ძილის უკმარისობა ბავშვებში: ინტელექტის დაქვეითება, გასუქება, ჰიპერაქტიურობაპო ბრონსონი, ეშლი მერიმენი
„aluminibus et salibus“ – არ გაამხილოთ…
„ოსკარი“ მარტოხელა დედებს
საერთო თავისუფლების მომენტი
როცა მიხვდები, რომ საძინებელში წევხარ, შენ გვერდით შენი შვილი წევს და ყველაფერი, რაც ნახე, სიზმარი იყო, მშვიდდები. ჩემი სიზმარი უკრაინის ამბების გამოძახილი იყო. გავრბოდი და ზურგზე გამოსხმული თვალებითაც ვხედავდი შეიარაღებულ ადამიანებს და მათ ჩასისხლიანებულ თვალებს, რომლებიც მომდევდნენ და ერთი სული ჰქონდათ, სანამ ტყვიას დამახლიდნენ. სიჩქარეში დავკარგე ტელეფონი და დედაჩემს და ჩემს დებს ვერ ვუკავშირდებოდი. გასაოცარია, რომ ტყვიები არ მხვდებოდა. ისევ იქ წავედი ტელეფონის მოსაძებნად, საიდანაც მესროდნენ. ის ხალხი, ვინც მომდევდა, სხვაგან წასულიყო, ნაგვის ურნასთან ახლოს ეგდო ჩემი თეთრი ტელეფონი. შემდეგ დედაჩემს დავურეკე და მითხრა, რომ ისინი ახლა მათთან მიდიოდნენ. დედაჩემი მშვიდად იყო. გადავწყვიტე მათთან წავსულიყავი და მთელი ძალით ვცდილობდი, ავტობუსის ბორბლებს უფრო სწრაფად ემოძრავათ. სიზმრიდან საშინელმა მუცლის ტკივილმა გამომიყვანა.
დედაჩემი, მგონი, მაშინაც მშვიდად იყო, როცა მისი ძმის, მღვდელ-მონაზონ ანდრიას გარდაცვალების ამბავი ცუდი ამბების მოჭიკჭიკე ჩიტებმა მოუტანეს. ამას არც სახლის წინ მჯდომი ბებიაჩემის გამოლოცვა უშველიდა : ”შენს პირს შაქარი ჩიტო, შენს პირს შაქარიო”, რომ ეუბნებოდა ბოროტად მოჭიკჭიკე ჩიტებს, ფანჯრებთან ახლოს რომ დაფრიალებდნენ. დედაჩემმა მოისმინა ამბავი და გული შეუწუხდა. ჩვენ კი ოთახის კართან დადარაჯებული ბავშვები მივხვდით, რომ რაღაც საშინელება მოხდა. ივლისი იდგა, ცხელი და წყნარი. ჰაერში ომის სუნი ტრიალებდა, მნიშვნელობა არ ჰქონდა ახლოს იყავი ომთან თუ შორს, ის მაინც შეგეხებოდა, დაცული ვერ იქნებოდი. ბავშვებს თვითმფრინავის ხმები გვზაფრავდა და მერე უკანმოუხედავად, სადღაც გავრბოდით. ნელ-ნელა, როცა ყველაფერი დამთავრდა, მივხვდი, რომ სირცხვილი იყო ყოველი თვითმფრინავის გადაფრენაზე გულის აფრიალება და სადღაც გაქცევა. წლების მატებასთან ერთად დავივიწყე ეს შიში, შუაღამისას რომ ლოგინიდან წამომაგდებდა ხოლმე.
ბიძაჩემის, მღვდელ-მონაზონ მამა ანდრიას მამა, ელგუჯა ყურაშვილი, პოეტური ბუნების კაცი იყო. ბაბუა მართლაც წერდა ლექსებს, შემდეგ ბებიამ ბლოკნოტი უყიდა და, როგორც ლამაზი კალიგრაფიის პატრონს, მე მიხდებოდა მისი ლექსების გადაწერა და თავმოყრა. ჩვენი სახლის უკან თხილნარია. ადრე აქ ძალიან მაღალი თუთა იდგა, ქლიავის და ლეღვის ხეები. სწორედ სახლის უკან იყო საკურდღლე და წითელთვალება თეთრი და ნაცრისფერი კურდღლების დაპურებაზე ყველა ერთად ვზრუნავდით. სახლის უკანა მხარეს, პატარა სახლუკა დგას ასევე. რატომღაც არასდროს დავინტერესებულვარ ეს ოთახი ადრე სხვა რამისთვის გამოიყენებოდა, თუ თავიდანვე ბაბუას საკუთრებაში იყო. ოთახის შესასვლელში გაყვითლებული ძველი გაზეთები და წიგნები ელაგა, ოთახში კი ერთი საწოლი, პატარა მაგიდა და სკამი იდგა. ფანჯარასთან ახლოს ბატარეებზე მომუშავე პატარა რადიო იდო. ეს იყო მრავალშვილიანი ბაბუას განტვირთვის სავანე, სადაც ხანდახან ლექსებს წერდა და წიგნებს კითხულობდა. სწორედ ცხელი და წყნარი ივლისი იდგა და იმ პატარა რადიოში კი გამოაცხადეს, რომ მისი შვილი პაატა, ახლა უკვე მამა ანდრია, აფხაზეთში, სოფელ კომანში მოკლეს. მტერი დილის ხუთის ნახევარზე კამანში შევიდა, სოფლის მრევლს ტაძარში შეეფარებინა თავი. მამა ანდრიამ ყველა აზიარა, შემდეგ კი ის გარეთ გაიყვანეს. იგი მუხლებზე დადგა და ლოცვა დაიწყო. მას კისერში ესროლეს ზურგიდან, როგორც ამბობენ, თვალი ვერ გაუსწორეს…
ამ თვეში უამრავ რამეს ვკითხულობდი. მეგობარმა, რომელიც ქალაქგარეთ გავიდა და სახლში ჩაიკეტა (სადაც მეგობრები და მეზობლები ყინვაში შეშით ხელს უმართავდნენ), მობილური გამორთო და ნორვეგიულის სწავლა დაიწყო. მან მირჩია, ნორვეგიელი მწერლის იენს ბორნბოს “თავისუფლების მომენტების” წაკითხვა და ისიც მითხრა, რომ წიგნი გარკვეულ სიძნელესაც შემიქმნიდა.
წიგნში კომუნიზმის და ნაციზმის აჩრდილი დაპარპაშებს და ყველგან თავის მსახვრალ კვალს ტოვებს. მწერალი ცდილობს ადამიანური ბოროტება განიხილოს უფრო ფართო ისტორიულ კონტექსტში და სწორედ ამიტომაც გიჩნდება განცდა, თითქოს ქანაობს ულმობელ სისასტიკეში, რადგან ადამიანური ბოროტებით სავსე პანდორას ყუთს ფსკერი არ უჩანს.
“ჩემი ცხოვრებიდან ბევრი არაფერი მახსოვს ომის, მკვლელობის, საკონცენტრაციო ბანაკების, წამების, მონობის, სიკვდილით დასჯის, დაბომბილი ქალაქების და ბავშვების ნახევრადდამწვარი სხეულების გარდა. მახსოვს გერმანელი ბავშვების სხეულები ცეცხლგამჩენი ბომბებით დაბომბვის შემდეგ. მწკრივად ჩაწიკწიკებული”, – წერს ავტორი.
ნაწარმოების მთავარ გმირს აღარ ახსოვს რა ჰქვია. იგი ერთი ჩვეულებრივი იდენტობადაკარგული ადამიანია, რომელმაც ან განგებ დაივიწყა თავისი სახელი, ან მართლა დაავიწყდა, მაგრამ, ამის მიუხედავად, იგი არ ეძებს თავის დაკარგულ ეგოს, თითქოს ასე უფრო მშვიდად და უსაფრთხოდაა.
მაიდანზე სიმშვიდეა, სნაიპერები აღარ ისვრიან, მათ უკვე მოასწრეს და 100-ზე მეტი ადამიანი მოკლეს, ასეულობით ადამიანი მძიმედ დაშავდა. თებერვალი ისტორიულად ჩვენთვისაც მძიმეა. 1921 წლის 25 თებერვალს საქართველოში რუსეთის არმია შემოვიდა და საბჭოთა ხელისუფლება დამყარდა. 25 თებერვალი მძიმე დღეა ნორვეგიელებისთვისაც. 1943 წელს 158 ნორვეგიელი ებრაელი ნორვეგიიდან აუშვიცში გადაასახლეს. განსხვავება თარიღებშია და გეოგრაფიულ პუნქტებში. ის კი, რაც სამივე ერის წარმომადგენლებისთვის არსებითად ფასეული და ჭეშმარიტია, თავისუფლების მომენტია, რომელსაც მხოლოდ საკუთარი წარსულის მცოდნე საზოგადოებები ქმნიან.
სტალინი და განათლება საბჭოთა კავშირში
დღეს ისტორია სკოლებში არაპოპულარული საგანია. იგი რუტინულ, უინტერესო საგნად გადაიქცა, სადაც მასწავლებლის მთავარი ორიენტირი – მასალის მოსწრება, მოსწავლის მთავარი მიზანი კი ამ ფაქტების დასწავლა-დამახსოვრება-დაზეპირებაა. ამ პრობლემას, ცხადია, ძალიან ბევრი მიზეზი აქვს. ერთ-ერთი ამ მიზეზთაგანი ისტორიისადმი სწორედ ესგ სახელმძღვანელოები, კატი და ეროვნული სასწავლო ცენტრის ჯაჭვური დამოკიდებულებაა. ეს დამოკიდებულება კიდევ ერთხელ ავლენს ჩვენი საზოგადოების ხარვეზს, რომ ისტორია ფაქტოლოგიაა, რომ ჯერ კიდევ ვერ გამოვედით საბჭოთა მენტალობიდან, რომ ისევ არსებობენ „ექსპერტები”, რომლებიც თვლიან, რომ „მოსწავლემ ეს უნდა იცოდეს”!
სტატუს ქვო ასეთია: ისტორიის სწავლებაზე გვაქვს იგივე აზრი, რაც საბჭოთა ეპოქაში გვქონდა – ის არ არის საგანი, რომელიც უნდა გაიაზრო. ის იქცა რუტინულ, უინტერესო საგნად, რომელიც მოსწავლემ უნდა დაიზეპიროს და დაისწავლოს. პედაგოგისთვის კი მთავარია ფაქტოლოგიის აღწერა, მასალის მოსწრება და პროგრამაში ჩატევა. შესაბამისად, ჯილდოვდება მოსწავლე, ვისაც განსაკუთრებული ზეპირობის უნარი გააჩნია, რომელმაც ზედმიწევნით იცის ყველა თარიღი, რომელსაც კარგი მეხსიერება აქვს და ერთნაირი ინტერესით და დინამიკით შეუძლია ყოველი ახალი მასალის „დაფარვა”, თუმცა არ აინტერესებს სიღრმე, ეპოქალური გააზრება, კრიტიკული ანალიზი (რადგან არ იცის და არც არავინ ასწავლის ამას); იჩაგრება მოსწავლე, რომელიც წერს ესეებს, არგუმენტირებულად მსჯელობს (არგუმენტირებულში იგგულისხმება მსჯელობათა სისტემას), ავლებს პარალელებს, აკეთებს დასკვნებს, გვთავაზობს სხვადასხვა (თუნდაც არაპოპულარულ, მაგრამ დასაბუთებულ) პერსპექტივებს, შეუძლია ანალიტიკური მსჯელობა, ბევრს კითხულობს (ცხადია, ასეთი მოსწავლეებიც არიან, მერე რა, რომ ძალიან ცოტანი?!) ანუ მოკლედ რომ ვთქვათ, იჩაგრება მოაზროვნე მოსწავლე. (საბოლოო ჯამში ასეთი მოსწავლე, ცხადია, არ დაიჩაგრება, თუმცა ის უთუოდ დაიჩაგრება ეროვნულ გამოცდებსა და კატზე).
იქნებ უპრატესობა აზროვნებას მივანიჭოთ. იქნებ ისტორიის საგანი მომხიბვლელი გავხადოთ. იქნებ სლოგანი – მთავარია რაოდენობა და არა ხარისხი ბოლოსდაბოლოს დავთმოთ. იქნებ ვაქციოთ ისტორიის საგანი სკოლებში საინტერესო და მიმზიდველ საგნად, სადაც მოსწავლე ფაქტებიდან აზროვნებაზე გადაინაცვლებს. დაბოლოს, იქნებ იარსებოს ერთმა პოლიტიკამ და არა რამდენიმე „დამკვეთმა” პროგრამამ.
პროექტი კომპიუტერების ოთახში
გთავაზობთ გაკვეთილ-პროექტს, რომელიც მასწავლებელს შეუძლია გრძელვადიან პროექტად აქციოს. გაკვეთილი მხოლოდ მაღალი კლასის მოსწავლეებისათვის არის გათვალისწინებული. ამ გაკვეთილში მთავარია, იკვლევდნენ მოსწავლეები. ისინი მკვლევრებად უნდა ვაქციოთ (თუნდაც მცირე ხნით მივცეთ საშუალება გადაუხვიონ ეროვნული გამოცდების პროგრამას, “კატებს”, „ეროვნულ ფაქტოლოგიას” და მივაახლოვოთ საკითხის სიღრმისეულ წვდომას).
წერითი მეტყველების განვითარება – სწავლა-სწავლების აქილევსის ქუსლი
ნათქვამია, არ არსებობს იოლი და ხელსაყრელი სიმართლე, სიმართლისათვის თვალის გასწორება გვიჭირს, მით უფრო მაშინ, როდესაც ამ სიმართლეში გარკვეულწილად ჩვენი პასუხისმგებლობისა და გაწეული შრომის ანარეკლიც ჩანს.
წერითი და ზეპირი მეტყველების უალტერნატივო კონკურენტი თანამედროვე ელექტრონული ტექნოლოგიებია. მიუხედავად ამისა, შესაძლებელია, ამ მიმართულებით სასწავლო პროცესში მათი მიზანდასახული გამოყენება. პრეზენტაციებისა და სხვადასხვა დანიშნულების ტექსტების მომზადების, ინფორმაციების მოძიების თუ პროექტებზე მუშაობის პროცესი მოსწავლემ წერილობითი ფორმით უნდა წარმოადგინოს. მასწავლებელი უნდა ეცადოს, რომ ასეთი დავალებები კომპენსირებული იყოს ხელით ნაწერი დავალებებით. ელექტრონული ვერსიით წერა მნიშვნელოვანი აქტივობაა, როცა მოსწავლე თვითონ ფიქრობს, ქმნის, აანალიზებს და მსჯელობს. (გარდა ციტირებისა იკრძალება მასალის გადმოწერა და კოპირება). ორიგინალური ნაშრომისა და კოპირების ამოცნობა კი სირთულეს არ წარმოადგენს.
არ არსებობს იდეალური ფორმა, მეთოდი თუ აქტივობა წერითი და ზეპირი მეტყველების შესასწავლად. მისაღწევი თუ მიღწეული შედეგები დამოკიდებულია როგორც მასწავლებლის მონდომებასა და პასუხისმგებლობაზე, ასევე მოსწავლის მოტივაციასა და ძალისხმევაზე. კარგი მასწავლებლის მოსწავლეები კარგად წერენ და მეტყველებენ… კარგი მასწავლებლობა კი სრულებითაც არ ნიშნავს იმას, რომ პედაგოგმა თვითონ იცის საგანი… რა იციან ჩვენმა მოსწავლეებმა? – ამ კითხვაზე პასუხით განისაზღვრება მასწავლებლის კვალიფიკაცია.
„ნუ თუ ამ სულის წადილსაც ჰრქვა სიყვარული სხვათაებრ?“
ნიკოლოზ ბარათაშვილისა და ეკატერინე ჭავჭავაძის სიყვარულის ისტორია
” ASTRE ანუ “რა მნიშვნელობა აქვს, გაიგე იგი შენ თუ არა?”
1836 წლის 15 ოქტომბერს ზაქარია ორბელიანი გრიგოლ ორბელიანს ატყობინებდა: “ივანე მუხრანსკიმ ლევან დადიანის ქალი შეირთოო”.
დავით დადიანი 1838 წლის 1-ლ დეკემბერს თბილისაიდან სწერდა თავის ძმას, პოეტ გრიგოლ დადიან-კოლხოდელს: “უნდა მოუპოვო ჩემს ხმატკბილ იადონს ესეთი სამგალობლო, სამსახიობლო, სასიხარულო საგანი, სჭვრეტდეს მას ღირსად თვისისა შვრომისა და დაუზოგავად იღვაწოს სამსახეობათა სხვადასხვათა, მრავალთა თხზვაო.
დავითი და ეკატერინე ბოლომდე უცხონი დარჩნენ ერთმანეთისთვის. ერთი თანამედროვე მათი ოჯახური თანაცხოვრების შესახებ წერს: “ის (სამეგრელოს მთავარი დავითი) ბოლო დროს ყოველგვარ გართობას ერიდებოდა და მაშინდელი ქრონიკა წერდა, რომ რომ ის რატომღაც გაცივდა ცოლის მიმართ”. ეკატერინეს ერთადერთი ნუგეში იყო თბილისი და შეხვედრები ახლობლებთან.
კოაგულაცია – ძმაო, ძმითა ხარ…
ალბათ ყველას გვახსოვს არაკი რძეში ჩავარდნილ ხვლიკსა და ბაყაყზე; ბაყაყმა იმდენი იხტუნა, რძე კარაქად აქცია და დახრჩობას გადაურჩა. კიდევ ბევრი ასეთი ამბავი მოიძებნება ლიტერატურასა თუ ზეპირსიტყვიერებაში: ცხრა ძმა ხერხეულიძისა და სამასი არაგველის, გნებავთ, სპარტელის ამბავი, ამბავი ერთ კონად შეკრული ისრებისა და სხვა.

რა აქვს პირველ იგავს საერთო დანარჩენებთან? ლიტერატურულად, ჩვენებრ მოკვდავთა ენაზე – თანადგომა, მოცადობა, ბედისადმი დაუმორჩილებლობა, ხოლო ქიმიკოსთა ენაზე – კოაგულაცია.
რა განსხვავებაა წყალსა და რძეს შორის? ცხადია, ერთი შეხედვით პასუხი მარტივია: პირველი უფერულია და გამჭვირვალე, მეორე – თეთრი და სხივგაუმტარი. მაგრამ თუ დავფიქრებულვართ, რატომ არ არის რძე გამჭვირვალე? წყაროს წყალიც კი, რაგინდ კამკამა იყოს, არასოდესაა „სუფთა”, რადგან წყლის მოლეკულებთან ერთად მარილებსაც შეიცავს. სწორედ ამ მარილების ბუკეტი აძლევს მას სასიამოვნო და განუმეორებელ გემოს. მარილებგამოცლილი წყალი ბევრი ვერაფერი სარწყულია ჩვენი გამომშრალი ხახისთვის. რატომ არ ჩანს მარილები წყალში? იმიტომ, რომ ხსნარებში, მით უფრო – ჭეშმარიტ ხსნარებში, კონცენტრაციის „დემოკრატიულობის” კანონია უზენაესი: წყლის აუარება მოლეკულას შორის ყოველთვის თანაბრად არის განაწილებული მათი „ხიზანი” მარილების იონები – დოქის ყელთანაც და ფსკერზეც წყალს ერთი და იგივე გემო აქვს.
რძე რომ ცხიმს შეიცავს, ესეც ცნობილია, მაგრამ, აბა, ცოტაოდენი ზეთი ჩავასხათ წყალში! – თავზე მოადგება წყალს და მკაცრად გააპროტესტებს წყლის მოლეკულების მიკარებას. კარაქის ნაჭერი კიდევ უფრო „კერკეტი კაკალი” აღმოჩნდება. მაშ, სად იმალება რძეში ცხიმი?
საქმე ის არის, რომ რძეში ცხიმი გათითომოლეკულებულია. პრინციპი „დაყავი და იბატონე” მოლეკულათა სამყაროშიც ისევე ჭრის, როგორც ჩვენს აჭრელებულ პოლიტიკურ რუკაზე.

რძეში ცხიმი იმდენად მცირე, თვალით უხილავი ზომის ნაწილაკებად არის გაფანტული, რომ დედამიწის საყოველთაო მიზიდულობის კანონიც კი მათ მიმართ „გულგრილი” რჩება. მოძმეებს მოცილებულ და დაქსაქსულ ცხიმის მოლეკულებს კი არ შესწევთ უნარი, გადალახონ მათ შორის აღმართული წყლის მოლეკულების ბარიკადები, ამიტომ ისინიც, ბედს შეგუებულები, განაგრძობენ წყალში უსასრულოდ „ტივტივს”. მაგრამ რძეს თუ ჩხუტში, ვარიასა თუ მიკროსენსორებით აღჭურვილ მოქრომილ-გაპრიალებულ სეპარატორში მოვათავსებთ და ერთს გემრიელად შევაჯანჯღარებთ, უმალ გამოფხიზლდებიან, დაიწყებენ ერთურთის ძებნას და როგორც კი გადაეყრებიან, მაგრად ჩასჭიდებენ ხელს. ასე, ნელ-ნელა გამსხვილდება მათი წვეთები და თანდათანობით დაიბრუნებს პირვანდელ სახეს. ხოლო თუ იმდენი მოახერხეს, რომ „ასიათასობით” მოლეკულა გაერთიანდა და მათი ერთობა სხვისთვისაც შესამჩნევი გახდა, ამოქმედდება „საერთაშორისო” გრავიტაციის ძალა და ცხიმი დასცილდება წყალს.





