ბოლო დროს ცხოვრებისეულ აღმართ-დაღმართებზე დამჩემდა ფიქრი. არ იცი, უიღბლობა სად, რომელ მოსახვევში წამოგეწევა. ვერც ვერაფერს შეცვლი… იძულებული ხარ, ცხოვრების გზაზე თვალახვეულმა იარო და ეცადო, არ წაიქცე. წაიქცევი და ყოველთვის გამოჩნდება ვინმე, ვინც ამით გაიხარებს. თუმცა, საბედნიეროდ, ისეთებიც იქნებიან, ვისაც შენი წაფორხილება გულს ატკენს, ოდნავ მაინც.
ჯალათები და მსხვერპლი
“პროგრესული დასწავლის” წესი თუ ანალიზი
ფსიქოლოგმა რიდმა ექსპერიმენტულად დაადგინა, რომ არსებობს ზეპირად დასწავლის გლობალურსა და ფრაგმენტულზე რაციონალური წესი, რომელიც ორივე ზემოხსენებული წესის უპირატესობებს აერთიანებს. ეს არის პროგრესული დასწავლა. წესი ასეთია: მასალას ყოფენ ნაწილებად (მაგალითად, ლექსს ტაეპებად), ჯერ პირველ ნაწილს დაისწავლიან, შემდეგ – მეორეს, შემდეგ ორივეს ერთად იმეორებენ და ა. შ. პროგრესული წესის მიხედვით, დასწავლის პროცესში, ერთი მხრივ, ცნობიერებაში ყალიბდება მთლიანი მასალა, მეორე მხრივ კი დეტალებსაც ექცევა ყურადღება.
სკოლის გარეთა მხარე – ექსკურსიები და სხვ.
პირველად კინოში რომ წაგვიყვანეს, მგონი, 97 თუ 98 წელი იყო და “ტიტანიკი” გადიოდა. ოზურგეთში საკმაოდ დიდი კინოთეატრია, მაგრამ საერთოდ არაფერი მუშაობდა იქიდან, რამაც კინო უნდა ამუშაოს – ზოგი რამ თავისით გაფუჭებულიყო, ზოგისთვისაც ხელი შეეშველებინათ (მოგეხსენებათ სხვა ასეთი და არცთუ შორეული ამბები). ჰოდა, ისე წაგვიყვანეს – ხომ უნდა “გვენახა”. ვისხედით ასე ორმოცდაათამდე მოსწავლე და დიდი ეკრანის ქვეშ მოთავსებულ პატარა ტელევიზორში ვუყურებდით ფილმს.
ეფექტური კომუნიკაცია საკლასო ოთახში, ანუ გზავნილების პედაგოგიკა
მე სიყვარულის სანაგვე ყუთი ვარ
გამომცემლობა “როვოლტის” ხელმძღვანელი, ალექსანდერ ფესტი სიამაყეს განიცდის, რომ “მისი” მწერლის
germanulidan Targmna ana
korZaia-samadaSvilma
სტასიკით შეუმკრთალი ქვეყანა

გაახსენებენ, რომ მისი მკვლელია. სტასიკი ჯიუტად უარყოფს ყველაფერს, მერე გამოტყდება, მე კი მოვკალი, მაგრამ ასეთი პატარა თუ იყო, არ მეგონა, ძალიან ცუდად ჩანდა, ამხანაგო მარიამ, იმ სიბნელეში სრულწლოვან მოქალაქეს ჰგავდაო. მაგრამ მარიამ ღვთისმშობელი მაშინვე მოუჭრის უსინდისოდ თავის მართლების გზას: „ცუდად როგორ ჩანდა, სანთელი ეკავა ხელში”.

სამშობლო
დმანისის რაიონის მთიანეთში სულ სხვანაირი სოკოები იზრდებოდა – შეეხებოდი თუ არა, რაღაცნაირ მტვრიან კვამლად იშლებოდა. მათი არც ქართული, არც ლათინური სახელი არ ვიცი, არც ის, ნამდვილად არსებობდნენ თუ ჩემს ბავშვურ ფანტაზიაში…
.jpg)

ნინა დიდებულიძე – მოთმინებით და ტიტანური შრომით
ბალერინობაზე თითქმის ყველა გოგონა ოცნებობს, მაგრამ ცოტას თუ შეუძლია, გახდეს ნამდვილი ბალერინა, მით უმეტეს, პრიმა.
იმოძრავებენ წრეზე პუანტებით, ამის ფუფუნება ჩვენ არ გვაქვს.
ეფექტიანი მეთოდები. მკითხველის თეატრი
იმ მეთოდებს შორის, რომლებიც ერთდროულად რამდენიმე
მნიშვნელოვანი უნარის განვითარებაზეა ორიენტირებული, არის მკითხველის თეატრი. ეს
გახლავთ დრამატული ინტერპრეტაციის ისეთი ფორმა, როდესაც მოსწავლეები ჩართულნი არიან ნაწარმოების ხმამაღლა კითხვაში. მკითხველის თეატრი არ მოითხოვს დეკორაციებს, კოსტიუმებს ან მოქმედებას;მკითხველები ხმის, მიმიკისა და ჟესტების მეშვეობით გადმოსცემენ განწყობილებას, ტონს, ემოციას, მოქმედ პირთა ხასიათს.
მკითხველის თეატრი მოსწავლეებს გააზრებულიკითხვისა და ზეპირმეტყველების უნარების განვითარებაში ეხმარება. ეს ეფექტიანი სტრატეგიაა,
რათა მოსწავლეებს განუვითარდეთ საკუთარი კითხვის უნარის რწმენა, თავდაჯერება და შემდეგ დამოუკიდებლად შეძლონ ხმამაღალი გამომსახველობითი კითხვა.
შენიშვნა: სასურველია, ისინი, ვინც კითხვაში მოისუსტებენ, დაჯგუფდნენ იმათთან, ვინც თავისუფლად კითხულობს.ეს მათ კითხვის ხარისხის გაუმჯობესებაში დაეხმარება.
ჩვეულებრივ, თითო მონაკვეთისთვის მკითხველის თეატრში 5 ან 6მკითხველი შეირჩევა. შერჩეული მონაკვეთები საინტერესო უნდა იყოს როგორც მკითხველისთვის, ისე მსმენელისთვისაც.მოსწავლეებს შეუძლიათ, დაწერონ საკუთარი სცენარები ან სცენარად გადააკეთონ მოთხრობები, რომანის ნაწყვეტი ან ეპიკური პოეზია.
მკითხველის თეატრის მიზნებია:
* დაეხმაროს მოსწავლეებს იმის გაცნობიერებაში, რომ ხმამაღლა კითხვა, ერთი მხრივ, ლიტერატურული ნაწარმოების ნაწყვეტის გადაცემის, ხოლო მეორე მხრივ მოქმედ პირთა ხასიათების ინტერპრეტაციისა და გაგების საშუალებაა;
* მისცეს მოსწავლეებს მკითხველის თეატრისთვის ტექსტების შერჩევის და/ან სხვადასხვა ჟანრის ტექსტების მისადაგების შესაძლებლობა;
* გაავარჯიშოს მოსწავლეები დიალოგებისა და მონოლოგების ინტერპრეტაციასა დააუდიტორიისათვის გადაცემაში;
* მიანიჭოს ხმამაღლა კითხვით და მოსმენით მიღებული სიამოვნება;
* გაუძლიეროს ლიტერატურის მიმართ პატივისცემა და ინტერესი;
* განუვითაროს და დაუხვეწოს ლიტერატურული
ალღო და გემოვნება;
* განუვითაროს გააზრებული კითხვის უნარი;
* დაუხვეწოს ზეპირი მეტყველება.
მკითხველის თეატრში მონაწილეობამდე
* კიდევ ერთხელ გადააკითხეთ მოსწავლეებს სცენარი და მოქმედი პირები/ტექსტის მონაკვეთები შეარჩევინეთ ინტერესებისა და კითხვის უნარის გათვალისწინებით.
* განსაზღვრეთ როლები (მაგალითად, მთხრობელი, მოქმედი პირები).
* ყოველი მოსწავლისთვის, რომელმაც უნდა წაიკითხოს, მოამზადეთ სცენარის/ტექსტის თითო ასლი (კარგი იქნება, თუ მონაწილეები საკუთარ როლებს მონიშნავენ მარკერით).
* ჩუმად წააკითხეთ მოსწავლეებს სცენარი/ტექსტი.
* განიხილეთ და აუხსენით ყოველი რთული ფრაზა ან გაუგებარი სიტყვა. დარწმუნდით, რომ
ტექსტის შინაარსი კარგად ესმით.
* შესთავაზეთ, იმსჯელონ მოქმედ პირებზე (როგორ შეიძლება მეტყველებდნენ ისინი? როგორი ხმის ტემბრი
შეესაბამება კონკრეტულ პერსონაჟს? როგორი მიმიკა, როგორი ჟესტები შეიძლება ჰქონდეთ? რატომ?)
* მოსწავლეებს იმდენჯერ წააკითხეთ სცენარი, რამდენჯერაც საჭირო იქნება იმისთვის, რომ დარწმუნდნენ საკუთარ შესაძლებლობებში; დარწმუნდნენ, რომ შეუძლიათ როლთან შეგუება, მორგება და თავისუფლად კითხვა.
* დაეხმარეთ მოსწავლეებს რაც შეიძლება ეფექტურად განლაგებაში (სასურველია, მაყურებელიც კარგად ხედავდეს მონაწილეებს და მონაწილეებიც – ერთმანეთს).
მკითხველთა თეატრის
მიმდინარეობისას გასათვალისწინებელია შემდეგი:
* მონაწილეებს სცენარის/ტექსტის ასლები ხელში უნდა ეჭიროთ ან მაგიდებზე ეწყოთ,
რომ არ გაუჩნდეთ შიშისა და უსუსურობის განცდა, ტექსტის ინტერპრეტაციაზე იფიქრონ და
არა იმაზე, რამე არ შეეშალოთ.
* მონაწილეებმა შეიძლება აირჩიონ განლაგების მათთვის
სასურველი და მოხერხებული ვარიანტი – ყველამ უყუროს იმ მონაწილეს, რომელიც
კითხულობს. მთავარია, არ დაავიწყდეთ “მაყურებელი”, რომელიც
მკითხველისეული ინტერპრეტაციით სიამოვნების მიღებას ცდილობს.
მკითხველთა თეატრში მონაწილეობის შემდეგ:
*
სთხოვეთ მოსწავლეებს, ისაუბრონ ან წერილობით ჩამოაყალიბონ, რა გავლენა მოახდინა ტექსტის მათეულ ინტერპრეტაციაზე მათმა პირადმა გამოცდილებამ ან ადრინდელმა ცოდნამ.
* გამოყავით დრო მცირე ჯგუფებში განსჯითი დისკუსიისთვის სცენარის/ტექსტისმკითხველებს შორის (მაგალითად, გაართვა თუ არა ჯგუფმა თავი დავალებას; რა გაუძნელდათ, რა დაძლიეს
ადვილად და რატომ, შეძლეს თუ არა სათქმელის მსმენელამდე მიტანა; სწორად დასვეს თუ არა აქცენტებიდა სხვა).
* შეაფასეთ მონაწილეები მოსწავლეებთან ერთად წინასწარ შექმნილი შეფასების კრიტერიუმების მიხედვით (მაგალითად, ხმის გამოყენება, მოქმედი პირის ხასიათის განვითარების წვდომა, ჟესტებისა და მიმიკის გამოყენება, ეფექტური პაუზები და სხვა).
ქვემოთ გთავაზობთ მკითხველთა თეატრის მონაწილის შეფასების სქემას.ეს არის ფორმა, რომელიც შეიძლება გამოიყენონ როგორც თანატოლებმა ურთიერთშეფასებისთვის, ისე მასწავლებელმა.
მკითხველთა თეატრის მონაწილის შეფასების სქემა
მოსწავლის გვარი და სახელი____________________________________________
თარიღი__________________
ყველა გრაფაში გააკეთეთ შესაბამისი
აღნიშვნა და თქვენს გადაწყვეტილებას მოკლე შენიშვნები დაურთეთ.
|
შედეგები |
დიახ |
ნაწილობრივ |
არა |
შენიშვნა |
|
ყველა სიტყვა მკაფიოდ იყო წარმოთქმული? |
|
|
|
|
|
დაისვა აქცენტი საკვანძო სიტყვებზე? |
|
K |
|
|
|
განწყობა და გრძნობები ეფექტურად იყო გადმოცემული? |
|
|
|
|
|
ხმის სიძლიერე ეფექტურად იყო გამოყენებული? |
|
|
|
|
|
ხმის ტონი ეფექტურად იყო გამოყენებული? |
|
|
|
|
|
შერჩეული მონაკვეთი აუდიტორიისა და მიზნის შესაბამისი ტემპით იყო წაკითხული? |
|
|
|
|
|
ამყარებდა თვალით კონტაქტს აუდიტორიასთან? |
|
|
|
|
|
ჟესტები შესაბამისად იყო გამოყენებული? |
|
|
|
|
|
პუნქტუაცია სწორად იყო გაგებული / ინტერპრირებული? |
|
|
|
|
|
შეძლო აუდიტორიის ყურადღების მიპყრობა და შენარჩუნება? |
|
|
|
|
გთავაზობთ მკითხველის თეატრის
ჩატარების ერთ, ჩვენი აზრით, საინტერესო გამოცდილებას.
მეშვიდე კლასში ვახტანგ როდონაიას
ჯგუფის ავტორობით შექმნილ სახელმძღვანელოში შეტანილია რევაზ ინანიშვილის “ტყის
შვილები”. ნაწარმოების დასრულების შემდეგ მოსწავლეებს მივაწოდეთ განმარტება, რომ
პერსონაჟის ხასიათს განსაკუთრებულად გამოკვეთს მისთვის დამახასიათებელი
მეტყველება. მაგალითად, ფრაზები, რომლებსაც ის წარმოთქვამს და ხმა მოლაპარაკის
თავისებური “პორტრეტის” შექმნის საშუალებაა. ამის საილუსტრაციოდ მოსწავლეებმა მონიშნეს თითოეული პერსონაჟის რეპლიკები და მიუწერეს, ხასიათის რა თვისება
ან/და რა ემოციები ჩანს მათში. ამ
საქმიანობამ ერთგვარად მოამზადა მოსწავლეები მკითხველის თეატრისთვის.
კლასს გავაცანით გადაწყვეტილება,
მკითხველის თეატრი უმცროსკლასელებისათვის წარგვედგინა. მოსწავლეებს, გარდა იმისა,
რომ უნდა ეფიქრათ მოქმედ პირთა ხასიათების ინტერპრეტაციაზე, უნდა გაეთვალისწინებინათ აუდიტორიის ასაკი და მომზადების დონეც, ამიტომ სცენარის ერთგვარი
ადაპტირება მოუხდათ. მოსწავლეებმა წინასწარ მოამზადეს შეკითხვები, რომლებსაც
დაუსვამდნენ უმცროსკლასელებს იმის გასარკვევად, რა შთაბეჭდილება მოახდინა მათზე
მკითხველის თეატრმა, რამდენად ყურადღებით მოისმინეს და გაიგეს თუ არა ტექსტი.
ამ სასწავლო საქმიანობამ გაამართლა,
რადგან გაზარდა მკითხველის თეატრის თითოეული მონაწილის პასუხისმგებლობა და “აიძულა”
მოსწავლეები, კიდევ უფრო ღრმად ჩასწვდომოდნენ ტექსტს, ეფიქრათ აუდიტორიის მომზადების დონესა და ინტერესებთან სცენარის
მორგებაზე. მოსწავლეებმა მოახერხეს, მკითხველთა თეატრით მიეტანათ უმცროს
მეგობრებამდე ნაწარმოების სულისკვეთება, თითოეული პერსონაჟის ხასიათის თავისებურებები. ეს მათ შეკითხვებზე
უმცროსკლასელების პასუხებმაც ცხადყო. ყველაზე საინტერესო ის იყო, რომ კითხვების
დასმის სურვილი პატარებსაც გაუჩნდათ. ასე რომ, მეთოდის ამგვარი ინტერპრეტაცია
სასარგებლო აღმოჩნდა როგორც თავად მკითხველის თეატრის მონაწილეთათვის, ისე
მსმენელებისთვისაც.
მკვდარი პოეტი უილ ჰანთინგი მონა ლიზას ღიმილით
იყო ამქვეყნად ერთი მშვენიერი ადგილი ჩვენი დუხჭირი (აქ ამ სიტყვამ ჩემდა უნებურად დაიკავა ადგილი) ბავშვობისას – ლიტერატურის მუზეუმთან არსებული ხელოვნების სახელოსნო, რომლის შესახებაც აუცილებლად გიამბობთ მოგვიანებით. იმ სახელოსნოში ერთი საინტერესო და სახელგანთქმული მასწავლებელი გვყავდა – ვახტანგ როდონაია. გვიკითხავდა კურსს სახელწოდებით “საუბრები ლიტერატურაზე”. ბატონმა ვახტანგმა ერთხელ გვითხრა, რომ თურმე როცა ადამიანი რამეს წერს, ქვეცნობიერად ცდილობს, თავისი შემოქმედება პოტენციურ მკითხველს მოაწონოს. თვით პირადი დღიურის წერისას, როდესაც მავანი ფურცელს ისეთ საშინელ საიდუმლოს ანდობს, რომელიც უნდა, რომ არასდროს, არასდროს გაიგოს სხვამ, იგი ამ საჩუმათო ამბავსაც ისე აღწერს, რომ არამკითხე წამკითხველი აღტაცებული დარჩეს მისი განუმეორებელი პიროვნული ხიბლით. ეს სიტყვები ისე მენიშნა, რომ ჩემს ყველა მოსწავლეს ვეუბნები და აი, თქვენც გითხარით…




ვრცლად
