კვირა, ივლისი 20, 2025
20 ივლისი, კვირა, 2025

გამოცდები პითაგორასებურად

0

,,ის, რაც მოხდება დიდი ხნის მერე,

უკვე ყოფილა დიდი ხნის წინათ”

ო. ჭილაძე


მთარგმნელის
წინათქმა:


 

მისაღები გამოცდები მოახლოვდა და
აბიტურიენტები შეიცვალნენ, ძალიან შეიცვალნენ: ვინც მთელი წელი ღელავდა, უკვე
,,გადაიწვა” და გულგრილად შესცქერის მოვლენებს, ოპტიმისტები გამოუსწორებელ
სკეპტიკოსებად გადაიქცნენ, ბიჭებმა იუმორის გრძნობა დაკარგეს, გოგონები სკოლის
დამამთავრებელი საღამოს მერე სილამაზის სალონში აღარ წასულან; სვამენ ზუსტად
იმდენივე შეკითხვას, რამდენსაც სამი წლის ასაკში.

ყველა შეკითხვა ასე იწყება:
,,მასწ, გამოცდაზე რომ…” – და მთავრდება რაღაც წარმოუდგენელი კატაკლიზმის ანდა
მისტერ პიტკინისა თუ მისტერ ბინის შესახებ კომედიებში ნანახი  უხერხულზე უხერხული სიტუაციის აღწერით.

– თქვენ რომ პითაგორას აკადემიაში
გქონოდათ გამოცდები ჩასაბარებელი, რაღა გეშველებოდათ?! – ვექილიკები მე.

პითაგორა იციან ან ბუნდოვნად ახსოვთ.
ოდნავ, სულაც ზრდილობის გულისთვის ინტერესდებიან. მეც მაშინვე ვიყენებ შანსს, ორიოდ
წუთით სხვა საკითხზე გადავიტანო მათი დაძაბული ყურადღება და პითაგორასა და მისი
აკადემიის შესახებ ვუამბობ.

ეს ტექსტი ნაწყვეტია წიგნიდან, რომლის
თარგმნაც (როგორც ხშირად ხდება ხოლმე) მე დავიწყე და სხვამ დაასრულა თუ არა, ვერ
გეტყვით, ვინაიდან ქვეყნიერებას ჯერჯერობით არ მოვლენია. ყოველ შემთხვევაში,
ბედნიერი ვარ, რომ ამ წარუმატებელი პროექტის მეშვეობით მეტი რამ შევიტყვე ამ
საოცარი ადამიანის შესახებ და ხანდახან ჩემს მოსწავლეებსაც ვუამბობ მის
თავგადასავალს:

 

*

,,პითაგორა გახლდა დიდი ბერძენი ფილოსოფოსი, რომელიც ქრისტეშობამდე მეექვსე საუკუნეში სამოსში დაიბადა. ახალგაზრდობიდანვე ჩაება ბერძნული კულტურის ფერხულში, რომლისგანაც მან შეისწავლა, რომ დედამიწა სამყაროს ცენტრში მდბარეობს და მზე და პლანეტები მის ირგვლივ ბრუნავენ; ამის შემდეგ იგი ეგვიპტეში, მემფისში გაემგზავრა. იქ მრავალ წელიწადს დაყო და შეისწავლა რიცხვები, სიმბოლოები, გეომეტრია, ასტრონომია და ეგვიპტური რელიგიის საიდუმლოებანი. მემფისში მან ირწმუნა სულთა გადასახლების თეორია, რომ ველჩვენგანი დიდი უნივერსალური სულის ნაწილია, რომელსაც კვლავ შეუერთდება სიკვდილის შემდეგ.
   

სულ ცოტა ხნის შემდეგ, რაც მან მემფისში განათლების მიღება დაასრულა, ეგვიპტეში სპარსელები შემოიჭრნენ.

პითაგორა სხვა სწავლულებსა და ქურუმებთან ერთად ბაბილონში წაიყვანეს, სადაც 12 წლის განმავლობაში ტყვეობაში იმყოფებოდა. მიუხედავად ,,ტუსაღობისა, მას ჰქონდა საშუალება, თავისუფლად ესაუბრა სხვადასხვა რწმენისა და რელიგიის სწავლულებთან. მათ შორის იყვნენ ისეთები, რომლებიც მონოთეიზმს, ანუ ერთღმერთიანობას ქადაგებდნენ, ისეთები, რომელთაც სწამდათ სპარსული დუალიზმი, რომელიც ემხრობოდა აზრს, რომ სინამდვილე სუბსტანციის ორი ძირითადი სახეობისგან შედგებაგონისა და ქმედებისაგან... პითაგორა შეხვდა ინდოელ ფილსოფოსებსა და ზოროასტრიზმის მიმდევრებს, რომელთაც ორმუზდის, სიკეთის შემქმნელი ანგელოზის,სჯეროდათ და მათი ოკულტიზმის ცენტრალური რწმენა გახლდათ, რომ იგი დაამარცხებდა აჰრიმანს, ბოროტ ძალას. არ არის გასაკვირი, რომ პითაგორა მისტიციზმის ღრმა მცოდნედ იყო აღიარებული.

როდესაც თავისუფლება მიანიჭეს, პითაგორა საბერძნეთში, დელფოსში, მერე კი კროტონში, იტალიის სანაპიროზე დასახლდა, სადაც ეზოთერული ფილოსოფიის სკოლა დააარსა. სკოლის ჭიშკართან იდგა ჰერმესის, ბერძნული ფილოსოფიის თანახმად,ეზოთერული ცოდნის მფარველი ღმერთის, ქანდაკება, რომელიც ერისკაცებს ანიშნებდა, უკან დაეხიათ. სავარაუდო მოსწავლეები ხანმოკლე, რამდენიმეთვიან გამოსაცდელ პერიოდს გადიოდნენ, სანამ პირველკურსელთა შორის დაიკავებდნენ თავიანთ ადგილს. გამოსაცდელი პერიოდის შემდეგ კანდიდატებს ფიზიკური და მორალური გამოცდის გავლა უწევდათ.

ერთი გამოცდა გულისხმობდა ღამით მარტო დარჩენას კუპრივით ბნელ გამოქვაბულში, რომელშიც, გადმოცემის თანახმად,მოჩვენებები სახლობდნენ და უღირს კანდიდატებს და სკოლის იდეალების მოღალატე მოწაფეებს საშინელ მაჯლაჯუნებად მოევლინებოდნენ. მა, ვინც ამ გამოცდას გაუძლებდ, ცარიელ სარდაფში კეტავდნენ და ერთი კვირის განმავლობაში პურის ნატეხსა და ერთ დოქ წყალზე სვამდნენ. მათ ასევე აძლევდნენ ფიცარს, რომელზეც პითაგორას სიმბოლოთა მნიშვნელობების ჩამოწერას სთხოვდნენ. ამის შემდეგკანდიდატს დიდ ოთახში შეიყვანდნენ, სადაც საზეიმო სიტყვა უნდა წარმოეთქვა, დასცინოდნენ და რთული შეკითხვებით აცლიდნენ ქანცს, რომლებზეც აუცილებლად უნდა ეპასუხა. ჩაფლავების შემთხვევაში მას მყისვე აგდებდნენ სკოლიდან, ხოლო წარმატებულახალბედათა შორის იღებდნენ.

ახალბედა შეგირდი სამი წლის განმავლობაში ეუფლებოდა პითაგორასეულ ფილოსოფიას, რომელიც პატივისცემას, შემწყნარებლობას და ხალხთა და რელიგიათა ერთიანობას ეფუძნებოდა. აქ დილა გაკვეთილებს ეთმობოდა, შუადღე ფიზიკურ დატვირთვას, ხოლო საღამო ლოცვას, ლექციებსა და დისკუსიებს.


ახალბედებს ასწავლიდნენ, რომ მათი მშობლები იყვნენ ღვთაებათა ხორციელი წარმომადგენლები დედამიწაზე და ამიტომაცმათთვის ღვთაებათა სადარი პატივი უნდა მიეგოთ. ქორწინება უწმინდეს ინსტიტუტად მიიჩნეოდა და კაცები ცოლებს თანასწორებივით უნდა მოპყრობოდნენ, კლასიკური პერიოდისთვის ასეთი რამ უცხო გახლდათ.

მეგობარი ადამიანისალტერ ეგოდ ითვლებოდა და მასაც მშობლების მსგავსი პატივით ეპყრობოდნენ. ტანჯვას მიიჩნევდნენ გრდემლად, რომლისგანაც ადამიანის სული უნდა გამოჭედილიყო და თუმცა ვაჟკაცურად უძლებდნენ, საგანგებოდ არავის მიაყენებდნენ მას.

როდესაც ახალბედობის პერიოდი დასრულდებოდა, მოწაფეს ნება ეძლეოდა, ,,შიდა ეზოშიშესულიყო, სადაც მას აცნობდნენ ,,საღმრთო სიტყვას
პითაგორასეულ მეცნიერებას რიცხვების შესახებ:

 

1 (წერტილი)

ღმერთი არის განუყოფელი, დაუსრულებელი და ყოველივეს საწყისი ამქვეყნად.

2 (ხაზი)

მამაკაცი და დედაკაცი გაერთიანებულია ერთ ღმერთში.

3 (სამკუთხედი)

სრულყოფილი ციფრი. სამი ელემენტი სულისკვეთება, სული და სხეული ქმნიან ადამიანს. სამი იდეალი სიბრძნე, ძალა და სილამაზე.

4 (კვადრატი)

გამოხატავს ოთხ მიმართულებას და ბუნების ნაყოფიერების გასაღებს წარმოადგენს.

5 (პენტაგრამა)

თავისუფალი ნებისა და სამართლიანობის, ასევე ბრძოლისუნარიანობის აღმნიშვნელია.

6 (ჰექსაგრამა)

მიუთითებს კოსმიური სივრცის ექვს მიმართულებაზე. პითაგორას მოძღვრების თანახმად, გვიჩვენებს სამყაროს ნაწილთა ჰარმონიულ შერწყმას.

7 (სამკუთხედი და კვადრატი)

წმინდა და სრულყოფილი რიცხვი. ცხოვრების სიმბოლო, იგი აერთიანებს სხეულის ოთხ და სულის სამ ელემენტს.

8 (ორი კვადრატი)

რიცხვი, რომელიც გამოსახავს უნივერსალურ ჰარმონიას და მეგობრობისა და სიყვარულის ერთიანობას.

9 (სამი სამკუთხედი)

ბერძნული მითოლოგიის მიხედვით, სწორედ ამდენი მუზა არსებობდა. მუზები, ზევსისა და მნემოსინეს ასულები იყვნენ და თითოეულ მათგანი გაიგივებული იყო ხელოვნებისა თუ მეცნიერების რომელიმე დარგთან. ასე რომ,ეს რიცხვიც ხელოვნებასა და მეცნიერებას გამოხატავს.

10 (ტეტრაქტისი)

თვლის დასაბამი და მსოფლიოს, ბედისწერისა და მარადისობის სიმბოლო.

 

,,საღმრთო სიტყვისცოდნის ათვისების შემდეგმოწაფე ეუფლებოდა მეცნიერებას, რომელსაც ღამღამობით ანდა ზღვისპირას ასწავლიდნენ. ამის შემდეგ მას ,,მესამე ხარისხის განდობილისსტატუსს ანიჭებდნენ და იგი მიიწევდა მეოთხესაკენ ამ საფეხურზე მას ნათელმხილველის თვისებებიგამოვლენა მოეთხოვებოდა.


ამის შემდეგუკვე სწავლულის წოდებამიღებული ყოფილი მოწაფე სკოლას ტოვებდა. თუკი ვინმეზე ეჭვს მიიტანდნენ, რომ აკადემიის საიდუმლო გასცა, მის სახელზე აკლდამას აღმართავდნენ და მის სულს მკვდრად გამოაცხადებდნენ.

     

მთარგმნელის ბოლოთქმა:

– …და მასწ, ამ გამოცდების ჩაბარებას ვინმე ახერხებდა?

– თავისთავად ცხადია, ყველა – ვერა, მაგრამ, როგორც
ჩანს, ზოგი ახერხებდა კიდეც, აბა, აკადემია ისე როგორ იარსებებდა?

– თქვენი აზრით, ჩვენგან რომელი ჩააბარებდა?

– აი, შენ თვითონ როგორ გგონია, შეძლებდი?

გაჩუმდა, ვერც კი თქვა, არც არა; მგონი, ცოტა შეშურდა
მათი, ვინც ოდესღაც გაუმკლავდა ამ გამოცდას და თავი ინუგეშა:

– მერე რა, მასწ. ასეთი გამოცდები მაინც აღარასოდეს
იქნება.

– ნუ იტყვი მასეც:

,,ის, რაც მოხდება დიდი ხნის მერე,

უკვე ყოფილა დიდი ხნის წინათ”

ჭილაძეა, გაგიგონია ეს სტრიქონები ოდესმე?

არ გაუგონია, არადა ერთმა, ალბათ, მისმა თაობელმა თაბუკაშვილის
ქუჩაზე კედელზე გრაფიტით მიაწერა ეს სიტყვები – იქნებ მას მაინც სჯეროდა, რომ არასოდეს
არაფერია გამორიცხული…

რა არის ავტონომია?

0

მეათე კლასში ვიყავი, როდესაც პირველად მომიხდა ჩემი
სკოლის სამეურვეო საბჭოს სხდომაში მონაწილეობა. მას შემდეგ კიდევ წელიწად-ნახევარი
ვცდილობდი ამგვარ თავყრილობებზე მოსწავლეთა პოზიციების გამოხატვას. ჩემი მუდმივი ბუზღუნით,
უკმაყოფილებითა და თითოეულ მნიშვნელოვან საკითხზე მეტი ყურადღების გამახვილების მოთხოვნით
სასწავლებლის მესვეურებს ვაღიზიანებდი კიდეც. ერთ-ერთ ასეთ გაფართოებულ შეხვედრაზე
საგანმანათლებლო რესურსცენტრის ნაკლებად ლოგიკურ დირექტივას განიხილავდნენ, რომელსაც,
ტრადიციულად, მონდომებით დავუპირისპირდი. ზემდგომ მოხელეებთან ურთიერთობის გაფუჭების
რისკით შეშფოთებულმა სკოლის დირექტორმა გაბრაზებით მკითხა: “ადამიანო! ბოლოს და ბოლოს
გაგვაგებინე, რა გინდა? რა დაგიშავეთ?” ცხადია, გამეღიმა და ვუპასუხე, რომ სკოლის ავტონომიას
ვუჭერდი მხარს. მაშინ ეს ცნება კარგად არ მესმოდა, ვერც დღეს დავიკვეხნი მისი თითოეული
ნიუანსის ცოდნით, მაგრამ მაინც მინდა აგიხსნათ, რას ვგულისხმობ, როდესაც საგანმანათლებლო
დაწესებულების (სკოლის ან უნივერსიტეტის) ავტონომიურობას ვახსენებ.

სასწავლებლის ავტონომიის განმსაზღვრელი მთავარი ფაქტორი აკადემიური თავისუფლება გახლავთ. ეს ფუნდამენტური
პრინციპი უზრუნველყოფს იდეების, შეხედულებების, ცოდნის თავისუფალ გავრცელებასა და გადააადგილებას
დაწესებულების სააზროვნო სივრცეში. მაშასადამე, პედაგოგები და სტუდენტები (მოსწავლეები)
თავიანთი ზოგადი, პროფესიული მრწამსის მიხედვით იმოქმედებენ. მათ გადაწყვეტილებებზე
გავლენას ვერ მოახდენს ვერც ერთი პოლიტიკური, რელიგიური ან სოციალური სტრუქტურა, მატერიალური
მდგომარეობა და სხვადასხვა ჯგუფისადმი მიკუთვნებულობა – ყველაზე მნიშვნელოვან, პირველხარისხოვან
ფასეულობად პროფესიონალიზმი ყალიბდება.

ამის კვალობაზე, სასწავლებლის ავტონომია შეგვიძლია აკადემიურ ხარისხზე  დაფუძებულ მოცემულობადაც განვიხილოთ. თუ დაწესებულება
დისფუნქციურია ანუ ვერ ასრულებს ნაკისრ მოვალეობებს, ვერ ახერხებს ცოდნის შეუფერხებლად
გადაცემას, მისი დამოუკიდებლობის შინაარსი კითხვის ნიშნის ქვეშ დგება.

საგანმანათლებლო დაწესებულებათა სუვერენულობაზე საუბრისას
არ შეიძლება არ განვიხილოთ მათი ფინანსური
დამოუკიდებლობის
 ასპექტიც. თუ სასკოლო
ან საუნვერსიტეტო საზოგადოება არ ფლობს გარკვეულ ქონებას და არ აქვს კუთვნილი მატერიალური
რესურსების თავისუფლად, სხვათა ჩაურევლად გადანაწილების შესაძლებლობა, მაშინ ის  ვერ უზრუნველყოფს სასურველი მიმართულების აკადემიური
საქმიანობის წარმართვას.

კიდევ ერთი და ალბათ ყველაზე მრავალმხრივი კომპონენტი
სასწავლებელთა ადმინისტრაციული მოწყობის საკითხია.
უმნიშვნელოვანესია პასუხი კითხვებზე: ვინ მართავს? ვინ ირჩევს მმართველებს? ავტონომიის
იდეალურ ვარიანტთან ყველაზე მიახლოებულია მმარველობის ის წესი, როდესაც საგანმანათლებლო
პოლიტიკის ძირითად პრინციპებს პროფესორ-მასწავლებელთა საერთო კრება განსაზღვრავს და
თავადვე ირჩევს სასწავლებლის აღმასრულებლებსა თუ უმაღლესი თანამდებობის პირებს (დირექტორებს/რექტორებს).

ეს ოთხი კრიტერიუმი ალბათ მხოლოდ ელემენტარული მინიმუმია.
საგანმანათლებლო დაწესებულების ავტონომიის თემა გაცილებით ფართო და კომპლექსური ხასიათისა
გახლავთ, ის უამრავ კომპონენტსა და დეტალს გულისხმობს. პირობის სირთულე განაპირობებს
სურვილს, პოლიტიკოსებმაც, აკადემიური და სასკოლო წრეების წარმომადგენლებმაც, რექტორებმაც
და დირექტორებმაც, სტუდენტებმაც და მოსწავლეებმაც მეტი სიფრთხილით გამოიყენონ ეს ცნება.

მხოლოდ ოპტიმიზმით შეიძლება მომავლის შექმნა

0

გვერდის პარტნიორია გამომცემლობა “ინტელექტი”

პეტრე ლეონიდეს ძე
იყო არა მარტო თავისი სამშობლოს შვილი, არამედ მთელი პლანეტისა და გრძნობდა უზარმაზარ
პირად პასუხისმგებლობას საკუთარ ბედზე. კაპიცას იწვევდნენ პრეზიდენტები, მეფეები,  პრემიერ-მინისტრები.
მასზე ამბობდნენ, რომ იგი განასახიერებს მეცნიერების ინტერნაციონალიზმს. მეგობრობდა
და თანამშრომლობდა სხვადასხვა ეროვნების დიდ მეცნიერებთან:  ალბერტ აინშტაინთან, ერნესტ რეზერფორდთან, ნილს
ბორთან, მარია კიურისთან, პოლ ლანჟევენთან, ბერტრან რასელთან…

ცხოვრების ბოლო წლებში
იგი  გახდა საზღვარგარეთის ოცდაათამდე სამეცნიერო
აკადემიის საპატიო წევრი და მსოფლიოს მრავალი უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი. “როცა
დავინახე ეს მანტიები, მეჩვენა, რომ მომესმა მათი შრიალი მეცნიერების ტაძართა კამარაში,
სადაც  არ შეიძლება ხმამაღლა საუბარი, რომ  ფიქრი არ დააფრთხო”, – თქვა მან.

იუგოსლავიის საზღვაო  ქალაქ დუბროვკაში, ერთ-ერთ კუზიან ქუჩაზე, ვხედავ
ჩვენებურ “ვოლგას”, აქაურობისათვის ასე მოულოდნელს, და თანაც მოსკოვური ნომრით.
საჭესთან იჯდა პეტრე კაპიცა. იგი სამოცდაათ წელს იყო გადაცილებული. თავის ვაჟ დიმიტრისთან
ერთად საჭესთან მჯდარა მონაცვლეობით და ასე ჩამოსულა, “ვოლგით”  მოსკოვიდან ადრიატიკის ნაპირებთან, როგორც პრეზიდენტ ბროზ ტიტოს სტუმარი. პეტრე ლეონიდეს
ძე ხომ იუგოსლავიის ძველი მეგობარი  იყო. იგი
დააჯილდოვეს ამ ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე უმაღლესი ორდენით. მან მოგზაურობის დროს გადაუხვია
მარშრუტს, რომ შეევლო სერბიულ სოფელში, რომელსაც კაპიცა ჰქვია. აქედან ხომ არ არიან
მისი შორეული წინაპრები?

ეს მოხდა მაისის ერთ
მშვენიერ დღეს. ლენინგრადის საზღვაო პორტიდან პირველად გადიოდა ლაინერი “მიხეილ
ლერმონტოვი”, რომელიც ხსნიდა ტრანსატლანტიკურ ხაზს ლენინგრადიდან ნიუ-იორკში.

ბორტზე იყვნენ ცოლ-ქმარი
კაპიცები და მაშინვე მოექცნენ ყურადღების ცენტრში – მეზღვაურებმა ყურადღება გამოიჩინეს
ანა ალექსის ასულის, ცნობილი გემთმშენებლის აკადემიკოს კრილოვის ქალიშვილის, მიმართ.

პეტრე ლეონიდეს ძეს
უცხოელი ჟურნალისტები უტევდნენ, უამრავ შეკითხვას აყრიდნენ და იგი ყველას პასუხს აძლევდა
ოთხ ენაზე, იმისდა  მიხედვით, თუ  რომელ ენაზე ეკითხებოდნენ მას: რუსულზე, ინგლისურზე,
ფრანგულსა თუ გერმანულ ენაზე.

– მივცურავ ინგლისში.

– რატომ?

– საპატიო სამეცნიერო
მედლის მისაღებად.

– ასეთი ბევრი გაქვთ?

– არ მახსოვს, რამდენი.

– რას ფიქრობთ თანამედროვე
საერთაშორისო მდგომარეობაზე?

– იმედებს მისახავს.

– თქვენი აზრით, შეიძლება
ახალი ომის თავიდან აცილება?

– სავსებით შესაძლებელია.

– ამისათვის რა უნდა
გავაკეთოთ?

– უნდა ვიყოთ კეთილგონიერნი.

– მართალია, რომ თქვენ
საბჭოთა ატომური ბომბის შემქმნელი ხართ?

– არ არის მართალი.

– მაგრამ თქვენმა
შრომებმა ხომ განაპირობეს მისი შექმნა?

– მისი შექმნა ჯერ
კიდევ გალილეის შრომებმა განაპირობეს.

– თქვენზე რეზერფორდი
ამბობდა, გამოუსწორებელი ოპტიმისტიაო, – ეთანხმებით?

– მას შეიძლება დაუჯეროთ,
რადგანაც მისი  მოსწავლე ვიყავი. დარწმუნებული
ვარ, რომ მხოლოდ ოპტიმიზმით შეიძლება მომავლის შექმნა, წინააღმდეგ შემთხვევაში მომავალი
არ გვექნება.

Targmna kaxmeg kudavam


 

შეხვედრა

robert babliZe


ორმოცდაათიანი წლების
ბოლოს ჩემი ხელმძღვანელის თხოვნით კაპიცამ ნება დამრთო მემუშავა მასთან, საბჭოთა კავშირის
მეცნიერებათა  აკადემიის  ფიზიკური პრობლემების ინსტიტუტში, სადისერტაციო
ნაშრომის  შესასრულებლად. ადვილი წარმოსადგენია,
რას  ნიშნავდა ეს ახალბედა ასპირანტისათვის.
მოხვდე ინსტიტუტში, რომელიც თანამედროვე  ფიზიკის
მექადაა აღიარებული, სადაც  მუშაობენ აკადემიკოსები,  შემდგომში ნობელის პრემიის ლაურეატები კაპიცა და
ლანდაუ, თეორიული თუ  ექსპერიმენტული ფიზიკის
ვირტუოზები, აკადემიკოსები ფოკი, ლიფშიცი, შალნიკოვი და კიდევ სხვა მრავალი – ამაზე
მხოლოდ ოცნება შეიძლებოდა, და აი, ეს ოცნება ჩემთვის რეალობად იქცა.

მოსკოვში სექტემბრის
დასაწყისში  ჩავედი. განთქმული მოსკოვური შემოდგომა
იდგა. მეორე დღესვე ვორობიოვის გზატკეცილზე ფიზიკური პრობლემების, ანუ, როგორც მოსკოველები
ეძახდნენ, კაპიცას  ინსტიტუტში, გამოვცხადდი.
ჩემთვის უკვე ცნობილი იყო, რომ უნდა მემუშავა პროფესორ პეშკოვის ლაბორატორიაში, რომელ-
მაც თავის დროზე ლანდაუს მიერ თეორიულად ნაწინასწარმეტყველევი მეორე ბგერა, ანუ ენტროპიის
ტალღები, აღმოაჩინა ზედენად ჰელიუმში. ჩემი სადისერტაციო თემაც სწორედ მეორე ბგერის
მეთოდთან იყო დაკავშირებული. პროფესორმა გულთბილად მიმიღო, დაწვრილებით გამომკითხა  ჩემი სამომავლო  გეგმები, შემომატარა თავისი ლაბორატორია, გამაცნო
თანამშრომლები, მაჩვენა ჩემთვის განკუთვნილი სამუშაო ადგილი, ამიხსნა, როგორ და ვისგან
შემეძლო მიმეღო მუშაობისათვის საჭირო ინსტრუმენტები და გამზომი აპარატურა, როგორ გამეფორმებინა  შეკვეთები სახელოსნოში  და, ბოლოს, დასძინა, დანარჩენ საკითხებს  კაპიცასთან ვიზიტის შემდეგ გადავწყვეტთო. ახალი შთაბეჭდილებებით გაბრუებულსა და ოდნავ  შემცბარს ბოლო ფრაზისათვის ყურადღება არ მიმიქცევია,
ჩავთვალე, რომ  იგი მე  არ მეხებოდა, ვიფიქრე, ალბათ, თვითონ პროფესორი
აპირებს კაპიცასთან  რაღაც საკითხების შეთანხმებას-
მეთქი. მაგრამ, თურმე,  ვცდებოდი.

როგორც აღმოჩნდა,
არსებული ტრადიციის მიხედვით, ფიზიკური პრობლემების ინსტიტუტში ვერავინ დაიწყებდა  მუშაობას კაპიცასთან პირადი ვიზიტის გარეშე, ამიხსნეს,
რომ ვიზიტს გასაუბრების  სახე ექნებოდა და,
იმისდა  მიხედვით, თუ  როგორ შეაფასებდა პრეტენდენტის მიერ  დაყენებული პრობლემების აქტუალობასა და თავის ინსტიტუტში
მათი შესწავლის მიზანშეწონილობას, კაპიცა საბოლოოდ გადაწყვეტდა,  მიეცა თუ არა  ინსტიტუტში მუშაობის ნება. პეშკოვმა
თავისი განთქმული პირდაპირობით განმიცხადა, რომ ვიზიტის მოსალოდნელი შედეგის წინასწარ
განჭვრეტა აბსოლუტურად უიმედო საქმე იყო, რომ კაპიცასაგან ყველაფერი მოსალოდნელი იყო,
და მირჩია პირდაპირ, დროის დაუკარგავად, წავსულიყავი დირექტორის რეფერენტთან, დამედგინა,
როდის დამინიშნავდნენ ვიზიტს და დარჩენილი დრო რაციონალურად გამომეყენებინა.

– ხვალ, დილის 11
საათზე, – მითხრა კაპიცას  რეფერენტმა  – პავლე რუბინინმა. ჩემს განკარგულებაში დღე და
ღამეზე ნაკლები რჩებოდა. მაგრამ სხვა რა ჩარა იყო, სასწრაფოდ დავბრუნდი სასტუმროში
ხვალინდელი დღისათვის მოსამზადებლად.

კაპიცა  მანამდე სულ რამდენჯერმე მყავდა ნანახი სამეცნიერო
ფორუმებზე. ახლა კი ამ ლეგენდას პირადად უნდა შევხვედროდი. ვიჯექი წიგნებსა და კონსპექტებში
ჩაფლული და ამაოდ ვცდილობდი აზრის ერთ წერტილში ფოკუსირებას. გონებრივი მოძრაობის ყოველი
ახალი სპირალი კვლავ და კვლავ კაპიცას პიროვნების გარშემო ტრიალებდა. ჩემ თვალწინ კალეიდოსკოპური
სისწრაფით იცვლებოდნენ მისი ცხოვრების გაგონილი თუ  სადღაც ამოკითხული ამბები.

აკადემიკოსი პეტრე
კაპიცა – თანამედროვე ექსპერიმენტული ფიზიკის ჯადოქარი, გენიალური რეზერფორდის უახლოესი
მოწაფე, ლონდონის სამეფო საზოგადოების წევრი, ანუ ინგლისის მეცნიერებათა აკადემიის
აკადემიკოსი, ბუნების ნამდვილი საოცრების, თხევადი ჰელიუმის ზედენადობის, აღმომჩენი
კაცი, რომელზეც ლეგენდები იქმნებოდა, რომელიც ფაქტობრივად თვითონ იქცა ლეგენდად.

აი, თუნდაც ერთი ლეგენდა:
ინგლისის ერთ-ერთმა ელექტროტექნიკურმა ფირმამ საკონსულტაციოდ მიიწვია  კაპიცა და დახმარება სთხოვა,  გაერკვია, რატომ
არ მუშაობდა ახლად კონსტრუირებული მძლავრი ელექტროგენერატორი. ამ კონსულტაციისათვის
ფირმამ კაპიცას  1000 გირვანქა სტერლინგი წინასწარ
გადაუხადა. კაპიცამ აუჩქარებლად დაათვალიერა გენერატორი, რამდენჯერმე ჩართო და გამორთო
იგი, შემდეგ კი მოითხოვა ჩაქუჩი. თხოვნა სასწრაფოდ შეუსრულეს. კაპიცამ აიღო ჩაქუჩი,
მძლავრად მოიქნია და გულმოდგინედ დასცხო გენერატორს შერჩეულ წერტილში. ამ დარტყმის
შემდეგ ჩართულმა გენერატორმა ნორმალურად დაიწყო მუშაობა. დაინახა  რა, როგორ მარტივად აამუშავა  მეცნიერმა მანქანა,
ფირმის წარმომადგენელმა მორიდებით სთხოვა  მას
წერილობითი ანგარიში წარმოედგინა მიღებული თანხის თაობაზე.  კაპიცამ იქვე ჯიბის ბლოკნოტიდან
ამოხეულ ფურცელზე შეადგინა დოკუმენტი იმის შესახებ, რომ ჩაქუჩის ერთ დარტყმაში მას
ერგება 1 გირვანქა სტერლინგი, ხოლო დანარჩენი 999 გირვანქა კი მას ეკუთვნის იმაში,
რომ ზუსტად იცოდა, თუ  სად და როგორ დაერტყა
ჩაქუჩი.

აი, ასეთი  და მსგავსი ამბები მიტრიალებდა თავში და, რაც მეტს
ვცდილობდი, სისტემაში მომეყვანა და დამელაგებინა აზრები, მით უფრო და უფრო ბუნდოვანი
ხდებოდა ჩემთვის ხვალინდელი ვიზიტის მოსალოდნელი კონტურები. ამიტომ, ჩემი აზრით, ყველაზე
სწორი გადაწყვეტილება მივიღე  – კარგად გამომეძინა
და ბედს მივნდობოდი.

ზუსტად 11 საათზე
რეფერენტის ნებართვით კარები შევაღე და უზარმაზარ კაბინეტში აღმოვჩნდი. შორს, ლამაზი
ფერებით აბიბინებული ვეებერთელა სპარსული ხალიჩის მიღმა, კრეისერისოდენა საწერ მაგიდასთან
კაპიცა  იდგა და მისთვის ჩვეული ღიმილით შემომცქეროდა.
ასე მეგონა, რომ  დიდი დრო გავიდა, ვიდრე ხალიჩა
გადავიარე და მასთან მივედი.  ხელი ჩამომართვა
და მაგიდასთან დამსვა. რამდენიმე უმნიშვნელო კითხვის შემდეგ, რომლებიც ჩემს წლოვანებასა  და განათლებას შეეხებოდა, კაპიცამ მკითხა, როდის
წამოვედი თბილისიდან. ორი დღის წინათ-მეთქი.

– როგორ არის ნიკალაი
ივანოვიჩი? – მომესმა მისი ოდნავ შერბილებული ხმა.

უცებ ვერ მივხვდი,
ვისზე იყო ლაპარაკი და ერთხანს შევყოვნდი. მერე კი, ახლაც ვერ  გამიგია როგორ, რაღაცნაირად ძალიან სწრაფად მოვისაზრე,
რომ ლაპარაკი ჩვენი აკადემიის პრეზიდენტზე, აკადემიკოს ნიკო მუსხელიშვილზე იყო. მომეჩვენა,
ვიდრე ამას მოვიფიქრებდი, საკმაოდ დიდი დრო გავიდა, შემდგომი დუმილი უხერხულად ჩავთვალე
და მაშინვე, როგორც ჩვეულებრივ აძლევენ პასუხს ხოლმე მორიგ შეკითხვაზე  “როგორ ხარ”, მეც ვუპასუხე:

– კარგად!

ახლაც ძალიან მიჭირს
გადმოგცეთ,  თუ  როგორ იმოქმედა ჩემმა პასუხმა კაპიცაზე. როგორღაც
წამიერად გამოიცვალა, მის სახეზე უდიდესი კმაყოფილებისა და სიხარულის გრძნობა  ამოვიკითხე, თითქმის ფიზიკურად შევიგრძენი მასში
რაღაც ძლიერი სულიერი მოძრაობა. მომეჩვენა, რომ მისი წარმოსადეგი ფიგურა კიდევ უფრო
მიმზიდველი და სასიამოვნო გახდა. ალბათ, გარკვეულწილად, სწორედ ამ წუთებში მოვიპოვე
ის მკვეთრად გამოხატული კეთილგანწყობა, რომელსაც შემდგომ მისგან ყოველთვის ვგრძნობდი.
უმალ მივხვდი, რომ  რაღაც მგრძნობიარე სიმებს
შევეხე. მივხვდი, რომ  უნდა  არსებულიყო რაღაც  სერიოზული მიზეზი, თუ რატომ მოახდინა
ჩემმა,  ერთი შემთხვევით ბანალურმა პასუხმა,
ასეთი  ეფექტი. მაგრამ რა იყო ეს მიზეზი, ჩემთვის
ჯერ გაუგებარი რჩებოდა.

ვიზიტი კარგახანს
გაგრძელდა. კაპიცამ მომიწონა განზრახვა, შემესწავლა მეორე ბგერის მეთოდით მბრუნავ ზედენად  ჰელიუმში არსებული კვანტული გრიგალების სისტემა,
მათი წარმოქმნისა და გაქრობის კინეტიკა, აღმითქვა ყოველგვარი დახმარება. მითხრა, რომ
დაჩქარების მიზნით ექსპერიმენტული დანადგარის ასაგებად საჭირო შეკვეთები მასთან მიმეტანა
ხელმოსაწერად, რასაც, როგორც შემდეგ აღმოვაჩინე, სასწაულმოქმედი ძალა ჰქონია – კაპიცას
ხელმოწერილი შეკვეთები თვალის დახამხამებაში სრულდებოდა. ბოლო აკორდით კი, რომ  იტყვიან, მართლაც გამაოცა – გამოიძახა სამეურნეო
ნაწილის გამგე, გვარად კალდაევი, და დაავალა გამოეყო ჩემთვის ოროთახიანი ბინა იქვე,
ინსტიტუტის ტერიტორიაზე, იმავე სახლში, სადაც ცხოვრობდნენ ლანდაუ, ლიფშიცი, შალნიკოვი,
ალექსეევსკი და კიდევ სხვა ცნობილი ფიზიკოსები. ეს ისეთი ბედნიერი შემთხვევა გამოდგა
ჩემთვის, რომლის შეფასება, ალბათ, შეუძლებელია. საშუალება  მომეცა ახლოს გავცნობოდი და ხშირად შევხვედროდი მეცნიერების კორიფეებს, რომლებსაც მანამდე
მხოლოდ წიგნებით ან სამეცნიერო პუბლიკაციებით თუ ვიცნობდი.

პირველი, რაც გავაკეთე
კაპიცას  კაბინეტიდან გამოსვლის შემდეგ, ის
იყო, რომ  სასწრაფოდ გავექანე ცენტრალური ტელეგრაფისაკენ
და დავრეკე თბილისში, უნივერსიტეტის კრიოგენულ ლაბორატორიაში. ტელეფონზე ჯელილ წაქაძე
შემხვდა. კარგა ხანს ლაპარაკი არ გამოგვივიდა. ახლა ცოტა მეცინება კიდეც, მაშინ კი
სასაცილოდ სულაც არ მქონდა  საქმე. ეტყობა,
ჯელილი მართლაც ძალიან გავაოცე, როცა უშესავლოდ პირდაპირ საქმეზე გადავედი და, ისიც
რა საქმეზე – არც  მეტი, არც  ნაკლები, მეცნიერებათა აკადემიის  პრეზიდენტის ჯანმრთელობის დადგენას  ვთხოვდი, თანაც, რაც შეიძლებოდა უმოკლეს დროში.
ჯელილს ვერა  და ვერ დაეჭირა რაიმე ლოგიკური
ძაფი ჩემს თხოვნასა და იმ მისიას შორის, რომლითაც სულ ორი დღის წინ გამომიშვეს მოსკოვში.
ლაპარაკის დრო იწურებოდა, ამიტომ გადავწყვიტე, რაც შეიძლებოდა მოკლედ, ერთხელ კიდევ
ამეხსნა საქმის ვითარება, მაგრამ, ალბათ, ზედმეტად ავჩქარდი და ერთი ისეთი “კოლორიტული”
ფრაზა დავიმსახურე, ჯელილისაგან სულ რომ არ მოველოდი და ვერც აქ გავიმეორებ გარკვეული
უხერხულობის გამო.  მე მაინც ჩემსაზე ვიდექი.
ასე იყო თუ ისე, ჯელილმა დახმარება აღმითქვა. ორი დღის შემდეგ დავრეკე თბილისში და,
აი, რა გამოირკვა; თურმე,  ბატონი ნიკო ძალზე
სერიოზულად იყო ავად, ისე, რომ ექიმებიც კი შეშფოთებული იყვნენ მისი მდგომარეობით და
რომ  სწორედ იმ დღეს, როცა მე კაპიცას ვესაუბრებოდი,
კრიზისულმა მდგომარეობამ გადაიარა და ახლა საქმე უკვე გაუმჯობესებისაკენ მიდიოდა. აი,
გამართლებაც ასეთი უნდა, ამაზე იტყვიან, თუ ღმერთი გწყალობს, ეშმაკები ვერაფერს დაგაკლებენო. კაპიცამ, რა თქმა უნდა, იცოდა
მეგობრის ავადმყო- ფობის ამბავი და შეწუხებული იყო მისი  მძიმე მდგომარეობით, მე ჩემდაუნებურად მისთვის კეთილი
ამბის მახარობელი გავხდი.

ერთ საღამოს, ინსტიტუტის
პარკში სეირნობის დროს, აკადემიკოს ევგენი ლიფშიცს მოვუყევი ეს ამბავი, ბევრი იცინა,
მერე კი მითხრა, რომ მისთვის ცნობილი იყო მუსხელიშვილისა და კაპიცას  დიდი მეგობრობის ამბავი და მომიყვა, თუ  რა რისკისა და მოქალაქეობრივი თავგანწირვის ფასად
შეძლეს კაპიცამ და მუსხელიშვილმა ოცდაა- თიანი წლების ბოლოს,  მასიური რეპრესიების იმ ავადსახსოვარი ძნელბედობის
ჟამს, ფაქტობრივად დაღუპვას გადაერჩინათ მთელი რიგი წამყვანი საბჭოთა მეცნიერები. ლიფშიცმა
გვარებიც ჩამოთვალა, სამწუხაროდ, მაშინ ეს სათანადოდ ვერ  შევაფასე, არავითარი ჩანაწერები არ გამიკეთებია
და ახლა მათგან მხოლოდ აკადემიკოსების ფოკისა და ლანდაუს გვარები მახსენდება, ლიფშიცმა
ისიც აღნიშნა, რომ ამ საქმეში   განსაკუთრებული
მნიშვნელობა ჰქონია მუსხელიშვილის ავტორიტეტსა და პირად კონტაქტებს პარტიული და საბჭოთა
ხელმძღვანელობის უმაღლეს ეშელონებში.

 

 

მოგონება

 elefTer andronikaSvili

გადაკეცილსაყელოიან
პერანგზე  გადაცმულ ლურჯი შალის ჟილეტში გამოწკეპილი,
მბრუნავ სკამზე მჯდომი რესპექტაბელური რეფერენტი პისარჟევსი ჩემკენ მოტრიალდა.

– თქვენ დოცენტი ანდრონიკაშვილი
ბრძანდებით? შალნიკოვმა მთხოვა პეტრე ლეონიდეს ძესთან მიღებაზე ჩამეწერეთ, მაგრამ ის
მხოლოდ გუშინ საღამოს დაბრუნდა შვებულებიდან და ვეღარ შევძელი მომეხსენებინა. მითხარით,
გეთაყვა, თქვენი სახელი, მამის სახელი, სამსახურის ადგილი, რა საკითხზე ხართ…

კითხვებს რომ მაძლევდა,
ჩემს პასუხებს თეთრ ბლანკზე ბეჭდავდა, შემდეგ მარჯვედ ამოაძრო ფურცელი საწერი მანქანიდან
და დირექტორის კაბინეტის კარს მიეფარა.

კაპიცა არ მღებულობდა
ზუსტად იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო აღმოჩნდა, რომ გონს მოვგებოდი. ისე კი, რაც გინდათ
თქვით და, ჩემი თავი დიდ თავხედად მიმაჩნდა.

“არ მეგონა,
თუ როდისმე ასეთ რამეს გავბედავდი”, – ვბუტბუტებდი და თან ფეხზე შემოდებული ფეხის
ქანაობით ვერთობოდი. რეფერენტი სტენოგრამიდან თვალმოუცილებლივ სწრაფად ბეჭდავდა საწერ
მანქანაზე რომელიღაც ლიტერატურული ნაწარმოების თავს.

როგორც იქნა, ზარმა
დარეკა.  პისარჟევსკი წამით შევიდა კაბი- ნეტში
და, კვლავ რომ გამოჩნდა, მითხრა:

– შეფი გთხოვთ.

ჩემ წინ ვეებერთელა
კაბინეტში, რომლის კედლებს ერთ მესამედზე შემოვლებული ჰქონდა ხის პანელები, ვეებერთელა
მაგიდასთან იჯდა ასე ორმოცდახუთი წლის მხარბეჭიანი მამაკაცი. პირი დაძაბულად დაეჭიმა,
ტუჩები ჩამოეშვა, განსაკუთრებით მარცხნივ, იქ, სადაც მინიატურული ჩიბუხი გაეჩარა და განუწყვეტლივ ეწეოდა.

სახის  დაძაბულ ქვედა ნაწილთან სრულ კონტრასტს ქმნიდნენ
თვალები; ძალიან ღია ცისფერი, თითქმის უფერული თვალები დაბნეულად დაბორიალობდნენ სივრცეში;
მაშინაც კი, როცა თანამოსაუბრეზე ჩერდებოდნენ, კაპიცა მათ წინ მდგომი კაცის მიღმა მიაპყრობდა
ხოლმე, თითქოს უნდოდა ეს კაცი გამჭოლი ხედვით დაენახა.

პეტრე ლეონიდეს ძე
მძიმედ წამოდგა სავარძლიდან და მაგიდას შემოუარა, თან ყავისფერ ზამშის ქურთუკზე ელვა-შესაკრავს
მაღლა ეწეოდა. მან გულგრილად, არცთუ მაგრად ჩამომართვა ხელი და კვლავ თავის სავარძელს
დაუბრუნდა. თვალში გეცემოდათ  მისი ჩასკვნილი,
ოდნავ წინ წახრილი ტანი.

ცოტა დრო როდი გავიდა,
სანამ ხმამაღლა, დამარცვლით და არასწორად წაიკითხა ჩემი სახელი და მამის სახელი.

– ქათველი ხართ?

– ქართველი გახლავართ.

– თქვენ თიბლისში
ცხოვრობთ? (სწორედ ასე თქვა – “თიბლისში”).

– დიახ. უკვე ხუთი
წელიწადია იქ ვცხოვრობ მას შემდეგ, რაც მოსკოვში ვიმუშავე ორიოდე წელი.

– რამდენი წლისა ხართ?
ოცდაცხრის? სად სწავლობდით? ლენინგრადის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, – დაფანტულად იმეორებდა
იგი ჩემს პასუხებს ფრაზის ბოლოსაკენ დაწეული ინტონაციით. – მე ნათესავები მყავდნენ
ქართველები – ჩუხჩუვაძეები. ისინი წარმოშობით თიბლისიდან იყვნენ. საქმე ისაა, რომ პაპაჩემი
გენერალი სტებნიცკი დიდხანს მუშაობდა კავკასიის კარტოგრაფიული სამმართველოს უფროსად,
– წარმოთქვა კაპიცამ, თან ჩემ მიღმა იცქირებოდა.

– დიახ, ჭავჭავაძე
– ეს ჩვენში ერთობ ცნობილი გვარია; გრიბოედოვის ცოლი, სხვათა შორის, ჭავჭავაძეების
ოჯახიდან იყო.

– მართალი ხართ,
– თქვა პეტრე ლეონიდეს ძემ, მაგრამ  ჩემი შესწორება
არ მიიღო, – ჩუხჩუვაძე – ეს თქვენთან ძალიან ცნობილი გვარია. ჩვენ ყოველთვის ახლოს
ვიყავით ზავრიევებთან, რომლებიც გარეთა ბიძაშვილებად მერგებიან. იცნობდით იმათ?

– როგორ არა, მე ვიცნობ
კირიაკ სამსონის ძე და დავით ქრისტეფორეს ძე ზავრიევებს, ოღონდ, სიმართლე გითხრათ,
არ ვიცოდი, რომ ისინი ჭავჭავაძეების ნათესავები არიან.

– ჰო, არც მე ვიცოდი..
– ამოღერღა პეტრე ლეონიდეს ძემ; როგორც ჩანს, განიზრახა ქართველებთან ნათესაობის უარყოფა,
რაკი ენათესავებოდა ისეთ სომხებს, რომლებიც სულაც არ იყვნენ ჭავჭავაძეთა ნათესავები.

– აბა, მომიყევით
თქვენი  ამბები, – მომმართა და ისევ  გააბოლა მინიატიურული ჩიბუხი, რომელიც შემდგომ  ჩემს მფლობელობაში გადმოვიდა: მარცხენა ხელით ყავისფერ
ზამშის ქურთუკზე რამდენ- ჯერმე მოსინჯა ელვა-შესაკრავის ძვრია, მარჯვენა ხელით მარცხენა
ყურს ზემოთ გაყოფილი და მარჯვენა  ყურისკენ მიმართული თმები დაიტკეპნა; ასე მოემზადა
მოსასმენად, თან მზერა მომაპყრო.

– თქვენ, მაშასადამე,
თიბლისის უნივერსიტეტში კათედრას ხელმძღვანელობთ?

სათქმელი ითქვა,  შეკითხვები დაისვა,  პასუხები გაიცა,  ახლა რა იქნება? პაუზა რაღაც დიდხანს გრძელდება!

– ჰოდა,  ასე. მე პირადად წინააღმდეგი როდი ვარ,  რომ  ჩემთან
ინსტიტუტში წაიმუშაოთ, თუმცა, მართალი გითხრათ, ძალიან ბევრი მთხოვს მიღებას… თქვენ,
გეტყობათ, საზრიანი და აქტიური კაცი ხართ: 27 წლისამ ასეთ ძნელ პირობებში კათედრა შექმნას,
მერმე კიდევ უხელმძღვანელოს… რამდენის  იყავით,
როცა დაიცავით? ოცდახუთის… მაშ ასე: მე თვითონ ერთპიროვნულად არასოდეს არ ვწყვეტ
საკითხს – ავიყვანო თუ არა თანამშრომელი. ეს ჩემი ინსტიტუტის მეცნიერთა კოლექტივმა
უნდა გადაწყვიტოს. თქვენ, მართალია, თანამშრომელი კი არა, მივლინებით გამოგზავნილი
იქნებით, მაგრამ წესები ერთნაირი მაქვს. ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ იმას, რომ
ჩემს ლაბორატორიებში მუშაობდნენ ნიჭიერი ახალგაზრდები – მოსკოვისა თუ  სხვა ქალაქების ინსტიტუტების წარმომადგენლები. მგონია,
რომ  ადგილებზე დაბრუნებისას ისინი საბჭოთა
კავშირის ყველა ქალაქში თან ჩაიტანენ ფიზიკური ექსპერიმენტის კულტურას, ეს გაცილებით
უფრო სასარგებლოა, ვიდრე ერთ ადგილას გქონდეს ერთი დიდი ინსტიტუტი, რომელიც სამუდამოდ
გადაიბირებს ყველაზე უფრო ნიჭიერებს.

შემდგომ მე მომეჩვენა,
რომ  ეს არ იყო საკითხის ერთადერთი გადაწყვეტა.
აბრამ თევდორეს ძე იოფემ უდიდესი წარმატებების მოპოვება შეძლო სსრ კავშირში ფიზიკის
განვითარებაში. ამას მან მიაღწია ქვეყნის ვეებერთელა ტერიტორიის სხვადასხვა ადგილას
კარგად დაკომპლექტებული  და სრულფასოვანი კოლექტივების
დასახლების გზით, რომლებსაც ცენტრიდან უჭერდა მხარს. ასე ჩამოყალიბდა ინსტიტუტები ტომსკში,
სვერდლოვსკში, ხარკოვში, დნეპროპეტროვსკში. მარტოხელებს კი აბა რა შეუძლიათ? მარტოხელა
შეიძლება ადვილად ჩაკვდეს და თუნდაც ყველაზე საუკეთესო ინსტიტუტში შეძენილი სიკეთე
წყალში ჩაეყაროს, თუ  ადგილზე დაბრუნების შემდეგ
ისევ  რუტინისა და მეცნიერების ჭეშმარიტი ამოცანების
გაუგებლობის პირობებში მოექცევა.

 

– სიტყვამ მოიტანა
და, – განაგრძობდა კაპიცა, – ჩემი მასწავლებელი რეზერფორდი ზუსტად ასევე იქცეოდა: ყოველთვის
ჰყავდა ოცდაათი ახალგაზრდა და უნარიანი მოწაფე, რომლებსაც შემდეგ სხვა უნივერსიტეტებში
უშვებდა, თავისთან კი ყველაზე ნიჭიერებს იტოვებდა… ასე რომ, მოდით, შევთანხმდეთ:
უახლოეს ოთხშაბათს თქვენ მოხსენებას კითხულობთ ჩემს სემინარზე,  მოხსენების მერე კი გადავწყვეტთ, დარჩებით თუ არა.
მოგვიყევით ერთ-ერთი თქვენი შრომის შესახებ, ჩვენ კი ვნახავთ. მანამდე  ჩემს ლაბორატორიებს გაეცანით, მე ვინმეს დავავალებ,
რომ დაგათვალიერებინოს.

– გმადლობთ, პეტრე
ლეონიდეს ძევ, ჩემმა  მეგობრებმა უკვე დამათვალიერებინეს.

– განა ჩემი თანამშრომლებიდან
იცნობთ ვინმეს?

– როგორ არა, ალექსანდრე
იოსების ძე ერთ დროს ჩემი ფაკულტეტის დეკანიც გახლდათ პოლიტექნიკურში…

– აჰაა! მეც ხომ ლენინგრადში
ვსწავლობდი პოლიტექნიკურში… აბა, როგორ მოგეწონათ ჩემი ინსტიტუტი?

– პეტრე ლეონიდეს
ძევ! განა მაგას კითხვა უნდა? ყველაფერი, რაც ვნახე, შესანიშნავია!

– ჰოდა  ძალიანაც კარგი, თუ მოგეწონათ. მოხარული ვარ, რომ
გაგიცანით. ნახვამდის.

– ნახვამდის, პეტრე
ლეონიდეს ძევ! დიდი მადლობა ყველაფრისათვის.

– მადლობა ჯერ ნაადრევია,
ყველაფერი ოთხშაბათს  გადაწყდება.

უკან-უკან დახევით
გამოვედი  კაბინეტიდან, მერე და ვისი კაბინეტიდან:
აკადემიკოსი  კაპიცა,  სამეფო საზოგადოების წევრი, ფიზიკის პრობლემების
ინსტიტუტის (უჰ, რა სახელი ჰქვია!) დირექტორი, კემბრიჯში ლაბორატორიის (სიტყვამ მოიტანა
და, მგონი, სპეციალურად მისთვის ააშენეს) ყოფილი დირექტორი, თვით დიდი რეზერფორდის
ყოფილი მოწაფე.

აი, აქ კი გვარიანად
წამიხდა გუნება.

Targmna Tamaz ebanoiZem

შიშს დიდი თვალები აქვს

0

უზარმაზარ
სპორტულ დარბაზში შევედი. იქაურობას სწრაფად მოვავლე თვალი. ადგილები მხოლოდ წინ დარჩენილიყო.
არც იყო გასაკვირი – წინ ჯდომა არავის უნდოდა. სკამი გამოვწიე და მოვკალათდი. მთელი
სხეული დაძაბული მქონდა. უხილავი სპაზმი გულთან იწყებოდა, მთელ სხეულს მოივლიდა და
მუცლის ქვედა მხარეს იშლებოდა. ვცდილობდი, არავის შეემჩნა, რაც ჩემს თავს ხდებოდა.
ტვინი მომართული იყო და რაღაცნაირად გუგუნებდა.

გამოვიდა
ასაკოვანი კაცი კონვერტით ხელში, მკაცრი მზერა მოგვავლო, კონვერტიდან ფურცელი ამოიღო
და დაფაზე დაწერა:

 

1.
დიდაქტიკა სულხან-საბა ორბელიანის შემოქმედებაში;

2.
პატრიოტიზმი ალექსანდრე ყაზბეგის შემოქმედებაში;

3.
წიგნი ჩემი მეგობარია (თავისუფალი თემა).

 

გულთან
ერთი სპაზმი კიდევ წარმოიქმნა და ისე გაიშალა, მეგონა, მთელი სათლი ცივი წყალი გადამასხეს.
უიღბლო ვარ. სხვა მწერლები მერჩივნა. რჩება თავისუფალი თემა. გარეთ დედა მელოდება,
მელოდება და ნერვიულობს. მისი ღალატი არ შეიძლება! არა, კი არ მისაყვედურებს, მაგრამ
გული ეტკინება.

„წიგნი
ჩემი მეგობარია”. დიახ, მართლაც არის
. ავდგები
და სწორედ
წაკითხულ წიგნებში ვიმოგზაურებ.
ამიტომ ვიწყებ:

„ადამიანი,
რომელსაც ფიქრისა და განსჯის უნარი აქვს, არასოდეს არის მარტო, რადგან „ფიქრი უსაზღვროა
ვითა სამყარო” (ვაჟა)…”

გამოცდაზე
ფრიადი დავიმსახურე, სტუდენტიც გავხდი და სექტემბრამდე დამსახურებული დასვენება მერგებოდა.
ზაფხულის ერთ საღამოს მეგობარმა წყნეთში დამპატიჟა. იქიდან უკვე შებინდებულზე წამოვედი.
ტაქსი გამიჩერეს და გამომიშვეს. მძღოლს გზის მოჭრა განუზრახავს და ბილიკზე გადაუხვევია,
რომელიც საბურთალოს სასაფლაოზე გადიოდა. მანქანით მგზავრობისას ჩვევად მაქვს – ფიქრის
იქითა სამყაროში მივდივარ ხოლმე. მაშინაც ასე ვიყავი ფიქრში გართული და უცაბედად, რეალობაში
დაბრუნებულმა, აღმოვაჩინე, რომ უცნობ ლდათადამიანთან ერთად საფლავებს შორის მივქროდი.
ხვდებით ალბათ, რაც დამემართებოდა, მაგრამ თავი ხელში ავიყვანე, ხმა, რაც შემეძლო,
გავიმკაცრე და ვიკითხე, აქ რას ვაკეთებთ-მეთქი. სავსებით გულწრფელი პასუხი მივიღე –
გზას ვიმოკლებთო…

იმხანად
1
6 წლის ვიყავი. ის უცნაური სპაზმები
კი შიშისა და მზადყოფნის ჰორმონის ადრენალინის დამსახურება გახლდათ.

მაინც
რა ხდება ჩვენს ორგანიზმში, როცა გვეშინია ან ვღელავთ?

მაშ
ასე, ჩვენ გვეშინია, ვიძაბებით და ქვეცნობიერად მოქმედებისთვის ვემზადებით. მოქმედება
ორგვარია – ფიზიკური და გონებრივი. თუ ფაფარაშლილ ლომს გადავაწყდი, უთუოდ შემეშინდება
და გავიქცევი. არა,   ვაზვიადებ, რა თქმა უნდა
,ვერსადაც ვერ გავექცევი, მაგრამ ხომ ვცდი? ზემოთ აღწერილ გამოცდაზე
კი გონებრივი შესაძლებლობების ზედმიწევნით გამოყენება დამჭირდა. ორივე შემთხვევაში
ჩვენ გლუკოზას ვჟანგავთ, რომელიც სანაცვლოდ ATP-ს – ენერგიას გვიბრუნებს. ღვიძლში გვაქვს
ცხოველური სახამებელი – გლიკოგენი. მცირე რაოდენობით ეს ნივთიერება კუნთებშიც არის.
სწორედ მისი დაშლის შედეგად გამოთავისუფლდება გლუკოზა. თუმცა ამ პროცესს, გლიკოგენის
დაშლას, „ჩამრთველი” სჭირდება. სწორედ ამ „ჩამრთველის” როლს ასრულებს ღვიძლისა და კუნთების
უჯრედებში ადრენალინი და გლუკაგონი (ეს უკანასკნელი მხოლოდ ღვიძლში არეგულირებს პროცესს).

ადრენალინი
„თავდაცვის, შიშისა და მზადყოფნის” ჰორმონია. მისი გამოყოფა იმატებს, როდესაც რამისა
გვეშინია, ვნერვიულობთ, როდესაც საპასუხო რეაქცია უნდა გამოვამჟღავნოთ. მაგალითად,
გამოცდაზე თავი ღირსეულად წარმოვაჩინოთ, საფლავებს შორის გზაზე სიარულის მოყვარულ ტაქსის
მძღოლს მშვიდობიანად დავშორდეთ. და ჰო, კიდევ ფაფარაშლილ ლომს გავექცეთ.

როგორც
კი ადრენალინი სისხლში მოხვდება, ემოციების მთელ კასკადს იწვევს:

*
აჩქარებს გულისცემას;

*
მისი გავლენით ვიწროვდება კუნთების, მათ შორის – მუცლის კუნთების, სისხლძარღვები; ნაწლავის
კუნთები, პირიქით, ეშვება;

*
თვალის გუგები ფართოვდება. დიახ, ცნობილი გამოთქმა, შიშს დიდი თვალები აქვსო, სწორედ
აქედან იღებს სათავეს.

ზოგიერთი
ადრენალინს სიყვარულის ჰორმონსაც უწოდებს – შეყვარებული ადამიანი სიყვარულის ობიექტის
დანახვისას ადრენალინს გამოყოფს და განიცდის ყველაფერს, რაც ზემოთ ჩამოვთვალეთ. იქნებ
იმიტომ, რომ ეშინია, რამე არ შეეშალოს…

გამოყოფილი
ადრენალინი უჯრედის პლაზმურ მემბრანაში არსებულ სპეციფიკურ რეცეპტორებს უკავშირდება
და მათთან ერთად მემბრანულ ფერმენტ ადენილატციკლაზას ააქტიურებს. ეს უკანასკნელი პროტეინკინაზების
(ფერმენტების) მთელ წყებას „გამოაღვიძებს”, რის შედეგადაც გლიკოგენის სინთეზის მარეგულირებელ
ერთ-ერთ ფერმენტს – გლიკოგენსინთაზას თრგუნავს. ითრგუნება სინთეზი და იწყება მისი საპირისპირო
პროცესი – დაშლა. გამოყოფილი გლუკოზა დაჟანგვის გრძელ გზას გადის და გზადაგზა ATP-ს
წარმოქმნის. ის სამ მაკროერგულ ანუ ენერგიით მდიდარ ბმას შეიცავს. ეს ბმები წყდება
და თითოეული 14,7 კჯ ენერგიას გვაწვდის. ერთი მოლეკულა გლუკოზის დაჟანგვა კი 23 მოლეკულა
ATP-ს  გამოათავისუფლებს. შედეგად? შედეგად,
ვწერთ, ვპასუხობთ, საფლავებს შორის მიმავალი ბილიკიდან სწორ და ნათელ გზაზე მშვიდობიანად
გამოვდივართ, ლომს პირში ჩალაგამოვლებულს ვტოვებთ (როგორც ცნობილი კანადელი მეცნიერი
დეივ სალმონი
) და ვისაც გვინდა
თავი მოვაწონოთ, ვაწონებთ.

თუ
ლაბორატორიაში ადრენალინი გაქვთ შემონახული, მაშინ მასზე რამდენიმე ექსპერიმენტს ჩაგაწერინებთ:

1.
ადრენალინის 0,5 მლ ხსნარს დაუმატებენ 1%-იანი კალიუმის იოდატის 1 მლ-ს და 10%-იანი
ძმარმჟავას ან ორთოფოსფორმჟავას   10 წვეთს.
ნარევს 60-650
C-მდე
გააცხელებენ. წარმოიქმნება მუქი მოწითალო-იისფერი ნივთიერება.

2.
0,5 მლ ადრენალინის ხსნარს დაუმატებენ 2 მლ წყალს და  3%-იანი რკინის
(III) ქლორიდის 2 მლ-ს. ხსნარი მაშინვე ლაჟვარდისფერი გახდება, რაც რკინის ფენოლატის
წარმოქმნის შედეგია. ერთ წვეთ ამონიუმის ჰიდროქსიდის 10%-იან ხსნარსაც თუ დაუმატებთ,
ჯერ ალუბლისფერს მიიღებთ, მერე – ყავისფერს.

3.
სინჯარაში ათავსებენ 1%-იანი სულფანილის მჟავას 1 მლ-ს, 5%-იანი ნატრიუმის ნიტრიტის
1 მლ-ს, ადრენალინის ხსნარის 2 მლ-ს და 10%-იანი ნატრიუმის კარბონატის 1 მლ-ს. ადრენალინისა
და დიაზორეაქტივის ურთიერთქმედების შედეგად წითელი ფერის პროდუქტები წარმოიქმნება.

ადრენალინი
თირკმელზედა ჯირკვლის ტვინოვანი ნივთიერების ძირითადი ჰორმონია. ის არის პირველი ჰორმონი,
რომელიც 1901 წელს კრისტალური სახით მიიღეს. მოგვიანებით მისი სინთეზურად მიღებაც გახდა
შესაძლებელი.

ადრენალინის
სინთეზი ამინმჟავა თიროზინისგან ხდება. პროცესი ასე მიმდინარეობს:

მეშინია…
„მეშინია, რომ გამოცდას ვერ ჩავაბარებ”, „მეშინია, რომ სამსახურში წარმატებას ვერ მივაღწევ”,
„მეშინია სახალხოდ ჩემი აზრის გამოთქმის”, „მეშინია, რომ უარყოფილი ვიქნები”, „მეშინია,
რომ როგორც პიროვნება ვერ შევდგები”… რამდენს უთქვამს ეს ფრაზები თავისთვის, გულში,
ან თუნდაც სხვის გასაგონად…. ზოგიერთი ისე შორს მიდის, რომ თავისივე შიშის ეშინია,
ამიტომაც ნებდება მას.

მოკლედ,
გვეშინოდეს, ოღონდ ვიმოქმედოთ. მთავარია, ძალიან არ შეგვეშინდეს და შიშს თავიც არ გადავაყოლოთ.

ერთი
სახელმწიფოს მეფეს სიკვდილმა შეუთვალა, შენს ქვეყანაში შავი ჭირით მოვდივარ და დამხვდიო.
მეფეს თავისი ხალხი უყვარდა, ამიტომ სიკვდილს შეევედრა, ბევრს ნუ წაიყვანო. მხოლოდ
ხუთსო, დაჰპირდა სივდილი. შავი ჭირის ეპიდემიის შედეგად 700 კაცი გარდაიცვალა.


სულ არ გრცხვენიაო? – ჰკითხა მეფემ სიკვდილს, – ეს  არის შენი პირობაო?


შავი ჭირით ხუთი კაცი გარდაიცვალა, – მიუგო სიკვდილმა, – დანარჩენებს შიშისგან გული
გაუსკდათო.


შიშს
დიდი თვალები აქვს!

„დაბრუნება“ ან „სკოლაში ვბრუნდები“, ან რაღაც ამგვარი

0

პირველი პოსტი ამ გაზეთში 2012 წლის 2 მარტს დავწერე.
აი, ასეთი, ცოტა დაბნეული, მაგრამ ძალიან გულწრფელი გამოვიდა, თავადაც ნახეთ:
https://mastsavlebeli.ge/index.php?action=page&p_id=12&id=5 .

იმ დღესაც და, საერთოდ, ყოველდღე ვიცოდი, რომ ოდესმე
აუცილებლად დავწერდი პოსტს, რომელსაც სათაურად ექნებოდა „დაბრუნება” ან „სკოლაში ვბრუნდები”,
ან რამე ამგვარი.

ჰოდა, ახლა,ამ გრილ და ქარიან ზაფხულის საღამოს ვზივარ სამუშაო
მაგიდასთან და ვწერ. შუაღამე ჯერ არ იწვის და არ დნება,
ფიქრისა და განსჯისათვის მთელი საღამო მაქვს.

ვიხსენებ ყველა ჩემს მოსწავლეს, ვიხსენებ ყველა ჩემს
მასწავლებელს.

მახსენდება ჩემი კლასელი ბექა და მისი ერთ-ერთ გაკვეთილზე
ახეული ყური.

(ზედმეტი მოუვიდა მასწავლებელს)

მახსენდება უხვსტეპიანი ჯავახეთი, სოფელი ბარალეთი,
ულამაზესი ჯავახი გოგო-ბიჭები, რომელთაც საზაფხულო სკოლის ფარგლებში წერას, ხატვას,
აზროვნებას ვასწავლიდით.

თვალწინ მიდგას მათი საღებავებით მოსვრილი თითები,ბედნიერი მშობლები, რომელთაც ძალიან უხაროდათ ჩვენი
სკოლა, მიუხედავად იმისა, რომ მკისა თუ თივის შეგროვების რთულ სამუშაოებზე დამხმარე
ძალა აკლდებოდათ.

მახსენდება ჩემი პირველი გაკვეთილი მეათეკლასელებთან,
შეშინებულს, პირი მიშრებოდა – რომელი გამოცდა შეედრება, თუნდაც ყველაზე რთული, რომელი
მზექალა შანიძისა თუ ნათელა ქუთელიასი.

მახსენდება მედიკო დეიდა, დედაჩემის მეგობარი, რომელმაც ფრანგული ენა
მასწავლა. პირველად რომ არტურ რემბოს ლექსი ვთარგმნე, სწორედ მისი და ამ გაკვეთილების
დამსახურებაა.

ჩემი ქართულის მასწავლებელი, რომლის გარდაცვალებაც სულ
შემთხვევით გავიგე, ჩემი ახალი წიგნით ხელში მივადექი სახლში და…

გონებაში რიგრიგობით გადავთვალე ყველა პოეტი-მასწავლებელი
– გაბრიელა მისტრალი,
რობერტ ფროსტი, გალაკტიონ ტაბიძე, ნიკო სამადაშვილი…

ნეტავ როგორი მასწავლებელი იყო ნიკო სამადაშვილი-მეთქი,
ამას წინათ ვიკითხე და ერთადერთი პასუხი მივიღე –  ალბათ სევდიანიო.

მე კი წვრილმანები მაინტერესებს. ნეტავ ისიც ამბობდა, რომ ალექსანდრე ჭავჭავაძის
ლექსი „ვაჰ, სოფელსა ამას” აუცილებელი საზეპიროა, ან რომ ყველა ქართველი პოეტის ყველა
სამიჯნურო ლექსში სამშობლო იგულისხმება, ან რომ ვაჟა-ფშაველა მეტეორივით შემოიჭრა ქართულ
ლიტერატურაში? თუ უბრალოდ ხმადაბლა მოუთხრობდა ბავშვებს ნიკოლოზ ბარათაშვილის უიღბლო
სიყვარულის შესახებ და ხელი ოდნავ უკანკალებდა, როცა დაფაზე წერდა ზმნის მესამე სერიის
ფორმებს.

მთელი ეს ხანი, ჩემი მასწავლებლობიდან ჩემს მასწავლებლობამდე,
ძალიან ხშირად მესიზმრებოდა სკოლა და ეს არ ყოფილა ჩემი ყველაზე ტკბილი და უშფოთველი
სიზმრები. ეს უფრო ისეთი სიზმრები იყო, როცა ძილში ვლაპარაკობ და შეშინებულს მეღვიძება.

ჩემს მეგობარს, ირაკლი კაკაბაძეს, ერთი ლექსი აქვს:

 

„დაიწყო დილიდან

და ყოველდღიურად გრძელდება ძილამდე.

ძილში კი სიზმრებად მოდიან ბავშვები,

მოდიან ბავშვები და ნიშნებს მიწერენ,

ვიჭრები კითხვებში,

ვიჭრები წერაში

და კიდევ ლექსებში,

რომლებიც ზეპირად არ ვიცი….”

 

ზუსტი ლექსია, ზედმიწევნით ზუსტი.

 

მოკლედ. სკოლაში ვბრუნდები და ყველა ჩემს შეცდომას ვიხსენებ
და ვაანალიზებ.

კარგად უნდა იცოდე საგანი“, – ჩამძახის უხილავი ხმა.

ჰო, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. ამის დასტური ჩემი
ბავშვობის რუსულის გაკვეთილია, როცა მასწავლებელსა და მე ესენინისა თუ მანდელშტამის
პოეზიაზე დიალოგი გვქონდა გამართული, კლასში კი ქაღალდის თვითმფრინავები დაფრინავდნენ,
კალმები და წიგნები ცვიოდნენ.

„ძალიან უნდა გიყვარდეს ბავშვები”, – იგივე ხმაა.

ესეც არ კმარა. თვალწინ მიდგას ერთ-ერთი სკოლის ისტორიის
გაკვეთილი, რომელსაც დავესწარი. მასწავლებელსა და მოსწავლეებს შორის გულითადი, სიყვარულით
სავსე ატმოსფერო სუფევდა, თუმცა ახალგაზრდა მასწავლებელი დიდი ენთუზიაზმით ჰყვებოდა
არმაზის „ორენოვან ქართულ წარწერაზე”. დასკვნები თავად გამოიტანეთ…

ხმა ბევრ რამეს ჩამძახის და მე ადრინდელზე მეტად ვღელავ,
ადრინდელზე მეტად მეშინია და ადრინდელზე ბედნიერი ვარ იმის გამო, რომ ყველაზე უფრო
გახსნილ, გულწრფელ, თავისუფალ და სიცოცხლით სავსე ადამიანებს უნდა ველაპარაკო ჩემი
ცხოვრების ყველაზე დიდ სიყვარულზე – ქართულ ენაზე.

ჰოდა, წარმატება მისურვეთ! 

როგორ სწავლობენ ბავშვები კითხვას თავისით (პირველი ნაწილი)

0

სკოლის გარეშე განათლებამიღებულის გამოცდილება ბავშვების
მიერ კითხვის თავისით სწავლის შესახებ


გამოქვეყნებულია 2010 წლის 24 თებერვალს, ჟურნალში
Freedom to Learn

ჩვენს კულტურაში,
საზოგადოდ, მიღებულია, რომ ბავშვებს კითხვა უნდა ვასწავლოთ. უამრავი კვლევა
ტარდება იმის შესახებ, როგორ მოვიფიქროთ ბავშვებისთვის კითხვის სწავლების
მეცნიერულად გამართული და საუკეთესო გზა.

ნებისმიერი
უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში ნახავთ წიგნებისა და ჟურნალების უსასრულო მწკრივებს, რომლებიც
მხოლოდ კითხვის სწავლების საკითხებს ეხება. საგანმანათლებლო წრეებში, ათწლეულებია მიმდინარეობს
გახურებული დებატები – „კითხვის ომები”. ერთნი ამტკიცებენ, რომ აქცენტი კითხვის
სწავლების ფონეტიკურ მეთოდზე

[1]

უნდა გამახვილდეს, ხოლო მეორენი ფეხს არ იცვლიან კითხვის სწავლების ე.წ. „მთლიანი
ენის” (whole language


[2]

) მიდგომიდან.

ჩატარდა არაერთი კონტროლირებადი
ექსპერიმენტი, რომლებიც ამ მეთოდების ავკარგიანობას იკვლევდა და რომლებშიც
ექსპერიმენტებს საბავშვო ბაღისა და სკოლის პირველი კლასების აღსაზრდელებზე
ატარებდნენ. „ფონეტიკური” მეთოდის მომხრეები ამტკიცებდნენ, რომ მათ „გაიმარჯვეს”, ხოლო
„მთლიანი ენის” მეთოდის ადეპტები ექსპერიმენტის შედეგების „გაყალბების” შესახებ
უჩიოდნენ.

ამერიკის სტანდარტული
სკოლების გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ბავშვებს უჭირთ კითხვის სწავლა. უზარმაზარი
დრო და ენერგია იხარჯება კითხვის სწავლებაზე სკოლამდელი წლებიდან (ინგლ.
პრე-სქული/pre-school) პირველადი სკოლის წლების (6-დან 12 წლამდე ასაკის
ბავშვებისათვის) ჩათვლით. უფრო მეტიც – განმანათლებლები ურჩევენ სკოლამდელი ასაკის
ბავშვების მშობლებს, თავიანთ პატარებს კითხვა სკოლამდე ასწავლონ, რათა მოამზადონ
ისინი სკოლაში საკითხავი ინსტრუქციების დასაძლევად. ამ წარმონაქმნის – კითხვის
სწავლების საინსტრუქციო მასალების გარშემო, უზარმაზარი ინდუსტრია და მარკეტინგული
სივრცე ჩამოყალიბდა. უსასრულოა ინტერაქტიული კომპიუტერული პროგრამების, ვიდეოებისა
და სპეციალური მიმდევრობით შექმნილი წიგნების რაოდენობა – როგორც მათი ავტორები
ამბობენ, ეს „მეცნიერული” მასალებია და ისინი სპეციალურადაა მოფიქრებული
ფონეტიკისა და დამწყები მკითხველების საკითხავი ჩვევების განსავითარებლად.

ცოტა ხნის წინ კოგნიტიური
ფსიქოლოგიის დარგში მომუშავე ორი მეცნიერის სტატია წავიკითხე, რომლებიც
ამტკიცებენ, რომ კითხვის სწავლების ინსტრუქციაში, მომდევნო ნაბიჯი ინდივიდუალიზებული
ინსტრუქციები იქნება. ამ ავტორების თანახმად, გამოყენებულ იქნა ტვინის „წარმოსახვის-იმეჯინგის”
(ინგლ. Imaging – ვიზუალიზაცია) თანამედროვე მეთოდები, რათა ასახულიყო თითოეული
ბავშვის სწავლის უნიკალური სტილი. მათი მტკიცებით, შესაძლებელი გახდება, თითოეული
ბავშვისთვის შეიქმნას ინდივიდუალიზებული ციფრული სატექსტო პროგრამები, რომლებშიც გათვალისწინებული
იქნება ბავშვის მიერ მასალის ათვისების უნიკალური საჭიროებები და გზები. ავტორები
და მათი კოლეგები, მათივე მტკიცებით, აგრძელებენ ასეთი სისტემების შესწავლას და
მათ შექმნას.

მე ეს უბრალოდ
სისულელედ მიმაჩნია. თითოეული ბავშვის უნიკალური საჭიროება, რომელიც კითხვის
სწავლას ეხება, არა მარტო ტვინის მოწყობაში არსებულ განსხვავებებზეა დამოკიდებული,
არამედ იცვლება დღიდან დღემდე, მომენტიდან მომენტამდე და ეფუძნება ბავშვის სპეციფიკურ
გამოცდილებას, სურვილებსა და მისწრაფებებს, რომლებსაც ბავშვი თვითონვე
აკონტროლებს. მე მაშინ დავუჯერებ ამ მეცნიერებს, თუ ტვინის „იმეჯინგის” მეშვეობით
შეძლებენ ბავშვების ოცნებების შინაარსისა და მისწრაფებების წინასწარ გამოცნობას.

კითხვის
სწავლების მეთოდებში არსებული ამ საგიჟეთის ფონზე ძალიან კონტრასტულად გამოიყურება
ე.წ.
“ანსქულერების”
(unschooler – ინგლისურ-ამერიკული ტერმინი, რომელიც აღნიშნავს „სკოლაში-რომ-არ-უვლია”,
ისეთ ბავშვს, ლ.ა.) მოძრაობისა და სადბერის სკოლის „არასკოლური” გამოცდილების
მიმდევრების შეხედულებები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ კითხვის სპეციალურად სწავლება
საერთოდ არ არის საჭირო! თუ ბავშვები განათლებულ გარემოში იზრდებიან და მათ
გარშემო კითხვის მოყვარული ადამიანები ცხოვრობენ, ისინი თავისით ისწავლიან კითხვას.

რა თქმა უნდა,
ბავშვები დასვამენ შეკითხვებს კითხვის სწავლისას და კითხვის მცოდნეებისგან
მიიღებენ პროცესისათვის აუცილებელ მითითებებს, მაგრამ მთავარი ის არის, რომ
ბავშვები თვითონვე მართვენ ამ პროცესს და ინციატივა მათგანვე წამოვა. სწორედ ეს
გახლავთ ინდივიდუალური სწავლა და მას არ სჭირდება ტვინის „იმეჯინგი” ან კოგნიტიური
მეცნიერების მცდელობები. კითხვის სწავლა ბავშვების გარშემო მყოფი ადამიანებისგან
მოითხოვს მინიმალურ ძალისხმევას, ხოლო თავად ბავშვისგან – პროცესზე კონცენტრაციას.
ყოველმა ბავშვმა თვითონ იცის, როგორია მისი სწავლის სტილი, იცის, რისთვის არის იგი
მზად და ნებისმიერ რამეს შეისწავლის მხოლოდ თავისთვის დამახასიათებელი წესით, თავისივე
უნიკალური გრაფიკით.

21 წლის წინ ბაკალავრიატის
ორმა სტუდენტმა (მე მათი ლექტორი ვიყავი) ჩაატარა გამოკვლევა თემაზე „როგორ
სწავლობენ კითხვას ბავშვები სადბერის სკოლაში”. ეს ის სკოლაა, სადაც ბავშვები მთელი
დღის განმავლობაში იმით არიან დაკავაბული, რაც თავად აინტერესებთ. ჩემმა
სტუდენტებმა შეარჩიეს სადბერის სკოლის თექვსმეტი მოსწავლე, რომელებმაც კითხვა სკოლაში
შესვლის შემდეგ შეისწავლეს, მაგრამ ამისთვის სპეციალური ინსტრუქტაჟი ან
გაკვეთილები არ ჩატარებიათ. ისინი გაესაუბრნენ ამ მოსწავლეებს, მათ მშობლებსა და
სკოლის პერსონალს, რათა ზედმიწევნით გაერკვიათ, როდის, როგორ და რატომ ისწავლა
კითხვა თითოეულმა ბავშვმა. რაც ამ კვლევით გამოირკვა, ის იყო, რომ დასკვნების
განზოგადება-გენერალიზაცის ყველა მცდელობა შეუძლებელი აღმოჩნდა. მოსწავლეებმა კითხვის
სწავლა სხვადასხვა ასაკში დაიწყეს – 4-დან 14 წლამდე პერიოდში.

აღმოჩნდა, რომ
ზოგმა მოსწავლემ კითხვა ძალიან მალე შეისწავლა – ანბანის სრული არცოდნიდან თავისუფლად
კითხვამდე სულ რამდენიმე კვირაში; სხვებს ბევრად მეტი დრო დასჭირდათ. ზოგიერთი
სწავლობდა გაცნობიერებულად, ფონეტიკაზე სისტემატური მუშაობის გზით და სხვების
დახმარებით. სხვები უბრალოდ გზადაგზა ითვისებდნენ და ერთ მშვენიერ დღესაც „აღმოაჩენდნენ”,
რომ თავისუფლად შეეძლოთ კითხვა, თუმცა ვერფრით იხსენებდნენ, როგორ მოახერხეს ეს.
ასევე არ არსებობდა არავითარი სისტემური დამოკიდებულება კითხვის სწავლის დაწყების ასაკსა
და ინტენსიური კითხვის პერიოდს შორის. ყველაზე „გაუმაძღარი” მკითხველებიდან ზოგმა
კითხვა ძალიან ადრე ისწავლა, ზოგმა კი მოგვიანებით.

ჩემი ვაჟიშვილი,
რომელიც სადბერის სკოლაში მუშაობს, მეუბნება, რომ ეს (ბაკალავრიატის სტუდენტების
მიერ ჩატარებული) გამოკვლევა უკვე მოძველდა. მისი დაკვირვებით, სადბერის სკოლის
დღევანდელი მოსწავლეები კითხვას ადრეულ ასაკში სწავლობენ, ბევრად უფრო ნაკლები
გაცნობიერებული ძალისხმევით, ვიდრე ადრეულ წლებში. ამის მიზეზად იგი დღევანდელ
კულტურას ასახელებს. კულტურას, რომელშიც ადამიანებს ერთმანეთთან მუდმივი
კომუნიკაცია აქვთ ტექსტის (ნაწერის, ნაბეჭდის) მეშვეობით – კომპიუტერულ თამაშებში,
ელექტრონული ფოსტით, ფეისბუქით, მობილური ტელეფონის ტექსტური მესიჯებით და სხვა. საზოგადოდ,
დაწერილი სიტყვები დიდად არ განსხვავდება სამეტყველოსგან, ამიტომაც სამეტყველო
ენის გაგებისთვის ადამიანის განკარგულებაში არსებული ბიოლოგიური საშუალებები ავტომატურად
გამოიყენება კითხვისა და წერის (ან ბეჭდვის) სასწავლად. სიამოვნებით გამოვიკვლევდი
ამ პროცესს, თუმცა ჯერ ვერ მოვიფიქრე, როგორ გავაკეთო ეს ცდისპირის შეწუხების გარეშე.

რამდენიმე კვირის
წინ მე შევთავაზე ჩემი ბლოგის მკითხველებს (იმათ, ვინც სკოლის გარეშე სწავლების ან
სადბერის სკოლის მოდელის მსგავს საქმიანობაში არიან ჩართულნი), მოეწერათ ჩემთვის
ისტორიები თავიანთი გამოცდილებიდან კითხვის სწავლების შესახებ არაფორმალურ
ინსტიტუტებში. თვრამეტმა ადამიანმა – მათი უმეტესობა „სკოლის-გარეშე-მოსწავლეთა” მშობლები
იყვნენ – მიამბო თავისი ისტორია. ყოველი მათგანი უნიკალური აღმოჩნდა. ასე რომ, კვლავ
გაურკვეველია, როგორ სწავლობენ კითხვას „არა-სკოლის” ბავშვები.

თუ მშობლებისგან მოსმენილი
ისტორიების მთავარ მომენტებს ერთგვარ ორგანიზებას ჩავუტარებთ (რაც გავაკეთეთ კიდეც),
შეიძლება გამოვყოთ 7 მთავარი პრინციპი, რომლებიც ზოგად წარმოდგენას
შეგვიქმნის ამ რთული პროცესის (ბავშვის მიერ კითხვის სწავლა სკოლის ფორმალური
გარემოს გარეშე, ლ.ა.) შესახებ. ამ პრონციპების დახასიათებისას მოვიყვანთ ციტატებს
მოსმენილი ისტორიებიდან. ზოგიერთმა მშობელმა მთხოვა, რომ ისტორიების მოყოლისას მათი
და მათი შვილების მხოლოდ სახელები მეხსენებინა, ამიტომ ყველგან მხოლოდ სახელებს
შეხვდებით.

 

სკოლის გარეშე
კითხვის სწავლის 7 პრინციპი

1. სკოლაში-არ-მოსიარულე
ბავშვებისთვის არ არსებობს კრიტიკული პერიოდი ან „საუკეთესო” ასაკი კითხვის
სწავლისათვის

სტანდარტული
სკოლების მოსწავლეთათვის ძალიან მნიშვნელოვანია კითხვის სწავლა გრაფიკის
შესაბამისად, რომელიც სკოლის მიერ არის განსაზღვრული და თავს მოხვეული. თუ ბავშვი
ამ გრაფიკს ჩამორჩება, ეს მას ხელს შეუშლის პროგრამის დანარჩენი მასალის
ათვისებაში, ეს კი შესაძლოა განხილულ იქნეს როგორც „წარუმატებლობა”, ანდა რომელიმე
ასეთ ბავშვს თავიდან მოუწიოს პროგრამის გავლა, ან, უარეს შემთხვევაში, მასზე ითქვას,
რომ ბავშვს მენტალური სირთულე აქვს. სტანდარტულ სკოლებში, კითხვა ყველაფრის
გასაღებია, მასზეა დამოკიდებული მთელი დანარჩენი განათლება. ჯერ „სწავლობ კითხვას”,
მერე კი „კითხულობ, რათა ისწავლო”. კითხვის ცოდნის გარეშე შეუძლებელია არსებული
კურიკულუმის სწავლა, რადგან მისი უდიდესი ნაწილი მხოლოდ დაწერილი სიტყვით
გადაეცემა მოსწავლეებს. არსებობს იმის დამდასტურებელი გამოცდილებაც, რომ კითხვის
სწავლის გრაფიკიდან „ამოვარდნამ” შესაძლოა წინასწარ განსაზღვროს მომავალში ბავშვის
ჩამორჩენა. ფინეთში ჩატარებული ერთი მრავალწლიანი დაკვირვება-გამოკვლევის
შედეგების თანახმად, ცუდად კითხვა სკოლამდელ დაწესებულებასა თუ საბავშვო ბაღში წინასწარმეტყველებდა,
რომ ბავშვს კითხვა სკოლაშიც გაუჭირდებოდა და, გარდა ამისა, ექნებოდა „პრობლემური,
ექსტერნალიზებული”, ანუ იმპულსური, ზედმეტად ემოციური ასევე ქცევა სკოლაში.

მოთხრობა იმ
ბავშვებზე, რომლებიც სკოლის გარეშე იღებენ განათლებას, სრულიად განსხვავებულია.
მათ კითხვის სწავლა შეეძლოთ ნებისმიერ ასაკში, ნეგატიური შედეგების გარეშე. მშობლებისგან
მოსმენილ ისტორიებში აღწერილია 21 დამოუკიდებელი ამბავი, რომლებშიც ნახსენებია ბავშვის
მიერ პირველი ნამდვილი კითხვის (როდესაც ბავშვი თავისუფლად კითხულობს და კარგად
ესმის წაკითხულის შინაარსი) ასაკი. ორმა მათგანმა კითხვა 4 წლის ასაკში ისწავლა,
შვიდმა – 5-6 წლის ასაკში, ექვსმა – 7-8 წლის, ხუთმა – 9-10 წლის და ერთმა – 11
წლის ასაკში.

ერთსა და იმავე
ოჯახშიც კი სხვადასხვა ბავშვი კითხვას სხვადასხვა ასაკში სწავლობდა. დიანა გვწერს,
რომ მისმა პირველმა ქალიშვილმა კითხვა 5 წლისამ აითვისა, ხოლო მეორე გოგონამ – 9
წლის ასაკში; ლაიზა ვ-მ მოგვწერა, რომ მისმა ერთმა ბიჭუნამ კითხვა 4 წლისამ შეისწავლა,
მეორემ კი 7 წლის ასაკში; ბეატრისი გვწერს, რომ მისი ერთი გოგონა 5 წლიდან
კითხულობს, ხოლო მეორეს კითხვის შესასწავლად 8 წელი დასჭირდა.

აღსანიშნავია,
რომ ამ ბავშვებიდან არც ერთს დღეს კითხვა არ უჭირს. ბეატრისი გვატყობინებს, რომ
მისი ქალიშვილი, რომელმაც 8 წლამდე არ იცოდა კითხვა, დღეს 14 წლისაა და „წელიწადში
ასამდე წიგნს კითხულობს”, „დაწერა მოთხრობა” და „მოიგო რამდენიმე პრიზი პოეზიის
კონკურსში”. ცხადია, კითხვის გვიან დაწყება/შესწავლა სულაც არ არის „არათავსებადი”
მოგვიანებით განვითარებულ ლიტერატურულ ნიჭთან! ამავე დროს, საინტერესოა, რომ ამ
გოგონამ (რომელსაც ლიტერატურული ნიჭი აღმოაჩნდა, ლ.ა.), კითხვის სწავლამდე გამოამჟღავნა
ლიტერატურული ტალანტი. ბეატრისის მონათხრობის თანახმად, ის უკვე 15 თვისა ზეპირად ამბობდა
ყველა ლექსს იმ საბავშვო წიგნიდან, რომელსაც მას უკითხავდნენ.

ძირითადი
გზავნილი, რომელსაც კითხვის სწავლის ყველა ისტორიაში გავწვდის, ასეთია: რადგან
ბავშვებს არავინ აძალებდა მათი ნების საწინააღმდეგოდ კითხვის სწავლას, მათ ძირითადად
პოზიტიური დამოკიდებულება ჩამოუყალიბდათ როგორც კითხვის სწავლისადმი, ისე საზოგადოდ
სწავლისადმი. ეს დასკვნა შესაძლოა ყველაზე უკეთ ჯენის მონათხრობში იყოს გადმოცემული,
რომლის ქალიშვილი (ახლა 15 წლისაა) 11 წლამდე ვერ კითხულობდა: „ჩვენ მას უფლება
მივეცით, იმ რიტმითა და ინიციატივით ესწავლა, რომელიც მას ბუნებრივად ჰქონდა. ყველაზე
უკეთესი რამ, რაც ჩვენმა დამოკიდებულებამ გამოიწვია, ის იყო, რომ მას გამოცდილება
დაუგროვდა. ამ გამოცდილების წყალობით იგი მიხვდა, რომ თუ ეს (კითხვის სწავლა,
ლ.ა.) შეძლო, მაშინ სხვა რამის სწავლასაც მოხერხებდა. ჩვენ არასდროს დაგვიძალებია
მისთვის რაიმეს სწავლა, ამიტომაც მან შეინარჩუნა სწავლის უნარი. დღეს იგი გონიერი
და ცნობისმოყვარე გოგონაა და კვლავ ძალიან აინტერესებს თავის გარშემო არსებული
სამყარო”.

 

2. მოტივირებულ
ბავშვებს შეუძლიათ, კითხვის აშკარა არცოდნიდან ძალიან მოკლე ხანში თავისუფლად
მკითხველებად გადაიქცნენ

ზოგიერთ შემთხვევაში
სკოლაში-არ-მოსიარულე ბავშვები თავისუფლად კითხვას თვალის დახამხამებაში
სწავლობენ. ლაიზა ვ. გვწერს: „ჩვენი მეორე შვილი, რომელიც ვიზუალურად აზროვნებდა, 7
წლამდე არ სწავლობდა კითხვას. წლების განმავლობაში იგი ან ნახატებით იგებდა
შინაარსს, ან, თუ ვერც ასე მიხვდებოდა, უფროს ძმას სთხოვდა, წაეკითხა მისთვის.
კარგად მახსოვს დღე, როდესაც მან კითხვა დაიწყო. მან უფროს ძმას სთხოვა, მისთვის
რაღაც წაეკითხა კომპიუტერიდან. უფროსმა უპასუხა: „ეგღა მაკლია, მთელი დღე შენ
გიკითხო. მე სხვა საქმეები მაქვს”, – და მოსცილდა პატარას. სულ რამდენიმე დღეში,
უარყოფილი უმცროსი ძმა უკვე საკმაოდ გამართულად კითხულობდა”.

დიანამ ასეთი ამბავი
მოგვწერა: „ჩემმა უფროსმა ქალიშვილმა მარტში, როდესაც 5 წლის გახდა, საერთოდ არ
იცოდა კითხვა, მაგრამ წლის ბოლოს ის უკვე თავისუფლად, ხმამაღლა და პაუზების გარეშე
გვიკითხავდა ზღაპრებს თავისი საყვარელი წიგნიდან”. ქეითის მონათხრობის თანახმად,
მისმა ბიჭმა 9 წლის ასაკში სულ რაღაც ერთ თვეში „თავისით ისწავლა კითხვა”. ამ ხნის
განმავლობაში ბიჭუნა თავისივე სურვილით მუშაობდა კითხვაზე და ცუდიდან ძალიან
კარგად არტიკულირებულ, მისი ასაკით სკოლაში განსაზღვრულ დონეზე უკეთ მომზადებულ
მკითხველად გადაიქცა.

კითხვის ნაბიჯ-ნაბიჯ
სწავლის ეს უნარი, მისი აშკარა და ჩქარი პროგრესი, ნაწილობრივ, შესაძლოა, მომდინარეობდეს
თვითონ სწავლის პროცესის უფრო დაფარული, ადრეული ეტაპებიდან. ბავშვის ცხოვრების ამ
ეტაპების შემჩნევა და მათი ანალიზი დამკვირვებლებისა და მკვლევარებისთვისაც
ძნელია. ერთ-ერთი მშობელი, კარენი, კითხვაში თავისი შვილის სწრაფ პროგრესს უკავშირებს
შესაძლო პარალელურ პროცესს, რომელიც ბავშვის მიერ განსაზღვრულ ეტაპზე თავდაჯერების
შეძენით გამოხატება. კარენი გვიყვება: „ამ ზაფხულს ჩემმა ბიჭმა (ახლა იგი 7
წლისაა) გაგვაოცა, რადგან აქამდე მალავდა, რომ კითხვა იცოდა, ახლა კი სხაპასხუპით კითხულობს.
როგორც ჩანს, ახლა უკვე თავდაჯერებულია და დილაობით, როდესაც ვდგები, მესმის, რომ
თავის დაიკოს ხმამაღლა უკითხავს მოთხრობებს. ხანდახან ჩვენ, მშობლებსაც გვთავაზობს
ხმამაღლა რამის წაკითხვას. ამას ვერც კი წარმოვიდგენდი ერთი წლის წინ, როდესაც იგი
მალავდა თავის შესაძლებლობას თვითრწმენის ნაკლებობის გამო. ძალიან მიხარია, რომ არ
დავაძალეთ!”

 

3. კითხვის დაძალებამ
შესაძლოა საპირისპირო რეაქცია გამოიწვიოს

სამი მათგანი, ვინც
შვილებზე ეს ისტორიები გამოგვიგზავნა, გვწერდა, რომ მათ სცადეს ბავშვებისთვის
კითხვის სწავლის დაძალება ან კითხვის სწავლება თავიანთი სურვილით. აღმოჩნდა, რომ
ამას უარყოფითი შედეგი მოჰყვა. აი, რა გვიამბეს მათ:

ჰოლი გვწერს, რომ
როდესაც მისი ბიჭუნა დაახლოებით სამნახევარი წლისა იყო, დედამ გადაწყვიტა, მისთვის
კითხვა ესწავლებინა. „ვფიქრობ, რომ კითხვის სასწავლი წიგნები, ე.წ. ბობ-ბუქები,
სულელურად განმეორებადი და შინაარსისგან დაცლილია, მაგრამ მოვძებნე ისეთი წიგნები,
რომლებიც უფრო საინტერესო ჩანდა და ჩემს ბიჭუნასთან ერთად დავიწყე ამ წიგნების
კითხვა… აღმოჩნდა, რომ იგი საერთოდ არ იყო მზად კითხვისათვის, ყოველ შემთხვევაში,
მან სასტიკად უარყო ჩემი მცდელობები, გაბრაზდა და წინააღმდეგობა გამიწია. მან არ
ისურვა იმის კეთება, რაც მისი გადაწყვეტილება არ ყოფილა… მალევე მივხვდი
(მიუხედავად იმ პროგრესისა, რაც წიგნების თვალიერებასა და კითხვაში ვარჯიშს
მოჰყვა), რომ ბავშვს ცუდ სამსახურს უფრო ვუწევდი, ვიდრე კარგს, რადგან შესაძლოა,
მას კითხვა საერთოდ შეძულებოდა. სასწრაფოდ შევწყვიტე კითხვის სწავლება და წიგნებს მხოლოდ
მაშინ ვუკითხავდი, როდესაც თვითონვე მთხოვდა ამას”. ჰოლის წერილის თანახმად,
დაახლოებით ორი წლის შემდეგ მისმა ბიჭუნამ „თავისით დაიწყო წიგნების თვალიერება და
კითხვაც”. აღმოჩნდა, რომ იგი მალავდა კითხვისადმი ინტერესს, რადგან არ სურდა, მისთვის
ეს დაეძალებინათ.

ბეატრისი გვწერს თავის
გოგონაზე, რომელმაც კითხვა 8 წლის ასაკში ისწავლა: „ჩემი დანაშაული ის გახლდათ,
რომ ვცდილობდი, მას 6 წლისას ეკითხა წიგნები. განვიცდიდი, რომ მისი ასაკის
ბავშვები სკოლაში დადიოდნენ და უკვე სწავლობდნენ კითხვას. არ მინდოდა, ჩემი გოგონა
მათ ჩამორჩენოდა. რამდენიმეკვირიანი „მეცადინეობის”, კითხვასა და მართლწერაში
ვარჯიშის შემდეგ შვილმა გამომიცხადა, რომ „აღარ სურდა ჩემს გეგმაში მონაწილეობა”
და თვითონ ისწავლიდა კითხვასაც და წერასაც, როდესაც ამისთვის „მზად იქნებოდა”.

ინგლისელი ქეითი,
რომელიც ერთ-ერთი „ჰოუმ-სქულერია” (ის, ვინც სახლში ასწავლის შვილს) ასეთ ამბავს გვწერს:
„9 წლის ასაკში ჩემმა ბიჭმა უარი მითხრა ინგლისურისა და კითხვის ფორმალურ სწავლაზე
და ეს ჩვენი ყოველდღიური ომის მიზეზად გვექცა. იგი მეწინააღმდეგებოდა, ეს მოსაწყენ
საქმედ მიაჩნდა და სწავლისას გონებაგაფანტული იყო. საბოლოოდ განზრახვაზე მეც ავიღე
ხელი და ვუთხარი, რომ აღარ დავაძალებდი კითხვას, აღარც კი შევთავაზებდი… ერთი
თვის შემდეგ დავინახე, როგორ შევიდა ბიჭუნა თავის ოთახში და… კითხვის სწავლა დაიწყო…
მე მასთან ბრძოლაში თითქმის 4 წელი გავატარე, ახლა კი საკუთარი თვალით დავინახე, რომ
ინტერესის გაჩენის შემდეგ კითხვის გამართულად სასწავლად მას სულ რამდენიმე კვირა ეყო”.

თარგმნა და
კომენტარები დაურთო ლევან ალფაიძემ






[1]

ფონეტიკური სწავლება ანუ Phonics-ი – ინგლისური ენის სწავლების ერთ-ერთი
გავრცელებული მეთოდი, რომლის მიხედვითაც, ბავშვს წერა-კითხვის სწავლებისათვის უვითარებენ
ე.წ. ფონემატიკურ ცნობიერებას – შესაძლებლობას, გაიგოს, იცნოს და შეძლოს ფონემებით
მანიპულირება, რათა შეისწავლოს შესაბამისობა ბგერებსა და მათ შესაბამის გრაფემებს შორის
(ე.წ. სპელინგი).



[2]

”მთლიანი ენის” შესწავლის მეთოდი – ბავშვებისათვის კითხვის
სწავლებისას აქცენტი კეთდება ტექსტის შინაარსსა და შინაარსის გამოხატვის მართლწერაზე
(ლ.ა.)

ლოგიკა როგორც დამოუკიდებელი სასწავლო თემა მათემატიკის სწავლებისას

0

შესავალი

არავისთვის საკამათო არ არის ის,
რომ მასწავლებელი უნდა ზრუნავდეს იმაზე, რომ მოსწავლეებს ჩამოუყალიბდეთ ლოგიკური აზროვნება.
მიუხედავად იმისა, რომ ამის შესახებ ნათქვამია ყველა სახის სასწავლო გეგმაში და მეთოდიკურ
ლიტერატურაში, როგორც წესი, თითქმის არ არის იმ პედაგოგიური ხერხების და სტრატეგიების
სისტემატური გადმოცემა, რომელთა გამოყენებითაც უნდა მოხდეს ლოგიკური აზროვნების უნარ-ჩვევების
ჩამოყალიბება-განვითარება. ამის შედეგია ის რომ ლოგიკური აზროვნების განვითარება მიმდინარეობს
სტიქიურად და მოსწავლეთა უმეტესობა, მათ შორის უფროსკლასელები სრულყოფილად არ ფლობენ
ლოგიკური აზროვნების კომპეტენციებს (აბსტრაგირება, ინდუქცია, დედუქცია, უარყოფა და
ა.შ.).

მათემატიკის როლი ლოგიკური აზროვნების
განვითარებისას განსაკუთრებით დიდია. ამის ძირითადი მიზეზი ისაა რომ მათემატიკა ყველაზე
„თეორიული”  საგანია. მათემატიკური ფაქტების
შემოწმების ერთადერთი ხერხია მათი დასაბუთება ისეთი მსჯელობით, რომელიც ეფუძნება ლოგიკის
წესებს. მართალია ხშირად საუბარია ე.წ. ექსპერიმენტულ მათემატიკაზე, რომლის ფარგლებშიც
კანონზომიერების დადგენა ან შემოწმება ხდება კანონზომიერების აღმწერ მოდელში დიდი რაოდენობის
კონკრეტული მონაცემების შეტანით, მაგრამ ასეთი „ექსპერიმენტები” გამოიყენება ძირითადად
ჰიპოთეზის ჩამოყალიბებისათვის ან დებულების დასაბუთებისას მოსალოდნელი შეცდომის აღმოჩენის
მიზნით. მათემატიკური ფაქტი ჭეშმარიტად ვერ ჩაითვლება, თუ მისი აღმოჩენა არ დაგვირგვინდა
მისი მკაცრი ლოგიკური დასაბუთებით.

არსებობს მათემატიკის ზოგიერთი მიმართულება,
რომლებიც დაკავშირებულია ისეთი ხერხების ჩამოყალიბებასთან, რომელთა დანიშნულებაა რაღაც
რაოდენობის მონაცემთა საფუძველზე დასკვნების გამოტანა არა მკაცრი ლოგიკური მსჯელობის
საფუძველზე, არამედ ალბათური და არადეტერმინისტური მოდელების საშუალებით. ეს მიმართულებებიასტატისტიკა და ალბათობა. მიუხედავად ამისა, ამ მიმართულებებში შემუშავებული ხერხები მაინც
ეყრდნობა ლოგიკის კანონებს. უფრო ზუსტად – მათი საშუალებით ხდება არა რომელიმე დებულების
ჭეშმარიტების დადგენა, არამედ ალბათობის შეფასება. მაგალითად, დავუშვათ ყუთში გვაქვს
100 ბურთულა, რომელთა ნახევარი შავი ფერისაა, ხოლო მეორე ნახევარი – თეთრი ფერის და
ამ ყუთიდან ვიღებთ 50 ბურთულას. ყოველდღიური სასაუბრო ენის სიმკაცრის ფარგლებში შეგვიძლია
ვთქვათ, რომ ამოღებულ 50 ბურთულას შორის იქნება
როგორც თეთრი ასევე შავი ფერის ბურთულები
, ხოლო მათემატიკურად მკაცრი გამონათქვამი
იქნება ასეთი: ალბათობა იმისა, რომ ამოღებული
ბურთულები იქნება მხოლოდ ერთი ფერის არის ძალიან მცირე, კერძოდ, ეს ალბათობაა




ამიტომ, შეიძლება ითქვას, რომ მათემატიკაში
თვით განუზღვრელობის ცნებასაც კი ესაჭიროება მკაცრი ლოგიკური საფუძველი.

არსებობს ლოგიკური მსჯელობა-დასაბუთების
უნარის განვითარების ორი ხერხი: წმინდა ლოგიკური შინაარსის სავარჯიშოების მიზნობრივი
გამოყენება და ლოგიკური მსჯელობა – დასაბუთების ხერხებზე ფოკუსირება ისეთ ამოცანებში,
რომლებიც დაკავშირებულია მათემატიკის სხვადასხვა მიმართულებებთან. ეს ორივე ხერხი საკმაოდ
შედეგიანია და ალბათ სასარგებლო იქნება ორივე მათგანის გამოყენება სასწავლო პროცესში.

მართალია ე.წ. ლოგიკური ამოცანების
ამოხსნა დაწყებითი საფეხურის მოსწავლისათვის ასაკობრივად შეუსაბამო აქტივობაა, მაგრამ
ლოგიკური მსჯელობის უნარის განვითარების მიზნით მოსწავლეს შეიძლება ჯერ კიდევ დაწყებით
საფეხურზე მოვთხოვოთ სასაუბრო ენის ზუსტად გამოყენება საკუთარი აზრების ჩამოყალიბების
დროს. აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას რომ ლოგიკა როგორც იმ კანონების ერთობლიობა,
რომლებიც უნდა დავიცვათ მსჯელობის დროს, არ შემოიფარგლება მხოლოდ მათემატიკით. შეიძლება
ითქვას რომ მსჯელობა-დასაბუთება წარმოადგენს ე.წ. გამჭოლ კომპეტენციას, რომლის ჩამოყალიბებას
ხელი უნდა შეუწყოს თითქმის ყველა სასკოლო დისციპლინამ.

 

ფორმალური
ლოგიკის აბსტრაქციის დონის შემცირება

მათემატიკური ლოგიკა (სიმბოლური ლოგიკა,
ფორმალური ლოგიკა) არის მათემატიკის ერთ-ერთი მიმართულება, რომელსაც მჭიდრო კავშირი
აქვს მათემატიკის საფუძვლებთან, კომპიუტერულ მეცნიერებასთან და ფილოსოფიურ ლოგიკასთან.
ეს მიმართულება მოიცავს როგორც თვით ლოგიკის კანონების შესწავლას, ასევე ფორმალური
ლოგიკის გამოყენებას მათემატიკის სხვა მიმართულებებში. ისტორიის მანძილზე ლოგიკის თეორიები
წარმოიშვა რამოდენიმე სხვადასხვა კულტურაში, მათ შორის ჩინეთში, ინდოეთში, საბერძნეთში
და ისლამურ სამყაროში.
XVIII საუკუნის ევროპაში
ფორმალური ლოგიკის ოპერაციების სიმბოლური და ალგებრული რეალიზაციის მცდელობა ჰქონდათ
ისეთ ფილოსოფიური განხრის მათემატიკოსებს, როგორებიცაა ლეიბნიცი და ლამბერტი, თუმცა
მათი ნაშრომები ამ მიმართულებით ნაკლებად ცნობილია.

მათემატიკური ლოგიკა თანამედროვე
სახით წარმოიშვა
XIX საუკუნის შუაში. იგი ჩამოყალიბდა
როგორც დამოუკიდებელი მიმართულება. მას წინ უსწრებდა ლოგიკის ნაკლებად ფორმალიზებული
თეორია, რომელიც ძირითადად რიტორიკის და ფილოსოფიის თემა იყო. თანამედროვე მათემატიკაში
გაჩნდა თვით ლოგიკის მრავალი სხვადასხვა ქვემიმართულება: კლასიკური ლოგიკა, კვანტური
ლოგიკა, არამკაფიო ლოგიკა და ა.შ. ყველა მათგანის წარმოშობა დაკავშირებულია შესაბამის
მათემატიკურ მოდელთან. როგორც ხშირად ხდება მათემატიკაში, ესა თუ ის თემატიკა წარმოშობიდან
რაღაც პერიოდის შემდეგ დამოუკიდებელ მიმართულებად ყალიბდება. ასე რომ, მართალია ფორმალური
ლოგიკა წარმოიშვა როგორც მსჯელობა-დასაბუთების ვალიდურობის შეფასების წესების ერთობლიობა,
თანამედროვე ფორმალური ლოგიკა გულისხმობს აბსტრაქციის მაღალ დონეს, რომელიც საკმაოდ
დაშორებულია სასკოლო მათემატიკისაგან.

ფორმალური ლოგიკის აბსტარქციის დონის
შესამცირებლად სასურველია რომ მისი კანონები დავუკავშიროთ ნაკლებად აბსტრაქტულ ცნებებს.
ამის ერთ-ერთი ხერხია რომ იგი დავუკავშიროთ სიმრავლეებს, სიმრავლეებზე მოქმედებებს
და მათ თვისებებს.


მაგალითად ფორმალური ლოგიკის ოპერაცია
– გამომდინარეობა, უკავშირდება ქვესიმრავლის ცნებას: გამონათქვამის უარყოფა უკავშირდება
სიმრავლის დამატებას; ორი გამონათქვამის დაკავშირება „და” კავშირით (კონიუნქცია) –
ორი სიმრავლის თანაკვეთას; ორი გამონათქვამის დაკავშირება „ან” კავშირით (დიზუნქცია)
– ორი სიმრავლის გაერთიანებას; ორი გამონათქვამის ეკვივალენტობა – ორი სიმრავლის ტოლობას.
მართალია სიმრავლეთა თეორია თავისთავად მოიცავს აბსტრაქციის საკმაო დონეს, მაგრამ მისი
ცნებების გააზრება უფრო მარტივია, მითუმეტეს თუ შემოვიფარგლებით სასრული სიმრავლეებით,
რომლებიც შედგება მოსწავლისათვის ადვილად აღსაქმელი ელემენტებისაგან.


რომ შევაჯამოთ, შეიძლება ითქვას რომ
მოსწავლისათვის ლოგიკური მსჯელობის უნარის განვითარებისათვის და ლოგიკის კანონების
დაცვის ჩვევის ჩამოყალიბებისათვის შესაძლებელია რამოდენიმე პედაგოგიური ხერხის გამოყენება.
ერთი ხერხი მდგომარეობს იმაში, რომ ლოგიკა გახდეს გამჭოლი კომპეტენცია (არა მხოლოდ
მათემატიკის სხვადასხვა მიმართულებებს შორის) და ლოგიკის კანონების ხაზგასმა მოხდეს
იმის მიუხედავად, თუ რა თემატიკასთანაა დაკავშირებული მსჯელობა – დასაბუთების კონკრეტული
შემთხვევა. მეორე ხერხი შეიძლება იყოს ე.წ. ლოგიკური სავარჯიშოები, რომლებშიც მოსწავლეს
მოეთხოვება სხვადასხვა ლოგიკური მანიპულაციების ჩატარება სხვადასხვა შინაარსის გამონათქვამებზე
და ლოგიკური ცნებების გააზრება ამ გამონათქვამების კონტექსტში. ამ ორივე ხერხის გამოყენება
შესაძლებელია ჯერ კიდევ დაწყებით საფეხურზე. გარდა ამისა, სწავლების მაღალ საფეხურზე
შესაძლებელია ლოგიკის და მისი კანონების დაკავშირება სიმრავლეთა თეორიის ცნებებთან
და სიმრავლურ მოქმედებებთან. ეს ხელს შეუწყობს ლოგიკის კანონების უკეთ გააზრებას და
მათ დაკავშირებას მათთვის ნაცნობ კონტექსტთან.

ომის ბავშვები

0

 

„პირველ სექტემბერს ვერ ვიტანდი.
კლასში აუცილებლად შემოდიოდა სასწავლო ნაწილი და კითხულობდა: „აქ რამდენი ლტოლვილი
ხართ?” წამოგვაყენებდა, გადაგვთვლიდა და გავიდოდა. ასე ხდებოდა ყოველ წელს”, – ყოველთვის,
როცა სკოლის წლებზე ჩამოვარდება სიტყვა, ჩემი მეგობარი თავის ამბავს ჰყვება. ჰყვება,
როგორი იყო გაგრელი გოგონას მოსწავლეობის პერიოდი თბილისის ერთ-ერთ პრესტიჟულ სკოლაში.
ძნელია, იცხოვრო იარლიყით. ძნელია, იცხოვრო გაურკვეველი იარლიყით, როცა საზოგადოებას
ვერ გაურკვევია, სინამდვილეში ლტოვილი ხარ თუ დევნილი, მით უმეტეს, როცა თავადაც ვერ
აცნობიერებ, რა მოხდა.

მეორე მეგობარი ოთხი წლის ასაკში
ფეხით გადმოვლილ ჭუბერს იხსენებს, ყველაზე ნათლად – ვერტმფრენიდან გადმოყრილ პურებს,
რომლებიც სიკვდილის გზაზე დამდგარი დევნილებისთვის ყველაზე ძვირად ფასობდა, მესამე
– სანატორიუმში ცხოვრების წლებს, მეოთხე – ცეცხლში გახვეულ ქალაქში ნახერხისგან გამომცხვარი
პურის გემოს. ჩემი წილი მოგონებები მეც მაქვს – ილორის ეკლესია, სადაც 24 წლის წინ
მომნათლეს და რომელსაც ხშირად ვხედავ სიზმარში, ტელევიზორში ნანახი შავ-თეთრი კადრები
და ძველ სასტუმროებსა და საერთო საცხოვრებლებს თავშეფარებული ნათესაობა.

მიუხედავად ყველაფრისა, რა თქმა უნდა,
ჩვენც გვეუბნებოდნენ, რომ ბავშვობა ცხოვრების ყველაზე ბედნიერი პერიოდია, მაგრამ ძნელია,
მშობლების ნათქვამს ენდო, როცა ქალაქს ყოველდღე ემატებიან ომს გამოქცეული ადამიანები,
უსახლკარო ბავშვები, შენი თანატოლები, რომლებისკენაც ხვალ სკოლაში თითს გაიშვერენ და
იტყვიან: „ლტოლვილია!” თითის გამშვერს კი არავინ აუხსნის, რომ სირცხვილია, სირცხვილია
იარლიყების მიკერება ერთმანეთისთვის, რომ სიღარიბე და უსახლკარობა გაცილებით იოლად
დასაძლევი უბედურებაა, ვიდრე ქედმაღლობა და უსიყვარულობა.

დანამდვილებით ვერ გეტყვით, ახლა
რა ხდება სკოლებში, არ ვიცი, ვის სთხოვენ ფეხზე წამოდგომას პირველ სექტემბერს ან ისევ
აქტუალურია თუ არა დევნილი მოსწავლეების აღრიცხვა. მეჩვენება, რომ ბევრი რამ შეიცვალა
და ხშირად მახსენდება სტრიქონი ზვიად რატიანის ცნობილი ლექსიდან: „რა დავაშავეთ ჩვენ…”
თუმცა ეს მედლის მხოლოდ ერთი მხარეა. მეორე მხარე, რომელსაც, ალბათ, ჩვენზე უმცროსები
ვერ ხედავენ, სხვაგვარად გამოიყურება. აფხაზეთი, ჩემი თაობის მეხსიერებას რომ მკრთალ
კონტურებად შემორჩენია, ჩვენ შემდეგ, 90-იანებში დაბადებულებისთვის, ალბათ შორეულ ნათესავს
ჰგავს, რომელიც, გამორჩეულად ლამაზი და ნიჭიერი, სრულიად ახალგაზრდა დაიღუპა და მოარულ
ისტორიებად ცხოვრობს ახლობლების მოგონებებში. არადა, ყველამ კარგად ვიცით, ჭეშმარიტი
სიკვდილი მხოლოდ დავიწყებასთან ერთად დგება, მეხსიერება კი… მეხსიერება ისეთი რამეა,
რას გაუგებ.

„რა დავაშავეთ ჩვენ”, ვინც ბავშვობაშივე
დაგვყვეს დევნილებად და არადევნილებად, კომპაქტურ დასახლებებსა და ჩვეულებრივ სახლებს
შორის მავთულხლართი გაგვივლეს, თბილისის შესასვლელთან „გვახსოვდეს აფხაზეთი” ჩამოგვიკიდეს,
ყოველ ზაფხულს „ზღვა და ამინდი იქ იყო, თუ იყო” გვასმენინეს, დასავლეთის გზატკეცილზე
ბევრჯერ შეგვახსენეს, რამდენ კილომეტრშია სოხუმი, „რა დავაშავეთ ჩვენ”, ვისაც შორეული
სიყვარული დაგვებედა?!

აფხაზეთზე ხშირად არ ვწერ. იქაური
სუნი, ფერები და გემოები არ მახსოვს და მგონია, რაც არ უნდა დავწერო, ტყუილი იქნება,
მაგრამ ამჯერად თავი ვერ შევიკავე. რამდენიმე დღის წინ დიდი ხნის უნახავი მეგობრის
ფანჯარა აინთო წითლად სოციალურ ქსელში. „სალომე, სოხუმში ვარ!” – მწერდა ის და მე მომეჩვენა,
რომ ეს პატარა, სამსიტყვიანი წინადადება ყვიროდა, მღეროდა, ფანჯრიდან ამოხტომას ლამობდა.
თითქოს მისმა სიტყვებმა მთელი ჩემი ცხოვრებაც დაიტია და ათასობით ადამიანის სევდაც.

ასეთი ბედი გვერგო – ხსოვნისა და
სიყვარულის გადამცემთა საპატიო მისია დაგვაკისრეს. ასე ვცხოვრობთ: გვიყვარს ის, რაც
არ გვახსოვს, საზღვარი ხსოვნასა და დავიწყებას შორის სწორედ ჩემს თაობაზე გადის, თუ
რაიმე არ შეიცვალა. ჰოდა, „რა დავაშავეთ ჩვენ”?..

ძალმომრეობა ჯერ კიდევ მეფობს ჩვენს საკლასო ოთახებში

0

ძალმომრეობა სკოლაში, თუმცაღა მის ალაგმვს განუწყვეტლივ ცდილობენ, ჯერ კიდევრჩება პრობლემად ჩვენს საკლასო ოთახებში. ბოლოდროინდელი გამოკვლევები მოწმობს, რომ ამერიკელი მოზარდების 36-40% ძალმომრეობადაშინების მსხვერპლია (ბორბა 2005). ამგვარი ძალადობის შეწყვეტისკენ მიმართულმა ძალისხმევამ ძალმომრეობა საშუალოდ 50%-ით შეამცირა. ოღონდ სავალალო ის გახლავთ, რომ ინტენსიური “შემეცნებითი” ანტიძალადობრივი პროგრამების შემდეგ ზოგიერთ სკოლში ძალადობრივიინციდენტების რიცხვმა ლამის15%-ითიმატა.აშკარაა, რომ ზოგი მოსწავლე, ნაცვლად იმისა, აითვისოს ძალადობის შეწყვეტა, სწავლობს უკეთეს მეთოდებს მის უკვდავსაყოფად. ეს პრობლემა ჯერ კიდევ ვერ დავძლიეთ. დამთრგუნველი ფაქტია, ხომ?

პრობლემაში უკეთ გარკვევის მიზნით გამოვიკვლიე და გავესაუბრე 10-დან 56 წლამდე ასაკისოც ნებაყოფლობით მონაწილეს, რომლებმაც საკუთარ თავზე იწვნიეს ამგვარი ძალადობა. ისინი ერთიმეორის მიყოლებით მომითხრობდნენ თავიანთ ისტორიებს, აღმიწერდნენ, როგორ იქცნენ სამიზნედ განსხვავებული ეთნიკური კუთვნილებისთუ სოციალ-ეკონომიკური სტატუსის, ფიზიკური მახასიათებლების (ღონიერი გოგონები, ტანმორჩილი ვაჟები, ჭარბწონიანები, ბრმები), სქესობრივი თავისებურებების (ულაყი და ზრდილი მამრი) გამო ან უბრალოდ იმ მიზეზით, რომ სკოლაში ახალგადმოსულებიიყვნენ. ძალმომრეობის ეს მსხვრპლნი ამბობდნენ, რომ თუ “პოპულარულმა” ჯგუფმა გარეულად (აუტსაიდერად) მიგიჩნია, ძალადობის რისკჯგუფში აღმოჩნდები.

მონაწილეები აგრეთვე აღწერდნენ, როგორ განიცდიდნენ ჩაგვრას არა რომელიმე ანტისოციალური ელემენტისგან, არამედ “მაგრების” პოპულარული ჯგუფიდან ამოტივტივებული ნებისმიერი ინდივიდისგან, ჯგუფური განვითარების დინამიკისა და შეუგნებელი მასწავლებლებისგან, რომლებიც ამაში მონაწილეობდნენ. მათი შეხედულება ასე შეიძლება შეჯამდეს:

“მასწავლებლები სინამდვილეში არც არაფრით გეხმარებიან… გეუბნებიან, მჩაგვრელებს ყურადღებაარ მიაქციო, მოუწოდ, შეწყვიტონ ძალადობა ან ამის შესახებ ვინმეს უთხიო, მაგრამ ეს არ არის გამოსავალი. თუ მასწავლებელს შევჩივლე, მეუბნებაენატანიობას თავი დაანებო და არ მიჯერებს. მასწავლებლებმა უმეტესად არც კი იციან, რა ხდება მათ გარშემო და გაუგებარია რატომ, მაგრამჩვეულებრივპოპულარულ ჯგუფს ემხრობიან. თავად მიწევს საკუთარი თავის დაცვა… უნდა ვაღიარო, რომ ზოგჯერ თვითონვე ვიქცევი მოძალადედ”.

ეთილსინდისიერი პედაგოგი ვარ და ასეთივე შეგნებული და თავდადებული კოლეგები მახვევია გარ, ამიტომაც გაოცებული დავრჩი იმის გაგებით, რამდენ მსხვერპლ მიჩნია მასწავლებლები ძალმომრეობის ნაწილადნუთუ ათწლეულების განმავლობაში ამაოდ ვნერგავთ კარგად გამოკვლეულ საგანმანათლებლო პროგრამებს, რათა შემცირდეს რასობრივი და ეთნიკური ცრურწმენები, დამკვიდრდეს შემწყნარებლური დამოკიდებულება უმცირესობების მიმართ, ამოიძირკვოს “დაჩმორება” და წახალისდეს კეთილგანწყობა და ურთიერთპატივისცემა?ნუთუ ეს პრობლემები ჯერ კიდევ არსებობს საკლასო ოთახებში? მთლად ისე თვალშისაცემად, ალბათ, აღარ, რადგან მოსწავლეებმა უკვე იციან, რომ არ უნდა იყვნენ რასისტები და სექსისტები მასწავლებლებისა და “სანაქებო” მოსწავლეების თანდასწრებით, მაგრამ დერეფნებსა და სათამაშო მოედნებზე სულ სხვაგვარადაა საქმე. ბევრი მკვლევარი მიუთითებს, რომ ძალმომრეობრივი ინციდენტების 80% მასწავლებლისგან სამი მეტრის რადიუსში ხდება, ოღონდ მის ზურგს უკან. ცდასა და ძალისხმევას არ ვაკლებთ, შედეგი კი მინიმალურია. რა უნდა შევცვალოთ? რას ვერ ვაკეთებთ?

ჩემი კვლევის მონაწილეები უკლებლივ აღნიშნავენ, რომ საკლასო ოთახის ჯგუფური დინამიკა არის ძალადობის დაბადების ადგილი. თუკი ვერ მოერგე დაალღო ვერაუღე პოპულარულიჯგუფის მოთხოვნებს ან ვერ გაამართლე მასწავლებლისიმედ, შეურაცხყოფისა და დამცირების ობიექტად იქცევი. თუკი მასწავლებელმა საჯაროდ გამოხატა შენითიმედგაცრუება და ზურგი გაქცია,ორმაგად მოწყვლადი შეიქმნები – პოპულარული ჯგუფი მოსვენებას აღარ მოგცემს, ათას რამეს დაგაბრალებენ და მასწავლებელთან დაგასმენენისიც დაუჯერებსდა ამჯერად არა მხოლოდ აუტსაიდერად, არამედ წესრიგის დამრღვევადაც ჩაითვლები.

ეს მაგონებს საზოგადოებრივი ფსიქოლოგიის საყოველთაოდ დამკვიდრებულ პრინციპს, რომელსაც ფუნდამენტური ატრიბუციის ცდომილება ეწოდება და ამტკიცებს სიტუაციური ფაქტორების გადამწყვეტ მნიშვნელობას ქცევასთან მიმართებით.

უტოვებს კი მასწავლებელს დროს გადატვირთული სასწავლო განრიგი “სიტუაციური ფაქტორების” შესაფასებლად? ჩვენ ხშირად ავტომატურად ვიწყებთ მეგობრობის დამამკვიდრებელი უნარების სწავლებას რისკის ქვეშ მყოფი ინდივიდებისთვის და მივიჩნევთ, რომ მათ აქვთ პირად საზოგადოებრივი უნარების დეფიციტი, მაგრამ იქნებ ყურადღების მიღმა გვრჩება ორმხრივი ურთიერთპატივისცემისა და საზოგადოებრივი განსწავლულობის საკითხი, რაც სწორედ მეორე ადამიანის გაგების უნარსა და განსხვავებულობის პატივისცემას ემყარება?

თუკი ძალმომრეობას ერთგვარ თამაშად მივიჩნევთ ძალაუფლებისთვის ბრძოლაში, რომელიც მიზნად ისახავს რიგითობის წესრიგის დამკვიდრებასა და შენარჩუნებას, სოციალური სტატუსისა და იერარქიის განსაზღვრას ჯგუფის შიგნით, მაშინ იმისთვის, რომ მინიმუმამდე დავიყვანოთ ჩაგვრა – ძალმომრეობის შესაძლებლობა, იქნებ ჯობდესუკან დავიხიოთ და უფრო ფართო პლანით დავინახოთ ეს სურათი. რაღაც დონეზე ძალაუფლებისთვის ძიძგილაობა გარდაუვალიცაა ჩვენს კონკრეტულ, შეჯიბრებითობაზე დამყარებულ კულტურაში, მაგრამ შეზღუდული თვალსაწიერი, რომლითაც აგრესიული ქმედებებით დაკავებულ ცალკეულ მოძალადეებს ვხედავთ, გვაიძულებსფოკუსირება მოვახდინოთ სიმპტომურ ქცევებზე და ამასობაში მხედველობიდან გვრჩება კონტექსტი, რომელიც ხელს უწყობს ძალმომრეობის წახალისებას.

კრიმინალური დაჯგუფებების პრევენციისკენ მიმართულმა ბოლოდროინდელმა კვლევებმა (ხომ არ მივიჩნიოთ ისინი სასკოლო ძალადობის დამამთავრებელ კურსად?) ცხადყო, რომ გენგების (კრიმინალური დაჯგუფებების) აქტივობის პრევენციის ან შეზღუდვის მარტივი და ერთმნიშვნელოვანი გადაწყვეტა არ არსებობს და ამან საინტერესო დასკვნამდეც მიგვიყვანა.

პრევენციული ზომები, რომლებიც ფოკუსირებულია ცალკეულ ინდივიდებზე, ვერ უზრუნველყოფს ძალადობის მიზეზების აღმოფხვრას. აუცილებელია მრავალმხრივი მიდგომა, რომლის სამიზნესაც წარმოადგენს როგორც ცალკეული ახალგაზრდა, ისე თანატოლთა ჯგუფები, ოჯახები და საზოგადოება (სებენსენი 2000).

იქნებ ამავე პრინციპებით უნდა მივუდგეთ ძალადობის უფრო მცირემასშტაბიან გამოვლინებებსაც – ცალკეულ უსაქციელო მოსწავლეებზე კონცენტრირებული პრევენციული ზომები და სტანდარტული მიდგომები (როგორიცაა, ვთქვათ, “ნულოვანი ტოლერანტობა”) უშედეგო აღმოჩნდება სასკოლო ძალადობის შემცირების კუთხით, რადგან ეს სტრატეგია არ არის მიმართული ძალადობის მიზეზთა აღმოფხვრისკენ. საჭიროა შევიმუშაოთ მრავალმხრივი მიდგომა, რომელიც მიმართული იქნება ცალკეული მოსწავლეების მიერ თვითმიღებისა და სოციალური უნარების ათვისებისკენ და იმავდროულად მოიცავს ჯგუფურ დინამიკასა და განსხვავებულობის პატივისცემას, აგრეთვე მასწავლებლის, როგორც ლიდერისა და ხელმძღვანელის სტილსა და საკლასო/სასკოლო კულტურას.

თუმცა ოძალადეებად ცალკეულიადამიანები მოიაზრებიან, ძალადობრივი ქმედება ორი ადამიანის ურთიერთქმედებას გულისხმობს და ძალადობრივი ქცევაც სწორედ ურთიერთობის კონტექსტში ვლინდება. შეგვიძლია განვაგრძოთ იმავე პრინციპებით მოქმედება, მაგრამ საჭიროა სწორდ შევაფასოთ, რატომ არიან ამაში ჩართული სწორედ ეს კონკრეტული მოსწავლეები. იქნებ მკურნალობა ნაკლებად მივმართა ქცევისკენ (გამოვლინებისკენ, სიმპტომებისკენ) და უფრო მეტად – ურთიერთპატივისცემის გარემოს შექმნისკენ (დამოკიდებულებებისკენ) – საკუთარი თავისპატივისცემა, სხვების პატივისცემა, რაც იმისშეგნებასაც მოიცავს, რომ პატივისცემით განმსჭვალული ურთიერთობების დამკვიდრება არის სოციალური გარემოს ვაქცინაცია ძალმომრეობის წინააღმდეგ.

საკუთარი თავის პატივისცემა გულისხმობს შენი შესაძლებლობებისა და ნაკლის სწორ შეფასებას – არა თვითდაფასებას, არამედ ერთგვარად საკუთარი თავის მიღებას და იმის რწმენას, რომ მისაღები ხარ ისეთი, როგორიც ხარ. ადეკვატურობის ამგვარ გრძნობასთან ერთად იმის გაგებაცაა საჭირო, რომ სრულყოფილი ვერასოდეს იქნები და არც არავინაა ასეთი; რომ ყველანიმხოლოდ მივისწრაფით იმისკენ, რომ გავხდეთ საუკეთესო ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში. საკუთარი თავისადმი ამგვარი დამოკიდებულება და გონივრული იმედები თავდაჯერებით აღგვჭურვავს და დაგვიცავს მეტსახელებით გამოჯავრებისას, რათა აღარ ავყვეთ სამაგიეროს გადახდის სურვილს, რომლითაც ასედასნებოვნებული ჩვენი საკლასო ოთახები. თუკი ჰარმონიაში ვარ საკუთარ თავთან, ისეთთან, როგორიც ვარ, მაშინ შეურაცხმყოფელი მეტსახელები და საზოგადოებრივი აგრესია თითქმის ვერაფერს დამაკლებს, მე შევძლებ ამის იგნორირებას და შევინარჩუნებ ღირსებას.

დამამცირებელი მეტსახელებით გამოჯავრება და ძალმომრეობით გამოხატული სოციალური შეურაცხყოფა პიროვნული არაადეკვატურობის გრძნობიდან იღებს სათავეს, მაგრამ სხვებისკენაა მიმართულიდაამდენადურთიერთდამოკიდებულების პრობლემა ხდება. იგი გულისხმობს სოციალური სტატუსისა და იერარქიის საკითხს “მე შენზე უკეთესი ვარ”. დასჯა ხშირად წარმოშობს სამაგიეროს მიგების წყურვილს და სხვების პატივისცემასსულაც არ უწყობს ხელს (“მე შენ გაჩვენებ, როგორ უნდა ენის მიტანა”). ამდენადძალმომრეობის დასამარცხებლად საჭიროა გულისყურით მოსმენა, რადგან “ჯერ შენ უნდა გაუგო სხვას, რომ მერე სხვებმა გაგიგონ”. განსხვავებულობის პატივისცემა იმის გათავისებას გულისხმობს, რომ, ერთი მხრივ, ყველანი ერთნაირები ვართ, მაგრამ, მეორე მხრივ, ყოველი ჩვენგანი თავისებურად უნიკალური და განსხვავებულია. სწორედ ასეთი დამოკიდებულება აღმოფხვრის ძალმომრეობას საკლასო ოთახებში.

შეიძლება თუ არა მასწავლებლის ლიდერულმა მანერამ საკლასო ოთახში გავლენა მოახდინოს იმავე საკლასო ოთახში ჯგუფურ დინამიკასა და მოსწავლეთა ქცევაზე? ხელს უწყობს თუ არა მართვის ავტორიტარული სტილი მოსწავლეებში მბრძანებლური,შეურაცხმყოფელი ქცევის წახალისებას? წარმოშობს თუ არა სწავლის კონკურენტული გარემო გამარჯვებულებსა და დამარცხებულებს აკადემიური იერარქიული სტატუსისათვის ბრძოლაში? ხომ არ არის ძალმომრეობა ის “თუთიყუში მაღაროში”, რომელიც მიგვანიშნებს, რომ ჩვენს სასწავლო გარემოში რაღაც ყარს? ვითომ ასეა?

ლიდერობა ერთ დროს კუნთებს გულისხმობდა – “ვისაც ღონე ერჩის, მართალიც ისაა”. მაგრამ დღესდღეობით ლიდერის ცნება გულისხმობს სოციალურ გამჭრიახობას: ეფექტური წინამძღოლობისთვის გადამწყვეტი ფაქტორია, რამდენად კარგად ახერხებს ლიდერი ადამიანებთან ურთიერთობას. ადვილია მეგობრული ურთიერთობა იმ ადამიანებთან ან მოსწავლეებთან, რომლებიც მოგვწონს, რომლებიც ჩვენნაირები არიან, რომლებიც არ გვეურჩებიან, რომლებიც აფასებენ ჩვენს ამაგს მათ მიმართ და რომლებიც მზად არიან ჩვენი მითითებებს შესასრულებლადმაგრამ როგორმოვექცეთ იმ მოსწავლეს, რომელიც არ მოგვწონს (რადგან გვაგონებსჩვენთვის უსიამო ადამიანს), რომელიც განსხვავდება ჩვენგან ინტერესებით, შესაძლებლობებით, ენერგიულობის დონით და პიროვნულად, რომელიც გვიკირკიტებს და გვეკამათება, რომელიც არად აგდებს ჩვენს ამაგს და რომელიც განზრახ თუ უნებლიეთ არ ან ვერ ასრულებს ჩვენს მითითებებს. როგორ მოვექცეთ ასეთ მოსწავლეებს?

როცა კლასის მასწავლებელი პატივისცემის ენაზე სოციალური გონიერებით უპასუხებს კლასის განტევების ვაცს, მაგრამ არაფერს თმობს, ამითის აჩვენებს მის თანაკლასელებსროგორ შეიძლება გამოხატო გაღიზიანება და გააფთრება ღირსეულად. ჩვენ არამც და არამც არმოგვეთხოვება ვიყოთ სრულყოფილები, გულში ისევე ჩავიკრათ ასეთი მოსწავლეები, როგორიც ისინი, რომლებსაც მოვწონვართ, წყნარად სხედან, მითითებებს ასრულებენ და კარგი აკადემიური მოსწრება აქვთ, მაგრამ ჩვენ უნდა დავამყაროთ ურთიერთობა პატივისცემის ენაზე.

თუ მოგვეთხოვება სოციალური გამჭრიახობის წარმატებით სწავლება,და სწორედ ეს შეადგენს პიროვნული განათლების პროგრამის ნაწილს, საჭიროაჩვენ თვითონ, საკუთარი ქცევით ვაჩვენოთ ამის მაგალითი. მოჰანდას განდის სიტყვებით რომ ვთქვათ: “ერთი უნცია პრაქტიკა უფრო ძვირად ფასობს, ვიდრე ერთი ტონა ქადაგება… ჩვენ თავად უნდა ვიქცეთ იმ ცვლილებად, რის ხილვასაც ვესწრაფით”.

თუ გვინდაურთიერთპატივისცემა დამკვიდრდეს ჩვენს საკლასო ოთახებში, თავად უნდა დავიწყოთ იმით, რომ ინდივიდუალური კულტურების მიღმა გავიხედოთ და შევქმნათ ამ ოთახებში ურთიერთპატივისცემისა და ერთმანეთის მიმართ პასუხისმგებლობის გარემო. ცხადია, სოციალურ გონიერებაზე დაფუძნებული ქცევის მაგალითის ჩვენება გაცილებით ეფექტური იქნება და ნაკლებ სასწავლო დროსაც წაგვართმევს, ვიდრე ამჟამად მოქმედი “პიროვნული დაგეგმვის” ანტიძალდობრივი პროგრამა, რომელიც ამდენ სასწავლო დროს გვართმევს და ასეთ შეზღუდულ შედეგს იძლევა. ჩვენ რახანია ბეჯითად ვმუშაობთ ძალმომრეობის დასამარცხებლად. იქნებ დროავიმუშაოთ გონივრულადც და ჩვენ თვითონ “ვიქცეთ იმ ცვლილებად”, რომლის ხილვასაც ვესწრაფით ჩვენს საკლასო ოთახებშიიქნებ მაშინ შეისხას ხორცი ჩვენმა ოცნება ჯანსაღი სკოლების განვითარების თაობაზე.

თარგმნა მზია ტუღუშმა

პროფესიული გამორკვევა მოზარდებში

0

როგორ ირჩევადამიანპროფესიას? სახალისოა, ბავშვს კითხო, ვინ გინდა გამოხვიდე, რომ გაიზრდებიო, მაგრამ ძნელიაამ კითხვაზე პასუხის მიღება მოზარდისგან.

ჰოლანდის პროფესიათა თეორია

ისეთი პროფესიის შერჩევა, რომელიც შეესაბამება ადამიანის
უნარებსა და ინტერესებს, არ არის ადვილი. ერთ-ერთი მეთოდი, რომელსაც იყენებენ პროფკონსულტანტები,
არის პროფესიათა დიდ კატეგორიებად გაერთიანება და შემდეგ მათი მისადაგება ადამიანის
უნარებსა და ინტერესებთან. ყველაზე ხშირად გამოიყენება ჰოლანდის პროფესიათა შერჩევის მეთოდი.

ჰოლანდის პროფესიათა თეორიის მიხედვით, განირჩევა პროფესიების 6 ძირითადტიპ: რეალისტურ, კვლევით, მხატვრულ, სოციალურ, ინიციატივიანდა კონვენციურ. ადამიანები მხოლოდ ერთ კატეგორიაში არ ხვდებიან – ყოველ მათგანს მეტნაკლებად აქვრამდენიმე კატეგორიის შესატყვისი თვისებები და ინტერესები, თუმცა მნიშვნელოვანია, რომელია უპირატესი.

პროფესიები იყოფა იმის მიხედვითაც, რა პიროვნული თვისებებია საჭირო ამა თუ იმ საქმიანობისთვის. მაგალითად, ადამიანი, რომელსაც აქვს მაღალი სოციალური, მაგრამ დაბალი კვლევითი
ინტერესები,
უმჯობესია დასაქმდეს სოციალურ სფეროში, ვიდრე, ვთქვათ, სამედიცინო ტექნოლოგიების სპეციალისტად.

მაგრამ, რა თქმა უნდა, ადამიანპროფესიას ირჩევარა მარტო ინტერესების და უნარების შესაბამისად, არამედ უამრავი სხვა ფაქტორის გავლენითაც.

 ყოველი ადამიანის ცხოვრებაში დგება მომენტი, როცა, გზაჯვარედინზე მდგარმა, რომელიმე ერთი მიმართულებუნდა აირჩიოს.ამ გადაწყვეტილების სისწორეზე ბევრად არის დამოკიდებული პიროვნების მომავალი, თავისი საქმიანობით კმაყოფილება, წარმატებები შრომასა და კარიერაში. პროფესი, როგორც წესი, შრომითი საქმიანობის დაწყებამდე ირჩევენ, ამის კვალობაზე, პროფორიენტაციული მუშაობა აღმზრდელობითი და სასწავლო დაწესებულებების მოვალეობაა.

პროფესიული საქმიანობა პიროვნების თვითრეალიზაციისა და საზოგადოებაში დამკვიდრების ძირითადი
საშუალებაა
, მაგრამ თითრეალიზაცია მხოლოდ მაშინაა შესაძლებელი, როცა დამიანს აინტერესებს არჩეული პროფესია, აქვს ამ სამუშაოს შესარულებლად საჭირო უნარი და მისი შესრულებკმაყოფილებას ჰგვრის.

პროფესიული ცხოვრების გზაჯვარედინზე თითოეულ ადამიანს სჭირდება დაფიქრება,
რათა გამორიცხოს ან მინიმუმამდე დაიყვანოს შეცდომები.

მეტ-ნაკლებად ტიპური შეცდომებია:

1) ე.წ. რომანტიული ან ინტელიგენტური
პროფესი
ის არჩევა. ვინც ამ მოტივით ხელმძღვანელობს, ხშირად არ იცის, რომ ამ ტიპის პროფესიებში ავის წარმატებულრეალიზაციისთვის მას მოუწევს რუტინული, არარომანტიული და არაინტელიგენტური სამუშაოების შესრულებაც. ამის გამო შემდგ, მუშაობის რეალურ პირობებთან შეჯახებისას, მას შესაძლოა იმედგაცრუება და სასოწარკვეთილებაც კი დაეუფლოს, რადგან ძალზეგულდასაწყვეტია იმის გაცნობიერება, რომ

მოლოდინი და რეალობა ერთმანეთს არ ემთხვევა.

 

2) მოდური პროფესიები. ბევრი პროფესიას ირჩევს
მხოლოდ იმიტომ,
რომ ის პრესტიჟულია. ამ დროს დიდი რისკი, გარკვეული ხნის შემდეგ ეს პროფესია აღარ იყოს პრესტიჟული და მოდური. ამ შემთხვევაში პიროვნება
დგება რეალობის წინაშე და უინტერესოდ
ეჩვენება თავისი სამუშაო, ეუფლება იმედგაცრუება და ზოგჯერ სასოწარკვეთილებაც კი.

 

3) პროფესიები, რომლებიც დიდ ფულს გვპირდება. ამგვარი პროფესიების წარმომადგენლები საქმიანობის პროცესში ხვდებიან, რომეს პროფესია მხოლოდ მატერიალურ კეთილდღეობ კი არ პირდება, არამედ მისგანაც ბევრს მოითხოვსთავდაუზოგავშრომა, დიდ რისკ, პირად სურვილებსა და მოთხოვნილებებზე უარის თქმა და ა.შ. ამ დროსაც ხშირია უკმაყოფილებდა იმედგაცრუა.

ვნახოთ, როგორია მოზარდთა პროფესიული შეხედულებები:

1) 11 წლამდე ასაკის ბავშვები ისე ასახელებენ ამა თუ იმ პროფესიას (უნდათ, იყვნენ მფრინავები, ექიმები, მსახიობები, მასწავლებელი და ა.. ), რომ არ აქცევენ

ყურადღებას, აქვთ თუ არა ამის რეალური მოთხოვნილება, საჭირო უნარები და ცოდნა, შეუძლიათ თუ არა, იკისრონ პასუხისმგებლობა ამ სპეციალობით გათვალისწინებული
საქმიანობის
გამო;

2) 13-14 წლიდან მოზარდებმა უკვე
მეტი
იციან იმ მოთხოვნებზე, რომლებსაც ესა თუ ის პროფესია უყენებს ადამიანს (მაგ., სპორტმენისა და მოცეკვავისთვის აუცილებელია მოქნილობა
და ძალა
), რა მატერიალური სარგებელი მოაქვს სხვადასხვა პროფესიას, რამდენი ხანი სჭირდება მის დაუფლებას; ამ ასაკის ახალგაზრდები, წინარეს ყოვლისა, ფიქრობენ თავიანთ უნარებსა და იმაზე, რამდენად შეესატყვისება ისინი არჩეულ პროფესია.

3) 15-16 ახალგაზრდები უკვე ცდილობენ, პროფესიის მოთხოვნები თავიანთ რეალურ შესაძლებლობებსა და ინტერსებს მიუსადაგონ.

 

ზოგჯერ ბავშვი უბრალოდ იძულებულია, გაყვესსაოჯახო ბიზნესს. გენდერი და ეთნიკური ფაქტორიც განსაზღვრავს
პროფესი
ის არჩევანს. მაგალითად,ქალები თავს არიდებენ პროფესიებს, რომლებიც დაკავშირებულია ტექნიკასთან და ირჩევენ ისეთებს, რომლებიც ხელს არ შეუშლიოჯახის მოვლაში.

 

პროფესიულ არჩევანზე მრავალი ფაქტორი ახდენს გავლენას. ესენია:

1) ოჯახის წევრების პოზიცია (ხშირად მშობლები თავად იღებენ მთ პასუხისმგებლობას შვილის მომავალი პროფესიის რჩევის გამო);

2) მეგობრების პოზიცია;

3) პედაგოგების პოზიცია;

4) ინფორმირების დონე;

5) პირადი გეგმები;

6) რეალობის შესაბამისობა გეგმებთან (ამ პროფესიით სამუშაოს
შოვნის
შესაძლებლობ);

7) პიროვნული შესაძლებლობები;

8) მიდრეკილებები (საყვარელი, საინტერესო საქმიანობა)

და სხვ.

 

ჩამოთვლილი ფაქტორებიუმეტესობა პიროვნებისგან
დამოუკიდებელია
და მათზე რეაგირება მრავალ საკითში გარკვევას მოითხოვს.
პროფესიის
არჩევისას მოზარდთა უმრავლესობაკვალიფიციურდახმარება სჭირდება, რაზეც მიუთითებს პროფესიის არჩევანში იმედგაცრუების მრავალი შემთხვევა.

ადამიანებს, განსაკუთრებით კი მოზარდებს, უჭირთ პროფესიის არჩევასთან დაკავშირებული რთული საკითების დამოუკიდებლად გადაწყვეტა, თანამედროვე, სწრაფად ცვალებად გარემოსთან ადაპტირება. მათ სჭირდებათ პროფესიონალთა დახმარება,
რომლებიც შეძლებენ მათი პიროვნულ-

ინდივიდუალური მახასიათებლების გამოვლენას და პროფესიული საქმიანობის იმ სფეროს
განსაზღვრას, სადაც ისინი უკეთ შეძლებენ საკუთარი
შესაძლებლობების რეალიზაციას.

მოზარდებს სჭირდებათ შესაბამისი ინფორმაცია, ორიენტაცია და კონსულტირება,
ანუ იმის დადგენა,
რომელ პროფესიას შეესაბამება მათი შესაძლებლობები და უნარ-ჩვევები და რამდენად შეძლებენ ისინი საქმიანობის ამა თუ იმ სფეროში თვითრეალიზაციას.

პროფესიის არჩევისას, როგორც წესი, იბადება კითხვები:

მინდა?

შემიძლია?

საჭიროა?

 

ამ კითხვებზე პასუხის გაცემა საკმაოდ რთულია და სათანადო ინფორმაციის ქონასმოითხოვს.

 

მინდა ეს პროფესია? – ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად ახალგაზრდა კარგად
უნდა იცნობდეს საკუთარ
მიდრეკილებებსა და ინტერესებს. ადამიანები ინტერესებით საგრძნობლად განსხვავდებიან ერთმანეთისგან, ზოგს ადამიანებთან ურთიერთობა მოსწონს, ზოგსტექნიკასთან, ზოგს ცხოველებთან. ამასთან, ამა თუ იმ პროფესიისადმი ინტერესის ფორმირებას,
როგორც წესი, ამ პროფესიის შესახებ გარკვეული
ინფორმაციის ფლობა უძღვის წინ.

 

შემიძლია? – ნებისმიერი პროფესია გარკვეულ უნარსა და
შესაძლებლობას
მოითხოვს. ზოგ შემთხვევაში ეს შესაძლებლობა მეტად სპეციფიკურია. ზოგიერთი უნარი ადამიანს დაბადებისთანავე დაჰყვება, მაგ., მუსიკალური სმენა, მხატვრობის ნიჭი, – დიდი ნაწილი კი სწავლითა და ვარჯიშითფორმირდება. მონდომებისა და შრომის შემთხვევაში თითქმის ყველა ადამიანს შეუძლია განივითაროს სამუშაოთა
ფართო
სპექტრის შესრულების უნარი, მაგრამ ზოგს ამისთვის ნაკლები ძალისხმევა სჭირდება, ზოგს მეტი. ასევე არსებობს პროფესიები, რომელთა შესრულება განსაკუთრებულ შესაძლებლობებს
მოითხოვს. სწორედ ამიტომაა
მნიშვნელოვანი დასაბუთებული პასუხის მიღება კითხვაზე: „შემიძლია?” წარმატებისათვის ადამიანს
უნდა
ჰქონდეს შესაძლებლობა, აითვისოს, გაითავისოს და სრულყოფილად შეასრულოს განსაზღვრული პროფესიული აქმიანობა.

საჭიროა ეს პროფესია? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად უნდა ვიცოდეთ,არის თუ არა სოციალური დაკვეთა, ანუ საზოგადოებრივი მოთხოვნა მოცემულ პროფესიაზე, როგორია
ამ მოთხოვნის ცვლილების პერსპექტივა. ამა თუ იმ
პროფესიით დასაქმების პერსპექტივის გათვალისწინებლად არჩევანი მცდარი იქნება, ვინაიდან სპეციალობით მუშაობის გარეშე
პიროვნება ვერ
შეძლებს პროფესიული საქმიანობით თვითრეალიზაციას, თუნდაც ეს პროფესია მის უნარებსა
და ინტერესებს შეესაბამებოდეს.

თუ მოზარდი თავს უსვამს პროფესიის არჩევასთან დაკავშირებულ
კითხვ
ებს, ე.ი. ეს საკითხი აქტუალურია მისთვის და გადაწყვეტას მოითხოვს. დასაბუთებული გადაწყვეტილების
მისაღებად კი საჭიროა ობიექტური

ინფორმაცია და შეფასება. ამ პროცესში როლის შესრულება შეუძლიათ:

1) ოჯახს;

2) მეგობრებს;

3) სასწავლო დაწესებულებას.

 

გარდა ამისა, პასუხი კითხვაზე „ვინ ვარ მე? ეხმარება მოზარდს თავისი ინტერესების აღმოჩენაში; „როგორ მინდა ვიცხოვრო? ეს კითხვა ეხმარება
მას
, წარმოიდგინოს ცხოვრების სასურველისტილი და დაფიქრდეს მასზე, მაგალითად, ზოგიერთისთვის სხვების დახმარების ესაძლებლობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ფინანსური წარმატება, ზოგისთვის მოგზაურობა უფრო, ვიდრე ოფისში გამოკეტვა და ა.შ. და მესამე კითხვა: „რისი გაცემა მომიწევს?ეხმარება მოზარდს, გააცნობიეროს თავისი უნიკალური შესაძლებლობები და ინტერესები, რათა იპოვოს ადგილი საზოგადოებაში, სადაც მისი ეს უნარები იქნება გამოსადეგი, საჭირო და ხელს შეუწყობს მის განვითარებას.

ასევე მნიშვნელოვანია, მოზარდი რეალისტი იყოს. მაგალითად, როდესაც იგი მათემატიკაში დაბალ შეფასებებ იღებს, უნდა გააცნობიეროს, რომ ეს სფერომისთვის არ არის. მშობლებიც რეალისტებიუნდა იყვნენ და არ მოსთხოვონ მოზარდს ის, რისი უნარიც ნაკლებად აქვს განვითარებული. ზოგიერთი პროფესია მიმზიდველი ჩანს სასკოლასაკში, მაგრამ სასიცოცხლო პირობების უზრუნველყოფა, მაგალითად, მხატვრისთვის, მწერლისთვის და საზღვაო ბიოლოგისთვის ოცნებებში უფრო ადვილია, ვიდრე რეალურ ცხოვრებაში; ასეთ დროს სათადარიგო პროფესიის არსებობა ურიგო აზრი არ იქნებოდა.

როდესაც მოზარდი ამა თუ იმ პროფესიიინტერესდება, კარგია ამ სფეროში მოხალისეობა – ეს საშუალებას ისცემს, უკეთ გაეცნოს მუშაობის პროცესს და გააცნობიეროს, არის თუ არა მისთვის მიზანშეწონილი ეს პოზიცია. გარდა ამისა, გამოცდილება დაეხმარება ამ კუთხით სწავლის გაგრძელებაშიც და დასაქმებაშიც.

მოზარდს პროფესიის შერჩევას გაუადვილებს ამა თუ იმ საქმიანობის
შესახებ ინფორმაციის მოძიება ინტერნეტში ან
გასაუბრება გარკვეული
პროფესიის
ადამიანებთან და მათგან რჩევების მიღება.

ზოგიერთი ადამიანი პროფესიას პირადი გამოცდილების საფუძველზე
ირჩევს, მას
შემდეგ, რაც მოსინჯავს თავის შესაძლებლობებს სხვადასხვა სფეროში.

პროფკონსულტაცია არის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება, დაეხმარო ადამიანს
იმის გარკვევაში, რომელი პროფესია შეესაბამება უფრო მეტად მის უნარებსა და ინტერესებს.

 

გვინდა, რამდენიმე რჩევა მივცეთ მშობლებს:

1. ნუ
ეცდებით, საკუთარი განუხორციელებელი სურვილები შვილების მოღვაწეობის ასპარეზად აქციოთ
.

2. პროფესიის
შერჩევისას უპირატესობა მიანიჭეთ მოზარდის მისწრაფებებსა და ნიჭს
, ასევე – მის სურვილებს.

3. შვილის
უნარების შეფასებისას მოერიდეთ იარლიყების მიწებებას
– „შენ

ძალიან ნიჭიერი ხარ“, ან
პირიქით
– „უნიჭო, უმაქნისი ხარდა ა. .

პედაგოგებს ვურჩევთ, ერიდონ მოზარდის შესაძლებლობათა გაზვიადებულად წარმოჩენას ან მათ დაკნინებას. მოსწავლეთა ინტელექტუალური
რესურსების საკუთარ ნებასა და მიზნებთან დაკავშირებას
. ეს შემდეგ სერიოზულ გართულებებს იწვევს.

 

თავად მოზარდებს გვინდა ვურჩიოთ:

1. დაეუფლეთ
იმ პროფესიას
, რომელიც გსურთ. გაითვალისწინეთ სხვათა
აზრიც
, მაგრამ იმოქმედეთ საკუთარი
ინტერესებიდან გამომდინარე
.

2. გაითვალისწინეთ
საკუთარი უნარები და შეაჯერეთ ისინი სურვილებთან
.

3. მოიძიეთ
დაწვრილებითი ინფორმაცია არჩეული პროფესიის დადებით და უარყოფით მხარეებზე
. გაითვალისწინეთ ისიც, რომ მხოლოდ მაღალი ანაზღაურება
არ ნიშნავს საკუთარი თავის რეალიზებას
. პროფესია თვითრეალიზების საშუალებას მხოლოდ
მაშინ მოგცემთ
, თუკი მასში კომფორტულად
იგრძნობთ თავს და სრულფასოვნად დაიხარჯებით
.


 

გამოყენებული
ლიტერატურა:

1. Grace J. Craig, Wendy L. Dunn, „Understanding Human Development”, University
of Massachusetts, 2007

2. ქირია გ., „პროფორიენტაციის მეთოდური საფუძვლები”, ნაწილი პირველი,
თბილისი, 2007

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...