ხუთშაბათი, ივლისი 17, 2025
17 ივლისი, ხუთშაბათი, 2025

სკოლამდელი განათლების როლი მოსწავლის აკადემიურ მიღწევებში

0

სკოლამდელი განათლების მომსახურება უმნიშვნელოვანეს ინვესტიციას წარმოადგენს ქვეყნის გრძელვადიან განვითარებაში. ბავშვთა შემეცნებითი პოტენციალის გაზრდის ხელშეწყობა ცხოვრების ადრეულ ეტაპზე უმნიშვნელოვანესია თითოეული ბავშვის შესაძლებლობათა
მაქსიმალური
განვითარებისთვის. საერთაშორისო კვლევამ აჩვენა, რომ კარგად ორგანიზებული სკოლამდელი განათლება ხელს უწყობს
სკოლებში მოსწრების
გრძელვადიან გაუმჯობესებას, მათ შორის
უფრო მაღალი ნიშნების მიღებას, კლასში ჩარჩენილი ბავშვების რაოდენობის კლებას და უკეთეს საგანმანათლებლო მიღწევებს, უნივერსიტეტებში ჩარიცხვის ჩათვლით. ეკონომიკურმა გათვლებმა აჩვენა, რომ ეს ერთერთი საუკეთესო ინვესტიციაა, რომელიც ქვეყანამ შეიძლება განახორციელოს. მას უკუგების ერთერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს საზოგადოებისთვის. საერთაშორსო კვლევებმა, ძირითადადაშშსა და ევროპაში, აჩვენა, რომ სკოლამდელი განათლების უზრუნველყოფა იწვევს: უმუშევრობის კლებას, სახელმწიფოს სოციალურ მომსახურებაზე დამოკიდებულების შემცირებას, დამნაშავეობის კლებას, ჯანმრთელობის უკეთეს მდგომარეობას, შემოსავლების მატებას
და
, შესაბამისად, საგადასახადო შემოსავლების ზრდასაც.

ადრეულ ასაკში სწავლისა და განვითარების სტანდარტები განსაზღვრავს ექვს წლამდე ასაკის ბავშვების განვითარების ორიენტირებს სკოლამდელი განათლების მთელი სისტემისთვის, ინდიკატორებსა და მითითებებს აღმზრდელთათვის ხუთ ძირითად სფეროში. ესენია: ჯანმრთელობა და ფიზიკური განვითარება, შემეცნებითი განვითარება და ზოგადი ცოდნა, სწავლისადმი მიდგომა, სოციალურემოციური განვითარება და მეტყველების განვითარება. ამასთანავე, შეიქმნა სკოლამდელი განათლების დაწესებულებებში ფიზიკური გარემოს სტანდარტები, რომლებიც საკლასო ოთახსა და სათამაშო ტერიტორიაზეც ვრცელდება.


 

რატომ არის მნიშვნელოვანი ადრეული განათლება

ბევრ განვითარებულ ქვეყანაში სკოლამდელი
ასაკის ბავშვების უმრავლესობა დღის მნიშვნელოვან ნაწილს ოჯახის გარეთ, სკოლამდელი
განათლების დაწესებულებებში ატარებს, ამიტომ მომავალი თაობის ჯანსაღი განვითარების
ხელშესაწყობად დიდი ყურადღება ეთმობა სკოლამდელი განათლების სექტორის
განვითარებას. ადამიანის გონება ყველაზე ინტენსიურად სწორედ სკოლამდელ ასაკში
ვითარდება. ამდენად, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ბავშვი მასტიმულირებელ და
უსაფრთხო გარემოში იზრდებოდეს, სადაც ის თავს დაცულად იგრძნობს, საშუალება
მიეცემა, განივითაროს სხვადასხვა უნარი და დაიკმაყოფილოს ბუნებრივი
ცნობისმოყვარეობა. ასევე აღსანიშნავია, რომ ბავშვის კოგნიტურ და ემოციურ
განვითარებაზე ზრუნვა და განათლება განუყოფელია ერთმანეთისგან.

სკოლამდელ პერიოდში მიღებული ცოდნა და გამოცდილება
ბავშვს მნიშვნელოვანწილად ეხმარება იმ მომდევნო საფეხურების გადალახვაში, რომლებიც
სასკოლო პერიოდში დახვდება წინ. ამ პერიოდში, გარდა იმისა, რომ ბავშვი ივითარებს კოგნიტურ
შემეცნებით სფეროებს, დიდი მნიშვნელობა აქვს სოციალური ურთიერთობების განვითარებასაც.
ის სრულიად ახალ გარემოში ხვდება, მისთვის ყველაფერი უცხოა, მათ შორის – თანატოლებიც.
ბავშვი გარკვეული ხნით სწყდება ოჯახურ გარემოს. სკოლამდელი დაწესებულება მისთვის
ახალი შემეცნების სამყარო ხდება. თანატოლებთან კონტაქტი და კომუნიკაცია განვითარების
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია. ის, რასაც ბავშვი სკოლამდელ დაწესებულებაში იღებს და
აგროვებს, განსაზღვრავს მის სასკოლო მზაობას, იმას, რამდენად არის ბავშვი მზად ახალ
და შედარებით რთულ ეტაპზე გადასასვლელად. კიდევ ერთი დადებითი მხარე, რაც სკოლამდელი
განათლების დაწესებულებებს აქვთ, ის არის, რომ ბავშვს ისინი უქმნიან ადაპტაციურ
გარემოს, რომელიც მიმსგავსებულია, მიახლოებულია სასკოლოსთან. ბავშვისთვის სკოლის
ეტაპზე გადასვლა შოკის მომგვრელი არ უნდა იყოს. სკოლამდენი განათლების
დაწესებულებაში სიარულის შემდეგ მას უფრო მეტად უადვილდება იმ ბაზისური
პროგრამების დაუფლება და ათვისება, რაც სკოლაში ეძლევა. მისი აკადემიური მოსწრებაც,
შესაბამისად, უკეთესი იქნება. ის უნარები, რომლებიც სასკოლო პროგრამის დასაუფლებლადაა
საჭირო, მას განსაზღვრულ დონეზე უკვე ათვისებული აქვს სკოლამდელ პერიოდში, ამიტომ
მისთვის ნაკლებად პრობლემური იქნება სასკოლო დავალებების შესრულება. თუმცა,
რასაკვირველია, არ შეიძლება, ეს მთელ პოპულაციაზე განვაზოგადოთ. ყველა ერთნაირად
ვერ შეძლებს, იყოს წარმატებული და ერთნაირად კარგად ვერ აითვისებს სკოლამდელი
განვითარების ეტაპებს. ეს მაინც ინდივიდუალურ ფაქტორებზეა დამოკიდებული. სწორედ
ამიტომ აუცილებელია სასკოლო მზაობის განსაზღვრა და შემოწმება, იმის გარკვევა, არის
თუ არა ბავშვი მზად სასკოლო პროგრამების ნაყოფიერად დაუფლებისთვის. ხშირად
მშობლები ჩქარობენ და შვილები ნაადრევად მიჰყავთ სკოლაში, ან საერთოდ არ დაჰყავთ
სკოლამდელ დაწესებულებებში და ბავშვი პირდაპირ სასკოლო გარემოში ხვდება, რაც
არასასურველია.


 

ადრეული ასაკის ბავშვთა განათლება და
მოსწავლის მიღწევები

ადამიანის თავის ტვინი ყველაზე სწრაფად
ვითარდება დაბადებიდან 5 წლის განმავლობაში, რადგან ამ პერიოდში ხდება ბავშვის
უზარმაზარი ფიზიკური, კოგნიტური, სოციალური და ემოციური ზრდა. უნარი, იყოს
ორიენტირებული და ყურადღებიანი, ასევე – დამყოლი და დამჯერი, ბავშვს ადრეულ ასაკში
უჩნდება. ეს პერიოდი აუმჯობესებს მისი „შესაძლებლობის ფანჯარას”, მიიღოს მყარი
ცოდნა და თანმიმდევრულად მიჰყვეს იმას, რასაც სოციალური გარემოდან იღებს.

 

ადრეული განათლების გავლენა ადრეული წლების მიღწევებზე

ბავშვებს, რომლებიც იღებენ მაღალი ხარისხის ადრეულ განათლებას, უკეთესად
უვითარდებათ ენის შესწავლის უნარი, მაღალ შეფასებებს იღებენ სკოლისთვის
მოსამზადებელ ტესტებში, სკოლაში მისვლისას აქვთ კარგი სოციალური უნარები და
ნაკლები ქცევითი პრობლემები. გარდა ამისა, მათ კარგად აქვთ ათვისებული წერა-კითხვისა
და ანგარიშის ისეთი უნარები, რომლებიც შემდგომ დაეხმარებათ, უფრო ადვილად აითვისონ
სასწავლი მასალა; ნაკლებად გაუჭირდებათ წერა-კითხვის სრულყოფილად დაუფლება, რაც
დამაკმაყოფილებელია დაწყებითი სასკოლო განათლებისთვის.

 

ადრეული განათლების გავლენა სასკოლო პერიოდის დაწყებიდან 12 წლამდე ასაკის
მოსწავლეთა მიღწევებზე

ექსპერიმენტებმა აჩვენა, რომ იმ ბავშვების 40%-ს, რომლებმაც მიიღეს
ხარისხიანი სკოლამდელი განათლება, ნაკლებად სჭირდება განათლების დამატებითი კურსები
(მაგ., რეპეტიტორები და კერძო მასწავლებლები); უკეთესად აბარებს სასკოლო გამოცდებს,
განსაკუთრებით – 9-დან 12 წლამდე პერიოდში, ვიდრე ისინი, ვისაც სკოლამდელი
განათლება არ მიუღია; დაბოლოს, ასეთი ბავშვების უმეტესობა ამთავრებს სკოლას (არ
ანებებს თავს რომელიმე შუა საფეხურიდან), ხოლო შემდგომ უმაღლეს სასწავლებელში (უნივერსიტეტში,
კოლეჯში და სხვა) აბარებს ორჯერ მეტი იმ მოზარდებთან შედარებით, ვისაც სკოლამდელი
განათლება არ მიუღია.

 

ადრეული განათლების
გავლენა მოზარდობის პერიოდის მიღწევებზე (18 წლამდე)

ამ ეტაპზე,
ისევე როგორც წინა პერიოდში, მოსწავლეებს, რომლებმაც მიიღეს ხარისხიანი სკოლამდელი
განათლება, სასკოლო ტესტირებებში უკეთესი შედეგები აქვთ, ვიდრე მათ იმ თანატოლებს,
რომლებსაც ადრეული განათლება არ მიუღიათ. ასეთი მოსწავლეები მიისწრაფვიან, დააგროვონ
უფრო მეტი ცოდნა, კითხულობენ მეტს, ნაკლებად ცდილობენ სასკოლო პროცესის (მაგ., გაკვეთილის)
ჩაშლას და არ არიან მიდრეკილნი კრიმინალური და დანაშაულებრივი ქმედებისკენ.


 

სახელმწიფოს როლი

საჭიროა
თუ არა, სახელმწიფო
არეგულირებდეს ადრეული განათლების სექტორს?

როდესაც სახელმწიფო ამა თუ იმ სერვისზე ხარჯავს გადასახადების გადამხდელთა ფულს, ამას გარკვეული შედეგი უნდა მოჰქონდეს. თუ შედეგი იგივეა ან უარესია, ვიდრე დაფინანსების გარეშე, მაშინ ეს გაუმართლებელი ხარჯვაა მნიშვნელოვანი რესურსისა, რომლის გამოყენება სხვა სფეროში შეიძლებოდა.

იმისთვის, რომ გადასახადების გადამხდელთა ფული წყალში არ გადაიყაროს, სახელმწიფოს სჭირდება გარანტია იმისა, რომ სერვისი, რომელშიც ის ფულს დააბანდებს, შედეგიანი იქნება. რა თქმა უნდა, აქ აბსოლუტური გარანტიის არსებობა
შეუძლებელია; ის
გულისხმობს
მხოლოდ სავარაუდო
შედეგებს, რომელთა შესახებ ცოდნა ეფუძნება საერთაშორისო და ადგილობრივ გამოცდილებას.

იმისთვის, რომ შედეგიანობა უზრუნველყოს, სახელმწიფოს შეუძლია შექმნას მინიმალური რეგულაციები, რომლებიც ეფუძნება კვლევებსა და ადგილობრივ გამოცდილებას, მინიმალური სტანდარტები, რომელთა მნიშვნელობაც სამეცნიერო ლიტერატურაში ერთმნიშვნელოვნად და მყარად საბუთდება და, რომლებიც, ერთი
მხრივ, უზრუნველყოფს
საფუძველს წარმატებული ინვესტიციისთვის, მეორე მხრივ კი იძლევა თავისუფლებას სერვისის მრავალფეროვანი და ლოკალურად აღმოცენებული თავისებურებების განვითარებისთვის. კვლევები ცხადყოფს, რომ ბავშვის განვითარებისა და განათლების უკეთესი მოკლე- და გრძელვადიანი შედეგებისთვის ყველაზე მაღალი ხარისხის სერვისების მიწოდება ხდება იქ, სადაც არსებობს ზოგადი რეგულაციები ცენტრალურ დონეზე და იმავდროულად თავისუფალი არეალი ადრეული განათლების მიზნების მისაღწევად (მაგ., შვედეთი, ახალი ზელანდია, დანია).


 

რატომ უნდა ზრუნავდეს ადრეული განათლების მიწოდებაზე სახელმწიფო

 

ამ პოზიციის არგუმენტირება ხშირად განსხვავებული, მაგრამ ერთმანეთთან დაკავშირებული პერსპექტივიდან ხდება: () ბავშვის აღზრდა მშობლის ვალდებულებაა, შესაბამისად, სახელმწიფო ამ სფეროში არ უნდა ჩაერიოს; () სკოლამდელი განათლება არ არის იმდენად მნიშვნელოვანი, რომ საჭირო იყოს მასზე სახელმწიფო რესურსების ხარჯვა; () სკოლამდელი განათლების ხარისხი მოთხოვნის შესაბამისად დარეგულირდება.

ამ შეხედულებებს შეგვიძლია რამდენიმე არგუმენტი დავუპირისპიროთ ბავშვის უფლებების, ნეირომეცნიერებისა და განვითარების უკანასკნელი წლების კვლევათა შედეგებისა და სხვადასხვა სერვისის ექსპერიმენტული კვლევების შედეგების კუთხით.

 

ბავშვს, რომელიც განსაკუთრებული ადამიანია, ისევე როგორც ნებისმიერ ადამიანს, აქვს უფლებები და მისი განხილვა ვისიმე აღზრდის ობიექტად ეწინააღმდეგება ამ უფლებათა პრინციპებს. ბავშვი იზრდება, ვითარდება და სწავლობს ფართო სოციალურ გარემოში, რომელშიც, რა თქმა უნდა, მშობლები და ბავშვის პირველადგარემო განსაკუთრებულ როლს ასრულებენ. მიუხედავად ამისა, ბავშვის განხილვა მშობლების ან ოჯახისაღზრდის ობიექტადანპროდუქტადბავშვის უფლებათა დისკურსის ფარგლებში მიუღებელია.

მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში (უმთავრესად – დასავლეთში, სხვა ქვეყნებში სამეცნიერო კვლევათა შედარებითი სიმცირის გამო) უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში ჩატარებული კვლევები ცხადყოფს, რომ 6 წლამდე ასაკს ბავშვის განვითარებისთვის ფუნდამენტური მნიშვნელობა აქვს და ამ ასაკში არასათანადო ფიზიკური და სოციალური გარემოს უარყოფითი ზემოქმედების შედეგი მომავალში ძვირი უჯდება (პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით) როგორც პიროვნებას, ისე საზოგადოებას. ბოლო ათი წლის განმავლობაში ნეირომეცნიერებაში ჩატარებული კვლევების მიხედვით, პრენატალურ და ადრეულ ასაკში იგება ტვინის ძირითადი არქიტექტურა, რომლისთვისაც უმნიშვნელოვანესია ხელშემწყობი გარემო. ასეთის არარსებობის შემთხვევაში სუსტად ვითარდება ფუნდამენტი, რომელზეც მომდევნო წლებში უნდა დაშენდეს უფრო კომპლექსური სქემები. აქვე უნდა ითქვას, რომ ადამიანის ტვინს პლასტიკურობა ახასიათებს და გენების, გარემოსა და გამოცდილების საერთო მოქმედების ფონზე ზოგს შეუძლია, წარმატებით შეებრძოლოს არახელსაყრელი ან, უარეს შემთხვევაში, მტრული გარემოს შედეგებს, მაგრამ რაც უფრო მეტხანს არის მოკლებული ბავშვი
მასტიმულირებელ და
მზრუნველ
გარემოს
, მით უფრო მცირდება პოზიტიური ცვლილების შესაძლებლობა, რომელიც მეტ ძალისხმევას და რესურსს მოითხოვს.

ადამიანის განვითარების სფეროში ჩატარებული კველევები ცხადყოფს, რომ ადრეულ ასაკში ყალიბდება ფიზიკური, სამეტყველო, შემეცნებითი და სოციალური უნარები, რომლებიც მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს მომავალ უნარებსმაგალითად, 4 წლის ასაკში სამეტყველო და წიგნიერებამდელი უნარები მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს მომავალში წიგნიერების დონეს.

რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში განხორციელებული ადრეული განათლებისა და კომპლექსური (რომლებიც გულისხმობს როგორც ადრეული განათლების სერვისს, ასევე მშობლების ინფორმირებას, ხელშეწყობას და ..) პროგრამების ექსპერიმენტული კვლევების წყალობით დაგროვდა მნიშვნელოვანი ცოდნა მეტად და ნაკლებად წარმატებული პროგრამების მახასიათებლების შესახებ, რომელთა გათვალისწინება საჯარო პოლიტიკაში აუცილებელია. სახელმწიფოს ხედვა, რომელიც შეიძლება განსაზღვრული
რეგულაციების
დაწესებასაც
გულისხმობდეს
, მეცნიერულად უნდა იყოს ინფორმირებული. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ პოლიტიკა აუცილებლად შედეგიანი იქნება, რადგან წარმატებული გამოცდილების გადმოღება განსხვავებულ კონტექსტში ხდება. მიუხედავად ამისა, სწორედ ასე შეიძლება სისტემის გაუმჯობესებაინფორმირებული და მუდმივ განვითრებაზე ორიენტირებული პროგრამების საშუალებით, რომლებიც მოითხოვს განხორციელების ხარისხის კონტროლს, მუდმივ კვლევასა და შეფასებას, მათ შორისგანსაკუთრებით მნიშვნელოვანი, ანუ ეფექტის განმსაზღვრელი ძირითადი ფაქტორების ირგვლივ.

საერთაშორისო კვლევები ცხადყოფს, რომ იმ ქვეყნებში, სადაც ადრეული განათლების სფერო განსაზღვრული რეგულაციებისგან მეტად ან სრულიად თავისუფალია, სერვისის საშუალოდ ხარისხი გაცილებით დაბალია, ვიდრე იმ ქვეყნებში, სადაც მოქმედებს მინიმალური სტანდარტები, რომელთა შესრულებას სახელმწიფო აკონტროლებს. ვინაიდან ხარისხიანი ადრეული განათლების შედეგიდღესვენაკლებად არის ხელშესახები და ნაკლებად შესამჩნევია მშობლისთვის, მისთვის ძნელია, სამეცნიერო ინფორმირებულობის გარეშე სწორად შეაფასოს პროგრმა, რომელიც უფრო პოზიტიურ შედეგებს მოუტანს ბავშვს აწმყოსა და მომავალში.

სხვადასხვა ქვეყანაში, სხვადსხვა კონტექსტში ადრეული განათლების უამრავი პროგრამა განხორციელებულა და ხორციელდება. ზოგიერთ მათგანს ერთგან ძალიან კარგი შედეგი მოაქვს, მეორეგან კი არც ისე კარგი.

პროგრამების შეფასება, მათი წარმატების/წარუმატებლობისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორების გამოყოფა და მიღებული გამოცდილებით რეგულაციებისა და პრაქტიკის დახვეწა ცოცხალი და სისტემის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი პროცესია. სხვადასხვა პროგრამის შეფასებებს სრულიად განსხვავებული ადრეული განათლების სისტემის მქონე ქვეყნებიდან რამდენიმე მნიშვნელოვანი ხარისხის ინდიკატორი გასდევს, რომელთა დაკმაყოფილების გარეშე ხარისხიანი ადრეული განათლების მიწოდება, როგორც წესი, ძალიან ძნელია. ესენია:

 

1. მასწავლებლის პროფესიული მომზადება;

2. ჯგუფის სიმცირე (ბავშვების მცირე რაოდენობა ჯგუფში) და ზრდასრულებისა და ბავშვების მაღალი თანაფარდობა;

 

3. ასაკის შესაბამისი კურიკულუმი (რომელიც შეიძლება თავისუფალი და თავისუფალ თამაშზე ორიენტირებული იყოს), მასტიმულირებელი რესურსები და უსაფრთხო გარემო;

4. მზრუნველი და ყურადღებიანი დამოკიდებულება თანამშრომლებს შორის, თანამშრომლებსა და ბავშვებს შორის;

5. ბავშვის ინდივიდუალიზმისა და საგანმანათლებლო პროცესში აქტიური მონაწილეობის (მაგ., არჩევანის) ხელშეწყობა.

ამ ბაზისურ მოთხოვნებს, რომელთა დაუკმაყოფილებლობა არათუ ხელს
არ
უწყობს ბავშვების განვითარებას, არამედ შესაძლოა შეაფერხოს კიდეც ის (მაგალითად, არასათანადოდ მომზადებული მასწავლებელი, რომელიც მიმართავს ფიზიკურ ან ფსიქოლოგიურ დასჯას ბავშვის ქცევის გამოსწორების მიზნით; ან ჯგუფში ორ ზრდასრულთან ერთად 40 ბავშვია, რაც შეუძლებელს ხდის მზრუნველ და თბილ დამოკიდებულებას თითოეული მათგანის მიმართ ან ბავშვის აქტიურ მონაწილეობას, მაგალითად, თამაშის ან აქტივობის განსაზღვრაში). ეს მინიმალური სტანდარტები უნდა ეხებოდეს არა მხოლოდ სახელმწიფო, არამედ კერძო საბავშვო ბაღებსაც, როგორც გვკარნახობს იმ ქვეყნების გამოცდილება, სადაც ხარისხიანი ადრეული განათლების მიწოდება ხდება (მაგ., სკანდინავიის ქვეყნები).

ყოველივეს
გათვალისწინებით, ხარისხიანი
ადრეული განათლებისთვის აუცილებელია მეცნიერული მტკიცებულებების საფუძველზე ძირითადი მინიმალური სტანდარტების შექმნა, რომლებიც საბავშვო ბაღს თუ ადგილობრივ თვითმმართველობას მისცემს საშუალებას, ამ მინიმალური სტანდარტის ფარგლებში თავისუფლად განახორციელონ საქმიანობა არჩეული პედაგოგიური ფილოსოფიის შესაბამისად. სტანდარტების დანერგვას აქტიურად უნდა შეუწყოს ხელი სახელმწიფომ, რათა თავიდან აიცილოს ახალი პრობლემების წარმოშობა, დაბოლოს, სტანდარტები უნდა წარმოადგენდეს სასურველ მიზანს, რომლის განხორციელებისთვის უნდა შეიქმნას დროში გაწერილი რეალურად განხორციელებადი კონკრეტული სტრატეგია.


 

კვლევითი
კომპონენტი

კვლევის
მიზანი:

მხარდაჭერის თვალსაზრისით, სკოლამდელი და ზოგადიგანათლების რომელი საფეხურია ყველაზე მნიშვნელოვანი ქართველი მშობლებისთვის;

როგორ ესმით მშობლებს სკოლამდელი განათლების არსი;

რამდენად მნიშვნელოვანია სკოლამდელი განათლება მოზარდის აკადემიური მიღწევებისთვის.

 

კვლევაში
მონაწილეობდა საჯარო და კერძო სკოლების 80 მოსწავლე
(40 – სკოლამდელგანათლებამიღებული, 40 – არმიღებული).ასაკი – 10-12 წ.

სკოლების
მდებარეობა:

ორი – გარეუბანში (1 საჯარო, 1 კერძო)

ორი – ქალაქის ცენტრში (1 საჯარო,
1 კერძო)

ასევე
– 40 ოჯახი, რომელმაც მისცა ბავშვს სკოლამდელი განათლება.


 

კვლევის პროცედურა და მეთოდი:

● განხორციელდა იმ მშობელთა ინტერვიუირება, რომელთა
შვილებს მიღებული ჰქონდათ სკოლამდელი განათლება

● კვლევის მეთოდს წარმოადგენდა სტრუქტურირებული ინტერვიუ.
ინტერვიუს ანკეტა შეიცავდა შემდეგ ბლოკებს:

A. ოჯახის დემოგრაფიული მონაცემები

B. ოჯახის მხარდაჭერა სკოლამდელ პერიოდში

C. ოჯახის მხარდაჭერა ზოგადი განათლების
პერიოდში

D. მოსწავლის აკადემიური და საგანმანათლებლო
წარმატების შესაფასებელი ბლოკი


 

* მხარდაჭერა გულისხმობს ამ პერიოდში
განხორციელებულ შენაძენებს; დამატებითი სააღმზრდელო მომსახურეობის სახეებს; დამატებით
სააღმზრდელო მომსახურებაში გადახდილ თანხებს.


 

მშობლების
სქესი და ასაკი:
26-დან
45 წლამდე; მამრობითი – 7,5%, მდედრობითი – 92,5%

მშობლების
განათლება:

ერთს მაინც აქვს – 37,5%

ორივეს აქვს – 50%

არც ერთს არ აქვს – 12,5 %


 

გამოკითხული ოჯახებიდან პროფესიით
მუშაობს:

დედების 60%

მამების 70%


 

აქვს/ჰქონდა თუ არა ოჯახს დანაზოგი
შვილის განათლებისთვის:

დაახლოებით 12.5%-ს აქვს


 

ოჯახის საერთო შემოსავალი:

500 ლარამდე – 25%

501-დან 1100 ლარამდე – 45%

1101-1400 ლარამდე – 7,5%

1400-ზე მეტი – 22,5%


 

იმ მშობელთა პროცენტული მაჩვენებელი,
რომლებიც აძლევდნენ შვილებს დამატებით სააღმზრდელო მომსახურებას განათლების საფეხურების
მიხედვით


რამდენად მნიშვნელოვნად მიიჩნევდნენ
სკოლამდელი განათლების საფეხურს მშობლები (%)


სკოლამდელი განათლებისადმი მშობლის დამოკიდებულებას
პრედიქტორული ღირებულება აქვს მოზარდის აკადემიური წარმატებისთვის.


 

მოსწავლეთა
აკადემიური მოსწრება ქართულსა და მათემატიკაში

● სკოლამდელ განათლებამიღებულთათვის

1. მაღალი აკადემიური მოსწრება ქართულში:
87,5% (35 ბავშვი)

2. მაღალი აკადემიური მოსწრება მათემატიკაში:
70% (28 ბავშვი)

● მათთვის, ვისაც სკოლამდელი განათლება
არ მიუღია:

1. მაღალი აკადემიური მოსწრება ქართულში:
65% (26 ბავშვი)

2. მაღალი აკადემიური მოსწრება მათემატიკაში:
47,5% (19 ბავშვი)


 

სკოლამდელი განათლების შედეგები

ხელმოკლე ოჯახებისა და სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი/რისკის
მქონე ბავშვების განვითარების მნიშვნელოვანი სტიმულირება, რაც აადვილებს სკოლაში მათ
სწავლებას და ამცირებს ქცევის პრობლემების რისკს

● სკოლისთვის უკეთესი მზაობა

● ინტელექტის მაჩვენებლების გაუმჯობესება

სოციალური განვითარების სტიმულირება და ქცევის გაუმჯობესება

სპეციალური განათლებისა და დამატებითი დახმარების საჭიროების
შემცირება

● დაწყებით კლასებში კითხვისა და მათემატიკის
ათვისების უკეთესი მაჩვენებლები

● საშუალო სკოლის დამთავრების მაღალი
ალბათობა

არასრულწლოვანთა დანაშაულის შემცირება


 

———————————–

გამოყენებული
ლიტერატურა:

1
Shonkoff, Jack P. & Philips, Deborah A. (Eds). From Neurons to
Neighborhoods: The Science of Early Child Development. National Research
Council, Inst
itute
of Medicine, Washington: National Academy Press, 2000.

3 Bowman, B., Donovan, M.S. &
Burns, M.S. Eager to Learn: Educating our Preschoolers. National Research
Council, Washington: National Academy Press, 2000.

4 The Children of the Cost, Quality,
and Outcomes Study Go To School. NICHD, June 1999, p. 2 and Karoly, Lynn, et
al, Investing in Our Children: What We Know and Don't Know About the Costs and
Benefits of Early Childhood Interventions. RAND, 1998, xv.

5 Vecchiotti, Sara. Kindergarten: The
Overlooked School Year. The Foundation for Child Development, October, 2001, p.
24


6 William T. Gormley, Jr. and Ted
Gayer, Public Policy Institute, Georgetown University; Deborah Phillips,
Department of Psychology, Georgetown University; Brittany Dawson, Center for
Research on Children in the U.S., Georgetown University

ციკლიდან „გამომგონებლობის მტრები“ (წერილი მეორე)

0
პიტერ გრეი: მარცხის შიში ჩვენს ხედვას ავიწროებს
შემოქმედებითი აზროვნება შესაძლო შედეგებისგან თავისუფლების განცდას მოითხოვს
ფიზიკურ ძალისხმევასთან დაკავშირებულ ამოცანებს (როგორიცაა, ვთქვათ, სიმძიმის აწევა) და რუტინულ დავალებებს (ვთქვათ, ლობიოს მარცვლების დათვლა) ჩვენ უფრო უკეთ ვასრულებთ, როცა ჩატარებულ სამუშაოს გვიფასებენ, ხოლო იმ ამოცანებისთვის, რომლებიც წარმოსახვას, გამჭრიახობას ან სწავლას მოითხოვს, შესრულებულის შეფასებას საპირისპირო ეფექტი აქვს, ამიტომ ამ დროს მარცხისა არ უნდა გვეშინოდეს.

ამ განცხადებას სავსებით ეთანხმება ჰარვარდის ბიზნესის სკოლის ფსიქოლოგის ტერესა ამაბილეს (Teresa Amabile) იდეა. ფსიქოლოგმა მრავალი ექსპერიმენტი ჩაატარა იმ პირობების შესასწავლად, რომლებიც ზრდის ან ამცირებს ადამიანის კრეატიულობას.

ტერესა ამაბილემ ექსპერიმენტის მონაწილეებს (ბავშვებს, მოზრდილებს) სთხოვა, შეექმნათ შემოქმედებითი პროდუქტები – კოლაჟები, ლექსები ან მოკლე მოთხრობები. ექსპერიმენტის მონაწილეთა ნამუშევრები ერთმანეთისგან დამოუკიდებლად შეაფასა რამდენიმე ექსპერტმა. მათი შეფასებები საკმაოდ თანმიმდევრული აღმოჩნდა – ყველა ექსპერტმა საინტერესოდ და კრეატიულად მიიჩნია ის პროდუქტები, რომლებიც ავტორთა მიერ კარგად იყო გააზრებული და ორიგინალურობით ან მოულოდნელობით გამოირჩეოდა.

რამდენიმე ცდის დროს ფსიქოლოგმა მონაწილეთა ერთ ჯგუფს წინასწარ უთხრა, რომ მათ ნამუშევრებს ექსპერტთა პანელი შეაფასებდა, მეორეს შეატყობინეს, რომ შეფასება კონკურსით მოხდებოდა და ყველაზე კრეატიული ნამუშევრები პრიზებით აღინიშნებოდა, ხოლო მესამე ჯგუფის წევრებისთვის მოსალოდნელი შეფასების შესახებ არაფერი უთქვამთ.

ექსპერიმენტების სერიის შემდეგ აღმოჩნდა, რომ ყველაზე საინტერესო ნამუშევრები იმ ჯგუფებმა შექმნეს, რომელთათვისაც შეფასების არავითარი პირობა არ წაუყენებიათ. ისინი უბრალოდ თამაშობდნენ და არ ადარდებდათ მოსალოდნელი შეფასება თუ პრიზი.

ტერესა ამიბილეს ექსპერიმენტების შედეგებს ზურგს უმაგრებს ჩრდილოეთ კაროლინის ჩეპელ ჰილის უნივერსიტეტის ფსიქოლოგის ბარბარა ფრედრიკსონის (Barbara Fredrickson) გამოკვლევებიც. იგი ამბობს, რომ დადებითი ემოციები აფართოებს აღქმასა და აზროვნებას – საშუალებას გვაძლევს, ჩვენი იდეები და ინფორმაცია ახლებურად, შემოქმედებითად და სასარგებლოდ გავაერთიანოთ, ხოლო უარყოფითი, პირიქით, ავიწროებს ხედვას, აღქმისა და აზროვნების საზღვრებს, რადგან ამ დროს იმ სტიმულზე ვახდენთ კონცენტირებას, რომელიც ჩვენში ემოციას აღძრავს (მაგალითად, შემფასებელზე, მარცხის შედეგებზე).

აღქმისა და აზროვნების ორივე გზა სასარგებლოა, ორივე ბუნებრივი შერჩევის შედეგია. როდესაც ადამიანი უშუალო საფრთხეს არ ელის, იგი თავს უფლებას აძლევს, ეძებოს ახალი გზები, ახლებურად გააკეთოს ჩვეული საქმეები და დაეხმაროს სხვებს, საფრთხის პირობებში კი გონება მისგან თავის დაღწევაზეა მომართული (თუ ვეფხვი მოგვდევს, ჯობს, თავის გადარჩენის კარგად ნაცადი მეთოდი გამოვიყენოთ და არა ახალი). ახალ იდეებს ყოველთვის ახლავს მარცხით დამთავრების საფრთხე, ანუ ჩვენში ბიოლოგიურადაა განპირობებული შემოქმედებითობის „გამორთვა” მაშინ, როდესაც მარცხს შესაძლოა ნეგატიური შედეგი მოჰყვეს.

შეფასება, რომელიც თქვენ თვითონ არ გითხოვიათ და რომელსაც შესაძლოა განსაზღვრული შედეგი მოჰყვეს, როგორც ეს სკოლაში ან სამუშაოზე ხდება, თავისთავად უკვე საფრთხეა. რა თქმა უნდა, ექსპერტის აზრი შესაძლოა ძალზე წაადგეს ნაწარმოების ან იდეის გაუმჯობესებებას, განსაკუთრებით – თუ ამას შემოქმედიც ითხოვს, მაგრამ შემოქმედების უნარი ითრგუნება, როცა მთავარი მიზანი ნაწარმოების შეფასებაა – განურჩევლად იმისა, დადებითია ის თუ უარყოფითი, ამიტომაც კლასებში, რომლებიც შეფასებებზეა აგებული, ბავშვები ნაკლებად კრეატიულები არიან. მათი გონება შიშზეა ფოკუსირებული: ნეტავი როგორ ჩავაბარებ გამოცდას? როგორ შეიძლება ვასიამოვნო მასწავლებელს?

ასეთ პირობებში ძნელია იყო შემოქმედებითი. შეფასება და ქმედებაზე რეაქცია უმთავრესად ძალისხმევის წასახალისებლად არის სასარგებლო, – ამ დროს ჩვენ შემფასებელზე შთაბეჭდილების მოხდენას ვცდილობთ, – მაგრამ კრეატიულობისთვის მხოლოდ ძალისხმევა არ კმარა. მეტი ძალისხმევით უფრო კრეატიულები ვერ გავხდებით. შემოქმედება მოდუნებას (რელაქსაციას) უფრო მოითხოვს. სიმშვიდისას ადამიანს საშუალება ეძლევა, პროცესში თავისი არაცნობიერი შესაძლებლობები ჩართოს – შესაძლებლობები, რომლებიც უცნაურ ასოციაციებსა და ახალ იდეებს შობს. ყველაზე უკეთ ეს თამაშის დროს ხდება და არა მაშინ, როდესაც ქება-დიდებას თუ პრიზს ველით.
ავტორი: პიტერ გრეი (ფსიქოლოგი, ბოსტონის კოლეჯის მკვლევარი, ავტორი წიგნისა Free to Learn

წყარო: www.psychologytoday.com/articles/201304/the-enemies-invention

ტექსტურ ინფორმაციასთან მუშაობის თავისებურებები ისტორიისა და საზოგადოებრივი მეცნიერებების გაკვეთილზე

0
I ნაწილი – ტექსტის სტრუქტურა და სწავლის საფეხურები

სასწავლო პროცესის უმნიშვნელოვანესი ეტაპი ტექსტთან მუშაობაა. იგი უზრუნველყოფს ტექსტის ყველა დონის „წარმომავლობის” გაგებას, ხელს უწყობს საგნობრივი ცოდნისა და სხვა სასწავლო უნარების შეძენას. სხვადასხვა ტიპის დავალებებით გამოვლინდება მოსწავლის მიერ ტექსტის ათვისების ხარისხი და მასწავლებელიც ადვილად გამოძებნის კორექციის გზებს.
ტექსტთან მეთოდური მიდგომებით მუშაობა და ამ მეთოდების დემონსტრირება მოსწავლეებს საშუალებას აძლევს დაინახონ, რა სარგებლობა მოაქვს ტექსტთან დამოუკიდებლად მუშაობას, რომელიც სწავლა/სწავლების უმთავრესი შედეგია. კონკრეტულად ესაა:
Øხარისხიანი ცოდნა;
Øინფორმაციასთან მუშაობის უნარ-ჩვევების შეძენა;
Øუნარ-ჩვევების და ცოდნის ავტომატიზაცია;
Ø„აკადემიური კითხვის” დაუფლება.

ტექსტის მიმართ ასეთი დამოკიდებულება საზოგადოებრივი მეცნიერებების სწავლების სამივე საფეხურზეა გათვალისწინებული და შესაბამისად დავალებებიც ან რომელიმე ისტორიული სიტუაციის (რაზეც ტექსტშია საუბარი) ელემენტებს მოიცავს, ან ისტორიული დოკუმენტების მთელ ატრიბუციას (განსხვავება მხოლოდ სირთულეშია, რომელიც საფეხურების მიხედვით იცვლება).

მოსწავლეს მოეთხოვება განსაზღვროს: ა) დოკუმენტის (წყაროს, ნარატივის) ავტორი; ბ) დრო; გ) დოკუმენტის შექმნის პერიოდი; დ) ისტორიული ტერმინი; ე) ისტორიული მოღვაწის ვინაობა (რომელიც ტექსტში გვხვდება), მიზანი და ა.შ.

მოთხოვნის შესაბამისად მოსწავლემ უამრავი დავალება უნდა შეასრულოს, რაც მისგან სწავლის სხვადასხვა საფეხურზე სხვადასხვა მოცულობის ინფორმაციის გაცნობას მოითხოვს:

ØI საფეხურზე მოსწავლის პასუხები ძალზე მარტივი და ცალსახაა, რადგან ანალიზისთვის ერთი არგუმენტის დასახელებაც საკმარისია. ეს მხოლოდ ტექსტის გაგების ელემენტარულ უნარს მოითხოვს.
ØII საფეხურზე არგუმენტების რაოდენობაც იზრდება და იმ ინფორმაციის მოცულობაც, რომლითაც მან უნდა იმსჯელოს თითოეულ პუნქტზე.
ØIII საფეხურზე დავალება კიდევ უფრო რთულდება და შესაძლოა არგუმენტირებისთვის კვლევითი სამუშაოს ჩატარებაც კი გახდეს საჭირო.

განვიხილოთ მაგალითები:

I საფეხური:

რადგან ისტორიაში „წელი” ასოცირდება რაიმე მოვლენასთან, ამიტომ დროის განსაზღვრისთვის უნდა დადგინდეს თავად ის მოვლენა, რომელზეც დოკუმენტშია საუბარი. ამისთვის მოსწავლემ საქმიანობის სხვადასხვა ეტაპები უნდა გაიაროს:

I – იპოვოს „გასაღები” სიტყვა, რასაც დაეყრდნობა, რომელიც მას „სწორ გზაზე დააყენებს”. ამის შემდეგ მოსწავლეს არცერთ ეტაპზე არ გაუჭირდება დავალების შესრულება;
II – მოპოვებული ძირითადი ელემენტით განსაზღვროს მოვლენა;
III – „ჩართოს” მეხსიერება და აღადგინოს, რომელ წელს/პერიოდს უკავშირდება ეს მოვლენა.

რადგან მოცემულ ნაწყვეტში საქმე ეხება საზოგადოებრივი მოძრაობის დაწყებას, ძირითადი ამოსავალი სიტყვა დაკავშირებულია მის მახასიათებლებთან, რომლებიც ტექსტში საკმარისადაა ხაზგასმული. მისი პოვნის შემდეგ მოსწავლე, ცხადია, უშეცდომოდ დაასახელებს – „ხალხში სიარულის” /„ხალხოსნობის” (ე.წ. ნაროდნიკობის) დაწყების დროს, ანუ მოსწავლე „მიმოიხილავს ცოდნას”, ჩაატარებს ძალიან რთულ სამუშაოს და „პასუხად მიიღებს” გასული საუკუნის 70-იანი წლებს.

პასუხის სისწორე ტექსტის არამარტო უზუსტესმა გააზრებამ, არამედ სწორმა შეფასებამ, სტრუქტურაში სწორად გარკვევამ, ყველა საჭირო და მნიშვნელოვანი მონაცემის ამოღებამ და ფიქსაციამ განაპირობა.

ზოგადად კითხვის ტექნიკის დაუფლებისთვის სხვადასხვა სტრატეგიები არსებობს, მაგრამ სწავლის ზედა საფეხურზე რთული დავალებების შესასრულებლად აუცილებელია მოსწავლემ რამდენიმე რჩევა გაითვალისწინოს.

პირველ რიგში ესაა წიგნის საცნობარო-ბიბლიოგრაფიული აპარატის გაცნობა, რომელიც მოსწავლეს ტექსტების სათანადოდ შეფასებაში დაეხმარება (იხ. სქემა):

ამის გაკეთება უმჯობესია ასეთი თანმიმდევრობით მოხდეს:

ტექსტის ათვისება წაკითხულის შინაარსის დამახსოვრების გარდა სხვა პროცესებსაც გულისხმობს: წაკითხულის ათვისება ნიშნავს ისე სიღრმისეულად და ყურადღებით კითხვას, რომ მოცემულ საკითხზე ავტორისა და მკითხველის აზრების შეჯერება მოხდეს; ამავე დროს არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ერთია მოსწავლის მიერ მოცემული თემატიკის გაცნობა, მეორეა – სპეციალური ლიტერატურის წაკითხვა. ცოდნის დაგროვებისა და გაფართოების პროცესს სწორედ ეს მეორე წარმოადგენს. ამიტომ როდესაც მოსწავლეს ვურჩევთ, როგორ წაიკითხოს ტექსტი სპეციალური ლიტერატურის მითითებით, დამატებით უნდა გავამახვილებინოთ ყურადღება მასალის ლოგიკურ სტრუქტურაზე.

მასალის ლოგიკური სტრუქტურის, მისი აგების სქემის გაგება არც ისე ადვილია, რადგან იგი შეიძლება შეიცვალოს როგორც ცალკეული წიგნის, ისე თავებისა და ცალკეული ფურცლების მიხედვითაც კი. ამისთვის აუცილებელია თხზულების ძირითადი აზრის ბოლომდე გააზრება. საჭიროა, წავყვეთ ავტორის „აზრთა მსვლელობას”, მისი მტკიცებულებების ლოგიკას, აღვნიშნოთ ის ძირითადი, რაც აერთიანებს ტექსტის სხვადასხვა ნაწილებს, ძირითადი ნარატივიდან გამოვყოთ ვიზუალური მასალა და მაგალითები. ეს კი უკვე მასალის უბრალოდ წაკითხვა კი არა, ტექსტის ღრმა და დეტალური ანალიზია და მხოლოდ ასეთი დამოკიდებულების დროსაა შესაძლებელი წარსულის გაგება და მისი ნამდვილი ათვისება.

ასეთი ანალიზის ჩატარება გაადვილდება, თუ შევეცდებით ამ ყველაფრის ფურცელზე ტექსტის სახით გადატანას, ანუ ჩავიწერთ მთვარ მომენტებს ან გრაფიკული სქემით გამოვსახავთ მათ, სადაც თვალნათლივ დავინახავთ შესასწავლ მოვლენებს შორის ლოგიკურ კავშირებს. ამ დროს წარმატებით შეიძლება ტექსტის წაკითხვის სხვა სტრატეგიების გამოყენებაც, მაგალითად:

Øმარკირება;
Ø მოვლენათა ნუმერაცია;
Ø კონსპექტის შედგენა და ა.შ.

სპეციალისტები საკმაოდ ხშირად საუბრობენ სპეციალური ლიტერატურის კრიტიკული და შემოქმედებითი გააზრების მნიშვნელობაზე. ერთიც და მეორეც შეიძლება განვიხილოთ როგორც პრაქტიკული რეკომენდაცია, რომელიც გამოცდილების დაგროვების ხარჯზე მიიღწევა. გარკვეულ პროფესიულ დონეზე შეიძლება წარმოიქმნას ესა თუ ის უთანხმოება ცალკეული ავტორების შეხედულებებში, გაჩნდეს ურთიერთსაწინააღმდეგო არგუმენტები, მაგრამ ამით გაჩნდება საკუთარ აზრებთან სხვების დასკვნების შეპირისპირების საშუალებაც.

ცხადია, ეს ეხება შემოქმედებით მიდგომასაც – კითხვა ხომ უპირველს ყოვლისა იდეების სტიმულაციაა. ნებისმიერი ტექსტის ყურადღებით კითხვას მოსდევს საკუთარი წარმოსახვები, მოსაზრებები, ჰიპოთეზებიც კი, რომელთაც საკუთარი შეხედულებებით ვპასუხობთ. თუმცა ყველა ეს საკითხი კითხვის ტექნიკისგან დამოუკიდებლად არსებობს, ანუ იდეების გენერაციისათვის რამე განსაკუთრებული სახის რჩევებს არ საჭიროებენ (შეიძლება ტექსტის ერთმა გადაკითხვამაც იგივე მოგვცეს ამ მხრივ, რაც მისმა ყურადღებით წაკითხვამ).

თუმცა იდეები და დეტალური ანალიზი მაინც სხვადასხვა ცნებებია. ეს უკანასკნელი „მოქმედების სტრუქტურის მიხედვით”, რომელიც ყველა საჭირო მეთოდოლოგიურ მიდგომას ითვალისწინებს, განსაკუთრებული ინსტრუქტაჟის დაცვას აუცილებლად საჭიროებს (იხ. სქემა):

ყველაზე ხშირად შეცდომების მიზეზი არასწორად განსაზღვრული მიზანი, კითხვის და ჩანაწერის არარაციონალური ფორმებია. სწავლის შინაარსში აუცილებლად უნდა ჩაიდოს, რომ სამეცნიერო-ლიტერატურული ნაწარმოებების კითხვა ყოველთვის დაკავშირებულია რაიმე ახალი ცნების ათვისებასთან და რომ ეს არც ისე იოლია, რადგან ყველა წიგნი ორიგინალურია და მოითხოვს გარკვეულ ძალისხმევას ავტორის გასაგებად; ასეთ დროს ტექსტზე მუშაობისას შესაძლებელია ისეთი გარემოს შექმნა, რომ ტექსტი ერთდროულად გახდეს როგორც კვლევის ობიექტი, ისე დამოუკიდებელი აღმოჩენებით მიღებული სიხარულის წყარო.

ისტორიისა და ზოგადად საზოგადოებრივი მეცნიერებებისათვის ნარატივი სამუშაოს ძირითად ნაწილს წარმოადგენს, ამიტომ ის მოსწავლეები, რომელთაც ტექსტის სწორად გაგება და ინტერპრეტაცია შეუძლიათ, ყოველთვის წარმატებულები არიან ამ საგნებში.

უ ჩ ა

0
ჩემი მანქანა, შავი ფერის ბაბულიკური BMW E-316, დღემუდამ გასარეცხი და უსახური, ჩემზე 4 წლით პატარაა – 19 წლის გახლავთ. რა გასაკვირია, რომ ასაკთან შესაფერი პრობლემებიც  ტრავმატოლოგიური აქვს: დროდადრო ბუდიდან ამოხტება ხოლმე მარცხენა ფანჯარა; მენისკივით აწუხებს სავალი ნაწილი; შიგადაშიგ ვმუკრნალობთ სახსრების ტკივილებს; ზოგჯერ ელექტროობა აცხადებს დებოშს და თიშავს ყოველგვარ სინათლეს. ცოტა ხნის წინ გაუკეთეს შუნტირება და გადაუნერგეს სხვა BMW E-316 – ის ბენზოტუმბო. ერთი სიტყვით, ჩემს მანქანას ევაკუატორზე დგომისას გაცილებით მეტი გარბენი აქვს, ვიდრე თავისი სიარულით.
18 ივნისს, ხვატიან და მტვრიან საღამოს, სააკაძის მოედნიდან მომავალი, კოსტავას გამზირზე, ჯოჯოხეთურ საცობში აღმოვჩნდი. თბილისური საცობი კი, ჩემზე უკეთ გეცოდინებათ, ცალკე პოეზიაა – მთელი სხეულით გრძნობ, რომ შენ გარშემო, მანქანებში მსხდომი ადამიანები ბოღმისაგან ლამისაა აალდნენ და დედამიწა გადააბრუნონ. თუმცა იმის გამო, რომ საამისო გამბედაობა და შნო არ აქვთ, მხოლოდ გინებით იმშვიდებენ ხოლმე ნერვებს. ამ დროს მათ სძულთ საკუთარი თავი, სხვა მანქანებში მსხდომი ადამიანები, მთელი ქალაქი, მთელი ქვეყანა და ვინ იცის, მაგათსას რას გაიგებ, იქნებ მთელი დუნიაც კი სძულდეთ. 
ამასობაში, მე და ნიკა ესებუას მანქანა აგვიფეთქდა – ჩემმა BMW-მ კლიმაქსურ შეტევას ვერ გაუძლო და სიმხურვალისგან წყალი აადუღა. მანქანამ კი – თეთრი კვამლი ამოუშვა. 
– ან რომის პაპი ავირჩიეთ, ან რაღაც გაგვისკდა, – ნიკას ვუთხარი. 
– მგონი უფრო მეორე, – მიპასუხა ესებუამ და მანქანიდან გადავხტით…
ვდგავართ ასე, ყეყეჩებივით და ვუყურებთ როგორ მეცლება ხელიდან ჩემი მანქანა, თუ მანქანასთან გათანაბრებული მოწყობილობა. კაპოტს ვერ ვხდით, ცხელია. იქვე, ხის ქვეშ, სამი ბეყე კაცი დგას – აი, ისეთები 90-იანებში ბევრი ფული რომ იშოვეს და დღემდე იმ ინერციით მიგორავენ, თან ნაღდი ფულით მოძრაობენ. ხომ არაფერი გაგეგებათ-მეთქი და ისე შემომხედეს, თვალებით მითხრეს… მოკლედ, ცუდი თვალით შემომხედეს. იხსენებთ იმ ხალხს საზღვარგარეთ, განსაკუთრებით კი დასავლეთის ქვეყნებსა და აშშ-ში ცალ ფეხს რომ დადგამენ, ან ცალი თვალით შეიჭყიტავენ და შინ დაბრუნებულები აღმა-დაღმა იმას გაიძახიან იქ ყინულივით ცივი ხალხი ცხოვრობს, რას ლაპარაკობთ, ქუჩაში რომ რამე გაგიჭირდეს, რომ კვდებოდეთ, ზედ არავინ შეგაფურთხებსო? აი, იესომ რომ თქვა საკუთარ თვალში დირესაც ვერ ხედავენო, ამ სისულელის მქადაგებლებზე თქვა სწორედ. აშშ-ში კი არა, კოსტავაზე ვიდექი, საშაურმის გადაღმა.
ძლივს-ძლივობით ავხადეთ კაპოტი. მართალია გულისყურით ვათვალიერებთ, მაგრამ გინდა ყავაში ჩაგვეხედოს მე და ესებუას, და გინდაც მანქანის ძრავი დაგვეთვალიერებინოს – როგორც ამბობენ, გარტყმაში არ ვართ. სასოწარკვეთა მეუფლება. ვიბოღმები. გინების იშტაზე მოვდივარ. უცებ, არსაიდან ჩნდება ახალგაზრდა კაცი, რომელსაც მოგვიანებით ტარანტინოსეულ ბატონ ვულფზე ბევრად მაღლა დავაყენებ: 
– ხელი არ ახლოთ. 
– ჰა? 
– მე უჩა ვარ, აქ ვცხოვრობ, ფანჯრიდან დაგინახეთ.
– ვახ! დათო, ნიკა. 
– ღვედზეა თუ ჯაჭვზე?
აზრზე არ ვარ ჩემი მანქანის ძრავი ღვედზეა თუ ჯაჭვზე, მაგრამ არ მინდა, რომ უჩას უკანასკნელი იერარქიის იდიოტი ვეგონო. ვხვდები, რომ შანსები 50/50-ზე მაქვს და ერთერთს ვირჩევ: 
– ღვედზე.
– აბა, ჩავხედოთ… ჯაჭვზე ყოფილა…
– გაგეგება?
– კამაც-კამაც.
– რა კარგი კაცი ხარ შენ!
უჩამ დიაგნოზი ექიმი ჰაუსის გამორიცხვის მეთოდით დასვა. მერე კაპოტში, ვითარცა ზღვაში გადაეშვა, რაღაცები მიაერთ-მოაერთა და სანამ დამაქოქინებდა კბილებიდან გამოსცრა: „ახლა კი პროფესორს დავურეკოთ”. დაურეკა კიდეც. მე და ნიკა ვგრძნობდით, რომ ტელეფონის მეორე ხაზზე იყო თავისი საქმის ალფრედ ჰიჩკოკი, ალბერდ აინშტაინი, დიეგო მარადონა. პროფესორმა მითითებები ბრმად მოგვცა. უნდა დავაჰაეროთო – უჩამ. მე წყალსა და შპრიცზე გამგზავნა, ნიკა ადგილზევე დაასაქმა. ამასობაში ტელეფონმა დაურეკა, საქეიფოდ და ფეხბურთის „ჩასატკბარუნებლად” ეპატიჟებოდნენ. ისინი უჩამ ერთ ადგილზე გაისტუმრა: ჩემს ახლობლებს მანქანა გაუფუჭდათ, დავეხმარებიო. 
40 წუთში, ოფლგამომდენი შრომის, წუწაობისა და თხუპნაობის შემდეგ, უჩამ მანქანა დაგვაქოქინა. ძალიან გულიანად ჩავეხუტეთ, 1000 მადლობა ვუთხარით და წამოვედით. ის ბეყეები ისევ იქ იდგნენ და ჭორაობდნენ. გზაში მე და ნიკა ერთსა და იმავეზე ორ უკიდურესობაზე ვფიქრობდით, რომელსაც ერთსა და იმავე ტერიტორიაზე, 8 კვადრატული მეტრის რადიუსში, 5 წუთის ინტერვალით გადავაწყდით – სამ ღიპიან და მოქეიფე კაცურ კაცზე, რომლებმაც გასაჭირში მყოფები ჯანდაბაში გაგვგზავნეს და ახალგაზრდა ბიჭზე, რომელმაც თავი შეიწუხა, ჩაიცვა, ჩამოვიდა, მეგობრებთან ერთად ფეხბურთის ყურებასა და ლუდის დალევაზე უარი თქვა, გავარვარებული მანქანის კაპოტში იძრომიალა და საქმე ბოლომდე მიიყვანა. 
– ბიჭო, ეს ვინ იყო? – მკითხა ნიკამ. 
– მგონი წმინდანს შევხვდით, – ვუპასუხე მე. 
– მაგრად გამეხარდა ასეთები რომ არსებობენ, თურმე, – მითხრა და გზის ბოლომდე ისევ დავდუმდით. 
იმ დღის მერე, სადაც არ უნდა მოვხვდე, თუკი 15 წუთზე მეტ ხანს სადმე გავჩერდი, ვცდილობ ეს ამბავი ყველგან მოვყვე და აი, რატომ: 22 ივნისს სახლისკენ მიმავალმა დავინახე, რომ ერთი ქალბატონი იმავე გასაჭირში  ჩავარდნილიყო, რომელშიც მაშინ მე ვიყავი. ეგრევე უჩა გამახსენდა, გავაჩერე, გადავხტი და ჩემი გადამრჩენელის ინსტრუქციას ბოლომდე მივდიე: 
– ხელი არ ახლოთ, – ვუთხარი.
– უკაცრავად?
– საღამო მშვიდობის, რამდენიმე დღის წინ იგივე დამემართა.
– ვიზიარებ. 
– ღვედზეა? თუ ჯაჭვზე?
– არ ვიცი.
– არც მე. 
– გესმით ესეთები? 
– მართალი გითხრათ, არა. რამეს მოვიფიქრებთ…
ვერაფერიც ვერ მოვიფიქრეთ. ერთი ისაა, რომ იმ ქალბატონს გვერდიდან არ მოვშორდი, სანამ მისიანებმა არ მოაკითხეს და მანქანა არ დააქოქინეს. იმ ღამის ფიქრებში, ძილის წინ, როცა რატომღაც სრულიად შემთხვევით ჭავჭავაძის დარიგება გამახსენდა, მივხვდი, რომ სიკეთე გადამდებია. ამას წინათ, ია ვეკუა და ირაკლი გუნია ამბობდნენ – რა ბედნიერები არიან ნიუ-იორკელი ბავშვები, ხან რომელ სუპერგმირს ხედავენ და ხან რომელსო. მიუხედავად იმისა, რომ უჩას არ შეუძლია შენობებზე ცოცვა და ხელიდან აბლაბუდას გამოშვება, არც რკინის კოსტიუმი აქვს და ვერც მრისხანე, მწვანე გოლიათად გადაქცევას მოახერხებს… მეტიც, უჩა ერთი საბურთალოელი, ღიპიანი ყმაწვილია, მაინც მგონია, რომ გულის სიღრმეში უჩაც ისეთივე სუპერგმირია, როგორც ტონი სტარკი ან პიტერ პარკერი. მისი სუპერძალა კი სიკეთეა. სიკეთე, რომელიც სამაგალითო და გადამდებია. 
… გადამდები როა, იმიტომაც ვწერ, თორემ, ჩემი მანქანა 2 დღეში ისევ გაფუჭდა. 19 წლისაა. აბა, მაგას რომელი უჩა უშველის?

გიორგი ოვაშვილი: – ჩვენს თაობას სჯეროდა მასწავლებლების, ჩვენთვის ისინი უპირობო ავტორიტეტები იყვნენ

0
რეჟისორ გიორგი ოვაშვილის მოწაფეობის წლები იმით გახლდათ დაღდასმული, რომ იგი თანაკლასელებისთვისაც და პედაგოგებისთვისაც “მასწავლებლის შვილი” იყო – მცხეთის რაიონის სოფელ ძეგვის სკოლაში, რომელიც მან დაამთავრა, მისი მშობლებიც ასწავლიდნენ. ამან მკაცრ ჩარჩოებში მოაქცია მისი ბავშვობა – მას ყოველთვის სხვაზე მეტი მოეთხოვებოდა და მცირედიც კი არ ეპატიებოდა, სკოლაშიც და სახლშიც ყველაზე მკაცრად მას სჯიდნენ. თუმცა, ნათქვამია, მედალს ორი მხარე აქვსო და გიორგიც თავის არაორდინარულ ბავშვობას უმადლის ისეთ თვისებებს, როგორებიცაა დისციპლინა და საკუთარი თავისგან მაქსიმუმის მოთხოვნა, რაც შემდეგ დიდად გამოადგა როგორც რეჟისორსა და პედაგოგს. გიორგი ოვაშვილს თბილისის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სარეჟისორო ფაკულტეტზე მუშაობასთან ერთად უცხოეთში პედაგოგიური მოღვაწეობის გამოცდილებაც აქვს.

გიორგი ოვაშვილი: 

– მშობლებს არ ვურჩევ, იმ სკოლაში მიიყვანონ შვილი, სადაც თავად ასწავლიან. ჯობს, ბავშვი მხოლოდ პედაგოგის კონტროლის ქვეშ იყოს. ორმაგი კონტროლი იწვევს იმედგაცრუებას, გაღიზიანებას, გაურკვევლობას. მოსწავლე უნდა ემორჩილებოდეს წესებს, მაგრამ იმ წესებს, რომლებიც ყველასათვის საერთოა და მშობლების კონტროლი ამაში არ უნდა ერიოს.

– როგორი მოსწავლე იყავით ამ ყველაფრის ფონზე?

– უპირობოდ წარჩინებული უნდა ვყოფილიყავი, მიუხედავად იმისა, რომ ეს ჩემგან სხვა ინტერესებზე უარის თქმას მოითხოვდა. სკოლა წარჩინებით დავამთავრე.

– ხიბლი, რაც თქვენს სკოლას ჰქონდა…

_ ის, რაც იმდროინდელ სკოლას დღევანდელისგან განასხვავებს, არის ურთიერთდამოკიდებულება მოსწავლესა და მასწავლებელს შორის. მაშინდელი ურთიერთობა ბევრ დადებით თვისებას აყალიბებდა: ზრდილობას, პატივისცემას, დისტანცირებას თაობებს შორის (კარგი გაგებით), პასუხისმგებლობას, რომელიც ხშირად ქრება, როცა მოსწავლესა და მასწავლებელს შორის ზღვარი იშლება. დღეს სწორედ ეს ზღვარი აღარ არის… ჩემს თაობას სჯეროდა მასწავლებლების, ისინი ჩვენთვის უპირობო ავტორიტეტები იყვნენ. შესაძლოა, არ გვესწავლა, გვეცელქა, მაგრამ გვჯეროდა, რომ მათი ქცევა იყო მართებული, კეთილგანზრახული. დღეს სხვაგვარი დამოკიდებულებაა…

– თქვენი აზრით, რისი ბრალია ეს?

– ბევრი რამ შეიცვალა. ტექნიკურმა პროგრესმა, რომელიც ყოველწუთიერად იპყრობს ჩვენს არეალს, შეცვალა, ვირტუალურ სივრცეში გადაიტანა ადამიანთა ურთიერთობა. მე ვფიქრობ, ამაში ძალიან დიდი როლი შეასრულა ქართული საზოგადოების ცხოვრების წესის შეცვლამაც. მშობლებს გაცილებით ნაკლები დრო რჩებათ შვილებისთვის, ვიდრე ჩემს დროს. ნაკლებია ყურადღება. დაიკარგა ნდობა უფროსი თაობის მიმართ. მასობრივ ტენდენციას ვგულსხმობ, თორემ გამონაკლისი ახლაც არის. ძალიან კარგი თაობა გვყავს, რომელიც პასუხისმგებლობით ჩვენსას არ ჩამოუვარდება.

– წინა თაობები მომდევნოსგან მომავლისადმი დამოკიდებულებითაც განსხვავდება ხოლმე. თქვენ რას ელოდით მომავლისგან?

– ჩვენი თაობა უფრო რომანტიკული იყო, ოცნებებიც და სურვილებიც რონატიკული ჰქონდა. დღევანდელი თაობა პრაგმატულია. ჩვენ კოსმონავტობა, მფრინავობა, მეხანძრეობა, ფეხბურთელობა გვინდოდა, დღეს მეშვიდე-მერვეკლასელები ამბობენ, რომ სურთ იმუშაონ საბანკო სფეროში, მენეჯმენტში… ჩემმა თაობამ დანგრეული ქვეყანა მიიღო, სადაც ოცნებების ასრულება შეუძლებელი იყო. დღევანდელი ახალგაზრდები, თუ მიზანი დაისახეს, აღწევენ კიდეც, თუმცა დღეს თავის დამკვიდრება გაცილებით ძნელია, ვიდრე ჩვენს დროს იყო, როცა ცხოვრებას უფრო მშვიდი რიტმი ჰქონდა.

– თქვენს სტუდენტებზე რას იტყვით?

– კინორეჟისურა ისეთი სფეროა, სადაც ჯერ კიდევ მეოცნებენი მოდიან. ისინი, ვისთვისაც მიზანი და ოცნება ერთმანეთს ერწყმის. თუმცა მთავარი მიზანდასახულობაა; თუ ოცნებისა და მიზანდასახულობის თანხვედრა მოხდა, წარმატებას მიაღწევენ. აქვე ვიტყოდი, რომ დღევანდელი სტუდენტები ზარმაცები არიან. ჩვენ უფრო ბეჯითები ვიყავით და მგონი, მეტადაც გვწამდა იმისა, რასაც ვაკეთებდით. დღევანდელ სტუდენტთა ნაწილისთვის პროფესიის შესწავლის მოთხოვნილებამ უკანა პლანზე გადაიწია, მათი მამოძრავებელი იმპულსი იმიჯის შექმნა გახდა. რეჟისორობაც უფრო საიმიჯოდ უნდათ.

– განათლების სისტემა ქართული საზოგადოების აქილევსის ქუსლიც არის და განტევების ვაციც – თავს დამტყდარ ყველა უბედურებას მას მივაწერთ. რას იტყვით თქვენს უცხოელ სტუდენტებზე?

– უცხოეთში, საქართველოსგან განსხვავებით, ძალიან მაღალია პასუხისმგებლობა საკუთარი თავისა და სწავლის მიმართ. ამას შესაძლოა რამდენიმე მიზეზი ჰქონდეს. დასავლეთში სტუდენტს კარგად აქვს გააზრებული, სად სწავლობს და რისთვის, რადგან სწავლა უზარმაზარ ფინანსურ რესურსებს მოითხოვს, რომელიც უნდა მოიპოვონ, და მეორე – ზუსტად იციან: თუ სათანადო განათლება ვერ მიიღეს, თავს ვერ დაიმკვიდრებენ. ჩვენში სტუდენტთა უმრავლესობას ეს საკითხი ნაკლებად აღელვებს, ისევე როგორც ის, რა გზით იხდიან მათი მშობლები სწავლის საფასურს, ამიტომ არც სათანადო პასუხისმგებლობით ეკიდებიან თავიანთ განათლებას. სხვაგვარია დამოუკიდებლობის ხარისხიც: ჩვენმა სტუდენტმა იცის, რომ კარგად ისწავლის თუ ცუდად, მშობლები მასზე მაინც იზრუნებენ, დასავლელს სტუდენტებს კი მშობლები მხოლოდ სწავლის საფასურს უხდიან – ესაა და ეს; სწავლის დასრულების შემდეგ ისინი საკუთარ თავზე პასუხისმგებელნი თვითონ არიან. საქართველოში სტუდენტის იმიჯი საკმარისია, რომ ამბიცია დაიკმაყოფილო, გერქვას რეჟისორი, თუნდაც ფილმი არასოდეს გადაიღო… ეს პრობლემები, ვფიქრობ, ოჯახიდან იღებს სათავეს. ვიდრე ადამიანს დაბადებიდანვე არ ჩააგონებენ, რომ მისი თავი მასვე ეკუთვნის, სწავლისადმი ახალგაზრდების დამოკიდებულება არ შეიცვლება.

დეპრესია მოზარდ ასაკში

0
ტრადიციული ფსიქოანალიტიკური და ფსიქოლოგიური თეორიები მიიჩნევენ, რომ ყველა მოზარდი გაივლის დეპრესიის პერიოდს, რადგან კონფლიქტი აქვთ საკუთარ თავსა და გარშემო მყოფებთან. მიჩნეულია, რომ ეს არის განვითარების ნორმალური სტადია, როდესაც გუნება-განწყობა და ხასიათი მკვეთრად იცვლება. სტენლი ჰოლმა ამ პერიოდს „შტორმი და სტრესი” უწოდა. მისი აზრით, ეს ძალზე რთული პერიოდია – მოზარდი თავისი იმპულსების მონა ხდება, მისი ქცევა ხშირად ასოციალურია, ნევროზული და დეპრესიული, მაგრამ ეს არ არის პათოლოგია.
მოგვიანებით ამ შეხედულებას მოწინააღმდეგეებიც გამოუჩნდნენ. მათი აზრით, მოზარდობის პერიოდის ხანგრძლივი „აშლილობები” – იზოლაცია, მარტოობისკენ სწრაფვა, არასტაბილური და არაპროგნოზირებადი ქცევა, ხასიათის მკვეთრი ცვლილებები, კოგნიტიური დარღვევები, კონფლიქტი მშობლებთან, მასწავლებლებთან, თანატოლებთან – ფსიქიკური სტრუქტურის მნიშვნელოვან დარღვევად უნდა მივიჩნიოთ. მოზარდთა უმრავლესობაზე ამას ვერ ვიტყვით, მაგრამ მათი ნაწილისთვის ისინი შესაძლოა სერიოზული დაავადების ადრე გამოვლენილი სიმპტომები იყოს.

უკანასკნელი ოცი წლის განმავლობაში დეპრესიამ ორი მნიშვნელოვანი ცვლილება განიცადა – გახშირდა და გაახალგაზრდავდა. ამავე დროს, ის გოგონებთან უფრო ხშირია, ვიდრე ვაჟებთან. ამ ცვლილებათა მიზეზები დაუდგენელია, თუმცა ვარაუდები არსებობს და, სამწუხაროდ, ზრდის ტენდენციაც აშკარაა. 

მოზარდის დეპრესიას მნიშვნელოვანწილად განაპირობებს ოჯახური ატმოსფერო, განსაკუთრებით – მშობლის სიკვდილი და, საზოგადოდ, ოჯახური ურთიერთობების ხარისხი. გასული საუკუნის ბოლოს ჩატარებულმა ათწლიანმა კვლევამ აჩვენა, რომ 15 წლის მოზარდებში დეპრესიის მაჩვენებელი 21%-ია, ამის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად კი მშობლის გარდაცვალება დასახელდა. გარდა მწუხარებისა, ვითარებას ართულებს ისიც, რომ მშობლის გარდაცვალების გამო მოზარდს ემატება მოვალეობები, ხშირად – ასაკისთვის შეუფერებელიაც: უმცროს და-ძმაზე ზრუნვა, საოჯახო საქმეები, მეურნეობის გაძღოლა და ა.შ. ასეთ დროს მეცნიერები ლაპარაკობენ „ბავშვობის ნაადრევ დაკარგვაზე” და ამით გამოწვეულ დეპრესიაზე. არაჯანსაღი ოჯახური ურთიერთობებიც საკმაოდ ღრმა დეპრესიას იწვევს მოზარდებში და ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ის არის, რომ ფრუსტრირებულ მშობელს აგრესია ბავშვზე გადააქვს, სჯის მას, ულახავს ღირსებას და სხვა. კვლევებმა ისიც აჩვენა, რომ დეპრესიული მშობლების შვილები 3-ჯერ უფრო დეპრესიულები არიან, ვიდრე ჯანმრთელებისა, 3-ჯერ მეტი პრობლემა აქვთ სკოლაში და სუიციდისკენაც მეტად არიან მიდრეკილნი. რაც შეეხება სხვა ფაქტორებს, დეპრესიის სიმპტომების მქონე მოზარდთა რიცხვი საშუალო და დაბალი სოციოეკონომიკური სტატუსის მქონე ოჯახებში გაცილებით მეტია; სქესობრივი მომწიფების პერიოდამდე გოგონებსა და ბიჭებში დეპრესიის მაჩვენებელი თანაბარია, მოზარდ ასაკში კი დეპრესიის სიმპტომებს ბიჭების 40%-სა და გოგონების 56%-თან ვხვდებით. 

მაინც რა სიმპტომები ახასიათებს დეპრესიას და რა მორალური განწყობები იწვევს უმოქმედობას ამ სიტუაციაში?

1. მოზარდი სკოლაში მოწყენილია, უბედურად გამოიყურება, თითქოს მუდამ ტირილის ხასიათზეა, იშვიათად იღიმება, თითქმის არ იცინის; სოციალურად პასიურია, გულგრილია, საზოგადოდ, ცხოვრების და, კერძოდ, სასკოლო ცხოვრების მიმართ; მოზარდებს, როგორც წესი, ბევრი ნაცნობი და ამხანაგი ჰყავთ, დეპრესიულ მოზარდს კი არავისთან სურს ურთიერთობა, მათ შორის – არც ოჯახის წევრებთან. ის ერიდება ხალხმრავალ გარემოს, სახლშიც კი მარტო სადილობს, თუ აქამდე მშობლები მეგობრებთან მეტისმეტად ბევრი დროის გატარების გამო საყვედურობდნენ, ახლა მათაც გაურბის. ამრიგად, თუ შეამჩნიეთ, რომ მოზარდი საკუთარ თავში ჩაიკეტა, ეს უკვე სიგნალია;

2. კარგავს ინტერესს ყოველდღიურობის მიმართ – რუტინული საქმიანობა, რომელსაც მანამდე ხალისით ასრულებდა (ძაღლის გასეირნება, ყვავილების მოვლა, საცურაო აუზზე სიარული, მუსიკა, სპორტული წრეები და სხვა) აღარ იზიდავს. გულგრილია, საზოგადოდ, აქტიური ცხოვრების მიმართ – უფრო არსებობს, ვიდრე ცხოვრობს (ეს სიმპტომები ბიჭებთან უფრო ხშირად გვხვდება, ვიდრე გოგონებთან);

3. დარღვეული აქვს ძილისა და კვების რეჟიმი – ეს ყველაზე შესამჩნევი სიმპტომია. ვერ იძინებს, ძალიან ადრე დგება ან უჭირს გამოფხიზლება, მოთენთილია; ასევე უცებ უკლებს ან უმატებს ჭამას და ძილს. ეს შეიძლება იყოს ე.წ. ბიპოლარული დეპრესიის ნიშანი, რასაც წონის კლებამდე ან მატებამდე მივყავართ. ერთნი უძილობით იტანჯებიან, მეორენი – ძილიანობით, ან ზოგჯერ – უძილობით და ზოგჯერ – გაძლიერებული ძილიანობით (ჰიპერსომნია); ზოგჯერ გაკვეთილზეც კი ჭამენ ან, პირიქით, არც შესვენებაზე იკვებებიან;

4. გაღიზიანებულია და გაბრაზებული. სქესობრივი მომწიფების პერიოდში მოზარდისთვის, საზოგადოდ, დამახასიათებელია ასეთი მდგომარეობა, მაგრამ დეპრესიის შემთხვევაში ის თავისებურად ვლინდება: გაღიზიანება და ბრაზი თანდათან ძლიერდება და ხშირდება; მოზარდს აღიზიანებს ჩვეულებრივი სიტუაციები და აქვს სრულიად არაადეკვატური რეაქცია ამა თუ იმ სიტუაციის მიმართ. ასაკობრივი და დეპრესიული ბრაზი ერთმანეთისგან განსხვავდება. მაგალითად, თუ მშობელი ურჩევს ან შენიშვნას აძლევს ჩაცმულობის თაობაზე და ბავშვი ბრაზობს, ეს ტიპური ასაკობრივი რეაქციაა, მაგრამ თუ ბრაზს გამოხატავს ელემენტარული საყოფაცხოვრებო მომენტების გამო (მაგალითად, სასადილოდ სუფრასთან მიწვევისას), ეს უკვე დეპრესიულ შფოთვას ჰგავს. სკოლაში აღგზნებულობა ასე ვლინდება: მოზარდი ვერ ჩერდება მერხთან, წამოდგება, დადის;

5. შენელებული აქვს ფსიქომოტორული რეაქციები – ლაპარაკობს და მოქმედებს ნელა, თითქოს გადაღლილია, ენერგიისგანაა დაცლილი; აქ არ იგულისხმება რაიმე კონკრეტული საქმიანობით დაღლა – ეს არის ზოგადი დაღლილობა, რომლის კონკრეტული მიზეზი არ ჩანს. ენთუზიაზმი და ინტერესი დაკარგულია. ამ მდგომარეობას ხშირად თან ახლავს თავის ტკივილი, მოთენთილობა (ეს სიმპტომი უმეტესად გოგონებთან გვხვდება);

6. დღის სხვადასხვა მონაკვეთში ხასიათი ეცვლება ან რომელიმე ერთ მონაკვეთში, მაგალითად, დილით ან შუადღისას, ცუდად გრძნობს თავს;

7. შესაძლოა ჰქონდეს აკვიატებული მოძრაობებიც, გამუდმებით ამოწმებდეს რაღაცას, მაგალითად, დაკეტილია თუ არა სასკოლო ჩანთა, მეტისმეტად ხშირად იბანდეს ხელებს დ.ა.შ.;

8. აქვს დანაშაულისა და უმწეობის გაძლიერებული განცდა, უსარგებლო ადამიანად მიიჩნევს თავს;

9. უჭირს გაკვეთილზე ყურადღების კონცენტრირება, თითქოს დაბნეულია, საუბრის დროს ხშირად ითიშება და არ ესმის, რას ეუბნებიან; ასევე – საკლასო სამუშაოს დროსაც. ამის გამო უუარესდება კიდეც აკადემიური შედეგები;

10. მოსდის უსიამოვნო აზრები, ყველაფერს მუქ ფერებში ხედავს. ეს არის მდგომარეობა, როდესაც გონებას არ შესწევს უნარი, „დაინახოს” მოვლენების დადებითი მხარე, ძლიერდება უიმედობისა და უსარგებლობის განცდა, რასაც სახლიდან გაქცევაზე ან თვითმკვლელობაზე ფიქრთან მივყავართ. სამწუხაროდ, თვითმკვლელობა მართლაც არ არის გამორიცხული. ყურადღებით უსმინეთ მოსწავლეებს – შესაძლოა ხმამაღლაც თქვან ეს და არსებობდნენ ამის მოწმეები.
სპეციალისტთა ერთი ჯგუფი მიიჩნევს, რომ, საზოგადოდ, დეპრესიას იწვევს კოგნიტური პროცესების დარღვევა, რომ ის ემოციური დარღვევა არ არის. სახელდობრ, რომელ კოგნიტურ დარღვევებზე მიუთითებენ ისინი?

1. მაქსიმალიზმი: სამყაროს შავ-თეთრ ფერებში ხედვა – თუ წარმატება დაგეგმილზე ნაკლებია, ადამიანი თავს ხელმოცარულად, უიღბლოდ მიიჩნევს;

2. ერთეული ფაქტების საფუძველზე – ზოგადი დასკვნა: ერთადერთი უსიამოვნო შემთხვევა განიხილება როგორც ცხოვრების უწყვეტი შავი ხაზი;

3. მოვლენების ფსიქოლოგიური ფილტრაცია: დეპრესიული ადამიანი მოვლენებიდან ამოწევს მხოლოდ ნეგატიურ დეტალებს და ამით ცხოვრობს. ყველაფერზე უარყოფითი წარმოდგენა აქვს. ამას „თაფლის ქილაში კუპრის წვეთის” ეფექტს უწოდებენ;

4. დადებითი მოვლენების დისკვალიფიკაცია: ადამიანი უარყოფს დადებით მოვლენებს, შეუძლებლად მიიჩნევს მათ არსებობას, ინახავს მხოლოდ უარყოფით შთაბეჭდილებებს, მიუხედავად იმისა, რომ ისინი რეალობას არ შეესატყვისება;

5. დამახინჯებული დასკვნები: ფაქტების ნეგატიური და არასწორი ინტერპრეტაცია, ბუნებრივია, არასწორი დასკვნების გამოტანას გულისხმობს. მაგ., თუ მოზარდს ჰგონია, რომ კონკრეტულ ადამიანს არ უყვარს, ასკვნის, რომ მასთან საუბარი არც ღირს, ან თუ ფიქრობს, რომ ცუდი რამ ელოდება, ასკვნის, რომ ეს აუცილებლად მოხდება, „როგორც ყოველთვის”;

6. გაზვიადება და სათანადოდ შეუფასებლობა: აზვიადებს ცუდს და სათანადოდ ვერ აფასებს კარგს – ე წ „ჭოგრიტის ეფექტი”;

7. ემოციაზე დაფუძნებული დასკვნები: რწმენა, რომ უარყოფითი ემოციები ასახავს რეალობას – „რაკი ასე ვგრძნობ, მაშასადამე, ასეა”;

8. იარლიყი: ეს არის ერთეული შემთხვევიდან ზოგადი დასკვნის გამოტანის ექსტრემალური ფორმა. ნაცვლად იმისა, რომ აღწერო შენი და სხვისი გრძნობები, აკრავ იარლიყს. ეს იარლიყები შესაძლოა არაფრით იყოს გამყარებული, ერთეული შემთხვევებითაც კი;

9. პასუხისმგებლობის აღება მოვლენაზე, რომელიც მასზე არ არის დამოკიდებული: ეძიებს და პოულობს საკუთარ თავში მიზეზებს, რომლებმაც უარყოფითი მოვლენა გამოიწვია, მიუხედავად იმისა, რომ მასზე ზეგავლენის მოხდენა არ შეეძლო.
ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომების შემჩნევისას საჭიროა მოზარდისთვის კვალიფიციური დახმარების გაწევა. არ გეგონოთ, რომ პრობლემა თავისთავად მოგვარდება, რომ მშობელი ან მასწავლებელი მოახერხებენ დეპრესიული მდგომარეობიდან მოზარდის გამოყვანას. თეორიულად ეს შესაძლებელია, მაგრამ არც მშობელს და არც მასწავლებელს არ ეყოფათ ცოდნა, ენერგია და დრო მასთან კვალიფიციური და ინტენსიური მუშაობისთვის. დაიხმარეთ ფსიქოლოგი და თავადაც დაემარეთ მას.

რასაკვირველია, პედაგოგებს დიაგნოზის დასმას და მკურნალობას არავინ ავალებს, მაგრამ დეპრესიის სიმპტომებს მასწავლებელი უნდა იცნობდეს – მისი და სკოლის ფსიქოლოგის ინფორმაცია მნიშვნელოვანია სპეციალისტისთვის, რომელმაც ბავშვთან უნდა იმუშაოს.

თუ მოზარდს ფსიქოთერაპიული მკურნალობა დაენიშნა, თერაპევტი ვალდებულია, მშობელთან ერთად მასწავლებელთანაც ითანამშრომლოს. ამ პერიოდში თერაპევტი მოსწავლის ერთგვარი ადვოკატია და მას საგანმანათლებლო სისტემისგან „იცავს” – უხსნის მასწავლებელს და, საზოგადოდ, სკოლას დეპრესიული ეპიზოდის გავლენას მოზარდის საკოლო ცხოვრებაზე. თუ მოზარდს მიაჩნია, რომ სასკოლო ცხოვრება მას დამატებით სირთულეებს უქმნის და აღარ სურს სკოლაში სიარული, მასწავლებელმა, თერაპევტისა და სკოლის ფსიქოლოგის რეკომენდაციის გათვალისწინებით, მას უნდა შეუდგინოს ინდივიდუალური სამუშაო გეგმა, რომელიც შეიძლება შემდეგ ასპექტებს მოიცავდეს: სასწავლო დატვირთვის შემცირებას, შეფასების კრიტერიუმების გადახედვას, რომელიმე მასწავლებლის მიმაგრებას და სხვა. მოსწავლის ქცევისა და აკადემიური მოსწრების ცვლილების შესახებ აუცილებლად უნდა ეცნობოს თერაპევტს.

საზაფხულო არდადეგები – მოჩვენებითი დასვენება თუ შეუზღუდავი თავისუფლება -(პირველი ნაწილი)

0
ბავშვობაში ვფიქრობდი, რომ ზაფხული ძალიან მალე გადის. არდადეგების დასაწყისში მეჩვენებოდა, რომ სამ თვეში ყველაფრის მოსწრება შეიძლებოდა, აგვისტოში უცებ აღმოვაჩენდი, რომ სადაცაა ახალი სასწავლო წელი დაიწყებოდა, საზაფხულო დავალებების სია კი თითქმის ხელუხლებელი იყო. მუსიკალური სკოლის მოსწავლის მიერ შესასრულებელი სამუშაო  განსხვავდებოდა სტანდარტული სასკოლო საზაფხულო დავალებებისგან. დაწყებით კლასებში,  დღეში 2-3 საათი უნდა გამომეყო  ფორტეპიანოსთვის და უცნობი ნაწარმოებები გამერჩია-მესწავლა, ამომეხსნა მუსიკალური ამოცანები, მევარჯიშა სოლფეჯიოში, როგორმე დამემახსოვრებინა ცნობილი კომპოზიტორების დაბადებასა და სიკვდილს შორის მოქცეული წლები და ფაქტები… რა თქმა უნდა, ზაფხულის ძირითადი ნაწილი თვალსა და ხელს შუა შემომელეოდა, მხოლოდ აგვისტოში მახსენდებოდა მოახლოებული სექტემბერი და თითქმის ხელუხლებელი დავალებების გრძელი სია.

გავიდა დრო და ახლა ვცდილობ ჩემი შვილის საარდადეგებო დავალებების  შესრულებას  ვადევნო თვალი. გამოგიტყდებით, რამდენიმეფურცლიანი სიის ამოკითხვის შემდეგ ისევ ისეთი შეგრძნება მიჩნდება, როგორც ბავშვობაში – ზაფხულს მართმევენ!  

მაგრამ მე ხომ მარტო მშობელი არ ვარ, მასწავლებელიც ვარ. ამიტომ, ბუნებრივია, მიჩნდება კითხვა –  მაინც რა ტიპის საზაფხულო დავალება უნდა მივცეთ მოსწავლეებს,  რომ ზაფხულში ისევ სკოლაში სიარულის ტოლფასი დატვირთვა არ გამოუვიდეთ? 

ჩემი აზრით, საარდადეგებო დავალებების სია ისე უნდა შევადგინოთ, რომ მშობელს არ დასჭირდეს დასასვენებლად წასვლისას ნახევარი ბიბლიოთეკის ზურგზე მოკიდება (ყველას ხომ არ აქვს ელექტრონული წიგნები) ან ახალი სახელმძღვანელოების შეძენა (იმ სახელმძღვანელოების გარდა, რომლებიც მიღებული ცოდნის განსამტკიცებელი დამატებითი სავარჯიშოებითაა დაკომპლექტებული). მასწავლებელმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს ის ფაქტორიც, რომ ზაფხულის უმეტეს ნაწილს ბავშვები ქალაქგარეთ, ბებიებთან და ბაბუებთან ერთად ატარებენ, ამიტომ დავალებაში არაა სასურველი  CD-PLAYER-ის, კომპიუტერისა და მსგავსი აუდიო-ვიდეო აპარატურის ჩართვა. დავალება შეუსრულებელი დარჩება, მშობელი კი აუცილებლად გაღიზიანდება.

მასწავლებლების უმეტესობა მიიჩნევს, რომ სამი თვე ძალიან ბევრია დასვენებისთვის (ევროპაში იშვიათია მსგავსი გრძელვადიანი საზაფხულო არდადეგები. თუმცა ისიც გასათვალისწინებელია, რომ ევროპელები, განსაკუთრებით კათოლიკეები, წლის განმავლობაში უფრო ხშირად ისვენებენ, ვიდრე ქართველი მოსწავლეები), მოზარდის გონებას კი უკუსვლის თავიდან ასაცილებლად რეგულარული ვარჯიში სჭირდება.

ზარმაცი და არადამაკმაყოფილებელი აკადემიური მოსწრების მქონე  მოსწავლეებისთვის ზაფხული ხშირად გასული წლის პროგრამის დასაძლევ ბონუს-დროს წარმოადგენს.  მშობლებს ჰგონიათ, რომ რეპეტიტორის დახმარებით, მათი შვილები მთელი წლის მანძილზე დაგროვილ ,,კუდიანებს” ,,ფრიადებად” აქცევენ. ძალიან ძნელია ორ თვეში წლიური მასალის ხარისხიანად ათვისება და ასეც რომ იყოს, ზაფხულის მიწურულს ბავშვს აუცილებლად დასჭირდება კიდევ ერთი  არდადეგები, ოღონდ ამჯერად – ყოველგვარი მეცადინეობის გარეშე. 

მოსწავლეს, რომელსაც ათვისების ნელი ტემპი ან განსხვავებული სასწავლო უნარები აქვს და ამის გამო პროგრამას ჩამორჩება,  ფსიქოლოგების აზრით, განსაკუთრებით სჭირდება დასვენება,  რადგან სტანდარტული მონაცემების მქონე მოსწავლისაგან განსხვავებით, მათი ტვინი მთელი წლის განმავლობაში მეტად იყო დატვირთული. 

სასურველია,  საზაფხულო  დავალებები არ ჰგავდეს ტიპიურ სასკოლო დავალებას. უცხო ენა არასდროს მისწავლებია, მაგრამ ვფიქრობ რომ სახალისო და სასარგებლო დავალება მოსწავლისთვის ისეთი ტიპის სამუშაოს შესრულება იქნება, როგორიცაა მისი ცოდნის შესაბამისი სირთულის ტექსტის თარგმნა მშობლიურ ენაზე და, პირიქით, მარტივი ქართული საბავშვო მოთხრობის უცხო ენაზე გადათარგმნა.  დავაწესოთ სიგელები საუკეთესო თარგმანისა და საზაფხულო მთარგმნელობით კონკურში აქტიური მონაწილეობისთვის, რომელსაც მოსწავლეებს სექტემბერში გადავცემთ. შეგვიძლია მშობლებს ვურჩიოთ მულტფილმები და საბავშვო ფილმები კონკრეტულ ენაზე (თუ მათ ამის ტექნიკური რესურსი გააჩნიათ). საკითხავ მასალად შეგვიძლია შევურჩიოთ იმ ნაწარმოების უცხოენოვანი ვერსია, რომელიც მათ შვილებს მოსწონთ. თუ მშობელი ფლობს იმ ენას, რომელსაც მისი შვილი სწავლობს, მაშინ ამ ყველაფრის განხორციელება რეალურია.  მოსწავლეებს, რომლის მშობლებმაც არ იციან უცხო ენა, მასწავლებელმა ისეთი ტიპის დავალებები უნდა შეურჩიოს, მათი დამოუკიდებლად შესრულება რომ შეძლონ (ნახევრად  მზა, თანდართული ინსტრუქციებით, ტესტის მსგავსი).

ხელწერის გაუმჯობესების მიზნით,  დაწყებითი კლასის მოსწავლეებს ხშირად აძლევენ ლექსებს გადასაწერად.  ჩემი აზრით,  უმჯობესია ბავშვს ვათამაშოთ ,,მწერლობანა” – ვთხოვოთ მას საკუთარი მოთხრობების კრებულის შედგენა, ან დღიურის წარმოება (მაგალითად გამოდგება ,,ანა ფრანკის დღიური”, რომელიც ზაფხულში წასაკითხი ლიტერატურის სიასაც დაამშვენებდა). მოსწავლეები შეიძლება წავახალისოთ ლამაზი ალბომებით, რომელშიც მისი მომავალი წიგნი უნდა ჩაიწეროს. თუმცა  საკუთარი ხელით ,,დაკაბადონებულ” წიგნში მოქცეული ამბები უფრო მეტად დაამშვენებს საზაფხულო წიგნების გამოფენას, რომელიც შეგიძლიათ სკოლის ფოიეში მოაწყოთ… ესეც თქვენი წერით აზროვნებასა და კალიგრაფიაში ვარჯიში.

ჩემი აზრით, საკითხავი ლიტერატურის მოცულობა და თემატიკა აუცილებლად უნდა შეეფერებოდეს მოზარდის ასაკს და გათვლილი უნდა იყოს დღეში მისთვის დასათმობ სავარაუდო დროზე. ჩემთვის გაუგებარია, რატომ უნდა ვაიძულოთ თუნდაც საბაზო კლასების მოსწავლეები იკითხონ იმ ტიპის მხატვრული ლიტერატურა, როგორსაც სკოლაში სწავლობენ. სასურველია, ქართველი კლასიკოსები სასწავლო პროცესის მსვლელობის დროს  დამატებით საკითხავ ლიტერატურად მივცეთ მოსწავლეებს. აი, ვთქვათ, თუ პროგრამის მიხედვით უნდა გავიაროთ ილია ჭავჭავაძის პოემა – ,,განდეგილი” , მოსწავლეებს ვთხოვოთ, დასვენების დღეებში წაიკითხონ ამავე პოეტის ლექსები, ამოარჩიონ მათთვის საინტერესო რამდენიმე ნიმუში და წარადგინონ კლასთან. არდადეგებზე კი მოზარდს საშუალება უნდა მივცეთ, იკითხოს შედარებით მსუბუქი  ხასიათის, თუნდაც გასართობი (სათავგადასავლო, ფენტეზი  და სხვა ჟანრები) ქართული თუ საზღვარგარეთული მხატვრული ლიტერატურა, გავაცნოთ სხვა ქვეყნების ლიტერატურულ მემკვიდრეობას.

ზაფხულის განმავლობაში ბავშვს უნდა მოენატროს სკოლა. მაგრამ როგორ შეძლებს ამას, თუ ის პროცესები, რაც სკოლაში მიმდინარეობდა,  არასდროს შეწყდება? ნუთუ უფროსებს არ გაღიზიანებთ  ნანატრი შვებულების დროს სამსახურის საკითხებთან დაკავშირებული თუნდაც ერთი ტელეფონის ზარი?  მასწავლებლებსაც და მშობლებსაც გვეშინია, რომ ბავშვს არდადეგების განმავლობაში ყველაფერი დაავიწყდება, რაც წლის განმავლობაში ისწავლა. ფსიქოლოგების აზრით კი, წელიწადში ერთი თვით მაინც უნდა მივცეთ მოზარდს ყველაფრის დავიწყების უფლება. შემდეგ შეგვიძლია ზომიერად დავტვირთოთ მისი დღე საზაფხულო დავალებებით. 

დაწყებით კლასებში მეცადინეობის დროს აუცილებელია მშობლის თანადგომა. უფროსკლასელებს კი პასუხისმგებლობა და სხვა შინაგანი მოტივატორები უნდა აიძულებდეს საწერ მაგიდასთან დაჯდომას. ჩემი აზრით, თუ მეშვიდე-მერვე კლასამდე ბავშვი ძალით მიგყავდათ წიგნთან, უფროს კლასებში ამას ვეღარ მოახერხებთ. ამიტომ,  სანამ დროა, მშობლებმაც და მასწავლებლებმაც შინაგანი მოტივაციის ამაღლებაზე უნდა ვიზრუნოთ. ამას კი ვერაფრით შევძლებთ, თუ ზაფხულობით პატარებს სახლში გამოვკეტავთ.

როგორც მშობელი, შეცდომას ვუშვებდი, როცა ჩემს შვილს ზაფხულის უმეტეს ნაწილს დახუთულ ოთახში, საწერ მაგიდასთან ვატარებინებდი. ამიტომაც მომდევნო წერილში ფსიქოლოგების რჩევებს და პირად გამოცდილებას გაგიზიარებთ იმასთან დაკავშირებით, როგორ უნდა მოვამზადებინოთ საზაფხულო დავალებები შვილს ყოველგვარი ძალდატანების გარეშე.

როგორი უნდა იყოს მოზარდის ოთახი

0
ბავშვობიდან მოზარდობაში გადასვლისას იცვლება გემოვნება და მოთხოვნილებები. ეს არის პერიოდი, როდესაც დგება გარდატეხის ასაკი და ადამიანი ყოველნაირად ცდილობს თავის დამკვიდრებას. ერთ-ერთი სურვილი, რომელიც იმთავითვე უჩნდება მოზარდს, საკუთარი სივრცის შექმნაა. იგი უპირველესად სახლში ცდილობს სასურველი ადგილის პოვნას.

მშობლებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ ამ ასაკში მათ შვილს მულტიპლიკაციური პერსონაჟებით მოხატული შპალერი და ფარდები აღარ შეეფერება, პატივი სცენ მოზარდის გემოვნებას და ისიც ჩართონ საკუთარი სივრცის მოწყობაში.

სპეციალისტთა რჩევით, მოზარდის ოთახის ინტერიერი უფრო მეტად კაბინეტისას უნდა შეესაბამებოდეს, ვიდრე საბავშვო ოთახისას. სწორად შერჩეულმა და განლაგებულმა ავეჯმა არ უნდა გადატვირთოს ის; ამავე დროს ზედმიწევნით უნდა იყოს გათვალისწინებული კომფორტული მეცადინეობისა და დასვენებისთვის საჭირო ყველა ატრიბუტი. მოზარდს უნდა მიეცეს საშუალება, კედლები და, საზოგადოდ, ოთახი ისე გააფორმოს, როგორც თვითონ სურს.

უპირველესად, ოთახში უნდა გამოიყოს დასაძინებელი, სამეცადინო და მოსასვენებელ-გასართობი ზონები, ასევე – ადგილი ტევადი კარადებისთვის.

სამეცადინო ზონა ოთახის ყველაზე განათებულ ნაწილში უნდა დაიგეგმოს. ამასთან, საჭიროა, ეს კუთხე მოეწყოს ისე, რომ მუშაობის დროს დღის სინათლე ბავშვის ხელს მარცხნიდან ეცემოდეს (თუ ცაციაა – პირიქით, მარჯვენა მხრიდან), რათა თვალი არ დაიძაბოს. ფანჯრის პარალელურად მაგიდის დადგმა რეკომენდებული არ არის, რადგან პირდაპირი სხივები აბრმავებს ბავშვს. ფანჯრის მინები სუფთა უნდა იყოს, ფარდები – არც ისე სქელი. მაგიდის გვერდით, ფანჯრის რაფაზე, ქოთნით მაღალი მცენარეები არ უნდა იდგეს, რათა სამეცადინო კუთხის განათებას არაფერმა შეუშალოს ხელი.

მაგიდის ნათურა საწერი მაგიდის აუცილებელი ატრიბუტია. მისი სინათლე სამუშაო ზედაპირს მარცხნიდან უნდა ეცემოდეს. სიმძლავრე 75 ვატზე ნაკლები არ უნდა იყოს. აბაჟური აუცილებელია – მისი მეშვეობით მიიღება თანაბარი განათება, თანაც ბავშვს აღარ გაუღიზიანდება თვალი მანათობელი ძაფის ცქერით. მაგრამ მხოლოდ მაგიდის ნათურით განათება არაფრით არ შეიძლება! თუ ოთახის დანარჩენი ნაწილი ჩაბნელებულია, კონტრასტმა შესაძლოა თვალების სწრაფი დაღლა, ხოლო გარკვეული ხნის შემდეგ მხედველობის დაქვეითებაც გამოიწვიოს. 

მეცადინეობისას ბავშვს თვალი რომ არ გადაეღალოს, სინათლის წყაროს კომბინირება უნდა მოვახდინოთ, ანუ ერთმანეთის პარალელურად გამოვიყენოთ ცენტრალური და ადგილობრივი განათება – მაგიდის ნათურა და ჭაღი.
ასაკიდან, ხასიათიდან, განწყობიდან გამომდინარე, ინტერიერის შეცვლას მოზარდი ბევრჯერ მოინდომებს, ამიტომ უმჯობესია, მის ოთახში დავდგათ მოდულარული ავეჯი, რომლის დაშლა, კონფიგურაციის შეცვლა და აწყობა შესაძლებელი იქნება.

ამ ასაკში ბავშვი სწრაფად იზრდება, ამიტომ კარგი იქნება, თუ რეგულირებადი სიმაღლის სკამს შევურჩევთ. მაგიდა საკმაოდ დიდი უნდა იყოს საიმისოდ, რომ კომპიუტერიც დაიდგას და სასკოლო დავალებების სრულფასოვნად შესასრულებლადაც დარჩეს საკმარისი ადგილი. საუკეთესო გადაწყვეტაა კომპიუტერის მაგიდა, რომელსაც აქვს სპეციალური ნიშა ან თარო მონიტორისთვის და მოძრავი სადგამი კლავიატურისთვის, უჯრები და თაროები წიგნების, კომპიუტერის დისკებისა და სხვა წვრილმანებისთვის.

კარადა ტევადი უნდა იყოს. კარგი იქნება, თუ შევარჩევთ კომბინირებულ ვარიანტს, სადაც იქნება საკმაო ადგილი ტანსაცმლისთვის, აგრეთვე – ღია და დახურული თაროები წიგნების, სამშვენისების, სპორტული ინვენტარისა და სხვა საჭირო ნივთებისთვის.

ინტრიერის აუცილებელი ელემენტია მოსასვენებელი ადგილი, რადგან ამ ასაკში ძალიან იზრდება დატვირთვა სკოლაში. ბავშვს უნდა ჰქონდეს კომფორტული საწოლი. თუ ოთახის ფართობი მცირეა, შეიძლება გასაშლელი დივნის დადგმაც, მაგრამ ის აუცილებლად კომფორტული უნდა იყოს, ხოლო თუ სივრცე საკმარისია, კარგი იქნება, დაიდგას მომცრო  დივანი მოსასვენებლად.

მოზარდები ხშირად ცვლიან ავეჯის, კედლებზე ფოტოების ან პლაკატების განლაგებას. მშობლებს ვურჩევთ, ამით ზედმეტად ნუ გაღიზიანდებიან და ნუ აუკრძალავენ შვილებს საკუთარი გარემოს შექმნას.

რუკები და ტერიტორიები წიგნებისა და მკითხველებისთვის

0
ამ ბოლოს განსაკუთრებით შემიყვარდა აეროპორტებსა და თვითმფრინავებში კითხვა. ბავშვობაში ყოველთვის მქონდა ხოლმე ადგილი (ეს ადგილები იცვლებოდა ასაკის, სეზონისა და სხვა პირობების შესაბამისად), სადაც განსაკუთრებით კომფორტულად მოვკალათდებოდი და ვკითხულობდი და ვკითხულობდი. მერე და მერე,  სავალდებულო, აუცილებელი თუ სასურველი საკითხავი იმდენად დაგროვდა, რომ ნელ-ნელა გაქრა ადგილი და მისი მნიშვნელობა და დარჩა მხოლოდ საკითხავი. თუმცა, აი, დიდი ხანი არაა, მივხვდი, რომ სხვა დანარჩენი ყველაფრისგან მარტივად გამოყოფილმა  თუ დასაზღვრულმა ამ ადგილ(ებ)მა შეიძინა თავისი დამატებითი „მნიშვნელობა” და თვითმფრინავები და აეროპორტები ჩემთვის იქცა კითხვისთვის განსაკუთრებული კომფორტის ადგილად, სადაც, სხვა დანარჩენ ადგილებთან შედარებით, ყველაზე ნაკლებია ტექსტზე კონცენტრირებაში ხელის შემშლელი ფაქტორები.

ზოგადად, ძალიან სწრაფად ვკითხულობ, იშვიათი სისწრაფით, მაგრამ ფრენისას ხშირად საკუთარ თავსაც კი ვჯობნი ხოლმე. და, რაც მთავარია, ყველაზე მეტ სიამოვნებას სწორედ ფრენის დროს კითხვისას ვიღებ. იმაზე ფიქრს, თუ რა წავიკითხო, ადრევე ვიწყებ, თუმცა ასეთ დროს, ცხადია, დამატებითი კომფორტია ელექტრონული ბიბლიოთეკა და ადგილზე არჩევანი, რისი კითხვა გესიამოვნება აი, ამ კონკრეტულ ადგილას. მიუხედავად ჩემი საკმაოდ მდიდარი და მრავალფეროვანი ელექტრონული ბიბლიოთეკისა, ამჯერადაც, სახლიდან გასვლისას, ხელს ნაბეჭდი წიგნიც გავაყოლე. ძალიან ვჩქარობდი, დატვირთული  სამუშაო დღისა და რამდენიმე შეხვედრის შემდეგ, ბარგი ნაჩქარევად ჩავყარე და ვერ მოვასწარი, ნორმალურად დამეტენა ტელეფონი, რომელმაც თავისი საკითხავი აპლიკაციებით ამ ბოლოს არა თუ ნაბეჭდი წიგნები, ჩემი იოტა რიდერიც ჩამინაცვლა. ამიტომ სახლიდან გასვლისას ხელს მიშელ უელბეკის „რუკა და ტერიტორია” გავაყოლე. ამ ბოლოს სულ ვაპირებდი ქართული გამოცემის გადაკითხვას და გამიხარდა, რომ ხელში სწორედ „რუკა და ტერიტორია” მომხვდა… 

ჩემი 7 წლის უნახავი ძმის სანახავად მივდიოდი იტალიის ერთ პატარა, ზღვისპირა ქალაქში. ამ 7 წელიწადში დაგროვილ მონატრებას, ფიქრს, დარდსა და სიხარულს თითქოს ერთად განვიცდიდი და ისეთ ეიფორიას ვგრძნობდი, ცხოვრებაში, ან ძალიან ღრმა ბავშვობის შემდეგ რომ არ მიგრძვნია. თან გამუდმებით ვფიქრობდი ადამიანებს შორის მანძილზე, ამ მანძილზე დამოკიდებულ ურთიერთობებზე, იმ პირობითობაზე, რაც, ზოგადად, მანძილს განაპირობებს, ამ მანძილის შესაბამის დროზე, რომელიც ადამიანებს ცვლის და სწორედ ამ ფიქრების შესაბამის ერთგვარ Serendipity-ს მივაწერე ხელში შემთხვევით მოხვედრილი „რუკა და ტერიტორიაც”…

ჩავჯექი თუ არა თვითმფრინავში, სანამ აფრინდებოდა, კითხვა მანამდე დავიწყე, ერთი სული მქონდა, როდის გავთავისუფლდებოდი იმ, ზემოთ ხსენებული ფიქრებისგან. სტამბოლის აეროპორტში კითხვა დროებით შევწყვიტე, საინფორმაციო სააგენტოების  საიტებს გადავხედე და ჩავჯექი თუ არა ამჯერად უკვე ბოლონიისკენ მიმავალ თვითმფრინავში, ისევ უელბეკს მივუბრუნდი. წიგნიდან მხოლოდ რამდენჯერმე ავწიე თავი. თან გამუდმებით ჩემს ძმაზე ვფიქრობდი და ფანჯრისკენ მიბრუნებული სივრცეს უაზროდ ვუღიმოდი. გვერდით 50-ს გადაცილებული ჭაღარა იტალიელი კაცი მეჯდა. დაჯდა თუ არა, მანაც კითხვა დაიწყო და მერე არც ერთს არ მიგვიქცევია ერთმანეთისთვის ყურადღება… 

სანამ იტალიის მიწაზე დავეშვებოდით, ცოტა ხნით ადრე, თითქოს ღრუბლების უხილავ, მყარ კედელს შეასკდაო, თვითმფრინავმა ისეთი რყევა დაიწყო, ლამის წიგნი გამივარდა ხელიდან. თავის შესამაგრებლად ცალი ხელით, მთელი ძალით სავარძლის სახელურს მოვეჭიდე და ისე, რომ ჩემი უაზრო ღიმილი სახიდან არ მომშლია, ამჯერად, ფანჯრის ნაცვლად, გვერდით მჯდომ იტალიელს შევხედე. ისიც ერთი ხელით სავარძელში თავის შემაგრებას ცდილობდა და მე მიღიმოდა. ინსტინქტურად მის მეორე ხელში დახურულ წიგნზე გადავიტანე მზერა და ლამის მეორედ გამივარდა ჩემი წიგნი ხელიდან, ამჯერად უკვე გაოცებისგან: ყდაზე გამოსახული ფრთაგაშლილი თეთრი მტრედის ქვეშ წავიკითხე – Michel Houellebecq. La carta e il territorio.

არ ვიცი, რა მეწერა სახეზე, მაგრამ მასაც უცებ შეეცვალა გამომეტყველება და სასწრაფოდ დახედა წიგნს. რამდენიმე წამის განმავლობაში, დაბნეული ხან მე შემომხედავდა, ხან თავის წიგნს. ამასობაში ცოტა აზრზე მოვედი, თვითმფრინავმაც რყევა შეწყვიტა და ღიმილით დავამშვიდე, მეც ამავე წიგნს ვკითხულობ, ოღონდ ქართულად-მეთქი და ჩემი წიგნი გავუწოდე. ცოტა ხანს ათვალიერა, რამდენიმე იტალიური რეპლიკის თანხლებით. დამტვრეული ინგლისურით მითხრა, ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი ავტორიაო, ფილმის გადაღებაც კი მინდოდაო. მერე გადააკეთა, არა, ფილმებისო და ბოლოს მკითხა, შენი აზრით, ეს რა არის, რატომ შეხვდნენ ეს წიგნები ერთმანეთსო.

არ ვიცი, ალბათ ეს არის Serendipity და ასეთი შემთხვევები სტატისტიკას არ ექვემდებარება-მეთქი.  როგორც ჩანს, ყველა წიგნსა და მკითხველსაც საკუთარი რუკა და ტერიტორია აქვს-მეთქი, ვუპასუხე.

მართალი ხარო, – ისე მითხრა, თითქოს სხვა რაღაცაზე ფიქრობდა და ცოტა ხანში რატომღაც ფრანგულად დაამატა, – მართალი ხარ, ყველა წიგნსა და მკითხველს საკუთარი რუკა და ტერიტორია აქვსო.

ცოტა ვისაუბრეთ. ვუთხარი, 7 წლის უნახავი ძმის სანახავად მოვდივარ იტალიაში და ბოლო დღეებია, სულ იმ რუკასა და ტერიტორიაზე ვფიქრობ, ადამიანებს რომ აშორებს და აახლოებს-მეთქი. დროისა და მანძილის შესაბამისობასა და პირობითობაზე-მეთქი. არ მახსოვს, რაღაცნაირად გადავედით წიგნების შესაბამისობასა და პირობითობაზე. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, როგორ მპოულობენ წიგნებიო. წარმოუდგენელია, ზუსტად ასე მითხრა, თითქოს მე ვფიქრობდი. ეს შემთხვევით არ ხდებაო. მე მოვუყევი, როგორ მაჩუქა ბევრი წლის წინ, სტუდენტობისას, თბილისის წიგნის ბაზრობაზე უცნობმა ბიჭმა რატომღაც და მაინცდამაინც მარგერიტ დიურასის „კაშხალი წყნარი ოკეანის წინააღმდეგ”. მაშინ მე თვითონ დიურასის სხვა რომანს ვთარგმნიდი, არც ვიცოდი, ქართულად თუ იყო რამე თარგმნილი და ეს წიგნი თითქოს თავისით მოვიდა ჩემთან-მეთქი. ეს იდეალური მაგალითია იმისთვის, რასაც სულ ვამტკიცებო, მითხრა და რაღაც დაამატა იტალიურად. ხომ შეიძლება ეს, შენი დიურასის მაგალითი მეგობრებს ვუამბოო. რა თქმა უნდა-მეთქი… 

ამასობაში ჩვენი თვითმფრინავი დაეშვა. ისე დავემშვიდობეთ ერთმანეთს, სახელიც არ გვიკითხავს. ეს ამბავი ჩემს ძმასთან შეხვედრამ სრულიად გადამავიწყა და გამახსენდა მხოლოდ ახლა, იმ საუბრიდან რამდენიმე დღის შემდეგ, როცა ერთ-ერთ სოციალურ ქსელში ჩემი ყოფილი სტუდენტის შეტყობინება დამხვდა: „დიდი მადლობა, რომ ეს წიგნი იმდენჯერ ახსენეთ, რომ ბოლოს და ბოლოს წავიკითხე. მართლა მაგიური ავტორია და ვგრძნობ, დღეიდან ჩემი ცხოვრება შეიცვალაო.” მწერდა მართლა მაგიურ წიგნსა და მის მართლა ჯადოსან ავტორზე – ხულიო კორტასარზე, რომელმაც ჩემი ცხოვრებაც შეცვალა ბევრი წლის წინ (პირველ კურსზე ვიყავი, უნივერსიტეტის ბაღში ჩემი მეგობარი მახო თორია შემხვდა, აღფრთოვანებულმა კორტასარის „კლასობანას” წაკითხვა მირჩია და არც მოსვლია აზრად, ისე შეცვალა ჩემი ცხოვრება).

ასეა, ხვდებიან წიგნები მკითხველებს და ცვლიან მათ ცხოვრებას.  და ნამდვილად არის რაღაც მაგიური იმაში, თუ სად და როდის და ვისი დახმარებით გადაკვეთენ ერთმანეთს კონკრეტული წიგნისა და კონკრეტული მკითხველის ტერიტორიები; ვინ იქნება გეზის მიმცემი, თუნდაც რუკაზე მიმართულების მიმთითებელი წიგნისა თუ მკითხველისათვის, საკუთარზე უფრო საკუთარი ტერიტორიის აღმოსაჩენად. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ყველა ადამიანს, ყველა მეგობარს, ყველა მასწავლებელს, ვისი დახმარებითაც კონკრეტული წიგნები კონკრეტულ დროს აღმოჩნდნენ ჩემს ცხოვრებაში, ვინც თავისდაუნებურად იქცა ჩემი ცხოვრების შეცვლის მიზეზად. ნამდვილად არის ამაში რაღაც მაგიური, თითქოს კონკრეტულ წიგნს კი არ გიზიარებს ვიღაც, არამედ ჯადოსნურ გასაღებს გიდებს ხელებში და საკუთარ ტერიტორიაზე გითმობს ადგილს, ზუსტად იმ პლანეტაზე, სადაც ადამიანები ჯერ კიდევ ვერ იყოფენ ადგილს… ჩემთვის ამასაც სიკეთე ჰქვია და ცოტა უფრო მეტს რომ ვფიქრობდეთ და თითო ასეთ ჯადოსნურ გასაღებს ყველა ვურჩევდეთ ერთმანეთს, იქნებ მართლა შეცვლილიყო სამყარო უკეთესობისკენ… 

პ. ს. გული მწყდება, რომ ვერ მოვიფიქრე და ჩემი ქართული „რუკა და ტერიტორია” იმ იტალიელს არ ვაჩუქე. იქნებ ესეც მორიგ ჯადოსნურ გასაღებად უნდა ქცეულიყო მისთვის…

პ. პ. ს. ის ვიდეო თუ გინახავთ – თვითმფრინავების მოძრაობა დედამიწის გარშემო… როგორ მოძრაობს უამრავი მანათობელი წერტილი და მანათობელ კვალს ტოვებს სივრცეში… ასე არიან წიგნებიც, ოღონდ მათი ტრაექტორია უხილავია. ინაცვლებენ ტერიტორიიდან ტერიტორიაზე და ნაკლებად მანათობელ, მაგრამ ხშირად სამუდამო, წარუშლელ კვალს ტოვებენ.

რას მიქვიან ქვეყნის იმიჯზე ზრუნვა

0
ისე მოხდა, რომ ჩემი თაობა დროის ოცწლიან მონაკვეთში ორი პრეზიდენტის გარდაცვალებას მოესწრო. ჩვენ ბუნდოვნად გვახსოვს პირველი პრეზიდენტი – მხოლოდ ფოტო- და ვიდეოკადრებზე გვინახავს. ხანმოკლე იყო მისი ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდი: აბსოლუტური უმრავლესობით არჩეული ეროვნული მოძრაობის ლიდერი მალე იმ გადატრიალების მსხვერპლი გახდა, რომელსაც ცეკას ყოფილი მდივანი უნდა მოეყვანა ქვეყნის სათავეში.
კონტრასტი ხელშესახებია – საქართველოს სსრ-ის ცეკას ყოფილი მდივანი, საბჭოთა კავშირის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი VS ეროვნული მოძრაობის ხელმძღვანელი, მეცნიერი და მთარგმნელი. 

ჩვენი არჩევანის კონტრასტსაც ვგულისხმობ. თუმცა რაღა კონტრასტი, ეს ერთგვარად საკუთარი არჩევანის უკან წაღებაც იყო (ისევე, როგორც წლების წინ უკან გაიტანა ინტელიგენციის ზოგიერთმა წარმომადგენელმა „თვითმფრინავის ბიჭების” საქმეზე დაწერილი შეწყალების ტექსტი): იშვიათი გამონაკლისების გარდა, ჩვენი ხალხი ხომ – საყოველთაო ძალადობისგან დაშინებული, მასმედიის პროპაგანდისგან გაბრუებული, დასავლური პოლიტიკის მხარდაჭერით თვალახვეული – თითქმის ისეთივე განცდით, იმედითა და მოლოდინით მივიდა საარჩევნო ყუთთან ედუარდ შევარდნაძის ასარჩევად, როგორც ეს რამდენიმე წლის წინ ზვიად გამსახურდიას შემთხვევაში გააკეთა. 
ბევრმა შეიძლება გაიკვირვოს, – არჩევანის ღალატი რა შუაშია, თუ ერთი პოლიტიკოსის ნაცვლად მეორეს ავირჩევთო. დაგეთანხმებოდით, აქ ერთი, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ამბავი რომ არ იყოს – მოძალადისთვის, კანონიერად არჩეული ქვეყნის პრეზიდენტის დამხობაში ეჭვმიტანილი პირისთვის ხმის მიცემა, მისი ლეგიტიმაცია, მეტი რომ არ ვთქვათ, სამოქალაქო უსუსურობაა, ის პოზიცია, ჩათრევას რომ ჩაყოლას ამჯობინებ, და მერე თავიც შეგიძლია იმართლო.   
როგორ? – სხვა გამოსავალი არ იყოო, სახელმწიფო ინგრეოდაო, რამე გზა ხომ უნდა მოგვეძებნა, ქვეყანა რომ ომსა და ქაოსში, შიდადაპირისპირებასა და კრიზისში არ ჩარჩენილიყოო. როგორ ფიქრობთ, შეიარაღებული ფორმირებებისა და მისი მხარდამჭერი ინტელექტუალური ფრთის მიერ უალტერნატივოდ შემოთავაზებული კანდიდატურა გამოსავალი იყო? 
სულ რომ სახელგანთქმული დიპლომატი, მეოცე საუკუნის უმნიშვნელოვანესი პოლიტიკოსი და ცივი ომის დასრულების მაცნე ვეძახოთ, სამხედრო გადატრიალებით მოსული პერსონა იმთავითვე მიუღებელი უნდა ყოფილიყო ცივილიზებული სამყაროსთვის, რომელმაც რატომღაც ყურადღების ღირსად არ მიიჩნია ეს საკმაოდ შემაშფოთებელი (მათ ენაზე რომ ვთქვათ) შემთხვევა კავკასიაში.   
ამიტომაც ცოტა არ იყოს უცნაური მეჩვენა ქვეყნის მესამე, ემიგრაციაში მყოფი პრეზიდენტის სამძიმრის ტექსტი, სადაც ნათქვამია, რომ დღეიდან სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას გვერდით, მეორე პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის კუთხეც იქნებაო. ამით კი პატივს მივაგებ ზოგადად პრეზიდენტის ინსტიტუტს, რადგან ეს მე ვიყავი, ვინც, 2003 წელს, საზოგადოებისა და პოლიტიკოსების ნაწილის დაჟინებული მოთხოვნის მიუხედავად, შევარდნაძის სისხლის სამართლებრივ დევნაზე კატეგორიული უარი თქვა, რადგან პატივი ვეცი პრეზიდენტის ინსტიტუტსა და ქვეყნის იმიჯსო.
შერჩევითი პატივისცემა – დაახლოებით ასე გამოდის. აბა სხვანაირად როგორ შეიძლება აიხსნას ის, რომ დღემდე დაუდგენელია პირველი პრეზიდენტის დაღუპვის გარემოებები, ვერც ერთმა ხელისუფლებამ ვერ აიღო საკუთარ თავზე ამ საქმის გახსნა, და მერე კი უნდათ დაგვარწმუნონ, რომ სახელმწიფო ინსტიტუტებზე და ქვეყნის იმიჯზე ზრუნავენ. 
ვიღაცები შემახსენებენ, სწორედ მიხეილ სააკაშვილის დროს მოხდა პირველი პრეზიდენტის გადმოსვენება და პატივით დაკრძალვა მთაწმინდის პანთეონშიო. მართალია: მეორე პრეზიდენტის მიერ გამოტანილი განაჩენი – „პროვინციელი ფაშისტი” საკუთარ ქვეყანაში არ დაკრძალულიყო – მესამე პრეზიდენტმა დაარღვია. მაგრამ სიმართლე გითხრათ, მიცვალებულის პატივისცემაზე მეტად, მისი სახელის უკვდავსაყოფად ჩადენილ ათასგვარ ქმედებაზე მეტად, სიმართლის დადგენა ფასობს. ბოლოს და ბოლოს, ამას გვავალდებულებს კონსტიტუციაც და მორალიც. იქ, სადაც ყველას თვალწინ, დიდი უმრავლესობით არჩეული, მერე კი დევნილი და ნაღალატევი ქვეყნის პრეზიდენტი, ასეთ გაურკვეველ ვითარებაში იღუპება, სხვა – ჩვეულებრივი მოქალაქე – მშვიდად როგორ შეიძლება იყოს. ის ხომ უფრო მეტად დაუცველია, ხმაჩაწყვეტილი და შერიგებული უსამართლობას: პრეზიდენტის საქმეს არ იძიებენ და მე ვის დავკარგვივარო.
მიუკერძოებელ შეფასებას და სიმართლის დადგენას გვავალდებულებს ჩვენი შვილების თაობაც, რადგან გაყალბებული ისტორიის შესწავლა მათ ფასეულობებზე, ცხოვრების წესსა და შეხედულებებზე აისახება.  

   

…კვირა დღეს სამების ტაძრიდან გამოასვენებენ საქართველოს მეორე პრეზიდენტს, ადამიანს, რომლის ცეკას მდივნობის დროს დახვრეტის განაჩენი გამოუტანეს სრულიად უდანაშაულო სასულიერო პირს – მამა თეოდორე ჩიხლაძეს…

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...