წლის ბოლოს ერთად გავიცინებთ
ბიძია ჯო

მულტიკულტურული განათლების ორიენტირები და ტექნოლოგია „OPEN SPACE“
- ინტერაქციული მეთოდებიდან შეარჩიოს რომელიმე ერთი, ყველაზე მოხერხებული მეთოდი;
- ამოარჩიოს მიზნის შესაფერისი ეფექტური სახელმძღვანელო;
- გამოკვეთოს დავალებებისა და სავარჯიშოების ტიპები;
- მოიფიქროს/წარმოიდგინოს მოსწავლეთა ორგანიზების ფორმები.
- შეისწავლოს მოსწავლეთა ცოდნის ხარისხი და მოსწრების დინამიკა;
- გადახედოს საგნობრივ რეიტინგს და შეაფასოს გაწეული საქმიანობა.
- „ჩვენი განხილვის თემააა… მომდევნო… ხნის განმავლობაში ჩვენ შევიმუშავებთ ჩვენს საუკეთესო იდეებსა და შესაძლებლობებს დასახელებული პრობლემების მოსაგვარებლად.
- ჩვენ გვაქვს „ახალი ამბების დაფა”, რომელზეც წარმოდგენილია ჩვენი სამუშაოს გეგმა. როდესაც განსაზღვრავთ ძირითად პრობლემას, დაასათაურეთ ის და დაწერეთ ფურცელზე.
- ყველა, ვისაც სურს პრობლემის ღიად მოგვარება, გამოდის მრგვალი მაგიდის ცენტრში და გამოაცხადებს მას ხმამაღლა, შემდეგ კი ფურცელს მიამაგრებს დაფაზე.
- მონაწილეები შექმნიან სიას, ჩამოწერენ პრობლემებს განსახილველად და განაწილდებიან სადისკუსიო ჯგუფებად. ჯგუფები მუშაობენ პარალელურ რეჟიმში.
- თითოეული მათგანი ჩამოწერს ძირითად თეზისებს და მიამაგრებს დაფაზე, რათა ყველას შეეძლოს, მუშაობის დროს გაეცნოს მეორე ჯგუფის სამუშაო ვერსიას.
- პატარა ჯგუფებში მუშაობის შემდეგ მოხდება კონვერგენცია – გაერთიანება თემების მიხედვით უფრო მსხვილ ჯგუფებად ყველაზე საინტერესო თემების ირგვლივ და გაგრძელდება დისკუსია.
- სამუშაო დრო არ არის რეგლამენტირებული”.
- ვინც არ უნდა მოვიდეს, ეს სწორედ ის არის, ვინც საჭიროა;
- რაც არ უნდა ხდებოდეს, ეს ერთადერთია, რაც უნდა მომხდარიყო;
- როცა გინდა რამე დაიწყო, ეს საამისოდ სწორედ რომ შესაფერისი დროა;
- როცა ყველაფერი დამთავრდება, სწორედ მაშინ დგება დასასრული.
დიდი ბაბუის სამადლობელი
მიფრინავენ წეროები…
ცხელა… სუნთქვა ჭირს… თუმცა ავტობუსში კონდიციონერი მუშაობს და თავს შედარებით უკეთ ვგრძნობ. ფანჯარასთან ვარ მოკალათებული და ვცდილობ, გარემოს თვალიერებით გავირთო თავი. გარშემო ზუზუნია. ყველა თავის ენაზე საუბრობს – სომხურად, ბერძნულად, რუმინულად, თურქულად, მოლდავურად… მხოლოდ ქართული ლაპარაკი არ ისმის – მარტო ვარ და ვის რა უთხრა. თუმცა ინგლისური ყველას გვაერთიანებს და სომეხი მასპინძელიც სიმწრის ღიმილით გვიცხადებს მიკროფონში, თქვენ კი არ შეშინდეთ, მაგრამ ბოლო ერთი საათი სულ სხვა მხარეს გვივლია და ახლა ერთი ამდენი უკან დასაბრუნებლად გვჭირდება, რომ საჭირო გადასახვევთან მოვხვდეთო. ავტობუსში სიცილი ისმის, ვერ გეტყვით ოღონდ, მხიარული თუ ნერვული.
ჩვენ პარაკარის ჭაობისკენ მივდივართ. რა გვინდა ამ სიცხეში ჭაობში? კარგი შეკითხვაა. პასუხი მარტივია – ჭაობი უნდა ვნახოთ იქ მზარდი მცენარეებითურთ. იქვე სპეციალისტები გველოდებიან და ყველაფერს აგვიხსნიან – რა ტიპის ნიადაგია, რა ტიპის დაბინძურებისგან წმენდს წყალს ამგვარი ჭაობი… მოკლედ, უინტერესო სულაც არ არის. მით უმეტეს, მთელ ამ ერთ ავტობუს ხალხს სწორედ ჭაობისადმი მიძღვნილი პროექტი გვაერთიანებს და ცხოვრების ამ ეტაპზე ჩვენი მთავარი საზრუნავ-საწუხარიც ეს არის.
ეს რაღაა?! წეროებიიი… აქამდე როგორ ვერ შევამჩნიე?! ასე ახლოს ასე ბევრი არასდროს მინახავს, თორემ კახეთში შორიდან ერთი-ორისთვის თვალი როგორ არ მომიკრავს. ამბობენ, კარგის ნიშანიაო, ანუ ბოლოს და ბოლოს ჭაობის გზას ვიპოვით. დინჯად სხედან, გარემოს ზვერავენ, აი, იმ ბუდეში პატარაც უზით.
თურქი კოლეგა, სახელად ბურაკი, გვერდით მიჯდება. მეორე დღეა, ჩემთვის ქართული სიტყვების გამოძალვას ცდილობს. გამოთქმა ეძნელება და მერე მთელი დღე ბუტბუტით დადის, – ეტყობა, იმეორებს.
– წეროებს ათვალიერებ?
– დიახ.
-რა ჰქვი წეროს ქართულად?
– წერო. წე-რო… ოღონდ ეს მხოლობითია. როცა ბევრია – წე-რო-ები.
– რა რთული ენა გაქვთ, – უკმაყოფილოა თურქი კოლეგა.
მე კი, მისი შემხედვარე, სახუმარო განწყობაზე ვდგები და ვთავაზობ:
– გინდა ლექსი გასწავლო? წეროებზე…
და მის თანხმობას არ ველოდები, ისე ვუმარცვლავ:
„მიფრინავენ, მიფრინავენ წეროები შორს,
აღარ დაბრუნდებიანო, უვრცელებენ ჭორს…”
– მოიცა, მოიცა, ლათინური ასოებით დამიწერე.
ვუწერ და ბურაკიც უკან გადადის – დავალება აქვს სასწავლი.
არა, მაინც როგორ ცხელა… ვითომ გლობალური დათბობის ბრალია? და რა არის ეს გლობალური დათბობა?
მეცნიერთა კვლევის თანახმად, 1860 წლიდან დღემდე ტემპერატურა იცვლება – იმატებს. მათივე აზრით, დათბობა ე.წ. სათბურის ეფექტის დამსახურებაა, რომლის მიზეზიც უმთავრესად ატმოსფეროში სათბურის გაზების დაგროვება გახლავთ.
ამ საკითხის შესახებ მრავალი ჰიპოთეზა არსებობს. ერთი მათგანია სათბურის ეფექტი. ამ ეფექტის შესახებ მოსაზრება პირველად ფრანგმა ქიმიკოსმა ფურიემ გამოთქვა 1827 წელს. ატმოსფეროში არის მოლეკულები, რომლებიც ინფრაწითელ გამოსხივებას შთანთქავს. მზის სითბური გამოსხივების მთავარი მშთანთქმელი ატმოსფეროში ორთქლისა და ღრუბლების სახით არსებული წყალია, თუმცა აქ თავიანთ სიტყვას ორგანული ნაერთები და გაზებიც ამბობენ. სათბურის გაზების ატმოსფეროში დაგროვება წარმოქმნის ე.წ. ბუმბულის საფარს, რომელიც მზის სხივებს ატარებს, სითბოს კი – არა. მზის სითბო უკან, კოსმოსში, ვეღარ ბრუნდება.
დედამიწაზე სათბურის ეფექტის გავლენა შეიძლება ავტომანქანის მაგალითზე განვიხილოთ. ავტომობილი მზეზე დგომისას ხურდება (სალონში ფანჯრებიდან აღწევს სინათლე), სალონი ცხელდება. სინათლის ენერგია სითბურ ენერგიად გარდაიქმნება. სინათლისგან განსხვავებით, სითბური ენერგიის დიდი ნაწილი სალონში კავდება, რადგან ავტომობილის მინა მას უკანვე აღარ ატარებს. შედეგად სალონში ტემპერატურა იზრდება.
მომწამლავი სათბურის გაზები ხელს უშლიან სივრცეში სითბოს გაფანტვას. ამის შედეგად გაზებისა და წყლის ორთქლის ფენები სქელდება, რაც გლობალურ დათბობას იწვევს.
სათბურის გაზი ბევრია, მაგრამ დღეს მხოლოდ ერთ მათგანზე დავწერ. რატომ გამოვარჩიე? ჭაობის გაზსაც უწოდებენ და იმიტომ, მე კი, როგორც ზემოთ აღვნიშნე, უცხოელ კოლეგებთან ერთად უკვე მთელი წელია ჭაობზე ვფიქრობ.
ეს მეთანი გახლავთ. ჰაერზე ორჯერ მსუბუქია და ჭაობის გაზს იმიტომ უწოდებენ, რომ ჰაერის მიწოდების გარეშე, მცენარეთა და ცხოველთა ორგანიზმების დაშლის შედეგად წარმოიქმნება, ამიტომ ჭაობებიდან, ტბებიდან, გუბურებიდან გამოიყოფა. გვხვდება ქვანახშირის მაღაროებშიც. მას ნახშირორჟანგთან შედარებით 25-ჯერ მეტად შეუძლია ინფრაწითელი რადიაციის შთქნთქმა. ატმოსფეროში ის სამი გზით შეიძლება მოხვდეს: ბუნებრივით, ანთროპოგენურით, კვაზიბუნებრივით. ბუნებრივ პირობებში მეთანი ანაერობული მიკროორგანიზმების მეთანოგენების საშუალებით წარმოიქმნება. მათ სუბსტრატს ძმარმჟავა, მეთანოლი, მეთილამინი, მეთილმერკაპტანი და CO2+H2 ნარევი წარმოადგენს. ყველა ეს ნაერთი სხვა ანაერობული მიკროორგანიზმების ცხოველქმედების შედეგად წარმოიქმნება, რომლებიც, თავის მხრივ, მკვდარ ორგანიზმებს შლიან. მოკლედ, მეთანის წარმოქმნა შეგვიძლია ასე წარმოვიდგინოთ:
CH3COOH=CH4+CO2
CH3OH+H2=CH4+H2O
CH3SH+H2=CH4+H2S
CO2+4H2=CH4+2H2O
წარმოქმნილი მეთანის ნაწილს აერობული მეთანდამჟანგავი ბაქტერიები, მეთანოტროფები, შთანთქავენ.
მეთანის წარმოქმნის ანთროპოგენური წყარო, გასაგებია, რომ ადამიანის საქმიანობაა. რასაც ადამიანი არ იზამს… თან სულ ვერ ხვდება, რომ იმ ტოტს ჭრის, რომელზეც მყუდროდ (თავად ასე ჰგონია) მოკალათებულა.
გადაუმუშავებელი ყოფითი ნარჩენები, მეცხოველეობის ნარჩენები, სამრეწველო ნარჩენები – ეს ყველაფერი მეთანის წარმოქმნის წყაროა. აქვე იმასაც ვიტყვი, რომ ყველაფერი ზემოთ ჩამოთვლილი ჩამდინარე წყლებსაც აბინძურებს, რომლებიც, თუ ასე დაბინძურებული ზედაპირულ წყლებში მოხვდა, ბუმერანგივით დაგვიბრუნდება. ჰოდა, ზემოთ რომ ვწერდი, ერთი ავტობუსი ხალხი მეორე წელია ჭაობზე ვფიქრობთ-მეთქი, ხელოვნური ჭაობი სწორედ ამ ტიპის დაბინძურებული წყლების ბუნებრივი და იაფი გამწმენდი საშუალებაა, ოღონდ საქართველოში, მრავალი სხვა ქვეყნისგან განსხვავებით, მას ჯერ არ იყენებენ.
მეთანის ანთროპოგენური ემისია ხშირად საწვავის (ნახშირის, ნავთობის, ბუნებრივი აირის) მოპოვებასთან არის დაკავშირებული. გარდა ამისა, თან ახლავს წიაღისეული საწვავისა და ბიომასის წვის პროცესებს. ეს უკანასკნელი ტყის ხანძრებს გულისხმობს, რომლებიც ბოლო ხანს ასე საეჭვოდ მრავლად იყო ჩვენს ქვეყანაში, უმეტესად კი ჩვენივე, ადამიანების დაუდევრობის გამო ჩნდებოდა. ენის წვერზე მიტრიალებს, იქნებ განზრახ აჩენდნენ-მეთქი, მაგრამ არ მინდა დავიჯერო, რომ თუ შენი ქვეყანა და შთამომავლობა გიყვარს, ასეთი რამის ჩადენა შეგიძლია.
ანთროპოგენური ემისიით მეთანი გარემოში გაუმართავი ავტომობილების გამონაბოლქვიდანაც ხვდება, თუმცა ამ დროს გარემოში პარაფინური ნახშირწყალბადების C1-C8 მთელი თაიგული გამოდის.
ახლა მეთანის ემისიის კვაზიბუნებრივ, ანუ ბუნებრივთან მკვეთრად მიახლოებულ გზასაც მივხედოთ. ის უმთავრესად სოფლის მეურნეობასთან არის დაკავშირებული. მისი წარმოქმნა ამ შემთხვევაშიც ნიადაგში მიკროორგანიზმების – მეთანოგენების საქმიანობას უკავშირდება. სხვათა შორის, ეს მიკროორგანიზმები განსაკუთრებით აქტიურები მარცვლოვანთა ნათესებში ყოფილან, მათ შორის კი მეთანის გამოყოფის მხრივ თურმე პირველი ადგილი უჭირავს ბრინჯის ყანებს.
ამ ყველაფერს თუ შევაჯამებთ, ნათელი გახდება, რომ ატმოსფეროში მეთანის გამოყოფა 70%-ით ადამიანის საქმიანობას უკავშირდება და სწორედ ჰომო საპიენსის გონიერებაზეა დამოკიდებული, რამდენად დააბინძურებს თავისივე საცხოვრებელ გარემოს.
აქვე ერთი მინიშნებაც მინდა მოგცეთ: რაც მე აქ „სათბურის ერთ-ერთ გაზზე” დავწერე, ქიმიის მნიშვნელოვანი დარგის – ეკოლოგიური ქიმიის საქმეა. ასე რომ, თუ მასწავლებლები გაკვეთილზე ორგანული ქიმიის კვალდაკვალ მცირე ინფორმაციას ეკოლოგიური ქიმიიდანაც მიაწვდიან ბავშვებს, იქნებ ბოლოს და ბოლოს ქიმიის მცოდნე თუ არა, გარემოს დამფასებელი მომავლის ადამიანები გავზარდოთ.
უკვე საღამოა და სასიამოვნო სიგრილე იგრძნობა. სასტუმროს წინ ავტობუსიდან ჩამოვდივარ და ვფიქრობ, ამდენი ხნის მგზავრობის შემდეგ, თანაც ასეთ სასიამოვნო სიგრილეში, ფეხით ხომ არ გამევლო-მეთქი. თურქი კოლეგა კვლავ ჩემკენ მოდის:
– შენი დაწერილი ლექსი კი ვისწავლე, მაგრამ რას ნიშნავს?
კარგ დროს მეკითხება – ჯერ ისწავლა და შინაარსი ახლაღა აინტერესებს. ვუხსნი.
– წეროებს ჭორს უყრიან? რატომ?..
ისე გულწრფელად უკვირს, რომ კვლავ სახუმარო განწყობაზე მაყენებს:
– შური ბურაკ, შური. ფეხები კისრიდან ეწყებათ და შურთ…
უკან ბავშვობაში
დაახლოებით 50 წელიწადზე მეტია, რაც ამერიკელი ბავშვები მსოფლიოში სანტას მიმოფრენას ჩრდილოეთ ამერიკის საჰაერო-კოსმოსური თავდაცვის სარდლობის (NORAD) მეშვეობით ახერხებენ.
ბოლო თვეებია, ჩემი სახლის ფანჯრიდან ვაკვირდები მშენებარე კორპუსს,
ცოტა ხნის წინ ერთ სკოლაში მქონდა შეხვედრა. დირექტორთან ერთად განვიხილავდი ამ კონკრეტული სკოლის ძლიერ და სუსტ მხარეებს, ვმსჯელობდით იმაზე, მიღწევადია თუ არა ბავშვმა რეპეტიტორის გარეშე, მხოლოდ სკოლის კედლებში მიიღოს სათანადო განათლება, რა აკრძალვებია საჭირო იმისათვის, რომ კონტროლი ხელიდან არ გაგექცეს და რა თემებზე უნდა შეეძლოს მასწავლებელს ღიად მსჯელობა, ბავშვების ნდობა რომ მოიპოვოს. მიუხედავად იმისა, რომ რაც ჟურნალის მასწავლებლისთვის ვწერ, ხშირად ვფიქრობ ამ თემებზე, იქ, იმ კონკრეტული სკოლის კედლებში მივხვდი, რომ სკოლის კედლებს გარეთ მსჯელობისას შემუშავებული ტაქტიკები როგორც წესი კონკრეტულ ბავშვებთან მიმართებაში აზრს კარგავს. საერთოდაც, მომეჩვენა, რომ სკოლის კედლებში, სადაც მთავარი გმირები ბავშვები არიან, დიდები ცოტა სასაცილოდ გამოვიყურებოდით.
ახალი წლის წინა პერიოდში, როცა ადამიანები დღესასწაულისთვის ემზადებიან, ჩვენ სამწუხაროდ არ გვაქვს იმის ფუფუნება ერთმანეთს მხოლოდ სასიამოვნო და სახალისო ამბები მოვუყვეთ და ვერც სანტას მოგზაურობას ვუყურებთ. ჩვენ ძალიან მძიმე სოციალური პრობლემების წინაშე ვდგავართ, ბევრი გვაქვს სამუშაო იმისთვის, რომ უკეთ ცხოვრება შევძლოთ.
ნანა სუმბაძე – თაობები და ღირებულებები
ცოტა ხნის წინ ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორმა ნანა სუმბაძემ დაასრულა ღირებულებებთან დაკავშირებული გამოკვლევა “თაობები და ღირებულებები”, რომლის დასკვნაშიც ნათქვამია, რომ დღევანდელ ახალგაზრდა თაობაში ღირებულებათა ცვლა შეინიშნება. რით გამოიხატება ეს ცვლილება და, საზოგადოდ, რით განსხვავდება ახალი თაობა წინამორბედებისგან, ამის შესახებ mastsavlebeli.ge-ს კითხვებს კვლევის ავტორი თავად უპასუხებს.
დასასრულისა და დასაწყისის გასაყარზე
ჩვენ ჯარისკაცები ვიყავით
მედიაწიგნიერება და საბუნებისმეტყველო თემების სწავლება
ალბათ არცერთ ეპოქაში არ იყო იოლი მასწავლებლობა. ამ პროფესიის ხიბლი სწორედ სირთულეების და ახალი გამოწვევების გადალახვაშია. ამ მხრივ ოცდამეერთე საუკუნე განსაკუთრებულია. დღეს მასწავლებელს უწევს ასწავლოს მოსწავლეს, რომელიც ინფორმაციული ნაკადის ეპოქაში ცხოვრობს. ფაქტია სკოლა არის მოსწავლის განათლების ერთ-ერთი საშუალება და იქ მიღებულ ფორმალურ განათლებას ემატება არაფორმალური განათლების სხვადასხვა ინსტიტუციები, ასევე მნიშვნელოვანია ინფორმალური განათლების როლიც. ამ ყველაფრის ფონზე მასწავლებლისთვის მნიშვნელოვანია, რომ სასწავლო კურსის ნაწილად აქციოს საკომუნიკაციო ტექნოლოგიების პროდუქტები და ტრადიციულ სასწავლო-საგანმანათლებლო ტექსტებთან ერთად გამოიყენოს მულტიმედიური ტექსტები. ტექსტები, რომლებიც ერთდროულად იყენებს ენობრივ, ხმოვან და ვიზუალურ საშუალებებს. დღეს თანამედროვე მსოფლიოში მედია ყველაზე მძლავრი საინფორმაციო იარაღია, რომელმაც ადამიანის ცხოვრების ყველა სფერო მოიცვა. ამიტომ აუცილებელია მოსწავლემ შეძლოს, ერთი მხრივ, ამ ახალი სტილისა და მრავალგვარი ფორმის მულტიმედია ტექსტების აღქმა-გააზრება, ინტერპრეტირება, გამოყენება და შექმნა, მეორე მხრივ, მედია სამყაროში ორიენტირება, სწორი არჩევნის გაკეთება (ინფორმაციის „გაფილტვრა”) და მიღებული ინფორმაციის კრიტიკულად შეფასება. ამ თვალსაზრისით, მედიაწიგნიერება ხელს უწყობს კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების განვითარებას.
დღეს ძალიან აქტუალურია მედიაწიგნიერება, როგორც გამჭოლი კომპეტენცია. განვიხილოთ სწავლების მეთოდოლოგია მედიაწიგნიერების კონტექსტში. სწავლების ციკლი დავყოთ ოთხ თანმიმდევრული ეტაპად.

განვიხილოთ თითოეული ეტაპი უფრო დაწვრილებით:
1.სასწავლო თემის შესაბამისი მასალის მიწოდება
შესასწავლ თემაზე მასალის მიწოდების მეთოდოლოგია შეიძლება იყოს მრავალფეროვანი:
·ლექცია;
·სქემის განხილვა;
·ფილმის ჩვენება;
·მულტიმედიური მასალის წარდგენა;
·ფოტომასალის პრეზენტაცია;
·ბეჭდური მასალის დამუშავება და ა.შ.
2.საკითხის კრიტიკული გააზრება
მოსწავლეები, რომლებსაც საგნის შინაარსთან ერთად გამიზნულად ისწავლიან კრიტიკულ აზროვნებას, უკეთესად ეუფლებიან კონკრეტულ საგანს და დავალებებშიც უფრო მაღალ ქულებს იღებენ, ამის ძირითადი მიზეზი კი ისაა, რომ მაღალი დონის სააზროვნო უნარები ხელს უწყობს მაღალი დონის სწავლის უნარების გამომუშავებას (Liaw 2007; Renner, 1996; Davidson and Dunham, 1996). საკითხის კრიტიკული გააზრება ძალიან მნიშვნელოვანია, რაც ხელს უწყობს ამ თემაზე მოსწავლეს ჰქონდეს ცოდნის მყარი სტრუქტურა. ამ მიზნის მისაღწევად მასწავლებელს სხვადასხვა მეთოდების გამოყენება შეუძლია:
·დისკუსია;
·დებატები;
·შეკითხვის სხვადასხვა ფორმები (ალტერნატიული შეკითხვა, სუგესტიური შეკითხვა, დევიაციური შეკითხვა, დაბრუნებული შეკითხვა, კონტრშეკითხვა);
·შემთხვევის განხილვა;
·ექსპერიმენტი და ა.შ.
3.საკითხის შემოქმედებითად გააზრება
სწავლა სწავლების პროცესში გამოყენებული მრავალფეროვანი რესურსების და მეთოდების პირობებში მოსწავლემ უნდა შეძლოს გამოყენებულ სასწავლო რესურსებში არსებული გზავნილების დეკოდირება და ამავდროულად თვითონ უნდა შექმნას მიცემული დავალებების შესაბამისი გზავნილები. გამოდის, რომ სასწავლო საინფორმაციო მასალის ანალიზი და სხვადასხვა ტიპის მასალის შექმნა მოსწავლეებმა ერთნაირად უნდა შეძლონ. ამიტომ შემოქმედებითი აზროვნება მედიაწიგნიერების მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს.
4.ახალი პროდუქტის შექმნა და ცოდნის სტრუქტურა
ახალი პროდუქტის შექმნა ეს არის პროცესი, რომელიც გულისხმობს კონკრეტულ თემაზე სხვადასხვა საგნებიდან ცოდნის ტრანსფერისა და სხვადასხვა უნარების გამოყენებით ადამიანის გონებაში ახალი ცოდნის სტრუქტურის შექმნა, რომელიც შეიძლება იყოს:
· ახალი ტექსტი;
·ჰიპოთეზის წამოყენება;
·კვლევის ან რეფერატის დაგეგმვა;
·შემოქმედებითი პროდუქტის შექმნა;
·პრობლემის გადაჭრის ალტერნატიული გზების წამოყენება;
·პრობლემის გადაჭრისათვის საჭირო მოქმედებების დაგეგმვა;
·ახალი გამოგონება და ა.შ.
კონკრეტულად განვიხილოთ სწავლების ოთხეტაპიანი ციკლი მედიაწიგნიერების კონტექსტში.
საგანი – ქიმია
თემა – ჰაერის დაბინძურება
გაკვეთილის სასწავლო მიზანი
მოსწავლემ შეძლოს: ჰაერისა დაბინძურების გზების აღწერა; ინფორმაციის მოპოვება გამონაბოლქვში არსებული დამაბინძურებლების შესახებ; მტკიცებულებების მოტანა და პრობლემების გადაჭრის გზებზე მსჯელობა; საუბარი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ეკოლოგიურად სუფთა გარემოს შენარჩუნების მნიშვნელობაზე; პრობლემის გადაჭრის ალტერნატიული გზების განხილვა და საკუთარი ცოდნის სტრუქტურის გამოხატვის მიზნით საინფორმაციო მედიაპროდუქტის შექმნა.
ესგ შესაბამისობა:
ქიმ.IX.7. მოსწავლეს შეუძლია გარემოზე მოპოვებული მონაცემების ქიმიის თვალსაზრისით შეფასება.
ბიოლ.IX.9. მოსწავლეს შეუძლია გააანალიზოს გარემო ფაქტორების მნიშვნელობა ადამიანის ჯანმრთელობისთვის.
შეფასების კრიტერიუმები:
1. მოსწავლემ აღწერა ჰაერის დაბინძურების გზები;
2. მოიპოვა ინფორმაცია გამონაბოლქვში არსებული დამაბინძურებლების შესახებ;
3. მოიტანა მტკიცებულებები და იმსჯელა პრობლემის გადაჭრის გზებზე;
4. ისაუბრა ადამიანის ჯანმრთელობისთვის ეკოლოგიურად სუფთა გარემოს შენარჩუნების მნიშვნელობაზე;
5. შექმნა შესაბამისი საინფორმაციო მედიაპროდუქტი
პირველი ეტაპი
აქტივობა -1
ქიმიის მასწავლებელი – ახდენს ამ თემაზე მოსწავლეთა წინარე ცოდნის აქტივაციის ამ მიზნით დაფაზე აკრავს დედამიწის სტილიზებულ აპლიკაციას – „მწვანე დედამიწა” და სვამს კითხვას
–რა იწვევს ჰაერის დაბინძურებას?
მოსწავლეები – ასახელებენ და მათ მიერ დასახელებულ „დამაბინძურებლებს” შავი მარკერით აწერენ „მწვანე დედამიწაზე” და ნელ-ნელა ამ წარწერებით დედამიწა მუქი ფერის საფარველით იფარება.
აქტივობა – 2
ქიმიის მასწავლებელი მოსწავლეთა წყვილებს დასამუშავებლად აძლევთ საინფორმაციო ტექსტს „ატმოსფერული ჰაერის ძირითადი დამაბინძურებლები” და სთხოვს ამ ტექსტის რეზიუმირებას.
აქტივობა – 3
ქიმიის მასწავლებელი მოსწავლეებს აჩვენებს 4-წუთიან დოკუმენტურ ფილმს „ჰაერის საშიში დამაბინძურებლები” და სთხოვს მოსწავლეებს ფილმში მოცემული სტატისტიკური მონაცემების გამოყენებით შეადგინონ ცხრილები ან ნებისმიერი სახის დიაგრამები.
აქტივობა – 4
ბიოლოგიის მასწავლებელი მოსწავლეებს აჩვენებს წინა მასალებში აღნიშნული ჰაერის მავნე დამაბინძურებლების მავნებლობის მულტიმედიურ სქემებს შესაძლო დაავადებებთან მიმართებაში.
მეორე ეტაპი
აქტივობა – 5
მნიშვნელოვანია, მასწავლებელმა პირველი ეტაპისას მიწოდებული ტექსტების დამუშავების, დეკოდირების შემდეგ მოსწავლეებს შესთავაზოს საკითხების კრიტიკული გააზრება, მაგალითად, დისკუსიით. სავარაუდო სადისკუსიო თემები:
–რამდენად გარდაუვალი იყო ტექნიკური პროგრესით შექმნილი ჰაერის ეკოლოგიის საფრთხე?
–დამაბინძურებლებიდან რა ნივთიერებებია განსაკუთრებით საშიში და რამდენად შეიძლება მათი მავნებლობის თავიდან აცილება?
–რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყნების მიერ საერთაშორისო შეთანხმებების შესრულება, რისი მონაწილეებიც არიან?
–რა დაავადებების სიხშირემ შეიძლება მოიმატოს დიდ და ინდუსტრიულ ქალაქებში?
აქტივობა – 6
დისკუსიის შემდეგ მასწავლებელმა სასურველია მოსწავლეებს შესთავაზოს, რომ მისცენ რეკომენდაციები:
–სახელმწიფოს;
–მძღოლებს;
–საწარმოებს;
–გარემოსდაცვით ორგანიზაციებს;
–ფეხით მოსიარულეებს;
–ექიმებს და ა.შ.
მესამე და მეოთხე ეტაპი
აქტივობა – 7
სხვადასხვა მასალების კრიტიკულად გააზრების შემდეგ მნიშვნელოვანია მასწავლებელმა მოსწავლეებს შესთავაზოს „შექმნაზე ორიენტირებული” შემოქმედებითი აქტივობა და მოსწავლეთა ჯგუფებს შესთავაზოს თემებისა და შესაქმნელი პროდუქტების/გზავნილის ტიპი არჩევანი. მაგალითისათვის გთავაზობთ სქემას:
|
|
გამონაბოლქვში არსებული დამაბინძურებელი ნივთიერებები |
მავნე აირების ურთიერთქმედება და სმოგი… |
რაზეა დამოკიდებული ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვის ინტენსივობა |
გამონაბოლქვის გავლენა ჯანმრთელობაზე |
კონვენციები და შეთანხმებები ჰაერის დაბინძურების შესახებ |
|
საინფორმაციო პოსტერი |
პირველი ჯგუფი |
|
|
|
|
|
მტკიცებულებითი ესსე |
|
მეორე ჯგუფი |
|
|
|
|
აქტუალური ვიდეორგოლი |
|
|
მესამე ჯგუფი |
|
|
|
სლაიდჩვენება |
|
|
|
მეოთხე ჯგუფი |
|
|
გამაფრთხილებელი პოსტერი |
|
|
|
|
მეხუთე ჯგუფი |
აქტივობა – 8
მნიშვნელოვანია მასწავლებელმა თემის შეჯამება მოახდინოს ზემოთგანხილული ოთხივე ეტაპის შესაბამისად და მოსწავლეებს შესთავაზოს მიზანმიმართული რეფლექსია შემდეგი კითხვებით:
–რა სახის მასალების, გზავნილების დამუშავება/დეკოდირება მოგიწიათ?
–რამდენად მნიშვნელოვანი იყო თემატური დისკუსია ამ საკითხზე ახალი ცოდნის სტრუქტურის შესაქმნელად და რა მტკიცებულებებს ეფუძნება თქვენი ცოდნის სტრუქტურა?
–მოგეცათ თუ არა საკითხის შემოქმედებითად განხილვის საშუალება?
–რა ტიპის გზავნილები შექმენით ამ სწავლებისას და რა ცოდნის სტრუქტურას ეყრდნობა თქვენი გზავნილები?
საბუნებისმეტყველო საგნების სხვადასხვა საკითხების შესწავლისას კერძოდ: ეკოლოგიაში, გარემოსდაცვით მიმართულებებში, სოციალურ ეკოლოგიაში და მდგრადი განვითარების მიმართულებებში მნიშვნელოვანია მოსწავლეს საშუალება მიეცეს განუვითარდეს ადეკვატური კომპეტენცია მედიაწიგნიერებაში, რათა შეძლოს საზოგადოების დემოკრატიზაციის მხარდაჭერა და სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება; ზოგადი პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური პირობების გაუმჯობესება. სხავადასხვა ინტერესის ჯგუფებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობის და – ადამიანის უფლებათა აღიარების საქმეში.
მნიშვნელოვანია მასწავლებელმა თემის სწავლების მეთოდოლოგია ამ ოთხი ეტაპის გათვალისწინებით შესთავაზოს მოსწავლეს. თუ სწავლება მრავალფეროვანი ტექსტებისა გზავნილების დეკოდირებით იწყება და ბოლოს მოსწავლე მტკიცებულებაზე დაფუძნებული ცოდნის მყარი სტრუქტურის გამოყენებით თვითონ ქმნის გზავნილს, ასეთი სწავლება მოზარდს ხდის მედიაწიგნიერს; რომელიც არის მნიშვნელოვანი უნარი, რაც თავისთავად განსაზღვრავს, რომ მოსწავლემ ნებისმიერ მედიაგზავნილში ერთმანეთისაგან გაარჩიოს მთავარი და არამთავარი. მყარი, მტკიცებულებაზე, კანონზომიერებაზე, კონცეფციებზე დაფუძნებული ცოდნის სტრუქტურა უნივერსალურად ეხმარება მოსწავლეს გაფილტროს ინფორმაციული ნაკადი, რომელიც ამ საუკუნემ მოიტანა.



