რას მოგვითხრობს გეოგრაფიული სახელები
გეოგრაფიული სახელების გარეშე რუკა მუნჯია. ნეტავი, რამდენი გეოგრაფიული სახელია დედამიწაზე? უთვალავი, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით.
ხაზოვანი და სვეტოვანი დიაგრამები და მათი გამოყენება სასწავლო პროცესში


გეოგრაფიის სწავლება სასწავლო თამაშების გამოყენებით
თანამედროვე მსოფლიო საგანმანათლებლო პოლიტიკის ძირითადი მიმართულება მოსწავლეზე ორიენტირებული განათლებაა. ამის კვალობაზე, სასურველია, სწავლების მეთოდიკაც მოსწავლეზე ორიენტირებული, ანუ ინტერაქციული იყოს.
რაზე მიუთითებს დემოგრაფიული მაჩვენებლები და როგორ წავიკითხოთ მოსახლეობის პირამიდა
რა უნდა ვიცოდეთ მოსახლეობის შესახებ და როგორ უნდა შევასწავლოთ ეს საინტერესო თემა მოსწავლეებს? ძნელი სათქმელია, რა კუთხით ჯობს ამ საკითხის შესწავლა, რადგან მოსახლეობა იმდენად მრავალფეროვანია, რომ ძნელია, საჭიროასპექტი შეარჩიო. ჩვენ ზოგადი საფუძვლებით დავიწყებთ.
ძირითადი ცნებები, რომლებიც უნდავიცოდეთ, არის:
- შობადობა = დაბადებულთა რიცხვი1000 კაცზე;
- სიკვდილიანობა = გარდაცვლილთა რიცხვი1000 კაცზე;
- ბუნებრივი მატება = შობადობას-სიკვდილიანობა;
- ჩვილ ბავშვთა მოკვდავობა = 1 წლამდე გარდაცვლილ ბავშვთა შეფარდება ყოველ 1000 დაბადებულთან;
- ბავშვთა მოკვდაობა = 5 წლამდე გარდაცვლილ ბავშვთა შეფარდება ყოველ 1000 დაბადებულთან;
- ნაყოფიერების/ფერტილობის ჯამური კოეფიციენტი = დაბადებულთა საშუალო რიცხვი ყოველ 1000 ქალზე;
- სიცოცხლის ხანგრძლივობა = იმ წლების საშუალო ოდენობა, რომლებიც მოსალოდნელია იცოცხლოს ადამიანმა.
თუ ყველა მონაცემი, გარდა უკანასკნელისა, მაღალია, ვსაუბრობთ განვითარებად ქვეყანაზე, თუ დაბალი – განვითარებულზე.
ამის საპირისპიროდ, თუ მოსახლეობის სიცოცხლის ხანგრძლივობა მაღალია, ეს შეიძლება იყოს განვითარებულობის მაჩვენებელი და პირიქით.
ამდენად, თითოეული ზემოთ მოყვანილი დემოგრაფიული მაჩვენებელი შეიძლება განვითარების ინდიკატორად გამოვიყენოთ, თუმცა ისინი ვერ იქნება ერთმნიშვნელოვნად მკაფიო, რადგან გვხვდება ანომალიებიც. ამის მაგალითად გამოდგება საქართველო, სადაც შობადობა დაბალია, მაგრამ ის ვერ ჩაითვლება განვითარებულ ქვეყნად.
ჩამოვთვალოთ ასეთი კანონზომიერების განმაპირობებელი ფაქტორები: დაზღვევა, განათლება, ტექნოლოგიური მიღწევები, ბავშვის აღზრდის ფასი (განათლება, ჯანმრთელობა, მშობლების მიერ მასთან გატარებული დრო), ვაქცინაცია, ქალთა სტატუსი, საცხოვრებელი ადგილი (სოფელი/ქალაქი), მედიცინის მიღწევები, ჯანდაცვის სისტემა, რელიგია…
ამრიგად, შეიძლება ითქვას, რომ განვითარებული ქვეყნების მახასიათებელია დაბალი შობადობა, სიკვდილიანობა, ჩვილთა და ბავშვთა მოკვდავობა, ნაყოფიერების კოეფიციენტი და მაღალი სიცოცხლის ხანგრძლივობა.
მოსახლეობის სქესობრივ-ასაკობრივი პირამიდაარის სვეტოვანი დიაგრამა, რომელიც ასახავს მოსახლეობის სურათს კონკრეტული წლისთვის.
განვითარებად რეგიონებში – ისეთებში, როგორებიცაა აფრიკა, აზია, ლათინური ამერიკა და ოკეანეთი – პირამიდები შეიძლება სხვადასხვა ტიპისა იყოს, მაგრამ სწორედ მათი ფორმის გამო ეწოდება ამ დიაგრამას პირამიდა.
მნიშვნელოვან მახასიათებლებად შეიძლება მივიჩნიოთ მოსახლეობის სქესობრივი და ასაკობრივი სტრუქტურა, მისი გავრცელება დედამიწაზე. ყველაზე ნათლად მოსახლეობის სტრუქტურა გრაფიკულად სქესობრივ-ასაკობრივი პირამიდებით გამოისახება. მასზე თითოეული სქესის ყოველი (ძირითადად – 5-წლიანი) ასაკობრივი ჯგუფი გამოსახულია ვერტიკალური ღერძიდან ორივე მიმართულებით მიმავალი ჰორიზონტალური სვეტებით. მიღებულია, რომ გრაფიკზე მარცხნივ მამაკაცები გამოვსახოთ, ხოლო მარჯვნივ – ქალები. ვერტიკალურ ღერძზე ან ასაკი მოინიშნება (პირველი პირამიდა), ან ასაკობრივი ჯგუფის შესაბამისი დაბადების თარიღი (მეორე პირამიდა). რაც შეეხება ჰორიზონტალურ ღერძს, მასზე ან მოსახლეობის პროცენტები, ან აბსოლუტური მაჩვენებელია გამოსახული.
იმისთვის, რომ გავარჩიოთ, სახელდობრ რატიპისინფორმაციააასახულიმოსახლეობის პირამიდაზე, ყურადღებით უნდაწავიკითხოთ მინაწერები და მხოლოდ ამის შემდეგ დავიწყოთ მისი გააანალიზება.
ანალიზისთვის კი საჭიროა, გამოსახული ინფორმაცია ნაწილებად დავყოთ და ყურადღება თითოეულ ელემენტზე გავამახვილოთ.
ძირითად ელემენტებად შეიძლება მივიჩნიოთ ფუძე, გვერდები და კენწერო.
თუ შევხედავთ პირველ პირამიდას და დავფიქრდებით, რას ასახავს იგი, შეიძლება ითქვას, რომ ამ ქვეყანაში მოსახლეობა გაიზრდება. რატომ? იმიტომ, რომ თუ პირამიდის ფუძე განიერია; ფერტილურ/ნაყოფიერ ასაკში მყოფი მოსახლეობის რიცხვი დიდია და იზრდება, რადგან ქვედა ასაკობრივი ჯგუფი კიდევ უფრო განიერია. სწორედ ეს ჯგუფია, რომელსაც შეუძლია გამრავლდეს. პირამიდის გვერდები შეზნექილია, რაც იმის მაჩვენებელია, რომ რაც უფრო განიერია საფეხური თითოეულ ხუთწლიან ასაკობრივ ჯგუფს შორის, მით მაღალია სიკვდილიანობა – სავარაუდოდ, მოსახლეობის ეს ნაწილი შემდგომ ასაკობრივ ჯგუფამდე ვერ აღწევს. ვიწრო კენწერო კი მიუთითებს, რომ მოსახლეობის მხოლოდ მცირე ნაწილი თუ აღწევს ხანდაზმულ ასაკს. ამრიგად, სიცოცხლის ხანგრძლივობა დაბალია. დასკვნის სახით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ქვეყანა განვითარებადია.
ნახ.1. ნახ.2.


თუ მეორე პირამიდას შევხედავთ, შევამჩნევთ, რომ ბუნებრივი მატება დაბალია. რატომ? პირამიდისფუძე ვიწროა, რაც დაბალი შობადობის მაჩვენებელია, ხოლო ის, რომ ყოველი ხუთწლიანი ჯგუფის შემდეგ პირამიდის საფეხურები არ ვიწროვდება, დაბალ სიკვდილიანობაზე მიუთითებს. ისინი არათუ არ ვიწროვდება, არამედ პირველი 15 წლის განმავლობაში ყოველი წინა ასაკობრივი ჯგუფი მომდევნოზე ვიწროა. მაშასადამე, 0-დან 4 წლამდე ასაკობრივი ჯგუფი უფრო მცირეა, ვიდრე 5-დან 9 და 10-დან 14 წლამდე ასაკობრივი ჯგუფები, რაც არა მატებაზე, არამედ მოსახლეობის კლებაზე მიუთითებს.
გვერდები ჩაზნექილი არაა, პირიქით, შუა ასაკობრივ ჯგუფებში ის ამოზნექილია, რაც იმაზე მიუთითებს, რომ სიკვდილიანობა დაბალია და მოსახლეობის ქვედა ასაკობრივი ჯგუფი თავისუფლად გადადის შემდეგში და რომ წინა წლებში ეს ასაკობრივი ჯგუფი უფრო მრავალრიცხოვანიც კი იყო. პირამიდისკენწეროში ფართო სვეტები კი იმაზე მეტყველებს, რომ სიცოცხლის ხანგრძლივობა მაღალია და ხანდაზმულთა წილი მოსახლეობაში – მნიშვნელოვანი, რაც ჯანდაცვის მაღალი ხარისხის მაჩვენებელია. ამ ტიპის პირამიდა შეიძლება ჰქონდეს აშშ-სა და კანადას, ჩრდილოეთი, ცენტრალური, დასავლეთი და სამხრეთი ევროპის ქვეყნებს, ავსტრალიას, ახალ ზელანდიას და იაპონიას. თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ ამ პირამიდაზე განვითარებული ქვეყანაა გამოსახული.
გარდა ამ სამი ძირითადი ელემენტისა, ჩვენ შეგვიძლია, პირამიდებზე სხვა ინფორმაციაც ამოვიკითხოთ. ესენია ე.წ. ანომალიები, რაც ზოგადი ტენდენციიდან, კანონზომიერებიდან გადახვევას გულისხმობს.
ნახ.3. ბაჰრეინი, 2011

თუ ბაჰრეინის სქესობრივ-ასაკობრივ პირამიდას დავაკვირდებით, დავინახავთ, რომ მას ზემოთ განხილულთაგან განსხვავებული ფორმა აქვს და მისი გვერდები აშკარად სხვა მოხაზულობისაა. განსაკუთრებით თვალშისაცემია ეს გამოზნექა კაცების მხარეს. ეს შეიძლება აიხსნას მაღალი იმიგრაციით, განსაკუთრებით – შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცებში. რაკი ვიცით, რომ ბაჰრეინი ნავთობით მდიდარი ქვეყანაა, შეგვიძლია ავხსნათ, რატომ არის მიგრაციული ნაკადი სწორედ ამ ასაკობრივ და სქესობრივ ჯგუფში. რაც შეეხება შედარებით ნაკლებ გამოზნექას ქალების ნაწილში, ეს იმით აიხსნება, რომ ქალთა შრომის ბაზარი ამ ქვეყანაში არ არის მიმზიდველი და ეს შედარებით მცირე ნამატი შესაძლოა მოდიოდეს სამუშაოს მაძიებელი მამაკაცების მეუღლეთა წილად, რომლებიც მათთან ერთად ჩამოვიდნენ ქვეყანაში.
ნახ.4. ჩინეთი, 2010

ჩინეთის მოსახლეობის პირამიდაც განსხვავდება დანარჩენებისგან, რადგან მასში ნათლად ჩანს ერთი შვილის პოლიტიკის (ანტინატალისტური დემოგრაფიული პოლიტიკა) შედეგები. ვხედავთ, რომ 40-იოდე წლის წინ მოსახლეობამ მკვეთრად დაიწყო კლება, რასაც 40-44 წლის ასაკობრივ ჯგუფზე ახალგაზრდებში შესამჩნევი შევიწროებით ვადგენთ. სწორედ მე-20 საუკუნის 70-იან წლებში გამკაცრდა დემოგრაფიული პოლიტიკა და დაიწყო მისი დანერგვა. თუმცა უცნაურია შემდგომი გაფართოება, რაც შეიძლება აიხსნას გაფართოებული აღწარმოების გამოძახილად, ანუ უკვე დაბადებულები იყვნენ, ხოლო 20 წლის შემდეგ ქორწინების ასაკში შევიდნენ და, შესაბამისად, ბავშვები იყოლიეს ამ ასაკობრივი ჯგუფის წარმომადგენლებმა. თუნდაც ერთი შვილის პოლიტიკის პირობებში აბსოლუტური რაოდენობა დიდი აღმოჩნდა და ამ პირამიდაზე 20-24-წლიანთა ასაკობრივმა ჯგუფმა გამოზნექილი ფორმა მიიღო. ამის შემდეგ კი შობადობის კლება გრძელდება.
ასევე არ შეიძლება არ შევნიშნოთ, რომ ახალდაბადებულებსა და, საზოგადოდ, ახალგაზრდებში მამაკაცების რაოდენობა ქალებისას ბუნებრივზე მეტად აღემატება. ამის მიზეზი სწორედ ერთი შვილის პოლიტიკაა. ამგვარი შეზღუდვების პირობებში წყვილები ამჯობინებენ, ვაჟიშვილები იყოლიონ და ხშირია აბორტი სქესის შერჩევით. ტრადიციულ საზოგადოებაში ვაჟიშვილი ნიშნავს გვარის გამაგრძელებელს, ასევე – სიბერეში მშობლებზე მზრუნველს, რადგან მათ ცოლი ოჯახში მოჰყავთ, ხოლო გოგონები თხოვდებიან.
ნახ.5. გერმანია, 2000 წელი

მოსახლეობა მილიონებში
რა ანომალია შეიძლება დავინახოთ ამ პირამიდაზე? რა თქმა უნდა, ვიცით, რომ, საზოგადოდ, განვითარებულ ქვეყნებში ქალთა სიცოცხლის ხანგრძლივობა მამაკაცებისას ჭარბობს, მაგრამ ამ შემთხვევაში ძალიან დიდ სხვაობაზეა საუბარი. ამის ახსნა შეიძლება მეორე მსოფლიო ომით, რომლის დროსაც უმთავრესად მამაკაცების გენოფონდი განადგურდა.
მგონია, რომ ამიერიდან მოსახლეობის პირამიდის გააანალიზებისას ყურადღებას მიაქცევთ მის ფუძეს, გვერდებს, სიმაღლეს, იფიქრებთ იმაზეც, იკვეთება თუ არა რაიმე ანომალია და შეეცდებით მის ახსნას. ინტერნეტით შეგიძლიათ არაერთი სქესობრივ-ასაკობრივი პირამიდის მოძიება ამ საკითხებზე უკეთ სავარჯიშოდ. რა თქმა უნდა, უმჯობესი იქნება სხვადასხვა ტიპის ქვეყნების არჩევა, რათა ვარჯიში უფრო საინტერესოდ წარიმართოს.
გთავაზობთ ამავე თემაზე მომზადებულ ტესტურ დავალებას:
1. მოცემულია მოსახლეობის სქესობრივ-ასაკობრივი პირამიდების სქემატური გამოსახულებები და მათი შესაბამისი ქვეყნების მოკლე დემოგრაფიული აღწერილობები. დაადგინეთ შესაბამისობა და შეავსეთ ქვემოთ მოცემული პასუხის ცხრილი:

ქვეყნის დემოგრაფიული დახასიათება:
- ქვეყანა ნულოვანი ბუნებრივი მატებით;
- ქვეყანა უარყოფითი ბუნებრივი მატებით;
- დადებითი მიგრაციის სალდოს მქონე ქვეყანა;
- ქვეყანა, რომელმაც სწრაფი ცვლილება განიცადა მაღალი ბუნებრივი მატებიდან დაბლამდე;
- ქვეყანა ყველაზე მაღალი ბუნებრივი მატებით;
- ქვეყანა, რომელზეც მეორე მსოფლიო ომის შედეგია ასახული.
პასუხების ცხრილი:
| პირამიდის ნომერი | ქვეყნის დახასიათების # |
| A | 4 |
ტოპოგრაფიის საკითხები სასკოლო გეოგრაფიაში
გეოგრაფიის მასწავლებლებისთვის მომზადდა ვიდეო-ლექცია „ტოპოგრაფიის საკითხები სასკოლო გეოგრაფიაში”. საკითხის აქტუალობა გამოიკვეთა მასწავლებლებთან შეხვედრების დროს. ყველა მათგანი თვლიდა, რომ საკითხები არასაკმარისად არის ასახული ხელმისაწვდომ ლიტერატურაში და მათთვის საჭიროებას წარმოადგენდა აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით დახმარება.
მასალა მომზადდა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დაკვეთით, ლექციას უძღვება გეოგრაფიულ მეცნიერებათა დოქტორი, ქალბატონი გულიკო ლიპარტელიანი. ლექციის ფარგლებში საუბარია მრავალ საჭირო საკითხზე, როგორებიცაა ტოპოგრაფიული რუკების მასშტაბი, ჩარჩო, რუკის ნომენკლატურა, საყრდენი პუნქტები, ტოპოგრაფიული რუკის შინაარსის ელემენტები, რელიეფის, ჰიდროგრაფიის, დასახლებული პუნქტების, გზების, მცენარეული საფარის გამოსახვა ტოპორუკაზე, მითითებები ტოპოგრაფიული რუკით სარგებლობისათვის, ტოპოგრაფიული რუკის კითხვა და სხვა.
განვითარების ამსახველი ინდიკატორები
გეოგრაფიის შესწავლა მოსწავლეებს სამყაროში მიმდინარე პროცესების,მოვლენებისა და კანონზომიერებებისაღქმას უადვილებს, იმავდროულად აჩვენებს კავშირს ადამიანს,საზოგადოებასა და გარემოს შორის, მათ სივრცე-დროით გამოვლინებას – გეოგრაფიული წიგნიერება ხომ ერთ-ერთი ქვაკუთხედია გლობალურად მიმდინარე პროცესების გასაგებად. თუ მოსწავლეს გეოგრაფიული განათლებააქვს, მას უკეთ ესმის სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური ხასიათის თანამედროვე პრობლემები, შეუძლია მათი მიზეზებისა თუ შედეგების გაანალიზება, პრობლემის გადაჭრა.
მონაცემების ერთმანეთთან შესაადარებლად საჭიროა განვითარების ინდიკატორების ცოდნა.
ამა თუ იმ მაჩვენებლის აღწერისას მხოლოდ ზეპირსიტყვიერი აღწერილობით რომ არ შემოვიფარგლოთ,საჭიროა გვქონდეს განვითარების განსაზღვრული ინდიკატორები, რომლებიც საშუალებას მოგვცემს, გავზომოთ ამა თუ იმ ქვეყნის მიღწევებისხვადასხვა მიმართულებით.
თვისობრივი ინდიკატორებიმიზნად ისახავს საკვლევი საგნის სიღრმისეულ შესწავლას, ხოლო რაოდენობრივი ადგენს შესასწავლი საგნის რაოდენობრივი გავრცელების სურათს. შესწავლის, აღწერისა თუ კვლევისპროცესში რაოდენობრივი და თვისობრივი მეთოდების ერთობლივი გამოყენება მონაცემებისსანდოობასდამაღალხარისხს უზრუნველყოფს.
ამრიგად, არსებობსინდიკატორების სამი ძირითადი ჯგუფი:
- რაოდენობრივი ინდიკატორები;
- თვისობრივი ინდიკატორები;
- შედგენილი/რთული ინდიკატორები.
რაოდენობრივი ინდიკატორები
რაოდენობრივი ინდიკატორები ალბათ ყველაზე გავრცელებული და ხშირად გამოყენებადი ინდიკატორებია განვითარების მაჩვენებლების გასაზომად.
სტატისტიკური მონაცემები – დემოგრაფიული, ეკონომიკური, დასაქმებისა და სხვა – ყველა ქვეყანაში გროვდება, ზოგან – უფრო დახვეწილი მეთოდოლოგიით, ზოგანაც – ნაკლებად დახვეწილით. რაოდენობრივი მაჩვენებლების დასამუშავებლად აუცილებელია კვლევის სტატისტიკური მეთოდების ცოდნა. ზოგი მათგანი მარტივია, ზოგიც – რთული. სტატისტიკისა და მეთოდების ხსენება ბევრს აფრთხობს, რადგან ყოველივე ეს მეტისმეტად რთული ეჩვენებათ. სინამდვილეში, არც მთლად ასეა საქმე.
სტატისტიკა თავდაპირველად მონაცემთა სისტემურ შეგროვებას გულისხმობდა. შემდგომ ის ინფორმაციის შეკრების, ორგანიზების, წარმოდგენისა და ანალიზის სამეცნიერო მეთოდად იქცა. შეკრებასა და განზოგადებას აღწერილობითი სტატისტიკა ეწევა, ხოლო ინდუქციური სტატისტიკა მონაცემებს ამუშავებს და დასკვნები გამოაქვს.
აღწერილობით სტატისტიკაში გრაფიკული და ციფრული მეთოდები გამოიყენება. ერთი და იგივე მონაცემი სხვადასხვანაირად შეიძლება გამოისახოს. ხშირად გრაფიკები და რუკები უფრო ნათლად გადმოსცემს ინფორმაციას და უფრო იოლი აღსაქმელიცაა, ვიდრე ცხრილები, რომელთა წაკითხვაც მეტ დროს მოითხოვს.
მონაცემებზე მუშაობისას საჭიროა რამდენიმე საბაზისო ტერმინის ცოდნა – ისეთებისა, როგორებიცაა საშუალო არითმეტიკული (ეს არის მონაცემთა ჯამური მაჩვენებელი, გაყოფილი მონაცემთა რაოდენობაზე), მაქსიმუმი დამინიმუმი, ასევე – ამპლიტუდაამ ორ მონაცემს შორის; მოდა ყველაზე ხშირად განმეორებადი მაჩვენებელია (მაგალითად, თუ ყველა მონაცემი, გარდა ორისა, განსხვავდება ერთმანეთისგან და მხოლოდ ეს ორი შეადგენს 1655-ს, ეს ნიშნავს, რომ მოდა 1655-ია), ხოლო მედიანა – მონაცემების ზუსტად შუა რიცხვი (თუ კენტი რიცხვია მოცემული, შუა ადვილად ამოიცნობა, მაგალითად, 59 ერთეულიდან მედიანა იქნება
ოცდამეათე, ხოლო ლუწის შემთხვევაში ის განსაზღვრული წესით გამოითვლება, მაგალითად, 20-ის მედიანა იქნება მე-10 და მე-11 მონაცემების საშუალო არითმეტიკული).
მონაცემები ორი ძირითადი ტიპისაა: პირველადი, რომელსაც თქვენ თვითონ მოიპოვებთ და მეორეული – სხვის მიერ მოპოვებული და გამოქვეყნებული. თუ მაგალითად ავიღებთ მოსახლეობის აღწერას, მონაცემები სქემატურად ამ მარტივი ცხრილით შეიძლება გამოვსახოთ:
| პირველადი | მეორეული | |
| რაოდენობრივი | ქუჩაში, ველზე დაკვირვების შედეგად მოსწავლეების მიერ შეგროვებული სტატისტიკური მასალა, რომელიც უპასუხებს კითხვას “რამდენი”. მაგ., რამდენი მანქანა გაივლის; რამდენი შენობაა… | მოსახლეობის აღწერის მონაცემები, სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემები, რომელთა გამოყენება საჭიროა კვლევის დროს |
| თვისობრივი | მოპოვებული ინფორმაცია ადგილის, მომსახურების ხარისხის შესახებ; მოსახლეობის განწყობა-დამოკიდებულების შესწავლა | ანგარიშები, სხვის მიერ განხორციელებული ანალიზი, ჩატარებული კვლევა |
გეოგრაფიაში რაოდენობრივ ინდიკატორებს ეკონომიკური, სოციალური თუ დემოგრაფიული საკითხების აღწერისას იყენებენ. ეკონომიკური ინდიკატორების მაგალითებად შეგვიძლია მოვიყვანოთ მშპ, მეპ, დასაქმებულთა რიცხოვნება ამა თუ იმ სექტორში, ენერგიის მოხმარება, სოციალურის მაგალითად – წიგნიერების მაჩვენებელი, ექიმების რაოდენობა, საავადმყოფოების ან თუნდაც თეატრებისა და გაყიდული ბილეთების რიცხვი, დემოგრაფიული ინდიკატორების მაგალითებია სიცოცხლის ხანგრძლივობა, სიკვდილიანობა, შობადობა, ჩვილ ბავშვთა სიკვდილიანობა და სხვა.
განვითარების ინდიკატორად ყველაზე ხშირად იყენებენ მშპ-სა და მეპ-ს ერთ სულ მოსახლეზე. მიიჩნევა, რომ ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას ყველაზე უკეთ სწორედ ეს მაჩვენებლები გამოხატავს. სხვა რაოდენობრივი ინდიკატორები ვიწრო ასპექტებს ასახავს, ხოლო მშპ წარმოდგენას გვიქმნის იმის თაობაზე, როგორ შეიძლება იყოს განვითარებული დანარჩენი არაეკონომიკური სექტორები. თუმცა ეს ყოველივე ვარაუდია; ძირითად ტენდენციებთან ერთად არსებობს მრავალი ქვეყანა, სადაც ვითარება სხვაგვარად გამოიყურება – მშპ შედარებით დაბალია, მაგრამ არაეკონომიკური მაჩვენებლები – მაღალი, ან, პირიქით, მაღალი მშპ-ის ფონზე არცთუ სახარბიელოა სხვა ასპექტები.
ზოგადად, მშპ გულისხმობს მოცემულიქვეყნისსაზღვრებშიერთიწლის განმავლობაშიწარმოებულისაბოლოოპროდუქციის (მომსახურების,სამუშაოს) ერთობლიობას,გამოხატულს მიმდინარესაბაზროფასით. თუ ამ მონაცემს გავყოფთ მოსახლეობის საერთო რაოდენობაზე, გავიგებთ, რამდენი მოდის საშუალოდ ერთი ადამიანის წილად. მაგრამ ზოგად მშპ-ს შეუძლია შეცდომაში შეგვიყვანოს. მაგალითად, ჩინეთის მშპ ბევრად აღემატება განვითარებული ქვეყნებისას, მაგრამ როდესაც ერთ სულ მოსახლეზე ვანგარიშობთ, იკვეთება ამ უკანასკნელთა საგრძნობი უპირატესობა.
მეპ აჩვენებს ქვეყნის შიგნით და მის გარეთ სხვადასხვა ეკონომიკური აქტივობის შედეგად დაგროვილ კაპიტალს, მაგალითად, საზღვარგარეთ არსებულ ფილიალებს, საწარმოებს, ტრანსნაციონალურ კორპორაციებს, რომელთა შემოსავალიც ქვეყნის ბიუჯეტში აისახება. ეს მაჩვენებელი განსხვავებულია იმ ქვეყნებისთვის, სადაც ბიზნესი ქვეყნის გარეთაც აქტიურია. მრავალი ქვეყნისთვის კი ეს ორი მაჩვენებელი ერთმანეთისგან არაფრით განსხვავდება, თუმცა განვითარების ამ ინდიკატორებს აქვთ მსგავსი ნაკლოვანებები:
- ისინი გვიჩვენებენ საერთო დოვლათს, მაგრამ არაფერს გვეუბნებიან იმის თაობაზე, როგორ არის განაწილებული იგი, როგორია უთანასწორობა ქვეყნის ფარგლებში. მაგალითად, გაერთიანებული საემიროების მშპ ერთ სულ მოსახლეზე 49 ათასი დოლარია, რაც საგრძნობლად აღმატება ახალი ზელანდიის მაჩვენებელს, თუმცა ვიცით, რომ საემიროებში უთანასწორობა მდიდრებსა და ღარიბებს, ქალებსა და მამაკაცებს შორის ძალიან დიდია, რაც იმაზე მეტყველებს, რომ განვითარების ინდიკატორის ასეთი მაღალი მაჩვენებელი ნიღბავს ქვეყნის შიგნით არსებულ მრავალ ნაკლოვანებას.
- ამ მაჩვენებლებში მხოლოდ ფორმალურად/ოფიციალურად განხორციელებული ტრანზაქციები აისახება, თუმცა მრავალ ქვეყანაში არცთუ მცირეა არაანაზღაურებადი თუ ხელიდან-ხელში, ანდა ჩრდილოვანი ეკონომიკის წილი.
- ამასთან, შეიძლება ითქვას, რომ ყველა ქვეყნის სტატისტიკა სანდო არ არის – ხშირად ის მთავრობის სურვილებსა და მოლოდინებს უფრო ასახავს. ეს პრობლემა განსაკუთრებით აქტუალურია არადემოკრატიულ ქვეყნებში. მაგალითად, ჩინეთის სოფლის მეურნეობაში ყოველწლიურ გეგმებში მეურნეობებმა მუდმივი ზრდა უნდა აჩვენონ, რაც მონაცემების შელამაზება-შენიღბვით გამოიხატება. დაბრკოლებას ქმნის არა მხოლოდ მონაცემების დამალვა, არამედ მათი შეგროვების სირთულე და სიძვირეც. აკურატულობა და სანდოობა ყოველთვის მაღალი არ არის. ასევე განსხვავებულია მასალის შეგროვების მეთოდოლოგია, რაც მათ შესადარებლად გამოუსადეგარს ხდის.
- ხშირად მშპ და მეპ აშშ დოლარებში გამოითვლება, თუმცა დოლარის გაცვლითი კურსი თუ მსყიდველობითუნარიანობა ყველა ქვეყნისთვის ერთნაირი არ არის. მაგალითად, ერთი ლიტრი ბენზინი ან ერთი პური ყველა ქვეყანაში ერთნაირად არ ფასობს. ამიტომ უფრო მეტი სიზუსტისთვის ხშირად PPP-საც (Purchasing Power Parity) ითვლიან – ეს მონაცემი გულისხმობს, რამდენი პროდუქტისა და მომსახურების შეძენა შეიძლება სხვადასხვა ადგილას ერთი და იმავე ერთეული ფულით. მაგალითად, 100 დოლარად შვედეთში თუ მხოლოდ რამდენიმე დღის საკმარის სურსათს შეიძენ, უგანდაში ამ თანხით ერთი თვე შეიძლება ცხოვრება.
- დაბოლოს, მშპ თუ მეპ არავითარ წარმოდგენას არ გვიქმნის იმის თაობაზე, რამდენად კმაყოფილია მოსახლეობა, როგორია მათი კეთილდღეობა.
თვისობრივი ინდიკატორები
თვისობრივი ინდიკატორები ხშირად გამოიყენება ქვეყანაში ცხოვრების ხარისხის ასასახავად.
რაოდენობრივი თუ ზომავს, თვისობრივი მდგომარეობას აღწერს. ეს ის ინდიკატორებია, რომლებიც მოსახლეობის ცხოვრების ხარისხზე ახდენს გავლენას. ეს შეიძლება იყოს თავისუფლების, დემოკრატიის, უსაფრთხოებისა თუ კეთილდღეობისა და ბედნიერების ანალიზი. ვინაიდან ეს მონაცემები აღწერილობითი უფროა, ვიდრე გაზომვითი, ამ მიმართულებით ქვეყნების რანჟირებისას სირთულე იჩენს თავს; ყოველთვის აშკარა არ არის, ვისთვის რას ნიშნავს თავისუფლება, ბედნიერება ან მსგავსი თვისობრივი ინდიკატორები. ბოლო ხანს არაერთი გამოკვლევა ჩატარდა ერთნაირ მეთოდოლოგიაზე დაფუძნებით, რაც რაოდენობრივ ინდიკატორებთან ერთად ამა თუ იმ ქვეყნის ფართო სურათს გვაძლევს.
შედგენილი/რთული ინდიკატორები
ეს ინდიკატორები პირველ ორზე საინტერესო და გაცილებით რთულია, რადგან თავის თავში არაერთი ინდიკატორის კომბინირებას ახდენს. ამ ინდიკატორების მიზანია, მოგვცეს უფრო სრული სურათი, ვიდრე ერთი კონკრეტული – რაოდენობრივი თუ თვისობრივი – ინდიკატორის გამოყენებით მივიღებდით. კომბინირებული ინდიკატორის შექმნა პირველად 1980 წელს სცადეს. ეს იყო სიცოცხლის ფიზიკური ხარისხის ინდექსი (Physical Quality of Life Index). იგი აერთიანებდა წიგნიერების, სიცოცხლის ხანგრძლივობისა და ჩვილ ბავშვთა მოკვდავობის ინდიკატორებს. სიცოცხლის ფიზიკური ხარისხის ინდექსში წიგნიერება ჩართული იყო იმიტომ, რომ ეს მაჩვენებელი განათლების ხელმისაწვდომობას ასახავს, რაც მოსახლეობის მომავალ პროდუქტიულობაზე იძლევა წარმოდგენას. წიგნიერება განათლების საწყისია. ეს ინდიკატორი არ გულისხმობს ტექსტის გაგების მაღალ სააზროვნო დონეს; საუბარია, უბრალოდ, წერა-კითხვის ცოდნაზე. განვითარებად ქვეყნებში ხშირად დაწყებითი საფეხურიც კი მნიშვნელოვანი მიღწევაა, თუ მას მოსახლეობის უმრავლესობა დაძლევს, ხოლო განვითარებულებში საუბარია უფრო ხარისხობრივ მაჩვენებლებზე ან საშუალო სკოლის დასრულებასა და უმაღლეს განათლებაზეც კი.
სიცოცხლის ხანგრძლივობა მნიშვნელოვანი მაჩვენებელია, რომელიც განსაზღვრავს ქვეყანაში ცხოვრების ხარისხს, ერთგვარ წარმოდგენას იძლევა ჯანდაცვასა და განათლებაზე, ეკონომიკურ მაჩვენებლებზე, სიღარიბეზე.
ამავე არგუმენტებს ეფუძნება ინდექსში ჩვილ ბავშვთა მოკვდავობის ჩართვა, რადგან ზოგადად ქვეყნის განვითარებაზე ისიც იძლევა წარმოდგენას.
ამის შემდეგ თითოეული ინდიკატორი ზრდადობის მიხედვით სკალაზე ლაგდებოდა. მაგალითად, დღეს სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობის შეფასებისას იაპონიას, სადაც სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა ყველაზე მაღალი – 82 წელია, 100 ქულა მიენიჭებოდა, ხოლო ზამბიას, სადაც ეს მაჩვენებელი ყველაზე დაბალია (38 წელი) – 0. ასე გამოითვლებოდა ყველა ინდიკატორი და მათი საშუალო იძლეოდა საბოლოო ინდექსს. იმ დროს სიცოცხლის ხანგრძლივობით ლიდერი შვედეთი იყო (77 წელი), ხოლო უკანასკნელი პოზიცია გვინეა-ბისაუს (28 წელი) ეკავა.
განვითარების ეს ინდიკატორი გაუმჯობესდა მოგვიანებით, როდესაც გაეროს განვითარების პროგრამით 1990 წელს შემუშავდა ადამიანური/ჰუმანური განვითარების ინდექსი (https://hdr.undp.org/en/statistics/). აქ კრიტერიუმებად დარჩა წიგნიერება და სიცოცხლის ხანგრძლივობა, რასაც მიემატა მშპ ერთ სულ მოსახლეზე გათვლით.
გამოთვლის პრინციპი აქაც იგივეა. სკალა 0-დან 1-მდეა. 0-დან 0,500-მდე მოხვედრილი ქვეყნები დაბალი ჰუმანური ინდექსით გამოირჩევა, 0,5-დან 0,799-მდე – საშუალოთი, ხოლო 0,800-ის ზემოთ – მაღალით.
ასევე საინტერესო მაჩვენებლებად მიიჩნევა გენდერული განვითარების ინდექსი. მასში იგივე კრიტერიუმებია გამოყენებული, რაც ჰუმანური განვითარების ინდექსში, თუმცა თითოეულ კრიტერიუმში იმიჯნება ქალებისა და მამაკაცებისთვის მაჩვენებლები. მაგალითად, წიგნიერებაში გამოყოფილია წიგნიერება ქალებისა და მამაკაცებისთვის და ა.შ.
გენდერული განვითარების ინდექსი (https://hdr.undp.org/en/media/HDR_20072008_GDI.pdf) საშუალებას გვაძლევს, შევადაროთ სხვაობა ქვეყნებს შორის სქესობრივ ჭრილში.
ამდენად, გეოგრაფიის როლი მნიშვნელოვანია. ის არა მხოლოდ ბუნებას, მის კომპონენტებს აღგწერს და აფასებს, არამედ განვითარების ინდიკატორებზეც გვიქმნის წარმოდგენას. ამა თუ იმ სოციალური და ეკონომიკური ფაქტორების დახასიათებისას საშუალება გვეძლევა, შევაფასოთ მისი დადებითი თუ უარყოფითი ასპექტები, რაც დახასიათებას თუ ანალიზს უფრო კომპლექსურ ხასიათს სძენს.
კონტურული რუკის გამოყენება საგაკვეთილო პროცესში მაღალი სააზროვნო უნარების განსავითარებლად
|
რა უნდა ვიცოდეთ გლობალური დათბობის შესახებ
გლობალური დათბობის ფენომენი და მისი ეფექტების თავიდან აცილების გზები დღეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხებია თანამედროვე მსოფლიოსთვის. ამ პრობლემის გადაჭრას თითეული ადამიანის ძალისხმევა სჭირდება. მომავალი თაობებისთვის პრობლემის რეალურად ჩვენება კი, პირველ რიგში, მასწავლებლების მოვალეობაა. შეგიძლიათ გლობალური დათბობის თემაზე ინტეგრირებული გაკვეთილებიც დაგეგმოთ ისეთი დისციპლინების სინთეზით, როგორიცაა: ქიმია, ბიოლოგია, გეოგრაფია, ფიზიკა, ისტორია და ასტრონომია. გთავაზობთ ფენომენის ზოგად მიმოხილვას და ვფიქრობ, ეს მცირე ექსკურისი, როგორც რესურსი, მასწავლებლებს დაეხმარებათ ბავშვებს ზოგადი წარმოდგენა შეუქმნან გლობალურ დათბობის შესახებ და საინტერესო, შედეგიანი გაკვეთილების მომზადებაში გამოგადგებათ.
ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სწავლების ერთ-ერთი მთავარი მიმართულება, ადამიანი და გარემოა. ამ მიმართულების მეშვეობით მოსწავლეები სამოქალაქო განათლების უნარ-ჩვევებს იძენენ და უყალიბდებათ პასუხისმგებლობა გარემოს დაცვის საქმეში.
გლობალური დათბობა დედამიწის ზედაპირის საშუალო ტემპერატურის მატებაა, რომელიც ატმოსფეროში სითბური აირების დაგროვებით არის გამოწვეული. მე-20 საუკუნის დასაწყისიდან სამრეწველო ობიექტებისა და ტრანსპორტის სიმრავლის, ურბანიზაციის მზარდი ტემპის შედეგად თითქმის შეუძლებელი გახადა ატმოსფეროს ქიმიური შემადგენლობის კონტროლი. ქლოროფილშემცველი ნახშირწყლების (კარბონატები) დონის მატების შედეგად კი ოზონის შრესთან დაკავშირებული პრობლემები გაჩნდა.
მეცნიერული კვლევებით დამტკიცდა, რომ გამონაბოლქვი (ემისიები), რომელიც ინდუსტრიული საქმიანობისა და ტრანსპორტის საწვავის წვის შედეგად გამოიყოფა, ყველაზე მეტად მოქმედებს ტემპერატურის ზრდის პროცესზე. დედამიწის ზედაპირიდან არეკლილი გაზების მიერ ინფრაწითელი გამოსხივების დაჭერის შედეგად დედამიწის ზედაპირის გათბობის პროცესს ”სათბურის ეფექტს” უწოდებენ. ის 1824 წელს იოზეფ ფურიემ აღმოაჩინა, 1896 წელს კი სვანტე არენიუსმა რაოდენობრივად შეისწავლა.
დედამიწა უწყვეტად იღებს ენერგიას მზის გამოსხივების სახით. ის ამ ენერგიის 30%–ს ირეკლავს, 70%–ს კი შთანთქავს, რაც ხმელეთის, ატმოსფეროს და ოკეანის გაცხელებას იწვევს. თავის მხრივ, ცხელი სხეულები თბურ ენერგიას ასხივებს. დედამიწის ტემპერატურის სტაბილურობა მის მიერ მზის გამოსხივების შთანთქმასა და თბური ენერგიის გამოსხივებას შორის დამყარებული ზუსტი ბალანსით აიხსნება. მზის ხილულ გამოსხივებას ძირითადად დედამიწის ზედაპირი შთანთქავს. ინფრაწითელ სხივებს კი კოსმოსში ატმოსფეროს ზედა ფენები ირეკლავს . ამის მიზეზი ისაა, რომ დედამიწის ზედაპირის მიერ გამოსხივებული ინფრაწითელი ფოტონების უდიდეს ნაწილს ატმოსფეროში არსებული სათბურის აირები და ღრუბლები “იჭერს” და ისინი კოსმოსში მხოლოდ ამ უკანასკნელთა მიერ ხელახალი გამოსხივების შედეგად ხვდება. გამთბარი ატმოსფეროს გამოსხივების ნაწილი კვლავ დედამიწის ზედაპირს უბრუნდება და უფრო მეტად ათბობს მას.
ატმოსფეროს იმ კომპონენტებს (აირებს), რომლებიც თბურ (ინფრაწითელ) გამოსხივებას იჭერს, “სათბურის აირებს” უწოდებენ. სათბურის აირები (ინგლ. Greenhouse gases,) ატმოსფეროს კომპონენტებია, რომლებიც ატმოსფეროს სათბურის ეფექტს განაპირობებს. ზოგიერთი ასეთი აირი ბუნებრივად ჩნდება, სხვები კი ადამიანის საქმიანობის შედეგია, მაგალითად, წიაღისეული საწვავის წვით (ქვანახშირი, ნავთობი, მისთ.) მიიღება. სათბურის აირები შეიცავს წყლის ორთქლს, ნახშირორჟანგს, მეთანს, აზოტის ჟანგსა და ოზონს. დედამიწის ატმოსფერო ძირითადად ჟანგბადის და აზოტის აირებისგან შედგება, რომლებიც სათბურის აირებს არ განეკუთვნება. სათბურის ეფექტს სხვა დანამატები იწვევს. თბური გამოსხივების ძირითადი შთანმთქმელები დედამიწის ატმოსფეროში არიან: წყლის ორთქლი, ნახშირორჟანგი და ოზონი. მნიშვნელოვანი შთანთქმის უნარი აქვთ აგრეთვე მეთანს, აზოტის ჟანგს და ქლორფტორ ნახშირწყალბადებს, თუმცა ატმოსფეროში მათი კონცენტრაცია ნაკლებია.
ატმოსფეროს მიერ თბური გამოსხივების შთანთქმის უნარი მასში სათბურის აირების კონცენტრაციაზეა დამოკიდებული. რაც მეტია კონცენტრაცია, მით მეტ სითბოს იჭერს იგი და მით მაღლა იწევს დედამიწის ზედაპირის და ატმოსფეროს საშუალო ტემპერატურა. თავის მხრივ, ატმოსფეროში სათბურის აირების კონცენტრაცია დედამიწის ზედაპირის ტემპერატურაზეა დამოკიდებული: რაც მეტია ტემპერატურა, მით მეტია კონცენტრაცია. ეს ნიშნავს, რომ ატმოსფეროში სათბურის აირების კონცენტრაციასა და ატმოსფეროს ტემპერატურას შორის დადებითი უკუკავშირი არსებობს. თუ იგი საკმარისად ძლიერი აღმოჩნდა, იქმნება ე.წ. “ზვავური ეფექტის” საშიშროება, ანუ სათბური აირების კონცენტრაციის შედარებით მცირე ცვლილებამ შეიძლება ურთიერთგამაძლიერებელ მოვლენათა ჯაჭვი გამოიწვიოს, რომლის შეჩერება უკვე შეუძლებელი იქნება. მკვლევართა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ მოვლენათა ასეთი განვითარების შედეგად ტემპერატურა დედამიწაზე მნიშვნელოვნად გაიზრდება. თუმცა არსებობს მოსაზრება, რომ მოვლენები შესაძლოა სულ სხვაგვარად განვითარდეს და ზვავურმა ეფექტმა არა გლობალური დათბობა, არამედ გლობალური გამყინვარება გამოიწვიოს.
ბოლო საუკუნის განმავლობაში ატმოსფეროს საშუალო ტემპერატურა დედამიწის ზედაპირზე 0.74 ±+ 0.18°Co ით გაიზარდა. კლიმატის ცვლილების სამთავრობათშორისო ჯგუფის (IPCC) დასკვნით, “დედამიწის ატმოსფეროს საშუალო ტემპერატურის ზრდა მე-20 საუკუნის შუა წლებიდან, სავარაუდოდ, განპირობებულია ანთროპოგენური (ადამიანის საქმიანობის შედეგად წარმოქმნილი) სათბურის აირების კონცენტრაციის ზრდით”, რომლის შედეგადაც ატმოსფეროს სათბურის ეფექტი ძლიერდება, რაც დედამიწის ქერქისა და ქვემო ატმოსფეროს გახურებას იწვევს. 21–ე საუკუნეში საშუალო ტემპერატურის 1,1 – 6,4°ცელსიუსით–ით ზრდაა მოსალოდნელი. სათბური აირების კონცენტრაციის მატების შეჩერების შემთხვევაშიც კი, დათბობა კიდევ ათას წელს გაგრძელდება. მხოლოდ ამის შემდეგ არის მოსალოდნელი დარღვეული წონასწორობის აღდგენა და სტაბილური საშუალო ტემპერატურის მიღწევა.
ატმოსფეროს საშუალო ტემპერატურის ზრდა ზღვის დონის აწევას გამოიწვევს. გაიზრდება კატასტროფული მოვლენების სიხშირე და სიმძლავრე, შეიცვლება ნალექების რაოდენობა და განაწილება. შეიცვლება აგრეთვე სოფლის მეურნეობის მოსავლიანობა, გადაშენდება ცოცხალი ორგანიზმების ზოგიერთი სახეობა, გაიზრდება დაავადებათა რიცხვი.
უცნობია, დედამიწის რომელი რეგიონი უფრო მეტად დაზარალდება ამ ცვლილებების შედეგად. სახელმწიფოთა უმრავლესობამ ხელი მოაწერა კიოტოს ოქმს, რომელიც ატმოსფეროში სათბურის აირების გაფრქვევათა შემცირებას ისახავს მიზნად. თუმცა არ წყდება დებატები იმის შესახებ, თუ რა უფრო რაციონალურია: გლობალური დათბობის შეჩერების მცდელობა თუ მოსალოდნელ ცვლილებებთან ადაპტაცია.
დედამიწაზე კლიმატი მუდმივად იცვლებოდა. თუ სამყაროს განვითარების ისტორიას გადავხედავთ, დიდი ცვლილებების პერიოდებს ვნახავთ. არსებობდა გამყინვარების პერიოდიც, როდესაც ხმელეთის უდიდესი ნაწილი ყინულის სქელი ფენით იყო დაფარული. ასევე იყო თბილი პერიოდიც, როდესაც ტროპიკული სარტყელისთვის დამახასიათებელი ცოცხალი გარემო პლანეტის უდიდეს ნაწილს მოიცავდა. გლობალური დათბობა და გამყინვარება ახალი არ არის. განმასხვავებელი ნიშანი მხოლოდ ისაა, თუ რამდენად სწრაფად მიმდინარეობს ეს პროცესები.
1800 წლიდან ნახშირორჟანგის კონცენტრაციის მკვეთრი მატება აღინიშნება. თუ მოცემულ გრაფიკს დედამიწის გლობალური ტემპერატურის ზრდის გრაფიკს შევადარებთ, ზრდა ნახშირორჟანგის კონცენტრაციის მატების ანალოგიური იქნება. ეს იმაზე მეტყველებს, რომ ნახშირორჟანგი უშუალოდ ზემოქმედებს ტემპერატურაზე და კლიმატსაც ცვლის. ბოლო 20 წლის განმავლობაში ჩვენს პლანეტაზე განსაკუთრებით ცხელი ზაფხული დაფიქსირდა.
ნახშირორჟანგის კონცენტრაციის გაზომვის რამდენიმე ხერხი არსებობს. ყინული, რომელიც მრავალი ათასწლეულების მანძილზე წარმოიქმნებოდა, მსოფლიოს სხვადასხვა წამყვანი ლაბორატორიებისა და მკვლევარების ერთ–ერთ საინტერესო საკვლევ ობიექტად იქცა. ყინულის გულში (პირობითად მას ”დროის კაფსულა” შეარქვეს) მოქცეული აირის ბუშტუკების კვლევის შედეგად ნათელი წარმოდგენა გაჩნდა წარსულში არსებული ატმოსფეროს შემადგენლობის შესახებ.
ერთ–ერთ ყველაზე მნიშვნელოვან სამეცნიერო კვლევად ატმოსფეროში ნახშირორჟანგის კონცენტრაციის გაზომვა ითვლება. უკვე ნახევარ საუკუნეზე მეტია, რაც მას ჰავაის კუნძულებზე არსებული ატმოსფეროს შემადგენლობის კვლევითი საერთაშორისო ლაბორატორია ახორციელებს. კვლევის შედეგები ზედმიწევნით აღირიცხება და მუშავდება. მონაცემების მიხედვით, ნახშირორჟანგის კონცენტრაციის მკვეთრი ზრდა 1958 წლიდან აღინიშნება და უკანასკნელ ათწლეულში ის ყველაზე მაღალია.
ნახშირორჟანგის ის კონცენტრაცია, რომელიც დღეს არსებობს ატმოსფეროში, ადამიანის 100-წლიანი და უფრო მეტი წლის საქმიანობის შედეგია. მას ხელის ერთი მოსმით ვერ დავარეგულირებთ. თუმცა თუ თითოეულმა ჩვენგანმა მიზნად დაისახა ამ პრობლემის გადაჭრაში უშუალო მონაწილეობა, მაშინ მარტივი ქმედებებით შევძლებთ, მნიშვნელოვნად შევცვალოთ ჩვენი მომავალი და იგი უფრო უსაფრთხო გავხადოთ.
საჭიროა, თითოეულმა ჩვენგანმა კარგად გაიაზროს ეს საკითხი და მისი გადაჭრის პროცესშიც მიიღოს მონაწილეობა. ასევე გასათვალისწინებელია ის, რომ აღნიშნული პრობლემა მხოლოდ ერთი მეთოდით ვერ გადაიჭრება. აუცილებელია მეთოდების კომბინირებული გამოყენება.
სურათებზე მოცემულია ის მარტივი ქმედებები, რომელთა განხორციელებაც თითოეულ ჩვენგანს ყოველდღიურ ცხოვრებაში შეუძლია. აღნიშნული ქმედებებით მნიშვნელოვნად შევამცირებთ ადამიანის უარყოფით ზემოქმედებას ბუნებაზე, დავზოგავთ რესურსებს და სასიკეთოდ შევცვლით მომავალს.




