გოგონა ეკლესიის გალავანთან მოწყალებას ითხოვდა და თან წიგნს კითხულობდა. თბილისი.
უსახლკაროთა თავშესაფარში. თბილისი.
გლდანის ყოფილი გამგეობის შენობაში შეფარებული ოთხშვილიანი მარტოხელა დედა. თბილისი.
დედის მოლოდინში. მანგლისი.
უსახლკაროთა თავშესაფარი კარავში. თბილისი.
უსახლკაროთა თავშესაფარში. თბილისი.
ბოშათა დასახლება ნავთლუღში. თბილისი.
ჩეჩენი ლტოლვილი გოგონა. პანკისი.
სკოლა სახლში. მანგლისი.
დევნილი ბიჭუნა. წეროვანი.
სამი კილომეტრი სკოლამდე. სამტრედია.
წარმოიდგინეთ: შედიხართ საკლასო ოთახში, სადაც
გხვდებათ ერთი მასწავლებელი და რამდენიმე მოსწავლე. მოსწავლეები ბიჭუნებიც არიან
და გოგონებიც. თქვენ უნდა მოახდინოთ მათი კლასიფიკაცია ერთი რომელიმე ნიშნის
მიხედვით და ორ ჯგუფში განათავსოთ ისინი. ვინაიდან თავისუფლება გვეძლევა, ჩვენი
სურვილის მიხედვით გავაერთიანოთ ჯგუფები, ცხადია, კლასიფიცირება რამდენიმენაირად
შეიძლება მოხდეს. შესაბამისად, საკლასო ოთახში მყოფებიც სხვადასხვაგვარად
დაჯგუფდებიან. “მასწავლებელი – მოსწავლე” ალბათ ტიპური დაჯგუფებაა, თუმცა
დაჯგუფება სქესის ან ასაკის მიხედვითაც ჩვეულებრივი რამ იქნება. ამის შემდეგ კი
შეიძლება უფრო შორსაც წავიდეთ და საკლასო ოთახში მყოფები თმის სიგრძე-სიმოკლის,
ჩაცმულობის, თვალის ფერის, რომელიმე საკვების, რომელიმე საგნის, სპორტის რომელიმე
სახეობის მოყვარულებად და მოძულეებად გადავაჯგუფოთ.
ჯგუფებად დაყოფა იმდენნაირად მოხდება, რამდენსაც ჩვენი ფანტაზია გასწვდება. რაში დამჭირდა, მეთხოვა თქვენთვის ამ დავალების
შესრულება? საქმე ისაა, რომ ასე უკეთ წარმოვიდგენთ, როგორ შეიძლება, ერთი და იგივე
ადამიანი სხვადასხვა დროს სხვადასხვა ჯგუფში აღმოჩნდეს – გააჩნია, ვინ იმსჯელებს
მასზე და რა მიზნით. ერთი და იგივე ადამიანი შეიძლება აღმოჩნდეს ხან ოჯახური, ხან
ეთნიკური, ხან რელიგიური, ხან რასობრივი, ხან გენდერული, ხან პროფესიული
ნიშნით გაერთიანებული სულ სხვადასხვა
ადამიანებთან ერთად. ასევე ერთი და იგივე ადამიანი ერთდროულად შეიძლება ნიჭიერთა
და ნაკლებ ნიჭიერთა ჯგუფშიც გააერთიანონ – გააჩნია, რისი ნიჭი იზომება; ანუ ერთი
და იგივე ადამიანი ერთდროულად ნიჭიერიც და ნაკლებ ნიჭიერიც აღმოჩნდება – გააჩნია,
რას უფასებენ და ვინ აფასებს მას.
ჩვენი გონება ამგვარ კლასიფიკაციას ყოველ წუთს
ახდენს და ეს ყველაზე კარგად მაშინ ჩანს, როდესაც საგანთა იდენტიფიცირებას
ვახდენთ. როგორც კი შევხედავთ რაიმე საგანს, ჩვენს გონებაში მაშინვე მისი სახელი
ამოტივტივდება, სახელი კი სხვა არაფერია, თუ არა საგანთა ჯგუფებში მოთავსების
მცდელობა. ამგვარ კლასიფიკაციას დადებითი მხარეც აქვს და უარყოფითიც. დადებითი
ისაა, რომ ჩვენ არ გვჭირდება თითოეული ნივთისთვის ცალკე სახელის მოფიქრება.
წარმოიდგინეთ, ყველა ქვას, ყველა კენჭს, თითოეულ ბალახს, თითოეულ მწერს რომ თავისი
სახელი ერქვას და მათ არა ზოგადი, არამედ საკუთარი სახელით მოვიხსენიებდეთ. არა მგონია, რომელიმე
ადამიანმა შეძლოს ამდენი სიტყვის დამახსოვრება. ამდენად, ენის ეკონომიურობისკენ
სწრაფვა ერთ-ერთი დადებითი მხარეა კლასიფიცირებისას. მაგრამ ამ პროცესს უარყოფითი
მხარეც აქვს. ძალიან კარგად გვახსოვს, რომ უამრავი ომი, ეთნიკური წმენდა თუ
გენოციდი სწორედ კლასიფიკაციას და ადამიანთა სხვადასხვა ჯგუფებად დაყოფას
უკავშირდება. დაჯგუფების თანამდევი პროცესია იარლიყების მიწებება. მას შემდეგ, რაც
ერთ დიდ ჯგუფში მოვათავსებთ საგნებს ან ადამიანებს, ვიწყებთ ახალი მახასიათებლის
გამოძებნას. მიუხედავად იმისა, რომ ეს მახასიათებელი საერთო არაა ჯგუფის ყველა
წევრისთვის, ჩვენ მაინც ვაზოგადებთ და მთლიან ჯგუფზე ვავრცელებთ. ასე მივიღეთ
გერმანელების მახასიათებლად პუნქტუალურობა, რუსების მახასიათებლად – ალკოჰოლის
სიყვარული, ფრანგების მახასიათებლად – ხელმომჭირნეობა და სხვ. არადა, ვიცით, რომ
ყველა გერმანელი არ არის პუნქტუალური, ისევე, როგორც ყველა რუსი არ არის ლოთი,
მაგრამ ეს იარლიყები, შეიძლება ითქვას, ხანგრძლივად შერჩა ეთნიკური ნიშნით
გაერთიანებულ გერმანელთა და რუსთა ჯგუფებს. იარლიყების მიმაგრება კი სტერეოტიპების
გაჩენის საწინდარია. სამწუხაროდ, იმის ნაცვლად, რომ კერძო შემთხვევები ნაუცბათევად
არ განვაზოგადოთ, გვირჩევნია, სტერეოტიპების დამკვიდრებას შევუწყოთ ხელი.
ახლახანს
კათედრის არაფორმალური სხდომა გვქონდა. მოსწავლეებზე აზრთა გაცვლა-გამოცვლისას
ერთმა მასწავლებელმა სასიამოვნო გაოცებით შენიშნა, რომ წელს ერთ-ერთ კლასში
გამორჩეულად ბევრი ნიჭიერი სპორტსმენი გვყავდა. ნიჭიერებაში კი გულისხმობდა არა
მათ სპორტულ მიღწევებს, არამედ აკადემიურ წარმატებებს. რა თქმა უნდა, დავეთანხმე,
რადგან მეც ვიზიარებდი მის მოსაზრებას, ოღონდ მივხვდი, რომ ჩვენ ამ მოსწავლეების
წარმატება იმიტომ გვაოცებდა, რომ ისინი სპორტსმენები იყვნენ. მეც და ჩემი კოლეგაც
გავრცელებული სტერეოტიპის გავლენის ქვეშ აღმოვჩნდით. ეს გავრცელებული სტერეოტიპია,
რომ სპორტსმენი კარგად არ უნდა სწავლობდეს. სამწუხაროდ, მათ აკადემიურ
ჩამორჩენილობას ადვილად ვეგუებით და ნაკლებად ვზრუნავთ ამის გამოსწორებაზე. არ
ვუფიქრდებით იმას, რომ სპორტსმენი იმიტომ არ გამოირჩევა მაღალი აკადემიური
მოსწრებით, რომ დიდ დროს უთმობს ვარჯიშს და არა საგნების შესწავლას.
ამხელა შესავალი
იმისთვის დამჭირდა, რომ გადავსულიყავი მთავარ სათქმელზე. დღევანდელი სასკოლო
პროგრამების შემქმნელები მოსწავლეთა ცხოვრებაში სპორტის როლს გააზრებისას
ცდილობენ, მაქსიმალურად შეუწყონ ხელი როგორც სკოლის შიგნით ამ სფეროს
განვითარებას, ასევე სკოლების თანამშრომლობას სხვადასხვა სპორტულ სექციებთან.
ჟურნალი და ინტერნეტგაზეთი ”მასწავლებელი” არაერთხელ გამოეხმაურა ამ თემას.
ამჯერად თქვენი ყურადღება მინდა შევაჩერო საერთაშორისო ბაკალავრიატის ორგანიზაციის
სადიპლომო პროგრამის ერთ-ერთ შემადგენელ და აუცილებელ კომპონენტზე, რომელსაც CAS
ჰქვია. ეს აბრევიატურა იშიფრება, როგორც Creativity, Action and Service, ანუ
მოსწავლეთა ჩართულობა შემოქმედებითობის კუთხით (სხვადასხვა კლუბებში მათი
მონაწილეობა), მოქმედება (სპორტულ სექციებში გაწევრიანება) და სერვისი (სოციალური
თანადგომა და გარემოზე ზრუნვა). შემოქმედებითობისა და სერვისის ნაწილზე უკვე
გესაუბრეთ ადრინდელ წერილებში. ახლა მინდა, მეორე ნაწილს, მოქმედებას, ანუ სპორტულ
აქტივობას შევეხო.
გავრცელებული
სტერეოტიპის მიუხედავად, სპორტულ ღონისძიებებში ჩართვა ხელს კი არ უშლის, არამედ
ხელს უწყობს ისეთი უნარების განვითარებას, რომლებიც პირდაპირ კავშირშია აკადემიური
საგნების ათვისების უნართან. ბავშვებს, რომლებიც სპორტით არიან დაკავებულები,
გამარჯვებისკენ სწრაფვა ახასიათებთ. სპორტი მარტო ვარჯიში კი არა, შეჯიბრიცაა,
ხოლო შეჯიბრი გამარჯვებისკენ სწრაფვას გულისხმობს. იმისათვის, რომ გაიმარჯვო,
ვარჯიში არ უნდა გააცდინო, შესაძლებლობები
უნდა გათვალო, რომ დროზე ადრე არ დაიღალო, ენერგია ბოლომდე შეგრჩეს და არ
გადაიწვა, ტრენერს უნდა დაუჯერო. თუკი ამ ყველაფერს სპორტული დარბაზიდან სკოლის
შენობაში გადმოვიტანთ და მივუსადაგებთ სკოლას, ვნახავთ, რომ ეს ზუსტად ის
უნარებია, რაც თითოეულ მოსწავლეს უნდა გააჩნდეს, ე. ი. მოსწავლეც საუკეთესო
შედეგების მიღწევაზე უნდა იყოს ორიენტირებული, უნდა იყოს მიზანდასახული, მიზნის
მისაღწევად კი ბევრი უნდა იმეცადინოს, სუსტი და ძლიერი მხარეების იდენტიფიცირება
უნდა მოახერხოს, მასწავლებელს უნდა დაუჯეროს.
გარდა ამისა, ბავშვებს, რომლებიც სპორტით არიან დაკავებულნი, საკუთარ თავზე
უწევთ მუშაობა. ჯერ ერთი, გამარჯვება შრომის გარეშე იშვიათად მოდის; მეორეც,
საკუთარ თავზე მუშაობისას მათ ბევრ აკრძალვას და ცდუნებას უნდა გაუძლონ; და ბოლოს,
დროც სწორად უნდა გადაანაწილონ. ეს ყველაფერი კი ნებისყოფას აძლიერებს. თუკი ამას
ისევ სპორტსმენის ცხოვრების წესიდან მოსწავლის ცხოვრების წესზე გადმოვიტანთ,
ვნახავთ, რომ ზუსტად ის უნარებია, რომლებიც თითოეულ მოსწავლეს უნდა გააჩნდეს.
საკუთარ თავზე მუშაობა უმთავრესია ნებისმიერი მოსწავლისთვისაც, ინტელექტუალური
განვითარება კი ფიზიკური ძალისხმევის გარეშე თითქმის წარმოუდგენელია, რადგან
მეცადინეობა ფიზიკურ დაძაბვასაც გულისხმობს. ვითომ უმარტივესი საქმე – მერხთან
ჯდომაც კი – ფიზიკურ ძალისხმევას უკავშირდება. ამ ჩვევასაც თანდათანობით შეჩვევა
სჭირდება. არავინ ამბობს, რომ სკოლამ გართობა უნდა ჩაანაცვლოს, მაგრამ ზედა
კლასებში გადასვლასთან ერთად მოსწავლეს რაღაცებზე უარის თქმა უხდება და თუკი მას
სასარგებლოსა და სასიამოვნოს შეთავსება უნდა, დროის სწორად გადანაწილებაც უნდა
ისწავლოს.
ჩვენს
ქვეყანაში მოქმედი ეროვნული სასწავლო გეგმის თანახმად, ფიზიკური აღზრდა (სპორტი)
სავალდებულოა ყველა მოსწავლისათვის განათლების სამივე ეტაპზე, თუკი ჯანმრთელობა
მათ ამის საშუალებას აძლევს. საერთაშორისო ბაკალავრიატის პროგრამის მიხედვითაც,
ფიზიკური განათლება (Physical Education) სავალდებულოა დაწყებით (პირველიდან მე-5
კლასის ჩათვლით), საბაზო (მე-6-მე-10 კლასები) და სადიპლომო პროგრამაშიც (სკოლის
დამამთავრებელი ორი კლასი). თუკი მე-10 კლასის ჩათვლით მას საგნის სახე აქვს და
გაკვეთილის დრო ეთმობა, მე-11-მე-12 კლასებში მოსწავლემ მას აუცილებლად უნდა
დაუთმოს კლასგარეშე 50 საათი (შემოქმედებითობის და სერვისის საათებთან ერთად სულ
150 საათი). თანაც, ეს საათები სპორტის სხვადასხვა სახეობაში მონაწილეობით უნდა
შეავსოს (მაგ., ზამთარში თხილამურებით სრიალი – 10-15 საათი, ცურვა კვირაში
ერთხელ, რაც იმაზე მეტ საათს შეადგენს, ვიდრე ჩათვლას სჭირდება, მაგრამ მას 15
საათზე მეტი არ მიენიჭება; სხვადასხვა სასკოლო გუნდურ ასპარეზობაში მონაწილეობის
მიღება – 10 საათი, ლაშქრობებიც – 10-15 საათი). მიიჩნევა, რომ ამგვარი აქტივობა
ხელს კი არ უშლის სწავლას, არამედ აუმჯობესებს სწავლის ხარისხს. მაგრამ არის კიდევ
ერთი რამ, რაც ამ პროცესს ახლავს თან. CAS-ის კოორდინატორი, რომელიც შეიძლება
ნებისმიერი საგნის მასწავლებელი ან დამრიგებელი იყოს, აკონტროლებს მოსწავლის მიერ
შესრულებულ საქმიანობას. გარდა იმისა, რომ იგი შეიძლება დაესწროს სექციურ
მუშაობებს, რომელთაც მოსწავლე ასრულებს, მან შეიძლება მოითხოვოს სხვადასხვა სახის
მტკიცებულება (მაგ., ტრენერის მიერ შევსებული ანკეტა ან ფოტოსურათები). ამ
ყველაფერთან ერთად მოსწავლე ამზადებს საქაღალდეს (პორტფოლიოს). საქაღალდეში შედის
მტკიცებულებები ფოტოებისა და ტრენერის მიერ შევსებული ანკეტების სახით, ე. წ.
გააზრებები (reflections), რომლებიც ასახავს მოსწავლის ანალიზს ფიზიკური (და ორი
დანარჩენი კომპონენტის) აქტივობის შესახებ. ეს ნიშნავს, რომ მოსწავლემ უნდა
აღწეროს, თუ რატომ აირჩია სპორტის ესა თუ ის სახეობა და როგორ შეძლო დასახული
მიზნის მიღწევა.[1]მიზანი სხვადასხვაგვარი შეიძლება იყოს, გაძლიერებით თუ ჯანმრთელობის გაუმჯობესებით
დაწყებული და წონის დაკლებით დამთავრებული. აქ აღარაფერს ვამბობ იმ უნარებზე, რომელთა
განვითარებასაც სპორტი ეხმარება. მთავარია, მოსწავლემ სწორად ამოიცნოს, რა მიზანს
ემსახურება მისი არჩევანი და მიაღწიოს რვა სავალდებულო შედეგს:[2]
1.მოახდინოს საკუთარი ძლიერი მხარეების იდენტიფიცირება,
ხოლო სუსტი მხარეების აღმოჩენის შემთხვევაში გაიაზროს შემდგომი ზრდის აუცილებლობა;
2.თვალი გაუსწოროს ახალ გამოწვევებს;
3.ისწავლოს დაგეგმვა და განხორციელება;
4.ისწავლოს გუნდური მუშაობა[3];
5.მიეჩვიოს საქმის ერთგულებას, ჩამოუყალიბდეს მედგარი და შეუპოვარი ხასიათი;
6.სკოლიდანვე
ჩაებასგლობალური ხასიათის ინიციატივაში[4];
7.ისწავლოს ეთიკური ქვეტექსტის ამოცნობა[5];
8.განივითაროს ახალი უნარები.
და ბოლოს,
როგორც აღვნიშნე, სპორტი გამარჯვებისკენ სწრაფვაა, მაგრამ ხშირად ორთაბრძოლა
დამარცხებითაც სრულდება. თუმცა ამ შემთხვევაში დამარცხებაც გამარჯვების ტოლფასია,
რადგან საქმე საკუთარ თავზე გამარჯვებასთან გვაქვს და ხდება სიზარმაცის, შიშის
დაძლევა. რომაელები გამარჯვების შემთხვევაში იტყოდნენ: „Vici!” (ე.ი. გავიმარჯვე).
საკუთარ თავზე ამგვარი გამარჯვების შემდეგ ჩვენს მოსწავლეებსაც შეეძლებათ თამამად
თქვან: „Vici და, აქედან გამომდინარე, ვიცი”.
[1]როგორც აღვნიშნეთ, CASსამი კომპონენტისგან შედგება. სამივე კომპონენტი შესრულებულად ჩაითვლება, თუკი
მოსწავლე მათ 50 საათს მაინც დაუთმობს. არ შეიძლება, მოსწავლე თითოეულ კომპონენტში
მხოლოდ ერთი საქმიანობით დაკავდეს. თითოეულ ამ საქმიანობას კი არ შეიძლება 15
საათზე მეტი მიენიჭოს. CAS-ის კოორდინატორი პროცესს ყურადღებით ადევნებს თვალს და
მოსწავლეს ჩათვლას პორტფოლიოს საფუძველზე აძლევს.
[2]ეს შედეგები სავალდებულოა CAS-ის
სამივე კომპონენტისთვის.
[3]აქვე შევნიშნავ, რომ არ არის აუცილებელი, ერთი აქტივობით რვავე
შედეგის მიღწევა. მთავარია, ყველა აქტივობა რომელიღაც შედეგზე იყოს ორიენტირებული,
თუმცა ზოგიერთი შედეგი შეიძლება ყველა აქტივობას მოიცავდეს.
[4]სპორტული აქტივობით ამ შედეგის მიღწევა ყველა მოსწავლისათვის
წარმოუდგენელია, ამიტომაც მისი მიღწევა პირველი და მეორე კომპონენტებით ხდება.
[5]ეთიკა და სპორტი რომ განუყოფელია, ამაზე აღარავინ დავობს. მთავარია,
ეს მოსწავლემაც გააცნობიეროს და აღწეროს, როგორ გაიუმჯობესა ეთიკური ქცევები
(მაგ., არ ითაღლითა თამაშის დროს, არ დაარღვია წესები, არ გამოიჩინა უტაქტობა
მოწინააღმდეგის მიმართ, დამარცხების შემთხვევაში გამარჯვებულს ხელი ჩამოართვა და
მიულოცა და ა. შ.).
ნებისმიერი შეფასების მიზანია, ნათელი მოჰფინოს იმას,რა ისწავლა მოსწავლემ, როგორ ისწავლა და როგორ იყენებს იმას, რაც ისწავლა. ამიტომ მასწავლებელმა:
• გულდასმითუნდა შეკრიბოსინფორმაცია ყოველი მოსწავლის ყოველდღიურ გამოცდილებასა და აქტივობაზე;
• შეაჯეროსტესტირების შედეგები დაკვირვებებთან;
• დააკვირდეს,რა გარდახდებათმოსწავლეებსცნებების, პროცედურებისა და სხვა სასწავლო შინაარსის დაუფლებისას;
• სთხოვოს მოსწავლეებს, ხმამაღლა იაზროვნონ, რათა დააზუსტოს ცნებებისადა სტრატეგიებისმათებური გააზრება;
• აწარმოოს მოსწავლეთა პორტფოლიოები, რათა აღნუსხოსმოსწრების ნიშნულები წლის განმავლობაში;
• გამოიყენოს ინფორმაციის ყველა შესაძლო წყარო, რათა შექმნას შეფასებათა უხვი და მრავალფეროვანი სპექტრი, რომელიც საშუალებას მისცემს, განსაზღვროსშესაფერისი სასწავლო აქტივობები ყოველი მოსწავლისთვის.
ცნობილია, რომ განმავითარებელიშეფასება:
• ცხადად და უშუალოდ უნდა იყოს დაკავშირებული სწავლების მიზნებსა და სასწავლო პროცესთან;
• უნდა მოიცავდეს მრავალფეროვან მეთოდებსა და სტრატეგიებს;
• უნდა განაპირობებდეს ცვლილებებს მოსწავლეთა განვითარების მიმართულებით.
სასწავლო მიზნები მოსწავლეებისთვისცხად და გასაგებ ენაზე უნდა ჩამოყალიბდეს.ზოგიერთი მიზნის ფორმულირებისთვის(მაგალითად, ცოდნასა და ზოგიერთი სახის მსჯელობა–დასაბუთებასთანმიმართებით,რომელთა მიღწევაც შემოწმდება არჩევითპასუხიანიან მოკლეპასუხიანიდავალებებით)მიზანშეწონილია მომზადდესამ მიზნის ფორმულირებამოსწავლეთათვისმისაღები/გასაგები ფორმით. სხვა მიზნებისთვის(მაგალითად, უნარ–ჩვევებსადა მოსწავლეთა მიერ შექმნილ პროდუქტებთანმიმართებით,რომელთა მიღწევაც შემოწმდება მოსწავლეთა მიერ მოქმედებების შესრულებაზედაკვირვებით)მიზანშეწონილიამომზადდეს შეფასების სქემა/რუბრიკა, რომელიც მოსწავლეებისთვისცხად კრიტერიუმებსმოიცავს.
მიზნები მოსწავლეებისთვის გასაგები რომ გახდეს, საჭიროა:
1. წინასწარ გავაცნოთ მოსწავლეებს ის „ენა” და ცნებები, რომელთაც გამოვიყენებთრუბრიკაში;
2. გამოვიყენოთ მოსწავლეებისთვის უკვე ნაცნობი „ენა“;
3. გავუზიაროთ მოსწავლეებსმიზნები.
ვთქვათ, მიზანია „განზოგადება მოყვანილი მაგალითებისსაფუძველზე” და მოსწავლეებისთვისგაუგებარია სიტყვაა „განზოგადება“. მოსწავლეებისთვისმისაღები იქნება მიზნის შემდეგნაირადფორმულირება: „მოყვანილ მაგალითებში მსგავსი თვისებების/ფაქტების მიკვლევა და ისეთი დებულების ჩამოყალიბება, რომელიც სამართლიანიამოყვანილი მაგალითებისთვისაც და მათგან განსხვავებულშემთხვევებშიც“. მიზნების ფორმულირებასკიდევ უფრო მისაღებს გახდის ე.წ. „მე–ფორმულირებები“: „მე შემიძლია მოყვანილ მაგალითებში მსგავსი თვისებების/ფაქტების მიკვლევა” და „მე შემიძლია ისეთი დებულების ჩამოყალიბება,რომელიც სამართლიანიამოყვანილი მაგალითებისთვისაც და მათგან განსხვავებულ შემთხვევებშიც“.
მოსწავლეებისთვისგასაგები რუბრიკის შესაქმნელადსაჭირო ნაბიჯებია:
1. გამოვყოთ ზრდასრულთათვისგანკუთვნილ ვერსიაში ის სიტყვები ან ფრაზები, რომელთა გაგებაც მოსწავლეებს,სავარაუდოდ,გაუჭირდებათ;
2. ვიპოვოთ ამ სიტყვებისა და ფრაზების შესატყვისი, მოსწავლეებისთვის გასაგები ვერსიები;
3. ჩამოვაყალიბოთ რუბრიკის კრიტერიუმებიმოსწავლეებისთვისმისაღები ვარიანტით პირველ პირში;
4. გავუზიაროთ რუბრიკა მოსწავლეებს და მივიღოთ მათგან უკუკავშირი;
5. საჭიროებისამებრ შევიტანოთ ცვლილებები რუბრიკაში.
მოსწავლეებისთვისრუბრიკის გაზიარებისასმიზანშეწონილია, მოვუყვანოთ მათ კონკრეტული მაგალითებიც, რომლებიც აკმაყოფილებს ანვერა ამა თუ იმ კრიტერიუმს (ანონიმური მოსწავლეების ნამუშევრები ან თვით მასწავლებლის მიერ შექმნილი ნიმუშები). მიზანშეწონილიააგრეთვე, მოსწავლეებმაგააანალიზონ,რომელ კრიტერიუმს რა დონეზე აკმაყოფილებენმიმდინარე ეტაპზე ანუ რა იციან უკვე ან რომელი უნარ–ჩვევების განვითარებზე არ უმუშავიათ ჯერ კიდევ.
მასწავლებელმა პერიოდულად უნდა შეამოწმოს, გაიგეს თუ არა მოსწავლეებმა სასწავლო მიზნები. მაგალითად, მან შეიძლება ჰკითხოს მოსწავლეს, რომელიც კონკრეტულ დავალებას ასრულებს, რისთვის სრულდება მოცემული აქტივობა.თუ მოსწავლის პასუხი იქნება არ იქნება მიზნებზე ორიენტირებული(მაგალითად, მოსწავლე იტყვის, ნიშნის მისაღებადო),მაშინ მასწავლებელიუნდა ჩაეკითხოს, რას სწავლობს ახლა იგი. თუ მოსწავლე ამ კითხვაზეც არაადეკვატურპასუხს იძლევა ან საერთოდ ვერ პასუხობს,მაშინ მას ვერ გაუგია სასწავლო მიზნები და საჭიროა მასთან დამატებითი მუშაობა.
განმავითარებელიშეფასების მეთოდები და ინსტრუმენტებია:
● დაკვირვება
გაკვეთილის განმავლობაში ან მისი დასრულების შემდეგ გაკეთებულ მოკლე ჩანაწერებშიმასწავლებელიაღრიცხავს მოსწავლეთა სწავლის სპეციფიკურ ასპექტებს (მაგალითად, სწორად ახარისხებს გეომეტრიულ ფიგურებს) და მოსწავლეთა პროგრესს სასწავლო მიზნებისკენსვლის
კუთხით.მასწავლებელს იოლად შეუძლია შექმნას ისეთიფორმა ამჩანაწერებისორგანიზებისთვის,რომ მოსწავლეთა საჭიროებებისკენ მიმართულ აქტივობათა დაგეგმვისთვის გამოიყენოს. შეიძლებააგრეთვე, აწარმოოს დღიური/რვეული, სადაც ყოველ მოსწავლეს თავისი გვერდი ექნება და მასწავლებელიპერიოდულად შექმნის მოსწავლის პორტრეტს მისი მახასიათებლებისმეშვეობით. თუ ბლოკნოტში ან ჟურნალში ასეთი ჩანაწერებისგაკეთება გაკვეთილის განმავლობაშიგაუჭირდება,მასწავლებელს შეუძლია, სტიკერებზე დაწეროს შენიშვნები და რვეულში ჩააკრას, თავისუფალ დროს კიმოაწესრიგოსისინი. როგორც არ უნდა აწარმოოს დაკვირვება და აღრიცხოს დაკვირვებისშედეგები, მასწავლებელმაშეკრებილიმონაცემები უნდა გამოიყენოს იმისთვის, რომ სწავლება მოსწავლეთა საჭიროებებს მოარგოს.
● კითხვები
მნიშვნელოვანია როგორც ღია, ასევე დახურული კითხვები. დახურულიკითხვები უფრო შესაფერისიასაბაზო ცოდნის განმტკიცებისთვის, ხოლო ღია უბიძგებს მოსწავლეებსსასწავლო მასალაზე მანიპულაციებისკენ, ცოდნის განვრცობისა და გარდაქმნისკენ. მხოლოდ დახურული კითხვებით შემოფარგვლა შეზღუდავდა იმ ინფორმაციას, რომლის მიღებაც სურთ მასწავლებლებს მოსწავლეებისგან.
კითხვები მოსწავლეებისთვის ამოცანის ამოხსნის სხვადასხვა ფაზაზე
სასწავლო–მათემატიკური მოქმედებები |
კითხვები |
კითხვების ჩამოყალიბება, |
• ამოგიხსნია წინათ მსგავსი ამოცანა? • რა ნაბიჯი შეიძლება გადადგა ამოცანის ამოხსნის დასაწყებად? • დასვი კითხვები ამოცანაში მოცემულ ვითარებასთან დაკავშირებით. • რა არის ცნობილი ამ ამოცანაში და რა – უცნობი? • აუხსენი ამოცანა მეგობარს. • რომელი დიაგრამაა შესაფერისი ამ ამოცანის ამოსახსნელად? • რა აღნიშვნებს შემოიღებდი ამ ამოცანისთვის? • რა კანონზომიერებას ამჩნევ ამ მონაცემებში? • რა დაშვებას გააკეთებდი ამოცანის ამოსახსნელად? • შენი სიტყვებით ჩამოაყალიბე ამოცანა. • • ამოხსნის რომელი ხერხებია შესაფერისი ამ ამოცანის ამოსახსნელად? |
ლოგიკურად მსჯელობა, ჰიპოთეზებისა და არგუმენტების მოსაზრება და კონსტრუირება, გამოთვლების ზუსტად შესრულება |
• ყოველთვის ჭეშმარიტია ეს დებულება? • მოიყვანე ამ დებულების დამამტკიცებელი არგუმენტი. • რა განაპირობებს ამ კანონზომიერების არსებობას? • რა არის აქ ერთნაირი და რა – განსხვავებული? • რა არის აქ უცვლელი და რისი შეცვლა შეიძლება? • რა მოხდებოდა, • ეს მიდგომა მიგიყვანს შედეგამდე? • რას მოიმოქმედებ მას შემდეგ, რაც ასეთ პასუხს მიიღებ? • რისი კერძო შემთხვევაა ეს? • ახლა შეგიძლია ივარაუდო რაიმე? • მოისაზრე ამის კონტრმაგალითი. • რა შეგეშალა • • რა დასკვნებს გამოიტანდი ამ მონაცემების საფუძველზე? • როგორ შეამოწმებ ამ გამოთვლების სიზუსტეს მათი განმეორებით შესრულების გარეშე? |
მიღებული შედეგების განმარტება და შეფასება |
• ყველა ამონახსნი იპოვე? • როგორ წარმოადგენ შედეგებს ეფექტურად? • შედეგების წარმოდგენის რომელი ხერხი ჯობს – • შენი აზრით, ეს პასუხი გონივრულია? • დარწმუნებული ხარ, რომ ეს სწორია? დამისაბუთე! • რას ფიქრობ მეგობრის არგუმენტზე? • ეთანხმები მეგობრის პასუხს? როგორ გააუმჯობესებდი ამ პასუხს? • რომელი მეთოდის გამოყენება იქნებოდა უმჯობესი? რატომ? |
კომუნიკაცია და რეფლექსია |
• რომელი მეთოდი გამოიყენე? • კიდევ რომელი მეთოდები განიხილე? • რომელი მეთოდი აღმოჩნდა საუკეთესო? • რომელმა მეთოდმა მიგიყვანა შედეგამდე ყველაზე სწრაფად? • რომელი მეთოდები გამოიყენე ბოლო დროს? რომელიმე მათგანი გამოგადგა ახლა? • რომელი სტრატეგიები ისწავლე, რომლებიც გამოგადგება სამომავლოდ? • რას ურჩევდი შენს მეგობარს ამ ამოცანასთან დაკავშირებით? |
გასვლის/შესვლის ბარათები
გასვლის ბარათი არის მოსწავლის პასუხები იმ კითხვებზე, რომლებიც მასწავლებელმადასვა გაკვეთილის ბოლოს, რათა შეეფასებინამოსწავლეთა მიერ ძირითადი ცნებების გაგება.მოსწავლეებმაშეიძლება შეაჯამონ ან შეაფასონ იმ დღის სასწავლო მასალა ან მოახდინონ ხუთი ნასწავლი ფაქტის რანჟირებამათი მნიშვნელოვნებისმიხედვით. შეიძლება,მასწავლებელმასთხოვოს მოსწავლეებს, დაწერონ, რა ცვლილებებს შეიტანდნენსაკითხის სწავლებაში,თვითონ რომ ყოფილიყვნენმასწავლებლები.
ამ ბარათის შესავსებად საკმარისი უნდა იყოს 5 წუთი და მოსწავლემ კლასიდან გასვლისას უნდა ჩააბაროს იგი მასწავლებელს.მასწავლებელიბარათით უცებ უნდა მიხვდეს, ვის გაუაზრებია ძირითადი ცნებები კარგად, ვის სჭირდება მცირე დახმარება და ვის
– დამატებითი სწავლება. გასვლის ბარათების გაანალიზებითმასწავლებელი შეძლებს, უკეთ მიუსადაგოს სწავლება მოსწავლეთა საჭიროებებს შემდეგ გაკვეთილზე.
შესვლის ბარათები გასვლის ბარათების ანალოგიურია,ოღონდ ისინი ივსება გაკვეთილის დაწყებამდე ან მის დასაწყისში.მასწავლებელმამოსწავლეებსშეიძლება მოსთხოვოს წინა საშინაო დავალებაზე გამოხმაურებაან წინა გაკვეთილზე რეფლექსია ისე, რომ ამისთვისარ დაიხარჯოს ბევრი დრო. მაგალითად, მოსწავლეებმაუნდა უპასუხონ კითხვებს, რა იყო დამაბნეველიმათთვის ან რა პრობლემებს წააწყდნენ საშინაო დავალების შესრულების დროს. მასწავლებელმაუნდა შეაგროვოს შესვლის ბარათები და კომენტარი გააკეთოს მათში დასმულ საკითხებზე.
მოსწავლის თვითშეფასება
თუ მოსწავლეებიმონაწილეობენ მიზნების დასახვასა და წარმატების კრიტერიუმების დადგენაში, მაშინ მათი თვითშეფასება ლოგიკური ნაბიჯია სასწავლო პროცესში. მოსწავლეები იწყებენ მეტაკოგნიციას და უკეთ აცნობიერებენ თავიანთ ძლიერ და სუსტ მხარეებს. როცა მოსწავლეები ფიქრობენ საკუთარ სწავლაზე, გამოთქვამენ, რაც გაიგეს და რაც ჯერ კიდევ უნდა ისწავლონ, მათი მიღწევები იზრდება.