როდესაც მეგობრობაზე ვსაუბრობ, განსაკუთრებით მითბება გული და ვრწმუნდები, რომ ამაზე წრფელი და ნამდვილი გრძნობა არ არსებობს. იგია ყველაფრის სათავე და მამოძრავებელი ძალა, საერთო ინტერესები და ღირებულებები კი ამ ურთიერთობას უფრო მეტად აღრმავებს. მეგობარი რომ არა, შესაძლოა ეს წერილიც არ დამეწერა, რადგან მან მირჩია, წამეკითხა წიგნი, რომელმაც მომავალში გადამისროლა და დამარწმუნა, რომ ადამიანები ერთმანეთს უნდა გავუფრთხილდეთ, რათა უსულო მანქანებს არ დავემსგავსოთ.
451° ფარენჰაიტით და ლუარსაბ თათქარიძე
ინტეგრირებული გაკვეთილი კლიმატის ცვლილების შესახებ
თუ იცით რა არის
“სათბურის ეფექტი”? გსმენიათ რაიმე იმაზე, რომ ჩვენი პლანეტა სულ უფრო თბილი ხდება?
როგორ ფიქრობთ რა განსხვავებაა გლობალურ დათბობასა და კლიმატის ცვლილებას შორის?
ოპერაცია “ერთი ამოცანა და ათი მაგალითი”
ისევე, როგორც ყველა ბავშვმა, მეორეკლასელმა თომამაც სასკოლო წიგნები ჯერ კიდევ სექტემბერში შეიძინა. ისევე, როგორც ყველა ბავშვმა, მანაც იგრძნო ის მადის აღმძვრელი სუნი, რომელიც სწავლას გვაიძულებს და ძალიან მოუნდა ამ წიგნების დაგემოვნება, მაგრამ ნურას უკაცრავად: სიტყვები გაასინჯეს, ციფრები – არა. მისმა დამრიგებელმა რატომღაც გადაწყვიტა, რომ მათემატიკის სახელმძღვანელო, რომელიც, ობიექტურად, კარგად შედგენილი და, ამავე დროს, სახალისოც გახლავთ, მის სტანდარტებს არ აკმაყოფილებს და თომაც აგერ მეორე წელია ვალდებულია, თითქმის ყოველდღე “თავის მიერვე” შედგენილი ათი მაგალითი და ერთი ამოცანა მიიტანოს. ვინც ჩემს პოსტებს კითხულობს, ალბათ, იცნობს კიდეც ჩემს პატარა ძმისშვილს, მე კი სულაც არ მქენჯნის სინდისი, წყალივით მილიონჯერ ნახსენები თომა მილიონმეერთედ ვახსენო. ერთი სიტყვით, შვიდი წლის ბავშვი, რომელსაც თვალი თავისი ფერადი სახელმძღვანელოსკენ გაურბის, ვალდებულია, ეს ავტონომიური და მორბენალი თვალები დასაჯოს და რვეულის ნაცნობი ინტერიერით – კვადრატულად დახაზული პრინტით დაკმაყოფილდეს. ჩვენ კი, მისი ოჯახის წევრები, ვიგონებთ ამოცანებს 2011 და 2012 წელს წეროების მიერ მოყვანილი ბავშვების რაოდენობაზე, თომას ბებიის ასხმული ჩურჩხელებისა და თედოს ბებიის ასხმული ჩურჩხელების რაოდენობრივ სხვაობაზე, კარლსონს ყველა ქილა მურაბას ვუთვლით, რაც კი ოდესმე შეუჭამია და პეპის წინდების ზოლების რაოდენობასაც ვადარებთ ზებრის ზოლების რაოდენობას.
„პორტო“, „მონაკო“ და ფიზკულტურის გაკვეთილები

ინფორმაციის ვიზუალიზაცია
Visualization: Modern Approaches, August 2, 2007 შინაარსის მიხედვით განიხილა მონაცემთა ვიზუალიზაცია და შვიდი ტიპი გამოყო: 1. “აზრის რუკები” Mind maps; 2. სიახლების ამსახველი; 3. მონაცემების ამსახველი; 4. მიმართებათა ამსახველი; 5. ინტერნეტრუკები; 6. სტატიებისა და წყაროებისა (ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი ასახავს მსოფლიო სამეცნიერო თანამშრომლობას 2005-2009 წლებში https://collabo.olihb.com/collabolinks.jpg დაბოლოს, 7. ტექნიკური ინსტრუქციები. ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ტიპი მჭიდრო კავშირშია, ერთი მხრივ, გრაფიკულ დიზაინთან, მეორე მხრივ კი კომპიუტერულ მეცნიერებასთან.


ღვინო და ქიმია



გოლდა – პედაგოგი და პრემიერი
არის ხალხი, ვისაც მიაჩნია, რომ უმაღლესი რანგის პოლიტიკაში ქალთა აქტიური მონაწილეობა უშედეგო და არაფრის მომცემია. ამ გენდერულმა სტერეოტიპმა, დიდი ხანია, ჩვენს საზოგადოებაშიც მყარად მოიკიდა ფეხი. მაგალითად, საქართველოს პარლამენტის 150 წევრიდან მხოლოდ თექვსმეტია ქალი, ხოლო მუნიციპალურ საკრებულოთა მრავალი ასეული დეპუტატიდან – სულ რაღაც 13-14%. პოლიტიკოს ქალთა საწინააღმდეგო არგუმენტების გასაბათილებლად მეოცე საუკუნის ისტორიის ზედაპირული მიმოხილვაც კი კმარა. გასული ასწლეულის უმნიშვნელოვანეს პოლიტიკურ მოვლენებში საკვანძო როლს ხშირად ქალი ლიდერები ასრულებდნენ. მათ შორის გახლდათ ებრაელი მასწავლებელი გოლდა მეირიც.
მომავალი პოლიტიკოსი 1898 წელს კიევში, ღარიბი ებრაელი დურგლის ოჯახში დაიბადა. ბავშვობა უკიდურეს გაჭირვებასა და “პოგრომების” – ანტისემიტური დარბევების – მუდმივ შიშში გაატარა. იუდეველთა მიმართ დისკრიმინაციული პოლიტიკის მქონე იმპერიას ოჯახი აშშ-ში გაექცა და ვისკონსინში, ქალაქ მილოუკიში დასახლდა. იმ დროს გოლდა 8 წლის იყო. იქვე დაამთავრა სკოლა და პედაგოგიური კოლეჯი და მალე პატარა ებრაული სკოლის მასწავლებელი და მემარცხენე სიონისტური მოძრაობის აქტივისტიც გახდა. მოსწავლეთა და სხვა თანამემამულეთა მხარდასაჭერად გოლდა ხშირად მართავდა პოლიტიკურ თუ საქველმოქმედო აქციებს. სწორედ ამ პერიოდიდან დაიწყო მტკიცე და შეუვალ ლიდერად მისი ჩამოყალიბება.
1921 წელს ახალგათხოვილი მეირი აღთქმულ მიწაზე, ერთ-ერთ კიბუციში (კოოპერატიულ მეურნეობაში) გადასახლდა. ახალგაზრდა ქალი საზოგადოებრივ საქმიანობას წარმატებით ართმევდა თავს. მთელი 20-30-იანი წლების განმავლობაში მას გაძლიერებულ ებრაულ პროფკავშირში წამყვანი თანამდებობები ეკავა. მისი მთავარი ამოცანა ევროპიდან გამოხიზნული ებრაელებისთვის საცხოვრებლების მომზადება და პალესტინის ინგლისური ადმინისტრაციის წინააღმდეგ მოქმედება იყო.
მეორე მსოფლიო ომის დასრულებისთანავე გოლდა ისრაელის სახელმწიფოს დამაარსებლის, დავიდ ბენ-გურიონის, უახლოეს თანამებრძოლად იქცა. იგი ხან არაბ ქალად გადაცმული აწარმოებდა მოლაპარაკებებს ტრანსიორდანიის მეფესთან, ხან ფინანსების მოსაზიდად მოგზაურობდა ჩრდილოეთ ამერიკაში. 1948 წელს 50 წლის ქალბატონი მორიგი ამერიკული ვიზიტიდან წარმოუდგენლად დიდი კაპიტალით – 50 მილიონით დაბრუნდა. ამ თანხით ჩაეყარა კიდეც საფუძველი ისრაელის სუვერენიტეტს.
71 წლის გოლდა მეირი პრემიერ-მინისტრის სტატუსით დააბრუნეს აქტიურ პოლიტიკაში. ხუთი ურთულესი წლის განმავლობაში ებრაელი ერის “კეთილშობილმა ბებიამ” ძალზე სერიოზული მოლაპარაკებები აწარმოა საერთაშორისო თანამეგობრობასთან და გამარჯვებით დაასრულა “იომ ქიფურის” უმძიმესი ომი.
როგორ მოახერხა რიგითმა ებრაელმა პედაგოგმა ეროვნულ ლიდერად და მნიშვნელოვან ისტორიულ ფიგურად ჩამოყალიბება?
მის მთავარ ღირსებად პრინციპულობასა და თავდაჯერებულობას, მომავლის ურყევ რწმენას ასახელებენ. ერთხელ პრემიერმა აღნიშნა კიდეც: “მინდა გულახდილად გითხრათ, რომ მე არასდროს დამისახავს მიზნად ჩემი მოქმედებით პირადი წარმატების მოპოვება. თუ ვაცნობიერებდი საქციელის მართებულობას, დასახული მიზნისთვის, შესაძლო შედეგების გაუთვალისწინებლად, ვაკეთებდი ყველაფერს, რაც ჩემზე იყო დამოკიდებული”.
პოლიტიკის ისტორიის მკვლევარებს შეუმჩნეველი არ დარჩენიათ ამ ებრაელი ქალის გულწრფელობა, სილაღე და იუმორის გრძნობა. ბევრს კარგად ახსოვს მისი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოხსენება, რომლის დროსაც მეირმა მოულოდნელად განაცხადა: “მოსემ 40 წელიწადი გვატარა უდაბნოში, რათა მივეყვანეთ ახლო აღმოსავლეთის ერთადერთ მიწაზე, სადაც ნავთობი არ მოიპოვება”. მისი ხასიათის კლასიკურ დემონსტრირებად მიიჩნევენ ექსპრემიერის შეხვედრას ქნესეთში სტუმრად მყოფ ეგვიპტის პრეზიდენტთან
თუმცა, გოლდა მეირის მოღვაწეობის ყველაზე მნიშვნელოვან თავისებურებად ჰუმანური ღირებულებებისა და სოციალური სახელმწიფოს იდეის განსაკუთრებულ ერთგულებას მიიჩნევენ.
ეგებ საქართველოს სკოლებში მიმოფანტულ ყოველ მეორე პედაგოგს არ შეეძლოს გოლდა მეირის მსგავს ლიდერად ჩამოყალიბება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, მათ შორის ბევრია ისეთი, ვინც შესანიშნავად გაუძღვება ადგილობრივ ხელისუფლებას.
პოეზიის რევიზია

ფაქტი ერთია: სიმღერა პოპულარული გახდა, ლექსი კი… ის ლექსი არ არის, ყოველ შემთხვევაში, მურმან ლებანიძის პოეტურ რჩეულში ვერ ვიპოვით ტექსტს, სადაც ტრფიალის ადრესატზე, ციცოზე, ციცუნიაზე, ამბობენ: “მწყურვალ დაიგტოვებსო, ჩაიჰყვები ვინცო, ცოლ-შვილ გაგყრის და აგარევინებსო”, – და მოტრფიალე მამაკაცს, რომელსაც მიაჩნია, იმ ჭკუაზე არა ვარ, “ცოლ-შვილ გევეყაროო”, მაგრამ “შამამიჩნდა სურვილის მახრა და, პატარა ქალო, უნდა გაგეყაროო” (ეს უკანასკნელი სიტყვა სრულიად აბუნდოვნებს ყველაფერს – თუ ცოლშვილიანი კაცი “პატარა ქალის” გამო ოჯახს დაეთხოვება, მერე რატომღა უნდა გაეყაროს იმ “პატარა ქალს”? ორიგინალში ხომ გარკვევით წერია, რომ “გაყრა” კი არა, დახმარება უნდა “პატარა ქალისგან”, უფრო სწორად, ციცოსგან).
ქიმია და პერსონალური კომპიუტერი
კომპიუტერის დაუფლებას დღეს სხვადასხვა ასაკისა და პროფესიის ადამიანები ცდილობენ. ცხადია, ასევე უდავოდ დიდია მისი როლი განათლების (სწავლების) სფეროში. ამ საკითხთან დაკავშირებით ინტერნეტჟურნალი “mastsavlebeli.ge” რეგულარულად აქვეყნებს წერილებს, რომლებიც ძალიან კარგ რესურსს წარმოადგენს გაკვეთილზე კომპიუტერის „მარჯვედ” მოსახმარად. მაგრამ ძნელი სათქმელია, რა შეიძლება მივიჩნიოთ კომპიუტერის “კარგად ცოდნის” კრიტერიუმად. მისი ამოუწურავი შესაძლებლობებიდან გამომდინარე, ჩვენი წინსწრაფვა ჰორიზონტის ხაზისკენ ლტოლვას ჰგავს – რაც უფრო ღრმად ეუფლებით მას, მით მეტი თვალსაწიერი იშლება წინ.
მიუხედავად ამისა, არსებობს მინიმუმი და ეს მინიმუმია საოფისე პროგრამებთან (ძირითადად – MS Word-თან, MS Excel-თან, MS PowerPoint-თან, თუმცა ამ პაკეტში ბევრი სხვა საინტერესო პროგრამაც შედის) და ინტერნეტთან (მათ შორის – ელფოსტასთან) მუშაობა. თუმცა მხოლოდ ამ პროგრამების ცოდნა დაახლოებით იგივეა, რომ კარგად ვიცოდეთ წერა-კითხვა, ვიყოთ პრეზენტაბელურნი, ანგარიშსაც თვალის დახამხამებაში ვახერხებდეთ, ბიბლიოთეკაში ინფორმაციის მოძიებისას არ ვიბნეოდეთ და ყოველთვის ადვილად ვაგნებდეთ სასურველ ინფორმაციას. მაგრამ მასწავლებლისთვის ამ პროფესიულ უნარ-ჩვევებთან ერთად საჭიროა საგნობრივი მასალის ცოდნაც. რაც უნდა კარგი ორატორი იყოთ, რაც უნდა ზედმიწევნით იცოდეთ, რომელი წიგნი რომელ თაროზე დევს, ქიმიას ვერ ასწავლით, თუ ქიმია არ იცით! ამიტომ ქიმიკოსი ზემოთ ჩამოთვლილ პროგრამებთან ერთად აუცილებლად უნდა ფლობდეს ქიმიურ პროგრამებსაც, თუ მას სწავლებაში კომპიუტერის ჩართვა სურს.
სადღეისოდ ქიმიისა და ქიმიური ტექნოლოგიისთვის უამრავი კომპიუტერული პროგრამაა შექმნილი. მათ შესაქმნელად მუშაობენ როგორც მძლავრი კომპანიები და კორპორაციები, ისე ცალკეული სამეცნიერო ჯგუფები. ცნობილი კორპორაციებიდან აღსანიშნავია Advenced Chemistry Development Inc., CambridgeSoft Inc., HyperCube Inc., MDL Information System Inc. და სხვა.
შექმნილი პროგრამული პაკეტებისა და ცალკეული პროგრამების კლასიფიკაცია შესაძლებელია სხვადასხვა პრინციპის მიხედვით. დანიშნულების მიხედვით არჩევენ შემდეგ პროგრამებს:
1. საინფორმაციო და საილუსტრაციო პროგრამები. მათი დანიშნულებაა, ყოველგვარი გაანგარიშების გარეშე წარმოაჩინონ გარკვეული ინფორმაცია. მაგალითად, ქიმიურ ელემენტთა პერიოდულობის ელექტრონული ცხრილი (Table, TableRus, EniG Table), ქიმიური რეაქციების სახელობითი კატალოგი (Named Organic Reactions), ქიმიური და ფიზიკური კონსტანტების მნიშვნელობები (Constants) და სხვა.
2. გრაფიკული პროგრამები, რომელთა საშუალებითაც შესაძლებელია ქიმიური ფორმულების, მოლეკულების, ქიმიური რეაქციის სისტემებისა და ტექნოლოგიური სქემების გრაფიკული რედაქტირება. თავის მხრივ, გრაფიკული პროგრამები შეიძლება დაიყოს ორგანზომილებიან (2D-გრაფიკა) და სამგანზომილებიან (3D-გრაფიკა) გრაფიკულ პროგრამებად. პირველის საშუალებით შესაძლებელია “ბრტყელი” სტრუქტურების აგება, ხოლო მეორის საშუალებით – სივრცული მოლეკულებისა. 2D გრაფიკული პროგრამებია ChemSketch, ChemDraw, ISIS Draw, WinChemDraw, ChemWindow, Chemistry 4-Draw და სხვა, ხოლო 3D პროგრამები – Chem3D, 3D View, HyperChem და სხვა.
3. პროგრამები მარტივი გაანგარიშებისთვის, რომელთა საშუალებითაც წარმოებს მარტივი ქიმიური პროცესებისა და სიდიდეების (მოლეკულური მასა, დუღილის ტემპერატურა, გარდატეხის მაჩვენებელი და სხვა ფიზიკურ-ქიმიური პარამეტრები) გაანგარიშება. ასეთი პროგრამა უამრავია. ზოგჯერ ერთი და იმავე ამოცანის გადასაჭრელად მრავალი სხვადასხვა დასახელების (სხვადასხვა ავტორის მიერ შექმნილი) პროგრამაც კი არსებობს. აღნიშნული ტიპის პროგრამებია ChemAssistant, ChemExpert, ChemMaths და სხვა. აქვე შეიძლება ცალკე დიდ ჯგუფად გამოიყოს სპექტრების დამუშავებისა (SpecViewer) და გრაფიკების აგების (DATAN, Enzfilter, GraFit, PeakFit, SigmaPlot, TableCurve) პროგრამები.
4. ქიმიური მოდელირების პროგრამები, რომელთა საშუალებითაც წარმოებს ქიმიური სისტემების მოდელირება: გეომეტრიული ოპტიმიზაცია, მოლეკულური მექანიკა, კვანტურ-ქიმიური მოდელირება. აღნიშნულ გაანგარიშებათა ჩატარება შესაძლებელია, მაგალითად, Chem3D და HyperChem პროგრამებით.
5.ქიმიური ანიმაციური პროგრამები, რომელთა საშუალებითაც ხორციელდება ქიმიური პროცესების ანიმაცია, რაც ქიმიური რეაქციებისა და მათი მექანიზმების თვალსაჩინოდ წარმოჩენას ემსახურება. ამ ტიპის პროგრამებიდან შეიძლება აღვნიშნოთ პროგრამა MoluCad და Chem3D.
6.ქიმიური პროგრამა-ბროუზერები, რომელთა საშუალებითაც წარმოებს როგორც გლობალურ, ისე ლოკალურ ქსელში ქიმიური ინფორმაციის მოძიება. აღნიშნული პროგრამები საგრძნობლად ამარტივებს მსოფლიო ქიმიური მონაცემების ბანკებიდან ინფორმაციის მიღებას. მაგალითად, ცნობილი ბელშტეინის საინფორმაციო სამსახურიდან ინფორმაციის მიღება შეუძლებელია პროგრამა-ბროუზერ Belstein Commander-ის გამოყენების გარეშე. ამ ტიპის პროგრამებიდან აღსანიშნავია ChemOffice-ის პაკეტში შემავალი პროგრამები ChemFinfer და ChemFinfer for Office.
7.ქიმიურ მონაცემთა ბაზების პროგრამები, რომლებიც განკუთვნილია ქიმიურ მონაცემთა ბაზებთან სამუშაოდ. ქიმიურ მონაცემთა ბაზებში, ზოგად მონაცემთა ბაზებისაგან განსხვავებით, ორგანიზებულია ქიმიური სტრუქტურების ჩაწერის შესაძლებლობაც.
მონაცემთა ბაზებთან მომუშავე პროგრამები შეიძლება დაიყოს ორ ტიპად. პირველი სახის პროგრამების, ანუ კატალოგების დანიშნულებაა მზა მონაცემთა ბაზებიდან ინფორმაციის მოძიება და წარმოჩენა. აღნიშნული ბაზები დახურულია, ანუ მათში რაიმე ახალი ინფორმაციის ჩაწერა-დამატება შეუძლებელია. დღეისათვის შექმნილია მრავალი ასეთი კატალოგი:
მეორე ტიპის მონაცემთა ბაზებთან მომუშავე პროგრამებს მონაცემთა საკუთარი, მზა ბაზები არ გააჩნია. მათი დანიშნულებაა, თავად უზრუნველყონ მომხმარებლის სურვილის მიხედვით ქიმიურ მონაცემთა ბაზების შექმნა და აწარმოონ ძიება როგორც ტექსტურ, ისე სტრუქტურულ რეჟიმში. ამ სახის პროგრამებიდან აღსანიშნავია ChemFinder (პაკეტი ChemOffice) და MolSearch Database Software. მათი საშუალებით შესაძლებელია 10 მლნ-ზე მეტი ჩანაწერის მქონე ქიმიური ბაზის შედგენა, რომელიც შეიძლება მოიცავდეს ქიმიურ სტრუქტურას (მისი აგება წარმოებს უშუალოდ მონაცემთა ბაზის პროგრამით, ვინაიდან იგი შეიცავს ჩაშენებულ ფორმულების მიკრორედაქტორს), მოლეკულურ მასას, დასახელებას და სხვ.
ქიმიური პროგრამების კლასიფიკაცია შეიძლება დავაფუძნოთ მათი მოქმედების პრინციპზე. ამ მხრივ განასხვავებენ კომპლექსურ და სპეციფიკურ პროგრამებს. კომპლექსური პროგრამები მოიცავს ზემოთ აღნიშნული კლასიფიკაციის ერთდროულად რამდენიმე პუნქტს, ანუ მათი საშუალებით შესაძლებელია როგორც გრაფიკაში მუშაობა, ისე გაანგარიშებათა შესრულება. ამიტომ არის, რომ ერთი და იგივე პროგრამა კლასიფიკაციის რამდენიმე პუნქტში მეორდება. სპეციფიკური პროგრამები გაცილებით მცირე ზომისაა (კომპლექსური პროგრამებისგან განსხვავებით) და მათი დანიშნულებაა რაიმე ერთი, კონკრეტული სახის დავალების შესრულება, მაგალითად, კონცენტრაციის, მოლეკულური მასის, მჟავიანობის და ა.შ. გაანგარიშება.
პროგრამების კლასიფიკაცია შეიძლება მოვახდინოთ ქიმიურ სფეროში გამოყენების თვალსაზრისითაც, ანუ დავყოთ ისინი პროგრამებად, რომლებიც გამოიყენება ორგანულ, არაორგანულ, ფიზიკურ, ანალიზურ და ა.შ. ქიმიაში. აქვე უნდა აღინიშნოს ლაბორატორის მენეჯმენტისა (STIS-Sample Tracking and Inventory System, IMCSPro-Instrument Maintence & Calibration System Pro, Laboratory Document Control System, LabTrack – ლაბორატორიული ელექტრონული ბლოკნოტი) და გარემოს დაცვის კონტროლის (Control Chart Pro, Control Chart Pro Plus Datalink) პროგრამები.
აღსანიშნავია, რომ მიუხედავად დიდი პროგრამების პოპულარობისა, ზოგიერთ შემთხვევაში შედარებით მცირე ზომის, მაგრამ მხოლოდ კონკრეტული ამოცანის გადასაწყვეტად შექმნილი პროგრამები უფრო ეფექტურია…
თავისუფლება ქართულად
ძველი, “კარგი” 90-იანები: ქუჩაში – სიბნელე და შავი სილუეტები, სახლში – სიცივე და ნერვული დაძაბულობა, ეზოში – ძველი ბიჭების ჩხუბი, ან ქალის მოტაცება საბჭოთა წარმოების ვაზ 21/06-ით…. საზოგადოების… არა, მაპატიეთ, ინდივიდების ბრძოლა საკვების დღიური ნორმის მოსაპოვებლად…. ავტომატის უმისამართო ჯერით დაშლილი მანიფესტაციები…. პურის რიგები – რიგში ძირითადად ქალები იდგნენ ხოლმე, ბავშვებით. 2-3 წლის ასაკში თავადაც ვყოფილვარ ასეთი ბავშვის როლში… ბავშვიანებისთვის პური ურიგოდ იყო…
ტალონი, კუპონი, ნავთი, ქურა… შეშის ღუმელსაც ბევრგან მოჰკრავდით თვალს… ომი, სროლა, დევნილები… დანგრეული თბილისი, დილაობით მასრების შესაგროვებლად და ისევ “ომობანას” სათამაშოდ გამოსული 9-10 წლის ბავშვები… დენის მოსვლის სიხარული… ოჯახის ძველი, ფირფიტებიანი “პრაიგრივაწელი”, რომელიც იმ იშვიათ შემთხვევებში ჟღერდა, როცა ელექტროენერგია გვქონდა…
შეუძლია თუ არა ასეთი კრიზისის (სოციალური და პოლიტიკური სისტემის ერთდროული ჩამოშლის) დროს ქვეყანას კულტურული განვითარება? ზოგს, ალბათ, მიაჩნია, რომ არა, მე კი ვფიქრობ, რომ ის, რაც 90-იან წლებში მოხდა, ძალიან დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი გახლდათ ქართული ხელოვნებისთვის. სწორედ 80-იანი წლების ბოლოს და 90-იანების დასაწყისში დაიბადა ქართული კონტრკულტურა, ქართული ალტერნატიული მუსიკა.
სანამ ამ პოსტის წერას დავიწყებდი, ძველ პუბლიკაციებს გადავხედე და მივხვდი, რომ არაფერი დამიწერია ქართველი შემსრულებლების შესახებ. არადა, ქართულ ალტერნატიულ მუსიკას საკმაოდ სოლიდური და ღირებული ტრადიცია აქვს.
საერთოდ, მიმაჩნია, რომ მუსიკა ორ ძირითად ტიპად იყოფა. პირველი “ტკბობისთვის” იქმნება და მხოლოდ ადამიანის სმენის საამებელ ფუნქციას მოიაზრებს. მეორე კი ე.წ. “საპროტესტო” მუსიკაა, რომელიც არ გამორიცხავს ესთეტიკას და ლამაზ მელოდიებს, მაგრამ აუცილებლად არ მოიაზრებს მათ. საპროტესტო მუსიკა შეიძლება იყოს სოციალური, აღწერდეს და ააშკარავებდეს საზოგადოებაში არსებულ პრობლემებს, გამოირჩეოდეს მეტი პროვოკაციულობით, დისჰარმონიულობით, არეული რიტმებით და ა.შ.
ირაკლი ჩარკვიანის მელოდიები ჩემს ცხოვრებაში მაშინ შემოვიდა, როცა 7 თუ 8 წლის გახლდით. ძველ რადიოში ვუსმენდით ხოლმე, აი, ისეთში, დღესაც ბევრ ოჯახში რომაა შემორჩენილი – ელექტროენერგიის გარეშეც რომ შეგეძლო მოგესმინა, “ელემენტებით”… პირველი სიმღერა “შენ აფრენ” იყო. იმ დროს ყველა “აფრენდა”, ანდა როგორ შეიძლებოდა, არ გაგეფრინა…
“მეფის” (სიცოცხლის ბოლო წლებში ჩარკვიანი სწორედ ამ მეტსახელს ატარებდა) ცხოვრება იმდენად უცნაური იყო, რომ მის რეალურობას ცოტა თუ დაიჯერებდა: ირაკლი – ადამიანი ელიტური ოჯახიდან, რომელსაც შეეძლო ჰქონოდა ყველაფერი: ცხოვრების კარგი პირობები, განათლება, წარმატებული კარიერა… მიუხედავად ამისა, უმცროსმა ჩარკვიანმა სრულიად სხვა გზა აირჩია, ბევრად უფრო რთული: კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივნის შვილიშვილი და ძალიან წარმატებული დიპლომატის შვილი სიცოცხლის ბოლომდე უბრალო ხელოვანად დარჩა.
ცოტა ხნის წინ ძალიან საინტერესო ფრაგმენტებს წავაწყდი გოგი გვახარიას გადაცემიდან “ფსიქო”. 90-იანების ბოლოს და 2000-იანების დასაწყისში ირაკლი ჩარკვიანი ამ გადაცემის საკმაოდ ხშირი სტუმარი გახლდათ. მის პიროვნებაზე ზოგადი წარმოდგენის შესაქმნელად, ვფიქრობ, საკმაოდ კარგი მასალაა:
ირაკლის ხელოვნება არასდროს ყოფილა კომერციული. წერდა, უკრავდა და მღეროდა იმას, რისი სურვილიც ჰქონდა. ასეთი მუსიკის კომერციალიზაცია იმდროინდელ (და არა მხოლოდ იმდროინდელ) საქართველოში თითქმის შეუძლებელი იყო. ალბათ სწორედ ამიტომაც ამბობს ვიდეოში: “ჩვენ ყველა ქუჩის მუსიკოსები ვართ”.
ძნელი სათქმელია, პოეტი უფრო იყო თუ მუსიკოსი, მაგრამ ერთი რამ ფაქტია – ირაკლი პირველი ადამიანი გახლდათ, რომელმაც უნაკლოდ მოარგო როკს ქართული ლირიკა. ამით მან დაანგრია სტერეოტიპი იმის შესახებ, რომ ქართული ენა ამ სტილის მუსიკას არ უხდება. სამწუხაროდ, იშვიათი გამონაკლისების გარდა, ეს ტრადიცია ვერავინ გააგრძელა…
ჩარკვიანის მუსიკას კიდევ ერთი უნიკალური თვისება აქვს – ძალიან გიახლოებს… უსმენ, უსმენ და ნელ-ნელა აცნობიერებ, რომ მუსიკოსი სწორედ იმას ამბობს, რისი თქმაც შენ ერთ დროს გინდოდა და არ თქვი, ან თქვი, მაგრამ არასაკმოდ ხმამაღლა…
ქართული პუბლიკა ირაკლისადმი ყოველთვის დადებითად არ ყოფილა განწყობილი. მახსოვს, როგორ არ მოეწონა საზოგადოების დიდ ნაწილს მის მიერ არჩეული ფსევდონიმი “მეფე”. ვფიქრობ, ეს მუსიკოსის ძალიან საინტერესო პროვოკაცია გახლდათ, რომელსაც ასეთი შედეგი ჰქონდა -მან ხალხს დაანახა, რომ შემოქმედ ადამიანს აქვს თავისუფლება (რაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში პროვოკაციული ფსევდონიმის არჩევით გამოიხატა), საზოგადოება კი შეეცადა, გაეკრიტიკებინა მისი თავისუფლება და ეს ქმედება გაურკვეველი მორალური ნორმებითა თუ სტერეოტიპებით გაემართლებინა.
ხალხის განწყობა, როგორც ხშირად ხდება ხოლმე, ირაკლის გარდაცვალების შემდეგ შეიცვალა. ვფიქრობ, მისი შემოქმედება ოდნავ უფრო ღრმად გაიცნეს, რამაც შეხედულებებზეც იმოქმედა. დღეს ის უყვართ როგორც ახალგაზრდებს, ასევე შედარებით უფროსი თაობის წარმომადგენლებსაც. საზოგადოებისთვის ის უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ კარგი მუსიკოსი ან კარგი პოეტი.