ხუთშაბათი, მაისი 8, 2025
8 მაისი, ხუთშაბათი, 2025

მასწავლებლის გავლენა მოსწავლეთა თვითშეფასებაზე

0

ცვლილება, რომელიც ჩვენს განათლებაში შემოდის, სიმძიმის ცენტრის გადაადგილებას ნიშნავს. ეს ცვლილება, რევოლუცია, კოპერნიკისას ჰგავს, როდესაც ასტრონომიულმა ცენტრმა დედამიწიდან მზეზე გადაინაცვლა. ამ შემთხვევაში, ბავშვი ხდება მზე, რომლის გარშემოც განათლების მექანიზმები ბრუნავს.

 

ჯონ დიუი

კვალიფიციური მასწავლებელი, როგორც მოსწავლის ინტერესების დამცველი, ზრუნავს, რომ თითოეულმა მოსწავლემ თავისი წილი ყურადღება მიიღოს, მიუხედავად შეზღუდული უნარებისა, სოციალური, კულტურული, ენობრივი, ეთნიკური, რელიგიური განსხვავებებისა. რასაკვირველია, ასეთი მიდგომა მარტივი არ არის. მასწავლებელმა უნდა გააცნობიეროს თითოეული მოსწავლის ინდივიდუალურობა, ნიჭი, შესაძლებლობები და ამის შესაბამისად წარმართოს სასწავლო პროცესი.

თუ მასწავლებელს სურს, პოზიტიური გავლენა მოახდინოს მოსწავლეთა თვითშეფასებაზე, იგი თითოეულ მოსწავლეს კარგად უნდა იცნობდეს და იცოდეს მისი საჭიროებები და ინტერესები. მან უნდა დაარწმუნოს ის საკუთარ შესაძლებლობებსა და უნიკალურობაში. პედაგოგმა თავიდან უნდა აიცილოს ფავორიტიზმი და არ უნდა მიაკეროს იარლიყები მოსწავლეებს. მას მოსწავლეებისAმოსმენა და პრობლემების იმგვარად გადაჭრა უნდა შეეძლოს, რომ ყველას ღირსება და პატივისცემა შეუნარჩუნდეს.

სასწავლო კონტექსტი დიდწილად მოქმედებს მასწავლებლისა და მოსწავლის ურთიერთობაზე. მოსწავლესთან ურთიერთობისას მასწავლებელი უნდა გამოხატავდეს მზრუნველობასა და პატივისცემას, რაც ხელს უწყობს მოზარდებში ადეკვატური თვითშეფასების ჩამოყალიბებას. მნიშვნელოვანია, მასწავლებელმა კარგად გაიაზროს საკუთარი სტრატეგია, რათა ზუსტად იცოდეს, რა გავლენას ახდენს იგი მოსწავლეთა თვითშფასებაზე.

მასწავლებლის სწავლების სტილი წარმოადგენს ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს, რომელიც ზემოქმედებს მოსწავლეთა თვითშეფასებაზე. სწავლების სტილზე კი გავლენას ახდენს პედაგოგის ფასეულობები. ეს ნიშნავს იმას, რომ თუ მასწავლებელი იზიარებს დემოკრატიულ ფასეულობებს, მისი სწავლების სტილიც შესაბამისია და თუ ამ ფასეულობებს არ იზიარებს, მისი სწავლების სტილი ავტორიტარულია. მასწავლებლის ფასეულობები ყოველდღიურად ვლინდება მის სასწავლო პრაქტიკაში. მას შეუძლია გაზარდოს მოსწავლის დაბალი თვითშეფასება, თუ არასდროს შეულახავს ღირსებას და მოეპყრობა პატივისცემით, ყურადღებითა და მზრუნველობით.

მოუსმინეთ მოსწავლეს, თუ გსურთ, გამოხატოთ მის მიმართ პატივისცემა. მოსმენის კულტურა ძალიან მნიშვნელოვანია. სწავლება მხოლოდ აზროვნებისა და ლაპარაკის ხელოვნება არ არის. სწავლება მოსმენისა და გაგების ხელოვნებაცაა. მასწავლებლისათვის მოსმენის უნარ-ჩვევა გაცილებით დიდ მნიშვნელობას იძენს მაშინ, როცა განათლების მიზანი არა მარტო მოსწავლეებისთვის ცოდნის გადაცემა, არამედ მათ მიერ ცოდნის აგებაცაა. მოსწავლეები ცოდნას აგებენ საკუთარი გამოცდილების, უკვე არსებული ცოდნისა და რწმენის საფუძველზე. მათ სამყაროს საკუთარი აღქმა აქვთ, რომელსაც შემდგომი განვითარება სჭირდება. თუ მოსწავლეები აქტიურად არ ჩაერთვებიან სასწავლო პროცესში, ვერ შეძლებენ მიწოდებული ინფორმაციისა და შეთავაზებული კონცეფციების სწორად გააზრებას.

თუ გსურთ, გაარკვიოთ, ხართ თუ არა აქტიური მსმენელი, დააკვირდით საკუთარ თავს და გააანალიზეთ თქვენი მოქმედებები:

1. გულისყურით უსმენთ თუ არა მოსწავლეებს?

2. დასმულ შეკითხვებზე ნაწილობრივ თქვენ ხომ არ სცემთ პასუხებს?

3. აცდით თუ არა მოსწავლეებს აზრის ბოლომდე გამოთქმას?

მნიშვნელოვანია, მასწავლებელს ახსოვდეს:

·მოსწავლეებისთვის იარლიყების მიკვრა და სხვადასხვა ნიშნის მიხედვით მათი დაჯგუფება დაბალი თვითშეფასების ხელშემწყობია;

·აუცილებელია ფოკუსირება იმაზე, თუ რა გავლენას ახდენს ურთიერთობები თვითშეფასებაზე;

·თითოეული მოსწავლის მიმართ სითბოს და ინტერესის გამოვლენა ქმნის ურთიერთნდობის საფუძველს.

მასწავლებლის უმნიშვნელოვანეს მოვალეობას კლასში თბილი, უსაფრთხო გარემოს შექმნა წარმოადგენს. ასეთ გარემოში მოსწავლეს ყველა პირობა აქვს იმისათვის, რომ მიაღწიოს აკადემიურ წარმატებებს, განვითარდეს სოციალურად და პიროვნულად.

მასწავლებელს უნდა ჰქონდეს გათავისებული ის, რომ ყველა მოსწავლეს სურს:

·ყოველ დილით კეთილგანწყობით ესალმებოდნენ;

·შენიშვნები იყოს პოზიტიური და სასიამოვნო;

·მასწავლებლები აქტიურად უსმენდნენ და პასუხობდნენ;

·ისაუბროს სკოლაში მეგობრებთან;

·შეიძინოს ცოდნა და უნარ-ჩვევები;

·იცოდნენ სხვებმა, რომ მას აქვთ ესა თუ ის უნარ-ჩვევა;

·შეეძლოს პრობლემების გადაჭრა;

·ჰქონდეს წინასწარ შეთანხმებული ნორმები და წესები;

·მიიღოს და გასცეს კომპლიმენტები;

·იყოს მიღებული და დაფასებული ჯგუფში;

·შეეძლოს დახმარების გაცემა და მიღება;

·შეეძლოს მეგობრების შეძენა და მათი შენარჩუნება;

·შეეძლოს წვლილის შეტანა საკლასო საზოგადოებაში;

·ჰქონდეს შეცდომების დაშვების და გამოსწორების უფლება.

მასწავლებლების მოლოდინი გავლენას ახდენს მოსწავლეების მიერ შესრულებული სამუშაოს ხარისხზე, სწავლის მოტივაციასა და მათ განწყობაზე წარმატებისა და მარცხის მიმართ. ისინი მასწავლებელთა მოლოდინის მიხედვით მოქმედებენ.

ნუ განსჯით მოსწავლეებს მათ მიერ შესრულებული სამუშაოსათვის, რადგან ამით გამოხატავთ თქვენს მოლოდინს (მაღალს ან დაბალს). ეცადეთ, გაამხნევოთ მოსწავლეები და მისცეთ სტიმული, საუკეთესო კუთხით წარმოაჩინონ საკუთარი ნიჭი და უნარები.

როდესაც მასწავლებლს სწამს, რომ ყველა მოსწავლეს შეუძლია სწავლა და ამ რწმენით მოქმედებს, იგი უზრუნველყოფს ცოდნის ხელმისაწვდომობას ყველა მოსწავლისათვის.

ხშირად სკოლაში გავრცელებულია აზრი იმის შესახებ, რომ რომელიმე კლასი სუსტია და ეს იარლიყი ამ კლასს სკოლის დამთავრებამდე მიყვება. ეს მოსწავლეებმაც იციან და ხშირად ამბობენ: ”ჩვენ ხომ სუსტი კლასი ვართ”, ”ჩვენ ამას ვერ შევძლებთ”, ”მაინც ცუდი შედეგები გვექნება”, ”ჩვენ მეტი არ შეგვიძლია”. ამ შემთხვევაში, მოსწავლეები ასრულებენ იმ როლს, რომელიც მათ მასწავლებლებმა მიაკუთვნეს და ზუსტად პასუხობენ სკოლისა და მასწავლებლების მოლოდინს.

როგორ უნდა მოიქცეს მასწავლებელი იმისათვის, რომ შეაცვლევინოს კლასს ასეთი უარყოფითი დამოკიდებულება საკუთარი შესაძლებლობების მიმართ? ქვემოთ მოცემულია რამდენიმე რეკომენდაცია, რომლებიც დაგეხმარებათ დაწყებით საფეხურზე ამ პრობლემის დაძლევაში.

პირველი ნაბიჯი: თუ მიხვდით, რომ თქვენს კლასს აქვს უარყოფითი დამოკიდებულება საკუთარი შესაძლებლობების მიმართ, გააგებინეთ მოსწავლეებს, რომ არ ეთანხმებით ამ შეხედულებას.

მეორე ნაბიჯი: გამოიკვლიეთ ორი საკითხი. პირველი: როგორ ურთიერთობენ მოსწავლეები ერთმანეთთან? მეორე: როგორ ურთიერთობენ თქვენთან? დააკვირდით მათ სამუშაო პროცესს. იპოვეთ კლასის თუნდაც ერთი დადებითი საერთო მახასიათებელი და გამოიყენეთ იგი პოზიტიურ შენიშვნად.

მესამე ნაბიჯი: შეაქეთ ამ დადებითი მახასიათებლით ყოველთვის, როდესაც ამის საშუალება მოგეცემათ. თქვენ შეამჩნევთ, რომ მოსწავლეები მიიღებენ ამ შექებას და მას სიმართლედ აღიქვამენ. დროთა განმავლობაში ისინი ამ მახასიათებელის შესაბამისად მოიქცევიან.

თუ თქვენ ერთზე მეტი კლასი გყავთ, მაშინ იფიქრეთ ორ პოზიტიურ იარლიყზე თითოეული კლასისათვის და ხშირად აღნიშნეთ ეს მახასიათებლები. თითოეულმა კლასმა უნდა დაიჯეროს, რომ თქვენს გულში მას განსაკუთრებული ადგილი აქვს. მაგალითად, პოზიტიური იარლიყები შეიძლება იყოს: მზრუნველი, ინტერესიანი, ჭკვიანი, კარგად ორგანიზებული, წარმატებული, მეგობრული, ღრმად მოაზროვნე, ზრდილობიანი, ბეჯითი, ყურადღებიანი და სხვა. მთავარია, იარლიყებში სიმართლის მარცვალი იყოს, რათა მოსწავლის თვალში ის ყალბად არ გამოიყურებოდეს.

მოსწავლეს ყველა ასაკში სჭირდება, იგრძნოს, რომ მასწავლებელს მოსწონს იგიდა მხარს უჭერს მის მცდელობებს. არსებობს ბევრი საშუალება, აჩვენოთ მოსწავლეებს, რომ თქვენ მათზე ზრუნავთ.

რჩევები დაწყებითი კლასის მასწავლებელს

·დაეთანხმეთ მოსწავლეებს იმდენჯერ, რამდენჯერაც შესაძლებლობა გექნებათ;

·დაადგინეთ ყველასთვის სავალდებულო ქცევის ნორმები და იყავით სამართლიანი ამ ნორმების დაცვის დროს;

·ისაუბრეთ მშვიდად მოსწავლესთან;

·მოსუმინეთ ყველა მოსწავლეს. წაახალისეთ ისინი, რათა გაგიზიარონ საკუთარი იდეები და მოსაზრებები;

·როდესაც მოსწავლე გელაპარაკებათ, გაჩერდით და მოუსმინეთ;

·გამოაკარით მოსწავლეების დაბადების დღეების განრიგი და არ დაგავიწყდეთ მილოცვა;

·დაესწარით სკოლის ღონისძიებებს, რომლებშიც თქვენი მოსწავლეები მონაწილეობენ (სპორტული თამაშები, სპექტაკლები და ა.შ.);

·მოეპყარით თქვენს მოსწავლეებს თავაზიანად და იგივე მოითხოვეთ მათგან;

·გამოამჟღავნეთ ყურადღება მოსწავლეების მიმართ და მოისმინეთ მათი პრობლემები;

·აჩვენეთ თქვენს მოსწავლეებს ძალიან ნათლად, რომ გსურთ, დაეხმაროთ მათ. ხშირად ჰკითხეთ: “რით შემიძლია დაგეხმარო?”;

·გამოავლინეთ იუმორის გრძნობა. გაიცინეთ, როდესაც სასაცილო ამბავი ხდება კლასში _ განსაკუთრებით, როდესაც ეს თქვენ გეხებათ;

·დაელაპარაკეთ ყველა მოსწავლეს ყოველ დღე;

·ჩაინიშნეთ კომენტარები მოსწავლეების შესახებ. დაწერეთ პოზიტიური კომენტარები და მიაკარით მათ რვეულებს;

·მიაქციეთ ყურადღება მოსწავლეების ჯანმრთელობას. თუ მოსწავლეები აცდენენ გაკვეთილებს ავადმყოფობის გამო, მოიკითხეთ ისინი _ დაურეკეთ, დაელაპარაკეთ. თუ შესაძლებელია, გაუგზავნეთ დავალებები სახლში;

·დაელაპარაკეთ მოსწავლეს, თუ ამჩნევთ მის ქცევაში უარყოფით ცვლილებას;

·უთხარით თქვენს მოსწავლეებს, რა მოგწონთ მათში;

·გადაუღეთ სურათები თქვენს მოსწავლეებს და გამოაკარით ისინი;

კლასში ბევრ პრობლემას დაურეგულირებელი ურთიერთობები და მოსწავლეთა დაბალი თვითშეფასება წარმოშობს. თითოეული მოსწავლისადმი განსკუთრებული ყურადღება გამოავლინეთ. თითოეულ მოსწავლეს მისი უნიკალურობა გააცნობიერებინეთ და ჩათვალეთ, რომ ამ გზით კლასში ბევრი პრობლემა გადაიჭრება.

ინტერპრეტაცია – გურამ რჩეულიშვილი “ნელი ტანგო”

0

გთავაზობთ გადაცემა “ინტერპრეტაციის” ვიდეო-ჩანაწერებს. გადაცემის სტუმრები არიან: პედაგოგი მერი დორაძე და ფილოლოგი მანანა ქარქაშაძე

ინტერპრეტაცია – ვეფხისტყაოსანი

0

გთავაზობთ გადაცემა “ინტერპრეტაციის” ვიდეო-ჩანაწერებს. გადაცემის სტუმრები არიან: გია ნოდია და ცირა ბარბაქაძე

 

ათენისა და აქემენთა ირანის სახელმწიფო მმართველობები

0

სწავლების
თანამედროვე
მეთოდები საშუალებას იძლევა, ისტორიის გაკვეთილზე გამოვიყენოთ სხვადასხვაგვარი
აქტივობა, რათა გავზარდოთ მოსწავლეთა ინტერესი შესასწავლი საკითხის მიმართ და
სხვადასხვა კუთხით დავანახვოთ მათ ესა თუ ის
ისტორიული მოვლენა, რაც, საბოლოო ჯამში, წარსულის
წვდომის ერთ-ერთი საუკეთესო გზაა.

გთავაზობთ
ამგვარი აქტივობის მაგალითს, რომლის მიზანია პრობლემურ
შეკითხვებზე პასუხის გაცემა და ნარატივის გარდაქმნა
სქემად.

თავდაპირველად
მოსწავლეებს უნდა გავაცნოთ რომელიმე ტექსტი (მაგ., ათენის სახელმწიფო მმართველობა)
და ამ ტექსტს დართული სქემა, მერე კი შევთავაზოთ, მეორე ტექსტზე დაყრდნობით
შესაბამისი სქემა
თვითონვე შექმნან.

აუცილებელი არ
არის, მოსწავლის მიერ შექმნილი სქემა ზუსტად ისეთი იყოს, როგორიც მოცემულია ჩვენ
მიერ წარმოდგენილ აქტივობაში
. მთავარია, მასში ლოგიკურად იყოს ასახული ნარატივი.

თუ
მოსწავლეებმა უკვე იციან ერთი სახის ინფორმაციის გარდაქმნა სხვა სახის
ინფორმაციად, უკეთესი იქნება, ორივე ტექსტი გავაცნოთ, ხოლო სქემების შექმნა მათ
დავავალოთ.

ამის შემდეგ მოსწავლეებმა
პასუხი უნდა გასცენ დასმულ შეკითხვებს და შეასრულონ მოცემული დავალებები.

ვრცლად

 

 

 

 

 

 

 

როგორ ვასწავლოთ მოსწავლეს თხზულების წერა

0
ჩვენში, როდესაც ქართულ ტრადიციებზე იწყებენ საუბარს, პირველად ქართულ სუფრას და მასთან დაკავშირებულ რიტუალებს ახსენებენ ხოლმე, თუმცა ქართველებს სხვაც ბევრი ტრადიცია გვაქვს, რომლებიც არანაკლებ საყურადღებოა.

ყველას კარგად გვახსოვს, როგორი მონდომებით გვაწერინებდნენ სკოლაში თხზულებებს და როგორ ჰგავდა ეს თხზულებები ერთმანეთს. რად ღირს თუნდაც “ვეფხისტყაოსანი” და მისი პერსონაჟები, რომელთა დახასიათება ნახევარმა საქართველომ ზეპირად იცოდა… თუ ვინმე საკუთარი აზრის გამოთქმას გაბედავდა, ეს უთუოდ შეცდომად ჩაეთვლებოდა. ამან განაპირობა მოზარდთა ნეგატიური დამოკიდებულება მშობლიური ლიტერატურის მიმართ. საკუთარი თვალთახედვის გადმოცემა ვერასოდეს მოუტანდა დამწერს ისეთ წარმატებას, როგორსაც რომელიმე “გარჩევის წიგნიდან” გადმომღერებული სხვისი ნააზრევი, რომელიც ხშირად სრულიად არ შეესაბამებოდა მოსწავლის ასაკსა და ინტელექტს. იქნებ ბევრმა გამკიცხოს კიდეც ამ სიტყვებისთვის, მაგრამ გამოჩნდებიან ისეთებიც, ვინც უთუოდ დამეთანხმება. ყველაფერი იმაზე იყო დამოკიდებული, როგორ გაგიღიმებდა ბედი, როგორი მასწავლებელი შეგხვდებოდა…

როგორც ამბობენ, ჩვენ ვართ უნიკალური ერი, რომელმაც ზეპირად იცის უამრავი ლექსი და პარადოქსია, მაგრამ მათ მნიშვნელობაზე ხშირად წარმოდგენა არ გვაქვს. მოზარდები სწავლობენ ისე, რომ არ ესმით შინაარსი, მოსწონთ ლამაზად გარითმული სიტყვები, მაგრამ მათ მიღმა ვერ ხედავენ ავტორს და მის სულიერ სამყაროს, არადა, უმთავრესი ხომ ეს არის…

სამწუხაროა, მაგრამ ზოგიერთი პედაგოგი ვერც დღეს შელევია წარსულს. ვერ შელევია, მიუხედავად რეფორმისა, რომელიც განათლების სისტემაში განხორციელდა და მეხსიერების ფუჭ ვარჯიშს კი არა, ცოდნის დონის ამაღლებას, აზროვნების განვითარებას გულისხმობს. ზოგიერთი მასწავლებელი მიმართავს ზეპირობის, ზუთხვის მეთოდს, რაც თავისთავად მცდარი და უეფექტოა, მაგრამ რას ვიზამთ – ჩვეულება რჯულზე უმტკიცესია, ჩვენში კი ამ ჩვეულებას ფესვები ღრმად გაუდგამს.

ალბათ, ამის ბრალია, რომ საზოგადოების განსაკუთრებული კრიტიკის საგანია მოსწავლეთა მიერ მშობლიური ენისა და ლიტერატურის, მართლმეტყველებისა და მართლწერის ცუდი ცოდნა, რაც თავისთავად ვლინდება ყოველდღიურ ცხოვრებაში.

თანამედროვე განათლების სისტემა იმისკენ არის მიმართული, რომ მოსწავლეები იყვნენ უფრო დამოუკიდებლები, ჰქონდეთ საკუთარი სურვილისა და აზრის გამოხატვის საშუალება, საკუთარი შეხედულებისამებრ იფიქრონ და იმსჯელონ. ამაში მათ მასწავლებელი უნდა დაეხმაროს. ის უნდა იყოს, თუ ვიგოტსკის დავესესხებით, “ხარაჩო”, საყრდენი, რომელიც მოსწავლეს საჭირო და ამომწურავ ინფორმაციას მიაწვდის. მოპოვებული და ნასწავლი კი ბავშვმა თავად უნდა შეაჯეროს და სხვის ჩაურევლად გადაიტანოს ფურცელზე.

რა არის წერა და რაში სჭირდება თანამედროვე ადამიანს, რომელსაც ტექნიკური მიღწევების ეპოქაში უწევს ცხოვრება, წერითი კულტურის გაღრმავება და განვითარება?
წერა არის ინდივიდის კომუნიკაცია საზოგადოებასთან. კომუნიკაცია შეიძლება იყოს ვერბალურიც და არავერბალურიც და ეს უკანასკნელი ხშირად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ზეპირი კონტაქტი. საკუთარი ნაფიქრალის, ნააზრევის გადმოცემას ბევრი წერილობით უკეთ ახერხებს. აღსანიშნავია ერთი გარემოებაც: წერის დროს ადამიანი მარტო რჩება საკუთარ თავთან, ნაწილობრივ თავისუფლდება გარე ფაქტორების ზემოქმედებისგან, ამიტომ ნაწერი გაცილებით ობიექტურია.

წერის სწავლება სკოლის დაბალი საფეხურიდანვე უნდა დაიწყოს. უპირველეს ყოვლისა, კიდევ ერთხელ განვმარტოთ, რა არის თემა. თემა არის ის ძირითადი საკითხი, რომელსაც ეხება თხრობა; იდეა, აზრი, რომელიც მკითხველმა უნდა ამოიცნოს ნაწარმოებში. ამის კვალობაზე, თუ მოსწავლეს ნაწარმოები დასაწყისიდან დასასრულამდე დაწვრილებით და ზედმიწევნით არ განვუმარტეთ, არ დავანახეთ პრობლემა, ის ვერასოდეს მიხვდება, რა ან რატომ უნდა დაწეროს.

ტექსტში ყოველთვის არის საკვანძო საკითხი, სიტყვა – მინიშნება მთავარ იდეაზე. მოსწავლემ დამოუკიდებლად ან მასწავლებელთან ერთად უნდა იპოვოს ეს მინიშნება, რომელიც ხშირად ნაწარმოების ბოლოს არის მოცემული. ზოგჯერ ტექსტის ამოხსნა ბოლოდან იწყება, რაც საშუალებას აძლევს მოსწავლეს, მთავარი იდეა მძივივით აკინძოს და გაამთლიანოს.

ლიტერატურა ხელოვნებაა, რომელიც გულგრილს არავის ტოვებს. ყოველ ჩვენგანში ის სხვადასხვა გრძნობას იწვევს. სწორედ ეს გრძნობა და საკუთარი შეფასება უნდა გამოხატოს ბავშვმა ნაწერში. თუ მასწავლებელი შეძლებს, მოსწავლეს ისე გაუწიოს დახმარება, რომ მასზე გავლენა არ მოახდინოს, ვფიქრობ, პრობლემაც მოგვარდება. ყველაფრის სწავლა შესაძლებელია. თუ შეიძლება, მოზარდს ასწავლო ხატვა, რატომ ვერ ასწავლი თხზულების წერას? ვგულისხმობ პროგრამით გათვალისწინებულ თემებს და არა თავისუფალ შემოქმედებას, რადგან თავისუფალი თემის წერა ერთგვარი ნიჭია, რომელიც მდიდარი შინაგანი სამყაროსა და წიგნიერი ცოდნის ნაზავია. წიგნიერი ცოდნა კი ის არის, როდესაც მოსწავლემ იცის მხატვრული ხერხების სწორად გამოყენება, ფრაზების, სიტყვების სწორად შეკავშირება. არის შემთხვევები, როცა ნაწერი არც ისე გამართულია, მაგრამ მასში იგრძნობა ინდივიდი. ზოგჯერ ერთი შეხედვით უმნიშვნელო დეტალიც კი მეტად საგულისხმოა. ნაწერი ძალზე ღირებულია მაშინ, როდესაც ექსპრესიულია, მხატვრულ-გამომსახველობითი. ტროპული მეტყველება ნაწერს განსაკუთრებით ამდიდრებს. ჯერ კიდევ რომაელი ორატორი მარკუს ფაბიუს კვინტილიანე ამბობდა, რომ “ტროპი სიტყვის საკუთარი მნიშვნელობის ისეთი შეცვლაა, როცა ეს მნიშვნელობა მდიდრდება. აქვე დავძენ, რომ თავისუფალი თემა მაშინ იწერება კარგად, როცა მოსწავლეს სწავლის პირველი, დაწყებითი საფეხური უკვე გავლილი აქვს და მისი ცნობიერება განვითარების გარკვეულ დონეს აღწევს. ძალზე მნიშვნელოვანია გარე ფაქტორები, ბუნებასთან ურთიერთობა, ჰარმონიული სულიერი მდგომარეობა. ამ შემთხვევაში მოზარდს სრული თავისუფლება ეძლევა, მისი ჩარჩოში მოქცევა, რამის მითითება გაუმართლებელია. ასეთ ბავშვებს არც “საყრდენი” სჭირდებათ და არც მინიშნებები.

სწავლების დროს გასათვალისწინებელია ბავშვის განვითარების დონე, კითხულობს თუ არა მოზარდი მისი ასაკისთვის განკუთვნილ ლიტერატურას, რომელიც ეხმარება და უმდიდრებს ფანტაზიას. კითხვის მოყვარულ ბავშვებს აქვთ მდიდარი ლექსიკა, რაც ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია თხზულების წერის დროს. აქვე ვახსენოთ კონსტრუქტივისტული აზროვნებაც, რაც საკუთარ ცოდნაზე დამყარებით ახალი ცოდნის აგებას გულისხმობს. ვფიქრობ, ეს საჭირო თეორიაა, რომელიც ძალზე აადვილებს მოსწავლის შემეცნებითი უნარის განვითარებას. როგორც არ უნდა ეცადოს ადამიანი, თუ ლექსიკური მარაგი მწირი აქვს, კარგი თხზულების დაწერა, აზრის მკაფიოდ ჩამოყალიბება გაუჭირდება. ამგვარად, გამოსავალი ერთია: წიგნიერი ცოდნის შეძენა.

წერა ემოციების, გრძნობების, საკუთარი თავის გამოხატვის საუკეთესო საშუალებაა. ფსიქოლოგები კალიგრაფიით ადამიანის ხასიათის შტრიხებსაც კი ამოიცნობენ ხოლმე. ყველას როდი შეუძლია, წერის დროს მხატვრული ხერხები გამოიყენოს და თხრობა უფრო მიმზიდველი გახადოს, მაგრამ საკუთარი აზრის ჩამოყალიბება და გამართული წინადადების აგება უნდა შეეძლოს ნებისმიერ ადამიანს, რომელიც ზოგადსაგანმანათლებლო სკოლას დაასრულებს.

მასწავლებელს ევალება, ბავშვს წერა შეაყვაროს. მე, როგორც მშობელსა და მასწავლებელს, გაუმართლებლად მიმაჩნია, როდესაც მოსწავლეს აძლევენ წერით დავალებას, თხზულებას პროგრამით გათვალისწინებულ თემაზე, და მასწავლებელი ერთ სიტყვასაც კი არ ამბობს იმის თაობაზე, როგორ შეიძლება თემის გაშლა, სხვადასხვა კუთხით განხილვა, – ის მხოლოდ სათაურს ასახელებს და დანარჩენზე მოსწავლემ, დაე, თავად იმტვრიოს თავი.
სათაური ვახსენე. ეს ერთ-ერთი საყურადღებო დეტალია, რომელიც დაწვრილებით უნდა იქნეს ახსნილი. ბავშვმა უნდა გაიგოს, რას ითხოვენ მისგან. ვფიქრობ, არავინ შემედავება, რომ შეუძლებელია თხზულების დაწერა, თუ ვერ ხვდები სათაურის აზრს. წერის კულტურის განვითარება მხოლოდ პუნქტუაციის წესების დაცვა როდია; ეს ის დეტალებია, რომლებიც საბოლოოდ კრავს ნაწერს, მთავარი კი სულ სხვა რამაა.

როგორც უკვე აღვნიშნე, პროგრესულად, ლოგიკურად და ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანებისთვის, განსაკუთრებით კი მოზარდი თაობისთვის დაუსწავლელი არაფერია. მითი იმის შესახებ, თითქოს ქართულ ენასა და ლიტერატურაში ყველაზე რთული თხზულების წერაა, იმ ადამიანების შეთხზული მგონია, ვისაც სერიოზულად არასდროს უფიქრია ამის შესახებ. სირთულე ტექსტის იდეის ამოცნობა და წვდომაა, თორემ თხზულებები ცოდნასთან ერთად თავისთავად იწერება, ჯერ – მოსწავლის გონებაში, მერე კი ფურცელზე. პრობლემა გაგებაა და არა გაგებულის თხზულებაში გადმოტანა. მასწავლებლის უმთავრესი მოვალეობა კი საპროგრამო მასალის სწორად ახსნა, სინთეზურად მსჯელობა და გადმოცემაა.

თეო ნეფარიძე – კლასის მართვის სტრატეგია

0

კლასის მართვის ცნება განათლების, სწავლისა და სწავლების ფსიქოლოგიაში ორგვარი _ ვიწრო და ფართო _ გაგებით განიხილება. კლასის მართვის ვიწრო გაგება ძირითად აქცენტს მოსწავლეთა ქცევის ფორმებსა და დისციპლინაზე აკეთებს. კლასის მართვა, ფართო გაგებით, სასწავლო პროცესისა და გარემოს ჰარმონიულად კოორდინაციას და მოსწავლეთა ქცევის ტიპების მიუხედავად, სასწავლო პროცესში მაქსიმალური წარმატების მიღწევას გულისხმობს.

 

რატომ არის მნიშვნელოვანი კლასის ეფექტურად მართვა?

თუ კლასის მართვის ფართო გაგებას გავიზიარებთ, კლასის მართვის ეფექტური სტრატეგიების დაუფლების მნიშვნელობაც გაიზრდება, რადგან ის აკადემიურ შედეგებს მჭიდროდ უკავშირდება. კლასის მართვის ტექნიკის ფლობა განაკუთრებით მნიშვნელოვანია რამდენიმე მიზეზის გამო.

პირველ რიგში, უნდა გავაცნობიე­როთ ის ფაქტი, რომ მასწავლებელი ვერასდროს შეძლებს კლასში მიმდინარე პროცესების სრულად პროგნოზირებას. დეტალურად დაგეგმილი გაკვეთილი, შესაძლოა, მოულოდნელად იმ დღისთვის სრუ­­-ლიად შეუსაბამო აღმოჩნდეს და მასწავლებლის წინაშე იმპრო­ვი­ზების აუცილებლობა დადგეს. გაკვეთილის პროცესი, შესაძლოა, სტუმრების ან დირექტორის შემოს­ვლის გამო უეცრად შეწყდეს და ა.შ. ამგვარი გარემოებანი გაკვეთი­ლის მიმდი­ნა­რეობასა და მოსწავ­ლე­­ების ქცევაზე დიდ გავლენას ახდენს, მასწავლებ­ლის მხრიდან კი მანევ­რი­რების უნარს მოითხოვს, რათა სასწავლო პროცესი დაუბრკო­ლებ­ლად და თანმიმდევრულად გაგრძელდეს.

ასევე, გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ კლასში თითოეული მოსწავლე განსხვავებულად სწავ­­-ლობს. მაშინაც კი, როცა გაკვე­თილ­ზე ყველა ერთნაირი ინტერესითაა ჩართული მასწავლებლის მიერ მიცემულ დავალებაში, პედაგოგის მხრიდან ყურადღების მოდუნება დაუშვებელია. ერთსა და იმავე დავალებაზე მუშაობის პროცესში, შესაძლოა, ზოგიერთ მოსწავლეს რომელიმე ამოცანის ამოხსნა გაუჭირდეს (სხვადასხვა მიზეზის გამო), ზოგიერთმა მოსწავლემ კი სწრაფად გაართვას თავი დავალებას და უსაქმოდ იჯდეს მასწავლებლის შემდგომი ინსტრუქციის მოლო­დინ­ში. პედაგოგს ყველა ამგვარი გარემოების გამოვლენა და გათვალისწინება მოეთხოვება დისციპლინის პრობლემების პრევენციის მიზნით.

და ბოლოს, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რაც კლასის მართვის მნიშვნელობას ზრდის, ის გახლავთ, რომ საშუალო განათლება მოზარდებისთვის სავალდებულოა და არა არჩევითი. ამის გამო მოსწავლეებს განსხვავე­ბული მოტივაციები აქვთ. მათი მოტივირების ხელშემწყობი ფაქტო­­-რები კი პოზიტიური სასწავლო გარემოს შექმნა და კლასისა და სასწავლო პროცესის ეფექტური მენეჯმენტია.

კლასის მართვის პრინციპები და მოდელები

განათლების ფსიქოლოგი ბროფი კლასის ეფექტურად მართვის სამ პრინციპს გამოყოფს: 1. მასწავ­ლე­ბელმა საკუთარ თავზე უნდა აიღოს კლასის კონტროლის პასუხისმგებ­ლობა; 2. მასწავლებელს ჩამო­ყა­ლი­ბებული უნდა ჰქონდეს პრობლე­მე­ბის გადაჭრის გრძელვადიანი გეგმა; 3. მასწავლებელს უნდა შეეძლოს მოს­­-წავლეების მხრიდან მიუღებელი ქცევის მიზეზების დადგენა.

ბროფი კლასის მართვის სამ მოდელს გამოყოფს:

ბიჰევიორისტული;

კოგნიტური;

პიროვნული/პროსოციალური ან ჰუმანისტური.

ლასის მართვის ბიჰევიორისტული მოდელი ტრადიციული მოდელია და მოსწავლის ქცევის მართვაზეა ორიენტირებული. მისთვის ამოსა­ვალი წერტილი მოსწავლის ქცევა და მასწავლებლის რეაქციაა. ეს მოდელი მასწავლებლის მიერ მოსწავ­-ლეებისთვის ქცევასთან დაკავში­რე­ბული მოლოდინების გაცნობით, ქცევის მონიტორინგით, არასწორი ქცევის კორექციით შემოიფარ­გ­ლე­ბა.

კოგნიტური მოდელი მოსწავლე­ებ­თან ინდივიდუალურად მუშაობას, საკლასო წესების შესახებ მათ პირა­-დად ინფორმირებას, მოზარდების ახლოს გაცნობას და პრობლემების მოგვარების გზების მათთან ერთად განხილვას გულისხმობს.

პიროვნული, ან პროსოციალური მოდელი, რომელსაც ზოგჯერ ჰუმა­­-ნისტური მოდელის სახელითაც იხსენიებენ ხოლმე, მოსწავლეზე ორიენტირებული მოდელია და მასწავლებლის მხრიდან მოსწავლის როგორც აკადემიური, ისე სოცია­ლური წარმატების ხელშეწყობას და ამ გზით სასწავლო პროცესში დამაბრკოლებელი დისციპლინური თუ სასწავლო პრობლემების პრე­­-ვენციას ისახავს მიზნად. აღნიშ­ნუ­ლი მოდელი ბიჰევიორისტული და კოგ­­-ნიტური მოდელების თანამედროვე ალტერნატივას წარმოადგენს.

კლასის მართვის პროსოციალური მოდელი პრაქტიკაში

ვიდრე კლასის მართვის პროსოცი­ალური მოდელის ფარგლებში შემო­­-თავაზებული პრაქტიკული სტრა­ტე­გიების განხილვაზე გადავი­დო­დეთ, აუცილებელია, ყურადღება რამდენიმე მნიშვნელოვან ფაქტორზე გავამახვილოთ. იმისათვის, რომ კლასის ეფექტურად მართვა შევძლოთ, ამა თუ იმ სტრატეგიის გამოყენებამდე საჭიროა ვითარების და მასთან კონკრეტული სტრა­ტე­გიის შესაბამისობის გაანალიზება და შესაბამისი ცვლილებების შეტანა იმის მიხედვით, თუ რომელ ასაკობრივ ჯგუფთან, რა სიდიდის კლასთან, რა გარემო პირობებში, რა გამოცდილების მქონე მოსწავ­ლეებ­­-თან, რა შესაძლებლობების მქონე შემსწავლელებთან ვმუშაობთ.

კლასის მართვის პროსოციალური მოდელი მასწავლებლებს ცხრა ძირითად სტრატეგიას სთავაზობს.

მასწავლებლის მომზადება და პროფესიონალიზმი

გაკვეთილის დროს მასწავლებელმა აუცილებლად უნდა იხელმძღვა­ნე­ლოს წინასწარ მომზადებული გეგმით. მას მოსწავლეების მხრიდან მოსა­ლოდნელი შეკითხვები გათვლილი უნდა ჰქონდეს. უნდა ჩანდეს, რომ ის დაინტერესებულია, რაც შეიძლე­ბა, ხარისხიანად შეისწავლონ მოსწავ­ლეებმა საგანი. სასურველია, ახალბედა პედაგოგებმა წინასწარ ივარჯიშონ გაკვეთილის ჩატარე­ბა­ში. გარდა ამისა, კარგი იქნება, თუ გაკვეთილის დაწყებამდე მასწავლე­­-ბელი გაკვეთილის მიზნებს დაფაზე ჩამოწერს, ან სხვა ვიზუალური ფორმით მოამზადებს და მოსწავ­ლე­­-ებს წარმოუდგენს. მიზნების წინას­­-წარი გაცნობის ტექნიკა მოზარდების მოტივაციას ამაღლებს, კონცენტ­რაციის ხარიხსს ზრდის და შედე­გე­ბის გაზომვის საშუალებას იძლევა. მასწავლებელს, ასევე, წინასწარ მომზადებული და თანმიმდევ­რო­ბით დაწყობილი უნდა ჰქონდეს ყველა ის მასალა, რომელსაც გაკვეთილზე გამოიყენებს.

ეფექტური სასწავლო გარემოს შექმნა

ეფექტური სასწავლო გარემოს შექმნა როგორც კომფორტული ფიზიკური გარემოს, ისე უსაფრ­თ­ხო ემოციური ატმოსფეროს შექმნას გულისხმობს. კომფორტული გარემოს შექმნაში ისეთი მარტივი ელემენტებიც კი მნიშვნელოვანია, როგორიცაა კლასში შემოსვლის­თა­ნავე მოსწავლეების მისალმება და მოკითხვა, მათი სახელების დამახ­სოვრება და ყოველთვის სახელით მიმართვა, საკუთარი თავის შესა­ხებ მცირედი საინტერესო ინფორ­მაციის მიწოდება, მერხებისა და სკამების ისე განლაგება, რომ მასწავლებელს კლასში მოძრაობის, ხოლო მოსწავლეებს ჯანსაღი ინტერაქციის საშუალება ჰქონდეთ. ეფექტური გარემოს შესაქმნელად კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი ელემენტია მასწავლებლის მხრიდან პოზიტიური დამოკიდებულების დემონსტრირება. აკადემიური თვალ­-საზრისით ეფექტური სასწავლო გარემოს შექმნა გულისხმობს მოსწავლეების დონისა და შესაძ­ლებ­ლობების შესაბამისი მასალის გამოყენებას, აგრეთვე ინსტრუქ­ცი­ების მკაფიოდ მიცემას.

საკლასო წესების და პროცედურების შემუშავება

მოსწავლეებმა სასწავლო წლის დასაწყისშივე უნდა იცოდნენ, თუ რა მოლოდინები აქვს მასწავ­ლე­ბელს მათ მიმართ. სასურველია, საკლასო წესები მოსწავლეებთან ერთად შემუშავდეს და მშობლები მათ წლის დასაწყისში გაეცნონ. წესების შემუშავებაში მოსწავლეთა მონა­წი­ლეობა თვითდისციპლინის გამო­მუ­შავების საუკეთესო გზაა. საკლასო წესებისა და პროცედურების დად­­-გენის შემდეგ ეფექტურია მოსწავ­ლეების ჩართვა ამ წესებთან დაკავ­­-შირებული სიტუაციების გათამა­შე­ბაში, რათა მათ ისინი პრაქტიკუ­ლად შეითვისონ. ბენჯამინ ფრანკლინს უთქვამს: ერთი გრამი პრევენცია ერთი ტონა მკურნალობის ტოლფა­სიაო. საკლასო წესები მათი დარღვევის შემთხვევაში შესაძლო დამსჯელობითი ღონისძიებების აღწერასაც უნდა მოიცავდეს.

უნდა ვაღიაროთ, რომ პრევენ­ცი­უ­ლი მექანიზმების გატარების მიუხე­და­ვად, რიგ შემთხვევებში, წესების დარღვევა აუცილებლად მოხდება. ამიტომ საჭიროა, მასწავლებელს დაუყოვნებლივი და ადეკვატური რეაგირება შეეძლოს. რეაქციის ფორ­-მის შერჩევა პედაგოგზეა დამოკი­დე­ბული, თუმცა სასურ­ვე­ლია, მან მოსწავლეებთან წინასწარ განხი­ლუ­-ლი რომელიმე სადამსჯელო ღონის­ძიება აირჩიოს და არა რაიმე სხვა ფორმა.

დააფასეთ ყოველი წამი

წარმატებული სწავლებისა და კლასის მართვის კიდევ ერთი წინაპირობაა დროის ეფექტურად მართვა. გაკვეთილის დროულად დაწყებისა და დასრულების გარდა, სასწავლო ღონისძიებები ისე უნდა დაიგეგმოს, რომ მოსწავლეს საკმარისი დრო ჰქონდეს სამუშაოს შესასრულებლად, მაგრამ თავისუ­ფალი დრო არ უნდა დარჩეს ყურად­-ღების გასაფანტად. ამისათვის საჭიროა, გაკვეთილის გეგმა მეტ აქტივობას მოიცავდეს და დროის დარჩენის შემთხვევაში მოსწავლე სათანადოდ დაკავდეს. დროის ეკო­­-ნომიის მიზნით, ყოველ გაკვეთილ­ზე, მონაცვლეობის პრინციპით, შესაძლებელია დამხმარე მოსწავლის არჩევა, რომელიც მასწავლებელს მასალების დარიგებაში, კლასის ორგანიზებასა და სხვა ტექნიკურ საკითხებში დაეხმარება.

მოსწავლეების თანაბარი ჩართულობა

მასწავლებელი უნდა ეცადოს, რომ ნებისმიერ მოსწავლეს მუდმივად რაიმე საფიქრალი ან სამუშაო ჰქონდეს გაკვეთილის განმავლო­ბა­ში. მან აქტიური მონაწილეობა უნდა მოსთხოვოს როგორც ძლიერ, ისე სუსტ მოსწავლეებს. ჩართუ­ლო­-ბის გაზრდის მიზნით, პედაგოგს შეუძლია სხვადასხვა ტექნიკას მიმართოს: დასვას შეკითხვები, მისცეს მოსწავლეებს რამდენიმე წამი პასუხის მოსაფიქრებლად, გამოიყენოს “ექოს პრინციპი” და ერთი მოსწავლის პასუხი მესამე პირში გაამეორებინოს მეორეს, შეაჩვიოს ისინი რისკს იმ შემთხვე­ვა­ში, როცა დარწმუნებულები არ არიან პასუხის სისწორეში, შეაქოს სწორი პასუხის შემთხვევაში, მის­­-ცეს მინიშნებები, თუ მოსწავლეებს შეკითხვაზე პასუხის გაცემა უჭირთ, ყოველთვის გადაამოწმოს, რამდენად კარგად გაიგო ყველამ დავალების ინსტრუქცია, მისცეს მოსწავლეებს ერთმანეთისთვის შეკითხვების დასმისა და ერთმა­ნე­თის პასუხების გასწორების საშუა­ლება. ეს უკანასკნელი ტექნიკა განსაკუთრებით ზრდის მოსწავლის კონცენტრაციის ხარისხს და ხელს უწყობს კრიტიკული აზროვნებისა და ანალიტიკური უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას. და ბოლოს, მნიშვნელოვანია, რომ მასწავლე­ბელმა აუცილებლად გაითვა­ლისწი­ნოს მოსწავლეების განსხვავებული სწავლის სტილი და ინდივიდუალური საჭიროებები.

სასიცოცხლო უნარ-ჩვევები, მოსწავლეთა უფლებები და პასუხისმგებლობები

აკადემიური ცოდნის გადაცემას­თან ერთად, მნიშვნელოვანია, რომ მასწავლებელმა მოსწავლებს აუცი­­-ლებელი სასიცოცხლო უნარ-ჩვევები გამოუმუშავოს. მათი შეძენით მოსწავლეები საკუთარი უფლებე­ბის დაცვასა და პასუხისმგებლო­ბების შესრულებას შეძლებენ. სასურველია, ეს პროცესი მშობლებ­-თან კოორდინაციით განხორცი­ელ­დეს და მოსწავლეებს ის სასი­ცოცხ­-­ლო უნარ-ჩვევები გამოუმუშავდეთ, რომლებიც ყველაზე მეტად სჭირ­დებათ: გუნდური მუშაობა, სიმა­მა­ცე, შრომისმოყვარეობა, მოქნი­ლო­ბა, მეგობრობა, ინიციატივის გამო­­-ჩენა, მოთმინება, მიზანმიმართუ­ლო­ბა, პატივისცემა, პასუხისმგებ­ლო­ბის გრძნობა, იუმორის გრძნობა და ა.შ.

სასიცოცხლო უნარ-ჩვევების გადაცემა მასწავლებლებს ისეთი მარტივი გზით შეუძლიათ, როგო­რიცაა, მაგალითად, მოსწავლეების მორიგეობით დატოვება გაკვეთი­ლების შემდეგ და საკლასო ოთახის მათთან ერთად დასუფთავება, მოსწავლეებთან ერთად გაკვეთილის შეფასება და მისი გაუმჯობესების გზების განხილვა.

უნდა გვახსოვდეს, რომ ყველა მოსწავლეს თანაბარი უფლებები აქვს და მასწავლებლის მხრიდან ფავორიტიზმის გამოვლენა მოსწავლეთა უფლებების დარღვევაა და ამასთანავე, კლასში აგრესიის გაჩენას იწვევს.

შემოქმედებითი მიდგომა

იმისათვის, რომ სასწავლო პროცესი მუდმივად საინტერესო იყოს და მოსწავლეებს ყურადღება არ მოუ­­-დუნდეთ, მასწავლებელმა შემოქ­მე­დებით მიდგომას უნდა მიმართოს და სწავლების ინოვაციური ფორმები ეძებოს. ბავშვებს სიახლეები და ექსპერიმენტები ყოველთვის იზი­­-დავთ. ეს მათ განვითარებასაც უწყობს ხელს. გარდა ამისა, განსხ­­-ვავებული და მრავალფეროვანი სწავლების მეთოდებისა და ფორმე­ბის გამოყენება სხვადასხვა სტილის მქონე შემსწავლელების დაინტე­რე­სების გარანტიაცაა. “საშუალო დონის მასწავლებელი მოგვითხრობს, კარგი მასწავლებელი გვიხსნის, პროფესიონალი მასწავლებელი გვიჩვენებს, საუკეთესო მასწავლე­ბელი კი შემოქმედებით ინტერესს გვიღვიძებს”, _ უთქვამს ამერიკელ პუბლიცისტს უილიამ არტურ ვორდს.

მოსწავლეების შეფასება

მოსწავლეების გამჭვირვალე შეფა­­-სება მასწავლებლის რეპუტაციასა და პროფესიონალიზმთან პირდა­პირ კავშირშია. ის მოზარდების დამოკიდებულებასა და ქცევაზე მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს. შეფასების სისტემა მაქსიმალურად ობიექტური, გამჭვირვალე და სამარ­-თლიანი უნდა იყოს. მოსწავლეები შეფასების კრიტერიუმებს კარგად უნდა იცნობდნენ. შეფასებასთან ერთად მათ მასწავლებლის სიტყ­ვი­ერი რჩევებიც უნდა მიიღონ. რჩევების მიცემისას პედაგოგმა მოსწავლე უნდა წაახალისოს და მას ოპტიმისტური განწყობა შეუქმნას.

კომუნიკაცია

ღია კომუნიკაცია პრობლემების პრევენციის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალებაა. ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მოსწავლეებთან, არამედ მშობლებ­თან კომუნიკაციაც. მასწავლებელმა მოსწავლეები უნდა წაახალისოს, რათა მათ აქტიურად გამოთქვან აზრი, დასვან შეკითხვები და ისაუბრონ პრობლემებზე. მშობ­ლებ­-თან კომუნიკაციისთვის პედაგოგს შეუძლია ზეპირ ან წერილობით ფორმას მიმართოს. რაც უფრო მეტად არის მშობელი ინფორმი­რე­ბული შვილის წარმატებებისა თუ სირთუ­ლეების შესახებ, მით მეტი პასუხის­­-მგებლობის გრძნობა აქვს მოსწავლესაც. კომუნიკაციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტია კოლეგებთან და სკოლის ადმინის­ტ­რაციასთან აქტიური კომუნი­კა­ცი­-აც. ამ გზით პრობლემების კოორდინირებულად გადაჭრაა შესაძლებელი.

რეკლამის დროს დაწერილი ისტორია

0

რეკლამა
თუ გიყვართ? გეთანხმებით, არც
მე, თუმცა იძულებულნივართ, ვუყუროთ, ხანდახან მაინც, როდესაც საინტერესო
გადაცემის ყურებას უბოდიშოდ გვაწყვეტინებენ და ათასი რამისკენ მოგვიწოდებენ. ახლაც
სწორედ ასე, უბოდიშოდ გაწყვიტეს გადაცემა, ეკრანიდან ჯერ ხელების დაბანისკენ მოგვიწოდეს,
მერე სახის კანის იმგვარად დარბილება შემოგვთავაზეს, რომ თოთო ბავშვისას დამსგავსებოდა,
ბოლოს სარეცხ ფხვნილებზე გადავიდნენ და შეგვახსენეს, რა არის საჭირო იმისთვის, სუფთად
რომ გვეცვას. ერთი სიტყვით, მთელი ბლოკი საბან და სარეცხ საშუალებებს მიუძღვნეს…
ჩემმა სტუდენტებმაც სწორედ დღეს დამოუკიდებლად მოხარშეს ლაბორატორიაში საპონი და ძალიან
ამაყობდნენ ამით.

 

ალბათ
გაიოცებთ, სად ლაბორატორია და სად რეკლამაო. რეკლამა მართლაც არაფერ შუაშია; უბრალოდ,
ისე მოხდა, რომ სწორედ მისი ყურებისას ვწერ ამ წერილს – საპნის ისტორიაზე.

თუ
დაგაინტერესეთ, დავიწყებ.

 

ჩვ.
წ. აღ-მდე გალელი და გერმანელი ტომები საპონს თხის ქონისა და წიფლის ნაცრისგან ამზადებდნენ.
ისტორიულ წყაროებში ისიც არის ნათქვამი, რომ ამ ველურმა ტომებმა ქონისა და ნაცრისგან
შესანიშნავი საცხის დამზადება იცოდნენ, რომელსაც კანის დაავადებების სამკურნალოდ იყენებდნენ.
მართალია, ეს ტომები რომის იმპერიას ემორჩილებოდნენ, მაგრამ საცხის დამზადების რეცეპტს
ალბათ საიდუმლოდ ინახავდნენ, რადგან რომაელები ტანს ნაცრით ან დაფქული ცარცით იბანდნენ.

გაინტერესებთ,
რით აიხსნება ნაცრის რეცხვითი უნარი?

 

ნაცარი
დიდი რაოდენობით შეიცავს პოტაშს – K2CO3-ს, კალიუმის კარბონატს,
რომელიც წყალში გახსნისას ჰიდროლიზდება:

K2CO3+H2O KHCO3+KOH

CO32-+H2OHCO3+OH

ტუტეები
ხელს უწყობს რთული ეთერების, მათ შორის – ცხიმების, ჰიდროლიზს. ჰიდროლიზის შედეგად
მიიღება წყალში ხსნადი ცხიმოვანი მჟავას კალიუმის მარილი და გლიცერინი.

 

ლეგენდის
თანახმად, საპონი რომაელებმა გამოიგონეს. ძველ რომში საპოს (Sapo) მთაზე მსხვერპლშეწირვა
აღესრულებოდა – ღმერთებს ცხოველებს სწირავდნენ მსხვერპლად და წვავდნენ. წვის დროს გამოყოფილი
ცხოველური ცხიმი ხის ნაცარს ერეოდა, წვიმის დროს კი ეს მასა მდინარე ტიბრში ჩაედინებოდა,
სადაც ხალხი თეთრეულს რეცხავდა. მათ შეამჩნიეს, რომ ქაფიანი წყლით სარეცხი უკეთესად
ირეცხებოდა, ეს ღმერთების საჩუქრად მიიჩნიეს და ამ წყალში ბანაობაც დაიწყეს, თუმცა
დაკვირვებულ ადამიანს წყლის აქაფების მიზეზის დადგენა არ გაუჭირდებოდა (სურ. 1. რომის
მოქალაქე). სიტყვა
საპონიც(იტალ. sapone) სწორედ ამ მთის სახელიდან მომდინარეობს.

 

რომის
დაცემის შემდეგ საპონი მრავალი საუკუნის განმავლობაში მივიწყებული იყო. მისი წარმოება
მხოლოდ მე-18 საუკუნეში დაიწყო და მას მხოლოდ მცოდნე აფთიაქარები ამზადებდნენ.

მსოფლიოს
სხვადასხვა კუთხეში სარეცხად ხმარობდნენ კვერცხის გულს, ცხელ რძეს, ლუდის საფუარს,
ცხოველის შარდს (შარდი დროთა განმავლობაში ამიაკად და ურეატებად იშლება, რაც წყლის
აქაფებას იწვევს), ზოგიერთი მცენარის ფესვებსა და ნაყოფს (სურ. 2) (დადგენილია, რომ
ზოგიერთი მცენარე საპონინებს – ბუნებრივ გამრეცხ ნივთიერებებს – შეიცავს), ხარის ნაღველს
(ტანსაცმელს ხარის ნაღველში აწყობდნენ, შემდეგ წყალში გაავლებდნენ, გაშრობისას ქვიშას
აყრიდნენ და ჯოხს ურტყამდნენ; ასეთი მეთოდით დამუშავებულ ტანსაცმელს წყალში აწყობდნენ,
დააყრიდნენ ნაცარს და რამდენიმე დღით ტოვებდნენ (სურ. 3).

 

ჰამბურგში
განათლებით ქიმიკოსმა ჰ. შვარცკოფმა გახსნა
შვარცკოფის მაღაზია, სადაც სამკურნალო საშუალებებთან ერთად პარფიუმერიული
ნაწარმიც იყიდებოდა. 1905 წლისთვის მაღაზია დიდ კომპანიად იქცა. პირველმა სწორედ შვარცკოფმა
შექმნა თხევადი საპონი და შამპუნი.

 

საიდან
დაებადა მას შამპუნის შექმნის იდეა?

ეს
აზრი მას ბუნებრივმა ნივთიერებებმა – საპონინებმა შთააგონა, რომლებსაც აქაფება ახასიათებს
(სურ. 4).

 

შუა
საუკუნეებში ევროპაში საპონი პოპულარული არ ყოფილა. მე-18 საუკუნემდე საფრანგეთის არისტოკრატიას
მიაჩნდა, რომ ჰიგიენის ეს საშუალება კანს აზიანებდა. მარსელსა და ნეაპოლში საპონს ზეითუნის
ზეთისა და სოდისგან ამზადებდნენ (ზეითუნის ზეთს ზეთისხილის მარტივი დაწნეხით იღებდნენ
და მას პროვანსულს უწოდებდნენ). ინგლისში კი 1399 წელს მეფე ჰენრი IV-მ შემოიღო საპატიო
ორდენი, რომლის მფლობელებიც აბანოში საპნით დაბანის უფლებით სარგებლობდნენ.

 

რით
განსხვავდება ინდუსტრიული საპონი კუსტარულისგან?

ქიმიური
რეაქცია ცხიმსა და ნაცარს (ან სოდას) შორის წარმოადგენს შესაპვნის რეაქციას, რომლის
შედეგადაც საპონი და გლიცერინი წარმოიქმნება. საპონს აქვს გამრეცხი თვისება, გლიცერინი
კი მას სასარგებლოს და სასიამოვნოს ხდის.

გარდა
ამისა, ხელით დამზადებულ საპონში შესაძლებელია ეთერზეთების, თიხის, სამკურნალო ბალახების
დამატება.

 

ხელით
დამზადებული საპნის pH ახლოს არის ნეიტრალურთან.

პალმიტინის
მჟავა საპონს სიმაგრეს აძლევს, ოლეინის მჟავა – ცივ წყალში ხსნადობას და რეცხვით უნარს;
სტეარინის მჟავა აძლიერებს რეცხვით უნარს ცხელ წყალში.

თანამედროვე
საპნები ნატრიუმის პალმიტატისა და სტეარატის საფუძველზეა დამზადებული. ინდიკატორის
საშუალებით განისაზღვრება ზოგიერთი საპნის ხსნარის pH მაჩვენებელი (სურ. 5).

 

ქოქოსის
ზეთზე დამზადებული საპონი ცივ წყალში კარგად იხსნება, მაგრამ მასში შემავალი ლაურინის
მჟავა კანს აღიზიანებს.

რატომ
არ იყენებენ საპნის წარმოებაში ღორის ქონს?

ღორის
ქონზე დამზადებული საპონი მალე ფუჭდება, რადგან უჯერ ლინოლენის მჟავას – C17H29COOH-ს
– შეიცავს.

2005
წელს დიდ ბრიტანეთში შექმნეს საპონი, რომლის შემადგენლობაში კოფეინი და პიტნის ზეთი
შედის. მიზანი? – ადამიანს გამოფხიზლებაში დაეხმარონ.

როგორ მივიღოთ საპონი ლაბორატორიაში?

ჭიქაში მოვათავსოთ 5-6 გ ერბო ან ცხოველური
ცხიმი, დავუმატოთ 8 მლ სპირტი და 12-15 მლ ნატრიუმის ტუტის (ან სოდის) კონცენტრირებული
ხსნარი. ნარევი ნელა ვადუღოთ. გაცივებისას ხსნარს 10-15 მლ სუფრის მარილის ნაჯერი ხსნარი
დავამატოთ. ხსნარის ზედაპირზე საპონი გამოიყოფა. ამ პროცესს გამომარილება ეწოდება.
მიღებული საპონი ქსოვილზე გადმოვწუროთ (სურ. 6).

KOH-ის გამოყენებით თხევადი საპონი მიიღება.

 

რა
რჩება ჭიქაში საპნის გამოყოფის შედეგად?

ჭიქაში
რჩება გლიცერინის შემცველი სითხე. ამაში დასარწმუნებლად დავუმატოთ მას NaOH-ის, მერე
კი CuSO4-ის ხსნარები. რეაქციის შედეგად ლურჯი ფერის სპილენძის გლიცერიდს
მივიღებთ. შეახსენეთ თქვენს მოსწავლეებს – ეს მრავალატომიანი სპირტების თვისებითი რეაქციაა
(სურ. 7).

 

საპონი
უმაღლესი კარბონმჟავების ხსნადი მარილებია, მაგრამ კარბონმჟავები, იმის გამო, რომ სუსტ
მჟავებს წარმოადგენს, ადვილად გამოიყოფა ძლიერი არაორგანული მჟავების დამატებით.

 

სინჯარაში
მოთავსებულ საპნის ხსნარზე გოგირდმჟავას (ან მარილმჟავას) დამატებისას სტეარინმჟავა
გამოიყოფა (სურ. 8).

 

რისგან
ამზადებენ სარეცხ ფხვნილებს?

სარეცხი
ფხვნილები სინთეზური გამრეცხი საშუალებებია, რომლებიც აადვილებს რეცხვას როგორც რბილ,
ასევე ხისტ წყალში.

 

სინთეზური
გამრეცხი საშუალებები სინთეზური მჟავების – სულფომჟავების, უმაღლესი სპირტების რთული
ეთერებისა და გოგირდმჟავა ნატრიუმის მარილებია.

 

აი, ასე, რეკლამაც დასრულდა და გადაცემას
დავუბრუნდები, თქვენ კი მომავალ შეხვედრამდე დაგემშვიდობებით.

ნინო ლაბარტყავა – ბავშვთა აგრესია და მისი მიზეზები

0
ყოველდღიურ მეტყველებაში სიტყვა აგრესიით აღვნიშნავთ ქცევათა ფართო სპექტრს, ცინიკური კომენტარებიდან დაწყებული, ძალადობით დამთავრებული, ფსიქოლოგები კი ამ ცნებაში ისეთ ქცევას მოაიზრებენ, რომელიც სხვისთვის ზიანის მიყენებისკენ არის მიმართული (Baron & Richardson, 1994;Berkowitz, 1993).
ეს განმარტება მოიცავს სამ კომპონენტს:
. აგრესია ქცევის ფორმაა და არა ბრაზის ემოცია, რომელსაც ზოგჯერ აგრესიად განიხილავენ. ჩვენ შესაძლოა გავბრაზდეთ, მაგრამ არ მოვიქცეთ ემოციის შესაბამისად; აგრეთვე შესაძლოა სულაც არ ვბრაზობდეთ, მაგრამ სხვას მაინც მივაყენოთ ზიანი.
. აგრესიული ქცევა წინასწარ განზრახული და
მიზანმიმართულია. თუ ვინმეს ტკივილი წინასწარი განზრახვის გარეშე მივაყენეთ, ეს აგრესიად არ განიხილება. ჩვენ შესაძლოა გავეხუმროთ ადამიანს, მას კი, თუ იუმორის გრძნობას მოკლებულია, ეწყინოს, თუმცა ჩვენ სულაც არ გვქონია განზრახული მისთვის ტკივილის მიყენება.
. აგრესიული ქცევა სხვისთვის ზიანის მიყენებისკენ არის მიმართული და განსხვავდება ქცევისგან, რომელიც საკუთარი უფლებების დაცვას ისახავა მიზნად ან თავდაჯერებულობის გამოხატულებას წარმოადგენს.
აგრესიის სახეები
ფსიქოლოგები განასხვავებენ პირდაპირსა და ირიბ, ემოციურსა და ინსტრუმენტულ აგრესიას (Bjorkvist, Osterman & Lagerspetz, 1994; Walker, Richardson & Green, 2000).
ირიბი აგრესია არ გულისხმობს ადამიანისთვის პირდაპირი ზიანის მიყენებას. მისი გამოხატულება შეიძლება იყოს, მაგალითად, ჭორების გავრცელება.
პირდაპირი აგრესია შეიძლება გამოიხატოს როგორც ფიზიკურად, ისე ვერბალურად (შეურაცხყოფა, ჩხუბი ან მუქარა).
ემოციური აგრესია – ეს არის ნეგატიური ემოცია (ბრაზი), მიმართული კონკრეტული ადამიანისკენ. თუ გაბრაზებულმა ვინმეს დავუყვირეთ, ეს ემოციური აგრესიაა.
ინსტრუმენტული აგრესია – ეს სხვისთვის საზიანო ისეთი ქმედებაა, რომლის თვითმიზანი აგრესია არ არის. ასეთია, მაგალითად, სხვისი კრიტიკა საკუთარი სტატუსის ამაღლების მიზნით, ანდა აგრესიული ქცევა თავის დასაცავად.
გენდერული განსხვავებები
არსებობს მოსაზრება, რომ აგრესიისკენ ვაჟები უფრო მეტად არიან მიდრეკილნი, ვიდრე გოგონები, მაგრამ კაი ბიორკვისტის (Bjorkvist et al., 1994, p. 28) მიერ ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ამ კუთხით სქესთა შორის არცთუ მნიშვნელოვანი განსხვავებაა. არსებობს სხვა კვლევათა შედეგებიც, რომელთა თანახმად, გოგონებს მეტი აგრესიულობა ახასიათებთ. ისინი უფრო მეტად ეჭვიანობენ და, საზოგადოდ, მეტად სჩვევიათ არაპირდაპირი აგრესია, მაგალითად, ჭორების გავრცელება, განკითხვა ან სოციალური ჯგუფიდან წევრების გარიყვა (“თუ ამას არ გააკეთებ, მე დაბადების დღეზე არ დაგპატიჟებ”) (Owens, Shute & Slee, 2000). გოგონები უფრო ემოციური აგრესიისკენ არიან მიდრეკილნი, ანუ მეტად აძლევენ გასაქანს საკუთარ ემოციებს, ვაჟები კი ძალაუფლების მოპოვებაზე არიან ორიენტირებულნი. ეს განსხვავება განსაკუთრებით შესამჩნევი ხდება IV-V კლასებიდან.
გოგონებისა და ვაჟების აგრესიას სხვადასხვა მოტივი აქვს, ამიტომ ძალზე მნიშვნელოვანია კითხვა, საზოგადოდ რატომ ხდება ადამიანი აგრესიული.
ერთნი შესაძლოა ზიანს აყენებდნენ სხვას საკუთარი იმიჯის დასაცავად ან საკუთარი უპირატესობისთვის ხაზის გასასმელად, მეორენი ამ გზით მუდმივი ფრუსტრაციისგან განიტვირთებიან.
რა განაპირობებს აგრესიას?
ზოგიერთ მეცნიერს (Lorenz, 1966) მიაჩნია, რომ აგრესია თვითგადარჩენის ინსტინქტია, რომელიც ბუნებრივი გადარჩევის შედეგად გამომუშავდა. მაგალითად, ცხოველი, რომელიც იცავს თავის ბუნაგს, მეტად გადარჩება, ვიდრე ის, რომელიც გარბის ან იმალება.
განსხვავებული მოსაზრება აქვთ მაკდუგალსა და დოლარდს (MცDაუგალლ, 1907; Dოლლარდ 1939). მათი აზრით, აგრესია არის ინსტინქტი, რომელიც მოთხოვნილების დაკმაყოფილების გზაზე წამოჭრილი დაბრკოლების დასაძლევად არის მიმართული. ამ თეორიის თანახმად, აგრესიული ქცევა ავტომატური პასუხია წინააღმდეგობაზე. თუ ჩვენ დავინახეთ ადამიანი, რომელიც აგრესიულად იქცევა, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მას მანამდე ფრუსტრაცია განუცდია და პირიქით – თუ ადამიანი ფრუსტრაციას განიცდის, ის ამის შემდეგ აგრესიულად მოიქცევა. ასე რომ, თუ, მაგალითად, საცობის გამო სკოლაში დააგვიანეთ, შესაძლოა მოგვიანებით აგრესია გამოხატოთ ვისამე მიმართ; ასევე, თუ თქვენი მოსწავლე აგრესიულად Bიქცევა, მაშ, დილით მას, თქვენსავით, რაღაც დაბრკოლება შეხვედრია.
მაგრამ აღნიშნული თეორია ვერ ხსნის ვერც ინსტრუმენტული აგრესიის მიზეზებს და ვერც იმ ფაქტს, რომ ფრუსტრაციის დროს ყველა ერთნაირად არ იქცევა.
ზოგადი გაღიზიანების თეორიის თანახმად (Berkowich), აგრესია წარმოიშობა ნებისმიერი ნეგატიური ემოციის, მაგალითად, ბრაზის შედეგად.
აღგზნების/გადატანის თეორიის თანახმად (Zillmann, 1984; 1994), ბრაზი თავისი ინტენსივობით მსგავსია სხვა ემოციებისა, მაგალითად, შიშის განცდის და სხვა ინტენსიურმა ემოციებმა შეიძლება გამოიწვიოს აგრესიული რეაქცია.

ჩატარდა მოზარდების გამოკვლევა იმის გასარკვევად, რა იწვევდა მათში ბრაზს. აღმოჩნდა, რომ ბრაზს ყველაზე ხშირად იწვევს ფრუსტრაცია ან სიტუაცია, რომელიც მათ აშფოთებთ.
მოზარდებს ყველაზე მეტად აბრაზებთ `არარეალიზებული გეგმები~ (`მშობლებმა მეგობართან არ გამიშვეს~) ან გარემოსთან დაკავშირებული ფრუსტრაცია (`კინოში წავედი, მაგრამ ბილეთი ვერ ავიღე~).
არსებობს ფაქტორები, რომლებიც იწვევს ბრაზს სასკოლო სიტუაციაში, კერძოდ:
. კონფლიქტი, რომელიც უკავშირდება სივრცის დარღვევას;
. ფიზიკური კონფლიქტი – გულისხმობს სიტუაციას, როდესაც ერთ ბავშვს მეორეზე მიაქვს ფიზიკური იერიში, როგორიცაა, მაგალითად, ხელის კვრა ან დარტყმა;
. ვერბალური კონფლიქტი, მაგალითად, ცუდი სიტყვის თქმა ან აბუჩად აგდება;
. უარყოფა, როდესაც ბავშვს უარყოფენ თანატოლები, მაგალითად, არ აძლევენ მათთან ერთად თამაშის საშუალებას;
. დათმობა – როდესაც ბავშვი მოქმედებს საკუთარი სურვილის წინააღმდეგ, მაგალითად, ათხოვებს ნივთს, უთმობს ადგილს სხვისი მოთხოვნით.
მაგრამ, როგორც უკვე აღვნიშნეთ, მხოლოდ ის ფაქტი, რომ ვბრაზობთ, იმას არ ნიშნავს, რომ აგრესიულად მოვიქცევით. მნიშვნელოვანია, როგორ გამოვხატავთ ემოციას.
ბავშვები ბრაზს სხვადასხვა ფორმით გამოხატავენ. ზოგი – ფიზიკური ძალადობით, ზოგი – მხოლოდ მიმიკით, ზოგი უფროსებს (მასწავლებელს, მშობელს) მიმართავს დასახმარებლად. ბავშვების უმეტესობა ბრაზის გამოხატვის ფორმებს უფროსებთან სოციალური ინტერაქციის ან ტელევიზორის ყურების შედეგად, მიბაძვის გზით დაისწავლის.
როგორ შეიძლება, ბავშვმა დაისწავლოს აგრესიული ქცევა?

ამ კითხვაზე პასუხს გვცემს ალბერტ ბანდურას, სოციალური დასწავლის თეორია.
ალბერტ ბანდურას თეორიის ბირთვს წარმოადგენს დებულება იმის შესახებ, რომ ქცევის ახალ ფორმებს შეიძლება დავეუფლოთ უშუალო გამოცდილების გარეშეც, სხვაზე დაკვირვებით. სწორედ დაკვირვებისა და მიბაძვის გზით ხდება მანერების, ჩაცმისა თუ ვარცხნილობის სტილის და ა.შ. დამკვიდრება, მოცემული კულტურისთვის მისაღები ქცევების დასწავლა.

ბანდურა განასხვავებს ვიკარულ (ჩანაცვლებულ) დასწავლას და სუფთა მიბაძვას. უკანასკნელ შემთხვევაში მიმბაძველს არ ესმის იმ ქცევის მნიშვნელობა, რომელსაც ბაძავს. ასეთი რამ ახასიათებთ ცხოველებს, პატარა ბავშვებს და მას განვითარებისთვის თავისი დადებითი მნიშვნელობა აქვს.
ე.წ. ვიკარული დასწავლისთვის ის არის დამახასიათებელი, რომ სუბიექტი ხვდება მისაბაძი ქცევის მნიშვნელობას და შეგნებულად ბაძავს.

მოსწავლე შესაძლოა ხედავდეს, რომ სხვებს გარკვეული ქცევის გამო წაახალისებენ და ამან გაზარდოს მის მიერ ამ ქცევის განხორციელების ალბათობა. მაგალითად, თუ მოსწავლე პრეზენტაციაში ლამაზი ილუსტრაციების ჩართვისთვის შეაქეთ, შესაძლოა, მომდევნო ჯერზე სხვა მოსწავლეებმაც ილუსტრირებული პრეზენტაცია წარმოგიდგინოთ. მაგრამ, იმავდროულად, თუ რომელიმე მოსწავლეს, რომელიც არასასურველ ქცევას ახორციელებს, ძალაუნებურად მეტ ყურადღებას უთმობთ, გაიზრდება ალბათობა, თქვენი ყურადღების მისაპყრობად სხვებიც ასევე მოიქცნენ.

ადამიანს, რომელსაც აკვირდებიან, მოდელს უწოდებენ, ხოლო მოდელზე დაკვირვების გზით სხვა ადამიანის მიერ გარკვეული მოქმედების ან ქცევის ათვისების პროცესს – მოდელირებას.
მოდელი შეიძლება იყოს როგორც რეალური ადამიანი (მეგობარი, მშობელი, და ან ძმა, მასწავლებელი და სხვა), ასევე ფილმის ან ლიტერატურული ნაწარმოების გმირი. ეს სიმბოლური მოდელები ისევე მნიშვნელოვანია, როგორც რეალური. მოსწავლისთვის ხშირად მისაბაძი სწორედ სიმბოლური მოდელი ხდება.
მოდელზე დაკვირვების გზით ბავშვი არაპირდაპირ ითვისებს გარკვეულ ემოციურ რეაქციებსაც. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ბავშვები დაკვირვების გზით სწავლობენ არა მხოლოდ კონკრეტულ ქცევებს, არამედ ისეთ ემოციურ რეაქციებსაც, როგორებიცაა შიში ან სიხარული. დაკვირვების გზით ემოციური რეაქციების სწავლის პროცესს არაპირდაპირ განმტკიცებას უწოდებენ.

მოდელზე დაკვირვებით ადამიანებმა შეიძლება დაისწავლონ როგორც სასურველი, ისე, არასასურველი ქცევა.
ცნობილია ა. ბანდურას ექსპერიმენტების სერია. ამ ექსპერიმენტების დროს ბავშვები უყურებდნენ ფილმებს, რომლებშიც დემონსტრირებული იყო სხვადასხვა დონის აგრესია. მაგალითად, უმცროსი სასკოლო ასაკის მოსწავლეებმა ნახეს ფილმი, სადაც ერთი ბავშვი გამეტებით ურტყამდა თოჯინას (თოჯინა ბობო), მაგრამ სხვადასხვა დასასრულით. კერძოდ, ერთმა ჯგუფმა ნახა, რომ ბავშვი აგრესიისთვის დააჯილდოეს, მეორემ – რომ დასაჯეს, მესამემ კი საერთოდ ვერ ნახა შედეგი, ანუ ბავშვს არც სჯიდნენ და არც აჯილდოებდნენ.
ფილმის ნახვის შემდეგ ბავშვები გადაიყვანეს მეორე ოთახში, სადაც მათ ასეთივე თოჯინა დახვდათ.
ბავშვები, რომლებმაც ნახეს, რომ აგრესიისთვის (თოჯინის ცემისთვის) ბავშვი დაჯილდოვდა, თვითონაც აგრესიულად იქცეოდნენ – ცემდნენ თოჯინას. მან, ვინც ნახა, რომ თავდასხმისთვის ბავშვი დაისაჯა, ნაკლები აგრესია გამოამჟღავნა. რაც შეეხება ბავშვებს, რომლებმაც შედეგი ვერ ნახეს, როდესაც მათ ჯილდოს დაჰპირდნენ ფილმში ნანახი აგრესიის მიბაძვისთვის, ყველამ დაადასტურა, რომ მათ ისწავლეს აგრესიული ქცევა.
აგრესიული ქცევა მხოლოდ დაისწავლება თუ პიროვნული თავისებურებებითაც არის განპირობებული?
კვლევებმა აჩვენა, რომ აგრესიულ ბავშვებს გარკვეული თავისებურებები ახასიათებთ, კერძოდ, გამოირჩევიან ემოციურობით, გარემო მათდამი მტრულად განწყობილი ჰგონიათ, ხშირად მიაჩნიათ, რომ გარემოდან წამოსული სიგნალები მათ საწინააღმდეგოდაა მიმართული. ალბათ პრაქტიკაში ხშირად გქონიათ შემთხვევა, როდესაც მოსწავლე თქვენს შენიშვნაზე ასე რეაგირებს: ”რას მერჩით, რა ყველა მე გადამეკიდეთ ამ სკოლაში!”.
აგრესია შესაძლოა ტემპერამენტითაც იყოს განპირობებული. მიიჩნევა, რომ ქოლერიკები მეტად არიან მიდრეკილნი აგრესიული ქცევისკენ.
ყოველივე ზემოთქმულის საფუძველზე შეიძლება დავასკვნათ, რომ თუ ბავშვის არასასურველ ქცევაზე უფროსები ყვირილით ან მუქარით რეაგირებენ, პატარა უფროსებს მიბაძავს და ჩათვლის, რომ ყვირილი ან მუქარა არასასურველ სიტუაციაზე რეაგირების ერთადერთი გზაა, აგრესიული ქცევის ცვლილების სტრატეგიებს კი მომდევნო წერილში შემოგთავაზებთ.

საით წავიდეთ ექსკურსიაზე – ქვემო ქართლი

0

რუსთავი

ქვემო ქართლში მოგზაურობა სასურველია რუსთავიდან დაიწყოთ, რადგან იგი არის რეგიონის თვითმმართველი ქალაქი. მართალია, რუსთავი, როგორც ქალაქი 1948 წელს დაარსდა, მაგრამ ამ ტერიტორიაზე ადამინი ჯერ კიდევ შუა ბრინჯაოს ხანაში დასახლდა. ამას ადასტურებს მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, არქეოლოგიურ გათხრებში აღმოჩენილი თიხის წითლად გამომწვარი და შავი საღებავით მოხატული ჭურჭელი. დღემდე შემორჩენილია რუსთავის ციხე, რომელიც რამდენიმე საუკუნის წინ ააგეს.

რუსთავის ისტორიას მნახეველი ყველაზე უკეთ ”რუსთავის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში გაეცნობა”, სადაც დაცულია 21211 ექსპონანტი. აქ ძირითადად ქალაქ რუსთავისა და ისტორიული კუხეთის (გარდაბნის მუნიციპალიტეტი) ტერიტორიაზე მოპოვებული არქეოლოგიური ექსპედიციებია დაცული – ძვ. წ. XIX საუკუნიდან ახ. წ. XVIII საუკუნის ჩათვლით: თიხის, ფაიანსის, მინის ჭურჭელი, საბრძოლო და შრომის იარაღები, ბრინჯაოს, ვერცხლისა და ოქროს სამკაულები, ადგილობრივი და უცხოური წარმოების, მათ შორის სასანური სარდიონისა და ქვის საბეჭდავები, ნუმიზმატიკური და ეთნოგრაფიული კოლექციები, თანამედროვე ხელოვნების ნიმუშები და სხვა.
(მუზეუმი მდებარებოს – რუსთავი, მშენებელთა ქუჩა N 17)
იმის გარდა, რომ რუსთავი ძველი და ახალი კულტურის ერთ-ერთი ცენტრია, იგი არის ინდუსტრიული ქალაქი, სადაც არის საქართველოს ყველაზე დიდი მეტალურგიული და სხვა მნიშვნელოვანი ქარხანა, რომელბიც ქალაქის ერთგვარ კოლორიტად იქცა.
დმანისი
დმანისის ტერიტორიაზე ჯერ კიდევ VI-VIII საუკუნეებში იყო მცირე დასახლება, სადაც საეპისკოპოსო კათედრალი მდებარეობდა. როგორც ქალაქი, წყაროებში პირველად IX საუკუნეში იხსენიება, ამ დროს მას არაბები ფლობდნენ.
თანამედროვე დმანისის ახლოს არის ამავე სახელწოდების ქალაქი-სიმაგრის ნანგრევები (VI-XV სს.), სახლების, ქუჩების, ღვინის სარდაფების და სხვა ობიექტების ნაშთები. დმანისის არქეოლოგიური შესწავლა 1936 წლიდან დაიწყო და დღემდე გრძელდება. აქ აღმოჩენილია ევროპაში ყველაზე ძველი ადამიანის თავის ქალა, რომლის ასაკი 1,6 მილიონი წლით განისაზღვრება. დღესდღეობით უკვე ხუთი თავის ქალაა აღმოჩენილი.(მსოფლიოს არცერთ ძეგლზე ჰომინიდის ამდენი ნაშთი ერთად არ აღმოჩენილა.) აქ აღმოჩენილი თავის ქალები და ქვედა ყბა არის რეკონსტრუირებული და მათ ზეზვასა და მზიას სახელით ვიცნობთ. ისინი თბილისის ოკუპაციის მუზეუმშია დაცული.
შუასაუკუნეების სარდაფებს ქვეშ არქეოლოგებმა ასევე იპოვეს ცხოველთა ძვლები, რომელთა შორის აღმოჩნდა გადაშენებული რინოსი, ეს სახეობა დამახასიათებელი იყო ადრეული პლეისტოცენური ეპოქისთვის.
შემორჩენილია დმანისის შუა საუკუნეების ნაქალაქარის შიდა ციხე, საერო და საკულტო ნაგებობები და საიდუმლო გვირაბი. საკულტო ნაგებობებიდან აღსანიშნავია VI საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი სამეკლესიიანი ბაზილიკის ტიპის დმანისის სიონი, ორნამენტებითა და წარწერებით შემკული უნიკალური კარიბჭით.
ის ტერიტორია, სადაც აღმოჩენილია მსოფლიოს მნიშვნელოვანი ექსპონატები სედის დმანისის ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმ-ნაკრძალში, სადაც სულ დაცულია
2345 ნიმუში.
ბოლნისი
ბოლნისის ღირსშესანიშნაობებიდან აღსანიშნავია ბოლნისის სიონი. ისევე, როგორც საერთოდ ადრინდელი ფეოდალური ხანის ქართული არქიტექტურა, გამოირჩევა ინტერიერის მკაცრი მონუმენტურობით – მთავარი ყურადღება შიგა სივრცის მხატვრულ გადაწყვეტას ექცევა, ფასადთა მნიშვნელობა ჯერ კიდევ მეორე ხარისხოვანია. ეკლესიაში მცენარეულ და გეომეტრიული სახეებთან ერთად, რომლებიც სასანური ხელოვნების წრესთან ნათესაობას ამჟღავნებს, გვხვდება ქრისტიანული სიმბოლოს ჯვრის სხვადასხვაგვარი გამოსახულებანი. ბოლნისის სიონში, პირველად ქართულ არქიტექტურაში, გვხვდება აგრეთვე რელიეფური სკულპტურული გამოსახილებანი (ხარის თავი, სხვადასხვა ფრინველი და ცხოველი), რომლებიც წინაქრისტიანულ ხანასთანაა დაკავშირებული, მაგრამ შეთვისებულია ქრისტიანული სარწმუნოების მიერ.
ყორანთის ეკლესია (XIII-XIV სს.). გორა, რომელზედაც ეს ეკლესიაა აგებული, ენეოლითური ხანის ნასახლარის ნაშთებსაც შეიცავს. საყურადღებოა აგრეთვე გვიანდელი ფეოდალური ხანის სატრედოს თაღოვანი ხიდი მდინარე მაშავერაზე. ბოლნისში არის ბოლნისის ეპარქიი სკათედრა და ეპისკოპოსის რეზიდენცია.
ბოლნისის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი (სულხან-საბა ორბელიანის ქ. 95)
წარმოდგენილი არქეოლოგიური მასალა მოიცავს კაცობრიობის განვითარების ყველა ეტაპს – ენეოლითური ხანიდანგვიანი, შუა საუკუნეების ჩათვლით. აგრეთვე წარმოდგენილია არქიტექტურული და ეთნოგრაფიული მასალა. შენობის პირველი სართულის ერთი დარბაზი დათმობილი აქვს მუნიციპალიტეტში არსებული არქიტექტურული ნივთიერი ძეგლების ნიმუშებს. მეორე დარბაზის არქეოლოგიურ მასალასთან ერთად განთავსებულია ქართული დამწერლობის განვითარების საფეხურების ამსახველი მასალა: საქართველოში დღემდე აღმოჩენილი ბოლნისის სიონის უძველესი ქართული მრგვლოვანი, რელიეფული ასოებით შესრულებული წარწერების ასლები (V ს.), აგრეთვე იოანე ბოლნელის საფლავის ქვა შესრულებული ასომთავრული ეპიტაფიით (XI ს.), ერეკლე II-ის დროინდელი ძვირფასი საეკლესიო წიგნები, 1 წ. გამოცემული შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანი”. მუზეუმში დაცულია ბოლნისის მკვიდრის, ჰაგიოგრაფი მწერლის იაკობ ცურტაველის „შუშანაკის წამების” საიუბილეო (1500 წ.) გამოცემა 5 ენაზე ნათარგმნი და დაბეჭდილი.
მეორე სართული ძირითადად დათმობილი აქვს არქეოლოგიურ ექსპოზიციას. არსებული ექსპონატებიდან აღსანიშნავია იშვიათი ხელოვნების ნიმუში ანტიკური პერიოდის ფრინველის ფორმის დოქი. ექსპონატების რაოდენობა: 3774
ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ტანძიაში მდებარეობს სულხან-საბა ორბელიანის ლიტერატურული მუზეუმი, სადაც დაცულია 300-მდე ექსპონანტი, მათ შორის 28 ფერწერული ნამუშევარი, 25 – გრაფიკული ნამუშევარი, 9 – სკულპტურა, 2 – არქეოლოგიური ექსპონანტი, 11 – დოკუმენტი, 59 – ფოტო, 147 – სამეცნიერო დამხმარე ლიტერატურა და სხვ.
გარდაბანი
გარდაბანი — საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეა ქვემო ქართლში.
გარდაბანში – დავით აღმაშენებელის გამზირი N 61-ში მდებარეობს მხართმცოდნეობის მუზეუმში, სადაც ინახება 4897 ექსპონატი. მუზეუმში დაცულია გარდაბნის ტერიტორიაზე (ისტორიული კუხეთი) არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებული მასალა: ქვის, ბრინჯაოს, ანტიკური და ფეოდალური ხანის მრავალფეროვანი კოლექციები, საინტერესოა ქვის ხანის სამეურნეო და საბრძოლო იარაღების კოლექცია, ანტიკური პერიოდის კერამიკის ნიმუშები, გვიანი შუასაუკუნეების ვერცხლისა და სპილენძის ჭურჭელი, შუა საუკუნეების ეთნოგრაფიული მასალა, სახელოსნო იარაღები, აქსესუარები, სამოსელი, ხელსაქმის ნიმუშები.
გარდა ამისა, დამთვალიერებელს გარდაბანის რაიონ სოფელ შინდისში შეუძლია მოინახულოს ნიკოლოზ ბარათაშვილის სახლ-მუზეუმი, სადაც დაცული პოეტის პირადი ნივთები.
მარნეული
მარნეული (1947 წლამდე ბორჩალო) — დიდ დასახლებად იქცა სოფლების: ლომთაგორა-მარნეულის, ეკლესიის, ჭანდარ-სანდარისა და სარვანის გაერთიანების შედეგად. უძველესი დასახლებაა ლომთაგორა (წყაროებში პირველად იხსენიება XIII საუკუნეში), რითაც ბოლოვდებოდა მეგალითური (ციკლოპური) ციხეების მწკრივი მდინარე ალგეთის მარჯვენა მხარეს. იყო მნიშვნელოვანი ციხესიმაგრე და საგზაო კვანძი. XVII საუკუნეში ირანის შაჰმა აბას I-მა აქედან აყრილი მკვიდრი ქართული მოსახლეობის ნაცვლად ამ ადგილას ბორჩალუს თურქმანული ტომი დაასახლა, შემდგომში, დასახლებასაც ბორჩალო ეწოდა. 1947 წელს აღადგინეს ძველი ქართული სახელწოდება მარნეული. მარნეულის ტერიტორიაზე შემორჩენილია მეგალითური ხანის ციხის ნაშთები და ადრინდელი ფეოდალური ხანის ეკლესია.
მარნეულის რაინში მდებარეობს რუსთავისა და მარნეულის ეპარქია.
ეპარქიის ტერიტორიაზე მდებარეობს ეკლესიები, რომელთა მშენებლობა IV საუკუნის ბოლოს დაიწყო.
მარნეულის სოფელ წერაქვში დაიბადა მიხეილ ჯავახიშვილი, რომლის სახლიც დღეს მუზეუმად არის გადაქცეული. აქ დაცულია, როგორც დიდი მწერლის, ასევე მისი ოჯახის წევრების პირადი ნივთები, მდიდარი ფოტო მასალა, ბიბლიოთეკა. მისი ნაწარმოებების მიხედვით სხვადასხვა დროს დადგმული სპექტაკლების აფიშები. სხვათა შორის, მიხეილ ჯავახიშვილს უცნობმა ავაზაკებმა სწორედ სოფელ წერაქვში მოუკლეს დედა და და, ხოლო მამა ამ უბედურებას გადაჰყვა.
სოფელ წერაქვის მახლობლად არის წერაქვის სამონასტრო კომპლექსი და შუა საუკუნეების ციხე ”მზიგული” და ციხის დარბაზული ეკლესია.
მარნებულის რაიონში დაბა შაუმიანშია მელიქ-ფაშაევის სახლ-მუზეუმი, სადაც დაცულია ცნობილი სომეხი რეჟისორის ალექსანდრე მელიქ-ფაშაევის (1905-1964 წწ.) მოსკოვის დიდ თეატრში მთავარ დირიჟორად მოღვაწეობასთან დაკავშირებული მასალები: კლავიატურები, აფიშები, სხვადასხვა ხასიათის დოკუმენტები, ხელნაწერები, პირადი ნივთები: სადირიჟორო ჯოხი, ფრაკი, დურბინდი, საოჯახო ჭურჭელი, ნოხი და სხვა.
თეთრი წყარო
თეთრი წყაროს ადგილზე მდებარეობდა ისტორიული სოფელი გარისი. თეთრი წყაროს სამხრეთ-დასავლეთით 10 კმ-ზე მდებარეობს XIII საუკუნის ღვთისმშობლის სახელობის სამონასტრო კომპლექსი – ”პირღებული”. დღემდე შემონახულია კომპლექსის ცენტრალური ნაგებობა – დიდი ეკლესია, რომელიც ფრაგმენტებისა და წარწერის თანახმად აგებულია რუსუდანის მეფობის, ეკლესია შიგნით მოხატული იყო. გარედან კედლებზე კი წარწერებია. ეკლესიას გარს ერტყა გალავანი, რომელშიც ჩართული იყო სამსართულიანი სამრეკლო (დარჩენილია 2 სართული). I სართული ჭიშკარს წარმოადგენდა. ეკლესიის სამხრეთ-დასავლეთით დიდი შენობის ნაშთია. კლდეებში განლაგებული გამოქვაბულები, როგორც ჩანს, ბერების სადგომ სენაკებად იყო გამოყენებული. ეკლესიის ზემოთ, ფერდობზე, გვიანდელი ხანის დარბაზული ეკლესიაა.
ქალაქის სიახლოვეს არის თეთრი წყაროს ნასოფლარი, ენეოლითის ბოლოსა და ადრინდელი ბრინჯაოს ხანის დასაწყისის (ძვ. წ. IV ათასწლეულის II ნახევარი). შემორჩენილია ასევე ქვის მრგვალი და ოთხკუთხა საცხოვრებელი შენობების საძირკვლები, სამეურნეო დანიშნულების ნაგებობათა (ქვის იარაღის სახელოსნო, ფარეხი) ნაშთები. არქეოლოგიური მასალის უმეტესობა კერამიკაა.
თეთრი წყაროს მუნიციპალიტეტშივე სოფელ სამშვილდში მდებარეობს სამშვილდის ნაქალაქარი. მისი თავდაპირველი სახელწოდება იყო “ციხე ორბისა”. სამშვილდე, ერთ-ერთი უძველესი ისტორიული ციხე-ქალაქი აღმოსავლეთ საქართველოში. იგი ქართლის სახელმწიფოს წარმოქმნისთანავე (ძვ. წ. IV-III სს.) წარმოადგენდა სამშვილდის საერისთავოს ცენტრს. დღეს იგი შემორჩენილია ნანგრევების სახით.
სამშვილდეში აღმოჩენილია 4 რიგად განლაგებული ქვის ფილებისაგან და ლოდებისაგან აგებული დიდი ოთხკუთხა აკლდამები. ეს იყო საოჯახო, კოლექტიური სამარხები, სადაც აღმოჩნდა ობსიდიანის “ფანჯრიანი”, აგრეთვე ასტრალურ-სიმბოლოებიანი ჭურჭელი, ბრინჯაოს სპირალურთავიანი საკინძი და სხვა. სამაროვანზე ნაპოვნია სპირალური სასაფეთქლ რგოლები და მრავალხვიანი საკიდები.
თუმცა, მთლიანობაში თეთრიწყაროს ისტორიის გაგება მნახველს შეუძლია მხარეთმცოდნეობის მუზეუმში, რომელიც მდებარეობს თამარ მეფის ქუჩა N 34-ში. აქ დაცულია 10376 ექსპონატი – ბრინჯაოს ხანის არქეოლოგიური მასალა, მათ შორის: საბრძოლო და შრომის იარაღები, ბრინჯაოს ჭვირული, ასტრალური ბალთები, პასტის, სარდიონის, ფირუზუსა და მინის მძივები; რკინის ხანის ცულის პირები, საბრძოლო იარაღები, ოთხთვალა საბრძოლო ეტლი, თიხის სხვადასხვა ზომის, შეფერილობისა და მოხატულობის საოჯახო ჭურჭელი. მუზეუმში ექსპონირებულია აგრეთვე: ფერწერის, გრაფიკის, ქანდაკების ნიმუშები, სხავდასხვა პერიოდის ეთნოგრაფიული მასალა.
წალკა
წალკა X-XV საუკუნეებში თრიალეთის რელიგიურ-ადმინისტრაციული ცენტრი იყო. აქ იჯდა ეპისკოპოსი წალკელი. ისტორიულ ძეგლთაგან აღსანიშნავია ეძანის VI საუკუნის სამეკლესიანი ბაზილიკა, მეორე ეკლესია – ბარმაქსიზი X საუკუნეს მიეკუთვნება.
ეძანის გაითხრისას აღმოჩნდა ობსიდიანის მრავალფეროვანი საწარმოო იარაღი გეომეტრიული მიკროლითები (ასიმეტრიული სამკუთხა იარაღი, სეგმენტები, ტრაპეციები). აგრეთვე ისრისპირისებრი იარაღი, კარგად დამუშავებული მრავალი ჩასართი, მიკროლითური მრგვალი საფხეკები და სხვა.
წალკაში არის მანგლისისა და წალკის ეპარქიისკათედრა და რეზიდენცია, რომელიც დაარსდა ვახტანგ გორგასლის მიერ და მეოთხე სამღვდელმთავროდ ითვლება. მანგლისის ეპარქიას თავიდანვე უდიდესი მნიშვნელობა ენიჭებოდა, რამაც მასში სიწმინდეების დაცვამ და საკათედრო ტაძრის აგებამ განაპირობა. მანგლისის საკათედრო ტაძარი VI საუკუნეში ძალზედ მნიშვნელოვანი იყო, მას ძველი წყაროები მცხეთის ჯვართან ერთად მოიხსენიებდნენ.
წალკაშივეა კლდეკარის ისტორიულ-არქიტექტორული მუზეუმი-ნაკრძალი.

…პატარა ქვეყანა სამყაროთა შორის – ივო ანდრიჩი

0

აღასრულა რა მასზე დაკისრებული საპატიო მოვალეობა, შვედეთის აკადემიის ნობელის კომიტეტმა პრემია, დიდი საერთაშორისო აღიარების გამოხატვა, წელს პატარა ქვეყნის (როგორც ითქმის ხოლმე) მწერალს მიანიჭა. და მე ვღებულობ ამ ჯილდოს. ნება მიბოძეთ, რამდენიმე სიტყვა ვთქვა ჩემს ქვეყანაზე, აგრეთვე რამდენიმე ზოგადი მოსაზრება გამოვთქვა იმ პროზაიკოსის შემოქმედებაზე, რომლის დაჯილდოებაც თქვენ ინებეთ.

ჩემი სამშობლო, ერთი ჩვენი მწერლის სიტყვებით, მართლაც “პატარა ქვეყანაა სამყაროთა შორის”, ქვეყანა, რომელიც ცდილობს აინაზღაუროს ყველაფერი, რასაც კი მოაკლდა მძიმე, მღელვარე წარსულში, აინაზღაუროს რაც შეიძლება სწრაფად, თავგანწირვითა და არნახული მონდომებით, აინაზღაუროს ყოფიერების ყველა სფეროში, მათ შორის კულტურაში. თქვენ ახალი ლაურეატის არჩევით ნათელი მოჰფინეთ ჩემი ქვეყნის ლიტერატურულ საქმიანობას, თანაც ისეთ დროს, როდესაც ახალი სახელებისა და ორიგინალური ნაწარმოებების წყალობით მან ჯეროვანი როლის შესრულება დაიწყო მსოფლიო მწერლობაში.

თქვენ მიერ ჩემი ქვეყნის ერთი მწერლის აღიარება ამ მცდელობის უეჭველი მხარდაჭერაა და ჩვენგან განსაკუთრებულ მადლიერებას აღძრავს. მახარებს მოცემული შესაძლებლობა ამ მადლიერების გულწრფელად და სადად გამოხატვისა.

გაცილებით რთულია ითქვას რაიმე შემოქმედებაზე მთხრობელისა, რომელსაც თქვენ პრემია მიანიჭეთ.

განა სწორია, იმისგან, ვინც თავისი ქმნილებები, თავისი თავის ნაწილი წარმოგიდგინათ, იმასაც ელოდეთ, რომ მათზე ილაპარაკოს კიდეც?! ჩვენ არცთუ იშვიათად ისე ვუცქერთ მხატვრული ნაწარმოებების შემქმნელთ, როგორც მდუმარე და მიუწვდომელ თანამედროვეთ, ან არადა, როგორც სახელგანთქმულ განსვენებულებს; თან გვგონია, ქმნილების ენა უფრო სუფთა და მკაფიო იქნება, თუ მას შემოქმედის ხმა არ დაერთვება. ასეთი აზრები საკმაოდ გავრცელებულია და არახალია. ჯერ კიდევ მონტესკიე ირწმუნებოდა: “მწერლები თავიანთი ნაწარმოებების ცუდი მსაჯულები არიან”. ოდესღაც აღვფრთოვანდი გოეთესთან წაკითხულით: “ხელოვანის საქმე შექმნაა და არა ლაპარაკი”; და მოგვიანებით იგივე აზრი, ბრწყინვალედ ფორმულირებული, მარად სახსოვარ ალბერ კამიუსთანაც აღმოვაჩინე.

ამიტომ მიმაჩნია, ჩემი ხანმოკლე სიტყვის სიმძიმის ცენტრის გადატანა მოთხრობასა და მთხრობელზე სავსებით სამართლიანია. ათასობით ენაზე, მსოფლიოს ყველა კუთხეში, საუკუნიდან საუკუნეში, მოყოლებული უძველესი გადმოცემებიდან, კერიის პირას რომ ყვებოდნენ ჩვენი წინაპრები ქოხებში, ვიდრე თანამედროვე მწერლების ქმნილებებამდე, რომლებიც ეს-ესაა იბეჭდება უდიდეს გამომცემლობებში, მოთხრობილია ადამიანის თავგადასავალი, ბედ-იღბალი. დროისა და გარემოების კვალად იცვლება გამოსახვის ხერხები და ფორმები, მაგრამ არ იცვლება მოთხოვნილება ამ მოთხრობაზე, მეტიც, იზრდება კიდეც. ხანდახან ისიც გეჩვე­ნება კაცს, რომ კაცობრიობა გონების პირველი გამონათებიდან მოყოლებული, უთვალავ ვარიანტად, მაგრამ უნისონში თავის სუნთქვასა და გულისცემასთან, ერთსა და იმავე ამბავს უყვება თავის თავს. იგი ასე ცდილობს გააცუროს ჯალათი. ლეგენდარული შაჰერაზადას მთხრო­ბელებივით, მას უნდა ბედისწერის უცილობელი განაჩენის გადავადება და მარადიული ცხოვრების ილუზიის გა­ხანგრძლივება. ან ხომ ისიც შეიძლება, რომ მთხრობელი ადამიანს ეხმარებოდეს თავისი თავის პოვნასა და შეცნობაში? ანდა იქნებ ეს მოთხრობა საკუთარი თავის შელოცვაა, მსგავსად იმ ბავშვის საქციელისა, სიბნელით შეშინებული სიმღერით რომ იმშვიდებს თავს? ან მისი მოთხრობების მიზანი სულაც იმ ბნელი ბილიკების განათება ხომ არაა, ჩვენ რომ მივუყვებით ბედისწერის ნებით? ჩვენი ცხოვრების ჩვენივე თავისთვის ახნის მცდელობა? აკი, კარგი მთხრობელის ბაგეთაგან რამდენჯერ გაგვიცნობიერებია, რა შევძელით და რა გავუშვით ხელიდან, რა უნდა გვექნა და რა – არა. არ არის გამორიცხული, ეს მოთხრობები, ზეპირგადმოცემული თუ წერილობითი, კაცობრიობის ჭეშმარიტი ისტორია იყოს და შევძლებთ კი ჩვენ ჩავხვდეთ მის არსს? და საერთოდ, არა აქვს მნიშვნელობა, წარსულისაა ეს მოთხრობები თუ თანამედროვეობის.

ვიღაცამ შეიძლება თქვას, წარსული ამბების მოყოლა გარკვეულად თანამედროვეობის უგულებელყოფა, მისგან შებრუნებაც კიაო. ჩემი აზრით, ისტორიული მოთხრობებისა და რომანების ავტორი არ დაეთანხმება ამ დაუსაბუთებელ აზრს და აღიარებს, რომ თვითონაც არ იცის, როგორ და როდის გადადის აწმყოდან წარსულში, რომ იგი ისევე ლაღად და მსუბუქად გადააბიჯებს ხოლმე ასწლეულების ზღურბლს, როგორც სიზმრებში ხდება. ბოლოს და ბოლოს, განა წარსულშიც და აწმყოშიც ერთსა და იმავე მოვლენებსა და გაუგებრობებს არ ვაწყდებით – იყო ადამიანი, გაჩენილი დაუკითხავად და შენი ნების გარეშე, აღმოჩნდე ყოფიერების ოკეანეში ჩაგდებული და მიტოვებული, იძულებული იყო იცურო, იარსებო, თავი არ დაკარგო, გაუძლო გარე შემოტევებს, საკუთარ და სხვათა გაუთვალისწინებელ ქცევას, რაც ხშირად აღემატება ჩვენს ძალას; და რაც უმთავრესია, გაუძლო ამ ყოველივეს გაცნობიერებას. ერთი სიტყვით, ადამიანი უნდა იყოს.

ამრიგად, წარსულისა და აწმყოს წარმოსახვითი საზღვრის მიღმაც ადამიანის ბედისწერას, ხვედრს ეხება მწერალი. და სწორედ ეს უნდა დაინახოს მან, ღრმად ჩასწვდეს, შეენივთოს, შეერწყას მას, თავისი სული შთაბეროს, თავისი სისხლით ისიც გაათბოს და ადამიანის ბედისწერა აქციოს თავისი მონათხრობის ცოცხალ ქსოვილად, თან თხრობა ძალიან კარგი უნდა იყოს, სადა და დამაჯერებელი.

როგორ ახერხებენ ამას მწერლები, რაგვარად და რა გზით? ერთნი, წარმოსახვის ლაღი და უსაზღვრო თამაშით, მეორენი, ისტორიული და სოციალური ევოლუციის მონაცემების ხანგრძლივად და მუყაითად შესწავლით. ერთნი იძულებულნი არიან ჩასწვდნენ გარდასულ ეპოქათა მატერიას და აზრს, მეორენი წარმატებას სასწაულებრივი სიმსუბუქით აღწევენ, მსგავსად უხვმოსავლიანი ფრანგი მწერლისა, რომელმაც განაცხადა: “რა არის ისტორია? ლურსმანი, რომელზეც მე ჩემს რომანებს ვკიდებ!” ერთი სიტყვით, ხერხი ათასობითაა, რომელთა მიხედვით ქმნის ავტორი, მაგრამ მთავარი და გადამწყვეტი მნიშვნელობა მაინც შედეგს, თვით ნაწარმოებს აქვს.

ისტორიული რომანების ავტორს, ერთხელ და სამუდამოდ რომ მიეცა განმარტება ყველასათვის, თავისი რომანებისთვის ეპიგრაფად ძველების ნათქვამი შეეძლო წაემძღვარებინა: “მე გარდასულ დღეებზე ვფიქრობდი და მარადიულობას ვიხსენებდი”. მაგრამ მწერ­ლის შემოქმედება ამას ყოველგვარი ეპიგრაფის გარეშეც ამბობს. ბოლოს და ბოლოს, ეს ოსტატობის, გემოვნების, მეთოდის საქმეა, ხოლო ყოველგვარი მსჯელობა მწერლისა და მისი შემოქმედების შესახებ – გონების თამაში. ის კი არ არის მთავარი, მწერალი არარსებობიდან წარსულს თუ გამოიხმობს, აწმყოს თუ დახატავს ლამაზად და გამართული თუ გასწევს მომავლისკენ; არა, მთავარია სული, რომლითაც გამსჭვალულია მისი მოთხრობა, სათქმელი, რომელიც მის მოთხრობაშია. ეს კი, ცხადია, არანაირ წესსა და კანონს არ ემორჩილება. ყველას ისე მიჰყავს თხრობა, როგორი მემკვიდრეობითი ან შეძენილი საზომი და შეხედულებებიც აქვს, თანახმად თავისი მხატვრული შესაძლებლობებისა.

ყველა მთხრობელს თავისი ნაამბობის მორალური პასუხისმგებლობა აკისრია, მან სრულიად თავისუფლად უნდა განავითაროს თხრობა. მაგრამ ერთი იმედი მაინც მინდა გამოვთქვა, რომ მოთხრობა, რომელსაც თანამედროვე მთხრობელი ყვება, ფორმისა და თემის მიუხედავად, არ იქნება მოწამლული და ხმაჩაწყვეტილი მომაკვდინებელი იარაღით, რომ მისი მოკარნახე იქნება სიყვარული, გეზის მიმცემი – ადამიანის თავისუფალი და ნათელი ნება, იმიტომ, რომ მთხრობელი და მისი ქმნილება ადამიანსა და კაცობრიობას უნდა ემსახურონ. ესაა უმთავრესი. აი, ამის ხაზგასმა მინდოდა, დაბოლოს, დამრთეთ ნება იმითვე დავასრულო, რითაც დავიწყე: დიდი და გულწრფელი მადლობა თქვენ!

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...