაკვეთი;
8.
დახაზეთ მესამე ოვალი და ჩაწერეთ
“სიმპტომები”. დაკავშირეთ ცენტრალური ოვალი მესამე ოვალთან. შეახსენეთ მოსწავლეებს,
რომ მეორე მონაკვეთში უკვე “მსოფლიო ომის” სიმპტომებია აღწერილი;
9.
სთხოვეთ მოსწავლეებს, წყვილებში
გაიხსენონ ინფორმაცია ტექსტიდან და თავიანთ ფურცლებზე შეავსონ რუკის მესამე ოვალი
(“სიმპტომები”);
10.
კვლავ შესთავაზეთ რამდენიმე მსურველს,
გაუზიარონ მეწყვილესთან შეჯერებული მოსაზრებები მთელ კლასს. ჩამოწერეთ გამოთქმული შეხედულებები
დაფაზე, მესამე ოვალში (ან მის გვერდით);
11.
დახაზეთ მეოთხე, შედარებით მცირე
ზომის ოვალი და გახაზეთ ისარი ცენტრალური ოვალიდან ამ მეოთხე ოვალამდე. სთხოვეთ მოსწავლეებს,
ივარაუდონ, რის შესახებ იქნება მესამე მონაკვეთი. მსჯელობის დასრულების შემდეგ ჩაწერეთ
ოვალში “პრევენცია”. სთხოვეთ მოსწავლეებს, ისაუბრონ ომის თავიდან აცილების და პრევენციის
შესაძლო გზებზე;
12.
სთხოვეთ მოსწავლეებს, წაიკითხონ
ტექსტის ბოლო მონაკვეთი და ყურადღება გაამახვილონ მსჯელობის დროს გამოთქმულ იდეებზე;
13.
სთხოვეთ მოსწავლეებს, წყვილებში
შეადარონ საკუთარი ნამუშევრები და თავიანთ ფურცლებზე შეავსონ რუკის მეოთხე ოვალი;
14.
სთხოვეთ რამდენიმე მსურველს, გაუზიარონ
მეწყვილესთან შეჯერებული აზრები მთელ კლასს;
15.
ჩამოწერეთ გამოთქმული აზრები დაფაზე,
მეოთხე ოვალთან.
სასწავლო პროცედურებში ინდუქციური
და დედუქციური მეთოდების გამოყენება, ცნებების უკეთ წვდომის გარდა, ხელს უწყობს კონცეპტუალური
ცოდნის შეძენას, კრიტიკული აზროვნების განვითარებას, ანალიზსა და სინთეზზე ორიენტირებულ
აზროვნებას, სოციალური უნარების განვითარებას, საკომუნიკაციო უნარების განვითარებას
და, საბოლოო ჯამში, სასწავლო მიზნების მიღწევას.
ნინო სურმავას ფოტოები
ქიმიური რეაქციის სიჩქარეს უდიდესი მნიშვნელობა აქვს, განსაკუთრებით კი სამრეწველო თვალსაზრისით, ვინაიდან ინდუსტრიაში ნივთიერების ყოველი ზედმეტი წვეთი, ყოველი ზედმეტი დახარჯული კილოვატი ენერგია და ყოველი ზედმეტი წამი აღიწერება პროდუქტის თვითღირებულებაზე. ამიტომ ქიმიური რეაქციების შესასწავლად, რომელსაც ხშირად ლაბორატორიაში დიდ ყურადღებას არ ვაქცევთ, ქიმიის ცალკე ქვედარგი გამოიყო და ეწოდა ქიმიური კინეტიკა. ქიმიური კინეტიკის მიზანია, დაადგინოს რეაქციის სიჩქარეზე მომქმედი ფაქტორები, განსაზღვროს რეაქციის სიჩქარე და ნათელი მოჰფინოს რეაქციის მექანიზმს.
როგორც წესი, გარდაქმნა მიმდინარეობს ერთ ან რამდენიმე სტადიად. თითოეულ სტადიაზე გარკვეული რაოდენობის ნაწილაკები (მოლეკულები, რადიკალები, იონები, ატომები) ურთიერთქმედებენ ერთმანეთთან, რის მიხედვითაც განასხვავებენ მონო-, ბი-, ტრიმოლეკულურ რეაქციებს (ამ მოვლენას რეაქციის მოლეკულურობა ეწოდება).
გარდა მოლეკულურობისა, რეაქციის სიჩქარეზე არაერთი სხვა ფაქტორი ახდებს გავლენას, როგორიცაა ურთიერთქმედების ზედაპირის ფართი, ტემპერატურა, კონცენტრაცია და ა.შ. შესაბამისად, სიჩქარის განსაზღვრისას ყველა ფაქტორი უნდა იქნას გათვალისწინებული. ეს კი, ცხადია, გაანგარიშების პროცესს ართულებს. თუმცა ძალიან მარტივად გამოთება რეაქციის საშუალო სიჩქარე.
მოძრავი ობიექტის (ავტომობილის) საშუალო სიჩქარე როგორ შეიძლება გამოვთვალოთ? უნდა ვიცოდეთ რა მანძილი გაიარა და რა დროში. როდესაც ავტომობილი მოძრაობდა, იცვლებოდა მისი მდებარეობა, ანუ კოორდინატი. ამიტომ მათემატიკოსები ობიექტის სიჩქარის განსაზღრისათვის ამბობენ: სიჩქარე არის კოორდინატის წარმოებული დროით. რა იცვლება ქიმიური რეაქციის დროს? ცხადია, მოლეკეულების ბროუნის მოძრაობით გამოწვეული “გარბენილი” მანძილი არ იგულისხმება. ქიმიური რეაქციის დროს იცვლება კონცენტრაცია – მცირდება არსებული ნაერთებისათვის, ხოლო იზრდება – პროდუქტებისათვის. აქედან გამომდინარე, რეაქციის საშუალო სიჩქარის გამოსათვლელად უნდა ვიცოდეთ საწყისი და საბოლოო კონცენტრაცია და დრო, რომლის განმავლობაშიც მიღწეული იქნა ეს ცვლილება. ვთქვათ ჩავატარეთ ესტერის ჰიდროლიზის რეაქცია და ერთი საათის განმავლობაში ესტერის საწყისი კონცენტრაცია 1 მოლი/ლ-დან შემცირდა 0,5 მოლი/ლიტრამდე.
მაშინ ჰიდროლიზის საშუალო სიჩქარე იქნება:
რეაქციის სიჩქარის განზომილება არის კონცენტრაცია შეფარდებული დროზე – მოლი/ლწმ.
რატომ ვსაუბრობთ რეაქციის საშუალო სიჩქარეზე და ზოგადად სიჩქარეზე?
განვიხილოთ მარტივი რეაქცია, რომელიც ზოგადი სახით შეიძლება ასე გამოისახოს:
AàB
ვთავათ, ერთი მოლი A ნივთიერება გარდაიქმნება 1 მოლ B ნაერთში. რეაქციის საწყის ეტაპზე კოლბაში ჩატვირთული გვაქვს მხოლოდ A ნივთიერება და მისი კონცეტრაცია მაქსიმალურია (100%-ია). გარკვეული დროის შემდეგ ინიცირდება რეაქცია და A ნივთიერება იწყებს გარდაქმნას B ნივთიერებაში. შესაბამისად, A ნივთიერების კონცენტრაცია იწყებს კლებას, ხოლო B ნივთიერების კონცენტრაცია კი – მატებას (მისი კონცენტრაცია საწყის ეტაპზე ნულის ტოლი იყო). ავიღოთ კალციუმის კარბონატის ნატეხი ან თუთიის გრანულა და დავამატოთ მარილმჟავა. თვალნათლივ დავინახავთ, რომ გაზის გამოყოფა რეაქციის დასაწყისში უფრო ენერგიული იქნება, ვიდრე ფინიშისკენ. ზოგადად ყველა რეაქცია ასე მიმდინარეობს. გრაფიკულად თუ გამოვსახავთ კონცენტრაციის ცვლილებას, მაშინ A კომპონენტის კონცენტრაციის ცვლილებას ექნება შემდეგი სახე (ლურჯი ფერის მრუდი), ხოლო B ნივთიერების წარმოქმნა კი შეიძლება გამოვსახოთ წითელი ფერის მრუდით. დავაკვირდეთ t2-t1 დაt4-t3 ტოლ შუალედებში კონცენტრაციის ცვლილებას Bნაერთისათვის. პირველ შემთხვევაში იგი უფრო მნიშვნელოვნად იცლება, ვიდრე მეორე შემთხვევაში, ვინაიდან C2-C1სხვაობა მეტია C4-C3-ზე.
მაშასადამე, სხვადასხვა წერტილში (დროის სხვადასვა მომენტში) რეაქციის სიჩქარე განსხვავებულია. მოცემული გრაფიკის საშუალებით შესაძლებელია რეაქციის სიჩქარის გამოთვლა დროის გარკვეული მომენტისათვის. ამისათვის საკმარისია ზუსტად გავავლოთ მხები მოცემული წერილში და გამოვთვალოთ მისი დახრის კუთხის ტანგენსი. იმავე გრაფიკიდან ადვილად შეინიშნება, რომ t=0საწყის მომენტში რეაქციის სიჩქარე ნულის ტოლია.
აქედან გამომდინარე, რეაქციის სიჩქარე დროის გარკვეული მომენტისათვის შეიძლება გამოითვალოს როგორც საწყისი ნაერთის (მისი ხარჯვის), ისე პროდუქტის (მისი დაგროვების) მიმართ:
სადაც [A] არის A ნივთიერების კონცენტრაცია, ხოლოს [B]პროდუქტის კონცენტრაცია.
დავწეროთ რაიმე რეაქცია:
ზემოთ მოყვანილი რეაქციის სიჩქარის ზოგადი განტოლება კონკრეტული რექციისათვის სტექიომეტრიული კოეფიეციენტების გათვალისწინებით შემდეგნაირად შეიძლება ჩაიწეროს:
5 ივნისს ვმუშაობდი. სამსახურიდან გამოვედი თუ არა, ქეთის შევხვდი და მეგობრებთან ერთად გავეშურეთ დინამოზე. განწყობა ყველას კარგი გვქონდა. გზაში მითხრეს, რომ ერთ-ერთი ჩვენი მეგობარი 'Deep Purple'-ის ვოკალისტს, იან გილანს უნდა შეხვედროდა და ამ შეხვედრაზე კიდევ ერთი ადამიანის შეყვანა შეეძლო. მცირე ხნის მსჯელობის შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ მეორე ადამიანი მე ვიქნებოდი.. ცოტა ავნერვიულდი, მაგრამ თავი კარგად მეჭირა. მთელი აღმაშენებლის გამზირი ფეხით ჩავირბინეთ, რომ არ დაგვეგვიანა.
ისეთი შთაბეჭდილება შემექმნა, თითქოს ცდილობდა, მაქსიმალურად დაეზოგა ენერგია კონცერტის წინ, რათა შემდეგ სცენაზე ბოლომდე დახარჯულიყო. მშვიდად, დინჯად, მაგრამ თბილად გვესაუბრებოდა. ცოტა არ იყოს, დავიბენი, სიტყვები ერთმანეთზე როგორც იქნა გადავაბი და მორიდებით ვთხოვე, რამდენიმე ავტოგრაფი მინდა, მეგობრებისთვისაც-მეთქი. გაიღიმა და თხოვნა უსიტყვოდ შემისრულა. აი შედეგიც:
პირადად მე ყველაზე მეტად ‘Lazy’-ს შესრულება მომეწონა. ბოლოსკენ კი მთელმა სტადიონმა ლეგენდარული ‘Smoke On The Water’ ჯგუფთან ერთად იმღერა. ცუდი ისაა, რომ ‘ფარფლების’ კონცერტის შემდეგ ისედაც ნახევრად სავსე სტადიონი მაყურებლების უდიდესმა ნაწილმა დატოვა და დანარჩენ ჯგუფებს მცირე აუდიტორიასთან მოუხდათ დაკვრა.. ეს უკვე გემოვნებისა და კულტურის საკითხია, რასაც დიდი ხნის მუშაობა სჭირდება. ამის მიუხედავად, საერთო ჯამში, ფესტივალმა კარგად ჩაიარა და, როგორც ორგანიზატორები იტყობინებიან, ეს კონცერტი რაღაც განსაკუთრებული ეტაპის დასაწყისად უნდა იქცეს საქართველოში.
ასევე, ნახავთ წამზომს უკუთვლით, რომელიც შეგიძლიათ მთელ კლასს აჩვენოთ პროექტორით, დავალების შესასრულებლად მიცემული დროის კონტროლის მიზნით.
წიგნში საინტერესოდაა განხილული, როგორი უნდა იყოს კრეატიული აზროვნება… Aამ საკითხზე საუბრისას აუცილებელია, შევეხოთ აზროვნების სიცხადეს, აკურატულობას, სიზუსტეს, რელევანტურობას. აზროვნების შეფასება ხომ მხოლოდ ინტელექტუალური სტანდარტების შექმნისა და გამოყენების შემთხვევაშია შესაძლებელი… სახელმძღვანელოში განხილულია კითხვები ინტელექტუალური სტანდარტების შესახებ.
სახელმძღვანელოს ავტორები აღნიშნავენ _ თუკი ჩვენ დასაბუთებული აზროვნებისა და ანალიზის მეშვეობით პრობლემების ინტელექტულურ განხილვას ვისწავლით, მაშინ აზრების ბუნებისა და ხარისხის გონიერი კრიტიკოსები გავხდებით. გამოვა, რომ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ კრიტიკულად კრეატიული და კრეატიულად კრიტიკული ადამიანები და მოაზროვნეები გავმხდარიყავით.