ტესტები შემაჯამებელი გაკვეთილებისთვის
უცნაური საზღვრები სახელმწიფოებს შორის
სახელმწიფო საზღვარი წარმოსახვითი თუ ბუნებაში არსებული ხაზებია, რომლებიც სახელმწიფოს ტერიტორიას შემოსაზღვრავენ. სახელმწიფოთა შორის საზღვრების დადგენა, როგორც წესი, მოსაზღვრე ქვეყნებს შორის დადებული საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე ხდება. დელიმიტაცია საზღვრის დადგენის პროცესია, როდესაც საერთაშორისო ხელშეკრულებაში დაწვრილებით აღიწერება, თუ სად გადის სასაზღვრო ზოლი და ამ აღწერის შესაბამისად კეთდება აღნიშვნა რუკაზე, რომელიც ხელშეკრულების განუყოფელი ნაწილია. დემარკაცია კი სახელმწიფო საზღვრის ხაზის დადგენაა ადგილზე სპეციალური სასაზღვრო ნიშნების საშუალებით.
კვლავ გეოგრაფიის სწავლების შესახებ
ასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემა დამტკიცდა და ახალი ვნებათა ღელვა დაიწყო: როგორ განაწილდებიან მასწავლებლები სქემის მიხედვით, ვინ რომელ საფეხურზე მოხვდება, რა გზები დაუსახა პედაგოგებს კარიერული ზრდისთვის განათლების სამინისტრომ, როგორ მოხდება შეფასება, ვინ შეგვაფასებს?.. უამრავი კითხვა დაისვა, მაგრამ ამჯერად სქემაზე არ ვაპირებ საუბარს – სექტემბრამდე იგეგმება გზამკვლევის გამოცემა, სადაც ყველა კითხვას გაეცემა პასუხი. მინდა, ამ სტატიაში კვლავ გაკვეთილის დაგეგმვაზე გავამახვილო ყურადღება. უდიდესი წილი აქ გაკვეთილის შეფასებაზე მოდის, განსაკუთრებით – პრაქტიკოს და უფროს მასწავლებლებთან. ყველამ ვიცით, რომ განათლების სისტემის რეფორმა ინტერაქტიულ გაკვეთილებს გულისხმობს. ვფიქრობ, ბოლომდე ჯერ კიდევ არ არის გააზრებული ინტერაქტივის არსი. ასეთ გაკვეთილებზე მთავარია სასწავლო პროცესში მოსწავლის აქტიური ჩაბმა. თუმცა ინტერაქტივად დღემდე მხოლოდ მოსწავლის კითხვა-პასუხში ჩართვა მიიჩნევა, რომელიც დამახსოვრების ანუ დეკლარატიული ცოდნის დონეზე გადის, დინამიკური და ფუნქციური ცოდნა კი უმეტესად უყურადღებოდ რჩება.
გეოგრაფია საგანია, რომელიც მოსწავლეებს დედამიწის შესახებ კომპლექსურ წარმოდგენას უყალიბებს. გეოგრაფიის შესწავლის დროს ყველა სფეროს ვეხებით: ბუნებას, საზოგადოებას, ადამიანის ეკონომიკურ საქმიანობას, ტრადიციებს, დასვენებას… გეოგრაფიის შესწავლის მთავარი მიზანი უნდა იყოს პიროვნების როგორც ცივილიზაციის, ზოგადსაკაცობრიო კულტურის მატარებელი სუბიექტის მრავალმხრივი განვითარება. მთავარია, მოსწავლეს განუვითაროთ დამოკიდებულება და ცოდნა, რათა ნებისმიერ ადგილას – ბუნებასა თუ სოციალურ-ეკონომიკურ გარემოში – სწორი ორიენტაცია მოახდინოს, შეძლოს ეკოლოგიური პრობლემის არსის გაგება, გეოგრაფიის როლის განსაზღვრა პრობლემის გადაჭრის დროს, ადამიანის საქმიანობისა და ბუნების ურთიერთკავშირის განსაზღვრა და სხვადასხვა ცხოვრებისეული სიტუაციის განხილვა.
ამიტომაც არის, რომ გეოგრაფიის შესწავლა სამეცნიერო ხასიათს იღებს და მოიცავს რუკების, დიაგრამებისა და გრაფიკების ანალიზს, მიზეზშედეგობრივი კავშირების დადგენას. სწავლება რთულდება მაშინ, როდესაც მოსწავლეებს ანალიტიკური და აბსტრაქტული აზროვნების უნარი არ გააჩნიათ. ისინი მხოლოდ ფაქტებსა და მოვლენებს იმახსოვრებენ, რომლებიც მალევე ავიწყდებათ და არასასურველ შედეგს ვიღებთ.
მსოფლიოში მიმდინარე გლობალიზაციის პროცესი განაპირობებს ქვეყნებსა და კულტურებს შორის ურთიერთდამოკიდებულების, საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებას, მულტიკულტურული საზოგადოების ჩამოყალიბებას, რომელიც ადამიანს ადრინდელზე მეტ მოთხოვნას უყენებს. საზოგადოებაში მიმდინარე პროცესების უგულებელყოფა შეუძლებელია. მაგალითად გავიხსენებ 2011 წელს, რომელიც მნიშვნელოვანი ცვლილებების წელი იყო: ნეპალი, ტრადიციული მონარქიული სახელმწიფო, რესპუბლიკად გამოცხადდა; სუდანი ორად გაიყო; სამოამ ახალ ზელანდიასთან ეკონომიკური ურთიერთკავშირის გასამარტივებლად დროის სარტყელი შეიცვალა…
პრაქტიკიდან გამომდინარე, არაერთხელ აღმინიშნავს, რომ გეოგრაფიის სწავლება ნომენკლატურის დამახსოვრებით არ უნდა შემოიფარგლოს. ინტერნეტთამაშები და დოკუმენტური ფილმებიც გაგიზიარეთ, რომლებიც მოსწავლეებს მსოფლიოს გაცნობასა და რუკის წაკითხვაში დაეხმარება. რამდენჯერმე ვცადე და პრაქტიკაში გამოვიყენე რუკაზე მუშაობის ის მეთოდი, როცა ერთი ან, მაქსიმუმ, ორი მოსწავლე ნომენკლატურულ ერთეულებს აჩვენებს და მინდა გითხრათ, რომ საბოლოოდ დავრწმუნდი ამ აქტივობის სისუსტესა და უეფექტობაში. ის ბავშვებმაც უარყოფითად შეაფასეს: „მასწ., ისევ ჩვენი თამაში სჯობია…”
ჩვენი თამაშიც ძველია, არახალი. შეგახსენებთ: რამდენიმე მოსწავლისგან შემდგარი ჯგუფი ჩაიფიქრებს გეოგრაფიულ სახელს ან ქვეყანას და ამბობს 3 მინიშნებას, რომლებიც დამახასიათებელია ჩაფიქრებული ერთეულისთვის, დანარჩენი ჯგუფები კი გამოცნობას ცდილობენ. ეს ერთ-ერთი სახალისო და აქტიური თამაშია. ამ დროს შეფასებაც შესაძლებელია. კრიტერიუმებზე თამაშის დაწყებამდე ვთანხმდებით: ვინ გამოიცნობს ყველაზე მეტ ერთეულს, ვინ გააკეთებს ყველაზე „კარგ” მინიშნებას და ა.შ. „კარგი” რას გულისხმობს, ამასაც წინასწარ განვსაზღვრავთ.
დაახლოებით ასე:
- პოლარული არქიპელაგი, რომელიც ჩრდილოეთის ყინულოვან ოკეანეში მდებარეობს;
- არქიპელაგიც და მიმდებარე აკვატორიაც დემილიტარიზებული ზონაა;
- არქიპელაგზე ქვანახშირს მოიპოვებენ.
შარშან ახალ კლასში შევედი. ცოტა არ იყოს, ძნელია, მეათეკლასელები მუშაობის ახალ მეთოდებს შეაჩვიო. ტექსტების დაზეპირება ეადვილებოდათ, მაგრამ კითხვას თუ დაუსვამდი, ჩუმდებოდნენ. „ეს საიდან უნდა ვიცოდეთ?”, „წიგნში არ წერია!” – მესმოდა ნაწყენი ხმები.
ერთ გაკვეთილზე მოულოდნელად მოვიფიქრე და განსხვავებული დავალება მივეცი. აქამდეც მითქვამს, რომ გეოგრაფიის სახელმძღვანელო მომწონს. ახლა გეტყვით, რატომ: დავალებები და კითხვები ისეა შედგენილი, რომ ყველა დონე გათვალისწინებულია. ეს დავალებაც სახელმძღვანელოსთან იყო დაკავშირებული: მოცემული პარაგრაფის კითხვები დააჯგუფეთ კითხვებად, რომელთა პასუხებსაც წიგნშივე იპოვით და კითხვებად, რომელთა პასუხებსაც სახელმძღვანელოში ვერ ნახავთ.
დავალება შეასრულეს. „ახლა მითხარით, სად უნდა ვეძებოთ ამ კითხვებზე პასუხი”. ჩემს კითხვაზე იმსჯელეს და მიხვდნენ, რომ თუ იფიქრებდნენ და გააანალიზებდნენ, ყველა კითხვას უპასუხებდნენ. შედეგი არცთუ ურიგო აღმოჩნდა. გაკვეთილის მოყოლის დროს თავად აძლევდნენ შენიშვნას ერთმანეთს, თუ რომელიმე მათგანს დაზეპირებული ტექსტის მოყოლა გაიტაცებდა; ერთმანეთზე არ ბრაზობდნენ – ყველამ იცოდა, რომ შენიშვნების მიცემა თავადაც შეეძლო, რომ აზროვნება ერთად უნდა გვესწავლა. ხანდახან ქულების დაწერაც უხდებოდათ. ამასაც ხალისით ასრულებდნენ, ხან ზედმეტად მკაცრები იყვნენ, ხან კი – სასაცილოდ ლოიალურები. ასე ხალისიანად გავატარეთ სასწავლო წელი.
დღეს უკვე მეთერთმეტეკლასელები არიან და გაკვეთილის მეთოდებს თავად ირჩევენ.
დამეთანხმებით, ინტერაქტიული გაკვეთილის ჩატარება მეტ ძალისხმევას მოითხოვს, ვიდრე ტრადიციული, ცოდნაზე დაფუძნებული გაკვეთილისა.
საკუთარი პრაქტიკიდან კიდევ ერთ მაგალითს მოგიყვანთ: მე-7 კლასში კლიმატის ჩამოყალიბების ფაქტორები მე და ჩემმა მოსწავლეებმა ერთობლივად ჩამოვთვალეთ. გავიხსენე სითბური სარტყლები, ატმოსფეროს ცირკულაცია, ავუხსენი, რა არის კლიმატი და მერე უკვე კითხვების მეშვეობით მივედით ჰავის განმსაზღვრელ ფაქტორებამდე. მათ სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, როცა ვუთხარი, რომ ახალი მასალის ახსნაში დამეხმარნენ. დარწმუნებული ვარ, ჩემს მეშვიდეკლასელებს აღარ დაავიწყდებათ არც ჰიმალაის მთები და არც ჩერაპუნჯა, ყველაზე ტენიანი ადგილი მსოფლიოში, რადგან დამოუკიდებლად მიხვდნენ, რატომ არის ეს ადგილი ყველაზე ტენიანი, ასევე – რატომ არის ყველაზე მშრალი კონტინენტი ავსტრალია და რატომ არ არის ევროპა უფრო ცივი, ვიდრე ჩრდილოეთი ამერიკის ჩრდილოეთი ნაწილი. კლიმატური სარტყლის დახასიათებაც დამოუკიდებლად, რუკის დახმარებით და წინარე ცოდნაზე დაფუძნებით მოახერხეს. მერე თავიანთი დასკვნები სახელმძღვანელოში მოცემულ დახასიათებას შეადარეს. დამეთანხმებით, რომ ინტერაქტიული გაკვეთილი შედგა.
ამ თემასთან დაკავშირებულ კიდევ ერთ აქტივობას შემოგთავაზებთ.
აქტივობა: მასწავლებელი აძლევს ჯგუფებს დედამიწის კლიმატური სარტყლების რუკას და სთხოვს, გაიხსენონ:
- რამდენი კლიმატური სარტყელია დედამიწაზე.
- რამდენი ძირითადი და რამდენი გარდამავალი სარტყელია; დააჯგუფონ ისინი.
- რომელ კლიმატურ სარტყელში მდებარეობს საქართველო.
შემდეგ კლასი იყოფა ჯგუფებად. ჯგუფები ინაწილებენ კლიმატურ სარტყლებს. შეიძლება, ერთმა ჯგუფმა 2 ან 3 კლიმატურ სარტყელზე იმუშაოს. მათ დედამიწის კლიმატური სარტყლებისა და პოლიტიკური რუკის მიხედვით უნდა ამოიწერონ თითოეულ სარტყელში მდებარე სამ-სამი ქვეყანა და ინფორმაცია წარმოადგინონ ცხრილის სახით.
ცხრილის ნიმუში:კლიმატური სარტყლები
ეკვატორული | სუბეკვატორული | ტროპიკული |
ინდონეზია
მალაიზია კამერუნი |
სამხრეთი სუდანი
ეთიოპია გვინეა |
მექსიკა
მავრიტანია ინდოეთი |
მოსწავლეებს ეს აქტივობა ქვეყნების დასწავლაშიც ეხმარება.
სწავლების ნებისმიერი მეთოდის შერჩევისას უნდა გავითვალისწინოთ გეოგრაფიის როგორც საგანმანათლებლო, ისე ინტერდისციპლინური, საგანთაშორისი ფუნქციაც. ბუნებრივი გარემოსა და ადამიანის საქმიანობის, მათი ურთიერთმიმართების განხილვისა და ანალიზის დროს მათემატიკის, ბიოლოგიის, ფიზიკის, ქიმიისა და ისტორიის გაკვეთილებზე მიღებული ცოდნის გამოყენება სიღრმეს მატებს გეოგრაფიული პროცესებისა და მოვლენების ანალიზს.
მეთოდოლოგიური პრობლემები გადაწყდება, თუ შემოქმედებითი გაკვეთილის ძირითად მოთხოვნებს დავიცავთ, კერძოდ, რაციონალურად გამოვიყენებთ საგანმანათლებლო რესურსებს: რუკებს, სახელმძღვანელოებს, დიაგრამებს, ცხრილებს, გრაფიკებს, ფოტოებსა და სტატისტიკურ მასალებს; თუ თეორიული ცოდნა რეალურ ცხოვრებისეულ გამოცდილებაზე იქნება დაფუძნებული; თუ საგანთაშორის კავშირებს მსოფლიოში მიმდინარე პროცების ანალიზისთვის გამოვიყენებთ. გაკვეთილის შეფასების მნიშვნელოვანი კრიტერიუმია ეკოლოგიური პასუხისმგებლობის გაღვივება, რაც გარემოზე პასუხისმგებლობის მქონე პიროვნების აღზრდას უწყობს ხელს.
იმედი მაქვს, ინტერაქტიული გაკვეთილები შესამჩნევად აამაღლებს გეოგრაფიის სწავლების დონეს და გაზრდის მის როლს სასკოლო ცხოვრებაში.
ლურჯი დროშა – სუსუფთავის ინდიკატორი
დემილიტარიზებული ზონები



დემილიტარიზებული ზონები და წყლის რესურსები



გლობალური ინფორმაციული სივრცე და ინტერნეტის გეოგრაფია
მე-20 ს-ის ბოლოს გლობალიზაციის პროცესის დაჩქარება მნიშვნელოვანწილად იმით აიხსნება, რომ სწორედ ამ პერიოდში მოხდა ნამდვილი ინფორმაციული რევოლუცია, რასაც მოჰყვა გლობალური საინფორმაციო სივრცის ფორმირება. ეს პრინციპულად ახალი სამეცნიერო–ტექნიკური კატეგორიაა, რომელმაც დასაბამი მისცა ინფორმაციულ საზოგადოებაზე გადასვლის პროცესს და კაცობრიობას განვითარების ახალი ჰორიზონტი გაუხსნა. ასეთი ინფორმაციულობის ძირითადი ამოცანაა, რომ თითოეულ ადამიანს ჰქონდეს დაგროვილი ცოდნის, ე.წ. „ინფორმაციული რესურსის” მიღების ფართო შესაძლებლობა. შეიძლება ითქვას, რომ ჩვენს დროში ინფორმაცია თავისთავად გახდა ფასეული და ძვირადღირებული პროდუქტი, მაგრამ ამავე დროს „მალფუჭებადიც” და, შესაბამისად, მუდმივად განახლებას საჭიროებს. სხვადასხვა შეფასებით მსოფლიო ეკონომიკის საინფორმაციო სექტორის ტევადობა 2012 წელს უკვე 5 ტრილიონ დოლარს აღემატებოდა.
აღსანიშნავია, რომ ამავე დროს ცვლილებები ხდება ინფორმაციული ტექნიკისა და ტექნოლოგიების სტრუქტურაშიც. რა თქმა უნდა, საინფორმაციო კომუნიკაციის ტრადიციული სახეები ჯერ კიდევ ინარჩუნებენ თავიანთ პოზიციებს. მასიური აუდიო და ვიდეოინფორმაციის (რადიო, ტელევიზორი) და აქტიური ინდივიდუალური კავშირების (სტაციონალური და მობილური ტელეფონების ყველა სახეობა) საშუალებებმა მსოფლიოში უკვე 4 მლრდ. ერთეულს გადააჭარბა. ამასთან, ყოველწლიურად იზრდება რამდენიმე ასეული მილიონით.
სტატისტიკა იმასაც აღნიშნავს, რომ განვითარებულ ქვეყნებში უკვე შეინიშნება საფოსტო და სატელეგრაფო მომსახურების შემცირება, რადგან ისინი ელექტრონულმა კავშირებმა ჩაანაცვლა. სწორედ ამიტომ გლობალური საინფორმაციო სივრცის ფორმირების პოზიციიდან უდიდესი მნიშვნელობა აქვს თანამგზავრულ კავშირებსა და ინტერნეტს. 21–ე საუკუნის დასაწყისში მსოფლიო თანამგზავრული კავშირების სისტემებმა 100–ზე მეტი მოქმედი თანამგზავრი გააერთიანა, რომლებიც დედამიწის სხვადასხვა რეგიონში 2000–ზე მეტ რეტრანსლიაციას უზრუნვეყოფდნენ (მათ შორის 500–550 აშშ–ში და დაახლოებით 400 – ევროპაში). ამასთან, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ერთ რეტრანსლიატორს, რომლის მასა რამდენიმე ტონაა, 80 ათასი არხი აქვს და ერთდროულად 200 სატელევიზო პროგრამის და 1 მლნ. სატელეფონო საუბრის გადაცემა შეუძლია.
უმსხვილესი საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც კონტინენტებს შორის ყველა სატელეფონო საუბრების მომსახურებას ეწევა არის „ინტალსატი”, რომელიც 120 ქვეყანას აერთიანებს.
გლობალური საინფორმაციო სივრცის ფორმირებაში განსაკუთრებულ როლს ასრულებს მსოფლიო კომპიუტერული კომუნიკაციების სისტემა – ინტერნეტი, რომელსაც ასევე მსოფლიო ქსელსაც (The Net), ანუ ქსელთა ქსელს უწოდებენ. ინტერნეტის მთავრი იდეაა ინფორმაციის გავრცელება და ადამიანებს შორის კავშირების დამყარება. თითოეულ ადამიანს სახლიდან გაუსვლელად შეუძლია თავისი კომპიუტერის ეკრანზე მიიღოს ყველა სახის ინფორმაცია და დაუკავშირდეს მისთვის სასურველ პიროვნებას მსოფლიოს ნებისმიერ ადგილას. ამიტომაც, სულაც არაა გასაკვირი, რომ უფრო და უფრო ხშირად გვესმის ტერმინი “ინტერნეტ–რევოლუცია”. 5 წლის განმავლობაში ინტერნეტის აუდიტორიამ 50 მლნ–ზე მეტი მომხმარებელი შეიძინა, მაშინ როცა კომუნიკაციის სხვა საშუალებებს გაცილებით მეტი დრო დასჭირდათ ასეთი პოპულარობისთვის რომ მიეღწიათ.
ინფორმაციული გარემო | დრო. წელი |
რადიო | 38 |
ტელევიზია | 13 |
საკაბელო ტელევიზია | 10 |
ინტერნეტი | 5 |
ექსპერტების აზრით ინტრენეტი, მართლაც ახალი ეკონომიკური და ტექნიკური რევოლუციაა XX – XXI
საუკუნეების მიჯნაზე. ინტერნეტ–ტექნოლოგიების განვითარება არა მარტო ეხმარება მსოფლიო ეკონომიკას, არამედ ქმნის კიდეც მას. ამრიგად, შეიძლება ითქვას, რომ დღესდღეობით უკვე დაწყებულია გლობალური საინფორმაციო სივრცის ფორმირება, თუმცა ჯერ კიდევ არის, ე.წ. „თეთრი ლაქები”, რადგან ცალკეულ რეგიონსა თუ ქვეყნას შორის დიდი გეოგრაფიული განსხვავებებია. რეგიონების მიხედვით ინტერნეტის მომხმარებელთა რაოდენობა ასე ნაწილდება: აზია – 420 მლნ, ევროპა – 315 მლნ, ჩრდილოეთი ამერიკა – 233 მლნ, ლათინური ამერიკა – 105 მლნ, აფრიკა – 33 მლნ, ავსტრალია და ოკეანეთი – 18 მლნ. მსოფლიოს ქვეყნების პირველი ხუთეული კი ასე გამოიყურება: აშშ – 220 მლნ კაცი, ჩინეთი – 210 მლნ, იაპონია – 85 მლნ, გერმანია – 50 მლნ. და გაერთიანებული სამეფო – 40 მლნ. ამ მაჩვენებლით განვითარებად ქვეყნებს შორის, ჩინეთის გარდა, ასევე გამოიყოფა ინდოეთი (40 მლნ) და ბრაზილია (32 მლნ). და მაინც, ამჟამად, ჩვენი პლანეტის მოსახლეობის მხოლოდ 1/3 აქვს ინტერნეტის გამოყენების საშუალება.
რუკა ასახავს ინტერნეტმომხამარებელთა რაოდენობას მთელ მოსახლეობასთან მიმართებაში (%) მსოფლიოს ქვეყნების მიხედვით.
ინტერნეტში ყველაზე გავრცელებული ენებია ინგლისური (30 %), ჩინური (15%), ესპანური, იაპონური, გერმანული. შემდეგ მოდის ფრანგული, პორტუგალიური, კორეული, იტალიური და არაბული.
ინტენტმომხმარებელთა რაოდენობა (%) ენების მიხედვით
ამჟამად, ყველაზე პოპულარულია შემდეგი სახის ინტერნეტსერვისები: ვებფორუმები, ბლოგები, ვიკიპროექტები, ინტერნეტმაღაზიები, სოციალური ქსელები, ელექტრონული ფოსტა, ახალი ამბები, ელექტრონული გადახდები, ინტერნეტრადიო, ინტერნეტტელევიზია, მესინჯერი, საძიებო სისიტემები, ინტერნეტრეკლამა, თამაშები და ა.შ.
Internetworldstats.com –ის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით საქართველოში ინტერნეტის მომხმარებელთა რიცხვი ბოლო წლებში საგრძნობლად იზრდება. ცხრილში მოცემულია ინტერნეტმომხმარებელთა დინამიკა 2000–2010 წლებში.
სამწუხაროდ, დღეისათვის არ არსებობს ზუსტი მონაცემები იმისა, თუ რამდენი მომხმარებელი ჰყავს ქართულ ინტერნეტს. ეს ფაქტი განპირობებულია იმითაც, რომ აბონენტს, რომელსაც ინტერნეტი გაჰყავს შემდგომ ხდება ამ ინტერნეტის გამნაწილებელი, ანუ ერთი აბონენტი ხშირად რეგისტრირდება, სინამდვილეში კი მომხმარებელი რამდენიმე პირია. Internetworldstats–ის მონაცემებით 2010 წლისათვის საქართველოში ინტერნეტით დაახლოებით 1.300 მილიონი ადამიანი სარგებლობდა.
პოლუსიდან პოლუსამდე ანუ ბუნებრივი ზონები




რა არის ანამორფული რუკა?
რა არის ანამორფული რუკა და რით განსხვავდება იგი ჩვეულებრივი გეოგრაფიული, ისტორიული თუ სხვა სახის რუკისგან? რითი არ ჰგავს იგი სხვა გრაფიკულ თვალსაჩინოებას, მაგ. სქემას, დიაგრამას, ცხრილს და ა.შ.? რატომ და როგორ შეუძლია ანამორფულ რუკას შეცვალოს ჩვენი ტრადიციული წარმოდგენა მსოფლიო სივრცეზე? სად და როგორ გამოვიყენოთ ანამორფული რუკები? როგორ შეიძლება ამ ორიგინალური თვალსაჩინოების გამოყენება სასკოლო გეოგრაფიის, ისტორიის, ეკონომიკის კურსში?
მსოფლიოს ქვეყნები ეკოლოგიური ეფექტურობის ინდექსის მიხედვით
ეკოლოგიური ეფექტურობის ინდექსი (EPI – Environmental Performance Index) სახელმწიფოთა ეკოლოგიური ანუ „მწვანე” პოლიტიკის მაჩვენებლების შედარებითი ანალიზის რაოდენობრივი შეფასების მეთოდია. EPI ქვეყნების ეკოლოგიური მაჩვენებლების ჩამონათვალისა და სტატისტიკური ინიციალიზაციის მეთოდიკაა მათი „მწვანე” პოლიტიკის გათვალისწინებიოთ. EPI-ის მიხედვით ხდება ქვეყნების რანჟირება რამდენიმე კატეგორიად, რომლებიც ძირითადად ორ ჯგუფად ერთიანდება: ეკოსისტემის სიცოცხლის ხანგრძლივობა (Ecosystem Vitality) და ეკოლოგიური ჯანმრთელობა (იგივე ეკოლოგიური რაციონალურობა).
იელის უნივერსიტეტის ეკოლოგიური პოლიტიკისა და მართვის ცენტრმა (Yale Center for Environmental Law and Policy) კოლუმბიის უნივერსიტეტსა და მსოფლიოს ეკონომიკურ ფორუმთან ერთად უკვე ათ წელიწადზე მეტია შეიმუშავა საერთაშორისო მნიშვნელობის ეკოლოგიური მდგრადობის ინდექსი. 2000 წელს მათ ერთად გამოაქვეყნეს EPI-ის წინამორბედი – ეკოლოგიური მდგრადობის ინდექსი. ამ პერიოდში მსოფლიოს ქვეყნების მთავრობები ცდილობდნენ თავიანთი პოლიტიკური კურსის კორექტირებას მდგრადი განვითარების კონცეფციის გათვალისწინებით. ეკოლოგიური მდგრადობის ინდექსის დადგენა იყო პირველი მცდელობა, შეეფასებინათ მსოფლიოს ქვეყნები ეკოლოგიური მდგრადობის რამდენიმე კრიტერიუმით, მათ შორის – ბუნებრივი რესურსების მარაგებით, გარემოს დაბინძურების დონით წარსულსა და აწმყოში, გარემოსდაცვითი ღონისძიებებით. 2006 წელს ეს მაჩვენებელი ეკოლოგიური მდგრადობის ინდექსით შეიცვალა, რომელიც იელისა და კოლუმბიის უნივერსიტეტების მკვლევართა ჯგუფმა შეიმუშავა. წინა მაჩვენებლისგან განსხვავებით, ეს ინდექსი აღარ ზომავდა მდგრადობას და მის ნაცვლად აფასებდა ეკოლოგიურ ეფექტურობას. EPI კონცენტრირებულია ქვეყნებში არსებულ „მწვანე” პოლიტიკასა და მის შედეგებზე. ანგარიში ორ წელიწადში ერთხელ ქვეყნდება.
ინდექსის მეთოდოლოგია ისეა შემუშავებული, რომ სახელმწიფოებმა შეძლონ, შეადარონ თავინთი მიღწევები და ნაკლოვანებები სხვა ქვეყნების ანალოგიურ მაჩვენებლებს. შედარება ხდება 10 მაჩვენებლის მიხედვით, რომლებიც ორ ძირითად ეკოლოგიურ ჯგუფად იყოფა: 1. ეკოლოგიური ჯანმრთელობა ანუ გარემოს გავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე; 2. ეკოსისტემების სიცოცხლისუნარიანობის უზრუნველყოფა და ბუნებრივი რესურსების გონივრული გამოყენება. ამ ჯგუფებში შედის შემდეგი 10 მაჩვენებელი: ეკოლოგიური ჯანმრთელობა, ჰაერის დაბინძურება და გავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე, ჰაერის დაბინძურება და გავლენა ეკოსისტემის მდგომარეობაზე, წყალი (გავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე), წყლის რესურსები (გავლენა ეკოსისტემის მდგომარეობაზე), ბიომრავალფეროვნება, ტყე, თევზჭერა, სოფლის მეურნეობა, კლიმატის ცვლილება და ენერგეტიკა.
ეკოლოგიური ეფექტურობის ინდექსი | |||
ჯგუფი | ეკოლოგიური ჯანმრთელობა (30 %) | ||
პოლიტიკური კატეგორია | ეკოლოგიური ჯანმრთელობა (15 %) | ჰაერის დაბინძურება და მისი გავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე(7,5 %) | წყალი (ეფექტი ადამიანის ჯანმრთელობაზე(7,5 %) |
ინდიკატორი | 1. ბავშვთა სიკვდილიანობა (15 %) | 2. მყარი ნაწილაკები (3,75 %) | 4. სანიტარიის ხელმისაწვდომობა(3,75 %) |
3. ჰაერის დაბინძურება შენობა-ნაგეგობებში(3,75 %) | 5. სასმელი წყლის ხელმისაწვდომობა(3,75 %) | ||
ჯგუფი | ეკოსისტემის სიცოცხლისუნარიანობა(70 %) | ||
პოლიტიკური კატეგორია | ჰაერი (ეფექტი ეკოსისტემაზე) (8,75 %) | წყლის რესურსები(ეფექტი ეკოსისტემაზე) (8,75 %) | ბიომრავალ
ფეროვნება (17,5 %) |
ინდიკატორი | 6. SO2 1 სულ მოსახლეზე (4,38 %) | 8. წყლის ხარისხის შეცვლა(8,75 %) | 9. საარსებო გარემოს დაცვა(4,38 %) |
7. SO2–ისდამოკიდებულება მშპ-სთან (4,38 %) | 10. ბიომის დაცვა(8,75 %) | ||
11. საზღვაო დაცული რაიონები (4,38 %) | |||
პოლიტიკური კატეგორია | სოფლის მეურნეობა(5,83 %) | ტყე (5,83 %) | თევზჭერა (5,83 %) |
ინდიკატორი | 12. სასოფლო-სამეურნეო სუბსიდიები(3,89 %) | 14. ტყის რესურსების მარაგი (1,94 %) | 17. თევზჭერასანაპირო შელფზე(2,92 %) |
13. პესტიციდების რეგულირება (1,94 %) | 15. ტყის ფართობების ცვლილება (1,94 %) | 18. თევზის რესურსების ექსპლუატაცია(2,92 %) | |
16. ტყის საფარის დაკარგვა (1,94 %) | |||
პოლიტიკური კატეგორია | კლიმატისა და ენერგეტიკის ცვლილება(17,5 %) | ||
ინდიკატორი | 19. CO2 1 სულ მოსახლეზე (6,13 %) | ||
20. CO2–ის დამოკიდებულება მშპ-სთან (6,13 %) | |||
21. CO2-ის რაოდენობა კილოვატ/საათზე (2,63%) | |||
22. მთლიან წარმოებულ ელექტროენერგიაში აღდგენადი ელექტროენერგიის პროცენტი (2,63 %) |
თითოეული ინდიკატორის მიხედვით ქვეყანას ენიჭება ქულა. ქულების რაოდენობა დამოკიდებულია სახელმწიფოს პოზიციაზე იმ დიაპაზონის ფარგლებში, რომელიც განისაზღვრება ამ ინდიკატორების ყველაზე უარეს მაჩვენებელსა (0 სტაბილურ სკალაზე) და სასურველ მიზანს (100 ქულის ეკვივალენტი) შორის. სასურველი მიზანი შესაძლებელია დადგინდეს საერთაშორისო ხელშეკრულებების საფუძველზე, მაგ., სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის სტანდარტების, პროფესიული დასკვნებისა და სხვა წყაროების მიხედვით.
რუკაზე შინდისფერით აღნიშნულია ქვეყნები, სადაც ეკოლოგიური ეფექტურობის ინდექსი ძალიან დაბალია, ხოლო მწვანით – ქვეყნები, სადაც ეს მაჩვენებელი მაღალია.
უკანასკნელი მონაცემები 2014 წლის 25 იანვარს გახდა ცნობილი დავოსის ფორუმზე. რეიტინგების დადგენაში 178 ქვეყანა მონაწილეობდა. ცხრილში მოცემულია პირველ და ბოლო ათეულებში შემავალი ქვეყნები. საქართველო 101-ე ადგილზეა 47.23 ქულით.
ადგილი და ქვეყანა | ქულა | ადგილი და ქვეყანა | ქულა |
1. შვეიცარია | 87.67 | 169. ბანგლადეში | 25.61 |
2. ლუქსემბურგი | 83.89 | 170. კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა | 25.01 |
3. ავსტრალია | 82.4 | 171. სუდანი | 24.64 |
4. სინგაპური | 81.78 | 172. ლიბერია | 23.95 |
5. ჩეხეთი | 81.47 | 173. სიერა-ლეონე | 21.74 |
6. გერმანია | 80.47 | 174. ავღანეთი | 21.57 |
7. ესპანეთი | 79.79 | 175. ლესოტო | 20.81 |
8. ავსტრია | 78.32 | 176. ჰაიტი | 19.01 |
9. შვედეთი | 78.09 | 177. მალი | 18.43 |
10. ნორვეგია | 78.05 | 178. სომალი | 15.47 |
EPI ყოველ ახალ მოხსენებაში ევოლუციას განიცდის. მაგ., 2012 წელს EPI-სთან ერთად გამოქვეყნდა ეკოლოგიური ეფექტურობის ტენდენციური ინდექსი ანუ ისტორიული EPI, რომლის მიხედვითაც ქვეყნების რანჟირება მოხდა ბოლო ათწლეულში მათი ეკოლოგიური მიღწევების მიხედვით. ეს მაჩვენებელი გვიჩვენებს, რომელ ქვეყნებში გაუმჯობესდა ეკოლოგიური მდგომარეობა დროთა განმავლობაში და სად გაუარესდა. ისტორიული EPI-ს მიხედვით ლიდერი ქვეყანაა ნიგერი, რომელმაც მაჩვენებელი 45.88%-ით გააუჯობესა და რეიტინგში 142-ე ადგილი დაიკავა, ხოლო სიტუაცია ყველაზე მეტად გაუარესდა ბაჰრეინსა (–4.09% და 82-ე ადგილი) და კატარში – (1.33% და 44-ე ადგილი).