პარასკევი, აპრილი 3, 2026
3 აპრილი, პარასკევი, 2026

ზოგადი სამუსიკო განათლება და მისი მნიშვნელობა

0

მიმდინარე ზოგადსაგან­მა­ნათლებლო რეფორმის ფარგლებში ერთ-ერთი ყველაზე ძირე­უ­ლი ცვლილება მუსიკის სწავლებას შეეხო. სწორედ ეს ცვლილება იყო იმ ვნებათაღელვის მიზეზი, რომელიც ამ საკითხის ირგვლივ წარმოიშვა. დღეს, რეფორმის დაწყებიდან ექვსი–შვიდი წლის შემდეგ, როდესაც ვნებები გარკვეულწილად დაცხრა, უკვე დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ დრომ აჩვენა ამ სიახლის წარმატება. მიუხედავად ამისა, ჯერ კიდევ იგრძნობა, რომ ეს პრინციპული ცვლილება, რომელიც ეყრდნობა პედაგოგიკაში ნეირობიოლოგიური კვლევების შედეგების გამოყენებას, ხშირად განათლების სფეროს წარმომადგენლების მხრიდანაც არაა სათანადოდ გაგებული და დაფასებული. სწორედ ამიტომ, ჩვენი სტატიის მიზანია, ფართო და, განსაკუთრებით კი, პედაგოგიური საზოგადოებისათვის კიდევ ერთხელ ვისაუბროთ ზოგადსაგანმანათლებლო სისტემაში მუსიკის საგნისადმი ახლებურ მიდგომაზე და, უფრო ზოგადად, მუსიკის როლზე თანამედროვე სასწავლო პარადიგმაში.

როგორც ცნობილია, კოგნიტური პროცესები დაკავშირებულია ადამიანის თავის ტვინის მარცხენა ჰემისფეროსთან, ხოლო ემოციური და მგრძნობელობითი კი – მარჯვენა ჰემისფეროსთან. თითოეულ ადამიანს, თავისი ბუნებრივი მონაცემების მიხედვით, ერთ – ერთი მათგანი მეტად აქვს განვითარებული, რაც მის ინტერესებსა და მიდრეკილებებში მჟღავნდება. ტრადიციული პედაგოგიკის ერთ – ერთ ნაკლად სამართლიანად ითვლება სწავლების გადაჭარბებული ინტელექტუალიზაცია, ადამიანის ბუნების მთლიანობის დარღვევა და სწავლების ორიენტაცია თავის ტვინის მარცხენა ჰემისფეროზე.

თანამედროვე სასწავლო პარადიგმა ეყრდნობა სასწავლო პროცესის ისეთი სახით აგებას, რომელიც ადამიანის ბუნების მთლიანობის აღდგენას ითვალისწინებს, ანუ არა მარტო მარცხენა ჰემისფეროს შესაბამისი (ლოგიკური, ანალიტიკური ) უნარების განვითარებას, არამედ ხატოვანი აზროვნების, ინტუიციის, შემოქმედებითობის, წარმოსახვის, ემოციების, მგრძნობელობის და სხვათა, რომლებიც თავის ტვინის მარჯვენა ჰემისფეროს გამოვლენას წარმოადგენს. ამ მიდგომის რეალიზაციას წარმოადგენს პედაგოგიკის დარგი, რომელსაც ნეიროპედაგოგიკას, ან ხშირად ტვინზე დაფუძნებულ სწავლებას (Brain Based Education) უწოდებენ და რომელიც სასწავლო პროცესში ნეირობიოლოგიის შედეგების გამოყენებას გულისხმობს. მისი არსი მდგომარეობს დიფერენცირებულ მიდგომაში მარჯვენა და მარცხენა ჰემისფეროს უპირატესი განვითარების მქონე მოსწავლეებისათვის მასალის მიწოდების დროს. არსებული სტატისტიკური მონაცემებით, 10-12% დაწყებითი კლასების მოსწავლეებს აქვთ მკაფიოდ გამოხატული ტვინის ასიმეტრია. ასაკთან ერთად ეს სხვაობა თანდათანობით მცირდება, მაგრამ თავდაპირველად იგი სერიოზულ პრობლემას უქმნის მცირეწლოვან მოსწავლეებს. სწორედ ამის შედეგადაა მიჩნეული ე. წ. “მარჯვენა ჰემისფეროიანი” მოსწავლეების ჩამორჩენილობა, სასკოლო ნევროზები.

Gვსურს ვისაუბროთ იმ უმნიშვნელოვანეს ფაქტზე, რომელიც, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ნაკლებადაა გაცნობიერებული საზოგადოების მიერ. ეს საკითხი მუსიკის კოგნიტურ ფუნქციას ეხება. თუ მუსიკის ემოციური ზემოქმედება (თავის ტვინის მარჯვენა ჰემისფერო), საზოგადოდ, ეჭვს არ იწვევს, აღსანიშნავია, რომ მუსიკის კოგნიტური (შემეცნებითი) ფუნქცია (თავის ტვინის მარცხენა ჰემისფერო!) მისი ემოციური ფუნქციის ფონზე ნაკლებადაა დაფასებული სერიოზულ პედაგოგიურ ლიტერატურაშიც კი. როგორც ჩანს, ეს შემთხვევითი არაა და რაც ამ საკითხის სიახლით შეიძლება აიხსნას. მართლაც, ადამიანზე მუსიკის ზემოქმედების საკითხში უდიდესი ძვრა მას შემდეგ მოხდა, რაც ბოლო ათწლეულებში შეიქმნა თავის ტვინის მუშაობის შესწავლის არაინვაზიური (დაზიანების გარეშე) in vivo (მოქმედებაში) მეთოდები. ფუნქციური მაგნიტურრეზონანსული ტომოგრაფია, პოზიტრონულემისიური ტომოგრაფია არა მარტო თავის ტვინის სხვადასხვა წილის ვიზუალიზაციის საშუალებას იძლევა, არამედ ამ უბნებში წარმოქმნილი იმ აქტივობებისაც, რაც სხვადასხვა სახის კოგნიტური ამოცანების გადაჭრისას წარმოიშობა. ნეიროვიზუალიზაციის მეთოდების დანერგვით ისტორიაში პირველად გახდა შესაძლებელი აზროვნების პროცესზე უშუალო დაკვირვება.

თავის ტვინზე მუსიკის ზემოქმედების მნიშვნელობიდან გამომდინარე, ბოლო ათწლეულებში ჩამოყალიბდა მეცნიერების ახალი დარგიმუსიკის ნეირობიოლოგია. გვინდა საზოგადოებას გავაცნოთ ამ დარგში მიღებული ზოგიერთი პრინციპული შედეგი:

ადამიანის თავის ტვინში არ არსებობს უშუალოდ მუსიკის გადამუშავებასთან დაკავშირებული რაიმე სპეციალიზებული ცენტრი. ამ პროცესში მონაწილეობს მთელი თავის ტვინი, მათ შორის, მისი ისეთი წილები, რომლებიც სხვა სახის შემეცნებითი აქტივობისთვისაა სპეციფიკური;

მუსიკის აღქმასა და ანალიზში ჩართულია თავის ტვინის ორივე ჰემისფერო, რის გამოც მუსიკა, ფაქტობრივად, ააქტიურებს მთელ ტვინს და, მაშასადამე, მისი ფუნქციონირების ოპტიმიზაციას ახდენს, რაც დადებითად აისახება თავის ტვინის ზოგად მდგომარეობაზე;

მუსიკოსებს ნაკლებად აქვთ გამოხატული ტვინის ჰემისფეროების ასიმეტრია. თავის ტვინის მუშაობის დროს ჰემისფეროები უფრო ადვილად ენაცვლებიან და გადასცემენ ერთმანეთს სხვადასხვა ფუნქციებს. ჰემისფეროები მათთან უფრო თანასწორუფლებიანია, ვიდრე არამუსიკოსებთან. სხვა ტიპის საქმიანობები არ იწვევს ასეთ კორელაციას თავის ტვინის ჰემისფეროებს შორის;

კავშირი მხედველობას, სმენასა და მოძრაობას შორის მუსიკოსებთან უფრო აქტიურია, ვიდრე არამუსიკოსებთან.

ნეირობიოლოგიური კვლევების ამ მონაცემთა საფუძველზე აიხსნება წლების განმავლობაში დაგროვილი მრავალრიცხოვანი ფაქტობრივი მასალა, რომელიც აფიქსირებს ძლიერ კორელაციას მუსიკის შესწავლასა და მოსწავლეთა ინტელექტუალურ განვითარებას შორის, მუსიკის გასაოცარ ეფექტურობას სასკოლო აკადემიურ მოსწრებაში. სასკოლო მუსიკალური განათლების თანმდევი ინტელექტუალური წარმატებების სია მოიცავს: კითხვითი, სამეტყველო, სივრცული და დროსთან დაკავშირებული ამოცანების გადაჭრისათვის საჭირო უნარების გაუმჯობესება, ვერბალური და მათემატიკური უნარების გაუმჯობესება, ყურადღების კონცენტრირების, მეხსიერების, მოტორული კოორდინაციის გაუმჯობესება.

ამრიგად, მუსიკა სკოლაში უკვე წარმოადგენს საუკეთესო ინსტრუმენტს იმ პრობლემების გადასაჭრელად, რასაც ნეიროპედაგოგიკა ისახავს მიზნად. სწორედ აქ უნდა ვეძებოთ იმ ფაქტის ახსნა, რომ მუსიკა ასე ფართოდ ისწავლება მრავალ ქვეყანაში.

კიდევ ერთხელ, დასკვნის სახით, მოკლედ ჩამოვაყალიბებთ განხილული მიდგომის არსს:

ნეიროვიზუალიზაციის თანამედროვე მეთოდებით ჩატარებული კვლევების შედეგები ადასტურებს, რომ მუსიკის აღქმასა და ანალიზში ჩართულია თავის ტვინის ორივე ჰემისფერო, რის გამოც მუსიკის შესწავლის პროცესი ააქტიურებს მთელ ტვინს და ამით მისი ფუნქციონირების ოპტიმიზაციას ახდენს, რაც დადებითად აისახება თავის ტვინის ზოგად მდგომარეობაზე. ამრიგად, ნეირობიოლოგიის თანამედროვე მიღწევების თანახმად, მუსიკის შესწავლა ადამიანის კოგნიტური და ემოციური სფეროების განვითარებისა და მათი ინტეგრაციის უნიკალურ საშუალებას იძლევა. აქედან კი შეიძლება დავასკვნათ, რომ მუსიკას უნიკალური როლის შესრულება შეუძლია თანამედროვე სასწავლო პარადიგმის ისეთი ერთერთი ძირითადი პრინციპის რეალიზაციაში, როგორიცაა განათლების ჰუმანიზაცია. ყოველივე ეს წარმოადგენს იმ ცვლილებების საფუძველს, რაც მუსიკის სწავლების თანამედროვე მიდგომაში იკვეთება.

არ გვინდა ვინმეს მოეჩვენოს, რომ მუსიკის სასწავლო გეგმაში დაკნინებულია მუსიკის სწავლების კულტურული კომპონენტი. პირიქით, გლობალიზაციისა და კომპიუტერული ქსელების განვითარების ეპოქაში ეს ფაქტორი სულ უფრო სერიოზულ სოციალურ და სახელმწიფოებრივი პოლიტიკის მნიშვნელობას იძენს და ახალგაზრდობის, ე. ი. მომავალი საზოგადოების კულტურის ჩამოყალიბების ერთერთი უმთავრესი საშუალება ხდება. ამ საკითხების განხილვას, ვფიქრობთ, მომავალში მივუბრუნდებით.

სასერტიფიკაციო გამოცდებისათვის მომზადება ფიზიკაში

0

გამოცდებმა ცხადად დაგვანახა, რომ სკოლაში ფიზიკის სწავლების დონე სასურველს ვერ უახლოვდება. მდგომარეობის გამოსასწორებლად საჭიროა ხანგრძლივი და მიზანმიმართული მუშაობა სხვადასხვა მიმართულებით; მხოლოდ მოკლევადიანი ტრენინგებით მიზანს ვერ მივაღწევთ. რაც მთავარია, მასწავლებლებმა საკუთარ თავზე ინტენსიურად და რეგულარულად უნდა იმუშაონ. მათ შესაბამისი კონსულტაციები და პრაქტიკული რჩევები დასჭირდებათ. არ იქნებოდა ურიგო ფიზიკაში ჩატარებული გამოცდის შედეგების საფუძველზე პრაქტიკული რჩევების შემუშავება და მასწავლებლებისთვის მიწოდება.

ვრცლად 

მასწავლებლის გზამკვლევი სახვით და გამოყენებით ხელოვნებაში

0

ეროვნული სასწავლო გეგმების ცენტრმა რვა საგანში შექმნა
გზამკვლევი მასწვლებლებისათვის
(I-VI კლასები),
2011-2016 წლების სასწავლო გეგმის მიხედვით. ამ სტატიაში მიმოვიხილავთ სახვითი და გამოყენებითი
ხელოვნების გზამკვლევს.
გზამკვლევი დაწყებითი კლასების სახვითი და გამოყენებითი
ხელოვნების მასწავლებლებისთვისაა განკუთვნილი და საგნობრივი პროგრამის დამხმარე რესურსს
წარმოადგენს. იგი არა მარტო ხელს უწყობს მასწავლებელს, უკეთ გაერკვეს პროგრამის მიზნებსა
და მოთხოვნებში და მიაღწიოს ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრულ შედეგებს, არამედ
აგრეთვე სთავაზობს მას სასარგებლო რჩევებს მეთოდიკის სფეროდან, აქტივობების ფართო სპექტრს,
პრაქტიკული საქმიანობისთვის აუცილებელ ცნობებს სხვადასხვა მხატვრული ტექნიკისა და პროცედურების,
მასალებისა და იარაღების შესახებ, ხელოვნების თეორიისა და ისტორიის შესახებ, სპეციალური
ლიტერატურისა და საიტების ჩამონათვალსა და ვიზუალურ მასალებს, რომელთა ნაწილიც DVD -ზეა განთავსებული და დართული აქვს გზამკვლევს.

 

ვრცლად 

მხატვრული ლიტერატურა სკოლაში (წერილი პირველი)

0

პედაგოგიურ საკითხებზე ფიქრიდა წერაპირველად სულ ცოტა ხნის წინ მომიწია. როგორც ჩანს,როდესაც პატარა გეზრდება, ძალაუნებურად იწყებიმაზე ზრუნვას და, გნებავთ, ოცნებასაც, რა განათლება შეიძლება მიიღოს მან მომავალში, როგორარჩევანს გააკეთებს, როგორი იქნება მისი დამოკიდებულება სწავლისადმი, რამდენად შეეგუება იგი სავალდებულო საგნებს, რამდენ დროსდახარჯავს კარგიწიგნების აღმოსაჩენად, წასაკითხად თუ სხვებისთვის გასაზიარებლადდღეს სწორედ ამ თემაზე მინდა ჩავფიქრდეთწიგნებსა და ბავშვებზე, უფროკონკრეტულად კიმხატვრულ ლიტერატურაზე სკოლაში, იმაზე, რა გავლენა აქვს ძველდა თანამედროვე ლიტერატურას განათლების სფეროზე.

აღზრდის საკითხებზე ფიქრში პირველ ნაბიჯებს ვდგამ, ამიტომ გადავწყვიტე, დასახმარებლად მეგობრებისთვის მიმემართა, რომლებმაც თავიანთი დაკვირვებებით შეიძლება უფრო ზუსტიმიმართულება მომცენ. ეს ადამიანები სხვადასხვა თაობის, განათლების, შეხედულებებისა და პროფესიისანი არიან. ზოგიმათგანი სოციალურ მეცნიერებას წარმოადგენს, სხვებილიტერატურათმცოდნეობას, ჟურნალისტიკას ან მწერლობას. ყველას ერთიდა იგივეკითხვები დავუსვი, მივიღე ძალიან საინტერესო პასუხები და მინდა,სწორედ ამ პასუხებიდან ამოკრებილი რამდენიმე მოსაზრებით დავიწყოთ თემაზე საუბარი.

პირველი კითხვა სკოლაში ლიტერატურის როლსშეეხებოდა. რატომუნდა ვასწავლოთ მხატვრული ლიტერატურა? ამ კითხვაზე ყველაზე მარტივი პასუხი ალბათის არის,რომ იგი ავითარებს შემოქმედებით აზროვნებას და ფანტაზიის უნარს,მაგრამ ეს აზრი ჩვენს საუბარში უფრო საინტერესოდაც გაიშალა. რა თქმა უნდა, ლიტერატურა ხვეწს მოზარდის ენას და მეტყველებას, ანუ აყალიბებს აზრებს და მათი გამოხატვის ხერხებს, ავითარებს ანალიტიკურ უნარებს. ლიტერატურა მოზარდს საშუალებას აძლევს, გასცდეს საკუთარ ვიწრო საზღვრებს და წარმოიდგინოს სხვა კონტექსტი, განიხილოს იგი ან საკუთარი თავიჩააყენოს ამ კონტექსტში. შესაბამისად, ლიტერატურა სოციალურ თანაგრძნობას იწვევს. მოზარდებს მხატვრული ლიტერატურის კითხვისას უჩნდებათ შესაძლებლობა, დაინახონ ერთირეალობის სხვადასხვა მხარე, გააკეთონ არჩევანი (თუნდაც მორალური).

თავადსკოლა რაღასწარმოადგენს? ეს არის სივრცე, სადაცმოსწავლეთა უმრავლესობა გარკვეულ სავალდებულო საქმიანობას ასრულებს, ანუ სწავლობს ბევრ ისეთრამეს, რაც შესაძლოა არ აინტერესებდეს, მაგრამ მისთვის საჭირო იყოს. თავისდროზე ტომასსტერნზ ელიოტმა ზუსტად განსაზღვრა განათლების არსი:
ვერავინ გახდება რეალურად განათლებული, თუ არ ეცდება იმის შესწავლასაც, რის მიმართაც მას ინტერესი არ ამოძრავებს, რადგან იმ საგნებით დაინტერესების უნარი,რომლისკენაც არა გვაქვს მიდრეკილება, განათლების ნაწილს წარმოადგენს“. შესაძლოა ეს განათლების ერთერთი უმთავრესი მხარეც იყოს,რომელსაც მე ტრადიციულს ვუწოდებდი, მაგრამ არსებობს განათლებისა და შემეცნებისადმი შედარებით ჰედონისტური, უფროლიბერალური და ცოცხალი დამოკიდებულებაც, სადაცმეტი ხალისი და ინტერესია და თავადმოსწავლის ინიციატივაც უფრო კარგად ჩანს. ვფიქრობ, მხატვრული ლიტერატურა ამგვარ თავისუფალ ინტერესებს ყველაზე კარგად და ეფექტურად ავითარებს, რადგან თანამედროვე სამყაროში ის ყოველთვის თავისუფლების სივრცეს წარმოადგენდა.

ჩემმაერთერთმარესპონდენტმა ამასთან დაკავშირებით ყურადღება გაამახვილა ლიტერატურაზე როგორც ალტერნატიული სივრცის უმთავრეს შემოქმედზე, და ეს როლი,მისი აზრით,განსაკუთრებულად აქტუალური სწორედ თანამედროვე საქართველოში გახდაქვეყანაში, სადაცსაზოგადოებრივ აზროვნებას სერიოზული პრობლემები აქვს. მხატვრული ლიტერატურა კი ამგვარი სააზროვნო კრიზისების დაძლევისა და წარსულისა თუ აწმყოს გადაფასება/გააზრების საშუალებას იძლევა.

კარგი ლიტერატურული ნაწარმოების კითხვისას ყოველთვის ჩნდება ლოგიკური განცდები, რომელთაგან ერთერთიყველაზე მნიშვნელოვანია პროტესტისა და რეალური სამყაროთი უკმაყოფილების გრძნობა. ასეთილიტერატურა ყოველთვის რაღაცის შეცვლის და არსებულის კრიტიკული შეფასებისაკენ უბიძგებს ადამიანს და ამ თავისუფალმა, ლაღმაკრიტიკამ, რომელსაც ჩვენპეპიგრძელწინდადანდაჰეკლბერი ფინიდანვიცნობთ, ბავშვები მომავლის ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებისთვის უნდაშეამზადო.

წიგნშიექვსი გასეირნება ლიტერატურულ ტყეებში უმბერტო ეკო წერდა,რომ ლიტერატურას იგივე ფუნქცია აქვს, რაც თამაშს ბავშვობაში. თამაშისას ბავშვები ცხოვრებას სწავლობენ, რადგან იმეორებენ, უფროსწორად, წარმოადგენენ, დგამენ სიტუაციებს, რომლებშიც ისინითავად აღმოჩნდებიან, როდესაც გაიზრდებიან. ხოლო ჩვენ,უფროსები, ლიტერატურის მეშვეობით ვხვეწთ გარკვეულ უნარებს (წარსულისა და აწმყოს გამოცდილების მოწესრიგება, .. ცხოვრებისეულ ქაოსში გარკვევა).


ისევიმ ალტერნატიულ სივრცეს დავუბრუნდები, ზემოთ რომ ვახსენე და ვიტყვი, რომ კარგირომანი ყოველთვის გადაადგილების საშუალებას უნდა იძლეოდეს. იგი შთაბეჭდილებას უნდა ქმნიდეს, რომ ცალკე,დამოუკიდებელ სამყაროს წარმოადგენს და არსებულ რეალობას არაფრად აგდებს, მას ის არაფერში სჭირდება, ანდა მხოლოდ იმისთვის სჭირდება, რომ შეცვალოს. თავად ამ რომანში, მის ავტონომიურ სამყაროში, ისედაც ყველაფერია, რაც საარსებოდ საჭირო და აუცილებელია. ასეთია ყველადიდი მწერლის მიერ შექმნილი სამყარო, სტივენსონისღირსებითა და სიმამაცით სავსეგანძის კუნძულიდანდაწყებული, უილიამ ფოლკნერის იოკნაპატოფას მკაცრი მხარით დამთავრებული.


გარდაამისა, არსებობს აქტუალური და არააქტუალური ლიტერატურა: ლიტერატურა, რომელიც ფუნქციონირებს, ცოცხლობს და მწერლობა, რომელიც მხოლოდ ლიტერატურულ კანონს მისდევს და სხვა განსაკუთრებული ღირებულებით არ გამოირჩევა. ასეთიკომფორტულინაწარმოები ძალიან ბევრი ვიცით:ზოგი მეტადიდეოლოგიზებულია, ზოგინაკლებად, ზოგიც დაცლილია ყველაფრისგან და მხოლოდ კეთილხმოვანებით თუ დაგვატკბობს. აქტუალური ლიტერატურა კი მეტ რეფლექსიას, მეტ თვითიდენტიფიკაციას, გამოსავლის ძიებას, პასუხისმგებლობას მოითხოვს.

მასწავლებლები ხშირად იწუნებენ და გვერდზე გადადებენ ხოლმეამ .. აქტუალურ ლიტერატურას, როგორც არასანდოს, საეჭვოს, საფრთხის მატარებელს. ხანდახან მათ წიგნის დაწუნება იმისგამო უწევთ,რომ იგი წერის მიღებულ სტილისტიკას არ შეესაბამება, უცხოა, არადა,მთავარი ის კი არაა, რამდენად ნაცნობი, ახლობელი და შინაურულია ესა თუ ის ტექსტი და, ბოლოს და ბოლოს,არც ის,რამდენი შეცდომაა დაშვებული წერისას; როგორც მარიო ვარგას ლიოსა ამბობს თავის ერთერთ წიგნში, მნიშვნელობა არა აქვს,სტილი გამართულია თუ არა,მთავარია, ეს სტილი ფუნქციონირებდეს. ის კი მხოლოდ მაშინფუნქციონირებს, როდესაც სიცოცხლის ილუზიას ქმნის, სიმართლეზე გველაპარაკება, დამაჯერებელიარამდენი გვინახავს სტილებრივად დახვეწილი, გაკრიალებული ნაწარმოები, რომელსაც ვერანაირი ზეგავლენა ვერ მოუხდენია მოზარდ მკითხველზე.

კლასგარეშე ლიტერატურის არჩევისას უფრო თამამები შეიძლება გავხდეთ. მხოლოდ ლიტერატურული ნორმების დაცვით შექმნილი, .. გადახვევებისა და დარღვევების გარეშე დაწერილი, ზედმეტად ზრდილობიანი ლიტერატურა, უბრალოდ, უინტერესო იქნება ახალგაზრდა მკითხველისთვის. მას სიახლე სჭირდება, სიახლე კი, პირველ რიგში, თანამედროვე ლიტერატურაა. ბავშვები უნდა დავარწმუნოთ, მათ იმისრწმენა თუ მოლოდინი უნდა ჩავუნერგოთ, რომ დიდილიტერატურა დღესაც იქმნება. ბავშვებს არ უნდაშეექმნათ შთაბეჭდილება, რომ ყველაფერი საუკეთესო წარსულში დარჩა. თანაც,უბრალოდ, უხერხულია, უფრო მეტიც,სირცხვილია, როდესაც თანამედროვე ადამიანი, თანამედროვე მოზარდი თანამედროვე ლიტერატურას არ იცნობს და არ კითხულობს.

სამწუხაროა, რომ საქართველოში ლიტერატურა უფრომეტად რაღაცდამყაყებულთან, მოძველებულთან, მკერდს მიდებულ ქნართან და ა.შ. ასოცირდება, ვიდრე თანამედროვეობასთან. იქნებ ამიტომაა, რომ ბევრითაკილობს ლიტერატურის კითხვას და გაზიარებას? იქნებცოტა სხვაგვარად უნდა მივაწოდოთ მხატვრული ლიტერატურა? ტექსტებიც ხომ არ გადაგვეხალისებინა? დარწმუნებული ვარ, უახლეს ტექსტებში ამოკითხული ერთიორი გაბედული ფრაზა, მწარესიმართლე ან კარგი ხუმრობა უფრომეტ საქმეს გააკეთებს, ვიდრე ოთარაანთ ქვრივისგარჩევები.

რა ვუყოთ წარსულის ლიტერატურას? მას კიდევუფრო მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტა შეუძლია: პირველ რიგში, ის ბავშვს ისტორიულ განზომილებაში ჩააყენებს და მისცემს საშუალებას, გაითავისოს ისეთი დეტალები, რომლებსაც დღესვეღარ ნახავს; ბავშვი იმ ტრადიციებს ეზიარება, რომლებიც ქრება ან უკიდურესად დამახინჯდა. ძველილიტერატურა საოცარ სიღრმეს და სიბრძნეს ინახავს. მე, თავად, კლასიკურ ფილოლოგიას ვსწავლობდი და კარგად ვიცი ძველი,მაგრამ უბერებელი ტექსტების ყადრი,რომელთა ყოველი სიტყვაც ლამისოქროსგანაა ჩამოსხმული. ამ ტექსტებს ენის წარსულში გადაყავხარ, ისინიგასწავლიან, თუ როგორ უნდა გაერკვე სემანტიკურ ქაოსში და აღმოაჩინო ის ერთადერთი სწორი მნიშვნელობა, რომელიც ამა თუ იმ სიტყვის მიღმა დგასმნიშვნელობა, რომელიც კონკრეტულ ეპოქას გვიხასიათებს, ან კონკრეტულ ავტორს გვაცნობს. მოზარდებს, როგორც წესი,ზოგადი განცდები აქვთ და დაკონკრეტება უჭირთხოლმე, ხოლოლიტერატურა იმასახერხებს, რომ წვრილმანებისკენ მიაპყრობს მათ ყურადღებას, ზუსტია და, შესაბამისად, ნამდვილ პოეტურ განცდებს აღძრავს და არა ყალბს, რაც ძირითადადპოეტურობის ნიშნებითჟონგლიორობით ვლინდება ხოლმე და რისი მაგალითებიც საკმარისად გვაქვს საქართველოში.

ჩემს დროს ბევრი მასწავლებელი ძალიან ამახინჯებდა ბავშვების ენას ერთ თარგზე მოჭრილითემებისწერით, სადაცადვილად ამოიცნობდით კონსტანტინე გამსახურდიას და სხვაძველი თუ ახალი ყაიდის ნაციონალისტურ დისკურსს. ყოველწელს ერთსადა იმავეზე წერდნენ: პატრიოტულ თემატიკაზე ნიკოლოზ ბარათაშვილთან, სიყვარულსა და მეგობრობაზე ვეფხისტყაოსანში,გიორგის და არჩილის შედარებით დახასიათება და სხვ.მაშინ ლიტერატურას უბრალოდევალებოდაისეთიადამიანის აღზრდა, რომელიც სისტემისთვის მისაღები სოციალური უნარებით იქნებოდა აღჭურვილი. ეს კი, ნაწილობრივ, მხატვრული ენის მეშვეობითაც ხდებოდა. სწორედ ამის გამოა,რომ დღესლიტერატურა ხშირ შემთხვევაში კულტურული აუტიზმის კლასიკურ მაგალითს წარმოადგენს.

საქართველოში ლიტერატურა საკმაოდ ხშირად ჩაკეტილ სივრცესთან, დაავადებასთან უფრო ასოცირდება, ვიდრე სამყაროს ან ტექსტის ცოცხალ აღქმასთან. ლიტერატურა გარკვეულ წრეებში კულტურული აუტიზმის ერთგვარ ფორმად იქცა:ფსიქოლოგიური და სოციალური კარჩაკეტილობა, ერთი და იგივე აუდიტორია, ლიტერატურული კლანები, ზედმეტად მაღალი თვითშეფასება. ეს პრობლემა დღეს ქართველი მწერლების ყველათაობაშია. ძალიან ბევრი წერსკლიშეებით, უმიზნოდ, უშედეგოდ, რეფლექსიის გარეშე. ტრადიცია მხოლოდ ხმაურის სახით არსებობს მათში, თანამედროვეობა კი საერთოდ ვერ აღწევს ამ ჯურღმულებამდე. რა თქმაუნდა, მომავლის მწერლებსაც ვერ ვუწოდებთ მათ, რადგან არაფერი ახალიმათ ნაწერში არ არის.

ერთიმხრივ, ასეთილიტერატურა ძალიან ჰერმეტულია და ხშირად ბოდვას უახლოვდება, მეორე მხრივკი იგი ზედმეტად ცხად თემებს ამღერებს, რაც ასევე ბოდვად აღიქმება. კარგი ლიტერატურა ორივე ამ ცდუნებისგან იცავსმოზარდს. იგი აყალიბებს ღია,ურთიერთობისთვის გახსნილ, მახვილგონიერ ადამიანს, რომელიც კარგად ორიენტირდება გუგლისა და ბლოგების ეპოქაში.

ცალკე საკითხია, კონკრეტულად რას უნდაკითხულობდნენ მოზარდები სკოლის დამამთავრებელ კლასებში. ამაზემომავალ წერილში ვისაუბრებთ, სადაც შევეცდები, რეკომენდაციები თემატურად ჩამოვწერო. აქ კი უბრალოდ ვიტყვი, რომ,პირველ რიგში ,აუცილებელია ქართული და უცხოური ლიტერატურის, ისევე,როგორც ძველიდა თანამედროვე ტექსტების ზუსტიშეხამება. და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი,  რომელიც აფხაზურ და ოსურ ლიტერატურას შეეხება: არიან ადამიანები, რომლებიცმიიჩნევენ, რომ ზოგიერთი ნაწარმოები აუცილებლად უნდა იყოსპროგრამაში. ჩემიაზრით, ეს საინტერესო სიახლე იქნება. გარდაამისა, ვფიქრობ, ბოლო წლების მანძილზე მომხდარი ეთნიკური კონფლიქტების თემაზე შექმნილ არაერთ ნაწარმოებს უნდა გაეწიოს რეკომენდაცია. მომდევნო სტატიაში ამ საკითხზეც ვისაუბრებთ.

ექსპერიმენტი როგორც მედიატორი

0
რას ვსწავლობთ ყველაზე ადვილად? რას ვიმახსოვრებთ ყველაზე უკეთ? ასეთი ფაქტები და მოვლენები, მათ შორის – ერთმანეთისგან თვისობრივად განსხვავებულებიც, შეიძლება უამრავი გავიხსენოთ, თუმცა მათი ერთ “ქუდქვეშ” მოქცევა მაინც შეიძლება: ყველაზე უკეთ გვახსოვს ის, რაც საკუთარი თვალით გვინახავს, რასაც ხელით შევხებივართ ან რის შექმნაშიც თავად მიგვიღია მონაწილეობა. ეს ჭეშმარიტება იმდენად ორგანულია ჩვენთვის, რომ ოდესღაც მას ანდაზის სახეც კი მივეცით: “ასჯერ გაგონილს ერთხელ ნანახი სჯობიაო”.
ასეთი ხელშესახები “თვალსაჩინოებების” შექმნა ყველა სასწავლო საგანში, ცხადია, ერთნაირად იოლი არ არის. ამ მხრივ შედარებით მწირი ჰუმანიტარული და საზოგადოებრივი პროფილის საგნებია. მიუხედავად ამისა, სწავლებაში თვალსაჩინოების როლი მაინც დიდია.
როგორ ისწავლება დღეს უცხო ენა სწრაფად და ეფექტურად? თითქმის თამაშის დონემდე დაყვანილი გაკვეთილით. რაშია ამ “თამაშის” ჯადოსნური ძალა? ცხადია, მის პრაქტიკულობაში. ამ “თამაშისთვის” საჭიროა ურთიერთობა. ურთიერთობა მოითხოვს სიტყვების მარაგს, სიტყვების მარაგი კი იმ წესების ცოდნას, რომლებიც სიტყვებს ფრაზებად დაალაგებს და ერთი “მოთამაშის” სათქმელს მეორემდე მიიტანს. ყველაფერი გენიალური ხომ ხშირად უმარტივესამდე დადის.
თუ ჰუმანიტარული და საზოგადოებრივი პროფილის საგნები მწირი ნიადაგია თვალსაჩინოებისთვის, საბუნებისმეტყველო დისციპლინები ამ მხრივ განებივრებულია. სასიხარულოა, რომ მოზარდებში საბუნებისმეტყველო საგნების მიმართ ინტერესი დღითიდღე იზრდება, მათ გამოსაცოცხლებლად კი არაერთი მატერიალური თუ ადამიანური რესურსია მობილიზებული.
საბუნებისმეტყველო დისციპლინების, მათ შორის – ქიმიის, სწავლების ხარისხის გასაუმჯობესებლად სკოლები აღიჭურვა ქიმიური ლაბორატორიისთვის საჭირო ინვენტარით. სერტიფიცირებული ქიმიის მასწავლებლები, რომლებიც ჩააბარებენ გამოცდას ექსპერიმენტულ ნაწილში, მიიღებენ დამატებით შემოსავალს, ხოლო მასწავლებელთა პროფესიული განვითარების მიზნით უწყვეტად მიმდინარეობს ტრენინგები მასწავლებლის სახლსა თუ რეგიონებში. რეგულარული ხასიათი მიიღო ნორჩ გამომგონებელთა კონკურსებმა და სხვა მრავალი…
ახლა ჯერი უკვე მასწავლებელზეა. ადმინისტრაციული კუთხით გასაკეთებელი თითქმის უკვე გაკეთებულია. ქიმია სხვადასხვა სფეროში პრაქტიკული გამოყენების თვალსაზრისით უნდა ვასწავლოთ.
ქიმიკოსებმა ძალიან კარგად ვიცით ექსპერიმენტის როლი. თუ გვინდა, ვინმეს ქიმია შევაჯავროთ, უნდა ვაიძულოთ (ნებით თუ უნებლიეთ შევუქმნათ ამის პირობები), ქიმია ერთ დღეში ისწავლოს, მხოლოდ საგამოცდოდ.
ქიმია საბუნებისმეტყველო დისციპლინაა და ყოველი მომდევნო საკითხი წინამორბედზეა დაშენებული, ამიტომ იგი პერმანენტულ სწავლას მოითხოვს. მოსწავლე, როგორც სპორტსმენი, მთელი სემესტრის განმავლობაში “აქტიურ ფორმაში” უნდა იყოს და ფეხი აუწყოს საგაკვეთილო პროგრამას. ასეთი ტონუსის შენარჩუნება ნამდვილად ძნელია. ასეთ ვითარებაში ქიმიური ექსპერიმენტი მოზარდის დაინტერესების ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალებაა.
ქიმიური ექსპერიმენტი ერთგვარი „სატყუარა” იქნება, რომელიც მოსწავლის ყურადღებას მიიპყრობს და აიძულებს, ქიმიას ინტერესის თვალით შეხედოს; ასევე ის იქნება მედიატორი პედაგოგის სიტყვებს, დაფასა და რეალურ ცხოვრებას შორის. ქიმიის ექსპერიმენტულ სამუშაოებს შეუძლია იტვირთოს ამგვარი შუამავლობა, თუ ისინი, გარდა ვიზუალური ეფექტებისა, გათვლილი იქნება პრაქტიკულ ამოცანებზეც. ცხადია, ასეთი ექსპერიმენტის დაგეგმვა მოითხოვს დროს და დამატებით ძალისხმევას, მაგრამ იგი უდავოდ გამოიღებს დადებით შედეგს.
როგორ დავგეგმოთ ამგვარი ექსპერიმენტები? ვიფიქროთ ერთად და ვისაუბროთ აქ, ინტერნეტგაზეთ „მასწავლებლის” კათედრაზე.

როგორ ვიპოვოთ კანონზომიერება?

0
განმავითარებელი სავარჯიშოები
უმცროსი სასკოლო ასაკის ბავშვებისათვის
img_news_line (2)

მე ვასწავლი და ვსწავლობ

0

მასწავლებელი და მოსწავლე პირობითი ცნებებია, რადგანაც მასწავლებელიც მთელი ცხოვრება სწავლობს, მათ შორის ბევრ რამეს – საკუთარი მოსწავლეებისგანაც.

,,მე თქვენ გამო უამრავ რამეს ვსწავლობ”, – მადლიერებით მითქვამს ჩემი მოსწავლეებისათვის და ეს გულწრფელი სიტყვებია. რომ არა ისინი, შესაძლოა, საკუთარი ინტერესების გამო არ მომეძებნა ახალი ინფორმაციები და ლიტერატურა, არ გამეხსენებინა ძველი, წლების წინ ნასწავლი და დავიწყებული, არ გადამეშალა ისტორიისა და ფსიქოლოგიის სახელმძღვანელოები და ა.შ.; ბოლოს და ბოლოს, არ დამეწერა სასკოლო სახელმძღვანელო.

ბევრ რამეს უშუალოდ მათგანაც ვსწავლობ: გაკვეთილი ხომ შემოქმედებითი პროცესია, როცა მასწავლებლის თავში ყველაზე საინტერესო აზრები იბადება. ამ აზრების თანაშემოქმედნი მოსწავლეები არიან. ისინი გვაიძულებენ, ნაცნობ, გათავისებულ, ზოგჯერ აქსიომად ქცეულ მოსაზრებას ახალი თვალით შევხედოთ, სხვა მიზეზ-შედეგობრივი კავშირები ვეძებოთ, მათთან ერთად ახლებური დასკვნები გავაკეთოთ.

რამდენიმე დღის წინ გურამიშვილს ვკითხულობდით:

,,მაშინ იხარებს მწიდნავი, ოდეს მოისთვლის მტევნებსა,

ეგრეთ მოსწავლე სწავლასა რა სრულყოფს, განისვენებსა.”

მე სიტყვა ,,მწიდნავის” მნიშვნელობას ვუხსნი, მათ ის უფრო აინტერესებთ, კონკრეტულად როდის სრულყოფს მოსწავლე სწავლას და როდის მოისვენებს. მე არ მაქვს ამ კითხვაზე პასუხი, რადგან ვიცი, ეს არ იქნება არც სკოლის დასრულების შემდეგ, არც – უმაღლესი სასწავლებლის, არც – დოქტორანტურის. იქნებ უმჯობესია, ვუთხრა ძველი და მართალი აზრი, რომ სწავლა სიბერემდეა.

ერთადერთი, რითიც შემიძლია ვანუგეშო, ისაა, რომ სწავლის პროცესი დასაწყისშია მწარე და შემდეგ ნელ-ნელა – მათთვის, ვინც გემოს გაუგებს – ,,გატკბილდების” (ოღონდ ვაზუსტებ, რომ ,,გატკბილებაც” სწავლის პროცესს უკავშირდება და არა – შედეგს).

ვერ ვიტყვი, რომ ამ ახსნა-განმარტებით დიდად არიან აღფრთოვანებულები (ზოგი პროტესტსაც კი გამოთქვამს); არადა, რა მშვენივრად გაიგეს ოთხი სტროფის წინ წაკითხული ტაეპი: ,,ნუ გენაღვლების სწავლაზე ყრმის წკეპლის ცემით კივილი. . .” არც კითხვა დაუსვამს ვინმეს, არც უკმაყოფილება გამოუხატავს.

სასკოლო ცხოვრება თავისი გზით მიდის – თავისი წარმატებებითა და დაბრკოლებებით. ყველაზე სერიოზული და თვალსაჩინო მიღწევა, რომელიც თანამედროვე სკოლაშია ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლების თვალსაზრისით, ისაა, რომ მოსწავლე დადგა ლიტერატურული ტექსტის შესწავლის აუცილებლობის წინაშე და მას აღარ უწევს ტექსტის შესახებ საყოველთაოდ დაკანონებული მოსაზრებების დაზეპირება. მოსწავლე იძულებული გახდა, მიეჩვიოს თხზულების დაწერას, რადგან აღარაფერში გამოადგება ის თემების რვეული, რომელიც მემკვიდრეობით გადაეცემოდა მშობლებიდან შვილებს, შვილებიდან – შვილიშვილებს. სკოლებში ნელ-ნელა ქრება ,,შპარგალკის” ცნება. მოსწავლემ გაიგო, რომ ქართული ენა მხოლოდ გრამატიკა არაა და რომ არსებობს ლექსიკისა და სტილისტიკის საკითხები. მოსწავლე მიხვდა, რომ ცოდნის გარეშე ეროვნული გამოცდების ჩაბარება შეუძლებელია. . .

მასწავლებელიც დარწმუნდა, რომ მის წინაშე ახალი მოთხოვნებია. მასაც ბევრი რამის შესწავლა სჭირდება, რათა მუდმივად ,,ფორმაში იყოს”.

პირველ რიგში, საჭიროა ეროვნული სასწავლო გეგმის საგნობრივი პროგრამის გაცნობა. მასწავლებელმა ზუსტად უნდა იცოდეს ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლების მიზანი, ამოცანები, მიმართულებები, იმისათვის, რომ ქაოსურად და ფრაგმენტულად არ წარიმართოს სწავლების პროცესი. მას ზუსტი ორიენტირები უნდა ჰქონდეს და საკუთარი სურვილებისა და ინტერესების მიხედვით არ უნდა მოქმედებდეს.

არის შემთხვევები, როდესაც ზოგიერთი მასწავლებელი უგულებელყოფს ენის სწავლებას, ზოგიერთი საერთოდ არ აწერინებს მოსწავლეებს თხზულებებს, ზოგიერთი კი მხოლოდ თავისი საყვარელი მწერლის შემოქმედებას ასწავლის. ამ ტიპის სწავლება მოსწავლეთა უნარ-ჩვევებს თანაბრად ვერ ავითარებს. მოსწავლეთა თხზულებების გასწორებისას ეროვნულ გამოცდებზე მკაფიოდ იკვეთება სწავლების პროცესის ნაკლოვანი მხარეები. ზოგჯერ გვხვდება საკმაოდ საინტერესო, ორიგინალურად დაწერილი თხზულება, რომელიც ენობრივად იმდენად ,,ხორკლიანია”, რომ ხვდები, ამ თვითნაბად აზრებს არასოდეს მიჰკარებია ენობრივი შალაშინი და მისი ავტორი არც საინტერესო მოსაზრებების არგუმენტირების უნარ-ჩვევას ფლობს. ეს უკვე სწავლების ნაკლია, რომელიც მეტწილად პედაგოგთა კვალიფიკაციის პრობლემას უკავშირდება.

მეორე, რასაც მასწავლებელი ყოველდღიურად უნდა ხვეწდეს, საგნის ცოდნაა. დამეთანხმებიან ყველაზე გამოცდილი პედაგოგები, რომელთაც არაერთხელ წაუკითხავთ კლასიკური ტექსტები, რომ ყოველი ახალი წაკითხვისას ახალი ნიუანსები, ახალი ქვეტექსტები, კონკრეტული დროისა და ეპოქის შესატყვისი ახალი ქვედინებები დაუნახავთ მათში. კლასიკური ტექსტების თანამედროვე წახნაგებით წარმოჩენა არის ის უმთავრესი გზა, რომლითაც ისინი გაკვეთილზე შეაქვს პედაგოგს, რათა მოსწავლეს მისთვის საინტერესო და ახლობელი პრობლემებიდან სხვა, ზოგჯერ უფრო ღირებული და მნიშვნელოვანი ფასეულობები დაანახოს, აგრძნობინოს, რომ ეს ,,ძველი” ტექსტები მარადიულად ,,ახალია”. ასეთი სწავლება ხელს შეუწყობს მოზარდს საკუთარი თავისა და გარემომცველი სამყაროს უკეთ შეცნობაში. როგორც გურამიშვილი ამბობს:

,,ყმაწვილი უნდა სწავლობდეს საცნობლად თავისადაო,

ვინ არის, სიდამ მოსულა, სად არის, წავა სადაო. . .”

პედაგოგთა სასერტიფიკაციო გამოცდების შედეგებმა აჩვენა, რომ არანაკლებ მნიშვნელოვანია მასწავლებლების ლინგვისტური ცოდნის სრულყოფის საკითხი. იმედია, ამ ნაწერების ანალიზი კეთდება და გამოჩნდება ის რეალობა, რომელიც დღეს სკოლებშია და პედაგოგთა კვალიფიკაციის სტრატეგიაც შესაბამისად განისაზღვრება.

პედაგოგთა ერთ ნაწილს აღიზიანებს ახალი ავტორებისა და ახალი ნაწარმოებების შეტანა სახელმძღვანელოებში, რადგან მათი შესწავლა, გააზრება, პრობლემათა წარმოჩენა და მოსწავლეებამდე მიტანა გარკვეულ ძალისხმევას მოითხოვს. ძველი, შეჩვეული სახელმძღვანელოების ნოსტალგია ამითაც არის განპირობებული. სასურველია, პედაგოგებს დავეხმაროთ სიახლეთა დაუფლებაში. სახელმძღვანელოთა ავტორები მათ, ძირითადად, მხოლოდ ახალი წიგნების პრეზენტაციისას ხვდებიან. უნდა გავმართოთ მასწავლებელთა კონფერენციები, სადაც კოლეგებს ერთმანეთის მოსმენის, სასკოლო სახელმძღვანელოებში შესული ახალი ტექსტების სწავლების გამოცდილების გაცნობის საშუალება ექნებათ. პედაგოგები უნდა ხვდებოდნენ ლიტერატურათმცოდნეებს, ენათმეცნიერებს, უნდა ეცნობოდნენ უახლეს კრიტიკულ ლიტერატურასა და ენათმეცნიერულ გამოკვლევებს, სპეციალისტებისაგან რჩევა-დარიგებებს უნდა იღებდნენ.

ახალი მეცნიერული გამოკვლევების გაცნობა პედაგოგთა პროფესიული დაოსტატების აუცილებელი პირობაა. ყველაზე ცნობილ და სახელმოხვეჭილ ლიტერატურათმცოდნეთა ნაშრომებიც კი (რომლებიც, გარკვეულწილად, საბჭოთა პერიოდის იდეოლოგიითაა დაღდასმული) სრულფასოვნად ვერ პასუხობს თანამედროვე ცხოვრების მოთხოვნებს. სიახლეებს ჩამორჩენილი პედაგოგი კი ვეღარ ახერხებს, გააცნობიერებინოს მოზარდს ეროვნული კულტურის ღირებულება, აჩვენოს მისი კავშირი ზოგადსაკაცობრიო ფასეულობებთან, ჩამოუყალიბოს ტექსტის შემოქმედებითად აღქმის უნარი.

რა თქმა უნდა, ყურსაც და გულსაც ცუდად ხვდება ტერმინი ,,ჩამორჩენილი პედაგოგი”, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს ჩვენი რეალობაა, ამას ობიექტური და სუბიექტური მიზეზები აქვს. ამ მიზეზებს კვლევა და შეფასება სჭირდება.

თუ პედაგოგი კარგად არ ფლობს იმ მასალას, რომელიც უნდა ასწავლოს, ამაოა საუბარი იმაზე, თუ როგორ უნდა ასწავლოს. როგორ ასწავლო – ეს არის ერთ – ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი თანამედროვე სკოლაში.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ საკმაო ძალისხმევა მოახმარა იმას, რომ პედაგოგები სწავლების ახალ მეთოდებს დაუფლებოდნენ. იმედია, შედეგები არის და ამ ტრენინგებმა მაინც შეძლო იმ ხარვეზების ამოვსება, რომლებიც უმაღლეს სასწავლებლებშია მომავალი პედაგოგების სწავლების თვალსაზრისით.

ყოველთვის, როცა ახალბედა პედაგოგებთან მიწევს ურთიერთობა, ვხედავ, რომ ყველაზე მეტად მათ აშინებთ ის, შეძლებენ თუ არა გაკვეთილის ჩატარებას – მის დაგეგმვასა და წარმართვას.

მე დავესწარი რამდენიმე საჩვენებელ გაკვეთილს, რომელიც უახლესი მეთოდებით ჩაატარეს პედაგოგებმა და დავინახე ერთი საშიშროება, რომელიც ამ პროცესს ახლავს. მეთოდი არ შეიძლება იქცეს მიზნად, ის მხოლოდ საშუალებაა და ხელს უწყობს პედაგოგს, უფრო გასაგებად და სიღრმისეულად გააცნოს საკითხი მოსწავლეებს. თუ პედაგოგი მეთოდთა ტყვეობაში აღმოჩნდება, ეს სწავლების პროცესს დააზარალებს.

ერთსა და იმავე მასალასაც კი გამოცდილი პედაგოგი ყოველთვის ერთი და იმავე მეთოდით არ გადასცემს მოსწავლეებს, რადგან მეთოდის შერჩევა უამრავ ფაქტორთანაა დაკავშირებული – კლასში მოსწავლეების მომზადების დონესთან, მათ რაოდენობასთან, მოტივაციასთან, განწყობასთან და ა.შ. პედაგოგს მეთოდთა მრავალფეროვანი არსენალიდან ზუსტად იმის გამოყენება უნდა შეეძლოს, რომელიც კონკრეტულ გაკვეთილზე, კონკრეტულ სიტუაციაში სჭირდება. ტრადიციული და ინოვაციური მეთოდების ადეკვატური გამოყენება ის უმთავრესი პირობაა, რომელიც გაკვეთილს შემოქმედებით პროცესად აქცევს და არა დაშტამპულ, კალკირებულ ასლად. პროფესიონალი პედაგოგი ორ, ზუსტად ერთნაირ გაკვეთილს ვერასოდეს ჩაატარებს ისევე, როგორც ერთ მდინარეში ორჯერ ვერავინ შევა.

კიდევ ერთი საკითხი, რომელსაც პედაგოგი მუდმივად უნდა სწავლობდეს (თუ აკვირდებოდეს), მოსწავლეებთან ურთიერთობაა. სწავლება ურთულესი პედაგოგიკური პროცესია, რომელშიც ურთიერთობის ხელოვნება არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე საგნის ღრმა ცოდნა და ეფექტური მეთოდიკური არსენალი. ურთიერთობის ბეწვის ხიდი, რომელზეც ყოველ გაკვეთილზე გადის მასწავლებელი, განსაკუთრებულ ალღოსა და ტაქტს მოითხოვს.

სამართლიანობა, ნდობა, პატივისცემა, გულისხმიერება – ეს იყო გრძელი სიის სათავეში დაწერილი სურვილები (თუ მოთხოვნები), რომლებიც 3 წლის წინ ჩამოგვიწერეს დაფაზე დღევანდელმა მეთერთმეტეკლასელებმა, როცა ერთ-ერთ პედაგოგთან დაპირისპირება მოუხდათ. ცოდნა და ინტელექტი სიის ბოლოში იყო. ისინი ასე ალაგებდნენ პრიორიტეტებს სწავლების პროცესში. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რა უნდათ მათ, რათა თანამშრომლობის შედეგი ეფექტური იყოს.

გონივრული დათმობა და მოსწავლეთა ინტერესების გათვალისწინება მათ იმის სურვილს უჩენს, რომ თავისუფლად იაზროვნონ, გამოთქვან საკუთარი შეხედულებები, ისწავლონ სხვისი მოსაზრებების მოსმენა და განსხვავებული შეხედულებების მქონე ადამიანებთან თანაარსებობა. ამ ურთიერთობის დირიჟორი მასწავლებელია.

კიდევ ერთი საკითხი, რომელსაც ყოველწლიურად ,,სწავლობს” პედაგოგი, ახალი სახელმძღვანელოებია. მათი გაცნობისა და შერჩევის პროცესი საკმაოდ რთულია. ბაზარზე არსებული უამრავი სახელმძღვანელოს შესწავლა თითქმის შეუძლებელია, მასწავლებელს კი ხელი არ მიუწვდება ყველა სახელმძღვანელოზე, რომ მათი შედარება-შეპირისპირება ან სტანდარტებსა და პროგრამებთან შესაბამისობის თვალსაზრისით გაანალიზება შესძლოს. მოსწავლეები ერთი და იმავე კლასის ალტერნატიული სახელმძღვანელოებით განსხვავებულ ცოდნას იღებენ.

სახელმძღვანელოთა ნაწილი, ,,სტანდარტთან შესაბამისობის” თვალსაზრისით, მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს. ზოგჯერ ავტორები არ ითვალისწინებენ მოსწავლეთა წინარე ცოდნას; ზოგჯერ სავარჯიშოები და კითხვები მეთოდიკური თვალსაზრისით გაუმართავია; ზოგ შემთხვევაში კი არ არის გათვალისწინებული სწავლების თანამედროვე მეთოდები: მოსწავლეთა ინიციატივა, ახალი მასალის ახსნის პროცესში მისი ჩართვა, შეფასებისა და თვითშეფასების კომპონენტები.

დრომ ბევრი სტერეოტიპი შეცვალა, თუნდაც – მასწავლებლისა. ჩემს ცნობიერებაში იგი ქალბატონ ჟენია გელოვანთანაა დაკავშირებული – მაღალი, ელეგანტური, ჭაღარა, მუდამ თეთრი მაქმანის საყელოთი. ჩემი მეგობრის შვილიშვილი, ბექა მეორე კლასშია. რამდენიმე დღის წინ ნახატი მაჩვენა. თავისი მასწავლებელი დაუხატავს – ისიც მაღალი იყო, ვიწრო შარვლითა და გაშლილი თმებით; ხელში, რატომღაც, დიდი თეთრი ბუშტი ეჭირა.

დარწმუნებული ვარ, გარეგნული სხვაობის მიუხედავად, ჩემი და ბექას მასწავლებლები მაინც ძალიან ჰგვანან ერთმანეთს. ორივეს უყვარს თავისი საგანი, თავისი მოსწავლეები, თავისი პროფესია. ისინი ყოველდღე სწავლობენ, რათა ასწავლონ, რადგან იციან, რომ დიდსა და მნიშვნელოვან საქმეს აკეთებენ.

ჩარლი ჩაპლინი – რაც საკუთარი თავი შევიყვარე

0

რაც საკუთარი თავი შევიყვარე, მივხვდი, რომ დარდი და ნაღველი – მხოლოდ გამაფრთხილებელი სიგნალებია, რომლებიც მამცნობენ, რომ ჩემი ჭეშმარიტი ბუნების წინააღმდეგ ვცხოვრობ. დღეს ვიცი, რომ ამას „სინამდვილე” ჰქვია.

რაც საკუთარი თავი შევიყვარე, მივხვდი, რა ძლიერ შეიძლება ატკინო გული ადამიანს, თუკი მას მისივე სურვილების ასრულებას დააძალებ, როცა მათი განხორციელების დრო ჯერ არ დამდგარა და ადამიანი ამისთვის ჯერ მზად არ არის და რომ ეს ადამიანი – თავად მე ვარ. დღეს „აღიარებას” ვარქმევ ამას.

რაც საკუთარი თავი შევიყვარე, თავი დავანებე სხვა ცხოვრებისკენ სწრაფვას და მოულოდნელად აღმოვაჩინე, რომ ყველაფერი, რაც ჩემს გარშემოა, მუდმივად ზრდისა და სრულყოფისკენ მიბიძგებს. დღეს „მოწიფულობა” დავარქვი ამას.

რაც საკუთარი თავი შევიყვარე, მივხვდი, რომ მიუხედავად გარემოებებისა, ვიმყოფები სწორ ადგილას, სწორ დროს და ყველაფერი საჭირო მომენტში ხდება, ამიტომ შემიძლია მშვიდად ვიყო. ახლა ამას „თვითდაჯერებულობას” ვარქმევ სახელად.

რაც საკუთარი თავი შევიყვარე, აღარ ვიპარავ ჩემს დროს და სამომავლოდ გრანდიოზულ გეგმებს აღარ ვსახავ. დღეს მხოლოდ იმას ვაკეთებ, რასაც ჩემთვის სიხარული და სიამოვნება მოაქვს, იმას, რაც მიყვარს და რაც მხიარულ განწყობაზე მაყენებს. ამას ჩემი მეთოდებით, ჩემს ჩვეულ რიტმში ვაკეთებ. დღეს ამ ყოველივეს „უბრალოებას” ვეძახი.

რაც საკუთარი თავი შევიყვარე, გავთავისუფლდი ყველაფრისგან, რასაც ზიანი მოქონდა ჩემთვის – საკვების, ადამიანების, ნივთებისა და სიტუაციებისგან. ყველაფრისგან, რაც კი უკან მხევდა და ჩემს თავს მაშორებდა. „საკუთარი თავის სიყვარული” ვუწოდე ამ ყოველივეს.

რაც საკუთარი თავი შევიყვარე, აღარ ვცდილობ ყოველთვის მართალი ვიყო და შეცდომებსაც ნაკლებად ვუშვებ. ახლა ვიცი, რომ ამას „მოკრძალება” ჰქვია.

რაც საკუთარი თავი შევიყვარე, წარსულით აღარ ვცხოვრობ და მომავალზეც არ ვღელავ. მხოლოდ მოცემულ მომენტში ვცხოვრობ – იქ, სადაც ყველაფერი ხდება. ახლა ყოველი დღით ვცხოვრობ და ამას „განხორციელებას” ვარქმევ სახელად.

რაც საკუთარი თავი შევიყვარე, გავაცნობიერე, რომ ჩემმა გონებამ შესაძლოა გუნება-განწყობა გამიფუჭოს და ამან შედეგად ავადმყოფობა მომიტანოს. მაგრამ, როცა გული და გონება ერთმანეთს შევურწყე, ეს უკანასკნელი ჩემი საუკეთესო მოკავშირე გახდა. ამ კავშირს „გულის სიბრძნეს” ვუწოდებ.

არ არის საჭირო, კონფრონტაციებისა თუ სხვადასხვა სახის პრობლემის შიში გვქონდეს. იცით, ვარსკვლავებიც ეჯახებიან ერთმანეთს და ამ შეჯახების შედეგად ახალი სამყაროები წარმოიქმნება. დღეს ვიცი, რომ “ეს – ცხოვრებაა”.

”საკუთარი თავის უნდა გწამდეს–ესაა საიდუმლო. მაშინაც კი, როცა ობოლთა თავშესაფარში ვცხოვრობდი და ქუჩაში საკვებს ვეძებდი, ვფიქრობდი საკუთარ თავზე, როგორც უდიდეს მსახიობზე მსოფლიოში. მე უნდა მქონოდა აბსოლუტური თავდაჯერებულობა, მის გარეშე დავმარცხდებოდი.”

ჩარლი ჩაპლინი – წერილი ჯერალდინას

0

ჩემო გოგონა

«ახლა ღამეა. შობა ღამე. ჩემს პატარა ციხესიმაგრეში ყველა უაბჯრო მეციხოვნემ ძილს მისცა თავი. სძინავს შენს და-ძმას. დედაშენსაც კი ჩაეძინა.შენ ისე შორს ხარ ჩემგან… მაგრამ დაე, თვალისჩინი წამერთვას, თუ ახლაც, ამ წუთს, შენს სურათს არ ვუმზერდე. ის აქ არის, მაგიდაზე, ჩემს გულთან ახლოს.შენ კი სადა ხარ? შორს, ზღაპრულ პარიზში. ელისეს მინდვრების თეატრში. დიდებულ სცენაზე ცეკვავ. ხომ კარგად ვიცი ეს, მაგრამ მაინც, წყნარი ღამის მდუმარებაში თითქოს ცხადად ჩამესმის შენი ნაბიჯების ხმა. ვხედავ შენს თვალებს, ზამთრის ცაზე გაბნეული ვარსკვლავებივით რომ კიაფობენ. ვიცი, ამ ლამაზ სპექტაკლში ხანისგან დატყვევებული სპარსელი მზეთუნახავის როლს ასრულებ.იყავი მზეთუნახავი და იცეკვე. იყავი ვარსკვლავი და იკაშკაშე. მაგრამ თუკი მაყურებლის მადლობამ და აღტაცებამ დაგათროს, თუ მორთმეული ყვავილების სურნელებამ თავბრუ დაგასხას, განმარტოვდი სადმე კუთხეში და ჩემი წერილი წაიკითხე, ყური მიუგდე მამაშენის ხმას.მე მამაშენი ვარ ჯერალდინა! მე ჩარლი ჩაპლინი ვარ, ჩარლი ჩაპლინი!… იცი კი, რამდენჯერ დამთენებია შენს სასთუმალთან? სულ პაწია ზღაპრებს გიყვებიდი! ხან მძინარე მზეთუნახავისას, ხან ბოროტი გველეშაპისას. ხოლო როცა ჩემს ბებერ თვალებს ძილი წამოეპარებოდა, დავცინოდი მას და ასე ვეუბნებოდი:’’გამშორდი’’! მე ჩემი გოგოს ოცნებები მეზმანებიან! მე ვხედავდი შენს ოცნებებს , ჯერალდინა. ვხედავდი შენს მომავალს, შენს დღევანდელ დღეს! ვხედავდი სცენაზე მოცეკვავე ასულს, ცაზე მოფარფატე ფერიას. მესმოდა, როგორ ლაპარაკობდნენ ხალხში:”ხედავთ ამ გოგონას? ერთი ბებერი კლოუნის ქალიშვილია, არ გახსოვთ ჩარლის რომ ეძახდნენ?”ჰო, მე ჩარლი ვარ! ბებერი მასხარა. დღეს შენი ჯერია. იცეკვე! მე ფართხუნა , დაკონკილი შარვლით ვცეკვავდი, შენ პრინცესას აბრეშუმის სამოსი გმოსავს. ეგ ცეკვა და ტაშის გრიალი დროდადრო ცაში აგტყორცნის. გაფრინდი, გაფრინდი იქით… მაგრამ ხანდახან მიწაზეც დაეშვი! შენ უნდა ნახო ხალხის ცხოვრება_ცხოვრება იმ ქუჩის მოცეკვავეებისა, შიმშილისაგან დაოსებულნი, სიცივითა და სიღატაკით ათრთოლებულნი რომ როკავენ! მათი ხვედრი მეც მიწვნევია, ჯერალდინა. იმ ჯადოსნურ ღამეებში, შენ რომ ჩემს ზღაპრებთან იძინებდი, მე არ მეძინა. დავყურებდი შენს საყვარელ სახეს, ვუსმენდი შენი გულისფეთქვას და ჩემს თავს ვეკითხებოდი:”ჩარლი, ნუთუ ეს ღლაპი შენ ოდესმე გაგიცნობს?” შენ არ მიცნობ მე ჯერალდინა… იმ შორეულ ღამეებში უამრავ ზღაპარს გიყვებოდი, მაგრამ ჩემი ზღაპარი არასოდეს მიამბია… ისიც ძალიან საინტერესო ზღაპარია, ჯერალდინა. ზღაპარი მშიერი მასხარისა, ლონდონის ღატაკთა კვარტლებში რომ მღეროდა და ცეკვავდა, მერე კი … მოწყალებას აგროვებდა! აი, ჩემი ზღაპარი! მე ვიცი, რა არის შიმშილი, ვიცი, რას ნიშნავს უსახლკარობა! ეგ კიდევ რაა, მე გამოვცადე დამამცირებელი ტკივილი მოხეტიალე მასხარისა, რომლის მკერდში მობობოქრე სიამაყის ოკეანე სამოწყალოდ გადაგდებულ მონეტებს უნდა დაეშრო. მაგრამ მაინც, მიუხედავად ყველაფრისა, ცოცხალი ვარ, ცოცხლებზე კი მუდამ ცოტას ლაპარაკობენ. შენ ჩემი გვარისა ხარ – ჩაპლინი! ლამის ნახევარი საუკუნე ეს გვარი მთელს დედამიწას აცინებდა. მაგრამ ის სიცილი რაა იმასთან, რაც მე მიტირია, ჯერალდინა. სამყარო სადაც შენ ცხოვრობ, მარტო ცეკვის და მუსიკის საუფლო როდია!…… ჯერალდინა! შუაღამისას იმ დიდებული დარბაზიდან რომ გამოხვალ, დაივიწყე შენი მდიდარი თაყვანისმცემლები, მაგრამ არ დაგავიწყდეს ტაქსის მძღოლს  ცოლის ამბავი გამოჰკითხო. შეიძლება ცოლი ფეხმძიმედ ჰყავს და იმის ფულიც არა აქვთ რომ თავიანთი პირმშოსათვის სახვევები იყიდონ. თუ ასეა, ადექი და ჩაუდე ფული ჯიბეში. მე ბანკში ნათქვამი მაქვს, რომ ეს ხარჯები გაგისტუმრონ. სხვას კი მუდამ ყველას ზუსტად გადაუხადე! დროდადრო მეტროში ჩადი. ქალაქი დაათვალიერე, იარე ფეხით ან ავტობუსით. ხალხს დააკვირდი! ქვრივ-ობლებს შეხედე! და თუნდაც დღეში ერთხელ მაინც შენს თავს უთხარი:”მეც ერთერთი ამათთაგანი ვარ!’დიახ, შენ ერთ-ერთი იმათაგანი ხარ, ჩემო გოგონა. ხელოვნება, სანამ ცაში ასაფრენად ფრთებს უბოძებდეს ადამიანს, ჯერ ფეხებში ურტყამს… როცა დადგება წამი და იგრძნობ, როგორ მაღლდები მაყურებელზე, მაშინვე გადი სცენიდან. პირველივე ტაქსი დაიჭირე და პარიზის გარეუბნებს მიაშურე. მე კარგად ვიცნობ ამ უბნებს. იქ იხილავ მოცეკვავე ქალიშვილებს_შენსავე მსგავსთ, შენზე უფრო გრაციოზულებს, შენზე ამაყებს. შენი თეატრის პროჟექტირების თვალისმომჭრელ ელვარებას იქ ვერსად ნახავ! მათი სცენის პროჟექტორი მთვარეა.დააკვირდი, აბა, კარგად დააკვირდი: შენზე უკეთ ხომ არ ცეკვავენ? გამოტყდი, ჩემო გოგონა. ცოტას როდი შეხვდები ისეთს, ვინც შენზე უკეთ ცეკვავს, ვინც შენზე კარგად თამაშობს. და ეს გახსოვდეს: ჩარლის ოჯახში არასოდეს ყოფილა ვინმე ისეთი ხეპრე, რომ მეეტლისათვის უკმეხი სიტყვა ეთქვას ან სენის სანაპიროზე მჯდარი მათხოვრისთვის დაეცინოს… ჩარლი წავა, ჯერალდინა, და შენ იცოცხლებ… მე არ მინდა, ოდესმე სიღატაკე გამოსცადო. ამ წერილთან ერთად გიგზავნი ჩეკის წიგნაკს – ხარჯე, რამდენსაც მოისურვებ, ოღონდ გახსოვდეს: ორ ფრანკს რომ დახარჯავ, შენს თავს უთხარი, მესამე მონეტა ჩემი არ არის-თქო. იგი ეკუთვნის ვინმე სხვას, უცნობს, ვისაც ის ერთი ფრანკიც სანატრელი აქვს. მისი პოვნა არ გაგიჭირდება. საკმარისია მოინდომო და ამ უცნობ ღატაკებს ყოველ ფეხის ნაბიჯზე ნახავ. ფულზე იმიტომ გელაპარაკები, რომ კარგად ვიცი ამ დემონის მაცდური ძალა…ჯერალდინა, მე დიდხანს გამოვდიოდი ცირკში და მუდამ შიშით შევცქეროდი ბაგირზე ასულ ჯამბაზებს, მაგრამ აი, რა მინდა გითხრა ჩემო გოგონა… ადამიანს ძირს, მყარ მიწაზე უფრო ადვილად შეიძლება ფეხი დაუცდეს, ვიდრე ჯამბაზს იმ ვერაგ თოკზე. შეიძლება ამ საღამოს თვალი მოგტაცოს რომელიმე ბრილიანტის ელვარებამ და მაშინ შენი დაცემა გარდაუვალია. შეიძლება დადგეს დღე და უცხო პრინცის მშვენიერმა სახემ დაგატყვევოს. იმ წუთიდან შენ უცადი მუშაითი ხარ, გამოუცდელებს კი ბაგირი მუდამ ღალატობს, ნუ გაყიდი შენს გულს ოქროსა და სამკაულისთვის. იცოდე, ყველაზე დიდი ბრილიანტი მზეა, ის კი, ჩვენდა საბედნიეროდ, ყველას ერთიანად დაგვნათის.ხოლო, როცა ჟამი დაჰკრავს და სიყვარული გეწვევა, გულით შეიყვარე შენი რჩეული…სამუშაო ძნელი გაქვს, ვიცი… სხეულს სიფრიფანა აბრეშუმის ნაჭერი გიფარავს. ხელოვნების სახელით სცენაზე შეიძლება შიშველიც გამოხვიდე, მაგრამ იქიდან კიდევ უფრო უმწიკვლო და სემოსილი უნდა დაბრუნდე…მე ბებერი ვარ და ჩემი სიტყვები შეიძლება სასაცილოდ ჟღერს, მაგრამ მაინც, ასე მგონია, შენი შიშველი სხეული იმას უნდა ეკუთვნოდეს, ვინც შენს გაშიშვლებულ სულს შეიყვარებს. რა ვუყოთ მერე, თუ ჩემი შეხედულება ამ საკითხზე მოძველებული გამოჩნდება, თუ ასე ჯერ კიდევ ათი წლის წინათ ფიქრობდნენ. ნუ გეშინია, ეგ ათი წელი ვერ დაგაბერებს… ჯერალდინა, მე მინდა რომ შენ ამ შიშველთა კუნძულის უკანასკნელი ქვეშევრდომი იყო…მე ვიცი, მამებს და შვილებს ნიადაგ ბრძოლა აქვთ ერთმანეთში. მეომე ჩემო გოგონა, ჩემს აზრებს ეომე. მე არ მიყვარს მორჩილი შვილები. და ვიდრე ამ ბარათს ჩემი ცრემლი არ დასდენია, მინდა მჯეროდეს, რომ ეს შობაღამე სასწაულების ღამეა. მინდა მოხდეს სასწაული და შენ მართლა გაიგო ყველაფერი,_ყველაფერი, რაც შენთვის მინდოდა მეთქვა. ჩარლი დაბერდა, ჯერალდინა! ადრე თუ გვიან თეთრი სასცენო კაბის მაგიერ შავებში უნდა გამოეწყო და ჩემს საფლავზე მოხვიდე. ახლა არ მინდა გული გატკინო, მაგრამ ხანდახან სარკეში ჩაიხედე_იქ მე დამინახავ. შენს ძარღვებში ჩემი სისხლი ჩქეფს. მე მინდა, რომ მაშინაც კი, როცა ჩემს ძარღვებში სისხლი დინებას შეწყვეტს, არ დაივიწყო მამაშენი ჩარლი. მე ანგელოზი არ ვყოფილვარ, მაგრამ მუდამ ვცდილობდი, ადამიანი ვყოფილიყავი. ეცადე შენც.
გკოცნი, ჯერალდინა

 შენი ჩარლი.»

სტივ ჯობსი – დღეს მსურს მოგიყვეთ 3 ისტორია ჩემი ცხოვრებიდან. განსაკუთრებული არაფერი, უბრალოდ 3 ისტორია.

0

დღეს მსურს მოგიყვეთ 3 ისტორია ჩემი ცხოვრებიდან. განსაკუთრებული არაფერი, უბრალოდ 3 ისტორია.

პირველ ისტორიას წერტილების შეერთებას ვუწოდებ.
ძაფს ვერ დაახვევ, თუ მუდამ წინ ივლი და მხოლოდ უკან სიარულით შეძლებ მის შეკვრას.
6 თვის სწავლის შემდეგ, კოლეჯიდან გამომიშვეს. რატომ და როგორ მოხდა ეს?
ყველაფერი მანამ დაიწყო, ვიდრე დავიბადებოდი. ჩემი ბიოლოგიური დედა, ახალგაზრდა, ღარიბი კოლეჯის სტუდენტი იყო და ვიდრე დავიბადებოდი, მან გადაწყვიტა, რომ გავეშვილებინე. მას სურდა, რომ ჩემს მომავალ მშობლებს უმაღლესი განათლება ჰქონოდათ. საბოლოოდ გადაწყდა, რომ დედაჩემს ერთ ადვოკატზე კაცზე და მის ცოლზე უნდა გავეშვილებინე, თუმცა ჩემს მომავალ მშობლებს სურდათ, რომ გოგონა ეშვილათ. და როდესაც ჩემი მშობლები მშობიარობის დასრულებას ელოდებოდნენ, მათ დაურეკეს და უთხრეს:

– ჩვენდა მოულოდნელად ბიჭი გაჩნდა. კვლავ გსურთ, რომ იშვილოთ? და მათ უპასუხეს:

– დიახ, რასაკვირველია.
მომავალში ჩემმა ბიოლოგიურმა დედამ აღმოაჩინა, რომ დედაჩემს კოლეჯი არასოდეს დაუმთავრებია და მამაჩემს სკოლაც კი არ ჰქონდა დამთავრებული. გაბრაზებულმა უარი თქვა, რომ ხელი მოეწერა გაშვილების დოკუმენტებზე, თუმცა ცოტა ხნის მერე დასთახმდა ჩემს მშობლებს იმ პირობით, რომ ისინი მომავალში უმაღლეს განათლებას მომცემდნენ.
ამის შემდეგ 17 წელი გავიდა და მე კოლეჯში ჩავაბარე. მიამიტად ავირჩიე კოლეჯი, რომელიც სიძვირით სტენფორდის კოლეჯსაც კი არ ჩამოუვარდებოდა. გადასახადი დიდი იყო და ჩემს ღარიბ მშობლებს სწავლის გადასახადის გადახდა ძალიან უჭირდათ. 6 თვის შემდეგ გადავხედე ჩემს მდომარეობას და ვერაფერი სასარგებლო დავინახე მასში. არ ვიცოდი, თუ როგორ უნდა მეცხოვრა და რა უნდა მეკეთებინა. კოლეჯს არ შეეძლო დამხმარებოდა ამის განსაზღვრაში. აქ მხოლოდ ფულს ვხარჯავდი, რომელსაც ჩემი მშობლები მთელი თავიანთი ცხოვრების განმავლობაში აგროვებდნენ… და წამოვედი… თითქოსდა საშიშადაც კი მეჩვენებოდა ეს ყველაფერი, მაგრამ უკან მოხედვა ყველაზე საუკეთესო გადაწყვეტილება იყო იმ გადაწყვეტილებებს შორის, რაც კი ოდესმე მიმიღია. იმ წუთიდან რაც კოლეჯიდან წამოვედი. ბევრი აღარ მიფიქრია იმ საგნებზე რასაც კოლეჯში მთხოვდნენ მესწავლა და ნაკლებად მაინტერესებდა და დავიწყე მათი სწავლა, რაც ყველაზე მეტად მიზიდავდა..
 
ეს რომანტიული სულაც არ ყოფილა. საძინებელი ოთახიც კი არ მქონდა და ხშირად მეგობრების ბინაში ვათევდი ღამეს. 5 ცენტად ვაბარებდი კოკა–კოლას ბოთლებს,რათა საჭმლის ფული მეშოვნა. მაგრამ მე ეს ყველაფერი მიყვარდა. და ეს ყველაფერმა, ჩემმა სიყვარულმა, ჩემმა ინტუიციამ და გამჭრიახობამ მომავალში გამოიღო შედეგი.
ნება მომეცით ერთი მაგალითი გითხრათ:
შეიძლება ითქვას, რომ რიდის კოლეჯი კალიგრაფიის საუკეთესო კურსებს სთავაზობდა საზოგადოებას. უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიები აჭრელებული ლამაზად გაფორმებული პოსტერებით და ბანერებით. მეც ყოველთვის თვალში მხვდებოდა და ლამაზად მახსენდებოდა ეს ყველაფერი. კოლეჯიდან წამოსვლის შემდეგ , გადავწყვიტე კალიგრაფიის კურსები გამევლო, ვისწავლე ფონტის ნაირსახეობები, სხვადასხვა ფორმები და ასოებს შორის დაშორებების კომბინაციები. ამ ყველაფერს დიდი ენთუზიაზმით ვსწავლობდი და მომხიბლვლელად მეჩვენებოდა, მაგრამ მაშინ წარმოდგენაც კი არ მქონდა, რომ ამ ცოდნას ოდესმე პრაქტიკაში გამოვიყენებდი, თუმცა 10 წლის შემდეგ როდესაც მაკინტოშის პირველ კომპიუტერზე ვმუშაობდით, ეს ყველაფერი გამომადგა… მაკინტოში პირველი კომპიუტერი იყო მშვენიერი და გამორჩეული ტიპოგრაფიით. ეს კურსი, რომ არ გამევლო დღეს მაკის კომპიუტერებს ასეთი მრავალფეროვანი დიზაინის ფონტები არ დაამშვენებდა და დარწმუნებული ვარ, რომ კოლეჯიდან რომ არ წამოვსულიყავი ამ კურსებს არასოდეს გავივლიდი…
და კვლავ. ძაფს ვერ დაახვევ, თუ მუდამ წინ ივლი და მხოლოდ უკან სიარულით შეძლებ მის შეკვრას. უნდა დაიჯერო, რომ ამ ძაფებს შეუძლიათ შენს მომავალთან დაგაკავშირონ. უნდა გჯეროდეს შენი შინაგანი ხმის, შენი დანიშნულების, შენი ცხოვრების, შენი ძალის. ან მიდგომას არასოდეს უღალატია ჩემთვის და ყოველთვის მეხმარებოდა, რომ გამორჩეული ვყოფილიყავი.
მეორე ისტორია სიყვარულს და ტკივილს ეხება.
ერთადერთი გზა, რომ დიდი საქმე აკეთო არის ის, რომ აკეთო ის, რაც გიყვარს. თუ აქამდე ვერ გიპოვიათ ასეთი საქმე,გააგრძელეთ ძებნა, ნუ გაჩერდებით!
გამიმართლა, რომ ეს ადრეულ ასაკში გავიაზრე. 20 წლის ვიყავი, როდესაც Apple-ის იდეას ჯერ კიდევ ჩემი მშობლების ავტოსადგომში ჩაეყარა საფუძველი. 10 წლის შემდეგ კი ეიფლი კომპანია გახდა,რომელსაც 4000–მდე დაქირავებული ჰყავდა. შემდეგ მაკინტოში გამოვუშვით და ერთი წლის შემდეგ კი კომპანიიდან გამომიშვეს. სასაცილოა არა? გიშვებენ იმ კომპანიიდან, რომელსაც საფუძველი შენ ჩაუყარე?!
ჩვენ დავიქირავეთ ნიჭიერი ადამიანები, რომლებიც ჩემთან ერთად უნდა გაძღოლოდნენ კომპანიას და ყველაფერი ძალიან კარგად მიდიოდა, რომ არა კომპანიაში დროთა განმავლობაში ჩამოყალიბებული განსხვავებული შეხედულებები. და როდესაც უთანხმოება მოგვივიდა, დირექტორთა საბჭომ მათ დაუჭირა მხარი და კომპანიის ფარგლებს მიღმა დავრჩი. ეს ძალიან დიდი სკანდალი იყო – სკანდალი, რომლის შესახებ მთელმა საზოგადოებამ შეიტყო და ეს თითქოსდა გამანადგურებელი უნდა ყოფილიყო ჩემთვის. სიმართლე გითხრათ არც კი ვიცოდი რა მეკეთებინა, რამოდენიმე თვის განმავლობაში. მიუხედავად ყველაფრისა, მე მაინც მიყვარდა ის რასაც ვაკეთებდი და გადავწყვიტე, რომ ყველაფერი თავიდან დამეწყო.
Apple-იდან გამოშვება, ერთ–ერთი ყველაზე კარგი რამ იყო რაც კი ჩემს ცხოვრებაში მომხდარა. წარმატებული ადამიანის ნაცვლად მე კვლავ დამწყები ვიყავი, თავიდან ვიწყებდი ყველაფერს ახალი ძალებით და ახალი ენთუზიაზმით. ამ ყველაფერმა გამათავისუფლა და საშუალება მომცა იმისა, რომ ჩემი ცხოვრების ყველაზე შემოქმედებით ნაწილში გადამენაცვლა.

მომდევნო 5 წლის განმავლობაში ვმუშაობდი კომპანია NeXT –ში და ასევე კომპანია Pixar–ში და ამ პერიოდში გავიცანი ქალი, რომელიც შემიყვარდა და ჩემი მეუღლე გახდა. სტუდია Pixar–ში, შევქმენით პირველი კომპიუტერულად ანიმირებული მულტფილმი “სათამაშოების ისტორია” და ახლა Pixar– ი მსოფლიოს ერთ–ერთი ყველაზე წარმატებული ანიმაციური სტუდიაა…

მოულოდნელად ყველაფერი კალაპოტში ჩადგა. apple -მა კომპანია NeXT იყიდა და მე კვლავ დავუბრუნდი მას. და დღეს Apple აქტიურად იყენებს იმ ტექნოლოგებს , რასაც კომპანია NeXT– ში ვავითარებდით, მე და ჩემს მეუღლეს კი მშვენიერი და ბედნიერი ოჯახი გვაქვს შექმნილი. ვიცი, ეს ყველაფერი არ მოხდებოდა, რომ მე ისევ Apple–ში დავრჩენილიყავი. დიახ, ახლა ვხვდები, რომ ეს ყველაფერი ცხოვრების სასტიკი ტესტი იყო, რომლის ჩაბარებას მოთმინება სჭირდებოდა…
ცხოვრება ძლიერად გვკრავს ხოლმე ხელს. ნუ დაკარგავთ რწმენას! ახლა ვხვდები, რომ ერთადერთი რის გამოც გზა გავაგრძელე ის იყო, რომ მიყვარდა ის, რასაც ვაკეთებდი… აუცილებლად უნდა იპოვოთ საქმე, რომელიც გიყვართ. სამუშაო შენი ცხოვრების ერთ–ერთი ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი ნაწილია და ერთადერთი გზა, რომ შენი ცხოვრების ამ ნაწილით კმაყოფილი დარჩე ისაა, რომ აკეთო ის, რისი კეთებაც გიყვარს! თუ ჯერ კიდევ ვერ გიპოვიათ ასეთი რამ, გააგძელეთ ძებნა.არ შეჩერდეთ! და რა უფრო მნიშვნელოვანია თქვენი გულისთვის მაშინ გაიგებთ, როდესაც მას იპოვით. და ყოველი დიდი ურთიერთობის მსგავსად ეს ყველაფერი წლებთან ერთად უფრო მტკიცე და ძლიერი გახდება. ეძებე. ნუ შეჩერდები!
 
და მესამე ისტორია სიკვდილის შესახებ.
იმის გახსენება, რომ ღირსეულად მიდიხარ იმქვეყნად საუკეთესო გზაა იმისა, რომ სიკვდილის აღარ შეგეშინდეს.
17 წლის ვიყავი, რომ ასეთი გამონათქვამი წავიკითხე: “თუ იცხოვრებ ისე თითქოს ყოველი დღე შენი ცხოვრების უკანასკნელი დღეა,ერთ დღესაც აღმოაჩენ, რომ ნამდვილად მართალი ხარ.” მას შემდეგ 33 წელი გავიდა და ყოველთვის, როდესაც ყოველ დილით სარკეში ვიხედები ჩემს თავს ვეკითხები: თუ დღეს ჩემი ცხოვრების უკანასკნელი დღე იქნებოდა გავაკეთებდი კი იმას რის გაკეთებასაც დღეს ვაპირებ? და თუ პასუხი არის “არა”, მაშინ უკვე ვხდები, რომ საჭიროა რაღაც შეიცვალოს ჩემს ცხოვრებაში.

იმის გახსენება, რომ მალე გარდავიცვლები ძალიან მეხმარება, რომ მივიღო დიდი გადაწყვეტილებები. იმიტომ, რომ ყველაფერი: ყველა მოლოდინი, ყველა სიამაყე, დამარცხების შიში და მოკრძალება – ეს ყველაფერი უკან იხევს სიკვდილის წინაშე და რჩება მხოლოდ ის რაც ნამდვილად ღირებულია. და შენ უკვე თავისუფალი ხარ და აღარ არსებობს არანაირი მიზეზი იმისა, რომ არ მისდიო შენი გულს , შენს ინტუიციას…

არავის სურს მოკვდეს. ადამიანმა ზუსტად რომ იცოდეს, რომ სამოთხეში მოხვდება, მაინც არ მოინდომებს ამას. თუმცა სიკვდილი დანიშნულების ადგილია, რომელსაც ყველა ჩვენგანი ვიზიარებთ. არავის შეუძლია გაექცეს მას და არც არავინ გაქცევია აქამდე. და ეს ასეც უნდა იყოს სიკვდილი სიცოცხლის ყველაზე საუკეთესო აღმოჩენა და დასასრულია. ის ცვლის სამყაროს, მიაქვს ძველი და გზას უგებს ახალს.
შენი დრო შეზღუდულია, ნუ გაფლანგავ მას სხვისთვის. ნუ მისდევ დოგმებს, რომლებიც სხვა ადამიანთა ცხოვრებიდან გამომდინარეობს და სხვა ადამიანთა გამოცდილების შედეგია. ნუ მისცემ სხვის ხმას, რომ შენი საკუთარი ხმა ჩაახშოს. და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია: მიჰყევი შენს გულს და ინტუიციას. მათ თითქოსდა იციან, თუ რა გსურს სინამდვილეში… დანარჩენი ყველაფერი კი მეორეხარისხოვანია…
ეძღვნება სტივ ჯობსის ხსოვნას; თარგმანი: 4MOTIVI.COM

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...