ხუთშაბათი, ივლისი 16, 2026
16 ივლისი, ხუთშაბათი, 2026

კრისტალივით სუფთა

0

მოდით, კიდევ ერთხელ ჩამოვსხდეთ საფიხვნოზე. დიდხანს არ შეგაწყენთ თავს.მინდა, დღევანდელი შეხვედრა კითხვით დავიწყო: დაასახელეთ ადგილი, სადაც ჰაერი ყველაზე სუფთაა (ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით). სამწუხაროდ, ჩვენი დიალოგი „ცოცხალი” არ არის და მე თქვენი ვერსიები არ მესმის, მაგრამ დაახლოებით მაინც წარმომიდგენია: მრავალი თქვენგანი ახლა საავადმყოფოს, საოპერაციო ბლოკს ანდა სულაც ჰიმალაის მწვერვალს დაასახელებს. ასე იმიტომ მგონია, რომ როცა მე ვიყავი თქვენს ადგილას, ჩემმა წარმოსახვამაც მთელი სამყარო მოიარა… თითქმის დარწმუნებული ვარ – ცოტას თუ ექნება სწორი პასუხი. თავის დროზე მეც ძალიან გავწბილდი. ახლაც ვბრაზობ საკუთარ თავზე, ამ ერთი შეხედვით მარტივ კითხვას როგორ ვერ ვუპასუხე-მეთქი. სწავლა სიბერემდეო, ნათქვამია. სამწუხაროდ, ამას ხშირად შევაგონებთ ბავშვებს და გვავიწყდება, რომ სიბერემდე ჩვენ ერთი გზა გვაქვს… ვინ, ვინ და მასწავლებელი მოსწავლეზე მეტს უნდა სწავლობდეს; ცოდნა წყალივითაა – თუ სათავე უფრო მაღლა არ არის, სხვა ჭურჭელში ვერ გადაედინება…

კითხვა დაგისვით და ენად გავიკრიფე, ფიქრის საშუალება აღარ მოგეცით… მოკლედ, ყველაზე სუფთა ჰაერი ქარხანაშია, სადაც მიკროპროცესორებისთვის ნახევარმეტალების კრისტალებს ზრდიან. იქ გარემო მილიონჯერ (დიახ, მილიონჯერ) უფრო სუფთაა, ვიდრე საოპერაციო ბლოკში.

რატომ?

არაერთხელ მითქვამს – მოლეკულები ჩვენზე ჭკვიანები არიან. მათ სისუფთავის უფრო დიდი მოთხოვნილება აქვთ, ვიდრე ჩვენ. ცხადია, სისუფთავის ხსენებისას ხელ-პირის ბანას არ ვგულისხმობ – მოლეკულათაშორის ურთიერთქმედებაზე ვლაპარაკობ.

ზემოთ ვთქვი, კრისტალებს ზრდიან-მეთქი. სწორედ ასე ჰქვია პროცესს, როდესაც ციცქნა ნაწილაკები ერთმანეთს იზიდავენ, თავ-თავის ადგილს პოულობენ და ერთიან სხეულად ფორმირდებიან. სხეულად, რომელსაც მკაფიოდ გამოხატული ფორმა (მეობა) აქვს, რომელსაც შეუძლია, ბრწყინვალებით თვალი მოგვტაცოს (ბრილიანტი), თავისი სიმაგრით გზა გაგვიკაფოს და მრავალი პრობლემა გა(და)გვიჭრას (ალმასი) ან გონიერებით, ფართო მეხსიერებითა და სხარტი აზროვნებით გაგვაოცოს (ინფორმაციის შესანახი კრისტალები).

კრისტალის გამოსაზრდელად ერთი პირობაა აუცილებელი: ნივთიერება ზედმიწევნით სუფთა უნდა იყოს. კრისტალის ზრდისას მოლეკულათაშორისი ურთიერთობა უცხო ჩანართებს ვერ იტანს. ზოგჯერ მინარევის კვალიც კი საკმარისია, რომ კრისტალმა ზრდა შეწყვიტოს ან უგვანო, უსახო ფორმა მიიღოს, ასეთ კრისტალებს კი არც ბრწყინვალება ახასიათებთ, არც სიმაგრე და არც გონიერება. ასე რომ, მომიტევეთ და, ჩვილ ბავშვებსა და ერთეულოვან მოლეკულებს შორის დიდ განსხვავებას ვერ ვხედავ…

კიდევ რით ჰგვანან მოლეკულები ჩვენს პატარებს? ხანდახან მათაც უყვართ ჭირვეულობა. ხსნარი, საიდანაც ველით კრისტალების გამოყოფას, მიუხედავად ყოველგვარი პირობის დაცვისა, ზოგჯერ მაინც არ ვარდება. ასეთ დროს მოთმინება გვმართებს. ფაციფუცს, ხსნარის ხელახალ გაცხელება-გაცივებას და სხვა ღონისძიებებს აზრი არ აქვს; უმჯობესია, ხსნარში იმავე ნივთიერების ერთი სუფთა კრისტალი შევიტანოთ. ეს კრისტალი უმალ იქცევა კრისტალიზაციის ცენტრად, ხსნარში არსებული მოლეკულები კი დაჯარდებიან, მწყობრი ნაბიჯით გაემართებიან მისკენ და თავ-თავის ადგილს დაიკავებენ. საამო საცქერია ეს პროცესი. გიჩნდება განცდა, რომ აჩქარებულ ვიდეოჩანაწერს უყურებ. მოლეკულები შესაშური წესრიგით მიემართებიან კრისტალისკენ და ძერწავენ მის კონტურებს.

დამეთანხმებით, ლამაზი სანახავია. შეგიძლიათ, ეს სანახაობა „ცოცხლადაც” იხილოთ: აიღეთ სუფთა მარილი და მისი ნაჯერი ხსნარი მოამზადეთ; კრისტალებს ფერი რომ ჰქონდეს, შეღებეთ, მაგალითად, შაბიამნით, ჩაასხით სუფთა ჭურჭელში და გაცივება დააცადეთ. რაც უფრო ნელა გაცივდება, მით უფრო დიდი ზომისა და ლამაზი ფორმის კრისტალებს მიიღებთ. ერთხელ ნახვით სურვილი ვერ მოიკალით? უბრალოდ გააცხელეთ ხსნარი და დაელოდეთ…
პოეტ გივი ალხაზიშვილის ლექსი გამახსენდა:
„მე შემეშინდა,
ყმაწვილი რომ თვალწინ დაბერდა,
მერე კი სახე იცვალა და ყრმად გადაიქცა”.
ჩვენ და მოლეკულებს ბევრი რამ გვაქვს საერთო…

მუსიკის სული

0

ხუთი წლის ვიყავი, მაგრამ დღემდე კარგად მახსოვს სატელევიზიო რეკლამა, საზეიმო განწყობითა და ბედნიერი ხმით რომ გვამცნობდა: რეი ჩარლზის ბიგ ბენდი, ჩვიდმეტ ოქტომბერს, თბილისის დიდი საკონცერტო დარბაზის სცენაზე!

ვაღიარებ, რეკლამამ იმუშავა… თექვსმეტიწელი გავიდა, ეს ხმა კი დღემდე მახსოვს და გაორებულ გრძნობას იწვევს ჩემში: ერთი დადებითიარეი თბილისში, მეორე ჯორჯიაში”
ჩამოვიდა
და კონცერტი გამართა; რაც შეეხება მეორესმწყინს, რომ მაშინ
მხოლოდ ხუთი
წლის ვიყავი და ვერ ვხვდებოდი, რამხელამნიშვნელობის მოვლენა იყო მისი ჩამოსვლა. ბილეთის ფასი 1996 წლისთვის
არარეალური
გახლდათ
200 ლარამდე
– და
კონცერტზე დასწრებას
ალბათ ვერ მოვახერხებდი
, მაგრამ მაინც.

რამდენიმე დღის წინ კი ძალიან უცნაურ გუნებაზე გამეღვიძა.
უქმე დღე
იყო, არსად
მეჩქარებოდა და
წინა ღამით განგებ გვიან დავიძინე. ჰოდა,გაღვიძებისთანავე ვიგრძენი დაღლილობა. საწოლიდან არც კი წამოვმდგარვარ, იქვე მიგდებული ლეპტოპი გავშალე და ჩავრთე
პირველივე
ფილმი, რომელიც ხელში მომხვდა.

პირველი კადრების შემდეგ ძალიან ნაცნობი მელოდია მომესმა:

ჩემ მიერ არჩეულ ფილმს რეი” ჰქვია. ის რეი ჩარლზის ცხოვრების რეალურ ისტორიას
ეფუძნება. ცოტა
მხატვრული შტრიხებიც აქვს დამატებული, მაგრამ, საერთო ჯამში, საკმაოდ სერიოზული ნამუშევარიაჩარლზის როლს ძალიან კარგად თამაშობს
ჯემი
ფოქსი. ამ როლისთვის მან ოსკარიც დაიმსახურა.

დღევანდელი პუბლიკაციის თემაც სწორედ ამ ფილმის უკვე მეორედ ყურებისას მომაფიქრდა: რეი როგორც მუსიკალური ფენომენი. ვინ იყო ის და რა იყო მასში განსაკუთრებული, ისეთი, რაც არ ჰქონდათ მის თანამედროვე სხვა მუსიკოსებს?

დარწმუნებული ვარ, ამ კითხვაზე
ზუსტ პასუხს
კარგა ხანს ვერავინ გამცემს, პირადად ჩემთვის კი რეის სულია” განსაკუთრებული.


 

რეი ჩარლზ რობინსონმა, 1930წელს დაბადებულმა
ღარიბმა ჯორჯიელმა ბიჭმა
, მსოფლიო მუსიკაში ძალიან ღრმა კვალის დატოვება
შეძლო
. 7 წლისა სრულიად დაბრმავდა,
მაგრამ ბრწყინვალე
სმენის წყალობით უსინათლობას გამოცდილი
თვალიც
ვერ
შეატყობდა. ჩარლზის
კომპოზიციებზე თაობები აღიზარდნენ არა მხოლოდ შტატებში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც. განუმეორებელი იმპროვიზაცია კლავიშებზე, სპეციფიკური ვოკალი და თამამი ექსპერიმენტებიეს რეის სტილი იყო.

ჩარლზი გახლდათ პიონერი მუსიკალური ჟანრისა Soul
(
რომელიც ინგლისურიდან  ითარგმნება როგორც სული”). სწორედ ამას ვგულისხმობ, როცა ვამბობ, რომ რეი
ჩარლზი
სხვა ხელოვანთაგან
სწორედ
სულით განსხვავდებოდა. სოული რითმ-ენდ-ბლუზისა და გოსპელის (სასულიერო მუსიკის) ერთგვარი სინთეზია. ისეთ საზოგადოებაში, როგორშიც რეი ცხოვრობდა,1950-იანი წლებისთვის ამ სტილის ჩამოყალიბება
ნამდვილად
თამამი განაცხადი გახლდათ. თუ ფილმს დავუჯერებთ, ერთერთი კონცერტის
დროს რეის ადგილობრივ
მორწმუნეებთან
უთანხმოებაც კი მოუვიდა
, რადგან მათ მისი მუსიკა კლავიშებზე გადატანილსაგალობლებიღვთის გმობად აღიქვეს.

საკმარისია, რამდენიმე წამი უსმინო ჩარლზის ნებისმიერ
კომპოზიციას, რომ
დარწმუნდეეს უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ მუსიკა. ეს არის ფიქრები, გრძნობები, ემოციები; ეს
არის
ბგერებით
გამოხატული სული
ისეთივე ძლიერი, როგორიც თავად რეი იყო. მას არაერთი დაბრკოლების გადალახვა
მოუხდა წარმატებისკენ
მიმავალ გზაზე: პირველ რიგში, ის უსინათლო იყო, ამიტომ
ყველა
მის გაცურებას, მოტყუებას ცდილობდა, რასისტული საზოგადოების წნეხის ქვეშ მცხოვრები
კი
ხშირად აწყდებოდა
სირთულეს კანის
ფერის გამოც.

თექვსმეტიწლის ასაკში რეი ნარკოტიკებსაც
დაუმეგობრდა
და რამდენიმეჯერ სერიოზული უთანხმოება მოუვიდა კანონთან.
ბოლოს,
34 წლისამ, გადაწყვიტა, გაევლო რეაბილიტაციის ხანგრძლივი კურსი მედიკამენტური ჩარევის გარეშე, რაც ძალიან დიდ ძალისხმევას მოითხოვდა. სწორედ იმ პერიოდში დაწერა სიმღერა I
Don’t Need No Doctor
(არ მჭირდება ექიმი”), რომლის ტექსტიც ქართულად დაახლოებით ასე ჟღერსმე არ მჭირდება ექიმირადგან ვიცი, რაც მაწუხებს”. მისმა ნებისყოფამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა, ჩარლზმა ნარკოტიკებს საბოლოოდ დაანება
თავი და
მთელ მსოფლიოს დაანახვა, რომ კარგი მუსიკის შექმნა სტიმულატორების გარეშეც შეეძლო.

საინტერესოა შემთხვევა, რომელიც რეის მშობლიურ შტატში, ჯორჯიაში,
შეემთხვა
1961 წელს. მან შეიტყო, რომ პუბლიკა, რომელიც მის კონცერტზე მივიდოდა, ორ ნაწილად გაიყოფოდა: ერთ მხარეს თეთრკანიანები ისხდებოდნენ, მეორე მხარეს კი შავკანიანები. ამის გაგებისთანავე ჩარლზმა კონცერტი გააუქმა, რის გამოც 757$-იანი ჯარიმა
დააკისრეს
. შტატის მთავრობამ შეცდომა 1979 წელს გამოასწორა, როცა რეის უკვდავი ჰიტი, Georgia
On My Mind
“, ჯორჯიის ოფიციალურ ჰიმნად გადაიქცა.

ორმოცდაჩვიდმეტწლიანი მუსიკალური კარიერის განმავლობაში რეიმ არაერთი
მნიშვნელოვანი ჯილდო
მიიღო, მათ შორის 12 გრემი. 2004წელს გავლენიანმა ჟურნალმა Rolling
Stones
“-მა რეი ჩარლზი მსოფლიოს ყველა დროის 100 საუკეთესო ხელოვანის
რეიტინგში მე
-10 პოზიციაზე გაიყვანა. პირადად ჩემთვის კი ის, უნიკალური სტილისა და ტექნიკის წყალობით,
დღემდე
რჩება მსოფლიოს ყველა დროის ნომერ პირველ ბლუზ
პიანისტად
.

2004 წელს, როდესაც რეი ჩარლზის გარდაცვალების ამბავი
შევიტყვე
, გული საშინლად დამწყდა, მაგრამ გონებაში
მაშინვე
გამიელვა
ბანალურმა
ფრაზამ: რეი ასე უბრალოდ
არ
მოკვდება!”
მისი
შემოქმედება დღემდე გვაძლევს საშუალებას, მასზე ვწეროთ, ვიმსჯელოთ, ვიკამათოთ, შევადაროთ, გავაანალიზოთ. ეს კი ცოცხალი პროცესია. ხელოვნება არ კვდება,
სანამ
მას ცოცხალი პროცესების ინიცირება შეუძლია. კარგი ხელოვნება კი, –
ისეთი, როგორიც ჩარლზისაა, –
ყველაზე მეტხანს ცოცხლობს.

სწავლის პროცესი – გზა ცოდნის მიღებიდან შემოქმედებით აზროვნებამდე

0

მანანა ბოჭორიშვილი

შექმნა-წარმოებაზე ორიენტირებული სავარჯიშოები

კვლევები ადასტურებს, რომ მოსწავლეს ესა თუ ის უნარი მხოლოდ მაშინ აქვს ბოლომდე ჩამოყალიბებული, როდესაც მისი გამოყენება ავტომატურად, ზედმეტი ფიქრის გარეშე შეუძლია.

უნარი არის ადამიანის თანდაყოლილი (ფიზიკური და ფსიქიკური) შესა­ძლებლობა, პოტენციალი. უნარი მხოლოდ შესაძლებლობის სახითაა მოცემული, მისი შემდგომი განვითარება კი იმაზეა დამოკიდებული, რამდენად მიეცემა ადამიანს ამ უნარის განვითარების საშუალება (შესაბამისი წვრთნა, ცხოვრების პირობები და მოთხოვნები და სხვა).

უნარ-ჩვევა იგივე უნ­არია, რომელიც, ძირითადად, ნასწავლია და წვრთნის შედეგადაა განვითარებული. იგი გულისხმობს ისეთი ქმედებების განხორციელებას, რომლებიც მიზნად ისახავს სასურველი შედეგის მიღწევას.

უნარ-ჩვევების განვითარება ეტაპობრივად უნდა განხორციელდეს. ამ მიზნის მისაღწევად საჭიროა, მოსწავლემ სამი ფაზა გაიაროს.

უნარ-ჩვევის ათვისების ფაზებია:

I. წვდომა;

II. ათვისება-გავარჯიშება;

III. ავტომატიზაცია.

წვდომის ფაზა

წვდომის ფაზაში ხდება შესასწავლი ოპერაციის გაგება და მისი განხორ­ცილების მექანიზმის გაცნობიერება. ამ პროცესის დროს ყურადღება და ძა­ლისხმევა წარიმართება ახალი ოპერაციის წვდომისკენ, შეცნობისა და გაგება-გარკვევისკენ. 

ათვისება-გავარჯიშება

ათვისება-გავარჯიშების ფაზაში ხდება პირველ ეტაპზე გაგებული ოპერ­აციის გამოყენება. გავარჯიშება ხორციელ­დება განსაზღვრული მოცემულობის ფარგლებში. ყურადღება და ძალისხმევა მიმართულია ოპერაციის ათვისებისკენ. 

ავტომატიზაციის ანუ დაუფლების ფაზა

ავტომატიზაციის ფაზაში ოპერაცია/მოქმედება სრულდება სწრაფად, თავისუფლად, დაუძაბავად. მოსწავლე აღარ ფიქრობს წესებსა და კანონებზე. მისი ძალისხმევა მიმართულია უნარ-ჩვევის შესაბამისად გამოყენებისკენ.

მოსწავლეთა უნარ-ჩვევების განსავითარებლად უნდა გავით­ვალისწინოთ როგორც უნარ-ჩვევის ჩამოყალიბების ფაზები, ასევე აზ­როვნების დონეების აქტივაციის ხერხები. განვითარების ფაზების გათ­ვალისწინება უზრუნველყოფს გარკვეული ჩვევების შემუშავებას და მოითხოვს ხანგრძლივ, მიზანმიმართულ მუშაობას, რომელიც მხოლოდ ერთ გაკვეთილზე ვერ განხორციელდება.

 

სავარჯიშოების შედგენისას უნდა გვახსოვდეს: აღქმა-გაგების უნარის განვითარება ვერ უზრუნველყოფს შექმნა-წარმოების უნარის განვითა­რებას. აუცილებელია, სწავლებისას, აღქმასა და გაგებაზე ორიენ­ტირებულ სავარჯიშოებთან ერთად, მოსწავლეებს შევთავაზოთ შექმნა-წარმოებაზე ორიენტირებული სავარჯიშოებიც.

 

როგორ უზრუნველვყოთ თანამიმდევრული და წარმატებული სვლა აღ­ქმა-გაგებიდან შექმნამდე? 

ამისთვის აუცილებელია:

. ზუსტად განვსაზღვროთ, რა პროდუქტის მიღება გვინდა მესამე (ავტომატიზაციის) ფაზაში;

. განვსაზღვროთ, რა ცოდნასა და უნარ-ჩვევებს მოითხოვს მოსწავლისგან ამ პროდუქტის შექმნა. ამისთვის დავშალოთ კომპლექსური ხასიათის მიზანი მარტივ შემადგენელ ნაწილებად/ქვემიზნებად;

. მოსწავლეთა საჭიროებებიდან გამომდინარე, განვსაზღვროთ სასწავ­ლო მიზნები და შევადგინოთ შესაბამისი აქტივობები;

. ზუსტად განვსაზღვროთ, რა ცოდნა და უნარ-ჩვევა შეიძინეს მოსწავლეებმა I და II საფეხურებზე, რათა მათ შეძე­ნილი უნარ-ჩვევები სინთეზურად გამოიყენონ III ფაზაში.

ცხადია, რომ პირველ ეტაპზე უპირატესობა ენიჭება აღქმითი ხა­სიათის სავარჯიშოებს (ამოიცანი, დააჯგუფე, იპოვე, დააკავშირე, შეადარე, გადაახარისხე და სხვა), მაგრამ გარკვეული ხნის შემდეგ აუცილებელია, სასწავლო პროცესში გამოვიყენოთ შექმნა-წარმოებისკენ მიმართული სავარჯი­შოები (შეცვალე, გადააკეთე, შეადგინე, დაასრულე, ამოხსენი, აწარმოე და სხვა).

მოსწავლეთა უნარ-ჩვევების განსავითარებლად უნდა გავით­ვალისწინოთ როგორც უნარ-ჩვევის ჩამოყალიბების ფაზები, ასევე აზ­როვნების დონეების აქტივაცია (ბლუმი). ქვემოთ მოყვანილი მაგალითები შეესაბამება უნარ-ჩვევის ჩამოყალიბების II ფაზას და მესამე (გამოყენების) საფეხურს:

. გეოგრაფია – აფრიკის პოლიტიკურ რუკაზე ჰორიზონტის მხარეების გამოყენებით ეგვიპტის მოსაზღვრე ქვეყნების დასახელება (აღქმაზე ორიენტირებული სავარჯიშო); აფრიკის პოლიტიკური, კონტურული რუკის დასრულება-შედგენა ინსტრუქციის გამოყენებით (შექმნა-წარმოებისაკენ მიმართული სავარჯი­შო);

. ქიმია _ რომელიმე რთული ნივთიერების მოლეკულის მოდელის აღწერა; წერილობითი, ზეპირი თუ ვიზუალური ინსტრუქციის მიხედვით სხვა ნივთიერების მოლეკულის მოდელის შექმნა.

გთავაზობთ ორ სავარჯიშოს. ორივე იწვევს აზ­როვნების მესამე დონის აქტივაციას; მათგან ერთი აღქმაზეა ორიენტირებული, მეორე _ შექმნა-წარმოებაზე.

თემა – ჰორიზონტის მხარეები

სამიზნე უნარ-ჩვევა – ჰორიზონტის მხარეების ცოდნის გამოყენება რუკაზე მუშაობისას 

სავარჯიშო #1

ჰორიზონტის მთავარი და შუალედური მხარეების გამოყენებით დაასახელეთ საქართველოს მოსაზღვრე ქვეყნები, ანუ დაასახელეთ, რომელი მხრიდან ესაზღვრება საქართველოს თითოეული მოსაზღვრე ქვეყანა.

ეს აღქმითი ხასიათის სავარჯიშოა, რომელიც ეხმარება მოსწავლეს რუკაზე მუშაობისას ჰორიზონტის მხარეების ცოდნის გამოყენებაში. 

სავარჯიშო#2


დაასრულე საქართველოს ისტორიული მხარეების კონტურული რუკა. შემოსაზღვრულ, ცარიელ ადგილებში ჩაწერე შესაბამისი ისტორიული მხარე შემდეგი ინსტრუქციების გამოყენებით:

1. ქართლის აღმოსავლეთით მდებარეობს კახეთი;

2. ქართლის ჩრდილო-დასავლეთით მდებარეობს რაჭა-ლეჩხუმი;

3. რაჭა-ლეჩხუმის სამხრეთით მდებარეობს იმერეთი;

4. იმერეთის სამხრეთ-დასავლეთით მდებარეობს გურია;

5. გურიის სამხრეთით მდებარეობს აჭარა;

6. იმერეთის დასავლეთით მდებარეობს სამეგრელო;

7. სამეგრელოს ჩრდილო-დასავლეთით მდებარეობს აფხაზეთი;

8. აფხაზეთის აღმოსავლეთით მდებარეობს სვანეთი;

9. აჭარის აღმოსავლეთით მდებარეობს მესხეთ-ჯავახეთი.

ეს შექმნა-წარმოებაზე ორიენტირებული სავარჯიშოა, რომელიც ეხმარება მოსწავლეს, ჰორიზონტის მხარეების ცოდნის გამოყენებით შეასრულოს სამუშაო. პრაქტიკულად, მოსწავლემ უნდა შექმნას/დაასრულოს საქართველოს რეგიონული რუკა.

მოსწავლის მოტივაციის გასაღრმავებლად უდიდესი მნიშვნელობა აქვს აღქმითი ხასიათის სავარჯიშოებიდან შექმნა-წარმოებისკენ მიმართულ სავარჯიშოებზე გადასვლას. შექმნაზე ორიენტირებული აქტივობები სტიმულის მატარებელია. საზოგადოდ კი, ასეთი მიდგომა მოსწავლეებში ზრდის კომპეტენტურობის შეგრძნებას, რაც მათი მოტივაციის საფუძველი ხდება.

ქიმიის მუზეუმები

0

თუ იცით რა განსხვავებაა ჰუმანიტარსა და ბუნებისმეტყველს შორის? ჰუმანიტარების მზერა წარსულისკენაა მიპყრობილი, ბუნებისმეტყველი კი წინ, მომავლისკენ იყურება, რადგან „მომავალი” სისხლში აქვს გამჯდარი. არა, ჩემი სიტყვები არ გეგონოთ, ბერნარ შოუმ თქვა დიდი ხნის წინად. მე ჩემს თავს ორივე კატეგორიას ვაკუთვნებ, ჰუმანიტარსაც და ბუნებისმეტყველსაც. წერა ბავშვობიდან გამომდიოდა, უამრავ გაზეთთან მითანამშრომლია და ჟურნალისტის დიპლომიც მიდევს სახლში. აი, ძირითად პროფესიად კი მაინც ქიმიას მივიჩნევ. გამოდის რომ, ჩემი მზერა ორივე მიმართულებითაა მიპყრობილი-წარსულშიც და მომავალშიც.

 
ისე, თუ წარსულს არ იცნობ, ცოტა ძნელია მომავლისკენ იმზირებოდე. უნდა გამოიყენო წარსული მომავლისთვის, რადგან უსაძირკვლოდ მომავლის აშენება ვის გაუგია. დღესაც წარსულის გამოყენებაზე მინდა დავწერო. როგორ გამოვიყენოთ ქიმიის წარსული მისსავე სწავლების პროცესში. არც კი იფიქროთ, კვლავ ისტორიულ ექსპერიმენტებს აგრძელებსო. არა, ქიმიის მუზეუმების შექმნის და ფუნქციონირების გამოცდილებაზე მინდა მოგითხროთ.
იტალიაში ქიმიის მუზეუმების არსებობის მართლაც დიდი გამოცდილება აქვთ. ძირითადად შემდეგ ქალაქებშია: რომი, გენუა,ბოლონია, პალერმო. აქედან ყველაზე ძველი, რომში 1986 წელს გაუხსნიათ და La Sapiensa-ს უნივერსიტეტის ქიმიის ინსტიტუტის კორპუსში მდებარეობს. მისი ნახვის პატივი მეც მხვდა წილად. მართალია მცირე ფართობი აქვს დათმობილი, მაგრამ ექსპონატები ძალიან საინტერესოა. ძველი აპარატურა, ჭურჭელი, 50-60-იანი წლების რეაქტივები ძალიან საინტერესო დიზაინის ფლაკონებში. ამავე წლების პერიოდული ტაბულა და უამრავი ქიმიური შინაარსის პლაკატი. მუზეუმის დირექტორი, ამავე უნივერსიტეტის საპატიო პროფესორი და იტალიის ქიმიკოსთა საზოგადოების პრეზიდენტი ლუიჯი კამპანელაა. სწორედ ის მიწევდა მასპინძლობას და გიდობას მუზეუმში. ვკითხე, მაინც რა დანიშნულება აქვს მუზეუმს-თქო. აქ რომ მოვლენ სკოლის მოსწავლეები და ამ ძველ სამუზეუმო ექსპონატებს დაათვალიერებენ, ხომ შეიძლება გაუჩნდეთ განცდა, რომ ქიმია მკვდარი მეცნიერებაა და არ ვითარდება-თქო. საქმეც მაგაშიაო-მიპასუხა პროფესორმა კამპანელამ, მუზეუმის ერთ-ერთი უმთავრესი დანიშნულებაა აჩვენოს მეცნიერების განვითარების გზა. როგორ ვითარდება თუნდაც აპარატურა, ჭურჭელი. როგორი ცენტრიფუგით ან ექსიკატორით მუშაობდნენ ადრე და როგორ შეიცვალა ეს ყველაფერი ეხლა. მუზეუმი კვირაში სამჯერ სკოლიდან მოსულ ჯგუფებს მასპინძლობს, რომლებსაც აქ საგანმანათლებლო ლექციები ეკითხებათ სხვადასხვა თემატიკაზე. თემები თვეში ორჯერ იცვლება. სამუზეუმო ნაწილის დათვალიერების და ინფორმაციის მოსმენის შემდეგ ზედა სართულებზე ულტრა თანამედროვე ლაბორატორიებში გადაყავთ მოსწავლეები და სწორედ აქ ჩანს ნათლად ქიმიის განვითარების გზა-რა იყო და რა არის. რაც განსაკუთრებულად მომეწონა, მოსწავლეებს უხსნიან, როგორ მუშაობს აპარატი შიგნიდან. დე, იცოდეს, რომ მხოლოდ ღილაკზე თითის მარტივად დაჭერა საკმარისი არ არის.
რას აკეთებს მუზეუმი სხვა დღეებში? იგივეს, ოღონდ ამ შემთხვევაში ნებისმიერი ასაკის და პროფესიის ადამიანებს შეუძლიათ მოსვლა და ლექციის მოსმენა. მსურველთა რაოდენობა იმდენად დიდი ყოფილა, რომ ჩაწერა წინასწარ ინტერნეტით ხდება.
მუზეუმი, რომ დინამიურად ვითარდება ესეც ფაქტია. ორ თვეში ერთხელ სხვადასხვა თემებზე გამოფენები ეწყობა. ასევე ეწყობა სხვადასხვა სანახაობითი ექსპერიმენტების შოუ. თემატიკა სრულიად განსხვავებული შეიძლება იყოს: საკვები, გარემო, უსაფრთხოება და ა.შ.
მაინც რა არის ქიმიის მუზეუმის დანიშნულება?
· მომავალი თაობისთვის ქიმიის ისტორიის შენახვა. აქ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შენი ადგილობრივი ისტორია. იტალიის ქიმიის მუზეუმებში სწორედ ამ ქვეყანაში ქიმიის განვითარების ისტორიაზეა აქცენტი გაკეთებული.
· სასწავლო დანიშნულება- აქ შეიძლება ერთგვარ მაგიურ წრეზეც კი ვისაუბროთ. მუზეუმში ჩატარებული ლექცია-გაკვეთილი წარმოშობს ცნობიმოყვარეობას. წარმოქმნილი ცნობისმოყვარეობა ზედა სართულებზე არსებულ თანამედროვე ლაბორატორიებში ჩატარებულ ექსპერიმენტებში პოვებს რეალიზებას. მიღებული შედეგები ქმნის ცოდნას, რომელიც თავის მხრივ გაოცებას იწვევს და ეს უკანასკნელი კვლავ ცნობისმოყვარეობას წარმოშობს. მოკლედ, მუზეუმის სწორედ გამოყენება მართლაც მაგიური წრის „ჩართვას” უწყობს ხელს, რომელიც წესით აღარ უნდა გაჩერდეს.
· ქიმიის განვითარებაში გარკვეული წვლილის შეტანა.
რა თემები შეიძლება იყოს მსგავს მუზეუმებში მუდმივად მოქმედი?
· ქიმია და მედია; ან თუნდაც ქიმია და რეკლამა;
· ქიმიური ქარხნები; საქართველოს შემთხვევაში ეს განსაკუთრებით აქტუალურად მეჩვენება. უფრო მეტიც, თვით ეს ქარხნებიც შეიძლება ჩართულნი იყვნენ საგანმანათლებლო პროცესში და ფაქტიურად თავისივე თავს ხვალინდელი კადრი მოუძიონ.
· ქიმიის ისტორია; ჩემი აზრით, აქცენტი საკუთარ ისტორიაზე უნდა იყოს გაკეთებული. მაგ. ქართველი ქიმიკოსები, რამდენი იცის მათზე მომავალმა თაობამ? ან საქართველოში როგორ ვითარდებოდა ქიმია, არსებობს ამგვარი ხელმისაწვდომი ინფორმაცია? როდესაც ქართულ ქიმიაზე ვსაუბრობთ, ვფიქრობ ურიგო არ იქნებოდა მოქმედი ქართველი ქიმიკოსებიც გაეცნოთ მოსწავლეებს, რადგან ფაქტების მოშველიება არა მხოლოდ წარსულიდან, აწყმოდანადაც ძალიან სასარგებლო და საჭიროა.
· ქიმია ასახული ლიტერატურაში; აქ ლიტერატურასთან კავშირი შეიძლება დამყარდეს. ეხლა, პირველივე რაც მახსენდება ნავთობია, როგორ არის ის ასახელი ლიტერატურაში. როგორც იოვანე საბანისძე გადმოგვცემს, არაბებმა ქრისტიანობისთვის წამებულ აბოს თავი მოჰკვეთეს, ხოლო მის გვამს ნავთობი გადაასხეს: „…მოიღეს შეშაი და თივაი და ნაფთი დაასხეს გვამსა მას ზედა წმიდასა და დააგზნეს ცეცხლი, ვიდრემდის დაწვნეს ხორცნი იგი წმიდისა მოწანისანი…” ეს უტყუარი დასტურია იმისა, რომ ნავთობი, როგორ საწვავი უძველესი დროიდან არის ცნობილი საქართველოში. სურვილის შემთხვევაში უამრავი მსგავსი მაგალითის მოძიება შეიძლება ქართული ლიტერატურული წყაროებიდან და სახეზე ძალიან უცნაური, მაგრამ ეფექტური საგანთაშორისი კავშირი გვექნება.
·
ცალკე თემაა ე.წ. ვირტუალური მუზეუმები, რომლებსაც ასევე არა ნაკლები მნიშვნელობა ენიჭებათ საგანმანათლებლო მიმართულებით. ამგვარი საგანმანათლებლო ვირტუალური ტურები თითქმის ყველა მუზეუმს აქვს თავის პერსონალურ გვერდზე განთავსებული.
ცნობები ქიმიაზე სხვადასხვა მუზეუმებშიცაა (აქ არა ქიმიური მუზეუმები იგულისხმება) გაბნეული.
მუზეუმთა მუზეუმი ლუვრი… (ეს ჩემი სუბიექტური აზრია, ალბათ იმიტომ, რომ ბავშვობიდან ყველაფერი ფრანგული მხიბლავს და მიზიდავს). ხელნაწერთა განყოფილებაში ქიმიის ენციკლოპედიის პირველი ნიმუშის სამ გადარჩენილ ტომს ნახავთ. ავტორი ქემეიას მიმდევარი (მის დროს ტერმინი ალქიმია ჯერ დამკვიდრებული არ იყო) ეგვიპტელი ზოსიმაა, რომელმაც ენციკლოპედიის მაგვარი ნაშრომი შექმნა (სულ 28 ტომი), სადაც დარიშხანი და ტყვიის აცეტატი აღწერა დეტალურად. თუმცა, დიოკლეტიანეს პირადი მითითებით ზოსიმას და მის ნაშრომს დევნა გამოეცხადა და განადგურდა. სასწაულებრივად გადარჩა სამი ტომი, რომელიც ლუვრში ინახება.
ლუვრშივე შეგიძლიათ მოიძიოთ ლავუაზიეს მიერ დაწერილი ქიმიის პირველი სახელმძღვანელო: „შესავალი ელემენტარულ ქიმიაში”. ეს იყო სახელმძღვანელოს დაწერის პირველი მცდელობა. მანამდე, ზოსიმას შემდეგ ნაშრომი დაწერა არაბმა ალქიმიკოსმა ალ-რაზიმ იგივე რაზესმა, ალბერ დიდმა იგივე ალბერ მაგნუსმა, როჯერ ბეკონმა (ეს უკანასკნელი იმით არის საინტერესო, რომ მისი წიგნები მასთან ერთად საეკლესიო ციხეში 15 წლით დააპატიმრეს), რობერტ ბოილმა და …ბოლოს ლავუაზიემ, რომელმაც ნაშრომს სწორედ სახელმძღვანელოს სახე მისცა. თუმცა, ორი შეცდომა დაუშვა: სინათლე და სითბო განიხილა, როგორც ელემენტები და დაჟინებით ამტკიცებდა მხოლოდ ჟანგბადიანი მჟავები არსებობენ, უჟანგბადო კი არაო.
ლავუაზიეს სამუშაო ლაბორატორიის ორიგინალის ნახვა კი
გოტინგემის უნივერსიტეტში არსებულ ქიმიის მუზეუმშია შესაძლებელი. https://www.uni-goettingen.de/en/1.html
ინფორმაცია ზოგიერთი ქიმიური მუზეუმების შესახებ შემდეგ გვერდებზე შეგიძლიათ მოიძიოთ:
რომი: https://www.chem.uniroma1.it/museo/inglese.htm
ფილადელფია: https://www.bshs.org.uk/travel-guide/chemical-heritage-foundation-museum-philadelphia
ლონდონი: https://london.allinfo-about.com/features/science.html
https://www.britishmuseum.org/about_us/departments/staff/conservation_and_science/philip_fletcher.aspx

რა ვასწავლოთ?

0
ისტორიისა და სხვა საზოგადოებრივი საგნების სწავლების მიზანი მხოლოდ საგნობრივი ცოდნის დაგროვება არ არის. ეროვნული საწავლო გეგმის მიხედვით, “ამ საგნების სწავლების მიზანია: დაეხმაროს მოსწავლეს, აღიქვას სამყარო მთლიანობაში და განსაზღვროს საქართველოს ადგილი მსოფლიო პროცესებში; ხელი შეუწყოს მოსწავლის პატრიოტად და პასუხისმგებლობის მქონე მოქალაქედ ჩამოყალიბებას; დაეხმაროს მოსწავლეს კულტურული, ესთეტიკური და სულიერი მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაში”.
ყველას კარგად მოეხსენება, როგორ ისწავლებოდა საქართველოს ისტორია რუსეთის ორასწლიანი ბატონობის პერიოდში. მართალია, XX საუკუნის დამლევიდან ეს პრობლემა მოიხსნა, მაგრამ მეორე უკიდურესობამდე მივედით _ ცდილობდით, ყველაფერი გვესწავლებინა საქართველოსა და მსოფლიო ისტორიიდან; ისტორიის სახელმძღვანელოების ავტორები, პროფესორები და აკადემიკოსები, ცდილობდნენ, ათწლეულების განმავლობაში დაგროვებული ცოდნა პირდაპირ გადაეცათ მოსწავლეებისთვის. ცოდნა კი ნივთი არ არის, რომ ჩვენ მივაწოდოთ და მოსწავლეებმა გამოგვართვან. ცოდნა მოსწავლემ თავად უნდა დააგროვოს მასწავლებლისა და სახელმძღვანელოს თუ სხვა სასწავლო საშუალებების დახმარებით. განათლების რეფორმამდე ჩვენი წამყვანი ისტორიკოსების მიერ დაწერილ სახელმძღვანელოებში უხვი ფაქტობრივი მასალა იყო მოცემული, გაკეთებული იყო დასკვნები და შეფასებები, მოსწავლეებს კი მხოლოდ ამ ყველაფრის დამახსოვრება ევალებოდათ; მასწავლებელი ამოწმებდა, რამდენად კარგად დაიმახსოვრეს მათ ეს ყველაფერი, ამაში იწერებოდა ნიშანი და ამით მთავრდებოდა სწავლა-განათლება. თავად მოსწავლეებს აზრს არავინ ეკითხებოდა. არადა, ისინი მშვენივრად აზროვნებენ, თუ ამის საშუალებას მივცემთ. სხვისი ნააზრევის დაზუთხვა მოსწავლეებისთვის ნაკლებად საინტერესო იყო და ხელს არ უწყობდა მათი მოტივაციის ზრდას.

ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორის, დევიდ პერკინსის აზრით, “მასწავლებლის მთავარი ამოცანაა, მოსწავლეებს აზროვნებისა და მსჯელობის უნარი განუვითაროს, რაც გულისხმობს მიღებული ცოდნის სათანადოდ და აქტიურად გამოყენებას. მასწავლებლის ძირითადი სასწავლო მიზანი კლასში აზროვნების კულტურის დამკვიდრებაა”. პერკინსის თეორიის მიხედვით, სწავლების სტრატეგია უნდა იყოს ყურადღების გამახვილება არა სასწავლო საგნის შინაარსზე, არამედ მოსწავლის მიერ შესწავლილი მასალის სიღრმისეულად გაზრებაზე, მის კავშირზე მოსწავლის გამოცდილებასთან და სხვა სასწავლო საგნებში მიღებულ ცოდნასთან.

გავიხსენოთ, რას წერს ჩვენი სასიქადულო მამულიშვილი ილია ჭავჭავაძე სკოლის დანიშნულების შესახებ: “საერო სკოლის უმთავრესი საგანი და საქმე საზოგადოდ ის არის, რომ ერის მოზარდ თაობას აუხილოს გონების თვალი, გაუჩარხოს გულისყური, გაუწურთნოს და კეთილად მოუმართოს გრძნობა, შეაჩვიოს მოზარდის ჭკუა-გონება მართლმსჯელობასა და თვითმსჯელობასა. საერო სკოლამ უნდა მოუმზადოს ერს გონებით და გულით გაღვიძებული კაცი… ზნე-ხასიათის წვრთნა ერთი უდიდესი, უაღრესი საგანია…სკოლისა… სხვანი ამაზე შორს მიდიან და, სწორედ მოგახსენოთ, არც უსაბუთოდ. ეს სხვანი…ამბობენ, რომ ზნე-ხასიათის წვრთნა არამც-თუ უდიდესი, არამედ ერთადერთი საგანია სკოლისა, მისი პირველი და უკანასკნელი დანიშნულებააო. სკოლას ამის მეტი სხვა არავითარი საგანი არ უნდა ჰქონდეს და ყოველი ღონე ამას უნდა მიჰმართოს და მოახმაროსო… სწავლა-ცოდნის ძლევა მარტო იმ აზრით, რომ კაცი სწავლული და მცოდნე იყოსო, ამაო და ბოლო-მოუბმელი წადილია სკოლისა”.
……
ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, “საზოგადოებრივი მეცნიერებების სწავლების მიზანია, მოსწავლეებს გამოუმუშაოს ისტორიისა და გეოგრაფიის ცოდნა. ცოდნის გამომუშავებაში იგულისხმება, რომ მოსწავლეს, ინფორმაციის დაუფლების პარალელურად, უვითარდება სპეციფიკური და ზოგადი უნარ-ჩვევები, უყალიბდება მაღალზნეობრივი ღირებულებები”.

როგორ უნდა გამოუმუშავდეს მოსწავლეს სხვადასხვა უნარ-ჩვევა, თუ სწავლება მხოლოდ დამახსოვრებაზე იქნება აგებული? როგორ უნდა ისწავლოს მოსწავლემ კრიტიკული აზროვნება მხოლოდ ფაქტობრივი მასალის დამახსოვრებით? როგორ უნდა ისწავლოს არგუმენტებით მსჯელობა, თუ მას არ მიეცა საკუთარი აზრის გამოთქმისა და მისი არგუმენტებით დასაბუთების საშუალება? განა შეიძლება, მოსწავლემ სწორი დასკვნების გამოტანა და შეფასება ისწავლოს, თუ მას გამუდმებით სხვისი დასკვნებისა და შეფასებების გამეორება მოვთხოვეთ და არ მივეცით საშუალება, თავად გამოიტანოს დასკვნები და გააკეთოს შეფასებები?

განათლების ძველი სისტემის მიხედვით, მთავარი იყო დიდი მოცულობის მასალის დამახსოვრება, _ უნარ-ჩვევების განვითარება თავისთავად მოხდებოდა. საბჭოთა წყობილებას სულაც არ სჭირდებოდა კრიტიკულად მოაზროვნე ადამიანის აღზრდა. თუ მოსწავლეებს მხოლოდ ფაქტებისა და თარიღების დამახსოვრებას მოვთხოვთ, როგორ გახდებიან ისინი კრიტიკულად მოაზროვნე, შემოქმედებითი, დამოუკიდებელი, ინიციატივიანი ადამიანები? აშკარაა, რომ აუცილებელია სწავლება/სწავლის მეთოდების შეცვლა.
 
მასწავლებელი გამუდმებით უნდა ცდილობდეს, ყველაფერი, რასაც მოსწავლეებს ასწავლის, ცხოვრებასა და დღევანდელობას დაუკავშიროს. მაგალითად, IV საუკუნეში მომხდარი მოვლენა, ქრისტიანობის მიღება, დღესაც მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს ჩვენი ცხოვრების წესსა და საგარეო ორიენტაციას; XIX საუკუნის 60-იან წლებში უხეიროდ გატარებული საგლეხო რეფორმა (ბატონყმობის გაუქმება) დღემდე უარყოფითად მოქმედებს რუსეთის იმპერიაში შემავალი ქვეყნების ეკონომიკაზე (ამ ქვეყნებში მიწის საკითხი ჯერ კიდევ გადაუჭრელია, რაც მათ ჩამორჩენილობას განაპირობებს; სწორედ ამით აიხსნება, რომ საქართველოში, რომელიც ძველ მსოფლიოში მიწათმოქმედების ერთ-ერთი კერა იყო, ამდენი დაუმუშავებელი მიწაა).
ისტორიის მასწავლებელს უნდა ახსოვდეს, რომ ისტორიიდან მიღებული ცოდნა ადამიანმა აწმყოს ასახსნელად და მომავლის დასაგეგმავად უნდა გამოიყენოს. მოსწავლეს ნასწავლის ცხოვრებაში გამოყენებაც უნდა ვასწავლოთ, ანუ ესეც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უნარ-ჩვევაა, რომლის განვითარებაზეც მასწავლებელმა უნდა იზრუნოს. წინააღმდეგ შემთხვევაში მას ექნება “ფორმალური ცოდნა”, რაც ცხოვრებაში ნაკლებად გამოადგება. “ფორმალური ცოდნა” სხვების ნააზრევის მექანიკურად, კრიტიკული გააზრების გარეშე დასწავლას ნიშნავს. ეს, სინამდვილეში, მკვდარი ცოდნაა, რომლის გამოყენებაც ადამიანს არ შეუძლია. ასეთი ცოდნა არა მარტო უსარგებლო, არამედ შესაძლოა საშიშიც იყოს თანამედროვე, სწრაფად ცვალებად სამყაროში. განათლების რეფორმამდე მოსწავლეს ზეპირად უნდა სცოდნოდა, საქართველოს რომელ კუთხეში რომელ წელს გაუქმდა ბატონყმობა, ასევე უნდა სცოდნოდა ქართული სამთავროების გაუქმების წლები. ეს თარიღები ისე ჰგავდა ერთმანეთს, რომ მოსწავლეებს ძალიან უჭირდათ მათი დამახსოვრება. რაში უნდა გამოეყენებინათ მათ უდიდესი ძალისხმევით შეძენილი ასეთი “ცოდნა”? მხოლოდ ნიშნის მისაღებად! ბუნებრივია, ამ თემის სწავლების დროს ყურადღება უნდა გამახვილდეს არა ცალკეული ფაქტებისა და თარიღების დამახსოვრებაზე, არამედ იმაზე, თუ როგორ ისახებოდა ახალი _ ბურჟუაზიული წყობა ძველის _ ფეოდალურის წიაღში, როგორ გაიმარჯვა ახალმა წყობილებამ და როგორ არსებობდა ახლის წიაღში ძველი წყობილების გადმონაშთები. ასეთ ცოდნას მოსწავლე გამოიყენებს დღევანდელობის გასაგებად, რადგან დღეს ჩვენი ქვეყანა ერთი წყობილებიდან მეორეში გადადის. მოსწავლე უკეთესად ახსნის იმ ობიექტურ სირთულეებს, რომლებიც ამ პროცესს ახლავს. ის შეძლებს იმის გააზრებას, რომ დღევანდელი უარყოფითი მოვლენები ძველი წყობილების გადმონაშთია.
რაც შეეხება თარიღებს, მათი მოძებნა იოლად შეიძლება საცნობარო თუ სამეცნიერო ლიტერატურაში და არავითარ აუცილებლობას არ წარმოადგენს მათი ზეპირად ცოდნა (მაგალითად, რამდენიმე წლის წინ გამოვიდა ბროშურა “საქართველოს ომების ქრონოლოგია”, რომელშიც მოცემულია საქართველოს მიერ წარმოებული ყველა ომის თარიღი მოკლე ანოტაციით). გაცილებით მნიშვნელოვანია, მოსწავლემ იცოდეს ინფორმაციის მოპოვება, მისი კრიტიკული ანალიზი და გამოყენება. ჩვენს ქვეყანას სჭირდება შემოქმედებითი, ინიციატივიანი და კრიტიკულად მოაზროვნე ახალგაზრდები. ბევრჯერ გაგვიგონია: “განა სირცხვილი არ არის, ქართველმა კაცმა დიდგორის ბრძოლის თარიღი არ იცოდეს?” დიახ, სირცხვილია! ოღონდ სირცხვილი თარიღის არცოდნა კი არა, არამედ ამ ბრძოლის მნიშვნელობისა და შედეგების არცოდნაა!
რა თქმა უნდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მოსწავლემ არ იცოდეს, რომელ საუკუნეებში მოღვაწეობდა, ვთქვათ, დავით აღმაშენებელი. ზოგიერთ შემთხვევაში თარიღის ცოდნა აუცილებელია. მაგალითად, 1789 წელს იმერეთის სამეფოს წარმომადგენლები ეახლნენ ერეკლე II-ს და შესთავაზეს იმერეთის შეერთება და ერთიანი საქართველოს სახელმწიფოს აღდგენა, რაზეც ქართლ-კახეთის მეფემ სასახლეში გამართული სამდღიანი თათბირის შემდეგ უარი განაცხადა. ერთი შეხედვით, ერეკლეს საქციელი აუხსნელია _ განა ერთიანი საქართველო არ სჯობდა დაშლილ-დაქუცმაცებულს? XV საუკუნის მიწურულს ერთიანი საქართველო დაიშალა, თუმცა ქვეყნის ერთიანობის იდეა მაინც ცოცხლობდა და ყველა ქართველი მეფე ცდილობდა ერთიანი სახელმწიფოს აღდგენას. მაშ, რით უნდა ავხსნათ ერეკლეს საქციელი? ამ შემთხვევაში სწორედ თარიღის ცოდნაა აუცილებელი. როგორც ცნობილია, რამდენიმე წლით ადრე (1783 წ.) ქართლ-კახეთის სამეფო რუსეთის მფარველობაში შევიდა. ასეთ ვითარებაში ქართლ-კახეთის სამეფოს იმერეთი რომ შეეერთებინა, ოსმალეთი მიიჩნევდა, რომ მას ართმევდნენ მის “კუთვნილ” დასავლეთ საქართველოს და ომს დაიწყებდა საქართველოს წინააღმდეგ, რაც ჩვენი ქვეყნისთვის არასასურველი იყო. ამრიგად, მასწავლებელმა სწორად უნდა განსაზღვროს, რა ფაქტობრივი მასალა თუ თარიღები უნდა მიაწოდოს მოსწავლეებს, რომ მათ სწორი შეფასებები გააკეთონ და მართებული დასკვნები გამოიტანონ.
ზემოთქმულის გათვალისწინებით, რა უნდა შემოწმდეს საატესტატო, ეროვნულ თუ სასერტიფიკაციო გამოცდებზე? ისტორიის სტანდარტში დიდი ყურადღება ეთმობა მოსწავლეთა უნარ-ჩვევების განვითარებას: მოსწავლე მსჯელობს, ადარებს, აანალიზებს, ასაბუთებს, აფასებს. ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტის სწორედ ეს უნარები უნდა შემოწმდეს. უმაღლეს სასწავლებელში წარჩინებით სწავლას და ცხოვრებაში წარმატების მიღწევას შეძლებს ის, ვისაც აზროვნების უნარი და სწავლისა და ცხოვრებისთვის საჭირო სხვა უნარ-ჩვევები აქვს განვითარებული და არა ის, ვისაც მხოლოდ დიდი მოცულობის ინფორმაცია აქვს გაზუთხული და ნაკლებად შეუძლია აზროვნება თუ საკუთარი მოსაზრების დაცვა.
სასერტიფიკაციო გამოცდაზე უნდა შემოწმდეს, რამდენად აქვს მასწავლებელს განვითარებული ის უნარები, რომლებიც მოსწავლეებს უნდა განუვითაროს, რამდენად იცნობს განსხვავებულ მოსაზრებებს ამა თუ იმ საკითხის შესახებ, რამდენად შეუძლია არგუმენტების მოფიქრება და შეფასება, შეუძლია თუ არა გაკვეთილის სწორად დაგეგმვა და სხვა.
 
 

სიცოცხლის მანიფესტი

0

1979 წელს ნობელის პრემია მშვიდობის დარგში მიანიჭეს კალკუტელ მონაზონს, სიყვარულის მისიის ორდენის დამაარსებელ პატარა მოხუც ქალს, რომელსაც მსოფლიო დედა ტერეზას სახელით იცნობდა. ცერემონიალზე მას იგივე სარი ეცვა, რაც ორდენის დაარსების დღეს. საპრემიო თანხა, ბუნებრივია, ორდენს გადასცა და მოითხოვა, ფული, რომელიც იმ დღეს ბანკეტისთვის უნდა დახარჯულიყო, “მისი ხალხისთვის” მიეცათ.

 

დედა ტერეზა მსოფლიომ ადამიანების სიყვარულით გაიცნო. მისი სამოქმედო არეალი პლანეტის ცხელი წერტილები იყო: ჩრდილოეთ ირლანდია, სამხრეთ აფრიკა, ლიბანი… 1982 წელს, ბეირუთის ალყის დროს, მან დაიყოლია ისრაელელი ჯარისკაცები და პალესტინელი პარტიზანები, შეეწყვიტათ სროლა, რათა ფრონტის ჰოსპიტალში დარჩენილი 37 ბავშვი სამშვიდობოს გამოეყვანა.

“მომეცი ნება, ვიქადაგო სიყვარული არა სიტყვით, არამედ ჩემი ცხოვრების მაგალითით, გატაცების ძალით, ჩემთასაქმეთა შთაგონების ძალით, იმ სიყვარულის მთელი სიღრმის ჩვენებით, გულს რომ მიდაღავს”, _ ასეთი იყო მისი ლოცვა და დილის ოთხიდან დაღამებამდე მართლაც მუხლჩაუხრელად შრომობდა გადამდები ენთუზიაზმით, სიყვარულითა და რწმენით,რომ ადამიანი სიკეთისთვისაა გაჩენილი და რომ ბედნიერება სწორედ სხვებისთვის სიხარულის მინიჭებაა. “ჩემთვის ყოველი ადამიანი უნიკალურია, ყოველი მათგანი მნიშვნელოვანია”, _ ამბობდა ის და სიხარულით აკეთებდა იმას, რისთვისაც სხვები თვალის არიდებას ამჯობინებდნენ _ “უსარგებლო ადამიანებს” ამხნევებდა.

იგი 1910 წლის 26 აგვისტოს დაიბადა სკოპიეში, კათოლიკე ალბანელთა ოჯახში. სახელად აგნეს გონჟა დაარქვეს. ის მუდამ მღელვარედ იხსენებდა მომენტს, როდესაც პირველად იგრძნო სამონასტრო ცხოვრებისადმი მისწრაფება, როდესაც სურვილი გაუჩნდა, თავი უფლის სამსახურისთვის მიეძღვნა. ეს 12 წლის ასაკში მოხდა. 18 წლისამ კი გადაწყვეტილება მიიღო. 1928 წლის აგვისტოში იგი მისიონერი გახდა და ჩაეწერა ირლანდიურ ორდენში, რომელიც ინდოეთის დაწყებითი სკოლებისთვის მასწავლებლებს ამზადებდა. მონაზვნის შესამოსელთან ერთად დუბლინში მან ახალი სახელიც მიიღო _ მარია ტერეზა. 1929 წელს კი კალკუტაში გაემგზავრა, საიდანაც ყველაფერი დაიწყო…

1946 წლის სექტემბრის ერთ დღეს კათოლიკე მონაზომა მატარებლით მგზავრობისას უეცრად იგრძნო, რომ კათოლიკური სავანის საიმედო კედლებიდან ჯურღმულებში უნდა გადაენაცვლა… მან დააარსა მოძრავი კლინიკები კეთროვანთა დასახმარებლად; 50 ათასმა ღატაკმა მისი ორდენის ძალისხმევით საკვები მიიღო; დაარსდა პირველი კლინიკა შიდსით დაავადებულთათვის, ავადმყოფთა თავშესაფრები ჰარლემში… დედა ტერეზა ყველგან იყო, მსოფლიო კი გაკვირვებით აღნიშნავდა, რომ ინფარქტი, მალარია თუ სხვა სნეულებები მას ვერ აბრკოლებდა; პირიქით _ ყოველი ავადმყოფობის შემდეგ მისი საქმიანობა უფრო მეტად ფართოვდებოდა.

როცა სიკვდილის წინ ჰკითხეს, ჰქონდა თუ არა უქმეები ან დღესასწაულები, მან უპასუხა: “ჩემთვის ყოველი დღე დღესასწაული იყო!”

ერთხელერთჟურნალისტ,რომელიც თვალს ადევნებდა, როგორ უვლიდნენ დედა ტერეზადა მისი მისიონერი დებიკეთროვნებ,აღმოხდა: მე ამას მილიონ დოლარადაც კი არ გავაკეთებდი!” “მილიონად არც მე გავაკეთებდი, _ უპასუხა მონაზონმა, _ მე ამას მხოლოდ ქრისტეს სიყვარულით ვაკეთებ!”

ნაგავსაყრელთან, ერთ მიტოვებულ სახლში, მან მიუსაფარი ბავშვებისთვის სკოლა გახსნა და ამით ჩაუყარა საფუძველი სიყვარულის მისიის ორდენის ბავშვთა სახლებს. ეს ბავშვები არავის სჭირდებოდა _ ისინი სანაგვე ურნებში ნაპოვნი ახალშობილები, ხეიბრები და ობლები იყვნენ.

დედა ტერეზამ საკუთარ თავზე აიღო მომაკვდავთა დახმარებაც. პირველი მომაკვდავი ხიდქვეშა ნაგავსაყრელიდან წამოყვანილი ქალი იყო. ვირთხებს ის სანახევროდ შეეჭამათ, მაგრამ ჯერ კიდევ სუნთქავდა. მისი მიღება არც ერთმა საავადმყოფომ არ მოისურვა. მაშინ დედა ტერეზამ გადაწყვიტა, თვითონ მოევლო და მშვიდად სიკვდილი ეცლია.

მონაზვნის ამბავმა, მომაკვდავ უსახლკაროებს რომ უვლიდა, ქალაქის ხელმძღვანელობამდეც მიაღწია. მუნიციპალიტეტმა მას ძველი ტაძრის მიტოვებული შენობა გადასცა. უზარმაზარ დარბაზში, სადაც ოდესღაც მსხვეპლშეწირვა იმართებოდა, მომაკვდავი ღატაკები განათავსეს. ასე შეიქმნა “მომაკვდავთა სახლი”, სადაც ღატაკებს სიცოცხლის უკანასკნელ დღეებს მზრუნველობითა და სიყვარულით უმსუბუქებდნენ.

დედა ტერეზას საქმიანობით შეძრული ქველმოქმედები მთელი მსოფლიოდან ცდილობდნენ მისიის დახმარებას. მათ იცოდნენ, რომ ფული ტანჯულთა და უმწეოთა სასარგებლოდ იხარჯებოდა.

დედა ტერეზას ეუბნებოდნენ: თქვენმიზეზებსკი არა, შედეგებს ებრძვით; ეს წყალში გადაყრილი ფულია. თქვენი ძალისხმევა ამაოდხარჯება. ეს პრობლემები სახელმწიფო დონეზე უნდა მოგვარდეს”, _ მაგრამ ის ყურს არავის უგდებდა, მხოლოდ ქრისტეს სწავლებას მისდევდა. ერთ-ერთიინფარქტის შემდეგმან დღიურში მან ასეთი რამ ჩაწერ:რა არის ჩემთვის იესო ქრისტე? _ სიტყვაა, რომელიც უნდა წარმოთქვა, სინათლეა, სიყვარულია, მშვიდობაა… მშიერია, რომელიც უნდა დააპურო, მწყურვალია, უსახლკაროა, ავადმყოფი და მარტოსული, კეთროვანი და მათხოვარი, მოკვეთილი, მიგდებული, ბრმა, ხეიბარი, პატიმარი”, _ და ბოლოს უცნაური რამ დასძინა: “იესო _ ეს გამოფიტული, გულქვა ადამიანია, რომელსაც გული როგორმე უნდა შეუმსუბუქო”.

მაგრამ თავშესაფრები და საავადმყოფოები მოგვიანებით აიგო; თავდაპირველად ის მარტოდმარტო იყო, შემწე არავინ ჰყავდა და ხშირად მშიერიც კი იძინებდა. სამიოდე წლის შემდეგ მას პირველი მიმდევრები გაუჩნდა, 1950 წელს კი პაპმა პიუს XII-მ სიყვარულის მისიონერთა ორდენი ოფიციალურად ცნო.

მისიონერი დების მთელი ავლადიდება სარი, სანდლები და თხელი საბანი იყო; სამაგიეროდ, მათი ცხოვრება გახლდათ მდიდარი მოთმინებისა და გულმოწყალების სასწაულებით. ეს იყო უსასრულო ვარჯიში სიყვარულში, რომელიც დილის ოთხ საათზე იწყებოდა ფრანჩესკო ასიზელის ლოცვით: “უფალო, მომეცი ძალა, დავამშვიდო, გარნა ვერ დამამშვიდონ, გავუგო, გარნა ვერ გამიგონ, მიყვარდეს, გარნა არ ვუყვარდე, რამეთუ როდესაც გავცემთ, მაშინ ვიღებთ და როდესაც შევუნდობთ, შენდობას ვიმსახურებთ”.

სიყვარულის მისიის ორდენი, რომელიც 12-მა ადამიანმა შექმნა, დღეს რამდენიმე ასეულ ათას თანამშრომელს ითვლის, რომლებიც მსოფლიოს ასზე მეტ ქვეყანაში იღვწიან, მართავენ საავადმყოფოებს, ბავშვთა სახლებს, შიდსით დაავადებულთა კლინიკებს, ლეპროზორიუმებს.

დედა ტერეზა 1997 წლის 5 სექტემბერს, 87 წლისა გარდაიცვალა. მისი დაკრძალვის ცერემონიალს კალკუტიდან მსოფლიოს წამყვანი ტელეარხები აშუქებდნენ. მისი ნეშტი იმ საზიდარზე იდო, რომლითაც თავის დროზე მაჰათმა განდი გაასვენეს. პატარა, ნაოჭებად ქცეული მოხუცი მონაზონი მსოფლიოსთვის უძვირფასეს განძად იქცა, რომელიც ხალხს სიყვარულს შთააგონებდა.

სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე მას ჟურნალისტმა ჰკითხა: “გეშინიათ სიკვდილის?” _ რაზეც დედა ტერეზამ უპასუხა: “არა, რას ამბობთ, სიკვდილი ხომ შინ დაბრუნებაა; განა თქვენ გეშინიათ, როცა შინ, ახლობლებთან ბრუნდებით?! მე მოუთმენლად ველი სიკვდილს, რადგან იქ შევხვდები იესო ქრისტეს და ყველა იმ ადამიანს, ვისაც კი ამქვეყნიური ცხოვრების ჟამს სიყვარულს ვჩუქნიდი. ეს მართლაც საოცარი შეხვედრა იქნება, ასე არ არის?” _ და ამას რომ ამბობდა, სახე სიხარულით ჰქონდა გასხივოსნებული.

 

სიცოცხლის მანიფესტი

ამ მანიფესტს ნახავთ ყველგან,სადაც კი დედა ტერეზას ფეხი დაუდგამს.ესსასწაულმოქმედი, იმედის მომცემი, ლოცვასავით სიტყვებია,ეს არის მისი ანდერძი ყოველი ჩვენგანისადმი.

 

სიცოცხლე შესაძლებლობაა _ გამოიყენე.

სიცოცხლე სილამაზეა _ აღფრთოვანდი.

სიცოცხლე ნეტარებაა _ დააგემოვნე.

სიცოცხლე ოცნებაა _ აიხდინე.

სიცოცხლე გამოწვევაა _ მიიღე.

სიცოცხლე მოვალეობაა _ შეასრულე.

სიცოცხლე თამაშია _ გახდიმისიმოთამაშე.

სიცოცხლე სიმდიდრეა _ ნუ გაფლანგავ.

სიცოცხლე ქონებაა _ მოუფრთხილდი.

სიცოცხლე სიყვარულია _ ბოლომდე დატკბი მისით.

სიცოცხლე საიდუმლოა _ შეიცანი.

სიცოცხლე აღთქმაა _ შეასრულე.

სიცოცხლე ჭირ-ვარამია _ დაძლიე.

სიცოცხლე სიმღერაა _ იმღერეიგიბოლომდე.

სიცოცხლე ბრძოლაა _ გახდი მებრძოლი.

სიცოცხლე თვალუწვდენელი უფსკრულია _ უშიშრად გადადგი ნაბიჯი მისკენ.

სიცოცხლე წარმატებაა _ დაიჭირე წამი.

სიცოცხლე სილამაზეა _ ნუ დაღუპავმას.

სიცოცხლე _ ეს შენი სიცოცხლეა, იბრძოლე მისთვის!

სწავლის მოტივაციის შიდა ფაქტორები

0
რა ფაქტორები უწყობენ ხელს სწავლის მოტივაციის ამაღლებას?
ვიდრე უშუალოდ დასმულ კითხვაზე გავცემდეთ პასუხს, მოკლედ განვიხილოთ, რა არის მოტივაცია და რა მნიშვნელობა აქვს მას სწავლა-სწავლების პროცესში.
მოტივაცია ერთ-ერთი ყველაზე აქტიურად გამოყენებული და მნიშვნელოვანი ტერმინია თანამედროვე პედაგოგიურ ფსიქოლოგიაში. ის მოიცავს მოსწავლის ქმედებისა და ქცევის განმაპირობებელ ფაქტორებს, რომლებიც მას შიდა (ემოციები, გრძნობები, განცდები…) და გარე (გარემო) სტიმულებზე საპასუხო რეაქციისკენ უბიძგებენ. საზოგადოდ, ადამიანის ქმედება უმეტესად მიზნის მიღწევაზეა ორიენტირებული და მას განსაზღვრული მოტივები უდევს საფუძვლად. აქედან გამომდინარე, მოტივაცია შეიძლება განიმარტოს როგორც სასურველი მიზნის მიღწევისკენ მიმართული პროცესი.
პედაგოგიურ ფსიქოლოგიაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სწავლის მოტივაციას და მის განმაპირობებელ ფაქტორებს. აღნიშნული საკითხის სიღრმისეულად გააზრება როგორც პედაგოგის, ასევე მოსწავლის მიერ გადამწყვეტ როლს ასრულებს მოსწავლეთა მომავალ წარმატებაში.
სწავლის მოტივაცია სხვადასხვა კომპონენტისგან შედგება. განვიხილავთ რამდენიმე მნიშვნელოვან შიდაპიროვნულ ფაქტორს, რომლებიც სწავლის მოტივაციას განაპირობებს:
1.ცნობისმოყვარეობა
ადამიანი ბუნებით ცნობისმოყვარეა. ის გამუდმებით ეძებს ახალ გამოცდილებას, თავსატეხს, ცდილობს, გადაჭრას ახალ-ახალი პრობლემები და ა.შ., რის შედეგადაც მას ისეთი უნარები და კომპეტენციები უვითარდება, რომლებიც ხელს უწყობს გარემოსთან ადაპტაციასა და შინაგანი წონასწორობის დამყარებაში.
სწავლა-სწავლება ყველაზე ეფექტურია მაშინ, როდესაც იგი მოსწავლის ინტერესებისკენ არის მიმართული. მასწავლებლის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, მოსწავლეებს გაუღვიძოს ცნობისმოყვარეობა შესასწავლი საკითხის მიმართ. ცნობისმოყვარეობა შინაგანი მოტივაციის განმაპირობებელი ფაქტორია და, ამდენად, მნიშვნელოვან როლს ასრულებს სწავლა-სწავლების პროცესში. ის გონებას მიმართავს პასიურობიდან აქტიურობისკენ, ახალი იდეების აღმოჩენისა და ჰიპოთეზების წარმოდგენისკენ, ახალი მოვლენებისა და ფაქტების შემეცნებისკენ. აღნიშნულიდან გამომდინარე, ცნობისმოყვარეობა მოსწავლეს კვლევა-ძიებისკენ უბიძებს.
სასურველია, მასწავლებელმა მოსწავლეებს ცნობისმოყვარეობა აღუძრას ნაცნობი გამოცდილების კონტექსტში, გამოიყენოს ისეთი სტიმულები, რომლებიც არ იქნება მათთვის სრულიად უცხო. საჭიროა ბალანსის დაცვა მოსწავლის უკვე არსებულ კოგნიტურ სქემასა და ახალი დავალების სირთულეს შორის _ წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა მოსწავლემ დაუძლევლად მიიჩნიოს ამოცანა და პასიურ მდგომარეობაში გადავიდეს.
მასწავლებელს შეუძლია, მოსწავლეებს ცნობისმოყვარეობა აღუძრას: პრაქტიკული მნიშვნელობის მქონე ინფორმაციის მიწოდებით; რეალური ფაქტის გაცნობამდე მასში წარმოდგენილ პრობლემურ სიტუაციაზე მსჯელობით; ვარაუდის გამოთქმაზე ორიენტირებული კითხვების დასმით; ახალი, უცნობი ფაქტებით; რაციონალური და ემოციური ფაქტორების თანხვედრით; მხატვრული ლიტერატურისა და ცხოვრებისეული მაგალითების გამოყენებით; ვიზუალური და აუდიომასალით; მოკლე ისტორიული ექსკურსით და ა.შ.
2.თვითრწმენა
თვითრწმენა მნიშვნელოვანი მოტივია სწავლისადმი პოზიტიური განწყობის შესაქმნელად. იმისთვის, რომ მოსწავლე სასწავლო პროცესში აქტიურად ჩაერთოს, ის დარწმუნებული უნდა იყოს საკუთარ შესაძლებლობებში და ეჭვი არ უნდა ეპარებოდეს დასახული მიზნის მიღწევაში. წარმატების განცდა მოსწავლეს, საზოგადოდ, ადამიანს ხშირად აღუძრავს სურვილს, აღმოჩნდეს მსგავს მდგომარეობაში, რაც თავისთავად იქცევა შინაგანი მოტივაციის განმაპირობებელ ფაქტორად.
როგორ განვუმტკიცოთ მოსწავლეებს თვითრწმენა?
ამისთვის მასწავლებელი უნდა ფლობდეს ინფორმაციას მოსწავლეების ცოდნის დონისა და კომპეტენციების, სასწავლო პროცესისთვის ხელსაყრელი თუ არასასურველი რწმენის შესახებ. მას შეუძლია ისეთი აქტივობების დაგეგმვა, რომლებიც ხელს შეუწყობს მოსწავლეებში ნეგატიური რწმენის პოზიტიურით შეცვლას. საწყის ეტაპზე სასურველია, მასწავლებელმა მათ ისეთი დავალებები მისცეს, რომლებსაც იოლად დაძლევენ _ ეს უზრუნველყოფს მოსწავლეთა მიერ წარმატების განცდას. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია შესრულებული საქმიანობის ადეკვატურად შეფასება, მისი პოზიტიური მხარის აღიარება და საჭიროების შემთხვევაში _ კონსტრუქციული შენიშვნების მიცემა. სასწავლო პროცესი, რომელიც დაფუძნებულია ეფექტურ უკუკავშირზე, მოსწავლეს აგრძნობინებს საკუთარ პროგრესს და წარმატებას, თანდათანობითი სტიმულირება კი ხელს შეუწყობს მას, ობიექტურად შეაფასოს საკუთარი შესაძლებლობები და განიმტკიცოს თვითრწმენა.
თვითრწმენის განმტკიცება უშუალოდ უკავშირდება კომპეტენციების განვითარებას, რისი მიღწევაც შესაძლებელია მოსწავლეთა ინტერესებისა და ასაკობრივი განვითარების შესაბამისი დავალებებისა და სხვადასხვა მეთოდის გამოყენებით. ამგვარი სასწავლო გარემო ხელს უწყობს მოსწავლეთა მიერ სხვადასხვაგვარი გამოცდილების მიღებას. განვითარებული კომპეტენციები კი შემდგომ თავად იქცევა წამახალისებელ ფაქტორად და თვითრწმენის განმტკიცების საფუძვლად.
3. დამოკიდებულება
რა არის დამოკიდებულება?
დამოკიდებულება შეიძლება განიმარტოს როგორც ადამიანის მიერ მოვლენების, ფაქტების, იდეების, პიროვნებების და ა.შ. პოზიტიური ან ნეგატიური შეფასება. ის დამოკიდებულია გარე სამყაროს ინდივიდუალურ აღქმაზე და მომდინარეობს ადამიანის ფიქრებიდან, ემოციებიდან, გრძნობებიდან და გამოცდილებიდან. პირადი დამოკიდებულების ჩამოყალიბებას უმთავრესად ის გარემო, საზოგადოება, რელიგია, კულტურა და ტრადიცია განაპირობებს, რომელშიც ადამიანი იზრდება და ვითარდება. აქვე უნდა ითქვას, რომ დამოკიდებულების შეცვლაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს თანამედროვე, სწრაფად ცვალებადი გარემო, სადაც ღირებულებების, კულტურული და საზოგადოებრივი ნორმების შეფასება-გადაფასება სულ უფრო ინტენსიურად მიმდინარეობს. სკოლა, ოჯახი, საზოგადოება, საინფორმაციო საშუალებები და სხვ. გამუდმებით ცდილობენ, შეცვალონ ადამიანის ფიქრები, ემოციები და განცდები ამა თუ იმ საკითხისა თუ მოვლენის მიმართ. აი, ამ რთულ ინფორმაციულ გარემოში მნიშვნელოვანია, მასწავლებელმა შეასრულოს გზამკვლევის როლი მოსწავლეთა პოზიტიური დამოკიდებულებების ჩამოყალიბებაში.
ვიდრე უშუალოდ სწავლის მიმართ მოსწავლის დამოკიდებულების განხილვას შევუდგებოდეთ, გავეცნოთ მის შემადგენელ კომპონენტებს, რომელთა გააზრებაც მასწავლებელს საშუალებას მისცემს, ადეკვატურად დაგეგმოს და გამოიყენოს შესაბამისი სტრატეგიები მოსწავლის პოზიტიური დამოკიდებულების ჩამოსაყალიბებლად.
დამოკიდებულება სამი ძირითადი კომპონენტისგან შედგება:
1. აფექტური კომპონენტი მოიცავს ადამიანის ემოციურ რეაქციას კონკრეტული ობიექტების მიმართ. ის გამომდინარეობს ადამიანის ემოციური გამოცდილებიდან. ასეთი დამოკიდებულება ლოგიკური აზროვნების შედეგი კი არ არის, არამედ ადამიანის შინაგანი მიმართებების, გრძნობებისა და განცდების გამოხატულებაა.
2. ქცევითი კომპონენტი კონკრეტულ ქმედებებში აისახება. მოსწავლემ არ იცის, მისაღებია თუ არა მისთვის კონკრეტული ქცევა, სანამ თავად არ გამოსცდის მას პრაქტიკაში. ასეთი დამოკიდებულება უმეტესად საკუთარ ან სხვების ქმედებებზე დაკვირვების შედეგად ყალიბდება.
3. კოგნიტური კომპონენტი ეფუძნება რაციონალურ გამოცდილებასა და ფაქტებს. ასეთი დამოკიდებულება საშუალებას აძლევს ადამიანს, მოვლენები, პიროვნებები, ფაქტები თუ მოსაზრებები შეაფასოს ლოგიკაზე დაყრდნობით, არსებული გამოცდილების საფუძველზე.
მნიშვნელოვანია ასევე, მასწავლებელმა იცოდეს, რომ მოსწავლეთა დამოკიდებულება გარკვეული საკითხების მიმართ და მათი ქცევა ყოველთვის არ ემთხვევა ერთმანეთს. მაგალითად, ის, რომ მოსწავლე უმეტესად მომზადებული მოდის გაკვეთილზე, შესაძლოა სულაც არ ნიშნავდეს, რომ მას პოზიტიური დამოკიდებულება აქვს სწავლის მიმართ. მისი ეს ქმედება შესაძლოა სულ სხვა მოტივით იყოს განპირობებული _ დასჯის შიშით ან/და საჩუქრის მიღების დაპირებით. მასწავლებლის მთავრი ამოცანა კი ის არის, რომ მოსწავლეთა მოტივაცია მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლისა და განვითარებისკენ მიმართოს.
როგორ განვსაზღვროთ მოსწავლეთა დამოკიდებულება და როგორ შევუწყოთ ხელი სწავლისადმი პოზიტიური დამოკიდებულების ჩამოყალიბებას? ამისათვის:
. შექმენით მოსწავლეთათვის უსაფრთხო სასწავლო გარემო;
. შეიტანეთ ურთიერთობაში მეტი სიცხადე და სიზუსტე;
. გამოიყენეთ ეფექტური კომუნიკაცია, როგორც ნდობის ჩამოყალიბების ინსტრუმენტი;
. მიეცით მოსწავლეებს აზრის თავისუფლად გამოთქმის საშუალება;
. გამოხატეთ პატივისცემა მოსწავლეთა მიერ გამოთქმული მოსაზრებებისა და იდეების მიმართ;
. შეეცადეთ განსაზღვროთ, დამოკიდებულების რომელი კომპონენტი უდევს საფუძვლად მოსწავლის შეხედულებას;
. ინდივიდუალური შესაძლებლობებიდან და პირადი ინტერესებიდან გამომდინარე, აქტიურად ჩართეთ მოსწავლე სასწავლო პროცესში და დაანახეთ საკუთარი მნიშვნელობა;
. მიეცით მოსწავლეებს საშუალება, მსჯელობითა და დისკუსიებით თავად განსაზღვრონ პირადი დამოკიდებულება სწავლის მიმართ; გაიაზრონ არსებული დამოკიდებულების გამომწვევი მიზეზები და ფაქტორები;
. მათ უნდა იმსჯელონ იმის შესახებ, როგორ დაეხმარებათ პოზიტიური დამოკიდებულება სასწავლო ამოცანების დაძლევასა და მათ მომავალ წარმატებაში;
. მათ უნდა იმსჯელონ იმის შესახებ, რა გავლენა შეიძლება მოახდინოს ნეგატიურმა დამოკიდებულებამ მათ განვითარებასა და მომავალზე;
. წაახალისეთ ისინი, რათა განუმტკიცდეთ თვითრწმენა.
4. მოთხოვნილებები
მოსწავლეთა ინდივიდუალური საჭიროებები შესაძლოა ერთმანეთისგან მეტად განსხვავებული იყოს. ამის შესახებ ყველაზე ცნობილ კლასიფიკაციას ამერიკელი ფსიქოლოგი აბრაჰამ მასლოუ გვთავაზობს. ის ადამიანის მოთხოვნილებათა ხუთ კატეგორიას გამოყოფს: 1. ბიოლოგიური (კვების, წყურვილის დაკმაყოფილების, ძილის…) მოთხოვნილებები; 2. უსაფრთხოების (სტაბილურობის, დაცულობის განცდის…) მოთხოვნილება; 3. კუთვნილებისა და სიყვარულის (ოჯახის, გუნდის, ურთიერთობების, ემპათიის…) მოთხოვნილება; 4. საკუთარი თავის მიმართ პატივისცემისა და აღიარების (ამა თუ იმ სტატუსის ქონის, წარმატების, რეპუტაციის მოპოვების…) მოთხოვნილება;
5. თვითრეალიზაციის მოთხოვნილება.
მასლოუს მოთხოვნილებათა იერარქიულ მოდელში ბიოლოგიური, ანუ საბაზისო მოთხოვნილებები ყველაზე დაბალ საფეხურზე განიხილება, ხოლო პიროვნების განვითარებისა და საკუთარი თავის რეალიზაციის მოთხოვნილებები _ ყველაზე მაღალ საფეხურზე. განათლების მიზნები ორიენტირებულია უფრო მაღალი მოთხოვნილებების ყოველდღიურ აუცილებლობად ქცევაზე. მოსწავლეებს ისეთი უნარები და დამოკიდებულებები უნდა ჩამოუყალიბდეთ, როგორიც არის გუნდურად მუშაობის უნარი, სოციალური აზროვნება, სხვისი აზრის მოსმენა და გაზიარება, თვითრეალიზება და ა.შ.
რა მნიშვნელობა აქვს მოსწავლეთა მოთხოვნილებების დადგენას სწავლის მოტივაციისთვის?
ეფექტური სწავლება მოსწავლეთა მოტივაციის დონეზეა დამოკიდებული. მასლოუს იერარქიის მიხედვით, სწავლის მოთხოვნილების განმსაზღვრელი შეიძლება განსხვავებული დონის მოტივაცია იყოს. მაგალითისთვის მივუბრუნდეთ ზემოთ განხილულ სიტუაციას, რომელიც სწავლის მიმართ მოსწავლის დამოკიდებულებას ეხებოდა. მოსწავლის მიერ დავალების კარგად შესრულება შესაძლოა განპირობებული იყოს: დასჯის შიშით, საჩუქრის მიღების დაპირებით, აღიარების მოთხოვნილებით, ინტერესით და სხვ.
მასწავლებელმა ეფექტური და შედეგზე ორიენტირებული სასწავლო პროცესის წარმართვისთვის უნდა შეძლოს მოსწავლეთა საჭიროებებისა და მოთხოვნილების დადგენა, განსაზღვროს, იერარქიის რომელ საფეხურზეა მოსწავლე და რა მოტივები უდევს საფუძვლად სწავლას. შედეგად მან უნდა შეიმუშაოს ადეკვატური სტრატეგიები, რითაც უზრუნველყოფს სასწავლო პროცესში მოსწავლეთა აქტიურ ჩართვასა და მათი მოტივაციის ამაღლებას.
როგორც განხილული ფაქტორებიდან ჩანს, მოტივაციის წყაროები მრავალფეროვანია და თითოეული მათგანი გადამწყვეტ როლს ასრულებს მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებასა და მათ წარმატებაში. თუ გსურთ, ხელი შეუწყოთ მოსწავლეთა სწავლის უნარის განვითარებას, ამისთვის აუცილებელია მოტივაციის პრინციპების გააზრება და სასწავლო პროგრამების შედგენისას, ასევე _ უშუალოდ სასწავლო პროცესში მათი გათვალისწინება. ეს საშუალებას მოგცემთ, მოსწავლეთა ფსიქოლოგიურ საჭიროებებზე დაყრდნობით შექმნათ ეფექტური და შემოქმედებითი სასწავლო გარემო და უზრუნველყოთ სასწავლო პროცესში თითოეული მოსწავლის აქტიური და ხალისიანი ჩართვა.

წიგნიერების ტრადიციული და ახალი სახეები

0

თეო ნეფარიძე 

უძველეს ცივილიზაციებში წიგნიერება პიქტოგრამებისა და სასცენო კოლაჟების ამოკითხვას, ამ გამომსახველობითი ფორმებით წარმოდგენილი ინფორმაციის დამუშავებასა და გააზრებას მოითხოვდა. შუმერულ და ასურულ ცივილიზაციებში ამ უნარ-ჩვევას მხოლოდ მეცნიერთა და სასულიერო პირთა მცირერიცხოვანი ჯგუფი ფლობდა. მოგვიანებით, კლასიკურ საბერძნეთსა და რომში, წერა-კითხვა და საბაზისო მათემატიკური კომპეტენცია საზოგადოების შეძლებული ფენის პრივილეგია გახდა. შემდეგ, შუა საუკუნეების ევროპაში, სასულიერო სწავლების გავრცელებას, რენესანსსა და ბეჭდვითი ტექნიკის განვითარებას წერა-კითხვის მცოდნეთა რაოდენობის მატება მოჰყვა, მე-19 და მე-20 საუკუნეებში კი მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში სავალდებული სასკოლო განათლების პოლიტიკამ წერა-კითხვის ფართო მასებში გავრცელება მოიტანა.

 

ტრადიციული განსაზღვრების თანახმად, წიგნიერება წერილობითი და სამეტყველო ენის აქტიურად და პასიურად ფლობას _ წერა-კითხვის, მოსმენისა და საუბრის უნარს _ მოიცავს. წიგნიერების ტრადიციული ფორმის, წერა-კითხვის უნარის ცნება რამდენიმე ქვეუნარს აერთიანებს, მათ შორის _ ფონოლოგიის ცოდნას, ფონეტიკას, ლექსიკას, ტექსტის გააზრებას.

უკანასკნელ საუკუნეებში თავჩენილმა განვითარების ტენდენციებმა, განსაკუთრებით _ აკადემიურ და სამეცნიერო სფეროებში, წიგნიერების ტრადიციული ცნების გადააზრება და გამდიდრება, წიგნიერების სტანდარტების დახვეწა განაპირობა. პირველ რიგში, მოკლედ გავეცნოთ, განვითარების რა ეტაპები გაიარა წიგნიერების ცნებამ და წიგნიერების რა ფორმები გაჩნდა განვლილი საუკუნის განმავლობაში, ბოლოს კი განვიხილოთ, რა გავლენა მოახდინა საინფორმაციო და სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიებმა, კომპიუტერისა და ინტერნეტის გავრცელებამ წიგნიერების ფორმების გარდაქმნაზე, წიგნიერების ხარისხზე.

მეოცე საუკუნის განმავლობაში გლობალური მობილობის ზრდამ, მიგრაციისა და ემიგრაციის, დროებითი გადაადგილების, ტურიზმის, სამსახურებრივი საერთაშორისო ვიზიტების მაჩვენებლების ჩათვლით, ისევე როგორც მსოფლიო ეკონომიკური და პოლიტიკური კავშირების გააქტიურებამ, წიგნიერების სამ ახალ სახეს დაუდო სათავე: კულტურულს, მულტიკულტურულსა და ბილინგვურს.

კულტურული წიგნიერება კულტურათაშორისი მსგავსებებისა და განსხვავებების, ტრადიციების, ღირებულებების, წეს-ჩვეულებების გაცნობიერებას და დაფასებას გულისხმობს, ხოლო მულტიკულტურული _ რამდენიმე კულტურის შემეცნებას და მულტიკულტურულ გარემოში ფუნქციობის უნარ-ჩვევებს. სწორედ მულტიკულტურული წიგნიერება ედება საფუძვლად წიგნიერების კიდევ ერთ ახალ სახეს _ ბილინგვურ წიგნიერებას, რომელიც რამდენიმე ენაზე წერა-კითხვისა და სრულყოფილი ფუნქციობის აუცილებლობას წარმოადგენს.

თანამედროვე, გლობალიზებულ სამყაროში მსოფლიოს მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას ერთხელ მაინც ჰქონია რაიმე სახის ინტერაქცია სხვა ქვეყნისა თუ კულტურის წარმომადგენელთან. რაც შეეხება რეგულარულ კულტურათაშორის ურთიერთობებს, ზუსტი სტატისტიკა უცნობია, თუმცა, სავარაუდოდ, 200 მილიონი კაცია დასაქმებული მულტინაციონალურ კორპორაციებში, ხოლო დაახლოებით 400 მილიონი სამუშაოზე იყენებს ინგლისურ ენას. მსგავსი სტატისტიკა იმაზე მიგვანიშნებს, რომ მულტიკულტურული ცნობადობა/წიგნიერება და ბილინგვური წიგნიერება ისევე მნიშვნელოვანი გახდა თანამედროვე მსოფლიოში, როგორც მშობლიურ ენაზე წერა-კითხვა და საბაზისო მათემატიკური კომპეტენციების ფლობა.

ეს არის დღევანდელი რეალობა, თუმცა მსოფლიოში მრავალი ადამიანი გამოდის გლობალიზაციის ამ ტენდენციების წინააღმდეგ და ანტიგლობალისტთა ჯგუფებს უერთდება. მათი მოსაზრებით, მულტიკულტურული გარემო შთანთქავს ადგილობივ კულტურებს, ხოლო ბილინგვიზმი თუ მრავალენოვნება აკნინებს მსოფლიოს მრავალ ადგილობრივ ენას, რაც ეროვნული იდენტობის დაკნინებასა და გაქრობას განაპირობებს.

ამდენად, განათლების მესვეურთათვის ყველაზე საინტერესო უნდა იყოს წიგნიერების დონის ამაღლების იმ გზების პოვნა, რითაც შეიძლება ხელი შევუწყოთ მულტიკულტურული ცნობიერების გაღრმავებას, ბილინგვური წიგნიერების ჩამოყალიბებას და იმავდროულად ადგილობრივი იდენტობის, ენისა და კულტურის შენარჩუნებას.

მულტიკულტურული ცნობადობის ამაღლების ერთ-ერთი ფორმა ბავშვის ადრეული განვითარების ეტაპზე, სკოლამდელი განათლებისა და ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე, ადგილობრივი და უცხოური მითების, იგავებისა და ზღაპრების გაცნობა, გააზრება, მათი შედარება და მათზე მსჯელობა შეიძლება იყოს. ამ ეტაპზე ბავშვი უნივერსალურ, ისევე როგორც იდიოსინკრეტულ კულტურულ ღირებულებებს განასხვავებს და შეიმეცნებს. ზოგადი განათლების შემდგომ საფეხურებზე მულტიკულტურული წიგნიერების ამაღლება და გაღრმავება სხვადასხვა ქვეყნის მწერლობის (და სხვა გამომსახველობით ფორმების) მეშვეობით ხორციელდება.

მულტიკულტურული ცნობადობის ამაღლების ერთ-ერთ საშუალებად ბილინგვიზმიც მიიჩნევა, თუმცა ბილინგვური წიგნიერების მნიშვნელობა ამით არ შემოიფარგლება, რადგან თანამედროვე მსოფლიოში ორენოვნება ფაქტობრივად სასიცოცხლო, ფუნქციური უნარ-ჩვევების შემადგენელი ნაწილი გახდა. ამდენად, მრავალი ქვეყნის საგანმანათლებლო პოლიტიკის შემქმნელთა შორის დღესაც მიმდინარეობს მსჯელობა სკოლაში სავალდებულო მეორე ან უცხო ენის შერჩევის, სტანდარტისა და პროგრამის ხანგრძლივობის, სირთულისა და ინტენსივობის დადგენის, ისევე როგორც შემსწავლელთა საუკეთესო ასაკობრივი ჯგუფის გამოვლენის თაობაზე.

მეოცე საუკუნის ბოლოს, საინფორმაციო ხანის დასაწყისიდან, წიგნიერების კიდევ რამდენიმე ახალი ფორმა გაჩნდა _ საინფორმაციო წიგნიერება, მედიაწიგნიერება და ვიზუალური წიგნიერება.

მედია- და ვიზუალური წიგნიერების გაჩენა ინფორმაციის გავრცელებისა და ახალი საკომუნიკაციო საშუალებების დანერგვამ განაპირობა. წერილის დასაწყისში ვახსენე, რა ფორმით არსებობდა ვიზუალური წიგნიერება უძველეს ცივილიზაციებში (პიქტოგრამების შექმნა და გარჩევა), სადაც ამ უნარ-ჩვევას მეცნიერთა და სქოლასტიკოსთა ძალიან მცირე ნაწილი ფლობდა. მეოცე საუკუნეში კი ტელევიზორის გამოგონებამ და გავრცელებამ ვიზუალური წიგნიერების პასიური ფორმა (ვიზუალური იმიჯის აღქმის უნარი) მოსახლეობის ფართო ფენების უნარ-ჩვევად აქცია. ვიზუალური წიგნიერების აქტიური ფორმა (ვიზუალური იმიჯის შექმნის უნარი) კი წიგნიერების უახლესი ტენდენციის, ციფრული წიგნიერების მოთხოვნად იქცა, რასაც ქვემოთ განვიხილავთ.

საინფორმაციო წიგნიერება საკომუნიკაციო საშუალებებისა და მასმედიის განვითარების თანამდევ უნარ-ჩვევად ჩამოყალიბდა და ექვს კომპონენტს მოიცავს: საჭიროების გამოვლენას, ინფორმაციის მოკვლევის სტრატეგიების ფლობას, სხვადასხვა წყაროდან ინფორმაციის მოპოვებას, ინფორმაციის ეფექტურად შესწავლას, ინფორმაციის სინთეზსა და გამოყენებას, მოპოვებული ინფორმაციით მიღებული შედეგის შეფასებას. ერთი მხრივ, საინფორმაციო ხანაში წიგნიერების მაღალი მაჩვენებლის მიღწევა საინფორმაციო წყაროების ხელმისაწვდომობასთანაა კავშირში. მეორე მხრივ, ინფორმაციის მოზღვავებამ თანამედროვე ფორმალური განათლების სისტემებს სერიოზული დაბრკოლებები შეუქმნა. პირველ რიგში, ინფორმაციის წყაროების ხელმისაწვდომობაში დიდი სხვაობის გამო გაიზარდა განსხვავებები განათლების ხარისხში, ფაქტებზე დაფუძნებული სწავლების მეთოდები არაპრაქტიკული გახდა, გაიზარდა კრიტიკული აზროვნებისა და ანალიზის, გადაწყვეტილების მიღებისა და არჩევანის გაკეთების უნარ-ჩვევების მნიშვნელობა. შეიცვალა მასწავლებლის როლიც _ ყოვლისმცოდნე დიდაქტიკოსის ფუნქციები მენტორის, მხარდამჭერისა და მრჩევლის ფუნქციებმა შეცვალა. გაკვეთილი კი იქცა პროცესად, სადაც ყველა კოლაბორაციულად სწავლობს, მათ შორის _ მასწავლებელიც. ამდენად, აუცილებელი გახდა გაკვეთილისა თუ სასწავლო გეგმის ისე შედგენა, რომ მოსაწავლემ შეიძინოს სწავლის ეფექტური სტრატეგიები, რაც შემდგომში პრობლემის დამოუკიდებლად მოგვარების, ინფომაციის მოპოვების, აღმოჩენებისა და დასკვნების გამოტანის საშუალებას მისცემს.

მედიასაშუალებების გავრცელებას, ზემოაღნიშნულ ცვლილებებთან ერთად, ფორმალურ განათლებაში განსაზღვრული საფრთხეების განხილვა მოჰყვა, რაც, უპირველეს ყოვლისა, წიგნიერების დონის დაქვეითების შიშით გამოიხატებოდა. წიგნიერების ახალი ფორმების მომხრენი კი ფიქრობენ, რომ მედიაწიგნიერება არ ნიშნავს წიგნის გადაგდებას და შექსპირის სპილბერგით ჩანაცვლებას.

დღეს, ოცდამეერთე საუკუნის მსოფლიოში, ტექნოლოგიურმა წინსვლამ ინფორმაციისა და ცოდნის შეძენისა და გადაცემის ფორმები სრულიად შეცვალა. კომპიუტერი და ინტერნეტი სასწავლო პროცესის აუცილებელი ნაწილი გახდა, ციფრული წიგნიერების მოთხოვნა სასწავლო გეგმებში აისახა.

ციფრული წიგნიერების ცნება პირველად პოლ გლისტემა გამოიყენა 1997 წელს. მისი განსაზღვრებით, ციფრული წიგნიერება ინფორმაციის სხვადასხვა ციფრული წყაროდან მიღებასა და გამოყენებას გულისხმობდა. “ცოდნის საზოგადოებაში” ტექნოლოგიების გამოყენებით ინფორმაციის მიღება აუცილებელი ფუნქციონალური უნარ-ჩვევაა. მოგვიანებით ციფრული წიგნიერების ცნება უფრო მეტად გაფართოვდა და ტექნოლოგიების მეშვეობით პროდუქტის შექმნაც მოიცვა.

პრაქტიკაში ციფრული წიგნიერება მრავალ ახალ მოთხოვნას უყენებს თანამედროვე მასწავლებელს. დღეს საკმარისი აღარ არის, გეოგრაფიის მასწავლებელმა ისაუბროს ამა თუ იმ ქვეყანაზე და მიუთითოს მისი მდებარეობა რუკაზე. დღეს მასწავლებელს უკვე შეუძლია, თავის პრეზენტაციას დაურთოს ვიდეომასალა, დაგეგმოს პირდაპირი ჩართვა, აჩვენოს მოსწავლეებს ვირტუალური მუზეუმი, განახორციელოს ტელეხიდი ამავე ქვეყნის თანატოლებთან.

ტექნოლოგიური/ციფრული წიგნიერების სრულფასოვან აღქმაში ბლუმის ტაქსონომიის კოგნიტური იერარქია დაგვეხმარება, სადაც წიგნიერების ამ უახლეს სახეს იერარქიის ყველა დონეზე დავინახავთ კონკრეტული უნარ-ჩვევების სახით.

ბლუმის ციფრული ტაქსონომია

ბლუმის ციფრული ტაქსონომია, ავტორი ენდრიუ ჩარლზი, 2008 წელი

დიაგრამაზე ვხედავთ, რომ ციფრული წიგნიერების ცნებები და კომპეტენციები ბლუმის ტაქსონომიის ყველა დონეზე აისახება.

ლეგენდა კაცობრიობაზე – პერ ლაგერკვისტი

0

გულითად მადლობას ვუძღვნი შვედეთის აკადემიას ლიტერატურის დარგში ჩემთვის ნობელის პრემიის მონიჭებისათვის. ეს იმდენად დიდი პატივია, რომ ძალაუნებურად იბადება კითხვა, დაიმსახურე თუ არა იგი. თუმცა ვერ ვბედავ ჩემს თავს ეს კითხვა დავუსვა, მონაწილეობა არ მიმიღია ამ გადაწყვეტილებაში, და არ შემიძლია მასზე პასუხისმგებლობა ავიღო. მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება ჩემს პატივცემულ კოლეგებს, რისთვისაც მათ მადლობას ვწირავ.

აქ დღეს უკვე მოვისმინეთ ბევრი შესანიშნავი გამოსვლა, ამდენად, აღარ გამოვალ სიტყვით და წავიკითხავ ნაწყვეტს ჩემი გამოუქვეყნებელი წიგნიდან. მოხდა ისე, რომ, როდესაც ვფიქრობდი, რა უნდა მეთქვა ამ სადღესასწაულო შემთხვევასთან დაკავშირებით, უჩვეულო რამ დამემართა. ვიპოვე ჯერ კიდევ 1922 წელს, ოცდაცხრა წლის წინათ, დაწერილი ჩემი ერთი ძველი ხელნაწერი. როდესაც მას ვკითხულობდი, წავაწყდი ნაწყვეტს, რომელიც სრულად გამოხატავდა იმას, რისი თქმაც მსურდა. იგი დაწერილია, როგორც მოთხრობა და უეჭველია, რომ ყოველგვარ სიტყვაზე უკეთესი იქნება. მასში ლაპარაკია ჩვენი ცხოვრების გამოცანაზე, რომელიც კაცობრიობის ბედს ასეთ დიადსა და მძიმეს ხდის. წიგნი დაწერილია თითქმის ოცდაათი წლის წინათ პირენეებში, პატარა სოფელში ხმელთაშუა ზღვის ნაპირზე, დედამიწის ერთ-ერთ უმშვენიერეს კუთხეში, ახლა წაგიკითხავთ – შევეცდები, რაც შეიძლება უკეთესად მის დასაწყისს.

ერთ მშვენიერ დილას უცხო ქვეყანაში გამოჩნდა ორი ადამიანი – მამაკაცი და ქალი, ისინი დიდი ხნით არ იყვნენ მოსულნი, არ აპირებდნენ იქ დიდხანს დარჩენას. მათ უკვე მრავალი ქვეყანა ენახათ და ეს ქვეყანა მათთან შედარებით ბევრად უღიმღამოდ და უბადრუკად ეჩვენებოდათ. მართალია, აქ იყო მშვენიერი ხეები, მთები, ტყეები და კორომები, ღრუბლებიც ათასგვარად იცვლიდა მოხაზულობას ცაზე, ქარი შეუმჩნევლად ამოვარდებოდა ხოლმე დაბინდებისას და უცნაური იდუმალებით ეხებოდა ყოველივეს, მაგრამ ეს მოსატანიც არ იყო იმ შორეულ ქვეყანასთან შედარებით, საიდანაც ისინი მოვიდნენ. ამიტომაც გადაწყვიტეს არ დაყოვნებულიყვნენ აქ, მაგრამ ცოტა ხანს მაინც ყოფილიყვნენ, რადგან უყვარდათ ერთმანეთი და აღმოჩნდა, რომ არც ერთ სხვა ქვეყანაში მათი სიყვარული არ იყო ასეთი გასაოცარი. სიყვარული ამ ქვეყანაში არ იყო ჩვეულებრივი, ისეთი, რაც თავისთავად იგულისხმება. არა, ის მოგაგონებდათ შორეულ სტუმარს, რომელსაც თითოეული ელოდება, როგორც მის ცხოვრებაში განსაკუთრებულ მოვლენას. ის, რაც ასე ნათელი და გასაგები იყო მათ ცხოვრებაში, გამოუცნობია. ბუნდოვანი, ასე ვთქვათ, ფარული გახდა. აქ ისინი იყვნენ ერთადერთი უცხოელები, თითქოსდა გადმოგდებული იდუმალი ძალების მიერ. მათ აერთიანებდა სიყვარული, რომელიც სასწაულს ჰგავდა, რომელიც შეიძლება დაღუპულიყო, დამჭკნარიყო, მომკვდარიყო, ამგვარად, მათ გადაწყვიტეს აქ დაყოვნება.

ამ ქვეყანაში ყოველთვის არ იყო დღე. საღამო ხანს სინათლე ქრებოდა, ბინდბუნდი ჩამოწვებოდა და ყველაფერი მასში იძირებოდა, თითქოსდა წყვეტდა არსებობას. ქალი და მამაკაცი სიბნელეში იწვნენ და ყურს უგდებდნენ ქარის ხმაურს ხეებში. ისინი მჭიდროდ ეკვროდნენ ერთმანეთს და მხოლოდ ერთი კითხვა აწუხებდათ – რატომ იყვნენ აქ?

მამაკაცმა ქვებისა და ხავსისაგან სახლი ააგო – ისინი ხომ დიდხანს არ აპირებდნენ დარჩენას. ქალი იატაკზე სურნელოვან ბალახს ფენდა და დაბინდებისას მოუთმენლად ელოდებოდა მამაკაცის დაბრუნებას. მათ ერთმანეთი უფრო მეტად შეუყვარდათ, ვიდრე წინათ, და ყველაფერს აკეთებდნენ, რასაც მათგან ეს ცხოვრება მოითხოვდა.

ერთხელ მამაკაცი მდელოში დაბორიალობდა. მას მოულოდნელად მოენატრა თავისი რჩეული, რომელიც ამქვეყნად ყველაზე მეტად უყვარდა. იგი დაიხარა და დაუწყო კოცნა მიწას, რომელზეც ის ოდესღაც იწვა. ქალი კი სიყვარულით უმზერდა ღრუბლებსა და ხეებს, რომელთა ქვეშ მამაკაცს უნდა გაევლო შინ დაბრუნებისას და სიყვარულით ელოდა დაბინდებას, რადგან მამაკაცი ამ დროს ბრუნდებოდა შინ. ეს გასაოცარი ქვეყანა იყო და არაფრით ჰგავდა მათ საკუთარ შორეულ სამშობლოს.

და აი, ქალს ვაჟი ეყოლა. დიდი მუხის ხე, რომელიც სახლთან იზრდებოდა, ნანას უმღერდა პატარას, ბავშვი უსმენდა, გაკვირვებული იყურებოდა გარშემო და ფოთლების შრიალში იძინებდა. საღამოობით მამაკაცი შინ ნადავლით ბრუნდებოდა და დაღლილი ეშვებოდა მიწაზე. მამაკაცი და ქალი იწვნენ სიბნელეში და ლაპარაკობდნენ იმაზე, რომ მალე დატოვებდნენ აქაურობას.

უცნაური იყო ეს ქვეყანა: ზაფხულის შემდეგ დგებოდა შემოდგომა, შემდეგ ცივი ზამთარი, ზამთარს მოსდევდა გაზაფხული თითქოსდა იმისთვის, რომ ადამიანებს უკეთ შეეგრძნოთ, რა სწრაფად მიდიოდა დრო. დრო კი მართლაც სწრაფად მიქროდა, მალე ქალს მეორე ვაჟი ეყოლა, რამდენიმე წლის შემდეგ კიდევ ერთი, ბავშვები იზრდებოდნენ, ისინი მთელ დროს ერთად ატარებდნენ და ყოველდღიურად რაღაც ახალს პოულობდნენ, ეთამაშებოდნენ ამ გასაოცარ ქვეყანას და მასთან ერთად ყველაფერს, რასაც აქ აღმოაჩენდნენ. მამაკაცს ტყესა და მინდორში მუშაობისაგან ხელები გაუუხეშდა, ქალს სახის ნაკვთები გაუმკაცრდა, მოძრაობა შენელებული გაუხდა, მაგრამ ხმა ისევ ისე რბილი და ჟღერადი ჰქონდა, როგორც წინათ. ერთხელაც, საღამო ხანს, გრძელი დღის დასასრულს, ის დაღლილი, ბავშვებით გარშემორტყმული იჯდა სახლში და უცებ წარმოთქვა: “ჩვენ მალე წავალთ აქედან, მალე დავბრუნდებით სხვა ქვეყანაში, იქ, სადაც ჩვენი სახლია”. ბავშვებმა მას გაკვირვებით შეხედეს. “რას ამბობ, დედა? ნუთუ კიდევ არსებობს სხვა ქვეყანა, ამის გარდა?” და მაშინ ქალის თვალები შეხვდა მამაკაცისას და ტკივილმა გული შეუკუმშა ორივეს, ქალმა წყნარად თქვა: “დიახ, არის სხვა ქვეყანაც”. და დაიწყო მოყოლა. ის ჰყვებოდა ქვეყანაზე, რომელიც სრულიად არ ჰგავდა ამას, ვრცელსა და გასაოცარზე, სადაც არასოდეს ღამდებოდა, სადაც არ იყო ხეები, რომლებიც ისე შრიალებდნენ, როგორც ამ ქვეყანაში, სადაც არ იყო საჭირო ბრძოლა არსებობისათვის. ბავშვები გაირინდნენ, ყურს უგდებდნენ დედას და ხანდახან გაოცებულ მზერას მამას მიაპყრობდნენ. ის კი, საკუთარ ფიქრებში ჩაძირული, დასტურის ნიშნად თავს უქნევდა მათ. უმცროსი ვაჟი დედის ფეხებთან მოკალათებულიყო, სახე გაფერმკრთალებოდა, თვალები უცნაურად უბრწყინავდა. უფროსი კი, რომელიც თორმეტი წლის იყო, განზე იჯდა და სადღაც შორს იყურებოდა. შემდეგ მოულოდნელად ადგა და სიბნელეში გაუჩინარდა.

დედა ყვებოდა, ბავშვები კი ხარბად უსმენდნენ. გეგონებოდათ, რომ დედა ხედავდა იმ შორეულ ქვეყანას, ხანდახან ჩუმდებოდა, თითქოს კარგავდა მას, რაღაცა ავიწყდებოდა, შემდეგ კი განაგრძობდა თხრობას. მისი ხმა სულ უფრო ჩუმად ისმოდა. კერიაში ცეცხლი ენთო დ მისი ანარეკლი სახეებსა და კედლებზე ისახებოდა. მამაკაცმა ხელები სახეზე აიფარა ასე, გაუნძრევლად ისხდნენ ისინი შუაღამემდე. მოულოდნელად კარი გაიღო, სახლში სიცივე შემოიჭრა და მასთან ერთად უფროსი ვაჟიც გამოჩნდა. ხელში გასისხლიანებული, დიდი შავი ფრინველი ეჭირა. მან იგი სიცოცხლეში პირველად მოკლა და ფრინველი კერიის მახლობლად, მიწაზე დააგდო. სადგომში თბილი სისხლის სუნი დატრიალდა. უფროსი ხმაამოუღებლად გაემართა ოთახის ბნელი კუთხისკენ, დაწვა და მაშინვე ჩაეძინა. სიჩუმე ჩამოწვა. დედა გაჩუმდა. ისინი შეცბუნებული შეჰყურებდნენ ერთმანეთს, გეგონებოდათ, თვლემენო, გაკვირვებული გადაჰქონდათ მზერა მოკლულ ფრინველზე, სისხლის წვეთებზე მის მკერდსა და მიწაზე. შემდეგ ჩუმად ადგნენ და დასაძინებლად წავიდნენ.

ამ ღამის შემდეგ ისინი იშვიათად იკრიბებოდნენ ერთად. თითოეულმა თავისთვის დაიწყო ცხოვრება. დადგა ზაფხული, აბზუილდნენ ფუტკრები, მინდვრები ბალახით დაიფარა, გაზაფხულის წვიმების შემდეგ ხეები მწვანედ შეიმოსა, ჰაერი გამჭვირვალე გახდა. ერთხელაც, შუადღისას, უმცროსი ვაჟი მივიდა დედასთან, რომელიც სახლის გვერდით ჩამომჯდარიყო. ის ფერმკრთალი და ჩაფიქრებული ჩანდა და სთხოვა დედას მოეყოლა იმ შორეულ ქვეყანაზე. დედა სადღაც შორს იყურებოდა “ახლა მოყოლის დრო არ არის, უპასუხა მან, – წადი, ითამაშე ძმებთან, სანამ მზე მაღლაა”. ბიჭი უსიტყვოდ მოსცილდა მას და ჩუმად, რომ არავის დაენახა, ატირდა.
ამის შემდეგ უმცროს ვაჟს აღარასოდეს გაუმეორებია თავისი თხოვნა. ის სულ უფრო და უფრო ფერმკრთალდებოდა, თვალები უცნაურად უბრწყინავდა და ერთ დილასაც ვეღარ ადგა საწოლიდან. ამის შემდეგ იგი მთელი დღეები გაუნძრევლად იწვა, არაფერს ამბობდა და თავისი უცნაური მზერით სადღაც შორს იყურებდა, მას ეკითხებოდნენ, სტკიოდა თუ არა რამე, არწმუნებდნენ, რომ მალე გამოჯანმრთელდებოდა და წავიდოდა მდელოზე, სადაც ახალი ყვავილები გაშლილიყო. ბიჭი პასუხს არ იძლეოდა, თითქოს არაფერი ესმოდა. დედა ცრემლმორეული უყურებდა ვაჟს და ეკითხებოდა, ხომ არ სურდა მოეყოლა მისთვის რაიმე სხვა ქვეყანაზე. ამაზე იგი უსიტყვოდ იღიმებოდა.

ერთ საღამოს უმცროსმა ვაჟმა თვალები დახუჭა და გარდაიცვალა. ყველა მის გარშემო შეიკრიბა – დედამ მკერდზე დაუწყო პატარა ხელები. ჩამობნელდა. ისინი ბნელ სახლში ისხდნენ და ჩურჩულით ლაპარაკობდნენ: “აი, მან დატოვა ეს ქვეყანა ის უკვე აღარ არის აქ, ის წავიდა სხვა ქვეყანაში, რომელიც ამაზე უფრო ბედნიერი და უკეთესია”, მაგრამ ამას ისინი სევდით ამბობდნენ და მძიმედ ოხრავდნენ. მათ შეეშინდათ მიცვალებულის გვერდით დაწოლისა და მარტო დატოვეს.

დილით ბიჭი დამარხეს. მდელო კეთილსურნელებას აფრქვევდა, მზე ნაზად ასხივებდა ირგვლივ ყველაფერს. “ის უკვე აღარ არის აქ”, – თქვა დედამ. საფლავზე ვარდის აყვავებული ბუჩქი იდგა.

გადიოდა წლები. საღამოობით დედა ხშირად იჯდა საფლავთან და შორეულ მთებს გაჰყურებდა. იშვიათად მამაც ჩერდებოდა მის გვერდით, მაგრამ ძმები იქ არასოდეს მიდიოდნენ: იქ ისე არ იყო, როგორც ყველგან.
ბიჭები გაიზარდნენ. ისინი მაღლები და ღონიერები გახდნენ. მამაკაცი და ქალი კი დაბერდნენ, გაჭაღარავდნენ, მოიხარნენ. მამა ჯერ კიდევ დადიოდა ვაჟებთან ერთად სანადიროდ, მაგრამ, თუ ძლიერ და ავ მხეცს გადაეყრებოდნენ, მას უკვე ვაჟიშვილები უმკლავდებოდნენ. მოხუცებული დედა მთელი დღეები სახლთან იჯდა. თვალები ისე დაუსუსტდა, რომ მხოლოდ შუადღისას ხედავდა, როცა მზე ზენიტში იყო; სხვა დროს სინათლე არ ჰყოფნიდა და ხელების ცეცებით დადიოდა. “რატომაა ირგვლივ ასეთი სიბნელე?”– კითხულობდა იგი. ერთ შემოდგომაზე ქალი შინ შევიდა და დაწვა. იგი ყურს უგდებდა შორეული დროიდან ნაცნობ ქარის ხმაურს. მამაკაცი გვერდით ეჯდა, ხელში მისი ხელი ეჭირა, ისინი ისე ელაპარაკებოდნენ ერთმანეთს, თითქოს ამქვეყნად კვლავ მარტონი დარჩნენო, ქალი თანდათან სუსტდებოდა, მაგრამ შინაგანი სინათლით გასხივოსნებული მისი სახე სულ უფრო ნათელი ხდებოდა. ერთ საღამოს მან ნაწყვეტ-ნაწყვეტი ხმით თქვა: “აი, მეც მივდივარ ამ ქვეყნიდან, სადაც ცხოვრება გავატარე, შინ მივდივარ” და გარდაიცვალა. ის დამარხეს. ამიერიდან აქ უნდა წოლილიყო.

კვლავ დადგა ზამთარი და მასთან ერთად სიცივე. მოხუცი შინგაუ­სვლელად იჯდა კერიასთან. ძმები ერთად ბრუნდებოდნენ ნადირობიდან და ერთად ჭრიდნენ ახალ ხორცს. მოხუცი აკანკალებული ხელით აბ­რუ­ნებდა შამფურს და უყურებდა, თუ როგორ იწვებოდა ხორცი ცეცხლზე. გაზაფხულზე იგი კვლავ გავიდა ჰაერზე. თითქოსდა დიდი ხნის განშორების შემდეგ უყურებდა და თავს უქნევდა ხეებს, მდელოებს. მისთვის ყველაფერი ნაცნობი იყო ის შეჰყურებდა ყვავილებს – იმ ყვავილებს, ასე რომ მოსწონდა. მან ისინი ქალს მიუძღვნა აქ მოსვლის პირველ დღეს. უყურებდა თავის სანადირო იარაღს, რომელსაც ახალი სისხლის კვალი აჩნდა, რადგან მისი შვილები სანადიროდ დადიოდნენ. შემდეგ შინ შევიდა, დაწვა, სასიკვდილო სარეცელთან მდგარ შვილებს უთხრა: – “აი, მეც მივდივარ იმ ქვეყნიდან, სადაც ჩემი ცხოვრება გავატარე, მეც ვტოვებ მას. ჩვენი სახლი აქ არ არის”. მან ხელი ჩაჰკიდა შვილებს და, მანამ არ გაუშვა, სანამ არ მიიცვალა. ის დამარხეს იმ ადგილას, რომელზედაც თვითონვე მიუთითა, სადაც უნდოდა, რომ წოლილიყო.

მოხუცები გარდაიცვალნენ. ძმებმა უეცრად მოულოდნელი სიმსუბუქე იგრძნეს, თითქოს გათავისუფლდნენ იმისგან, რაც იჭერდა, აკავებდა იმასთან, რაც მათ არ ეკუთვნოდათ. მეორე დღეს ისინი ადრიანად ადგნენ. დილა ნედლი ფოთლებისა და ღამით მოსული წვიმის სურნელს აფრქვევდა. ძმები გამოვიდნენ ერთმანეთის მხარდამხარ, მაღლები, დავაჟკაცებულები. თითქოს მიწასაც უხაროდა მათი ტარება. მათთვის ცხოვრება მხოლოდ ახლა იწყებოდა. ისინი გამოვიდნენ, რათა დაპატრონებოდნენ ამ ქვეყანას.

უსათაუროდ…

0

ბავშვობიდან მიყვარს ძველი ჟურნალ-გაზეთების კითხვა. თუ სადმე დაჭმუჭნილ, გაყვითლებულ ფურცელს, თუნდაც ნაგლეჯს წავაწყდი, სიამოვნებით ვათვალიერებ. ვკითხულობ ყველაფერს, განურჩევლად თემისა – პოლიტიკაზეა (თუმცა წინათ მასზე ძალიან ცოტა იწერებოდა, თუ არ ჩავთვლით პარტიის ყრილობათა ანგარიშებს) თუ ეკონომიკაზე, შრომით კოლექტივებსა თუ სპორტზე. კოლექტიურ მიმართვის წერილებსაც კი (ასეთებიც ხდებოდა ადრე) ვეცნობი.

ცოტა ხნის წინ ერთი ასეთი ნახევი – სავარაუდოდ, ჟურნალისა – ჩამივარდა ხელში. სამწუხაროდ, ტექსტისა არც სათაური იყო შემორჩენილი და არც ფინალი…
1. როცა დავიჯერე, რომ თბილ, მყუდრო, მაგრამ ბნელ გარემოში ყოფნას და სისხლში არეული ჟანგბადით სუნთქვას სუფთა ჰაერზე ყოფნა ჯობდა, მთელი შინაგანი ენერგია მოვიკრიბე, ავამუშავე კუნთები და სუფთა ჟანგბადი ღრმად ჩავისუნთქე… მაგრამ სწორედ მაშინ მივაყენე ტკივილი ჩემს დამბადებელს…
2. როცა დავიჯერე, რომ სხვის ხელში ატატებულ სიარულს ან მიწაზე ფორთხვას წელში გამართული ნაბიჯის გადადგმა ჯობდა, ხელახლა მოვიკრიბე ენერგია, დიდი ძალისხმევით ორ ფეხზე დავდექი და ნაბიჯი გადავდგი… მაგრამ სწორედ მაშინ გავიტეხე თავი პირველად და ვიგემე ტკივილი…
3. როცა დავიჯერე, რომ იმ სამყაროს შესაცნობად, რომლის სანახავადაც ამდენი ძალისხმევის გაღება და ტკივილის გადატანა მომიხდა, მარტო თვალებით ცქერა არ იყო საკმარისი, წიგნი ავიღე ხელში… მაგრამ ტკივილის განცდას ვერც აქ გავექეცი – რაც უფრო მეტი ვისწავლე, მით უფრო უსუსურად და უცოდინრად შევიცანი თავი ჩემი…
4. როცა დავიჯერე, რომ უკვე დიდი ვიყავი და დამოუკიდებლად შემეძლო ცხოვრება, მოვწყდი მშობლიურ ოჯახს, სადღაც შორს გადავიკარგე… მაგრამ ამ თავისუფლებას მარტოობის დიდი ტკივილები ახლდა თან…
5. როცა დავიჯერე რომ მარტოობის წამალი სიყვარული იყო, ხარბად დავეწაფე მისი ფიალიდან ტკბილ შარბათს… მაგრამ ფიალა გაბზარული აღმოჩნდა და მალე დაიცალა… საწადელის ვერმიღწევის ტკივილის ჭვალმა ელექტროშოკივით გაიარა ორსავ სხეულში…
6. როცა დავიჯერე, რომ სამყაროსთან კაპიტულაცია არაფრის მომცემი იყო, შემართებით ვეკვეთე საქმეს, მაგრამ მაინც ვერ ავირიდე ტკივილი… და ჩემ გარშემოც არაერთს ვატკინე…
7. და მაშინ დავიჯერე, რომ სამყარო მხოლოდ და მხოლოდ ტანჯვის დიდი მორევია, ხოლო ტკივილი – ის ელექსირი, რომელიც წინ… აღსასრულისაკენ სვლის ძალას გაძლევს…
8. და ახლა მჯერა, რომ… …
სამწუხაროდ, ნაგლეჯზე მეტი ვეღარაფერი ამოვიკითხე.
ალბათ გგონიათ, ეს ცხოვრებაზე გულგატეხილი, ხელჩაქნეული ადამიანის მონოლოგია. თავპირველად მეც ასეთივე შთაბეჭდილება დამრჩა, მაგრამ იქვე ტექსის მეორე ნაგლეჯიც აღმოვაჩინე და წარმოიდგინეთ ჩემი გაოცება, როდესაც შევიტყვე, რომ ეს წყალბადის მოლეკულის მონოლოგი იყო.
1. დღეს ჩვენი ატმოსფერო ცოტაოდენ წყალბადსაც შეიცავს. იგი უმთავრესად მეთანის კონვერსიით მიიღება. მეთანი, რომელიც ღრმად არის დედამიწის წიაღში, მკაცრი პირობების შედეგად (წნევა, ტემპერატურა) თუ ფერმენტების ზემოქმედებით იშლება და ამ დროს ნახშირსა და წყალბადს გამოყოფს: CH4à C + 2H2
2. მრავალი რეაქციის შედეგად წყალბადი ატომური სახით გამოიყოფა, მაგრამ სანამ სარეაქციო სისტემას დატოვებდეს, უკავშირდება მეორე ატომს და ორატომიანი ფორმით განაგრძობს სამყაროში ხეტიალს. პირველი რეაქცია, რომელიც წყალბადის ქიმიის შესწავლისას იქნა შემჩნეული, მისი ფეთქებით წვის რეაქცია იყო: 2 H2(გაზი) + O2(გაზი) → 2 H2O(სითხე) + 572 კჯ (286 კჯ/მოლი)
წყალბადი ჰაერთან (ჟანგბადთან) შერევისას იძლევა ე.წ. მგრგვინავ ნარევს, რომელიც სულ მცირე ნაპერწკლის, თუნდაც მზის სხივების ზემოქმედებით ადვილად აალდება.
3. წყალბადის რეაქციის აღმოჩენას მისი ქიმიური თვისებების უფრო ღრმად შესწავლა მოჰყვა. დღეს მას უკვე მრავალი მნიშვნელოვანი პროდუქტის მისაღებად იყენებენ. წყალბადი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი აღმდგენია. მასთან ურთიერთქმედებით ხდება უჯერი ნაერთების გაჯერება. ასეთი რეაქციის მაგალითად გამოდგება თხევადი ცხიმების (ზეთების) გარდაქმნა მყარ ცხიმებად – ე.წ. მარგარინიზაცია. მაგრამ დღეისთვის მეტად საინტერესოა უჯერ ბმაზე წყალბადის არა „უბრალო”, არამედ სტერეოსელექციური მიერთება. მარგარინს ბუნებრივ ცხიმებთან (ქონებთან) შედარებით სწორედ ეს ნაკლი აქვს, ამიტომ არაერთი მეცნიერი დღეს სწორედ რეაქციის ისეთი პირობების შესამუშავებლად იტეხს თავს (კატალიზატორების მიგნების ჩათვლით), წყალბადის მიერთების რეაქციას უფრო კონტროლირებადს (მათ შორის – სტერეოსელექციური თვალსაზრისითაც) რომ გახდის.
4. წყალბადის მოლეკულა ყველაზე პატარა და მსუბუქი მოლუკულაა. იგი იოლად „იპარება” სარეაქციო სისტემებიდან თუ სხვა რეზერვუარებიდან. უზარმაზარი ძალისხმევა და უსაფრთხოების წესების ზედმიწევნით დაცვა უწევთ ქიმიკოსებს მისი უსაფრთხოდ შენახვისა და გამოყენებისთვის. მაგრამ სად მიდის „გაპარული” წყალბადი? იგი ძალიან მსუბუქია, ამიტომ ატმოსფეროს ზედა იარუსებში იდებს სავანეს სხვა ინერტულ აირებთან ერთად. ატმოსფეროში ამ სიმაღლეზე უმთავრესად სწორედ ინერტული გაზებია, წყალბადი მათთან რეაქციაში ვერ შედის, ამიტომ „მარტოობისთვის” არის განწირული.
5. ატმოსფეროში „გაპარული” წყალბადი დედამიწისა და მის ბინადართათვის სამუდამოდ არ იკარგება. თუ მას სადმე ჟანგბადის მოლეკულა გადაეყარა და მათ გულებს მზემაც სტყორცნა სხივი, უმალ გარდაიქმნებიან ერთიან სხეულად, რომელსაც სახელად წყალი ჰქვია. წყალბადი ჟანგბადთთან დაწყილებული უბრუნდება დედამიწას და მრავალ სულიერ არსებას წყურვილის მოკვლის საშუალებას აძლევს.
მაგრამ წყლის ყველა მოლეკულას როდი უღიმის ბედი; ზოგიერთ მათგანს მავანნი ელექტროლიზერში ათავსებენ და ელექტროლიზის რეაქციის შედეგად (დენის გატარებით) ხელახლა წყალბადად და ჟანგბადად შლიან.
6. ელექტროლიზით მიღებულ წყალბადს ხშირად წყალბადის ძრავებისთვის იყენებენ. წყალბადსა და ჟანგბადს ძრავის ცილიდრში აფრქვევენ და ნაპერწკალს აძლევენ. ისინი ფეთქებით იწვიან, უხვად გამოყოფილი ენერგია კი მთელი ძალით ეხეთქება მოძრავ მექანიზმებს, რომლებიც მოძრაობაში მოდის და მთელ აგრეგატს ძრავს
.
7. ყოველივე ახლის დაბადება (არამარტო ნივთიერებისა) დიდ ძალისხმევას მოითხოვს. დაბადებისას ყოველი მოლეკულა იცვლის სახეს. ამ პროცესს ქიმიაში ქიმიური რეაქცია ეწოდება. იგი ყოველთვის აქტივაციის ბარიერის გადალახვით მიმდინარეობს, რომლის გადასალახად მოლეკულებს მთელი თავიანთი შინაგანი ენერგიის დაძაბვა და „ჭირთა თმენა” უწევთ.
სამწუხაროდ, ტექსტი სრულად არც ამ გვერდზე იყო შემორჩენილი…

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...