შაბათი, მაისი 2, 2026
2 მაისი, შაბათი, 2026

აზრის ძალა და „ცეცხლი თვალებში“

0
„ყველას, ვისაც გამარჯვება სურს, უნდა დაწვას ყველა ნავი და მოიჭრას უკან დასაბრუნებელი გზები. მხოლოდ ასეა შესაძლებელი ადამიანმა შეინარჩუნოს გამარჯვების მწველი სურვილი, რომელიც ასე არსებითია წარმატებისთვის.
ნაპოლეონ ჰილი

„ცეცხლი თვალებში”

რატომ ხდება, რომ სხვადასხვა ადამიანის მიერ წარმოთქმული ერთი და იგივე სიტყვა განსხვავებულად ჟღერს და მოქმედებს ჩვენზე? ერთ შემთხვევაში, უინტერესო და არაფრისმთქმელია, სხვა შემთხვევაში – განუსაზღვრელი ძალის მქონე… იმდენად ღრმად აღწევს ჩვენში და ისეთ სივრცეებს ეხება, რომ მყისიერად იწვევს ცვლილებას… რა განსაზღვრავს სიტყვის გავლენას და ძალას?

მეტაფორულად მეორე ტიპის ადამიანზე იტყვიან, რომ „ისეთი ცეცხლი აქვს თვალებში, რომ შეუძლია, სხვაც აანთოს…!”

„თვალებში ცეცხლზე” ერთი შემთხვევა გამახსენდა, რომელიც ამერიკულ უნივერსიტეტში მოხდა: გამოსაშვებ საღამოზე მიიწვიეს ერთი მილიარდერი, რომელსაც სიტყვით უნდა მიემართა მანტიებით და ქუდებით შემოსილი სტუდენტებისათვის, რომლებიც მეორე დღიდან ახალ ცხოვრებას იწყებდნენ. დღეს ისინი იყვნენ: ლაღები, თავისუფლები, ჯანმრთელები, ბედნიერები… ხვალიდან – წარმატებული ადამიანები და მენეჯერები… დღეს მხოლოდ მეოცნებეები….

მილიარდელმა სიტყვა ასე დაიწყო: ბევრი წლის წინ მეც თქვენსავით ვიყავი სტუდენტი (ყველა ასე იწყებდა თავის გამოსვლას…).  ბევრი წლის წინ – გაიმეორა ორატორმა, – მე ვიყავი სტუდენტი და მე არაფერი მქონდა… ა რ ა ფ ე რ ი…. ბევრ თქვენგანს დღეს უკვე აქვს მზა სამუშაო, ავტომობილი, ჰყავს გავლენიანი მშობლები… მე კი  ა რ ა ფ ე რ ი არ მქონდა… არაფერი! მე მქონდა დიპლომი და ცეცხლი თვალებში. და ეს ცეცხლი შესაძლოა, იმისგან მქონდა, რომ მე არაფერი მქონდა…. გავიდა დრო… ახლა მე მაქვს ყველაფერი და თვალებში ცეცხლი ისევ დამრჩა!

აი, ახლა კი ვდგავარ თქვენ წინ, გიყურებთ და ვერცერთის თვალებში ვერ ვხედავ ასეთ ცეცხლს. თუ თანხებში გადავიყვანთ, ასეთი თვალებით თქვენი შემოსავალი წელიწადში შეიძლება იყოს 100 000 დოლარი. მე მილიარდერი ვარ… რაზე ველაპარაკო ადამიანებს, რომელთა შემოსავალი წელიწადში მხოლოდ 100 000 დოლარით შემოიფარგლება? – არაფერზე! ამიტომ მე გემშვიდობებით და მივდივარ…
ჰო, მართლა… ორგანიზატორებმა მთხოვეს, რომ გამოსვლა პოზიტიურ ნოტაზე დამესრულებინა: წარმატებებს გისურვებთ!
ახალგაზრდებს ეგონათ, რომ ეს ორატორის ტრიუკი იყო, რომ ის ისევ დაბრუნდებოდა და გააგრძელებდა სიტყვას… მაგრამ ეს ასე არ მოხდა… მილიარდერმა თავისი სათქმელი მოკლედ და კონკრეტულად თქვა და სცენა დატოვა…
რას იფიქრებდით, თქვენ რომ იმ გამოსაშვებ საღამოზე ყოფილიყავით? აუცილებლად დაინტერესდებოდით, მაინც რას ნიშნავს ასეთს: „ცეცხლი თვალებში”?
ჯინი, რომელიც ყოველთვის „გისმენთ და გემორჩილებათ…”

რას ნიშნავს პოზიტიურად აზროვნება?  ადამიანებმა რომ იცოდნენ, საკუთარი თავის ანატომია, რომელიც ცხოვრებისეულ მოვლენებს განსაზღვრავს, ალბათ უფრო ფრთხილები და მიზანმიმართულები იქნებოდნენ ფიქრისა და ოცნების დროს. წარმოიდგინეთ, რომ მართავთ მანქანას და მართვის არაფერი გაგეგებათ… ძალიან მალე თქვენ გადაიჩეხებით. ასეა, ადამიანიც მრავალგანზმილებიანი მანქანაა და ჩვენ კი მხოლოდ მისი ზედაპირული მართვა ვიცით. მაგალითად, ის, რომ მანქანის გადასაადგილებლად საჭიროა კვება, ძილი, სექსი და ასე შემდეგ. მაგრამ ის, რომ მას ყოველთვის სასურველ ადგილას არ მივყავართ, უფრო ღრმა მართვის სფეროა.

ზღაპრები, იგავები, მითები – ჩვენი არაცნობიერის ცოცხალი შემადგენელი ნაწილებია. ისინი, გარდა იმისა, რომ რაღაც კონკრეტულზე გვიყვებიან, ყოველთვის უფრო ღრმა აზრის და მნიშვნელობის მატარებელნი არიან. მაგალითად, ყველას გახსოვთ ალადინის და მისი ლამპის ზღაპარი. ფსიქოლოგები ლამპიდან ამოსულ ჯინს არაცნობიერის მეტაფორად განიხილავენ. ეს განხილვა კარგად ხსნის პოზიტიური აზროვნების ძალასა და გავლენას ჩვენს ცხოვრებაზე.

ჩვენი ცნობიერის და არაცნობიერის ენა განსხვავებულია. ცნობიერი, ე.წ. დუალისტური სამყაროს მკვიდრია, მან იცის – ჰოც და არაც… მაგრამ არაცნობიერი, რომელიც ყველაფერს ისმენს, სრულიად განსხვავებულად რეაგირებს ჩვენს აზრებზე, სურვილებსა და ემოციებზე. ის ყველაფერს, რაც ცნობიერში მიმდინარეობს, ეუბნება: დიახ… და არა მხოლოდ ეუბნება… ასრულებს მას! სწორედ ამიტომ არის გაიგივებული ჯინი არაცნობიერთან. ის თავის პატრონს  ყოველთვის ეუბნება: „გისმენ და გემორჩილები…”

და როგორ ფიქრობს უმეტესად ადამიანი? რა თქმა უნდა, მისი ცნობიერი გადავსებულია იმით, რაც არ მოსწონს, რაც არ უნდა, რისიც არ სჯერა, რისიც ეშინია…. ანუ ნეგატივით. ამ დროს კი ჯინი, რომელიც ყოველთვის თქვენს მხარზე ზის, თქვენს ნეგატიურ სურვილებს ეხმიანება და ასრულებს… ეს მითების და ზღაპრების ენაზე.

იმავეს ამბობს კვანტური ფიზიკა განსხვავებულ ენაზე: აზრი მატერიალურია, მსგავსი იზიდავს მსგავს ენერგიას. ყურადღების კონცენტრირება (დამკვირვებლის ეფექტი) რაიმეზე სრულიად  ცვლის მას… და, რაც მთავარია, ყოველთვის შეგიძლიათ დაბრუნდეთ „სუპერპოზიციაში” და შესაძლებლობათა ოკეანიდან გააკეთოთ ახალი არჩევანი…

ასე რომ, პოზიტიური აზროვნება არ ნიშნავს, რომ ცხოვრებაში არ შეამჩნიოთ ნეგატივი, ან უსიამოვნო ფაქტი ისე მიიღოთ, როგორც სასურველი… პოზიტიური აზროვნება ნიშნავს დამოკიდებულებას ფაქტისადმი… რომ პოზიტიური  ცვლილებები მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, როდესაც ფიქრობ (საუბრობ და ავრცელებ) სასურველ რეალობაზე და არა იმაზე, რაც არის და არ მოგწონს…

აზრი ყოველთვის ცოცხალია და არსებული… აზრის ფორმები ყოველთვის ვიბრირებს ჩვენ სიახლოვეს და აქვს უნარი მატერიალიზდეს, თუკი თქვენი აზრები იმ ცეცხლით იკვებება, რომელიც ფიქრისას თვალებში გენთებათ.

თუ თქვენ ატარებთ ასეთ აზრებს: რა საშინელია ცხოვრება; ამ ქვეყანას არაფერი ეშველება; ხომ ვამბობდი; ამ საქმიდან არაფერი გამოვიდოდა და ასე შემდეგ… თქვენს მხარზე შემომჯდარი ჯინი, რომლის არსებობის შესახებაც, შესაძლოა, არც იცით, ისმენს ამ ყველაფერს და ნებისმიერ აზრზე გპასუხობთ: დიახ!

ანუ ასეთ შემთხვევაში, მას ჰგონია, რომ თხოვთ იმას, რაზეც და როგორც ფიქრობთ და გისრულებთ… „დიახ… გისმენთ და გემორჩილებით”.

ერთი შეხედვით ძალიან ადვილია: შეცვალოთ ფიქრის ფოკუსი, სხვა არაფერი. და ამის შემდეგ დააკვირდეთ, როგორ შეიცვლება თქვენი ცხოვრება!

ვისთვისაც ზღაპარი მხოლოდ ზღაპარია, მისთვის არაფერი არ შეიცვლება, ხოლო ვინც ჩასწვდება ამ მარტივ ანატომიას, მისთვის რეალობა ზღაპრად გადაიქცევა…

წარმატებებს გისურვებთ!

საინფორმაციო ტექნოლოგიების (ბუკი) გამოყენება პროექტული სწავლების მაგალითზე

0
 სტატიაში განხილულია ბუკის, როგორც სასწავლო რესურსის გამოყენების ეფექტურობა მეორე კლასში.  აღწერილია ბუნების კვლევის პროცესში მოსწავლეების მიერ ელექტრონული რესურსების შექმნის სტრატეგია, როგორც საკლასო ოთახში, ასევე სკოლის მიღმა. წარმოდგენილი მეთოდი შეიცავს ისტ-ის, სასწავლო პროექტისა და მოსწავლეზე ორიენტირებული შეფასების მეთოდების ერთობლივ გამოყენებას რამდენიმე გაკვეთილის განმავლობაში. განხილულია პროექტებით სწავლების გავლენა მოსწავლეთა მოტივაციასა და ჩართულობაზე, მისი როლი გამჭოლი  კომპეტენციებისა და 21- ე საუკუნის უნარების  განვითარებაზე.

საკვანძო სიტყვები: დაწყებითი საფეხური, ისტ-ი, სასწავლო პროექტი
    თანამედროვე  ტექნოლოგიების  განვითარების სწრაფი ტემპი ახალი გამოწვევების წინაშე აყენებს  საგანმანათლებლო სისტემას.  ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი  ტექნოლოგიების გამოყენების თვალსაზრისით სწავლება-სწავლის  ხარისხის ამაღლებაა. მასწავლებელმა ზუსტად უნდა დაინახოს და განსაზღვროს გამოსაყენებელი ტექნოლოგიების როლი,  ადგილი  და კავშირი  განათლების მიზნებთან.  აქცენტი გადატანილი უნდა იყოს ტექნოლოგიების სწორ გამოყენებაზე.

განათლების ეროვნული მიზნები (2004) თანამედროვე სკოლას მიზნად უსახავს ისეთი მოსწავლეების აღზრდას, რომლებსაც შეეძლებათ თანამშრომლობა და ადაპტირება სწრაფად ცვლად გარემოსთან, ორიენტირებულები იქნებიან წარმატებასა და უწყვეტ განვითარებაზე.  სწორედ ამგვარი ამოცანის შესრულებაზეა მიმართული სასწავლო პროექტები. ის არის კონკრეტული პრობლემის მოგვარებისკენ ან ინიციატივის განხორციელებისკენ მიმართული მრავალმხრივი სამუშაო, რომელიც უზრუნველყოფს მოსწავლეთა კვლევითი, შემოქმედებითი, თანამშრომლობისა და კომუნიკაციური უნარ-ჩვევების განვითარებას. პროექტზე მუშაობა მოიცავს დაგეგმვას, კვლევას, პრაქტიკულ აქტივობასა და შედეგების წარმოდგენას არჩეული საკითხის შესაბამისად. ეს მეთოდი საშუალებას იძლევა, სწავლა-სწავლება გახდეს აქტიური და მიზანმიმართული. პრობლემის გადაჭრის ან ინიციატივის განხორციელებისკენ მიმართული მრავალმხრივი სამუშაო, ხელს უწყობს მოსწავლეს მოტივაციის ამაღლებაში, საგნობრივი ცოდნის გაღრმავებასა და ამ ცოდნის პრაქტიკული გამოყენებისთვის საჭირო უნარების განვითარებაში. ამ უნარების განვითარებაზე ზრუნვა დაწყებითი კლასებიდან უნდა დაიწყოს. ამის გამოა, რომ სწავლების დაწყებით საფეხურზე ტექნოლოგიების გამოყენების მნიშვნელობა გაიზარდა.

2011 წლიდან საქართველოს ყველა საჯარო სკოლის პირველკლასელი სახელმწიფოსგან საჩუქრად იღებს ბუკს. დაწყებითი კლასების მასწავლებლებს საშუალება აქვთ  ძალიან საინტერესოდ და ეფექტურად  წარმართონ საგაკვეთილო პროცესი ბუკის გამოყენებით. დაინერგოს პედაგოგიკის ინოვაციური მეთოდები: ინტერაქტიური, პროგრამირებული, განვითარებადი, სწავლა თამაშით, პროექტების შექმნა და სხვა.

 მკვლევრები გამოყოფენ ბუკის გამოყენების რამდენიმე უპირატესობას (საგანმანათლებლო ტექნოლოგიების თანამედროვე ტენდენციები –  მერაბ ლაბაძე):

1. შესაძლებელია მოსწავლეთა ინდივიდუალური სასწავლო საჭიროებების სწრაფად და ეფექტიანად დადგენა. შესაბამისად, მომდევნო დავალებებში ყურადღება მახვილდება სუსტი მხარეების აღმოფხვრასა და გაუგებარი საკითხების  ათვისებაზე.
2. შესაძლებელია მოსწავლეთა ცოდნის შეფასება უფრო ხშირად მოხდეს ელექტრონული ტესტირების გამოყენებით.
3. ინდივიდუალური კომპიუტერებით შესაძლებელია მულტიმედია სასწავლო რესურსზე ყველა მოსწავლის წვდომის უზრუნველყოფა. პრაქტიკული დავალებების ერთდროულად შესრულება და შედეგების მყისიერი დაფიქსირება.
4. ინდივიდუალური მოწყობილობა აადვილებს თანამშრომლობას და ცოდნის გაზიარებას მოსწავლეებს შორის.
5. ინდივიდუალური სასწავლო გარემო  ხელს უწყობს შემოქმედებითობის განვითარებას.

   სასწავლო პროექტისა და ისტის ერთობლივი გამოყენებით ჩატარებული გაკვეთილი ამაღლებს მოსწავლის მოტივაციას, ავითარებს შემოქმედებით უნარებსა და სასწავლო პროცესი უფრო ხალისიანი ხდება. 

სასწავლო პროექტი ისტ-ის გამოყენებით

სასწავლო პროექტის მიზანი ცოდნის გაღრმავებაა. ის საშუალებას იძლევა მოსწავლეებმა განივითარონ ისეთი უნარები, რომლებიც მას გაუადვილებს სამყაროს კრიტიკულ შემეცნებასა და შეფასებას. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როდესაც ხდება ბუნებისმეტყველების, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნებისა და ქართული ენისა და ლიტერატურის ინტეგრაცია.

 

გთავაზობთ სასწავლო პროექტს  – ოქროსფერი შემოდგომა

საგანი: ბუნებისმცოდნეობა, ქართული ენა და ლიტერატურა,   სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება
მეორე კლასი
მიზანი: მოსწავლეებმა გაიღრმავონ ცოდნა მოცემულ თემასთან დაკავშირებით. შეძლონ: სეზონისთვის დამახასიათებელი ნიშნების ამოცნობა;  ინფორმაციის მოძიება, დამუშავება  და ანალიზი; იმ ცვლილებების აღწერა და შედარება, რომელსაც განიცდიან მცენარეები, ცხოველები და ფრინველები სეზონის მიხედვით;  წერილობითი ტექსტების შექმნა;  დაკვირვების შედეგად მიღებული შთაბეჭდილებების აღწერა; ცოდნის გამოყენება სხვადასხვა კონტექსტში. 21-ე საუკუნის უნარებისა და ე.ს.გ.-ით მოცემული  გამჭოლი პრიორიტეტული კომპეტენციების  განვითარების ხელშეწყობა.

გთავაზობთ ტექნოლოგიების გამოყენებით  განხორციელებული  აქტივობების თანამიმდევრობასა და აქტივობის შერჩევის მიზნებს. 

მოტივაციის ამაღლებისა და თემის უკეთ გააზრების მიზნით, კონკრეტულ საკითხებზე საბაზისო ინფორმაციის მისაწოდებლად და მსჯელობის გასამართად მოსწავლეებმა ნახეს 3-წუთიანი ფრაგმენტი ვიდეოსი ,,ვაზი ყურძენი”. ფილმის ჩვენების შემდეგ იმსჯელეს ვაზის მნიშვნელობასა და ყურძნის სამკურნალო თვისებებზე. ამავე გაკვეთილზე მოსწავლეები დეტალურად გაეცნენ, რა უნდა გაეკეთებინათ სამომავლოდ.

ყველაზე მთავარი კი მათ მიერ განხორციელებული ერთგვარი კვლევა იყო, რომელიც რამდენიმე კომპონენტს შეიცავდა:
) ფოტოგრაფირება – მოსწავლეები  მასწავლებელთან  ერთად გავიდნენ სკოლის ეზოში და ბუკის ვებკამერის გამოყენებით თვის დასაწყისში გადაიღეს ბლის ხე, სახლში კი – ვაზი და ატმის ხე. ერთი თვის შემდეგ მათ იმავე ხეებს გადაუღეს ფოტოები. ფოტო კოლექციის შექმნაში მონაწილეობდნენ მოსწავლეები და მასწავლებელი. 
ბ) შედარება – მოსწავლეები იყენებენ word-ის  ინსტრუმენტებს, მათ შეასრულეს შემდეგი დავალება: მასწავლებლის მითითებით ვორდის  ფურცელზე  ერთმანეთის გვერდით ჩასვეს ერთი თვის ინტერვალით გადაღებული ერთი და იმავე ობიექტის ფოტოები. მოსწავლეები აკვირდებოდნენ სურათებს და ადარებდნენ ერთმანეთს.  უპასუხეს მასწავლებლის კითხვებს: რა განსხვავებას ხედავთ თვის დასაწყისში და თვის ბოლოს გადაღებულ სურათებში? რა ფერები ჭარბობს  ბოლოს გადაღებულ სურათებში? რა დაემართა ფოთლებს? როგორ შეიცვალა ამინდი? როგორ შეიცვალა ბუნება?  დაკვირვების  შედეგად  აკეთებდნენ დასკვნებს. კვლევის გზით მიიღეს მნიშვნელოვანი ცოდნა და გამოცდილება.
გ) ინტერვიუ – მოსწავლეთა ჯგუფებმა შეადგინეს კითხვები: როდის იკრიფება ყურძენი? როგორი ტრადიცია უკავშირდება რთველს? როგორ და რისგან აკეთებენ ჩურჩხელებს? როგორ აბინავებთ მოსავალს? ახლობლებისგან (მშობლებისგან, მეზობლებისგან, ბებიებისგან, პაპებისგან) ბუკის ვებკამერის გამოყენებით ჩაიწერეს ვიდეოინტერვიუები შემოდგომის საქმიანობასა და ტრადიციებზე. ვიდეოების ჩაწერისას მოუწიათ რამდენიმე დუბლის გამეორება. მოსწავლეები ერთმანეთს უზიარებენ გამოცდილებას, ასწავლიან ახლადშესწავლილ ოპერაციებს, რაც   ურთიერთსწავლების და თანამშრომლობის საფუძველია. მოსწავლეების მიერ შექმნილი ვიდეომასალის გაზიარება ხდებოდა საკლასო ოთახში კლასის მართვის პროგრამაში  ეკრანის  გაზიარების  საშუალებით. 

დ) ნამუშევრების შექმნა პროგრამა paint-ში – მოსწავლეებმა იციან მოცემული სახატავი რედაქტორის ინსტრუმენტები და იყენებენ მას ნამუშევრების შექმნისას. მათ გამოიყენეს აღნიშნული პროგრამა და ხელოვნების გაკვეთილზე დაკვირვების საფუძველზე  მიღებული  შთაბეჭდილებები  ასახეს ნახატებში თემაზე ,,ბუნებამ ფერი იცვალა’’.

შეფასება:მოსწავლეთა შეფასებისთვის შეიძლება გამოვიყენოთ:

ა) კროსვორდი,  რომლის  შევსება  შესაძლებელია ბუკში. გთავაზობთ კროსვორდის ნიმუშს:
1. მგალობელი ფრინველი, რომელიც ზამთარს ჩვენტან ატარებს.
2. სინათლისა და სითბოს ბუნებრივი წყარო.
3. შემოდგომის შემდეგ დგება…
4. წელიწადში არის  ოთხი… 
5. რა  ჰქვია მოსწავლეების დასვენებას?
6. ყურძნის წვენი.
7. შემოდგომის თვე. 
8. ღვინის შესანახი ადგილი.
9. გემრიელი ნუგბარი, რომელსაც აკეთებენ თათარითა და ნიგვზით
 
ბ) ელექტრონული ტესტები;  გთავაზობთ ტესტის  ნიმუშს:

  
გ) მოთხრობის წერა  თემაზე ,,შემოდგომა ჩემს სოფელში”.
გთავაზობთ ერთი მოსწავლის მიერ დაწერილ მოთხრობის ნიმუშს:
,,ხეებს ფოთლები უყვითლდებათ და ძირს ცვივა.  ყველა ხილი იკრიფება. დღე დაპატარავდა. ყველგან ყურძენს კრეფენ. ბებიები ჩურჩხელებს აკეთებენ. კაკალს ბერტყავენ. აცივდა”.
მოსწავლეებმა შეთავაზებული  ხერხებიდან აირჩიეს  მხოლოდ ერთი. ნაწილმა შეავსო კროსვორდი, რომელიც გადავუგზავნე კლასის მართვის პროგრამაში ფაილების გავრცელების საშუალებით, ნაწილმა  წერა ელ.ტესტები  იმავე პროგრამაში, ნაწილმაკი- თემა.
პროექტის ბოლოს შეავსეს თვითშეფასების რუბრიკა.  გთავაზობთ რუბრიკის ნიმუშს.
 
კრიტერიუმები   
1.აქტიურად ვიყავი ჩართული ჯგუფის  მუშაობაში
  
2.ვიცავდი ჯგუფში მუშაობის წესებს
  
3.ჩემი მოსაზრება იყო მნიშვნილოვანი
  
4.ვიყავი ორგანიზებული
  
5.ჯგუფის პრეზენტაცია იყო  ორიგინალური   
6.დაცული იყო დროის ლიმიტი 
მეთოდის ეფექტურობა
ისტ-ის დახმარებით სასწავლო პროექტის განხორციელება მოსწავლეთა მოტივაციის ზრდის ძლიერი ინსტრუმენტია. სტატიაში აღწერილი მეთოდი უზრუნველყოფს ყველა მოსწავლის ჩართვას სასწავლო პროცესში. ისინი დამოუკიდებლად ასრულებენ  დავალებებსა და სავარჯიშოებს კომპიუტერული პროგრამების გამოყენებით, წარადგენენ საკუთარ ნამუშევარს. ინდივიდუალურ სამუშაოსთან ერთად ამ მიდგომის ეფექტურობაა ჯგუფური სამუშაო და სასწავლო აქტივობები საკლასო ოთახის მიღმა. მოსწავლეებმა ისწავლეს თავისი ასაკობრივი ჯგუფისათვის  შესაბამისი ციფრული  ფორმატის  პროდუქტის  შექმნა, ამ გზით ვითარდება მათი შემოქმედებით უნარები.
  ამრიგად,  ისტ-ი სწავლების დაწყებით საფეხურზე მასწავლებლისთვის უნიკალური დამხმარე საშუალებაა. რომლის გამოყენება ხელს  უწყობს  მოსწავლეებში  ეროვნული  სასწავლო  გეგმით   გათვალისწინებული   შედეგების მიღწევას, მედია   და ციფრული წიგნიერების დონის ამაღლებასა და შემოქმედებითი სააზროვნო უნარების განვითარებას. 

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ სკრის საჯარო სკოლის 

დაწყებითი კლასების მასწავლებელი

მუდმივი ელექტრული დენი. გაგრძელება

0

თუ დენის წყაროები
ერთმანეთს ერთნაირნიშნიანი მომჭერებით უერთდება, იმ უბანზე, რომელიც შეიცავს კენტი
რაოდენობის წყაროს, ძაბვა ტოლი იქნება ერთი დენის წყაროს ე.მ.ძ–ისა, ხოლო იმ უბანზე,
რომელიც ლუწი რაოდენობისას შეიცავს, ძაბვა
ნულის ტოლი იქნება.

ვრცლად

ოჯახური ტრადიცია – მასწავლებელი. მამის კვალზე

0
ნოემბრის სუსხს გაუუკაცურებია ისედაც შეთხელებული სოფლები.  კვამლსცაში კერიის ამბები ააქვს. 
დროდადრო ირმას ვურეკავთ: ჩანგრეულ ბოგირთან ვართ, რა ვქნათ? 

 უკან ვბრუნდებით და ბაზალეთის კომპლექსის გაყოლებით მიმავალ  შემოსავლელ გზას ვადგებით. 
ისევ კონსულტაცია: მიტოვებული კორპუსი რომ არის…  

აღმა სიარულში ბაზალეთის ტბა ქვევით დარჩა. ქარი ჭალასა და მღვრიე ტბის ტალღებს ათამაშებს. სოფელ მლაშეში ადამიანები გამოჩნდნენ და გავიხარეთ – სწორ გზაზე ვყოფილვართ. გაგვიმართლა: მშრალი ამინდია, თორემ აქ გავლა გაგვიჭირდებოდა. ძველი, აგურით ნაგები ეკლესია გვენიშნა და მაინც მოფახფახებული ,,სამასვალის” პატრონთან დავაზუსტეთ სკოლის გეზი.  გამოველაპარაკეთ კიდეც, ხიდი ჩაგნგრევიათ, როდემდე აპირებთ ასე ყოფნასო…

– ვინ არის პატრონი, ვის სცალია მაგ ხიდისათვის, მაღაზია ჩვენ არ გვაქვს და არაფერი… ყველაფერს შორიდან ვეზიდებით, რვა თვეა ეს გზაც ასე გაგვიგრძელდა… – ჯიბიდან შემოთავაზებულ დაკროლილ კაკლებს სამდურავი ამოაყოლა მძღოლმა.

დაღმართი, ისევ აღმართი და ბექობის თავში მსოფლიო ბანკის დაფინანსებით აგებული პატარა შენობა კოხტად და თავმომწონედ გამოიყურება ძველი, დამწვარი სკოლისა და ჯანჯღარ-ჯანჯღარით გავლილი გზის ფონზე.

საკრამულში ვართ, საკრამულის საჯარო სკოლაში. გამართული ინფრასტრუქტურის პირობებში, თბილისიდან 30-40 წუთის და არსებულ რეალობაში, ორჯერ მეტის სავალზე.

– გაბრუვდით?- ეღიმება ირმას, – ჩვენ ხან დღეში ორჯერ გვიწევს მაგ გზაზე სიარული. მობრძანდით, მობრძანდით ჩვენს ბავშვებთან. 

სამოქალაქო განათლების გაკვეთილის თემა აქტიურ მოქალაქეობას შეეხება… კლასში სულ ათი-თორმეტი მოსწავლეა. ფანჯარაში შემოდგომის პეიზაჟი გაშლილა. გაკვეთილი იწყება  და გავიწყდება ინფრასტრუქტურაც, უკან გასავლელი მძიმე გზაც, კმაყოფილება ფარავს ყველაფერს. დინამიკური სასწავლო პროცესი გაჯერებულია ინტერაქტიული მეთოდებით, თეორიული საკითხების ცხოვრებასთან დაკავშირების მაგალითებით, ღია, თავისუფალი კითხვებითა და პასუხებით.  ,,სიტყვების კედელს” ახალი ტერმინები ემატება… ბოლოს, საკლასო პროექტზე იწყებენ მსჯელობას, სკოლის ბიბლიოთეკის გადასახალისებლად მაკულატურის შეგროვებას გეგმავენ. ზარი ირეკება, მეათეკლასელები გვემშვიდობებიან.

– ისეთი ბავშვები გვყავს, იმსახურებენ ახალ წიგნებს, ისე მოწყვეტილები ვართ ყველაფერს. შუაში ბიჭი რომ იჯდა, სადაც დაინახავთ წიგნს კითხულობს, შესვენებაზე, თავისუფალ დროს, ხომ მოუსმინეთ, როგორ მსჯელობს ყველაფერზე… ახლა ჩვენი სკოლიდან სამი ბავშვია კომპიუტერის მიღების კანდიდატი. საერთაშორისო ასპარეზზე ჩვენი გოგონა-ნიჩბოსნების შედეგები თავის მოწონების უფლებას გვაძლევს. დაწყებითის პედაგოგები ჩართულნი არიან ,,ჯიპრაიდის” პროექტში, ჩვენი სკოლა სამოქალაქო განათლების პროგრამა ,,მომავლის თაობის” პარტნიორია და ახლა ჩვენმა პროექტმა ,,მცირე გრანტის” კონკურსში გაიმარჯვა, – გვიყვება ირმა.

ირმა ხოსროშვილი ამ სკოლის დირექტორი, გეოგრაფიის და სამოქალაქო განათლების მასწავლებელია. საკრამული მისი პატარა სამყაროა.  ამ სამყაროს გული აქ,  სკოლაში ცემს. სულ სამოცდახუთი მოსწავლეა, სოფელი სახვალიოდ მათ შესცქერის. უფრო სწორად – ოთხი სოფელი.

– აქ დავიბადე, აქ გავიზარდე, აქვე დავოჯახდი … დირექტორის ვაკანსიისათვის გასაუბრებაზე რომ გავდიოდი, მხოლოდ ეს სკოლა დავასახელე. როგორ სხვაგან არ იმუშავებთო? არა და ვერა-მეთქი. სხვამ რომ გაჯობოსო? მასწავლებლად დავრჩები-მეთქი. 

– ბავშობიდანვე გინდოდათ მასწავლებლობა? 

– ასე გამოდის, მეც და ჩემმა დამაც ოჯახური ტრადიცია გავაგრძელეთ. მამაჩემი ამ სკოლის ისტორიის მასწავლებელი, სასწავლო ნაწილი და შემდეგ დირექტორი იყო.  ისე მოხდა, 2010 წლიდან მე დირექტორი ვარ და ის მასწავლებელია. ჩემი დაც დაწყებითის პედაგოგია. ჩემმა უფროსმა შვილმა იურისტობა ამჯობინა, უმცროსსაც სულ სხვა მიზნები აქვს. ჯერჯერობით, ახალი თაობა არ ინტერესდება ამ პროფესიით. ამას თავისი მიზეზები აქვს. როგორი დაღლილი და დაძაბულიც გინდა იყო, ამ ბავშვებთან, გაკვეთილზე თავს ვერ მისცემ უფლებას, რომ იმის მაქსიმუმი არ მისცე, რაც შეგიძლია.  

ირმას მამამ,  აკაკი ხოსროშვილმა რომ იტყვიან, რკინის ქალამანი ჩაიცვა და  ახალი შენობის დაგეგმვას მიაღწია. სოფელი იცლებოდა. ძველ ავარიულ შენობაში იყო საბაზო სკოლა, თანდათან მცირდებოდა მოსწავლეთა რაოდენობა. ბევრი მათგანი სწავლის გაგრძელებას ვეღარ ახერხებდა. ძნელი იყო დიდ მანძილზე, უტრანსპორტობისა და მკაცრი ზამთრის პირობებში ბავშვის სხვა სკოლაში გაშვება… სრული სკოლის არქონა ამ ოთხი სოფლის მიგრაციის დაჩქარებას ნიშნავდა. მართლაც ახალი სკოლის პირობებში კონტიგენტმა იმატა, ცხრა კლასის მერე შინ დარჩენილმა ბავშვებმაც გააგრძელეს სწავლა.

– ქალაქი, კომფორტული გარემო ყველას მოსწონს, მაგრამ სოფელსაც უნდა პატრონობა. ჩვენ გვიყვარს აქაურობა და ეს გვაძლებინებს. სკოლაში ორ პედაგოგს გვაქვს უფროსი მასწავლებლის სტატუსი. ყველას უნდა, ჩაერთოს სხვადასხვა აქტივობებში პროფესიული განვითარებისათვის, მაგრამ უგზოობისა და უტრანსპორტობის გამო, ძალიან უჭირთ. მაინც უნდა ვეცადოთ, რადგან ხარისხიანი სასწავლო პროცესი სხვაგვარად არ მიიღწევა. როგორც ყველა ბავშვი, ჩვენი ბავშვებიც იმსახურებენ ასეთ სკოლას, მასწავლებლებს, – იღიმება ირმა, – იცით, როგორი ბავშვები გვყავს? დიდებივით ფიქრობენ: წინა კვირაში პენსიაზე გასული მარტოხელა მასწავლებლის მონახულება გადაწყვიტეს, დაგეგმეს, შეასრულეს. იმ ადამიანს ისეთი დიდი სიხარული და სითბო განაცდევინეს, რომ  უფროსებს გაგვიკვირდა – ჩვენ როგორ არ მოვიფიქრეთ ასეთი რამ. მიბაძვას კი ვაპირებთ, ჩვენც ვგეგმავთ უფროსი თაობის კოლეგების მონახულებას.

– ირმა, ძნელი არ არის ჯერ მასწავლებლის, დირექტორის შვილობა, მერე მამის, დის, ყოფილი მასწავლებლების დირექტორობა, შვილების დირექტორობა?

–  როგორ გითხრათ? აქ სოფელია, ყველა ერთმანეთის ავ-კარგით ვცხოვრობთ და ყველა ბავშვის მიმართ მშობლიური განცდა მაქვს. რაც შეეხება მამაჩემს, ის ახლაც მაძლევს რჩევა-შენიშვნებს: საკვამურები ასე არ უნდა დაგეყენებინაო; ეს სახელურები ასე აჯობებდაო. ურთიერთობაში რაიმე სირთულეები არ მიგრძნია… ჩემსა და თავის საქმეზეა შეყვარებული… ასე რომ სკოლა, მასწავლებლობა ჩვენთვის ოჯახური ტრადიციაა, ვნახოთ უმცროსებიდან რომელიმეს თუ გავიყოლებთ…

ნოემბერის სუსხისთვის მზეს კალთა შეუკეცავს. შემოდგომის ფოთლები ქარს დამგზავრებიან. აღმართ-დაღმართები მეორდება.  უფრო მალე გამოვედით,  ეგრეთ წოდებულ, სამხედრო გზაზე. წუთი და წამი გაახლოებს უცნაურად გაზრდილ დედაქალაქთან, რომელიც ასეთ პატარ-პატარა სამყაროებს ჩაყლაპვით ემუქრება…

მანძილი (ნაწილი I)

0
ინტერვალები: დიატონური და ქრომატული
დაიცავით დისტანცია! ეს წესი სასარგებლოა მძღოლებისათვის, სიყვარულის მაძიებლებისთვის კი – მავნებელი. ჩვენი დღევანდელი საუბრის თემა მანძილია. მანძილი მუსიკაში.
 
ოდესმე პიანინოზე შემთხვევით მაინც თუ შეხებიხართ წყვილ კლავიშს, დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ საქმე ინტერვალთან გქონიათ.

ნებისმიერი მუსიკალური ნაწარმოების გასაგებად და აღსაქმელად მუსიკალური თეორია უნივერსალური გასაღებია. ნოტებს შორის მანძილის ანუ ინტერვალების ათვისება ერთ-ერთი პირველი საფეხურია მუსიკალურ თეორიაში – აკორდები ხომ სწორედ ინტერვალებისგან იგება. გარდა ამისა, ინტერვალები სმენის განსავითარებლადაც შესანიშნავი საშუალება გახლავთ. 

გადავხედოთ ინტერვალებს, დავახარისხოთ და ისე მოვაწესრიგოთ, რომ მომავალში მათთან დაკავშირებული სირთულეები აღარ შეგვექმნას.

ინტერვალების სწრაფად აგება არ არის ადვილი, ამისთვის განსაკუთრებული წესები და ფორმულები არსებობს. ცნობილია ორი სახის ინტერვალები: მარტივი (8 ინტერვალი) და რთული (7 ინტერვალი). თუ ინტერვალი ოქტავას სცდება, მას რთულ შემადგენელ ინტერვალს ვუწოდებთ. ვინაიდან ყველაზე ხშირად მარტივი ინტერვალებით ვსარგებლობთ, წერილში რთულ ინტერვალებს არ შევეხები (ანუ ოქტავის ზედა ზღვარს არ გავცდები), – იმ ინტერვალებს, რომლებსაც არნოლდ შონბერგი აქტიურად მიმართავდა თავის ატონალურ მუსიკაში. 

მუსიკალურ თეორიაში სიტყვა „ინტერვალს” (ლათ. intervallum – მანძილი) მაშინ ვიყენებთ, როცა ორ ნოტს შორის ბგერის სიმაღლის სხვაობაზე ვსაუბრობთ. ინტერვალი არის მანძილი ერთი ნოტიდან მეორემდე ანუ ორი თანმიმდევრულად ან ერთდროულად აღებული ბგერის (ნოტის) ურთიერთშეფარდება. ინტერვალის ქვედა ბგერას ფუძე ეწოდება, ზედას – მწვერვალი. 

ინტერვალი ჰარმონიულია, თუ ორი ნოტი ერთდროულად ჟღერს, ხოლო თუ მიმდევრობით (რიგრიგობით) – მელოდიური. ჰარმონიული და მელოდიური ინტერვალების თვისება ორი პარამეტრით განისაზღვრება, ანუ ორი სიდიდე აქვს: საფეხურებრივი (რაოდენობრივი) და ტონობრივი (ხარისხობრივი). 

ახლა გავარკვიოთ, როგორ შეიძლება ამ მანძილის გაზომვა: 

1.ინტერვალში შემავალი საფეხურების რაოდენობას საფეხურებრივი სიდიდე ეწოდება (ინტერვალში შემავალი საფეხურების რაოდენობით გამოიხატება).
2.ინტერვალში შემავალი ტონების რაოდენობას ტონობრივი სიდიდე ეწოდება (ინტერვალში შემავალი ტონების რაოდენობით გამოიხატება).
საფეხურებრივი სიდიდე აღინიშნება ლათინური სიტყვებით: პრიმა, სეკუნდა, ტერცია, კვარტა, კვინტა, სექსტა, სეპტიმა, ოქტავა – და შესაბამისი რიცხვებით: 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8 (რიცხვითი სახელები აღნიშნავს, მერამდენე საფეხურია ინტერვალის ქვედა ბგერა ზედას მიმართ). პრიმა აღინიშნება ასე – (1), სეკუნდა – (2), ტერცია – (3), კვარტა – (4), კვინტა – (5), სექსტა – (6), სეპტიმა – (7), ოქტავა – (8). 
ტონობრივი სიდიდე აღინიშნება სიტყვებით: წმინდა, დიდი, პატარა, გადიდებული, შემცირებული, ორჯერ გადიდებული და ორჯერ შემცირებული; გამოისახება ტონებით: 0 ტ. 0,5 ტ. 1 ტ. 1,5 ტ. 2 ტ. 2,5 ტ. 3 ტ. 3,5 ტ. 4 ტ. 4,5 ტ. 5 ტ. 5,5 ტ. 6 ტ. (ტონობრივი სიდიდე აღნიშნავს, რამდენი ტონი თავსდება ინტერვალის ქვედა ბგერიდან ზედამდე).
ამრიგად, ინტერვალის სრული დასახელება მის საფეხურებრივ და ტონობრივ სიდიდეს გვამცნობს. მაგალითად, დიდი (ტონობრივი) სეკუნდა (საფეხურებრივი); წმინდა (ტონობრივი) კვინტა (საფეხურებრივი). 

როგორც უკვე აღვნიშნე, ინტერვალების დასახელებისთვის ლათინური სიტყვები გამოიყენება, შემოკლებული ჩაწერის შემთხვევაში კი – ციფრები. ეს უფრო მოხერხებულია. მაგალითად, ტერცია აღინიშნება ციფრით 3, სექსტა – ციფრით 6 და ა.შ.

შემოკლებულ ტონობრივ განსაზღვრებას ( წმინდა (წმ.), პატარა (პ.), დიდი (დ.), შემცირებული (შემც.) და გადიდებული (გად.)) თუ საფეხურებრივ სახელწოდებებსაც შევუერთებთ, მივიღებთ: წმინდა პრიმა (წმ. 1), პატარა ტერცია (პ. 3), დიდი სეპტიმა (დ. 7) და ა.შ. 

ასო და ციფრი, მაგალითად, პ.3, ინტერვალში საფეხურების რაოდენობას აღნიშნავს. ეს მისი საფეხურებრივი დახასიათებაა.

ასევე, უნდა ვიცოდეთ, რომ ნატურალურ ბგერათა რიგში წმინდა ინტერვალებს განეკუთვნება პრიმა, კვარტა, კვინტა და ოქტავა.

პატარა და დიდ ინტერვალებს განეკუთვნება სეკუნდა, ტერცია, სექსტა და სეპტიმა.
 
რაც შეეხება გადიდებულ და შემცირებულ ინტერვალებს, ძირითად ბგერათა რიგში ყველა კვარტა წმინდაა, გარდა ინტერვალისა ფა – სი. ის გადიდებულია. 

იგივე ითქმის კვინტაზე: ყველა კვინტა წმინდაა, სი – ფა-ს გარდა. ის შემცირებულია.

გადიდებულ კვარტას (გად. 4) ან შემცირებულ კვინტას (შემც. 5) ტრიტონსაც უწოდებენ. აქ ორ ნოტს შორის ზუსტად სამი ტონია.

უნდა ითქვას, რომ შესაძლებელია ყოველი დიატონური ინტერვალის შემცირებაც და გადიდებაც. ინტერვალის ერთ-ერთ ბგერას – ფუძეს ან მწვერვალს – ნახევარი ტონით თუ ავამაღლებთ ან დავადაბლებთ, გადიდებულ ან შემცირებულ ინტერვალს მივიღებთ. გადიდებული ინტერვალები წმინდა და დიდი ინტერვალებისგან წარმოიქმნება, შემცირებული – წმინდა და პატარა ინტერვალებისგან. გამონაკლისია მხოლოდ წმინდა პრიმა – თავად დაფიქრდით, სადამდე უნდა შემცირდეს.

მოვიყვანოთ მაგალითი ერთ-ერთ გადიდებულ ინტერვალზე:

იმისათვის, რომ გადიდებული ტერცია მივიღოთ, ავიღოთ დიდი ტერცია დო – მი, სადაც დო ფუძეა, ხოლო მი – მწვერვალი. ნოტი მი ნახევარი ტონით ავამაღლოთ. მივიღებთ დო – მი დიეზით გადიდებულ ტერციას (არავითარ შემთხვევაში არ უნდა ითქვას ფა, ვინაიდან საფეხურებრივი დასახელება შეიცვლება, ანუ ინტერვალი კვარტად გადაიქცევა). თუ მი-ს ამაღლების ნაცვლად დო-ს დავადაბლებთ, ასევე გადიდებულ ტერციას – დო ბემოლ – მი-ს მივიღებთ. 

ტონების რაოდენობა ყოველ ინტერვალში უბრალოდ უნდა დავიმახსოვროთ. მაგალითად, წმინდა პრიმაში 0 ტონია, წმინდა ოქტავაში – 6, წმინდა კვარტაში – 2,5, წმინდა კვინტაში – 3,5 და ა.შ.

ინტერვალების ჩამონათვალიდან წმინდა მელოდიური პრიმა ყველაზე მარტივი ასაგებია ნებისმიერ ინსტრუმენტზე. აქ ზევით ან ქვევით მოძრაობა არ შეინიშნება. ერთი და იგივე ნოტი მხოლოდ ორჯერ უნდა „დავაკაკუნოთ” კლავიატურაზე, ორჯერ ჩავბეროთ ან ორჯერ გამოვკრათ, იმის მიხედვით, რომელ საკრავს შევარჩევთ (ანუ ბგერა თავის თავს იმეორებს). ერთი სიტყვით, პრიმა უნისონში (უნისონი ბგერების ერთიანობას ნიშნავს) იკვრება, მისი სიდიდე ნული (0) ტონია და ასე აღინიშნება: წმ.1 

რაც შეეხება წმინდა ოქტავას, ის ძალიან ჰგავს წმინდა პრიმას, ვინაიდან აქაც ერთი და იგივე ნოტი იკვრება. პრიმასგან განსხვავებით, ოქტავაში ორ, ქვედა და ზედა თანამოსახელე ნოტს შორის 12–ნახევარი ტონია. მაგალითად, პირველი ოქტავის დო-დან მეორე ოქტავის დო-მდე; პირველი ოქტავის რე-დან მეორე ოქტავის რე-მდე და ა.შ.
აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ ალტერაციის ნიშნები ინტერვალების სიდიდეს ცვლის. ინტერვალი ნახევარი ტონით იზრდება თუ მის ზედა ნოტს დიეზs დავუმატებთ ან ქვედა ნოტს – ბემოლს. ინტერვალი ნახევარი ტონით მცირდება, თუ მის ზედა ნოტს – ბემოლს ან ქვედას დიეზს დავუმატებთ. 

მომდევნო წერილში თემის უკეთ გასააზრებლად არაერთ თვალსაჩინო მაგალითს გავეცნობით.

გლობალური მე“ ანუ როგორი იქნება საზოგადოება ?!

0
დღეს 14 ნოემბერია. წუხელ პარიზში  ტერორისტებმა ადამიანები მოკლეს. უპრიანია, ორშაბათს, 16 ნოემბერს  სკოლაში უფროსკლასელებთან ვისაუბროთ ფაქტზე და მიზეზებზე, რამაც ფეისბუქზე ავატარები სამფერი გახადა, ვაჩვენოთ ვიდეოკადრები. თუმცა, არა მხოლოდ უფროსკლასელებთან- ალბათ,  ყველა მასწავლებელმა უნდა გადადოს გეგმიური თემა, შემწყნარებლობასა და კაცმოყვარეობაზე ისაუბროს. ყველამ ყველა კლასში – მოსწავლეთა ასაკისა და ცოდნის შესაბამისად.

ბუნებრივია, უფროს მოსწავლეებთან  საუბარი „დაუფარავად” შეიძლება არა მხოლოდ ჰუმანური და კანონიერების კუთხით, არამედ კარგი იქნება თუ მასწავლებლები რელიგიასაც შეეხებიან. იმსჯელებენ, რომ ისლამისტები და მუსლიმები  რეალურად ერთი და იგივე არ არიან,  რომ ისლამიზმის „დევიზით” ჩადენილი დანაშაული კანონით დანაშაულია და უნდა დაისაჯოს, რომ მუსლიმისთვის ყურანი  მკვლელობისა და დაჩაგვრის ვიზა არ არის და ნამდვილი მორწმუნე მუსლიმი განსხვავებული რწმენის გამო  დანაშაულს არ ჩაიდენს.  ნებისმიერ რელიგიაში მიუღებელია რადიკალიზმი, ფეტიშიზმი, პროზელიტიზმი… რომ, სამწუხაროდ,  მსოფლიოს მოსახლეობის ნაწილსმხოლოდ  თავისი რელიგია ჰგონია „ჭეშმარიტი”  და სხვა ყველა პაგანისტია, ზოგიერთი მუსლიმისთვის კათოლიკეც   და ორთოდოქსისთვის -იუდეველიც;  რომ რწმენა ადამიანის პიროვნულ თავისუფლებაზე მეტყველებს და  თავსმოხვეული არ არის. აბო თბილელს ნება ჰქონდა რომ თავისი არჩეული და მისთვის ბუნებრივი რწმენის ერთგული დარჩენილიყო, მაგრამ სხვა რწმენის არჩევანის გამო მისი სიკვდილი დანაშაული იყო. 

მასწავლებელმა გვერდიც რომ აუაროს, ილიას უნივერსიტეტში გამოფენილი ლია უკლებას ნახატის „თვითმკვლელი ღვთისმშობლის” თემას მოსწავლეები  აუცილებლად შეეხებიან .  ისევე, როგორც საზოგადოების უფროს ნაწილში, მოსწავლეებიც სხვადასხვაგვარად შეაფასებენ -ვისთვის მკრეხელობა იქნება, ვისთვის მისაღები  კონცეფცია,  ვისთვის -რიგითი არტისტული ეპატაჟი.  რა თქმა უნდა, ყველანაირ მოსაზრებას აქვს არსებობის უფლება, მაგრამ თუ აზრს აგრესია მოჰყვება, რომელიც ერთი მხრივ  ფანატიზმს გულისხმობს და მეორე მხრივ სხვებს  ფაქტის საწინააღმდეგოდ განაწყობს, მაშინ  კანონით უნდა დაისაჯოს.  ამ შემთხვევაში თეზას -აზრის გამოთქმის უფლება   ყველას აქვს, გადაფარავს თეზა -დანაშაულისკენ მომწოდებელი დამნაშავეა და  კანონი უნდა ამუშავდეს,  რელიგიური აგრესიისა და ფანატიზმის სავალალო შედეგს  სეკულარულ სახელმწიფოში კანონი უნდა „ უსწორდებოდეს”- ეს ის შემთხვევა არაა, როცა   მახვილს ვინც იშიშვლებს მახვილითვე უნდა გაიგმიროს. ამიტომაა მიუღებელი მოწოდება, რომ ილიაუნის მესვეურები დაისაჯონ, თუმცა სტუდენტების მიერ ჩატარებული აქცია აბსოლუტურად კანონიერია, რათქმა უნდა, თუ ისსაუნივერსიტეტო განაწესს არ არღვევს. 

როგორი „პრივატული ეკლესიაც” არ უნდა ქონდეს მასწავლებელს სკოლაში, ან კაბინეტებში ხატების კუთხე ჰქონდეს მოწყობილი, ან , მით უმეტეს,თავად ცხოვრობდეს მორწმუნის ეკლესიური წესით, მან ფორმას უნდა აჯობოს და ხაზგასმულად გამოხატოს თავისი დამოკიდებულება, რომ რელიგიის ადგილი  ეკლესიაა, რწმენისა ადამიანის ტვინსა  და გულშია,მის ყოფა-ცხოვრებაში გამოიხატება, ხოლო  სკოლას სხვა ფუნქცია აქვს, ის არც სინაგოგის სამყოფელია და არც მეჩეთის. 

კიდევ ერთხელ გამოვიყენოთ გაცემული და შეძენილი ცოდნა,  აქტუალური კუთხით განვიხილოთ შუშანიკის, აბოს ან გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება .  თუ მათთან  ჯერ არ გვისაუბრია ჰომოფობიის ყრაგიკულ  აგრესიულობაზე, მასწავლებელს შეუძლია 17 მაისის თავდასხმა განიხილოს ან -საბი ბერიანის მკვლელობა.

მოსწავლეებმა ერთად იმსჯელონ ოჯახურ ძალადობაზე ან რასობრივ თანასწორობაზე. იქნებ შეთანხმდნენ, რომ   შემწყნარებლობა რელიგიური, სექსუალური ორიენტაციის, სქესისა თუ რასობრივი განსხვავების მიუხედვად ჰუმანურობის გამოხატვაა.  ძალადობის ამსახველი რამდენიმე ფოტოს ან ვიდეოს ნახვა აუცილებელიცაა-სამწუხაროდ, ტერორიზმის ფაქტი და ძალადობის ამსახველი ვიდეომასალა ბევრია და დღეს ჩვენებაც არ არის შეუძლებელი.

ფსიქიატრიის დოქტორი ვაფა სულთანი როგორც ამბობს, თუ გინდა ქვის ძალის გწამდეს, მაგრამ მანამ გაქვს ამისი უფლება, ვიდრე მესვრი. 

ძნელია, ამ შემზარავი ტრაგედიის რელიგიური თემიდან მოწყვეტით განხილვა, მაგრამ აუცილებელია. გარდაცვლილთა შორის ბევრი მუსლიმიც იქნებოდა, იუდეველიცა და კათოლიკეც -პარიზი დიდი და დემოკრატიული სივრცეა, ათმილიონიანი  მეგაპოლისია წელიწადში 40 მილიონამდე დროებითი ჩამსვლელით. ტერორიზმით პარიზის დაშინება მთელი ცივილიზებული სამყაროს გამოწვევაა და არ ნიშნავს იმას, რომ  დანარჩენი მსოფლიოს ტრაგედიას მნიშვნელობა არ აქვს. სწორედ ამიტომ შეფერადდა ფეისბუქის ავატარები წითელ-თეთ-ლურჯ ფერებში და არა – ლიბანის დროშის ფერებში, სადაც იმავე დღეს ტერორიზმის მსხვერპლი დიდი იყო. 

ეს წერილი ნაუცბათევი, თუმცა ნაფიქრი შენიშვნაა. განურჩევლად ასაკისა, ყველა ადამიანი სამყაროს ნაწილი და მისი ცხოვრების მონაწილე. მათ შორის, ჩვენ -საქართველოს მოსწავლეები და მასწავლებლები.     

ნინო ლომიძე – მხატვრული ნაწარმოების ანალიზი – მეთოდური მითითებები მასწავლებლებისა და მოსწავლეებისთვის

0
მხატვრული ნაწარმოების ანალიზი – მეთოდური მითითებები მასწავლებლებისა და მოსწავლეებისთვის
მეთერთმეტე და მეთორმეტე კლასის საგნობრივი პროგრამის სტანდარტში წლის ბოლოს მისაღწევი შედეგებიდან წერის მიმართულების ერთ-ერთი პუნქტში გაწერილია:

მოსწავლეს შეუძლია მხატვრული ნაწარმოების წერილობით გაანალიზება (ქართ. XI. 9.)

ქართული ენისა და ლიტერატურის საგამოცდო ცნობარშიც აღნიშნულია, რომ აბიტურიენტმა გამოცდის წარმატებით ჩასაბარებლად უნდა შეძლოს წაკითხულის (იგულისხმება პროზაული ან პოეტური ტექსტი/ნაწყვეტი) გააზრება და მხატვრული ტექსტის ანალიზი; აგრეთვე ის უნდა ერკვეოდეს მხატვრული ტექსტის ანალიზისათვის აუცილებელ ლიტერატურათმცოდნეობით ტერმინებში;

მოსწავლეებს არაერთხელ აღუნიშნავთ, რომ ტექსტის მხატვრული ანალიზი ყველაზე რთულად შესასრულებელ მითითებად მიაჩნიათ. არადა, ამ მიმართულებას მასწავლებელი, როგორც წესი, პროგრამული მხატვრული ნაწარმოების შესწავლისას გამუდმებით ამუშავებს. თანაც, წლების განმავლობაში ( არა მარტო საშუალო საფეხურზე) და გაკვეთილის ყველა ეტაპზე – შესავალში, გამოწვევის ფაზაში, მინი-ლექცია-საუბრის, ძირითადი ნაწილის მსვლელობისას, ახსნის თუ მსჯელობის დროს, გამოყენებული მხატვრული სახეების, ხერხების და საშუალებების მიმოხილვისას.

ვფიქრობ, პრობლემას ის ქმნის, რომ მოსწავლეები ვერ ახერხებენ მიღებული დიდი მოცულობის ინფორმაციის დამუშავებას ამ კონკრეტული მითითების მიხედვით, რადგან მითითება საკმაოდ ზოგადად ან ბუნდოვნად ეჩვენებათ. ამაზე მაშინ დავფიქრდი, როდესაც სოციალური ქსელის პირად ფოსტაში ერთ-ერთი მოსწავლის წერილი დამხვდა. „მხატვრული ანალიზი რომ არ დავწერო, გეწყინებათ? იმიტომ, რომ მხატვრული ანალიზის წერა არ ვიცი და მეზარება უაზრობების ჯღაბნა…”

ამ გულწრფელმა თხოვნა-მობოდიშებამ იმაზე დამაფიქრა, რა არ ან ვერ გავაკეთე სათანადოდ, რატომ ჩათვალა საშუალოზე მაღალი შესაძლებლობების მეთორმეტეკლასელმა, რომლისგანაც არაერთხელ მიმიღია საინტერესოდ შესრულებული წერითი დავალება, რომ მან არ იცის, როგორ დაწეროს მხატვრული ანალიზი.

ამგვარი რეფლექსიის შედეგად დავასკვენი – სამუშაო წლის დაგეგმვისას არ იქნება ურიგო, თუ ცალკე დროს გამოვყოფ ამ მიმართულებაზე სამუშაოდ და კონკრეტული მიზნის მიხედვით დავგეგმავ რამდენიმე გაკვეთილს. დავფიქრდი იმაზეც, რომ საშინაო თუ საკლასო წერითი დავალებების სათაურის მოფიქრებისას იშვიათად გამომიყენებია ფორმულირება – მხატვრული ანალიზი. ამიერიდან კი დავალების დასათაურებისას, თუკი დავალებაში, ცხადია, მოიაზრება მხატვრული ელემენტების მიმოხილვა, ტროპის სახეების ამონიშვნა, ამოცნობა, მათი განხილვა ან მხატვრული ანალიზის რომელიმე დეტალი, ფრჩხილებში მივაწერ – მხატვრული ანალიზი. ასე მოსწავლეებისთვის ცხადი გახდება, რომ ეს ავადსახსენებელი მხატვრული ანალიზი რაღაც აბსტრაქცია ან მიუღწეველი მიზანი კი არ არის, არამედ ის სამუშაოა, რასაც ჩვეულებრივ, წარმატებით ართმევენ ხოლმე თავს.

ამგვარი გაკვეთილისთვის საჭირო მასალაზე ფიქრის და სხვადასხვა წყაროს დამუშავების შედეგად ერთგვარი სახელმძღვანელო მეთოდური მითითებები შევკრიბე და ცალკე დოკუმენტად შევინახე. შესაძლოა, ეს გამოცდილება სხვებისთვისაც საინტერესო იყოს…

წერილში გთავაზობთ ლექსის მხატვრული ანალიზისთვის გამოსადეგ მითითებებს. დაინტერესების შემთხვევაში მოგაწვდით პროზაული მხატვრული ტექსტის საანალიზო მეთოდურ მინიშნებებსაც.

საშინაო დავალება – ლექსის ანალიზი

თემაში დასახელებული/მიმოხილული უნდა იყოს შემდეგი საკითხები:

ავტორი, სათაური ( დაწერის თარიღი, თუკი ცნობილია/გვახსოვს)

შექმნის ისტორია ( ვის მიეძღნა ლექსი, არის თუ არა რაიმე საინტერესო ფაქტი ცნობილი დაწერის მიზეზსა თუ მიზანზე…)

მიეკუთვნება თუ არა პოეტი რომელიმე ლიტერატურულ დაჯგუფებას, მიმდინარეობას და ჩანს თუ არა ამ კონკრეტულ ლექსში ამ ლიტერატურული დაჯგუფების/მიმდინარეობისთვის დამახასიათებელი ნიშნები.
თემა, იდეა, ძირითადი აზრი – მოკლედ – რაზეა ლექსი. შესაძლებელია მოკლე პერიფრაზი ან საკვანძო ადგილების ციტირება.

მხატვრული საშუალებების მიმოხილვა: ტროპის სახეები (ეპითეტები, შედარებები, გაპიროვნება, მეტაფორა, ჰიპერბოლა…)

მხატვრული ხერხები – ალიტერაცია, ალეგორია, ალუზია…

ლირიკული გმირი ( ავტორი თავადაა თუ ვისიმე პირით გადმოსცემს სათქმელს…)
ლექსის ფორმა, გარეგნული საბურველი ( რითმა, რიტმი…)

მზა ენობრივი ფორმულები:

ხშირად მოსწავლეებს უჭირთ აბზაციდან აბზაცზე გადასვლა, თანმიმდევრობის შენარჩუნება ან სულაც, დაწყება. მსგავსი ენობრივი ფორმულების გაცნობა მათ ამ სირთულეების დაძლევაში დაეხმარება:

ტექსტში ( ლექსში, პოეტურ ნაწარმოებში, ლირიკულ ნაწარმოებში) საუბარია …აღწერილია…ავტორი ეხება…აღწერს…საუბრობს…მოგვითხრობს….გვიყვება…

თანდართულ ცხრილში კი დაჯგუფებულია ის ძირითადი შეფასებითი/აღწერითი ელემენტები, რომლებიც მხატვრული ტექსტის ანალიზისას გხვდება ლიტერატურამცოდნეების კვლევებში:

როგორ ვუყვარვართ, როგორ გვხედავენ

0

კიდევ ერთხელ ვიტყვი, მთავარი სიყვარულია. სწორედ ის აგებს კარგ გაკვეთილს, გულწრფელ ურთიერთობას. მას მოაქვს სიახლე და პროგრესი, აღმოჩენებისა და გაზიარებების ბედნიერება!

მე ბედნიერი ვარ იმ სიყვარულით, რომელსაც კლასში ვიღებდი და იმედია, ყოველთვის მივიღებ. ალბათ თქვენც ასევე.

გადავწყვიტე, ბევრი არ ვილაპარაკო და უბრალოდ გაცალოთ დატკბეთ, აღფრთოვანდეთ, გაგიხარდეთ, შეგიყვარდეთ თქვენი მოსწავლეების დახატული თქვენი საკუთარი თავი!

იყოთ ბედნიერები იმით, როგორ უყვარხართ; გიხაროდეთ, რომ ყველაზე კარგად გხედავენ, ყველაზე კარგებს და ყველაზე დიდი სიყვარულით.

მაშ ასე, ნახეთ მოსწავლეების მიერ დახატული მასწავლებლები:

 


1.     

ქეთი მასწავლებელი

ქეთი სადღობელაშვილი,
მხატვარი ლალი ფეიქრიშვილი


2.     

თამთა მასწავლებელი

თამთა
დოლიძეს გაკვეთილის ბოლოს, მაგიდაზე დახვდა ეს ნახატი, შესაბამისად, ავტორი არ იცის.


3.     

ნინო მასწავლებელი

ეს ნინო წიკლაურია, თავისმა მოსწავლემ დახატა. საერთოდ, მოსწავლეებს ძალიან
მოსწონთ მისი ულამაზესი თმის ფერი.


4.     

თამუნა მასწავლებელი

 

თამუნა ლომიტაშვილს ჩოგბურთი უყვარს და სპორტის ეს სახეობა ქართული ლიტერატურის
გაკვეთილზეც ძალიან პოპულარულია, შესაბამისად, ასეთი პორტრეტით დააჯილდოვეს, ის სალომე
გაბიძაშვილმა დახატა.

 


5.     

ლელა მასწავლებელი

 

ლელა კოტორაშვილი თბილისიდან
უწერაში ჩავიდა, რომ იქაურ ბავშვებს ლიტერატურა შეაყვაროს. ჰოდა, ამ ნახატზე მათი ერთ-ერთ
გულისამაჩუყებელი დამშვიდობებაა ასახული. მეშვიდეკლასელი
თამუნა ჩიხრაძეა ნახატის ავტორი.

 ნათია მასწავლებელი

 

ნათია კაკაბაძეს ზუსტად
ასეთ წითელი ბერეტი აქვს და ამბობს, რომ ისეთი ზუსტი პორტრეტი, როგორიც თავისმა მოსწავლემ,
ლელა თათარაშვილმა დაუხატა – სხვა არც აქვს, არცერთი ფოტოაპარატით გადაღებული.

 


7.     

ნუცა ჩიკვაიძეს თავისი მოსწავლეების დახატული მთელი
სერია აქვს, ამ ნახატებში მას ყოველთვის ფერადი სამოსი აქცია და ძალიან ლამაზია.
ეს
ელენე კაპანაძის ნახატია.


8.     

თათა მასწავლებელი

ეს თათა ჭანტურიაა, ის მარიამმა დახატა, განსაკუთრებით
დაფიქრებული და ჭკვიანი სახე აქვს ნახატში, ნამდვილი მასწავლებელივით!

ნინო მასწავლებელი

ნინო გრიგალაშვილი ასე საოცრად პატარა ანასტასია ავალიშვილმა
დახატა. ნინო ამბობს, რომ ეს საუკეთესო საჩუქარია მის ცხოვრებაში.

 


10. 

ნინო მასწავლებელი


ნინო
დოფიძეც წიგნების სიყვარულს ასწავლის ბავშვებს, ამიტომაც, ყველა ნახატში ცოტათი ლიტერატურულ
პერსონაჟს ჰგავს.


11. 

ნინო (ტასო) მოდებაძე მასწავლებელი

ნახატის ავტორი თეთრიწყაროელი სევინჯ ისმაილოვია, ნინო მას სახელწიფო ენის
უკეთ დაუფლებაში ეხმარება.


12. 

დიანა მასწავლებელი

 

 

ეს კი მე ვარ.

 

ზაალ კოკაია – ბიოლოგიის გარეშე კაცობრიობის პროგრესი წარმოუდგენელია

0
შვედეთში მოღვაწე ქართველმა მეცნიერმა ზაალ კოკაიამ  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტის (სპციალობით “ადამიანის და ცხოველთა ფიზიოლოგია”) წითელ დიპლომზე დაამთავრების და საქართველოში საკანდიდატო დისერტაციის დაცვის შემდეგ, 1990 წელს მიიღო შვედეთის ინსტიტუტის სტიპენდია და სამცნიერო პროექტის შესასრულებლად რამდენიმე თვით ლუნდის უნივერისტეტში ჰისტოლოგიის კათედრაზე სამუშაოდ გაემგზავნა. 1992 წელს იგი კვლავ დაბრუნდა შვედეთში ლუნდის უნივერისტეტში, სადაც რამდენიმე წელში დაიცვა დისერტაცია და მიენიჭა ფილოსოფიის დოქტორის წოდება. ამის შემდეგ ზაალ კოკაიას საქართველოში მიენიჭა ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი. 1999 წელს ქართველმა მეცნიერმა ლუნდის უნივერსიტეტის დოცენტის წოდებაც დაიმსახურა ექსპერიმენტული ნევროლოგიის დარგში, ხოლო 2002 წელს გაიმარჯვა ლუნდის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის თანამდებობა (მუდმივი) ექსპერიმენტული მედიცინის დარგში. ერთი წლის შემდეგ ზაალ კოკაია სათავეში ჩაუდგა ლუნდის უნივერსიტეტში ახლად დაარსებული ღეროვანი უჯრედების და უჯრედული თერაპიის სტრატეგიული ცენტრის ნერვული ღეროვანი უჯრედების ბიოლოგიის ლაბორატორიას. რამდენიმე წელში კი ამავე ცენტრის დირექტორის მოადგილის თანამდებობა ჩააბარეს, რა დროსაც იგი ხელმძღვანელობდა ნეირომეცნიერების პროგრამას. 2007 წლიდან დრემდე ზაალ კოკაია არის ევროკავშირის მიერ დაფინანსებული საერთაშორისო სამეცნიერო კონსორციუმის “შტემშტროკე” ხელმძღვანელი. 2008 წლიდან კი გახდა ლუნდის უნივერსიტეტის პროფესორი (სრული, მუდმივი თანამდებობა) ექსპერიმენტული სამედიცინო კვლევის დარგში.
ზაალ კოკაია არის ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, და კაგლიარის უნივერსიტეტის (სარდინია, იტალია) მოწვეული პროფესორი. 2010 წლიდან ხელმძღვანელობს შვედეთის მთავრობის მიერ დაფინანსებული ღეროვანი უჯრედების და უჯრედული თერაპიის სტრატეგიულ კვლევით დარგს; ხოლო 2011 წლიდან არის ევროკავშირის მიერ დაფინანსებული FP7 ევროპული სამეცნიერო კვლევითი კონსორციუმის კოორდინატორი. ამავე წლიდან არის ლუნდის ღეროვანი უჯერედების ცენტრის დირექტორი.
უცხოეთში მოღვაწეობის პარალელურად ზაალ კოკაიას კონტაქტი არ გაუწყვეტია საქართველოსთან. იგი რეგულარულად ჩამოდის საქართველოში  და კითხულობს მოხსენებებს და ლექციებს ი.ბერიტაშვილის სახელობის

ქართველ პროფესორს, რომელიც სამეცნიერო მოღვაწეობასთან ერთად შვედეთში პედაგოგიურ მოღვაწეობასაც ეწევა.

ზაალ კოკაია mastasvlebeli.ge-ს კითხვებს პასუხობს:
ბატონო ზაზა, რამდენად მნიშვნელოვანია ბიოლოგიის როლი კაცობრიობის განვითარებაში.

ბიოლოგია სწავლობს სიცოცხლეს და ამდენად ბიოლოგიის როლის შესახებ ლაპარაკი მარტივია. ყველაფერი ცოცხალი, რაც ჩვენ გარშემოა, მათ შორის მცენარეებიც ბიოლოგიის შესწავლის საგანიაა. ჩვენც, ადამიანებიც ბიოლოგიური ობიექტები ვართ და ამიტომაც  ბიოლოგიასთან ადამიანს შეხება აქვს არა ხშირად, არამედ მუდმივად, განუწყვეტლივ, დაბადებიდან სიცოცხლის ბოლო წუთამდე. ბიოლოგიის გარეშე კაცობრიობის პროგრესი წარმოუდგენელია და რომ არა ბიოლოგიური და ბიო-სამედიცინო კვლევები და ცოდნა, ცივილიზაცია ნამდვილად ვერ მიაღწევდა იმ დონეს, სადაც ახლა ჩვენ ვარ. გარე სამყაროს და საკუთარი სხეულის და თავის შემეცნების სურვილი კაცობრიობის წინსვლის ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ძალაა და ამიტომაც, გადაჭარბებული არ იქნება თუ ვიტყვით, რომ ბიოლოგიას გადამწყვეტი როლი განეკუთვნება კაცობრიობის განვითარებაში.

ბევრი კითხვა, რომელიც ბავშვს ადრეულ ასაკშივე უჩნდება, ბიოლოგიის სფეროს განეკუთვნება. სწორი და თანამედროვე ბიოლოგიური ცოდნის მიცემა სკოლის ასაკში საწინდარია იმის, რომ ადამიანი თავიდანვე სწორად აღიქვამს მის გარშემო სამყაროს და გააცნობიერებს მის ადგილს ამ სამყაროში.

რა სპეციფიკით გამოირჩევა ბიოლოგიის სწავლება. თუ არსებობს რამე განსხვავებული სწავლების მეთოდი, რომ მასწავლებელმა ამ საგნით დააინტერესოს მოსწავლე?

 

ბიოლოგიის სპეციფიკა ისაა, რომ საქმე გაქვს სიცოცხლესთან და ცოცხალ არსებებთან, მათ შორის ადამიანთან. ამდენად, ბიოლოგიის სკოლაში სწავლება ძალიან ეფექტურად შეიძლება დაკვირვების და მარტივი ექსპერიმენტების სახით. მე სკოლაში დიდხანს არ ვასწავლიდი, მხოლოდ რამდენიმე წელი, მაგრამ ჩემს მოსწავლეებს ახლაც ახსოვთ თუ როგორ გავკვეთეთ ძროხის თვალი და როგორ ვსწავლობდით კუნთის შეკუმშვას ბაყაყზე დაკვირვებით. ეს ის კლასიკური შემთხვევააა, როცა ასჯერ გაგონილს ერთხელ ნანახი ნამდვილად ჯობია და გაცილებოით უკეთეს შედეგეს იძლევა სწავლების თვალსაზრისით.

წლების წინ თქვენ ასწავლიდით  სკოლაში, დღეს ასწავლით მსოფლიოს წამყვან ინსტიტუტებში, როგორია თქვენი გამოცდილება ზოგადად სწავლებასთან დაკავშირებით.

 

მე ვასწავლდი მე-6 გერმანულ სკოლაში. ამ სკოლაში მუშაობა დისერტაციის დაცვის შემდეგ ჩემ სამეცნიერო საქმიანობასთან პარალელურად დავიწყე. ეს იმ დროისთვის განსაკუთრებული სკოლა იყო, რომელიც იძლეოდა საშუალებს მასწავლებელს თავისი შეხედულებების და უნარის მიხედვით წარემართა გაკვეთილება, მაგრამ, რა თქმა უნდა, არსებული პროგრამის ფარგლებში. ამ პირობებში მასწავლებელს ჰქონდა სრული შემოქმედებითი თავისუფლება და ეს ძალიან მიმზიდველი და საინტერესო იყო ჩემთვის. 90-იანი წლების დასაწყისში შვედეთში გადავედი სამუშაიოდ და სამწუხაროდ სკოლაში მუშაობის შეწყვეტა მომიწია. შვედეთში უკვე უნივერსიტეტში გავაგრძელე პედაგოგიური საქმიანობა. სკოლა და უნივერსიტეტი ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან. სკოლაში ბავშვების სიარული სავალდებულოა, მათ არვინ ეკითხება უნდა თუ არა სწავლა, და არ აქვთ საგნების არჩევის საშუალება. უნივერსიტეტში კი სტუდენტები თავის არჩევანის საფუძველზე მოდიან, მათ დიდი მოტივაცია აქვთ და უმეტესწილად გააზრებული აქვთ თუ რატომ უნდათ ეს და არა სხვა პროფესია. ამდენად, სწავლების ფორმები და მასწავლებელთა მიდგომები საკმაოდ განსხვავებულია. ამას ემატება ისიც, რომ სტუდენტებს, როგორც წესი, უკვე ჩამოყალიბებული აქვთ გადაწყვეტილების მიღების, არჩევანის გაკეთების და საკუთარ ქმედებებზე პასუხისმგებლობის უნარი. ეს იმითაა განპირობებული, რომ სტუდენტურ ასაკთან ერთად საბოლოოდ ყალიბდება ტვინის ქერქის ის უბნები, რომლებიც მონაწილეობს ამ პროცესებში. ასე, რომ თავად ბიოლოგიაა პასუხისმგებელი ამ განსხვავებებზე. მე როგორც სკოლაში, ასევე უნივერსიტეტში სწავლებაც ძალიან მეხალისება და დიდ სტიმულს მაძლევს. ძალიან კარგი შეგრძნებაა, როცა ხედავ რომ ვიღაცას აინტერესებს თუ რას და როგორ ასწავლი და ითვისებს შენ მიერ მიწოდებულ ინფორმაციას. ხშირად მსმენია ქართველი ლექტორებიდან, რომ საქართველოში სტუდენტები სკოლიდან ძალზედ შეზღუდული ცოდნით მოდიან და მათთან მუშაობა შეუძლებელია. შეუძლებელი არაფერია! სწორედ უცოდინარ ადამიანს სჭირდება სწავლება. მესმის რომ რთულია და ბევრად მეტი გარჯა სჭირდება ლექტორს, მაგრამ სხვა რა გზაა. უნდა მოერგო სტუდენტებს და იმ დონიდან ასწავლო, რა დონეც აქვთ და თანდათან აიყვანო უფრო მაღალ დონეზე. ჩვენ ხშირად გვავიწყდება, რომ ლექტორები უნივერსიტეტში იმისთვის ვართ, რომ ვასწავლოთ სტუდენტებს და არა იმიტომ, რომ ლექციები წავიკითხოთ და ამაში ხელფასი ავიღოთ.

სხვათა შორის, ჩემი ერთ-ერთი კურსი სწავლების თანამდეროვე მეთოდებს შეეხდება. დოქტორანტებს ვასწავლი განათლების მიღების ერთ-ერთი ფორმას, როგორ უნდა წარიმართოს პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება.  ტრადიციულად, უნივერსიტეტი იყო ლექტორზე ორიენტირებილი სასწავლებელი, ანუ ლექტორი ასწავლიდა და სტუდენტი სწავლობდა.  დღევანდელ დღეს, სწავლება უნდა განვითარდეს ისე, რომ სტუდენტი იყოს წარმართველი. ლექტორმა და უნივერსიტეტმა უნდა შეუქმნას პირობები და შეუწყოს ხელი სტუდენტს, რომ მან მაქსიმალურად მიიღოს ცოდნა და აქტიურად იყოს ჩართული სწავლების პროცესში. დღევანდელი ქართველი სტუდენტი პოტენციურია,  უბრალოდ მას სჭირედა მიდგომა. ჩემი აზრით, თუ გაქვს წარმოდგენა, რა არის მის ცოდნის მარაგი, ნებისმიოერ ადამიანს შეიძლება ასწავლო. გამოცდილი ლექტორი და მეცნიერი მოერგება ნებისმიერ აუდიტორიას. აუცილებელია ინდივიდუალური მიდგომა, როგორც თვითოეულ სტუდენტთან, ასევე თვითეოეულ კურსთან, იმის მიხედბვით, თუ რა არის სწავლის მიზანი და რა დონის სტუდენტებთან გვაქვს საქმე.

რას ურჩევდით ქართველ მასწავლებლებს და მოსწავლეებსაც?

 

ქართველ მოსწავლეებს ვეტყოდი რომ “შეუძლებელი არაფერია” (“Nothing is impossible”), არ არსებობს ისეთი რამ, რისი მიღწევაც ადამიანს არ შეუძლია. მთავარია ძალიან დიდი მონდომობა და შრომა, შრომა და შრომა…
ქართველ მასწავლებლებს გავახსებნებდი არაჩვეულებრივ ფრაზას “არასდროს დანებდეთ” (“Never give up”) ანუ არასდროს არ აიღოთ ხელი არცერთ მოსწავლეზე ან სტუდენტზე… ყველა ადამიანი განსხვავებულია და რაც ერთისთვის ადვილია და მისაღები, სხვისთვის შესაძლოა ძალიან რთული და მიუღებელი იყოს. და კიდევ, ვისურვებდი რომ ყველა პედაგოგი იღებდეს უდიდეს სიამოვნებას თავისი საქმისგან, უყვარდეს თავისი მოსწავლეები და სტუდენტები, მათთან ურთიერთობა და მათთვის ცოდნის გადაცემა. ახალგაზრდების აღზრდა უნდა იყოს მათი ცხოვრების მიზანი და სტიმული. წინააღმდეგ შემთხვევაში ჯობია ნუ გატანჯავთ თქვენს შეგირდებს და უპირეველეს ყოვლისა საკუთარ თავს, ეგებ რამე სხვა დარგში შეეცადოთ დასაქმებას….

მასწავლებელი და „რთული“ მშობლები ერთ ნავში

0
„რთულ” მოსწავლესთან ერთად „რთული” მშობლის ცნებაც არსებობს. მიზეზთა გამო მასწავლებელს უჭირს ასეთ მშობელთან კომუნიკაცია, რაც საბოლოოდ მოსწავლეზე აისახება. „რთულ” მშობელთან ურთიერთობის ხერხებს მასწავლებელი გამოცდილების მიღების პარალელურად ითვისებს, მაგრამ ვიდრე მისი პედაგოგიური გამოცდილება დადებით შედეგს გამოიღებდეს, თავად მასწავლებელსაც მოსდის შეცდომები.
მასწავლებელი ცდება, როდესაც ფიქრობს:

მე უნდა დამაფასოს და პატივი მცეს ყველა მოსწავლის მშობელმა.

მე როგორც მასწავლებელი კომპეტენტური და მაღალპროფესიონალური უნდა ვიყო პედაგოგიური საქმიანობის ნებისმიერ სფეროში. წინააღმდეგ შემთხვევაში უვარგის მასწავლებლად მიმიჩნევენ.

ჩემი მოსწავლეების მშობლები აუცილებლად კარგი, პოზიტიური ადამიანები უნდა იყვნენ, ისინი ჩემს ყველა მოსაზრებას უნდა ეთანხმებოდნენ.

ჩემს პედაგოგიურ საქმიანობაში „რთული” მოსწავლეებისა და „რთული” მშობლების არსებობა გამორიცხულია.
როდესაც ვლაპარაკობ, ყველა მოსწავლის მშობელი პირდაღებული უნდა მისმენდეს და იზიარებდეს ჩემს მოსაზრებებს. ისინი იმას უნდა აკეთებდნენ, რასაც მე ვეტყვი.

ჩემი მოსწავლეების მშობლები იმავე ღირებულებებს უნდა აღიარებდნენ, რასაც მე. ჩვენი ცხოვრებისეული პრიორიტეტები უნდა ემთხვეოდეს, რადგან მე მათი შვილების მასწავლებელი ვარ.

თუ ჩემი მოსწავლის მშობელი ცუდია, ის უნდა დაისაჯოს, კარგ მშობელს კი წახალისება სჭირდება.

ჩემს სასკოლო ცხოვრებაში ყველაფერი მშვიდად, თანაბარი ტემპით უნდა ვითარდებოდეს, კონფლიქტების, სირთულეებისა და ექსცესების გარეშე.

საშინელებაა, როდესაც სამსახურში საქმე სხვაგვარად ეწყობა და არა ისე, როგორც დავგეგმე. ეს მორალურად მტანჯავს. ყველაფერი ჩემი მოთხოვნებისამებრ უნდა იყოს აწყობილი, მე უნდა მაძლევდეს ხელს.

მშობლებთან ურთიერთობა იმიტომ მიჭირს, რომ ისინი რთული ადამიანები არიან და არ ესმით, რა და როგორ ჯობს. ეს საშინელებაა.

თუ ჩემი მოსწავლეების მშობლებს ჩემთან პრეტენზია აქვთ, უკმაყოფილონი არიან ჩემი საქმიანობით და ასაჩივრებენ ჩემს მუშაობას, ეს მათი ბრალია. მათ უნდათ, ნერვები ამეშალოს და ავტორიტეტი შემელახოს.

ვინაიდან პედაგოგი ვარ, მოსწავლეების მშობლებთან იდეალურად უნდა მოვიქცე, ყველას უნდა ვასიამოვნო და ყველასთან საუკეთესო ურთიერთობა მქონდეს.

ძალიან კარგად ვიცი, როგორ უნდა ვიმუშაო მოსწავლეებსა და მათ მშობლებთან. მე უმაღლესი პედაგოგიური განათლება მაქვს და ამით ყველაფერი ნათქვამია.

მე როგორც წესიერი ადამიანი მთელი არსებით უნდა ვიყო ჩართული ჩემს სამუშაოში. „მასწავლებლის გული ბავშვებსა და მათ მშობლებს ეკუთვნის”, – ასეთია ჩემი პროფესიული კრედო. დიახ, სამსახურზე გული თუ არ შეგტკივა, არაფერს წარმოადგენ.

იდეალური პედაგოგი უნდა ვიყო. მშობლებთან კონფლიქტი დაუშვებელია. მათთან უთანხმოება მხოლოდ ჩემი ბრალი შეიძლება იყოს, ჩემი არაპროფესიონალიზმის ბრალი.

მე მუდამ მართალი ვარ. თქვენზე უკეთ ვიცნობ თქვენს შვილებს და ზუსტად ვიცი, რა უნდა ვასწავლო.

მასწავლებელი არ ცდება, როდესაც ფიქრობს:

შეუძლებელია, ყველა მოსწავლეს და ყველა მშობელს მოვწონდე. შეუძლებელია, ყველა მომწონდეს. ადამიანები ერთმანეთისგან განსხვავდებიან და შეუძლებელია, ყველასთან ძალიან კარგი ურთიერთობა მქონდეს.

მე პატიოსნად ვშრომობ, მუშაობისას მომდის შეცდომები, ვეჯახები სირთულეებს, ყოველთვის ყველაფერი კარგად არ გამომდის. შეიძლება ხელიც მომეცაროს. მე არ ვარ სრულყოფილი, არ ვარ იდეალური. არაფერი ადამიანური ჩემთვის უცხო არ არის.

რასაკვირველია, სასიამოვნოა, როდესაც მოსწავლეების მშობლები თავაზიანები და გულისხმიერები არიან, მაგრამ რეალურ ცხოვრებაში ასე იშვიათად ხდება.

უკეთესი იქნებოდა, „რთული” მოსწავლე ან „რთული” მშობელი არ მყოლოდა, მაგრამ სინამდვილე ასეთია. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ცუდად ვმუშაობ. რთული ადამიანები ვერაფერს დამაკლებენ. მე ვირჩევ პროფესიულ წარმატებას და ბედნიერებას. ვეცდები, რთულ ადამიანებთანაც დავამყარო კონტაქტი.

მასწავლებელი ზოგჯერ შეცდება, ზოგჯერ – არა. მთავარია, საღად, ადეკვატურად მოაზროვნე იყოს.

ჩემი ყველა მოსწავლის მშობელი არ უნდა იზიარებდეს ჩემს მოსაზრებებსა და წარმოდგენებს. ისინი პირდაღებულები არ უნდა მისმენდნენ, ყველაფერში არ უნდა მეთანხმებოდნენ – მათ თავიანთი ღირებულებები და ცხოვრებისეული პრიორიტეტები აქვთ, ისევე როგორც თავიანთი პრობლემები.

ჩემი მოსწავლეების მშობლები სხვადასხვანაირი ადამიანები არიან. მე არავის ვკიცხავ, არ ვაკრიტიკებ, მაგრამ ვცდილობ გავუგო.

მინდა, ჩემი პროფესიული საქმიანობა მშვიდად და თანაბარი ტემპით ვითარდებოდეს, კონფლიქტების, სირთულეებისა და ექსცესების გარეშე, მაგრამ რეალურ ცხოვრებაში ყველეფერი სხვანაირადაა.

სამსახურში ყველაფერი ისე არ არის მოწყობილი, როგორც მე მინდა, მაგრამ ამან კალაპოტიდან არ უნდა ამომაგდოს. საშიში არაფერია. ყველას შეიძლება ჰქონდეს სამსახურებრივი პრობლემა.

ცხადია, ძალიან კარგია, როდესაც მასწავლებელი იოლად პოულობს საერთო ენას მოსწავლეებსა და მათ მშობლებთან, მაგრამ ეს ყოველთვის ვერ ხერხდება.

თუ ჩემი მოსწავლეებს მშობლებს ჩემთან პრეტენზია აქვთ, უკმაყოფილოები არიან ჩემი საქმიანობით, ეს იმას არ ნიშნავს, რომ პირადად მე ამიმხედრდნენ. ეს ნიშნავს, რომ მშობლებს შვილების ბედი აწუხებთ, ზრუნავენ მათზე, განიცდიან მათ პრობლემებს და გამოსავალს ეძებენ. მე შემიძლია და ვალდებულიც ვარ, დავეხმარო.

როგორც პედაგოგი, უწყვეტად უნდა ვმუშაობდე მოსწავლეების მშობლებთან, მქონდეს მათთან მშვიდი, პროფესიონალური ურთიერთობა. არ არის საჭირო, ხელოვნურად მოვაწონო თავი.

მე უმაღლესი პედაგოგიური განათლება მაქვს, მაგრამ პროფესიულად განუწყვეტლივ უნდა ვვითარდებოდე. ჩემთვის ახალი ცოდნის მიღება აუცილებელია. განათლება მხოლოდ დიპლომი არ არის, ეს არის ცოდნის მიღების პროცესი მთელი სიცოცხლის განმავლობაში.

ნებისმიერ სამუშაოს ახლავს თავისი სირთულე. „რთულ” მშობლებთან მუშაობა ჩემი პროფესიის ერთ-ერთი სირთულეა.

რატომ მიჭირს მე როგორც მასწავლებელს „რთულ” მშობლებთან კომუნიკაცია? ალბათ იმიტომ, რომ განათლების სფერო მრავალწახნაგოვანია და მასთან დაკავშირებული უამრავი საკითხი არ არის იოლი მოსაგვარებელი, დიდ ცოდნას და გამოცდილებას მოითხოვს, მაგრამ ეს მასწავლებლის ცხოვრების განუყოფელი ნაწილია.

როგორ ვიმუშაოთ „რთულ” მშობლებთან

სინამდვილეში ამ კითხვაში ასეთი ქვეტესტი იმალება: „როგორ გავიმარტივო პროფესიული საქმიანობა ისე, რომ ის სასიამოვნო და უკონფლიქტო იყოს?” ცდა შეიძლება, მაგრამ ცხოვრება ხშირად გვიმზადებს სიურპრიზებს.

მასწავლებლის პროფესია ერთ-ერთი ურთულესია, მაგრამ არ დაივიწყოთ, რომ ყოველგვარი სამუშაო მოითხოვს ძალისხმევას, ენერგიას, გაცემის უნარს. მასწავლებელმა ბევრი უნდა იმუშაოს საკუთარ თავზე. მშობლების თანამოაზრეებად და თანამშრომლებად გადაქცევის პროცესიც ხანგრძლივი სამუშაოა და მოითხოვს ინტელექტს, მოთმინებას, კომპეტენტურობას, პროფესიონალიზს, ოპტიმიზმს, იუმორის გრძნობას და ადამიანების მიმართ კეთილგანწყობას. მოსწავლის აღზრდაში მშობლები მასწავლებლების მხარდამჭერები, მთავარი საყრდენი ძალა უნდა იყვნენ.

თუ მშობელი მასწავლებელთან ურთიერთობას არ ცდილობს, თავად მასწავლებელმა უნდა იაქტიუროს. მობილური კავშირისა და ინტერენეტის დახმარებით ეს სავსებით შესაძლებელია. ხშირად მშობლებმა არც კი იციან, აცდენენ თუ არა მათი შვილები გაკვეთილებს და ამას მხოლოდ მშობელთა კრებაზე იგებენ. ბავშვები ცუდ ნიშნებს უმალავენ მშობლებს. ხშირად მშობლებიც პასიურობენ და თვეობით არ აკითხავენ სკოლას, არ იციან, როგორ იქცევიან მათი შვილები, როგორ სწავლობენ. მასწავლებელი პასუხისმგებელია მოსწავლეზე, მაგრამ მთელი პასუხისმგებლობა მას არ ეკისრება. არსებობს ინგლისური გამოთქმა: to row (sail) in the same boat with somebody (ერთ ნავში სხდომა). მშობლები (მათ შორის – „რთულიც”) და მასწავლებლები სწორედ ერთი ნავით უნდა მიჰყვებოდნენ დინებას.

მასწავლებელი ფსიქოლოგი არ არის, მაგრამ მშობელთა კრებაზე ასაკობრივ პრობლემებზეც შეუძლია გულწრფელი საუბარი. ბოლოს და ბოლოს, შეუძლია, ინტერნეტში მარტივი და სახალისო რჩევები მოძებნოს, ამობეჭდოს და მშობლებს დაურიგოს. აღზრდის შესახებ დაწერილ წიგნებს მშობლები ან წაიკითხავენ, ან არა, მასწავლებლის მიერ მიწოდებულ მოკლე ინფორმაციას კი გაეცნობიან. მხოლოდ მითითებს ჩვეული მასწავლებელი მშობლებთან ურთიერთობის დროს სასურველ შედეგს ვერ მიაღწევს.

მასწავლებელს შეუძლია, მშობელი გაკვეთილზეც მიიწვიოს, რათა მან თავისი თვალით ნახოს და შეიგრძნოს სკოლის ატმოსფერო, გაუძლიერდეს პასუხისმგებლობა შვილისა და სკოლის მიმართ.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...