



სხვადასხვა კონტინენტზე მცხოვრები ათასობით ახალგაზრდა ცოდნის ასამაღლებლად ევროპაში დამკვიდრებას ცდილობს. მეცნიერთა მნიშვნელოვან ნაწილსაც მიაჩნია, რომ ევროპული ტიპის განათლების სისტემა ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური და შედეგიანია.
რა განაპირობებს მის პროდუქტიულობას?
გონივრულად ორგანიზებული საბავშვო ბაღები, რამდენიმე საფეხურზე გაშლილი მრავალფეროვანი სასკოლო სტრუქტურები, თვითრეალიზებაზე ორიენტირებული უმაღლესი სასწავლებლები (კოლეჯები), კვლევისა და სწავლების ერთიანობის პრინციპზე დაფუძნებული უნივერსიტეტები უდავოდ ქმნიან ხელსაყრელ გარემოს ხარისხიანი განათლების მომგებიანად გავრცელებისთვის, თუმცა არის კიდევ ერთი, ოქროს რგოლი, რომელიც ამ სისტემების მუშაობაში შეუცვლელ ფუნქციას ასრულებს.
მრავალ ევროპულ ქალაქში ან მათ ახლოს ნახავთ პატარა სასწავლო ცენტრებს, დამოუკიდებელ საგანმანათლებლო სახლებსა თუ საკვირაო სკოლებს. უამრავ მოსწავლეს, აბიტურიენტს, სტუდენტსა და ახალგაზრდა მკვლევარს აქვს ამ დაწესებულებებში თავისუფლად გართობის, ცოდნის მიღების, სხვადასხვა შინაარსის ღონისძიებათა დაგეგმვის, ადგილობრივი რესურსებით სარგებლობის შესაძლებლობა.
ერთ-ერთი უძველესი ასეთი ცენტრი გერმანიაში, პატარა დასახლება ვერფტფულში მდებარეობს და კურტ ლიოვენშტაინის სახელს ატარებს.

ვინ იყო კურტ ლიოვენშტაინი? იგი რიგითი გერმანელი პაციფისტი გახლდათ, რომელსაც თეოლოგია-ფილოსოფიის ფაკულტეტი ჰქონდა დამთავრებული და განსაკუთრებით პედაგოგიკის საკითხები აინტერესებდა. ამასთან, ახალგაზრდობიდანვე აქტიურად იყო ჩართული პოლიტიკურ ცხოვრებაში, მონაწილეობდა ომისა და კაიზერის მმართველობის საწინააღმდეგო მოძრაობებში. გახლდათ ვაიმარის რესპუბლიკის ყველა მოწვევის რაიხსტაგის წევრიც. თუმცა გერმანელმა პარლამენტარმა ისტორიაში ადგილი სხვა საქმიანობით – პედაგოგიური მოღვაწეობით დაიმკვიდრა. 1920 წელს მან ბერლინში თანამოაზრეებთან ერთად დააარსა ცენტრი, სადაც ხელმოკლე ახალგაზრდებს, ფაქტობრივად, უფასოდ შეეძლოთ უმაღლესი განათლებისთვის მოსამზადებელ მაღალკვალიფიციურ კურსებზე სწავლა. აქვე დამატებითი ცოდნის მიღების საუკეთესო შანსი ეძლეოდათ ინდუსტრიის სფეროში დასაქმებულ ადამიანებს. ეს ცენტრი მრავალი მოსწავლისა და სტუდენტისთვისაც იქცა ახალი უნარების შეძენის არაფორმალურ წყაროდ. ლიოვენშტაინი და მისი თანამოაზრეები მსმენელებს დაუღალავად ამარაგებდნენ ბიბლიოთეკის წიგნებით და დაწესებულების სტუმართა ცხელი სადილით გასამასპინძლებლად აუცილებელ სახსრებს ეძებდნენ.
მეოცე საუკუნის გამორჩეულმა მოღვაწემ თავისი საქმიანობით მოახერხა შეექმნა საგანმანათლებლო კერა, რომელმაც პირველ მსოფლიო ომში დამარცხებული ხალხის ყველაზე ღარიბ ფენას უბიძგა თვითრეალიზებისა და სამოქალაქო კულტურის განვითარებისკენ, გაუღვივა მას იმედის ნაპერწკალი. თუმცა ნაცისტურმა რეჟიმმა კურტ ლიოვენშტაინიც და მისი ცენტრიც უმოწყალოდ გაანადგურა. საბედნიეროდ, იდეა გადარჩა…
14 წლის ასაკში ჩემს მეგობარს ასეთი რამ შეემთხვა: ერთ მშვენიერ დღეს გადაწყვიტა, რომ ძალიან ულამაზო ცხვირი ჰქონდა. მიუხედავად იმისა, რომ სინამდვილეში ასე არ იყო, ვერავინ გადაარწმუნა – ვერც მშობლებმა, ვერც მეგობრებმა. ნელ-ნელა ყველაფერი გართულდა. ჩემი მეგობარი ქუჩაში გასვლას ერიდებოდა, სკოლას აცდენდა და მასწავლებლებისგან საყვედურებს იღებდა. ის განუწყვეტლივ სთხოვდა დედას, მისთვის ცხვირის ოპერაცია გაეკეთებინა, მაგრამ ესეც შეუძლებელი იყო – მაშინდელი ჯანდაცვის კანონი უკრძალავდა ექიმს არასრულწლოვანი და ჯანმრთელი მოზარდისთვის ოპერაციის გაკეთებას. ჩემი მეგობარი ღრმა დეპრესიაში ჩავარდა, შიმშილობა გამოაცხადა. მის სიცოცხლეს რეალური საფრთხე დაემუქრა. ერთ თვეში ექიმებმა ჩემი მეგობრის მდგომარეობა დისმორფოფობიად შეაფასეს და გამონაკლისის სახით ქირურგს ნება დართეს, მისთვის ცხვირის ოპერაცია გაეკეთებინა.
1860 წელი დგას. მენდელეევი ჰაიდელბერგში სწავლობს და შემთხვევით იგებს, რომ კარლსრუეში კეკულეს ინიციატივით ქიმიკოსების პირველი კონგრესი იმართება. შესაძლებლობას ხელიდან არ უშვებს და დაუყოვნებლივ მიემგზავრება. მნიშვნელოვანი საკითხია განსახილველი: ელემენტების სისტემატიზაციისას რომელ მასას უნდა მიექცეს უპირობო ყურადღება – ატომურს, მოლეკულურს თუ ეკვივალენტურს. იტალიელი ქიმიკოსი კანიცარო ბრწყინვალე მოხსენებით გამოდის, თავისივე თანამემამულის, ავოგადროს, კვლევებს იშველიებს და ამტკიცებს, რომ სისტემატიზაციისთვის მთავარი ატომური მასაა. თავის მოხსენებას ბროშურად დაბეჭდილსაც დაარიგებს დარბაზში და მენდელეევიც არაერთხელ დაუბრუნდება ამ ტექსტს.

რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთი ანტივირუსის მწარმოებელი კომპანიის, AVG-ს, წარმომადგენელმა ბი-ბი-სის ეთერში განაცხადა, რომ მათ 11 წლის ბავშვის მიერ შექმნილი კომპიუტერული პროგრამა აღმოაჩინეს, რომელსაც “ინფიცირებული” კომპიუტერებიდან განსაზღვრული ინფორმაციის “მოპარვა” შეეძლო. “ვინაიდან უფრო და უფრო მეტ სკოლაში ასწავლიან პროგრამირებას ასეთი მცირე ასაკის ბავშვებს, ვიდრე ეს ბავშვები თავიანთი საქმიანობის შედეგებს გაიაზრებენ, ამგვარი შემთხვევები გამეორდება და გახშირდება”, – თქვა AVG-ს წარმომადგენელმა. მართლაც, დღესდღეობით მსოფლიოს მრავალ სკოლაში პატარებს არა მარტო კომპიუტერის გამოყენებას, არამედ პროგრამების შექმნასაც ასწავლიან.
თავად პროგრამა, რომელზეც ანტივირუსის მწარმოებელი კომპანია საუბრობდა, კლასიკური კომპიუტერული ვირუსი არ ყოფილა. ის მომხმარებელს სთავაზობდა ვირტუალურ ფულს, რომელიც მას ერთ-ერთ კომპიუტერულ თამაშში გამოადგებოდა, ამის ნაცვლად კი ამ თამაშთან დაკავშირებული მომხმარებლის პირად ინფორმაციას იპარავდა და ამ მავნე პროგრამის შემქმნელს უგზავნიდა.

AVG-ს წარმომადგენელმა დასძინა: “ჩვენ ვასწავლით ბავშვებს, რომ არ შეიძლება მაღაზიიდან სათამაშოს წამოღება, თუ ამაში გარკვეული საფასური არ გადაიხადე; ვფიქრობ, პატარებს ასეთი გზავნილები მაშინაც უნდა მივაწოდოთ, როდესაც ისინი კომპიუტერული პროგრამების წერას სწავლობენ”.
კომპიუტერული ვირუსი
კომპიუტერულ ვირუსს უწოდებენ დესტრუქციულ პროგრამას, რომლის მუშაობის შედეგად ზიანდება კომპიუტერი ან მასში არსებული მონაცემები გარეშე პირისთვის ხდება ხელმისაწვდომი. ვირუსები, როგორც წესი, კომპიუტერული ქსელების, მაგალითად, ინტერნეტის, და ინფორმაციის გადამტანი მოწყობილობების (CD, DVD, FlashDrive და სხვ.) საშუალებით “მრავლდება”. ვირუსს ძირითადად თავად მომხმარებელი ააქტიურებს ინფიცირებული ფაილის ან პროგრამის “გაშვებისას”.
ტერმინ “კომპიუტერული ვირუსით” ხშირად ყოველგვარი ტიპის დესტრუქციულ, მავნე პროგრამებს აღნიშნავენ. არადა, ამ პროგრამებს სხვადასხვა ფუნქცია აქვს და, შესაბამისად, სხვადასხვა კატეგორიად იყოფა. მათ შორის ყველაზე გავრცელებულია: ზიანის მომტანი ვირუსები (Malware), ჯაშუში ვირუსები (spyware), კომპიუტერული ჭიები (computer worms) და სხვ.
ზემოხსენებული ვირუსი ზიანის მომტანი ვირუსების (Malware) ტიპს მიეკუთვნებოდა, ვინაიდან ერთ-ერთი კომპიუტერული თამაშის მონაწილეებს პირად ინფორმაციას ჰპარავდა და ამით მათ ზიანს აყენებდა.
კიბერდანაშაული
ერთი შეხედვით უწყინარი ბავშვური გართობა შესაძლოა სერიოზულ პრობლემად ექცეს არასრულწლოვანს, რომელიც იქნებ ვერც კი აცნობიერებდეს საკუთარი საქციელის მნიშვნელობას.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXXV თავის სათაური მოკლე და გასაგებია: კომპიუტერული დანაშაული. ამ თავში სამი მუხლია:
მუხლი 284. კომპიუტერულ ინფორმაციასთან არამართლზომიერი შეღწევა. კომპიუტერში ან კომპიუტერულ ქსელში არამართლზომიერი შეღწევა, რამაც შეიძლება ინფორმაციის განადგურება, მოდიფიცირება ან მოპოვება გამოიწვიოს, ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ორ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით. თუ ამგვარმა ქმედებამ მძიმე შედეგი გამოიწვია, იგი ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით, ორიდან ხუთ წლამდე ვადით.
მარტივად რომ ითქვას, თუ ვინმემ სხვის კომპიუტერში ან კომპიუტერულ ქსელში შეაღწია, შემდეგ რაიმე წაშალა, არსებული მონაცემები შეცვალა ან ამ გზით განსაზღვრული ინფორმაცია მოიპოვა, ის კანონის წინაშე დამნაშავედ იქნება მიჩნეული.
მუხლი 285. ეგმის (ელექტრონული გამომთვლელი მანქანის) დამაზიანებელი პროგრამის შექმნა, გამოყენება ან გავრცელება. კომპიუტერის დამაზიანებელი პროგრამის შექმნა ან არსებულ პროგრამაში ცვლილებების შეტანა, რამაც შეიძლება არსებული ინფორმაციის განადგურება, ბლოკირება, მოდიფიცირება ან კომპიუტერის გამართული მუშაობის მოშლა გამოიწვიოს, ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით სამ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით. თუკი ამგვარმა ქმედებამ მძიმე შედეგი გამოიწვია, სასჯელი კიდევ უფრო მკაცრია – თავისუფლების აღკვეთა სამიდან ხუთ წლამდე ვადით.
მუხლი 286. ეგმის, ეგმის სისტემის ან მათი ქსელის ექსპლუატაციის წესის დარღვევა. კომპიუტერის ან კომპიუტერული ქსელის ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც შეიძლება კანონით დაცული ინფორმაციის განადგურება, ბლოკირება, მოდიფიცირება ან გადაღება გამოიწვიოს, ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით, ვადით ას ოთხმოციდან ორას საათამდე, ანდა თავისუფლების შეზღუდვით ვადით ორ წლამდე. იგივე ქმედება, თუ მან მძიმე შედეგი გამოიწვია, ისჯება თავისუფლების აღკვეთით, ვადით ორიდან ოთხ წლამდე.
ამრიგად, თუ ვინმეს დაუდევრობით ან უყურადღებობით რომელიმე კომპიუტერში არსებული ინფორმაცია დაზიანდა ან მისი კოპირება მოხდა, ეს შესაძლოა სისხლის სამართლის საქმის აღძვრის საბაბად იქცეს.
<object classid=”clsid:d27cdb6e-ae6d-11cf-96b8-444553540000″ width=”512″ height=”400″ id=”movie_name” align=”middle”> <param name=”movie” value=”https://www.bbc.co.uk/emp/worldwide/player.swf”/> <param name=”quality” value=”high” /> <param name=”wmode” value=”direct” /> <param name=”allowFullScreen” value=”true” /> <param name=”allowScriptAccess” value=”always” /> <param name=”flashvars” value=”playlist=https://playlists.bbc.co.uk/news/technology-21380123A/playlist.sxml&config=https://www.bbc.co.uk/player/emp/2_0_55/config/default.xml&uxHighlightColour=0xff0000&config_settings_showPopoutButton=false&config_settings_showUpdatedInFooter=true&companions=slot:companion|size:300×60|type:adi|domId:bbccom_companion_21380123;&config_settings_autoPlay=true&fmtjDocURI=/news/technology-21371609&companion1Id=bbccom_companion_21380123&config_plugin_fmtjLiveStats_edition=International&domId=emp-21380123-149313&preroll=https://ad.doubleclick.net/pfadx/bbccom.live.site.news/news_technology_content;slot=preroll;sz=512×288;sectn=news;ctype=content;news=technology;referrer=nonbbc;domain=www.bbc.co.uk;referrer_domain=;rsi=J08781_10008;rsi=J08781_10119;rsi=J08781_10040;rsi=J08781_10053;rsi=J08781_10048;rsi=J08781_10051;rsi=J08781_10128;rsi=J08781_10132;rsi=J08781_10480;rsi=J08781_10573;rsi=J08781_10576;rsi=J08781_10375;rsi=J08781_10601;rsi=J08781_10609;rsi=J08781_10610;rsi=J08781_10611;rsi=J08781_10617;rsi=J08781_10622;rsi=J08781_10623;rsi=J08781_10628;headline=kids’writingmalicioushackcode’;asset_type=story;story_id=21371609;keyword=;iframe=yes;tile=1&embedReferer=&mediatorHref=https://open.live.bbc.co.uk/mediaselector/5/select/version/2.0/mediaset/journalism-pc/vpid/{id}&companion1Size=300×60&config_plugin_fmtjLiveStats_pageType=eav2&holdingImage=https://news.bbcimg.co.uk/media/images/65782000/jpg/_65782410_65782409.jpg&enable3G=true&embedPageUrl=https://www.bbc.co.uk/news/technology-21371609&config_settings_showShareButton=true&companion1Type=adi&config_plugin_fmtjLiveStats_pageType=eav6&config_settings_autoPlay=false&config_settings_showFooter=true&config_settings_showPopoutButton=false&config_settings_showPopoutCta=false&config_settings_addReferrerToPlaylistRequest=true”/> <!–[if !IE]>–> <object type=”application/x-shockwave-flash” data=”https://www.bbc.co.uk/emp/worldwide/player.swf” width=”550″ height=”400″> <param name=”movie” value=”https://www.bbc.co.uk/emp/worldwide/player.swf”/> <param name=”quality” value=”high” /> <param name=”wmode” value=”direct” /> <param name=”allowFullScreen” value=”true” /> <param name=”allowScriptAccess” value=”always” /> <param name=”flashvars” value=”playlist=https://playlists.bbc.co.uk/news/technology-21380123A/playlist.sxml&config=https://www.bbc.co.uk/player/emp/2_0_55/config/default.xml&uxHighlightColour=0xff0000&config_settings_showPopoutButton=false&config_settings_showUpdatedInFooter=true&companions=slot:companion|size:300×60|type:adi|domId:bbccom_companion_21380123;&config_settings_autoPlay=true&fmtjDocURI=/news/technology-21371609&companion1Id=bbccom_companion_21380123&config_plugin_fmtjLiveStats_edition=International&domId=emp-21380123-149313&preroll=https://ad.doubleclick.net/pfadx/bbccom.live.site.news/news_technology_content;slot=preroll;sz=512×288;sectn=news;ctype=content;news=technology;referrer=nonbbc;domain=www.bbc.co.uk;referrer_domain=;rsi=J08781_10008;rsi=J08781_10119;rsi=J08781_10040;rsi=J08781_10053;rsi=J08781_10048;rsi=J08781_10051;rsi=J08781_10128;rsi=J08781_10132;rsi=J08781_10480;rsi=J08781_10573;rsi=J08781_10576;rsi=J08781_10375;rsi=J08781_10601;rsi=J08781_10609;rsi=J08781_10610;rsi=J08781_10611;rsi=J08781_10617;rsi=J08781_10622;rsi=J08781_10623;rsi=J08781_10628;headline=kids’writingmalicioushackcode’;asset_type=story;story_id=21371609;keyword=;iframe=yes;tile=1&embedReferer=&mediatorHref=https://open.live.bbc.co.uk/mediaselector/5/select/version/2.0/mediaset/journalism-pc/vpid/{id}&companion1Size=300×60&config_plugin_fmtjLiveStats_pageType=eav2&holdingImage=https://news.bbcimg.co.uk/media/images/65782000/jpg/_65782410_65782409.jpg&enable3G=true&embedPageUrl=https://www.bbc.co.uk/news/technology-21371609&config_settings_showShareButton=true&companion1Type=adi&config_plugin_fmtjLiveStats_pageType=eav6&config_settings_autoPlay=false&config_settings_showFooter=true&config_settings_showPopoutButton=false&config_settings_showPopoutCta=false&config_settings_addReferrerToPlaylistRequest=true”/><!–<![endif]–><a href=”https://www.adobe.com/go/getflash”><img src=”https://www.adobe.com/images/shared/download_buttons/get_flash_player.gif” alt=”Get Adobe Flash player”/></a><!–[if !IE]>–> </object><!–<![endif]–> </object>
– რატომ შეისწავლით ფიზიკას, რას გძენთ იგი?
– ეს ტვინის შესანიშნავი ვარჯიშია. დღემდე ვერაფრით შევეგუე იმას,
რომ შეიძლება უბრალოდ, საწერ მაგიდასთან მჯომმა, მათემატიკური განტოლებების მეშვეობით
საკუთარი იდეები შეამოწმო და სწორი ან არასწორი ფიზიკური პრინციპების აღმოჩენა შეძლო.
ეს კი ზოგჯერ რეალური სამყაროს შესახებ ახლის თქმის საშუალებას გვაძლევს. შესაძლოა
ექსპერიმენტის შედეგი ან ახალი ნაწილაკის არსებობა იწინასწარმეტყველო,
ბუნების ძალების შესახებ ახალი რამ თქვა, ანდა ის, თუ რა ევოლუციას განიცდის სამყარო. ყოველივე ეს წმინდა
აზროვნების შედეგი იქნება.
ცხადია, ეს მხოლოდ წმინდა აზროვნება არ არის, ყოველთვის ექსპერიმენტული
მონაცემები გვიბიძგებენ და იმის იმედი გვაქვს, რომ ჩვენს წინასწარმეტყველებას ექსპერიმენტატორები
შეამოწმებენ და სისწორეს დაადასტურებენ. უფრო ხშირად ეს უბრალოდ წმინდა აზროვნებაა
საწერ მაგიდასთან და საოცარია, რომ ამას რაღაც შედეგი მოსდევს.
– მართალია, თქვენ იმდენად მცირე ზომის სტრუქტურებთან გაქვთ საქმე,
რომ ისინი მხოლოდ ჩვენს წარმოდგენაში არსებობენ?
დიახ, ასეა, მაგრამ მათი
აღწერა მათემატიკის საშუალებით მაინც შეიძლება. ამ საგნებს ინგლისურ ენაზე ვერ აღწერ; ამისათვის აუცილებელია ხელოვნური ენა, რომელიც მრავალი საუკუნის
მანძილზე ბუნების შემეცნების ცდის შედეგია.
ზოგიერთ მათემატიკოსს მიაჩნია, რომ მათემატიკის ენა ღვთიური ენაა
იმ გაგებით, რომ მისი საშუალებით
სინამდვილის საბოლოო ინსტანციის გამოსახვა შეიძლება.
მათემატიკაში არის რაღაც ჯადოსნური, ხშირად ხდება, რომ ფიზიკოსები, რომლებიც ახალ თეორიაზე
მუშაობენ (ისევე როგორც აინშტაინი მუშაობდა ფარდობითობის ზოგად თეორიაზე), აღმოაჩენენ ხოლმე, რომ მათემატიკა მათთვის უკვე მომზადებულია, დამუშავებულია
მათემატიკოსების მიერ, რომლებსაც ფიზიკაში
მისი კონკრეტული გამოყენების შესახებ წარმოდგენაც კი არ ჰქონდათ.
სხვა მაგალითებიც არსებობს. ჯგუფთა თეორია, რომელიც ძალზე მნიშვნელოვანია
მეოცე საუკუნეში ატომური ფიზიკის გაგებისათვის, მათემატიკური პრობლემების გადასაწყვეტად მეცხრამეტე საუკუნეში წინ გვისწრებენ და როგორ ხდება ეს, ვერაფრით გაგვიგია.
მრავალი მოსაზრება არსებობს
იმის შესახებ, თუ რატომ არის მათემატიკა ასე ეფექტური. ჩემი აზრით, ჩვენ ვიმყოფებით გიგანტური განმანათლებელი
მანქანის – სამყაროს გამგებლობაში, რომელიც ძირითადად ალალბედზე მოქმედებს. მილიარდობით
წლის განმავლობაში ბუნებრივი შერჩევის გზით
მოქმედმა შემთხვევითმა პროცესმა წარმოშვა ფრინველები, ყვავილები და ადამიანები. ასევე
ხდება იდეების ბუნებრივი შერჩევაც – რომელი იდეაა სამართლიანი, რომელი არა; რომელი
მათგანი გამოდგება ბუნების აღსაწერად. Aმ პროცესს მათემატიკური იდეების განვითარებისაკენ მივყავართ იმ შემთხვევაშიც კი,
როდესაც ჩვენ წარმოდგენაც კი არა გვაქვს, თუ როგორ შეიძლება მათი ფიზიკაში გამოყენება სწორედ
იმიტომ, რომ ჩვენ ისეთნი ვართ, როგორებიცა ვართ, რადგან სამყაროს მიერ დასმული ამოცანის ამოხსნის მცდელობის მრავალსაუკუნოვანი გამოცდილება
გვაქვს.
მათემატიკური აღწერა, გარკვეული მოსაზრებით, უეჭველად საიმედოა. ფიზიკურმა წარმოდგენებმა შეიძლება
საშინელ ხაფანგში მოგვამწყვდიოს, მაგრამ მაინც ყოველთვის ამით ვსარგებლობთ.
– რა გსურთ იცოდეთ სამყაროს შესახებ?
მხოლოდ ერთი რამ: მინდა კონკრეტულად ვიცოდე, რატომ არის ყველაფერი
ისე, როგორც არის. ჩვენ ხომ ამ მიმართულებით უკვე საკმაოდ დიდი გზა გავიარეთ. თქვენ თუ შემეკითხებით
– “რატომაა ცა წითელი?” ან “რატომაა წყალი სველი?” – ამ კითხვებს ნამდვილად ვუპასუხებთ. მაგალითად, ჩვენი პასუხი პირველ კითხვაზე დამყარებული იქნება სინათლის გარემოში
გავრცელების თვისებებზე; გრძელი ტალღის მქონე სხივთან შედარებით მოკლე ტალღის მქონე
სინათლის სხივი ჰაერის მოლეკულებისა და მტვრის უმცირესი ნაწილაკების საშუალებით უფრო
მეტად გაიბნევა.
თქვენი შემდეგი შეკითხვა იქნება: “რატომ ხდება ეს ასე, რომ ერთი ტალღის
სიგრძის სინათლის სხივი ისე არ გაიბნევა, როგორც მეორე ტალღის სიგრძის სინათლის სხივი?”
ამ კითხვასაც შეიძლება ვუპასუხოთ, ოღონდ ამჯერად უფრო ფუნდამენტური აღწერის საფუძველზე
კვანტური მექანიკის გამოყენებით.
შემდეგ ჩვენ ვკითხულობთ: “რატომ არის ყველაფერი ისე, როგორც
არის?” ჩვენ ხომ დიდი გზა გავიარეთ და გვაქვს ელემენტარული თეორია, რომელიც
გამოსხივების კვანტურ თეორიასთან შედარებით
უფრო ფუნდამენტურია.
მსურს ყველა ამ “რატომის” ჯაჭვს ბოლომდე ჩავყვე და გავაგრძელო
კითხვები: “რატომაა ასე?” როცა პასუხს მიიღებთ, იტყვით:
“ძალიან კარგი, მაგრამ რატომაა ეს ასე?” საოცარია. ასე ჩვენ შეიძლება ძალზე შორს წავიდეთ და ამ გზაზე აღმოვაჩინოთ სამყაროს ზოგიერთი
არაჩვეულებრივი კანონზომიერება, მაგალითად, ჩვენ შეიძლება დავინახოთ, რომ ამ ახსნათა ჯაჭვები თითქოს ერთ წყაროსთან იყრიან თავს, რადგან თქვენს
კითხვებს – რატომაა ცა ცისფერი ან რატომაა წყალი სველი, ელემენტარულ ნაწილაკებამდე
მივყავართ.
თუ თქვენ საუბრობთ ბიოლოგიის ან ასტრონომიის შესახებ, მოგიწევთ სხვადასხვა
ფაქტის მოშველიება, მაგალითად ასეთისა: სამყარო უკვე რამდენიმე
მილიარდი წლისაა და მასში უამრავი პროცესი
მიმდინარეობს, მაგრამ, როდესაც თქვენ ფესვებს უახლოვდებით, ამჩნევთ, რომ ყველაფერი მარტივდება.
– რა გაქვთ მხედველობაში, როდესაც ამბობთ – “მარტივდება”?
– მაგალითად, თუ თქვენ
ქიმიას ეუფლებით, რწმუნდებით, რომ საქმე გაქვთ
მილიონობით ნაერთთან. შეიძლება გაამარტივოთ
ეს სიტუაცია, თუ შეიმეცნებთ, რომ ყველაფერი 92 ელემენტამდე დადის. დღეს ამ ელემენტების
რიცხვი მეტია, რადგან ზოგიერთი მათგანი ხელოვნურად
შევქმენით. მაგრამ ამ შემთხვევაშიც კი თქვენ შეგიძლიათ ამ ელემენტების
ახსნა გაცილებით უფრო მცირე ნაწილაკების ერთობლიობით.
რაც უფრო სიღრმულ დონეებს აღწევთ, ელემენტარულ ნაწილაკთა რიცხვის
შემცირება არაა აუცილებელი, მნიშვნელოვანია ის, რომ პრინციპები უფრო მარტივდება, ერთობ
მცირეა პრინციპების რაოდენობა ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკაში. ჩვენ იმისი შეგრძნება გვეუფლება, რომ ნამდვილად ვუახლოვდებით
ფესვებს.
– შეგიძლიათ ამ “რატომს” იმდენად შორს გაჰყვეთ, რომ შეძლოთ
იმის თქმა, თუ რა მოხდა ჩვენი სამყაროს შექმნის პირველი მეასედი წამის ან პირველი სამი
წუთის განმავლობაში?
– ცხადია, შესაძლებელია, ჩვენი დაკვირვებები ისევე გამოვიყენოთ, როგორც პალეონტოლოგებმა, რომლებიც ცხოველების, ვთქვათ, დინოზავრების გაქვავებულ ნაშთებს აკვირდებიან და ახდენენ იმის რეკონსტრუქციას, რაც დედამიწაზე ასი მილიონი წლის წინათ იყო. ჩვენც ასევე შეგვიძლია
ავიღოთ ჩვენი ნამარხები, რომლებსაც მთელ სამყაროში ვპოულობთ – ნაწილაკები, რადიაცია,
ვარსკვლავების ქიმიური შედგენილობა და ყოველივე ეს იმისათვის გამოვიყენოთ, რათა გავყვეთ
ისტორიას მის საწყის პირველ სამ წუთამდე ან პირველ მეასედ წამამდე. კოსმოლოგები მიიჩნევენ, რომ პირველი მეასედი
წამიდან მოყოლებული, საკმაოდ კარგად გვესმის სამყაროს ისტორია. თუ უფრო შორს წავალთ,
წავაწყდებით ფიზიკის კიდევ უფრო რთულ პრობლემებს და აქ მეტი თავშეკავებულობა გვმართებს.
ჩვენ უბრალოდ კვალდაკვალ მივყვებით ისტორიის მთელ გზას თავისი საწყისისაკენ. ეს სულ
არ წარმოადგენს იმ კითხვის პასუხს, თუ, საერთოდ,
რატომ გაჩნდა სამყარო, რატომაა “რაღაცა” “არაფრის” ნაცვლად? ჩვენ არ ვიცით ყოველთვის
ცალკე გამოიყოფა თუ არა ეს კითხვა. შესაძლებელია, ბოლოს და ბოლოს, ფიზიკა
და სამყაროს ისტორია გაერთიანდეს და მაშინ აღარ დაგვჭირდება საწყისებზე სპეციალური
წარმოდგენების შექმნა.
მართლაცდა რამდენიმე წლის წინათ იყო იმის ცდა, რომ გარკვეულიყავით
სამყაროს წონასწორობის თეორიაში, რომლის მიხედვითაც საწყისი არ არსებობს. როგორც
ვთქვი, მეცნიერებაში მიღებული შეიძლება არასწორი აღმოჩნდეს. სამყაროს წონასწორობის
თეორიაც არასწორი აღმოჩნდა, იმის მიუხედავად, რომ ეს თეორია მეცნიერთა ერთ ნაწილს მოსწონდა.
– თქვენს წიგნში წერთ: “თავდაპირველად იყო აფეთქება”.
ეს დეკლარაციული განცხადებაა, რომელიც სხვა შესაძლებლობას გამორიცხავს.
– რას იზამ, უნდა ვაღიარო,
სადღაც მაქვს მართლაც ნათქვამი, რომ სამყაროს
განვითარების იმ ფაზაში, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით, თავდაპირველად აფეთქება მოხდა და
იგი ისეთი ტემპერატურ- ისა და სიმკვრივის უკიდურეს პირობებთან იყო დაკავშირებული, რომ
ვერ შევძელით ისტორიას უფრო შორს გავყოლოდით; არა გვაქვს საფუძველი მივიჩნიოთ ამ “ადრეს” არსებობა, უფრო ზუსტად, არ ვიცით, იქნებ, იყო კიდეც ეს “ადრე”. არ შეგვიძლია გვქონდეს ამაზე საბოლოო შეხედულება.
– ჰგავს ეს აფეთქება ვეებერთელა
შუშხუნას?
– ჰგავს და არცა ჰგავს.
ეს აფეთქება შუშხუნას ჰგავდა მხოლოდ იმ აზრით,
რომ აფეთქებისას შუშხუნის თითოეული ნაწილი
ერთმანეთს სცილდება. თუ დავითვლით შუშხუნის ნაწილაკების რაოდენობას მოცულობის ერთეულზე, დროთა განმავლობაში ეს რიცხვი შემცირდება და სივრცეში გავრცელებისდაკვალად ისინი თანდათან გაცივდება, მაგრამ შუშხუნა ხომ ისეთ ატმოსფეროში
ფეთქდება, რომელიც სხვა შუშხუნებით არაა გაჯერებული. ამიტომ უნდა ითქვას, რომ აფეთქებულ შუშხუნას გარკვეული ზედაპირი აქვს, რომლის იქითაც
ის აღარ ვრცელდება. სამყაროს აფეთქება სხვანაირად წარმოგვიდგენია. როცა ვლაპარაკობთ
სამყაროს შესახებ, წარმოვიდგენთ სივრცეს, როგორც სასრულს, ასევე უსასრულოსაც, მაგრამ
ყოველ შემთხვევაში მეტ-ნაკლებად ერთგვაროვნად შევსებულს მატერიით. როდესაც ვსაუბრობთ აფეთქების შესახებ, მხედველობაში
გვაქვს ის გარემოება, რომ მატერიის თითოეული
ნაწილაკი ერთმანეთს სცილდება, სამყარო თანდათან ცივდება და მისი სიმკვრივე კლებულობს, მაგრამ მას არავითარი ზედაპირი არ გააჩნია.
– თუ სამყარო დიდი აფეთქების
შედეგად შეიქმნა, არსებითია თუ არა ის, რომ ყველაფერი, რაც დღეს არსებობს, ოდესღაც ერთიანი ძალის ნაწილი იყო?
– მეცნიერისათვის ძნელია იმისი ახსნა, თუ რატომაა საინტერესო სამყაროს
შესახებ ახლის გაგება. ეს უბრალოდ ასეა, როგორც არის. არ ვიცი, როგორ აგიხსნათ, რატომაა მუსიკა ასე მშვენიერი. იმისი შნო უნდა გქონდეთ,
რომ გაიგოთ, რატომ არის ყველაფერი ისე, როგორც არის და საიდან არის ეს ყველაფერი, თუ ამისი შნო
და უნარი არა გაქვთ, ლაპარაკით არაფერი გამოვა.
მგონია, ადამიანი ამ უნარს ფლობს. ვფიქრობ,
უმრავლესობისათვის ეს კითხვები მიმზიდველია.
– შეგიძლიათ წარმოიდგინოთ სამყაროს ბოლო სამი წუთი?
ეს მეტად საყურადღებო მეცნიერული კითხვაა, რამდენადაც იგი თანამედროვე ასტრონომიულ
დაკვირვებებთანაა დაკავშირებული; ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენი მატერიაა სამყაროში. თუ მატერიის რაოდენობა
საკმარისია, მაშინ სამყაროს გაფართოება შეწყდება და პროცესი უკუმიმართულებით განვითარდება.
მოხდება შეკუმშვა და ყველაფერი დიდი ჭახაჭუხით შთაინთქმება.
– ეს დაახლოებით 50 მილიარდი წლის შემდეგ მოხდება?
დიახ, ეს საკმაოდ სწორი შეფასებაა. სინამდვილეში, როდესაც ჩვენ
უკეთესად გვეცოდინება სამყაროში მატერიის სიმკვრივე, შეგვეძლება იმის თქმა,
თუ რამდენად შორსაა ჩვენგან ეს დიდი ჭახაჭუხი. მეორე მხრივ, შეიძლება აღმოჩნდეს, რომ შეკუმშვის პროცესისათვის
მატერია არაა საკმარისი და გალაქტიკები გააგრძელებენ ურთიერთგანმაშორებელ სრბოლას, მაშინ ყველაფერი სამარადისოდ გაცივდება და მოკვდება.
– შეგიძლიათ გაიხსენოთ, თუ პირველად როდის გაიღვიძა თქვენმა ცნობისმოყვარეობამ
და როდის გადაწყვიტეთ მეცნიერი გამხდარიყავით?
– ზუსტად ვერ გეტყვით, მაგრამ მახსოვს, როცა საშუალო სკოლაში ფიზიკაში პოპულარული
წიგნების კითხვა დავიწყე, ვერც ერთი სიტყვა ვერ გავიგე. ისინი შავ მაგიად – იდუმალებით მოცულად და მომხიბვლელად მეჩვენებოდა, მაგრამ ვხვდებოდი, რომ
ასეთ ფიზიკოსებს მართლა შეეძლოთ ისეთი ბუნების მოვლენების წინასწარმეტყველება, რომლებიც შემდგომ იქნა აღმოჩენილი. მათ იწინასწარმეტყველეს
ანტიმატერიის არსებობა და ის აღმოაჩინეს კიდეც.
მათ იწინასწარმეტყველეს ბირთვების გახლეჩის
შედეგად ენერგიის მიღების შესაძლებლობა და იგი მიიღეს კიდეც. მე მესმოდა, რომ ეს არ იყო ცარიელი ლაპარაკი და მათ ნამდვილად რაღაცა იცოდნენ. “ეს საოცარია”
– ვფიქრობდი მე. ადამიანის ტვინს შეუძლია ჩასწვდეს იდეებს გამრუდებული სივრცისა და
დროის შესახებ, შეიცნოს ელექტრონები, როგორც ტალღები. ყოველივე ეს შეიძლება აბსურდულად
მოგეჩვენოთ, მაგრამ, თუ ამ ჯებირს მაინც გადალახავთ, შეგიძლიათ რაიმე მნიშვნელოვანი
თქვათ რეალური სამყაროს შესახებ.
– ოდესმე თუ გინანიათ,
მეცნიერი რომ გახდით?
– არა, ეს წარმტაცი ცხოვრებაა,
იგი გაცილებით რთული აღმოჩნდა, ვიდრე ვფიქრობდი, რადგან უნდა შეეგუო უამრავი დროის უქმად ხარჯვას; უნდა მიეჩვიო საწერ მაგიდასთან
კირკიტს, იდეებს, რომლებიც თითქმის არასოდეს მართლდება; უნდა ცხოვრობდე იმის იმედით,
რომ ეს იდეა, ბოლოს და ბოლოს, გამართლდება.
– სამყაროს თვისებების თქვენ მიერ მიგნებული განჭვრეტიდან რომელმა
გაგაოცათ ყველაზე მეტად?
– ბუნების სიმარტივემ. ეს უფრო ხშირად სიმეტრიის პრიციპებითაა განპირობებული.
მაგალითად, ბუნების კანონებში ისეთი არაფერია ჩადებული, რომ გავარჩიოთ ჩრდილოეთი აღმოსავლეთისაგან. არც ბუნების ფუნდამენტურ კანონებშია მოცემული განსხვავება ელექტრონსა და ნეიტრონს შორის. ალბათ,
ბუნების კანონები არ იცვლება, როდესაც ნეიტრონში ან ელექტრონში გარდაქმნები
ხდება.
სიმეტრიის ეს პრინციპები დიდი ხანია ცნობილია. ისინი ერთობ დიდი
ძალისანი არიან, რადგანაც ბუნების კანონთა ფორმას კარნახობენ. ალბათ, შეიძლება ეს
ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი რამ იყოს მათ შორის, რაც კი ფიზიკაშია ცნობილი.
– ყველაზე მნიშვნელოვანი? ამით რა გსურთ თქვათ?
– ყველაზე მნიშვნელოვანი იმ გაგებით, რომ, თუ თქვენ გააგრძელებთ შეკითხვას “რატომ”, აუცილებლად მიხვალთ სიმეტრიის
პრინციპებამდე. ყველა იმ აღმოჩენას შორის,
რომლებშიც მონაწილეობა მიმიღია, ყველაზე დიდი
სიამოვნება იმ აღმოჩენამ მომანიჭა, რომ სიმეტრია მართლაც გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია,
ვიდრე ამის წარმოდგენა შეიძლებოდა.
– და რას გძენთ იგი?
იმას, რომ ბუნება გაცილებით უფრო მარტივი და თვალწარმტაცია, ვიდრე
ეს ადრე ეგონათ. თუ გადახედავთ ელემენტარული ნაწილაკების ცხრილს, შეამჩნევთ სხვადასხვა მასისა და თვისებების
იდუმალი ნაწილაკების ერთობლიობას. ყველაფერი ეს ვეებერთელა ზოოპარკს მოგვაგონებს და
თქვენ მას ვერაფერს გაუგებთ. შემდეგ შეიძლება გაარკვიოთ, რომ ფუძემდებელი
პრინციპები საკმაოდ მარტივია და ყველა ეს ნაწილაკი
ძალზე მარტივი განტოლებების მხოლოდ სხვადასხვა ამონახსენს წარმოადგენს…
როდესაც ბოლოს და ბოლოს
ბუნების ძირითად კანონებამდე მივალთ, ისინი
იმდენად მარტივი და მშვენიერი იქნება, რომ ჩვენ გაგვაოცებს, თუ რატომ არ იყო ეს თავიდანვე ცხადი.
– ვისთან ისაუბრებდით ცხოვრების სირთულეებზე: შექსპირსა თუ აინშტაინთან?
– ცხადია, ცხოვრების სირთულეებთან დაკავშირებით შექსპირს მივმართავდი.
– აინშტაინს, ალბათ, სიმარტივის შესახებ დაუსვამდით შეკითხვას?
– დიახ, რომ გამეგო, თუ რატომაა საგნები ისეთი, როგორიც არის, ის კი არა, თუ რატომ არიან ადამიანები ასეთები (რადგან, ეს რომ გავიგოთ, აუცილებელი იქნება მიხვედრების ძალზე დიდი
ჯაჭვი), მაგრამ ცხოვრების არსში რომ გავერკვეთ,
ორივე საჭიროა, შექსპირიცა და აინშტაინიც. შექსპირი შეიცნობდა ცხოვრებას, როგორც დრამას.
პერსონაჟები, რომლებიც უდიდესი მოვლენების მონაწილე იყვნენ, თავიანთ თავს დრამაში მონაწილე
მსახიობებად შეიცნობენ, ხოლო ცხოვრება ამით დამატებით ცოდნას იძენს. ჩემი აზრით, შესანიშნავია
საკუთარი თავის შეცნობა დრამის გათამაშებაში და, როდესაც ამას ვაკეთებთ, არ შეგვიძლია
მეცნიერული აღმოჩენები აღვიქვათ, როგორც ჩვენი
დრამის სცენარი.
– ხშირად მესმის ხოლმე გამოთქმა: “ეს ლამაზი თეორიაა”, მაგრამ არასოდეს მიფიქრია,
თუ რა ხდის თეორიას ლამაზს.
– “ლამაზი თეორია” – ეს არცთუ ისე მოსწრებული გამოთქმაა, რადგან მასში გადაკვრით
არის ნათქვამი, რომ ფიზიკოსები უბრალოდ ესთეტები
არიან, რომ ჩვენ ვირჩევთ ისეთ თეორიებს, რომლებიც
ჩვენს ფანტაზიას აღაგზნებენ. გარკვეული მოსაზრებით, ეს შეიძლება სონატის სილამაზეს
შევადაროთ. ეს სილამაზეა, რომელშიც ცოდნაა ნავარაუდევი, რომ ყველაფერი ისეა, როგორც
უნდა იყოს, რომ არ შეიძლება თუნდაც ერთი ნოტის შეცვლა ისე, რომ არაფერი გაფუჭდეს, მაგრამ ხელოვნების ყოველი ნაწარმოები შეიცავს მსგავს თვისებას. შექსპირის პიესები უდიდესი და რთული ნაწარმოებებია, რომლებიც გარკვეულწილად
ცხოვრების სირთულეებს ასახავენ, მაგრამ, თუ ავიღებთ შედარებით ნაკლებად მასშტაბურს, მაგალითად სონეტს, იმის შეგრძნება დაგეუფლებათ, რომ მასში
არაფრის შეცვლა არ შეიძლება, რომ იგი სრულყოფილია იმ სახით, როგორიც არის; არ შეიძლება
მისი გაუმჯობესება. სწორედ ამას ვეძებთ ჩვენ ფიზიკურ თეორიაში.
– ამჟამად მიმზიდველია ფიზიკოსობა?
– დიახ, რასაკვირველია, მაგრამ ელემენტარული ნაწილაკების პრობლემების სფეროში მომუშავე ფიზიკოსებისათვის არც ისე წარმტაცი, როგორც ამ თხუთმეტიოდე წლის წინათ. იმ დროს თეორიასა და ექსპერიმენტს შორის ძალზე აქტიური ურთიერთობა არსებობდა.
ყოველდღიურად თეორეტიკოსები რაღაც ახალს წინასწარმეტყველებდნენ, რომელსაც შემდეგ ექსპერიმენტატორები
ადასტურებდნენ ან ექსპერიმენტატორები აღმოაჩენდნენ რაღაც ახალს და თეორეტიკოსებს აიძულებდნენ
საწერ მაგიდას მისხდომოდნენ. ეს ურთიერთობა შესუსტდა. ჩვენ გვაქვს თეორია, რომლის საშუალებითაც საკმაოდ დამაკმაყოფილებლად
შეგვიძლია ავხსნათ ყველაფერი, რასაც ლაბორატორიაში ვხედავთ, მაგრამ არა გვაქვს იმ ექსპერიმენტების ჩატარებისათვის საჭირო
დანადგარები, რომლებიც ჩვენი დღევანდელი ცოდნის საზღვრებს გააფართოებდა.
– თქვენ და რამდენიმე ფიზიკოსმა აშშ-ის მთავრობას მიმართეთ წინადადებით, აგებულიყო რაღაც ზეგამტარული ზეამაჩქარებელი, რომელიც 4-5 მლრდ. დოლარი უნდა დაჯდეს. რა არის ეს?
– ეს გახლავთ 85 კმ სიგრძის
მიწისქვეშა ოვალური გვირაბი. გვირაბში, რომლის სიგანე დაახლოებით 3 მ-ია, უნდა აჩქარდეს ნაწილაკების ორი ნაკადი. ეს ნაწილაკები ერთმანეთის საწინააღმდეგო მიმართულებით მოძრაობენ. მათი სიჩქარე თანდათანობით იზრდება და ამიტომ ამ დანადგარს ამაჩქარებელი ეწოდება. როცა ნაწილაკების ენერგია 20 ტრილიონ ელექტრონვოლტს მიაღწევს, ნაწილაკების ამ ორ ნაკადს ერთმანეთს შეაჯახებენ
და ჩვენ მატერიის ახალი ფორმის მიღებას შევძლებთ.
ეს უნიკალური დანადგარი საშუალებას მოგვცემს გამოსაკვლევი ნაწილაკების
ენერგია 10-ჯერ გავზარდოთ. ამ დროს ფიზიკური მოვლენების ახალი სამყარო გადაიშლება.
ეს იგივეა, რომ ასტრონომმა ცა ახალი ტალღის
სიგრძის საშუალებით გამოიკვლიოს ან მყარი სხეულების
ფიზიკის დარგში მომუშავე მეცნიერს საშუალება მიეცეს 10-ჯერ შეამციროს ტემპერატურა.
ყოველთვის, როდესაც ასეთი შესაძლებლობა იქმნება, ხდება ფიზიკური მოვლენების მთელი ახალი
სამყაროს აღმოჩენა.
ზედამჯახებელი მომგებიანი საწარმოა. მისი საშუალებით გარკვეულ კითხვებს გავცემთ პასუხს, მაგრამ, როგორც გამოცდილებით ვიცით, ის კითხვები კი არ
აღმოჩნდება ყველაზე მნიშვნელოვანი, რომლის პასუხებსაც ელით, არამედ ის, რომელთა შესახებ შეიძლება წარმოდგენაც კი არ გქონდათ. ეს არის მოვლენების ახალი სამყაროს აღმოჩენა. აქ პრობლემაა არა ჩვენი სამუშაოების ეფექტიანობის გაზრდა, არამედ,
საერთოდ, სამუშაოების ჩატარების შესაძლებლობა. თუ თქვენ გსურთ ფიზიკის ძირითადი კანონების ცოდნა, მაშინ ეს ერთადერთი გზაა. მე არ მსურს ვამტკიცო, რომ ფიზიკაში ყველაფერი უმოძრაოდაა და ყველა ზედამჯახებელს ელოდება.
მრავალი რამეა ისეთი, რომელიც უიმისოდაც შეიძლება გაკეთდეს. მაგრამ არსებობს განსაზღვრული კითხვა – “რატომ?”,
“რატომ?”, რატომ”?” რომელსაც ახსნათა ჯაჭვის სულ ბოლო რგო- ლამდე
მივყავართ, მასზე პასუხის მიღება მხოლოდ ასეთი დანად- გარის საშუალებითაა შესაძლებელი.
ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკის დარგში მომუშავე ამერიკელი მეცნიერები არ ეჭვობენ, რომ საჭიროა სწორედ ასეთი ამაჩქარებლის აგება.
– რას უპასუხებდით იმ მეცნიერს, რომელიც განაცხადებდა, რომ ფუნდამენტური აღმოჩენისათვის უფრო იაფი მეთოდები არსებობს, ვიდრე ეს გიგანტური პროექტებია?
– ეს სწორედ ის კითხვებია, რომლებზედაც პასუხის გაცემის სხვა გზა
არ არსებობს. ჩვენ შევეცადეთ. მზად ვარ ყველაფერი ეს მარტომ გავაკეთო. მომეცით რამდენიმე
ფანქარი და ხაზებიანი რვეული და მუშაობას შევუდგები. ჩემზე არცთუ ისე ბევრი დაიხარჯება.
მაგრამ ვერ შევძლებ ამის გაკეთებას. ვცდილობდი, მაგრამ ვერც მე, ვერც
ჩემი კოლეგები ვერაფერს გავხდით. მხოლოდ წმინდა აზროვნებაზე დაყრდნობით წინ ნაბიჯს
ვეღარ გადავდგამთ.
რატომ უნდა დაიხარჯოს
მილიარდობით დოლარი იმისათვის, რომ გავიგოთ,
თუ რა მოხდა ჩვენი სამყაროს არსებობის პირველი მეასედი წამის განმავლობაში ან ფართოვდება თუ არა ჩვენი
სამყარო?
– ჩვენს საზოგადოებაში მრავალი ისეთი რამაა, ურომლისოდაც შეიძლება
არსებობა, მაგრამ არის ისეთიც, რისთვისაც ღირს სიცოცხლე და, ვფიქრობ, რომ სამყაროს შეცნობა ერთ-ერთი ასეთი რამაა.
ამასთანავე, არ შეიძლება თანამედროვე ტექნოლოგიის განვითარება ფართო მეცნიერული
სპექტრის არსებობის გარეშე, ფუნდამენტურიდან დაწყებული და გამოყენებითი მეცნიერული მიმართულებებით დამთავრებული. ჩვენი
კონკურენტებიც ამ დასკვნამდე მივიდნენ. ჩვენ
მივიჩნიეთ, რომ ფუნდამენტური მეცნიერებები აუცილებელია, როგორც საფუძველი, რომელზედაც აგებულია ტექნოლოგია. უსაფუძვლოდ
მას ფუნქციონირება არ შეუძლია. შემიძლია ზედამჯახებლის
პრაქტიკული გამოყენების რამდენიმე მაგალითის მოყვანა. მაგრამ ამ პროექტის დასაცავად
მე არ ვაპირებ მათზე დაყრდნობას. ამ პროექტის
სულიერი ღირებულებების მიმართ ეს არასამართლიანად მეჩვენება.
– სულიერი ღირებულებები?
– და კიდევ რა? ჩვენ აღმოვაჩენთ, თუ რა არის
ეს სამყარო და როგორია მისი წესები. ეს დიდ კმაყოფილებას მოჰგვრის არა მარტო ფიზიკოსებს,
რომლებმაც თავიანთ მუშაობაში შეიძლება გამოიყენონ მიღებული ცოდნა, არამედ საერთოდ ყველას…
ეს ისაა, რითაც ჩვენ ვამაყობთ, ისევე, როგორც ჩვენ ვამაყობთ ველური ბუნების შენარჩუნებით, ვამაყობთ, რომ ასეთ რამეებს ვახერხებთ.
– ახლა ქრისტეფორე კოლუმბი რომ დაბრუნდეს და დაიწყოს ახალი სამყაროს
ძიება, როგორ გგონიათ, ის ფიზიკოსი გახდებოდა?
– ქრისტეფორე კოლუმბი, ალბათ, გამოყენებითი ფიზიკის დარგში დაიწყებდა
მუშაობას, რადგან მის მიერ ინდოეთის აღმოჩენა ფრიად ეკონომიკურ ინტერესს – ახალი სავაჭრო
გზების გამოძებნას ემსახურებოდა.
– ანალოგია აქ ისაა, რომ თქვენ დგახართ ახალი სამყაროს აღმოჩენის ზღურბლთან
– არა ატლანტის ოკეანის გაღმა მდებარე კონტინენტისა, არამედ ახალი სამყაროსი, სადღაც
იქ, კოსმოსში. თქვენ ხომ ამას ეძებთ?
– ვიმედოვნებთ რაიმე გავიგოთ ახალი სამყაროების შესახებ.
ლაბორატორიებში მართლაც ვქმნით ახალ სამყაროს. ვქმნით ისეთ ნაწილაკებს,
რომლებიც, ალბათ, არასოდეს და არსად არ არსებობდნენ ჩვენი სამყაროს პირველი მემილიონედი
წამის შემდეგ, მაგრამ ამას იმიტომ ვაკეთებთ, რომ ვცდილობთ იმ კითხვებზე პასუხის გაცემას,
რომლებიც “რატომის” ჯაჭვის ბოლოშია. რატომ არის სამყარო ისეთი, როგორიცაა?
ვცდილობთ სწორედ სამყაროს შეცნობას. ჩვენ ლაბორატორიებში
ვქმნით სრულიად ხელოვნურ პირობებს, მაგრამ იმისთვის კი არა, რომ ნაწილაკების ერთმანეთთან
შეჯახება მოგვწონს, არც იმისათვის, რომ ყველაზე მძიმე და ყველაზე ეგზოტიკური ნაწილაკების
მიღებაში მსოფლიო რეკორდების დამყარება გვინდა, არამედ მხოლოდ იმისათვის, რომ ვცადოთ პასუხი გავცეთ ამ გრძელი ჯაჭვის ბოლო “რატომს”.
– და ეს ბოლო “რატომ” არის?
– ბოლო “რატომამდე” ჩვენ ჯერ კიდევ არ მივსულვართ. უნდა მეთქვა არა ბოლო, არამედ ბოლო ცნობილთა შორის.
ზოგჯერ ჩვენ თავს ვეკითხებით, მივალთ კი ოდესმე ბოლომდე, ნამდვილად
ბუნების ბოლო კანონამდე, რომელსაც ზოგჯერ “ყველაფრის
თეორიას” უწოდებენ. ზოგი ფიქრობს, რომ ეს პრინციპული თვალსაზრისით შეუძლებელია.
სხვებს მიაჩნიათ, რომ შესაძლებელია, მაგრამ გაცილებით უფრო ადრე ჩვენ ყველა ფული შემოგვეხარჯება
და პასუხსაც ვერ გავიგებთ, რადგან ვერც შევძლებთ ჩვენს თავს ამდენი
ხარჯის ნება მივცეთ. არსებობს მოსაზრება, რომ უბრალოდ, ადამიანი არასაკმარისად მოაზროვნე
არსებაა, ისე, როგორც ძაღლს არ შეუძლია გაიგოს ნიუტონის მექანიკა, იქნებ, ჩვენც არა გვაქვს იმისი საშუალება, რომ გარკვეული ზღურბლი გადავლახოთ.
სხვა შესაძლებლობაც არსებობს, რომელიც მე ჩემი ცხოვრების ძირითად პრინციპად გავიხადე.
ის იმ რწმენას ემყარება, რომ ჩვენ მივაღწევთ ბოლოს, “რატომის” ჯაჭვის ბოლო
რგოლს, და იქ ვიპოვით რამდე- ნიმე მარტივ პრინციპს, რომლებიც ყველაფერს მართავენ.
ეს ყველა სამეცნიერო პრობლემას მაინც ვერ გადაწყვეტს. მეცნიერება ყოველთვის გააგრძელებს თავის არსებობას. ამას ხაზი მინდა გავუსვა, რადგან არ მინდა ისეთი შთაბეჭდილება
შეიქმნეს, თითქოს ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკა – ეს მთელი მეცნიერებაა. ბუნების ყოველ დონეზე ახალი პრობლემები ჩნდება, თუნდაც იმიტომ,
რომ განვითარების ამ დონეზე ბევრი სიახლე წარმოიქმნება. როდესაც თქვენ ადამიანებთან
გაქვთ საქმე, თქვენ ბიოლოგიისა და პიროვნების საკითხები გაინტერესებთ, რომლებიც საერთოდ
არ წარმოიქმნება, როცა საქმე ატომებსა და მოლეკულებთან გაქვთ.
– მაგრამ, როცა თქვენ საქმე გაქვთ ისეთ ნაწილაკებთან, რომელთა მხოლოდ
წარმოდგენა შეიძლება, საიდან იცით, რომ მართალი
ხართ?
– ძირითადი პასუხი ამ კითხვისა ისაა, რომ თქვენ
ექსპერიმენტის განაჩენიდან გამოდიხართ. საერთოდ ეს სწორი პასუხია. მაგრამ კერძო შემთხვევაში თქვენ
იცით, რომ მართალი ხართ, რადგან ყველაფერი ერთმანეთს ისე მშვენივრად ემთხვევა, რომ
ეს აუცილებლად ასე უნდა იყოს. ზოგჯერ, როგორც ამას აინშტაინის “ფარდობითობის სპეციალური თეორიის” შემთხვევაში ხდებოდა, თქვენ გარკვეული დროის განმავლობაში იღებთ ისეთ შედეგებს, რომლებიც ექსპერიმენტულ მონაცემებს ეწინააღმდეგება მანამ, სანამ ექსპერიმენტატორები არ შეაჯამებენ თავიანთ შედეგებს და ცდის შედეგები თეორიულს არ დაემთხვევა, მაგრამ, ბოლოს
და ბოლოს, რაც არ უნდა ლამაზი იყოს თეორია,
თუ სხვადასხვა ლაბორატორიაში ჩატარებული ექსპერიმენტების შედეგები დაბეჯითებით მიუთითებენ, რომ თეორია არასწორია, იძულებული ვხდებით, უარვყოთ ეს თეორია.
იუნკერი (ჟუნკერ) გერმანულად თავადაზნაურული წარმოშობის უნტერ-ოფიცერს ნიშნავს. თუმცა ქართულ იუნკერთა სკოლის ისტორია არა გერმანიას, არამედ მეფის რუსეთს უკავშირდება. იმხანად თბილისის იუნკერთა სასწავლებელში მეფის არმიისთვის საშუალო რანგის ოფიცრებს ამზადებდნენ. დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ გადაწყდა, ეროვნული არმიისა და მაღალი ჩინის ოფიცერთა კორპუსის შესაქმნელად გახსნილიყო ქართული სამხედრო სკოლა, რომელსაც იუნკერთა სასწავლებელი დაერქვა. ამ იდეის განხორციელება ბრწყინვალე მხედართმთავარს, გენერალ გიორგი კვინიტაძეს დაევალა. 1919 წლის აგვისტოში იუნკერთა სკოლას 90 მსმენელი უნდა მიეღო, რომლებიც ოთხ ძირითად სპეციალობაზე განაწილდებოდნენ: სამოცი კურსანტი ქვეითი ჯარის განყოფილებაში ჩაირიცხებოდა, თხუთმეტი საარტილერიო საქმეს შეისწავლიდა, ათს საინჟინრო საქმეში მოამზადებდნენ, ხოლო ხუთს – კავალერისტად. კურსანტები სკოლაში სწავლების ორწლიან კურსს გადიოდნენ. სასწავლებელში დღე დილის 6 საათზე იწყებოდა. იუნკრებს სამხედრო საქმის ისტორიას, ტოპოგრაფიას, ფორტიფიკაციას, ტაქტიკას და სხვა სამხედრო საგნებს ასწავლიდნენ. დილით თეორიული მეცადინეობა იმართებოდა, შუადღის შემდეგ კი სროლაში, ჯირითსა და სამწყობრო საქმეში ავარჯიშებდნენ. სკოლის პროგრამაში საერო საგნებიც შედიოდა. ისტორიაში ლექციებს უნივერსიტეტის პროფესორი ივანე ჯავახიშვილი კითხულობდა, მწერალი ვასილ ბარნოვი კი იუნკრებს ლიტერატურაზე ესაუბრებოდა. სკოლის ხელმძღვანელი გიორგი კვინიტაძე მომავალ ოფიცრებს ტაქტიკისა და სამხედრო ისტორიის კურსს უკითხავდა.
მასწავლებლებს სკოლაში სასაცილო ხელფასს უხდიდნენ, მათი ჯამაგირი ტრამვაის ბილეთსაც კი არ ჰყოფნიდა, მაგრამ ისინი ქვეყნის წინაშე თავიანთ მოვალეობას მაინც პირნათლად იხდიდნენ. მაგალითად, გენერალი გიორგი კვინიტაძე თვეში 9 ათას მანეთს იღებდა, მაშინ როდესაც გირვანქა პური თბილისში – 750, კილოგრამი კარაქი – 4 ათასი, ხოლო ხორცი 12 ათასი მანეთი ღირდა. გაჭირვების მიუხედავად, იუნკერთა სკოლაში სასწავლო პროცესი ერთი დღითაც არ შეწყვეტილა.
ქართულ არმიაში იუნკრებს გამორჩეული ადგილი ეკავათ. ეს იყო ყველაზე დისციპლინირებული და ბრძოლისუნარიანი ქვედანაყოფი. ლამაზ ფორმაში გამოწყობილ ახალგაზრდა კურსანტებს საზოგადოება სიყვარულით ეკიდებოდა. არ ყოფილა შემთხვევა, იუნკერს ქალაქში წესრიგი დაერღვიოს. თბილისში უცხოური დელეგაციის ჩამოსვლისას იუნკრებს, როგორც საჩვენებელ ნაწილს, საპატიო ყარაულში აყენებდნენ.
გარდა ოფიცრებისა, იუნკერთა სასწავლებელი უნტერ-ოფიცრებსაც ამზადებდა. იმხანად უნტერ-ოფიცრებს ქართულ შესატყვისს – ნაცვლებს (დღევანდელი სერჟანტები) უწოდებდნენ. ნაცვალთა კურსებზე სკოლამ პირველი შევსება 1919 წლის 15 ნოემბერს მიიღო – დაახლოებით 800 მსმენელი. იუნკრებისგან განსხვავებით, ნაცვალთა კურსი სულ ექვსთვიანი იყო, რის შემდეგაც მათ მოქმედ არმიაში ანაწილებდნენ.
საბრძოლო ნათლობა
1920 წლის აპრილის მიწურულს, აზერბაიჯანის ძალისმიერი გასაბჭოების შემდეგ, ბოლშევიკურმა რუსეთმა მსგავსი ოპერაციის ჩატარება საქართველოს წინააღმდეგაც გადაწყვიტა. XI არმია საქართველოს საზღვარს 30 აპრილს მოადგა. გეგმის თანახმად, საზღვარზე სამხედრო მოქმედებების პარალელურად თბილისში ადგილობრივ კომუნისტებს მთავრობის საწინააღმდეგო გამოსვლები უნდა გაემართათ და სტრატეგიული ობიექტები დაეკავებინათ. 1920 წლის 1 მაისს, დაახლოებით ღამის 2 საათზე, ბოლშევიკები იუნკერთა სამხედრო სკოლაში შეიჭრნენ. თავდასხმის მიზანი იუნკრებისა და ნაცვალთა ბატალიონის ბოლშევიკთა მხარეზე გადაბირება და სასწავლებელში არსებული იარაღის ხელში ჩაგდება იყო. ბოლშევიკთა ოცდაათკაციანი შეიარაღებული ჯგუფი იარაღის საწყობში შევარდა. თუმცა ნახევარსაათიანი ბრძოლის შემდეგ კურსანტებმა სკოლა გაათავისუფლეს. თავდასხმის დროს დაიღუპა იუნკერი მიხეილ მაყაშვილი.
კოჯორ-ტაბახმელა – საბედისწერო ბრძოლა

1921 წლის 11 თებერვალს საქართველოს წითლებმა რამდენიმე მიმართულებით, მათ შორის ზერბაიჯანის მხრიდანაც შეუტიეს. ქვეყანაში საომარი მდგომარეობა გამოცხადდა. მიუხედავად იმისა, რომ იუნკრებმა ომის პირველსავე დღეებში მოითხოვეს ფრონტზე გაგზავნა, ისინი ბრძოლაში მხოლოდ 17 თებერვალს გაიწვიეს. სამხედრო სკოლას ფრონტზე 560 მებრძოლი გაჰყავდა. გარდა შაშხანებისა, იუნკერთა შეიარაღებაში შედიოდა ორი სამთო, ორი საველე ზარბაზანი და ექვსი ტყვიამრფქვევი.
ბრძოლის ველზე გამგზავრების წინ იუნკრებს სიტყვით სკოლის ხელმძღვანელმა, გენერალმა ალექსანდრე ანდრონიკაშვილმა მიმართა:
“ყმაწვილებო! ბედნიერი ვარ მოგილოცოთ, რომ საშუალება გეძლევათ, თქვენი მოქმედებით დაადასტუროთ თქვენი სურვილი სამშობლოს სამსახურისა. მე, თქვენს მასწავლებელს და უფროსს, ეჭვი არ მეპარება, რომ ზუსტად შეასრულებთ მხედრულ მოვალეობას და პირნათლად წარსდგებით ქართული ისტორიის სამსჯავროს წინაშე. არ დაივიწყოთ ველად ყოფნისას, რომ ყოველ თქვენს ნაბიჯს მოწმედ ეყოლება იგივე ცა, მიწა და ბუნება, რომელიც არაერთხელ გაკვირვებულა ქართველთა გმირობით და უდრეკლობით სიკვდილის წინაშე. გაუმარჯოს ჩვენს საქმეს, გაუმარჯოს საქართველოს და ქართულ ჯარს ვაშა!”
ხალხი ცრემლითა და ყვავილებით მიაცილებდა თხელ პალტოებში გამოწყობილ, მწყობრი ნაბიჯით მიმავალ 20-23 წლის ბიჭებს. სკოლის კოლონას ცხენით ანდრონიკაშვილი და სასწავლებლის ოფიცრები მიუძღოდნენ. შემდეგ მიდიოდნენ ქვეითები, არტილერისტები და ცხენოსნები. მწკრივს უნტერ-ოფიცერთა ახალწვეული ბატალიონი ასრულებდა.
თბილისის დაცვის ხაზი სამ ძირითად რაიონად იყოფოდა. იუნკრები დედაქალაქის მარჯვენა ფრთას ამაგრებდნენ. მათ ტაბახმელიდან კოჯრამდე არსებული რვაკილომეტრიანი მონაკვეთი უნდა დაეცვათ.
17 თებერვლის ღამემ იუნკერთა პოზიციებზე მშვიდად ჩაიარა. იმ ღამეს ყინვა 8-9 გრადუსს აღწევდა. თბილი ტანსაცმლის გარეშე მყოფი მებრძოლები სანგარში გათბობას სიმღერითა და ცეკვით ცდილობდნენ. ბოლშევიკებს ტაბახმელის პოზიციებზე იერიში არც მეორე დღეს მიუტანიათ. იუნკერთა პოზიციებზე პირველი მასირებული შეტევა 19 თებერვალს დაიწყო. როდესაც ბოლშევიკებმა სოღანლუღთან მაზნიაშვილის დაცვა ვერ გაარღვიეს, მათ მთელი ძალები ტაბახმელის მონაკვეთისკენ მიმართეს. მტერმა იერიში დილის 8 საათზე მიიტანა. იუნკერთა რიგებში პირველი მსხვერპლი გამოჩნდა – მოკლეს მაიორი ანანიაშვილი. 12 საათისთვის მოწინააღმდეგე ხიშტით შეტევაზე გადავიდა, მაგრამ სანგრებამდე ვერ მიაღწია – იუნკერთა ტყვიამფქვევმა მტერი შეაჩერა. თუმცა რამდენიმე საათში მდგომარეობა გართულდა. რუსებმა იუნკრების გვერდით სახალხო გვარდიის პოზიციები გაარღვიეს და სოფელი წავკისი დაიკავეს. კურსანტების ერთი ოცეული გაშლილ მინდორზე კონტრიერიშზე გადავიდა. მიუხედავად იმისა, რომ მოწინააღმდეგემ ინტენსიური ცეცხლი გახსნა, არც ერთი იუნკერი არ დაწოლილა. ხელჩართულ ბრძოლაში იუნკერთა სკოლის ოცდასამმა კურსანტმა მოწინააღმდეგის ასეული დაამარცხა. მტერი უკუიქცა და ბრძოლის ველზე უამრავი მოკლული დატოვა. იუნკრებს რვა კაცი დაეღუპათ, მათ შორის – კაპიტანი ქარუმიძე და კაპიტანი თოიძე.
ბოლშევიკების გააფთრებული იერიშების მიუხედავად, იუნკრებმა პოზიციების შენარჩუნება შეძლეს. ქართველი მებრძოლები ყოველდღე მტრის სამ შეტევას მაინც იგერიებდნენ. რუსებთან ერთად იუნკრები სახალხო გვარდიასაც ებრძოდნენ. 24 თებერვალს 152 იუნკრიდან მწყობრში მხოლოდ 85 იყო დარჩენილი.
შალვა ერისთავი

მარო მაყაშვილი

იუნკრებთან ერთად 19 თებერვალს დაიღუპა მოწყალების და მარო მაყაშვილიც. იგი საარტილერიო დაბომბვას შეეწირა. მარო, რომელიც ცნობილი პოეტის კოტე მაყაშვილის შვილი იყო, ფრონტზე მოხალისედ ჩაეწერა. უნივერსიტეტის სიტყვიერებისა და სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტისთვის სამშობლო ყველაფერზე წინ იდგა. როდესაც ომი დაიწყო, მარო წითელი ჯვრის რაზმში ისე ჩაეწერა, რომ ოჯახში არავინ იცოდა. მშობლებმა მისი გადარწმუნება ვერ შეძლეს. უკანასკნელი წერილი მარო მაყაშვილმა სახლში 18 თებერვლის საღამოს გაგზავნა. როდესაც მეორე დღეს ოჯახის წევრებმა წერილი მიიღეს, მარო უკვე ცოცხალი აღარ იყო: “ჩვენ ახლა ტაბახმელაში ვართ. იუნკრებს მიგვაწერეს. მათთან ერთად ვივლით. დარდი ნუ გაქვს. მტერი ძალიან შორს არის. აქ კარგ პიროვნებებთან ვარ. თქვენს თავს გაუფრთხილდით… ამ ერთ საათში ზევითკენ მივდივარ. შესაძლებელია, კოჯორში არ წავიდეთ, არამედ დაბლა, ტაბახმელაში. გკოცნით. ნუ გეშინიათ, გავიმარჯვებთ სახელოვნად. თქვენი მარო”.
1921 წლის 24 თებერვალს იუნკრებთან ბრძოლაში ბაქოს წითელ კურსანტთა პოლკმა პირადი შემადგენლობის თითქმის ნახევარი დაკარგა. მძიმე დანაკლისი განიცადეს იუნკრებმაც – დაჭრილ-დახოცილთა რიცხვმა 35-ს მიაღწია. მიუხედავად ამისა, პოზიციებს კვლავ ქართული ნაწილები აკონტროლებდნენ. რვა დღის განმავლობაში იუნკრებმა რუსებს ტაბახმელასთან გამართული ყველა შეტაკება მოუგეს. არნახული გმირობის მაგალითი აჩვენა იუნკერთა ოფიცერმა ყიფიანმა. მისმა ნაწილმა, რომელიც ძირითადად მოხალისე მებრძოლებისგან შედგებოდა, მტრის შეტევას ვერ გაუძლო და პოზიციების დატოვება დაიწყო. ამის შემხედვარე ყიფიანმა ნაგანიდან მკერდში ოთხი ტყვია დაიხალა. იგი ძლივს გამოათრიეს სანგრიდან. საბედნიეროდ, ჭრილობები სასიკვდილო არ აღმოჩნდა. როდესაც პოლკოვნიკმა ჩხეიძემ მას ჰკითხა, რატომ მოიქცა ასე, ყიფიანმა უპასუხა: “ბატონო პოლკოვნიკო, მე ვერ შევასრულე თქვენი ბრძანება და ეხლა ყველას შეუძლია თქვას, რომ კაპიტან ყიფიანს ბრძოლაში ჯარისკაცები გამოექცნენ!”
იუნკრები ბრძოლის ველს ტოვებენ
იუნკრებმა პოზიციების დატოვების თაობაზე ბრძანება 24 თებერვალს, ღამის 12 საათზე მიიღეს. მათ სამთავრობო მატარებლის დაცვა დაევალათ, რომელიც ბათუმისკენ მიდიოდა. გზაზე სრული ქაოსი სუფევდა. 25 თებერვალს ბოლშევიკებმა თბილისი დაიკავეს. XI არმიის სხვა ნაწილებთან ერთად საქართველოს დედაქალაქში შემოვიდა ბაქოს წითელ კურსანტთა პოლკიც, რომელიც პლეხანოვზე, ქართველ იუნკერთა სკოლაში განთავსდა.
ბრიტანეთის საბჭოს მიერ შემოთავაზებული რესურსების მიხედვით მოამზადა ნონა პოპიაშვილმა
მასწავლებლების უმრავლესობა აღიარებს, რომ გაკვეთილის
წინასწარ დაგეგმვა აიოლებს სწავლებას და პედაგოგს საკუთარი თავის რწმენას განუმტკიცებს.
არის თუ არა სახელმძღვანელო “მზაგაკვეთილის გეგმა”?
თითოეული მასწავლებლის შემთხვევა ინდივიდუალურია, თუმცა
ყოველ მათგანს აქვს სილაბუსი და სახელმძღვანელო,
რომელსაც ფეხდაფეხ უნდა მისდიოს. სახელმძღვანელო ნამდვილად წარმოადგენს ზოგად ჩარჩოს
და გვკარნახობს, რა ენობრივი მასალა უნდა დავფაროთ, თუმცა ის ყოველთვის არ იძლევა საშუალებას,
ოთხივე უნარ-ჩვევა თანაბარი სიძლიერით განვივითაროთ. გაკვეთილის სწორად დაგეგმვა დაგვეხმარება,
შევთავაზოთ მოსწავლეებს ის სავარჯიშოები თუ აქტივობები, რაც მათ კომუნიკაციურ უნარ-ჩვევებს განუვითარებს.
რა კომპონენტები უნდა ჩავრთოთ გაკვეთილის გეგმაში?
სხვადასხვა მასწავლებელი სხვადასხვანაირად წერს გაკვეთილის
გეგმას, მაგრამ არის რამდენიმე მომენტი, რომლებსაც ამ პროცესში გვერდს ვერ ავუვლით:
მიზნები: მკაფიოდ უნდა განვსაზღვროთ, რის მიღწევა გვსურს გაკვეთილის
ბოლოსთვის.
მაგ., გაკვეთილის ბოლოსთვის მოსწავლეები შეძლებენ, ითხოვონ
ნებართვა სამი სხვადასხვა ფორმით: Can I … ? Could I … ? May I … ?
რესურსები: ჩვენ გვაქვს სახელმძღვანელო, მაგრამ კიდევ რა რესურსებია
ჩვენს ხელთ, რომელთა მეშვეობითაც მოსწავლეები უფრო მეტად დაინტერესდებიან საგაკვეთილო
პროცესით? გახსოვდეთ, “რესურსი” შესაძლოა იყოს მრავალი სხვადასხვა რამ: თქვენ
თვითონ, თქვენი მოსწავლეები, მათი სამყარო, თქვენი მოთხრობები (story-telling), დიაგრამები,
სურათები დაფაზე…
ეტაპები: და მაინც, როგორ მოვახერხოთ ოთხივე უნარ-ჩვევის განვითარება
ერთ გაკვეთილზე?
აუცილებლად მოიფიქრეთ და გამოიყენეთ warmer (მოთელვა/გამოწვევა) – ეს აქტივობა
გაახალისებს და უფრო მეტ მოტივაციას შესძენს მოსწავლეებს. იმავდროულად ზეპირმეტყველების
გააქტიურებაშიც დაგეხმარებათ. იფიქრეთ ახალი ლექსიკის სწავლებაზე, არ დაგავიწყდეთ,
მოსწავლეებს მისცეთ განსაზღვრული დრო სხვადასხვა სავარჯიშოს შესასრულებლად, შემდეგ
– ნასწავლის გამეორება და ბოლოს – საშინაო დავალება.
ინტერაქცია: დააბალანსეთ თქვენი სალაპარაკო და მოსწავლეების წყვილებად და ჯგუფებად მუშაობის დრო. არ დაივიწყოთ, რომ კლასში მოსწავლეები ხშირად სხვადასხვა
დონისანი არიან. კარგად მოიფიქრეთ, როგორი აქტივობები შეურჩიოთ მოწინავეებს და, პირიქით,
როგორ დაეხმაროთ შედარებით სუსტებს.
ყველაზე მნიშვნელოვანია, გახსოვდეთ, რას სწავლობენ მოსწავლეები და მუდმივად შეინარჩუნოთ
მათი ინტერესი.
აი, გაკვეთილის გეგმის როგორი მოდელი შემოგვთავაზა ერთ-ერთმა
მასწავლებელმა:
|
დრო(წუთები) |
ეტაპი |
აქტივობა |
ინტერაქციის |
|
5 |
warmer |
წინა გაკვეთილზე ნასწავლი |
მასწავლებელი – მთელი მოსწავლე – მოსწავლე |
|
5-10 |
თემის წარდგენა |
მოსწავლეები ჯგუფურად |
ჯგუფური მუშაობა |
|
25-30 |
საკითხავი დავალება |
მოსწავლეები კითხულობენ |
მოსწავლეები მუშაობენ |
საკლასო აქტივობა
“ზურგით დაფასთან”
warmerგაკვეთილის საწყის
ეტაპზე ჩინებული საშუალებაა, მოვამზადოთ მოსწავლეები გაკვეთილისთვის, უფრო მეტად მოვახდინოთ მათი ფოკუსირება.
როგორ მოვახერხოთ მოსწავლეების მობილიზება და გავამეორებინოთ
წინა გაკვეთილზე ნასწავლი სიტყვები?
მოსწავლეები მუშაობენ ორ ან სამ ჯგუფად. თითოეული ჯგუფიდან
თითო მოხალისე ზურგით დაფისკენ დგება ან ჯდება.
მასწავლებელი დაფაზე წერს სიტყვას, ჯგუფის წევრები კი
ცდილობენ, აუხსნან ეს სიტყვა მოხალისეს მათი ჯგუფიდან, სანამ ის არ გამოიცნობს და ქულას
არ მოუტანს გუნდს.
მოხალისე იცვლება და მთელი პროცესი თავიდან მეორდება.
ასე ამოიცნობენ 6 ან 7 სიტყვას.
შეგიძლიათ აირჩიოთ თამაშის ორი ვარიანტი – ან შედარებით
ხმაურიანი, რომლის დროსაც მოსწავლეები წამოიყვირებენ მინიშნებებს, ან უფრო მეტად კონტროლირებადი,
სადაც ისინი მორიგეობით ილაპარაკებენ.
ცნებების განმარტება:
კომუნიკაციური უნარ-ჩვევების განვითარებაარის ენის გამოყენება იმგვარად, რომ ხდება ინტერაქცია და ინფორმაციის გაცვლა. მაგალითად,
კითხვა-პასუხი ოჯახის შესახებ და სხვა.
ჯგუფური მუშაობა – ინტერაქციის მოდელი: კლასი იყოფა პატარა ჯგუფებად, რომლის
შიგნითაც მოსწავლეები მუშაობენ რაიმე აქტივობაზე. მაგ., დისკუსია თემაზე “ჩემი
საყვარელი სპორტის სახეობა”
წყვილებს შორის მუშაობა
– ორი მოსწავლე მუშაობს ერთად. მაგ., წაკითხული ტექსტის
შემდეგ კითხვებზე პასუხის გაცემა.
სილაბუსი – იმ ენობრივი
ერთეულების ერთობლიობა, რაც უნდა ვასწავლოთ მოსწავლეებს კურსის განმავლობში.
Warmer (მოთელვა/გამოწვევა) – ხანმოკლე, ცოცხალი აქტივობა გაკვეთილის დასაწყისში, რომლის დროსაც ხდება მოსწავლეთა ყურადღების მობილიზება.
ამ აქტივობის მეშვეობით შეიძლება გავამეორებინოთ მოსწავლეებს წინა გაკვეთილზე ნასწავლი
მასალა.
გაკვეთილის გეგმაზე მუშაობისას არ დაგავიწყდეთ:
. რის სწავლება გსურთ;
. რა სავარჯიშოები გამოდგება ამ კონკრეტული
ამოცანის შესასრულებლად;
. ნასწავლის გამეორება;
. საშინაოდავალება.
გახსოვდეთ, რომ:
.
კომუნიკაციური აქტივობები ყველაზე მნიშვნელოვანია, ენის სწავლა – ეს კომუნიკაციის სწავლაა.
.აუცილებლად გაუზიარეთ გაკვეთილის გეგმა კოლეგებს და მათთან ერთად
განიხილეთ, მიგიყვანთ თუ არა თქვენ მიერ შემუშავებული გეგმა დასახულ მიზნამდე.
„მხატვარი იყო თენგიზ კიტოვანი და კიდეც მოჰხატა
რუსთაველის გამზირი” – ეს ფრაზა ოთარ ჩხეიძის ერთ-ერთი რომანიდან ხშირად
მახსენდება: მაშინ, როცა რუსთაველის გამზირზე ჩავივლი ან გამზირის ფოტოებს
ვნახულობ ხოლმე, ან სულაც ისეთ ხელოვანებს შევნიშნავ ტელეეკრანზე, რომლებიც
აქტიურად მონაწილეობენ პოლიტიკურ დებატებში.
ამასწინათ სოციალურ ქსელში ერთი ახალგაზრდა კაცი
ანგარიშობდა, თუ რომელი მოწვევის პარლამენტი იყო უფრო „სახელოვნო”, ყველაზე მეტი
კულტურის მოღვაწით დაკომპლექტებული. სიაც მოიტანა სანიმუშოდ და ის პერსონებიც
გადმოალაგა ბიოგრაფიებითურთ, ვინც სხვადასხვა დროს საქართველოს უმაღლეს
საკანონმდებლო ორგანოში იყვნენ.
პოეტი, მწერალი, კინორეჟისორი, მსახიობი, მთარგმნელი,
მუსიკოსი, მხატვარი, მოქანდაკე – საკმაოდ საინტერესო და მრავალფეროვანი ხალხი
შეიკრიბა, ვისაც, სიმართლე ითქვას, გამორჩეული წვლილი აქვთ შეტანილი ქართული
ხელოვნების განვითარებაში, მაგრამ სოციალური ქსელის მომხმარებლებს სხვა რამ უფრო
აინტერესებდათ: როგორია მათი წვლილი ქართული პარლამენტარიზმის განვითარებაში.
სხვათა შორის, საგულისხმოა, რომ თავში ნახსენები
თენგიზ კიტოვანი 1992-1995 წწ. მოწვევის პარლამენტში მოხვდა, ისევე როგორც მწერალი
და დრამატურგი, ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარი ჯაბა იოსელიანი, და მაშინ, ალბათ, არა
სახელოვნო მასშტაბების მეტ-ნაკლებობამ, არამედ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში
გამოჩენილმა აქტიურობამ განსაზღვრა ხალხის ეს არჩევანი.

– ხელოვანის ადგილი დანომრილ
მიკროფონებთან კი არ არის, – გვითხრა ერთხელ ქართულის მასწავლებელმა,
ნოქალაქევში ვიყავით ექსკურსიით და პოლიტიკოს მწერლებზე ჩამოვარდა საუბარი, – მისი
ადგილი მარტოობაშია. მარტოობას უნდა გაუფრთხილდეს, საკუთარ მაგიდას გადაეფაროს,
თუკი ვინმე შეეცილება და არ დაანებოს თავისი განუყრელი სიმარტოვე. ჩვენთან კი
პირიქით ხდება: თავადვე ტოვებენ საკუთარ ოთახს და ტრიბუნებისკენ მიეშურებიან.
მაშინ მაღალფარდოვანი მეჩვენა იმ ქალის ხმააწეული
გამოსვლა, მაგრამ დრო რომ გავიდა, ამ ამბებს სხვა თვალით შევხედე: თუკი ქვეყნისა
და ხალხის სამსახურზე მიდგა საქმე, ყველაზე მეტს მაინც საწერ მაგიდასთან გააკეთებს
მწერალი, კინორეჟისორი – გადასაღებ მოედანზე, მსახიობი – სცენაზე, მხატვარი –
სახელოსნოში. ის ზღაპარი ხომ გახსოვთ? ბიჭი რომ უკვდავების (ამ შემთხვევაში –
სახელის, პატივის, გავლენის, ფულის, ლუკმაპურის) საძებნელად ცხრა მთას იქით წავა
და თავის ოჯახსა და სოფელს მიატოვებს. კარგა ხნის შემდეგ მიაღწევს ნანატრ
უკვდავებას (ამ შემთხვევაში – სახელს, პატივს, გავლენას, ფულს), მაგრამ სამი-ოთხი
დღის (ამ შემთხვევაში – ოთხი წლის, ერთი მოწვევის) შემდეგ მოენატრება თავისი ოჯახი
და სოფელი (ამ შემთხვევაში – ნამდვილი შემოქმედება), თავქუდმოგლეჯილი გამორბის
უკვდავებიდან, მაგრამ ყველაფერი შეცვლილი და გადასხვაფერებული დახვდება.
„მიწა თავისას მოითხოვს” – ასე ჰქვია იმ ზღაპარს.
„ხელოვნება მსხვერპლს მოითხოვს” – თითქმის გაიცვითა
ეს სენტენცია, მაგრამ არის მასში სიმართლე, რომელიც ამ გზაზე შემდგარი
ადამიანისგან თვითშეწირვას მოითხოვს.
ოღონდ მედლის მეორე მხარეც არ უნდა დაგვავიწყდეს.
ტარიელ ჭანტურია თავის წიგნში „დინოზავრიდან
დიზაინამდე” თომას ვულფის ერთ ჩანაწერს მოიხმობს:
– ინტერესდებიან თუ არა მწერლები პოლიტიკით?შექსპირი? კი. ჯონ
კიტსი? არა. პერსი ბიში შელი? კი. ბაირონი? რა თქმა უნდა. დიკენსი? კი. თეკერეი?
არა. ჰენრი ჯეიმსი? არა. ფლობერი? ჰოც და არაც. ზოლა? რა თქმა უნდა. ვიქტორ ჰიუგო?
რა თქმა უნდა. გოტიე? არა. ტოლსტოი? კი.
თომას ვულფის ანალოგიით, ქართველი პოეტიც ცდილობს
საკუთარ სამშობლოში იპოვოს მწერლები, რომლებსაც, მსგავსად, ვთქვათ, ჰენრი
ჯეიმსისა, არ აინტერესებთ პოლიტიკა:
– ნიკო ლორთქიფანიძე? მაგრამ „იყიდება საქართველო”
ვისია? ალბათ დავით კლდიაშვილი! მაგრამ ის სამხრეები მე დავაკერე? იქნებ… თუ
აქეთ გადმოვალთ და უახლეს ლიტერატურას გადავხედავთ, კიდევ უფრო გაძნელდება ეს
საქმე – პოლიტიკის გარეთ მდგარი მწერლების პოვნა! ეტყობა, პრობლემებით გაძეძგილი
პატარა ქვეყნის შვილი მოკლებულია ამ ფუფუნებას!
ეს ბოლო ფრაზა მთლიანად ხსნის ქართველ
ხელოვანთა პოლიტიკაში ყოფნის ძირითად სურვილს – თუ თავს ზემოთ ძალა არ არის და
ქვეყნისთვის აუცილებელია, სჯობს ისევ მან მიატოვოს (დროებით!) მთავარი საქმე, რომ
ქვეყნის მთავრობასა და საკანონმდებლო ორგანოში კარიერისტული მიზნებით შეპყრობილი
შემთხვევითი ადამიანები არ მოხვდნენ.
ოღონდ ერთი რამაა – ვიწროპარტიული ინტერესები ან
პირადული სიმპათია-ანტიპათია კი არა, სახელმწიფოებრივი შეგნება უნდა კვებავდეს
ხელოვანის ამ არჩევანს, წინააღმდეგ შემთხვევაში ჰუმანიზმის იდეალები, ადამიანი და
ადამიანური ფასეულობები კიდევ ერთხელ გაითელება ფეხქვეშ.
…ფეისბუქის შეკითხვა კი შეკითხვად რჩება: როგორია
ინტელიგენციის როლი ქართული პარლამენტარიზმის განვითარების საქმეში?
პასუხი, რბილად რომ ვთქვათ, ბუნდოვანია. ალბათ,
უპასუხობა ჯობდა, მით უმეტეს, ხელოვნების საქმე შეკითხვის დასმა უფროა (საკითხების
დაყენება დღის წესრიგში). ალბათ ამიტომაც ვერ არის ხელოვანების
კანონშემოქმედებითი საქმიანობა 90-იანების დასაწყისის პარლამენტში იმ ხარისხისა და
მნიშვნელობის, როგორიც, ვთქვათ, მათივე „დათა თუთაშხია”, ვერგილიუსის
„ენეიდას” თარგმანი, „მუსიკა ქარში”, „შერეკილები”…
ჩვენ ბევრი რამ გვასწავლეს პატრიოტიზმზე და სხვადასხვა თაობას მის შესახებ სხვადასხვანაირი წარმოდგენა აქვს. ის სიყვარულის თავისებური ფორმაა და სრულყოფილებისთვის “სხვადასხვა სიყვარულთა თაიგული” სჭირდება. როგორც მათემატიკოსები იტყვიან, პატრიოტიზმისთვის სიყვარული აუცილებელი პირობაა, მაგრამ არა საკმარისი…
ვინ არის პატრიოტი? პასუხი სხვადასხვანაირი შეიძლება იყოს, თუმცა ჩამონათვალში უმთავრესად მაინც გმირები მოხვდებიან, თან აუცილებლად შეწირულები. მათ, ვისაც შეუძლია ბრძოლის წინა ხაზზე დგომა, სამშობლოსთვის სისხლის გაღება, ტყვიისათვის მკერდის გადაფარება მოყვასის გადასარჩენად…
მაგრამ პატრიოტიზმს იმხელა მადა აქვს, ამას არ სჯერდება და უფრო მეტს მოითხოვს. თითქოსდა, რა უნდა მოითხოვოს თავგანწირვაზე მეტი? ან როგორ ვაჩვენოთ, რომ პატრიოტები ვართ? როგორ და, რეალური, ნამდვილი მაგალითებით. პატრიოტიზმის დემონსტრირებისთვის სრულიადაც არ არის აუცილებელი ექსტრემალური პირობები. მშვიდობიან ჟამს პატრიოტად ყოფნა შესაძლოა უფრო ძნელიც იყოს, რადგან ის უამრავი, ხშირად შეუმჩნეველი და ნაკლებ პოპულარული, მოსაბეზრებელი და მომქანცველი წვრილმანისგან შედგება.

როდესაც ჩვენი რომელიმე გუნდი გულშემატკივრებით სავსე სტადიონზე თამაშობს, მობურთალნიც და მათი მომზირალნიც ერთგვარ პატრიოტულ ვალს იხდიან. იქ გატანილი ყოველი გოლი თუ კალათში ჩავარდნილი ბურთი ქვეყნის პრესტიჟია. როდესაც მაღაზიაში შევდივართ და ქართული წარმოშობის პროდუქტს ვამჯობინებთ ექსპორტირებულს, ამით ჩვენს პატრიოტულ ვალს ვიხდით – ყოველი გაღებული თეთრი ქვეყნის ეკონომიკაში დარჩენილი ფულია და დიდი სტიმულია ადგილობრივი მეწარმეობისთვის. როგორც ფეხბურთსა თუ კალათბურთს, ისე ეროვნულ ინდუსტრიასაც სჭირდება მხურვალე და ერთგული გულშემატკივრობა. ქართული პროდუქციის ყიდვასთან ერთად ჩვენ ჩვენს უკეთეს მომავალსაც ვყიდულობთ. ქართული კომპანიების მიერ წარმოებული პროდუქციის შეძენით ჩვენ კაპიტალს ვაბანდებთ არა მარტო იმ კომპანიის განვითარებაში, არამედ მთელი ქვეყნის ეკონომიკურ აღმავლობაში. ძლიერი კომპანია კი თავს უფლებას აძლევს, კიდევ უფრო უკეთ აღიჭურვოს და კიდევ უფრო ხარისხიანი პროდუქცია შემოგვთავაზოს. მის გაიაფებაზე ფიქრიც არ იქნება უტოპიური და დამანგრეველი… გარდა ამისა, საწარმოს წარმატება არ არის მხოლოდ მის მფლობელთა კეთილდღეობა – ეს ნიშნავს არაერთი ადამიანის დასაქმებას და შემოსავალს საწარმოს შიგნით თუ მის გარეთ… არ იფიქროთ, რომ მრავალჯერ გაგონილ ფრაზებს ვიმეორებ. არა, იმაზე გესაუბრებით, რის საფუძველსაც გამოცდილება მაძლევს.

მოკლედ, ინდუსტრია – პროდუქცია – მომხმარებელი შეკრული ჯაჭვია და თითოეულმა რგოლმა თავისი წილი უნდა იტვირთოს, ისევე როგორც ფეხბურთში: მეკარემ ბურთი დაიჭიროს, თავდამსხმელმა გოლი გაიტანოს, გულშემატკივარმა ოვაცია გამოხატოს…
აქედან გამომდინარე, ჩემთვის საქმის სიყვარულიც პატრიოტიზმია და ამ ნუსხაში ერთ-ერთ პირველ ადგილას პროფესიულ ეთიკას დავაყენებდი.
სულ ახლო წარსულში მომხდარ ამბავს მოგითხრობთ…
საოპერატორო ოთახში ჩართულ მონიტორებზე მთელი საამქროს მაჯისცემა ჩანს. თხელი კედელი და დიდი ფანჯრები ვერ ახშობს დანადგარების გამოძახილს. მათ თავზე ორმოცმეტრიანი შენობა წამომართულა, თითოეულ სართულზე – უამრავი ხელსაწყოთი. ყველა მათგანი ერთმანეთთან არის დაკავშირებული და ნედლეული მზა პროდუქციამდე ისეთსავე ზუსტად გათვლილ ციკლს გადის, როგორსაც სისხლი ჩვენს ორგანიზმში. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რამ: საამქრო აქ მომუშავეთა ხელით აშენდა, დაიტესტა და ჩადგა მწყობრში. მათი უცხოელი მასწავლებელ-კონსულტანტ-დამრიგებლებიც წავიდნენ უკვე. ახლა საამქრო მხოლოდ მათ იმედზეა. აქ ყველა ასაკის ადამიანს შეხვდებით, თუმცა ახალგაზრდების სიჭარბე უდავოდ მოგხვდებათ თვალში, ზოგიერთი კი შესაძლოა მეტისმეტად ახალგაზრდაც მოგეჩვენოთ ამხელა აგრეგატის სამართავად.
ეს პატარა, მაგრამ ერთ მუშტად შეკრული გუნდია… გუშინ ყველაფერი მოამზადეს დღევანდელი წარმატებული სტარტისათვის, მაგრამ დილა მოულოდნელობით დაიწყო. საწარმოს მენეჯმენტმა სამწუხარო ამბავი მოიტანა – ხვალიდან ყველა უხელფასო შვებულებაში მიდის. მაგრამ ეს ხვალ იქნება. დღეს კი დღესაა. დღეს ჩვეულებრივი დღეა, და ამ დღემაც ჩვეულ რიტმში ჩაიარა. იყო დაღლა, გაუთავებელი გადაძახილები, პარამეტრების კორექტირება, პატარ-პატარა პრობლემები და შეშფოთება, მათი მოგვარება და სიხარული.
არც ერთ მათგანს, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა ეს მათთვის უკანასკნელი სამუშაო დღე ყოფილიყო ამ საწარმოში, აზრად არ მოსვლია, საქმეს გულგრილად მოჰკიდებოდა და ეთაღლითა.
ცვლა გვიან დამთავრდა, მაგრამ ჯერ სახლში წასვლა ადრეა. ყველაფერი უნდა დაიწმინდოს, გაირეცხოს, დალაგდეს – ასე მოითხოვს პროფესიული ეთიკა, და ყველა ისევ აკეთებს თავის გასაკეთებელს.
კიდევ რა მახსოვს ამ დღიდან? სახლში წასვლა ბევრს არ უნდოდა. მთხოვეს, დღეს ფეხბურთია და იქნებ აქვე ერთად ვუყუროთო…