





კონკურსები არ მიყვარს. კიდევ უფრო არ მიყვარს ლიტერატურული კონკურსები და კიდევ უფრო განსაკუთრებით _ ის ლიტერატურული კონკურსები, სადაც ამა თუ იმ ნაწარმოების ბედი ზარებით და მოკლე ტექსტური შეტყობინებებით წყდება. ხშირად მრჩება შთაბეჭდილება, რომ ერთმანეთს კონკრეტული ნაწარმოებები ან კონკურსანტები კი არა, მათი ახლობელი, ან მათზე შეყვარებული ადამიანები ეჯიბრებიან.
საქართველოში კი მსგავსი კონკურსები ძალიან უყვართ. ყოველ შემთხვევაში, მე ასე მეჩვენება. ჩვენ გვიყვარს, საჯაროდ გამოვხატოთ ჩვენი აზრი მაშინაც კი, როცა ამა თუ იმ მიმართულებით საუკეთესოდ ვერ ვერკვევით, ვიყოთ რადიკალურები, შევქმნათ კერპები, რათა სხვა კერპები დავამსხვრიოთ, ცოტა ხანში კი ჩვენივე შექმნილი კერპები აღარაფრად ჩავაგდოთ.
პროექტ „ჩემი წიგნის” საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გამოჩენას ბევრი შეხვდა აღტაცებით. მიუხედავად ჩემი სკეპტიკური დამოკიდებულებისა მსგავსი ტიპის შოუების მიმართ, რის შესახებაც ზემოთ უკვე მოგახსენეთ, მეც დიდი ინტერესით ველოდებოდი, როგორ დამთავრდებოდა წიგნებს, უფრო სწორად, მკითხველების ჭიდილი. რაც წიგნების მიმართ საკუთარი დამოკიდებულება გამაჩნია, მას შემდეგ მაქვს ჩემი წარმოდგენებიც ქართველი მკითხველების გამოვნების და ტექსტებთან ურთიერთობის შესახებ. პროგნოზიც გავაკეთე წინასწარ _ მეგონა, პროექტის გამარჯვებული „დიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენა” აღმოჩნდებოდა, ან „დათა თუთაშხია”, რადგან ჩემი პირადი დაკვირვება ცხადყოფს, რომ საქართველოში ადამიანები არაჩვეულებრივად დიდ სიყვარულს სწორედ ამ ორი წიგნის მიმართ განიცდიან.
ტექსტების ხარისხზე კამათს არ ვაპირებ. არც რომელიმე წიგნის მკითხველს განვსჯი. მე ღრმად მწამს, რომ წიგნისა და მწერლის მიმართ დამოკიდებულება ისეთივე ინდივიდუალური და პირადი რამაა, როგორც ღმერთის რწმენა, ან ურწმუნოება, როგორც პატრიოტიზმი, ან ის ერთადერთი და განუმეორებელი სიყვარული, რომლის გარეშე ცხოვრებაც ძნელი წარმოსადგენია. პროექტის გამარჯვებული ირაკლი ჩარკვიანის „მშვიდი ცურვა” (გამომცემლობა „ინტელექტი”) გახდა, რასაც დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა ინტერნეტსივრცეში. „მშვიდი ცურვა” წლების წინ წავიკითხე და მიუხედავად იმისა, რომ ის ჩემი საყვარელი წიგნების არათუ სამეულში, ათეულშიც კი არ შედის, მახსოვს მძაფრი შთაბეჭდილება და სიმწარის შეგრძნება, რომელიც მისი წაკითხვის შემდეგ დამრჩა.
„მშვიდი ცურვის” გამარჯვებამ გამახარა, გამახარა როგორც ადამიანი, რომელსაც უყვარდა და უყვარს ირაკლი ჩარკვიანი, რომელსაც „მეფის” მუსიკითა და ტექსტებით ხშირად გადაუგორებია მძიმე და მოსაწყენი დღეები, როგორც ადამიანი, რომლის თაობაც ირაკლი ჩარკვიანის გარეშე იქნებოდა ბევრად უფრო ნაკლებად თავისუფალი, ნაკლებად გახსნილი, ნაკლებად გამბედავი და მაძიებელი.
რა თქმა უნდა, შეუძლებელია, ლიტერატურული თვალსაზრისით შეადარო ერთმანეთს „ჯადოსნური მთა” და „მშვიდი ცურვა”. „ჩემი წიგნი”, თუ სწორად მესმის მისი არსი, მსოფლიოში საუკეთესო წიგნის გამოსავლენად არც ჩატარებულა. მისი მიზანი სულ სხვა რამ იყო _ ეჩვენებინა, რომელ წიგნს ირჩევს მკითხველი, უფრო კი, ახალი თაობის მკითხველი, რადგან თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით არჩევანის გაკეთება სწორედ ახალი თაობისთვის ჩვეული ხერხია. როცა გაბრაზებით ამბობენ, რომ „მშვიდი ცურვის” გამარჯვება „ჯადოსნური მთის” გვერდით უხერხული და უცნაურია, მე მეღიმება. აბა, დაფიქრდით _ რამდენ ადამიანს იცნობთ, ვისთვისაც „ჯადოსნური მთა” საყვარელი წიგნია? რამდენად შესაძლებლად მიგაჩნიათ, მკითხველთა ამ საკმაოდ მცირე ჯგუფს სახალხო პროექტი მოეგო?
მაგისტრატურაში სწავლის პერიოდში ერთ-ერთ ლექციაზე, რომელსაც რამდენიმე გადაღლილი, სამსახურიდან მომავალი გოგონა ვესწრებოდით, ლექტორმა, რომელიც იმ დროისთვის თავისი საგნის უბადლო სპეციალისტი, ოთხი შვილის დედა და რამდენიმე შვილიშვილის ბებია იყო, თანაგრძნობით გადმოგვხედა და გვითხრა: „ხომ ამბობენ, მოხუცია ცოდო, განსაკუთრებული მოპყრობა სჭირდება, ბავშვია სათუთი, მასთან ფრთხილად უნდა მოიქცე და ა.შ. – მე თქვენ მეცოდებით, ახალგაზრდები. ისეთი რთულია თქვენი ცხოვრება, იმდენი სტრესის გადატანა გიწევთ: ახლა იწყებთ მუშაობას, ვიღაც უფროსის და რაღაც სისტემის წესებს უნდა აუღოთ ალღო და მიეჩვიოთ; ახლა მოგწონთ ბიჭები, რომლებსაც, სავარაუდოდ, არც ისე კარგად ესმით თქვენი, თქვენ კი მათთან ყოფნას არაფერი გირჩევნიათ; ახლა უნდა ისწავლოთ ყველაზე მეტი, იმიტომ რომ მერე ამისთვის დრო არ გექნებათ, ცოდნის გარეშე კი ცხოვრება უფრო მძიმეა; გყავთ მშობლები, რომლებიც თქვენგან საოცრებებს ელიან, კონკრეტულ ქცევებს გკარნახობენ და თუ მათ რჩევას არ მიჰყევით, თავიანთი უკმაყოფილებით ხასიათს გიფუჭებენ; ბევრ ადამიანთან გიწევთ ურთიერთობა და შეიძლება, ისინი ჩათვალოთ მეგობრებად, ვინც სულაც არ არის თქვენი გულშემატკივარი… არ არის ადვილი, სულით და გულით მეცოდებით. ყველაზე რთული ახალგაზრდის ცხოვრებაა, ყველაზე რთული ცხოვრების ეს ეტაპია…” მახსოვს, როგორ გამიჭირდა იმ დილით საწოლიდან ადგომა, იმიტომ რომ გვიანობამდე ვმუშაობდი, არც საგანი მქონდა მაინცდამაინც კარგად ნასწავლი და ლექციაზე მისვლაც მეზარებოდა, სიმართლე რომ ითქვას. მახსოვს, როგორ გამიკვირდა ლექტორის თანაგრძნობა – არ ვართ უფროსებისგან ასეთ გაგებას ნაჩვევები, უფროსი თაობა ხომ, როგორც წესი, იმას ჩივის, რა ცუდად იქცევიან ახალგაზრდები. დღემდე, როცა ერთი სამსახურიდან მეორეში მივდივარ, ჩემ შვილებს საკმარის დროს ვერ ვუთმობ, საკუთარი თავისა და სასიამოვნო ამბებისთვის ვერ ვიცლი, რაღაც მაღიზიანებს, რაღაცას ვერ ვასწრებ და ვცდილობ, წონასწორობა არ დავკარგო და წინ სვლა განვაგრძო, სულ ეს სიტყვები ჩამესმის ყურში და ვეთანხმები იმ კარგ, გულისხმიერ ქალს. ნამდვილად არ არის ადვილი ეს ყველაფერი და ვინ იცის, შესაძლოა მართლაც ყველაზე რთული იყოს დალაგების, საკუთარი ადგილის პოვნის, სასიამოვნო და აუცილებელ საქმიანობებს შორის განაწილების ეს ეტაპი. კიდევ უფრო რთულია, როცა პირად ვნებებს მძიმე ამბები უდევს ფონად, როცა გარემოში, სადაც ცხოვრობ, თავს არაკომფორტულად და დაუცველად გრძნობ.
ცოტა ხნის წინ კიდევ ერთი შემზარავი ამბავი მოხდა – კახეთში მოსწავლე გოგონა სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გახდა მისივე თანასკოლელების მხრიდან. მსხვერპლთან შეხვედრას დღემდე ვერ ახერხებენ სოციალური მუშაკები, მშობლები კი მას სკოლაში დაბრუნებას და გაკვეთილებზე სიარულს აიძულებენ.
ამ ამბამდე ერთი კარგი ფოტოგრაფის ფოტო გავრცელდა, კახეთში გადაღებული ქორწილისა – 17 წლის პატარძალს, ლამაზს და მშვენიერს, თეთრ კაბაში გამოწყობილს, ხელში ფული ჩაუბღუჯავს და ცრემლები მოსდის – ამ დღეს მან პირველად ნახა თავისი მომავალი ქმარი. ამ დღეს გოგონა ვიღაცის ნებით გამოეთხოვა ბავშვობას და ოჯახურ ცხოვრებაში ჩაება. ვინ იცის, როგორი იქნება მომავალი, რომელიც მას არ აურჩევია.
ასეთი ამბები, სამწუხაროდ, ბევრია. ჩვენ ვლაპარაკობთ, ვწერთ, ვითვლით, აღშფოთებას ვერ ვმალავთ, ვცდილობთ, რაც შეიძლება მეტ ხალხს მივაწვდინოთ ხმა და ავუსხნათ, რომ ძალადობა დანაშაულია, რომ ნაადრევი ქორწინება დაუშვებელია, ძალადობის მსხვერპლს შესაბამისი რეაბილიტაცია სჭირდება, გვინდა, რაც შეიძლება მეტმა გოგონამ და ქალმა დაძლიოს უხერხულობისა და სირცხვილის გრძნობა და დააღწიოს თავი ძალადობრივ გარემოს, მაგრამ კონკრეტულ მსხვერპლებს ვერაფერს ვშველით. ისინი მაინც განიცდიან ძალადობას ოჯახის წევრების, მასწავლებლების, მეზობლების, ნათესავების, საზოგადოების მხრიდან და არა მხოლოდ ცალკეული პირები, არამედ სახელმწიფოც ვერ ახერხებს მათ დაცვას. ვერ ახერხებს აამოქმედოს კანონი, რომლითაც არასწრულწლოვანის ქორწინება დანაშაულია, მსხვერპლს კი სოციალური მუშაკის დახმარება გარანტირებული უნდა ჰქონდეს.
„ვის ეშინია თანამედროვე ქართული ლიტერატურის?” თუ ამ კითხვას (სხვა, ცნობილი კითხვის პერიფრაზს) დავსვამ, პასუხის ნაცვლად უამრავ სხვადასხვა კითხვას მივიღებ. მათ შორის ბევრს – ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლებისგან:
მოკლედ, ასე და ამგვარად.
ბევრი პირიქითაც იტყვის, საყვარელ ავტორებსაც დაასახელებს, იმასაც აღნიშნავს, უმთავრესად რით გამოირჩევიან თანამედროვე მწერლები, მაგრამ იქნებ ბოლოს დაატანოს: – ჰო, მაგრამ ძველები მაინც სხვა საფეხურზე იდგნენ!
რა თქმა უნდა, იმ გაკვეთილის ამბავს არ მოვყვები, როცა, შეშინებულმა და დამორცხვებულმა, საიდუმლოს გაზიარებასავით, უფრო სწორად, აღსარებასავით წავუკითხე ჩემს მეცხრეკლასელებს ლექსები. მინდა, სხვა გაკვეთილზე გიამბოთ და, საზოგადოდ, ჩემი გამოცდილება გაგიზიაროთ იმის შესახებ, რომ ხშირად თანამედროვე ლიტერატურა არა მხოლოდ საინტერესო გაკვეთილების ჩატარების საშუალებას, არამედ ზოგიერთ კლასიკურ ტექსტთან მისასვლელი მარშრუტის გზამკვლევსაც გვთავაზობს.
ჩემი გამოცდილებით, მოსწავლეებს ძალიან აინტერესებთ ის პოეტური ნაწარმოებები, რომლებიც მათ თანამედროვე გარემოში ან თუნდაც რამდენიმე წლით ადრე შეიქმნა. ამიტომაც არის, რომ ზვიად რატიანის, შალვა ბაკურაძის, ეკა ქევანიშვილის, მაია სარიშვილის, ლელა სამნიაშვილის და სხვა თანამედროვე ავტორთა შესახებ მომზადებული, თანამედროვე სალიტერატურო პროცესის, საზოგადოდ, ჩვენი ეპოქის ლიტერატურული კონტექსტის გასაცნობად დაგეგმილი გაკვეთილი ძალიან ინტერაქტიული, დინამიკური, დისკუსიითა და კამათით გაჯერებული გამოდის.
მიკერძოებად თუ არ ჩამითვლით, ვიტყვი, რომ თუკი რამე მნიშვნელოვანი იქმნება დღეს ჩვენს ქვეყანაში, პოეზია ერთ-ერთი მთავარია. მათ შორის – ახალგაზრდა ავტორთა შემოქმედებაც. გარდა დამოუკიდებელი მნიშვნელობისა, თანამედროვე ტექსტი ძალიან კარგად შეიძლება გამოვიყენოთ კლასიკურ ნაწარმოებებთან მიმართებით, ინტერტექსტუალური, პარალელური აზროვნების გასავითარებლად.
მაგალითად, დავით გურამიშვილის პოეტიკას ხსნით? ან ქართულ ჰიმნოგრაფიაზე საუბრობთ? იქნებ შალვა ბაკურაძის პოეზიაც წაუკითხოთ ან მოასმენინოთ ბავშვებს (საბედნიეროდ, თანამედროვე ტექნოლოგიები მრავალფეროვანი რესურსების გამოყენების საშუალებას იძლევა).
ვფიქრობ, საინტერესო იქნება განსხვავებისა თუ მსგავსების პოვნა და აღნიშვნა სხვადასხვა პერიოდისა თუ ეპოქის პატრიოტული ნარატივის ლექსებს შორის. ამ თემატიკაზე საუბრისას აუცილებლად გაიხსენეთ ზაზა თვარაძე და პაატა შამუგია.
განსაკუთრებით საინტერესოა თანამედროვე პოეზიის მოხმობა მაშინ, როდესაც ქართული ლექსწყობის სისტემებზე, პოეზიის ჟანრებსა თუ ლექსის ტიპებზე საუბრობთ. როგორ განვითარდა ქართული რითმა ბორენა დედოფლის ცნობილი იამბიკოდან, მაგალითად, რატი ამაღლობლის, რეზო გეთიაშვილის, გიორგი საჯაიას ან გიორგი ლობჟანიძის პოეტიკამდე, ანდა სიმბოლისტების მიერ ლექსის ევროპული ფორმების შემოტანის ტრადიცია როგორ გააგრძელა შოთა იათაშვილმა, ხოლო თუ ქართველ მეფეთა პოეზია სპარსული ლექსის ტკბილხმოვანებით იკვებებოდა, როგორ გამოიყენეს იაპონური სალექსო ფორმები – ტანკა თუ ჰაიკუ თანამედროვე ავტორებმა.
მოკლედ, მე მხოლოდ რამდენიმე მინიშნება მოგეცით, დანარჩენი თავად მოიფიქრეთ.
უამრავი საინტერესო ავტორი არ მიხსენებია, უკვე ცნობილი და ძალიან კარგი პოეტები. თავად წაიკითხეთ ლიტერატურულ პერიოდიკაში, ინტერნეტში… აუცილებლად სცადეთ მათი მოძებნა.
პ.ს. პუნქტუაციაზე საუბრისას იქნებ გამოგადგეთ პაატა შამუგიას ეს მოსწრებული ფრაზა:
მაიკლ ბარბერი
პასუხისმგებლობა და სისტემის ცვლილება
როდესაც საუბარი განათლებაში პასუხისმგებლობისა და ანგარიშვალდებულების სისტემის ადგილს ეხება, თვალსაჩინოებისთვის უკეთესი იქნება მისი გრაფიკული სახით წარმოდგენა.
მიზანი |
აქტივობა |
მეთოდი
|
ვადა |
განხორციელებაზე პასუხისმგებელი პირი |
დადასტურება |
შენიშვნა |
1. ერთი წლის მანძილზე დაგეგმილი აქტივობების შედეგების |
შუალედური შეფასება |
1.ადმინისტრაციული მონაცემების ანალიზი; 2. მეორადი მონაცემების ანალიზი; 3. გამოკითხვა; 4. SWOT ანალიზი
|
1. – 2. –
|
დირექტორი |
ანგარიშები; კითხვარები; ადმინისტრაციული მონაცემები |
|
1. სტრატეგიული გეგმის ანალიზი |
კომპლექსური შეფასება |
1. ექსპერტული შეფასება; 2. გამოკითხვა; 3. მონაცემების რაოდენობრივი და თვისებრივი |
– |
დირექტორი |
ანგარიშები; კითხვარები; ადმინისტრაციული მონაცემები |
|
2014 წელი განსაკუთრებით მძიმე აღმოჩნდა ქალებისა და მთელი საზოგადოებისათვის. ათი თვის განმავლობაში ოჯახურ ძალადობას სულ მცირე ოცდაოთხი ქალი ემსხვერპლა. ალბათ უამრავი სხვა მსგავსი შემთხვევის შესახებ ინფორმაცია ჩვენთვის ხელმისაწვდომი არ არის, დამალულია. საპოლიციო უწყებები მეტწილად უძლურნი აღმოჩნდნენ და ვერ მოახერხეს უამრავი ტრაგედიის თავიდან აცილება. საუბედუროდ, საზოგადოების არც თუ ისე მცირე ნაწილი დუმილს ამჯობინებს და პრობლემის აღიარებისგან თავს იკავებს. მეტიც, ზოგიერთი მოძალადის გამართლებასაც კი ცდილობს. მათი არგუმენტები მანკიერ, შუა საუკუნეების ეპოქაში დამკვიდრებულ კულტურულ სტანდარტებს ეფუძნება.
ვის ეკისრება პასუხისმგებლობა მასობრივი ძალადობის წახალისებაზე???
ბუნებრივია, უსამართლობა იქნებოდა, რომ მხოლოდ პოლიტიკოსები და სამართალდამცველები დაგვედანაშაულებინა. ვერც მხოლოდ განათლების სისტემის წარმომადგენლებს მივუთითებთ საბედისწერო შეცდომებზე. ქალებზე ძალადობა საყოველთაო სენია და მის გაღვივებაში თითოეულ ჩვენგანს მიგვიძღვის წვლილი.
აღსანიშნავია, რომ ძალადობას მხოლოდ ფიზიკური ან ფსიქოლოგიური ზეწოლის სახე არ აქვს. ის მხოლოდ ოჯახში ან მცირე სოციალურ ჯგუფებში არ ვლინდება. ქალებზე ძალადობა გაცილებით მასშტაბურია და ეკონომიკურ სივრცეშიც ღრმად იჭრება. ვფიქრობ, ეკონომიკური ჩაგვრა ქმნის ნოყიერ ნიადაგს ყველა სხვა ტიპის უბედურებისთვის. ცოტა ხნის წინ ქართველმა ქალმა აქტივისტებმა მოგვიწოდეს: „თუ კაცებს ფემინისტურ საკითხებზე პროფესიონალურ აზრს გეკითხებიან, შეეცადეთ, გადაამისამართოთ ქალ პროფესიონალებთან”. შრომით დისკრიმინაციას მე საყოველთაო პრობლემად განვიხილავ. ამიტომ გავბედავ და რამდენიმე სიტყვას მოგახსენებთ აღნიშნულ საკითხზე.
დავიწყოთ სტატისტიკური მონაცემებით. რამდენიმე თვის წინ „საქსტატმა” გვაცნობა, რომ საქართველოში ქალი იღებს 50%-ით ნაკლებ ჯამაგირს, ვიდრე კაცი ზუსტად იმავე სამუშაოს შესრულებისათვის. ევროპაში ანალოგიური მაჩვენებელი მხოლოდ 15-22%-ს უტოლდება. ამგვარი უთანასწორობას ხაზს უსვამს კიდევ ერთი კვლევა. IDFI-ის მონაცემებით სახელმწიფო, საჯარო დაწესებულებებში დასაქმებულთა 70%-ზე მეტი მამაკაცია, დაქირავებულ ქალთა რაოდენობა კი მხოლოდ 29%-ს უტოლდება. ამას ემატება ისიც, რომ ამავე სტრუქტურებში ხელმძღვანელ პოზიციათა 80%-ზე მხოლოდ მამაკაცები ინიშნებიან. რაც მთავარია, უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში საქართველოშიც და მის ფარგლებს გარეთაც უმაღლესი განათლების მომპოვებელთა შორის ქალები შესამჩნევად დაწინაურდნენ.
მაშასადამე, გამოდის, რომ მიუხედავად კვალიფიკაციისა, დისკრიმინირებული სქესის წარმომადგენლები ვერც დასაქმების თვალსაზრისით აღწევენ განსაკუთრებულ წარმატებას, დაწინაურების შანსებიც ნაკლები აქვთ და ვერც ადეკვატურ ანაზღაურებას იმსახურებენ.
დარწმუნებული ვარ, შეგაშფოთებთ ის კონკრეტული მაგალითებიც, რომლებსაც ახლა შეგახსენებთ. ერთი თვის წინ „ნეტგაზეთის” ვებგვერდზე გამოქვეყნდა ნინო ბაქრაძის ჩართული გაუმჟღავნებელი დაკვირვება. მკვლევარმა სამკერვალო ფაბრიკებში არსებული შრომის პირობების შესწავლა გადაწყვიტა. საფეიქრო მრეწველობაში დასაქმებულთა უდიდესი ნაწილი (80-85%) ხომ ქალია. კვლევის შედეგები შემაშფოთებელია. ერთ-ერთი ამგვარი საწარმოს მიერ დაქირავებული პირები ყოველდღიურად ათი საათი მუშაობენ, არ იღებენ ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურებას, ვერ სარგებლობენ შრომის კოდექსით გათვალისწინებული დასვენების დღეებით. სამუშაოს შესრულება კი ხანდახან შაბათობითაც უწევთ. ფაბრიკაში სათანადოდ დაცული არ არის ჰიგიენურ-სანიტარული ნორმები, მუშები არ არიან უზრუნველყოფილნი ხარისხიანი სპეციალური სამოსითა და ერთჯერადი კვებით. გაინტერესებთ რამდენია ფეიქარი ქალების ყოველთვიური ჯამაგირი? მხოლოდ 230 ლარი. სამაგიეროდ, ამ საწარმოებში დამზადებული ათასობით ერთეული ტანსაცმელი უძვირესად იყიდება ონლაინმაღაზიებში. ვინ უცხადებს სოლიდარობას ამ ადამიანებს? რატომ არ ქმნის სახელმწიფო ამ პრობლემების დასარეგულირებლად შრომის ინსპექციას ან გენდერის ოფიცრის ინსტიტუტს? ეს კითხვები პასუხგაუცემელია. ამ კითხვებზე საპასუხოდ არავინ შეიწუხებს თავს, თუ ვინმე სხვების დასაცავად მოქმედებას არ დაიწყებს.
დარწმუნებული ვარ, რომ თქვენთვის, ქართველი მასწავლებლებისთვის ჩემი სათქმელი აბსოლუტურად გასაგებია. თქვენი უდიდესი უმრავლესობაც ხომ არაადეკვატურ ანაზღაურებას იღებს, უმძიმეს სოციალურ პირობებში ცდილობს პროფესიონალიზმის შენარჩუნებას. მიუხედავად ყველაფრისა, უამრავ დაუსაბუთებელ საყვედურს იღებს ზოგიერთი უცნაური, არაფრისგამკეთებული ადამიანისაგან.