პარასკევი, მაისი 2, 2025
2 მაისი, პარასკევი, 2025

თომას გორდონი- როგორ გავხდე კარგი მშობელი

0
ვუსმენთ გრძნობებს (სავარჯიშო)
მითითებები: მშობლებთან კომუნიკაციისას ბავშვები სიტყვებსა და იდეებზე გაცილებით მეტს ამბობენ. სიტყვების მიღმა ხშირად გრძნობებია. ქვემოთ ზოგიერთ ტიპურ „შეტყობინებას” გთავაზობთ, რომელსაც ბავშვები აგზავნიან. თითოეული ყურადღებით წაიკითხეთ და „ყური დაუგდეთ” გრძნობებს. მარჯვენა სვეტში ჩაწერეთ ის გრძნობა ან გრძნობები, რომელიც „გაიგეთ”. უკუაგდეთ (ყურადღებას ნუ მიაქცევთ) „შინაარსი” და ერთი ან რამდენიმე სიტყვით დაწერეთ მხოლოდ განცდა. ზოგიერთი შეტყობინება შესაძლოა რამდენიმე განსხვავებული განცდის მატარებელი იყოს – დაწერეთ ყველა ძირითადი გრძნობა, რომელიც „გაიგეთ” და დანომრეთ ისინი. დასრულების შემდეგ შეადარეთ თქვენი სია „ქულების გასაღებს”, ინსტრუქციის შესაბამისად დაითვალეთ ქულები.

 

ბავშვი ამბობს

ბავშვი გრძნობს

მაგალითი: არ ვიცი რა ხდება. ვერ ვიგებ, რას ვაკეთებ არასწორად. იქნებ თავი უნდა დავანებო?

(ა) ჩიხშია

(ბ) იმედგაცრუებულია

(გ) დანებება სურს

1. ღმერთო, არდადეგებამდე ათი დღეღა დარჩა!

 

 2. მამ, შეხედე, ახალი იარაღებით
თვითმფრინავი გავაკეთე!

 

3. ხელს მომკიდებ, როცა საბავშვო ბაღში შევალთ.

 

4. საერთოდ ვერ ვერთობი. აზრზე არ ვარ, რა შეიძლება გავაკეთო.

 

5. ვერასდროს ვიქნები ჯიმისნაირი. ვვარჯიშობ, ვვარჯიშობ და მაინც მჯობნის.

 

6. ახალი მასწავლებელი უამრავ დავალებას გვაძლევს. ყველაფერს ვერასოდეს
მოვრჩები. რა გავაკეთო?

 

7. ყველა ბავშვი სანაპიროზე წავიდა. არავინ დარჩა, რომ ვეთამაშო.

 

8. ჯიმის მშობლები ნებას რთავენ სკოლაში ველოსიპედით იაროს, მე ხომ ჯიმიზე
უკეთ ვატარებ.

 

9. პატარა ნიკოლასს ასე არ უნდა მოვქცეოდი. ალბათ, ცუდად მოვიქეცი.

 

10. ასეთი ვარცხნილობა მომწონს – ეს ხომ ჩემი თმაა?

 

11. შენი აზრით, სწორად ვაკეთებ ამ დავალებას? მოეწონებათ?

 

12. რატომ დამტოვა გაკვეთილების შემდეგ? მარტო მე ხომ არ ვლაპარაკობდი?
სიამოვნებით დავუნაყავდი ცხვირს!

 

13. შენი დახმარების გარეშეც გავაკეთებ. პატარა ხომ აღარ ვარ!

 

14. მათემატიკა რთული საგანია. ჩემნაირი გონებაჩლუნგი ვერ ისწავლის!

 

15. წადი, დამტოვე მარტო. არ მინდა არც შენთან და არც არავისთან ლაპარაკი.
მაინც არ გადარდებ!

 

16. ადრე კარგად ვსწავლობდი, ახლა აღარ გამომდის. ძალიან ვცდილობ, მაგრამ
უშედეგოდ. რა აზრი აქვს მცდელობას?

 

17. სიამოვნებით წავიდოდი, მაგრამ არ შემიძლია დავურეკო. რომ დამცინოს?

 

18. აღარასოდეს ვეთამაშები პამს. აბეზარია!

 

19. რა ბედნიერი ვარ, რომ შენი და მამას შვილი ვარ და არა სხვა მშობლების!

 

20. მგონი, ვიცი, რა უნდა გავაკეთო, მაგრამ არასწორი რომ აღმოჩნდეს!
ყოველთვის არასწორ გზას ვირჩევ. მამა, შენი აზრით, რა უნდა გავაკეთო, ვიმუშაო თუ
სწავლა გავაგრძელო?

 

 

ახლა „ქულების გასაღების” გამოყენებით დაითვალეთ პასუხები;


1.     

ქულები მიაწერეთ პასუხების წინ.


2.     

დააჯამეთ ქულები და დაწერეთ ფურცელზე.

მითითებები: დაიწერეთ 4 ქულა, თუკი თვლით, რომ თქვენი პასუხი ახლოსაა „ქულების გასაღებში” მოცემულ
პასუხთან. დაიწერეთ 2 ქულა, თუკი თქვენი პასუხი ნაწილობრივ შეესაბამება „ქულების გასაღებში”
მოცემულ პასუხს. დაიწერეთ 0 ქულა, თუკი თქვენი პასუხი მცდარია.

 

ქულების
გასაღები


1.     

(ა)
უხარია.

(ბ) შვებას
გრძნობს.

11.   (ა) ეჭვობს.

(ბ) არ არის დარწმუნებული.


2.     

(ა)
ამაყობს.

(ბ) კმაყოფილია.

12. (ა) ჯავრობს, ეზიზღება.

(ბ) განიცდის უსამართლობას.


3.     

(ა)
ეშინია.

(ბ) ფრთხილობს.

13. (ა) თვლის, რომ კომპეტენტურია.

(ბ) არ სჭირდება დახმარება.


4.     

(ა)
მოწყენილია.

(ბ) ჩიხშია.

14. (ა) იმედგაცრუებულია.

(ბ) თავს შეუსაბამოდ მიიჩნევს.


5.     

(ა)
თავს შეუსაბამოდ მიიჩნევს.

(ბ) ხელებჩამოყრილია

15. (ა) ნაწყენია.

(ბ) ბრაზობს.

(გ) თვლის,
რომ არ უყვართ.


6.     

(ა)
გრძნობს, რომ სამუშაო რთულია.

(ბ) მარცხს
განიცდის.

16. (ა)ხელებჩამოყრილია

(ბ) მზად არის დანებდეს.


7.     

(ა)
მიტოვებულია.

(ბ) მარტოსულია.

17. (ა) წასვლა სურს.

(ბ) ეშინია.


8.     

(ა)
განიცდის მშობლების უსამართლობას.

(ბ) თვლის,
რომ კომპეტენტურია.

18. (ა) ბრაზობს.

 


9.     

(ა)
თავს დამნაშავედ გრძნობს.

(ბ) ნანობს
საქციელს.

19. (ა) მადლიერია, გახარებულია.

(ბ) აფასებს მშობლებს.


10. 

(ა)
ბრაზობს მშობლებზე, რომ ერევიან მის საქმეში.

20. (ა) ეჭვი ეპარება, არ არის დარწმუნებული.

 

ქულების
ჯამი _____________________

რამდენად
სწორად შეგიძლიათ გრძნობების გამოცნობა:

61–80 გრძნობების გამოცნობის არაჩვეულებრივი უნარი გაქვთ.

41–60 გრძნობების ამოცნობის უნარი საშუალოზე მაღალი გაქვთ.

21–40 გრძნობების ამოცნობის უნარი საშუალოზე დაბალი გაქვთ.

0–20    გრძნობების გამოცნობის ძალზე სუსტი უნარი გაქვთ.

 

 2. არაეფექტური შეტყობინებების გამოცნობა (სავარჯიშო)

მითითებები: წაიკითხეთ მოცემული სიტუაციები და მშობლის მიერ გაგზავნილი შეტყობინება. მარჯვენა სვეტში
– „არასწორია, რადგან” – დაწერეთ, რატომ არის მშობლის შეტყობინება არაეფექტური. ამისთვის
გამოიყენეთ „არასწორი შეტყობინებების” ქვემოთ მოცემული სია:


·        

უარყოფითი შეფასება.                                  


·        

დადანაშაულება, გაკიცხვა.              


·        

ირიბი შეტყობინება, სარკაზმი.       


·        

გადაწყვეტილების გადაცემა, ბრძანება.


·        

მეორადი გრძნობების გამოხატვა.


·        

ლანძღვა.


·        

მოწინააღმდეგის „დაჭრა” და „გაქცევა”

 

სიტუაცია
და შეტყობინება

არასწორია,
რადგან

მაგალითი: ათი წლის ბიჭმა ჯიბის დანა პატარა ძმის ოთახში დატოვა. „რა სულელურად მოიქეცი! ხომ
შეიძლება პატარა დაჭრილიყო”!

დადანაშაულება, გაკიცხვა

1. ბავშვები სატელევიზიო პროგრამის გამო ჩხუბობენ. „ახლავე შეწყვიტეთ
ჩხუბი და გამორთეთ ტელევიზორი”.

 

2. ქალიშვილი პირობის მიუხედავად სახლში შუაღამისას ბრუნდება. მშობელი
ძალიან ნერვიულობდა და შვებით ამოისუნთქა, როცა ბოლოსდაბოლოს შვილი დაინახა. „როგორც
ვხედავ, შენი ნდობა არ შეიძლება. გაცეცხლებული ვარ. მთელი თვე სახლში იჯდები”.

 

3. თორმეტი წლისამ საცურაო აუზისკენ გამავალი კარები ღია დატოვა, რითაც
საფრთხეში ჩააგდო 2 წლის ძმა. „გინდოდა ძმა აუზში დახრჩვალიყო? გაგიჟებული ვარ!”

 

4. მასწავლებელმა წერილი გაუგზავნა მშობლებს, სადაც სწერდა, რომ მათი
11 წლის ბიჭი კლასში საშინლად ხმაურობდა და უხამსად საუბრობდა. „მოდი აქ და ამიხსენი,
რატომ გინდა შეარცხვინო მშობლები შენი ბინძური პირის გამო”.

 

5. დედა ბრაზობს შვილზე, რომელიც ზოზინობს და აგვიანებს მნიშვნელოვან
შეხვედრაზე. „ვფიქრობ, შეგეძლო, უფრო ყურადღებიანი ყოფილიყავი ჩემს მიმართ”.

 

6. სახლში დაბრუნებულ დედას ოთახში სრული უწესრიგობა ხვდება, თუმცა,
სთხოვა შვილებს ყველაფერი სტუმრების მოსვლამდე მოეწესრიგებინათ. „როგორც ვხედავ,
ორივე კარგად გაერთეთ ჩემს ხარჯზე”.

 

7. მამას სახე ეცვლება ქალიშვილის ჭუჭყიანი ფეხების დანახვაზე და სუნზე.
„როდესმე იბან ფეხებს სხვა ადამიანებივით? ახლავე წადი აბაზანაში!” 

 

8. ბავშვი გაწუხებთ, რადგან მალაყებით ცდილობს სტუმრების ყურადღების
მიპყრობას. „ოჰ, შენ პატარა ჯამბაზო”.

 

9. დედა შვილზე ბრაზობს, რადგან გარეცხვის მერე ჭურჭელი არ მიალაგა.
სკოლის ავტობუსისკენ გაქცეულს ადევნებს: „იცი თუ არა, რომ ამ დილით ძალიან გამაბრაზე?”

 

 

შეადარეთ
თქვენი პასუხები ქვემოთ მოცემულ სიას:


1.     

გადაწყვეტილების გადაცემა.                       6. ირიბი შეტყობინება.


2.     

დადანაშაულება, გაკიცხვა.                           7. ირიბი შეტყობინება.

მეორადი გრძნობების გამოხატვა.                   გადაწყვეტილების გადაცემა.       

გადაწყვეტილების გადაცემა.                         დადანაშაულება,
გაკიცხვა.


3.     

დადანაშაულება, გაკიცხვა.                           8. ლანძღვა.

მეორადი გრძნობების გამოხატვა.                9. მოწინააღმდეგის „დაჭრა” და „გაქცევა”


4.     

დადანაშაულება, გაკიცხვა.  


5.     

დადანაშაულება, გაკიცხვა.  

უარყოფითი შეფასება.

(შემდგომი
ინსტრუქციებისთვის იხილეთ მომდევნო გვერდი).

მიუწერეთ
ყოველ სიტუაციას კონგრუენტული (შესატყვისი) მე–შეტყობინება, რათა თავიდან აიცილოთ
„არასწორი შეტყობინებები”.

1.

2.

3.

4.

5.

6.

7.

8.

9.

3. მე–შეტყობინების
გაგზავნა (სავარჯიშო)

 

მითითებები: წაიკითხეთ ქვემოთ მოცემული სიტუაციები, განიხილეთ მეორე სვეტში მოცემული შენ–შეტყობინება,
ხოლო შემდეგ მესამე სვეტში ჩაწერეთ მე–შეტყობინება. დასრულების შემდეგ თქვენი მე–შეტყობინებები
შეადარეთ „ქულების გასაღებში” მოცემულ პასუხებს.

 

სიტუაცია

შენ–შეტყობინება

მე–შეტყობინება

1. დედას ახალი ამბების ყურება სურს. პატარა მუხლებზე აცოცებას ცდილობს.
დედა ღიზიანდება.

„ხელი არ უნდა შეუშალო, თუკი ვინმეს ტელევიზორის ყურება სურს”.

 

2. მამა მტვერსასრუტით ასუფთავებს ოთახს. პატარა წარამარა აჭერს ხელს
გამორთვის ღილაკს. მამა ჩქარობს.

„რა აუტანელი ხარ”

 

3. ბავშვი მაგიდასთან ჯდება ჭუჭყიანი ხელებითა და სახით.

„ჭამის წინ რატომ არ დაიბანე, პატარა ხომ აღარ ხარ”.

 

4. ბავშვი ზოზინობს და დასაძინებლად დაწოლას ვერ ახერხებს. დედას და
მამას საუბარი სურთ. ბავშვი არ მიდის და ხელს უშლის ორივეს.

„ხომ იცი, რომ ძილის დროა. ცდილობ ხელი შეგვიშალო. ბავშვებს ბევრი ძილი
სჭირდებათ”.

 

5. ბავშვი დაჟინებით ითხოვს კინოში წაყვანას, თუმცა, დაპირების მიუხედავად,  რამდენიმე დღეა თავისი ოთახი არ დაულაგებია.

„კინოში წასვლა არ დაგიმსახურებია, რადგან უყურადღებო და თავკერძა ხარ”.

 

6. ბავშვი მთელი დღე გაბუტული და ჩხვირჩამოშვებულია. დედამ მიზეზი არ
იცის.

„კარგი, მორჩი გაბუტვას. ან გამხიარულდი, ან სადმე სხვაგან მოიწყინე.
რა სისულელეებზე დარდობ”.

 

7. ბავშვს ისე ხმამაღლა აქვს ჩართული მუსიკა, რომ გვერდით ოთახში მშობლები
ვერ საუბრობენ.

„იქნებ სხვებზეც გეფიქრა! ასე ხმამაღლა რატომ გაქვს აწეული?’

 

8. ბავშვი დაპირდა, რომ სტუმრების მოსვლამდე აბაზანას დაასუფთავებდა.
მთელი დღე უსაქმურობდა; სტუმრების მოსვლამდე ერთი საათია დარჩენილი და დასუფთავება
არ დაუწყია.

„მთელი დღე ბუზებს ითვლიდი. როგორ შეიძლება ასეთი უყურადღებო და უპასუხისმგებლო
იყო?”

 

9. ბავშვი დათქმულ დროს არ მოვიდა სახლში. დედა ელოდებოდა, რომ ტანსაცმლის
საყიდლად წასულიყვნენ. დედა ჩქარობს.

„უნდა გცხვენოდეს. მზად ვიყავი, დრო დამეთმო შენთვის და ეს სულ არ გადარდებს”.

 

 

გასაღები:


1.     

„ტელევიზორის ყურება და თამაში ერთდროულად არ შემიძლია.
ძალიან ვღიზიანდები, როცა არ მაძლევენ ცოტა დასვენების და მშვიდად ყოფნის საშუალებას”.


2.     

„ძალიან მეჩქარება და ვბრაზდები, როცა მაფერხებენ და
ხელს მიშლიან. არ მინდა თამაში, როცა ამდენი საქმე მაქვს”.


3.     

„არ მსიამოვნებს ვახშამი, როცა ამ ჭუჭყს ვხედავ. გული
მერევა და მადა მეკარგება”.


4.     

დედას და მე მნიშვნელოვანი პრობლემა გვაქვს გადასაჭრელი.
შენი თანდასწრებით ვერ ვსაუბრობთ და ვერ დაველოდებით, სანამ საბოლოოდ დაწოლას მოახეხებ”.


5.     

„სულაც არ მეხალისება შენთვის რამის გაკეთება, როცა
შენ არ ასრულებ პირობას და ოთახს არ ალაგებ”.


6.     

„ვწუხვარ, ასეთ მოწყენილს რომ გხედავ, მაგრამ არ ვიცი,
რით დაგეხმარო, რადგან არ ვიცი მოწყენილობის მიზეზი”.


7.     

„თავს მოტყუებულად ვგრძნობ. მინდა მამაშენთან ერთად
ვიყო ცოტა ხანს, მაგრამ ეს ხმაური მაგიჟებს”.


8.     

„თავს იმედგაცრუებულად ვგრძნობ. მთელი დღ ვიშრომე, რომ
წვეულებისთვის ყველაფერი მომემზადებინა და ახლა აბაზანაზეც მე უნდა ვიზრუნო”.


9.     

„არ მომწონს, როცა ყველაფერს დეტალურად დავგეგმავ, რომ
დრო გამოვნახო და შენთვის ახალი ტანსაცმელი ვიყიდოთ, შენ კი აგვიანებ”.

 4. მშობლის ძალაუფლების
გამოყენება (სავარჯიშო)

მითითებები:ქვემოთ გთავაზობთ მშობლებისა და შვილების ურთიერთობის ამსახველ ტიპურ სიტუაციებს. თუ
სავარჯიშოს შესრულებისას ობიექტური და გულწრფელი იქნებით, გაიგებთ თქვენი, როგორც მშობლის
ერთ–ერთი მნიშვნელოვანი ასპექტის შესახებ, კერძოდ, როგორ იყენებთ მშობლის ძალაუფლებას.

წაიკითხეთ ყოველი სიტუაცია და შემდეგ პასუხების ფურცელზე
აღნიშნეთ ჩვეულია თუ  უჩვეულო თქვენთვის, როგორც
მშობლისთვის აღნიშნული სიტუაცია (უნდა აღნიშნოთ მაშინაც, თუ სიტუაცია ახლოსაა რეალობასთან).

თუ ჯერ არ გყავთ შვილი, ასაკით უმცროს/უფროს ან სხვა
სქესის მქონე ბავშვზეა საუბარი, წარმოიდგინეთ, როგორ მოიქცეოდით. შემოხაზეთ მხოლოდ
ერთი ალტერნატივა. „?” ნიშანი მხოლოდ მაშინ უნდა შემოხაზოთ, თუკი ვერ გაიგებთ სიტუაციას,
ან არ ხართ დარწმუნებული.

უ – უჩვეულოა თქვენთვის ამის ან რაღაც მსგავსის გაკეთება

ჩ – ჩვეულებრივია თქვენთვის ამის ან რაღაც მსგავსის
გაკეთება

? – დარწმუნებული არ ხართ ან არ გესმით

 

სავარჯიშოს დაწყებამდე წაიკითხეთ შემდეგი განსაზღვრებები:

 

დასჯა

ბავშვისთვის რაღაც უსიამოვნების მიყენება სასურველზე უარის თქმით, ფიზიკური
ან ფსიქოლოგიური ტკივილით.

საყვედური

უხეში კრიტიკა, ლანძღვა, ყვირილი, ჩხუბი. უარყოფითი შეფასება.

მუქარა

ბავშვის გაფრთხილება მოსალოდნელი სასჯელის შესახებ.

ჯილდო

ბავშვისთვის რაღაც სასიამოვნოს გაკეთება, რაღაც სასურველის ასრულებით.

შექება

ბავშვის დადებითად შეფასება, მოწონება; მის შესახებ რაღაც კარგის თქმა.

 

მონიშნეთ
პასუხები პასუხების ფურცელზე

მაგალითი: ათი წლის შვილს სთხოვთ საუბრის ნებართვა ითხოვოს, როცა უფროსების გარემოცვაშია.                                                                                                          
უ   ჩ  ?

თუ უ–ს შემოხაზავთ, ეს იმას მიანიშნებს, რომ შვილს მსგავს რამეს არ მოსთხოვთ.

1. ფიზიკურად აცილებთ შვილს პიანინოს, როცა ის აგრძელებს კლავიშების
ბრახუნს, თუმცა, მანამდე უთხარით, რომ ხმაური აუტანელი ხდებოდა.

2. აქებთ შვილს, რომელიც მუდამ დროულად მოდის სადილზე.

3. კიცხავთ ექვსი წლის შვილს, რომელიც სადილობისას სტუმრების თვალწინ
მიუღებელ მანერებს ამჟღავნებს.

4. აქებთ მოზარდ ვაჟიშვილს, როცა ხედავთ, რომ სასარგებლო ლიტერატურას
კითხულობს.

5. სჯით ქალიშვილს უხამსი სიტყვებისთვის.

6. აჯილდოებთ შვილს ყოველ ჯერზე კბილების კეთილსინდისიერად გასუფთავებისთვის.

7. სთხოვთ შვილს ბოდიში მოუხადოს ბავშვს უხეშობისთვის.

8. აქებთ ქალიშვილს, რომელსაც არ ავიწყდება სკოლის წინ დაგელოდოთ, რომ
ერთად წახვიდეთ სახლში მანქანით.

9. აიძულებთ შვილს თავისი თეფში მოასუფთაოს, სანამ მაგიდიდან ადგება.

10. ქალიშვილისაგან მოითხოვთ ყოველდღიურად მიიღოს შხაპი და აჯილდოებთ
კეთილსინდისიერებისათვის.

11. სჯით ან უარყოფთ შვილს, როცა ტყუილში „იჭერთ”.

12. მოზარდ შვილს გარკვეულ ჯილდოს ჰპირდებით, თუკი ვარცხნილობას შეიცვლის.

13. სჯით ან საყვედურობთ შვილს თქვენი საფულედან ფულის აღებისთვის.

14. ქალიშვილს სურვილის ასრულებას ჰპირდებით, თუკი ნაკლებ კოსმეტიკას
გამოიყენებს. 

15. დაჟინებით მოითხოვთ შვილმა ლექსი თქვას ან იმღეროს, რომ სტუმრებს/ნათესავებს
თავი მოაწონოს.

16. შვილს სურვილის ასრულებას ჰპირდებით, თუკი ყოველდღიურად რამდენიმე
საათი დაუკრავს პიანინოზე.

17. ორი წლის შვილს აიძულებთ ქოთანზე იჯდეს, მიუხედავად იმისა, რომ ხედავთ,
ვეღარ ისვენებს.

18. ქმნით სისტემას, რომლის მიხედვითაც შვილს შეუძლია მიიღოს ჯილდო,
თუკი საოჯახო საქმეებს რეგულარულად შეასრულებს.

19. სჯით ან ემუქრებით შვილს, როცა შეამჩნევთ, რომ გაფრთხილების მიუხედავად,
კვებასა და კვებას შორის იცმუცნება. 

20. ქალიშვილს ჯილდოს ჰპირდებით, თუკი პაემნიდან ყოველთვის დროულად დაბრუნდება.

21. სჯით ან ლანძღავთ შვილს, რომელმაც თამაშის შემდეგ ოთახი არ დაალაგა.

22. აწესებთ დაჯილდოების სისტემას, როგორც სტიმულს იმისთვის, რომ ქალიშვილმა
ტელეფონზე საუბრის დროს შეზღუდოს.

23. ლანძღავთ შვილს, რომელმაც დაუდევრად გატეხა/გააფუჭა ძვირადღირებული
სათამაშო.

24. გარკვეულ ჯილდოს ჰპირდებით 13 წლის ქალიშვილს, თუკი უარს იტყვის
სიგარეტის მოწევაზე.

25. სჯით ან ლანძღავთ შვილს თქვენს მიმართ უხეშობისთვის.

26. გარკვეულ ჯილდოს ჰპირდებით ქალიშვილს თუკი სწავლას მოუმატებს და
უკეთესი შეფასებები ექნება.

27. მოითხოვთ შვილისაგან, აღარ დაახვავოს სათამაშოები სასადილო ოთახში.

28. ეუბნებით ქალიშვილს, რომ ამაყობთ მისით და ნასიამოვნები ხართ მისი
არჩევანით, როცა მოგწონთ ბიჭი, რომელსაც ხვდება.

29. მოითხოვთ შვილმა მოასუფთავოს ხალიჩაზე დაუდევრად დაღვრილი საჭმელი.

30. აქებთ ან აჯილდოებთ შვილს, რომელიც წყნარად ზის თმის დავარცხნისას.

31. სჯით შვილს, რომელიც თურმე თამაშს აგრძელებს, თქვენ კი გგონიათ რომ
უკვე სძინავს.

32. აწესებთ დაჯილდოების სისტემას, როცა ბავშვს ჩვეულებად აქვს ქცეული
ჭამის წინ ხელების დაბანა.

33. მოითხოვთ შეწყვიტოს ან სჯით შვილს, როცა წაასწრებთ, რომ გენიტალიებს
ეხება ხელით.

34. აწესებთ დაჯილდოების სისტემას, როცა შვილი დროულად ემზადება სკოლისათვის.

35. სჯით ან საყვედურობთ შვილებს, რომლებიც ხმამაღლა ჩხუბობენ სათამაშოს
გამო.

36. აქებთ ან აჯილდოებთ შვილს, თუკი არ ტირის, როცა თავისი ვერ გააქვს
და ნაწყენია.

37. დასჯით ემუქრებით ან საყვედურობთ შვილს, რომელიც გეუბნებათ, რომ
არ შეასრულებს დავალებას, მიუხედავად იმისა, რაც რამდენჯერმე სთხოვეთ.

38. ეუბნებით ქალიშვილს, რომ უყიდით, რაც სურს, თუკი შეძლებს და სტუმრად
წასვლამდე  ტანსაცმელს არ დაისვრის.

39. სჯით ან საყვედურობთ შვილს, როცა ხედავთ, რომ მეზობლის გოგონას ქვედაბოლო
აუწია და შეარცხვინა.

40. შვილს გარკვეულ ფულად ჯილდოს ჰპირდებით, თუკი ყოველ მომდევნო სემესტრში
უკეთესი შეფასებები ექნება.

 

პასუხების
ფურცელი

1



?

21



?

2



?

22



?

3



?

23



?

4



?

24



?

5



?

25



?

6



?

26



?

7



?

27



?

8



?

28



?

9



?

29



?

10



?

30



?

11



?

31



?

12



?

32



?

13



?

33



?

14



?

34



?

15



?

35



?

16



?

36



?

17



?

37



?

18



?

38



?

19



?

39



?

20



?

40



?

 

ქულების
დათვლის წესი:


1.     

დაითვალეთ ყველა „ჩ” კენტი რიცხვის (1,3,5,7, და სხვ.)
გასწვრივ.


2.     

დაითვალეთ ყველა „ჩ” ლუწი რიცხვის (2,4,6,8, და სხვ.)
გასწვრივ.


3.     

ჩაწერეთ ეს ორი რიცხვი ქვემოთ მოცემულ ცხრილში და დაწრეთ
ყველა „ჩ”–ს ჯამი.

 

 

რაოდენობა

 

კენტი „ჩ”

 

ეს რიცხვი გიჩვენებთ დასჯის ან დასჯის მუქარას გამოყენების ხარისხს შვილის კონტროლისთვის ან პრობლემების გადაჭრის
თქვენეული გზის გასატარებლად.

ლუწი „ჩ”

 

ეს რიცხვი გიჩვენებთ ჯილდოსა და სტიმულის გამოყენების ხარისხსშვილის
კონტროლისთვის ან პრობლემების გადაჭრის თქვენეული გზის გასატარებლად.

სულ „ჩ”

 

ეს რიცხვი გიჩვენებთ მშობლის
ძალაუფლების
ორივე წყაროს  გამოყენების
ხარისხს შვილის კონტროლისთვის.

 

დასჯის გამოყენება

ჯილდოს გამოყენება

ძალაუფლების
ორივე წყაროს გამოყენება

ქულა

რანჟირება

ქულა

რანჟირება

ქულა

რანჟირება

0–5

ძალიან იშვიათად

0–5

ძალიან იშვიათად

0–10

ანტიავტორიტარული

6–10

იშვიათად

6–10

იშვიათად

11–20

საშუალოდ ავტორიტარული

11–15

ხშირად

11–15

ხშირად

21–30

მნიშვნელოვნად ავტორიტარული

16–20

ძალიან ხშირად

16–20

ძალიან ხშირად

31–40

მეტისმეტად ავტორიტარული

 

5. კომუნიკაციის 12 დამბლოკველი:
მშობლების ტიპური
რეაქციების

შედეგების კატალოგი

 

ბრძანებამოთხოვნაიძულება

ამ შეტყობინებით ბავშვს ვეუბნებით, რომ მისი
გრძნობები და მოთხოვნილებები უმნიშვნელოა; ის უნდა დაემორჩილოს მშობლის გრძნობებსა
და მოთხოვნილებებს. („არ მაინტერესებს, რისი გაკეთება გინდა; ახლავე შემოდი სახლში”).

ვაგებინებთ, რომ მიუღებელია ისეთი, როგორიც
ახლა არის. („მორჩი წრიალს”).

ვაშინებთ მშობლის ძალაუფლებით. ბავშვს ეშინია,
რომ ვიღაც დიდი და ძლიერი ატკენს. („წადი შენს ოთახში
! თუ არადა, გაიძულებ”).

ის ბავშვს წყენასა და ბრაზს უჩენს, რაც ხშირად
მტრულ გრძნობებს უღვივებს. ბავშვი მრისხანებს, თავს იცავს, ეწინააღმდეგება, მშობლის
მოთმინებას სცდის.

ბავშვს გრძნობს, რომ მშობელი არ ენდობა მის
გონიერებას და კომპეტენტურობას. („არ შეეხო ჭურჭელს”. „მოშორდი პატარას”).

 

გაფრთხილება,შეგონება, მუქარა

ეს შეტყობინება ბავშვს აიძულებს ეშინოდეს და
ემორჩილებოდეს. („ინანებ, ამას თუ გააკეთებ”).

ისევე შეუძლია წყენისა და მტრული გრძნობების
გაღვივება, როგორც ბრძანებას, მოთხოვნასა და იძულებას. („მოგხვდება, თუ ახლავე არ წახვალ
დასაძინებლად”).

ბავშვი გრძნობს, რომ მშობელი პატივს არ სცემს
მის მოთხოვნილებებსა და სურვილებს. („დოლზე ბრახუნს თუ არ შეწყვეტ, გავბრაზდები”).

ზოგჯერ ბავშვი გაფრთხილებასა და მუქარას ასე
პასუხობს: „არ მედარდება, რა მოხდება. მაინც გავაკეთებ”).

ასეთი შეტყობინება მშობლის მუქარის სიმტკიცის
გამოცდაა. ზოგჯერ ბავშვები შეგნებულად აკეთებენ იმას, რისი გაკეთებაც დაუშალეს ერთადერთი
მიზნით – შეამოწმონ, შეასრულებს თუ არა მშობელი დანაპირებს.

 

მოწოდება,
ჭკუის სწავლება,
ქადაგება

ასეთი შეტყობინებით ბავშვს ვთრუნავთ გარე ავტორიტეტის,
ვალდებულების ან პასუხისმგებლობის ძალით. ბავშვები ასეთ „უნდა”–ს, „საჭიროა”–ს, „გევალებას”–ს
შესაძლოა შეეწინააღმდეგონ და და კიდევ უფრო გააფთრებით დაიცვან საკუთარი პოზიცია.

ბავშვი გრძნობს, რომ მშობელს მისი გონიერების
იმედი არ აქვს და უმჯობესია მიიღოს ის, რასაც „სხვები” მიიჩნევენ სწორად. („ის უნდა
გააკეთო, რაც სხვებს მიაჩნიატ სწორად”).

შესაძლოა მას დანაშაულის გრძნობაც გაუჩნდეს
– „ცუდი ვარ”. („ასე არ უნდა იფიქრო”).

ბავშვი გრძნობს, რომ მშობელი არ ენდობა მის
შესაძლებლობას, შეაფასოს სხვების ღირებულებებისა და შეხედულებების ჭეშმარიტება. („მასწავლებლებს
ყოველთვის პატივი უნდა სცე”).

 

რჩევაკარნახიშეთავაზება

ასეთი შეტყობინებები ბავშვისთვის იმის დასტურია,
რომ მშობელი არ არის დარწმუნებული ბავშვის განსჯისა და პრობლემის გადაჭრის უნარში.

მისი გავლენა შესაძლოა იმაში გამოიხატოს, რომ
ბავშვი მშობელზე დამოკიდებული გახდეს და ფიქრი შეწყვიტოს. („რა უნდა გავაკეთო, მამი?”)

ზოგჯერ ბავშვებს ძალიან სწყინთ მშობლების მიერ
იდეებისა და რჩევის შეთავაზება. („დამაცადე თავად გავერკვე”. „არ მჭირდება კარნახი,
როგორ მოვიქცე”).

რჩევა ზოგჯერ მშობლის დამოკიდებულების პრიორიტეტულობას
ამცნობს ბავშვს. („დედაშენმა და მე ვიცით, რა არის უკეთესი”). ამის გამო შესაძლოა არასრულფასოვნების
გრძნობაც გაუჩნდეს. („მე რატომ არ მომაფიქრდა?” „ყოველთვის უკეთ იცი, რისი გაკეთება
აჯობებს”).

რჩევამ შესაძლოა აგრძნობინოს, რომ მშობელმა
სრულიად ვერ გაუგო. („ამას არ მეტყოდი, რომ იცოდე სინამდვილეში როგორ ვგრძნობ თავს”).

რჩევებს ხშირად შედეგად ის მოსდევს, რომ ბავშვი
მთელ დროს მშობლის იდეებზე რეაგირებას ახმარს და ვეღარ იცლის საკუთარ იდეებზე საფიქრალად.

 

დამოძღვრა, ლოგიკური არგუმენტაცია

სხვა ადამიანის სწავლების მცდელობა „მოსწავლეს”
აიძულებს იფიქროს, რომ ცდილობენ დამცირებული, დამოკიდებული, არაადეკვატური ჩანდეს სხვების
თვალში. („მუდამ გგონია, რომ ყველაფერი იცი”).

ლოგიკა და ფაქტები ხშირად ბავშვის წინააღმდეგობას
და წყენას იწვევს („შენი აზრით, მე არ ვიცი?”)

ბავშვებს დიდების მსგავსად არ მოსწონთ, როცა
შეცდომაზე მიუთითებენ. ამიტომ ბოლომდე ცდილობენ საკუთარი პოზიციის დაცვას. („შენ ცდები,
მე კი არა”. „ვერ დამითანხმებ”).

მათ ზოგადად სძულთ დამოძღვრა. („ისინი ლაპარაკობენ,
ლაპარაკობე, მე კი უნდა ვიჯდე და ვისმინო”).

ბავშვები ხშირად მიმართავენ მშობლისეული ფაქტების
უარყოფის უკიდურეს ზომებს. („ძალზე ბებერი ხარ, რომ გაიგო რა ხდება”. „შენი შეხედულებები
ძველმოდურია”. „ხომ არ შეიშალე”).

ხშირად კარგად იციან ფაქტები, რომლის სწავლებასაც
მშობლები ცდილობენ და სწყინთ, როცა გაუთავებლად ახსენებენ („ისედაც კარგად ვიცი – არ
მჭირდება შეხსენება”).

ზოგჯერ ისინი ფაქტების უგულებელყოფას ამჯობინებენ.
(„არ მაინტერესებს”. „მერე რა”. „მე ასე არ დამემართება”).

 

გაკიცხვაკრიტიკაუთანხმოებადადანაშაულება

ალბათ, ეს შეტყობინებები ყველაზე  მეტად აგრძნობინებს
ბავშვს, რომ არაადეკვატური, პატარა, სულელი, უღირსი და ცუდია. ბავშვის მე–კონცეფცია
მშობლის განსჯისა და შეფასების საფუძველზე ყალიბდება. რა აზრისაც არის მშობელი შვილზე,
იმავე აზრი ექნება შვილს საკუთარ თავზე. („ისე ხშირად მესმოდა, რომ ცუდი ვიყავი, რომ
ვფიქრობ, მართლა ცუდი ვარ”).

კრიტიკა საპასუხო კრიტიკას იწვევს. („დავინახე,
რომ შენც ასევე იქცეოდი”. „არც შენ ხარ დიდი შრომისმოყვარე”).

შეფასება აიძულებს ბავშვს არ გაუმჟღავნოს საკუთარი
გრძნობები მშობელს. („თუ ვეტყვი, კრიტიკას მოჰყვებიან”).

ბავშვებს უფროსების მსგავსად არ უყვართ უარყოფითი
შეფასება. ისინი თავს იცავენ, უბრალოდ, „მე”–ს შესახებ წარმოდგენას იცავენ. ხშირად
ბრაზობენ და ძალიან სწყინთ მაშინაც, როცა მშობელი მართლია.

ხშირი შეფასებისა და კრიტიკის გამო ზოგიერთი
ბავშვი თვლის, რომ ცუდია და მშობლებს არ უყვართ.

 

შექებადათანხმბა

გავრცელებული აზრის საწინააღმდეგოდ, რომ შექება მუდამ სასარგებლოა ბავშვისთვის,
უნდა ითქვას, რომ ხშირად მას უარყოფითი შედეგებიც აქვს. პოზიტიურმა შეფასებამ, რომელიც
არ შეესაბამება ბავშვის წარმოდგენებს საკუთარი თავის შესახებ შედეგად მტრობა შეიძლება
მოჰყვეს: „ლამაზი კი არა, უშნო ვარ”. „მეჯავრება ჩემი თმა”. „კარგად ვერ დავუკარი,
საზიზღრობა იყო”.

ბავშვი თვლის, რომ რაკი მშობელი დადებითად აფასებს, სხვა დროს შესაძლოა
უარყოფითადაც შეაფასოს. ამავე დროს, თუკი ხშირ ქებას მიჩვეულს, საჭირო დროს არ შევაქებთ,
ბავშვი ჩათვლის, რომ ვაკრიტიკებთ. („არ შემაქე თმის გამო, ეტყობა არ მოგეწონა”).

ხშირად ბავშვი ქებას მანიპულირების საშუალებად მიიჩნევს – მშობლის იარაღად
გავლენა მოახდინოს შვილზე და გააკეთებინოს ის, რაც თავად სურს. („ამას იმიტომ მეუბნები,
რომ უკეთ ვისწავლო”).

ზოგჯერ ბავშვი ქებას იმის დასტურად იღებს, რომ მშობლებს მისი არ ესმით.
(„ამას არ მეტყოდი, რომ იცოდე, რას ვფიქრობ საკუთარ თავზე”).

ის თავს დარცხვენილად და უხერხულად გრძნობს შექების დროს, განსაკუთრებით
თუკი მეგობრების თანდასწრებით ვაქებთ. („ოო, მამა, არ არის ეს მართალი!”)

თუკი ბავშვს ხშირად ვაქებთ, ის დამოკიდებული ხდება და მუდამ მოითხოვს ქებას.
(„არაფერი გითქვამს დალაგებული ოთახის გამო”. „დე, როგორ გამოვიყურები?” „რა ყოჩაღი
ვარ, არა!” „ნახე, რა კარგად დავხატე”).

 

ლანძღვა,  დაცინვაშერცხვენა

ასეთმა შეტყობინებებმა შესაძლოა დაანგრიონ ბავშვის
„მე”. ისინი ბავშვს „ეუბნება”, რომ უღირსია, ცუდი, არ უყვართ. ამგვარ შეტყობინებებზე
ბავშვის რეაქცია ხშირად საპასუხი შეურაცხყოფაა. („შენ თვითონ ვინ ხარ?” „შენ მე მეძახი
ზარმაცს”).

როცა ბავშვი ამგვარ შეტყობინებას იღებს მშობლისგან,
რომელსაც მასზე ზემოქმედება სურს, ალბათ, არ ექნება შეცვლის სურვილი. სხვაგვარად იქნებოდა
საქმე თუ ობიექტურ შეხედულებას მოისმენდა. მის ყურადღებას მშობლის უსამართლო შეტყობინება
იპყრობს და თავის მართლებას იწყებს. („სულაც არ ვგავარ დაკარგულს. სისულელეა და უსამართლობა”).

 

ინტერპრეტაციაანალიზიდიაგნოზისდასმა

ასეთი შეტყობინება ბავშვს აგებინებს, რომ მშობელმა
გამოიცნო მისი ქცევის რეალური მოტივები. ამგვარმა მშობლისეულმა ფსიქოანალიზმა შესაძლოა
შეაშინოს და იმედი გაუცრუოს.

თუ მშობლისეული ანალიზი და ინტერპრეტაცია ზუსტია,
ბავშვს შესაძლოა სირცხვილის გრძნობა გაუჩნდეს მხილების გამო. („პაემანზე იმიტომ არ
დადიხარ, რომ მეტისმეტად მორცხვი ხარ”. „ამას ყუარდღების მისაქცევად აკეთებ”).

თუ მშობლისეული ანალიზი და ინტერპრეტაცია არაზუსტია,
როგორც ხშირად ხდება ხოლმე, ბავშვი ბრაზობს უსამართლო ბრალდების გამო. („შურიანი არ
ვარ – რა უაზრობაა”).

ამგვარ შეტყობინებები ბავშვისთვის მშობლის უპირატესობის
დემონსტრაციაა. („შენი აზრით, ბევრი იცი?”) თუ მშობელი ხშირად აანალიზებს საკუთარი
შვილის ქცევას, ამით  თითქოს ეუბნება, რომ მასზე
მეტია, უფრო ჭკვიანია.

„ვიცი რატომაც” და „კარგად ვიცი, რა ჩიტიც ხარ”
შეტყობინებები ხშირად ასამარებს კომუნიკაციას და ასწავლის ბავშვს, რომ თავი უნდა შეიკავოს
მშობლისთვის პრობლემების გაზიარებისაგან.

 

დამშვიდებათანაგრძნობის გამოხატვა, ნუგეშისცემამხარდაჭერა

ასეთი შეტყობინებები არც ისე სასარგებლოა, როგორც
მშობლების უმრავლესობა მიიჩნევს. ბავშვის დამშვიდება მაშინ, როდესაც ის რაღაცას ძლიერ
განიცდის მისთვის ნიშნავს, რომ უბრალოდ ვერ გაუგეთ. („ამას არ მეტყოდი, რომ იცოდე,
როგორი შეშინებული ვარ”).

მშობელი იმიტომ ამშვიდებს და ანუგეშებს, რომ
თავს უხერხულად გრძნობს, როდესაც შვილს სტკივა, მოწყენილია, უიმედოდ არის და ა.შ. ასეთი
შეტყობინება ბავშვს ეუბნება, რომ გსურთ, აღარ განიცდიდეს იმ უარყოფით ემოციებს, რომელსაც
განიცდის („ნუ იდარდებ, ყველაფერი კარგად იქნება”).

დამშვიდების მცდელობაში ის შეცვლის მცდელობას
ხედავს და ხშირად აღარ ენდობა მშობელს. („ასე იმიტომ ამბობ, რომ თავი უკეთ ვიგრძნო”).

თანაგრძნობის გამოხატვა ხშირად კომუნიკაციის
დასასრულია ხოლმე, რადგან ბავშვი ხვდება, რომ თქვენ უბრალოდ გსურთ აღარ განიცდიდეს
იმას, რასაც განიცდის.

 

გამოკვლევაგამოკითხვადაკითხვა

მშობლის მიერ კითხვების დასმა შვილმა შესაძლოა
უნდობლობის, ეჭვის ნიშნად მიიღოს. („ხელები ისე დაიბანე, როგორც გასწავლე?”)

ზოგიერთი კითხვა ბავშვს აფიქრებინებს, თითქოს
მშობელს სურს მიზეზი იპოვნოს, რომ მერე საფუძვლიანად ეჩხუბოს. („რამდენი ხანი იმეცადინე?
მხოლოდ ერთი? მაშინ გამოცდაზე დაბალი შეფასება გარანტირებული გაქვს?”)

ბავშვს ხშირად აშინებს კითხვები, განსაკუთრებით
მაშინ, როცა არ იცის რატომ ეკითხებიან. ალბათ, მიგიქცევიათ ყურადღება როგორ ხშირად
კითხულობენ ბავშვები: „ამას რატომ მეკითხები?” „რისი გაგება გსურს?”

თუ კითხვებს მაშინ დააყრით, როცა პრობლემას
გიზიარებთ, შეიძლება ეჭვი გაუჩნდეს, მონაცემებს იმიტომ აგროვებთ, რომ გამოსავალი მის
ნაცვლად იპოვნოთ. („ასეთი გრძნობა პირველად როდის გაგიჩნდა? ეს ყველაფერი სკოლას უკავშირდება?
რა ხდება სკოლაში?”) ხშირად ბავშვებს სრულიადაც არ სურთ, რომ მშობლებმა მზამზარეული
პასუხები შესთავაზონ: „მშობლებს თუ ვეტყვი, მაშინვე იმას მირჩევენ, რა უნდა გავაკეთო”.

როცა კითხვას ვუსვამთ ადამიანს, რომელიც თავის
პრობლემას გვიზიარებს, ყოველი ჩვენი კითხვა უზღუდავს იმაზე საუბრის თავისუფლებას, რისი
გაზიარებაც სურს – ყოველი კითხვა მას მომდევნო შეტყობინების შინაარსს კარნახობს. მაგალითად,
კითხვა: „როდის იგრძენი ეს?” კარნახობს, რომ მან მხოლოდ გრძნობის დაწყებაზე უნდა ისაუბროს და სხვა არაფერზე. სწორედ ამის
გამო არის გამომძიებლის მიერ დაკითხვა მძიმე – ამბავი ისე უნდა მოუყვეთ, როგორც მისი
კითხვები მოითხოვს. ამრიგად, დაკითხვა სრულიად არ არის კომუნიკაციის ხელშემწყობი, მას
შეუძლია მნიშვნელოვნად შეზღუდოს მოსაუბრის თავისუფლება.    

 

ყურადღებისგადატანაგაქარწყლებახუმრობაგართობა

ამგვარი შეტყობინებები ბავშვს აგრძნობინებს,
რომ არ გაინტერესებთ, პატივს არ სცემთ მის გრძნობებს ან უბრალოდ უგულებელყოფთ მას.

ზოგადად ბავშვები ძალზე სერიოზულად უდგებიან
საქმეს, როდესაც საუბარი სურთ. როდესაც თქვენ ხუმრობით პასუხობთ, შესაძლოა აწყენინოთ
და თავი უარყოფილად იგრძნოს.

ყურადღების გადატანა, გაქარწყლება შესაძლოა
მცირე დროით შედეგიანი აღმოჩნდეს, მაგრამ ადამიანს არ ავიწყდება, რაც აწუხებს და მოგვიანებით
საწუხარი მოულოდნელად განუახლდება. პრობლემის გადადება იშვიათად ნიშნავს პრობლემის
გადაჭრას.

ბავშვებს დიდების მსგავსად სურთ, რომ პატივისცემით
უსმენდნენ და უგებდნენ. თუკი მშობელი ყოველ ჯერზე ეცდება ბავშვის თავიდან მოცილებას,
პატარა მალე ისწავლის, რომ სხვა მსმენელი უნდა მოძებნოს. 

როგორ განვუვითაროთ მოსწავლეებს თვითმართვადი სწავლის უნარები -მეორე ნაწილი

0
სტატიის პირველ ნაწილში განვიხილეთ, რას წარმოადგენს თვითმართვადი სწავლა, რატომ არის იგი თანამედროვე საგანმანათლებლო სისტემის ერთ-ერთი საკვანძო საკითხი, ვისაუბრეთ მის აუცილებელ კომპონენტებზე. ამჯერად თვითმართვადი სწავლის განვითარების გზებსა და ეტაპებზე გვექნება საუბარი.

როგორც წინა სტატიაში ითქვა, სწავლის სტრატეგიების ფლობისა და მათი ადეკვატური გამოყენების მიზანია, მოსწავლეები დამოუკიდებელ შემსწავლელებად ჩამოყალიბდნენ. წარმატებული სასწავლო პროცესისთვის ძალზე მნიშვნელოვანია, მოსწავლე ახერხებდეს საკუთარი სწავლის პროცესის მართვისა და სხვათა მიერ მიწოდებული ინსტრუქციების დაბალანსებას, ანუ სასწავლო პროცესი მიმართული იყოს როგორც მოსწავლეთა დამოუკიდებელი აქტივობისკენ, ისე სხვათა (მაგალითად, მასწავლებელთა) დიდაქტიკური ქმედებისკენ. პერტა მერციგერი (Merziger Perta, Entwicklung selbstregulierten Lernens im Fachunterricht: Lerntagebücher und Kompetenzraster in der gymnasialen Oberstufe, 2007) ემპირიულ კვლევებზე დაყრდნობით გამოყოფს თვითმართვადი სწავლის უნარის განვითარების ეტაპებს საბაზო და საშუალო საფეხურებისთვის, რომელთა გათვალისწინება მასწავლებელს ეხმარება, შეიცნოს თითოეული მოსწავლის განვითარების ეტაპი და შესაძლებლობები, ინდივიდუალურად მიუდგეს თითოეულ მათგანს და შესაბამისად დაგეგმოს სასწავლო პროცესი.

მერციგერი აღწერს თვითმართვადი სწავლის ხუთ ეტაპს:

1. ინსტრუქციებსა და მასწავლებლის მხრივ მართვაზე დამოკიდებულება;

2. მცირედი დამოუკიდებლობის გამოვლენა მასწავლებელზე ძლიერი მიჯაჭვულობისას;

3. თვითმართვის დომინირება;

4. თვითმართვისა და გარედან მართვის გეგმური ურთიერთქმედება;

5. თვითმართვისა და გარედან მართვის რეფლექსური ურთიერთქმედება;

ინსტრუქციებსა და მასწავლებლის მხრივ მართვაზე დამოკიდებულება – ამ დროს მოსწავლეს სჭირდება მასწავლებლის სისტემატური და მკაფიო ინსტრუქციები. აქ შესაძლოა შეზღუდული იყოს შემსწავლელის სწავლის უნარი ან სუბიექტური ინტერესი რომელიმე საგნისადმი ან, საზოგადოდ, სწავლისადმი იყოს მცირე. თვითმართვადი სწავლის სტრატეგიების თვალსაზრისით მოსწავლის განვითარების მდგომარეობა აღნიშნულ ეტაპზე შემდეგნაირად აღიწერება:

● სწავლის კოგნიტური სტრატეგიები:
მოსწავლეს არ შეუძლია, დამოუკიდებლად გაიაზროს სასწავლო მასალა;
მოსწავლე სწავლის პროცესში მთლიანად მკაფიო მითითებებსა და ორიენტირებზეა დამოკიდებული.

● სწავლის მეტაკოგნიტური სტრატეგიები:
მოსწავლეს არ შესწევს უნარი, საკუთარი სწავლის პროცესი დაგეგმოს და აკონტროლოს;
არ შეუძლია დავალების დამუშავების ქვემიზნების ჩამოყალიბება;
არ შეუძლია, თავად შეაფასოს სწავლის შედეგების ხარისხი.

● სწავლის მოტივაციური სტრატეგიები:
მოსწავლეს მხოლოდ გარეგანი მოტივაცია ამოძრავებს;
მოსწავლის მონდომება სიტუაციურია და დამოკიდებულია გაკვეთილის მიმდინარეობაზე.

● რესურსების გამოყენება:
შეზღუდული აქვს შესაბამისი რესურსების გამოყენების უნარი და გამუდმებით სჭირდება დახმარება.
მცირედი დამოუკიდებლობის გამოვლენა მასწავლებელზე ძლიერი მიჯაჭვულობისას – განვითარების ამ ეტაპზე მოსწავლეს უკვე აქვს დამოუკიდებლად სწავლის მცირედი გამოცდილება, თუმცა მაინც ძლიერ არის დამოკიდებული მასწავლებლის ინსტრუქციებზე.

● სწავლის კოგნიტური სტრატეგიები:
მოსწავლეს სჭირდება ძლიერი მართვა დავალების გაგებისა და დამუშავებისთვის;
ხშირად იყენებს მასწავლებლის წინადადებებსა და ინსტრუქციებს.

●  სწავლის მეტაკოგნიტური სტრატეგიები:
მოსწავლეს შეუძლია, სხვათა დახმარებით სწავლის პროცესში აკონტროლოს/შეაფასოს თავისი ძლიერი და სუსტი მხარეები.

● სწავლის მოტივაციური სტრატეგიები
მოსწავლე დაინტერესებულია საგნის შინაარსის გაგებით;
მოსწავლე იჩენს დიდ მონდომებას, როცა გაკვეთილი ნათლად არის სტრუქტურირებული.

●  რესურსების გამოყენება
მოსწავლეს შეუძლია, სწავლისთვის საჭირო რესურსების გარკვეული ნაწილი თავად მოიძიოს და მზად არის, მიიღოს დახმარება.

თვითმართვის დომინირება – ამ ეტაპზე მოსწავლეს უადვილდება თვითმართვადი სწავლა, რაც შესაძლოა გამოწვეული იყოს საგნისადმი მიდრეკილებითა და ინტერესით. იგი არ იღებს სხვებისგან დახმარებას. სწავლა აღიქმება როგორც ცოდნის შეძენისა და სამყაროს შეცნობის შესაძლებლობა.

● სწავლის კოგნიტური სტრატეგიები:
მოსწავლემ აითვისა და გაითავისა საკმარისი სტრატეგიები ცოდნის დასაუფლებლად;
არ სურს და/ან არ შეუძლია, მიიღოს მასწავლებლის რჩევები;
გაკვეთილი მას სწავლაში არ ეხმარება.
● სწავლის მეტაკოგნიტური სტრატეგიები
მოსწავლე მონიტორინგს უწევს საკუთარი სწავლის პროცესს საკუთარი მეთოდებით;
უჭირს ახსნას საკუთარი წარუმატებლობის მიზეზი.
● სწავლის მოტივაციური სტრატეგიები
მოსწავლეს სურს, ყველაფერი თავად განავითაროს, რადგან შინაგან მოტივებსა და ინტერესებზეა დამოკიდებული;
პასუხისმგებლობას იღებს საკუთარ სწავლაზე.

● რესურსების გამოყენება
მოსწავლე დამოუკიდებლად მოიძიებს რესურსებს და ძალიან იშვიათად ეძებს დახმარებას.
თვითმართვისა და გარედან მართვის გეგმური ურთიერთქმედება – ამ ეტაპზე მოსწავლეს შეუძლია დამოუკიდებელი სწავლა, მაგრამ მზად არის მასწავლებლის დახმარების მისაღებადაც. მასწავლებლის დახმარება ემსახურება სასწავლო პროცესში იმპულსის, სტიმულის მიცემას, სწავლის პროცესის კონტროლს, რათა მოსწავლემ შეძლოს დამოუკიდებლად მოქმედება და სწავლა. სწავლა აღიქმება როგორც ცოდნის შეძენისა და სამყაროს შეცნობის საშუალება.

● სწავლის კოგნიტური სტრატეგიები:
მოსწავლე საკუთარი შეხედულებისამებრ იყენებს სწავლის სტრატეგიებს, თუმცა ითვალისწინებს მასწავლებლის მიერ შეთავაზებულ სტრატეგიებსაც;
მოსწავლე იყენებს მასწავლებლის ინსტრუქციებს იმპულსების, სტიმულირებისა და გონივრული რევიზიის მიზნით.

● სწავლის მეტაკოგნიტური სტრატეგიები:
მოსწავლე აკვირდება საკუთარი სწავლის პროცესს;
ადგენს საკუთარ შესაძლებლობებს, ისახავს მიზნებს, აანალიზებს საკუთარ ძლიერ და სუსტ მხარეებს;
იღებს და ითვალისწინებს უკუკავშირს.

● სწავლის მოტივაციური სტრატეგიები:
მოსწავლეს შინაგანი მოტივაცია შესაბამისობაში მოჰყავს გარეგან მოთხოვნებთან;
მოსწავლე მიზნობრივად აამოქმედებს საკუთარ ძალებს;
მოსწავლე ამჟღავნებს მუშაობისთვის მზადყოფნას, რადგან აქვს თვითეფექტიანობის განცდა.

● რესურსების გამოყენება
მოსწავლეს შეუძლია, თავად მოიპოვოს საჭირო რესურსები, მხოლოდ ზოგიერთ შემთხვევაში სჭირდება და იყენებს დახმარებას.
თვითმართვისა და გარედან მართვის რეფლექსური ურთიერთქმედება – მოსწავლე დამოუკიდებელი შემსწავლელია, მასწავლებლის წინადადებები ეხმარება საკუთარი სწავლის პროცესის დამოუკიდებელ რეფლექსიაში, სწავლას აღიქვამს ცოდნის შეძენისა და სამყაროს სწორად აღქმის საშუალებად.

● სწავლის კოგნიტური სტრატეგიები:
მოსწავლეს გათავისებული აქვს სწავლის პროცესი;
მოსწავლეს შესწევს საკუთარი სწავლის პროცესზე დაკვირვების უნარი;
მოსწავლეს შეუძლია, მოქნილად და ანალიზის საფუძველზე გამოიყენოს სწავლის მეთოდები.

● სწავლის მეტაკოგნიტური სტრატეგიები:
მოსწავლე გეგმავს, მონიტორინგს უწევს და აფასებს საკუთარი სწავლის პროცესს;
აცნობიერებს საკუთარ სისუსტეებს და მუშაობს მათ დასაძლევად.

● სწავლის მოტივაციური სტრატეგიები:
მოსწავლე ფლობს და იყენებს თვითმოტივაციის სხვადასხვა სტრატეგიას;
მოსწავლეს აქვს მზაობა, გამოამჟღავნოს ნებისყოფა და საქმეზე კონცენტრირების უნარი.

● რესურსების გამოყენება:
მოსწავლეს შეუძლია, თავად მოიპოვოს საჭირო რესურსები, მხოლოდ იშვიათად იყენებს დახმარებას.
რამდენიმე რჩევა იმის თაობაზე, როგორ შევუწყოთ ხელი მოსწავლეს თვითმართვადი სწავლის ერთი ეტაპიდან მეორეში გადასვლაში 

● ინსტრუქციებსა და სხვათა მიერ მართვაზე დამოკიდებულება დამოუკიდებლობის ძალიან დაბალ ხარისხზე მიუთითებს. განვითარების მომდევნო საფეხურზე გადასასვლელად სწავლის პროცესში უნდა გაძლიერდეს საკუთარი/მოსწავლის წილი, მაგრამ გარედან (მასწავლებლის მხრიდან) სისტემატური დახმარების ფონზე.

● იმისთვის, რომ მოსწავლემ შეძლოს მცირედი დამოუკიდებლობის ეტაპიდან თვითმართვისა და გარედან მართვის გეგმური ურთიერთქმედების ეტაპზე გადასვლა, მას ისეთი სასწავლო აქტივობები უნდა შევთავაზოთ, რომელთა მეშვეობითაც იგი ისწავლის, დამოუკიდებლად დაისახოს სწავლის მიზანი, დაგეგმოს და აკონტროლოს სწავლის პროცესი.

● იმისთვის, რომ მოსწავლემ შეძლოს თვითმართვის დომინირების ეტაპიდან თვითმართვისა და გარედან მართვის გეგმური ურთიერთქმედების ეტაპზე გადასვლა, მასწავლებელმა ისეთი აქტივობები უნდა შესთავაზოს, რომლებიც მას სხვათა დახმარების სარგებლიანობას დაანახვებს.

● იმისთვის, რომ მოსწავლემ შეძლოს თვითმართვისა და გარედან მართვის გეგმური ურთიერთქმედების ეტაპიდან რეფლექსური ურთიერთქმედების ეტაპზე გადასვლა, მასწავლებელმა მას სისტემატურად უნდა შესთავაზოს საკუთარი სწავლის პროცესის ანალიზი და შეფასება, სუსტი მხარეების დაძლევის გზების ძიება და მუშაობა მათ დასაძლევად.

განათლება – მოხერხებული განტევების ვაცი

0
სოციალური ფაქტორების გავლენა განათლების ხარისხზე – მეოთხე ნაწილი
საქართველოში განათლების რეფორმის დაწყების დღიდან მიმდინარეობს უსასრულო დავა, რამდენად შეესაბამება განხორციელებული ცვლილებები ქვეყნის რეალობას. რას უნდა ეფუძნებოდეს გადაწყვეტილებები, რომლებსაც იღებს სახელმწიფო? სერიოზულ მეცნიერულ კვლევებს და მათ საფუძვლიან ანალიზს? საზოგადოების წევრთა უმრავლესობაში გავრცელებულ „ტრადიციულ” ხედვებს და თეორიებს აღზრდის შესახებ? რა როლს ასრულებს განათლების სისტემის ეფექტურობაში სოციალური ფაქტორები?

დანიელ ვ. როსიდესის ნაშრომი ამ საკვანძო საკითხებს ეხება. როსიდესი პროფესორ-ემერიტუსია ბოუდინის კოლეჯში, რომელიც აშშ-ის, მენის შტატის, ერთ-ერთი უძველესი სასწავლებელია (დაარსებულია 1794 წელს). ასევე ასწავლიდა ჰანტერის კოლეჯში, ნიუ-იორკის საჯარო უნივერსიტეტში (The City University of New York), იორკის უნივერსიტეტში (ტორონტო, კანადა); გამოქვეყნებული აქვს ნაშრომები სოციალურ თეორიებში, საზოგადოების სოციალურ ფენებად დაყოფის თეორიაში. ამჟამად მუშაობს ნაშრომზე „ამერიკული კაპიტალიზმის გააზრება”.
დღევანდელი რეფორმებისთვის მოძრაობა ძველი ისტორიაა. მითი იმის შესახებ, რომ სკოლაში წარმატებას კავშირი აქვს სკოლის გარეთ წარმატებასთან როგორც ცალკეული პირებისთვის, ისე მთელი საზოგადოებისთვისაც, ამერიკის მთელი ისტორიის განმავლობაში გამოიყენებოდა იმისთვის, რომ გადაედოთ სოციალური პრობლემების განხილვა, თავი აერიდებინათ სკოლებისა და ახალგაზრდობისადმი პასუხისმგებლობისთვის. მმართველი ჯგუფები განათლებისგან ითხოვდნენ თანაბრობის, მოქალაქეობის, ემიგრანტების ასიმილირების, დანაშაულის თავიდან აცილების, სიღარიბისა და უმუშევრობის უზრუნველყოფას, სურდათ, განათლებას ეშვა კვალიფიციური სამუშაო ძალა, ხელი შეეწყო რასების ინტეგრირებისთვის, გაეზარდა შრომის ნაყოფიერება.

განათლებამ ეს მოთხოვნები ვერ შეასრულა და ვერც შეასრულებდა ერთი უბრალო მიზეზის გამო: ის, რაც კლასში ხდება, ნაკლებად ახდენს გავლენას იმაზე, რაც ხდება განათლების სიტემის გარეთ.

1960-დან 1990 წლამდე ამერიკაში უამრავი რყევა მოხდა. ნაცვლად იმისა, რომ ყურადღება ეკონომიკურ და პოლიტიკურ ინსტიტუტებსა და თავიანთ ელიტაზე გაემახვილებინათ, ყველაფერი განათლებას დააბრალეს, რადგან განათლების რეფორმას ეკონომიკურ, პოლიტიკურ და სოციალურ სფეროებში თავიანთი მარცხის გადაფარვის საშუალებად განიხილავდნენ, თითქოს განათლებას შეეძლო ამერიკული საზოგადოების გაუმჯობესება.

თავიდათავი ამერიკული პრობლემებისა, სკოლებში დაბალი შეფასებების ჩათვლით, წინათაც და ახლაც არის რწმენა, რომ დაუგეგმავი კაპიტალდაბანდებები და არამიზანდასახული ეკონომიკა სწორი საზოგადოების ორგანიზებამდე მიგვიყვანს. მუდმივი სოციალური პრობლემების მეორე მიზეზია ჩვენი მოძველებული პლუტოკრატია და ქმედობაუუნარო პოლიტიკური და საკანონმდებლო სისტემები. ორივე ეს მიზეზი შეუმჩნეველი დარჩა განათლების კომისიათა უმეტესობისთვის, რომლებიც 1980 წელს რეფორმებზე მუშაობას იწყებდნენ. ქვეყნდებოდა ანგარიშები, რომ აუცილებელი იყო შეცვლა განათლების სისტემისა, რომელიც საფრთხეს უქმნიდა მთელ ნაციას.

ყველა ამ მოხსენებას ერთი საერთო ნაკლი აქვს: ისინი აზვიადებენ განათლების ძალას და მნიშვნელობას სოციალური პრობლემების გადაჭრის კუთხით. მათ ვერ შეძლეს განათლების პრობლემების მიზეზთა ამოცნობა. მათთვის დამახასიათებელია ფორმალიზმი; ყველა მათგანი წარმოადგენს ისეთი აზროვნების ნაყოფს, რომელსაც არაფერი აკავშირებს სისტემურ ემპირიულ მტკიცებულებებთან, მიზეზშედეგობრივ კავშირზე რომ მიგვითითებს. იგივე გულგრილობა, უცოდინრობა და ემპირიული მტკიცებულებების უგულებელყოფაა დამახასიათებელი დღევანდელი განათლების რეფორმის მოძრაობისთვისაც.

ისინი, ვინც განსაზღვრავენ კერძო და სახელმწიფო სკოლების პოლიტიკას, შორს არიან რეალური განათლებისგან. მათ მიაჩნიათ, რომ სკოლების რეფორმირება შესაძლებელია შიგნიდან, რომ სკოლებს შეუძლიათ დახმარება სოციალური პრობლემების მოგვარებაში, საჭიროა მხოლოდ მეტი თანხა, უნარები და საქმის უკეთესად კეთების დიდი სურვილი. მინიშნებაც კი არ არის საგანმანათლებლო კვლევების შედეგებზე ან იმ ფაქტზე, რომ ეკონომიკური და პოლიტიკური ელიტა პასუხისმგებელია სოციალურ პრობლემებზე, რომლებიც ზედაპირზე ძევს და რომლებსაც უეფექტო სკოლებამდე მივყავართ.

დაწყებითი და საშუალო სკოლების ძალისხმევა იმ უნარ-ჩვევების სწავლებისთვის, რომლებიც შეესაბამება რეალურ ცხოვრებას, სასტიკ წინააღმდეგობას აწყდება მშობლების, რელიგიური ორგანიზაციებისა და იმ ჯგუფების მხრიდან, რომელთაც პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესები აქვთ. განსაკუთრებული წინააღმდეგობა მოდის კოლეჯებისა და უნივერსიტეტებისგან, რომლებიც განაგრძობენ სტუდენტების მიღებას იმ აბსტრაქტული უნარ-ჩვევების საფუძველზე, რეალურ ცხოვრებასთან საერთო რომ არაფერი აქვს. ამრიგად, ერთ-ერთი მიზეზი, რომლის გამოც განათლება ვერ ახდენს დადებით გავლენას ერის ცხოვრებაზე, ის არის, რომ პროფესორები დაჟინებით ითხოვენ, სტუდენტები მათნაირები გახდნენ: ისწავლონ აბსტრაქციებით მანიპულირება, ატარონ უსარგებლო კვლევები და განივითარონ აბსტრაქტული კოგნიტური უნარ-ჩვევები, რომლებიც შემდეგ შეიძლება მიჰყიდონ დამსაქმებელს, რომელსაც გაურკვეველი მიზანი აქვს. განათლების კომისიები და კომიტეტები განიხილავენ მხოლოდ მეორეულ პრობლემებს და სთავაზობენ მცდარ გადაწყვეტილებებს. საბოლოო ჯამში განათლება ეკონომიკური და პოლიტიკური ელიტის „განტევების ვაცად” იქცა. დღევანდელი რეფორმებისთვის მოძრაობა იმავეს აკეთებს, ოღონდ ერთი მნიშვნელოვანი განსხვავებით – მის ფორმალიზმს სხვა მიზნები ამოძრავებს.
„საგანმანათლებლო რეფორმის” რეალური მიზნები

კონსერვატორებს თავიანთი კარგად ფინანსირებადი ინსტიტუტებით, ფონდებითა და ანალიტიკური ცენტრებით სჯერათ, რომ არსებობა შეუძლია მხოლოდ საბაზრო საზოგადოებას, რომელსაც სახელმწიფო იცავს. ისინი ვერ ამჩნევენ თავისუფალ ბაზარზე შექმნილი ამერიკის უუნარობას, ასწიოს ცხოვრების დონე და მოაგვაროს სოციალური პრობლემები. დღევანდელი რეფორმატორული მოძრაობის გაგებისთვის აუცილებელია, გამოვიდეთ ფორმალიზმის ჩარჩოებიდან და რეალური მიზნები და შედეგები განვიხილოთ. კონსერვატორებს სურთ, შეარყიონ სკოლებზე სახელმწიფო მონოპოლია და მათი პროფკავშირები და ჩაანაცვლონ ის ახალი სექტორით, რომელიც კაპიტალისტურ ნორმებსა და ფასეულობებს დაიცავს. მთავარი პოლიტიკური ამოცანაა, ხელი შეუშალონ დემოკრატიულ პარტიას, ქულები ჩაიწეროს სკოლების გაუმჯობესებისთვის და პედაგოგების, მშობლების, მომწოდებლებისა და ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერისთვის.

კონსერვატორები ქულებს დაიწერენ, თუ მათი იდეები გათვალისწინებული იქნება. განსაზღვრულ მიმართულებებში ცოდნის მაღალი დონისა და მოსწავლეთა არათანაბარი დაფინანსების მხარდაჭერით ისინი უზრუნველყოფენ დისციპლინას და ავტორიტეტს, ვიწრო ერთგვაროვან სწავლებას, ნაკლებკონკურენტულ გარემოს საკუთარი შვილებისთვის და იაფ მუშახელს დასაქმების ყველა სფეროში. განათლება მათთვის „განტევების ვაცია” მმართველი კლასების შეცდომების გასამართლებლად.

კონსერვატორული ფილოსოფია საგანმანათლებლო კომპეტენციებში მხოლოდ ნაწილია იმ სამყაროსი, რომელიც მიიღება როგორც მოცემულობა, სადაც საშუალება იქცევა მიზნად, ხოლო მსხვერპლი – ბოროტმოქმედად. უძრაობასა და პრობლემებს, რომლებიც წარმოიშობა სასკოლო ოლქებში, სათავეს ამერიკული საზოგადოების ღრმა ცვლილებიდან იღებს. სკოლის პრობლემებს უკავშირებენ არაკლასობრივ საზოგადოებას, რომელიც წარმოშვა წარმოებისა და სოციალური მომსახურების ცვლილებებმა, გააღრმავა რასიზმმა და რომელიც დაცულია შემწეობათა სისტემით, არჩევითი ქველმოქმედებით და სხვა საშუალებებით. სკოლის პრობლემებში წვლილი მიუძღვის მოსწავლეთა რაოდენობის ზრდას, სკოლის ბიუჯეტების შემცირებას და კერძო ელიტური და რელიგიური სკოლების მომრავლებას, არასრული ოჯახების, ოჯახების, სადაც ორივე მშობელი მუშაობს, დევნილთა და არალეგალური მიგრანტების მომრავლებას და იმ ტვირთის ზრდას, რომელიც სკოლას დააწვა.

დღევანდელი განათლების რეფორმის მოძრაობა ეფუძნება მოძველებულ და ვერშემდგარ იდეებს: ბაზარს, კონკურენციას, პირად პასუხისმგებლობასა და შინაგან თვისებებს. აქცენტი ტესტირებაზე ნაკარნახევია კაპიტალიზმის სურვილით, იოლად მართოს იაფი სამუშაო ძალა და უგულებელყოს სამუშაო ძალისა და კომპეტენციის რეალური მოთხოვნები. კარგად მართვადი ეკონომიკა და პოლიტიკა ერთადერთი საშუალებაა განათლებაში უკეთესობის მისაღწევად. მოკლე საგანმანათლებლო პროგრამები, რომლებიც ხაზს უსვამს დისციპლინას და რწმენას, ვერ გადალახავს დაბალი ფენების კლასობრივ გამოცდილებას. ცოდნისა და საბაზო უნარ- ჩვევების საფუძველთან დაბრუნება შესაძლოა კარგი აზრი იყოს, იმ პირობით, რომ ის ორიენტირებული იქნება სასიცოცხლო კომპეტენციებზე და არა ცალკეულ სასწავლო დისციპლინებზე, რომლებიც მოითხოვს უაზრო დაზეპირებას, მომავალში კი წარმოშობს მორჩილ ფუნქციონერებს, პასიურ მომხმარებელს, კანდიდატებს შემწეობათა მისაღებად, მორჩილ მოქალაქეებს და არაშემოქმედებით ლიდერებს.

სწორი განათლება

განათლებასთან დაკავშირებულმა შეშფოთებამ პირველად მაშინ იჩინა თავი, როდესაც საზოგადოებაში დაიწყო დაპირისპირება და პოლიტიკური უწესრიგობა. სასულიერო პირები, ფილოსოფოსები და პოლიტიკური მოღვაწეები ცდილობდნენ, აღეკვეთათ ეს დაპირისპირება და ითხოვდნენ, ყველას აეთვისებინა გარკვეული ჭეშმარიტებები. აქედან მოყოლებული, განათლება იშვიათად განიხილება სოციალურ-პოლიტიკური გაუგებრობების ან შრომის განაწილებისთვის მომზადებად, რომელსაც ის იწვევს. ყველა მაღალი დონის მოხსენება ხაზს უსვამს დისციპლინის აუცილებლობას აკადემიური საგნების შესწავლისას და ერთიანი საბაზო სასწავლო პროგრამის არსებობას. უამრავი საგანმანათლებლო კომისია და ავტორი ამბობს, რომ საზოგადოება ვერ იქნება ერთიანი და წარმატებული, თუ მოსწავლეებმა არ მიაღწიეს წიგნიერების მაღალ დონეს. ამ წარმოდგენათა ვარიაციებს აქვს საერთო ღერძი: საზოგადოება უკეთესი გახდება, თუ ახალგაზრდებს ვაიძლებთ, განივითარონ ერთნაირი უნარ-ჩვევები და აითვისონ აბსტრაქტული სიმბოლოები. ამ მოსაზრების უსუსურობა აშკარაა. კონგრესის წევრები, პოლიტიკური ფიგურები და სახელმწიფო მოხელეები, მსხვილი ბიზნესკომპანიების მფლობელები და აღმასრულებელი დირექტორები განა განათლებული ადამიანები არ არიან, განა ვერ შეძლებენ წიგნიერებაზე ტესტების ჩაბარებას? შეუძლია წიგნიერებას, არ დაუშვას უბრალო მოქალაქეებისთვის ყოველწლიურად ასეულობით მილიონი დოლარის უკანონოდ ჩამორთმევა მაღალი ფენის წარმომადგენელთა მიერ? რასაკვირველია, არა. 

ხომ არ შევთავაზოთ ელიტურ სკოლებს, გადახედონ თავიანთ წარმოდგენებს, მაგალითად, ასეთს: განათლება ნეიტრალურია და არავის ინტერესებს არ გამოხატავს; აშშ დემოკრატიული ქვეყანაა; ბაზარი არსებობს და ჩვენ შეგვიძლია ვაიძულოთ ის, იმუშაოს? იქნებ თავს ძალა დაატანონ და გვიპასუხონ კითხვებზე, რას მოვიგებთ, თუ სხვა შეხედულებებს დავეყრდნობით: სიმდიდრის შექმნის ჩვენეუი გზები სოციალური პრობლემებისა და საღარიბის მიზეზია; ეკონომიკური ზრდა თავისთავად ვერ გადაჭრის სოციალურ პრობლემებს და შეუთავსებელია ადამიანთა მოდგმის გადარჩენასთან და ა.შ. იქნებ ვიკითხოთ: ხომ არ წარმოადგენს ელიტური პროგრამები უვარგის მცდელობას, შექმნან ილუზია, რომ ჩვენი ელიტა უზადოდ განათლებულია და საუკეთესო ლიდერებს გვაძლევს? სტუდენტებმა, რასაკვირველია, უნდა მიიღონ ზოგადი ცოდნა და აითვისონ ზოგადი უნარ-ჩვევები, მაგრამ აქცენტი იმ მასალაზე უნდა დაისვას, რომელიც მათ არსებულის კრიტიკულად შეფასებაში დაეხმარება. რად გვინდა, ყველა სტუდენტმა იცოდეს უცხო ენა, თუ ის სხვა ქვეყნებზე ფართო ცოდნამდე არ მიიყვანს? მათემატიკის შესწავლა გაუმჯობესდება, თუ შესაძლებელი გახდება მისი გამოყენება ცხოვრებისეული პრობლემების გადაჭრისას.

საგანმანათლებლო პროგრამების მიზიდულობის ცენტრად უნდა იქცეს ის ძირითადი ინტელექტუალური, მორალური და ღირებულებითი პრობლემები, რომლებსაც ეჯახება საზოგადოება. ჯორჯ ოროუელის „1984″-ის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი აღმოჩენა ის არის, რომ საზოგადოების მართვის მონოპოლისტური სტრუქტურა ცდილობს განახორციელოს ტოტალური კონტროლი, რისთვისაც ართმევს მოქალაქეებს ძირითად საყრდენ იდეებს (მაგალითად, კრძალავს ისტორიას) და მათ გონებას უაზრო აბსტრაქციებით და უქმი მეტყველებით ავსებს. წიგნის მეორე აღმოჩენა კი ის გახლავთ, რომ ხელისუფლება ისე წარმატებულად ათავისუფლებას და ამრუდებს მასების ცნობიერებას, რომ ხელმძღვანელი ვეღარ ხვდება, რა ხდება მის გარშემო. ჩვენც იმავეს ხომ არ ვაკეთებთ? იმას, რომ განათლება აბსტრაქტული საგნებისა და უნარ-ჩვევების ათვისების საშუალებად ვაქციეთ, ხომ არ მივყავართ ნელი სოციალური კვდომის გზით?

აბსტრაქტული და, საზოგადოდ, ყოველგვარი განათლების ნაკლი ის არის, რომ ჩვენი პიროვნება ფორმირდება სოციალური გამოცდილების საფუძველზე, სკოლა კი არათუ წარსულის, არამედ აწმყოსა და მომავლის გამოცდილებასაც არ შეესაბამება. ამრიგად, აბსტრაქტული წიგნიერება არათუ ვერ აითვისება, არამედ მასზე მოთხოვნილება საერთოდ ქრება. აკადემიური განათლების იდეას საფუძვლად უდევს მითი რაციონალურ ინდივიდზე, რომელსაც შეუძლია გამოცდილების სინთეზი, ადაპტირება და ყველაფრის კეთება, ჩვენ კი ასეთები არ ვართ. თუ სინთეზირება და ცოდნის გამოყენება არ გვასწავლეს, ამას ვერ გავაკეთებთ. ჩვენ არათუ არ ვამჟღავნებთ სემინარებზე მიღებულ სპეციალიზებულ ცოდნას, არამედ სრულიად ვკარგავთ მას, რადგან ის არ შეესაბამება რეალურ ცხოვრებას. ვის უნდა ზოგადი განათლება და სად შეიძლება გამოვიყენოთ დარჩენილი იდეალიზმი, როცა ჩვენი განათლებული ახალგაზრდობა განათლებისთვის აღებული უშველებელი კრედიტების გადახდით და ოჯახური პრობლემების გადაჭრით დამძიმებული მუშაობს სტრუქტურულ ორგანიზაციებში, რომლებსაც 60 და 70 წლის ადამიანები ხელმძღვანელობენ?

სახელმწიფო საქმეებში ჩაურევლობა მკაფიო კომპონენტია კლასიკური განათლების სტრატეგიისა, სადაც ინდივიდი წარმოადგენს ყველაზე მნიშვნელოვან ინტეგრატორს. თუ გაუნათლებელთა შეცდომებს ითვალისწინებს „ჯადოსნური” ბაზარი, რომელიც საზოგადოებას წონასწორობაში იჭერს, მაშინ ისინი, ვინც ეუფლებიან სპეციალიზებულ აკადემიურ დისციპლინებს, ნებას აძლევენ სხვებს, დაკავდნენ თავიანთი სოციალური ფუნქციებით, მაშინ როდესაც თავად საკუთარი კარიერით არიან დაკავებული. არავინ აქცევს ყურადღებას იმ დაძაბულობას და დანაკარგს, რომელსაც საზოგადოების უმეტესი ნაწილი განიცდის. ასეთი წარმოდგენა შესაძლებლობას იძლევა, სასწავლო პროგრამას დაემატოს უამრავი არასისტემატიზებული სპეციალური კურსი, დისციპლინა, პროგრამა და სკოლა. ყოველივე ამის გათვალისწინებით, გასაგები ხდება, რატომ არსებობენ ძალიან გაუნათლებელი ან ზედმეტად განათლებული ადამიანები. თანამედროვე განათლების რეფორმის მოძრაობა რელურად status quo-ს იცავს.

ამერიკის ეკონომიკური ისტორიის ერთადერთი მნიშვნელოვანი გაკვეთილი ის არის, რომ მან შეძლო, გამოეკვება და საცხოვრებელი მიეცა ამერიკელებისთვის, დაესაქმებინა და უზრუნველეყო მათი ჯანმრთელობის დაცვა და ა.შ. 1970 წლიდან დღემდე მთლიანმა ეკონომიკურმა ზრდამ ვერ შეძლო აეწია მოსახლეობის უმეტესი ნაწილის ცხოვრების დონე. ნაცვლად ამისა, მოხდა სიმდიდრის ყველაზე დიდი კონცენტრაცია და შემოსავლების ყველაზე დიდი უთანაბრობა ქვეყნის მთელი ისტორიის განმავლობაში. ამერიკული საზოგადოების დემოკრატიზაციისთვის მრავალი რეფორმაა საჭირო, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია, აკადემიური განათლება ისე გადავამისამართოთ, რომ მან წარმოშვას უფრო განათლებული ელექტორატი, განსაკუთრებით – ჩვენს ახალგაზრდა მმართველ კლასებში. 
თარგმანი, რედაქცია და კომენტარები კახა ჟღენტისა 
გამოყენებული ლიტერატურა:

1.Knee-Jerk Formalism: Reforming American Education.Rossides, Daniel W., 1925-; The Journal of Higher Education, Volume 75, Number 6, November/December.2004, pp. 667-703 (Article) Published by The Ohio State University Press DOI: 10.1353/jhe.2004.0039. (https://www.bupedu.com/lms/admin/uploded_article/eA.1063.pdf)
2.Дэниел Россидис. БЕЗДУМНЫЙ ФОРМАЛИЗМ: РЕФОРМИРОВАНИЕ АМЕРИКАНСКОГО ОБРАЗОВАНИЯ. (https://ecsocman.hse.ru/data/2011/05/06/1268034294/03ros.pdf)

სახელები და სიმბოლოები

0
ევროპის თითქმის ყველა ძველ საფეხბურთო კლუბს დაარსების მეტად ორიგინალური ისტორია აქვს. „ბარსელონას”, „არსენალის”, „მილანისა” თუ სხვა ცნობილი გუნდების ამქვეყნად მოვლენა, როგორც წესი, ერთი ლამაზი და საინტერესო ისტორიის ნაწილია. ამ მხრივ ყოფილი საბჭოეთის ქვეყნები ძალიან დავიჩაგრეთ, რადგან ჩვენს იმპერიაში გუნდები, როგორც წესი, ხელისუფლების გადაწყვეტილებით არსდებოდა და კლუბთა სახელწოდებებსაც სწორედ ისინი არჩევდნენ. 
გამონაკლისები მხოლოდ რამდენიმე იყო და ისიც მაშინ, თუ ამა თუ იმ ქალაქს თავისი რაიმე განსაკუთრებული ისტორია გააჩნდა და კლუბის სახელწოდებაში „ქართულ შტრიხებს” ვერ გაექცეოდნენ. ამის მაგალითია გუნდები: „შევარდენი”, „მერცხალი”, „კოლხეთი”, „ცხუმი” და „ამირანი”. ამ მხრივ ჩვენზე ბევრად ცუდ მდგომარეობაში იყვნენ (და დღესაც არიან) საბჭოეთის სხვა რესპუბლიკები. „ლოკომიტივად”, „დინამოდ” ან „ტორპედოდ” კლუბების მასიურმა სახელდებამ საბოლოოდ გამოიწვია ის, რომ მთელი ევროპა საბჭოურ ფეხბურთს დასცინოდა. 
კარგად მახსოვს, 80-იანი წლების ბოლოს თბილისში ცნობილმა სპეკულიანტმა ჩემი ბავშვობის მეგობრის ბაბუას ინგლისური სპორტული ჟურნალი აჩუქა. შემდეგ ეს ჟურნალი დიდი ამბით მივუტანეთ ნაცნობ მოინგლისურე ქალს, რომელმაც ჟურნალი ფურცლა, თავი დანანებით აქნია და ბოლოს გვითხრა: ბავშვებო, ეს ცუდი ჟურნალია, ამ ჟურნალში ჩვენს გუნდებს დასცინიანო. როგორც გაირკვა, ჟურნალში მავანი ინგლისელი ჟურნალისტი მასხრად იგდებდა საბჭოური კლუბების სახელწოდებებს და ამბობდა: როგორც ჩანს, საბჭოთა კავშირში მატარებლის, ჯარისა და წყალქვეშა ტორპედოს მეტი არაფერი უნახავთ, თორემ საფეხბურთო კლუბებს ასეთ უცნაურ სახელებს არ დაარქმევდნენო. სავარაუდოდ, იმ ინგლისელმა მაშინ ჯერ კიდევ არ იცოდა, რომ რუსეთში „საბჭოეთის ფრთებად” წოდებული გუნდიც არსებობდა, თორემ დაცინვა და ქილიკი მერე გენახათ.

  
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ქართული ფეხბურთი მეორე უკიდურესობაში გადავარდა. თუკი მანამდე ყველაფერს რუსული სახელი ერქვა, მერე ყველა გუნდის სახელწოდების „გაეროვნულება” მოინდომეს და სრულიად სამართლიანად ავღმოვჩნდით სასაცილო სიტუაციაში. ევროპის თასების მფლობელთა თასის ამღებ თბილისის „დინამოს” ნაცვლად, გაჩნდა კლუბი „იბერია”, რომელსაც არათუ ევროპაში, წითელი ხიდის გადაღმაც კი არავინ იცნობდა. 

ამის გარდა, ფეხბურთში ძალიან დიდი ადგილი დაიკავა ნახევრადრელიგიურმა და მიმბაძველურმა მომენტებმაც. გაჩნდნენ უცნაური სახელწოდებების ბავშვთა თუ მოზარდთა კლუბები: „ფრესკა”, „რწმენა”, „ალავერდი” და სხვა. ეს ყველაფერი ხშირად სრულ აბსურდში გადადიოდა. ჩემი ყურით მაქვს მოსმენილი, ერთ-ერთი ქართული კლუბის მწვრთნელი როგორი სიამაყით ამბობდა: მინდა ახალი გუნდი შევქმნა და სახელად „ტაძარი” დავარქვაო. რწმენა ყველა ადამიანის პირადი არჩევანია, მაგრამ ნამდვილად უხერხულობა იქმნება, როდესაც კლუბს რელიგიური სახელწოდება აქვს.

 
ცოტა ხნის წინ მოხდა ისე, რომ ქართული ფეხბურთისათვის (უფრო სწორად კი ფეხბურთით დაკავებული რამდენიმე ადამიანისთვის) კვლავ აქტუალური გახდა საფეხბურთო კლუბებისთვის სახელების დარქმევა. ამის მაგალითად მრავალგზის შექმნილ-დაშლილი ცხინვალის საფეხბურთო კლუბიც კმარა. ამ კლუბს ადრე „სპარტაკი” ერქვა, მერე გარკვეული მოტივებით „ცხინვალი” დაარქვეს. ახლა კი, ისევ „სპარტაკად” გადანათლეს. ცხინვალის გუნდის ახალი „ნათლიები” ამ ყველაფერს პოლიტიკური მოტივებით ხსნიან, მაგრამ უცნაური ისაა, რატომ უნდა ურჩევნოდეს რიგით ოს მოქალაქეს, რომ საფეხბურთო კლუბს მათი ქალაქის სახელის ნაცვლად რომის მონათა აჯანყების მეთაურის სახელი ერქვას? არც სიტყვა „სპარტაკი” ჟღერს ოსურად და არც ამ კლუბს ეტყობა რაიმე „სპარტანელობის”. 

 
როგორც ჩანს, კლუბების სახელების გადარქმევა-გადმორქმევა საქართველოში მომავალშიც გაგრძელდება და ნამდვილად არ გამიკვირდება, თუკი მომავალში ქართულ კლუბებს სახელად „ლიბერალურ დემოკრატიას”, „გამჭვირვალობას” და „სამოქალაქო საზოგადაოებას” დაარქმევენ.  

რამდენიმე ფრაგმენტი უკრაინის ისტორიიდან

0
დღეს მთელი მსოფლიოს ყურადღება უკრაინისკენაა მიმართული. საქართველოშიც უამრავი ადამიანი ფიქრობს მეგობარი ქვეყნის მომავლის შესახებ. ყირიმის კრიზისმა თავდაყირა დააყენა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, წლების განმავლობაში ჩამოყალიბებული ისედაც მყიფე გლობალური წესრიგი. კიდევ ერთხელ კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა იალტის კონფერენციაზე მიღწეული შეთანხმება, რომელიც თანამედროვე სახელმწიფოთა საზღვრების ურღვეობის პრინციპს გულისხმობდა. გამართლდა ამერიკის თავდაცვის ყოფილი მდივნის, კასპარ ვაინბერგერის მოსაზრება. აშშ-ს სამხედრო პოლიტიკის ხელმძღვანელს ეჭვი არ ეპარებოდა, რომ ადრე თუ გვიან საბჭოთა კავშირი დაიშლებოდა. თუმცა ყველაზე დიდ საფრთხეს იგი „ბოროტების იმპერიის” ნგრევის შედეგად მოსალოდნელ და გარდაუვალ კატაკლიზმებში ხედავდა. 

უკრაინის საკითხზე მსჯელობა შეუძლებელია მხოლოდ ქართული და საერთაშორისო მედიის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე. ვითარების უკეთ გასაანალიზებლად აუცილებელია შავი ზღვის ჩრდილოეთ სანაპიროზე მდებარე სლავური სახელმწიფოს ისტორიის გახსენებაც.  აქედან გამომდინარე, შევეცდები შემოგთავაზოთ რამდენიმე მნიშვნელოვანი ფრაგმენტი ევროპის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქვეყნის წარსულიდან. 

ფრაგმენტი N1 – კაზაკები და ბოგდან ხმელნიცკი

უკრაინის ტერიტორიაზე უძველესი სახელმწიფოები ჯერ კიდევ შუა საუკუნეების ეპოქაში ჩამოყალიბდნენ. რუსეთის მომავალმა იმპერიამაც კიევიდან დაიწყო აღმასვლა. VIII საუკუნის ბოლოს მდ.დნეპრის ნაპირზე მოსულმა სკანდინავიურმა, ვიკინგურმა ტომებმა – ვარიაგებმა –რეგიონში მცხოვრები სლავური ეთნიკური ჯგუფები დაიმორჩილეს და მათ თავიანთი თვითსახელი – „რუს”- მისცეს. ქრისტიანობის გავრეცელბამ ადგილობრივი ხალხების უკეთ ორგანიზებასა და მათ ჩრდილო-აღმოსავლეთის მიმართულებით (დღევანდელი რუსეთის) ექსპანსიას შეუწყო ხელი. დაფუძნდა კიევის რუსეთი, რომელიც ევროპის უკიდურესი აღმოსავლეთი ნაწილების საკუთარი იურისდიქციის ქვეშ თავმოყრას შეეცადა. პანსლავური გაფართოების პროცესი მონღოლურმა შემოსევებმა შეაჩერა. 

კაზაკებმა უკრაინის ტერიტორიაზე მყარად დაფუძნება სწორედ მონღოლური ბატონობის შემდეგ დაიწყეს. კაზაკების წარმოშობისა და ვინაობის შესახებ უამრავი ჰიპოტეზა არსებობს. მიუხედავად წინააღმდეგობებისა, ყველა მკვლევარი თანხმდება, რომ აღნიშნული ჯგუფები ძირითადად რუსული სათავადოებიდან გამოქცეულ თავისუფალ გლეხებს აერთიანებდა. ტყეებში, სტეპებსა და აუთვისებელ ტერიტორიებზე მცხოვრები გლეხები ხშირად სამხედრო თემებად ფორმირდებოდნენ, აგებდენ ციხესიმაგრეებს და ცდილობდნენ დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოებას. თუმცა კაზაკების მიერ გადაწყვეტილებების თავისუფლად მიღების პროცესი ყოველთვის გართულებული იყო. ისინი განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში მეჩვიდმეტე საუკუნეში აღმოჩნდნენ, როდესაც უკრაინული ტერიტორიები ოსმალოებმა, მოსკოვის სამეფომ და რეჩ პოსპოლიტამ (პოლონეთ-ლიტვის თანამეგობრობა) გადაინაწილეს. ყველაზე შეუზღუდავი პოლონური ელიტების, „შლიახტებისა” და კათოლიკური ეკლესიის ზეწოლა იყო.  ამგვარი ზეწოლის შედეგი გახლდათ კაზაკი დიდგვაროვნის, ბოგდან ხმელინცკის ოჯახის გაპარტახება, მისი შვილის მკვლელობა და ცოლის გატაცება.

შეურაცხყოფილი თავადი იქცა ადამიანად, რომელმაც პირველი ფართომასშტაბიანი ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა წამოიწყო და უკრაინულ ნაციონალურ იდენტობას საფუძველი გაუმყარა. 1648-54 წლებში კაზაკები, ადგილობრივი გლეხები და ყირიმელი თათრები ერთად იბრძოდნენ პოლონურ-ლიტვური კოალიციის წინააღმდეგ. 6 წლის განმავლობაში მათ ფაქტობრივ დამოუკიდებლობას, კაზაკთა რადას და არჩევითი გეტმანის (მეთაურის) ინსტიტუტის ჩამოყალიბებას მიაღწიეს. ბრძოლით დაღლილმა და მძიმე მდგომარეობაში აღმოჩენილმა პირველმა უკრაინულმა სახელმწიფომ 1854 წელს დახმარებისათვის მოსკოვის მეფეს, ალექსი მიხაილოვიჩს მიმართა. ხმელნიცკიმ შიდა საქმეებში დამოუკიდებლობა მოითხოვა და სანაცვლოდ რუსეთის ხელმწიფის ტახტის მორჩილებას დასთანხმდა (ალბათ, გეცნობათ სიტუაცია).

ცხადია, მოსკოველებმა პირობა დაარღვიეს და ხმელინცკის აჯანყების შედეგად, უდიდესი სისხლის ფასად მოპოვებული მოპოვებული სივრცე, ევროპელებთან ერთად გაინაწილეს. 

სივრცის გადანაწილების შემდეგ უკრაინა სამი განსხვავებული მიმართულებით განვითარდა. ყირიმი კვლავ ოსმალურ-თათრული კულტურის შემადგენელ ერთეულად დარჩა, აღმოსავლეთში რუსიფიკაციისა და სრული ასიმილაციის პოლიტიკის წარმოება დაიწყო, დასავლეთი კი შლიახტებისა და ებრაელების მიერ ათვისებულ რეგიონად გადაიქცა.

ფრაგმენტი N2 – უკრაინის სსრ-ისა და ხრუშჩოვის გადაწყვეტილება

XVII საუკუნის შემდეგ კიდევ დიდხანს კაზაკთა სახელმწიფო სხვადასხვა იმპერიათა გავლენის ქვეშ რჩებოდა. უკრაინის ტერიტორიაზე ყველაზე მეტად რუსეთი და ავსტრია-უნგრეთი აქტიურობდნენ. 1918 წელს უკრაინელებმა პეტერბურგში მიმდინარე რევოლუციური ეიფორიით ისარგებლეს და დამოუკიდებლობა გამოაცხადეს. პარალელურად ლვოვის ირგვლივ გაერთიანებულმა რეგიონებმა გალიციაში დასავლეთ უკრაინის სახალხო რესპუბლიკის დამოუკიდებლობა გამოაცხადეს. გაერთიანებული უკრაინული სახელმწიფოს დედაქალაქი1920 წელს წითელმა არმიამ დაიკავა. ბრესტის მოლაპარაკებების დროს კი ლეო ტროცკიმ დასავლეთ უკრაინა დროებით კვლავ პოლონეთს დაუბრუნა. ბრესტის შემდეგ შეიქმნა საბჭოთა უკრაინა, რომლის ისტორიულ მემკვიდრეობას, „გოლოდომორის” მიუხედავად, სსრკ-ს გაფართოების მიზნით იყენებდა. 1945 წელს აღნიშნული პროცესი დასრულდა, ლვოვის ოლქის ჩათვლით  უკრაინის სოციალისტური რესპუბლიკა გავრცელდა.

შემდეგ იყო ხრუშჩოვი და მისი თითქოს უცნაური გადაწყვეტილება, რომელმაც ყირიმი რუსეთის შემადგენლობიდან გამოიყვანა. ზოგიერთებს უჭირთ ამ გადაწყვეტილების ახსნა. მიუხედავად ამისა, დარწმუნებული ვარ სოვეტოლოგიით დაინტერესებული დაბალი აკადემიური მოსწრების სტუდენტიც კი ადვილად განგიმარტავთ ხრუშჩოვის მოტივაციას. გენერალური მდივანი აგძელებდა კურსს, რომელსაც „კომპლექსური ურთიერთდამოკიდებულების პოლიტიკას” უწოდებდნენ. საბჭოთა ლიდერები ცდილობდნენ რაც შეიძლება მეტად გადაეხლართათ ერთმანეთში თავიანთი რესპუბლიკების ერთმანეთთან დამაკავშირებელი სოციალურ-ეკონომიკური ობიექეტები. ამ მიზნით კომუნისტებს მესამე ქვეყანაზე გაჰყავდათ ორი სახელმწიფოს დამაკავშირებელი სატრანპორტო ხაზები (როცა ამის საჭიროება საერთოდ არ არსებობდა), შუა აზიაში მოპოვებული ნედლეული ცხრა მთასა და ცხრა ზღვას იქით მიჰქონდათ გადასამუშავებლად და ა.შ. ყირიმის უკრაინასთან მიერთებით ხრუშჩოვმა მოსკოვს მეზობელი რესპუბლიკის კონტროლის დამატებითი მექანიზები შეუქმნა. 1954 წელს მომზადებული დინამიტი სამოცი წლის შემდეგ ამოქმედდა.

ფრაგმენტი N3 – 1994 წლის ბუდაპეშტის მემორანდუმი

აღნიშნული ხელშეკრულების შესახებ უკვე მედიიდანაც გეცოდინებათ. ბრიტანული, ამერიკული და რუსული მხარეების მონაწილეობით, ტერიტორიული მთლიანობის სანაცვლოდ უკრაინამ მსოფლიოს სიდიდით მესამე ატომური სამხედრო შეიარაღება დათმო. გლობალური მშვიდობის მშენებლობაში შეტანილი წვლილი უკრაინული ნაციონალური იდენტობის მდგრადი განვითარების წინაპირობა უნდა გამხდარიყო. უკრაინელებს აიმედებდათ მემორანდუმში აღმოსავლელი მეზობლის შესახებ ჩაწერილი უმნიშვნელოვანესი ფრაზა: „რუსეთი არ დაემუქრება და არ გამოიყენებს ძალას უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის ან პოლიტიკური დამოუკიდებლობის წინააღმდეგ”.

20 წლის განმავლობაში უკრაინამ ეროვნული კანონმდებლობისა და პოლიტიკური ინსტიტუტების ფორმირება დაიწყო. გაკეთდა არჩევანი ევროპასთან ასოცირების სასარგებლოდ, რამაც საბოლოოდ დააჩქარა რუსეთის აგრესია და გამოიწვია ყირიმის კრიზისი.

ალბათ უკვე თავიც შეგაწყინეთ. შეიძლება ბევრმა თქვენგანმა აღნიშნული ფრაგმენტები უინტერესოდ და მეორეხარისხოვნად მიიჩნიოს. მე უბრალოდ მინდოდა, კიდევ ერთხელ გამესვა ხაზი რამდენიმე უმნიშვნელოვანესი გარემოებისთვის – უკრაინა ძალიან მძიმე წარსულის მქონე ქვეყანა გახლავთ, რომელსაც მეოცე საუკუნემდე არ ჰქონია სრულყოფილი სუვერენიტეტი. მისი ტერიტორიები მუდმივად სხვადასხვა იმპერიას შორის იყო გადანაწილებული. საზოგადოება კაზაკების, რუსების, ებრაელების, პოლონელებისა და თათრების პერმანენტული ურთიერთდაპირისპირების საფუძველზე ჩამოყალიბდა. ქვეყანაში არ არსებობს ეროვნული კონსესუსი მომავლის პერსპექტივების შესახებ, პოლიტიკური და ეკონომიკური ძალები ვერ თანხმდებიან სახელმწიფოს გეოპოლიტიკურ კოდზე. ყველაფერ ამას კი, ევრაზიული სახელმწიფოს მეჩვიდმეტე საუკუნისდროინდელი მიდგომები და უკიდურესად მრავალფეროვანი ევროპის არაერთსულოვანი პოზიციებიც ემატება. უკრაინის დღევანდელ ყოფას, მდგომარეობას მარტივად შეგვიძლია მორიგი უბედურება ვუწოდოთ.

საუნივერსიტეტო განათლება აშშ-ში – როგორ აღიქვამენ მას სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლები ამერიკაში (მეორე ნაწილი)

0

ავტორი: რონალდ ბრაუნსტაინი, National Journal-ის მთავარი რედაქტორი
წყარო: https://www.nationaljournal.com/next-america/education/why-minorities-are-more-optimistic-about-the-value-of-college-20131107
17 მარტი, 2013 წელი

განსხვავებათა სივრცე

მაშინ, როდესაც თეთრებისა და უმცირესობების მოლოდინი შვილების საუნივერსიტეტო მომავალზე ერთმანეთისგან დიდად არ განსხვავდება, გამოკითხვამ წარმოაჩინა სხვაობა უმაღლესი განათლების ღირებულებასა და საუნივერსიტეტო განათლების ხელშეწყობაში სახელმწიფოს როლზე წარმოდგენებს შორის.
საზოგადოდ, გამოკითხვამ აჩვენა, რომ ზრდასრული ასაკის გამოკითხულთა 52% თანაბრად მაღალ შეფასებას აძლევს უმაღლესი განათლების მნიშვნელობას ახალგაზრდა თაობისთვის: „დღეს 4-წლიანი უმაღლესი განათლება წარმატებისთვის აუცილებელია”. გამოკითხულთა 46%-ს იმავე საკითხისადმი უარყოფითი დამოკიდებულება აქვს. ეს მაჩვენებელი საგრძნობლად განსხვავდება 2012 წლის გამოკითხვის შედეგებისგან, როდესაც გამოკითხულთა 61% დარწმუნებული იყო უმაღლესი განათლების აუცილებლობაში და მხოლოდ 37%-ს არ მიაჩნდა საუნივერსიტეტო განათლება ახალგაზრდების წარმატების აუცილებელ პირობად.

უმაღლესი განათლებისადმი საზოგადოების დამოკიდებულების შესამჩნევი კლება აღინიშნა თეთრებსა (57% წინა გამოკითხვაში და 47% – უკანასკნელში) და აფროამერიკელებს შორის (67% და 55%, შესაბამისად). თუმცა აფროამერიკელების უმრავლესობას მაინც მიაჩნდა, რომ უმაღლესი განათლება მნიშვნელოვანია. ესპანურენოვანი ამერიკელების დამოკიდებულება 4-წლიანი საუნივერსიტეტო ხარისხისადმი დიდად არ შეცვლილა – 72% 2012 წელს და 70% – 2013-ში. აზიური წარმოშობის ამერიკელების 3/5 (ისინი 2012 წლის გამოკითხვაში ცალკე ჯგუფად არ განიხილებოდნენ) ბოლო გამოკითხვისას ადასტურებდა უმაღლესი განათლების მაღალ ღირებულებას.

გამოკითხულებთან ჩატარებულმა გამოკითხვის შემდგომმა ინტერვიუებმა ნათელი მოჰფინა უნივერსიტეტში სწავლაზე გულის აცრუების სიღრმისეულ მიზეზებს. ერთ-ერთ მთავარ ფაქტორად გამოიკვეთა შრომის ბაზარზე უნივერსიტეტდამთავრებული ახალგაზრდებისათვის შესაფერისი სამუშაო ადგილების სიმცირე.

ედ პიტერსი აფროამერიკელი სამშენებლო მენეჯერია ვაშინგტონიდან. მისი მოლოდინი არ გამართლდა – მისი შვილი, რომელსაც 4-წლიანი უმაღლესი განათლება აქვს, სამსახურის ძებნისას დიდ სირთულეებს შეეჯახა: „სწავლის დასამთავრებლად ბევრი ფული დავხარჯეთ”, –  ამბობს პიტერსი. „უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ჩემს შვილს ფოსტაში მოუწია მუშაობა, თუმცა ახლა მას ეს სამუშაოც აღარ აქვს, შეამცირეს. დღეს იგი უნივერსიტეტდამთავრებული უმუშევარია და, საზოგადოდ, სამუშაოს ძებნის მძიმე პერიოდი უდგას. გამოდის, რომ ჩვენ ის 4 წელი უბრალოდ დავკარგეთ”.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სამსახურით უზრუნველყოფაში საუნივერსიტეტო განათლების შედარებით დაბალი მნიშვნელობის მიუხედავად, ბევრი რესპონდენტი მიიჩნევს, რომ უმაღლესი განათლება სამსახურის მძებნელს კონკურენტულ ბაზარზე გარკვეულ უპირატესობას მაინც აძლევს. „შრომის ბაზარი ახლა საშინლად გამოიყურება და დამქირავებელი პრეტენდენტს უმაღლესი განათლების გარეშე უბრალოდ არასერიოზულად აღიქვამს”, – ამბობს ლინდა ალსკოგი, ნახევრად ესპანური წარმოშობის გრაფიკული დიზაინერი ლოს ანჯელესიდან.

საიპრესელი (კალიფორნია) ჯორდან მაჩადო, რომელსაც საკუთარი ბიზნესი აქვს, ამბობს, რომ იგი აუცილებლად „დაუჭერს მხარს” ქალიშვილს, რათა იგი ან ჯარში წავიდეს, ან რაიმე ხელობას დაეუფლოს, თუმცა იქვე დასძენს, რომ „განსაკუთრებით დღეს… საშუალო კლასის წარმომადგენელის შემოსავლისთვის საჭიროა, საბაკალავრო პროგრამა მაინც გქონდეს დამთავრებული”. პარკინსონი, ოჰაიოელი ელექტრიკოსი, რომელიც 4-წლიანი საბაკალავრო განათლებისადმი სკეპტიკურად არის განწყობილი, ცდილობს გაიაროს 2-წლიანი საუნივერსიტეტო კურსი. „მე ბაკალავრიატის ნახევარი უკვე გავიარე. შესაძლოა, ბოლომდეც გავიდე ოდესმე. განათლების მიღება ცუდი კი არ არის, უბრალოდ, 4-წლიანი სწავლა და შესაბამისი ვალი ბანკიდან სახიფათო მეჩვენება. ხომ შეიძლება, უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ სამუშაო ვერ იპოვო და უსახსროდ დარჩე?”

ამ ძირითად კითხვებზე პასუხები საინტერესოდ განაწილდა: როგორც თეთრი, ისე არათეთრი ქალები გაცილებით პოზიტიურად არიან განწყობილი საუნივერსიტეტო განათლებისადმი და მიაჩნიათ, რომ ის მნიშვნელოვანია (ეს ტენდენცია კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ დღეს უმაღლესი განათლების დიპლომების უმეტესობა ქალების წილად მოდის). დიპლომიან უმცირესობათა 71%-ს მიჩნია, რომ უნივერსიტეტის დიპლომი მნიშვნელოვანია. უდიპლომო უმცირესობათა წარმომადგენლებთან ეს მაჩვენებელი 60%-ია. განსაკუთრებით განსხვავებული აღმოჩნდა ამ საკითხისადმი თეთრების დამოკიდებულება: დიპლომიანი თეთრების 44% და უდიპლომო თეთრების მხოლოდ 49% მიიჩნევს 4-წლიან საუნივერსიტეტო განათლებას მნიშვნელოვნად. ჯონ ლი, ყოფილი ფინანსური ანალიტიკოსი, პენსიონერი ქ. დეკატურიდან (ჯორჯიის შტატი), ამბობს, რომ მან უამრავი დრო და ენერგია შეალია სამაგისტრო საფეხურზე სწავლას და ბიზნესის მაგისტრის წოდების მიღებას, თუმცა ამ ხარისხისადმი მისი დამოკიდებულება ამბივალენტურია: „ეს გახლდათ ბილეთი პროფესიული დასაქმებისთვის და მე ის საკმაოდ კარგად გამოვიყენე, თუმცა დარწმუნებული არ ვარ, რომ ეს განათლების წყალობით მოხდა”.

„მგონია, რომ დღეს ახალგაზრდები 4-წლიანი საბაკალავრო ხარისხითაც უკეთ მოიწყობენ ცხოვრებას, მაგრამ, ვფიქრობ, არც ეს პირობაა აუცილებელი”, – ასე ასრულებს ლი საუბარს.

რესპუბლიკური პარტიის მხარდამჭერთა მხოლოდ 2/5-ს მიაჩნია, რომ კოლეჯის განათლება (ბაკლავრიატი) წარმატების აუცილებელი პირობაა. დემოკრატებთან ეს მაჩენებელი 3/5-ია. მშობლების უმეტესობა კვლავ მიიჩნევს, რომ საუნივერსიტეტო განათლება აუცილებელია წარმატებისთვის, თუმცა იმავე გამოკითხვაში 30 წლამდე ასაკის მშობლების ნახევარზე ოდნავ მეტი ასახელებდა უმაღლეს განათლებას წარმატებული საქმიანობის პირობად.

მსგავსი დამოკიდებულება მხოლოდ პენსიონერებს ჰქონდათ. უნივერსიტეტის დიპლომისადმი ყველაზე დადებითი დამოკიდებულება 30-დან 60-მდე ასაკის მშობლებში შეინიშნებოდა.


მთავრობის როლის მნიშვნელობა

მიუხედავად სხვადასხვაგვარი დამოკიდებულებისა, გამოკითხვამ ერთი რამ დაადასტურა, ძირითადად – უმცირესობებს შორის: უმეტესობა აღიარებს სახელმწიფოს გადამწყვეტ როლს უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობაში. გამოკითხულთა 55% ამბობს, რომ თუ აშშ შეასრულებს პრეზიდენტ ობამას მიერ განცხადებულ მიზანს, 2020 წლისთვის 40-დან 60%-მდე გაზარდოს ბაკალავრისდიპლომიანთა რაოდენობა, ეს წაადგება აშშ-ის ეკონომიკას განათლებული შრომითი კადრების მატების ხარჯზე და მხოლოდ 35%-ს მიაჩნია, რომ ეს ვერაფერს შეცვლის ეკონომიკაში, რადგან ბაზარზე ბაკლავრის ხარისხის მქონეთა სიჭარბე იქნება.

განსხვავებულია უმცირესობებისა და თეთრების დამოკიდებულება განათლებისთვის დასახარჯი თანხების მიმართ. აფროამერიკელთა 72%, ესპანურენოვანთა 67% და აზიელთა 57% დარწმუნებულია, რომ განათლებისთვის დახარჯული საბიუჯეტო თანხები სიკეთეს მოუტანს მათ თემს. გამოკითხული თეთრი მოსახლეობა ამ საკითხთან მიმართებით თითქმის შუაზეა გაყოფილი – 50% მიიჩნევს, რომ განათლებისთვის მეტი საბიუჯეტო თანხის დახარჯვა საქმეს წაადგება, ხოლო 45%-ს მიაჩნია, რომ გადასახადები უნდა შემცირდეს (ანუ შესაბამისად შემცირდეს განათლებისთვის გამოყოფილი თანხებიც). უდიპლომო და ხანდაზმული თეთრები უფრო გადასახადების შემცირებისკენ იხრებიან, ხოლო დიპლომიანი და უფრო ახალგაზრდა თეთრი მოსახლეობა – განათლებისთვის მეტი თანხების გამოყოფისკენ.

დემოკრატების 3/4 განათლებისთვის მეტ თანხას ითხოვს, რესპუბლიკელების 3/5 კი – გადასახადების ტვირთის შემცირებას.

განათლებისთვის აღებულმა სესხებმა ეს ჯგუფები კიდევ უფრო მკვეთრად გაყო ერთმანეთისგან: თეთრების 62% და აზიელების 53% მიიჩნევს, რომ უმაღლესი განათლებისთვის უკეთესი იქნება, თუ კოლეჯები შეამცირებენ სწავლის გადასახადს, თუნდაც ამას სტუდენტური სერვისების კლება მოჰყვეს. ამ აზრს ეთანხმება ესპანურენოვანთა და აფროამერიკელთა 42%. ამავე ჯგუფში გამოკითხულთა 50% კი ამბობს, რომ მთავრობამ უნდა გაზარდოს სტუდენტების ფინანსური დახმარება.

საყურადღებოა, რომ სახელმწიფოს ფინანსური დახმარების გაზრდას 50 წელს გადაცილებული თეთრების მხოლოდ 16% და რესპუბლიკური პარტიის გულშემატკივართა მხოლოდ 13% ეთანხმება. ამ კითხვაზე პასუხმა გამოკითხვის ყველაზე დიდი კონტრასტი აჩვენა, რადგან უმცირესობათა უმეტესობა სახელმწიფო აქტივობის მომხრეა და მიაჩნია, რომ სახელმწიფოს როლი უმაღლესი განათლების გავრცელებაში გადამწყვეტია, რადგან ეს უმცირესობათა შესაძლებლობებს ზრდის, აშშ-ის თეთრი მოსახლეობის უმეტესობა კი ამ ტიპის სახელმწიფო ინვესტიციისადმი სკეპტიკურად არის განწყობილი.

გამოკითხვამ გამოამჟღავნა კიდევ ერთი საინტერესო ტენდენცია, რომელიც, საერთო აღმოჩნდა თითქმის ყველასთვის, განურჩევლად ეთნიკური თუ რასობრივი კუთვნილებისა, ასაკისა, პარტიული სიმპათიებისა თუ განათლების დონისა: ყველა ეწინააღმდეგება განათლების ფინანსური ტვირთის მშობლების მხრებზე გადატანას. ბევერლი დევისი, ტენესელი თეთრი სტუდენტი და მაღაზიის ასისტენტ-მენეჯერი, ამბობს რომ „ხარჯი, რომელიც უნივერსიტეტში განათლების მისაღებად არის საჭირო, ბევრს უარს ათქმევინებს ამ გადაწყვეტილებაზე. ხალხს არ სურს სტუდენტურ სესხებში ამდენი ფულის გადახდა”. ბევერლის ნათქვამი თითქმის სიტყვასიტყვით იმეორებს სტუდენტური სესხებისადმი გამოკითხულთა უმეტესობის დამოკიდებულებას. „სწავლის გადასახადი უფრო ხელმისაწვდომი უნდა იყოს, რათა ადამიანებმა შეძლონ ოცნების ასრულება”, – ასრულებს ბევერლი დევისი.


განსხვავებათა ასახსნელად

რასობრივი განსხვავებები კიდევ ერთხელ მკაფიოდ წარმოჩნდა, როდესაც გამოკითხვამ შეისწავლა სხვაობა  ეკონომიკურ და განათლების დონეზე, ერთი მხრივ, თეთრებსა და აზიელებს, მეორე მხრივ კი აფროამერიკელებსა და ესპანურენოვნებს შორის.

აქვე უნდა ითქვას, რომ, საერთოეროვნული აღწერის შედეგად, ესპანურენოვანი და აფროამერიკული ოჯახების საშუალო წლიური შემოსავალი „მნიშვნელოვნად ჩამორჩება თეთრი ოჯახების საშუალო წლიურ შემოსავალს”.

გამოკითხვისას დაისვა ასეთი კითხვა: „მიგაჩნიათ თუ არა, რომ სხვადასხვა რასობრივ და ეთნიკურ ჯგუფში შემოსავლებს შორის არსებული სხვაობა ქვეყნისთვის პრობლემაა?” თეთრებისა და აზიელების 2/5-ზე ნაკლებმა განაცხადა, რომ ეს დიდი პრობლემაა; 2/5-მა (იმავე ჯგუფებში) ეს მცირე პრობლემად მიიჩნია, ხოლო 1/5-მა ეს პრობლემად არ მიიჩნია. ყველაზე უარყოფითად შემოსავლებში არსებულ სხვაობას აფროამერიკელები აღიქვამენ: 3/5-ს ეს მთავარ პრობლემად მიაჩნია, 1/4-ს – მცირე პრობლემად, აფროამერიკელთა 10% პროცენტი კი ამას პრობლემად არ განიხილავს. ესპანურენოვანი მოსახლეობის დამოკიდებულება სადღაც შუაში ექცევა: 45% მიიჩნევს, რომ ეს დიდი პრობლემაა, 25% ამას მცირე პრობლემად აღიქვამს, ხოლო 26%-ს ეს საერთოდ არ მიაჩნია პრობლემად.

გამოკითხვის შემდეგ დასმულმა კითხვებმა შემოსავლებში სხვაობათა აღმოფხვრის გზების შესახებ დიდი განსხვავება გამოავლინა აფროამერიკელ და ესპანურენოვან გამოკითხულებს შორის. აფროამერიკელები აქცენტს უფრო სტრუქტურულ ფაქტორებზე სვამდნენ, მაშინ როცა ესპანურენოვანი რესპონდენტები გამოსავალს საკუთარ ძალებზე დაყრდნობასა და საკუთარი თავის რწმენაში ხედავდნენ.

გამოკითხული თეთრების, აფროამერიკელებისა და ესპანურენოვნების 25-30%-ს მიაჩნია, რომ შემოსავლებში სხვაობათა დასაძლევად საჭიროა, უმცირესობათა უფრო მეტმა წარმომადგენელმა დაამთავროს უნივერსიტეტი, თუმცა, სხვა ჯგუფებისგან განსხვავებით, აფროამერიკელები ამ პროცესს სამოქალაქო უფლებების დაცვის კუთხით უყურებენ. მათი 2/5 მიიჩნევს, რომ საჭიროა ან რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრა (29%), ან სკოლებსა და დასახლებებში მეტი რასობრივი ინტეგრაცია (12%). ესპანურენოვანთა 15% ინტეგრაციის მომხრეა, ხოლო 11% რასობრივი დისკრიმინაციის აღმოსაფხვრელი ღონისძიებებისკენ იხრება. თეთრების დამოკიდებულება უფრო მერყევი გახლდათ: ზემოთქმულ ვარიანტებს გამოკითხულთა მხოლოდ 1/5 ეთანხმებოდა. აზიელებში ინტეგრაციისთვის ძალისხმევას ემხრობოდა გამოკითხულთა 24%, ხოლო რასობრივი დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლას მნიშვნელობას მხოლოდ გამოკითხულთა 12% ანიჭებდა.

ყველაზე დიდი განსხვავება გამოიკვეთა თეთრებსა და აფროამერიკელებს შორის, როდესაც მათ შემოსავლების უთანსწორობის გადალახვის შესაძლო გზების შესახებ ჰკითხეს: თეთრების 44% (და 50 წელს გადაცილებული თეთრების ნახევარზე მეტი) მიიჩნევს, რომ უთანასწორობის გადალახვისთვის საჭიროა „მეტი პირადი პასუხისმგებლობა უმცირესობათა თემებში”. ამ მოსაზრებას აფროამერიკელების მხოლოდ 23% ეთანხმება. ესპანურენოვნებისა (38%) და აზიელების (36%) დამოკიდებულება პერსონალური პასუხისმგებლობის მიმართ თეთრების მოსაზრებასთან უფრო ახლოა.

დიდი განსხვავება წარმოაჩინა სხვადასხვა რასისა და ეთნიკური წარმოშობის უნივერსიტეტის სტუდენტების მოსწრების შესახებ კითხვამ. ოთხივე ჯგუფი (თეთრები, აფროამერიკელები, ესპანურენოვნები და აზიური წარმოშობის ამერიკელები) ძირითადად თანხმდება, რომ აფროამერიკელებსა და ესპანურენოვან ახალგაზრდებს საგრძნობლად აკლიათ საკუთარ თემში მისაბაძი მაგალითები, ანუ ადამიანები, რომლებმაც წარმატებით დაამთავრეს უნივერსიტეტი და ცხოვრებაშიც წარმატებას მიაღწიეს. ამ საკითხზე თანხმობა ოთხივე ჯგუფში 61%-დან 68%-მდე მერყეობდა. ხოსე სტატასის თქმით, „თემში მისაბაძი მაგალითების სიმცირემ განაპირობა, რომ მან ორი წლის შემდეგ უნივერსიტეტი მიატოვა და დიპლომზე ხელი აიღო”. „მისაბაძი მაგალითი ძალიან მნიშვნელოვანია. ასეთი ადამიანების ცხოვრება სხვებს აჩვენებს განათლების მნიშვნელობას. მე არ მყოლია ასეთი მაგალითი. ჩემ გარშემო, არც ოჯახში და არც თემში, არ ყოფილან ადამიანები, რომელთა ცხოვრება განათლების ფასეულობაში დამარწმუნებდა”.

თეთრების 3/5, აზიელების 2/3 და ესპანურენოვნებისა და აფროამერიკელების 3/4 ამბობს, რომ უნივერსიტეტში სწავლისას მათ პარალელურად მუშაობა უწევდათ, რაც უნივერსიტეტის დასრულებას ართულებდა.

გამოკითხულთა კიდევ უფრო დიდი ნაწილის (ოთხივე ჯგუფიდან) აზრით, შემოსავლებს შორის სხვაობას ის იწვევს, რომ ესპანურენოვანი და აფროამერიკული წარმოშობის სტუდენტებს სწავლის სიძვირის გამო უფრო უჭირთ 4-წლიანი კურსის დასრულება, რადგან ამისთვის საკმარისი ფული არ აქვთ. გამოკითხულთა მხოლოდ მცირე ნაწილს მიაჩნია, რომ უთანასწორობა გამოწვეულია „უნივერსიტეტში არასათანადო სწავლით”. „არასაკმარის შრომას” უთანასწორობის მიზეზად ასახელებს გამოკითხულ აფროამერიკელთა 39%, ესპანურენოვანთა – 44%, თეთრების 33% და აზიელთა 37%.

გამოკითხულ ჯგუფებს შორის აზრი გაიყო ორ სტრუქტურულ ფაქტორზეც: აფროამერიკელებისა და ესპანურენოვნების 1/3 მიიჩნევს, რომ სტუდენტებს შორის განსხვავების ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზია ამ ჯგუფების სტუდენტების „დისკრიმინაცია კამპუსში”. ამ მოსაზრებას გამოკითხული თეთრებისა და აზიელი ამერიკელების მხოლოდ 1/6 ეთანხმება. ამავე დროს, აფროამერიკელების 62%-ს და ესპანურენოვანთა 54%-ს მოსწრებაში სხვაობის მთავარ მიზეზად ის მიაჩნია, რომ „ამ ჯგუფების წარმომადგენელმა ბავშვებმა ვერ მიიღეს სათანადო განათლება უნივერსიტეტამდე”. ამ მოსაზრებას თეთრებისა და აზიური წარმოშობის ამერიკელების 50%-ზე ნაკლები იზიარებს. 

„როდესაც სწავლას იწყებ ისეთი წერტილიდან, საიდანაც ყველაფრის თავიდან შესწავლა გიწევს, ეს უკვე წაგებული ბრძოლაა”, – ამბობს გროვერ ფაუნტინი, ფოსტის ყოფილი მომსახურე, პენსიონერი აფროამერიკელი ალაბამიდან.

დისკრიმინაციის შესახებ პასუხებში არსებულ განსხვავებათა გარდა, რესპონდენტების დიდი ნაწილი, რასობრივი განსხვავების მიუხედავად, თანხმდება იმ ძირითად მიზეზებზე, რომლებიც აფროამერიკელებსა და ესპანურენოვნებს უნივერსიტეტის მიტოვებას აიძულებს, თუმცა აზრთა სხვადასხვაობა სხვა საკითხების თაობაზე უფრო მეტია. იმის გათვალისწინებით, რომ მომავალ დეკადაში აშშ-ის 18 წლამდე ასაკის მოსახლეობის უმეტესობა და, შესაბამისად, უნივერსიტეტში შემსვლელთა და შრომითი ბაზრის ახალი კადრების ძირითადი ნაწილი უმცირესობათა წარმომადგენელი იქნება, კვლევისას გამოვლენილი კითხვები მოითხოვს სასწრაფო პასუხს – იქნება კი შესაძლებელი კონსენსუსის მიღწევა, რასობრივი თუ პარტიული განსხვავების გათვალისწინებით, განათლებაში არსებული მთავარი პრობლემების მოსაგვარებლად? 


თარგმნა და კომენტარები დაურთო ლევან ალფაიძემ

საკითხავი ტექნოლოგიები

0
ყველაზე ამბიციური პროექტი, რომელიც კი ოდესმე განხორციელებულა ინტერნეტში, გიგანტური მსოფლიო ბიბლიოთეკის შექმნაა. ბიბლიოთეკისა, სადაც თავმოყრილი იქნება კაცობრიობის მთელი ცოდნა. კომპანია Google შეუდგა მილიონობით წიგნის სკანირებას თავისი საიტისთვის Google Books. ასეთი პროექტები სხვა ქვეყნებსაც აქვთ. ნორვეგიამ ჯერ კიდევ 2006 წელს წამოიწყო საინიციატივო პროგრამა, რომლის ფარგლებში სახელმწიფომ მთელი თავისი ეროვნული ბიბლიოთეკა უნდა გააციფრულოს.

ციფრული ტექნოლოგიების ყოფით ცხოვრებაში შემოჭრამ შეცვალა წიგნებთან ურთიერთობა. ადრე წიგნის კითხვისას იგებდი სხვა წიგნის შესახებ, იწყებდი მის ძებნას ბიბლიოთეკაში ან წიგნის მაღაზიებში. წიგნს წიგნთან მიჰყავდი. ციფრული ურთიერთობის ფორმა უფრო კომფორტულია: კითხულობ ტექსტს, იგებ სხვა წიგნის შესახებ, იქვე ერთი დაწკაპვით ლინკავ და პოულობ. ორიოდე წუთში შეგიძლია ნახო რამდენიმე წიგნი და გადაწყვიტო, რომლის წაკითხვა გსურს. მცირე ზომის ელექტრომკითხველებში 5000-მდე წიგნის შენახვაა შესაძლებელი. ამ რაოდენობის ნაბეჭდი წიგნებისგან ბიბლიოთეკების შექმნად ხშირად წლები სჭირდებოდა…

მიუხედავად იმისა რომ წიგნმა ტელეფონებში, პირად კომპიუტერებსა და პლანშეტებში შეაღწია, ის მაინც ინარჩუნებს უძველეს პერიოდთან ასოციაციურ კავშირს.

თავდაპირველად ცოდნა და გამოცდილება ზეპირი მონათხრობით და ნამღერით გადაიცემოდა. ინფორმაციის ამ მეთოდით გავრცელება საუკუნეების განმავლობაში აყალიბებდა სმენისა და თხრობის კულტურას, რომელიც ბუნებრივად დამკვიდრებულ სტანდარტებს ექვემდებარებოდა. ამბების თხრობა, ე. წ. სთორი თელინგი (story telling) ხვეწდა ენობრივ ქსოვილს, გამოხატვის სიზუსტეს და ლექსიკურ მარაგს. თუმცა მას ნაკლიც ჰქონდა: ინფორმაცია ადამიანის მეხსიერებას ეყრდნობოდა, რომელიც ყოველთვის არ იყო ზუსტი. ყოველი მთხრობელი მოსმენილ ამბავს რაღაცას ამატებდა ან აკლებდა, საკუთარი ინტერპრეტაციით გადასცემდა სხვას. ვინაიდან ენა საკომუნიკაციოსთან ერთად აზროვნების იარაღიც არის, ცოდნას ყოველი ადამიანი განსხვავებულად აღიქვამდა. მეორე პირისთვის მისი გადაცემა ძალზე სუბიექტური მოვლენა იყო.

დღევანდელი ტექნოლოგიური განვითარება გარკვეულწილად საწყისებთან მიბრუნებაა და ძალიან ჰგავს ისტორიული პროცესის ამ პირველ ეტაპს. უამრავ ალტერნატიულ საშუალებას შორის საგანგებოდ იქმნება წიგნების აუდიოჩანაწერები. ჩვენთვის სასურველი ტექსტი შესაძლოა ბოტმა წაიკითხოს, რაც სმენით ცოდნის გადაცემის და თხრობით განათლების მიღების ახალ სტანდარტებს აყალიბებს. გარდა ამისა, არსებობს ლიტერატურული და სხვა ტიპის პორტალები, რომლებიც კომუნალურ შემოქმედებას, აზრთა გაცვლა-გამოცვლას და ამ ყველაფრის ერთ სისტემაში მოქცევას ითვალისწინებს საერთო სახალხო ტექსტის შექმნის მიზნით. ეს ისეთი ტიპის ტექსტია, რომელსაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ადამიანები ქმნიან, მომდევნო თაობები ავრცობენ, ხვეწენ და ეპოქალურ მოთხოვნილებათა შესაბამისად გარდაქმნიან.

დამწერლობა ექვსი ათასი წელია არსებობს. მისი განვითარების სამ საფეხურს გამოყოფენ. პირველ საფეხურად ეგვიპტური იეროგლიფური (იდეოგრაფიული) და შუმერული ლურსმული წარწერები ითვლება. შემდეგ მოდის სილაბური (მარცვლოვანი) და ალფაბეტური (ანბანური) დამწერლობა. უფრო ადრეულ ეტაპად შეგვიძლია მივიჩნიოთ პიქტოგრაფია, მაგრამ ის არ ასახავს ენის ბგერით მხარეს და დამწერლობას პირობითად თუ ვუწოდებთ. პიქტოგრაფია ნახატების საშუალებით აზრის გადმოცემაა, რომელიც ნებისმიერ ენაზე შეგვიძლია გავიგოთ. ყველა ამ დამწერლობის თავისებურებას საწერი მასალა და მოწყობილობა განაპირობებდა.

იეროგლიფური და ლურსმული დამწერლობა საწერ მასალად იყენებდა ქვას, ძვალსა და თიხის ფირფიტას. სიტყვა „იეროგლიფი” ამოჭრას, ამოკვეთას და გრავირებას ნიშნავს. ლურსმულ დამწერლობასაც ეს სახელი მისი გარეგნული მხარის გამო შეარქვა ინგლისელმა მეცნიერმა თომას ჰაიდმა 1700 წელს. საქმე ის არის, რომ ლურსმული დამწერლობის ნიშნები ძალიან ჰგავს მახვილთავა ბოლოწვეტიან ლურსმნებს. დამწერლობის პირველ საფეხურზე წერის პროცესი კაწვრას და ტვიფვრას უფრო ჰგავდა. ამიტომ არის, რომ მრავალ ენაში „კაწვრა” და „ხატვა” ერთი და იმავე სიტყვით გადმოიცემა. ძველ ეგვიპტურში, ძველ ბერძნულში, ძველ სლავურში, ლათინურში და აქედან – გერმანულში, ფრანგულსა და სხვა ევროპულ ენებში „წერას”, „კაწვრას” და „ხატვას” ერთი და იგივე ძირი აქვს. ქართულ ენაშიც „წერა” თავდაპირველად კვეთას და ჭრას ნიშნავდა, „წერტილი” კი – ნაჩხვლეტს. 

ლურსმულ დამწერლობაში ასოების მოხაზულობას საწერი ტექნოლოგია განაპირობებდა. მაგარი საგნით ასონიშნების გამოყვანა რთული და შრომატევადი პროცესი იყო. წერის მნიშვნელობის ცვლა წერის პროცესთან დაკავშირებულ გარემოზე იყო დამოკიდებული.

დამწერლობის ამ სამი საფეხურის თავისებურებებს სხვა მნიშვნელოვან ფაქტორებთან ერთად საწერი ტექნოლოგიებიც ედო საფუძვლად. ჩინელები თავდაპირველად ბამბუკზე წერდნენ, ძვ. წ. აღ. მეორე საუკუნიდან კი – ბრინჯის ქაღალდზე, რომელიც პირველად მათვე დაამზადეს. ძველ საბერძნეთსა და რომში გასანთლულ ფირფიტებზე, პაპირუსზე, პერგამენტსა და ნიჟარებზე წერდნენ. ძველ რუსეთში საწერად არყის ხის ქერქს იყენებდნენ. მესოპოტამიაში ანუ შუამდინარეთში თიხის გარდა არაფერი მოიპოვებოდა ისეთი, რაც შეიძლებოდა საწერად გამომდგარიყო. იღებდნენ თიხის ცომს და იქამდე ზელდნენ, სანამ სასურველი ფორმისა და ზომის სწორკუთხა ფილას არ მიიღებდნენ. თიხა რომ შეშრებოდა, საწერად უკვე მზად იყო. 

ეტრატი გამძლე მასალა იყო, მაგრამ მისი დამზადება ძვირი ჯდებოდა. ზოგიერთ ხელნაწერ ეტრატს მთელი ფარა არ ჰყოფნიდა, ამიტომ ხანდახან ტექსტს საგრძნობლად ამცირებდნენ ან ხშირად ხმარებულ სიტყვებს შემოკლებით წერდნენ – აქარაგმებდნენ. დღევანდელ სოციალურ ქსელებსა და ჰიპერლიტერატურაში სმაილებისა და სიტყვების შემოკლებით წერა ძალიან ჰგავს დაქარაგმების ძველ პრინციპს. საზოგადოების გარკვეული წრეები წინასწარ შეუთანხმებლად ამკვიდრებენ სიტყვების შემოკლებულ ვარიანტებს, ე. წ. კიბერნატიულ დაქარაგმებას. 

ვინაიდან ეტრატის დამზადება რთული იყო და ძვირიც ღირდა, ზოგჯერ ძველ ეტრატს ხელახლა იყენებდნენ – ხმარებიდან გამოსული წიგნის ფურცლებს ფხეკდნენ, ძველ ნაწერს შლიდნენ და ახალს წერდნენ, თუმცა ძველი ნაწერის კვალი მაინც რჩებოდა. ასეთ ეტრატს პალიმფსესტი ეწოდება. ჰიპერლიტერატურის ნიმუშები, რომლებიც სერვერის გადავსებისგან დასაცავად ბლოგიდან, სოციალური ქსელიდან ან საიტიდან წაიშალა, მაგრამ რომელთა აღდგენა შესაძლებელია, რაღაცით პალიმფსესტებს ჰგავს. მეცნიერები ეტრატიდან წაშლილი ძველი ტექსტების ამოკითხვას ცდილობენ; წაშლილი ფაილების აღდგენაც ხომ შრომატევადი პროცესია, რომელიც უამრავი არაკორექტული ფაილიდან საჭიროს ამორჩევას ითვალისწინებს. რამდენიმე ათწლეულის შემდეგ, როდესაც პირველი ინტერნეტთაობის შემოქმედებით დაინტერესდებიან, მეცნიერებს სწორედ ასეთი მუშაობის გაწევა მოუწევთ. შემოკლებული სმაილებისა და სიტყვების, წაშლილი ტექსტებისა და ბლოგების აღდგენის პროცესი მთლიანად კომპიუტერული საქმიანობით იქნება შემოფარგლული. ერთ ჰარვეირზე არსებული ფაილების ფენა-ფენა აღდგენის ხანგრძლივი პროცესი პალიმფსესტური ეტრატის შესწავლის კიბერანალოგად წარმოგვიდგება.
მიუხედავად იმისა, რომ დღეს ქაღალდის წარმოების თითქმის ყველა ეტაპი მექანიზებულია, ძირითადი პროცესი უცვლელი დარჩა – საქაღალდე მასას განცალკევებული და წყალში დამბალი მცენარეული ბოჭკოებისგან ამზადებენ, მერე კი წყლის დასაწრეტად მფილტრავ ბადეზე აფენენ. ასე ფორმირდება ქაღალდის ტილო. წყლისგან საბოლოო გამოშრობა კი წნეხის ქვეშ ხდება.

გუტენბერგის გამოგონების შემდეგ ტექნოლოგიები ინტენსიურად იხვეწება. თეორია ასეთია: კომპანიები ჯერ უშვებენ ნაკლებად ძლიერი მონაცემების ნაწილს, უფრო გაუმჯობესებულ ვარიანტს კი ლაბორატორიაში ტოვებენ; როდესაც ბაზარი გადაივსება და გაყიდვა იკლებს, ბაზარზე პროდუქტის გაუმჯობესებული ვარიანტი გამოაქვთ. ამ წერილის დაწერიდან გამოქვეყნებამდე გასული დროც შესაძლოა საკმარისი აღმოჩნდეს ახალი ტექნოლოგიის ბაზარზე გამოჩენისთვის.

MediaIdea-ს ანალიტიკოს ნიკ ჰემფშირს (Nick Hampshire) მიაჩნია, რომ „ელექტრონული” წიგნები 21-ე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე რევოლუციური ტექნოლოგია გახდება, რომელიც არა მარტო ბეჭდვით ინდუსტრიას, არამედ თავად კონტენტის შექმნის იდეოლოგიასაც შეცვლის. 

როგორი იქნება საწერი და საკითხავი ტექნოლოგიების მომავალი, ძნელი სათქმელია. ხშირად ყოფილა, რომ ამა თუ იმ გამოგონების პრაქტიკული მნიშვნელობა სათანადოდ ვერ შეუფასებიათ, გაუზვიადებიათ ან უმნიშვნელოდ მიუჩნევიათ ცალკეული ტექნიკური მიღწევა. მაგალითად, ერნესტ რუტერფორდი, რომელმაც პირველმა გახლიჩა ატომი 1917 წელს, ამბობდა: ,,ატომის გახლეჩით მიღებული ენერგია ძალიან მცირეა. ვინც იმედოვნებს, რომ ატომების ტრანსფორმაციით ენერგიის წყაროს მიიღებს, სულელურ აზრებსაა აყოლილი”. 1903 წელს მიჩიგანის ბანკის პრეზიდენტმა Ford Motor Company-ში ინვესტირებაზე უარი განაცხადა და ჰენრი ფორდის ადვოკატთან საუბრისას აღნიშნა: „ცხენი მუდამ იქნება ადამიანის სამსახურში, ავტომობილი კი რა არის? – სიახლე, რომელიც მალევე მიეცემა დავიწყებას”. ხოლო დერილ ზანუკი, ჰოლივუდის პროდიუსერი, მწერალი, მსახიობი და რეჟისორი, 1946 წელს ამბობდა: „ტელევიზია მალე დაკარგავს ძალაუფლებას ბაზარზე. ხალხი დაიღლება ყოველ საღამოს ამ ყუთის ყურებით”.

ასეთი არაერთი მაგალითი შევიძლია მოვიყვანოთ. დღევანდელი გადმოსახედიდან ეს ფრაზები სასაცილოდაც კი ჟღერს. ადამიანი მთელი თავისი არსებობის განმავლობაში ცდილობს, შრომა გაიადვილოს და უფრო კომფორტული გახადოს. ანბანის და, საზოგადოდ, დამწერლობის განვითარება სხვადასხვა ეტაპზე მრავალ სხვა ფაქტორთან ერთად მის გამოსახვით მხარეზეც იყო დამოკიდებული. ახალი ტექნოლოგიები გარკვეული ხნის შემდეგ აუცილებლად შეცვლის ბეჭდვით ინდუსტრიას. სავარაუდოდ, ერთ-ერთი ცვლილება იქნება ავტორის ფუნქციის დევალვირება, რაც ძალიან ჰგავს პირველსაწყისთან მიბრუნებას, როდესაც ტექსტის შენახვა-ინტერპრეტაცია და დროში გადაცემა უფრო პრიორიტეტული იყო, ვიდრე ტექსტის ავტორის ინსტიტუტიზაცია. პარადოქსია, მაგრამ გუტენბერგის გამოგონება, შრიფტის ჩამოსასხმელი საბეჭდი დაზგა, ე. წ. კოპი-პეისტის პრინციპით მუშაობდა და ასოების ერთსა და იმავე თანმიმდევრობას ბეჭდავდა, რამაც ავტორი ტექსტს უფრო მჭიდროდ დაუკავშირა, ვიდრე ეს იყო ხელნაწერთა გადამწერების დროს, რომლებიც უნებლიეთ ან შეგნებულად ცვლიდნენ ტექსტის ქსოვილს და მის ავტორს. საუკუნეების შემდეგ სწორედ კოპი-პეისტის პრინციპის კომპიუტერულ სივრცეში გადანაცვლებამ და ინდივიდუალურ დონემდე დახვეწამ ჰიპერლიტერატურის სფეროში ავტორი ჩამოაშორა ტექსტს და ტექსტის გავრცელება და ინტერპრეტაცია სწრაფი ცვლილების შემძლე მოვლენად აქცია.

პანკისი. გაზაფხული.

0

თუ მაღლა, ღრუბლებისკენ მიმავალ ვიწრო ხეობაში არ გაგივლიათ, თუ არ მოგისმენიათ, რას მღერის მინდვრებს შორის ჩაკარგული მდინარე, თუ ცისკენ თავაღერილი მთები არ გინახავთ, ესე იგი, არ იცით, როგორია ადრიანი გაზაფხული საქართველოში. სიმართლე გითხრათ, არც მე ვიცოდი.

თუ აქაურ ეზოებში არ შეგიხედავთ, არ გასაუბრებიხართ ადამიანებს, რომლებსაც განსაკუთრებით ლამაზი თვალები აქვთ და მაშინაც კი, როცა ცოტას ლაპარაკობენ, დიდ და მნიშვნელოვან სათქმელს გიმხელენ, თუ მათი სახლები არ გინახავთ და გზები, რომლებსაც ისინი ყოველდღე გადიან, ესე იგი, ჯერ კიდევ არ იცით, როგორ ცხოვრობენ ქალები ჩვენს ქვეყანაში. თავს ვერ დავდებ, რომ მე ვიცი ყველაფერი, რაც მათ აწუხებთ, მაგრამ ვცდილობ, გავიგო. შორიდან რომ უყურებ, საქართველოს მთა ცარიელი სილამაზე და რომანტიკაა, ახლოს მისული კი ისეთ ისტორიებს მოისმენ, ისეთ პრობლემებს აღმოაჩენ, ოცდამეერთე საუკუნეში წარმოუდგენლად რომ მოგეჩვენება.

ქალთა საინფორმაციო ცენტრი, არასამთავრობო ორგანიზაცია, სადაც მე ვმუშაობ, უკვე რამდენიმე წელია, პანკისშიც ახორციელებს პროექტებს. ხეობა, რომელიც ჯერ შიშს, მერე კი ინტერესს იწვევდა ჩემში, დღეს ჩემი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია. შეუძლებელია, ერთხელ ჩახვიდე და მერე დაბრუნების სურვილმა არ შეგაწუხოს, შუა თბილისში არ გაგახსენდეს იქაურობა და არ დაფიქრდე, ნეტავ როგორ არიან ის ბავშვები, რომელთაც არ იციან, როგორია მოწესრიგებულ სკოლაში სწავლა, ის ქალები, რომლებიც საგულდაგულოდ მორგებულ თავსაფრებში უზარმაზარ სევდას მალავენ.

პრობლემა მართლაც უამრავია – არ არსებობს ინფრასტრუქტურა, საბავშვო ბაღები ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ დაქირავებულ სახლებში ფუნქციონირებს, რაც შეუძლებელს ხდის კაპიტალურ რემონტს და სტანდარტების შესაბამისი პირობების შექმნას – ბაგა-ბაღები, აღსაზრდელებთან ერთად, წლიდან წლამდე შენობიდან შენობაში მოგზაურობენ, სკოლაში კი სხვადასხვა ასაკის მოსწავლეები ერთ კლასში სხედან და კომბინირებულ გაკვეთილებს ესწრებიან.

ჩვენ მათ გენდერულ თანასწორობაზე ვესაუბრებით. ცალკე ქალებს ვუხსნით, რომ აქვთ უფლებები, რომელთა შესახებაც არ იციან, რომ შვილი მამის საკუთრება არ არის, რომ არავის და არაფერს არ შეუძლია, ქალი მეორეხარისხოვან არსებად აქციოს. ცალკე მამაკაცებთან ვმუშაობთ. რა თქმა უნდა, რთულია, მაგრამ, იმავდროულად, წარმოუდგენლად სასიამოვნო, როცა თითქოსდა შეუმჩნეველ ძვრებს გრძნობ და ხვდები, რომ ენერგია ამაოდ არ დაგიხარჯავს – ყინული ნელ-ნელა ლღვება.

თუმცა სასურველი შედეგის მიღწევა შეუძლებელია, თუ არ მოგვარდა ის ძირითადი პრობლემები, რაც პანკისელებს აწუხებთ და სასიცოცხლოდ აუცილებელი რამდენიმე ობიექტი მაინც არ ამოქმედდა: საბავშვო ბაღი, სკოლა, ამბულატორია. ალბათ დამეთანხმებით, განათლების გარეშე გენდერულ თანასწორობასა და დემოკრატიულ ღირებულებებზე საუბარი ისევე ძნელია, როგორც მშენებლობის მაღალი სართულებიდან დაწყება.

– აქ ერთხელ მჟავანაძე იყო ჩამოსული, კომუნისტების დროს, – მიყვება პანკისელი ქალი, – მაშინ რომ გვკითხეს, რა გვინდოდა, მოსახლეობამ უნივერსიტეტში კვოტების გამოყოფა მოითხოვა. მეორედ თქვენ მოხვედით და ბიბლიოთეკა გთხოვეთ. ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რა არის აუცილებელი. სულ ორჯერ დაინტერესდნენ ჩვენი სურვილით და ორივეჯერ განათლება ავირჩიეთ.

ბიბლიოთეკა სოფელ ქვემო ხალაწანში რამდენიმე დღის წინ გავხსენით, ადგილობრივი თვითმმართველობისა და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დახმარებით. უკვე ოთხ სოფელს ექნება საშუალება, უფრო მეტ წიგნზე მიუწვდებოდეს ხელი, ვიდრე აქამდე. არ გამკვირვებია, რომ ინიციატივა ქალებისგან წამოვიდა. რაიონში, სადაც ოჯახში ძალადობა ჯერ კიდევ გადაუჭრელ პრობლემად რჩება, ხოლო რთულ სოციალურ მდგომარეობას ეთნიკური და რელიგიური თავისებურებებიც ემატება, ბევრი რამ არის გასათვალისწინებელი. ამ ვითარებაში თითოეული წიგნი აგურია, რომლითაც თაროები კი არ ივსება, არამედ უკეთესი მომავალი შენდება, თითოეული განათლებული ადამიანი კი უზარმაზარ რესურსს წარმოადგენს ჩვენი ქვეყნისთვის. პოზიტიური ცვლილებების მნიშვნელობა ქალებს ყველაზე უკეთ ესმით – ამაში ჩემი ყოველდღიური საქმიანობა მარწმუნებს.

მე მჯერა პროგრესის, რომელსაც საკუთარი თვალით ვხედავ, მჯერა განათლების ძალის, რომელიც ცხოვრებას ცვლის, რადგან ვიცი, რომ სტერეოტიპების გაუმჭვირვალე ფარდის მიღმა დგანან ადამიანები, რომლებიც მოითხოვენ და იმსახურებენ უკეთეს ცხოვრებას – სიმკაცრით ცნობილი პანკისელი კაცები, რომელთაც შეუძლიათ, უგემრიელესი ყავა მოგიმზადონ და ქალები, რომლებიც უკეთესი მომავლის იმედით განათლებას ირჩევენ.

თანამედროვე მოზარდების ღირებულებათა ორიენტაციის კვლევა

0

როგორია თანამედროვე ახალგაზრდების ღირებულებათა სისტემა? რას ემსახურება ზოგადი განათლება? როგორი ღირებულებების, ფასეულობების, უნარ-ჩვევებისა და კომპეტენციების მქონენი არიან ადამიანები, რომლებიც საშუალო სკოლას ამთავრებენ? ეს ნებისმიერი ქვეყნისთვის პრიორიტეტული და მნიშნელოვანი საკითხი და მუდმივი კვლევის საგანია.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სალექციო კურსის – „კვლევა საკლასო ოთახში” – ფარგლებში დაიგეგმა კვლევა, რომელიც მიზნად ისახავდა მოზარდების წამყვანი ღირებულებების გამოვლენასა და რანჟირებას. (კურსის ხელმძღანელი – ნინო ლომიძე; კვლევის წარმოებაში მონაწილეობა მიიღეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის IV კურსის სტუდენტებმა: თამარ გამყრელიძემ, თამარ გოგინაშვილმა, ელენე ლობჟანიძემ, ანა ხარჩილავამ, თიკო ჩიდრაშვილმა.)

ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში ჩვენს ქვეყანაში საგრძნობლად შეიცვალა სოციო-ეკონომიკური და კულტურული გარემო. ამგვარი ტრანსფორმაცია, პირველ რიგში, მოზარდი თაობის ღირებულებათა სისტემის ჩამოყალიბებაზე აისახება. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია მათი ღირებულებათა სტრუქტურის და დინამიკის გამოწვლილვით შესწავლა.

ეს  ჩვენი თანამედროვე სოციო-კულტურული განვითარების ერთგვარი ინდიკატორიც გახლავთ, რაც, ერთი მხრივ, გვიჩვენებს არსებულ მდგომარეობას და, მეორე მხრივ, წარმოდგენას გვიქმნის საზოგადოების განვითარების მოსალოდნელი ტენდენციების შესახებ.

ამ მოცემულობიდან გამომდინარე ჩვენ მიერ ჩატარებული კვლევის ობიექტები საშუალო სკოლის უფროსკლასელები (15-18 წელი) გახდნენ. მოზარდები, რომლებსაც უკვე ჩამოყალიბებული  აქვთ  მათთვის პრიორიტეტული ღირებულებები და ფასეულობები.

კვლევის მიმდინარეობისას გამოვიყენეთ ანკეტირებისა და გამოკითხვის კვლევითი სტრატეგია. მოსწავლეებს ვთხოვეთ განათლების ეროვნულ მიზნებში გაწერილი პუნქტების (ღირებულებებისა და ფასეულობების) რანჟირება (თანმიმდევრობით მათთვის მნიშვნელოვანიდან ნაკლებად მნიშვნელოვანისკენ); გამოვიყენეთ როკიჩის ღირებულებათა ორიენტაციის საკვლევი ტესტი.

სულ გამოიკითხა: 60 რესპოდენტი (კვლევაში მონაწილეობდნენ მოზარდები რუსთავიდან, ზუგდიდიდან, თბილისიდან და ორხევიდან);

ვფიქრობთ, მიღებული შედეგების გაცნობა საინტერესო იქნება განათლების სფეროში მომუშავე ადამიანებისთვის, მასწავლებლებისთვის, თავად მოწაფეებისა და, ზოგადად, ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის.

სტატიაში თავს არ შეგაწყენთ ტექნიკური დეტალების ვრცლად აღწერით, ყურადღებას იმ დასკვნებზე და შედეგებზე გავამახვილებთ, რაც კვლევის შედეგად გამოიკვეთა:

კვლევამ აჩვენა, რომ უფროსკლასელთათვის განათლების მიღების პროცესში პირველ ადგილს განათლების მიღების სურვილი იკავებს. (კითხვის – „სასწავლო პროცესში თქვენთვის რა უფრო მნიშვნელოვანია” – პასუხად, მოსწავლეების 73%-მა განათლების მიღება დაასახელა, 12%-მა – მასწავლებლის კეთილგანწყობის მოპოვება, 10%-მა – კარგი ქულების მიღება…) გამოიკვეთა, რომ მოსწავლეების უმეტესობისთვის სკოლაში სიარული სასიამოვნოა, რადგან გაკვეთილები მათთვის საინტერესოა. ამას გარდა, გამოკითხულთა უმრავლესობა უარყოფს სკოლაში მხოლოდ ატესტატის მიღების მიზნით სიარულს. (მოსაზრებას – „სკოლაში მხოლოდ იმიტომ დავდივარ, რომ ატესტატი ავიღო” მოსწავლეების  უმეტესობა (43%) არ ეთანხმება, 25% საერთოდ არ ეთანხმება, 22% ეთანხმება და10% სრულიად ეთანხმება.)

 კიდევ ერთი მახასიათებელი, რის საფუძველზეც შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მოსწავლეები მონდომებულები არიან მიიღონ კარგი განათლება, არის ის, რომ მათი უმეტესობისათვის მეგობრებთან გართობა სკოლის ნიშნებზე მეტად პრიორიტეტული არ არის. (მოსაზრებას -„მეგობრებთან შეხვედრა ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სწავლა და კარგი ნიშნები”,  არ ეთანხმება გამოკითხულთა51%…)

ასევე ამის ფიქრის საფუძველს გვაძლევს ის, რომ მათი უმრავლესობა დროულად ცხადდება სკოლაში და არ ავიწყდება სასწავლო ნივთები. (მოსწავლეთა უმეტესობა (47%) ეთანხმება მოსაზრებას:”დროულად ვცხადდები გაკვეთილზე ან სკოლის მიერ ორგანიზებულ სხვა საგანმანათლებლო ღონისძიებაზე”, 37% სრულიად ეთანხმება, 13% არ ეთანხმება, 3% საერთოდ არ ეთანხმება). თუმცა რესპოდენტების ნაწილს მიაჩნია, რომ საკუთარ შესაძლებლობებს ბოლომდე ვერ იყენებს.

გამოკითხულთა უმრავლესობა მასწავლებელთან და სხვა მომუშავე პერსონალთან თავაზიანია, მოზარდები კომფორტულად გრძნობენ თავს სასკოლო გარემოში.

რაც შეეხება ღირებულებებს,  მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ღირებულებები შემდეგნაირად გადანაწილდა: განათლება; ერთგული, კარგი მეგობრები;ბედნიერი ოჯახური ცხოვრება; თავისუფლება;  ჯანმრთელობა; დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების უნარი;  თვითდაჯერებულობა;  პასუხისმგებლობის გრნობა;  პროფესიული კარიერა;  სიყვარული; რელიგია.

ისეთი ღირებულებები კი როგორიცაა  ტოლერანტობა,  კანონმორჩილება,  სხვისი აზრის გათვალისწინება და ტრადიციულობა მათთვის შედარებით ნაკლებადმნიშვნელოვანია.

რეგიონების მიხედვით შეინიშნება მცირე განსხვავება. მაგალითად, მოსაზრებას: “სიამოვნებით დავდივარ სკოლაში, რადგან გაკვეთილები საინტერესო და სახალისოა”, მთლიანობაში მოსწავლეების უმეტესობა ეთანხმება, თუმცა რეგიონების მიხედვით განსხვავებული პასუხები დაფიქსირდა. ზუგდიდში და ორხევში გამოკითხული მოსწავლეების უმეტესობა არ ეთანხმება ამ მოსაზრებას განსხვავებით თბილისისა და რუსთავისგან. ასევე განსხვავებული მონაცემები დაფიქსირდა მათთვის ტრადიციულობის მნიშვნელობასთან დაკავშირებით. თბილისში მცხოვრები მოსწავლეთათვის შედარებით უფრო მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ტრადიციულობა, ვიდრე რუსთავში, ორხევში და ზუგდიდში მცხოვრებთათვის. მთლიანობაში კი მოსწავლეთა უმეტესობისთვის მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვანია ტრადიციულობა. განსხვავებები ჩანს ასევე სხვისი აზრის გათვალისწინებასთან დაკავშირებით. მხოლოდ ზუგდიდში და ორხევში დაფიქრსირდა ამ კითხვაზე პასუხი – უმნიშვნელო.

ასევე მცირე განსხვავება შეინიშნება სხვადასხვა კლასის მოსწავლეების მოსაზრებებს შორის, მაგალითად, IX კლასის მოსწავლეებისთვის უფრო ნაკლებად მნიშვნელოვანია გართობა, ვიდრე XII კლასის მოსწავლეებისთვის. ტოლერანტობა კი პირიქით, XII კლასის მოსწავლეებისთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე IX კლასის მოსწავლეებისთვის.

რაც შეეხება განათლების ეროვნულ მიზნებში გაწერილ ღირებულებებს, მოსწავლეებისთვის ყველაზე მეტად ღირებული აღმოჩნდა საკუთარი შესაძლებლობებისა და ინტერესების მაქსიმალური რეალიზება როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის საზღვრებს გარეთ.

ყველაზე ნაკლებად ღირებული კი ტექნოლოგიური თუ სხვა ინტელექტუალური მიღწევების ეფექტიანად გამოყენება; ინდივიდებისა და ჯგუფებისგან ინფორმაციის მოპოვება, დამუშავება, ანალიზი და კომუნიკაციაა.

 

საყოველთაოდ ცნობილია, რომ სიცოცხლის ადრეული წლებიდანვე ადამიანში გარკვეული ღირებულებებისადმი საკუთარი დამოკიდებულებების გამოკვეთა, მოგვიანებით კი, სოციალიზაციის პროცესის მეშვეობით, მათი გამყარება ხდება. აუცილებლად მიგვაჩნია იმის აღნიშვნაც, თუ როგორ ესმით კვლევის ავტორებს ცნება „ ღირებულების” მნიშვნელობა.

ღირებულებები განიმარტება, როგორც ღრმად გამჯდარი სტანდარტები, რომლებიც განსაზღვრავს მომავალ ქმედებებს და ამართლებს წარსულში ნამოქმედარს. ეს არის პიროვნული, კულტურული  და ისტორიული ფაქტორებით განპირობებული წარმოდგენები, რომლებიც გავლენას ახდენს ინდივიდის ქცევაზე. ღირებულება არ არის ობიექტურად არსებული რეალობა და ის მუდმივად იცვლება სოციალური, პოლიტიკური, ისტორიული ან ეკონომიკური გარემოს შეცვლის პარალელურად.

სოციუმისთვის პრიორიტეტული ღირებულებები ასახავსქვეყნის და საზოგადოების სოციალურ-ეკონომიკურვითარებასაც და ამავედროსმათზეზეგავლენასაცახდენს. ამდენად ამ ტიპის პრაქტიკული კვლევები ყველა დროში აქტუალური და აუცილებელია.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში აღნიშნული კურსის ფარგლებში კვლევები ამ მიმართულებით კვლავაც მიმდინარეობს.

 

„მზის“ მეტაფორები

0
„მსურის ქება და დიდება ნათლისა წარუალისა,
მზეთა-მზის ვახში თავს მაძეს, მმართებს გარდახდა ვალისა,
ჭირს საცნაურის მზისაცა სწორედ გამართვა თვალისა,
არამც-თუ უცნაურისა ცნობა გზისა და კვალისა”.
დავით გურამიშვილი

ორი მზე – საცნაური და უცნაური! – ასე განმარტავს მას დავით გურამიშვილი. ერთი მზე – ასტრონომიული პლანეტა და მეორე მზე – უფლის მეტაფორა. საცნაური მზისთვის თვალის გასწორებაც კი ჭირს, ხოლო უცნაური მზის (უფლის) გზა-კვალის ცნობა კიდევ უფრო რთულია: „ო! ღმერთის სიმდიდრეთა და სიბრძნისა და შემეცნების სიღრმე! როგორ ჩაუწვდომელნი არიან მისნი სამართალნი და მიუკვლეველნი მისი გზები!”(რომაელთა12, 33).
საინტერესოა მარინა ცვეტაევას „ორი მზეც”: ერთი – ცაზე რომელიც ანთია და მეორე _ მკერდში…

„Два солнца стынут – о Господи, пощади! –
Одно – на небе, другое – в моей груди.”

პოეტი თითქოს მიკროკოსმოსი და სამყაროს ანალოგია… პოეტისთვის გარესამყარო და იქ არსებული მოვლენები ყოველთვის შინაგან განცდათა მეტაფორებია.

მზე – უნივერსალური კონცეპტი და სახე – სიმბოლოა, რომელიც უამრავ კონოტაციურ მნიშვნელობას აჩენს. მათ შორის არის: ბიბლიური, არქეტიპული, მითოსური, ასტრონომიული, ასოციაციური, პოეტური და სხვა მნიშვნელობები. მაინც რას აღნიშნავს მზე? ასტრონომიულად: მზე ირმის ნახტომის გალაქტიკაში, მზის სისტემის ცენტრში ყვითელი ვარსკვლავია, რომლის გარშემო, ორბიტაზე, მოძრაობენ სხვა ციური სხეულები და, მათ შორის, დედამიწაც. ის არის სინათლისა და სითბოს წყარო…

მზე გავლენას ახდენს ადამიანსა და ბუნებაზე იმით, რომ ის განსხვავებული სიჩქარის ენერგიებს ასხივებს… სინათლე და მაგნეტიზმი ქმნის მიწიერ ფორმებს.

მზე უმაღლესი კოსმიური ძალის სიმბოლოა, ყველგანმჭვრეტი ღვთაებაა, მიუხედავად იმისა, რომ სამყაროს უძველესი სურათები გეოცენტრულია, მზე არის სიმბოლური ცენტრი, კოსმოსის გული, ყოფიერების ცენტრი; ის არის აგრეთვე სიმბოლო ინტუიციური ცოდნისა, გონისა, გასხივოსნებისა, დიდებისა და დიდებულების, მეუფების… მზე სამყაროს „თვალია”, ღვთაებრივის ხილული ხატი, სინათლის ტრანსცენდენტული არქეტიპი; მზე „სამყაროს კარია” – ცოდნასა და უკვდავებაში შესასვლელი.

ბევრ ტრადიციაში მზე არის მამაკაცური საწყისი, ზოგ კულტურაში – ქალური. ქართული ფოლკლორული ტარდიციის მიხედვით: „მზე – დედაა ჩემი, მთვარე – მამაჩემი, ბღუჯა-ბღუჯა ვარსკვლავები – და და ძმაა ჩემი!”
მზე – უძრავად მყოფი ცაზე – დროის მიღმაა. ეს არის მუდმივი „ახლა”. ალქიმიკოსებისათვის: მზე გონებაა, Sol et Luna – ოქრო და ვერცხლი, მეფე და დედოფალი, სული და სხეული…

„მზის თავგადასავალი” (როგორც თავად ავტორი უწოდებს მას) დაწვრილებით აქვს გამოკვლეული ვიქტორ ნოზაძეს „ვეფხისტყაოსნის მზისმეტყველებაში”. ამ თავგადასავლის გამოკვლევა მას სჭირდება იმისათვის, რომ თავისი ადგილი მიუჩინოს ამ ისტორიაში „ვეფხისტყაოსნის მზეს”. ჩვენ კი ვიხსენებთ ამ თავგადასავალს იმისათვის, რომ დავინახოთ როგორ ანათებს ქართული „პოეტური მზე”, რას აღნიშნავს, პოეტის რომელ განცდათა სიმბოლოა, რისი მეტაფორაა, რას ადარებენ მზეს ქართველი პოეტები და სხვა.

„ვეფხისტყაოსანში” მზე არის პერსონაჟების მეტაფორა, ანუ: მზე-ადამიანია… ეს გამომდინარეობს უფრო დიდი მეტაფორიდან: მზე უფლის ხილული სახეა; გავიხსენოთ ავთანდილის მიმართვა მზისადმი: „იტყვის: ჰე, მზეო, ვინ ხატად გთქვეს მზიანისა ღამისად, ერთ-არსებისა ერთისა, მის უჟამოსა ჟამისად”… ადამიანი შექმნილია ღმერთის სახედ და ხატად, ამიტომ არის ის „მზის წილი”, ანუ „უფლის წილი”; მით უფრო, ეს ითქმის შეყვარებულ ადამიანზე (ღმერთი სიყვარული არს). სწორედ ამიტომ: ქაჯეთის ციხეში გამოკეტილი ნესტანი სატრფოს წერს: „მზე უშენოდ ვერ იქმნების, რადგან შენ ხარ მისი წილი”.  აქაც ორი მზე: მზე – უფალი და მზე – ადამიანი.

„მზე – თვალი” – უნივერსალური სემანტიკური კავშირი

მზის ერთ-ერთი გავრცელებული მეტაფორაა „მზე – თვალი”. ამ წყვილს შორის არსებული სემანტიკური კანონის მიხედვით, ეს მიმართება არის მიმართება: მიკროკოსმოსი-მაკროკოსმოსი, ანუ ადამიანის გრძნობის ორგანოებს სამყაროში დაეძებნება ანალოგი. ბევრ ენასა და კულტურაში ეს მიმართება აისახება არა მხოლოდ ლექსიკაში, არამედ მითებში, გამოსახულებებში, პოეზიაში…

საინტერესოა ამ მხრივ ქართული ენის მასალა. მზე-თვალის მეტაფორული მიმართება ყველაზე კარგად ჩანს საწყისში „მზერა”. ქართველ ენათმეცნიერთა სარწმუნო მტკიცებით: მზერა-ში სწორედ მზ – ძირი (ანუ მზე) დასტურდება. (მზ-ერ-ა; ამავე ტიპისაა წარმოების თვალსაზრისით ძგ-ერ-ა). მაშასადამე, თვალის ფუნქცია ყურება, ცქერა აღინიშნება ლექსემით, რომელიც სემანტიკურად მზეს უკავშირდება, რაც ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი მოვლენაა და რაც ადასტურებს ამ უნივერსალური მიმართების (მზე-თვალი) ქართულ ენაში არსებობას.

მზერას სულხან-საბა ასე განმარტავს: ჭვრეტა. მზერაცა ესრეთ განიყოფებიან: ხედვა არს რა თვალით კეთილად ხედვიდეს; ჩენა არს რა აკლდეს და მცირედ ხედვიდეს; მზერა არს რა შორით ხედვიდეს; ჭვრეტა არს რა ხანგრძლით დაკვირვებით უმზერდეს რასმე; ცქერა არს გარჩევით ხილვისათვის ახლორე დაცქერით თვალი დააპყრას; ჭვირობა არს რა სარკმლით გარე გამოიხედვიდეს.

მზე არქეტიპი საერთო ქართველური ფუძე-ენის დონისთვის აღადგინა გიორგი კლიმოვმა.

ქართ: მზე
მეგრ: მჟა/ბჟა
ლაზ. მჟა/ბჟა
სვან. მიჟ/მგჟ

მზე, როგორც არქეტიპული ფუძე, საინტერესო სიტყვაწარმოებას ქმნის ქართულში.

იწარმოება ატრიბუტები: მზიური, მზეგრძელი, მზებნელი, მზედაკრული, მზედალეული, მზედასანბელებელი, მზეთუნახავი, მზეჩამქრალი, მზისდარი, ენამზე და სხვა. საწყისი: მზეობა; ზმნა: ამზიანებს, მზეობს („მზე ვეღარ მზეობს ჩვენთანა, დარი არ დარობს დარულად” (შოთა).

ადამიანის სახელები: მზია, მზისა, მზექალა, ქალთამზე, მზევინარი, მზეჭაბუკი;
ფრინველის სახელი: მზეწვია;
ყვავილი: პირიმზე, მზესუმზირა, მზიურა;
სოფელი: მზეთამზია;
ადგილი: მზისყური, სამზეო;
საგალობელი: მზეშინა და სხვა;
„მზ” ძირია აგრეთვე მზირალში, მზირში, მზვერავში;

მზირი ქართული ენის განმარტებით ლექსიკონში განმარტებულია: ძვ. დამზვერავი, მოთვალთვალე; მსტოვარი, ჯაშუში. („მუნ ახლოს წყარო დიოდა, მასთან ტყე იყო ხშირადო, იქ მოგვეპარნენ, დაგვისხდნენ თხუთმეტი კაცი მზირადო”(დ.გ)).

მზირალი – ვინც ან რაც უმზერს, – მაცქერალი, მაყურებელი, მჭვრეტელი;

თანამედროვე ქართული ენის სიტყვა ზვარი მომდინარეობს ძველი ფორმიდან: მზვარე, მზვარი, რაც ნიშნავს მზიან, უჩრდილო ადგილს (პირ-მზითები ანუ მზვარეები, მალე შრება, იქ მალე იღებს თოვლს (ვა-ჟა) (ქეგლი, ტ. V);
გამზირში აგრეთვე მზირ – ძირია, რომელიც, თავის მხრივ, მზ-იდან იწარმოება. საინტერესოა აგრეთვე “მწეველი” ფორმა, რომელიც მომდინარეობს “მზეველიდან”, და რომელშიც „მზ” ძირი დასტურდება. (აღნიშნული ფორმა დასტურდება სულხან-საბასთან: მზეველი – მწეველი, მომწევი).

ძველ ქართულში მზის-თუალი მზეს, მზის დისკოს აღნიშნავდა („განანათლოს ყოველი ქუეყანაი უფროის მზის-თუალისა”). აღნიშნულ ლექსემაში მზე და თვალი ერთად არის წარმდგენილი, რაც თვალისა და მზის უნივერსალურ ფუნქციურ კავშირზე მიუთითებს.

მზე ქმნის ქართულში იდიომებსა და ფრაზეოლოგიზმებს: მზე ამოსდის, მზე დაუბნელდა, მზემ შეხედა, მზე მიყურებს, მზემ თვალი დახუჭა, მზემ თვალი გაახილა, მზე გაუქრა, მზის სინათლეზე გამოიტანა, მზე მოეკიდა, მზის დაკვრა, მზის გული, მზეთა-მზე… იდიომებსა და ფრაზეოლოგიზმებზე დაკვირვება აღმოგვაჩენინებს თვალი-მზის მეტაფორულ ურთიერთკავშირს, როდესაც თვალის ფუნქცია გადატანილია მზეზე და, პირიქით, მზის ფუნქცია თვალზე. მაგალითად: თვალები გაუბრწყინდა, თვალის სინათლე, თვალები გაუნათდა, თვალების ცეცხლი – ყველგან მზის ფუნქცია – ნათება, ბრწყინვა, წვა – არის გადატანილი.

მზე შედის ფიცის ფორმულებშიც, მაგალითად: ჩემმა მზემ, შენმა მზემ, ჩემს მზეს ვფიცავ… „შენმან მზემან, უშენოსა ვერვის მიჰხვდეს მთვარე შენი…” (შოთა); და სხვა.

სეპირის მიხედვით: ადამიანები ცხოვრობენ არა მხოლოდ საგანთა ობიექტურ და საზოგადოებრივი შემოქმედების სამყაროში, ისინი მნიშვნელოვანწილად იმყოფებიან კონკრეტული ენის გავლენაში; იმ ენისა, რომელიც მოცემული საზოგადოების ურთიერთობის საშუალებაა.

შეცდომა იქნებოდა გვეფიქრა, რომ ჩვენ შეგვიძლია ენის გარეშე სრულად გავაცნობიეროთ რეალობა; ენა არის დამხმარე საშუალება აზროვნებისა და ურთიერთობის ზოგიერთი პრობლემის გადასაწყვეტად. „რეალური სამყარო” მნიშვნელოვანწილად იგება მოცემული ჯგუფის ენობრივი ნორმების საფუძველზე.

ჩვენ ვხედავთ, გვესმის და ვიღებთ ამა თუ იმ ფაქტსა და მოვლენას ასე თუ ისე იმის შემწეობით, რომ ჩვენი საზოგადოების ენობრივი ნორმები გვთავაზობს მოცემულ ფორმებს (სეპირი).

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...