კითხვებად ქცეული გაკვეთილი
საპროექტო მუშაობა, ეტაპები და შეფასების ფურცლები ნაწილი I
პროექტზე მუშაობის ეტაპები
პროექტზე |
მიზანი |
მასწავლებლის |
მოსწავლეთა |
მშობელთა |
1. მოსამზადებელი |
ამოცანა: . საპროექტო მუშაობისთვის ამოცანები: . პრობლემის განსაზღვრა, . პროექტზე სამუშაოდ ჯგუფების შედგენა. |
არჩევს შესაძლებელ • • • მოტივაციას უღვივებს მოსწავლეებს პროექტის გასახილველად ეხმარება მოსწავლეებს საპროექტო მიზნის გადასაწყვეტად ეხმარება ამოწმებს. კონსულტაციას უწევს მოსწავლეებს პროექტის მიზნისა აყალიბებს
|
ერთვებიან საპროექტო მუშაობაში. განიხილავენ საპროექტო თემას, საკვლევ საგანს მასწავლებელთან იღებენ დამატებით ინფორმაციას. არკვევენ საკუთარ მოვალეობებს. ინდივიდუალურად (ან ჯგუფურად) იღებენ გადაწყვეტილებებს • •
|
ეხმარებიან თემატური საკითხის არჩევაში, პროექტის
|
2. საქმიანობის |
მიზანი: პროექტის ამოცანები: . ინფორმაციის . ამოცანების |
საჭირო მიმართულებას აძლევს მოსწავლეთა საკვლევ სამუშაოს, მოსწავლეებს სთავაზობს: • • • • •
|
• • • • • • • • ახორციელებენ შეფასებას
|
ეხმარებიან საძიებო საქმიანობაში და შეგროვებული ინფორმაციის
|
3. პრობლემის |
მიზანი: პროექტის შემუშავება ამოცანები: . მოსწავლეთა დამოუკიდებელი მუშაობა ინდივიდუალური პროექტის შუალედური განხილვა და შეფასება
|
აკვირდება, ურჩევს, ირიბად მართავს მოსწავლეთა საქმიანობას, პასუხობს |
ასრულებენ დაგეგმილ სამუშაოებს დამოუკიდებლად, ჯგუფებში
|
აკვირდებიან. აკონტროლებენ საპროექტო ეტაპებისთვის გამოყოფილი დროის ეხმარებიან ინფორმაციის შეგროვებაში, მასალებისა და |
4. შედეგების |
მიზანი: მიღებული ამოცანები: . მონაცემების . დასკვნების |
აკვირდება, მართავს ეხმარება პროექტის წარმართვაში. უმაღლებს მოტივაციას, უქმნის წარმატების განცდას; |
აფორმებენ ამზადებენ მონაწილეობენ
|
აკვირდებიან, უმაღლებენ |
5. შედეგების |
მიზანი: მასალების ამოცანები: . საპრეზენტაციო . საჯარო გამოსვლისთვის . პროექტის პრეზენტაცია |
პრეზენტაციის ორგანიზება. საჭიროების შემთხვევაში საპრეზენტაციო საკითხებზე იღებს შედეგებს: • გამოაქვს დასკვნები; • • |
ირჩევენ (სთავაზობენ) პრეზენტაციის ფორმას. ემზადებიან პრეზენტაციისთვის. აგრძელებენ პორტფოლიოს გაფორმებას. საჭიროების შემთხვევაში რჩევას სთხოვენ მასწავლებელს. იცავენ პროექტს. წარმოაჩენენ: • პრობლემის, მიზნისა და ამოცანების გაგების უნარს, • საქმიანობის დაგეგმვისა და განხორციელების უნარს, • პრობლემის გადაწყვეტის უნარს, •
|
ეხმარებიან პრეზენტაციის მომზადებაში |
6. შედეგებისა |
მიზანი: შედეგებისა და საპროექტო მუშაობის შეფასება ამოცანები: . პროექტის შედეგების . პროექტზე მუშაობის |
აფასებს მოსწავლეთა მონდომებას, კრეატიულობას, გამოყენებულ
|
აფასებენ პროექტს და გაწეული სამუშაოს ხარისხს.
|
ეხმარებიან შედეგების გაფორმებაში |
პროექტის მატრიცა
პროექტის ხელმძღვანელი ————
(სახელი, გვარი)
- პროექტის
დასახელება :—————- - თემატური
ველი: ————————————— - პრობლემა:_—————————————-
- მიზანი: ————————————
- ამოცანები: —————————
- ამოცნების
გადასაჭრელად განხორციელებული საქმიანობის აღწერა:
__________________________________________________
- შედეგის
აღწერა:
————————————–
- პროექტის
ტიპი:———————————————— - კლასი,
მოსწავლეთა რაოდენობა,
პროექტის მონაწილეთა რაოდენობა:
___________________________________________________ - სასწავლო
საგნები, რომლებსაც მოიცავს პროექტი:
საბაზო საგანი
სასწავლო საგნის დასახელება |
პროგრამული მასალა |
თემა |
|
|
|
დამატებითი საგნები:
სასწავლო საგნის დასახელება |
პროგრამული მასალა |
თემა |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
- პროექტზე
მუშაობისათვის საჭირო არასაგნობრივი ცოდნა:
ადამიანური რესურსი |
საჭირო ინფორმაცია |
|
|
- პროექტის
განსახორციელებლად საჭირო მატერიალურ-ტექნიკური რესურსები:
_____
- პროექტის
ეტაპების განსახორციელებლად დაგეგმილი დრო:
ეტაპები |
საქმიანობის შინაარსი |
საათების რეოდენობა |
საძიებო-მოსამზადებელი |
პროექტის თემის განსაზღვრა. პრობლემის ძიება და ანალიზი. |
|
ანალიტიკური |
არსებული ინფორმაციის ანალიზი; პროექტის მიზნის მისაღწევი |
|
პრაქტიკული |
პროექტის განსახორციელებლად დაგეგმილი მოქმედებებისა |
|
საპრეზენტაციო |
პრეზენტაციის მომზადება და გამართვა |
|
საკონტროლო |
შედეგების ანალიზი. პროექტის ხარისხის შეფასება |
|
- პროექტზე
მუშაობის საორგანიზაციო ფორმები:
მუშაობის ფორმა |
საათების რაოდენობა |
ჯგუფური განხილვა |
|
დამოუკიდებელი მუშაობა |
|
პროექტის ხელმძღვანელის კონსულტაცია |
|
ექსპერტების კონსულტაცია (პედაგოგები, გარე ექსპერტები და ა.შ.) |
|
სხვა: |
|
|
|
|
|
|
|
- პრეზენტაციის
ფორმა:
______________________________________________ - პროექტის
შესრულების ხარისხის შეფასების კრიტერიუმები:
–—————————————————————–
საპროექტო მუშაობის ანგარიში
1. სახელი, გვარი ____________________________________________________
2. პროექტის დასახელება
—————————————–
3. რატომ დავიწყე ამ პროექტზე მუშაობა?
—————————————————
4. რა მიზნით ვიმუშავე ამ პროექტზე?
______________________________________
5. რა შედეგი მსურს მივიღო?
__________________________________________________________________
6. როგორ ვმუშაობდი ამ პროექტზე:
თარიღი |
რას ვაკეთებდი |
დახარჯული დრო |
კითხვა სირთულე |
კონსულტანტი |
დახმარება |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
7. რა შედეგი მივიღე?
_________________________________________________________________
8. რა ვისწავლე ახალი, რა ვერ ვისწავლე?
______________________________________
9. პროექტზე მუშაობისას მიღებული შთაბეჭდილებები
_________________________
საპროექტო სამუშაოს ტექსტური
ნაწილის გაფორმება
სტრუქტურა |
მოთხოვნები |
1. საინფორმაციო განყოფილება 1.1. სატიტულო სლაიდი |
სასწავლო დაწესებულების დასახელება (ზედა მარჯვენა
|
1.2. |
ü თითოეული |
2. სამუშაოს აღწერა
|
|
2.2. საპროექტო მუშაობის აღწერა და მისი შედეგები |
|
3. საქმიანობის შეფასება |
|
უკვდავი ნაგავი

ინკების მსტვინავი „ყვავილი“
უძველესი დროიდან ადამიანის ხმა ღვთის ბოძებულ ყველაზე მშვენიერ, ზუსტ და მორჩილ ინსტრუმენტად მიიჩნეოდა.
მას შეუძლია გადმოგვცეს ემოცია, გრძნობა თუ განწყობა. ხმა სულთან იმდენად მჭიდრო კავშირშია,
რომ ყოველგვარი განცდა უმალვე აისახება მასზე. სხვა მუსიკალური ინსტრუმენტებისგან განსხვავებით,
მას შეუძლია, გამოსცეს, გამოთქვას სიტყვა. სხვათა შორის, საუბრისას ადამიანი ხმის შესაძლებლობების მეათედს
იყენებს, თუმცა ხმის დამუშავებით მაქსიმუმის მიღწევა შესაძლებელია. ხმის უსაზღვრო შესაძლებლობები
ნათლად გამოჩნდება იმ მომღერლის მაგალითზე, ვის შესახებაც ვაპირებ თქვენთან საუბარს.
ჩემს ერთ-ერთ სტატიაში საფუძვლიანად ავხსენი, რა დადებით
გავლენას ახდენს სიმღერა ჩვენს ჯანმრთელობაზე. რაც დრო გადის, უფრო და უფრო მრავლდება
სიმღერის, განსაკუთრებით კი – გუნდური სიმღერის,
სასარგებლო ზემოქმედების დამადასტურებელი საბუთები. მაგალითად, შვედმა მეცნიერებმა
დაამტკიცეს, რომ მშვიდი და მოწესრიგებული სუნთქვა სიმღერისას გულის რიტმს აწესრიგებს,
ხოლო ოქსფორდის უნივერსიტეტში დაადგინეს, რომ სიმღერა ფსიქიკას აუმჯობესებს. ასევე
დადასტურებულია სიმღერის დადებითი გავლენა პარკინსონიზმის, დეპრესიისა და ფილტვების
დაავადებათა ზოგიერთ სიმპტომზე. სიმღერა ებრძვის სტრესს და დაბლა სწევს სისხლის წნევას.
ცნობილია, რომ სიმღერისას სისხლში იმატებს ჟანგბადის დონე, გამოთავისუფლდება ჰორმონი
ოქსიტოცინი და სტიმულირდება ენდორფინების – ბედნიერების ჰორმონის – გამომუშავება.
***
ყველა ბგერა, რომელიც იმღერება, არის მაღალი, საშუალო
და დაბალი. მუსიკოსები ბგერის სიმაღლეზე საუბრისას ვიყენებთ ტერმინს „რეგისტრი”.
როგორც ვიცით, სასიმღერო ხმა სამი ტიპისაა: ქალისა,
მამაკაცისა და ბავშვისა. ქალის ძირითად ხმებს მიეკუთვნება სოპრანო, მეცო-სოპრანო და
კონტრალტო (ალტი).
სოპრანოს ნაირსახეობაა მაღალი ანუ კოლორატურული სოპრანო.
ეს არის გამჭვირვალე, ზანზალაკივით წკრიალა ხმა. მოძრავი, მოქნილი და თავისუფალი, ვოკალურ
პარტიაში ადვილად ასრულებს ვირტუოზულ პასაჟებსა და მელიზმებს.
არსებობს ლირიკული და დრამატული სოპრანოც.
მეცო-სოპრანო ქალის ხმის საშუალო დიაპაზონია – სოპრანოსა
და კონტრალტოს შორის. მისთვის მსუყე ჟღერადობაა დამახასიათებელი. კონტრალტო ქალის ყველაზე
დაბალი ხმაა, ღრმა და ხავერდოვანი ტემბრისა.
მამაკაცის ხმის ტიპებია ტენორი, ბარიტონი და ბანი, ბავშვებისა კი – დისკანტი (დისკანტი
ბავშვის /ბიჭის/ ყველაზე მაღალი სასიმღერო ხმაა, ანუ „ბიჭის სოპრანო”) და ალტი.
აქვე გაკვრით აღვნიშნავ ხმის ძირითად
რეგისტრებს: მკერდის ხმა, ფალცეტი, მიქსტი, მსტვენი რეგისტრი და შტრობანი.
მსტვენი რეგისტრი უმეტესად ქალებშია განვითარებული.
ეს ფლეიტისებური რეგისტრი თავისუფლად შეიძლება ჩაითვალოს ადამიანის სახმო შესაძლებლობების
მწვერვალად. ამ რეგისტრში გამოცემული ბგერის სიხშირე იმდენად მაღალია, რომ მისი ობერტონები
რეზონატორის საზღვრებში ვერ თავსდება. ამგვარ ხმას ტემბრი არ გააჩნია, ის „შიშველი”
ბგერის ტალღაა, უფრო სწორად, ჩვენ ვერ აღვიქვამთ ტემბრს. სტვენის კიდევ ერთ განსაკუთრებულ
ნიშნად უნდა ჩაითვალოს ფონეტიკური ენის ჩარჩოებიდან ამოვარდნა – ამ რეგისტრში ხმოვანი
ბგერის შექმნა-გადმოცემა შეუძლებელია.
***
ვის არ გაგვიგონია ორი საუკუნის წინ ესპანელთა უღლისგან გათავისუფლებული უძველესი კულტურის მქონე ხალხების – პერუელი ინკების, მაიას ტომების, ნასკას – „ნახატი ნახაზების” შესახებ, რომ აღარაფერი
ვთქვათ 100 წლის წინ სრულიად შემთხვევით აღმოჩენილ საიდუმლოებით
მოცულ, მუდამ ნისლში გახვეულ ინკების კულტურის ძეგლზე მაჩუ-პიკჩუზე.
ამერიკელი მომღერალი, წარმოშობით პერუელი იმა სუმაკი,
იმ ხალხის ჩამომავალი გახლავთ, რომელსაც სეისმურად აქტიურ ზონასთან ერთად მკაცრი კლიმატური
და გეოლოგიური პირობების გამო არსებობისთვის სასტიკი ბრძოლა უწევდა. უნდა ითქვას, რომ
ეს ბრძოლა ნამდვილ ომს ჰგავდა! ეს იყო ქვეყანა, სადაც დაიბადა მარიო ვარგას ლიოსა,
ვისთვისაც წერა ბედნიერებისთვის ბრძოლას ნიშნავს.
ინკების პრინცესა იმა სუმაკი უკანასკნელი იმპერატორის
შთამომავლად არის მიჩნეული, თუმცა ეს ლეგენდაა თუ სინამდვილე, დღემდე არავინ იცის.
მისი ნამდვილი სახელია ზოილა ავგუსტა იმპერატრის კავარი დელ კასტილიო – უბრალო ესპანური
სახელი, რომელშიც თვალში საცემია სიტყვა „იმპერატრის”. დედის ქალიშვილობის გვარი ატაუალპა
იყო, ამ გვარში კი ეჭვის შეტანა ნამდვილად გაძნელდება, ვინაიდან სწორედ ასე ერქვა ინკების
იმ ბელადს, ესპანელმა დამპყრობლებმა სიკვდილით რომ დასაჯეს. ატაუალპას მართველობის
ისტორია საკმაოდ რთულია; ესპანურ ლიტერატურაში ის მოიხსენიება როგორც ინკების გაუჩინარებული
ცივილიზაციის უკანასკნელი იმპერატორი. შესაბამისად, იმა სუმაკი უკანასკნელი უდიდესი
ინკის შვილთაშვილის შვილთაშვილის შვილთაშვილი გამოდის… ალბათ ამიტომ, პერუს მთავრობამ
ჯერ კიდევ 1946 წელს აღიარა მისი უფლება, ეტარებინა „ინკების პრინცესას” ტიტული.
გასული საუკუნის 50-იან წლებში გასაოცარი მონაცემების
წყალობით იმა სუმაკი ეგზოტიკური მუსიკის ყველაზე ცნობილი შემსრულებელი გახდა. უპირველესად,
საერთაშორისო აღიარება მოიპოვა სიმღერებით, სადაც მისი ხმა თავისუფლად მოძრაობდა 5
ოქტავის ფარგლებში (ფორტეპიანოს დიაპაზონის 70%), ეს კი იმ დროისთვის მსოფლიო რეკორდი იყო („მზის ღმერთის
ქალწული”, „ტყის არსებები”, „მაგია”, „გოფერ მამბო” და სხვა). საქმე მხოლოდ დიაპაზონი როდია – მისი ხმა მსუყე,
მოცულობითი და მრავალფეროვანი ტემბრების ფეიერვერკია.
შეგახსენებთ, რომ, გადმოცემის თანახმად, მთებში მცხოვრები
მცირერიცხოვანი ეთნიკური ჯგუფი, ინკები, თავსმზის ღმერთის
– ინტის შვილებად მიიჩნევდა; მზე იმპერიის მთავარ ღვთაებად იყო აღიარებული. ბავშვობაში სუმაკი
ჯერ კიდევ იურულ პერიოდში ფორმირებულ ამოუცნობ ანდებში დახეტიალებდა და კლდეებს უმღეროდა. მისი ხმით საუბრობდნენ მაღალი მთების მწვერვალები და
დედამიწის ღრმა წიაღები. ერთ-ერთი ასეთი ტერიტორია,
ყველაზე მაღალი კანიონი კოლკა, დღეს ტურისტებისთვის ფრთოსანთა გამო ერთ-ერთი ყველაზე
მიმზიდველი ადგილია. მას ინკების დაკარგულ ხევს, წმინდა ველს და არწივების პარკსაც
უწოდებენ. ჰაერის ნაკადის გამოყენების ხარჯზე ცათა მბრძანებელი, ანდების კონდორი, რომლის ფრთების შლილი 3,3 მეტრს
აღწევს, ძალიან იშვიათად (დარვინის დაკვირვებით, ნახევარ საათში ერთხელ) არხევს ფრთებს,
რითაც ენერგიას ზოგავს. ადგილობრივი ტომების მითოლოგიაში კონდორი მზეს განასახიერებს,
თვით ანდების მკვიდრნი კი მას ძლიერებისა და ჯანმრთელობის სიმბოლოდ მიიჩნევენ.
იმა სუმაკი კეჩუას ენაზე „ლამაზ ყვავილს” ნიშნავს. ამ ენაზე დღეს თანამედროვე პერუს ტერიტორიაზე მცხოვრები დაახლოებით 10 მილიონი ადამიანი ლაპარაკობს.
იმა ძველთაძველ პერუელთა ხალხურ სიმღერებს მღეროდა და
დიდ მომღერლობაზე ოცნებობდა. მან შეისწავლა ეგზოტიკური ჩიტების სიმღერა და დღიდან დღემდე
ისე ოსტატურად ბაძავდა მათ, რომ განსხვავების პოვნა ალბათ თავად ფრთოსნებსაც გაუჭირდებოდათ.
13 წლის სუმაკი უკვე ათასობით აღფრთოვანებული მსმენელის
წინაშე გამოდიოდა. როდესაც განათლების მინისტრმა მისი ფენომენალური ხმა მოისმინა, დაჟინებით
მოითხოვა, პატარა გოგონა განათლების მისაღებად ოჯახთან ერთად დედაქალაქში გადასულიყო.
20 წლის იმას სიმღერები უკვე არგენტინის რადიოთი გადაიცემოდა. ამის შემდეგ მან მშობლიური
სახელი ზოილა სცენურით – იმა სუმაკით შეიცვალა.
აშშ-სა და ევროპაში სუმაკი 1950-იანი წლების ბოლოს გაიცნეს.
ამერიკაში გაკეთებული მისი პირველი ჩანაწერები ეგზოტიკური ჩიტების სიმღერებს მოგვაგონებს.
ჰოლივუდს შეუმჩნველი არ დარჩენია მისი ექსტრაორდინარული ტალანტი და სუმაკი ორ ფილმში
– „ინკების საიდუმლოსა” („მზის ღმერთის ქალწული”) და „ომარ ხაიამში” გადაიღეს.
60-იან წლებში იმა სუმაკმა მსოფლიო ტურნე საბჭოთა კავშირით
დაიწყო, 1962 წელს კი ეკრანებზე გამოვიდა პირველი საბჭოთა ფანტასტიკური ფილმი „ქარიშხლების
პლანეტა”. ფილმში სუმაკის განსაცვიფრებელი ხმა ჟღერს – მამაკაცის დაბალი, მსუყე ბარიტონიდან
ქალის კოლორატურულ სოპრანომდე, ჩიტების ყველაზე მაღალი
ტრელების მსგავს მსტვენ ბგერებამდე, რომელთა აღებას
სუმაკის გარდა ვერავინ შეძლებდა. მისი გიგანტური დიაპაზონი იტევს გარეულ ცხოველთა ღმუილს,
ჩანჩქერის ქუხილს და გარეული ჩიტების გამკივან ხმებს. ამასთან ერთად, სუმაკი ფლობდა
განსაკუთრებულ თავისებურებას – ერთდროულად ორი ხმით, ანუ პოლიფონიური ხმით სიმღერის
უნარს.
სუმაკის ნიჭი სრულიად სხვა ბუნებისაა; მისი ხელოვნება
სხვა სიბრტყეზე განიხილება, ვიდრე ოპერა. როდესაც მას ჰკითხეს, რატომ არ მღეროდა ოპერაში,
უპასუხა: „იქ რა ვაკეთო? ოპერის მომღერალი ათასობითაა, მე კი უნიკალური ვარ”. ძნელია,
არ დაეთანხმო.
თუ კარგად მივუგდებთ ყურს, იმას სიმღერები ინკების გამქრალი
ცივილიზაციის რეკვიემად აღიქმება.
სუმაკის გასტროლები ევროპაში წარმატებული აღმოჩნდა.
მისი ალბომები ყოველგვარი რეკლამის გარეშე დიდი ტირაჟით ვრცელდებოდა. ბევრი სიმღერა
დღემდე მოთხოვნადია. გერმანიაში მასზე დოკუმენტური ფილმიც გადაიღეს.
70-იან წლებში სუმაკის შემოქმედების მიმართ ინტერესმა
იკლო. მან გამოუშვა ალბომი როკმუსიკის ჟანრში, რომელმაც მსმენელის მოწონება ვერ დაიმსახურა.
ამ დროისთვის დასავლეთის შოუბიზნესის კარი მისთვის დაიხურა… გაუხსენეს საბჭოთა კავშირში
მოგზაურობა, ჭირვეული და ურჩი ხასიათი, შეწყვეტილი კონტრაქტები. სუმაკი სამშობლოში
დაბრუნდა და განმარტოვდა.
მიწვევები 90-იან წლებში განახლდა, როდესაც კვლავ აღორძინდა
მამბოსადმი ინტერესი. ახლა იმა უფრო ხშირად ჩნდებოდა ფილმების საუნდტრეკებში, ისევ
გამოდიოდა დასავლეთ ევროპის საკონცერტო დარბაზებში. მომღერლის ფირფიტებზე ინდიელების
ეგზოტიკური მელოდიები ენაცვლებოდა იმ დროს პოპულარულ რიტმებს – საკარნავალო რუმბასა
და ჩა-ჩა-ჩას.
სუმაკის უნიკალური ხმა დღემდე შეუსწავლელია. გასული
საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს მომღერალს „მეცნიერული კვლევისთვის” ხმის კომპიუტერული
ანალიზი შესთავაზეს, რაზეც მან კატეგორიული უარი განაცხადა.
სუმაკმა სიცოცხლის უკანასკნელი წლები ლოს-ანჯელესის
მოხუცებულთა სახლში გაატარა. მიუხედავად ამისა, სამშობლო მას უამრავი სამახსოვრო ჯილდოთი
ანებივრებდა. ტელევიზია და რადიო მის შესახებ სპეციალურ გადაცემებს ამზადებდნენ. ალბომებს
ხელახლა გამოსცემდნენ. სხვადასხვა ქვეყნის მელომანები ჯერ კიდევ ეცნობოდნენ მსოფლიო
მნიშვნელობის ფასდაუდებელ მარგალიტს. მომღერალს პერუული მუსიკის „საპატიო ელჩის” წოდება
მიანიჭეს. იმა სუმაკს პერუს ეროვნულ მონაპოვარს, „სამყაროს მერვე საოცრებას”, „ვოკალის
დედოფალს”, „უნიკალურ ეთნოდივას” და „ინკების უკანასკნელ პრინცესას” უწოდებდნენ.
ინკების დედოფალი 86 წლისა, 2008 წელს გარდაიცვალა.„პირველ ნოემბერს შეწყდა მე-20 საუკუნის ერთ-ერთი
მსოფლიო მნიშვნელობის ხმა. ანდების მაღალ მთებში და კიდევ უფრო მაღლა,
ვარსკვლავებს შეუერთდა ერთადერთი და განუმეორებელი იმა სუმაკის სული”. დაკრძალულია ჰოლივუდში, ვარსკვლავების სამუდამო სამყოფელში,
Hollywood Forever სასაფლაოზე.
ბროდსკის ბიბლია
„იგი“ – საბჭოთა რეჟიმის ალეგორია თუ პლატონის გამოქვაბულის რეცეფცია
ერთი ლექსის ოდისეა


ნდობა და სხვა წამლები
კადრი, რომლის გახსენებასაც ხშირად ვცდილობ, ძალიან ბუნდოვანია. 1992 წლის ზაფხულია. მზე ანათებს. ჩემი სკოლის წინ ვდგავარ დედაჩემსა და საშუალო ასაკის კაცს შორის, რომელიც, ვიცი, სკოლის დირექტორია.
– დამიტოვეთ საბუთები, ქალბატონო, – ეუბნება დირექტორი დედაჩემს, – სხვა სკოლა რომ ასახელოს ამ ბავშვმა, მერე უნდა ვინანო, რომ არ მივიღე.
6 წლის ნოემბერში ვხდებოდი. ბაღი არ მიყვარდა, როგორც ამბობენ, სწავლისთვისაც მზად ვიყავი, ამიტომ ოჯახში გადაწყდა, წელი არ დამეკარგა და სკოლაში წავსულიყავი. ერთგან ასაკის გამო არ მიმიღეს და დედაჩემმა გადაწყვიტა, ბედი ქუთაისში ცნობილ მესამე სკოლაში ეცადა. თავიდან იქაც უარი გვითხრეს, მერე კი, გაწბილებულებს და დასევდიანებულებს, დირექტორი წამოგვეწია და საბუთები დაგვატოვებინა. ასე გავხდი მოსწავლე.
ჩემს სიცოცხლეში პირველად ალბათ მაშინ მენდნენ, მენდნენ ხუთი წლისას, როცა კარგად ვერც ვაცნობიერებდი, როგორ უნდა მესახელებინა სკოლა ამ პატარა გოგოს, რა უნდა შემემატებინა სასწავლებლისთვის, რომელიც იმდენმა სახელოვანმა ადამიანმა დაამთავრა, რომ ხუთი წლის ბავშვის თითები და გონება მათ ჩამოთვლას ნამდვილად ვერ გასწვდებოდა.
დირექტორი, რომელმაც სკოლაში მიმიღო, მანამდე გარდაიცვალა, სანამ მე და ჩემი კლასელები სტუდენტები გავხდებოდით. მას ჩემი მნიშვნელოვანი წარმატებები არ უნახავს. ვერც იმას ხედავს, როგორ ვცდილობთ მე და ჩემი ბავშვობის მეგობრები, ბოლოს და ბოლოს, თავი მოვაბათ სკოლის შესასვლელთან დაფის განთავსებას ცნობილი კურსდამთავრებულების სახელებითა და გვარებით, ვერ ხედავს, რომ ყოველთვის, როცა ჩემს სკოლაზე ვლაპარაკობ, ხმა და თვალები უჩვეულო სიამაყით მევსება. არც ის იცის, რომ ეს სწორედ იმ ნდობის შედეგი მგონია, რომელიც ოდესღაც მან გამოიჩინა ჩემს მიმართ.
*
მეორე კადრი 2008 წლის ზაფხულისაა. საბერძნეთის საზოგადოებრივი ტელევიზიის თესალონიკის ბიუროს დერეფანში ვზივარ და ველოდები, როდის მიმიღებს საინფორმაციო სამსახურის უფროსი. საბუთები ამჯერად უკვე თავად მიჭირავს. არც დედა მახლავს. მაგისტრატურაში ვსწავლობ. ექვსთვიანი პრაქტიკის გავლა აუცილებელია. ჩემი ბერძნული უნივერსიტეტი დიდად არ ითვალისწინებს სტუდენტების სურვილებს პრაქტიკის გასავლელად ორგანიზაციების შერჩევისას, მე კი ტელევიზიაში მინდა, ძალიან მინდა. ამიტომ თავხედობა მყოფნის, აქ ვიჯდე და მთელი ძალით ვუჭერდე თითებს ფაილში სათუთად ჩადებულ სივის.
საბერძნეთში ქართველებს ნამდვილად არ გვაქვს შესაშური რეპუტაცია, ამიტომ ტელევიზიისკენ მიმავალი უარს უფრო ველოდი. კაცმა, რომელსაც დაბალი წვერი და კეთილი თვალები ჰქონდა, ჩემს სივის ყურადღებით გადახედა, რამდენიმე კითხვა დამისვა და ბოლოს მითხრა:
– შეგიძლიათ, ხვალიდან მოხვიდეთ.
მე მისი სახეც მახსოვს, სახელიც და გვარიც. არც არასოდეს დამავიწყდება. უფრო მეტიც – მის ხელმოწერასაც გამოვარჩევ ათას სხვაში. ადამიანმა, რომელსაც კოლეგები გაკვირვებით ეკითხებოდნენ, როგორ აიყვანა პრაქტიკანტად „ქუჩიდან მისული” ქართველი სტუდენტი, ჩემ წინ სრულიად ახალი კარი გააღო. ასეთი ნდობა ზოგჯერ სიყვარულზე მნიშვნელოვანია.
*
შარშანდელი ზაფხულის ერთ მშვენიერ დღეს ჩემთან მოსულ მეგობრებს თან თავიანთი მეგობრები მოჰყვნენ. სანამ მე სამზარეულოში ოლადებს ვაცხობდი (როგორც იშვიათი მოვლენა, ეს აუცილებლად უნდა აღმენიშნა), სტუმრები იმ ოთახში ისხდნენ, სადაც ვმუშაობ. პატარა ოთახია, მაგრამ წიგნების მთელ გორებს იტევს, წიგნებისას, რომლებსაც ვკითხულობ, ვთარგმნი, ტრენინგების ჩასატარებლად ვიყენებ და ასე შემდეგ. იქვეა ჩემი ერთგული ლეპტოპი, მეგობრების ნაჩუქარი განუყრელი ნივთები – საბეჭდი მანქანა და ყვითელი სანათი – და პატარა თარო, სადაც რამდენიმე სუვენირთან ერთად ძალიან სასხვათაშორისოდ დევს ჩემი სადებიუტო წიგნისთვის მიღებული „საბას” სიმბოლოც. ოლადების შიშხინში შორიდან მოისმა ერთ-ერთი სტუმრის შეკითხვა:
– ეს ნამდვილია?
„საბაზე” კითხულობდა. მე ჯერ გამეცინა, მერე კი მივხვდი, რომ ურიგო არ იქნება, ზოგჯერ თვითონაც ვეკითხებოდე საკუთარ თავს: ეს ჯილდოები, წიგნები, რომლებსაც ჩემი სახელი და გვარი აწერია ავტორის ან მთარგმნელის რანგში, ვიზებითა და ბეჭდებით სავსე პასპორტები ნამდვილია? ხომ არ მესიზმრება? წარმოვიდგენი კი ამ ყველაფერს ათი წლის წინ? როგორ მოვედი აქამდე?
კარგად მახსოვს ის დღე, როცა ზვიად კვარაცხელიამ დამირეკა და მითხრა, რომ გამომცემლობა „ინტელექტს” ჩემი ლექსების კრებულის გამოცემა სურდა. დავიბენი. ალაგ-ალაგ ვაქვეყნებდი დიდი პაუზის შემდეგ ხელახლა დაწყებული წერის შედეგად თავმობმულ ლექსებს და მათ წიგნად აკინძვაზე არ ვფიქრობდი. ვერც წარმომედგინა, თუ რომელიმე გამომცემლობას დავაინტერესებდი. პოეზიის გამოცემა დღეს საქართველოში მომგებიან საქმედ არ მიიჩნევა, მით უმეტეს, თუ ავტორი დებიუტანტია და მისი სახელი ბევრს არაფერს ამბობს. მაშინ მივხვდი, რომ მენდნენ, ახლა კი ვხვდები, რომ სწორედ ამ ნდობამ მოიტანა ჩემს ცხოვრებაში ბევრი ცვლილება, ბევრი კარგი დღე, სრულიად ახალი, საუკეთესო ადამიანებიც კი მოიყვანა.
არ ვიცი, ადამიანის ბუნების ბრალია თუ ეპოქის, რომელშიც ვცხოვრობთ, მაგრამ ფაქტია, რომ ერთმანეთის ნდობა, როგორც წვრილმანებში, ასევე დიდი და მნიშვნელოვანი საქმის კეთებისას, იშვიათობადაა ქცეული. ჩვენ კი ისე გვჭირდება ერთმანეთი, ისე გვჭირდება სიხარულისა და ტკივილის გაზიარება, ისე გვჭირდება, დაძაბულობისგან დაცლა და და მეტი ღიმილი, რომ ვერც წარმოგვიდგენია.
როცა პატარა ვიყავი, დედაჩემი ხშირად ამბობდა, რომ შვილთან ურთიერთობისას მისი დევიზია „ენდე და შეამოწმე”. შემოწმებას წინ არაფერი უდგას, მაგრამ მანამდე მთავარია, ძალა გამოვძებნოთ და ერთმანეთს ვენდოთ.
დივერგენტული აზროვნება: როგორ შევუწყოთ ხელი კრეატიულობას საკლასო ოთახში (პირველი ნაწილი)
ლარა
როგორიც არ უნდა იყოს ბავშვობა, მძიმე, ნაცრისფერი, უფერული თუ უსახო, იქიდან მაინც მოგყვება მოგონებები, რომლებიც „შუშის ნამსხვრევივით” ბრწყინავს.