კვირა, მაისი 18, 2025
18 მაისი, კვირა, 2025

ქიმიის ოლიმპიადის ამოცანები ნიჭიერი მოსწავლეებისათვის

0

საშუალო სკოლაში ამ უკანასკნელ წლებში საბუნებისმეტყველო მეცნიერებებით დაინტერესებულ ნიჭიერ მოსწავლეთა რიცხვი არ იზრდება. სავარაუდოდ, ამის მიზეზი ისაა, რომ ამ მეცნიერებებთან დაკავშირებული პროფესიები უწინდელივით აქტუალური, პრესტიჟული და შემოსავლიანი აღარაა. ახალგაზრდებს ახლა იზიდავთ ის პროფესიები, რომლებიც, მათი აზრით, შედარებით სწრაფ და იოლ შემოსავალს იძლევიან. ასეთი გახლავთ ეკონომიკის სხვადასხვა დარგები (საშინაო და საგარეო ვაჭრობა, საბანკო საქმე, წარმოების მართვა), სამართალი, პოლიტოლოგია, ფარმაცევტიკა და სხვა. საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისადმი ინტერესის კლება ობიექტური პროცესია და განპირობებულია ქვეყანაში არსებული სოციალურ-პოლიტიკური პრობლემებით. თუმცა მნიშვნელოვანწილად ეს დამოკიდებულია საბუნებისმეტყველო საგნებში სასკოლო განათლების ხარისხზეც.

უნივერსტიტეტებში პედაგოგები დგანან აუცილებლობის წინაშე – შეიმუშაონ ტექნოლოგიები მოსწავლეთა ინტერესის ასამაღლებლად და ნიჭიერი ახალგაზრდების ქიმიის, ფიზიკისა და ბიოლოგიის მეცნიერებებთან დაკავშირებული პროფესიებისკენ მოიზიდონ. ეს მნიშვნელოვანია შემოქმედი სპეციალისტების მოსამზადებლად, რომლებიც შეძლებენ ახალი მასალების, ხელსაწყოების, აპარატურებისა და ტექნოლოგიების, ახალი საწარმოების შექმნას და რომელთა დეფიციტიც უკვე შეინიშნება მსოფლიო ბაზარზე. საბედნიეროდ, ყოველთვისაა შედარებით მუდმივი, ნიჭიერ მოსწავლეთა კონტიგენტი, რომელიც ღრმა ინტერესიდან გამომდინარე, ირჩევდა და ირჩევს საბუნებისმეტყველო მეცნიერებებს, კერძოდ კი – ქიმიას.

საგნობრივი ოლიმპიადები დღეისთვის ნიჭიერ მოზარდებთან მუშაობის ყველაზე გავრცელებული მეთოდია. ოლიმპიადა მხოლოდ შეჯიბრი არაა, ის მნიშვნელოვან როლს თამაშობს მოზარდის პიროვნებად ჩამოყალიბებაში და მისი პიროვნული თვითგანვითარების ძლიერი სტიმულია. საქართველოში საგნობრივი ოლიმპიადების მრავალწლიანი ტრადიცია არსებობს, რომელიც მიზნად მოზარდების მოზიდვასა და მათ მეცნიერებით დაინტერესებას ისახავს. ჩვენთან ყოველწლიურად ტარდება ოლიმპიადების ნაციონალური ტურები, რომლებიც სპეციალური რეგლამენტით განისაზღვრებიან. 2014 წლიდან ჩვენი ქვეყანა შეუერთდა საერთაშორისო ოლიმპიურ მოძრაობას ქიმიაში. 2016 წელს ივლისში საქართველო მნიშვნელოვანი მოვლენის მოლოდინშია, რადგან აქ გაიმართება საერთაშორისო ფორუმი – 48-ე საერთაშორისო ოლიმპიადა ქიმიაში (IChO-48).

                საერთაშორისო ოლიმპიადა ქიმიაში – ეს უმაღლესი დონეა, ერთგვარი “მსოფლიო ჩემპიონატია“ ქიმიაში. ის ყოველწლიურად იმართება და მასში მონაწილეობენ საუკეთესო ნორჩი ქიმიკოსები მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან. წელს თბილისს ესტუმრებიან ნორჩი მეცნიერები მსოფლიოს 76 ქვეყნიდან, რათა თავიანთი თეორიული და პრაქტიკული მეცნიერული ცოდნის დემონსტრირება მოახდინონ, გამოცდილება გაუზიარონ ერთმანეთს და, რაც მთავარია, თავიანთი მიღწევები საერთაშორისო მასშტაბით სამეცნიერო სფეროს განსავითარებლად გააერთიანონ. ოლიმპიადა ორტურიანია – პრაქტიკული (ექსპერიმენტული) და თეორიული. წარმოდგენილი საკითხების უმრავლესობა, სცდება ჩვეულებრივი სკოლის პროგრამას.

როგორ ამოვიცნოთ გამორჩეულად ნიჭიერი მოზარდი? როგორ შევიმუშაოთ სწორი სამუშაო მეთოდიკა პედაგოგებისთვის, რომლებიც ოლიმპიადისთვის ასეთ მოსწავლეს ამზადებენ? რისი მომცემია მოსწავლისთვის მსგავს ღონისძიებებში მონაწილეობა? როგორ დავაინტერესოთ ნიჭიერი ბავშვები? რა პრობლემების, ამოცანებისა და გამოწვევების წინაშე დგას ოლიმპიური მოძრაობა ქიმიაში? ნათელია, რომ ერთ წერილში შეუძლებელია ყველა ამ კითხვაზე პასუხის გაცემა.

დღეისათვის „ოლომპიური ჩემპიონების“ მზადება, ენთუზიასტი, შემოქმედებით ძიებაში მყოფი პედაგოგებისა და თვით მოსწავლეების ძალისხმევაზეა დამოკიდებული. ქიმიის ოლიმპიადისათვის სათანადო მზადება და წარმატებული მონაწილეობა, მნიშვნელოვან ინტელექტუალურ შესაძლებლობებს, სისტემატიურ ხარისხიან მზადებასა და, რაღა თქმა უნდა, გააზრებულ სურვილს მოითხოვს. ამისთვის კი საჭიროა შესაბამისი კვალიფიკაციისა და მომზადების მქონე პედაგოგები. ეს სამუშაოთა მთელი კომპლექსია, რომელიც პედაგოგებისგან განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს. ამისათვის მათ უნდა იქონიონ კავშირი მეცნიერებთან და ტექნოლოგებთან, რათა საუკეთესო გარემო შექმნან ინტელექტუალურ შრომაზე ორიენტირებულ მოზარდთა განვითარებისათვის.

მომზადების ერთ-ერთი მეთოდი – წინა წლის საოლიმპიადო ამოცანების განხილვა და ვარჯიშია.

განხილვისათვის გთავაზობთ ოლიმპიადის ამოცანების რამდენიმე ნიმუშს.

 

არამდგრადი ქიმიური რეაქციები

კითხვა 1.1 1.2 2.1 2.2 3.1 4.1 კითხვა კითხვა
ქულების რაოდენობა 2 4,5 4 3 3 3 19,5 7

ბევრი ქიმიური რეაქცია არამდგრადი ხასიათისაა. ასეთი რეაქციები, პირობებიდან (კონცენტრაცია, ტემპერატურა და სხვა) გამომდინარე, შეიძლება სხვადასხვა რეჟიმში  (მდგრადი, მერყევი და ქაოტური) წარიმართოს. ასეთ რეაქციათა უმრავლესობის მექანიზმი გამორიცხავს, ავტოკატალიზურ ელემენტარულ სტადიებს. განვიხილოთ მარტივი რეაქციის მექანიზმი, რომელიც მოიცავს ავტოკატალიზურ სტადიას:

B + 2X  3X
X +D  P

 (B და D- რეაგენტები, X-ინტერმედიატი, P-პროდუქტი).

1.1. დაწერეთ რეაქციის ჯამური განტოლება ამ ორსტადიიანი მექანიზმის შესაბამისად. დაწერეთ კინეტიკური განტოლება X-სთვის.

1.2. გამოიყვანეთ ამ რეაქციის კინეტიკური განტოლება, კვაზისტაციონარული მიახლოების გამოყენებით. იპოვეთ:

რეაქციის მიმდევრობა B რეაგენტის მიხედვით,

რეაქციის მიმდევრობა D რეაგენტის მიხედვით,

რეაქციის ჯამური მიმდევრობა.

რეაქცია უნდა წარიმართოს ღია სისტემაში და ამასთან, სისტემას მუდმივად ემატება B და D, ისე, რომ შენარჩუნდეს თანაბარი და მუდმივი კონცენტრაციები [B]= [D]= const.

2.1. კინეტიკური განტოლების ამოუხსნელად ააგეთ კინეტიკური მრუდი[X](t) იმ შემთხვევაში, როცა 1) [X]0 > k2 k1, 2) [X]0 <k2 k1

2.2. კინეტიკური განტოლების ამოუხსნელად, ააგეთ კინეტიკური მრუდი [X](t) იმ შემთხვევისთვის, როცა რეაქცია დახურულ სისტემაში მიმდინარეობს, ხოლო საწყისი კონცენტრაციები აკმაყოფილებენ შემდეგ თანაფარდობას:

[B]0 =[D]0 , [X]0 > k2 k1> k2 k1

გაცილებით რთული კინეტიკური ხასიათისაა რამდენიმე ინტერმედიატების მქონე რეაქციები. განვიხილოთ ეთანის ჟანგბადში ცივად წვის რეაქციის გამარტივებული მექანიზმი.

C2H6 + X +… 2X;
X+Y  2Y+… ,
C2H6 +Y +… 2P.

გარკვეულ პირობებში, ეს რეაქცია მერყევ რეჟიმში მიმდინარეობს. ინტერმედიატებს წარმოადგენენ პეროქსიდი C2H602 და ალდეჰიდი C2H40, P- სტაბილური პროდუქტია,

3.1. განსაზღვრეთ X ,Y და P ნივთიერებები.

შეავსეთ გამოტოვებული ადგილები რეაქციის მექანიზმში.

არამდგრადი ქიმიური რეაქციების მიმდინარეობა, ხშირად ტემპერატურით განისაზღვრება, რომელიც გავლენას ახდენს სიჩქარის კონსტანტის მნიშვნელობაზე.

ზემოთ მოტანილ მექანიზმში, კონცენტრაციის ცვალებადობა შესაძლოა მხოლოდ როცა k1 ≥k2 . არენიუსის უტოლობის პარამეტრები განისაზღვრა ექსპერიმენტით (ცხრილი13)

                                                                                                    ცხრილი13

სტადიების ნომერი A, სმ3·მოლი-1·c-1 EA  კჯ/მოლი
1 1,0·1011 90
2 3.0·1012 100

 

4.1. რომელია  უმაღლესი ტემპერატურა, რომლის პირობებშიც კიდევ შესაძლოა მერყეობა? პასუხი დაამტკიცეთ გაანგარიშებით.

 

 

 

ამოხსნა

1.1

 

რეაქციის განტოლება:

B + D ―› P

(1 ქულა)
  კინეტიკური ტოლობა X-სთვის:

d[X]  ∕ dt = k1 [B][X]2-k2[D][X]

(1 ქულა)

 

 

1.2. კვაზისტაციონარულ პირობებში: (3ქულა)
  d[P] ∕dt = k2 [D][X] = k1[B][X]2,    საიდანაც  
[X]= k2 [D] ∕ k1[B],  
d[P] ∕dt = k22 [D]2  ∕ k1[B]  

რეაქციის მიმდევრობა D-ის მიხედვით 2-ია, B-ის მიხედვით უდრის 1-ს; საერთო მიმდევრობა- პირველი.

                                                                                              (0,5ქულა ყოველი სწორი მნიშვნელობისთვის)

2.1. რეაქციის საწყისი სიჩქარე ღია სისტემაში შემდეგი სახისაა:
d[X]  ∕ dt = k1 [B][X](k1 [X] – k2 )

1) თუ [X]0 > k2 k1, მაშინ დროის ნებისმიერ მონაკვეთში d[X] ∕ dt > 0, და კონცენტრაცია მონოტონურად იზრდება.

2) თუ [X]0 < k2 k1, მაშინ დროის ნებისმიერ მონაკვეთში d[X] ∕ dt < 0, და კონცენტრაცია მონოტონურად მცირდება. აქ შესაძლებელია 2 ტიპის კინეტიკური მრუდი. თუ  k2 2k1 < [X]0 < k2 k1, მაშინ კინეტიკურ მრუდზე შეინიშნება გადახრის წერტილი. თუ საწყისი კონცენტრაცია დაბალია, [X]0 > k2 ∕ 2k1, მაშინ კონცენტრაცია X მონოტონურად დაიკლებს თავის წარმოებულთან ერთად.

 (ორივე მრუდი ითვლებოდა სწორ პასუხად). (2ქულა)

2.2. რეაქციის საწყისი სიჩქარე დახურულ სისტემაში:
d[X] ∕ dt= k1 [B]0[X]20 – k2 [D]0[X]0 = [B]0[X]0 ( k1 [X]0 – k2 ) > 0

რეაქციის დასაწყისში [X] იზრდება, თუმცა ის უსასრულოდ ვერ გაიზრდება. ბოლოს და ბოლოს საწყის მნიშვნელობას უბრუნდება, იმდენად რამდენადაც მეორე რეაქცია შეუქცევადია.

 (2 ქულა მაქსიმუმისთვის, 1 ქულა სწორი ასიმპტოტიკური მნიშვნელობისთვის).

3.1. X – C2H6O2, Y- C2H4O, P – C2H6O გამოტოვებული ნივთიერებებია – Oდა H2O.
     C2H6 + C2H6O2 + O2 ―› 2C2H6O2,
C2H6O2 + C2H4O ―› 2C2H4O + H2O,
C2H6 + C2H6O2 + H2O ―› 2C2H4O

(0,5 ქულა ყოველ უცნობ ნივთიერებაზე ( X, Y, P სამი გამოტოვებული))

4.1. უმაღლეს შესაძლო ტემპერატურაზე სიჩქარის კონსტანტები ტოლია:
A1 exp (- (EA, 1  ∕ RT  )) = A2 exp (- (EA, 2  ∕ RT  )),
T= (EA, 2 – EA, 1 )\ (RIn (A2/A1))=354

(1 ქულა გამოთვლაზე, 2 ქულა სწორი ამოხსნისათვის).

 

მაგნიუმის განსაზღვრა.

HCl-ით შემჟავებულ საანალიზო ხსნარში მაგნიუმის განსასაზღვრად ხსნარს ჭარბად უმატებენ (NH4)2HPO4-ის ხსნარსა და NH3-ის ხსნარს სუსტ ტუტე რეაქციამდე. ამის შედეგად გამოილექება MgNH4PO4, რომელიც იფილტრება, ჩაირეცხება NH3-ის განზავებული ხსნარით, ავარვარებენ 1000*C-ზე მუდმივ მასამდე და წონიან.

უპასუხეთ შემდეგ შეკითხვებს, საჭიროების შემთხვევაში გამოიყენეთ რიცხვითი სიდიდეები, რომლებიც ამოცანის პირობის ბოლოსაა მოტანილი (იხ. დანართი).

  1. დაწერეთ გამოლექვისას მიმდინარე რეაქციის განტოლება.
  2. დაწერეთ ნალექის გავარვარებისას მიმდინარე რეაქციის განტოლება.
  3. გრანულირებულ სამედიცინო პრეპარატში „კალმაგინი“, მაგნიუმის შემცველობის განსაზღვრისას, 1,8005 გრ პრეპარატიდან, მიიღეს 0,1532 გრ. გამომწვარი ნალექი. გამოთვალეთ „ კალმაგინში“ MgO-ის მასური წილი.
  4. MgNH4PO4-ის გამოლექვისას შესაძლოა ნალექში ისეთი ნივთიერებების გადასვლა, როგორიცაა MgHPO4, Mg(NH4)4(PO4)2, Mg3(PO4)2, Mg(OH)2, (NH4)2HPO4 და NH4Cl. გახურებისას შესაძლოა, ზოგიერთი მათგანის დაშლა. შეადგინეთ შესაბამის რეაქციათა განტოლებები.
  5. ცხრილ მე-3 მიუთითეთ, მაგნიუმის შემცველობის ზემოთ აღწერილი მეთოდით განსაზღვრისას, იწვევს თუ არა ცდომილებებს ნალექში, ქვემოთ მოყვანილი მინარევების არსებობა. დაწერეთ „0“-თუ არ იწვევს, „-„ ან „+“ თუ კი იწვევს დადებით ან უარყოფით ზეგავლენას.

                                                                                                                                                                   ცხრილი 3.

მინარევი ცდომილება
MgHPO4  
Mg(NH4)4(PO4)2  
Mg3(PO4)2  
Mg(OH)2  
(NH4)2HPO4  
 NH4Cl  
  1. pH-ის რომელ მაქსიმალურ მნიშვნელობაზე MgNH4PO4 გამოლექვას, არ ახლავს  Mg(OH)2-ის გამოლექვაც? გაითვალისწინეთ, რომ ხსნარის საწყისი მოცულობაა 200 მლ, მაგნიუმის მასა მასში 0,10 გრ.
  2. ხსნადობის მუდმივის განსაზღვრის მიზნით (Ksp) MgNH4PO4, 100 მლ. ხსნართან, რომელიც შეიცავს MgCl2, NH4Cl და NaH2PO4-ს, თითოეულს 0,010მ ოდენობით, ხსნარში წვეთ-წვეთობით უმატებდნენ NaOH-ის ხსნარს ნალექის წარმოქმნის დაწყებამდე. გამოლექვა დაიწყო, როცა pH 6,48. გამოთვალეთ Ksp. გაითვალისწინეთ მოცულობის ცვლილება, ექსპერიმენტის მსვლელობისას.

 

საცნობარო მონაცემები

                                                                                                                                                        ცხრილი 4.

ნივთიერებები წონასწორობის  მუდმივა მნიშვნელობა
H3PO4 მჟავის დისოციაციის  მუდმივა Ka1 7,1 · 10-3
Ka2 6,2 · 10-8
Ka3 5,0 · 10-13
NH3 ფუძის დისოციაციის  მუდმივა Kb 1,8 · 10-5
Mg(OH)2 ხსნადობის მუდმივა Ksp 6,0 · 10-10
H2O წყლის იონის მამრავლი Kw 1,0 · 10-14

 

ამოხსნა

 

1. Mg+2 + HPO42- + NH3―› MgNH4PO4 მყ
2. 2MgNH4PO4 ―› Mg2P2O7 + 2 NH3 + H2O
3. Mr(MgO)= 24,31+16 =40,31; Mr(Mg2P2O7)= 2×24,31+2×30,97+ 7×16,00= 222,56; ω(MgO)=2×40,31/222,56 x (0,1532/1,8005) x 100% = 3,08%
4. MgHPO4―› Mg2P2O7 + H2O;  Mg(NH4)4(PO4)2―›Mg3(PO4)2 + 4 NH3 + 2 H2O; (Mg3(PO4)2―› შეუცვლელია; Mg(OH)2―› MgO+ H2O;
  (NH4)2HPO4―› HPO3 + 2NH3+ H2O; NH4Cl―› NH3+ HCl

  1.  ცხრილი 5.
მინარევი ცდომილება
MgHPO4 0
Mg(NH4)4(PO4)2 +
Mg3(PO4)2
Mg(OH)2
(NH4)2HPO4 +
NH4Cl 0

ცდომილება დადებითია, თუ გამოწვის პროდუქტში მაგნიუმის მასური წილი ნაკლებია, ვიდრე Mg2P2O7-ში, ხოლო უარყოფითია, თუ მეტია. ნულის ტოლია, როცა იგივეა ან როცა დაბინძურება სრულად აორთქლებულია გამოწვის პროცესში.

6.

 

pH=-lg[H+] =- lgKw + lg[OH]; [OH]= Ksp(Mg(OH)2)/ [Mg2+];  [Mg2+]=0,01გ / (0,200ლ x 24,31)≈2.1·104; [OH]=√6,0·10-10/2.1·104= 1,7 · 10-4  მოლი/ლ;   pH=14,00 – 3,8 = 10,2.
   
7. pH= 6,48[H+]= 3,31·10-7M;  [PO-34]= c(PO4) x (Ka1 Ka2 Ka3) / (Ka1 Ka2 Ka3 + Ka1 Ka2[H+] + Ka2[H+]2 + [H+]3 )= 0,010 x 1,7·103 x 6,2·10-8 x 5,0·10-13  /  
  / 1,7·10-3 x 6,2·10-8 x 5,0·10-13  +1,7·10-3 x 6,2·10-8 x 3,31·10-7 + 1,7·10-3 x (3,31·10-7)2 + (3,31·10-7)3 ) = 2,40·10-9 M;  [NH+4] ≈ c(NH+4) = 0,010M(იმდენათ რამდენათ pH= 6,48<<pKa(NH3)= pKw – p Kb( NH3)= 9,25);    [Mg2+]=0,010M;  Ksp = [Mg2+][NH+4] [PO-34] = 2,4·10-13  

 

ბრაზიულ ფხვნილში კარბონატისა და ჰიდროფოსფატის განსაზღვრა

კითხვა                   კითხვა კითხვა
ქულების რაოდენობა                      

Na2CO3 CaCO3 Na2HPO4 სახეხი ფხვნილის ძირითად კომპონენტებს წარმოადგენენ. ამ ამოცანაში, თქვენ უნდა განსაზღვროთ კარბონატ- და ჰიდროფოსფატიონების შემცველობა ფხვნილში, ორი მჟავურ-ფუძიანი გატიტვრის მეშვეობით.

ნიმუშს ჯერ უმატებენ ზუსტად განსაზღვრულ მარილმჟავას რაოდენობას. შედეგად ჰიდროფოსფატი გადადის H3PO4-ში, კარბონატი კი-CO2, რომელსაც დუღილით აცილებენ. საწყის ნიმუშში არსებული კალციუმის იონები გადადიან ხსნარში. მათ შეიძლება ხელი შეუშალონ ანალიზის მსვლელობისას, ამიტომ გატიტრვამდე კალციუმს გამოლექავენ CaC2O4-ის სახით და გაფილტრავენ.

შემდეგ წარმოქმნილ ფოსფორმჟავას, ორჯერ ტიტრავენ წინასწარ დამზადებული სტანდარტული NaOH-ის ხსნარით, ორი განსხვავებული ინდიკატორის თანაობისას: ერთ გატიტრვას ახდენენ ბრომკრეზოლის მწვანეთი (BCG), მეორეს კითიმოლფტალეინის (TP). პირველი გატიტრვისას H3PO4 (და ჭარბი HCl) იტიტრება H2PO4, გატიტვრის ბოლო წერტილი, სუსტი მჟავა მაჩვენებლების ზღვარშია (pH~4,5). ამ დროს შეიმჩნევა ფერის ცვლილება ყვითლიდან ლურჯში. მეორე გატიტვრისას წარმოიქმნება HPO42-. გატიტვრის დასრულებაზე მიუთითებს ფერის ცვლილება – უფერულიდან ლურჯში გადასვლა (ზომიერად ტუტე გარემო pH~10,0).

CO-23-ის შემცველობა ნიმუშში განისაზღვრება შემდეგი სხვაობით: ა) ნიმუშის გასახსნელად გამოყენებული HCl-ის ექვივალენტური რაოდენობის გატიტრულ ხსნარის რაოდენობას შორის; ბ) გატიტრული ხსნარის რაოდენობის შესაბამის, მეორე  (TP) -თი გატიტვრის საბოლოო წერტილს შორის. HPO42-. შემცველობას განსაზღვრავენ, იმ გატიტრული ხსნარების რაოდენობათა სხვაობით, რომლებიც საჭიროა   TP-თი დაBCG-თი გატიტვრის საბოლოო წერტილის მისაღწევად.

 

მეთოდიკა

ნაბიჯი1. ნიმუშის გახსნა და CO2-ის მოცილებით:

ჭიქაში მოთავსებულ და საათის მინით დახურულ სახეხი ფხვნილის ნიმუშს უმატებენ 10,0მლ.HCl (პიპეტით, ფრთხილად, არ მოხადოთ მინა, რათა შეინარჩუნოთ უდანაკარგოდ, გაშხეფების გარეშე), დაახლოებით 1 მოლი/ლ-ზე (მჟავას ზუსტი კონცენტრაცია ეტიკეტზეა). მას შემდეგ, რაც ინტენსიური აირგამოყოფა დასრულდება, ქურაზე ფრთხილად შევათბოთ ჭიქა, სანამ სრულად არ გამოიყოფა აირი. ამის შემდეგ ხსნარი მივიყვანოთ დუღილამდე და ვადუღოთ 2-3 წუთი.

ნაბიჯი2. კალციუმის გამოლექვა:

ჭიქა გადმოვიღოთ ქურიდან. საათის მინაზე არსებული კონდესანტი დისტილატით ჩავრეცხოთ ჭიქაში. დავამატოთ 1-2 მლ.15%-იანი K2C2O4 ხსნარი საზომი ცილინდრით. დაველოდოთ სანამ კალციუმის ოქსალატის დიდი ნაწილი არ გამოვა ნალექში (დაახლოებით 10-20 წუთი). ეს დრო გამოიყენეთ NaOH ხსნარის სტანდარტიზაციისათვის (იხ. მეთოდიკა ქვემოთ).

ნაბიჯი 3. NaOH ხსნარის სტანდარტიზაცია:

პიპეტის მეშვეობით 10 მლ HCl ხსნარი მოვათავსოთ 100მლ-იან საზომ კოლბაში. ხსნარი დისტილატით შევავსოთ ნიშნულამდე და შევანჯღრიოთ. ბიურეტი ავავსოთ NaOH-ით. პიპეტით ამოვიღოთ და საზომი კოლბიდან კონიკურში გადავიტანოთ 10 მლHCl განზავებული ხსნარი. დავამატოთ 1-2 წვეთი თიმოლფტალეინის ხსნარი და გავტიტროთ ლურჯ შეფერილობამდე, რომელიც 5-10 წამი მდგრადი იქნება მორევისას.

გავიმეოროთ გატიტვრა ახლოს მდგომი შედეგების მიღებამდე. სასურველია, რომ გატიტრული ხსნარის უმეტეს და უმცირეს მოცულობებს შორის სხვაობა არ უნდა აღემატებოდეს 0,10მლ.-ს. მოცულობათა ყველა საშუალო მაჩვენებელ აღრიცხეთ 0,01 მლ-მდე სიზუსტით.

2.1.ა) შეავსეთ ცხრილი:

 

NaOH ხსნარის სტანდარტიზაცია

გატიტვრა № ბიურეტის საწყისი მონაცემები მლ. ბიურეტის საბოლოო მონაცემები მლ. NaOH-ის გახარჯული ხსნარის მოცულობა. (V1) მლ.
1      
2      
3      
NaOH-ის ხსნარის საშუალო მოცულობა (V1,f),მლ.

ბ) გამოთვალეთ ხსნარში NaOH -ის კონცენტრაცია მოლ/ლ-ში.

ნაბიჯი 4. კალციუმის ოქსალატის გაფილტვრა:

მას შემდეგ, რაც CaC2O4 ნალექის სახით გამოვიდა, ხსნარი გაფილტრეთ. გაფილტრული ხსნარი მოათავსეთ 100 მლ-იან საზომ კოლბაში. დასაშვებია ხსნარის უმნიშვნელო შემღვრევა, რადგან კალციუმის ოქსალატის მცირე რაოდენობა გატიტვრას ხელს არ უშლის. ფილტრი ჩავრეცხოთ დისტილირებული წყლით. ხსნარი შევავსოთ კოლბის ნიშნულამდე და ავურიოთ. გამოყენებული ფილტრი გადააგდეთ ურნაში.

ნაბიჯი 5. ნიმუშის გატიტვრა ბრომკრეზოლის მწვანეთი:

მე-4-ე საფეხურზე მიღებული ხსნარის ნიმუშის 10 მლ, პიპეტით გადაიტანეთსაზომი კოლბიდან კონიკურ კოლბაში.და დაუმატეთ 3 წვეთი ბრომკრეზოლის მწვანეს ხსნარი. მეორე ასეთივე კოლბაში დაამზადეთ შესადარებელი ხსნარი, დაამატეთ 3 წვეთი NaH2PO4-ის 15%-იანი ხსნარიდა 3 წვეთი BCG-ის ხსნარი 15-20 მლ. დისტილირებულ წყალში.ხსნარის ნიმუში გატიტრეთ NaOH-ის ხსნარით იქამდე, სანამ მისი შეფერილობა არ დაემთხვევა შესადარებელი ხსნარის შეფერილობას.

2.2. შეავსეთ ცხრილი:

პირველი გატიტვრის შედეგები(BCG)

 

გატიტვრა ბიურეტის საწყისი მონაცემი, მლ. ბიურეტის საბოლოო მონაცემი, მლ. NaOH-ის გახარჯული ხსნარის მოცულობა. (V2)მლ.
1      
2      
3      
NaOH-ის გახარჯული ხსნარის მოცულობა.(V2,f),მლ.

 

 

 

ნაბიჯი 6. ნიმუშის გატიტვრა თიმოლფტალეინის მიხედვით:

მე-4-ე საფეხურზე მიღებული ხსნარის ნიმუშის 10 მლ პიპეტით გადავიტანოთ საზომი კოლბიდან კონიკურში. დაუმატოთ 2 წვეთი თიმოლფტალეინის ხსნარი და გავტიტროთ NaOH-ით ლურჯი შეფერილობის მიღებამდე, რომელიც მდგრადია 5-10 წმ მორევისას.

2.3. შეავსეთ ცხრილი:

მეორე გატიტვრის შედეგები

გატიტვრა ბიურეტის საწყისი მონაცემი, მლ. ბიურეტის საბოლოო მონაცემი, მლ. NaOH-ის გახარჯული ხსნარის მოცულობა. V3 მლ
       
       
       
NaOH-ის გახარჯული ხსნარის მოცულობა.(V3,f),მლ.

 

ნაბიჯი 7. . გაანგარიშებები:

2.4 გამოიანგარიშეთ ნიმუშში CO32- მასა;

2.5. გამოიანგარიშეთ ნიმუშში HPO42- მასა.

საფეხური8.დამატებითი კითხვები.

ნაბიჯი 8.  დამატებითი საკითხები:

2.6. ა) დაწერეთ ერთი რეაქციის ტოლობა მაინც, რომელიც გამოსახავს თქვენ მიერ ჩატარებული ნიმუშის ანალიზისას ხელისშემშლელ ზეგავლენას.

ბ) ცხრილში მოყვანილ მონაცემებში, ზოგიერთი შეცდომაა, რაც შესაძლოა ანალიზის ცალკეულ სტადიებზეა დაშვებული. მიუთითეთ, რომელ შეცდომებს შეუძლიათ გამოიწვიონ, CO32- და /ან HPO42- შემცველობის განსაზღვრისას ცდომილებები რეალურ მონაცემთან შედარებით. გამოიყენეთ შემდეგი აღნიშვნები: „0“- ცდომილების არარსებობისას,  „+“-თუ კი შედეგი მეტობითაა (დადებითი ცდომილება) და „-„- თუ შედეგი კლებადია (უარყოფითი ცდომილება).

 

შეცდომა ნაბიჯი ცდომილება
შემცველობა

CO32-

შემცველობა HPO42
CO2 -ის არასრული მოცილება 1    
K2C2O4 სიჭარბე კალციუმის გამოსალექად 2    
NaOH-ის სტანდარტიზაციისათვის, საბოლოო წერტილის გვიანი ფიქსაცია. 3    
CaC2O4 გაფილტვრისას, ფილტრის არასათანადო გარეცხვა 4    
BCG-ს ნიმუშის გადატიტვრა 5    
TP-ს ნიმუშის გადატიტვრა 6    

H2CO3 : pKa1 = 6,35; pKa2 =10,32,

H2CO4: pKa1 =1,25; pKa2 = 4,27

ამოხსნა

 

2.1.ა) 2.2.,  2.3.

 

საბოლოო მოცულობები V1,f , V2,f , და V3,f  ფასდება შემდეგი სქემით:

ΔV = | Vმიღებული – Vმოცემული|

სადაც Vმიღებული -ეს ყოველი მოცულობაა V1,f , V2,f , და V3,f  -შესაბამისი მნიშვნელობა, Vმოცემული რომელიც ამოცანის ავტორების მოცემულობაშია.

მნიშვნელობა ΔV ქულების რაოდენობა
ΔV≤ ΔVmin 25
ΔV ≥ ΔVmax 0
ΔVmin ≤  ΔV ≤ ΔVmax 25·( ΔVman – ΔV∕ ΔVmax – ΔVmin)

 

მნიშვნელობები ΔVmax და ΔVmin (მლ) მოყვანილია ცხრილში.

 

  ΔV, მლ
min max
V1,f 0,10 0,25
V2,f 0,15 0,40
V3,f 0,15 0,40

(25 ქულა, მაქსიმუმ ყოველი გატიტვრისთვის.)

2.1. ბ) NaOH კონცენტრაციის გაანგარიშება:

c(NaOH)=c(HCl) · V(HCl) · V(ალიკვოტები) ∕ V(კოლბის) · V(NaOH) = 1,214(მოლი/ლ) · 10,00(მლ) · 10,00(მლ)

2.4. CO32- მასის გაანგარიშება:

m(CO32-)(გრ)= M(CO32-) · ½ · (c(NaOH)(V1,f -V3,f) · V(კოლბის) /V(ალიკვოტები) ) = 60,01(გრ/მოლი)· ½ ·(c(NaOH) (მოლი/ლ)·(V1,f -V3,f) (მლ) · 100,0(მლ))/10,00(მლ))x
x 0,0001 (ლ/მლ)

2.5. HPO42-  მასის გაანგარიშება:

m(HPO42-) (გრ)= M(HPO42-) · ((c(NaOH)(V1,f -V3,f) · V(კოლბის) /V(ალიკვოტები)) = 95,98(გრ/მოლი) ·((c(NaOH) (მოლი/ლ) (V1,f -V3,f) (მლ)  · 100,0(მლ) /10,00(მლ))x
x 0,0001 (ლ/მლ)

2.1.ბ), 2.4., 2.5-ის გაანგარიშებების სისწორე ფასდება შემდეგნაირად:

1) მონაწილის მიერ მიღებული რიცხობრივი შედეგის (ციფრული მნიშვნელობების რიცხვის ჩათვლით) შედარებით, იმ მნიშვნელობებთან, რაც მონაწილემ მიიღო გაანგარიშების სწორი მეთოდის გამოყენებით;

2) მონაწილის მიერ შეთავაზებული გაანგარიშების მეთოდის შემოწმება.

(მაქსიმალური 5 ქულა, სრული სწორი პასუხისათვის, ყოველი გაანგარიშების შედეგზე)

ჯარიმები ანგარიშისას ან მონაცემთა წარმოდგენისას დაშვებულ შეცდომებზე

   

შეცდომათა ტიპები

საჯარიმო ქულები(ყოველი მნიშვნელობისთვის)
1 გამოთვლის არასწორი მეთოდი -5
2 განზავების ფაქტორში დაშვებული შეცდომა -1
3 შეცდომა სიდიდის ერთეულებში -1
4 შეცდომა სტექიომეტრულ ანგარიშში -1
5 4-ზე მეტი ან ნაკლები აღმნიშვნელი ციფრი c(NaOH)-ში -0,5*
6 4-ზე მეტი და 3-ზე ნაკლები მნიშვნელობის ციფრები -0,5*
7 შეცდომა დამრგვალებისას, რომელიც გავლენას ახდენს პასუხში 1ან 2 მნიშვნელობის ციფრზე. -0,5**
8 აღწერები და მექანიკური შეცდომები. -0,2 ყოველისთვის

*საბოლოო პასუხში ითვალისწინებს მხოლოდ მნიშვნელობის აღმნიშვნელ ციფრებს.

** არ ითვალისწინებს, თუ შეცდომა გამოწვეულია მნიშვნელობის აღმნიშვნელ ციფრთა არასაკმარისი რაოდენობით, ადრე განსაზღვრულ NaOH-ით.

2.6. ა) Ca2+ + H2PO4 ―› CaHPO4 +H+  ან  Ca2+ + 2HPO2-4 ―› Ca3(PO4)2 + 2H+

ამ რეაქციების მსვლელობისას, გამოიყოფა წყალბადის იონები, რომლებიც გავლენას ახდენენ გატიტვრის შედეგებზე. (1 ქულა, ნებისმიერი სწორი ტოლობისთვის).

 

ბ)

შეცდომათა შედეგები ცდომილება
შემცველობა შემცველობა
4,5-ზე ნაკლები pH (პირველი საბოლოო წერტილი V2)  H2CO3 არ იტიტრება

pH 4,5 და 10 შორის ( მეორე საბოლოო წერტილიV3) H2CO3

ამგვარადV3 იზრდება; V1და V2 უცვლელია.

 

 

+

არ მოქმედებს,  C2O42-– მეტად სუსტი წარმონაქმნია 0 0
V1 იზრდება, ხოლო c(NaOH)პროპორციულად კლებულობს [c(NaOH)V1 ექვივალენტურია   HCl-ის სტანდარტული ხსნარის საწყისი რაოდენობისა და ამიტომ მუდმივია]  V2დაV3 უცვლელია
ნიმუშის დანაკარგი ამცირებს V2, V3, V3-V2; V1 უცვლელია +
 V2 იზრდება, V1და V2 უცვლელია 0
V3 იზრდება, V1 და V2 უცვლელია +

 

კრიტიკული აზროვნების განმავითარებელი მეთოდი „თევზის ფხა“

0

მეთოდი  ინფორმაციის გაგება-გააზრების და დამუშავების უნარების ჩამოყალიბებას უწყობს ხელს. ლიტერატურაში მას ფიშბოუნის დიაგრამადაც მოიხსენებენ (fishbone diagram). სახელწოდება გამომდინარეობს დიაგრამის ფორმიდან, რომელიც მართლაც წააგავს თევზის ფხას (fishbone სწორედ ასე ითარგმნება ინგლისურიდან).

ინფორმაციის დამუშავებისა და გადამუშავების უნარი მნიშვნელოვანია, რადგან ეს, ასე ვთქვათ, „გამჭოლი კომპეტენციაა“ და მოსწავლეს გამოადგება არა მხოლოდ კონკრეტული საგნის კონკრეტული თემის დამუშავების დროს, არამედ ზოგადად, ნებისმიერი ტიპის ინფორმაციის გაგების, გააზრებისა და დამახსოვრებისთვის. სწავლების თანამედროვე მეთოდოლოგიაში ამ მიზნით სხვადასხვა მეთოდი გამოიყენება: თვალსაჩინოებები, სქემები, დიაგრამები, მარკირების სისტემის გამოყენება, ცნებათა განმარტებებისა და დამახსოვრებისთვის შემუშავებული რუკები. საყოველთაოდ ცნობილია, რომ სურათხატების, ვიზუალური თვალსაჩინოებების და ილუსტრაციების წყალობით ადამიანი გაცილებით უკეთ იმახსოვრებს, იგებს და იაზრებს ახალ ცოდნას.

მეთოდის შესახებ

მეთოდის შექმნა მიეწერება იაპონელ მეცნიერს, ტოკიოს უნივერსიტეტის პროფესორს, კაირუ ისიკავას. ის ხარისხის მართვის სპეციალისტად ითვლებოდა არამარტო იაპონიის, არამედ მთელი მსოფლიოს მასშტაბით. შექმნილი აქვს არაერთი მეთოდი , დიაგრამა, სქემა მიზეზ-შედეგობრივი, ლოგიკური კავშირების დადგენისა და კვლევისთვის. მისი მეთოდი ადაპტირებულია უამრავი, ერთმანეთისგან თვისებრივად განსხვავებული დარგისა და მიმართულებისთვის. ამჯერად შევეცდებით მოგაწოდოთ მეთოდის ადაპტირების ვარიანტი სწავლა-სწავლების პროცესში.

მეთოდის უპირატესობები:

  • მოსწავლეები მუშაობენ ჯგუფურად ან წყვილებში და ეჩვევიან თანამშრომლობით სწავლების პრინციპს;
  • ხდება მიღებული ინფორმაციის რანჟირება სხვადასხვა ფაქტორის გათვალისწინებით ( მნიშვნელოვანი, ნაკლებად მნიშვნელოვანი, არგუმენტირებისთვის საჭირო, ფაქტობრივი/შინაარსობრივი ფაქტორები და ა. შ.);
  • ივითარებენ კრიტიკული აზროვნების უნარს, ეცნობიან კრიტიკული აზროვნების სტრატეგიებს;
  • აფასებენ მიღებულ ცნობებს სხვადასხვა მითითების მიხედვით და სწავლობენ არგუმენტირებული დასკვნების გაკეთებას;
  • იდეების გენერირებისა და პრობლემური სიტუაციების განხილვის პროცესში მოსახერხებელია მოსაზრებების დაფიქსირება სამომავლოდ გასაანალიზებლად;

 

 

აგების წესი

დიაგრამის ფორმას მასწავლებელი თავად ადგენს და გაკვეთილზე უკვე მზა შაბლონი შეაქვს. თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით მარტივად შეიძლება სხვადასხვა საოფისე პროგრამის გამოყენებით დიაგრამის აწყობა. შესაძლებელია ჩვეულებრივ, ოღონდ დიდი ფორმატის ქაღალდზე ან დაფაზე წინასწარ დახაზვაც. მასალაზე თანდართულ ნიმუშში დიაგრამა ჰორიზონტალურია, თუმცა სურვილის შემთხვევაში, შესაძლებელია მისი ვერტიკალური ვარიანტის გაკეთებაც. გასათვალისწინებელი ისაა, რომ ვერტიკალური დიაგრამა მეტი მოცულობის ინფორმაციის განთავსების საშუალებას იძლევა „ფხაზე“, ჰორიზონტალური კი მეტად დაწურული და შეკუმშულია. შესაბამისად, სწავლების დაბალ საფეხურზე მეტად მიზანშეწონილია ვერტიკალური, მაღალ საფეხურზე კი – ჰორიზონტალური შაბლონის გამოყენება.

„თევზის ფხა“ 4 ინფორმაციული ბლოკისგან შედგება:

თავი – აქ საჭიროა გადასაჭრელი პრობლემის, საკითხის, სამსჯელო თეზისის, პრობლემური სიტუაციის დაფიქსირება.

ზედა ( დახრილი, თავისკენ მიმართული) ფხა/ფხები  – პრობლემური საკითხის გამომწვევი მიზეზების თავმოყრა.

ქვედა ფხა/ფხები – ფაქტები, რომლებიც ამყარებს ( ადასტურებს, გაამყარებს…) თავში მოცემულ პრობლემატიკას.

კუდი – დასკვნა, განზოგადება, შეჯამება.

დიაგრამაზე მუშაობის პროცესში მნიშვნელოვანია მოცემული ცნობების რანჟირების წესის გათვალისწინებაც – თავთან უფრო ახლოს შევსებული „ფხა“ მეტად მნიშვნელოვანი, „წონიანი“ ცნობაა.

აუცილებელია ცნობების ( ინფორმაციის) მოკლედ, ლაკონიურად, ნათლად, მკაფიოდ გამოხატვა/გამოსახვა დიაგრამაზე.

დიაგრამის შემადგენელი ნაწილების ( ბლოკების) სახელდებაც და შინაარსიც პირობითია. მთავარი  მოცემულობა ის გახლავთ, რომ თავში დაფიქსირებული საკვლევი საკითხის ირგვლივ მოხდეს იდეების გენერირება, მოსაზრებების თავმოყრა. ერთმანეთისგან გაიმიჯნოს ფაქტები, არგუმენტები, მოსაზრებები, ვარაუდები. მასწავლებელი კონკრეტული გაკვეთილის თემას თავად მოარგებს ფორმასაც და შინაარსსაც.

მეთოდის გამოყენება გაკვეთილზე

ფიშბოუნის დიაგრამა შეიძლება გამოვიყენოთ ლიტერატურული ნაწარმოების შესწავლის პროცესშიც, დასრულების შემდეგაც, რომელიმე ნაწარმოების მიხედვით შექმნილი ეკრანიზაციის ნახვისა და განხილვის დროს, ისტორიული წყაროს დამუშავებისას. შესაძლებელია ინდივიდუალური ან ჯგუფური მუშაობა.

ინდივიდუალური – მოსწავლეებს ურიგდებათ ერთნაირი შაბლონი და ეძლევათ მითითება – შეავსონ „ფხის“ შესაბამისი ნაწილები წესების დაცვით. შემდგომ მოსწავლეები მასწავლებელს და კლასს აცნობენ შედეგებს, მასწავლებელს შეუძლია ერთი საერთო დიაგრამის შევსება დაფაზე, სადაც კლასთან შეთანხმებულ ცნობებს დაიტანს.

ჯგუფური – სხვადასხვა ჯგუფს ურიგდება სხვადასხვა საკვლევი თემა ( პრობლემა, საკითხი, კითხვა…), შევსებული დიაგრამის წარდგენამდე ჯგუფი განიხილავს ჯერ თემას და შემდეგ საკუთარ დიაგრამას წარადგენს.

 

 

 

 

 

ქუჩის ბიჭები

0

ახლა რომ არის, მაშინ ეგრე არ იყო. ინტერნეტში, რომელიც ჩვენს წარმოდგენაში ლაბადამოსხმული, იდუმალი არსება გახლდათ, ვერ მოძებნიდით, თუ სად დაუკრავდა თქვენი საყვარელი მუსიკალური ბენდი უახლოეს ხანებში – ბერლინში, პარიზსა თუ ამსტერდამში. იქნებ ბუდაპეშტში, ზიგეტის ფესტივალზე? თითების მარტივი მოძრაობით ვერ აკრეფდით თქვენი ბარათის მონაცემებს და ვერ იყიდდით Radiohead-ს კონცერტის ბილეთს. ვერც booking.com-ზე ინადირებდით თვითმფრინავისა და სასტუმროს იაფ ბილეთებზე.

მაშინ, როდესაც ტომ იორკი Creep-ზე სტადიონებს იყოლიებდა, როცა Red Hot Chili Peppers-ი გადაჭედილ მოედნებს აგუგუნებდა, როდესაც დიდებით დაღლილი მიკ ჯაგერის მიერ დარბაზისკენ გაწვდილ მიკროფონს ათიათასობით ადმიანი ჩაჰკიოდა… ჩვენთან  იყო „მაესტრო“ და „პირველი სტერეო“. იყო საახალწლო კონცერტები, რომლებიც უგემოვნოდ მორთულ-მოკაზმულ პავილიონებში იწერებოდა და ამით ძალიან ჰგავდა მოსკოვზე (რუსეთის პირველ არხს ვგულისხმობ) გასულ ტაკიმასხარაობებს – ტატიანა ბულანოვას საპირველიანვრო სევდის დღესასწაულს, ვალერი ლეონტიევის ამოუცნობ მოძრაობსბ, ნატაშა კარალიოვას მანჭვა-გრეხას და ალლა პუგაჩოვას ტინგიცს რომელიმე ახალ ჯეელთან. ჩვენთან იყო „საუკუნის ნოსტალგია“, რომელზეც ქართული ესტრადის ვარსკვლავები ნამდვილი ვარკსკვლავების სიმღერებს ქართულად ამღერებდნენ. ვითარების უკეთ საჩვენებლად გეტყვით, რომ ეკა კვალიაშვილი ბარბრა სტრეიზანდის Woman in love-ის ქართულ ვარიანტს ასრულებდა.

რა გასაკვირია, რომ ამ დროს, ყველა, ვინც ეკრანზე ჩნდებოდა და სიმღერას ტუჩებს აყოლებდა, ჩვენი ღმერთი იყო.

1999 წელს, ედუარდ შევარდნაძის, უფრო სწორად კი „საქართველოს მოქალაქეთა კავშირის“ წინასაარჩევნო კამპანიაში თითქმის მთელი ქართული ესტრადა ჩაერთო. ინტილიგენციამ, რომელიც ყოველთვის ითხოვდა ყურადღებას ხელისუფლებისგან, გადაწვიტა მოქმედ მთავრობას გვერდში ამოსდგომოდა და ცხადია ამით გამორჩენა ენახა. ინტილიგენციამ, რომელთან დალაგებული ურთიერთობაც აგრერიგად აძლევდა ხელს თავად ხელისუფლებასაც. მომღერალთა და მსახიობთა არმიას ჯემალ სეფიაშვილი ჩაუდგა სათავეში და ეკრანზე გამოჩნდა ვიდეო „გიხაროდენ“. იქ იყო ყველა, ვინც კი მაშინ მღეროდა. კლიპის დასაწყისში ჯემალ სეფიაშვილი ისევე თვლიდა პროექტში მონაწილე არტისტებს, როგორც ქელეხშია აწერინებენ ხოლმე გვარებს, რათა ჭირისუფალმა კარგად ნახოს, ვინ შეეწია.

ახლა რომ ვუკვირდები, ძალიან სასაცილო ამბავია.

ამ კლიპლში იყვნენ „ქუჩის ბიჭებიც“. იმ დროისთვის ჯერ კიდევ უცნობი, სახელისა და დიდებისთვის ბორჯომიდან დედაქალაქისკენ წამოსული ოთხი ყმაწვილი. საქართველოში წარმატებისკენ გზა აუცილებლად რაღაცაზე გადის – ან ფულზე, ან ბიზნესზე, შეიძლება ვიღაცის საწოლზე ან პოლიტიკაზე. ასე აღმოჩნდა ეს ოთხი ქუჩის ბიჭი ჯემალ სეფიაშვილის პროექტში. სიმართლე ითქვას, ძალიან სასაცილოდ გამოიყურებოდნენ. აბაზანიდან ახლადგამოსულ და პირსახოცშემოხვეულ კაცებს ჰგავდნენ.

თუმცა, პროექტში მონაწილეობამ გაამართლა. მალე ქუჩის ბიჭებიც ღმერთები გახდნენ. მახსოვს, ჩემი უბნის დიდი ბიჭები, საქმის გარჩევის დროსაც კი ისეთივე მოძრაობებს აკეთებდნენ, როგორც გურამიკო კლიპში, სიმღერის დროს.

მოგვიანებით, ისინი ფილარმონიაში გავიცანი. ეს იყო ყოველგვარ პომპეზურობას მოკლებული შეხვედრა კუმირებთან. ბებიაჩემი, რომელიც თბილისის საკონცერტო დარბაზში  სართულის გამგე იყო და არტისტთა ოთახების გასაღებები ებარა, ხშირად დამატარებდა სამსახურში და  ფრუნზიკ მკრტიჩიანის გმირის არ იყოს – „იშტოიანა ვიძილ“. ერთხელაც, რომელიღაც გალა კონცერტის წინ, როცა ბებიაჩემს მორიგი გასაღები უნდა გადაეცა შემსრულებლისთვის, მე კი კუდში მივყვებოდი, აღმოჩნდა, რომ კლიტეთმპყრობელები ქუჩის ბიჭები უნდა გამხდარიყვნენ. გავშეშდი. ისინი გამიგებენ, ვისაც ნანახი აქვს საოცრად ემოციური ვიდეო, რომელზეც ნაჩვენებია იმ ბავშვთა რეაქციები, რომლებიც თავიანთ საყვარელ ფეხბურთელებს ხედავე. ისინი პირღიები დგანან, ყვირიან ფეხბურთელის სახელს, ტირიან, ხელებზე კოცნიან მათ. მე – გავშეშდი. ვერც წინ გადავდი ნაბიჯი და ვერც უკან. ასე მხოლოდ ერთხელ დამემართა, როდესაც სადარბაზოდან გამოსულმა ეზოში მწოლიარე დიდი, შავი გველი დავინახე.

  • ბიჭებო, ეს დათუნაა, ჩემი შვილიშვილი – უთხრა ბებიამ გასაღების მომლოდინე ვარსკვლავებს.

ერთერთმა თავზე გადამისვა ხელი.

ის იყო და ის. არ ვიცი რატომ, მაგრამ მას შემდეგ ქუჩის ბიჭები ჩემი ვარსკვალევის სიიდან ამოვშალე. განა იმიტომ, რომ ძალიან ცივად შეხვდნენ მათ გულშემატკივარ ბავშვს. არა. უბრალოდ, ისინი ჩვეულებრივი ადამიანები აღმოჩდნენ.

ეს ამბავი კი იმან გამახსენა, რომ არცთუ ისე დიდი ხნის წინ, თბილისს ძალიან  კარგი მწერალი – ეტგარ კერეტი ეწვია. ვიცოდი, რომ ჩემს უფროს მეგობარსა და მასწავლებელს (სხვათა შორის, ამ ჟურნალის მთავარ რედაქტორს) ნატო ინგოროყვას მისი ნაწერები ძალიან უყვარს. ვკითხე, შეხვედრაზე ხომ მოდიხარ – მეთქი. არაო, მოკლედ მომიჭრა. „არ მინდა იმედი გამიცრუვდეს. ჩემი საყვარელი ავტორების გაცნობისას, აქამდე სწორედ ასე ხდებოდა“.

ახლა ვხვდები, რასაც გულისხმობდა.

ცოტაოდენი ჯადოსნობა დაწყებით კლასებში

0

„ელფების ფანჯრები და კრისტალები“

რაც უფრო მეტ დროს ვატარებ ბავშვებთან, მით უფრო მეტად ვრწმუნდები, რომ ამ პატარა ადამიანების სამყაროში შეღწევა კი არა, ამ სამყაროს გაგებაა ძალიან ძნელი. ისინი ხომ საკუთარი პატარა სამეფოების მეფეები და დედოფლები არიან, საკუთარი წესებით, კანონებით, მოსაზრებებით, რომლებიც ხშირად ძალიან მტკიცე და შეურყეველია. თუნდაც კარგისა და ცუდის გაგება. ერთმანეთთან, მშობლებსა თუ მასწავლებლებთან ურთიერთობის მათეული გააზრება.

ბავშვების წარმოდგენები, შეგრძნებები, ემოციები, ფიქრები, განცდები იმდენ შრესა და ნიუანსს მოიცავს, რომ მასწავლებელი ძალიან ფრთხილად უნდა იყოს, რათა უნებლიეთ რამე ისეთს არ შეეხოს, არ დააზიანოს, რაც მომავალში კომპლექსამდე, შიშამდე, სტერეოტიპამდე, თვითრწმენის დაკარგვამდე ან საგნის/დისციპლინის მიმართ ინტერესის დაკარგვამდე მიგვიყვანს. რამდენჯერ გაგვიგონია: რომ არა ჩემი მუსიკის მასწავლებელი, რომელიც იმ ცივ 90-იანებში გაყინულ თითებში სახაზავს მირტყამდა, ვინ იცის, ჩემგან როგორი მუსიკოსი დამდგარიყოო. რომ არა ცეკვის ღრიალა მასწავლებელი, რომ არა ქიმიის უხასიათო მასწავლებელი, რომ არა მათემატიკის „ბუზის ხმის გაგონების“ მოსურნე მასწავლებელი… და ასე, უსასრულოდ შეიძლება აუხდენელი სურვილებისა და გაცრუებული იმედების ჩამოთვლა. იმ სურვილებისა და იმედების, რომლებიც, როგორც მერე აღმოვაჩინეთ, ბავშვობაში დიდი მონდომებით ჩაგვიკლეს ჩვენთვის ყველაზე ავტორიტეტულმა მასწავლებლებმა. რაღა თქმა უნდა, არსებობდნენ ისინიც, ვისაც ვბაძავდით, ვინც მოგვწონდა, ვისი გაკვეთილებიც ზღაპარი და სასწაული იყო იმ უფერულ წლებში.

და აი, მივადექით მთავარს. ნებისმიერი ჩვენგანის იმ პიროვნებად ჩამოყალიბებაში, როგორებიც დღეს ვართ, უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს დაწყებითი კლასები – ამ ასაკში ფორმირდება ხედვა, ღირებულებები, სურვილები, მისწრაფებები. ასე ვთქვათ, ჩვენს ცნობიერში იტვირთება ჩვენი სამომავლო მე. იქმნება სასურველი მეს ხატი, რომლის ხორცშესხმასაც შემდეგ მთელი ცხოვრება ვცდილობთ. ჰოდა, ამ პროცესში მასწავლებლის როლი ძალიან დიდია.

მოდი, თეორიები და ციტატები ცოტა ხნით დავივიწყოთ და უბრალოდ დავფიქრდეთ: როდის გამოგვდის ყველაზე უკეთ საქმე? როდის გვეხალისება რამის კეთება? მხოლოდ მაშინ, როცა გარკვეული ინტერესი გვაქვს. ინტერესი კი ორგვარია: მატერიალური და სულიერი. სხვაგვარად, ესენი გარეგანი და შინაგანი სტიმულებია. ორივე ძალზე მნიშვნელოვანია და ერთმანეთს არ გამორიცხავს, პირიქით, ავსებს კიდეც. იდეალურად მაშინაა საქმე, როცა ორივე ინტერესი ერთადაა. ძალიან მარტივად რომ ვთქვათ: როცა იმაში გვიხდიან ფულს, რისი კეთებაც გვსიამოვნებს, ჩვენი შრომის ნაყოფი მეტად სრულფასოვანია, ვიდრე მაშინ, როცა მხოლოდ მატერიალური ინტერესის გამო ვქმნით. მხოლოდ სულიერი ინტერესის საფუძველზე მუშაობა კი მალე გვბეზრდება და საბოლოოდ საქმეზე გულიც გვიცრუვდება.

ასეა, დღეს მატერიალურისა და სულიერის ჰარმონია აუცილებელი პირობაა სიმშვიდისა და ნაყოფიერი მუშაობისთვის.

და თუ ჩვენთვის ამ ორის ერთობა ესოდენ მნიშვნელოვანია, რა დააშავეს ბავშვებმა, რომლებიც ჩვენზე მეტად არიან ამავე ეპოქის მკვიდრნი და ოცდამეერთე საუკუნის სულისკვეთებას მთელი არსებით გრძნობენ? რატომ დაგვიჩემებია, რომ მცირე ასაკში შინაგანი სტიმულიც საკმარისია, ხოლო გარეგანს უნდა მოვარიდოთ და იშვიათად გამოვიყენოთ? ვფიქრობ, რომ ეს ორი რამ ბავშვებთანაც ისევე ჰარმონიულად უნდა იყოს შეზავებული, როგორც უფროსებთან. ხოლო დაწყებითი კლასები, როგორც ზემოთ აღვნიშნე, ადამიანის განვითარების უმნიშვნელოვანესი პერიოდია და ამ პერიოდში მოსწავლის მოტივაცია/სტიმულები/ინტერესები – გადამწყვეტი.

ჩემი პირადი გამოცდილება კი ასეთია:

როდესაც პირველ კლასში პირველად შევედი, უკვე ვიცოდი, რომ აუცილებლად ჩავეჭიდებოდი და გამოვიყენებდი ამ ასაკის მოსწავლეების ბუნებრივ ინტერესებს ზღაპრების, ჯადოსნობის, შეუცნობელის, მითებისა და ფენტეზის მიმართ.

იმისთვის, რომ მოსწავლეებს სიხარულით ემუშავათ, სასწავლო პროცესი მათთვის მომაბეზრებელ რუტინად და ვალდებულებად არ ქცეულიყო, მხოლოდ ყვითელი წებოვანი სტიკერების იმედად არ ვყოფილიყავით და არც მხოლოდ სიტყვიერი წამახალისებელი კომენტარით შემოვფარგლულიყავით,

მოვიფიქრე ამბავი.

ამბავი ნამდვილად საინტერესო და ჯადოსნური გამოვიდა: ნორვეგიელ ელფებზე, რომლებიც ნამდვილ კრისტალებს ამზადებენ და მათ უგზავნიან, ვინც იმსახურებს. ელფები მთებში ცხოვრობენ და თვალით არავის ენახვებიან. კრისტალები კი ნაირ–ნაირია, ფერადი, წახნაგებიანები. თუ მათში გახედავ, სამყარო სულ სხვანაირი მოჩანს. კრისტალი თავის სამყაროს გაჩვენებს, იმ სამყაროს, სადაც ელფები ცხოვრობენ. ცისფერს, იისფერს, ბრჭყვიალას, ფერადს. ბავშვებს გავაცანი უძველესი მითები ელფებსა და ფერიებზე, გობლინებსა და დრაკონებზე. ვისაუბრეთ ჰობიტებზეც – ვნახეთ ილუსტრაციები, წავიკითხეთ ამბები.

მერე ერთ კედელზე ფორმატი მივაკარით და ზედ გუაშით დავხატეთ მთები, რომლებსაც ფანჯრები ჰქონდა. ფანჯრები ფერადი ფურცლებისგან გამოვჭერით და ისე მივაკარით, რომ ჯიბაკები გამოსულიყო, ამ ჯიბაკებში კი მოსწავლეების სურათი ჩავაწყვეთ (შეგიძლიათ, თავად დაახატვინოთ ბავშვებს საკუთარი პორტრეტები და ისინი გამოიყენოთ). ჰორიზონტალურად იმდენი ფანჯარა „ჩამოვკიდეთ“, რამდენი მოსწავლეც იყო კლასში, ვერტიკალურად კი ხუთი სართული გამოგვივიდა – კვირის ხუთი დღის შესაბამისად.

ყოველდღე თითო სართულით ზემოთ ავლენ ის ბავშვები, რომლებიც მასწავლებლის დავალებებს შეასრულებენ, მეგობრებს დაეხმარებიან, წესებს დაიცავენ ან რაიმე განსაკუთრებულს ჩაიდენენ და სხვა. წინასწარ ჩამოწერეთ და საკლასო ოთახში გააკარეთ „ელფების მწვერვალის“ დაპყრობის პირობები, მწვერვალის დამპყრობლებს კი კვირის ბოლოს ელფების კრისტალები გადაეცით.

კრისტალების მაგივრობა გამიწია „დანიურ სახლში“ ნაყიდმა სამშვენისებმა –შუშის ბურთებმა და ქვებმა, რომლებიც ნაირ–ნაირია, ფერადი, იაფი, ლამაზი და ბრჭყვიალა. მათში რომ გაიხედავ, სამყარო სხვანაირი ხდება. ამ კრისტალებს ბავშვები აგროვებდნენ. ზოგიერთმა საგანგებოდ შეიძინა ან დაამზადა კრისტალების შესანახი ქისა და ყუთი. მთელი კვირა ელოდნენ, ერთი სული ჰქონდათ გაეგოთ, ამჯერად როგორები შეხვდებოდათ. ხანდახან კრისტალების მაგივრად ჭრელი ქვები ან ნიჟარები მიმქონდა, ან ჩვეულებრივი მძივის ბურთულები შიგ გაყრილი ფერადი ნართის ძაფით. კვირაობით ეკიდათ გულზე, სანამ ძაფი არ გაწყდებოდა ან მორიგ კრისტალს არ მიიღებდნენ.

რა თქმა უნდა, იცოდნენ, რომ ელფების ამბავი მოგონილი იყო. იცოდნენ, რომ ეს იყო თამაში, მაგრამ – ზღაპრული თამაში, რომელში მონაწილეობაც ყველას უნდოდა. წესები ყველა თამაშს აქვს. კრისტალების თამაშსაც თავისი წესები ჰქონდა: თავი უნდა მოეჩვენებინათ, თითქოს ეს ამბავი სჯეროდათ. ხშირად შევსწრებივარ კიდეც, როგორ უმტკიცებდნენ სხვაკლასელებს კრისტალების ნამდვილობას.

ამ აქტივობამ შედეგი ნამდვილად გამოიღო:

◦ პირველ–მეორე კლასებში საკლასო წესებს უმრავლესობა იცავდა.

◦ ბავშვები მეტად მეგობრულები გახდნენ.

◦ სასწავლო პროცესი სასიამოვნო, სახალისო გახდა. მშობლები ხშირად აღნიშნავდნენ, რომ ბავშვებს სკოლა ყველაფერს ერჩივნათ.

◦ ზღაპრული სამყაროსთან ყოველდღიური შეხების შედეგად გახდნენ მეტად კრეატიულები, განუვითარდათ ფანტაზია, წარმოსახვა;

◦ დაინტერესდნენ მითებით;

◦ დაინტერესდნენ კრისტალების წარმოქმნის გზებით და პრეზენტაციაც კი მოამზადეს ამ თემაზე;

◦ დაიწყეს პატარა თხზულებების და ჩვენი ამბის გაგრძელებების წერა.

◦ და აი, უკვე მესამე კლასში ტოლკინით დაინტერესდნენ. წაიკითხეს „ჰობიტი“, „ბეჭდების მბრძანებელი“.

საბოლოოდ კი „ელფების ფანჯრებმა“ მოსწავლეებს სწავლის, კეთების, ფიქრის ძლიერი მოტივაცია შეუქმნა. კრისტალები თუ გარეგანი სტიმული იყო, სხვა ყველაფერი შინაგან ინტერესს აღვიძებდა. ეს ყველაფერი კი მუხტია, ბიძგია მხატვრული, კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნებისთვის.

დღეს, როდესაც მესამე კლასი დაამთავრეს, უკვე იციან, რა უნდათ და როგორ მიაღწიონ მიზანს. ზოგი ლექსებს წერს, ზოგი – პროზას. ზოგი ილუსტრაციებს ხატავს, ზოგი ქაღალდისგან საოცრებებს ქმნის, რამდენიმეს მოგზაურობა სურს, ერთმა მითების შესწავლას მიჰყო ხელი.

მოიგონეთ ამბები, დახატეთ მთები, სახლები, გაუკეთეთ კიბეები, ფანჯრები, საფეხურები, აიყვანეთ თქვენი მოსწავლეები და დააპყრობინეთ მწვერვალები, ღრუბლები, პლანეტები. მერწმუნეთ, შედეგი ნამდვილად ზღაპრული იქნება.

მუსიკალური სმენა: იავნანა

0

იავნანა, ვარდო ნანა, იავნანინაო,

დაიძინე, გენაცვალე, იავნანინაო,

ჯერ არ გათენებულაო, იავნანინაო,

ვარსკვლავები ამოსულა, იავნანინაო…

უხსოვარი დროიდან ჩვილებს იავნანას ჰანგებით აძინებდნენ. გლეხის ოჯახში ბავშვს „ნანინას“ დედა ან ბებია უმღეროდა, ხოლო თავად–აზნაურები ამ საქმეს ძიძებს ანდობდნენ. ძიძამ უამრავი „ნანინა“ იცოდა და მანამდე მღეროდა, სანამ პატარა მტირალა ღრმად არ ჩაიძინებდა.

მზისა და ნაყოფიერების ქალღმერთ ნანას სახელთან დაკავშირებული ეს უძველესი საგალობელი დროთა განმავლობაში ჩვილის დასაძინებელ სააკვნე სიმღერად იქცა.

იავნანა დედათა სიმღერაა. ამ მარტივ, მღერად მელოდიას პოეტური ტექსტით შესრულების საკუთარი მანერა აქვს. იავნანას დანიშნულებაა, ჩვილი დაამშვიდოს, რული მოჰგვაროს და დააძინოს.

იავნანა პირველი სიმღერაა, რომელსაც ჩვილი ეცნობა. შესაბამისად, მისი მნიშვნელობა ძალზე დიდია. ყველა ერს თავისი განუმეორებელი იავნანა აქვს, მაგრამ საერთო შტრიხებით: ნელი ტემპით, დამახასიათებელი ინტონაციით… ანუ დედამიწაზე იმდენი იავნანაა, რამდენიც ენა. მათში აღბეჭდილია კონკრეტული ერის ფილოსოფია, მსოფლმხედველობა, მისი მეშვეობით ბავშვი პირველად ეცნობა გარე სამყაროს.

აკვნის სიმღერების ტექსტში დედობრივი სიყვარულია გამოხატული. დედა შვილს ღიღინით ესაუბრება. მისი ხმამაღალი ფიქრი ხშირად არცთუ ისე მწყობრია, რადგან შვილთან დიალოგი იმპროვიზებულია. ტრადიციულ ფრაზას შესაძლოა ახალი მიებას, იმწუთიერმა ფიქრმა და ემოციამ რომ გააჩინა. დედები ხომ პირველი პოეტები და მუსიკოსები არიან, რომლებიც შვილების სულში პოეზიისა და მუსიკის მარცვლებს თესავენ.

აკვნის სიმღერებს მრავალმხრივი პრაქტიკული დანიშნულება აქვს. სასიამოვნო მელოდიის მოსმენა ხელს უწყობს ბავშვის სმენის განვითარებას, კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს მის გუნება-განწყობაზე. ამასთან ერთად, შვილისთვის მღერა აკმაყოფილებს ქალის დედობრივ ინსტინქტს და აბედნიერებს მას.

(მეგრული ლირიკული სიმღერებისთვის დამახასიათებელია ხმების მდორე განვითარება, ნელი ტემპი, რბილი ჰარმონიული სვლები, ხმების პოლიფონიური მოძრაობა. მეგრელ ქალთა სიმღერები მაღალმხატვრული დონით – ლირიკული სითბოთი, სინაზითა და მელოდიური რიტმული მოქნილობით გამოირჩევა)

ჩვილი ამოუცნობი არსებაა… როგორ დავამყაროთ მასთან ურთიერთობა? რომელ „ენაზე“ ვესაუბროთ, როგორ გავიგოთ, რა სურს ან როგორ ავუხსნათ, რა გვინდა მისგან? ახალგაზრდა დედა სასოწარკვეთილია: „ძუძუ მოწოვა, მშრალად და თბილადაა, რა ატირებს, კიდევ რა უნდა?“ ძველ დროში ასეთი „ენა“, რომელიც „ჩვილებს ესმოდათ“, სწორედ იავნანა იყო.

დღესაც ინსტინქტს მინდობილი დედები ღიღინით იწყებენ შვილთან საუბარს, ხელახლა იგონებენ იმას, რაც წინაპრებმა დიდი ხნის წინ გამოიგონეს. ღიღინი რეჩიტატიულია. „ნანინას“ მელოდია თითქოს უსასრულო წრეა, მაგიური ზემოქმედებით ჩვილს ღრმა ძილს რომ ჰგვრის. იავნანას რიტმი განსაკუთრებულია. დედა სიმღერის ტემპს მექანიკურად უსადაგებს საკუთარ გულისცემას. ჩვილზე მელოდიის დამამშვიდებელი ზემოქმედება სწორედ დედის გულისცემის მშვიდ რიტმს უკავშირდება. დედის განწყობა, მისი სუნთქვის რიტმი და ხმის ინტონაცია დიდ გავლენას ახდენს შვილის ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ მდგომარეობაზე. ბავშვს მუცლად ყოფნის მე-14 კვირიდან შესწევს უნარი, აღიქვას სამეტყველო სტრუქტურები და ბგერაზე რეაგირება მოახდინოს. მისთვის იავნანას სიმღერა უკვე ამ პერიოდშია შესაძლებელი. მეხუთე თვიდან პაწაწინას ბგერები ესმის და იმახსოვრებს, დაბადების შემდეგ კი დედის ნამღერს უმალვე ცნობს და მშვიდდება. ეს ხომ ის რიტმია, რომელსაც ჯერ კიდევ დაბადებამდე მიეჩვია და რომელიც მასზე დამამშვიდებლად მოქმედებს.

1982 წელს იაპონელმა მეცნიერებმა ჰიდროფონის (წყალქვეშა ბგერების მიმღების) საშუალებით განსაზღვრეს, რომ მუცლად ყოფნისას ბავშვს ყველაფერი ესმის, რაც დედის ორგანიზმში და მის გარშემო ხდება. ამასთანავე, ყველა ბგერა დახშული ხასიათისაა. ყველაზე ხმამაღალი დედის გულისცემა აღმოჩნდა. თვალის ახელამდე ბავშვი დედას მისი ხმის ვიბრაციითა და სიმღერის რიტმით აღიქვამს.

იავნანას ასეთი დამამშვიდებელი ზემოქმედება საგრძნობლად აადვილებს ბავშვის დედისგან დამოუკიდებელ პიროვნებად ჩამოყალიბების პროცესს. დიახ, სააკვნე სიმღერებს ფასდაუდებელი მნიშვნელობა აქვს ბავშვის პიროვნებად ფორმირებისთვის. სამყაროს პაწაწინა პირველად სწორედ დედის ნამღერით შეიმეცნებს.

ჩვილი იავნანას სიფხიზლისა და ძილის ზღვარზე ისმენს. სიმღერის ენა როგორც სამყაროზე წარმოდგენა მის მეხსიერებაში არაცნობიერ დონეზე აღიბეჭდება.

აუცილებელია, მშობელმა პაწაწინას მუსიკალურ გემოვნებაზე მის დაბადებამდე იზრუნოს. ზოგიერთი დედა ამას გაუაზრებლად, ნებისმიერი მუსიკის მოსმენით გააკეთებს, ზოგიც – გააზრებულად, ვინაიდან იცის, რაოდენ დიდ ზეგავლენას მოახდენს ღირებული მუსიკა ბავშვზე.

მრავალწლიანი გამოცდილება გვკარნახობს, რომ მშობლიურ მეტყველებას და მუსიკალური კულტურის ანბანს ადამიანი მგრძნობიარე სულის წყალობით ყველაზე უკეთ ბავშვობის წლებში შეითვისებს.

დღეს დედები შვილებს უფრო და უფრო იშვიათად აძინებენ იავნანათი. საკუთარ მუსიკალურ მონაცემებში დაეჭვებულნი, სააკვნე სიმღერების ნაცვლად პაწაწინებს ჩვეულებრივ მშვიდ მუსიკას ან კლასიკურ ნაწარმოებებს ასმენინებენ. უფრო ხშირად კი ბავშვებს ტელევიზორიდან გამომავალი ხმების ფონზე უწევთ ძილი. არადა, დედის ნამღერი იავნანა ხომ შეუცვლელია ბავშვის სრულფასოვანი განვითარებისთვის. გარდა ამისა, უნდა გვახსოვდეს, რომ პატარა დედის ნამღერის ყველაზე შემწყნარებელი და აღფრთოვანებული მსმენელია.

(კახური ნანებისთვის დამახასიათებელია დიდი ლირიკული სითბო, სინაზე, მინორული ელფერი, მდორე განვითარება, მელოდიურობა და მცირე დიაპაზონი)

პედაგოგის თვითშეფასება და კლასის მართვა

0

ყველასთვის კარგად არის ცნობილი, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობის მატარებელია მოსწავლის თვითშეფასება მისი პიროვნების განვითარების სწორი მიმართულებით წარმართვისა და სასწავლო პროცესის ეფექტიანად განხორციელებისათვის. უნდა ითქვას, რომ აღნიშნული პროცესების წარმატების უზრუნველსაყოფად პედაგოგის თვითშეფასებას სრულიად განსაკუთრებული როლი ენიჭება. ის, თუ როგორი თვითშეფასების მატარებელია პედაგოგი, ბევრად განსაზღვრავს, როგორც სწავლა-სწავლების წარმატება-წარუმატებლობას, ასევე მოზარდის პიროვნების ჩამოყალიბების პროცესს.

     განსაკუთრებით დიდ როლს თამაშობს პედაგოგის თვითშეფასება მოსწავლეთა კლასის მართვის პროცესში. როგორც სასკოლო პრაქტიკა გვიჩვენებს, მოსწავლეთა ქცევის მართვაში განსაკუთრებით იმ პედაგოგებს  ექმნებათ პრობლემები, რომლებიც არაადეკვატურად დაბალი თვითშეფასებით გამოირჩევიან. ალბათ ბევრს გაუჩნდება შეკითხვა – „რა კავშირშია მასწავლებლის თვითშეფასება მოსწავლეთა ქცევის მართვასთან?“ ცნობილია, რომ არაადეკვატურად დაბალი თვითშეფასების მქონე პედაგოგები კოლეგებისაგან სპეციფიკური ქცევით და თავისებური პიროვნული მახასიათებლებით გამოირჩევიან. მათი ძირითადი დამახასიათებელი ნიშნებია: საკუთარ თავში დაურწმუნებლობა, მომატებული შფოთიანობა, ემოციური არამდგრადობა, სტრესებისადმი მიდრეკილება, მუდმივი მარცხისა და წარუმატებლობის შიში, გაუბედაობა და შემართების უქონლობა. როგორც წესი, ყოველივე აღნიშნული აისახება პედაგოგის ქცევაში, მეტყველებაში, კოლეგებთან და ბავშვებთან ურთიერთობაში. ძალიან ხშირად, ემოციური არამდგრადობა და საკუთარ თავში დაურწმუნებლობა პედაგოგის მიმიკასა და ჟესტიკულაციაშიც კი პოულობს ასახვას. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ ბავშვები ძალიან კარგად, როგორც წესი, უფროსებზე უკეთესადაც კი ფლობენ სხეულის ენას, მათთვის მხოლოდ მიმიკითაც კი ადვილი ხდება იმის ამოცნობა, რომ მათ წინაშე მდგომი არაადეკვატურად დაბალი თვითშეფასების მქონე პედაგოგი მუდმივად საფრთხის და წარუმატებლობის მოლოდინშია. ასეთ მასწავლებელს ხშირად ხმის ტემბრზე და ტონზეც ეტყობა თვითრწმენისა და სიმტკიცის ნაკლებობა. ყოველივე აღნიშნული მოსწავლეებს, არცთუ ისე იშვიათად, შეიძლება ქვეცნობიერადაც კი თავისუფალი და ხშირად პედაგოგისთვის მიუღებელი ქცევისკენ უბიძგებს, რაც ამ უკანასკნელს კლასის მართვის სერიოზული პრობლემის წინაშე აყენებს. აღნიშნული პრობლემის აღმოცენების შემდეგ ასეთ მასწავლებელს კლასის დამორჩილებაში ვეღარც ხმის აწევა შველის, ვერც კატეგორიული ტონი და, როგორც წესი, მუქარაც არანაირ შედეგს არ იძლევა. საკუთარი საგნის როგორი მცოდნე და განათლებულიც არ უნდა იყოს პედაგოგი, დაქვეითებული თვითშეფასება დ აქედან გამომდინარე საკუთარ თავში დაურწმუნებლობა, შიში და მუდმივი მარცხის მოლოდინი სერიოზულ ბარიერად იქცევა მისთვის სასწავლო საქმიანობაში წარმატების მისაღწევად. ყველაფერთან ერთად, ასეთ მასწავლებელს ძალიან გაუჭირდება საკუთარ მოსწავლეებში დადებითი „მე“ – კონცეფციის ჩამოყალიბება, თვითრწმენის გამომუშავება, შფოთიანობის დაძლევა და ემოციური სტაბილურობის მიღწევა.

     განსხვავებით არაადეკვატურად დაბალი თვითშეფასების მქონე პედაგოგისგან, ადეკვატურზე ოდნავ მაღალი თვითშეფასების მატარებელი მასწავლებელი   ხასიათდება:

  • მაღალი შემოქმედებითი პოტენციალით,
  • შეუძლია ენერგიულად და პოზიტიურად მოქმედება,
  • გამოირჩევა აქტიურობით და ინიციატიურობით,
  • მიზანმიმართულია და მუდმივად ზრუნავს, როგორც პირადი, ასევე საკუთარი აღსაზრდელების წარმატებების მიღწევაზე  სწავლასა და შემოქმედებაში,
  • ყოველთვის მზად არის გამოხატოს საკუთარი მოსაზრებები,
  • წარმატებით წყვეტს მის წინაშე მდგარ ამოცანებს,
  • აქვს საკუთარი ძალების რწმენა,
  • ნაკლებად არის მიდრეკილი სტრესისა და შფოთიანობისაკენ,
  • გამოირჩევა კეთილგანწყობით მოსწავლეებისა და კოლეგების მიმართ,
  • შეუძლია მოსწავლეთა საქმიანობისა და სასწავლო პროცესის ეფექტიანად ორგანიზება და წარმართვა,
  • არა აქვს პრობლემები კლასის მართვაში,
  • ადვილად ახერხებს აღსაზრდელებთან საერთო ენის გამონახვას და არ საჭიროებს ავტორიტარულ სტილს მათი ქცევის სამართავად.

     თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ მასწავლებლის თვითშეფასება საკმაოდ დიდ გავლენას ახდენს მოსწავლის პიროვნების ფორმირებაზე და ასევე სასწავლო პროცესის ეფექტიანად წარმართვაზე, მნიშვნელოვანი იქნება იმაზე დაფიქრება, თუ რა შეიძლება უქვეითებდეს პედაგოგს საკუთარი ძალების რწმენას და როგორ დავეხმაროთ მას, როგორც თვითრწმენის გაძლიერებაში, ასევე ემოციური სტაბილურობის მიღწევაში.

     სამწუხაროდ, ბოლო წლებში, პედაგოგის თვითშეფასებაზე სერიოზული უარყოფითი გავლენა იქონია მასწავლებლის პროფესიული კომპეტენციის განმსაზღვრელი კრიტერიუმების დაუხვეწაობამ, არამდგრადობამ, მუდმივმა ცვლილებებმა და პედაგოგებში გამეფებულმა სკოლის დატოვების სერიოზულმა საფრთხემ და მუდმივმა შიშმა. საკუთარი ძალების რწმენის გასაძლიერებლად მასწავლებელს მუდმივად ესაჭიროება სტაბილურობის განცდა, სოციალური უსაფრთხოების მოთხოვნილების დაკმაყოფილება, პირობების შექმნა თვითაქტუალიზაციისათვის და თავის საქმიანობაში აქცენტის გაკეთება არა ნეგატიურზე, არა წარუმატებლობასა და მარცხზე, არამედ პოზიტიურზე და წარმატებულ ნაბიჯებზე.

     დაბოლოს, ნუ დავივიწყებთ, რომ საკუთარ ძალებში დაურწმუნებელი, შფოთიანი და სტრესისადმი მიდრეკილი პედაგოგი ვერასოდეს აღზრდის საკუთარი ძალების რწმენის მქონე, ემოციურად გაწონასწორებულ პიროვნებას, რომელიც ასე ესაჭიროება ჩვენს საზოგადოებას და მთლიანად ქვეყნას.

ჩემი მოსწავლეების დაკვირვებები – გარიგების ინსტიტუტი

0

მე-19 საუკუნის ევროპულ ლიტერატურაში თვალშისაცემია ქალების ერთგვარი უნუგეშო მდგომარეობა, განსაკუთრებით, ეს შეეხებოდათ სოფელში მცხოვრებ გასათხოვარ, თუნდაც – შეძლებული ოჯახის შვილებს, მით უმეტეს, გაღარიბებული მემამულეების მემკვიდრეებს და, განსაკუთრებით, ურბანულ გარემოში აღმოჩენილ გაკოტრების ზღვარზე მისულ არისტოკრატებს. უნუგეშო მდგომარეობას კიდევ უფრო მეტად ამძაფრებდა ის მომენტი, თუკი ოჯახში დასაქორწინებელი ჭაბუკიც იყო ან, კიდევ უფრო უარესი, გასათხოვარ ქალიშვილთა რაოდენობა ორს აჭარბებდა. ამ ყველაფერს კი ისიც ემატებოდა, რომ კაპიტალიზმის სიკეთეებს ზიარებულ განათლებამიღებულ ყმაწვილებს (ეს განათლება ხშირ შემთხვევაში საკმაოდ ზედაპირული იყო და მხოლოდ ერთი უცხო ენის ცოდნით განისაზღვრებოდა, რასაც ვირტუოზულად აღწერს პუშკინი თავის გენიალურ პოემაში „ევგენი ონეგინი“: Monsieur l’Abbé, француз убогий, Чтоб не измучилось дитя, Учил его всему шутя…)  აღარ იზიდავდათ სოფლად აღზრდილი კდემამოსილი ქალიშვილები, მათზე დაქორწინება მათთვის მხოლოდ გამოუვალი სიტუაციიდან თავის დაღწევას ნიშნავდა. აქ უამრავი მაგალითის გახსენება შეიძლება ლიტერატურიდან. იშვიათობა იყო, მემამულეთა ქალიშვილებს გამართლებოდათ და სიყვარულით შეექმნათ ოჯახი (ჯეინ ოსტინის რომანი „სიამაყე და ცრურწმენა“ სწორედ ამ პრობლემას შეეხება – გაღარიბებულ ოჯახში რამდენიმე ქალიშვილი იზრდება და მათი „დაბინავება“ დედის ერთადერთი საზრუნავია. რომანის გმირი იღბლიანი აღმოჩნდება და, მკითხველის გულის გასახარად, მის და მისი დის ბედნიერ ქორწინებას სიყვარული გადაწყვეტს).

ევროპული ლიტერატურის მსგავსად ეპოქისთვის დამახასიათებელ პრობლემას ვერც ქართული ლიტერატურა აუქცევდა გვერდს. ამიტომაც ჩემმა მოსწავლემ, ქეთი კაპანაძემ, გადაწყვიტა შეესწავლა ეს თემა, რომელიც განსაკუთრებულად საინტერესო აღმოჩნდა ქართველი პროზაიკოსებისა და დრამატურგებისთვის. აღმოჩნდა, რომ მეცხრამეტე საუკუნის ქართული ლიტერატურისთვის თვალის ერთი გადავლებაც კმაროდა იმისთვის, რომ გვეთქვა: ქორწინებათა იღბლიანობა/უიღბლობა შუამავლის კეთილსინდისიერების პირდაპირპროპორციული იყო. 21-ე საუკუნის ადამიანისთვის, გარიგების საკითხი სასაცილოდ ჟღერს, თუმცა მას შემდეგ, რაც ამ საკითხზე დავფიქრდებით, მივხვდებით, რომ ეს საკითხი სულაც არაა სასაცილო. თუკი თვალს გადავავლებთ ისტორიას, ლიტერატურას, შეძლებისდაგვარად შევადარებთ მსოფლიოს ისტორიასა და ლიტერატურას და მივხვდებით, რომ ქორწინებათა უდიდესი ნაწილი სწორედაც რომ გარიგების ინსტიტუტის სიძლიერეზე იდგა. რა თქმა უნდა, როგორც ყველა წესს, ამ წესსაც უამრავი გამონაკლისი ახლდა. ამის გამო ბევრი სასიყვარულო ისტორია ტრაგიკულადაც დასრულდა. ეს ამბები კი საინტერესო აღმოჩნდა ლიტერატურისთვის, ფოლკლორისთვის. ამგვარი ტექსტების (გარიგებით შექმნილ ოჯახებზე) რაოდენობამ ჩემს ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. აღმოჩნდა, რომ ისტორიას იმის საკმაოდ ბევრი მაგალითი აქვს, როგორ სიამტკბილობაში, სიყვარულსა და პატივისცემაში გაგრძელებულა ურთიერთობები ამ წესით შექმნილ ოჯახებში.ზოგ ნაწარმოებში ჩანს პროტესტი იმ ადამიანისგან, ვიზეც მუშაობდა მაჭანკალი, რადგან ეს საქმიანობა ერთგვარი ზეწოლის სახეს იღებდა. ფაქტი ყოველთვის ისაა, რომ ცნობები ამ საკითხის ირგვლივ არა მარტო ქართულ, არამედ ნებისმიერი ქვეყნის ისტორიაში მოიპოვება. გარიგების ინსტიტუტი ხშირ შემთხვევაში მისასალმებელი იყო და მისი აუგად მოხსენიება არ შეიძლება.

ჰიპოთეზის სახით შესაძლებელია დავუშვათ: წარსულში, როდესაც სატრანსპორტო სისტემა აწყობილი არ იყო და ეს მისვლა-მოსვლას ართულებდა, კარგად იკვეთება შუამავლის როლი, როგორც ორ ოჯახს შორის დამაკავშირებელი რგოლი. ამ შემთხვევაში მაშვალის შემოსავალი და საარსებო წყარო დაფუძნებული იყო ორი ოჯახის გარიგებაზე.  მეცხრამეტე საუკუნეში კი ეს საპატიო ინსტიტუტი საკმაოდ დაკნინდა და შუამავლები ხშირად, მადლობის ნაცვლად, წყევლა-კრულვას იმსახურებდნენ, იყო შემთხვევებიც, როცა მათ ფიზიკურადაც ეხებოდნენ. ეს ფაქტორი იმდენად მკაფიო აღმოჩნდა, რომ შეუძლებელი გახდა ამის არშემჩნევა. შესამაბისად, კვლევაც აქეთ იქნა მიმართული და საკვლევმა შეკითხვამაც ასეთი სახე მიიღო: რატომ და როგორ ხდება შუამავლის, როგორც პოზიტიური პერსონაჟის, ნეგატიურ პერსონაჟად გადაქცევა? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად ორი ავტორის შემოქმედების შესწავლაც საკმარისია იმისთვის, რომ კითხვას პასუხი გაეცეს. დავით კლდიაშვილის და ავქსენტი ცაგარელის შემოქმედებაზე დაკვირვება ცხადყოფს, რომ ერთიდიმავე თემის მხატვრული დამუშავება, მიუხედავად იმისა, სოფლისა თუ ქალაქის გარემოში ვითარდება, ერთნაირ პრობლემად რჩება.

ნებისმიერი საკითხის შესწავლისთვის აუცილებელია იმ სპეციფიკური ტერმინოლოგიის ცოდნა, რომელიც კონკრეტულად საკითხს უკავშირდება. ლიტერატურულ ნაწარმოებებში, რომლებიც გარიგების ინსტიტუტის თემას უკავშირდება, გვხვდება რამდენიმე ტერმინი, რომელთაგან ზოგიერთი უაღრესად საინტერესო წარმომავლობისაა. ეს ტერმინებია: მაჭანკალი, მაშვალი (შესაძლოა, ეს სიტყვა „შველა“-დან მომდინარეობდეს. ამ შემთხვევაში აშკარად იკვეთება დასაოჯახებელი პირების უნუგეშო მდგომარეობა), ქაბატუა (ქაბატუა იგივე ქაბატო სიტყვა „ქალბატონოს“ დამახინჯებული ფორმაა, რომელიც აკნინებს ამ პროფესიის ადამიანს. ამ ტერმინის ქვეშ მეტწილად ქვრივად დარჩენილი სომეხი ქალები მოქმედებდნენ, რამაც გამოიწვია კიდეც ტერმინის დამახინჯებაც და მისთვის აშკარა ნეგატიური კონოტაციის მინიჭებაც), სუტკნეინა (ამ კომპოზიტის ორივე ნაწილი უცხოურ სიტყვას უკავშირდება და ქართულად ითარგმნება, როგორც ტყუილქალბატონი ან ფუჭქალბატონი. თარგმანი ცხადს ხდის და მიგვანიშნებს მის მკვეთრად ნეგატიურ კონოტაციაზე), ხანუმა (ხანუმა ხანის მდედრობითი სქესის ფორმაა და აღნიშნავს მაღალი სოციალური კლასის ქალბატონს. ეს სიტყვაც ნეგატიური კონოტაციის მატარებელია). ნიშანდობლივია, რომ სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონში არ მოიძებნება „მაჭანკლის“ გარდა არცერთი სიტყვა, რომელიც შუამავლის სტატუსს აღნიშნავს. შესაბამისად, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ, ამ ერთი სიტყვის გარდა, დანარჩენი ტერმინების გაჩენა ისტორიულმა აუცილებლობამ განაპირობა. “მაჭანკალი” ორბელიანის „სიტყვის კონაში“ შემდეგნაირადაა განმარტებული: სიძვის შუამავალი. რატომ არ იდგა სულხან-საბა ორბელიანის პერიოდში იმის საჭიროება, რომ შუამავლის პროფესიას სხვადასხვა სახელები ჰქონოდა? ჩნდება კითხვა, თუ რამ გამოიწვია ერთი პროფესიისთვის ახალი ტერმინების გაჩენა? ანდა: როდიდან ჩნდება ახალი პროფესიული ტერმინები ენაში? ამ კითხვებისთვის პასუხის გასაცემად საჭირო და სამკარისიც აღმოჩნდა სულხან-საბა ორბელიანის შემდგომი ლიტერატურის გადახედვა. პასუხის გასაცემად მოკლე ისტორიული ექსკურსი დაგვჭირდება, რადგან იკვეთება, რომ ერთი პროფესიისთვის რამდენიმე ტერმინის გაჩენა პირდაპირ უკავშირდება XIX საუკუნის შუახანებს და ეპოქაში მიმდინარე მოვლენებს, კერძოდ, იმ პერიოდს, როდესაც ბატონყმობის რღვევა დაიწყო, რაც მისი გაუქმებით დასრულდა კიდეც. ამავე საუკუნის 30-50-იანი წლებიდან საქართველოში ძირითადად სტაბილური სიტუაცია მყარდება, ვითარდება სოფლის მეურნეობა, მრეწველობა და, რაც ყველაზე მთავარია, ვაჭრობა, რამაც უცხოელი ხალხის ქვეყანაში შემოსვლა განაპირობა – განსაკუთრებით აღსანიშნავია ქალაქებში სომხური მოსახლეობის რაოდენობის გაზრდა, მათმა ქვრივებმა კი მომავალში ადვილად შეითავსეს ახალი პროფესია. 1864 წელს (რუსეთში ბატონყმობის გაუქმებიდან სამი წლის შემდეგ) საქართველოში ბატონყმობა გაუქმდა, რამაც საქართველოს ისტორიაში გარდატეხის პერიოდი მოიტანა. დაიწყო კაპიტალიზმის სწრაფი განვითარება, ფაბრიკების და ქარხნების აშენება და,რაც, ერთი შეხედვით, პროგრესული, მაგრამ დამღუპველი აღმოჩნდა საქართველოს ტიპის გეოგრაფიული ლანდშაფტის მქონე რეგიონისთვის, ქალაქების როლის ზრდა მთელი ქვეყნის მასშტაბით (თბილისი, გორი, ბათუმი, ქუთაისი, ფოთი და სხვ.). ბატონყმობის რღვევას ახალი ურთიერთობების ჩამოყალიბება და მთელი რიგი გარემოებების შეცვლა მოჰყვა. ბატონყმობის გაუქმების შემდეგ დიდი მნიშვნელობა მიენიჭა არა ნატურალურ პროდუქტს, არამედ – ფულს. ნებისმიერი სოციალური ფენისა და პროფესიის წარმომადგენელი – თავადიც, აზნაურიც, გლეხიც, მღვდელიც, ხელოსანიც და ვაჭარიც – მანამდე არნახული წესებით ცდილობდა ფულის შოვნას, ეს კი სულ უფრო დახვეწილი გზებისა და ხერხების ათვისებაში გამოიხატებოდა; ფულის შოვნა მთლიანად მათ მარიფათსა და მოხერხებაზე იყო დამოკიდებული. ბატონყმობის პერიოდში ფულზე მოთხოვნილება ასე მძაფრად არ იდგა, შესაბამისად, ხალხი ვერც იაზრებდა მის მნიშვნელობას და ფულიანი ადამიანის უპირატესობას დანარჩენებთან შედარებით. მანამდე დღის წესრიგში მიწა და მიწაზე მოყვანილი პროდუქტი იდგა და ამ პროდუქტის რაოდენობა განსაზღვრავდა მოსახლეობის შეხედულებას  კეთილდღეობაზე. ბატონყმობის გაუქმებასთან ერთად ეს შეხედულებაც სხვა, უკვე ახალი დროის შესაბამისმა შეხედულებებმა ჩაანაცვლა; ხალხი ნელ-ნელა გადაეწყო ახალ რელსებზე და დაიწყო ყველაფრის გაკეთება იმისთვის, რომ, რაც შეიძლება მეტი ფული მიეღო. ვაჭრობის განვითარებასთან ერთად გამოჩნდა ფულის შოვნის ათასგვარი გამართლებული თუ გაუმართლებელი საშუალება, შესაბამისად, გაჩაღდა სერიოზული კონკურენციაც. ამ პერიოდისთვის დამახასიათებელი ნიშნები შეიმჩნევა უკლებლივ ყველა სფეროში, კაპიტალიზმის ხელი შეეხო თითქმის ყველა პროფესიას და მოახდინა კიდეც ბევრი მათგანის ცვლილება. ეს იყო დროიდან და საჭიროებიდან გამომდინარე პროცესი. მეცხრამეტე საუკუნეში განვითარებულ მოვლენებს არც მაჭანკლობის ინსტიტუტი ჩამორჩა. აქამდე, თუკი შუამავალი ეთიკურ ნორმებს იცავდა და ისე ასრულებდა პროფესიულ მოვალეობას, ფულზე დახარბებამ მათ შორისაც გაზარდა კონკურენცია. ერთ ოჯახზე უკვე რამდენიმე მაჭანკალი მუშაობდა. ადრე, თუკი მაშვალი მხოლოდ შუამავლის ფუნქციას ასრულებდა, ახლა უკვე მათი შემოსავალი სარფიან გარიგებაზე იყო დამოკიდებული. ბევრმა ტყუილებიც იკადრა, რათა სამაჭანკლოს ქონება უფრო შთამბეჭდავად წარმოედგინათ. ამიტომაც საჭირო გახდა სხვადასხვა ტერმინის შემოღება თუნდაც იმიტომ, რომ მომხდარიყო პატიოსანი და არაპატიოსანი პირების ერთმანეთისგან გარჩევა-გამიჯვნა.

ის სიტუაცია, რაც საკმაოდ წარმოუდგენელი და ძნელად აღსაქმელია 21-ე საუკუნეში,  არაჩვეულებრივადაა აღწერილი მე-19 საუკუნის ლიტერატურულ ნაწარმოებებში. მხატვრული ლიტერატურა ზოგჯერ აჭარბებს და გადამეტებულ ფერებში ასახავს რეალობას, თუმცა მაინც ერთ-ერთი ყველაზე საჭირო წყაროა ეპოქის შესასწავლად. გარიგების ინსტიტუტის შესწავლისას განხილული ნაწარმოებების ანალიზისას დავრწმუნდი, რომ შუამავლის პროფესიის წარმოდგენა, თუკი მანამდე დადებით კონტექსტში ხდებოდა (აქ საუბარი არაა სიძვის შუამავალზე) სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური ფაქტორების გათვალისწინებით, მკვეთრად შეიცვალა და მან სრულიად ნეგატიური სახე მიიღო.

საკვლევი მასალის დამუშავებამ მიჩვენა:

1.დავით კლდიაშვილის პროზა ძირითადად სამი ტიპის შუამავალს იცნობს. აქედან პირველი ოჯახის გულშემატკივარი მაჭანკალია, რომელიც პროფესიულ სტანდარტებს იცავს, მეორე – საკუთარ გამორჩენაზე ორიენტირებული არამზადაა, რომელიც ფულის გამო ყველაფერს იკადრებს და მესამე ისეთი მაშვალია, რომელიც სიტუაციამ შექმნა. მეორე და მესამე ტიპის მაჭანკლის სახის შექმნით დავით კლდიაშვილმა დაუვიწყარი სახასიათო სახეები შეჰმატა ქართულ ლიტერატურას, განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსი კი მესამე ტიპის მაჭანკლები, ირონიული, სიტუაციის გამო მაჭანკლის პროფესიაშეთავსებული ოჯახის წევრები არიან.

  1. არანაკლებ საყურადღებო აღმოჩნდა ამ კუთხით ავქსენტი ცაგარელის პიესების შესწავლაც. მანაც, ისევე როგორც დავით კლდიაშვილმა, ერთი პროფესიის ორი ტიპური წარმომადგენლის ჩვენებით, ყველაზე უფრო შთამბეჭდავი პერსონაჟები შექმნა. თუკი მანამდე ქაბატუაც და ხანუმაც მხოლოდ პროფესიული ტერმინები იყო, დრამატურგის წყალობით, ორივე იმდენად შეესისხლხორცა პერსონაჟთა სახეებს, რომ ისინი მათ საკუთარ სახელებად იქცა. ბოლოს კი ვახტანგ ტაბლიაშვილის საუკუნის კინოშედევრმა ეს ფაქტორი კიდევ უფრო მეტად გაამყარა და მაჭანკლის პროფესია ორ საკუთარ სახელად ქცეული სიტყვით უკვდავყო.

კვლევამ წარმოაჩინა, რომ მრავალი, განსაკუთრებით კი მძიმე ეკონომიკური ფაქტორის გათვალისწინებით, მანამდე პოზიტიურად მიჩნეული შუამავლები ერთიმეორის მიყოლებით იქცეოდნენ ნეგატიურ პერსონაჟებად. ისინი ასეთ ადამიანებად არ იბადებოდნენ, თუმცა, როგორც კი არსებობისთვის ბრძოლას იწყებდნენ, მაშინვე ივიწყებდნენ მორალს, ზურგს აქცევდნენ პირვანდელ სახეს და ასე კარგავდნენ არა მარტო პროფესიულ, არამედ ადამიანურ ღირსებასაც.

რაც კვლევის დასაწყისში სასაცილოდ მიმაჩნდა, უკვე კვლევის ბოლოს იმაზე აზრი შემეცვალა და დღეს უკვე დარწმუნებული აღარ ვარ, 21-ე საუკუნეშიც რომ არსებობდეს მაჭანკლობის ინსტიტუტი, იგივე არ დატრიალდებოდა: წარმმართველი ისევ ფული, სახელი, სოციალური მდგომარეობა იქნებოდა და ეს ისეთ კონკურენციას გამოიწვევდა ადამიანებში, რომ ახლაც მივიღებდით სახელწართმეულ და სახედაკარგულ ნეგატიურ პიროვნებებს.

 

„შავი ხვრელის“ საიდუმლოს ამოსაცნობად

0

როგორ გამოიყურება „შავი ხვრელი“? იქნებ, ის მართლაცაა სხვა სამყაროს პორტალი ან იქნებ, მისი გამოყენება დროსა და განზომილებაში სამოგზაუროდ შეიძლება? მკვლევართა საერთაშორისო ჯგუფი უახლოეს მომავალში „შავ ხვრელს“ ფოტოებს გადაუღებს. ამით დადგინდება, თუ რას წარმოადგენს იგი. მსგავსი რამ პირველად გაკეთდება. მსოფლიო სენსაციის მოლოდინშია.

შეგახსენებთ, რომ „შავი ხვრელი“ წარმოადგენს არეს სივრცეში ძლიერი გრავიტაციული ველით. მის არეალში მოხვედრისას სინათლესაც კი არ შეუძლია მიზიდულობისგან თავის დაღწევა. სავარაუდოდ, შავი ხვრელი წარმოიქმნება იმ დროს, როდესაც გიგანტური ვარსკვლავი ამოწურავს მთელ თავის ენერგიას და კვდომას იწყებს. „შავი ხვრელების“ მასა ბევრჯერ დიდია მზისაზე, რადგან ისრუტავს ყველაფერს, რაც კი მის გვერდით მოხვდება – ვარსკვლავთშორის აირებს, ნებისმიერ კოსმიურ ნივთიერებასა თუ სხეულს. მიიჩნევა, რომ სამყაროს მასის უმეტესი ნაწილი სწორედ „შავ ხვრელებში“ იმალება. მათ არსებობას მხოლოდ რენტგენული გამოსხივება ადასტურებს, რომელიც კოსმოსის ზოგიერთ ადგილებში შეინიშნება, იქ, სადაც არც ოპტიკური და არც რადიოტელესკოპით არაფრის დანახვა არ შეიძლება.

„თუკი მკვლევრების ხელთ „შავი ხვრელის“ ფოტო აღმოჩნდება, ამ იდუმალ მოვლენას ფარდა აეხდება“, – ასეთია ახალ პროექტში ჩართული უფე გროე იორგენსენის, კოპენჰაგენის უნივერსიტეტთან არსებული ნილსია ბორას ინსტიტუტის თანამშრომლის მოსაზრება. „ძალიან საინტერესოა, როდესაც თეორია მტკიცდება. დღეს უკვე იმაზე ვსაუბრობთ, რომ სინათლისა და მატერიის გამოცდა შავი ხვრელის ექსტრემალურ პირობებში ხდება“, – ამატებს უფე გრეი იორგენსენი, ასტროფიზიკის კათედრის პედაგოგი და პლანეტარული კვლევების სპეციალისტი.

„შავი ხვრელის“ ფოტოგადაღება რთული საქმეა. ამისათვის საჭიროა განსაკუთრებული პირობები. მკვლევრები გამოიყენებენ ახალ გრენლანდიურ ტელესკოპს, რომელსაც გრენლანდიის ყინულოვან ფარზე დამონტაჟდება.

„შავი ხვრელის“ ფოტოების წარმატებით გადაღების შემთხვევაში, სპეციალისტებს ახალი საკვლევი მასალა გაუჩნდებათ. პროფესორ ულრიკ ინგერსლევ უგერჰეისი, ორჰეუსის ფიზიკისა და ასტრონომიის უნივერსიტეტიდან აზუსტებს, რომ: „ეს სათავეს დაუდებს ახალ მიმართულებას, რომელიც რაღაცით მოგვაგონებს დაკვირვებას გრავიტაციულ ტალღებზე. თუ „შავ ხვრელს“ კარგად გადაიღებენ, ეს იქნება ისეთივე დონის აღმოჩენა, როგორიც გრავიტაციული ტალღების აღმოჩენა იყო“.

აქამდე „შავ ხვრელებს“ ოპტიკური ტელესკოპებით აკვირდებოდნენ, რაც არ იძლეოდა მათი სტრუქტურის შესწავლის შესაძლებლობას. ამდენად, ის რისი დანახვაც შეიძლებოდა, იყო მხოლოდ ხვრელში მოხვედრილი მატერია. უფე გროე იორგენსონის განმარტებით, ახალ სუბმილიმეტრიანი ტელესკოპები იმდენად მაღალი ხარისხის გამოსახულებას იძლევიან,  რომ შესაძლოა „შავი ხვრელის“ სტრუქტურაც გამოჩნდეს.

სუბმილიმეტრიანი ტელესკოპის ტალღის სიგრძე ერთი მილიმეტრია. ეს არის რაღაც საშუალო ოპტიკურ და რადიოტელესკოპს შორის. სუბმილიმეტრიანი ტელესკოპი უფრო დიდ ტალღებს არჩევს, ვიდრე ჩვეულებრივი ინფრაწითელი გამოსხივება, მაგრამ არცთუ ძალიან გრძელს, რომელიც რადიოგამოსხივებისთვისაა დამახასიათებელი.

აქამდე შეუძლებელი იყო შავი ხვრელების შიგთავსის დანახვა. ამიტომ მკვლევრები რამდენიმე თეორიაზე საუბრობენ. თუ რას წარმოადგენს მეცნიერთა აზრით „შავი ხვრელი“, შეგიძლიათ ეს ფილმ „Interstellar“-ში ნახოთ. ეს არის ანალოგის არმქონე შესანიშნავი ანიმაცია, რომლის შექმნაში „შავი ხვრელების“ თემაზე მომუშავე მკვლევარ-სპეციალისტები იყვნენ ჩართულნი. „მათი ინტერესი იყო კონკრეტული სურათის შექმნა. ალბათ ყველაფერი მართლაც ისე გამოიყურება, როგორც ფილმშია წარმოდგენილი“, – ამბობს უფე გრეი იორგენსენი.

„შავი ხვრელის“ გადასაღებად გრენლანდიურ ტელესკოპს გააერთიანებენ ჩილესა და ჰავაიზე არსებულ ტელესკოპებთან. სამივე ტელესკოპი იფუქციონირებს როგორც ერთი დიდი აპარატი, რომლის „დიამეტრი“ მათ შორის არსებულ მანძილს გაუტოლდება, ანუ რამდენიმე ათასს კილომეტრს მიაღწევს. სამივე ტელესკოპმა მიზანში ერთი ობიექტი უნდა ამოიღოს. მნიშვნელოვანია, რომ სამივე ტელესკოპი ერთმანეთისგან რაც შეიძლება შორს მდებარეობდეს. არ შეიძლება ტელესკოპების გამოყენება დასავლეთ და აღმოსავლეთ ნახევარსფეროებზე, რადგან ამ შემთხვევაში ერთსა და იმავე დროს ციურ ობიექტზე დაკვირვება ვერ მოხერხდება.

ამ დროისათვის გრენლანდიური ტელესკოპი განთავსებულია გემზე, რომელიც აშშ-დან კაანააკში, გრენლანდიის ჩრდილოეთით გადაადგილდება. გემი დანიშნულების წერტილს ზაფხულის განმავლობაში მიაღწევს, რის შემდეგაც ტელესკოპს ააწყობენ და იმ ყინულის ფარზე დაამონტაჟებენ, სადაც საამისოდ იდეალური კლიმატური პირობებია. „გრენლანდიური ტელესკოპი სამი კილომეტრის სიმაღლეზე განთავსდება. ბევრი ფიქრობს, რომ იქ, სადაც წყალუხვობა და ყინულია, სინესტის მაღალი დონეა. სინამდვილეში, -30 გრადუსზე საკმაოდ მაღალი სიმშრალეა, რადგან წყალი კონდენსირდება და თოვლად გადაიქცევა. ასე რომ, ის მწვერვალი კარგი ადგილია, მაღალიცაა და მშრალიც. როგორც კი გრენლანდიურ ტელესკოპს ააწყობენ, მაშინვე უამრავ სიახლეს შევიტყობთ“, – ამბობს მკვლევარი კოპენჰაგენიდან.

მისივე თქმით: „ჩვენ ძალიან ცოტა რამ ვიცით „შავი ხვრელების“ შესახებ, ამიტომ ამ თემაზე ბევრს ვიმუშავებთ. როგორია მათი გრავიტაციური ველი? რა ემართება მატერიას, რომელიც ხვრელში ხვდება? კიდევ ერთი საინტერესო შეკითხვა – შესაძლებელია თუ არა გალაქტიკის ცენტრში მდებარე დიდი „შავი ხვრელები“ სხვა დროსა და სამყაროებთან გვაკავშირებდნენ? აი, ამის შესახებ გვინდა გავიგოთ. არ ვაპირებთ ხვალვე ვიფრინოთ „შავ ხვრელებში“. ეს უაზრობაა. მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში ჩვენმა სამუშაო პროცესმა ბევრი ახალი ინფორმაცია უნდა მოგვცეს და იქ მიგვიყვანოს, სადაც არასოდეს ვყოფილვართ“.

გრენლანდიური ტელესკოპი ერთადერთი როდია, რომლითაც დანიელი მკვლევრები „შავ ხვრელებზე“ აწარმოებენ დაკვირვებას. ეს არის პროექტის – Event Horizon Telescope-ის ნაწილი, რომელიც ცხრა ტელესკოპს აერთიანებს. ყველა ტელესკოპი ერთსა და იმავე მიზანს ემსახურება. „არ ვიცით, რამდენ ხანს მოგვიწევს ლოდინი, მაგრამ, ჩემი აზრით, დიდი შანსია, რომ პირველი ფოტო უახლოეს ხუთ წელიწადში გვქონდეს“, – აცხადებს პროფესორი ულრიკ ინგერსლევ უგერხეი.

ის აღნიშნავს, რომ „შავ ხვრელებზე“ დაკვირვება პროექტის ერთადერთი მიზანი როდია. „ეს არის არა მხოლოდ დიდი სამეცნიერო პროექტი, არამედ შესანიშნავი შესაძლებლობა იმისა, რომ გავლენა ვიქონიოთ გრენლანდიელ საზოგადოებაზე, გავუღვიძოთ ახალგაზრდებს მეცნიერებისადმი ინტერესი, ვუბიძგოთ მაღალი ტექნოლოგიების განვითარებისაკენ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევაა“.

ალან ფინიქსი, სამეცნიერო კვლევების კოორდინატორი ჯანდაცვის მიმართულებით გრენლანდიური გიმნაზიიდან, ასევე მიიჩნევს, რომ აუცილებელია გრენლანდიელების ინტერესის სტიმულირება საბუნებისმეტყველო დისციპლინების მიმართ. ამ სფეროში გრენლანდიას მკვლევრები აშკარად სჭირდება. ამჟამად მსგავსი განათლების მიღება შეუძლებელია. ჯერ დანიაში უნდა ჩახვიდე, რაც ბევრისთვის არც ისეთი მარტივია.

ტელესკოპთან მომუშავე გრენლანდიელი მეცნიერები იმედოვნებენ, რომ „შავი ხვრელების“ კვლევით სტუდენტებიც დაინტერესდებიან, თუმცა ჯერ ზუსტად არავინ იცის, რას მოუტანს გრენლანდიას ეს კონკრეტული პროექტი.

თუ გრენლანდიელ მოსწავლეებს ტელესკოპით სარგებლობის ნებას დართავენ, ინტერესი მათაც გაუჩნდებათ, ამბობს პედაგოგი მატიას როსდალ იენსენი. მისი აზრით, საკვლევი მასალა უამრავია – მხოლოდ ჩვენს გალაქტიკაში 100 მლნ.-ზე მეტი „შავი ხვრელია“ და თითოეული შორეულ წარსულში აფეთქებული გიგანტური ვარსკვლავის ნარჩენს წარმოადგენს.

საბჭოთა ადამიანი და ფორთოხალი

0

გასული საუკუნის 80-იანი წლების დასაწყისში ჩვენს სახლში ერთი ყუთი იტალიური ფორთოხალი გაჩნდა. ალბათ საჩუქარი იყო, რომელსაც ჩემი ოჯახის წევრები სრულიად გულგრილად შეხვდნენ. იდეალურად მრგვალმა, წითელწარწერებიან სიფრიფანა ქაღალდში გახვეულმა ფორთოხლებმა მხოლოდ მე ამაღელვა. ბებიაჩემმა იკითხა, მხედველობას თუ რგებსო. უარს არაფერზე ამბობდა, რასაც კი მხედველობის გაუმჯობესების უნარს მიაწერდნენ. უპასუხეს, არაო, და იმანაც სამუდამოდ დაივიწყა საჩუქარი.

ყველაფერი ახალი და უცხო ცნობისმოყვარეობას მიმძაფრებდა და წარმოსახვითი თავგადასავლების ნაწილად მექცეოდა ხოლმე. რა თქმა უნდა, დასავლეთ საქართველოდან ჩამოტანილი ფორთოხალი გასინჯული მქონდა, მაგრამ ამას, იტალიურს, განსხვავებული შეგრძნებების გამოწვევა შეეძლო: მახსენებდა საყვარელ სიმღერებს და მომღერლებს, წიგნებში აღწერილ ქალაქებს, ვენეციის შესახებ ნანახ დოკუმენტურ ფილმს, პიცას, რომელიც ისე მესიზმრებოდა ხოლმე, რომ წარმოდგენა არ მქონდა, რა იყო (დიდ ტაფაზე მოშუშული მწარე წიწაკა მეგონა)…

ვიღებდი ყუთიდან ფორთოხალს, ფრთხილად ვაცლიდი შესაფუთ ქაღალდს და წარწერების წაკითხვას ჯიუტად ვცდილობდი, მიუხედავად იმისა, რომ იტალურად არც წერა შემეძლო და არც კითხვა. ჩემი მცდელობა, ცხადია, ყოველ  ჯერზე წარუმატებლად მთავრდებოდა – იძულებული ვხდებოდი, წითელწარწერებიანი ქაღალდი ოთხად გამეკეცა და რომელიმე წიგნის ქვეშ ამომედო. მერე ქაღალდშემოცლილი ფორთოხალი დიდ ოთახში მიმქონდა, სადაც იშვიათად თუ შემოდიოდა ვინმე, ფანჯარასთან ვდგებოდი, ფორთოხალს მინას ვადებდი და ხელის ნელი მოძრაობით წრეებს ვხაზავდი.

ეს იყო და ეს. არც თეფში, არც დანა, არც სურნელოვანი რბილობის მოტკბო-მომჟავო წვენი…

რაღაც ასეთი ერთ ფილმში მქონდა ნანახი. პატარა ვიყავი და ფილმს ვერაფერი გავუგე, თუმცა რამდენიმე მნიშვნელოვანი სახე და სურათი სამუდამოდ დამამახსოვრდა. რა თქმა უნდა, ვერაფრით ვხვდებოდი, რა მიმართებები შეიძლება ყოფილიყო ჩემს ხელისგულს, ფორთოხალსა და ფანჯრის მინას შორის, მაგრამ თავად ამ ჟესტის რომანტიკული მომხიბვლელობა, რაღაც იდუმალი სიღრმე ეჭვმიუტანლად მეჩვენებოდა.

ბავშვები ხშირად ბაძავენ სხვებს – ალბათ, მათ, ვისაც ყველაზე მეტად ენდობიან. ბაძავენ მსახიობებსაც, თუ ისინი ყველასთვის საყვარელ როლებს ასრულებენ. მე კი, რატომღაც, ვბაძავდი ქალს, რომლისაც არაფერი მესმოდა და რომლის არაერთმნიშვნელოვანმა მოძრაობებმაც უმოწყალოდ ამიბნია თავგზა.

იტალიური ფორთოხლები, ბებიაჩემის შეკითხვა, ფანჯრის მინასთან შესრულებული რიტუალი – ეს ყველაფერი დაახლოებით თვენახევრის წინ გამახსენდა, როცა 1981 წელს გადაღებული ფილმი – „თეირანი 43“ თავიდან ვნახე. მისი ნახვა მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ გადავწყვიტე, რომ ბავშვობიდან გამოყოლილმა უკმარისობის განცდამ თავი შემახსენა. მივხვდი, რომ, საბედნიეროდ, უკვე დიდი ვარ და ფილმიდან აზრის გამოტანა უკეთესად შემიძლია.

მართალია, იტალიურ წარწერებს ისევ ვერ წავიკითხავ, მაგრამ ფილმების სიუჟეტების დამახსოვრება, პერსონაჟების ერთმანეთისგან გარჩევა და მათი აშკარა თუ ფარული მოტივების მეტ-ნაკლებად გააზრება აღარ მიჭირს. ბოლო დროს სწორედ იმ ფილმებს ვირჩევ, რომლებიც გასული საუკუნის 80-იანი წლების დასაწყისში ვნახე და ვერც ვნახე. ვუყურებ ერთადერთი მიზნით: ოდნავ მაინც შევამცირო იმ გაუგებრობების რიცხვი, რომლებსაც ცხოვრების მანძილზე გადავაწყდი; სულ მცირე სიცხადე მაინც შევიტანო საკუთარ წარსულში.

რატომ ვუყურებდი „გაზაფხულის ჩვიდმეტ გაელვებას“ ათი წლის ასაკში?

რატომ არ მიკრძალავდნენ არასაბავშვო ფილმების ყურებას მაშინ, როცა სხვა დანარჩენს ერთგვარი სიხარულითაც კი მიკრძალავდნენ?

როგორც ბევრი სხვა კითხვის, ამ კითხვების პასუხებიც არ ვიცი.

საბჭოთა ფილმების ყურება ძალიან ადრე შევწყვიტე – ალბათ მაშინ, როცა გადაცემა „ილუზიონი“ აღმოვაჩინე და წიგნების კითხვამ საბოლოოდ გამიტაცა. 13-14 წლისას, ჩემი საკითხავის გარდა, აღარაფერი მახსოვდა. ფრაგმენტულად დამახსოვრებული ძველი ფილმები – ცუდიც და კარგიც – ასევე დამრჩა – რაღაც ტრავმულ მოგონებებად, ერთგვარად საშიშ, გაუგებარ სურათებად.

ძველი ფილმების თავიდან ნახვის გასამართლებლად იმის თქმაც შეიძლება, რომ მათი დახმარებით ყველაზე უკეთ ხვდები, ორ ქვეყანაში რომ გიცხოვრია, ორი სინამდვილის ილუზორულ მტვერში.  ცნობილი ამბავია: შეუძლებელია, რომელიმე ადგილას თუნდაც მცირე ხნით ცხოვრებამ თავისი კვალი არ დატოვოს კაცსა თუ ქალზე, არ აქციოს იმად, ვინც ვერ გახდებოდა იმ ხედების თვალიერების, იმ ჰაერის სუნთქვის, იმ ნივთებზე ხელის შევლების, იმ ბილიკებზე ხეტიალის გარეშე. რუკიდან გამქრალ ქვეყანაში -საბჭოთა კავშირში გატარებული წლები იმ ადამიანების ცხოვრების ნაწილია, რომლებიც დღეს სხვა ადამიანებს ზრდიან. ნეტავ რამდენად შესაძლებელია იმის განსაზღვრა, საბჭოთა ეპოქაში შექმნილი წარმოდგენების, იქიდან გამოყოლილი შიშის რა ნაწილი გადაეცემათ გოგოებს და ბიჭებს – მშობლებისგან, მასწავლებლებისგან, უფროსი თაობისგან?

როგორ შეიძლება გამქრალად და არარსებულად ჩაითვალოს ის, რაც უამრავი ადამიანის წარმოსახვაში განაგრძობს სიცოცხლეს?

თავს ვერ დავდებ, რომ საბჭოთა ადამიანი არ ჩანს ჩემს გაცნობიერებულ თუ გაუცნობიერებელ არჩევანში, ყოველდღიურ ჟესტებში, მოძრაობებში.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...