კვირა, ივლისი 6, 2025
6 ივლისი, კვირა, 2025

კომფორტიზმის უზენაესი კანონის თანახმად…

0

თუ უკვეიცით, რა კავშირი აქვთ ერთმანეთთანგუდვილისთევზებსა და, მაგალითად, ელექტრონული წიგნების წამკითხველ იოტარიდერს, ან ტელევიზორის დისტანციური მართვის პულტს,მაშინ შეგიძლიათ დაანებოთ თავიამ წერილის კითხვას და სხვა, უფრო საინტერესო რამ მოიფიქროთ


გუდვილისთევზები


საბურთალოზეგუდვილისგახსნამ მეც,ისევე როგორც ბევრი ჩემნაირი, ძალიან გამახარა და ამ სიხარულით გავეშურე დასათვალიერებლად. ათასნაირი პროდუქციით აჭრელებულ რიგებს შორისმოსეირნე, ბოლოს მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ აკვარიუმს მივადექი და ღიმილით მივაჩერდი აქეთიქით მოცურავე თევზებს. არც ისე საამაყო გულუბრყვილობის წყალობით, ეს აკვარიუმი რატომღაც ინტერიერისგასალამაზებლად მეგონადადგმული. კი გამიკვირდა, შიგნით პატარა და ფერადფერადი თევზების ნაცვლად მოზრდილი, ნამდვილი თევზისფერი თევზები რომ ირეოდნენ, მაგრამ ბოლომდე გაკვირვება ვერცმოვასწარი, ისე გადაიზარდა ეს ჩემი არც ისე საამაყო გაკვირვება რაღაცნაირ, სირცხვილნარევ იმედგაცრუებაშიმაღალმა, მხარბეჭიანმა ბიძამგუდვილისუნიფორმაში გამოწყობილ სანდომიან ბიჭსრამდენიმე ცალი ეს ნამდვილი თევზისფერი თევზიშეუკვეთა გემრიელი სადილისთვის და მეც უცებ მივხვდი, რომ ეს აკვარიუმი სულაც არ ყოფილა ჩაფიქრებული ინტერიერის გასალამაზებლად


ხასიათწამხდარი გამოვბრუნდი უკან, გვიანღამით მეგობარს უხალისოდ ვუამბე ეს ამბავი და იმედგაცრუებულმა დავამატე, რომ კაცობრიობის მთავარ მიზნად ისევსაკვების ხელმისაწვდომობა, მისი მოპოვების გზების გამარტივება რჩება. მეგობარმა მითხრა, რომ საბურთალოსგუდვილისკუთხეში ჩემიაღმოჩენილი აკვარიუმი არ არის ამ მიზნით დადგმული ერთადერთი აკვარიუმი ჩვენიქალაქის ჰიპერ,სუპერ თუ უბრალო მარკეტებში, რომ ეს ძალიან გავრცელებული პრაქტიკაა და სასხვათაშორისოდ მიამბო რომელიღაც მარკეტის აკვარიუმის ბინადარ ზუთხებზე. ზუთხების ამბავმა უფროდამადარდიანა და ძალიან შემრცხვა კაცობრიობის მთავარი მიზნის გამო


ელექტრონული წიგნების წამკითხველი იოტარიდერი


იოტა რიდერი ელექტრონული წიგნების წამკითხველი პირველი ქართული მოწყობილობაა. ზომით, დაახლოებით, A5ფორმატის წიგნისოდენაა, 200 გრამს იწონის და შიგნით ათასობით წიგნიეტევა. ჩემსიოტაში ჯერჯერობით 150-მდე ელექტრონული წიგნი მაქვსჩატვირთული და ამ 150- სიამოვნებით მივუმატებდი იმ წიგნებს, ჩემი ერთოთახიანი ბინის სოლიდურ ნაწილს რომ იკავებს და სხვანივთებისთვის ადგილს აღარ ტოვებს. მოკლედ, იოტაძალიან პრაქტიკული ნივთია, მის ეკრანს ქაღალდის ეფექტი აქვს და თვალებს არ მტკენს, არც წიგნის მტვრიანი ფურცლებით მაშინებს, არც სივრცეს მართმევს, იქიდანგამომდინარე,  რომ მასშიჩატვირთული წიგნებისთვის, ტრადიციული, ბეჭდური ფორმით არსებობის შემთხვევაში, სავარაუდოდ, ერთი კარადის ყიდვა მომიწევდა. იოტას სხვამეგობრულ თვისებებზე აღარ გავამახვილებ ყურადღებას, ისე გეტყვით, რომ ის კითხვას უფრო ადვილს, სასიამოვნოს და კომფორტულს ხდის.დიახ, დიახ,კომფორტულს. ეს სიტყვა შემთხვევით არ მიხსენებია


ტელევიზორის დისტანციური მართვის პულტი


ჩემი ბიძაშვილის ორი წლისსოფომაც კი იცის, რა არის ტელევიზორის დისტანციური მართვის პულტი,ამიტომ ამაზეაღარაფერს გიამბობთ უბრალოდ, დამეთანხმეთ, რომ ეს ნივთი ჩვენიყოველდღიური კომფორტის აუცილებელი ნაწილია. დიახ, დიახ,კომფორტის


…………………..


ეს სამი, უფრო სწორად , 2,1 ამბავიშემთხვევით არ მიამბია. ალბათ მიხვდით, რისთქმაცმინდოდა. საკვების მიღების, შემეცნების და დასვენების პროცესის კომფორტიზაცია საკმარისი პირობაა ადამიანისთვის, რომ კმაყოფილი ღიმილით ბედნიერებაზე ფიქრი დაიწყოს. ცოტა მეტირომ მეფიქრა, ამის თქმასალბათ უფრონიჭიერად მოვახერხებდი.


დიახ, კაცობრიობის უმთავრეს მიზანს კომფორტისკენ სწრაფვა წარმოადგენს. ამას, როგორც იტყვიან, ვერ დაიჭირავს გზა ვიწრო, ვერც კლდოვანი. კომფორტისკენ სწრაფვა ინსტინქტის დონეზე გვაქვს გამჯდარი და დაბადებიდანვე გვეძლევა. მაშინაც, როცა ჯერ კიდევ არაფერი ვიცითჭამისა და ტირილის გარდა. ამ ორიდან პირველი მაქსიმალური კომფორტის მდგომარეობაა, ხოლომეორედისკომფორტის წინააღმდეგ პროტესტის გამოხატვის ერთადერთი იარაღი. მოკლედ, იმის თქმამინდა, რომ არსებობს მიზიდულობის კანონზე და კიდევფიზიკის სხვაკანონებზე უზენაესი კანონიკომფორტიზმის კანონი.


სწორედ კომფორტიზმის უზენაესი კანონის თანახმად გაუხახუნა ადამიანმა ორი ცივი ნივთი ერთმანეთს, დაანთო ცეცხლი და გათბა,ხოლო უფროკომფორტულად გათბობის სურვილმა გათბობის უფრო კომფორტული საშუალებები გამოაგონებინა. სწორედ კომფორტიზმის უზენაესი კანონის თანახმად შეჯდა ადამიანი ცხენზე, როცაფეხით სიარული დაეზარა. როცაშესცივდა და დასველდა, ჩამოვიდა ცხენიდან, მიაბა ცხენსეტლი და მაში ჩაჯდა, მერეიქიდანაც ჩამოვიდა, გამოიგონა მანქანა, მატარებელი, თვითმფრინავი და რაკეტა.


ეს უნივერსალური კანონია და მას ყველა ვემორჩილებით, განურჩევლად ასაკის, რასის, სქესის, რელიგიისა და კანის ფერისა. კომფორტისკენ სწრაფვისამ უზენაესი კანონის თანახმად ვქმნით ყველაფერს, რაც გვჭირდებასითბო, ურთიერთობებ,განათლება, კარიერა, წარმატება,აღიარება და ყველაფერ, მატერიალურსა და არამატერიალურსა.


ხოლო ყველაფერი, რასაც კომფორტიზმის უზენაესი კანონის თანახმად ვიღებთ, კმაყოფილი ღიმილით ბედნიერებაზე ფიქრის გარდა, არც მეტი, არც ნაკლები, უბრალოდ, სიზარმაცის ლეგალიზაციაში გვეხმარება.


.. საღამოს ისევ შევივლი საბურთალოსგუდვილშიდა აკვარიუმის სიახლოვეს რომ ჩავივლი, კიდევ ერთხელ დავაკვირდები საკუთარ ემოციებს.

ბლოგი სულელისა, მხოლოდ საკუთარ შეცდომებზე რომ სწავლობდა

0

სულ ვფიქრობდი, რომ ერთხელაც ამ ყველაფერზე უნდა დამეწერა, იმ ბავშვებისთვის უნდა მომეყოლა, რომელთაც ვასწავლიდი და იმათთვისაც, რომლებსაც მომავალში ვასწავლი


როცაპატარა ვიყავი” – ასე იწყება ბევრი ავტობიოგრაფიული რომანი, ცნობილი ადამიანის მემუარები, უფროსების ზღაპრებიც ასე იწყება და მათივე ჭკუის დარიგებებიც: როცა პატარა ვიყავი, შენსავით სულ არ ვიქცეოდი, პირიქით!

ოდა,პატარა რომ ვიყავი, ძალიან ბევრიუფროსის საქციელი არ მომწონდა, ზოგჯერ დედაჩემისაც კი. ამ ყველაფერს სულ სხვაგვარად შევხედე, როცა ჯერ უფროსი, მერე კიდევდედა გავხდი. მაშინ მივხვდი, რომ მე პირადად მხოლოდ საკუთარ შეცდომებზე თუ ვისწავლი რამეს და თუ ვინმე ჩემსშეცდომებზე ისწავლისჩემთვის
ეს
ძალიან დიდი ბედნიერება იქნებ.

ოდა,მინდა ჩემსპედაგოგიურ შეცდომებზე მოგიყვეთ, მარტოშეცდომებზე არაჩემი პედაგოგიური გამოცდილების ავკარგზე. არ მეწყინება, ვინმეს თუ გაეცინება; გამიხარდება კიდეც, ვინმეს თუ გაეცინება, ხოლო კიდევსხვა ვინმეს თუ თან გაეცინება და თან ჩემი ამბები რამეში წაეხმარებასაერთოდ ბედნიერი ვიქნები.

ერთირჩევა: არ გადაყაროთ საკუთარი ჩანაწერებიგაკვეთილის გეგმები, დავალებისთვის მომზადებული ტესტები, მცირემონახაზები, ფრაზები, მინიშნებები, სიტყვებიარაფერი გადაყაროთ, სახლში (ან კიდევ თქვენი კომპიუტერის მეხსიერებაში) ყოველთვის მოიძებნება ადგილი, სადაც ამ ყველაფერს შეინახავთ, მერე, დიდიხნის თუ რამდენიმე დღისშემდეგ, გამოიღებთ, გადახედავთ, საკუთარ თავს ცოტათი დასცინებთ, ცოტაშეგეცოდებათ, ცოტამოგეწონებათ და ცოტა მომავლისთვის გამოგადგებათ. სწორედ ასეთიჩანაწერების საშუალებით შემიძლია ჩემითავი როგორც პედაგოგი შევაფასო და როცაერთ დღესაც სკოლაში დავბრუნდები (და ერთ დღეს აუცილებლად დავბრუნდები), სწორედ ეს ჩანაწერები მომეხმარება, რომ უფროკარგი ვიყო,ვიდრე ვიყავი.


მოკლედ, თუ ჩემსბლოგს რაიმესახელი, თუნდაც პირობითი, უნდადავარქვა, ეს იქნებაბლოგი სულელისა, მხოლოდ საკუთარ შეცდომებზე რომ სწავლობდა” – ჩემისაყვარელი მწერლის, ერლომ ახვლედიანის მოთხრობების სათაურების სტილში.


1. სანამმასწავლებლობას დავიწყებდი


საერთოდ, მგონია და მეტიც, დარწმუნებულიც ვარ,რომ შემთხვევით არც არსადმუშაობა არ უნდა დაიწყო და არც არავის გაჰყვე ცოლად.

მეორენაბიჯის გადადგმაზე დიდხანს ვიფიქრე და გამიმართლა კიდეც.

პირველს რაც შეეხება . . .

ამასრატომ ვამბობ:

როცაფილოლოგიის ფაკულტეტის ბაკალავრიატი დავამთავრე (წარჩინებით, ასე ეწერაჩემს დიპლომში), დღის წესრიგში დადგა საკითხი, რომ უნდამემუშავა.

მეც დავიწყე სამსახურის ძებნა,ხან გამომცემლობაშისტაჟიორად, ხან გაზეთშიჟურნალისტად, რადიოშიწამყვანად, ბიბლიოთეკაშიბიბლიოთეკარად, რომელიღაც კერძო ფირმაშიპირად მდივნად, მთარგმნელობით ბიუროშიმთარგმნელად . . . მოკლედ, ერთ ბუჰღალტერის ვაკანსიაზე არ დამიტოვებია რეზიუმე და ისიც იმიტომ, რომ მათემატიკაში სულ ოდნავ მოვიკოჭლებ.


ერთერთ სკოლაში შემომთავაზეს მუშაობა აღმოჩნდა, რომმეათე კლასსქართულის მასწავლებელი სჭირდებოდა, ჰოდა, მეც დავთანხმდი.

მახსოვს, როგორ ვემზადებოდი გაკვეთილზე წასასვლელად, როგორ მეშინოდა, როგორ ვღელავდი, როგორ ვარჩევდი სამოსს, საკანცელარიო ნივთებს, ფეხსაცმელს, ვარცხნილობას

მომავალ პოსტში მოგიყვებით, როგორ გაგრძელდა ეს ამბავი, მანამდე კი, დღევანდელი დღისრჩევა სულელისგან, მხოლოდ საკუთარ შეცდომებზე რომ სწავლობდა: არასდროს აირჩიოთ პროფესია და სამსახური შემთხვევით, არასდროს!



მასწავლებელი

0

9 გზავნილი მასწავლებელს

0

ჟურნალი ”მასწავლებელი”

0

სადამრიგებლო საათი

0
ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრში სადამრიგებლო საათის განსახორციელებლად შეიქმნა “სადამრიგებლო საათის პროგრამა I-IV კლასების მოსწავლეთათვის”. პროგრამის მიზანია, დაეხმაროს I – IV კლასების დამრიგებლებს საათის მაქსიმალურად სასარგებლოდ დაგეგმვასა და განახორციელებაში. პროგრამა მოიცავს დაწყებითი სასკოლო ასაკის მოსწავლეთა დახასიათებას, სადამრიგებლო საათის თემებს, სადამრიგებლო საათის ნიმუშებს, სასარგებლო რესურსებს.
დამრიგებელი სასკოლო ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ფიგურაა. მას ევალება საგნობრივ პედაგოგებთან ერთად მოსწავლის აკადემიური მოსწრებისა და დასწრების აღრიცხვა, მშობლებისთვის შვილის ყოფაქცევისა და აკადემიური მოსწრების გაცნობა, პრობლემების წამოჭრის შემთხვევაში, მოსწავლეს, მშობლებსა და მასწავლებლებს შორის შუამავლობა, მოსწავლის დახმარება აკადემიური თუ სხვა პრობლემების გადაჭრაში, საკლასო ზეიმებისა და ექსკურსიების ორგანიზებაში მონაწილეობა, ახალი ინიციატივით კი – სადამრიგებლო კლასთან საათის ჩატარება.
დამრიგებლის მოვალეობიდან გამომდინარე, მას ყველაზე ხშირი და ახლო ურთიერთობა აქვს მოსწავლეებთან, ამიტომაც ის მოსწავლის მრჩეველი და აღმზრდელია. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სადამრიგებლო შეხვედრები დაწყებით საფეხურზე. საგნობრივ მასწავლებლებთან ერთად დამრიგებელი დაწყებითი კლასის მოსწავლეებს ეხმარება სკოლასთან, ახალ საქმიან გარემოსთან ადაპტაციაში, უყალიბებს მათ ელემენტარულ სასწავლო ჩვევებს, თანაკლასელებთან თანამშრომლობის უნარებს და ჯანსაღ დამოკიდებულებებს.
სადამრიგებლო საათის პროგრამა შემდეგ პრინციპებს ეყრდნობა:
> აღზრდის მთლიანობა – პიროვნების განვითარება ფიზიკური, ფსიქიკური, სოციალური და სულიერი კუთხით არის აუცილებელი. სააღმზრდელო მუშაობის მთავარი მიზანი ფიზიკურად და ფსიქიკურად ჯანსაღი მოქალაქის აღზრდაა;
> შემოქმედი, აქტიური პიროვნების აღზრდა – ყველა ბავშვი უნიკალურია. მოსწავლეები ერთმანეთისგან ნიჭითა და შესაძლებლობებით განსხვავდებიან. ამდენად, დამრიგებლის ფუნქცია მათში ნიჭისა და ძლიერი მხარეების აღმოჩენა, მოსწავლის შინაგანი ძალების აქტივაცია, ნიჭისა და შესაძლებლობების გამოვლენისათვის პირობების შექმნაა;
> მოსწავლეთა ჩართულობა და მონაწილეობა – მოსწავლეებში პასუხისმგებლობისა და ვალდებულების გრძნობის განვითარება აუცილებელია. საკლასო ცხოვრებაში მნიშვნელოვანი აქტივობების (ზეიმები, ლაშქრობები, ექსკურსიები) დაგეგმვისას დამრიგებელმა მოსწავლეთა ჩართულობა უნდა უზრუნველყოს. მაქსიმალურად უნდა მოხდეს მათი ინტერესების გათვალისწინება. ამგვარი ჩართულობა მოსწავლეებს დამოუკიდებელ ცხოვრებაში წამოჭრილი სირთულეების მოგვარების უნარ-ჩვევებს გამოუმუშავებს და ხელს შეუწყობს თავისუფალი პიროვნების ფორმირებას;
> თანამშრომლობის პრინციპი – დამრიგებლის ურთიერთობა მოსწავლეებთან უნდა ემყარებოდეს თანამშრომლობას, ურთიერთპატივისცემასა და ურთიერთნდობას. დამრიგებლის მუშაობა მიმართული უნდა იყოს მოსწავლეთა სასკოლო ცხოვრებასთან დაკავშირებული მოთხოვნილებების დაკმაყოფილებისა და მათთვის სათანადო პირობების შექმნისკენ;
> ბავშვის უფლებებისა და მოვალეობების დაცვის პრინციპი – დამრიგებელმა მოსწავლეებს ხელი უნდა შეეუწყოს საკუთარი და სხვისი უფლებებისა და მოვალეობების გაცნობიერებასა და დაცვაში.
სადამრიგებლო საათის პროგრამის მიმართულებებია:
1. პიროვნული და მორალური განვითარება – მე – პიროვნება, სოციუმი ჩემს გარშემო, ურთიერთობა თანატოლებთან და უფროსებთან, ტოლერანტობა, ადამიანთა უფლებები, ზოგადსაკაცობრიო ღირებულებები, ეტიკეტი;
2. გარემოს დაცვის კულტურა და ცხოვრების ჯანსაღი წესი – პირადი ჰიგიენა, ავადმყოფობის გავრცელების წყაროები, სასარგებლო საკვები, დროის ორგანიზება, დღის რეჟიმი, სპორტის მნიშვნელობა, მავნე ჩვევების საფრთხე, გარემოს და ბუნების მოფრთხილება;
3. უსაფრთხოება და მოქალაქეობრივ – პატრიოტული ცნობიერება – ჩემი ეზო, ჩემი სკოლა, ჩემი ქალაქი/სოფელი, სამშობლო, ისტორია, გამოჩენილი პიროვნებები, მნიშვნელოვანი მოვლენები, ტრადიციები, წესები და კანონები;
4. თვალსაწიერის გაფართოება – ხელოვნების, ტექნოლოგიური და სამეცნიერო მიღწევები.
სასურველია, დამრიგებლის საათი დაწყებით კლასებში მიმდინარეობდეს მოსწავლეებთან საუბრებით, დისკუსიის ფორმატით, დიდაქტიკური ზღაპრების გარჩევით, იმიტირებული თამაშებით. ასევე კარგ შედეგს იძლევა ეპისტოლარული ჟანრი. შესაძლებელია დამრიგებელმა კლასში დადგას “სურვილების ყუთი”, სადაც მოსწავლეები ჩაყრიან ფურცლებს, რომლებზეც მათთვის საინტერესო თემებზე მოსაზრებებს გამოთქვამენ. იქვე მითითებული იქნება, აღნიშნული საკითხის განხილვა საჯაროდ სურთ თუ ინდივიდუალურად. ასეთ შემთხვევაში, დამრიგებელი მოსწავლეთა ინტერესების გათვალისწინებით დაგეგმავს შეხვედრის თემას.
ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია სადამრიგებლო საათისთვის წესების შემუშავება. აღნიშნული წესების ფორმულირება პირველივე შეხვედრაზე უნდა მოხდეს და არა მას შემდეგ, რაც წესები დაირღვევა. დამრიგებელმა უნდა აუხსნას მოსწავლეებს, რომ ყველას აქვს აზრის გამოთქმის უფლება. დაუშვებელია შეხვედრებზე ვინმეს განსჯა: საუბრისას განიხილება საქციელი, შემთხვევები და არა პიროვნება. თავდაპირველად დამრიგებელს დიდი ძალისხმევა დასჭირდება პროცესის სამართავად და ფასილიტატორის როლის შესასრულებლად, სანამ მოსწავლეები არ გაითავისებენ ამგვარი შეხვედრების წესებსა და მიმდინარეობის თავისებურებებს.
სასურველია, სადამრიგებლო საათი პირველ კლასში 10-15 წუთს გაგრძელდეს იმ შემთხვევაში, თუ შეხვედრა მხოლოდ ერთი სახის აქტივობისგან შედგება (მაგალითად, საუბარი მოსწავლეებთან, ან მხოლოდ დიდაქტიკური ზღაპრის მოსმენა და გარჩევა. პირველკლასელებს ყურადღების აქტიურად მართვა სწორედ 10 – 15 წუთის განმავლობაში შეუძლიათ). უფრო ხანგძლივი შეხვედრა კი (35 – 40 წუთი) მრავალფეროვან დავალებებს, სადისკუსიო თემებს და თამაშებს უნდა ითვალისწინებდეს. დავალებების შერჩევისას ყურადღება უნდა მიექცეს ჯგუფის სიდიდეს. სასურველია, შეხვედრები წინასწარ იყოს დაგეგმილი. მათი ჩატარება კვირის ბოლოს სჯობს, რათა მოხდეს განვლილი სასწავლო კვირის შეფასება და შეჯამება.
სადამრიგებლო საათის ბოლოს აუცილებელია მოსწავლეებისგან უკუკავშირის მიღება: რა გაიგეს და ისწავლეს მათ ამ შეხვედრაზე? რა იყო მათთვის განსაკუთრებით საინტერესო? რა მოეწონათ და რა არ მოეწონათ? ეს დაეხმარება დამრიგებელს შემდგომი შეხვედრების მეტად ეფექტიანად დაგეგმვაში.
ასეთი შეხვედრებისთვის ორგანიზების საუკეთესო ფორმა მრგვალი მაგიდა ან წრეში დასხდომაა, ვინაიდან დამრიგებელს შეუძლია თანაბრად დაინახოს ყველა მონაწილე და განსაზღვროს თითოეულის ჩართულობის ხარისხი. ასევე, შესაძლებელია სადამრიგებლო საათი ჩატარდეს სკოლის გარეთ, ექსკურსიაზე ან მუზეუმის დათვალიერებისას, მოსწავლეთა საჭიროებებიდან გამომდინარე.

როგორ შევარჩიოთ დამრიგებლის მუშაობის მეთოდი

0

დამრიგებლო საათის მომზადების დროს ერთერთი უმთავრესი კითხვა, რომელზედაც დამრიგებელი პასუხს საჭიროებს – არის: როგორ ავარჩიო ჩემი საუბრებისთვის ყველაზე უფრო შესაფერისი მეთოდი?

დღესდღეისობით სწავლების უამრავი სხვადასხვა მეთოდია ცნობილი. ყველა დამრიგებელმა უნდა შეარჩიოს სწავლების სათანადო სტრატეგია და მეთოდიკა, რომელიც უზრუნველყოფს მოსწავლეების მიერ სხვადასხვა საკითხების ოპტიმალურ ათვისებას და გაშინაგნებას. თანაც, სადამრიგებლო საათი განსაკუთრებული დროა მოსწავლეთათვის, ის განსხვავდება დანარჩენი სასწავლო პროცესისაგან. აქ მოსწავლეები ღებულობენ ახალ შთაბეჭდილებებს, სოციალურ გამოცდილებას და მეტად გახსნილად საუბრობენ საკუთარ განცდებსა და ინტერესებზე.

პედაგოგიური მიდგომების არსებულ სიმრავლეში გარკვევისათვის გთავაზობთ შემდეგ რეკომენდაციას:

სწავლების მეთოდის შერჩევისათვის, პირველ რიგში, მკაფიოდ უნდა იყოს განსაზღვრული სწავლისშედეგები: რა უნდა გაიგოს და რისი გაკეთება უნდა შეძლოს მოსწავლემ მოცემული საუბრების დასრულების შემდეგ? სწავლის შედეგებით განისაზღვრება როგორც სადამრიგებლო საათის შინაარსი, ასევე სწავლების მეთოდიკაც.

მუშაობის შედეგების ჩამოყალიბების დროს გაითვალისწინეთ მოსწავლის ასაკობრივი თავისებურებები (შესაძლებლობები, ინტერესები, სენზიტიური პერიოდები).

მოსწავლემ სადამრიგებლო საათის ფარგლებში არამხოლოდ გარკვეული ცოდნა უნდა შეიძინოს, არამედ განივითაროს ღირსეული მოქალაქისთვის დამახასიათებელი უნარ_ჩვევები.

დამრიგებლის მუშაობის მეთოდები

სადამრიგებლო საათის პროგრამაში გამოყენებულია სწავლის შემდეგი მეთოდები: დისკუსია, გონებრივი იერიში, როლური თამაშები, დიდაქტიკური ზღაპრების განხილვა, ექსკურსია.

დისკუსია

დისკუსია წარმოადგენს სწავლების მეთოდს, როდესაც მასწავლებლის / დამრიგებლის ხელმძღვანელობით მიმდინარეობს სხვადასხვა წინადადების, მოსაზრების, პრობლემების გადაჭრის ხერხების ჯგუფური განხილვა.დისკუსია ნიშნავს საწინააღმდეგო პოზიციების პოლემიკას, სხვადასხვა აზრის ზეპირ (იშვიათად წერით)გამოხატვას.

დისკუსია მიმდინარეობს მასწავლებელს / დამრიგებელსა და მოსწავლეებს ან უფრო იშვიათად დაწყებით კლასებში, მოსწავლეთა ორ ჯგუფს შორის.

დისკუსიის წარმატებული წარმართვისათვის მასწავლებელმა / დამრიგებელმა სწორად უნდა შეარჩიოს სადისკუსიო თემა და ეფექტურად გაუძღვეს დისკუსიას.

 

 

სრულად

პირველი გაკვეთილი

0

პირველი გაკვეთილი

სკოლაში პირველი დღიდან ყველაზე მეტად ბავშვების გაკვირვებული თვალები მახსოვს. გამომდინარე იქიდან, რომ მასწავლებლების დიდი ნაწილი საშუალო ასაკისაა, ახალგაზრდა მასწავლებლის გამოჩენა გაუკვირდათ. ბავშვები ახლოს მოდიოდნენ, მაკვირდებოდნენ და გავლის საშუალებას არ მაძლევდნენ.

იანვრის სუსხიანი დილა გათენდა…

0
იანვრის სუსხიანი დილა გათენდა, დილით როგორც ყოველთვის ვისაუზმეთ და გავეშურეთ სკოლისაკენ მე და სუსანა(ჩემი დიასახლისი). დათო და ნანა უკვე სკოლაში დაგვხვდნენ(ჩემი დიასახლისის შვილები). შევედი კლასში. ბავშვები დიდი ოვაციებით შემხვდნენ და მკითხეს ვასწავლიდი თუ არა დღეისათვის რაიმე თამაშს. მე ვუპასუხე, რომ ვასწავლიდი ახალ თამაშს მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ კარგად მიპასუხებდნენ გაკვეთილს და საშინაო დავალებაც ყველას ექნებოდა შესრულებული. მალე ზარიც დაირეკა და ადგილობრივ პედაგოგთან ერთად დავიწყე გაკვეთილი. მე-4-ე კლასელ მათოზს გაკვეთილის მსვლელობისას დავუსვი შეკითხვა. იგი დუმს, ვერ მცემს პასუხს კითხვაზე. მოულოდნელად კითხვაზე პასუხი გამცა შუშანამ, მოსწავლემ რომელიც ინკლუზიური სწავლების პროცესშია ჩართული. იგი არცერთ გაკვეთილზე ხმას არ იღებს, თავისთვის ზის მდუმარედ და გაკვირვებული უყურებს ბავშვებს. შუშანას პასუხმა კლასი შოკში ჩააგდო, არავინ ელოდა რომ იგი გამცემდა პასუხს კითხვაზე და თანაც სწორ პასუხს. კლასში სიჩუმე გამეფდა რამოდენიმე წუთით, სანამ გააცნობიერეს ბავშვებმა თუ რა მოხდა. ამის შემდეგ ყველა ბავშვი გარს შემოეხვია შუშანას, კოცნიდნენ, ეფერებოდნენ და აქებდნენ. მეც შევაქე, მოვეფერე და გავაგრძელე გაკვეთილი. ეს ყოველივე მოხდა პირველ გაკვეთილზე, მაგრამ რა ვიცოდი თუ რა საინტერესო სიურპრიზი მელოდა გაკვეთილების ბოლოს. ჩავატარე 6 გაკვეთილი ადგილობრივ პედაგოგებთან ერთად და როგორც ყოველთვის გავეშურე ქართული ენის კაბინეტისაკენ. სამასწავლებლოდან ავიღე კლასის გასაღები და მივედი ოთახთან სადაც ბავშვები მელოდებოდნენ. დავიწყეთ მეცადინეობა. ვიმეცადინეთ, ვითამაშეთ და ის იყო შინისაკენ ვაპირებდი გამგზავრებას, რომ მომიახლოვდა ჩემი ერთ-ერთი მოსწავლე სვეტა და ძალიან შეწუხებული სახით მეუბნება: ,,იცით? სექტემბრიდან ქართულ სკოლაში გადავდივარ სასწავლებლად”. მერე რამ დაგაღონა მეთქი ვკითხე გაოცებულმა, თუ არ გინდა იქ გადასვლა ნუ გადახვალ ძალას ხომ არავინ გატანსთქო. ძალიან გაკვირვებულმა და თან ვერ მივხვდი რის თქმას ცდილობდა ეს პატარა ანგელოზი. სვეტა მომიახლოვდა, ჩამეხუტა, მაკოცა და მეუბნება: ,,მინდა, რომ იმ სკოლაშიც თქვენ მასწავლოთ და ამიტომ ვარ დაღონებული. მინდა ქართული კარგად ვიცოდე, რომ უმაღლესში გავაგრძელო სწავლა” ამ ბავშვის სიტყვებმა ძალიან დამაფიქრა და გამახარა ამავდროულად. სვეტა დავამშვიდე და ავუხსენი, რომ ქართულ სკოლაში სადაც ის აპირებს გადასვლას სექტემბრიდან ჩემზე გაცილებით კარგი სპეციალისტები არიან და დაღონების მიზეზი უბრალოდ არ უნდა ჰქონდეს, მაგრამ იგი თავისას არ იშლიდა და დაჟინებით მთხოვდა, რომ მეც გადავსულიყავი მასთან ერთად ქართულ სკოლაში. სულ რაღაც 2თვეა რაც ამ ბავშვს ვიცნობ და იმხელა სითბოს და სიყვარულს ვგრძნობ მისგან ჩემდამი, რომ აღფრთოვანებული ვარ. არასოდეს დამავიწყდება ეს დღე, იგი უბედნიერესი იყო ჩემს ცხოვრებაში. სკოლა და ბავშვები-ეს ის სამყაროა, სადაც არ სუფევს შური, შუღლი, ფარისევლობა… ისინი ძალიან უმწიკლონი არიან და ყველაზე რეალურად აფასებენ სიტუაციებს. მე უაღრესად ბედნიერი ვარ, რომ წილად მხვდა პატივი ამ სამყაროს წევრი გავმხდარიყავი თუნდაც დროებით. სვეტას კი მთელი გულით ვუსურვებ წარმატებებს და ზაფხულში დაგეგმილი მაქვს რომ შევახვედრო და გავაცნო #5 საჯარო სკოლის პედაგოგებს სადაც ის აპირებს გადასვლას და აგრეთვე დირექტორსაც, რომელთანაც კარგი ურთიერთობა მაქვს. მგონი კარგი აზრია, ხომ არ იქნებით ამ ყველაფრის წინააღმდეგი?

პროგრამა ‘ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის’ მონაწილე

0

ეთერ პატარკაციშვილი – პროგრამა “ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის” მონაწილე

2006 წელს სტუდენტი გავხდი. ეს ჩემთვის აუხდენელი ოცნება იყო, დაუჯერებელი სასწაული. და მაინც, საშინლად უკმაყოფილო ვიყავი, იმიტომ რომ პედაგოგოკის ფაკულტეტზე ჩავირიცხე. მაშინ მასწავლებლობა ჯერ კიდევ არაპრესტიჟული პროფესია იყო. დაუფასებელი,დაბალანაზღაურებადი.მახსენდებოდა,ჩემი მასწავლებლები რომ მეუბნებოდნენ ერთ გაკვეთილში50 თეთრს გვიხდიანო.მათი ხელფასი60 ლარს არ სცილდებოდა და მათ გაწეულ ამაგს არავინ აქცევდა ყურადღებას.

სწავლა იმ იმედით დავიწყე რომ სპეციალობას შევიცვლიდი,მაგრამ მალევე დავიწყებას მიეცა ჟურნალისტობაზე ფიქრიცა და თვალყურის მომჭრელი,ლამაზი და უცხოური სახელების მქონე სპეციალობებიც.დავინახე რომ ჩვენი ქვეყნის განათლების სისტემა შესაცვლელი იყო,უამრავი სიახლე შემოდიოდა და ჯობდა ამ სისტემაში დავრჩენილიყავი.მივხვდი,რომ არა მასწავლებელი,რომ არა კარგი განათლება ამ ქვეყნად არცერთი სხვა სპეციალობა არ იარსებებდა.

მიუხედავად ამისა,ჩემი გადაწყვეტილების სისწორეში ბოლომდე მაინც არ ვიყავი დარწმუნებული და გულს ეჭვი მიღღრნიდა,პროფესიის არჩევაში ხომ არ შევცდი მეთქი.

ერთ დღესაც, ჩემს ეჭვებს ბოლო მოეღო. 2011 წლის 9 ივნისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ორგანიზებული პრეზენტაციის შესახებ შემთხვევით შევიტყვე.მიუხედავად იმისა,რომ იგივე დროს გამოცდა მქონდა პრეზენტაციაზე მაინც წავედი.პირველად იქ გავიგე სიტყვები,,ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის’’.ქალბატონმა ანა ქებაძემ სტუდენტებს პროექტის შინაარსი და მიზნები გაგვაცნო.პირველივე წუთების შემდეგ მივხვდი და ვიგრძენი რომ ეს პროექტი სწორედ ჩემთვის იყო,ზუსტად ეს მჭირდებოდა და აუცილებლად უნდა წავსულიყავი.რომ ამაზე უკეთეს და კარგ საქმეს მე სხვას ვერაფერს გავაკეთებდი. პრეზენტაციის დასასრულს უკვე დარწმუნებული ვიყავი რომ აქ მოვხვდებოდი და მართლაც, 2011წლის ზაფხულში პროექტის,,ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის” მონაწილე გავხდი.აქედან იწყება ჩემთვის ყველაზე გამორჩეული,განსაკუთრებული,განსხვავებული,საინტერესო,მრავლისმომცველი და მრავლისმომცემი ცხოვრების ეტაპი.

2011წლის10 სექტემბრიდან საგარეჯოს რაიონის იორ–მუღანლოს საჯარო სკოლაში ვმუშაობ და აზერბაიჯანელ მოსწავლეებს ქართულ ენას ვასწავლი.ვაკეთებ იმ საქმეს რომელის ჩემი ქვეყნისთვის პრიორიტეტია და ვარ იქ,სადაც ჩემს სამშობლოს ვჭირდები.

იორ–მუღანლოში ჩემოსვლისთანავე მივიქციე მოსახლეობის ყურადღება.ოჯახში სადაც დავბინავდი,მნახველების ნაკადი არ წყდებოდა.ჩემს გასაცნობად ტკბილეულით ხელდამშვენებულები მოდიოდნენ და როგორც დიდი ხნის უნახავ ახლობელს ისე მიკრავდნენ გულში.

სკოლაშიც კარგად მიმიღეს. მოსწავლეებს რომ გავეცანი და ვუთხარი ეთო მქვია –მეთქი მე–7კლასელმა ამირხანმა გაკვირვებულმა მკითხა: „სამოელ ეთოსი ვინ ხართო,ის შავია,თქვენ თეთრი,ის ბიჭია,თქვენ გოგოო.”

ღიმილით მახსენდება გაკვეთილი რომლის თემაც იყო:მოდი მაღაზიობანა ვითამაშოთ.

ერთ–ერთ მოსწავლეს ვეკითხები:

– წამალი სად იყიდება?

– აფთიაქში.

– სათვალე სად იყიდება?

– ლილოს ბაზრობაზე. მპასუხობს დაუფიქრებლად

– სურსათი? ვეკითხები მე

– ბადიაურის ბაზარში. არ იბნევა საამირი

– წიგნი? ძლივს ვიკავებ სიცილს

– საგარეჯოში!

მოდი და შეედავე, მართალია ბავშვი…

იორ–მუღანლოს საჯარო სკოლამ მონაწილეობა მიიღო სასკოლო პარტნიორობის ღონისძიებების გამარჯვებულ პროექტში,რომლის ფარგლებშიც გამოცხადდა ესეების კონკურსი ,,მე მიყვარს ჩემი საქართველო’’. აზერბაიჯანელი მოსწავლეების დამოკიდებულებას საქართველოს მიმართ კარგად გამოხატავს მეათე კლასის მოსწავლის ინთიკამ გუსეინოვის ეს ლექსი:

,,მართალია ქართველი არ ვარ,

მაგრამ აქ დავიბადე,აქ გავიზარდე…

,,სამშობლო შენ ჩემთვის სამოთხე ხარ

ჩემო საქართველო შენთან ვარ მე!

ჩემი სახლის ჭერი, ეს შენი ცაა

უშენოდ სიცოცხლე არ მინდა მე,

ჩემო საქართველო, შენთან ვარ მე. ‘’

მინდა რომ საქართველოში მცხოვრები ყველა არაქართველი ინთიკამივით ფიქრობდეს.მასავით უყვარდეს ეს ქვეყანა და ვინ,თუ არა ჩვენ უნდა ჩავუნერგოთ და გავუღვივოთ ეს გრძნობა მათ.

ქართველი მასწავლებლების რეგიონში ცხოვრებამ ბევრი რამ შეცვალა.პირველ რიგში ქართველებსა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის დამოკიდებულებები. დღეს მე ყველაზე მეტად ის მახარებს,რომ ერთი და იგივე ბავშვები დღეში 10–ჯერ რომ მესალმებიან, გაკვეთილზე შესვლისას ტაშს რომ მიკრავენ,ქუჩაში ჩემს დანახვაზე ეთო,ეთოს რომ გაიძახიან.მათ გაბრწყინებულ სახეებს რომ ვხედავ.ჩემს ნათქვამს რომ იმეორებენ და სწავლობენ.და კიდე,.ყოველ საღამოს მთელი ოჯახი ჩემს მოლოდინში გზას რომ გაჰყურებს მერე4 წლის სამაია შორიდანვე რომ გამორბის და მთელი ძალით გულში მიხუტებს.

პროექტის,,ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის’’მონაწილეები ვამსხვრევთ სტერეოტიპებს,ვშლით იმ ზღვარს რომელიც ქართველებსა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის არსებობს. ვახდენთ მათ ინტეგრაციას ერთიან საზოგადოებაში. ვაგრძნობინებთ რომ ისინიც საქართველოს სრუფლებიანი მოქალაქეები არიან,რომ მათზეც ისევე ზრუნავს ქვეყნის ხელისუფლება, როგორც დანარჩენებზე,რომ აუცილებელია სახელმწიფო ენის ცოდნა,რომ მიუხედავად განსხვავებული სარწმუნოების,კულტურისა და ტრადიციებისა ყველა ერთნი ვართ,ჩვენ ხომ ყველაზე დიდი რამ,საქართველო გვაერთიანებს.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...