ორშაბათი, მაისი 12, 2025
12 მაისი, ორშაბათი, 2025

როგორ ვასწავლოთ შვილებს ფულთან ურთიერთობა

0

ექვსი წლის ბავშვების უმრავლესობა ადრე თუ გვიან სვამს ნიშანდობლივ და საჭირბოროტო კითხვას: „რა ღირს?“ რა ღირს სასკოლო ჩანთა? კონსტრუქტორების ნაკრები? კლასგარეშე საკითხავი წიგნები? დისტანციური მართვის სათამაშო? მისი ყოველდღიური სასკოლო რაციონი?

ზოგ მშობელს ეს არ სიამოვნებს. მათ მიაჩნიათ, რომ ესა თუ ის საგანი ბავშვს ესთეტიკური ან ფუნქციური განსაკუთრებულობის შეგრძნებას უნდა უღვიძებდეს და არა მისი მატერიალური ღირებულებისადმი ინტერესს.

შესაძლოა, ბავშვმა ახლობლები უხერხულ მდგომარეობაშიც ჩააყენოს – როცა საჩუქრებს მიუტანენ, მადლობის ნაცვლად იკითხოს: „ეს დასურათებული 3-D წიგნი და ტრანსფორმერი რა ღირს?“

მშობლები უხსნიან ბავშვს, რომ ზრდილობიანი ადამიანები ასე არ იქცევიან, მის ნათქვამს ხუმრობაში ატარებენ, უწყრებიან კიდეც, მაგრამ უშედეგოდ – მეორე დღეს ბავშვი იმგვარადვე იქცევა და იმავე კითხვას სვამს: „კვირას „ვარსკვლავეთის ომების“ სანახავად მივდივართ, რა ღირს ბილეთები?“ დედამ ქურთუკი უყიდა: „რამდენი გადაიხადა დედიკომ?“ „რამდენი აქვს ხელფასი მამას? ბიძას?“

ცოტა მოზრდილი, 7-8 წლის ბავშვი მხოლოდ ფასით კი არ ინტერესდება, არამედ სურს, თავადაც ჰქონდეს ფული, შეხედოს, გადაკეცოს, დათვალოს. „აი, მე 75 ევრო მაქვს, დედამ თუ 25 ევრო მომცა, ასი მექნება“. ის უწინდებურად ხშირად აღარ ითხოვს საღეჭი რეზინის ან ტკბილეულის ყიდვას, მაგრამ ხელიდან არ უშვებს შემთხვევას, გთხოვოთ „ცოტა ფული“. ამ ფულს საღეჭ რეზინზე, ჩიფსებსა და სათამაშოებზე ხარჯავს, მაგრამ კმაყოფილებას უმთავრესად ფულის ხარჯვა ჰგვრის და არა ტკბილეული თუ სათამაშო.

ეს იმიტომ, რომ ექვსი-შვიდი წლის ბავშვი ჯერ კიდევ ვერ აღიქვამს ფულს როგორც სამეურნეო ცხოვრების ინსტრუმენტს.

ფსიქოლოგების აზრით, ფულისადმი დამოკიდებულების ფაქტორი უშუალოდ 6 წლის ასაკში ყალიბდება. „ჩვენ ასე ვცხოვრობთ, ჩვენი მეზობლები კი – სხვანაირად. მათ ფული ბევრი აქვთ, ჩვენ – ცოტა, ჩვენს კარის მეზობლებს კი – ჩვენზე ნაკლები“. ერთნი ძალიან კარგად ცხოვრობენ, აქვთ ძვირად ღირებული კომპიუტერები, ველოსიპედები, ისვენებენ სხვადასხვა კურორტზე. ეს ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, ვის რამდენი ფული აქვს. მათი ყურადღება აქცენტირებულია ფულთან დაკავშირებულ საქმეებზე, რომლებიც დღევანდელ ცხოვრებასთან ასოცირდება და ეს ყველაფერი თანამედროვე ბავშვს მანამდე გადაეცემა, ვიდრე მისი ფსიქიკა განვითარების სათანადო დონეს მიაღწევს.

7 წლის მოზარდი ზუსტად გრძნობს თანაკლასელების მატერიალურ მდგომარეობას. მას არ გამოეპარება არც ერთი ნიშანი, რომელიც მატერიალურად უზრუნველყოფილი ოჯახების შვილებს განასხვავებს. მშობლებს უჩნდებათ შეგრძნება, რომ ბავშვები თავიანთი სოციალური მდგომარეობის ირგვლივ ამყარებენ დიქტატს. თუ კლასში, სადაც ბავშვი სწავლობს, წარმატება ფასდება არა იმით, რა შეუძლია ბავშვს, არამედ იმით, რა აქვს, მას ძლიერი ნებისყოფის გამოჩენა მოუწევს, რათა ამ შეჯიბრებაზე უარი თქვას.

„ბედნიერება ფულში არ არის“ – განათლებული და ცივილიზებული საზოგადოება ამაზე აღარც კი დავობს. ამ მოსაზრების მოწინააღმდეგენი კი ცინიკურად კითხულობენ: „აბა, რაშია, ფულის რაოდენობაში?“ იორკის უნივერსიტეტის მიერ 11-დან 15 წლამდე ასაკის მოზარდების გამოკითხვამ აჩვენა, რომ მათი ბედნიერების განცდა მშობლების შემოსავალზე არ არის დამოკიდებული. მათ ბედნიერებაზე გავლენას არ ახდენს არც ჯიბის ფულის რაოდენობა, არც მშობლების ხელფასი. მაშ, რა სჭირდება ამ ასაკის მოზარდს ბედნიერებისთვის? უბრალო და ბანალური რამ – მშობლები, დები, ძმები, ახლობლები, მოსიყვარულე ოჯახი.

მოზარდის ჯიბის ფული

არსებობს დაუწერელი კანონი, რომლის მიხედვითაც „მოზარდს არასოდეს ჰყოფნის ფული“: „დედა, ორმოცდაათი ევრო მინდა, ბავშვებმა „მაკდონალდსში“ წასვლა გადავწყვიტეთ“. ფსიქოლოგები და სოციალური მკვლევრები ამტკიცებენ, რომ მოზარდები თანხას უფრო მაღალ ნიშნულამდე ამრგვალებენ და ყოველთვის ავიწყდებათ ხურდის მოტანა. მარკეტოლოგებმა იციან, რომ ბავშვებს უფრო მეტი დანახარჯი აქვთ, ვიდრე მათ მშობლებს. სარეკლამო ინდუსტრია ისეა განვითარებული, რომ ყოველდღიურად გვახსენებს ბაზარზე ახალი „ახალგაზრდული საქონლის“ გამოჩენას.

მოზარდები დამოუკიდებლობისკენ მიისწრაფვიან, ამიტომ მშობლებმა, ვიდრე ავტორიტეტი არ დაუკარგავთ, მათ ფულთან ურთიერთობა უნდა ასწავლონ. თუ თქვენი შვილი მაღალ კლასშია, გართობისთვის უფრო ენდომება ფულის ხარჯვა, თქვენ კი შესაძლოა სასკოლო ინვენტარისა და წიგნების ყიდვა გსურდეთ. პირველსავე ცდაზე წარმატების მიღწევა შეუძლებელია, მაგრამ ოდესმე ხომ უნდა დაიწყოს. აუხსენით ბავშვს, რომ ოჯახის ბიუჯეტი რეზინისა არ არის და ფული ციდან არ ცვივა.

სიტყვები ისე არ მოქმედებს ბავშვზე, როგორც საქციელი. თუ მისი თანდასწრებით მეგობრის წინაშე თავს მოვიწონებთ „საუკეთესო დიზაინერის მიერ შექმნილი სამოსით“, ყაირათიანობისკენ მოწოდება აზრს დაკარგავს.

ფსიქოლოგები გვთავაზობენ, მოვუწყოთ ბავშვს „გამოსაცდელი თვე“: გამოვუყოთ თანხა, რომელმაც უნდა გადაფაროს ჩაცმისა და კვების  ხარჯი, ცოტაოდენი ფული პირადი საჭიროებისთვის, გასართობად და მობილურისთვის; მივცეთ უფლება, გაანაწილოს ეს თანხა განსაზღვრულ დროზე. მივცეთ სპეციალური რვეული ხარჯების ჩასაწერად, რომელსაც ზოგჯერ თავადაც ჩახედავთ მალულად.

კონტროლის დონე

მშობლების ერთ ნაწილს მიაჩნია, რომ ბავშვმა თავისუფლად უნდა ხარჯოს თავისი ფული, მეორე ნაწილის აზრით კი მან უნდა ახსნას, რაში დახარჯა თანხა. ფსიქოლოგები გვირჩევენ, ვენდოთ შვილს, მაგრამ ხშირად ვესაუბროთ. თუ გვეცოდინება, როგორ ხარჯავს ფულს, არასასურველი სიტუაციებისგანაც დაზღვეული ვიქნებით. ბავშვმა უნდა შეიგნოს, რომ ფული მშობლების შრომის საფასურია და პატივისცემით მოეპყროს მას. მშობლებისა და შვილების ურთიერთნდობა ფულთან ურთიერთობის საკითხებში დასაშვებია. ეს ეხმარება მოზარდს, გამოიმუშაოს ფინანსური გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების უნარი. ბავშვი უნდა მიეჩვიოს აზრს, რომ ფული ცხოვრების მნიშვნელოვანი ასპექტია და გონივრულ დამოკიდებულებას მოითხოვს.

შეცდომა N1: „ფულის თემისთვის“ ტაბუს დადება

თუ ოჯახში ფინანსებზე საუბარი დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს და უხერხულობის განცდას აღძრავს, ბავშვს ვერ ჩამოუყალიბდება მართებული წარმოდგენა ფულის დანიშნულებაზე და შესაძლოა, უკვე ზრდასრულ ასაკში შეეჯახოს სირთულეებს ფულთან ურთიერთობისას: არასწორად გაანაწილოს, გაფლანგოს ან, პირიქით, მეტისმეტად მომჭირნედ ხარჯოს.

ოჯახურ ბიუჯეტზე საუბარი სამარცხვინო არ არის. შვილის თანდასწრებით ხელფასის რაოდენობის განხილვას არავინ გთხოვთ, მაგრამ ბავშვმა უნდა იცოდეს, საიდან და რა გზით შემოდის ოჯახში ფული და როგორ იხარჯება. ეს მისი მომავალი ფინანსური წარმატების საწინდარია.

შეცდომა N2: ჯიბის ფულის გარეშე დატოვება

საკუთარი ფულის ქონა ფასეული გამოცდილებაა დამოუკიდებლობისკენ მიმავალ გზაზე. ფსიქოლოგები ურჩევენ მშობლებს, 6-7 წლის ბავშვს რეგულარულად, კვირაში ან თვეში ერთხელ, გამოუყონ მცირეოდენი თანხა.

ამასთანავე, სასურველია, მოზარდს პირადი დანახარჯის წილი გაუზარდოთ. თუ 7 წლის ასაკში ის ფულს სურვილისამებრ ხარჯავდა, 14 წლისამ შეიძლება ნაწილობრივ გადაიხადოს საკუთარი გართობის საფასური, მობილურის საფასური, უყიდოს საჩუქარი მეგობარს და სხვა. ამ გზით ის სასარგებლო გამოცდილებას მიიღებს – ისწავლის საკუთარი შესაძლებლობების შეფასებას და ხარჯების ეფექტურ დაგეგმვას.

შეცდომა N3: ყოველგვარი დანახარჯის კონტროლი

როდესაც მშობელი უკრძალავს შვილს, ჯიბის ფულის „რაღაც სისულელეზე“ ხარჯვას ან ეჩხუბება უკვე ნაყიდი ნივთების გამო, რა თქმა უნდა, არასწორად იქცევა. ფული სათამაშო არ არის, მაგრამ თუ ასე მოვიქცევით, გამოვა, რომ ის ბავშვს მხოლოდ ფორმალურად ეკუთვნის, სინამდვილეში კი ვალდებულია, ყოველგვარი დანახარჯი მშობლებს შეუთანხმოს. ასეთი მკაცრი კონტროლი ბავშვს შეცდომის შიშს და საკუთარი თავისადმი უნდობლობას შთაუნერგავს.

ენდეთ ბავშვის არჩევანს. დიახ, თავდაპირველად ფულის ხარჯვა შეცდომების გარეშე შეუძლებელია, მაგრამ მხოლოდ ასე თუ მიიღებს მოზარდი სათანადო გამოცდილებას და ისწავლის სურვილისა და შესაძლებლობის ურთიერთშეთანხმებას.

შეცდომა N4: ნებაზე მიშვება

ბავშვს მთლიანად ნებაზე ნუ მიუშვებთ. დაე, იცოდეს, რომ შეუძლია და საჭიროცაა, მშობლებს მოეთათბიროს, რჩევა ჰკითხოს – იმ პირობით, რომ თქვენგან მხარდაჭერას მიიღებს და არა გაკიცხვას. დაეხმარეთ, თანდათანობით აითვისოს ფინანსური სიბრძნე.

მშობლებმა უნდა შეიმუშაონ ფულთან დაკავშირებული წესებიც: არ შეიძლება სკოლაში ბევრი ფულის წაღება, არ შეიძლება სიმდიდრეზე ხმამაღლა საუბარი ან ბევრი ფულით თავის მოწონება.

დაბოლოს, შეცდომა N5: კარგი ნიშნებისთვის „გასამრჯელოს“ გადახდა

ფსიქოლოგები გვირჩევენ, არ გამოვიყენოთ ეს მეთოდი ბავშვის წასახალისებლად. ის სწავლობს არა იმისთვის, რომ გაგახაროთ ან ფული გამოიმუშაოს, არამედ იმისთვის, რომ ცოდნა მიიღოს და ადრე თუ გვიან თავად განსაზღვროს თავისი მომავალი.

ორი 2 აპრილი

0

ორ აპრილს მსოფლიო ორ მნიშვნელოვან თარიღს აღნიშნავს – საბავშვო წიგნის საერთაშორისო დღეს და აუტიზმის შესახებ ცნობიერების ამაღლების დღეს.

პირველს დიდი ისტორია აქვს – 1967 წლიდან, სიმბოლურად ჰანს კრისტიან ანდერსენის დაბადების დღეს, მთელი მსოფლიოს ყურადღების ცენტრში ექცევა საბავშვო ლიტერატურა. წიგნის ბაზრობებსა თუ კონგრესებზე ყოველ წელს სხვადასხვა სპონსორისა თუ მასპინძელი ქვეყნის მიერ ეს დღე სხვადასხვა ღონისძიებით საზეიმოდ აღინიშნება. 2 აპრილი, როგორც აუტიზმის შესახებ ცნობიერების ამაღლების დღე, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის მიერაა დაფუძნებული და წელს მერვედ აღინიშნება.

აუტიზმის შესახებ წიგნები რა თქმა უნდა არსებობს. თუმცა, როგორც რიგითი მკითხველი, ვისურვებდი, რომ ამ კუთხით მეტი იწერებოდეს. მშობლებისა და ასპერგერის სინდრომის მქონე პირების მიერ დაწერილ ავტობიოგრაფიულ წიგნებთან ერთად მხატვრული ლიტერატურის ნიმუშებიც მრავლადაა და ქართულ ენაზეც კარგი იქნებოდა რომ მოგვეპოვებოდეს. წიგნთან ურთიერთობა ხომ ბავშვობიდან იწყება და ამა თუ იმ საკითხზე ცნობიერების ამაღლებაც სასურველია სწორედ საბავშვო წიგნებიდან მომდინარეობდეს.

სოციალური ვიდეორგოლების არსებობა მისასალმებელია, მაგრამ მათი გზავნილის ბავშვებამდე მიტანა ასაკისთვის შესაბამისი ფორმითაც უნდა მოხდეს. ასე მოიქცა მაგალითად ამერიკული საბავშვო გადაცემა Sesame Street, რომელიც ამაყობს, რომ აუტიზმის მქონე პერსონაჟი მულტფილმებში პირველად მან შემოიყვანა.

ერთი შეხედვით უმნიშვნელო, მაგრამ კარგად დახატული, სახასიათო სახე აუცილებლად ამახსოვრდება მკითხველს და მსგავსი დიაგნოზის/მდგომარეობის მქონე პირთან ცხოვრებაში შეხვედრის დროს მისი მიღებაც აღარ ეძნელება. თუმცა, ამასთან, არსებობს რისკიც, რომ მწერლის ან რეჟისორის მიერ შექმნილი პერსონაჟი იქცეს ერთგვარ ნიშნულად, გაჩნდეს სტერეოტიპი, განზოგადდეს მახასიათებლები და ა. შ. ასე მოხდა მაგალითად ბარი ლევინსონის ფილმის – „წვიმის კაცის“ შემთხვევაში. აუტიზმის ხსენების დროს ბევრს მაშინვე წარმოუდგება კადრები ამ ფილმიდან და მიიჩნევს, რომ აუტიზმის მქონე ყველა პირი ზუსტად მთავარი გმირივით – რეიმონდივით (მსახიობი: დასტინ ჰოფმანი) იქცევა. არადა ორი ერთნაირი აუტიზმის მქონე ადამიანის პოვნა მსოფლიოში ძნელად თუ მოხერხდება. რამდენიმე საერთო მახასიათებელთან ერთად აუტიზმს არაერთი განსხვავებული წახნაგი და სხვადასხვა გამოვლინება აქვს. ამიტომ ამ მდგომარეობას სპექტრს უწოდებენ.

ზღაპრით თერაპია არტ თერაპიის ერთ-ერთი სახეა, რომელიც თავისუფლად შეუძლია გამოიყენოს როგორც ფსიქოლოგმა, ისევე პედაგოგმა და მშობელმაც, და მეტად ეფექტურია. ბავშვთა ფსიქოლოგი ბრუნო ბეთელჰაიმი ზღაპრის პირველად ფუნქციას სწორედ ბავშვების ინტერპერსონალური პრობლემების მოგვარებაში ხედავდა და მის თერაპიულ ეფექტზე მიანიშნებდა. ზღაპრების მეშვეობით დაგროვილი გამოცდილება და უშუალო განცდები გაცილებით მეტ გავლენას ახდენს პატარა მკითხველზე, ვიდრე შეგონებები. ყველა განსაცდელსაც ხომ ბავშვი თავის წარმოდგენაში გმირთან ერთად გაივლის და სიკეთის გამარჯვებასაც მასთან ერთად ზეიმობს. მთავარი აზრი ქვეცნობიერს სიმბოლოებით მიეწოდება და ბავშვი მომავალში აუცილებლად განაზოგადებს ზღაპრის გზავნილებს.

ირმა მალაციძის თერაპიული ზღაპრები, რომელსაც სულ მალე წიგნის სახით იხილავს მკითხველი, ვფიქრობ პირველი წარმატებული ცდაა ქართულ საბავშვო ლიტერატურაში. მის ზღაპრებში ხმა გარკვევით ისმის – იმ ერთის, განსხვავებულის. ვიგებთ, რომ სხვებისათვის საკუთარი ხმის მისაწვდენი გზა ნამდვილად არსებობს, უბრალოდ უამრავ ბილიკსა და მაგისტრალს შორის გამორჩევა უნდა შეძლო.

12919026_1307111255982439_1095659398_n

„მთისპირა პატარა, მშვენიერ სოფელში პატარა ბიჭი ცხოვრობდა. ერთი შეხედვით ჩვეულებრივი, სხვებისგან თითქოს არაფრით განსხვავებული. ეს გარეგნულად, თორემ ფიქრები ჰქონდა უცნაური. ფიქრები, ოცნებები და სიზმრები.

ერთ მშვენიერ დღეს საოცარი რამ მოხდა… ბიჭმა აღმოაჩინა, რომ მისი ხმა აღარავის ესმოდა. დადიოდა ბიჭი, ყველას რაღაცას ეუბნებოდა, ადამიანები კი არ პასუხობდნენ. მხოლოდ უკვირდათ. ყველა ისე იყო დაკავებული თავისი საქმით, იმის გარკვევა არავის დაუწყია, რატომ იქცეოდა ბიჭი ასე უცნაურად. ნამდვილად გაგიჟდაო – გადაწყვიტეს და მის დანახვაზე მხოლოდ იღიმებოდნენ. როდესაც ბიჭი მიხვდა, აზრი აღარ ჰქონდა ვინმესთან ლაპარაკს, გადაწყვიტა, დადუმებულიყო. და გაჩუმდა.“

ზღაპრის ამ მონაკვეთში საზოგადოების გულგრილობა მკვეთრადაა ნაჩვენები. ცოტა თუ ცდილობს საკითხში ბოლომდე გაერკვეს და განსხვავებულ ადამიანს შეცოდებით ან მშრალი ღიმილით ხვდება. ის კი „დადიოდა თავისთვის, ჩუმად, ხმას არ იღებდა. ხან მინდორში მიდიოდა, ხან ტყეში. ყვავილებსა და სოკოებს კრეფდა, წიგნებს კითხულობდა, მაგრამ აღარავის ესაუბრებოდა. უკვირდათ ბიჭის ასეთი საქციელი, მაგრამ ხალხმა ახლა ის ვეღარ გაიგო, ერთბაშად რამ დააჭკვიანა ბიჭი, რომელიც აქამდე შეშლილი ეგონათ.“

ზღაპარში ხომ, როგორც ცხოვრებაში ხანდახან, სასწაულები ხდება. ბიჭი ჯერ მეგობარს გაიჩენს, იმ ერთადერთს, რომელსაც მისი ესმის და მალე მათ ხმას სხვა ადამიანებიც გაიგებენ. გოგონასა და ბიჭის ბედნიერებას საზღვარი არა აქვს.

ირმა მალაციძის მეორე ზღაპარში დედის კითხვას, თუ რატომ არ ეთამაშება ბაჭიებს, დათვის ბელებსა და მგლის ლეკვებს, პატარა, მოწყენილი ჟირაფი ასე პასუხობს:

„აბა, როგორ? ისინი ისეთი პატარები არიან. მათი ხმაც კი არ მესმის, ისე მაღლა ვარ. რატომ დავიბადე ჟირაფად, ჯობდა მინდვრის თაგვი ვყოფილიყავი ან პატარა ბაჭია. მაშინ ასე მარტო აღარ ვიქნებოდი“.

ამის შემდეგ დედამ ჩიტებს, პეპლებსა და ფუტკრებს უბიძებს, რომ ჟირაფთან ახლოს იფრინონ და დაჭერობენა ითამაშონ. ურთიერთობა შედგება! გამოსავალი ნამდვილად არსებობს!

მომავალი წლის 2 აპრილისთვის ვიმედოვნოთ, რომ აუტიზმის მქონე პერსონაჟი სხვა ქართველი ავტორის წიგნშიც შეგვხვდება და რამდენიმე კარგი წიგნიც იქნება უკვე ქართულად ნათარგმნი. მე, როგორც გამომცემელი, ვეცდები ჩემი წვლილი შევიტანო ამ საქმეში.

ინკლუზიური განათლების ინსტრუმენტები – როგორ მოვაწყოთ რესურსოთახი

0

სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებთან  შედეგის მისაღწევად  მუშაობა სპეცმასწავლებლის მხრიდან დიდ გარჯასა და ძალისხმევას ითხოვს. თუმცა გარდა პედაგოგის შრომისა, სასკოლო ასაკის სხვადასხვა დარღვევის ბავშვების განვითარებისთვის აუცილებელია სპეციალური საჭიროების საგანმანათლებლო რესურსები, რომელთა გარეშე პედაგოგები გადაულახავ დაბრკოლებას წააწყდებიან. დასავლელი ექსპერტები სპეცპედაგოგებს თავიანთი ოთახის შემდეგი რესურსებით აღჭურვას ურჩევენ. ესენია:

 

  1. რბილულები (ფიჯეტები), მოქანავე სკამები, თერაპიული ბურთები და რგოლები

 

res1res2

ფიჯეტები, რომელებსაც შეიძლება რბილულები ვუწოდოთ, თვითრეგულაციის საუკეთესო სათამაშო ხელსაწყოებია, რომლებიც ბავშვებს ეხმარება ყურადღების ფოკუსის, კონცენტრაციის, სიმშვიდისა და აქტიური მოსმენის განვითარებაში. ისინი სხვადასხვა ფორმის, ზომისა და ქსოვილისაა და დასახელდებაც ბევრნაირი აქვს. სტრესბურთულები , ხვიარები, სქვიგლეტები , – რომლებიც შეხებითა და მოძრაობებით   ხელს უწყობს სენსომოტორული უნარების ამოქმედებას, რაც გადამწყვეტია ზოგირთი ჰიპერაქტიული სინდრომისა და ყურადღების დეფიციტის(ADHD), ასევე ქცევის დარღვევის მქონე მოსწავლეთა სწავლებისას. კვლევებით დადგენილია, რომ ჩამოთვლილი ნივთებით ვმართავთ, ვაკონტროლებთ მათ მოძრაობას და ვაუმჯობესებთ დასწავლის პროცესს. უფრო მეტიც, სწავლისას მოძრაობა მნიშვნელოვანია, რადგან მსწავლელს მოეთხოვება ტვინის მარჯვენა და მარცხენა ჰემისფეროების გამოყენება, ეს კი საუკეთესოდ მიიღწევა თამაშის გზით და, შედეგად, სახლსა თუ სკოლაში გააზრებული დასწავლის პროცესს ვიღებთ.  მელისა ფერი გულწრფელად გვირჩევს წავიკითხოთ წიგნი: Learning with Tangle Brain Tools  ‘სწავლა ხვიარა ინსტრუმენტებით’, რადგანაც წიგნში აღწერილი მეთოდების პრაქტიკაში გამოყენება, კვლევების თანახმად, ADHD ბავშვებში შედეგების 27%-იანი ზრდის  მაჩვენებელია (Stalvey & Brasell, 2006). თუკი გასაბერ ბუშტებს, მოქსოვილ ან შეკერილ სხვადასხვა ფორმის პატრა ტომრებს  მანანის ბურღულით, ფქვილით, შვრიით, ბრინჯით ავავსებთ, ეს სახლის პირობებში დამზადებული რბილულები იქნება. ისე კი მათი შეკვეთა სხვადასხვა ინტერნეტ-მაღაზიაშია შესაძლებელი.

res4

  1. კითხვის ფერადი, გამჭვირვალე ზოლები

 

res5res6

ხშირად ბავშვები, რომელთაც უჭირთ ფოკუსირება ან აქვთ ყურადღების დეფიციტი, კითხვისას ტოვებენ სიტყვათა პწკარედებს  ან სტრიქონებს. ამგვარი ქცევით ზარალდება კითხვა, როგორც პროცესი, არაზუსტი შინაარსი კი აძნელებს აღქმას. ფერადი ზოლების გამოყენებას ისინი ხშირად  თავადვე ითხოვენ და უყვართ კითხვის ეს სტრატეგია, რადგან ინარჩუნებენ ფოკუსს და იგებენ მეტ დროს. ზოგიერთ მათგანს საკლასო ოთახსა თუ სახლშიც სურს ფერადი ზოლების წაღება,  ჰოლოვინზე კი „ჯადოქარი თითების კონტეინერში“ ერთი თქმით აბრუნებენ მათ უკან,  – აცხადებს მელისა ფერი.

 

  1. საპარსი კრემი, ქვიშა, ბრინჯი

res7

 

სიტყვებზე ვარჯიშისას სხვადასხვა სენსორული საგნების გამოყენება შეიძლება. მელისა ფერის აღნიშნული აქტივობა, სურნელოვან საპარს კრემში ასოების ჩაწყობისა და მათით სიტყვების შედგენისა, შეიძლება მარიამ მონტესორის მშვენიერი იდეის გაგრძელებად ჩაითვალოს.  ალბათ, გვახსოვს ზუმფარის ქაღალდით გამოჭრილი ასოებით ანბანის შესწავლის მისეული მეთოდი, რომელიც იმ აზრიდან გამომდინარე, რომ აღზრდის ამოცანა მოსწავლის მთელი ძალების ამოქმედებაა, უყურადღებოდ არ ტოვებს შეგრძნებათა, აღქმის და მოტორული პროცესების ერთობლიობას (https://mastsavlebeli.ge/?p=7860). სურნელოვანი ქაფი ტაქტილურ, მხედველობით, სმენით, შეგრძნებებთან ერთად ყნოსვის შეგრძნებასაც განავითარებს, ყნოსვით მეხსიერებას კი ახასიათებს სიმძაფრე, რომელიც ძალიან დიდხანს მიჰყვება ადამიანს.

რიცხვების წარმოსაქმნელად გამოიყენება ფერადი ქვიშაც, რომელიც თასშია მოთავსებული. ბავშვები ეძებენ მასში ჩამალულ ციფრებს და პოვნის შემდეგ სხვადასხვა მათემატიკურ ოპერაციას ასრულებენ. ეს საკმაოდ სახალისო გზაა იმისთვის, რომ მოვახდინოთ მათი შეგრძნებების ინტეგრირება, დავეხმაროთ   ნატიფი მოტორიკის განვითარებაში და, იმავდროულად, ვაზიაროთ აკადემიურ უნარებს.

 

  1. წამზომები

res9

წამზომები (timers) რესურსოთახში სხვადასხვა დანიშნულებით გამოიყენება. მიჩნეულია, რომ ეს მათი ცვლილებებისთვის მომზადების საუკეთესო გზაა, რადგან დარღვევების მქონე ბავშვებისთვის ხშირად დრო პირობითი ცნებაა. თუ კი ისინი თავად ხედავენ, რამდენ ხანში შეუძლიათ მიცემული დავალების შესრულება, უფრო მშვიდად ეგუებიან ცვლილებას, რომელიც კონტრასტული დავალებების შესრულებას ახლავს თან. წამზომების გამოყენება კითხვითი უნარის გაუმჯობესებისთვის ჩვენშიც ნაცადი პრაქტიკაა.  1 წუთში წაკითხული სიტყვათა რაოდენობის გაგება  და უკეთესი შედეგების მიზნად დასახვა ბავშვებში ბევრ სასიკეთო უნარს ავითარებს. სხვადასხვა ტიპის შეჯიბრებაში წამზომების გამოყენება საუკეთესო საშუალებაა ბავსვებში პრაქტიკული ჩვევების განსავითარებლად.

 

  1. თვალსაჩინოება

 

თვალსაჩინოება ეხმარება მოსწავლეებს, ვიზუალური ხატების მეშვეობით უკეთ გაიგონ და გაიაზრონ შესასწავლი მასალა. ზოგიერთი მათგანისათვის კი სურათ-ხატებით სწავლა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და წარმატების უტყუარი წინაპირობაცაა. თვალსაჩინოებას აქტიურად ვიყენებთ ჩვეულებრივ საკლასო ოთახებშიც ზეპირი თუ წერითი აქტივობებისას. იგი ხელს უწყობს კლასში მოწაფეთა ჩართულობას და ინკლუზიური განათლების დამხმარე ინსტრუმენტად მოიაზრება.

 

  1. ფერადი ხელსაწყოები

 

res8

 

ფერადი ხელსაწყოები, ე.წ. მანიპულატორები, უმნიშვნელოვანესია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე და არა მხოლოდ მათი სწავლებისას, რადგან ისინი ეხმარება ბავშვებს, აბსტრაქტული იდეა კონკრეტულ ცნებებამდე დაიყვანონ და მათემატიკური პრობლემის  სწორი გადაწყვეტა მოახერხონ. მანიპულატორები ცვლიან ბავშვის აზროვნების გზებს მარტივი პროცედურებიდან შემეცნებით გააზრებამდე.

res10

  1. გამოკრული წესები – მოლოდინები

იმისათვის, რომ იცოდნენ, თუ რას მოელიან მათგან, წესებისა და მოლოდინების საკლასო ოთახში თვალსაჩინო ადგილას გამოკვრა ყველა და, განსაკუთრებით კი, სპეციალური საჭიროების მოსწავლისათვის ძალიან მნიშვნელოვანია. ბავშვებს იზიდავთ წესები და სჭირდებათ იმის ცოდნა, რომ  მუდამ პირნათლად ასრულებენ მათ. უმჯობესია წესები ცენტრალურ ადგილას გამოვაფინოთ, რომ სწრაფად მივმართოთ ბავშვების ყურადღება მათკენ.

 

  1. წახალისების ფორმები

თანამედროვე განათლების სპეციალისტები ერთხმად თანხმდებიან, რომ აუცილებელია სკოლებში მოსწავლეთა კარგი ქცევებისა და მიღწევების ხაზგასმა და დაფასება. ჩვენ ვიცით ქცევასთან დაკავშირებული პრევენციული მიდგომები და ის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მათი არსებობა. გამოვიყენოთ წებოვანი ბარათები/სტიკერები თითოეული მოსწავლისათვის. თუკი ისინი მოიპოვებენ 10 სტიკერს, შეუძლიათ საპრიზო ყუთიდან ჯილდოს ამორჩევა. თუკი სტიკერებს შეინახავენ და შემდეგ ჯერზე 20-მდე მოაგროვებენ, ჯილდოს უფრო დიდი, მაცდური ყუთიდან ამოირჩევენ.  ზოგიერთი სპეცმასწავლებელი ბავშვებს აგროვებინებს ცოდნის ჯეტონებს, რომლებსაც კვირის ბოლოს შესაფერის ნივთზე გადაცვლიან-ხოლმე საკლასო მაღაზიაში. ბევრი ფულით ბევრს იყიდიან. მასწავლებლებს კი ამგვარი მაღაზიის შევსება შინიდან მოტანილი მეორადი სათამაშოებით შეუძლიათ. პრიზების მოძიება ლარიან მაღაზიაშიც სავსებით შესაძლებელია, ამგვარი სტიმულები კი ცუდი ქცევის არიდების საუკეთესო საშუალებაა.

res11

  1. მაღალი ინტერესის წიგნები დაბალი ასაკისათვის და კითხვის მადა

ამგვარი წიგნებს (High Interest – Low Level Reading Books), როგორც წესი, High(მაღლი)სა და low(დაბლი)ს აბრევეატურით Hi-Lo წიგნებს უწოდებენ (დაახლოებით, ქართულში მა-და  რომ დაგვერქვა) და გამომცემლები მონდომებული მკითხველის წიგნებად მოიაზრებენ. საინტერესოდ დასურათებულ 1-ელკლასელი ბავშვის ასაკის წიგნებს მე-4 კლასელებიც დიდი ინტერესით კითხულობენ, მაგრამ ხშირად ისეც ხდება, რომ უფროსკლასელს „ბავშვურად ეჩვენება წიგნი და მასწავლებლის შეთავაზებით ხელში სხვა დასურათებული, თუმცა სარჩევიანი წიგნი შერჩება-ხოლმე. ეს არის სწორედ Hi-Lo წიგნების უპირატესობა, – აცხადებს მელისა ფერი. სხვათა შორის, ქართული სახელწოდება საკმაოდ მადისაღმძვრელად ჟღერს.  წესით,  ჩვენი ბავშვებიც უნდა დავაინტერესოთ.

 

  1. ტექნოლოგია

ტექნოლოგია ყველა ბავშვს უყვარს. თუკი მათში საინტერსო, შემეცნებით და ასაკისათვის შესაფერის მასალას ჩავტვირთავთ, ბავშვები განვითარებისა და ცოდნის დონეს ინტერესით აიმაღლებენ. მათ ზოგ შემთხვევაში შეიძლება პირადი ანდროიდი ან ლეპტოპებიც გავუზიაროთ. ეს უცხოელი პედაგოგების რჩევაცაა და პირადი გამოცდილებაც. ინკლუზიურ კლასში აუტისტური სპექტრის აშლილობის ბიჭის უნარი ორ უცხო ენაზე თავისუფლად  საუბრისა, ყველას გასაკვირად, სწორედ პირადი კომპიუტერის გაზიარების შედეგად აღმოვაჩინე.

 

ეს ჩამონათვალი ამომწურავი, რაღა თქმა უნდა, არაა, რესურსოთახში შეიძლება გვქონდეს და გამოვიყენოთ საღებავები, თიხა, თაბაშირი, ფერადი ფანქრები, მარკერები, დაფა, ქარგვისა თუ კერვის შესასწავლი მოწყობილობა, საქანელა, ბალიშები, სენსორული კიბე, ხალიჩები, სათამაშოები და სხვ… მაგრამ საქართველოს პირობებში უმთავრესი ინსტრუმენტი მაინც ენთუზიაზმი, დიდი მოთმინება და სიყვარულია, რომელიც ბავშვებთან მუშაობისას ყველაზე მეტად დაგვეხმარება.

 

 

სასარგებლო რესურსები:

  1. https://www.friendshipcircle.org/blog/2012/11/20/10-items-every-special-educator-should-have-in-their-classroom/
  2. https://www.google.ge/search?q=melissa+ferry+special+rooms&rlz=1C1AVNG_enGE625GE649&espv=2&biw=1366&bih=633&source=lnms&tbm=isch&sa=X&ved=0ahUKEwjX8J729c_LAhXPbZoKHdPBBqcQ_AUIBigB&dpr=1#tbm=isch&q=items+for+special+rooms+for+children+with+special+needs&imgrc=wc-9VRGadgMaAM%3A

 

 

 

რატომ ხდება მოზარდი რთული

0

ბავშვების აღზრდის შესახებ უამრავი რამ დაწერილა. მინდა, ერთი საინტერესო სტატიის თარგმანი შემოგთავაზოთ. მისი ავტორია რუსი ფსიქოლოგი ევგენია დუნაევა, რომელიც მრავალი წელია რუსეთში, ფსიქოლოგიური დახმარების ერთ-ერთ რესურსცენტრში მუშაობს ძნელად აღსაზრდელ ბავშვებსა და მოზარდებთან და მათი ოჯახის წევრებთან.

შესავალი

როგორები არიან ეს „რთული” მოზარდები? – ისინი გამომწვევად იცვამენ, უსმენენ „საშინელ“ მუსიკას, გამუდმებით ითხოვენ ფულს და არაფრად აგდებენ ახლობლების გრძნობებს. ცუდად სწავლობენ, შეუძლიათ, მამა სიგიჟემდე მიიყვანონ, დედას ცრემლები აღვრევინონ, ბებიას ინფარქტი დამართონ. მათ არ სურთ თქვენი აზრის მოსმენა და, მით უმეტეს, გათვალისწინება. რაც მთავარია, სულაც არ მიაჩნიათ, რომ შეცდომას უშვებენ და არც მის გამოსწორებას აპირებენ.

„რთული მოზარდი“ – ეს არის არასრულწლოვანი, რომლის მშობლებმაც აღზრდის პროცესში უამრავი სტრატეგიული და ტაქტიკური შეცდომა დაუშვეს. იმისთვის, რომ ნათელი გახდეს, რა კავშირია აღზრდასა და ბავშის „რთულ“ ქცევას შორის, წარმოგიდგენთ მარტივ სქემას.

მოზარდები „რთულები“ ხდებიან, როდესაც:

  • მშობლების მოთხოვნები არ შეესაბამება შვილების ასაკს.
  • მშობლები ბევრის უფლებას აძლევენ შვილებს და ცოტას სთხოვენ.
  • მშობლები ცოტა თავისუფლებას აძლევენ შვილებს და ბევრს ითხოვენ მათგან.
  • მშობლების დამოკიდებულება ბავშვების მიმართ არ შეესაბამება მათ ასაკს:

◦ მიაჩნიათ, რომ მათი შვილი ჯერ კიდევ პატარაა და შესაბამისად ექცევიან.

◦ მიაჩნიათ, რომ მათი შვილი უკვე დიდია და მას, ფაქტობრივად, ბავშობიდანვე ექცევიან როგორც ზრდასრულს, რომელსაც უკვე საკმაო ცხოვრებისეული გამოცდილება აქვს დაგროვებული.

  • მშობლები ხშრად ეუბნებიან შვილს, რომ ყველაფერი, რასაც წარმოადგენენ და რაც აქვთ (და, რაღა თქმა უნდა, თავად შვილიც), მათი საკუთრებაა. ამით მშობლები შვილს ართმევენ უფლებას, იცხოვროს საკუთარი ცხოვრებთ, იყოს დამოუკიდებელი პიროვნება, ჰქონდეს გრძნობები და, რაც მთავარია, ცხოვრებაში საუკთარ, თუნდაც მცირე წარმატებას მიაღწიოს.
  • მშობლები მხოლოდ იმაზე ფიქრობენ, მაქსიმალურად დააკმაყოფილონ შვილის მატერიალური მოთხოვნილებები და ყურადღების მიღმა რჩებათ მოზარდთან სულიერი, თბილი, მეგობრული ურთიერთობის დამყარების აუცილებლობა.
  • მშობლები ცდილობენ, შვილი გაიზარდოს მათ „იდეალურ მედ“, გახდეს ისეთი, როგორადაც თავად ვერ მოახერხეს გახდომა. რაც ყველაზე უარესია, მშობლებს ხშირად სწორედ ის, მათ მიერვე შექმნილი „იდეალური შვილი“ უყვართ, რასაც ბავშვები ქვეცნობიერად გრძნობენ და მძიმედ განიცდიან.
  • მშობლების აღზრდის სტილი არათანამიმდევრულია.
  • ოჯახში არ არსებობს მკაფიო წესები. მაგალითად, გაუგებარია, რისთვის შეიძლება დასაჯონ შვილი და რისთვის შეაქონ. ხშირად ეს მშობლის ერთგვარ ხუშტურზეა დამოკიდებული.
  • ოჯახში აღზრდის, მინიმუმ, ორი წესი მოქმედებს: ერთი – მამის, მეორე – დედის, რომლებიც ერთმანეთისგან განსხვავდება.
  • ოჯახში არის გარკვეული წესები, მაგრამ ისინი სპონტანური და არათანმიდევრულია: დასჯიან შვილს, მერე კი ბოდიშებს უხდიან, ეფერებიან და საჩუქრებსაც კი სჩუქნიან.

 

მოზარდები „რთულები“ ხდებიან, რათა:

  • მიიღონ ყურადღება. არ აქვს მნიშვნელობა, დადებითი იქნება ეს ყურადღება თუ უარყოფითი:

◦ თუ ბავშვობაში მშობლები ყურადღებას აკლებდნენ

◦ ან ჰიპერყურადღების გარემოში ამყოფებდნენ, რის გამოც მოზარდს ჩამოუყალიბდა სიყვარულის ეგრეთ წოდებული უსასრულო (ნევროზული) მოთხოვნილება.

  • დაიცვან საკუთარი უფლება, იყვნენ მშობლებისგან დამოუკიდებელი პიროვნებები, მოიპოვონ საკუთარი თავის პატივისცემა და მოახერხონ თვითდამკვიდრება.

მოზარდები „რთულები“ ხდებიან მას შემდეგ, რაც:

  • მშობლები მთელ თავისუფალ დროსა და ძალ-ღონეს ახარჯავენ შვილს, ისაა მათი ცხოვრების ერთადერთი საზრისი და ნათელი წერტილი ცხოვრების ლაბირინთში.
  • მშობლები საკმარის დროს არ უთმობენ შვილთან ურთიერთობას, მასთან საუბარს, აზრებისა და გრძნობების გაცვლა-გამოცვლას. ასეთ ოჯახებში თავაზიანი, მაგრამ ცივი ურთიერთობებია დამკვიდრებული და ემოციების ღიად გამოხატვა არ არის მიღებული.
  • მშობლებს ერთმანეთთან აშკარა ან ფარული კონფლიქტი აქვთ, ამიტომ ვერ აღწევენ თანხმობას, რათა შვილთან თანმიმდევრული და პრინციპული ურთიერთობა დაამყარონ.

მოზარდები „რთულები“ ხდებიან, რადგან:

  • შვილების აღზრდისას მშობლები გამუდმებით არღვევენ აღზრდის ძირითად წესებსა და პრინციპებს.
  • ოჯახში, სადაც რამდენიმე ბავშვია, მშობლები უმცროსი და უფროსი შვილების მიმართ ხშირად აღზრდის სრულიად სხვადასხვა მიდგომებს იყენებენ.
  • ხშირად მშობლები არასერიოზულად ეკიდებიან აღზრდას როგორც ასეთს, ვინაიდან მიაჩნიათ, რომ ბავშვი ისედაც იღებს „საჭირო დარიგებებს“ საბავშვო ბაღში, სკოლაში, მეგობრების წრეში და ა.შ.

მოზარდები „რთულები“ ხდებიან მას შემდეგ, რაც:

  • მშობლები განქორწინდებიან და ერთმანეთთან ძალიან ცუდი ურთიერთობა აქვთ.
  • მშობლები შვილთან „თავის მართლების“ ფორმად ირჩევენ მეორე მშობლის ხარჯზე საკუთარი ავტორიტეტის შენარჩუნებას.
  • მშობლები დანაშაულის გრძნობის საბაბით თავს არიდებენ შვილთან ურთიერთობას.
  • ბავშვი იზრდება არასრულ ოჯახში – მხოლოდ დედასთან, მამასთან ან სულაც ბებიასთან და არ იცის რას ნიშნავს სხვადასხვა სქესის ადამიანთა სრულფასოვანი თანაცხოვრება.

შეუძლიათ თუ არა ფსიქოლოგებს დახმარება „რთული“ მოზარდების პრობლემის მოგვარებაში? რა თქმა უნდა, შეუძლიათ, მაგრამ მხოლოდ მაშინ, თუ ამაში მათთან ერთად აქტიურად ჩაერთვებიან მოზარდის მშობლებიც.

ოჯახების კონსულტირების მრავალწლიანმა გამოცდილებამ დამარწმუნა, რომ ბავშვები მშობლების შეცდომების ანარეკლები არიან. ჩემს პრაქტიკაში, ფაქტობრივად, არ ყოფილა არც ერთი შემთხვევა, რომ მოზარდის ქცევა ისე, თავისთავად გამხდარიყოს „რთული“. მშობლები, განურჩევლად იმისა, აცნობიერებენ თუ ვერა, ყოველთვის „დამნაშავენი“ არიან, რადგან:

  • ბავშვი იზრდება ჰიპერმზრუნველობის გარემოში, სადაც ყველა სურვილს უმალვე უსრულებენ;
  • არ აქვს მშობლებთან სრულფასოვანი ემოციური კონტაქტი;
  • იზრდება მეტისმეტად მკაცრ გარემოში და მისი დასჯის მეთოდები არ შეესაბამება საქციელს;
  • იზრდება არასრულ ოჯახში, მეტწილად – ბებიასთან.

დაბოლოს, არ არსებობს ბავშვის პრობლემა ოჯახის პრობლემისგან განცალკევებით. ბავშვები არ არიან ავტონომიურები, ამიტომ მათი დახმარება მშობლების აქტიური ჩართულობის გარეშე შეუძლებელია. მას შემდეგ, რაც მშობლები გააცნობიერებენ საკუთარ როლს, მოზარდის ქცევის კორექცია გაცილებით ადვილი გახდება.

მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლების კელერისეული მოდელი

0

მოტივაციის  გარეშე ძნელი წარმოსადგენია, სწავლების პროცესს სასურველი შედეგი ჰქონდეს და სწავლა სასურველ საქმიანობად იქცეს. მოსწავლის მოტივირებაზე დიდადაა დამოკიდებული პედაგოგის მოტივაციაც. გავიხსენოთ, რა მძიმე და გულდასაწყვეტია, როცა მასწავლებელი მაქსიმალურად მონდომებულია, მაგრამ ამჩნევს, მოსწავლე უინტერესო გამომეტყველებით რა ხშირად დასცქერის გაკვეთილზე საათს… თავადაც ვყოფილვართ ასეთ როლში, როცა გაკვეთილისა  თუ ლექციის ამოწურვას მოუთმენლად ველოდით და უსარგებლო (ასე მიგვაჩნდა) დრო კი იწელებოდა.

მოტივაციის ამაღლების ტექნოლოგიებზე განათლების თეორეტიკოსები საკუთარ მოსაზრებებს გვთავაზობენ. მათ ბევრი საერთო და განსხვავებული მიდგომა აქვთ. მაგრამ პედაგოგი ამ ტექნოლოგიებში ეძებს ისეთ მიდგომებს, რომელიც პრაქტიკულად მიღწევადი და ეფექტური იქნება.

განათლების ტექნოლოგიების სპეციალისტის ჯონ კელერის მიერ ჩამოყალიბებული მოდელი გულისხმობს მოტივაციის გაკვეთილის გეგმაში ჩაშენებას. ამ მოდელის ავტორი ყურადღებას 4 ძირითად ფაქტორზე ამახვილებს, რომლებსაც ემყარება მოტივაცია. ესენია: ყურადღება, აქტუალობა, თავდაჯერებულობა, კმაყოფილების განცდა. კელერის აზრით, ეს ოთხი კატეგორია ქმნის იმ პირობების ერთობლიობას, რომელიც აუცილებელია ადამიანისათვის, რომ მოტივირებული იყოს.

ყურადღება

მოსწავლეთა ყურადღების  მოპოვება  ჩაუნაცვლებელი წინაპირობაა წარმატებული გაკვეთილისთვის. ამის მისაღწევად სხვადასხვა სტრატეგია გამოიყენება: უბრალო მხედველობითი კონტაქტი, მოულოდნელი ამბის მოყოლა, უცხო ხმოვანი სიგნალის გამოყენება ან სხვა რაიმე მოულოდნელის გაკეთება (ეკრანზე სიტყვის თავდაყირა გამოტანა, დამაინტრიგებელი კითხვის დასმა და ასე შემდეგ).

მოდელის ავტორი მასწავლებელს ურჩევს გაკვეთილის დაგეგმვისას  საკუთარ თავს დაუსვას კითხვები:

დაინტერესება: რა შემიძლია გავაკეთო, მათი ყურადღების მოსაზიდად და გაკვეთილის თემით დასაინტერესებლად?

ცნობისმოყვარეობის გაღვივება: როგორ შემიძლია მათი ცნობისმოყვარეობის  გაღვივება?

ყურადღების შენარჩუნება: რომელი ტაქტიკა უნდა გამოვიყენო, რომ მათი ყურადღება მთელი გაკვეთილის მანძილზე შევინარჩუნო?

ალბათ, გავიხსენებთ ისეთ შემთხვევას, როდესაც მასწავლებელი თუ ლექტორი საუბარს  აუდიტორიასთან კონტაქტის, აუდიტორიის განწყობით დაინტერესების გარეშე იწყებს. კელერის მტკიცებით, ასეთ პრაქტიკაში ცალსახად გამორიცხულია საკვანძო ელემენტი, რომელიც იწვევს ან აღვივებს ცნობისმოყვარეობას. საბედნიეროდ, ეს სულაც არ ითხოვს დიდ დროს: მთავარია  პედაგოგმა გამოიმუშაოს ჩვევა,  გააზრებულად დარწმუნდეს აუდიტორიასთან კონტაქტში. ამისთვის რამდენიმე წამიც კი შეიძლება აღმოჩნდეს საკმარისი. მნიშვნელოვანია, რომ ასეთ ხანმოკლე კონტაქტს შეუძლია შეცვალოს მთელი გაკვეთილის მსვლელობა და ის გამოცდილება, რომელსაც მოსწავლეები მიიღებენ.

აქტუალობა

აქტუალობის განცდის შექმნა შემდეგი საკვანძო ტაქტიკაა. კელერის აზრით, იმ შემთხვევაშიც კი, როცა ყურადღება და ცნობისმოყვარეობა გაღვივებულია, მოტივაცია გაქარწყლდება, თუ მოსწავლისთვის შინაარსს ფასეულობა არ აქვს. გაკვეთილი აქტუალური ხდება მაშინ, როცა მისი თემა პირდაპირ კავშირშია მოსწავლის მიზნებთან, მის ინტერესებთან და სწავლის სტილთან.

კელერის მოდელის მიხედვით, მასწავლებელმა თავის თავს უნდა დაუსვას კითხვა: რაში გამოადგებათ ჩემს მოსწავლეებს ამ მასალის ცოდნა? შეიძლება ეს კითხვა თავად მოსწავლეებსაც დავუსვათ თემასთან, საგანთან, კონცეფციასთან მიმართებაში.

მასწავლებელს გაკვეთილის დაგეგმვისას შემდეგი კითხვები დაეხმარება:

მიზანთან მიმართებაში: როგორ შემიძლია დავაკმაყოფილო ჩემი მოსწავლეების საჭიროებები? საერთოდ, ვიცი, რა წარმოადგენს მათ საჭიროებებს?

ინტერესებთან მიმართებაში: როგორ და როდის შემიძლია მოსწავლეებს შევუქმნა მათ საჭიროებებზე დაფუძნებული  არჩევნის საშუალება?

გამოცდილებასთან მიმართებაში: როგორ შემიძლია დავუკავშირო გაკვეთილის თემა მოსწავლეთა ცხოვრებისეულ გამოცდილებას?

პრაქტიკოსები ადასტურებენ, რომ იდეალური სახელმძღვანელოც კი სრულად ვერასდროს მოერგება და დაფარავს იმ საჭიროებებს, რომელსაც მრავალფეროვანი, განსხვავებული  ინტერესებისა და გამოცდილების აუდიტორიები წარმოშობს. მასწავლებლის წინაშეც ეს ამოცანა იკვეთება – მოახდინოს შინაარსისა და მეთოდების მოდიფიცირება კონკრეტული საჭიროებების გათვალისწინებით.

თავდაჯერებულობა

დაჯერებულობის განცდა ჩნდება მაშინ, როცა არსებობს წარმატების მოლოდინი. ამ მოლოდინის გამყარებაში დახმარება  მასწავლებელს ცალსახად შეუძლია. მან უნდა იზრუნოს, რომ მოსწავლეს გაუჩნდეს რწმენა საკუთარი შესაძლებლობების მიმართ.

ამ ასპექტისთვის მასწავლებელს შემდეგ კითხვებს სთავაზობენ:

წარმატების მოლოდინი: როგორ შემიძლია დავეხმარო მოსწავლეს ჰქონდეს წარმატების მოლოდინი?

წარმატების შესაძლებლობა: როგორ/ რა სახით დაეხმარება მოსწავლეს თავისი წინა გამოცდილება შეიძინოს საკუთარ კომპეტენციაში დაჯერებულობის განცდა?

პერსონალური პასუხისმგებლობა: რა გზით  გაიაზრებენ მოსწავლეები, რომ მათი წარმატება პირდაპირ არის დამოკიდებული მათსავე ძალისხმევასა და შესაძლებლობებზე?

ხშირად მოსწავლეებს არ ეძლევათ შესაძლებლობა, გაიაზრონ საკუთარი წარმატება ან წარუმატებლობა. ხანდახან წარუმატებლობა შეიძლება იყოს სწავლების პროცესის აუცილებელი და გარდაუვალი კომპონენტი. ან ეს შეიძლება იყოს შედეგი ისეთი გარე ფაქტორებისა, რომლის კონტროლზეც მოსწავლეს ხელი არ მიუწვდება. როცა წარუმატებლობას წარუმატებლობა მოსდევს და თან არ ხდება გამომწვევი მიზეზების გააზრება, თავს იჩენს საშიში დასკვნა, რომ მოსწავლეს არ აქვს წარმატების მიღწევის უნარი. შედეგად ასეთი დასკვნა, ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს ის, ანადგურებს მოსწავლის თვითშეფასებასა და სწავლისადმი მოტივაციას.

კმაყოფილების განცდა

მეოთხე ფაქტორი მოტივაციის შესაქმნელად არის კმაყოფილების განცდა, რომელსაც კელერი პირდაპირ უკავშირებს საკუთარი წარმატებებით გამოწვეულ ან გამოცდილების პროცესში განცდილ პოზიტიურ ემოციებს. ეს ნიშნავს, რომ მოსწავლე იღებს აღიარებას და წარმატების დადასტურებას, რაც თავის მხრივ მასში კმაყოფილებისა და სამართლიანობის განცდას აღძრავს.

გაკვეთილის დაგეგმვისას გასათვალისწინებელი კითხვები:

შინაგანი მოტივაცია: როგორ უნდა შევუქმნა მოსწავლეს  რეალური შესაძლებლობები იმ ცოდნისა და უნარების გამოყენებით, რომელსაც ახლახან დაეუფლა?

შედეგებისთვის დაჯილდოება: როგორ უნდა გავუმყაროთ მოსწავლეს წარმატების განცდა?

სამართლიანი მიმართვა: როგორ დავეხმარო მოსწავლეებს, რომ განუმტკიცდეთ საკუთარი მიღწევებით გამოწვეული დადებითი განცდა?

როცა მოსწავლე ხედავს სწავლის აზრს, მას სულ სხვა განცდა უჩნდება  სასწავლო პროცესის მიმართ. როცა მას აქვს კმაყოფილების განცდა, ჩნდება სურვილი უფრო მეტი ასეთი შეგრძნების  და ემოციის მიღებისა.

ამ მარტივი მიდგომების  გამოყენებით, გაკვეთილზე მასწავლებელს შეუძლია მოსწავლეს მისცეს სულ სხვა გამოცდილება და ემოციები.  ყველაზე მთავარია, მასწავლებელი დაეხმაროს მოსწავლეს საკუთარ თავში გააღვივოს ცნობისწადილი; შეუქმნას  გარემო იმის გასაგებად, რა არის მისთვის აქტუალური; დაეხმაროს გახდეს თავდაჯერებული; დაბოლოს, კმაყოფილება მიიღოს სწავლის პროცესისაგან.

მოტყუება ადვილია

0

1 აპრილი მთელ მსოფლიოში აღინიშნება, როგორც ხუმრობისა და მასხრობის დღე. სხვაგვარად ამ დღესასწაულს “სულელთა დღესაც” ეძახიან.

მსგავსი დღესასწაული სხვადასხვა დროს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ტრადიციულად აღინიშნებოდა. ამგვარი ზეიმებიდან უძველესი, ე. წ. სატურნალიებია, რომელიც ძველ რომში დეკემბრის თვეში იმართებოდა. სატურნალიების მთავარი ღირშესანიშნაობა ის იყო, რომ ერთი დღის განმავლობაში მონები და მათი პატრონები ადგილებს ცვლიდნენ. ანუ მონებს უფლება ეძლეოდათ, ნებისმიერი რამ დაევალებინათ თავიანთი პატრონებისათვის და ეს უკანასკნელნი ვალდებულნი იყვნენ, ყველა ბრძანება შეესრულებინათ.

მსგავსი დღესასწაული იმართებოდა ძველ ბრიტანეთშიც. ეს გახლდათ ძველ კელტთა ერთ-ერთი ღვთაების – ხუმრობისა და გართობის ღმერთის ლუდის სახელობის დღესასწაული.

თავად 1 აპრილის ხუმრობის დღედ დაწესება ევროპაში გრიგორიანული კალენდრის შემოღებას უკავშირდება. 1582 წელს საფრანგეთი გახდა პირველი ქვეყანა ევროპაში, რომელიც იულიანური კალენდრიდან გრიგორიანულზე გადავიდა. იულიანური კალენდრით ახალი წლის აღნიშვნა 1 აპრილს ხდებოდა, გრიგორიანული კალენდრით კი ახალი წელი 1 იანვარს უნდა აღენიშნათ.

მაგრამ იყვნენ ისეთებიც, რომლებიც არ დაემორჩილნენ ამ ცვლილებას და ახალი წლის მოსვლას ისევ 1 აპრილს აღნიშნავდნენ. ასეთი ადამიანები საყოველთაო დაცინვისა და მასხრობის ობიექტები გახდნენ. მას შემდეგ ევროპაში 1 აპრილს ადამიანთა გაქილიკება და მსუბუქი ხუმრობები ტრადიციად დამკვიდრდა და ჩვენს დრომდე მოაღწია.

დროთა განმავლობაში იზრდებოდა საპირველაპრილო გაშაყირების მასშტაბებიც. გაზეთების გაჩენამ და საერთოდ, მედიის განვითარებამ საპირველაპრილო ხუმრობები მთელ მსოფლიოს მოსდო. აქვე გთავაზობთ მედიის მიერ საპირველაპრილო გამოშვებებში მკითხველთა, მსმენელთა თუ მაყურებელთა გამასხარავების ქრესტომათიულ მაგალითებს.

კაპიტოლიუმის დამხობა

1933 წლის 1 აპრილს გაზეთმა “კაპიტალ ნიუსმა” პირველ გვერდზე გამოაქვეყნა: “დღეს გამთენიისას კაპიტოლიუმის მშვენიერი შენობა, რომლის აშენებაც 8 მილიონი დოლარი დაჯდა, ნანგრევებად იქცა. შენობის მთავარი თაღი იდუმალებით მოცული აფეთქებების შედეგად გვერდზე გადაიხარა და შენობას ჩამოემხო”. იქვე მოთავსებული იყო დანგრეული კაპიტოლიუმის მოზრდილი ფოტოც.

გაზეთი იუწყებოდა, რომ პირველი აფეთქება დილის 8-ის ნახევარზე გაისმა და ქუჩაში კანტი-კუნტად მოსიარულე გამვლელები გრანიტის წვრილი ნამტვრევების ნამდვილ სეტყვაში მოხვდნენ. საბედნიეროდ, სერიოზულად არავინ დაშავებულა.

“ხელისუფლების წარმომადგენელთა აზრით, აფეთქების მიზეზი შეიძლება ის იყო, რომ სენატში რამდენიმე კვირის გაცხარებული დებატების შემდეგ შენობაში დიდი რაოდენობით გაზი დაგროვდა, რომელიც რაღაც მიზეზთა გამო აალდა და აფეთქდა”, – წერდა გაზეთი.

სტატიას თან ერთვოდა წვრილი შრიფტით აკრეფილი რუბრიკის სათაური “საპირველაპრილო ხუმრობა”, მაგრამ ამერიკელთა დიდმა ნაწილმა მაინც დაიჯერა ეს ყველაფერი და 1 აპრილს ქვეყნის ზოგიერთ ქალაქში ნამდვილი პანიკა ატყდა.

როგორ დაისხა ხემ მაკარონი

საპირველაპრილო ხუმრობებში ტელევიზია 50-იანი წლების ბოლოს ჩაერთო და პირველივე ჯერზე გამაოგნებელი ცნობები მიაწოდა მაყურებელს. 1957 წლის 1 აპრილს ბრიტანეთის ტელეკომპანია ბი-ბი-სის საინფორმაციო გადაცემა “პანორამაში” გავიდა სიუჟეტი, რომ “სამხრეთ შვეიცარიაში ფერმერებმა მაკარონის არნახული მოსავალი მიიღეს” და რომ “შვეიცარიული მაკარონი წლეულს ალბათ მსოფლიო ბაზარზე გვარიანად შეავიწროებს იტალიურ სპაგეტის”.

ამასთან ერთად, ტელევიზიით ნაჩვენები იყო ერთი შვეიცარიული სოფელი, სადაც ფერმერები “მაკარონის ხეებიდან” ახალ მოსავალს “კრეფდნენ” და კალათებში ყრიდნენ. შემდეგ თავად ფერმერები ჟურნალისტთან საუბრისას აცხადებდნენ: ჩვენთან მაკარონის ასეთი არნახული მოსავალი იმიტომ მოვიდა, რომ ზამთარი მეტად თბილი იყოო.

“სპაგეტის მთავარი მიმწოდებელი მსოფლიო ბაზარზე, მოგეხსენებათ, იტალია გახლავთ. დარწმუნებული ვარ, მრავალ თქვენგანს ექნება ნანახი პოს დაბლობზე გაშენებული სპაგეტის პლანტაციების წარმტაცი ხედი. მაგრამ იტალიური სპაგეტის ხარისხი წლიდან წლამდე უარესდება. წლეულს შვეიცარიაში მოწეული მოსავალი კი ხარისხით გაცილებით სჯობს იტალიურს”, – მთელი სერიოზულობით ჰყვებოდა გადაცემის წამყვანი.

სიუჟეტი მთავრდებოდა სიტყვებით: “არაფერია საკუთარ ეზოში საკუთარი ხელით მოყვანილ მაკარონზე გემრიელი”.

მაყურებელთა ძალიან დიდმა ნაწილმა დაიჯერა, რომ მაკარონი ხეებზე იზრდება. ბი-ბი-სი კინაღამ წალეკა სატელეფონო ზარებმა – ბრიტანელებს აინტერესებდათ, როგორ შეიძლებოდა საშინაო პირობებში სპაგეტის მოყვანა. ერთმა ბრიტანულმა კომპანიამ კი შვეიცარიაში იქაური მაკარონის ნერგების შესაძენად თავისი წარმომადგენლებიც კი გაგზავნა.

აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ 50-იანი წლების ბრიტანეთში სპაგეტი და მაკარონი მაინცდამაინც ფართოდ გავრცელებული არ იყო და ეგზოტიკურ კერძად ითვლებოდა.

გაუქმებული დღეები

1979 წლის 1 აპრილს ლონდონური რადიოსადგური “კაპიტოლ რეიდიო” იუწყებოდა, რომ 1945 წლის შემდეგ ბრიტანეთში ყოველწლიურად ზაფხულის დროზე გადასვლისა და უკან დაბრუნების გამო დროის აღრიცხვით ბრიტანეთმა დანარჩენ მსოფლიოს ზუსტად 48 საათით გაუსწრო. ამის გამო მთავრობამ გადაწყვიტა, “დაელოდოს” 2 დღე-ღამით “ჩამორჩენილ” მსოფლიოს, რის გამოც წელს კალენდრიდან ორი დღე – 5 და 12 აპრილი ამოღებული იქნებაო. ანუ 4 აპრილის მომდევნო დღე ბრიტანეთში ოფიციალურად 6 აპრილი იქნებოდა, 11 აპრილისა კი – პირდაპირ 13 აპრილი.

სანამ ყველაფერი გაირკვეოდა, ამ საპირველაპრილო ხუმრობამ ქვეყანაში ნამდვილი ქაოსი გამოიწვია. რადიოსადგურში ტელეფონი არ ჩერდებოდა. ზოგს აინტერესებდა, მიიღებდა თუ არა უმუშევრობის დახმარებას ამ ორი გაუქმებული დღისათვის, ზოგს – რატომ მაინცდამაინც ეს დღეები იქნა შერჩეული. ზოგი პირდაპირ ითხოვდა, თუ გაუქმებაზეა საქმე, 13 აპრილი გავაუქმოთ, მაინც თარსი რიცხვიაო. ერთი ქალბატონი კი პირდაპირ მოთქვამდა ტელეფონში: 5 აპრილს დაბადების დღე მაქვს და ახლა რა მეშველებაო.

ლენინი დისნეილენდში

1995 წლის 1 აპრილს გაზეთმა “აირიშ ტაიმსმა” გამოაქვეყნა ცნობა, რომ ევროდისნეილენდის ხელმძღვანელობა რუსეთის მთავრობასთან შეთანხმებით უახლოეს მომავალში საფრანგეთში გრანდიოზულ გასართობ პარკში კომუნიზმის ბელადის, ვლადიმერ ლენინის მუმიის გადასვენებას აპირებს. აქვე ნათქვამი იყო, რომ ლენინის ახალი მავზოლეუმი ევროდისნეილენდის მთავარ ატრაქციონად გადაიქცეოდა. ამავე დროს, რუს ნაციონალისტებს განზრახული ჰქონდათ, მოსკოვში წითელ მოედანზე მდებარე მავზოლეუმში რუსეთის უკანასკნელი იმპერატორის, ნიკოლოზ II-ის ნეშტი დაესვენებინათ.

ყველაფერი ეს, რასაკვირველია, საპირველაპრილო ხუმრობა იყო, მაგრამ მოხდა გასაოცარი რამ – რუსეთის მთავრობამ სრული სერიოზულობით მიიღო ეს წინადადება. მთავრობის წარმომადგენელმა ამ ცნობის კომენტირებისას განაცხადა, რომ რუსეთი თანახმაა გაყიდოს ლენინის ნეშტი და რომ მთავარია, მხარეები თანხაზე შეთანხმდნენ.

როგორ ჩამოართვეს გიორგი კანდელაკს ოქროს მედალი

ხუმრობა ქართველებისათვის უცხო ხილი ნამდვილად არ არის და მკითხველთან მსუბუქად გახუმრების ტრადიცია ქართულ მედიაშიც კარგა ხანია დამკვიდრდა. ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული საპირველაპრილო ხუმრობის ავტორი გაზეთი “რეზონანსი” გახლავთ.

1999 წლის 1 აპრილს ამ გაზეთის ფურცლებზე დაიბეჭდა ცნობა, რომ ქართველ მოკრივე გიორგი კანდელაკს ჰელსინკის მოყვარულთა მსოფლიო ჩემპიონატზე მოპოვებული ოქროს მედალი ჩამოერთვა. მიზეზი კი ის იყო, რომ დოპინგკონტროლზე შემოწმებისას კანდელაკის სისხლში მსოფლიო ოლიმპიური კომიტეტის მიერ აკრძალული პრეპარატის კვალს მიაგნეს.

სტატიას თან ერთვოდა მოყვარულთა მსოფლიო კრივის ფედერაციიდან მიღებული ფაქსიც.

ამ ცნობამ საქართველოს სპორტული წრეები მეტად ააფორიაქა. რედაქციაში არ წყდებოდა სატელეფონო ზარები. მკითხველს აინტერესებდა, შეიძლებოდა თუ არა განაჩენის გასაჩივრება და კანდელაკისათვის კუთვნილი ოქროს მედლის უკან დაბრუნება.

საქმე იქამდეც მივიდა, რომ საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელობა თავად ეწვია რედაქციას სიმართლის დასადგენად და რომ გაიგეს, ყველაფერი საპირველაპრილო ხუმრობა იყო, შვებით ამოისუნთქეს.

განახლებული ინტერნეტგაზეთის წარდგინება

0

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის საინფორმაციო საგანამანათლებლო რესურსების,   ჟურნალ “მასწავლებლის” და ინტერნეტგაზეთ “mastsavlebeli.geს,  განახლებული ვებვერდის და ჟურნალის  წარდგინება  გაიმართა.

ჟურნალი ”მასწავლებელი” მასწავლებლის პროფესიული ზრდის ხელშეწყობის, ინფორმირების, გამოცდილების გაზიარების და მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციის მიზნით შეიქმნა. მისი გამოცემა 2008 წელს დაიწყო.

12890867_863891170386468_7005680163133544125_o

ჟურნალი ზრუნავს, რომ საზოგადოებას უკეთესი სკოლა და მასწავლებელი ჰყავდეს. იგი თანამშრომლობს პრაქტიკოს მასწავლებლებთან და ხელს უწყობს ერთმანეთის გამოცდილების გაზიარებას.

12672081_863891163719802_3959368693119825088_o

განათლების ექსპერტები ჟურნალისათვის ამზადებენ საგანმანათლებლო რესურსებს, ასევე ითარგმნება უცხოური მასალები, ინტერვიუები უცხოელ ექსპერტებთან, განათლების სფეროში წარმატებული სხვა ქვეყნების გამოცდილებისა და ახალი ინოვაციების გაზიარების თვალსაზრისით.

12440400_863890727053179_1340683934648467963_o

ჟურნალი „მასწავლებელი” ვრცელდება მთელი საქართველოს მასშტაბით. თითოეულ საჯარო სკოლას და საგანმანათლებლო  რესურსცენტრს გადაეცემა ერთი ეგზემპლარი საჩუქრად.

12671711_863891430386442_7414751680268255652_o

მიმდინარე წელს, ჟურნალი „მასწავლებელი“  განახლებული დიზაინით წარადგება მკითხველის წინაშე.

12909502_863891433719775_7661917327343479643_o

ინტერნეტგაზეთი „mastsavlebeli.ge“ 2012  წელს შეიქმნა და თავისი  შინაარსიით  ჟურნალის მსგავსად მასწავლებლებისთვის, განათლების სპეციალისტებისთვის, მშობლებისთვის, სკოლის ადმინისტრაციის  წარმომადგენლბისათვის და განათლების სფეროთი დაინტერესებული მკითხველისთვის მნიშვნელოვანი რესურსი გახდა.

11144436_863891497053102_7062757758893731520_o

ინტერნეტრესურსის შინაარსზე მუშაობენ როგორც განათლების ექსპერტები, ასევე ბლოგერები და აქტიურად თანამშრომლობენ სკოლის მასწავლებლები.

12440606_863891143719804_1548097634945693516_o

ინტერნეტგაზეთს შექმნის დღიდან- დღემდე https://analytics.google.com-ის მონაცემებით,  ჰყავს  2, 701, 990 მომხმარებელი, აქედან 1, 222, 961 უნიკალური მომხმარებელია.  ვებგვერდიდან ჩამოწერილი სტატიების რაოდენობა შეადგენს  5, 881, 109 .

12901054_863890880386497_7668910252523826688_o

ვებდგვერდის მომხმარებელთა გეოგრაფია საინტერესოა და  მასზე შემოსვლა ფიქსირდება საქართველოს  გარდა 151 ადგილიდან.

12891156_863891507053101_4154701861544589752_o

ჟურნალისა და ინტერნეტგაზეთის ფარგლებში  უკვე მეოთხე წელია გამოდის მასწავლებელის ბიბლიოთეკის სერიით მასწავლებლის წიგნი. უკვე გამოცემულია ამ სერიის ხუთი წიგნი და წელს ორი ახალი წიგნი შეემატება.

12898361_863891323719786_4894855783480704516_o

 მასწავლებლებისთვის გამორჩეული ელექტრონული რესურსი მიმდინარე წელს  განახლებული ვებგვერდით შეხვდა, რომელიც ჟურნალის მთავარმა რედაქტორმა, ნატო ინგოროყვამ საზოგადოებას წარუდგინა და დანერგილი სიახლეები გააცნო. გარდა ამისა, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა, გიორგი მაჩაბელმა ისაუბრა ცენტრის კიდევ ერთ ახალ პროექტზე – რეფერირებად ჟურნალზე “განათლების მეცნიერება” რომელიც მიმდინარე წლის განმავლობაში ამოქმედდება და მნიშვნელოვანი რესურსი გახდება განათლების მკვლევარებისათვის. .

12898363_863890810386504_2720419056696141886_o

პრეზენტაციას განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე, ლია გიგაური დაესწრო, რომელმაც ჟურნალის იუბილე მიულოცა.

ჟურნალის მთავარმა რედაქტორმა მადლობა გადაუხადა ავტორებს და თითოეულ იმ ადამიანს, ვინც შექმნა, მუშაობდა და დღემდე მუშაობს ამ რესურსების წარმატებისათვის.

ღონისძიებას, ასევე, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები, ჟურნალის ავტორები და ის პედაგოგები ესწრებოდნენ, რომლებიც ამ ხნის განმავლობაში ჟურნალის არაერთი რუბრიკის გმირები და რესპოდენტები გახდნენ.

12916748_863891490386436_2735858125498624536_o

ტრენინგის რთული მონაწილეები და მათთან ურთიერთობის სტრატეგიები

0

ყველა ტრენერმა კარგად იცის, რომ ტრენინგის წარმატებას მნიშვნელოვანწილად მსმენელი უზრუნველყოფს. მსმენელის ქცევა, მისი განწყობა, დამოკიდებულება ტრენერის, განსახილველი საკითხების, ჯგუფის სხვა წევრების და მთლიანად ტრენინგის მიმართ განსაზღვრულ შემთხვევებში საკმაოდ ართულებს ვითარებას და ზოგჯერ უმართავსაც კი ხდის.

ნებისმიერი სასწავლო ჯგუფი ყველაზე უკეთესად მაშინ მუშაობს, როცა ჯგუფის ყველა წევრი ერთნაირად არის ჩართული ამა თუ იმ საკითხის განხილვაში, როდესაც ყველას თავისი წვლილი შეაქვს სამუშაოს შესრულებაში, არავინ ახდენს ყურადღების მონოპოლიზებას, მუდმივად არ პასიურობს და არ დუმს. თუ ჯგუფის რომელიმე წევრი გამუდმებით აძლევს სარკასტულ შენიშვნებს კოლეგებს ან ტრენერს, გაუთავებლად იღებს საკუთარ თავზე მრჩევლის ან „არაოფიციალური წამყვანის“ როლს, ჯგუფში იქმნება არახელსაყრელი ფსიქოლოგიური კლიმატი, რაც, ბუნებრივია უარყოფითად მოქმედებს ტრენინგის მიმდინარეობასა და შედეგებზე.

ყველაზე ხშირად გვხვდება ტრენინგის რთულ მონაწილეთა რამდენიმე ტიპი:

  • ლაპარაკის მოყვარული, სიტყვაუხვიგაუჩერებლად ლაპარაკობს, არავის აძლევს სიტყვის ჩართვის საშუალებას, ახდენს დისკუსიის მონოპოლიზებას, ავიწროებს სხვა მონაწილეებს. ასეთ ადამიანს დიდი ხნით გადააქვს ტრენინგის მონაწილეთა ყურადღება ძირითადი თემიდან სხვაზე, რაც ჯგუფის წევრებს აღიზიანებს.

რეკომენდაციები ტრენერისთვის:

◦ მადლობა გადავუხადოთ მონაწილეს გამოთქმული აზრისთვის, შევაჯამოთ მისი თვალსაზრისი და გავაგრძელოთ ტრენინგი საჭირო მიმართულებით.

◦ შევთავაზოთ სხვა მონაწილეებს კითხვების დასმა.

◦ საკითხის განხილვა მცირე ჯგუფებში გადავიტანოთ.

◦ პირდაპირ ვუთხრათ, რომ ის დისკუსიის თემიდან უხვევს და კიდევ ერთხელ გავიმეოროთ დისკუსიის მიზანი; ვთხოვოთ სხვებსაც, გამოთქვან საკუთარი აზრი.

  • მდუმარე, პასიური – არ მონაწილეობს ჯგუფის მუშაობაში, მსჯელობაში, თავს იკავებს აზრის გამოთქმისგან, არ გამოხატავს საკუთარ პოზიციას. არის შემთხვევები, როცა მის არსებობას ჯგუფში ვერავინ ამჩნევს.

რეკომენდაციები ტრენერისთვის:

◦ გავარკვიოთ, რატომ დუმს და ვიპოვოთ ხერხი მუშაობაში მის ჩასართავად.

◦ ვცადოთ მდუმარე მონაწილესთან კონტაქტის დამყარება შესვენების დროს.

◦ მცირე ჯგუფებად მუშაობისა და დავალების შესრულების დროს ასეთ მონაწილეს ლიდერის როლი შევთავაზოთ.

◦ ვეცადოთ, კომფორტული პირობები შევუქმნათ აზრის გამოსათქმელად და სათანადოდ დავაფასოთ მისი მოსაზრება.

◦ ისიც შეიძლება, სიმშვიდე არ დავურღვიოთ, თავი დავანებოთ და ზედმეტად არ შევაწუხოთ. ის, რომ ადამიანი აქტიურად არ მონაწილეობს მუშაობაში, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ არაფერს სწავლობს.

  • სარკასტული, ცინიკური – ასეთი მონაწილეები გამუდმებით დამცინავ და ირონიულ შენიშვნებს აძლევენ სხვებს. მაგალითად: „მე, რა თქმა უნდა, ფსიქოლოგიაში ისეთი განსწავლული არ ვარ, როგორიც ნინი, მაგრამ ჩემს სამუშაოს მაინც წარმატებით ვასრულებ“; „მართალია, მე ისეთი დიდი გამოცდილება არ მაქვს, როგორიც თამარს, მაგრამ ამის გაკეთება თავისუფლად შემიძლია“. მუდმივ სარკაზმს ჯგუფისთვის ზიანის მოტანა შეუძლია, განსაკუთრებით მაშინ, როცა ჯგუფის სხვა მონაწილეები თავს უფლებას არ აძლევენ, ასეთი ქცევით მიიპყრონ სხვების ყურადღება.

რეკომენდაცია ტრენერისთვის:

კარგი იქნება, თუ ასეთ მონაწილეს ვეტყვით, რომ ნებისმიერ ადამიანს აქვს თავისი ძლიერი და სუსტი მხარეები და ნებისმიერს შეუძლია ამა თუ იმ სფეროში წარმატების მიღწევა.

  • „აგრესორი“ – უარყოფითადაა განწყობილი, აშკარად გამოხატავს უკმაყოფილებას და გაღიზიანებას. ეწინააღმდეგება მუშაობის ნებისმიერ ფორმას. ხშირად ახდენს კონფლიქტის პროვოცირებას. მისი ტიპური ფრაზებია: „რა სისულელეზე გველაპარაკებით, ამას ცხოვრებასთან არავითარი კავშირი არ აქვს!“

რეკომენდაციები ტრენერისთვის:

გავიგოთ გაღიზიანების მიზეზი. კონფლიქტის პროვოკაციის მიღმა ყველაზე ხშირად იმალება საკუთარი უპირატესობის დემონსტრირებისადმი მისწრაფება და ყურადღების მიპყრობის სურვილი.

ვცადოთ კონფლიქტის მოგვარება ხუმრობით.

მივცეთ აზრის გამოთქმის საშუალება. დავუსვათ კითხვები საკითხის შესაძლო გადაწყვეტის თაობაზე.

შესვენების დროს გავესაუბროთ, ვცადოთ პირადი კონტაქტის დამყარება.

  • „ექსპერტი“ – თავი მუდამ განსახილველი საკითხის ექსპერტად მიაჩნია. დარწმუნებულია, რომ ყველაფერი ტრენერსა და სატრენინგო ჯგუფის წევრებზე უკეთესად იცის. გამუდმებით თავს იწონებს, ტრაბახობს, ყველანაირად ცდილობს თავისი სტატუსის განმტკიცებას.

რეკომენდაციები ტრენერისთვის:

◦ აღვნიშნოთ მონაწილის ინფორმირებულობის მაღალი დონე, მადლობა გადავუხადოთ გამოთქმული მოსაზრებებისთვის, ინფორმაციის განვრცობისთვის და დავუბრუნდეთ ტრენინგის მიზნებსა და ამოცანებს.

◦ მივცეთ თავისი ცოდნისა და უნარების პრაქტიკული სავარჯიშოებით დემონსტრირების საშუალება.

  • „ურწმუნო თომა“ – რაზეც არ უნდა ვსაუბრობდეთ, ამ ტიპის მსმენელი ყველაფერს ეჭვის თვალით უყურებს და კატეგორიულად არ გვეთანხმება. მისი ტიპური ფრაზაა: „ეს არ იმუშავებს“.

რეკომენდაციები ტრენერისთვის:

პასუხად ვკითხოთ: „არის რამე ისეთი, რაც იმუშავებს?“

შევთავაზოთ პრობლემის მოგვარების ჩვენეული ვარიანტი.

მივმართოთ ჯგუფის წევრებს და ვთხოვოთ განსახილველი საკითხის შესახებ აზრის გამოთქმა: „რას ფიქრობენ ამის შესახებ დანარჩენები?“

  • „ხუმარა“ – ტრენერსა და ჯგუფის სხვა წევრებს ხშირად აწყვეტინებს მსჯელობას სასაცილო ამბების მოყოლით. ცდილობს, ჯგუფი სულ სხვა მიმართულებით წაიყვანოს, გადაახვევინოს ტრენერს ძირითადი ამოცანიდან, ტრენინგის მიზნებიდან.

რეკომენდაციები ტრენერისთვის:

◦ აღვნიშნოთ მისი იუმორის გრძნობა.

◦ შევთავაზოთ სასაცილო ამბების მოყოლა შესვენების დროს.

  • „კონსპირატორი“ – მუდმივად ჩასჩურჩულებს კომენტარებს გვერდით მჯდომ მონაწილეს; წარმართავს პარალელურ დიალოგს.

რეკომენდაციები ტრენერისთვის:

◦ ყურადღების მისაპყრობად გამოიყენეთ ურთიერთობის არავერბალური ხერხები – თვალით კონტაქტი, ახლოს მისვლა და ა.შ.

◦ დაუწიეთ ხმას ან რამდენიმე წამით გაჩუმდით.

◦ დაუსვით კითხვა ან თავად მას, ან იმას, ვისაც ეჩურჩულება.

◦ უსიტყვოდ, არავერბალური საკომუნიკაციო საშუალებებით „სთხოვეთ“ საუბრის გაგრძელების ნებართვა.

შეიძლება მოვიფიქროთ ტრენინგის რთულ მონაწილეებთან „ბრძოლის“ უამრავი ხერხი, მაგრამ გაცილებით ეფექტური იქნება მუშაობის ადეკვატური ფორმების გამონახვა. ტრენერის უმთავრესი ამოცანა მსმენელებისთვის კომფორტული გარემოს შექმნაა. როცა რთულ მსმენელს ვხვდებით, უპირველეს ყოვლისა, ის უნდა გავარკვიოთ, რისი თქმა სურს ასეთი ქცევით და ესმის თუ არა, რომ ხელს უშლის ჯგუფის დანარჩენ წევრებს. საჭიროა, ვიმოქმედოთ ტაქტიანად, რათა არავინ გავანაწყენოთ, არ მოვაქციოთ იზოლაციაში და კონფლიქტის პროვოცირების მიზეზად არ ვიქცეთ. ადამიანთა უმრავლესობა ადვილად იცვლის ქცევას, თუ მას სხვა პერსპექტივიდან, მეგობრულ გარემოში აღიქვამენ. გასათვალისწინებელია, რომ ზემოთ მოყვანილი რეკომენდაციები ამომწურავი არ არის და არ აქვს პრეტენზია, მზამზარეულ რეცეპტებად მივიღოთ. სასურველია, ვეძებოთ ჩვენი ვარიანტები, მეთოდები, ხერხები რთული სიტუაციიდან თავის დასაღწევად. როგორც არ უნდა იყოს, ნუ მიაკერებთ ტრენინგის მონაწილეს „რთულის“ იარლიყს. ნურც იმას დაივიწყებთ, რომ სიყვარული, ღიმილი და კეთილგანწყობა ნებისმიერი ადამიანის გულისკენ მიმავალი უმოკლესი გზაა.

მოხალისეობის გზები: როგორ გავხდეთ სოციალურად აქტიური

0

ახალგაზრდები ხშირად ღელავენ მიმდინარე მოვლენების გამო – უჩნდებათ პროტესტი ან მოსწონთ კონკრეტული აქტივობა და საკუთარი წვლილის შეტანა სურთ. თუმცა, არ იციან, ეს როგორ გააკეთონ. თქვენ წარმოიდგინეთ, იმას, რომ კარგი სოციალური აქტივისტი იყო, სათანადო ცოდნა და გამოცდილება სჭირდება.

საიდან იწყება სოციალური აქტივიზმი? როგორ გავხდეთ სოციალურად აქტიური? როგორ, სად, როდის და ვისთან ერთად დავიწყოთ აქტიურობა? – ეს კითხვები მნიშვნელოვანი და არც ისე მარტივი პასუხგასაცემია ახალგაზრდებისთვის, რომლებსაც სურთ, იყვნენ სოციალურად აქტიურნი.

ტექსტში წაიკითხავთ ახალგაზრდა ადამიანების გამოცდილების შესახებ, რომლებიც აქტიურად არიან ჩართული საერთაშორისო კამპანიაში #მეგავაკეთებ. კამპანია მიზნად ისახავს ახალგაზრდების გააქტიურებას, საზოგადოებრივ ცხოვრებაში მაქსიმალურად ჩართულობას.

  1. აკეთე ის, რაც გიყვარს

ვფიქრობ, რომ ნამდვილი აქტივისტები ის ადამიანები არიან, ვისაც აბსოლუტურად სწამს, სჯერა და უყვარს, რასაც აკეთებს. თუ იმას აკეთებ, რაც გიყვარს და რაზეც ზრუნავ, აქედან აუცილებლად უფრო მეტ გამოცდილებას იღებ, – ამბობს მოხალისე მეთიუ ოტუბუ.

  1. იყავი მოქნილი

ყოველთვის ბოლომდე მიიყვანე საქმე. არ დანებდე. ცოტა ხნის წინ ჯანდაცვის 70-ზე მეტ წარმომადგენელს დავუკავშირდი. საბოლოოდ საქმისთვის გამოსადეგი, შესანიშნავი კადრიც ვიპოვე. მუშაობის დროს ბევრ პრობლემას გადაეყრები, თუმცა არასოდეს დანებდე, – ლუის სტოკი, მოხალისე.

  1. ჩართე აქტივობაში საკუთარი სკოლა ან უნივერსიტეტი

კამპანიის წამოწყების დროს, მნიშვნელოვანია, იპოვო არაერთი თანამოაზრე. მათ ყველაზე მარტივად საკუთარ სკოლაში ან უნივერსიტეტში იპოვი, – მუჰამედ უსმანი, მოხალისე.

  1. თამამად დაავალე სხვებს

ნუ დაიხევ უკან, როცა საქმე კონკრეტული აქტივობის შესრულებას ეხება. თუ დახმარება გჭირდება, თამამად სთხოვე დახმარება თანამოაზრეს. კარგი ლიდერი ყოველთვის უნდა იყოს გამოკვეთილი მენეჯერი, – ჰერმა ლაისი, მოხალისე.

  1. გამოიყენე გამოცდილება სათანადოდ

როცა საქმე რეზიუმეს შედგენასა და სამოტივაციო წერილის დაწერაზე მიდგება, პირველ რიგში გაითვალისწინე შენ მიერ მოხალისეობრივად ჩატარებული სოციალური აქტივობები, რადგან დღეს ეს დამსაქმებლისთვის მნიშვნელოვანია. ყველა ეს აქტივობა მეტყველებს იმაზე, თუ რამდენად კეთილი, სანდო და აქტიური ადამიანი ხარ, – ატჩასაედი, მოხალისე.

 

  1. აკეთე საქმე სოციალურად

იმისთვის, რომ შენი აქტივობები არაერთ სხვა ადამიანს დაანახო და ფართო საზოგადოებაში გაიტანო, აქტიურად გამოიყენე სოციალური მედიის სხვადასხვა არხი – გააკეთე ონლაინკამპანია. ასე უფრო მარტივად დაუკავშირდები სხვა თანამოაზრეებს, – იოზეფ შანტი, მოხალისე.

  1. ნუ დაკმაყოფილდები მხოლოდ ერთით

აქტიურად განაგრძე ახალი იდეების ძიება, აღმოაჩინე ახალი მიზნები და გაავრცელე სიყვარული, – მეთიუ ოტუბუ.

  1. მიუდექი საქმეს შემოქმედებითად

შესაძლოა მარტივად ვერ მიაგნო სოციალურ კამპანიას, რომლითაც დაინტერესდები. ნუ დაყოვნდები, თამამად მიდი ორგანიზაციებთან, ვინც მსგავს საკითხებზე მუშაობენ, შესთავაზე შენი დახმარება და რესურსები, – ჰონდარაიმსი, მოხალისე.

  1. მოუფრთხილდი დროს

სოციალურ აქტივიზმთან ერთად არ ჩამორჩე სხვა, არანაკლებ და უფრო მეტადაც მნიშვნელოვანი საქმეების კეთებას. კარგად გაზომე დრო და სათანადოდ გაანაწილე ის, -პიტერ უაითი, მოხალისე.

  1. ფეხი აუწყვე ინტერნეტსამყაროს

ვფიქრობ, სოციალური აქტივიზმისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია სასარგებლო აპლიკაციების მოძებნა და გამოყენება, რადგან დღეს ადამიანები უმეტესად ონლაინსამყაროში ცხოვრობენ, ვიდრე რეალურში, დედამიწაზე. აუცილებლად იპოვეთ სასარგებლო აპლიკაციები, რომლებიც დაგეხმარებიან და რომელთა მეშვეობით, თქვენ სხვებს დაეხმარებით. ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში ძალიან წაადგება თქვენს რეზიუმეს, – ქლო დონოვანი, მოხალისე.

წყარო: https://www.theguardian.com/voluntary-sector-network/2016/feb/22/student-volunteering-week-10-ways-to-become-a-social-activist

 

 

დავიწყების უპირატესობანი

0

„რაღაც ქარაფშუტულად ვგრძნობ თავს, პეპივითო“,- ამოიოხრა. ავდექი და მაგრად ვუჩქმიტე. მეწყინა.

სინამდვილეში, კარლსონივით თითქმის სახურავზე ცხოვრობს, პატარა პრინცივით ოქროსფერი თმა აქვს და დინ მორიარტივით სულ გზაზეა გამოკიდებული. ერთი ნაკლი აქვს, წინასწარ ყველაფერზე ისე ნერვიულობს, თითქოს წვრილმანები მისი ცხოვრების ერთი ხელისმოსმით დანგრევის ზებუნებრივ ძალას ფლობდნენ. რა იცის, რომ ყველა ზებუნებრივ ძალას თავად ჩვენ ვფლობთ და საერთოდაც, პატარ- პატარა ღმერთები ვართ. პეპი კი ქარაფშუტა მხოლოდ იმის გამოა, რომ არც სკოლაში დადის, მაჭკატებს რაღაც ძალიან არაპრაქტიკული მეთოდით აცხობს, ფულისადმი არაყაირათიანი დამოკიდებულებით გამოირჩევა და ძაღლის ნაცვლად მაიმუნი, სახელად მისტერ ნილსონი ჰყავს. მიუხედავად ამ სულელური სტერეოტპებისა, იოჰანი ჩემი მეგობარია.

საერთოდაც, ჩემი ერთმანეთისგან განსხვავებული მეგობრები განსაკუთრებით მე არ მგვანან. მაგრამ ჩვენ ყველას ერთი რამ გვაერთიანებს: ვაკეთებთ იმას, რაც ძალიან გვინდა. ვაკეთებთ მხოლოდ ამას და მეტს არაფერს. მაგრამ სანამ ამას მივხვდებოდით, სანამ ჩვენი სურვილები ჩვენთვისვე ცხადი გახდებოდა, მანამდე ყველაზე საინტერესო, ყველაზე გრძელი და ხიფათიანი გზა გავიარეთ:  ასე შეუცნობელი, ასე იდუმალი, ასეთი მნიშვნელოვანი და მშვენიერი თავების შეცნობის  რთული, თავგადასავლებით აღსავსე წლები.

სკოლაში, ზამთრულ ცივ, გაყინულ კლასებში მოკუნტულები, უარაფროები, სამი ზომით დიდ, გაცვეთილ ტანსაცმელში შეხვეულები, ლიდერები და არალიდერები ან ასე: ლიდერები და მსხვერპლები მაინც კეთილ ამბებზე ვფიქრობდით. საკუთარი თავის გამორკვევა ყველაზე კეთილი საქმეა და იმიტომ. სიცივით და სიღარიბით, ოჯახური თუ შიდა, სასკოლო კონფლიქტებით დამძიმებულები ჩვენს ძვირფას თავებზე ვფიქრობდით და მხოლოდ მაშინ, როცა შენი თავის შესახებ უფრო მეტის გაგებას მოინდომებ, სხვებსა და სხვების სურვილებზე ფიქრსაც იწყებ. ხვდები:

არაფერია ადამიანებზე მნიშვნელოვანი.

არაფერია მათ სურვილებზე მნიშვნელოვანი.

არაფერია მათ უსასრულო ზრდაზე მნიშვნელოვანი.

ერთი სიტყვით, დიდი მოგზაურობა საკუთარი თავებიდან იწყება. და, რა თქმა უნდა- პრობლემებიც, რომლებიც ხშირად დიდ მნიშვნელობასაც იძენენ. პრობლემები, რომლებიც დიდებსაც ისევე გვაქვს, როგორც- ბავშვებს.

მაშინ, როცა მშობლები ბინას ეძებენ და ოთახების რაოდენობაზე, ადგილმდებარეობაზე, რემონტსა და კეთილმოწყობაზე საუბრობენ, პატარები გულგახეთქილები ფიქრობენ, რამდენი დრო დაჭირდება ავეჯის გადაზიდვას ახალ სახლში, ან საერთოდაც, ამხელა კარადებს ვინ გადაათრევს, კარადები ტანსაცმელებივით ხომ არ დაპატარავდებიან. ან ეს სარკე, ძველი, ჩვენს გამოსახულებებს ნაჩვევი სარკე რომ დაზიანდეს. ვაითუ, ახალ სახლში ჭრაჭუნა იატაკი არ დახვდეთ, ეს ხომ ერთგვარი თავდაცვაა- ღამით მხოლოდ იატაკის აჭრაჭუნებისას თუ მიხვდები, რომ საფრთხე რომელიღაც სულელი მოჩვენების სახით გიახლოვდება, რომელიც რომელიღაც სულელური ფილმიდან პირდაპირ ჩვენს ოთახში გადმოვიდა. ნუ, იმედია, საცხოვრებლად- არა. ან განიცდიან მამის მივლინებას უცხო ქვეყანაში, იმ ქვეყანაში, სადაც სულ სხვა ენაზე ლაპარაკობენ. ვაითუ, მამა დაიკარგოს. ვაითუ.

ბავშვები ათას რამეზე ფიქრობენ და დარდობენ. ისინი არც ისე პრაქტიკულები არიან, როგორც დიდები და მათი წარმოსახვაც საყოფაცხოვრებო დეტალებს ცოტათი მაგიურ ელფერს აძლევს.

მე, სამწუხაროდ, მსგავსი დიდური უნარები არ განმივითარდა. ამბობენ, ვერ გავიზარდე, რადგან დღემდე წარმოდგენა არ მაქვს, როგორ წავალ ჩინეთში სამოგზაუროდ, ჩინური თუ არ ვიცი. მერე მახსენდება  რომ, როგორც წესი, იქაც ისევე, როგორც დანარჩენ მსოფლიოში, ინგლისურადაც ლაპარაკობენ. მერე იმაზე ვიწყებ ფიქრს, რა უნდა ქნას მან, ვინც არც ინგლისური იცის და არც ჩინური, მაგრამ ძალიან, არანორმალურად უნდა ჩინეთში გამგზავრება. პირდაპირ გიჟდება ჩინეთზე. უფრო მერე მეცინება და მახსენდება ერთი აზიელი ტურისტი დიუსელდორფის მთავარ სადგურზე, რომელიც ვერცერთ ენაზე ვერ ლაპარაკობდა მშობლიურის გარდა და მე კი ზუსტად ოთხ ენაზე ვუხსნიდი, როგორ მიეღწია სასურველ ტრანსპორტამდე. იმას კი ხელში მშვიდად ეჭირა მისამართი, ლათინურად ამოწერილი, როგორც იმედი, როგორც გზა, რომელიც აუცილებლად მიიყვანდა დანიშნულების ადგილამდე და იმეორებდა: „Tram, Tram”.

ცოტათი გავიზარდე, ცოტათი ვერ. იოჰანიც ცოტა გაიზარდა, ცოტა- ვერ. ამას შეუძლია ინერვიულოს, როგორ დაავიწყდა საწვიმარის წაღება წვიმიან ლონდონში და მხედველობიდან გამორჩეს ის ჭეშმარიტება, რომ ბრიტანული საწვიმარებიც ზუსტად იმავე ფუნქციას ასრულებს, როგორსაც- მშობლიურ გერმანული.

მე შემიძლია, დილიდან ჩემი შესასრულებელი მოქმედებების ჯაჭვს ვითვლიდე, კბილების გაწმენდიდან საუზმემდე ყველა, სულ ყველა, ერთი ბეწო ქმედებასაც კი. მერე  მიკვირდეს, როგორ ჩამითრია ამ სულელურმა, დიდურმა რუტინამ.

ერთი წამით მაინც რომ დავფიქრებულიყავი, რა მარტივი რამეა ტვინის გათიშვა, რომ ცხოვრება რუტინად და პრობლემების ჯაჭვად არ იქცეს, სულ ერთი წამით ეს რომ გამეკეთებინა, უფრო მეტი დრო მექნებოდა, დავმტკბარიყავი სისხამი დილის ფერებითა და სურნელით, ფანჯარა ფართოდ გამომეღო და ნამძინარევი სხეულით მეგრძნო ადრეული გაზაფხულის სუსხი.

დიახ, ჩვენ ყველანი საკუთარი თავებისა და საკუთარი ცხოვრების მართვის ზებუნებრივ ძალას ვფლობთ. მაგრამ ხშირად კი გვავიწყდება.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...