მმართველობის ფორმა არისტოკრატიული იყო, რომელიც წოდებრივ შეზღუდვებს ეფუძნებოდა. არისტოკრატია თავის წარმოშობას ღვთაებრივად თვლიდა, ხოლო პლებეები უფრო დაბალ კატეგორიად მოიაზრებოდნენ.
ჯამბატისტა ვიკო
მომსახურების სწავლება, როგორც სასწავლო მეთოდი უცხოური ენის გაკვეთილზე
მასწავლებლები ყოველთვის უნდა ცდილობდნენ, გამოიყენონ ინოვაციური პედაგოგიური პრაქტიკა სწავლა-სწავლების ხარისხის ასამაღლებლად და საკლასო ოთახში მისაღწევი შედეგების გასაუმჯობესებლად.
ბოლო წლებში განხორციელებული კვლევები ცხადყოფს, რომ სამოქალაქო განათლებისა და მომსახურების სწავლების თემების ინტეგრირებამ უცხოური ენის კურიკულუმთან შესაძლოა სრულიად შეცვალოს მიღწეული შედეგების ხარისხი. ამ შემთხვევაში მოსწავლეებს მეტად უვითარდებათ კულტურული და სამოქალაქო შეგნება, კრიტიკული აზროვნების უნარი და უფრო მეტად რეფლექსურნი ხდებიან საკუთარ ყოველდღიურ ცხოვრებასთან მიმართებაში, რაც დადებითად აისახება ენის სწავლაზეც.
უცხოური ენის სწავლა-სწავლებისას დიდი მნიშვნელობა ენიჭება ლექსიკური მარაგის გამდიდრებას, გრამატიკისა და წარმოთქმის უკეთ დაუფლებას. თუმცა ეს ყველაფერი შეუძლებელია ცალკე, რეალურ კომუნიკაციას მოწყვეტილად. უცხოური ენის ყველა მასწავლებლის მიზანი უნდა იყოს, მოსწავლეებმა შეძლონ საკლასო ოთახში მიღებული ცოდნის დაკავშირება რეალურ ცხოვრებასთან. ამ თვალსაზრისით, განსაკუთრებით დიდია სამოქალაქო განათლებისა და მომსახურების სწავლების უცხოური ენის კურიკულუმთან ინტეგრირების როლი.
სამოქალაქო განათლება, როგორც სასკოლო დისციპლინა, უკავშირდება ჯონ დიუის, მე-20 საუკუნის ფილოსოფოსსა და განმანათლებელს, რომელსაც სჯეროდა რომ ადამიანების განათლებაში სწორედ მორალურ საკითხებს ჰქონდა გადამწყვეტი მნიშვნელობა. ომი და მშვიდობა, რასობრივი თუ გენდერული პრობლემები აუცილებლად უნდა მიბმულიყო სასკოლო კურიკულუმს, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც ამერიკული საზოგადოების ინდუსტრიული და ურბანული ტრანსფორმირება ხდებოდა. დიუის სჯეროდა, რომ განათლების უმთავრესი როლი უნდა ყოფილიყო ადამიანების განვითარება და ჩამოყალიბება დემოკრატიული საზოგადოების აქტიურ და ეფექტურ წევრებად. მას ბევრი მომხრე და მიმდევარი ჰყავდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, თუმცა სამოქალაქო განათლება, როგორც ცალკე საგანი, 1965 წელს შევიდა სკოლებში. ეს იყო პროგრამა, რომელიც ხაზგასმით აძლიერებდა არა მხოლოდ სამოქალაქო ქმედებებს, არამედ მოსწავლეთა რეფლექსიას ამ ქმედებებზე.
მისასალმებელია, რომ დღეს საქართველოში სამოქალაქო განათლებას განსაკუთრებული ადგილი უკავია სასკოლო პრაქტიკაში და სულ უფრო მეტი ყურადღება ექცევა სამოქალაქო ღირებულებების განვითარებას დაწყებითი კლასებიდანვე. თუმცა ამავდროულად უნდა აღინიშნოს, რომ მომსახურების სწავლება შედარებით ახალია ჩვენს სასკოლო პრაქტიკაში, არადა მისი, როგორც სასწავლო მეთოდის, აქტიურად ჩართვა სხვადასხვა საგნის სწავლებაში, თავის მხრივ მოსწავლეთა ავტონომიურ და მოაზროვნე შემსწავლელად ჩამოყალიბებას, მათი თავდაჯერებულობის ზრდას და საბოლოო ჯამში საგნის უკეთ ათვისებას შეუწყობს ხელს. ცოდნა, რომელსაც ისინი გაკვეთილზე მიიღებენ, შეეძლებათ გადაიტანონ და მოარგონ მათთვის საინტერესო და მნიშვნელოვან საკითხებს.
მომსახურების სწავლებას დიდი ყურადღება ექცევა ამერიკის შეერთებულ შტატებში, განსაკუთრებით კი 1990 წლიდან. ეს არის ქმედებები მორგებული სასწავლო მიზნებზე და სწავლა, მორგებული მომსახურების აქტივობებზე. საგულისხმოა, რომ მომსახურების სწავლება განსაკუთრებულად კარგად ერგება უცხოური ენის სწავლა-სწავლების მიზნებს. დღეს აღარავინ დავობს, რომ ენის ხარისხიანად სწავლისათვის შემსწავლელებს სჭირდებათ შესაბამისი შინაარსის მქონე კონტექსტი. გთავაზობთ რამდენიმე პრაქტიკულ რჩევას, თუკი გადაწყვეტთ მომსახურების სწავლების ჩართვას უცხოური ენის სწავლების პროცესში:
1.მოიძიეთ და გაეცანით თქვენ ახლო-მახლო მდებარე მომსახურების სააგენტოებს, ეს შესაძლოა იყოს უფასო სასადილო სოციალურად დაუცველთათვის, საქველმოქმედო ორგანიზაცია, მოხუცებულთა ან მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფარი და ა. შ. ამის შემდეგ უკეთ შეგეძლებათ დაგეგმოთ პროექტი მოსწავლეებისთვის.
2.გააკონტროლეთ, რომ ეს ნამდვილად „მომსახურებაა”, რომელშიც თქვენი მოსწავლეები სხვა ადამიანების დასახმარებლად არიან ჩართულნი და რაიმე ღირებულს აკეთებენ საზოგადოებისთვის.
3.თითოეულ პროექტს დაუთმეთ არანაკლებ 3-4 კვირისა, ეს უფრო კომფორტულს გახდის პროექტს მოსწავლეებისთვის. დასაწყისში აუცილებლად იქნება ერთგვარი გაუცხოება მოსწავლეებსა და სამიზნე დაწესებულების ბენეფიციარებს შორის, რის გადალახვასაც გარკვეული დრო ესაჭიროება.
4.გააკონტროლეთ პროექტებზე მოსწავლეების ჯგუფური ან წყვილებში მუშაობა და წაახალისეთ ინტერაქცია ერთიმეორესთან. თუკი ამის საშუალებაა, ჩართეთ პროექტებში სამიზნე ენის მატარებლებიც (მოხალისე მასწავლებლები) და ავთენტური მასალის კვლევა.
5.თქვენ თვითონაც აქტიურად ჩაერთეთ პროექტში და შეეცადეთ იყოთ მისაბაძი მოსწავლეებისთვის.
6.წაახალისეთ მოსწავლეები გამოიჩინონ ინიციატივა. სწორედ შინაარსზე დაფუძნებული ინტერაქცია დაეხმარებათ ენის უკეთ სწავლაში.
7.ჯგუფურად და წყვილებად მუშაობის დროს გაითვალისწინეთ, რომ სხვადასხვა უნარისა და შესაძლებლობების მქონე მოსწავლეები ამუშაოთ ერთად ( მეტად აქტიური, ნაკლებად აქტიურთან).
8.წაახალისეთ მოსწავლეები აწარმოონ ჟურნალი, სადაც ჩაინიშნავენ საკუთარ გამოცდილებას და მოახდენენ რეფლექსიას. ეს კარგი მასალა იქნება შემდგომი ენობრივი სამუშაოებისთვის.
9.ყოველთვის ეცადეთ პროექტის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობები მუდმივ კავშირში იყოს სასწავლო მიზნებთან და სტანდარტთან.
10.აღიჭურვეთ მოთმინებით, შესაძლოა გარკვეული დრო დაგჭირდეთ, სანამ მოიძიებთ საშუალებებს თქვენი პროგრამის/პროექტის განვითარებისათვის. თუმცა გახსოვდეთ, რომ უწყვეტი შეფასებისა და მოსწავლეთაგან მიღებული უკუკავშირის გათვალისწინებით შესაძლოა მნიშვნელოვნად გააუმჯობესოთ თქვენი მოსწავლეების უცხოური ენის ცოდნის ხარისხი.
მაგალითისთვის განვიხილოთ მომსახურების სწავლების ერთი აქტივობა:
·მოსწავლეები, რომლებიც გადიან გარემოსმცოდნეობის კურსს, ასუფთავებენ სკოლის მიმდებარე პარკს ან სკვერს ნაგვისგან;
·ისინი აანალიზებენ იმ მდგომარეობას, რაც ხვდებათ გასასუფთავებელ ტერიტორიაზე;
· შედეგებს უზიარებენ ერთიმეორეს და იძლევიან რეკომენდაციებს, როგორ შევებრძოლოთ გარემოს დაბინძურებას;
·შემდეგ ახდენენ რეფლექსიას საკუთარ გამოცდილებასა და მომსახურების სწავლების შედეგებზე.
მოცემული აქტივობის ყველა საფეხურზე მოსწავლეები შეძლებენ, ნასწავლი ლექსიკა და გრამატიკული წესები მოარგონ კონკრეტულ სიტუაციას. პროექტების განხორციელებისას მასწავლებელი იყენებს სხვადასხვა სასწავლო მეთოდს: პროექტით სწავლება, საკლასო დისკუსია, ჩანაწერების გაკეთება, დაკვირვება, ჯგუფური მუშაობა, პრეზენტაცია, სხვადასხვა ტიპის შეფასება და სხვა. რაც საბოლოო ჯამში ენის პერსონალიზაციას და უკეთ ათვისებას ემსახურება.
მოსწავლეები გაცილებით უკეთეს შედეგებს აღწევენ, როდესაც სწავლის პროცესში ერთვებიან არა მხოლოდ გონებით, არამედ გულითაც. სასკოლო კურიკულუმი მოსწავლეთაგან გონებრივ ჩართულობას მოითხოვს, ხოლო სხვების დახმარება – მათ გულისხმიერებასაც. მათი ერთობლიობა ქმნის მომსახურების სწავლებას – სასწავლო მეთოდს, რომელიც მოსწავლეთა უნარებსა და ცოდნას ავითარებს და საშუალებას აძლევს მათ, მოარგონ საკლასო ოთახში მიღებული გამოცდილება საკუთარი თემისა და საზოგადოების საჭიროებებს. ამ ყველაფერს კი საბოლოო ჯამში მივყავართ მოსწავლეთა უფრო მეტ ჩართულობამდე და საზოგადოებისათვის სასარგებლო ქმედებებამდე.
ტექნოლოგიური უნივერსიტეტი ქუთაისს
რამდენიმე დღის წინ შესანიშნავი ინიციატივის შესახებ შევიტყვეთ: ფონდმა „ქართუმ” გადაწყვიტა, თავისი ხარჯით ააშენოს ტექნოლოგიური უნივერსიტეტი. განათლების სისტემაში მილიონობით ლარის უანგაროდ დაბანდება უდავოდ დიდსულოვანი საქციელია. საქართველოში ასეთი რამ ადრეც მომხდარა, მაგრამ მაშინ სასწავლებლის დამფუძნებელთა მიზანი მეტწილად სტუდენტთა ინდოქტრინაცია და კომერციული მოგება გახლდათ. ამ შემთხვევაში კი უნივერსიტეტის ტექონოლოგიური პროფილი და ფონდის ხელმძღვანელის ფინანსური შესაძლებლობები ყველა ეჭვს მეტ-ნაკლებად გამორიცხავს. თითქოს მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის, მაგრამ ჩვენ უმადური საზოგადოების წარმომადგენლები ვართ და ნებისმიერი ინიციატივის შესახებ შეგვიძლია შენიშვნების გამოთქმა.
საზოგადოების განსაზღვრული ნაწილის უკმაყოფილება ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მომავალმა მდებარეობამ გამოიწვია. მოქალაქეთა ერთ ჯგუფს მიაჩნია, რომ სასწავლებელმა თბილისში არ უნდა დაიდოს ბინა. ისინი ამტკიცებენ, რომ ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოებისთვის, განათლების სისტემისთვის განსაკუთრებით სასარგებლო იქნება, თუ ეს უმაღლესი სკოლა ქუთაისში განთავსდება. მათი არგუმენტები ნამდვილად იმსახურებს ყურადღებას და გადაწყვეტილების მიღებამდე კარგად დაფიქრებას.
რატომ უნდა აშენდეს ტექნოლოგიური უნივერსიტეტი ქუთაისში?
1. ჩვენს დედაქალაქში ისედაც ფუნქციობს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, რომელსაც ზურგს უმაგრებს უდიდესი სასწავლო გამოცდილება და გამოარჩევს მრავალფეროვანი სამეცნიერო ტრადიცია. მიუხედავად ამისა, ეს სასწავლებელი სულს ღაფავს, უმძიმეს ფინანსურ მდგომარეობაშია, ვერ ახერხებს კვლევითი საქმიანობის სრულყოფილად წარმართვას, განიცდის კვალიფიციური აკადემიური პერსონალის მწვავე დეფიციტს. ამასთანავე, სრულიად ამორტიზებულია სტუ-ს მატერიალურ-ტექნიკური ბაზა. მაშასადამე, თუ ვინმეს უანგაროდ სურს თბილისში მაღალხარისხიანი ტექნოლოგიური განათლების კერის დაფუძნება, საამისოდ აქ შესაბამისი სივრცე უკვე არსებობს; მას თავისუფლად შეუძლია, კაპიტალი სტუ-ს განვითარების ახალ სტრატეგიაში დააბანდოს. თბილისში ახალი, მრავალმილიონიანი ბიუჯეტის მქონე ტექნოლოგიური სასწავლებლის არსებობა კი საბოლოოდ გაანადგურებს და ზურგში მახვილს ჩასცემს სტუ-ს, რომელსაც დღესდღეობით მძაფრ კონკურენციაში გამარჯვების შანსი ფაქტობრივად არ გააჩნია.
2. არასახარბიელო და შემაშფოთებელია საქართველოს სიდიდით მეორე ქალაქის ეკონომიკური მდგომარეობა. დიდ ქართულ დასახლებებს შორის უმუშევრობისა და სოციალური გაჭირვების დონის მიხედვით ქუთაისი ერთ-ერთ პირველ ადგილზეა. საშუალოსტატისტიკურ ქუთაისურ ოჯახში თუ მაინც ყოფილხართ, ადვილად შეამჩნევდით ქალაქის კიდევ ერთ უმძიმეს პრობლემას: ქუთაისი ნელ-ნელა იცლება, მოსახლეობის ნაწილი თბილისშია გამოხიზნული, ადგილობრივი ქალების მნიშვნელოვანი ნაწილი კი ეგეოსისა და ადრიატიკის ზღვის სანაპიროებზე ცდილობს ლუკმაპურის მოპოვებას. პარალელურად, არსებობს საფრთხე და ლოგიკური აუცილებლობა, დასავლეთ საქართველოს ცენტრი დროებით გადატანილი და უმცირესი ეკონომიკური ეფექტის მქონე პარლამენტისგან გათავისუფლდეს.
მაშასადამე, გაზვიადებული ნამდვილად არ იქნება, თუ ვიტყვით, რომ ქალაქი სოციალური კატასტროფისა და უფუნქციობისთვის არის განწირული. ქუთაისის განვითარებისთვის ახალი ბიძგის მიცემა მხოლოდ ერთ რამეს თუ შეუძლია – ქალაქში დასახლებულ ათასობით სტუდენტს (მათ ხომ სწავლასთან ერთად კვება, გართობა, ცხოვრება, პრაქტიკული სამუშაოების შესრულებისა და დასაქმების შესაძლებლობაც დასჭირდებათ).
3. ქუთაისში ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობის იდეას კიდევ ერთი არგუმენტი უმაგრებს ზურგს. დახედეთ გასულ საუკუნეში გამოცემულ ნებისმიერ ეკონომიკურ-გეოგრაფიულ რუკას – დასავლეთ საქართველოს მთავარი ქალაქი ათასფრად არის აჭრელებული. თითოეული ფერი ინდუსტრიის ერთ დარგს აღნიშნავს. მანქანათმშენებლობა, ქიმიური და გადამამუშავებელი მრეწველობა, მეფეიქრეობა, სამშენებლო მასალების წარმოება – ეს წარსულში ქუთაისში განვითარებულ სამეურნეო საქმიანობათა არასრული ჩამონათვალია. მაშასადამე, ამ ქალაქს ტექნოლოგიებთან მუშაობის გამოცდილება ნამდვილად აქვს. ახალ სასწავლებელს ძველი ტრადიცია უდავოდ მისცემდა დამატებით, თუნდაც უმცირეს ბიძგს წარმატებისთვის.
4. არ უნდა დაგვავიწყდეს ქუთაისელი მასწავლებლებისა და მოსწავლეების შესაძლებლობებიც. ტექნიკურ საგნებსა და ინფორმატიკაში ჩატარებული ყველა ეროვნული თუ საერთაშორისო ოლიმპიადის გამარჯვებულთა სიის სათავეში ყოველთვის ხვდებიან ქუთაისელი მოსწავლეები. ნებისმიერი უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტებზე აუცილებლად აღმოაჩენთ ყველასგან გამორჩეულ სტუდენტებს, რომელთაც ე.წ. ფიზმათი (ქუთაისის ფიზიკა-მათემატიკური სკოლა) აქვთ დამთავრებული. მაშასადამე, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ტექნოლოგიური უნივერსიტეტის კონტინგენტის საუკეთესო ნაწილს ისედაც ქუთაისელი მოსწავლეები დააკომპლექტებენ.
მოჩვენებითი თამაშები
„ვეფხისტყაოსნის“ გარეშე დარჩენილები
გიორგი ახვლედიანი
ზუსტად არ მახსოვს, მგონი, მაგისტრატურის მეორე კურსზე ვსწავლობდი და ენათმეცნიერების კათედრაზე ლექცია მქონდა. მაშინ კათედრა უნივერსიტეტის პირველი კორპუსის მესამე სართულზე იყო, კაბინეტი გიორგი ახვლედიანის სახელობისა გახლდათ და კართან დიდი ენათმეცნიერის ბიუსტიც იდგა.
შუა ლექციაზე თავი სტუდენტმა გოგონამ შემოყო:
-უკაცრავად, ბატონი გიორგი ახვლედიანი სად ვნახო?
ჩვენ განცვიფრებისგან ხმა ვერ ამოვიღეთ, მერე კი ლექტორმა მშვიდად, აუღელვებლად უთხრა:
ეს პატარა ამბავი ახლახანს გამახსენდა, როდესაც მეგობარ მასწავლებელთან საუბრისას აღმოვაჩინე, რომ ჩვენი დიდი მეცნიერების, ფილოლოგების, ენათმეცნიერების სახელები, რომელთა მხრებზეც, ფაქტობრივად, დგას პირველი ქართული უნივერსიტეტი, თანდათანობით გვავიწყდება, ჩვენთვის უმნიშვნელო ხდება.
ამიტომაც, აუცილებლად მივიჩნიე ქართულის გაკვეთილებზე ზოგჯერ 5 წუთი მომეტოვებინა და ქართული ჰუმანიტარული მეცნიერების ბრწყინვალე წარმომადგენლებზე მომეყოლა, ერთ-ერთი პირველი, ვისზე საუბარიც გადავწყვიტე, სწორედ გიორგი ახვლედიანი იყო – ქართველი ენათმეცნიერი. თსუ-ის პროფესორი და ერთ-ერთი დამფუძნებელი, სსრკ მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის თანადამფუძნებელი და აკადემიკოსი , საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, ჩრდილო-ოსეთის მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, ექსპერიმენტული ფონეტიკის საერთაშორისო საზოგადოების და ამერიკის ლინგვისტური საზოგადოების საპატიო წევრი.
არ ვიცი, რისი ბრალი იყო, ჩვენი ლექტორები კრიტიკულ აზროვნებას გვიყალიბებდნენ, სხვადასხვა აზრს და თეორიას გვაცნობდნენ, წიგნთან მუშაობას გვასწავლიდნენ თუ რამე სხვა, მაგრამ ფილოლოგიის ფაკულტეტზე სწავლისას არ მახსენდება ბევრი სახელმძღვანელო, რომელსაც თავიდან ბოლომდე მივყევი.
ყველა თეორიასთან მიმართებაში არსებობდა უამრავი ავტორი თუ წიგნი, რომელიც უნდა გვენახა, ერთი სახელმძღვანელო კი – არა. მოგვიანებით გამოიცა თამაზ გამყრელიძის “თეორიული ენათმეცნიერების კურსი” რომელმაც ასე თუ ისე, შეავსო სიცარიელე.
ზარმაცი სტუდენტი არ ვყოფილვარ და არც სხვადასხვა წიგნებში საკითხების მოძებნა მეზარებოდა, მაგრამ ნებისმიერი საგნისა თუ დისციპლინისათვის ერთი, ფუნდამეტური სახელმძღვანელოს არსებობა აუცილებლად მიმაჩნია – მხოლოდ იმისთვის, რომ ახალბედა, დაბნეული სტუდენტი კიდევ უფრო არ დაიბნეს ლინგვისტური თეორიებისა და ნაშრომების პირისპირ.
ერთ-ერთი იმ მცირე წიგნთაგან, რომელთაც ჩემთვის სახელმძღვანელოს ფუნქცია იტვირთეს, გიორგი ახლედიანის “ზოგადი ფონეტიკა” იყო, წიგნი, რომელმაც პირველად გამაცნო ეს გენიალური ენათმეცნიერი. ამ წიგნში დღემდე ძალიან ხშირად ჩავიხედები ხოლმე.
გიორგი ახვლედიანი ქართული და არამხოლოდ ქართული ენათმეცნიერებისთვის უმნიშვნელოვანესი ფიგურა იყო, მისი ნაშრომები სანსკრიტში, ბერძნულში, ლათინურ, სლავურ ენებში, ინდოლოგიაში, ირანისტიკასა და ზოგად და ექსპერიმენტული ფონეტიკაში დღემდე არ კარგავენ აქტუალობას.
სწორედ მისი თაოსნობით შეიქმნა ექსპერიმენტული ფონეტიკის განყოფილება, სადაც ძალიან ბევრი საინტერესო ექსპერიმენტი და კვლევა ხორციელდებოდა. გარდა სამეცნიერო მუშაობისა, გიორგი ახვლედიანი აქტიურ პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა. სხვადასხვა დროს კითხულობდა საუნივერსიტეტო კურსებს ენათმეცნიერების შესავალში, ლინგვისტიკურ მოძღვრებათა ისტორიაში, ზოგად და ექსპერიმენტულ ფონეტიკაში, სანსკრიტში, ბერძნულ ენაში, რუსული ენის ისტორიაში, დიალექტოლოგიაში, ინდოევროპულ ენათა შედარებით გრამატიკასა და გარკვეულ დროს – დასავლეთ ევროპის ლიტერატურაშიც კი.
გ.ახვლედიანის სახელთან არის დაკავშირებული ისეთი რთული ფონეტიკური სისტემის მქონე ენის ბგერათა შესწავლა და კლასიფიკაცია, როგორიცაა აფხაზური. მან 1926 წელს გამოაქვეყნა ნაშრომი “მასალები აფხაზურ ენათა ფიზიოლოგიისათვის”.
მხატვრული თარგმნის თეორიული და პრაქტიკული საკითხები, სამეცნიერო ტერმინოლოგია, ლიტერატურული და ენობრივი კონტაქტები და კიდევ მრავალი სხვა საკითხი სწვდებოდა მეცნიერის ინტერესების მრავლისმომცველ ჰორიზონტს.
კიდევ რამდენიმე რესურსი თქვენი საინტერესო გაკვეთილებისათვის
უქმეებმა გადაიარა, შობის არდადეგებიც მოვილიეთ, სკოლაში დაბრუნების რთული და ამავე დროს, სასიხარულო დღეებიც დაიწყო. ვიცი, ძალიან ძნელია, დილის ძილს, დასვენებას, საინტერესო წიგნების კითხვას, ოჯახის წევრებთან ერთად საახალწლო ეიფორიით ტკბობას თანდათანობით გადაეჩვიო და ისევ სასკოლო რუტინაში ჩაება.
ამ სტატიაში იმ რამდენიმე რესურსს გაგიზიარებთ, რომლებსაც თავი სწორედ საშობაო არდადეგებზე მოვუყარე და გაკვეთილებზე გამოყენებას ვაპირებ, ზოგიერთ წიგნს, საიტს, ელექტრონულ თუ სხვა სახის რესურსს გაგაცნობთ ან გაგახსენებთ.
მაშ ასე, მომყევით:
1. ბესარიონ ჯორბენაძე, . ენა და კულტურა / ბესარიონ ჯორბენაძე ; რედ. გიორგი გოგოლაშვილი. – თბ., 1997
როდესაც მოსწავლეებთან ენობრივ საკითხებზე საუბარს ვიწყებთ, როგორც წესი, მათ ზოგჯერ ცინიკურ, წინასწარ უარყოფითად განწყობილ დამოკიდებულებას ვიღებთ – აუ, სერიები და მწკრივები, უღლება, ბრუნება, არ გეზარებათ, მას?
მაგრამ თუ კი ვისაუბრებთ, ენაზე, როგორც კულტურულ ფენომენზე, როგორც სტიქიაზე, როგორც ცოცხალ არსებაზე, როგორც ჩვენი ყოფიერების სახლზე, რომელიც ჩვენი ბედისწერაცაა, სისხლის შემადგენლობაც და ჰაერიც, რომელსაც ვსუნთქავთ, – მათი დამოკიდებულება აუცილებლად შეიცვლება და ერთი შეხედვით მოსაწყენ გრამატიკულ წესებსაც საინტერესო მხარეს და გამოყენებას უპოვნიან.
2. ციფრული ფოტომატიანე, ეროვნული ბიბლიოთეკის პროექტი: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/3946
ეპოქას ხსნით? მწერლის ბიოგრაფიაზე საუბრობთ? ისტორიული თუ კულტურული კონტექსტი გაინტერესებთ? იქნებ ნაწარმოებში ასახული მხატვრული გამონაგონი უფრო ხელშესახები, უფრო ადვილად დასანახი გინდათ გახადოთ? იქნებ რომელიმე კონკრეტულ მწერალს ან მისი ნაწარმოების პროტოტიპს ეძებთ? მაშინ აუცილებლად უნდა ეწვიოთ ეროვნული ბიბლიოთეკის და ჯეოსელის ამ საოცარ ფოტოპროექტს, რომლისთვისაც უამრავი ფოტოს გაციფრება მოხდა პირადი არქივებიდან, საოჯახო ალბომებიდან თუ სხვადასხვა კოლექციებიდან.
აქ სრულიად სასწაული და განსაკუთრებული ფოტოების პოვნა შეგიძლიათ. იქნებ რომელიმე მათგანი თქვენი მოსწავლეების თხზულების თემაც გახდეს, იქნებ მოთხრობის სიუჟეტიც შთაგაგონოთ ან სულაც, ძალიან საინტერესო სასკოლო ღონისძიება დაგაგეგმინოთ.
მოატანინეთ საოჯახო ალბომები თქვენს მოსწავლეებს და შექმენით კონკრეტულად თქვენი კლასის მოსწავლეების ციფრული ფოტომატიანე. ძალიან, ძალიან საინტერესო და სახალისო იქნება.

3. კომიქსი, როგორც სწავლების საშუალება.
არ გიფიქრიათ, რომ ნაწარმოების დასურათება, განსაკუთრებით კომიქსად გარდაქმნა უფრო გაუადვილებს თქვენს მოსწავლეებს მის გაგებას თუ შეყვარებას? განსაკუთრებით, დაბალ კლასებში ძალიან კარგი იქნება ეს აქტივობა, აიღეთ რომელიმე ქართველი მწერლის საპროგრამო ნაწარმოები და თქვენს მოსწავლეებთან ერთად დახატეთ, კომიქსად აქციეთ ის. თვალსაჩინოებად გამოგადგებათ რამდენიმე კლასიკური ნაწარმოების კომიქსები, მაგალითად ასეთი:

დარწმუნებული ვარ, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლებმა ძალიან კარგად იციან ამ საოცარი წიგნის არსებობის შესახებ, სადაც გენიალური ქართველი პოეტი, გალაკტიონ ტაბიძე ისეთივე ცოცხალია, ისეთივე აქტიურია, როგორც თქვენი ნებისმიერი მოსწავლე საკლასო დისკუსიისას.
დღიურების, ჩანაწერების, არქივის და უამრავი სხვა მასალის გამოყენებით თავადაც შესანიშნავმა პოეტმა, ვახტანგ ჯავახაძემ შექმნა წიგნი გალაკტიონზე, რომელიც ერთდოულად წიგნიცაა და ფილმიც, რომანიც და დოკუმენტური პროზაც.
ქალ ავტორებზე საუბარი გსურთ? თანასწორობასა და ქალთა უფლებებზე ყურადღების გამახვილება გინდათ? მაშინ ეს ლინკი აუცილებლად დაგეხმარებათ, 50 საინტერესო, განათლებული, განსაკუთრებული ქართველი ქალი მოღვაწის ბიოგრაფია თქვენს გაკვეთილებს სრულიად სხვა მიმართულებას მისცემს:
პრაქტიკული პედაგოგიკა – შემაჯამებელი დავალების შედეგების ანალიზის პრაქტიკა
ოცდამეერთე საუკუნეში მასწავლებელი ახალი გამოწვევების წინაშე დადგა. მაგრამ არის მთელი რიგი საქმიანობებისა, რომელიც ათეული წლების განმავლობაში არ კარგავს აქტუალობას. ერთ-ერთ ასეთად ითვლება შემაჯამებელი დავალებები. სტატიაში განვიხილავთ არა შემაჯამებელი დავალებების ტიპებს და ნიმუშებს, არამედ შემაჯამებელი დავალებების შედეგების შესახებ სემესტრული და წლიური ანგარიშის დაწერის მნიშვნელობას და ფორმებს.
როგორც ცნობილია, ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით სემესტრის მანძილზე მოსწავლეები ფასდებიან შემდეგ სამ კომპონენტში:
3.შემაჯამებელი დავალება.
შეფასების სამივე კომპონენტს ერთნაირი წონა აქვს. საშინაო და საკლასო დავალებათა კომპონენტებში გამოიყენება როგორც განმსაზღვრელი, ასევე განმავითარებელი შეფასება. შემაჯამებელი დავალების კომპონენტში აუცილებელია განმსაზღვრელი შეფასების გამოყენება.
ყველა მასწავლებელმა კარგად იცის, რომ ეროვნული სასწავლო გეგმა თითოეული საგნისათვის განსაზღვრავს სემესტრის განმავლობაში ჩასატარებელი შემაჯამებელი დავალებების სავალდებულო მინიმალურ რაოდენობას. ამ კომპონენტით შეფასებისას სტანდარტის მოთხოვნათა დასაკმაყოფილებლად, აუცილებელია შემაჯამებელი დავალების მრავალგვარი ფორმის გამოყენება:
7.ლაბორატორიული კვლევა და სხვა.
ეროვნულ სასწავლო გეგმაში ყველა საგნისთვის დაზუსტებულია შემაჯამებელი დავალებების მინიმალური, სავალდებულო რაოდენობა თითოეული სემესტრისათვის ცალ-ცალკე. მასწავლებელმა აუცილებლად უნდა ჩაატაროს სასწავლო გეგმით განსაზღვრული ყველა შემაჯამებელი დავალება. თუმცა, კლასის საჭიროებიდან გამომდინარე, მასწავლებელს შეუძლია დაამატოს შემაჯამებელი დავალებები. იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლე ვერ დაესწრო შემაჯამებელ დავალებას, სკოლამ უნდა შეუწყოს ხელი და შესთავაზოს დამატებითი შემაჯამებელი სამუშაო. შემაჯამებელი დავალებების აღდგენა ვრცელდება, როგორც სავალდებულო, ისე მასწავლებლის მიერ დამატებულ შემაჯამებელ დავალებებზე. გაცდენილი შემაჯამებელი დავალებების აღდგენის ვადები და პირობები განისაზღვრება სასკოლო სასწავლო გეგმით.
ამ მოთხოვნების შესაბამისად შესრულებული შემაჯამებელი სამუშაოები არაჩვეულებრივი მასალაა იმისათვის, რომ მასწავლებელმა მის მიერ დაგეგმილი და განხორციელებული აქტივობების რეფლექსია მოახდინოს. ხშირად მასწავლებელი ამა თუ იმ კლასში წერს სემესტრულ ან წლიურ ანგარიშს შემაჯამებელი სამუშაოების შესახებ და ამ ანგარიშს, წარადგენს კათედრაზე კოლეგებისთვის გამოცდილების გაზიარების მიზნით და განათავსებს თავის პორტფოლიოში. შემაჯამებელი სამუშაოების ეტაპობრივი განზოგადების აქტივობები ეხმარება მასწავლებელს თვითგანვითარებასა და პედაგოგიური პრაქტიკის სრულყოფაში. ანგარიშის მოცულობა და ფორმა არ არის დადგენილი და მასწავლებელი თავისუფალია ფორმატისა და ზომის შედგენაში.
|
პირველი პედაგოგი კლასი ——————— საგანი ——————— |
|
|
შემაჯამებელი |
|
|
შეჯამება |
ესგ შესაბამის შედეგებთან მიმართებაში,
|
|
რეკომენდაციები, |
რა რა როგორ |
ხშირად მასწავლებელი შეიმუშავებს კონკრეტულ სქემას,
რომლის შევსება უფრო მცირე დროშია შესაძლებელი, მაგრამ ის იძლევა მნიშვნელოვან ინფორმაციას,
რაც შემაჯამებელი სამუშაოების ეტაპობრივ ანგარიშში
უნდა იყოს ასახული. მაგალითად:
|
პირველი პედაგოგი კლასი ——————— საგანი ———————
|
|||||
|
|
1 შემაჯამებელი |
2 შემაჯამებელი |
3 შემაჯამებელი |
4 შემაჯამებელი |
შენიშვნა
|
|
ჩატარების დრო |
|
|
|
|
|
|
კლასის საშუალო არითმეტიკული ქულა ამ შემაჯამებელში
|
|
|
|
|
|
|
რა გაუჭირდა კლასს ამ შემაჯამებელში
|
|
|
|
|
|
|
სტანდარტის რომელ შედეგებზე/შედეგებზე გადის ეს შემაჯამებელი |
|
|
|
|
|
|
რეკომენდაციები, სემესტრის |
|
||||
როდესაც ამ ფორმით ან ნებისმიერი
გზით მასწავლებლები აანალიზებენ შემაჯამებელი
დავალებების შეფასების შედეგად მიღებულ მონაცემებს, ამ დროს ისინი მიზნად ისახავენ თითოეული
მოსწავლის, მოსწავლეთა ჯგუფისა და, ზოგადად, კლასის მიღწევების გაუმჯობესებას.
როდესაც მასწავლებელი ასეთი ტიპის ანგარიშებს განათავსებს თავის პირად
პორტფოლიოში თუ კათედრის პორტფოლიოში, ამით პორტფოლიო ხდება უფრო ინფორმაციული და უფრო მეტს „მოგვითხრობს”
მასწავლებლის საქმიანობის შესახებ. ამასთანავე ამგვარი პორტფოლიოების მეშვეობით
სკოლას შეუძლია უფრო მასშტაბური სურათის დანახვა და სწავლა-სწავლების ხარისხის
გაუმჯობესებაზე ორიენტირებული სტრატეგიების დაგეგმვა, მოსალოდნელი საფრთხეების პროგნოზირება და
პრევენცია.
გამოყენებული ლიტერატურა:
1.ეროვნული სასწავლო გეგმა 2011-2016
2.მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი (ძირითადი ნაწილი)
ჯეიმს ბენკსის წიგნი „შესავალი მულტიკულტურულ განათლებაში“
წიგნში აღწერილია ის ძირითადი მიზნები, რომელსაც მულტიკულტურული განათლება ემსახურება:





