სამშაბათი, ივლისი 29, 2025
29 ივლისი, სამშაბათი, 2025

პერსონალური პროექტის შესახებ

0
შესავლის მაგიერ

დავით ენუქიძე, ალექსანდრე სარაჯიშვილი, ნადეჟდა ელისაბედაშვილი, ლიზა ჩოლოყაშვილი, ჩემთვის უცნობი ხალხის ნაცნობი სახეები – სათუთად ვფურცლავ გვერდებს და მერამდენედ ვათვალიერებ ოდესღაც მწვანე ხავერდგადაკრულ ყდაში ჩასმულ გაცრეცილ ფოტოალბომს. ამ ფოტოებზე ჩემი წინაპრები არიან აღბეჭდილი. ზოგიც ჩემი წინაპრების მეგობარია, ამიტომაც აღმოჩნდა მათი სურათები ამ დროისგან და ხშირი გადაფურცვლისგან გაქუცულ ალბომში. ბედნიერები ჩანან. როგორ მინდა, მათ შესახებ მეტი ვიცოდე. არადა, ვეღარავინ მომიყვება ამ ადამიანთა ისტორიებს. ძალიან ვნანობ, რომ ასეთი ცუდი შვილიშვილი ვიყავი: არასოდეს ვუჩერდებოდი ბებიაჩემს, ტატას, რომელიც ამბებს მიყვებოდა. მე არ მაინტერესებდა ტატას მოყოლილი ისტორიები, ერთი სული მქონდა, ჩემს ოთახში გავქცეულიყავი, რადგან ამ ფოტოებზე აღბეჭდილ ხალხთან, მეგონა, არაფერი მაკავშირებდა. მერე რა, რომ ფოტოზე გამოსახული ეს ქალი ჩემი დიდი ბებია იყო; მერე რა, რომ ლამაზად ჩაცმა ჰყვარებია და ქალიშვილებსაც კოხტად გამოაწყობდა ხოლმე; მერე რა, რომ ელიზავეტოპოლში ცხოვრობდნენ; მერე რა, რომ ჩემი დიდი ბაბუა ქალაქის საკრებულოში იყრიდა კენჭს; მერე რა, რომ იქაურ ქართველებთან დიდი მეგობრობა ჰქონდათ და ნათელმირონობაც აკავშირებდათ; მერე რა, რომ საქართველოში გადმოსულებს რევოლუციამ მოუსწრო _ აქციები დაკარგეს, ბანკში კი ანაბრები გაუფასურდა. ახლანდელი ყაზბეგის ქუჩაზე, ნათესავებთან ახლოს, ძალიან პატარა სახლი შეიძინეს იმ იმედით, რომ მალე ყველაფერს დაიბრუნებდნენ. 

ჰო, მართლა, ალბომში 1913 და 1916 წლებით დათარიღებული ბანკის წიგნაკებიც დევს. ტატა ამ საბუთებსაც ძალიან უფრთხილდებოდა, ეგებ ოდესმე წართმეული დაგვიბრუნონო. ფოტოალბომში ბებიაჩემი პაწაწინა რვეულსაც ინახავდა. 1910 წლით დათარიღებულ რვეულში დედამისს, ჩემს დიდ ბებიას, რეცეპტები ჩამოუწიკწიკებია: “ბლომანჟე”, “ნაყინი”… ვერ წარმომედგინა, თუ საუკუნის დასაწყისშიც მიირთმევდნენ ასეთ ნუგბარს. ვერ წარმომედგინა, რომ მათაც უხაროდათ სიცოცხლე. ტატას ეღიმებოდა, დედაჩემი კაბებსაც უცხოეთიდან იწერდაო. ზოგიერთ ფოტოს უკანა მხარეს რუსული წარწერა აქვს, რეცეპტების ნაწილიც რუსულ ენაზეა. რუსულად რატომ წერდა, ქართული არ იცოდა? რუსული… ყველაზე მეტად რუსული მაღიზიანებდა. ითვლებოდა, რომ ცუდად არ ვიცოდი ჩემი ასაკის კვალობაზე. დედამ ტატას უთხრა, ბავშვებს (მე და ჩემს დას) რუსულად ელაპარეკეთო. შეცდომებს რომ მისწორებდნენ, ვერ ვიტანდი და პროტესტის ნიშნად ბებიას აღარ ველაპარაკებოდი. ტატამ დედას შესჩივლა, ბავშვები აღარ მელაპარაკებიანო, მაგრამ დედაჩემი მკაცრი და შეუვალი აღმოჩნდა. ამის გამოც არ ველაპარაკებოდი ტატას _ რუსულად უნდა დავლაპარაკებოდი, მე კი აქცენტის და შეცდომების მრცხვენოდა… არ მახსოვს, ეგებ მაინტერესებდა კიდეც ტატას მოყოლილი ამბები, მაგრამ რუსულის მეშინოდა. ვითომ პატრიოტული მოსაზრებით, არადა, უვიცობით გამოწვეულ პროტესტს ემსხვერპლა ჩემი ურთიერთობა ბებიასთან. ნეტავ ვინმეს სკოლაში მაინც მოეცა დავალება, მომემზადებინა ნარკვევი ჩემი წინაპრების შესახებ, წავსულიყავი არქივში, შემეკრიბა მასალა, ჩამეწერა ინტერვიუები… 
***
იცით, რა მომწონს დღევანდელ სასწავლო პროგრამებში? ის, რომ გათვალისწინებული და წახალისებულია მოსწავლეთა მიერ პროექტების მომზადება. დიახ, ასეა წამყვანი უნივერსიტეტების მიერ საუკეთესოდ აღიარებულ პროგრამებში. მოსწავლე ცხოვრებისთვის ემზადება და ადრეული ასაკიდან სწავლობს პროექტების მომზადებას, იქნება ეს საგნობრივი პროექტი თუ უფრო მასშტაბური რამ. თუმცა, საქართველოს სასწავლო გეგმის მიხედვით, სავალდებულო არაა, მაგრამ მაინც წახალისებულია სწავლების პროცესში ამ მეთოდის გამოყენებაც.  

დღეს ერთ-ერთ ასეთ პროგრამაზე მოგითხრობთ, რომლის მიხედვითაც სავალდებულოა, მოსწავლემ პროექტი განახორციელოს. ოღონდ ეს პროექტი ცოტათი განსხვავდება ტრადიციული პროექტებისაგან. საერთაშორისო ბაკალავრიატის საბაზისო საფეხური პერსონალური პროექტით სრულდება. მსოფლიოს სხვადასხვა სკოლაში შესრულებული პროექტები მოდერაციისთვის სათავო ოფისში იგზავნება და მხოლოდ შემდეგ გადაწყდება, მიენიჭოს თუ არა მოსწავლეს MYP (Middle Years Programme) დიპლომი. 

პერსონალური პროექტის შესრულება ნებისმიერ საგანში შეიძლება. მასზე მოსწავლე 6-9 თვის მანძილზე მუშაობს. მიუხედავად იმისა, რომ ამგვარი პროექტები თავისი არსით პერსონალურია, მოსწავლეს მაინც სჭირდება ხელმძღვანელი, მასწავლებელი, რომელიც ჯერ განსაზღვრავს, რამდენად შეძლებს სკოლა პროექტის განხორციელებისთვის აუცილებელი პირობების შექმნას, შეაფასებს, რამდენად სწორადაა დასახული მიზნები; შემდეგ კი, საჭიროების შემთხვევაში, რჩევებით დაეხმარება მოსწავლეს. რჩევები გულისხმობს ლიტერატურის მითითებას, რეფერირების წესების სწავლებას, პლაგიატზე ნაშრომის შემოწმებას და ბოლოს მოდერაციაზე გასაგზავნი ნაშრომისთვის ქულის დაწერასაც. ქულა შეიძლება შენარჩუნდეს, შეიძლება შეიცვალოს _ გააჩნია, რამდენად ობიექტურია ხელმძღვანელი და რამდენად ზუსტად იცავს კრიტერიუმით განსაზღვრულ პირობებს. 

საერთაშორისო ბაკალავრიატის საბაზისო პროგრამის მქონე ყველა სკოლას ჰყავს პერსონალური პროექტების კოორდინატორი. მისი ფუნქციაა, მეცხრე კლასის ბოლოს მოსწავლეებს მიაწოდოს ინფორმაცია პერსონალური პროექტის შესახებ, შექმნას ვადემეკუმი, მოსწავლეებს მისცეს დრო იდეების წარმოსადგენად. რა თქმა უნდა, ამ ეტაპზე მშობლებსაც და მეგობრებსაც შეუძლიათ მონაწილეობის მიღება, რადგან ხშირად იდეა ბუნდოვანია და მას დახვეწა სჭირდება. მოსაფიქრებელი დროის გასვლის შემდეგ კოორდინატორი ეხმარება მოსწავლეებს, რამდენიმე იდეიდან ამოირჩიონ ერთი, შემდეგ კი მათ ხელმძღვანელებთან ანაწილებს. თებერვალში მეათეკლასელებისთვის ეწყობა პროექტების გამოფენა. თუ კოორდინატორი თვლის, რომ პროექტების უკეთ წარმოჩენას ზეპირი პრეზენტაციები შეუწყობს ხელს და აუდიტორიის დასაინტერესებლად ეს მეთოდი უფრო გამართლებულია, მაშინ გამოფენას წინ უძღვის პროექტების დაცვა, რომლის შემდეგაც სტუმრები მიდიან სტენდებსა თუ მაგიდებზე გამოფენილ პროდუქტებთან და კითხვებს უსვამენ მოსწავლეებს. ასეთი გამოფენა კი არ უნდა ძაბავდეს შემსრულებელს, არამედ მისი ინტერესი უნდა იყოს, რაც შეიძლება, მეტმა ადამიანმა იხილოს ნამუშევარი და მეტ შეკითხვას უპასუხოს. შეკითხვა ხომ, პირველ რიგში, დაინტერესებას გამოხატავს. 

საერთაშორისო ბაკალავრიატის საბაზისო პროგრამის პერსონალური პროექტი სამი ნაწილისგან შედგება. პირველი ნაწილია საპროცესო ჟურნალი. მასში თავმოყრილია ჩანაწერები მუშაობის დაწყების დღიდან. მართალია, ეს არ არის დღიური, მაგრამ მასში ასახულია, თუ როგორ განხორციელდა სამუშაო, რა ცვლილებები განიცადა იდეამ, როგორ შეისხა ხორცი, რა დაბრკოლებები შეხვდა მოსწავლეს, აგრეთვე მისი შეხვედრები ხელმძღვანელთან და შეკითხვებზე მიღებული პასუხები, მოკლედ, ყველაფერი, რაც ცხრა თვის განმავლობაში ხდებოდა. ზოგიერთი მოსწავლე საპროცესო ჟურნალს ბლოგის სახეს აძლევს, ზოგი ჩვეულებრივ რვეულს არჩევს. საპროცესო ჟურნალი მართლაც სახალისო დასათვალიერებელია, რადგან ხშირად მოსწავლეები მას ფოტოებით ამდიდრებენ. საპროცესო ჟურნალი საინტერესო ინფორმაციის შემცველია იმდენად, რამდენადაც კარგად ასახავს, თუ როგორ გაიზარდა მოსწავლე, როგორ გაართვა თავი სირთულეებს, როგორ დაიხვეწა იდეა, როგორ  მიიღო მან საბოლოო სახე. 

პროექტის საბოლოო სახე მისი მეორე ნაწილია, რომელსაც პროდუქტს უწოდებენ. პროდუქტი ყოველთვის განსხვავებულია და იმ საგანზეა დამოკიდებული, რომელშიც სრულდება სამუშაო. პროდუქტად ჩაითვლება გენეალოგიური ხის დაზუსტება, კვლევა, ნარკვევი, ესე, მხატვრული ნაწარმოების შექმნა, ინიციატივა – საქველმოქმედო იქნება ეს თუ შემეცნებითი ხასიათის, სემინარების მოწყობა, კონცერტის ან სხვა ტიპის ღონისძიების ორგანიზება და მასზე საკუთარი ან სხვისი ნაწარმოების შესრულება, კომპიუტერული თამაშის, ვიკიპედიის გვერდის შექმნა, მცირე მეცნიერული გამოგონება ზუსტ და საბუნებისმეტყველო საგნებში. პროექტი იოლი და ადვილად დასაძლევი არ უნდა იყოს. საბოლოო პროდუქტი სერიოზული გამოწვევა უნდა იყოს მოსწავლისთვის, რათა კარგად დაგეგმილი, მოფიქრებული, გააზრებული, ცხრათვიანი მუშაობის შედეგი წარმოჩნდეს, ხოლო საზოგადოებამ მოულოდნელი კუთხით გაიცნოს ავტორი.    

საბოლოო ქულა რამდენიმე კომპონენტის შეკრებით მიიღება, აქედან ორი კომპონენტი პროდუქტსა და საპროცესო ჟურნალზე მოდის, დანარჩენი კომპონენტების შესრულება კი პირდაპირ უკავშირდება პერსონალური პროქეტის მესამე ნაწილს, ე. წ. რაპორტს. რაპორტი აღწერითი ხასიათის წერილობითი ნაშრომია, რომლის ცალკეული ნაწილები პირდაპირ ეხმიანება კრიტერიუმებს: პროექტის მიზნის განსაზღვრა, მიზნის მიღწევა, მასალის მოძიება, ინფორმაციის მისადაგება, ახალი სასწავლო უნარების შეძენა. რაპორტის მოცულობა 1500-დან 3500 სიტყვამდეა. ამდენად, საბოლოო ქულის დაჯამება-გამოყვანისას ყურადღება შვიდ კომპონენტს ექცევა, თითოეულის მაქსიმალური შედეგი ოთხი ქულაა, შესაბამისად, საუკეთესო პროექტი 28 ქულით ფასდება. ზოგჯერ პერსონალური პროექტი ჯგუფურად სრულდება. ამ შემთხვევაში, ჯგუფის შემადგენლობა სამ კაცს არ უნდა აღემატებოდეს. ასეთ დროს პროდუქტი ერთია, ხოლო საპროცესო ჟურნალებსა და რაპორტებს ჯგუფის წევრები დამოუკიდებლად წერენ. თუ სამუშაო სწორად გადანაწილდება და ჯგუფის თითოეული წევრი ნაკისრ ვალდებულებას თავს გაართმევს, მაშინ ყველა წევრი ერთნაირი ქულით შეფასდება. თუმცა ხანდახან ისეც ხდება, რომ ჯგუფის წევრები განსხვავებულ ქულებს იღებენ. ეს, რა თქმა უნდა, მათ მიერ შესრულებული სამუშაოს ხარისხზეა დამოკიდებული.  

ჩამოხრჩობანა

წლევანდელი პერსონალური პროექტების გამოფენიდან ერთს გამოვყოფდი, რომელმაც ერთხმად დაიმსახურა 28 ქულა. ესაა კომპიუტერული თამაშის, “ჩამოხრჩობანას” შექმნა. თურმე პროექტის ავტორის დედას ჩვევად ჰქონია მაცივარზე სტიკერების მიწებება. ამ სტიკერებზე ის ქართულ სიტყვებს წერდა, რადგან ეშინოდა, მისი შვილის ლექსიკა მწირი არ ყოფილიყო. ამ გამოგონების წყალობით, დედას შვილისთვის ადვილად უსწავლებია ცხოველთა და ფრინველთა ნაშიერების სახელები, ფერთა გამა, მრავალი ეპითეტი და სხვ. შემდეგ ქართულ სიტყვებს რუსული და ინგლისური სიტყვები ჩაენაცვლა. მაცივართან მისულ ბავშვს სტიკერებისთვის უნდა შეეხედა და ახალი სიტყვები უნდა დაემახსოვრებინა. მეთოდმა დიდად არ გაამართლა, რადგან ბავშვი ისე მიდიოდა მაცივართან და ისე აღებდა მის კარს, რომ ყურადღებას აღარ აქცევდა ჭრელ ქაღალდებს. ეს ამბავი პერსონალური პროექტის ავტორს არც გაახსენდებოდა, რომ არა მისი მამიდაშვილი. თურმე ავტორის მამიდაშვილს მედიცინის შესწავლა სურს და კარგად ესმის, რომ აუცილებელია უცხოურ ჟურნალებში გამოქვეყნებული უახლესი მიღწევების შესახებ სტატიების კითხვა, თუ უნდა, რომ კარგი სპეციალისტი დადგეს. რა კარგი იქნებოდა, რომ ვინმე უცხო ენასთან ერთად სამედიცინო ტერმინოლოგიასაც შეასწავლიდეს! დედამ ძველი გამოცდილება გაიხსენა და მას ურჩია, სტიკერები გამოეყენებინა. ეს ამბავი დავიწყებას მიეცემოდა, რომ არა კიდევ ერთი დამთხვევა. პროექტის ავტორს ძალიან უყვარს “ჩამოხრჩობანას” თამაში. ამიტომაც, სადაც კი რთულ სიტყვას წააწყდება, მაშინვე იმახსოვრებს. ამ ამბებიდან მალე მას მაგიდაზე ფურცელი შეუმჩნევია – მისი დის დიაგნოზი იყო, მის ზედა ნაწილში კი ისეთი სიტყვა ეწერა, თუ დაიმახსოვრებდი, უთუოდ ყველას ჩაჭრიდი. 

ეზოფაგოგასტროდუოდენოსკოპია – სანამ ამ სიტყვას დაიმახსოვრებდა, პროექტის ავტორს მამიდაშვილის წუხილიც გაახსენდა; გაახსენდა ისიც, რომ სკოლაში პერსონალური პროექტისთვის თემა უნდა მოეფიქრებინა. ეს პატარა ამბები ერთმანეთს დაუკავშირა და აი, ისიც: პროექტის იდეა მზად იყო! ისეთი კომპიუტერული თამაშის შექმნა, რომლითაც ყველა დაინტერესებული პირი უპრობლემოდ ისწავლის სამედიცინო ტერმინოლოგიას. მერე კოორდინატორმა პროექტის ავტორი ხელმძღვანელს მიამაგრა, რომელმაც ურჩია, “ჯავა” შეესწავლა… 

ეს თამაში ინტერნეტში არსებული სხვა თამაშებისგან იმით განსხვავდება, რომ მას საბოლოო მომხმარებელი ჰყავს _ მომავალი სტუდენტები, რომლებიც დარგობრივი ტერმინოლოგიის ცოდნით არიან დაინტერესებული. თუმცა პროექტზე მუშაობის პროცესმა წარმოაჩინა, რომ თამაში სხვებისთვისაც აქტუალური გახდებოდა, თუ მას მუდმივი განახლების რეჟიმი ექნებოდა. დღეს ამ პროგრამის გამოყენება ყველა მასწავლებელს შეუძლია, თუ უნდა, რომ თამაშ-თამაშით ასწავლოს მოსწავლეებს ახალი სიტყვები. პროგრამა ეკრანზე გამოგიტანთ ორ ცარიელ ფანჯარას, ერთში ჩაწერთ შესასწავლ სიტყვას, მეორეში კი – განმარტებას. თამაშიც მზადაა! მომხმარებელს შეუძლია, საკუთარი ინტერესების მიხედვით, უსასრულოდ ცვალოს და გაზარდოს ასათვისებელი სიტყვების რაოდენობა. 

გამოფენაზე დაწყებითი კლასების მასწავლებლები თავად დარწმუნდნენ პროგრამის სიმარტივეშიც და პრაქტიკულობაშიც. რა ისწავლა მოსწავლემ პროექტზე მუშაობის შედეგად? მისი საპროცესო ჟურნალი იყო ბლოგი, ე.ი. მან ისწავლა ბლოგის შექმნა; თამაშისთვის განკუთვნილი სიტყვების ძიებისას დახვეწა ანატომიური ტერმინოლოგიის ცოდნა, გაიმდიდრა ლექსიკა; თამაში ვერ შეიქმნებოდა კომპიუტერული ენის ცოდნის გარეშე. ავტორმა აგრეთვე ისწავლა დროის სწორად განაწილება, არსებული მასალის დამუშავება და მისი მისადაგება პროექტთან, გაფორმება და ა.შ. დღეს პროექტის ავტორმა იცის, რომ ამ თამაშს დონეების მიხედვით დაანაწილებს და ძალიან მალე მომხმარებლები უფრო დახვეწილ თამაშს მიიღებენ.  

რა თქმა უნდა, ყველა პროექტი ერთნაირად საინტერესო არ არის. ზოგი მოსწავლე მიზანს კარგად ვერ აყალიბებს, ზოგი კი მიზნის მიღწევის პროცესში მოიკოჭლებს, ზოგი ზარმაცობს და იოლ გზას ირჩევს, ზოგი კი ზედმეტად რთულ გზაზე მიდის. რთულ გზაზე სიარული კი ყველას არ შეუძლია. ჯეკ ანდრაკამ, 15 წლის მოსწავლემ, პერსონალური პროექტის ფარგლებში, პანკრეასის სიმსივნის დიაგნოსტიკის იაფ და მარტივ გზას მიაგნო. მან 200-მდე კლინიკას მიმართა თხოვნით, დახმარებოდნენ ტესტის ჩატარებაში და მხოლოდ ერთი გამოხმაურება მიიღო. დღეს ჯეკის მიერ აღმოჩენილი მეთოდი ბევრად უფრო იაფი და ხელმისაწვდომია პაციანტებისთვის. თუკი მანამდე პანკრეასის სიმსივნის დადგენა დაავადების ბოლო სტადიაზე ხდებოდა, დღეს ნებისმიერ ადამიანს შეუძლია დიაგნოსტიკური ტესტის ჩატარება მაშინ, როცა ამას თვითონ ან მისი ექიმი გადაწყვეტს.  

დასკვნის მაგიერ

სამწუხაროდ, მე რომ 15 წლის ვიყავი, სიტყვა “პროექტიც” არ ვიცოდი. დღეს, ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, სწავლების პროცესში წახალისებულია პროექტების გამოყენება სწავლის ერთ-ერთ მეთოდად. აი, ახლა რომ 15 წლის ვიყო და ჩემი მასწავლებლები რეკომენდებულ მეთოდებს რომ იზიარებდნენ, აუცილებლად გავაკეთებდი ჩემი ოჯახის ორიგინალურ გენეალოგიურ ხეს, საბოლოო პროდუქტს კი ჩემი სანათესავო მოიხმარდა. ნეტავ დავიმსახურებდი მათგან 28 ქულას?

წარუმატებლობათა მიზეზები უცხო ენის შესწავლისას

0
მიუხედავად ხანგრძლივი, მრავალწლიანი მცდელობისა, უცხო ენის შემსწავლელთა დიდი ნაწილი ამა თუ იმ ენის შესწავლას ადრე თუ გვიან დაუძლეველ პრობლემათა „საქაღალდეში” მოაქცევს და ერთგვარი სინანულით იხსენებს დახარჯულ დროს, ძალისხმევასა და ფინანსურ რესურსებს.
ბევრ ზრდასრულ ადამიანს მიაჩნია, რომ უცხო ენის შესწავლის პროცესი მათთვის ზედმეტად რთული აღმოჩნდა, სხვები კი ფიქრობენ, ალბათ ენის ათვისების ალღო არ მაქვსო. უდავოა, რომ ზოგიერთ ენის შემსწავლელს მართლაც უშლის ხელს სიზარმაცე ან დროის დეფიციტი. ისიც მართალია, რომ თანაბარ პირობებში ჩაყენებული სხვადასხვა ადამიანი სხვადასხვანაირად ითვისებს ამა თუ იმ ენას, განსაკუთრებული მიდრეკილებებისა და უნარების გათვალისწინებით, თუმცა ვერც ერთი ვერსია ხსნის პრობლემის არსს და ვერც მეორე. პრობლემის ფესვები არც სიზარმაცის ნიადაგშია დამალული და არც ენის შესწავლის ალღოს საფარქვეშაა მოქცეული. უცხო ენის შესწავლისა და დაძლევადობის პრობლემას პედაგოგიკის თანამედროვე მესვეურები სულ სხვაგვარად ხედავენ. წარმოგიდგენთ უცხო ენის შესწავლის ტრადიციული გზის სამ თანამდევ ფაქტორს, „შესანიშნავ სამეულს”, რომლებიც განაპირობებს უცხო ენის შესწავლის ეფექტიანობას. ესენია მეთოდიკა და მიდგომა, მასალები, დამოკიდებულება. 
მეთოდიკა და მიდგომა

მიუხედავად თანამედროვე მეთოდიკის მრავალფეროვნებისა, ენის სწავლება ხშირად ისევ რამდენიმე მეთოდსა და მიდგომაზეა ფოკუსირებული: ა) გრამატიკულ-მთარგმნელობით მეთოდზე; ბ) მექანიკურ დამახსოვრებაზე; გ) სტანდარტიზებულ ტესტირებაზე. 
ა) გრამატიკულ-მთარგმნელობითი მეთოდი გრამატიკული სტრუქტურებისა და ლექსიკური ერთეულების დასწავლის გზაა, რომელიც უცხო ენის პარამეტრების მშობლიურთან მუდმივ შედარებას გულისხმობს. ასეთ მეთოდს იყენებდნენ ოდითგანვე მკვდარი ენების (მაგ., ლათინურის) შესასწავლად. ამ შემთხვევაში შემსწავლელი ეუფლება ენის ლექსიკურ-გრამატიკულ სტრუქტურებსა და ინფორმაციული ხასიათის მასალას, თუმცა, მიუხედავად ხანგრძლივი ძალისხმევისა, ზეპირი თუ წერითი მეტყველებისას მათი გამოყენება უჭირს.

„იმისთვის, რომ გამოიყენო გრამატიკა, გრამატიკის ცოდნა არ არის საჭირო”, – ასკვნიან თანამედროვე დიდაქტიკოსები. მართლაც, არავინ სწავლობს მანქანის მართვას სახელმძღვანელოთი, საჭესთან ჯდომისა და შესაბამისი პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავების გარეშე. მანქანის მართვის სწავლა სახელმძღვანელოთი, პრაქტიკის გარეშე, გრამატიკულ-მთარგმნელობითი მეთოდის მეშვეობით უცხო ენის შესწავლის ყველაზე ზუსტ მაგალითს წარმოადგენს.

ბ) მექანიკური დამახსოვრება: ახალი ენობრივი სამყაროს შემეცნება მისი მრავალგზის გადაწერის გზით არა მარტო მოსაწყენი, არამედ ფრიად არაეფექტური გზაცაა. ეს მიდგომა შესაძლოა გამოგვადგეს ხვალინდელი ტესტისთვის მოსამზადებლად, თუმცა არ ემსახურება გრძელვადიანი მეხსიერების წიაღში ინფორმაციის მოქცევას. მექანიკური დამახსოვრება შესაძლოა ექსპლიციტური ინფორმაციისთვის გამოგვადგეს, თუმცა უცხო ენაზე მეტყველებისთვის სულაც არ არის საჭირო სიღრმისეული ცოდნა. მექანიკური დამახსოვრება ენის შემსწავლელის დეკლარატიულ მეხსიერებაში აგროვებს ფაქტობრივ ცოდნას. დეკლარატიული მეხსიერება გვეხმარება, მაგალითად, საჭიროებისამებრ გავიხსენოთ მალაიზიის დედაქალაქის სახელწოდება, თუმცა არაფერს გვაძლევს უცხო ენაზე მეტყველებისას. კონტექსტის მიხედვით ლექსიკის, სამეტყველო ფუნქციებისა და გრამატიკული მექანიზმების გამოყენებაზე სწორედ რომ პროცედურული მეხსიერებაა პასუხისმგებელი. 

განსხვავებას უცხო ენის სწავლასა და უცხო ენაზე კომუნიკაციის უნარის გამომუშავებას შორის საინტერესოდ ხსნის ამერიკელი ლინგვისტი სტივენ კრაშენი წიგნში „სწავლისა და ცოდნის შეძენის ჰიპოთეზა”. ისიც გვთავაზობს მაგალითს „მანქანის მართვის” სერიიდან: სწავლის შედეგად ენის შემსწავლელი ცნობს მანქანის ყველა ნაწილს, მაგრამ ვერ მართავს მანქანას (გაცნობიერებული პროცესი). უნარის შეძენისას ის მართავს მანქანას, თუმცა სულაც არ იცის, როგორ ფუნქციობს მანქანის ნაწილები და მექანიზმი (გაუცნობიერებელი პროცესი). მაშასადამე, ენის სწავლა კომპლექსური უნარ-ჩვევების ნაკრებია, რომელთა განვითარება ქვეცნობიერ დონეზე ხდება პროცესების გაუანალიზებლად.

გ) სტანდარტიზებული ტესტირება: გაზომვადობა მნიშვნელოვანი ფაქტორია ყოველგვარი საქმის მენეჯმენტისთვის, თუმცა მნიშვნელოვანია, რას ვზომავთ და რითი. სტანდარტიზებული ტესტირების ინსტრუმენტები ძირითადად ენობრივი ტესტებია, რომელთა საშუალებითაც ენობრივი ცოდნა იზომება და არა შემსწავლელთა მიერ უცხო ენის გამოყენება. ხშირად ტესტების ავტორები სწორედ იმ დეკლარატიული ცოდნის შემოწმებას ისახავენ მიზნად, რომელზეც ზემოთ ვსაუბრობდით და ნაკლებ ყურადღებას უთმობენ პროცედურულ უნარებს. ერთადერთი ჭეშმარიტი გზა ენის შემსწავლელთა შესამოწმებლად და საუკეთესო ტესტი ენის მატარებელთან საუბარი და მისი გაგებაა. 
მასალები

მიუხედავად მედიასაშუალებებისა და ინფორმაციული საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სიმრავლისა, ტრადიციული სწავლება ისევ ნაბეჭდ, ხშირად მოსაწყენ სახელმძღვანელოებს ანიჭებს უპირატესობას. წინდახედული მასწავლებელი კი ნაბეჭდ ტექსტობრივ მასალას ენის აუდიო- და ციფრულ საშუალებებს ამჯობინებს. ციფრული მასალები, ნაბეჭდი სახელმძღვანელოებისგან, კომპაქტდისკებისა და ლექსიკონებისგან განსხვავებით, ხშირად ძალიან იაფი ან სრულიად უფასოა. სასკოლო განათლების ფარგლებში მასწავლებელი იძულებულია იტრიალოს იმ თემატიკის ირგვლივ, რომელსაც მას სასწავლო გეგმა და სახელმძღვანელო სთავაზობენ, თუმცა დამატებითი სასწავლო რესურსები და მასალა არჩევანის საგანია, რომელსაც ის თავისი სამიზნე ინტერესებისა და სურვილების მიხედვით ირჩევს. ინფორმაციული საკომუნიკაციო ტექნოლოგიები, მათ შორის – ინტერნეტი, რომლებიც თანამედროვე ადამიანის ცხოვრებაში უმნიშვნელოვანეს ადგილს იკავებს, უამრავ უფასო, ხელმისაწვდომ მასალას გვთავაზობს. სასურველია, მასალები შემდეგნაირად დავაბალანსოთ: ტექსტობრივი – აუდიომასალით, ხოლო ნაბეჭდი – ციფრულით, რაც საშუალებას მოგვცემს გავახალისოთ, უფრო მიმზიდველი გავხადოთ, დაბოლოს, ავთენტურ ენას მაქსიმალურად მივუახლოოთ სასწავლო მასალები. 
დამოკიდებულება

ადამიანები უცხო ენებს საუკუნეების განმავლობაში ყოველგვარი სახელმძღვანელოსა და გრამატიკული სტრუქტურის აუთვისებლად სწავლობდნენ. ენის შესწავლა ხომ ავტომატური უნარია, რომელიც გენეტიკურად გადაეცემა ადამიანს. სწორედ ამ უნარს უნდა ვუმადლოდეთ ადრეულ ბავშვობაში მშობლიური ენის შესწავლას. საინტერესოა, რომ რაც უფრო ვუახლოვდებით მოწიფულ ასაკს, ეს უნარი არათუ არ დუნდება, პირიქით, უფრო მეტ მოქნილობას იძენს. გავრცელებული სტერეოტიპის მიუხედავად, ზრდასრული ადამიანები უფრო სწრაფად და ეფექტიანად ითვისებენ უცხო ენას, ვიდრე ბავშვები. ამაში მათ სამი ძირითადი უპირატესობა ეხმარებათ: არჩევანის თავისუფლება, სწავლის სწავლის უნარი, მდიდარი ლექსიკური მარაგი (მშობლიურ ენაზე).
არჩევანის თავისუფლება: ზრდასრულ ასაკში უცხო ენის სწავლისას ჩვენ ვეყრდნობით არჩევანის თავისუფლებას, რაც, თავის მხრივ, ზრდის მოტივაციას და გვანიჭებს სიამოვნებას. რაც შეეხება სკოლის მოსწავლეებს, არაერთი დაკვირვება გვიჩვენებს, რომ მოწაფეები, რომლებსაც საშუალება აქვთ, სურვილისამებრ აირჩიონ უხო ენა, მეტი მოტივაციით ეკიდებიან სწავლას და შედეგებიც უკეთესი აქვთ, ვიდრე მათ, ვისაც უცხო ენის შესწავლისას არჩევანი არ მისცეს.

სწავლის სწავლის უნარი: ზრდასრულებმა უკვე ვიცით, როგორ ვისწავლეთ, მაგალითად, კომპიუტერის მოხმარება, ჩოგბურთის თამაში და სხვა, შესაბამისად, ჩვენ, ბავშვებისაგან განსხვავებით, გამომუშავებული გვაქვს შესაბამისი სტრატეგიები ამა თუ იმ სასწავლო პროცესისა, უნარის შეძენის სამართავად. ყოველი დაძლეული ამოცანა გვაძლევს საშუალებას და გვძენს გამოცდილებას მომდევნო საფერხურზე უკეთესი შედეგის მისაღწევად. 

მდიდარი ლექსიკური მარაგი: მოზარდებისგან განსხვავებით, ზრდასრულებს განვითარებული გვაქვს ძირითადი კოგნიტური ფუნქციები, გარდა ამისა, მშობლიურ ენაზე გააზრებული და პროცედურულ მეხსიერებაში „შენახული” გვაქვს მოზრდილი ლექსიკური მარაგი, რაც საშუალებას გვაძლევს, უფრო მალე დავიმახსოვროთ მშობლიურის შესატყვისი უცხოენოვანი ლექსიკური ანალოგები.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, უცხო ენის შემსწავლელები ამტკიცებენ, რომ მთავარი დაბრკოლება, რომელსაც ენის შესწავლის პროცესი ჩიხში შეჰყავს, სამიზნე უცხო ენის სირთულე და ენობრივი ალღოს უქონლობაა. თანამედროვე ენათმეცნიერები კი გვპასუხობენ: ენის შესწავლას დამოკიდებულებას უფრო უნდა ვუმადლოდეთ, რომელიც წარმატებას განაპირობებს და არა ალღოს. არც ერთი ენა არ არის რთული, ისინი უბრალოდ მშობლიურისგან განსხვავებულია.

რაგბი ჩვენში

0
მორაგბეები რომ ნამეტანი მაგარი ხალხია, ჯერ კიდევ მაშინ მივხვდი, როდესაც ბავშვობაში, სკოლისკენ მიმავალი, გადაძეძგილი ტრამვაის უკანა კიბეზე ვეკიდე – ხელი გამეშვა და ალბათ კისერსაც მოვიტეხდი, ჩემ ზემოთ ჩამოკონწიალებულ დაკუნთულ და თმაგადახოტრილ ბიჭს რომ არ დავეჭირე. ამ ბიჭს მხარზე უზარმაზარი სპორტული ჩანთა ეკიდა, ჩანთაზე კი დიდი ოვალური ბურთი იყო გამოსახული.

რაგბი რა ხილი იყო, იმ დროს საქართველოში ცოტამ თუ იცოდა და როდესაც ვაკეში, სპორტსკოლის გადახრიოკებულ სტადიონზე, მორბენალ ერთ-ერთ ჯეელს ხელში ჩემთვის უკვე ნაცნობი ოვალური ბურთი დავუნახე, ინტერესი გამიმძაფრდა. მერე სკოლასა თუ უბანში კარგა ხანს ვცდილობდი, ბიჭები ამ თამაშში ამეყოლიებინა, მაგრამ წესები ჩვენ არ ვიცოდით, თუმცა ბურთის დევნაში აგორებულ ზედახორებში გვარიანად დავიჟეჟეთ, ისე რომ, ბოლოს მისაყვედურეს კიდეც – ცემა-ტყეპა თუ გინდოდა, თავიდანვე გეთქვაო.

გავიდა ცოტა ხანი და რაგბი ერთბაშად საოცრად პოპულარული გახდა. ნამდვილი ანგლოსაქსებივით, წესებშიც უცებ გავერკვიეთ და სხვა, ჭეშმარიტად რაგბული რამეებიც ვისწავლეთ. თამამად შეიძლება ითქვას, რომ გასულ ოცწლეულში ჩვენს ქვეყანაში მომხდარი ცუდი ამბების ერთ-ერთი (თუ ერთადერთი არა) საპირწონე კლოდ სორელის დამოძღვრილი ქართველი მორაგბეების გამარჯვებები იყო. მნიშვნელობა არ ჰქონდა, ვის ვუგებდით და რამდენად ძლიერი მეტოქე გვყავდა – მთავარი ის გახლდათ, რომ ქართველები რაღაცაში მაინც ვაღწევდით წარმატებას და მორიგი გამარჯვების შემდეგ გაყინულ საწოლებშიც კი ტკბილად გვეძინებოდა.

ვინ იცის, რამდენი წელი ელოდა მილიონობით გულშემატკივარი იმ დროს, როდესაც საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი რაგბის ოლიმპიურ სახეობათა ნუსხაში შეიტანდა. მთელ მსოფლიოში გამუდმებით საუბრობდნენ ამაზე, რაგბის ოლიმპიადაზე დაშვების ამბავს კი საშველი არა და არ ადგებოდა. და აი, როგორც იქნა, გაიხსნა ეს მისტიკური „რკინის ფარდა” – 2016 წლის ზაფხულის ოლიმპიადაზე სპორტის სხვა სახეობებთან ერთად რაგბიშიც გაიმართება პირველობა. ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობას მიიღებს შვიდკაცა რაგბის 12 გუნდი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.

იმედია, ქართული სპორტის მესვეურები და ის ხალხი, „ბევრი რომ აქვთ და ღმერთმა უფრო მეტიც მისცეთ”, ახლა მაინც არ დაინანებს რაგბისთვის ფულს. მეეჭვება, რომელიმე სარაგბო ქვეყანაში ჩვენსავით გაუმართავი ინფრასტრუქტურა ჰქონდეთ. არადა, ტალანტს თვალნათლივ ვხედავთ, მონდომებაც, იცოცხლე, ჩვენს მორაგბეებს საკმარისზე მეტი აქვთ. 

მშობლები, შვილები, მასწავლებლები

0

რამდენიმე მთავარი შეგრძნებაა ჩემთვის სკოლა – სიახლე, სიყვარული, აღმოჩენა, შიში და გულისტკენა. ჰო, გულისტკენა.

რამდენიმე წლის წინ, როცა მესამეკლასელმა სოფომ დისნეის ულამაზესი ანიმაციის – აი, ამ ანიმაციის: https://www.youtube.com/watch?v=1NsKokhM4EY – ნახვისას დაწერა, რომ მთვარეზე ავა, ოქროს მოაგროვებს, ჩამოიტანს და გადაადნობს, რასაკვირველია, ძალიან დამწყდა გული, მაგრამ ნამდვილი გულისწყვეტა ბოლო წინადადებასთან მელოდა – მან, ამ პატარა, ვარდისფერლოყება არსებამ, ასეთი რამ თქვა: „როცა ამდენი ოქრო გვექნება, იქნებ დედამ ამდენი არ იმუშაოს და ჩემთვის ბლინების გამოსაცხობად მოიცალოს…”

მაშინ გადავწყვიტე, რომ როცა შვილი მეყოლებოდა, ყველა საქმეს მივატოვებდი და მხოლოდ მას დავუთმობდი ჩემს დროს.

ახლა ჩემი ბიჭი სამი წლის ხდება. უცნაური, უჭკვიანესი ბავშვია; წერს, კითხულობს და ანგარიშობს – არავის უსწავლებია. ძალიან მინდა, მასთან ვიყო, ვესაუბრო, ვეთამაშო, მაგრამ ძირითადად საღამოობით ვნახულობ, ძილის წინ, მისთვის პიჟამის ჩაცმისა და იავნანას სიმღერის სიამოვნებასღა ვჯერდები. იმიტომ, რომ ძალიან ძვირია გადასახადები, საკვები, ტანსაცმელი, წამლები…

რამდენიმე წლის წინ, აკაკი წერეთლის „ჩემი თავგადასავლის” სწავლებისას, მწერლის მიერ დედის აღწერის ანალოგიით მოსწავლეებს თავიანთი დედების აღწერა ვთხოვე. გულისგასახეთქი შედეგი მივიღე – თითქმის ყველამ დაწერა, რომ საკუთარი დედებისა მხოლოდ გარეგნობა და თმის ფერი იცოდნენ; ხასიათსა და თვისებებზე ვერაფერი თქვეს. მაშინ კიდევ ერთხელ გადავწყვიტე, რომ როცა შვილი მეყოლებოდა… ხომ გასაგებია, რა გადავწყვიტე? ახლა ჩემი შვილი სამი წლისა ხდება… დანარჩენი ხომ უკვე დავწერე?!

სწორედ იმ რამდენიმე წლის წინ მოსწავლეების ნაწერში ბევრ გულსატკენ რამეს ვპოულობდი, მათი მარტოობის, მშობლების მონატრების, ოჯახთან გაუცხოების, კონფლიქტების, ძალიან უბრალო და ერთი შეხედვით ადვილად ასასრულებელი, თუმცა, როგორც ჩანს, მაინც შეუძლებელი სურვილების შესახებ, ჰოდა, მაშინ ყოველდღე ვიძლეოდი დაპირებას, რომ მე უფრო მეტად მოვიცლიდი ჩემი შვილისთვის. ახლა ჩემი ბიჭი სამი წლის ხდება და თითქმის ვერც ერთი დაპირება ვერ ავასრულე.

– მას, დედა რვეულს თავზე გადამახევს!

– მას, ამ წიგნს ვერ ვიპოვი, დედას არ ეცლება.

– მას, როდის ვკითხო, სახლში არ იქნება.

და ა.შ. და ა.შ

როცა მესამეკლასელ ლაშას კვირის დღეების სახელწოდება ეშლება, როცა უამრავი მეხუთეკლასელი საუზმეს, სადილს და ვახშამს ერთმანეთისგან ვერ ასხვავებს, ზმნის გვარსა თუ „ვეფხისტყაოსნის” პროლოგზე საუბარი ძალიან რთულდება.

– მე ჰიტლერი მიყვარს, – რამდენიმე წლის წინ მითხრა მეექვსეკლასელმა გიორგიმ.

– მიყვარს, იმიტომ რომ თავისი შვილები უყვარდა.

ჰოდა, დაიწყო და რა დაიწყო.

ამ ამბავზე ისე ვინერვიულე, მთლიანად შევცვალე სასკოლო პროგრამა, „ანა ფრანკი” წავაკითხე, იანუშ კორჩაკსა და წმინდა გრიგოლ ფერაძეზე მოვუყევი, ყველაზე გამბედავებს „ბიჭუნა ზოლიანი პიჟამით” ვაჩვენე. ერთი კვირის თავზე გიორგიმ აღიარა, რომ აღარ უყვარს ჰიტლერი, არც არასდროს ყვარებია… უბრალოდ, როცა სახლში ასეთ უცნაურ რამეებს ამბობს, ყურადღებას უფრო მეტად აქცევენ…

დღითი დღე უფრო და უფრო მეტად ვრწმუნდები ერთ რამეში – ჩვენი შვილების შფოთვის, ცუდი მოსწრების, ცუდი ნიშნების, ცუდი საქციელის, გაკვეთილის ჩაშლისა თუ მასწავლებლის გაბრაზების მცდელობები ყოველთვის თუ არა, ხშირად მაინც სითბოსა და ყურადღების ნაკლებობის ბრალია. ისინი ყოველდღიურად, ყოველ დილით თუ ყოველ საღამოს, გვეძებენ ჩვენ, მშობლებს – დაკარგულებს საკუთარ პრობლემებში, კომპიუტერის ეკრანებში, ტელევიზორსა თუ მოსაგვარებელ საქმეებში, ისე, როგორც პატარა გოგო ელი ეძებდა თავის ომში წასულ მამას ყველგან, ყველა საავადმყოფოში, მთელ ქალაქში.

ელი რაღამ გამახსენა?

ამას წინათ მე და ჩემი კოლეგა იმაზე ვსაუბრობდით, როგორ უნდა მივაწოდოთ ბავშვებს ომი – ვუთხრათ თუ დავუმალოთ (დამალვით კი არ დაიმალება ამ ჩვენს ინფორმაციით გაჯერებულ გარემოში…). ჰოდა, მაშინ გამახსენდა შესანიშნავი ქართველი მწერლის, სამწუხაროდ, ძალიან ადრე გარდაცვლილი ზაზა თვარაძის წიგნი „მონტებულსუ ანუ ელის არაჩვეულებრივი მოგზაურობა”.

„ადრე, ძალიან ადრე, მთელი ერთი წლის წინ, მამამ უცნაური ტანისამოსი ჩაიცვა, სახლიდან წავიდა და მას მერე აღარ გამოჩენილა.

ელენეს ვერ აეხსნა, რატომ აღარ ბრუნდებოდა მამა შინ. წასვლისას მან ყველანი გადაკოცნა და თქვა, მალე დავბრუნდებიო. მაგრამ დრო გადიოდა და მამა არსად ჩანდა”.

ელიმ მამის მოძებნა გადაწყვიტა და ასე დაიწყო მისი არაჩვეულებრივი მოგზაურობა. ათასი თავგადასავლისა და ხიფათის შემდეგ ელიმ მამა იპოვა…

ელიმ იპოვა, მაგრამ გვპოულობენ თუ არა ჩვენი შვილები ყოველ საღამოს, შინ დაბრუნებულებს, თუ უბრალოდ, სურათის ცივი ჩარჩოდან გამომზირალ სახეებს ვგავართ?

ხშირად დავუსვათ ეს კითხვა საკუთარ თავს, სანამ ჩვენი შვილების პრობლემებს სკოლას, მასწავლებლებს, თანაკლასელებს, ავტობუსის მძღოლს, შავ კატას თუ ცუდ ამინდს გადავაბრალებთ.

ანი კოპალიანი – მთარგმნელი – მივმართავ კურსდამთავრებულებს ანუ რამდენიმე რჩევა ახალგაზრდებს, თუ რატომ უნდა წავიდნენ სამუშაოდ სკოლებში

0

როდესაც უნივერსიტეტში ფილოლოგიის
ფაკულტეტზე ვწავლობდით, დაახლოებით ას ორმოცდაათი ჩვენგანიდან
, მგონი, არც ერთს არ სურდა
ოდესმე ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად ემუშავა _ მოგვიანებით,
ბაკალავრიატის დამთავრების შემდეგ, ზოგიერთს მაინც მოგვიხდა
და საკუთარ თავსაც და
სხვებსაც ვარწმუნებდით, რომ ეს დროებითი იყო. ჩემთვის მართლაც დროებითი გამოდგა. .
. და მაინც, ძალიან სენტიმენტალური გამოვა წერილი, თუ ზუსტი სიტყვებით აღვწერ,
როგორ ჩარჩა ჩემს მეხსიერებაში ის პერიოდი, როცა ქართული ენისა და ლიტერატურის
მასწავლებელი ვიყავი და როგორ ვპირდები საკუთარ თავს, რომ ერთ დღესაც, როდესაც
ყველა საგმირო საქმეს ჩავიდენ, ანდა დავრწმუნდები, რომ ვეღარასოდეს ჩავიდენ,
აუცილებლად დავუბრუნდები ს
აკლასო ოთახს.

ვიცნობ ბევრ ახალგაზრდა და დიდი პოტენციალის მქონე
ადამიანს, რომელთაც ვერ მოახერხეს სამსახურის მოძებნა, ვერ იპოვეს საკუთარი ადგილი
და სკოლაში კი მაინც არ მიდიან სამუშაოდ. მეტიც,
მე მგონი, მთელ ქვეყანაში 100 აბიტურიენტსაც ვერ ვიპოვით, რომელსაც საკუთარი თავი
მომავალში პედაგოგად წარმოუდგენია და და უფრო მეტიც, თვით დაწყებითი კლასების
მოწაფეთა შორისაც კი ,,პოტენციური მასწავლებლები” კოსმონავტობის მსურველებს ვეღარ
უწევენ კონკურენციას. არადა, ახლადკურსდამთავრებულთათვის სკოლის მასწავლებლობა
საკმაოდ პრაგმატული გადაწყვეტილებაა და ვეცდები დაგანახოთ, თუ რატომ:


1.              

ვასწავლოთ, რომ ვისწავლოთ
_ მას, ვინც ბაკალავრიატს, ან თუნდაც მაგისტრატურას, ამთავრებს, როგორც წესი,  კარგი ზოგადი განათლება აქვს, მაგრამ ცოდნა ამ
დროს მართლაც მეტად ზოგადია _ ბევრი რამ უკვე დაგვავიწყდა, ბევრ რამეზე საკმაოდ
ზედაპირული წარმოდგენა გვაქვს _ უნივერსიტეტში ნებისმიერ სემინარზე იმ რაოდენობის
მასალას ვამუშავებთ, რომ  თითქმის
შეუძლებელია, წვრილმანებს ჩავუღრმავდეთ. ხოლო როცა ვიცით, რომ მეორე დღეს საკმაოდ
კრიტიკული არსებების, მოწაფეების, წინაშე გვიწევს კონკრეტულ საკითხზე საუბარი,
აუცილებლად ვიწყებთ ასახსნელი მასალის საგულდაგულოდ შესწავლას  _ ორი-სამი წლის განმავლობაში ყველა წვრილმანი
მკაფიოდ ჯდება  გონებაში და  ვეუფლებით აზროვნების ახალ ტიპს, დეტალების
მიხედვით აზროვნებას, მათ გაანალიზებასა და განზოგადებას, ანუ, ხუმრობით თუ
ვიტყვით, ვიწყებთ აზროვნებას შერლოკ ჰოლმსის სტილში. არაერთგზის უთქვამთ, რომ
ასწავლო, არის საუკეთესო გზა, ისწავლო _ ამიტომ ნუ დაგვენანება რამდენიმე წელი,
რათა ბოლომდე, ღრმად და საფუძვლიანად დავეუფლოთ ჩვენსავე პროფესიებს,
გავიუმჯობესოთ დეტალებზე კონცენტრირების, ანალიტიკური მსჯელობის, სიახლეთა
აღმოჩენის უნარი და განვუვითაროთ ეს უნარები ჩვენს მოსწავლეებსაც.


2.              

პედაგოგობა ზრდის
ჩვენს კომუნიკაბელურობას _ მოდით, ვთქვათ, რომ თუკი ბაკალავრიატი დავამთავრეთ და
მუშაობას ვიწყებთ, ე.ი. ბავშვები ნამდვილად აღარ ვართ, მაგრამ ისიც ვთქვათ, რომ აქამდე
მუდამ ჩვენ ვიყავით მზრუნველობის ობიექტები: მშობლები, მასწავლებლები, ლექტორები,
ყველანი ჩვენზე უფროსები იყვნენ და ისინი ცდილობდნენ ჩვენი ბუნების ჩაწვდომასა და
ფორმირებას, ახლა კი ჩვენ გვეკისრება პასუხისმგებლობა, ვიზრუნოთ ჩვენზე
უმცროსებზე, პირდაპირი თუ არაპირდაპირი გზ
ებით ვცადოთ სასიკეთო გავლენა მოვახდინოთ მათზე და
ვიწყებთ ამ გზების ძებნას _ ამის შედეგად კი ვსწავლობთ მრავალი ერთმანეთისაგან
სრულიად გასხვავებული ინდივიდის ნდობის მოპოვების, მათთან მიდგომისა და სწორად
მოპყრობის წესებს. ეს კი დამეთანხმებით საკმაოდ ფასეული ცხოვრებისეული ცოდნაა.


3.              

ვისწავლოთ სტრესულ
სიტუაციებთან გამკლავება _ მასწავლებლობა ჭეშმარიტად არის ერთ-ერთი ყველაზე
სტრესული პროფესია დედამიწის ზურგზე, განსაკუთრებით ახალგაზრდა და გამოუცდელი
პედაგოგისათვის. სტრესი შეიძლება იყოს პროფესიული _  დაგვებას ენა გაკვეთილის ახსნისას, ვერ გავცეთ
პასუხი მოსწავლის კითხვას; დაგვავიწყდეს ის, რაც შეიძლება ჩვენმა მოწაფემაც კი
კარგად იცის; სტრესი არსებობს წმინდა პედაგოგიური ხასიათის _ ვერ დავიმორჩილოთ
კლასი ან კლასის ცალკეულ ინდივიდები, ვერ შევძლოთ მათი პატივისცემის მოპოვება _
ბავშვები ხომ, სანამ მათ გულს მოვიგებთ, თვალს არაფერზე ხუჭავენ და არც არაფერს გვპატიობენ.
შესაძლოა, უნებლიეთ, თუნდაც ჩვენი უყურადღებობის გამო, ბავშვმა მორალური ტრავმა
მიიღოს და ა.შ. მასწავლებლობა ნამდვილად ჰგავს ცხრათავიან ურჩხულთან შებმას,
რომელთანაც სულ იოლია დამარცხდე. მაგრამ თუ შევძელით, რომ ამ გასხვავებულ პატარა
ადამიანთაგან ყველამ დაგვიგდოს  ყური და იმაზე
დაიწყოს ფიქრი და მსჯელობა, რისთვისაც ჩვენ გვსურდა მათი ყურადღების მიპყრობა, შეგვიძლია
ჩავთვალოთ, რომ დიდი გამარჯვება მოვიპოვეთ. ამ დროს  მოსწავლეებისაგან მთელი დღის სამყოფ ენერგიასა
და დადებით მუხტს ვიღებთ, რომელიც მეორე დღეს, რასაკვირველია, მათვე უნდა დავუბრუნოთ.


4.              

შევინარჩუნოთ მეტი
თავისუფალი დრო _ მასწავლებლობა ნამდვილად არ არის ყველაზე შემოსავლიანი პროფესია
დღესდღეობით, მაგრამ მას აქვს ერთი უდავო უპირატესობა: ჩვენ  გაცილებით მეტი თავისუფალი დრო გვაქვს, ვიდრე
სხვა სამსახურში გვექნებოდა (მით უმეტეს, რომ ახალბედა მასწავლებელს სრული
დატვირთვით, როგორც წესი, იშვიათად ამუშავებენ) _ და ჩვენ შეგიძლიათ ეს დრო გამოვიყენოთ
იმისთვის, რომ გავაგრძელოთ სწავლა შემდეგ საფეხურზე (მაგისტრატურასა თუ
დოქტორატურაში), გავიჩინოთ დამატებითი შემოსავლის წყარო, ანდა უბრალოდ, ბევრი დრო დავუთმოთ
ჩვენს სხვა, არაპროფესიულ ინტერესებს _ ახალგაზრდებს ხომ განვითარებისათვის დიდი
დრო სჭირდებათ.

და მეხუთე და არანაკლებ მნიშვნელოვანი მიზეზი,  სკოლას მასწავლებელთა ახალ-ახალი თაობები
სჭირდება _ ეს არ არის პათეტიკა: შედით გაკვეთილზე და ნახეთ, როგორ გაუხარდებათ
მოსწავლეებს, რომ ახალგაზრდა მასწავლებელი მიუვიდათ და როგორ ეცდებიან მოიპოვონ
თქვენი ნდობა, თქვენი სიმპათია, როგორ ეცდებიან თქვენი გულის მოგებას _ ხოლო ყოველივე
ამას მათსავე სასიკეთოდ როგორ გამოიყენებთ, ეს უკვე თქვენზეა დამოკიდებული.
ნახავთ, სკოლას როგორ სჭირდება ახალი ძალა, ახალი ენერგია და ახლებური, შაბლონებისაგან
თავისუფალი,  აზროვნება.

ასე, რომ აიღეთ ჟურნალი და კლასისაკენ გაემართეთ  _ სადაცაა ზარი დაირეკება!

,,ადამიანი ადამიანისთვის დღეა“

0
უცნაურია, სანამ ვორდის ფაილს გავხსნიდი, სულ სხვა ამბის დაწერა მინდოდა. მოკლე გეგმაც შევადგინე და საჭირო მასალებიც მოვიძიე, მაგრამ როგორც კი ცარიელი ფურცელი დავინახე,  გასული თვე გამახსენდა (ოქტომბრის მიწურულს აღებული ,,მოსავლის” დათვლა–დახარისხებას ხომ ახლახანს მოვრჩი). სიმართლე გითხრათ,  არც ისე სასიამოვნო და მეტისმეტად დამღლელი პროცესი აღმოჩნდა ჩემი თუ სხვისი შრომის ნაყოფის, გასული დღეების ნეშომპალის, (ვერ)დამთავრებული ურთიერთობების, თვალის ფსკერზე დალექილი უძილო ღამეების, მომატებული ჭაღარის, დახარჯული ენერგიის და ვინ მოსთვლის, კიდევ რამდენი რამის შეფასება–გადაფასება…უცებ, გამახსენდა ლუკა, რომელსაც შევპირდი, რომ საღამოს მასთან ერთად გავატარებდი, მაგრამ ვერ მოვახერხე, რადგან დასახარისხებელ–დასაბინავებელი ,,მოსავალი” და ყურსასმენებში აჟღრიალებული მუსიკა მაღალ დონეზე უზრუნველყოფდა სახლში ჩემს  არყოფნას. გამახსენდა, როგორი თვალებით შემომხედა ჩემმა თერთმეტი წლის შვილმა დაწოლის წინ და  შემრცხვა…

***
ხშირად არ ვწერ ლუკაზე, შეიძლება ითქვას, საერთოდ არ ვწერ, მაგრამ დღეს, როცა საკუთარ თავს ხელი ჩავჭიდე და ცარიელი ფურცლის ზღურბლს გადმოვაბიჯე, მივხვდი, რომ მხოლოდ შვილზე შემიძლია წერა, მასზე და სხვა ოცდამეერთე საუკუნის ბავშვებზე, რომლებსაც ძალიან უჭირთ მუდამ საქმიანი დედებისა და მამების მხარდაჭერის გარეშე ცხოვრება. ეს ფაქტორი, პირველ რიგში, მათ საზოგადოებრივ აქტივობებზე აისახება. პატარებს უჭირთ მოჭარბებული ემოციის დაბალანსება და მართვა, განსაკუთრებით –ფსიქოლოგიურად არასტაბილურ, არაპროგნოზირებად მოზარდებს. მცირედი გამღიზიანებელიც საკმარისია და ისე ეხეთქებიან საზოგადოებას, როგორც ლიფტის კედლებს – კლაუსტროფობიით დაავადებული ადამიანი. 

დღეს სკოლებში მოსწავლეთა საკმაოდ დიდ ნაწილს უჭირს ურთიერთობების მშვიდობიანი გზით მართვა, მათ შორის – ჩემს შვილსაც. ჩემი აზრით, მოსწავლეს ზედმეტად დაძაბულ, სტრესულ გარემოში უწევს სწავლა. სასწავლო მასალისა და მოთხოვნების მუდმივი ზრდა განაპირობებს მოსწავლის ინდივიდუალური ტემპის დაჩქარებას და რა გასაკვირია, რომ მუდმივად სწრაფ აზროვნებაზე მომართული ტვინი უფრო მეტად აღეგზნება, შედეგად კი ჰიპერაქტიურ მოსწავლეს ვიღებთ. 

მე სკოლა, ასე ვთქვათ, წინა საუკუნეში დავამთავრე; მაშინ სხვა დრო იყო.  მუსიკალურ ათწლედში ვსწავლობდი, დამატებით – შემოქმედებით სტუდიაში, ლიტერატურულ სახელოსნოში, ხატვის შემსწავლელ წრეზე და ტანვარჯიშზეც კი დავდიოდი. მოკლედ, საკმაოდ დატვირთული გრაფიკი მქონდა და ძალიანაც ვიღლებოდი, მაგრამ სტრესი ნამდვილად არ მიმიღია. თანატოლებთან, მით უფრო, იმ მოზარდებთან კეთილმეგობრული ურთიერთობის დამყარება, ვინც თანატოლებში ამა თუ იმ ,,ღირსების” გამო პოპულარობით სარგებლობდა,  წინა საუკუნეშიც ,,შეუსრულებელი მისია” გახლდათ. ხშირად თანაკლასელებს შორის კონფლიქტი  ძლიერი მხარის მიერ სუსტის ,,ათვალწუნებით”, მასთან ურთიერთობის გაწყვეტით შემოიფარგლებოდა. ბიჭები უფრო მამლაყინწობდნენ, მუშტებს ავარჯიშებდნენ, მაგრამ საქმე სერიოზულ დაზიანებამდე იშვიათად თუ მივიდოდა…
რამდენიმე წლის წინ, ლუკა სკოლაში მივიყვანე და  მიზეზთა გამო, ცოტა ხნით გაკვეთილებზე დასწრება მეც მომიხდა. მგონი ბავშვებზე მეტად ვიღლებოდი, მარტო წიგნების ძებნა–ამოღება–გადაფურცვლა რად ღირს; ერთ საგანში რამდენიმე სახელმძღვანელო, რომელიც მოკლე დროში, სწრაფად და თან, ხარისხიანად უნდა აითვისო, არც ისე ადვილ ამოცანად მესახებოდა ჩემი პირველკლასელი შვილისთვის. ბევრი რომ არ გავაგრძელო, ამ პერიოდში ყველაზე ცხადად ვიგრძენი დროის უკმარისობა. გარკვეული პერიოდის შემდეგ, ნელ–ნელა მოვცილდი სკოლას. მალე ჩემი ტვინი უფრო მნიშვნელოვანმა, ,,ზრდასრულმა” პრობლემებმა დატბორა და ოცდამეერთე საუკუნის სასწავლო მოდელს ვერაფრითმორგებული ჩემი მეორედპირვერკლასელობაც გადამავიწყა.

ამას წინათ, ლუკას სერიოზული პრობლემები შეექმნა რამდენიმე  მოსწავლესთან და ძალიან იდარდა. ბევრი ფიქრის შემდეგ გადაწყვიტა, რომ მეგობრობა არ შეუძლია, რომ ცუდი ადამიანია  და ამის გამო არავის გამოსდის მასთან ურთიერთობა.  თან ტიროდა, სლუკუნებდა, – რა ვქნა, ასეთი დავიბადე და აწი რაღა მეშველებაო… სერიოზულად შევშფოთდი. შევეცადე გადამერწმუნებინა, მაგრამ ეს არც თუ ისე ადვილი საქმე აღმოჩნდა. 

ახლობლებმა სკოლის ცხოვრებასთან დაკავშირებული ფილმის ჩვენება მირჩიეს. ასეც მოვიქეცი. მერე დიდხანს ვისაუბრეთ მთავარი გმირისა და მისი სასკოლო პრობლემების შესახებ. თითქოს იგრძნო რომ მარტო არ არის, მაგრამ იმის გააზრება, რომ მარტო შენ არ დგახარ მსგავსი პრობლემის წინაშე, ჩემი აზრით, უფრო ამძაფრებს გამოსავლის არარსებობის შიშს ( ,,ჯვარს ეცვი, თუ გინდა! საშველი არ არის, არ არის, არ არის!” )

***
მიუხედავად იმ დიდი თავისუფლებისა, რომელიც თანამედროვე მოსწავლეებს აქვთ მინიჭებული, მათი ყველა წამი დაგეგმილია. ისინიც, შესვენებისთვის განკუთვნილი ხუთი–ათი წუთის განმავლობაში, ვულკანებივით იფრქვევიან და თუ რაიმეზე საუბრობენ, მათი გული, გრძნობა და გონება მხოლოდ ტექნიკის უახლესი მიღწევებს – iphone5–სა და სხვა სანუკვარ ნივთებს უკავშირდება. რაც მთავარია, ძალიან ხშირია მოზარდებს შორის ,,ოცნების ნივთის” ფლობით მოპოვებული ერთგვარი უპირატესობის ,,ბოროტად გამოყენება”. დღეს ხომ ერთმანეთს საკუთარ ცოდნას კი არა, მშობლების სქელ ჯიბეებს ატოლებენ, თან უხარიათ რომ ,,ერთმანეთზე თითო–თითო სანტიმეტრით მაღლები არიან” და თუ ვინმე გაბედავს და ,,დაეტოლება”, აი, აქ იწყება ხელების დაკაპიწება… 

https://www.myvideo.ge/?CI=1&ci_c=video&ci_m=embed&id=ZyyoZBA7VCk

მედიის საშუალებით, ხშირად  საუბრობენ მოზარდთა შორის ძალადობაზე. აღნიშნავენ, რომ მათ მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, ნარკოტიკებისა და პროსტიტუციისადმი მიდრეკილების სტატისტიკა მსოფლიოს შეშფოთებას იწვევს. რაც დრო გადის, ბავშვები მეტი სისასტიკით ჩადიან დანაშაულს და ასე ვთქვათ, დიდი შემართებით მიექანებიან სუიციდისაკენ,  მაგრამ მანამდე ბევრი ,,არასასურველი” თანატოლისთვის ასწრებენ სიცოცხლის გამწარებას. 
რატომ ხდება ასე? სოციოლოგების თვალით თუ შევხედავთ, დეზადაპტაცის პროცესი ადამიანის პიროვნებად ჩამოყალიბების შემადგენელი ნაწილია, ამ პროცესში მცირე აგრესიის წარმოქმნა გასაკვირი არცაა. ამასთანავე, გასათვალისწინებელია, რომ  ბავშვობიდან მოზარდობაში – ე.წ. თინეიჯერულ ასაკში გადასვლის პროცესი, უმეტესწილად,  დრამატულად მიმდინარეობს. ბავშვთა ფსიქოლოგებიც გარდატეხის ასაკთან დაკავშირებულ არასრულფასოვნების გამძაფრებულ შეგრძნებასა და საზოგადოებაში თვითდამკვიდრების ნეგატიური კუთხით მცდელობაზე მიგვითითებენ.
მას შემდეგ, რაც სკოლაში დავიწყე მუშაობა და ყველა ასაკის მოსწავლეზე დაკვირვების საშუალება მომეცა, მივხვდი რომ აუცილებელია ბავშვებში მეგობრობის უნარის, როგორც იმუნიტეტის, განმტკიცება, რათა თავიდან ავირიდოთ ,,ძალადობით დასნეულება”. 

***
ჩემს შვილს ხშირად ვეუბნები, რომ ,,ადამიანი ადამიანისთვის დღეა”, ვუყვები ჩემს მეგობრებზე, რომლებიც საკუთარ თავზე მეტად მიყვარს.  ვიხსენებ თანაკლასელებთან დაკავშირებულ ძველ გულისტკივილსაც და ვუხსნი, რომ შეუძლებელია ყველა ნაცნობი დაიმეგობრო, ყველას მოსწონდე ან მოგწონდეს. ასე მგონია, ურთიერთობების სწორად მართვისთვის საჭირო ჩვევებს თავად საზოგადოებასთან ურთიერთობა თუ შეგვძენს, მის მთავარ საგაკვეთილო თემას კი განსხვავებული ადამიანების მიღება  და მათთან ერთად საერთო სივრცეში თანაარსებობა წარმოადგენს. იმედს ვიტოვებ, ჩემი შვილი მალე აითვისებს ამ  გაკვეთილს და მის ეჭვებით სავსე ღამეშიც გათენდება.

რთული ბავშვები VS მასწავლებელი – რომელი აჯობებს?!

0
„ისინი ხომ თავიანთ თავს “დებილებს” თავადვე ეძახიან”
ალექსანდრ ფომინი
ნებისმიერი ქვეყნისა თუ ქალაქის სკოლაში სწავლობენ სპეციალური კატეგორიის ბავშვები, რომელნიც გონებრივი განვითარების დაბალ საფეხურზე დგანან  უნარი, აქვთ მდაბალი სულიერი თუ მორალური პრინციპები. ისინი ერთგვარად სასტიკნი არიან როგორც საკუთარი თავის, ასევე გარშემომყოფთა მიმართ და მათ ძირითადად მიზანს ცხოვრებისაგან მაქსიმალური სიამოვნების მიღება წარმოადგენს.  საიდან ჩნდებიან ასეთი ბავშვები?  პასუხი მარტივია – მათი არსებობა მათსავე ოჯახებს უკავშირდება.
თუმცა, აუცილებელი არაა, ასეთი მოზარდები ალკოჰოლიკების ოჯახის წევრები იყვნენ.  ხშირად ამგვარი ბავშვების მშობლები ჩვეულებრივი ადამიანებიარიან, ეწევიან მძიმე ფიზიკურ თუ სხვა სახის სამუშაოს და შვილების ამგვარ ხასიათს ძალიანაც განიცდიან.
დაწყებით კლასებში მდგომარეობა კატასტროფული არაა. ხშირია შემთხვევა, როდესაც ბავშვები ცუდად იქცევიან და არც სასკოლო პროგრამის ათვისებით იკლავენ თავს. სწავლის უნარი მას ნამდვილად არ აქვს, მაგრამ აქვს განსაზღვრული დრო, რომლის განმავლობაშიც მან მეცადინეობაზე უნდა იაროს. მასწავლებელი უამრავი შრომისა და ნერვების ფასად, ცდილობს აიძულოს ამ მოსწავლეს საშინაო დავალების მომზადება. თუმცა, ხშირ შემთხვევაში ამას ვერ ახერხებს და სასოწარკვეთილი ხანდახან თავად უწერს მას დავალებას. 

დაწყებით კლასებში ხშირად ხდება მცირედი უსიამოვნებები – ჩხუბი, მოსწავლეების მიერ ერთიმეორისათვის ფულის გამოძალვა, ხანდახან წვრილმანი ქურდობებიც კი, მაგრამ ეს ჯერ არაფერია. ვნახოთ საშუალო კლასები: ეს ჩვენი გმირისათვის “ოქროს ხანაა”, რომლის განმავლობაშიც დაუსჯელობის სინდრომს განიცდის და ფიქრობს, რომ მისთვის ყველაფერი დასაშვებია. სწავლასთან დაკავშირებით უკვე სერიოზული პრობლემები ჩნდება. წერა-კითხვა და მცირეოდენი ანგარიში მას უკვე ნასწავლი აქვს, მაგრამ საქმე ამის იქით აღარ მიდის. საზოგადოებრივი თვითშეგნება მასში ნულის ტოლია, მასალის გააზრების და დახსომებაც არ ძალუძს, ცნობისა და შრომისმოყვარეობა კი პრინციპში საერთოდ არ გააჩნია. ამგვარი მოზარდი ხშირ შემთხვევაში სოციალიზებულია, არ აქვს ურთიერთობის პრობლემა და არც კომპლექსები აწუხებს. უფრო მეტიც, – თავისუფალი დრო ბევრი აქვს – გაკვეთილებს ის არ ამზადებს, დამატებით მეცადინეობებზე არ დადის. კომპიუტერული თამაშებისა და სოციალურ ქსელებში ქექვის მეტი მას საქმე არ აქვს. დადის ქუჩა-ქუჩა და უკვე აღარც ერიდება მისთვის უცნობ მამაკაცს ლუდის შეძენა მოსთხოვოს. 

ამგვარ მოზარდს შინაგანი აღტაცებით უყურებენ შრომისმოყვარე, წესიერი ბავშვები. მათ თვალში ეს უწესო მოსწავლე ერთგვარი დამოუკიდებელი გმირის სტატუსს ფლობს და მათთვის მისაბაძი პიროვნებაა. “წმინდა ვალენტინის დღეს” სასიყვარულო ბარათს იღებს რომელიღაც გოგონასაგან, რაც მის ავტორიტეტს წესიერ ბავშვებში ერთიათად მაღლა სწევს. ეს ჩვენი “ხულიგანი” მოზარდი როდესაც ხვდება, რაოდენ სასიამოვნოა დანარჩენი ბავშვების კერპად ყოფნა, რაოდენ იოლად აღწევს წარმატებას მისი ტოლი თუ უფროსი გოგონების საზოგადოებაში, ძალისხმევას არ იშურებს საკუთარი პოპულარობა უფრო გაზარდოს. 

მასწავლებელს ამგვარი მოზარდი უკვე კონკურენტად აღიქვამს, რომელიც გაკვეთილის მიმდინარეობის პერიოდში თანაკლასელების ყურადღების საკუთარ თავზე გადატანას ცდილობს. უკანა მერხზე მჯდარი ეს ბავშვი ყველაფერს აკეთებს, რათა თანაკლასელები მისი საქციელით უფრო დაინტერსდნენ, ვიდრე აღმზრდელის მონათხრობით. მდგომარეობას ხშირად ისიც ართულებს, რომ ამგვარი ბავშვი ზოგიერთ კლასში რამოდენიმეა. თუ ისინი გაერთიანდებიან, გაკვეთილის სრულად ჩაშლაც თავისუფლად შეუძლიათ. 

ბავშვებს ფსიქოლოგები საერთოდ არამდგრადი ფსიქიკის არსებებად თვლიან, რომელთა ცნობიერება, შესაძლოა,  ერთი გაუთვალისწინებელი სიტყვით ან ქმედებით სიცოცხლის ბოლომდე  დამახინჯდეს. მაგრამ ამ შემთხვევაში ასე ნამდვილად ვერ ვიტყვით. ამ მხიარულ, ხულიგან ბავშვებს რკინისებური ნერვული სისტემა აქვთ ჩამოყალიბებული. მათ არასოდეს არ დაამცირებს და შეაშინებს მასწავლებლის ყვირილი, მაგიდაზე ხელის ბრახუნი და ზოგ შემთხვევაში სიტყვიერი შეუარცხყოფაც კი: ისინი ხომ თავიანთ თავს “დებილებს” თავადვე ეძახიან.

ეს ბავშვები რაც არ უნდა ბევრჯერ დაიბარო და დირექტორისა თუ მშობლის თანდასწრებით გალანძღო, მათთვის სულ ერთია. ამგვარ მოზარდს თავისუფლად შეუძლია სხეულის კანზე დამწვრობა მიიყენოს სიგარეტით, რათა შემდეგ სიამაყით ანახოს ის თანაკლასელებს.

მათი საუკეთესო გასართობი ვინმეს აბუჩად აგდებაა. მთავარია ობიექტს სუსტი ნებისყოფა ჰქონდეს, მნიშვნელობა არ აქვს, მოსწავლე იქნება ის თუ მასწავლებელი.
პედაგოგთა სატანჯველი

აი, ეს კი საკმაოდ სერიოზული, დღემდე მოუგვარებელი პრობლემაა თანამედროვე საგანმანათლებლო სისტემაში. “მხიარული დებილები”, ისევე როგორც ცხოველები, პატივს მხოლოდ უხეშ ძალას სცემენ. ისინი ყველა იმ მეთოდს მიმართავენ, რომელიც თანამედროვე და არა მხოლოდ თანამედროვე პედაგოგიკისათვის მიუღებელია. მაკარენკო თავის “პედაგოგიურ პოემაში” ერთ საინტერესო ეპიზოდს აღწერს: ერთხელ, აღსაზრდელების საქციელით წყობიდან გამოსულმა მაკარენკომ მოზარდს ხელი გაარტყა. “აი, აღსრულდა”, წერს მაკარენკო, “მე ვერ შევძელი მოწოდების სიმაღლეზე ყოფნა! ერთ დღეს, მორიგე მოზარდს, რომელსაც შეშის დაპობა ევალებოდა სამზარეულოსთვის, ვთხოვე შეშა დაეპო. მან კი აგდებულად, სწორედ იმ დაცინვითა და ზიზღით მომმართა, რომელსაც თვეების განმავლობაში ჭკუიდან გადავყავდი, – წადი და თავად დააპე, ბევრნი ხართ მანდ! გაცოფებულმა სახეში გავარტყი ხელი. ის ღუმელზე დაეცა, საყელოში მოვკიდე ხელი და ხელმეორედ გავარტი, ის კვლავ დაეცა, წამოვაყენე და მესამედაც გავულაწუნე სახეში”.

შემდგომ მაკარენკო საკუთარ სულიერ მდგომარეობას აღწერს, აღწერს უძილო ღამეებს და ტანჯვას იმის თაობაზე, რომ ის არშემდგარი პედაგოგია. ბოლოს მაკარენკომ ერთი უცნაური და მოულოდნელი რამ აღმოაჩინა – მოზარდი მისი ხელის გარტყმის შემდეგ სულაც არ გაბრაზებულა და ბოლოს და ბოლოს მუშაობაც დაიწყო. უფრო მეტიც, ნაცემი მოზარდი სიცილით ჰყვებოდა მისი ცემის ამბავს და იმასაც უმატებდა, რომ დაიმსახურა ცემა. ვითარება ჯგუფში მკვეთრად გაუმჯობესდა, წერს მაკარენკო.

შემდგომ მაკარენკო კვლავ მსჯელობს იმ საკითხზე, თუ რატომ კრძალავს პედაგოგიკა მოზარდის ცემას იმ საბაბით, რომ ცემის შედეგად მოზარდისაგან შესაძლოა ჩამოყალიბებული მონა მივიღოთ. მაკარენკოს კოლეგებმაც, რომელთაც მკაცრად გააკრიტიკეს იგი, მოუწიათ იმ აზრთან შეგუება, რომ ჯგუფში ვითარება მკვეთრად იყო გაუმჯობესებული. “ეკატერინა გრიგორის ასული, რამოდემე დღის განმავლობაში ხაზგასმული ოფიციალური ტონით მესაუბრებოდა. მხოლოდ 5 დღის შემდეგ მკითხა: აბა, როგორ გრძნობთ თავს? მშვენივრად ვგრძნობ თავს, მივუგე მე. ამ ამბავში ყველაზე დასანანი რა არის, იცით? ბავშვები თქვენს საქციელზე აღტაცებით საუბრობენ და მზადაც კი არიან შეგიყვაროთ. რა არის, მონობისაკენ მიდრეკილებაა?” მაკარენკო დაფიქრდა და მიუგო: “არა, ცოტა კარგად გააანალიზეთ, აქ მონობაში სულაც არ არის საქმე. ის მოზარდი ხომ ჩემზე ძლიერია ფიზიკურად, მას ერთი დარტმით თავისუფლად შეეძლო ძირს დავეგდე, მაგრამ მან ეს არ გააკეთა! არც მას და არც სხვა დანარჩენებს ხომ არ ეშინიათ ჩემი და ამ ისტორიაში მათ ძალადობის კვალი ვერ დაინახეს. მათ მხოლოდ ადამიანური განრისხება და ზიზღი დაინახეს, ეს კი მათთვის მხოლოდ ადამიანური საქციელია და მეტი არაფერი.”

რა თქმა უნდა, ფიზიკური ძალადობა ეს სიტუაციიდან გამოსავალი არაა. მაგრამ ჩემი აზრით, ნებისმიერ „ხულიგან ბავშვს” უნდა ჰქონდეს იმის შეგნება, რომ მის ცუდ საქციელს აუცილებლად მოჰყვება საპასუხო ნაბიჯი, რომელიც შესაძლოა მისი დასჯითაც დასრულდეს. იქნებ სჯობდეს სიტყვიერი დასჯის სანაცვლოდ ხულიგანი ბავშვის მიმართ სხვანაირი სანქცია იყოს გამოყენებული, რომელიც აიძულებს მას შედარებით უკეთ მოქცევას.  

განვიხილოთ, რას გვთავზობს ახალი ფედერალური კანონი განათლების შესახებ (მუხლი 44, პუნქტი 2): „დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, დამნაშავე მოზარდს უნდა გამოეცხადოს სიტყვიერი გაფრთხილება, შემდეგ საყვედური და ბოლოს კოლექტივიდან გარიცხვა.”

სიტყვიერ გაფრთხილებას ჩვენს „გმირებს” დღეში ათზე მეტჯერ აძლევენ, საყვედურის გამოცხადება, როგორც დისციპლინარული სასჯელი კომუნისტების პერიოდში იყო გავრცელებული,  სკოლიდან გარიცხვა კი, შესაძლოა კიდევაც გამხდარიყო ზოგიერთ „ხულიგნისთვის” ერთგვარი საფრთხე, რომ არა იმავე მუხლში არსებული მესამე პუნქტი: სკოლიდან გარიცხვის დასჯის მეთდი არ გამოიყენება იმ მოზარდის მიმართ, რომელსაც არ დაუსრულებია ძირეული საგნების ათვისება, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ვიდრე ცხრა კლასს არ დაასრულებს მოწაფე და 15 წლის არ შესრულდება, ამ მეთოდის მის წინააღმდეგ გამოყენება არ შეიძლება. 

მეხუთე პუნქტი კი დაწყებითი კლასის მოსწავლეების პირდაპირი დამცველია: სიტყვიერ გაფრთხილებას არ ექვემდებარებიან დაწყებითი კლასის მოსწავლეები და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოზარდები. 

რა გამოდის? კანონის თანახმად დაწყებითი კლასის მოწავლეს სიტყვიერ შენიშვნასაც კი ვერ მისცემ. ამავე დროს 43-მუხლის 1-ელ პუნქტში ნათქვამია: „აღსაზრდელები ვალდებულნი არიან, პატივი სცენ სხვა აღსაზრდელებსა და დაწესებულებაში მომუშავე პირებს”. გამოდის, რომ ხულიგან ბავშვს, რომელსაც გაკვეთილი ჩაშლის პირას ჰყავს მიყვანილი, უბრალოდ რომ ვთქვათ, კლასიდანაც კი ვერ გააძევებ, ვინაიდან, თავისუფლად შეიძლება ითქვას, მან განცხადებით ხელში პროკურატურას მიმართოს მისი უფლებების დარღვევის გამო. ამ ბავშვებს შეუძლიათ, ისხდნენ საკლასო ოთახში და არც არაფერი აკეთონ, ვინაიდან დარწმუნებულნი არიან, რომ სამიანს ისედაც დაუწერენ და მეათე კლასამდე როგორმე მიიყვანენ. ისინი არც გამოსაშვები გამოცდებისათვის ემზადებიან, რადგან იციან, რომ ერთი რომელიმე საგამოცდო ბილეთის სამიანზე სწავლის შემთხვევაში, მასწავლებელი უზრუნველყოფს, მას სასურველი ბილეთი შეახვედროს. 

ხულიგანი ბავშვები საბჭოთა სკოლებშიც იყვნენ, მაგრამ ძალზე მცირე რაოდენობით. ისინი ბოლო მერხზე ისხდნენ და „კრესტიკი და ნოლიკს” თამაშობდნენ. იმ შემთხვევაში, გაკვეთილის ჩაშლას, ან სხვა რაიმე ცუდ საქციელს თუ დააპირებდნენ, საზოგადოების რისხვა ატყდებოდათ თავს. იმდროინდელი პიონერული, თუ კომკავშირული ორგანიზაციები არ აძლევდნენ ბავშვს მოდუნების საშუალებას. მაშინდელი მოზარდი ამ ორგანიზაციების წყალობით გაკვეთილების დასრულების შემდეგაც კი დასაქმებული რჩებოდა – მაგალითისათვის ჯართის შეგროვება, მაკულატურის შეგროვება და ბოლობოლო, ყველაზე წარმატებული –  ბავშვებისათვის კედლის გაზეთიც კი არსებობდა, რომელშიც სწავლისაგან თავისუფალ დროს საქმდებოდნენ.

საბჭოთა პერიოდში, დღევანდელობისაგან განსხვავებით, ხულიგანი ბავშვები როდი იყვნენ გმირები და მისაბაძი ფიგურები. მაშინ ეს ე.წ. კასტა უმდაბლეს ფენას მიეკუთვნებოდა და თანაკლასელებისაგან ერთგვარად გარიყულიც კი იყო. საბჭოთა ბავშვები კარგად აცნობიერებდნენ, რომ ჩამორჩენილსა და ოროსან მოსწავლეს არანაირი მომავალი არ ექნებოდა, ვერ დაიჭერდა საზოგადოებაში განსაზღვრულ ადგილს, ვერ იშოვიდა სამუშაოს და ასე შემდეგ. შესაძლებელია ითქვას, რომ ეს თავად საბჭოთა იდეოლოგიის დამსახურებაცაა, ვინაიდან იმდროინდელი საზოგადოება საერთო ზნეობრივი კანონების ჩარჩოებში არსებობდა და მისგან გადახვევა ნებისმიერ ინდივიდს კარგს არაფერს უქადდა.

რაც შეეხება თანამედროვე დამოკიდებულებას განათლების სისტემის მიმართ, ის ამგვარი გახლავთ: ყველა ბავშვი ნიჭიერია, ყველა ბავშვს აქვს განსაკუთრებული უნარ-ჩვევები და მიდრეკილებები. ჰოდა, თუ მოზარდი უყურადღებოა, ცუდად სწავლობს, არ მონაწილეობს სხვადასხვა ღონისძიებაში, არ დადის არც ერთ წრეზე, ესე იგი ამაში დამნაშავე აღმზრდელია, რომელმაც ვერ შესძლო ბავშვში აღმოეჩინა ის უნარები და ნიჭი, რომლებიც ამა თუ იმ მოზარდს ჰქონდა.

ეს რა თქმა უნდა საკმაოდ ლოიალური და შეიძლება ითქვას პრეტენზიული დამოკიდებულებაა განათლების მიმართ, მაგრამ მართლაც კეთილშობილური ჩანაფიქრია ჩვენი კანონმდებლებისა, რაც ითვალისწინებს შემდეგს: ჯერ ერთი, რომ ნებიმიერს აქვს უფლება განათლების მიღებისა და მეორეც, ჩვენ გვესაჭიროება კარგად აღზრდილი, განათლებული მომავალი თაობა.

ალტერნატიულ, საკმაოდ მარტივ ვარიანტს სწორედ ის მასწავლებლები სთავაზობენ საზოგადოებას, რომლებსაც ამ მართლაც რთულ პირობებში უწევთ მუშაობა: არ გსურს სწავლა? მიიღე ცნობა, რომ იცი წერა-კითხვა, ცოტა ანგარიშისაც გაგეგება და წადი იმუშავე, გნებავს ფიზიკურად და გნებავს იქ დასაქმდი, სადაც უმაღლესი განათლება არ არის საჭირო.

მე მხოლოდ მემატიანე ვარ

0
გვერდის პარტნიორია გამომცემლობა “ინტელექტი”

ჟან მარი  გუსტავ ლე კლეზიოს შევხვდი  პარიზში, 2003 წლის ოქტომბერში. “გალიმარის”  გამომცემლობაში  შევიტყვე, რომ  ლე კლეზიო ნიუ-მეხიკოში ცხოვრობდა. ცოტა ხნის წინათ ლიტერატურული გადაცემების ცნობილმა ტელეწამყვანმა ბერნარ პივომ ისე გაიკვირვა მისი სტუმრობა ტელევიზიაში, რომ  მასთან შეხვედრის დიდი იმედი არც მქონია. რამდენიმე დღით ბიძაშვილებთან  ჩავედი ბელგიაში. პარასკევ დღეს ტელევიზორი ჩავრთე, გადაცემის კუდს მივუსწარი. ტიტრებში მწერლის  გვარი  ამოვიკითხე. შემთხვევამ ინება და მომდევნო პარასკევსაც  იგივე გადაცემა გაიმეორეს,  რაც ძალიან იშვიათად ხდება. ლე კლეზიო საუბრობდა –  ახალგაზრდა ფრანკოფონ მწერალთა კონკურსზე ჟიურის წევრად  ყოფილა მიწვეული. ერთ-ერთი დებიუტანტიც  გამოვიდა,  თამამად,  რიხით. მაშინვე “გალიმარის” გამომცემლობაში დავრეკე. ტელეფონის ნომერი მთხოვეს, დამპირდნენ, გადავცემთო.  ერთ დილას, ისევ პარასკევ დღეს, ღვთისმშობლის ტაძარში წავედი მაცხოვრის ეკლის გვირგვინის სანახავად. შინდაბრუნებულს… ლე კლეზიომ დამირეკა. დავთქვით და მეორე დღესვე შევხვდით ერთმანეთს. არ დამიმალავს ჩემი განცვიფრება, პიროს გადაცემის შესახებაც ვუამბე, ღიმილით მიპასუხა, რომ  მთარგმნელებსა  და მისი  შემოქმედებით დაინტერესებულებს სიამოვნებით ხვდება ხოლმე.

მთელი საღამო დამითმო. ვისაუბრეთ ლიტერატურაზე, საქართველოზე. გამოთქვა საქართველოში ჩამოსვლის სურვილიც. გამომშვიდობებისას მისამართი  ვთხოვე.  ფურცელზე დამიწერა, როგორც ჩანს სავიზიტო ბარათი არ ჰქონდა.

ლე კლეზიოს უბრალოება არ გამკვირვებია, ეს ხომ მისი შემოქმედებიდანაც ჩანს (მეორე ნობელიანტი ალბერ კამიუ მახსენდება, რომელმაც როცა ნობელის კომიტეტის გადაწყვეტილება შეიტყო, წამოიძახა, კი მაგრამ  მას ხომ მარლო იმსახურებდაო!). თავადაც ამბობს, ჩემი წიგნები ის არის, რაც ყველაზე მეტად მგავსო. როგორც
მარსელ პრუსტი ირწმუნება, მხოლოდ და  მხოლოდ შემოქმედება ავლენს შემოქმედის შინაგან სამყაროს.

ლე კლეზიო თავმდაბალია გარემოსთან, სამყაროსთან მიმართებით. ბევრს მოგზაურობს, ადგილსამყოფელსაც ხშირად იცვლის (საფრანგეთი, ამერიკა,  კორეა), მაგრამ  მოგზაურის როლით არ კმაყოფილდება, კრძალვით ცდილობს ამ ერების სულს, კულტურას ეზიაროს. როგორც “კულტურულმა ადამიანმა იცის, რომ მხოლოდ ერთი ცივილიზაცია კი არ არის და მის მიღმა ბარბაროსობა და ველურობა, არამედ მრავალი ცივილიზაციაა, რომელიც პატივისცემას იმსახურებს” (მიშელ ტურნიე).

მისთვის “ეგზოტიზმი მანკია, რადგან ივიწყებს ყოველგვარი ძიების ჭეშმარიტ  მიზანს –   პატიოსნებას. იგი თეთრკანიანის გამონაგონია და უკავშირდება კულტურის მერკანტილურ გაგებას. დაუფლების  ამგვარი  წადილი  ნაყოფს არ გამოიღებს… ის,  ვინც ცდილობს ერის სულს ეზიაროს ნამცეცების გამოგლეჯით, შთაბეჭდილებებისა და ცოდნის  შეგროვებით, ვერ  შეიცნობს  სამყაროს; საკუთარ თავსაც  ვერ  შეიცნობს, რეალობა სხვა გზით შეიმეცნება, ის თავმდაბლობას ითხოვს.

ეს ქვეყანა სხვაგვარად უნდა შეიყვარო, იმის  გამო კი არა,  რომ განსხვავებულია ან დაშორებული, არამედ იმიტომ, რომ  ადვილად არ გნებდება, გეწინააღმდეგება, რადგან შინაგანი ჭეშმარიტება აქვს, რომელსაც  ვერასოდეს ჩაწვდები”.

ასეთია  ლე კლეზიო, ამჟამად ნობელიანტი, ჩვენი შეხვედრისას კი ცოცხალთა შორის ყველაზე დიდ  ფრანგულენოვან მწერლად აღიარებული. ნობელის პრემიაზე  ასევე რამდენჯერმე წარდგენილ მიშელ ტურნიეს შეფასებითაც, ყველაზე დიდი თანამედროვე ფრანგი მწერალი, უზადო სტილისტი,  რომლის ნაწყვეტები  ნიმუშად არის მოყვანილი ენციკლოპედიურ ლექსიკონებში და ამავდროულად გარეგნობითაც გამორჩეული (ახალგაზრდობისას ვიტორიო გასმანთან ერთად კინოფილმშიც კი არის გადაღებული).

ლე კლეზიოს  ნობელის პრემია  მიენიჭა –   როგორც  ახალ მიმართულებათა მწერალს, პოეტურობისა და გრძნობითი ექსტაზისათვის, ადამიანური არსის ძიებისათვის გაბატონებული ცივილიზაციის წიაღში და მის ფარგლებს გარეთ.

მწერლის წერის მანერას “სეისმოგრაფიულს” უწოდებენ. მას ყოველი  წვრილმანი იზიდავს,  პეიზაჟების ცქერით ვერ   ძღება.

“მიწა და კანი ერთმანეთს მიაგავს. მათზე ერთნაირად ნაოჭებსა და ნახაზებს ვხედავ და როცა ერთმანეთს ეხებიან, ვერ  გეტყვით, ჩემი კანი რომელია. მე  ღვთაებრივად მას შევერწყმი, სანამ ერთ დღეს ორივენი საამო სითბოში ამოვლპებოდეთ”. ყველაფერს რიტმი აქვს. ბუნების წვდომა ნიშნავს საკუთარი რიტმი ბუნების რიტმს ააყოლო. გარეგნული კაკოფონიის მიღმა ტკბილი და ძლიერი მუსიკა იგრძნო, რომელიც არ ისმის, მაგრამ შეიძლება გაიგონო. მასთან ბოდლერისეული ფერის, ბგერის, სურნელის შესატყვისობებსაც ვხვდებით და სამყაროს იმპრესიონისტულ ხედვასაც –  დროის დინებისას ბუნების  ცვალებადობის ასახვის  ცდას.  მთელი მისი  შემოქმედება გაჟღენთილია ეგზისტენციალური კაეშნით, ფილოსოფიურ განსჯას კი, მიუხედავად ენციკლოპედიური განათლებისა, იშვიათად მიმარ- თავს. კულტურა მისთვის მხოლოდ საზრდოა, მთავარი  კი ადამიანი, ცხოვრებაა. ფილოსოფია მხოლოდ მაშინ იზიდავს, თუ  ის ლოცვას მიაგავს. მის ტექსტს არაფერი ამძიმებს, ეს არის ფორმისა და შინაარსის სრული ჰარმონია,  დაწმენდილი პროზა –   გამჭვირვალე, ჰაეროვანი,  შეგრძნებებზე  აგებული.  ლიტერატურაში  უყვარს ის, რაც გრჩება, ჩაგესმის სიტყვებს მიღმა, სიტყვების გვერდით, სიჩუმეც, რადგან სიჩუმეც ისმის.  ცდილობს გამოთქვას გამოუთქმელი (“უდაბნოს” ლოცვის ეპიზოდი!). სიტყვები მისთვის, ისევე როგორც ყველაფერი, ხმაურს გამოსცემენ, მაშ გამოხატვის რა საშუალებებს უნდა  მიმართოს  მწერალმა? უნებლიეთ ვერლენის “უსიტყვო რომანსები” გახსენდება.

მთავარი  მისთვის გრძნობითი  ღირებულებანია,  ყველაზე დიდ ცოდვებს ადამიანი სჩადის არა გრძნობათა, არამედ გონების კარნახით. “სიცრუე და მოჩვენებითობა ჩვენი ცხოვრების მამოძრავებელია, ყველაფერში შეგვიძლია ეჭვი შევიტანოთ, გარდა იმისა, რაც ჩვენი ემოციებიდან მოდის”.  მაგრამ   ამ “სიცრუისა და მოჩვენებითობის სამყაროში” არასდროს არ ივიწყებს  ადამიანს, არ სწირავს მას. დოსტოევსკის მსგავსად, რომლის შემოქმედებასაც მამა  ზოსიმეს მუხლისმოყრა, ალიოშა კარამაზოვის სიტყვა, სონიას სახე ანათებს, ლე კლეზიოსაც აქვს თავისი სინათლე –   ცივილიზაციის მიღმა დარჩენილი სამყარო,  ნერვალისეული სამყარო  კი არა  “ოცნების შეჭრა რეალურ სამყაროში”, არამედ რეალური სამყარო, ოღონდ სრულყოფილი, ოცნებისეულის მსგავსი. “რატომ უნდა იყოს პოეზია მეტაფიზიკური… უნდა ეძიო,  შეეცადო მოძებნო ის, რაც არის”. სამყარო, სადაც არ არსებობს დროისა და სივრცის საზღვრები, სადაც ადამიანი განუყოფელია წარსულისაგან, წინაპრებისაგან, რომელთა მზერა სადაც უნდა წახვიდე, თან გდევს და გიფარავს (“უდაბნო”).

ლე კლეზიო არასოდეს მიიჩნევს შემოქმედებას მიზნად,  შემოქმედება ვერასოდეს დადგება  ადამიანზე მაღლა,  ისევე,  როგორც პრუსტისთვის 7-ნოტიანი კლავიატურა სრულად ვერ  გადმოსცემს ადამიანური სულის სიღრმეებს.

როგორც ჩანს, ნობელის კომიტეტიც ლე კლეზიოს ჰუმანიზმით, პოეზიით მოიხიბლა.

“დიდი აზრები გულიდან მოდის,  სრულყავი საკუთარი თავი და შექმნი საუკეთესო პოეზიას. მორალი და  რიტორიკა ერთმანეთს ერწყმის ბრძენის მისწრაფებებსა და სურვილებში”. ფრანსის პონჟის ეს სიტყვები შეიძლება ლე კლეზიოს მიმართაც  ითქვას.

სოფიო ბენდიაშვილი

მოლეკულების საკანი

0

მინის მუქი ბოთლი. ადამიანთა სამყაროში მას ქილას ეძახიან, მოლეკულათა სამყაროში – საკანს. ძველი ლაბორატორიის თაროებზე უამრავი ასეთი საკანია. ერთ-ერთ მათგანში ძმარმჟავას მოლეკულები გამოუკეტავთ დიდი ხნის წინ. ბოთლს უსახლკარო მათხოვრის პალტოსავით  ჩამოსძენძვია ეტიკეტი, რომელიც ერთ დროს მისი „პასპორტი” იყო. ჟამთა ცვლას სახურავი მტვრის სქელი ფენით დაუფარავს. ჩანს, დიდი ხანია, არ შეხებია ადამიანის ხელი…

შორეული ფანჯრიდან შემოსული მზის სხივი საკნის ერთ-გვერდს ანათებს. ძმარმჟავას ერთი მოლეკულა მზეს მიფიცხებია და ბებერ ბმებს ითბობს. აღარც კი ახსოვს, როდის გამოკეტეს ამ საკანში. მას შემდეგ მრავალმა გაზაფხულ-შემოდგომამ ჩაიარა. ამ ხნის განმავლობაში მოძმეც ბევრი დაკარგა. თითებზე ჩამოსათვლელნიღა დარჩნენ…

გუშინ ყური მოჰკრა, ლაბორატორიაში ვიღაცამ მისი სახელი ახსენა. მერე მის გვერდით დადებული ფურცლისკენ გააპარა თვალი. ხვალისთვის დაგეგმილი ექსპერიმენტის მეთოდიკა აღმოჩნდა – მისი განაჩენი…

დღეს მზე მისთვის უკანასკნელად ჩავა. ხვალ დილით კიდევ ერთხელ შეხვდება აისს, მერე კი საკნიდან გაიყვანენ. კოლბაში მას უკვე ელოდება ნატრონის კირი, რომელიც მას მეთანად გარდაქმნის. მოლეკულათა დიალექტზე „გარდაქმნა” ლამაზი სიტყვა „გარდაცვალების” ტოლფასია… ერთი კია – „გარდაცვალება” იდუმალებით არის სავსე, გარდაქმნისთვის კი  მისტიკა უცხოა…

გარდასულ დღეთა მოგონებებში ჩაიძირა…

მამამ, აცეტალდეჰიდმა, ცოტა ხანს იცოცხლა. როგორც სხვა ალდეჰიდები, ისიც „გულმანკიანი” დაიბადა. ვერ გაუძლო ცხოვრების მძიმე ტვირთს და ნაადრევად განეშორა წუთისოფელს.

პაპა სახელოვანი ჰყავდა – ეთანოლი, ღვინის სპირტის ფსევდონიმით ცნობილი. მის ამბებს არაკად ჰყვებოდნენ. სადღაც, შორეულ ქვეყნებში, თურმე მისი ღმერთებიც კი არსებობენო. ეს ძალიან ახარებდა და თავსაც ხშირად იწონებდა სხვებთან.

პაპის მამა, გლუკოზა, ტკბილზე ტკბილი, პირდაპირ ცით მოვლენილი კაცი იყო. ის მზის ნათელი სხივების „ჯადოსნობით” იშვა ყველასგან გარიყული და მოძულებული ნახშირორჟანგისა და წყლის შეუღლების შედეგად, თითქმის მთელი წელი იცხოვრა სიამტკბილობაში და, გარდაქმნის ასაკს მიღწეულმა, ხუთი შვილი დატოვა.

ნახშირორჟანგი, თავის მხრივ, მეთანის შვილი იყო. მეთანის, რომელიც ერთ-ერთი პირველი გაჩნდა დედამიწის ატმოსფეროში ძალიან დიდი ხნის წინ…

ხვალ იგი ისევ მეთანად გარდაიქმნება. ამიტომაც არ აშინებს იმქვეყნად წასვლა. იცის, დიდი ხნის შემდეგ ისევ მოევლინება სამყაროს ძმარმჟავას სახით, რომელსაც იგივე ხასიათი და ზნე-ჩვეულებები ექნება, რაც დღეს აქვს.
თენდება. ძმარმჟავა საკნიდან გაჰყავთ. კოლბამდე ორი ნაბიჯია, ხელახლა დაბადებამდე კი – საუკუნეები…
ღირს ცხოვრება იმედით, რომელიც საუკუნეებს უძლებს და არ ხუნდება.

„უდანაკარგო“ მეთოდის გამოყენება – მეცამეტე თავი

0

თომას გორდონი- როგორ გავხდე კარგი მშობელი 

უდანაკარგო მეთოდის გაცნობისა შემდეგ მშობლებს მრავალი
კითხვა უჩნდებათ მის გამოყენებასთან დაკავშირებით. ზოგიერთი მათგანი თავდაპირველად
სირთულეებს აწყდება. გთავაზობთ ზოგიერთ მინიშნებას, რომელიც მშობლებს III მეთოდის თანმდევი
გავრცელებული პრობლემების გადაჭრაში და შვილებს შორის წარმოქმნილი გამაღიზიანებელი კონფლიქტების მოგვარებაში დაეხმარება.

 

როგორ
დავიწყოთ?

უდანაკარგო მეთოდის პირველივე წარმატებული მცდელობის
მქონე მშობლები სერიოზულად უდგებიან ჩვენს რჩევას იმის შესახებ, რომ საჭიროა შვილებს
ავუხსნათ მეთოდის არსი. უნდა გვახსოვდეს, რომ ბავშვების უმრავლესობამ, ისევე როგორც
მშობლებმა არაფერი იციან
III მეთოდის
შესახებ. ისინი მიჩვეულები არიან კონფლიქტების გადაჭრას
I ან II მეთოდის საშუალებით
და აუცილებლად სჭირდებათ იმის ცოდნა, რა განსხვავებაა ამ სამ მეთოდს შორის.

მშობელი უხსნის სამივე მეთოდს და აღწერს განსხვავებას.
ის აღიარებს, რომ ხშირად იმარჯვებდა შვილის დამარცხების ხარჯზე და პირიქით. შემდეგ
ის ღიად გამოხატავს სურვილს და მზადყოფნას, უარი თქვას გამარჯვება–დამარცხების მეთოდზე
და მოსინჯოს უდანაკარგო მეთოდი.

როგორც წესი, ამგვარი შესავალი ბავშვებს ხიბლავს. ისინი
ინტერესდებიან
III მეთოდით
და მოუთმენლად ელიან მის გამოყენებას. ზოგიერთი მშობელი დასაწყისისათვის უხსნის, რომ
ისწავლა როგორ გამხდარიყო კარგი მშობელი და ეს მეთოდი ერთ–ერთია, რომლის გამოცდაც სურს.
რა თქმა უნდა ასეთი მიდგომა გაუმართლებელია მცირეწლოვანებთან. მათთან წინასწარი ახსნის
გარეშე იწყებს მშობელი.

 

უდანაკარგო
მეთოდის ექვსი საფეხური

მშობლებისთვის სასარგებლოა იმის გაგება, რომ უდანაკარგო
მეთოდი სინამდვილეში ექვს დამოუკიდებელ საფეხურს მოიცავს. თუ ამ საფეხურებს მივყვებით,
წარმატების შანსიი იზრდება:

საფეხური 1: კონფლიქტის გაგება და განსაზღვრა.

საფეხური 2: გადაჭრის შესაძლო ალტერნატივების შემუშავება.

საფეხური 3: ალტერნატივების შეფასება.

საფეხური 4. საუკეთესო ალტერნატივის შერჩევა.

საფეხური 5: გადაწყვეტილების შესრულება.

საფეხური 6: შედეგების შეფასება.

ყოველი საფეხურს გარკვეული საკვანძო თავისებურებები
ახასიათებს და როდესაც მშობელმა იცის და იყენებს ამ თავისებურებებს, შეუძლია მრავალი
სირთულე და მახე აიცილოს თავიდან. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი პრობლემის გადაჭრისას
შესაძლოა არც კი დაგვჭირდეს ექვსივე საფეხურის გავლა, სასურველია, მშობელმა იცოდეს,
რას მოიცავს ყოველი მათგანი.

 

III მეთოდისთვის მომზადება

ეს უმნიშვნელოვანესი პერიოდია, როდესაც მშობელს სურს
შვილის ჩართვა პრობლემის გადაჭრაში. მან ჯერ უნდა მიიპყროს შვილის ყურადღება, ხოლო
შემდეგ დარწმუნდეს, რომ მზად არის მონაწილეობა მიიღოს პრობლემის გადაჭრაში. მშობლის
წარმატების შანსი იზრდება, თუკი:


1.     

შვილს
მკაფიოდ და მოკლედ ეტყვის, რომ არსებობს პრობლემა, რომელიც უნდა გადაიჭრას. არ უნდა
გამოიყენოს ისეთი ფრაზები, როგორიცაა: „გინდა, გადავჭრათ ეს პრობლემა?” ან „მგონი,
კარგი იქნებოდა, ამ საქმისთვის მიგვეხედა”.


2.     

ძალიან
მკაფიოდ ეტყვის, რომ სურს შვილთან ერთად მოძებნოს ორივესათვის მისაღები გადაწყვეტილება, ისე რომ არც ერთი მხარე არ დაზარალდეს
და ორივეს მოთხოვნილებები დაკმაყოფილდეს. მნიშვნელოვანია შვილს სჯეროდეს, რომ მშობელს
გულწრფელად სურს უდანაკარგო გადაწყვეტილების მოძებნა. მან უნდა იცოდეს, რომ „თამაშს”
III მეთოდი
ჰქვია, ის უდანაკარგოა და მასში არ იქნება არც გამარჯვებული და არც დამარცხებული.


3.     

შეუთანხმდება
შვილს დაწყების დროზე. შეარჩევს ისეთ დროს, როცა შვილი არ არის დაკავებული და არსად
ეჩქარება, რათა ნაკლები იყოს მისი მხრიდან წინააღმდეგობისა და აღშფოთების ალბათობა.

 

საფეხური
1: კონფლიქტის გაგება და განსაზღვრა

პირველი საფეხური უმნიშვნელოვანესია, რადგან სწორედ
ამ დროს ხდება მშობლებისა და შვილების მოთხოვნილებების განსაზღვრა. ხშირად ის რაც კონფლიქტად
და პრობლემად გვეჩვენება, „მოჩვენებითი” და არა რეალური პრობლემა აღმოჩნდება ხოლმე.

ამას გარდა მშობელს ხშირად გაუცნობიერებლად წინასწარ
აქვს ხოლმე მომზადებული გადაწყვეტილება, რომელიც ჰქონია რომ დააკმაყოფილებს მის მოთხოვნილებას
და აღარ ცდილობს თვით ამ მოთხოვნილების გამოხატვას. მოთხოვნილებებისა და გადაწყვეტილებების
გამიჯვნა შესაძლოა რთული იყოს, რადგან ხშირად, სიტყვა „მოთხოვნილება” თვით ამ მოთხოვნილების
დასაკმაყოფილებლად გამიზნული გადაწყვეტილება უფროა ხოლმე.

მართალია, აქტიური მოსმენა მოთხოვნილებების გადაწყვეტილებებისაგან
გასამიჯნად ყველაზე მნიშვნელოვანი უნარია, ასევე სასარგებლო შეიძლება აღმოჩნდეს ისეთი
კითხვები, როგორიცაა: „რა ხეირი მექნება?” ან „რა ხეირი გექნება?” მაგალითად, ფრაზა,
„ახალი მანქანა მჭირდება” მოთხოვნილებაა თუ გადაწყვეტილება? პასუხი კითხვაზე, „რა ხეირი
მექნება?” შესაძლოა იყოს: „სამსახურში უფრო უსაფრთხოდ ვივლი”, „ჩემს იმიჯზე კარგად
იმოქმედებს”, „ფულს დავზოგავ, რადგან ძველი მანქანა ბენზინს „ჭამს” და მუდმივად შეკეთება
სჭირდება”. ეს პასუხები მოთხოვნილებებია, ხოლო ახალი მანქანა გამოსავალი (გადაწყვეტილება).

შესაძლოა თქვენმა შვილმა თქვას, რომ საკუთარი ოთახი
სჭირდება, რაც სინამდვილეში გამოსავალია. რა სარგებელი ექნება შვილს საკუთარი ოთახით?
პრივატულობა, საკუთარი სივრცე, სიმშვიდე და სხვ. ეს მოთხოვნილებებია (რომელიც საფუძვლად
უდევს გამოსავალს), ხოლო საკუთარი ოთახი გამოსავალი.

თუკი მშობელი და შვილი ცხადად ვერ გაიგებს და გამოხატავს
საკუთარ მოთხოვნილებებს პროცესი ერთ ადგილზე გაიყინება. მომდევნო საფეხურები არასწორად
წარიმართება და კონფლიქტი ვერ გადაიჭრება.


1.     

შვილს მკაფიოდ და ზუსტად აუხსენით რა გრძნობები გაქვთ,
რა მოთხოვნილებების დაკმაყოფილება გსურთ ან რა გაწუხებთ. ამ შემთხვევაში ძალზე მნიშვნელოვანია
მე–შეტყობინების გაგზავნა: „როცა სიჩქარის გადაჭარბებით დადიხარ შენზე და ჩემს მანქანაზე
ვდარდობ”; „ნაწყენი ვარ, რადგან მთელი საოჯახო საქმის გაკეთება მე მიწევს და უბრალოდ
დრო აღარ მრჩება დასასვენებლად”. ეცადეთ უარი თქვათ ისეთ შეტყობინებებზე, რომელიც ამცირებს
ან ადანაშაულებს ბავშვს: „თავქარიანივით მართავ მანქანას”, „ბავშვები ნამდვილი მუქთამჭამელები
ხართ”.


2.     

არ დაიზაროთ აქტიური მოსმენა რათა გაიგოთ ბავშვის მოთხოვნილებები.


3.     

ჩამოაყალიბეთ კონფლიქტის ან პრობლემის არსი, რომ თქვენც
და შვილმაც იცოდეთ რა გაქვთ გადასაჭრელი.

 

საფეხური
2: გადაჭრის შესაძლო ალტერნატივების შემუშავება

ამ ფაზაში მნიშვნელოვანია სხვადასხვა გადაწყვეტილებების თავმოყრა. მშობელმა შესაძლოა იკითხოს: „რისი
გაკეთება შეგვიძლია?” „რა გამოსავალი შეიძლება იყოს?” „მოდი, ერთად დავსხდეთ და მოვიფიქროთ
შესაძლო ვარიანტები”, „ალბათ, ამ ჩვენი პრობლემის გადაჭრის უამრავი გზა არსებობს”.
შესაძლოა ქვემოთ მოცემული რჩევები სასარგებლო მოგეჩვენოთ:


1.     

თავდაპირველად ეცადეთ შვილის გადაწყვეტილებები მოისმინოთ
და შემდეგ თქვენი გაუზიაროთ. (მცირეწლოვანებმა, შესაძლოა, ჯერ ვერ გაართვან ამ ამოცანას
თავი).


2.     

მნიშვნელოვანია, რომ არ შეაფასოთ, განსაჯოთ ან დააკნინოთ
არც ერთი შემოთავაზებული ალტერნატივა. ამის საშუალება მომდევნო საფეხურზე გექნებათ.
მიიღეთ ყველა იდეა. რთული პრობლემების შემთხვევაში
შესაძლოა საჭირო გახდეს ალტერნატივების ჩაწერაც.


3.     

ამ ეტაპზე ეცადეთ არ გააკეთოთ ისეთი განცხადებები, რომელიც
მიანიშნებს, რომ რომელიმე შემოთავაზებული ალტერნატივა მიუღებელია თქვენთვის.


4.     

როცა უდანაკარგო მეთოდს ისეთი პრობლემის გადასაჭრელად
ვიყენებთ, რომელშიც რამდენიმე შვილია ჩართული და რომელიმე მათგანი არ გვთავაზობს საკუთარ
ალტერნატივას, ეცადეთ წაახალისოთ.


5.     

გადაწყვეტილების ალტერნატივების დასახელება მანამ გააგრძელეთ,
სანამ არ ამოწურავთ შესაძლო ვარიანტებს.

საფეხური
3: ალტერნატივების შეფასება

ამ ფაზაში ხდება სხვადასხვა შესაძლო გადაწყვეტილებების
შეფასება. მშობელმა შესაძლოა თქვას: „კარგი, რომელი გადაწყვეტილება გეჩვენება საუკეთესოდ?”
„მოდი, ვნახოთ რომელია ყველაზე სასურველი”, „რას ფიქრობ ამ შესაძლო გადაწყვეტილებებზე?”
„შენი აზრით, ეს ჯობია თუ მეორე?”

როგორც წესი, ალტერნატივები დაიყვანება ერთ ან ორ გადაწყვეტილებამდე,
რომელიც საუკეთესოდ ეჩვენება მშობელსაც და შვილსაც და გამოირიცხება ნებისმიერი მიზეზით
მშობლისათვის ან შვილისათვის მიუღებელი გადაწყვეტილებები. ამ საფეხურზე მშობელს უნდა
ახსოვდეს, რომ გულწრფელი იყოს საკუთარი გრძნობების გამოხატვისას –  „ეს ვარიანტი უფრო მაწყობს”, „ეს არის ის, რაც გამახარებდა”,
„არა მგონია, ეს სამართლიანი იყოს”.

 

საფეხური
4. საუკეთესო ალტერნატივის შერჩევა

ეს საფეხური არც ისე რთულია, როგორც ხშირად ჰგონიათ
მშობლებს. თუკი წინა საფეხურებს მშვიდობიანად გაივლიან და იდეებსა და რეაქციებს გულღიად
გაუზიარებენ ერთმანეთს, ხშირად საუკეთესო გადაწყვეტილება ბუნებრივად გამოიკვეთება ხოლმე
მსჯელობის შედეგად. ზოგჯერ მშობელი ან შვილი სთავაზობს ისეთ შემოქმედებით გადაწყვეტილებას,
რომელიც იმავდროულად საუკეთესოცაა და ორივე მხარისათვის მისაღებიც.

გთავაზობთ რამდენიმე რჩევას ამ საფეხურთან დაკავშირებით:


1.     

გააგრძელეთ დარჩენილი ალტერნატივების „გამოცდა” ბავშვისთვის
ისეთი კითხვების დასმით, როგორიცაა: „ეს კარგი გადაწყვეტილება იქნება?” „ყველას დაგვაკმაყოფილებს
ამგვარი გამოსავალი?” „შენი აზრით ასე შევძლებთ პრობლემის გადაჭრას?” „ასეთი გამოსავალი
გვაწყობს?”


2.     

არ იფიქროთ, რომ გადაწყვეტილება საბოლოოა და შეუძლებელია
მისი შეცვლა. ამ შემთხვევაში შესაძლოა დაგეხმაროთ ისეთი ფრაზები, როგორიცაა: „კარგი,
მოვსინჯოთ ეს ვარიანტი და ვნახოთ”, „ჩვენ ამ გადაწყვეტილებაზე შევჩერდით, დავიწყოთ
მისი შესრულება და ვნახოთ გამოგვადგება თუ არა პრობლემის გადასაჭრელად”, „მე მომწონს
ვარიანტი, შენ თანახმა ხარ მოსინჯო?” 


3.     

თუკი გადაწყვეტილება რამდენიმე ასპექტს მოიცავს, კარგი
იქნება მათი დაწერა, რომ არც ერთი არ დაგვავიწყდეს.


4.     

უნდა დარწმუნდეთ, რომ ყველას ესმის და მზად არის შეასრულოს
გადაწყვეტილებასთან  დაკავშირებული ვალდებულებები:
„კარგით, ეს არის ის რაზეც შევთანხმდით”, „ახლა გვესმის, რომ ეს ჩვენი შეთანხმებაა
და ჩვენ–ჩვენი პასუხისმგებლობები უნდა შევასრულოთ”.

 

საფეხური
5: გადაწყვეტილების შესრულება

ხშირად გადაწყვეტილების მიღების შემდეგ საჭირო ხდება
დეტალურად აღიწეროს მისი შესრულების პროცედურა. მშობლებმა და ბავშვებმა ერთმანეთს უნდა
ჰკითხონ: „ვინ რას გააკეთებს და როდის?” „რა გვჭირდება გადაწყვეტილების შესასრულებლად?”
„როდის დავიწყოთ?”

საოჯახო საქმიანობასთან დაკავშირებული კონფლიქტებისას
შესაძლოა სასარგებლო იყოს შემდეგი კითხვების განხილვა: „რამდენჯერ?” „რომელ დღეებში?”
„რა სტანდარტებით უნდა ვიხელმძღვანელოთ?”

ძილის დროსთან დაკავშირებული კონფლიქტებისას შესაძლოა
საჭირო გახდეს იმაზე მსჯელობა, თუ ვინ გაახსენებს ბავშვებს, რომ ძილის დრო მოვიდა.

ოთახის სისუფთავესთან დაკავშირებული კონფლიქტებისას
შესაძლოა საჭირო გახდეს სისუფთავის სტანდარტზე მსჯელობა.

შესრულების საკითხი შეიძლება მანამ გადავდოთ, სანამ
საბოლოო გადაწყვეტილებაზე არ შევთანხმდებით. ჩვენი გამოცდილებით ვიცით, რომ როგორც
კი მხარეები საბოლოო გადაწყვეტილებამდე მივლენ, მისი შესრულება, როგორც წესი, საკმაოდ
ადვილია ხოლმე.

 

საფეხური
6: შედეგების შეფასება

უდანაკარგო მეთოდით მიღებული ყველა გადაწყვეტილება როდი
აღმოჩნდება ხოლმე კარგი. საჭიროა მშობელი დროდადრო დაინტერესდეს, კმაყოფილია თუ არა
შვილი მიღებული გადაწყვეტილებით. ხშირად ხდება ხოლმე რომ ბავშვი ისეთი გადაწყვეილების
შესრულების პასუხისმგებლობას იღებს, რომლის ძალა არ შესწევს. ისეც ხდება, რომ მშობელს
სხვადასხვა მიზეზთა გამო უჭირს აღებული ვალდებულებების შესრულება. მშობელს შეუძლია
ერთგვარი უკუკავშირი ჰქონდეს შვილთან: „რას ფიქრობ, კარგი გადაწყვეტილება მივიღეთ?”
„კმაყოფილი ხარ გადაწყვეტილებით?” ასეთი კომუნიკაციით შვილი რწმუნდება, რომ ზრუნავთ
მის მოთხოვნილებებზე.

ზოგჯერ შედეგებისათვის თვალყურის დევნებისას აღმოჩნდება
ხოლმე, რომ თავდაპირველ გადაწყვეტილებას შეცვლა სჭირდება. მაგალითად, ნაგვის ყოველდღიური
გადაყრა შესაძლოა შეუძლებელი და არასაჭირო აღმოჩნდეს; შაბათ–კვირას ყოველთვის
11:00 საათზე ვერ იქნება მოზარდი სახლში, რადგან მეგობრებთან ერთად კინოთეატრში წასვლა
გადაწყვიტა. ერთ–ერთმა ოჯახმა აღმოაჩინა, რომ საოჯახოს საქმიანობასთან დაკავშირებით
უდანაკარგო მეთოდით მიღებული გადაწყვეტილება შესაცვლელი იყო: ქალიშვილისაგან, რომელმაც
საღამოს ჭურჭლის დარეცხვა აიღო საკუთარ თავზე, კვირაში 5–6 საათს მოითხოვდა, მაშინ
როდესაც ვაჟს, რომელსაც საერთო აბაზანა და სასადილო ოთახი უნდა დაესუფთავებინა, მხოლოდ
3 საათი ეხარჯებოდა კვირაში. ასეთი გადაწყვეტილება ქალიშვილის მიმართ უსამართლო იყო
და რამდენიმე კვირის შემდეგ შეიცვალა.

ცხადია, ყველა კონფლიქტის დროს აუცილებელი არა არის
უდანაკარგო მეთოდით გათვალისწინებული ექვსივე საფეხურის გავლა. ზოგჯერ კონფლიქტი ადვილად
იჭრება პირველივე გადაწყვეტილების შეთავაზებისას. ზოგჯერ კი საბოლოო გადაწყვეტილება
კონფლიქტის რომელიმე მონაწილეს მე–3 საფეხურზე მოსდის თავში, მანამდე შემოთავაზებული
ალტერნატივების შეფასებისას. როგორც არ უნდა იყოს, სასურველია, რომ გონებაში ექვსივე
საფეხური გვქონდეს.

აქტიური
მოსმენისა და მე–შეტყობინების როლი

უდანაკარგო მეთოდი მოითხოვს პრობლემის გადაჭრაში მონაწილე
ყველა მხარის ჩართულობას, ამიტომაც მის აუცილებელ წინაპირობად ეფექტური კომუნიკაცია
გვევლინება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მშობლებმა ფართოდ უნდა გამოიყენონ აქტიური მოსმენა
და გააგზავნონ მე–შეტყობინებები. უდანაკარგო მეთოდის გამოყენებისას მშობელი ძნელად
აღწევს წარმატებას, თუკი შესაბამისი უნარები არ აქვს.

აქტიური მოსმენა, პირველ რიგში, საჭიროა იმისათვის,
რომ მშობელმა აუცილებლად უნდა გაიგოს შვილის მოთხოვნილებები. რა სურს მას? რატომ აგრძელებს
იმის კეთებას, რაც როგორც უკვე გაიგეს, მიუღებელია მშობლებისთვის? რომელი მოთხოვნილებები
აიძულებს მას ასე მოიქცეს?

რატომ არ უნდა ბონის საბავშვო ბაღში სიარული? რატომ
არ იცმევს ჯეინი ‘საზიზღარ” ქურთუკს? რატომ ტირის და ჯიუტონს ნათანი, როდესაც დედა
ძიძასთან დატოვებას უპირებს? რა მოთხოვნილებები აიძულებს ჩემს ქალიშვილს სააღდგომო
დღესასწაულის სანაპიროზე გატარებას?

აქტიური მოსმენა მძლავრი იარაღია, რომელიც ბავშვს ეხმარება
გული გაუხსნას და გაუზიაროს უფროსს თავისი ნამდვილი მოთხოვნილებები და გრძნობები. როგორც
კი მშობელი ამას შეძლებს, მომდევნო ნაბიჯად მხოლოდ ის რჩება, რომ ამ მოთხოვნილებების
დაკმაყოფილების სხვა გზები მონახოს, ისეთი, რომლის დროსაც ბავშვს აღარ დასჭირდება მშობლისთვის
მიუღებელი ქცევა.

რაკი პრობლემის გადაჭრამ შესაძლოა როგორც მშობლების,
ასევე შვილების მხრიდან, მძაფრი გრძნობების წარმოშობას შეუწყოს ხელი, აქტიური მოსმენა
ძალზე მნიშვნელოვანია, რადგან ის ამ დაძაბულობის განმუხტვას უწყობს ხელს. ამის გარეშე
კი, შეუძლებელია პრობლემის შმდგომი ეფექტური გადაჭრა.

და ბოლოს, აქტიური მოსმენა გვეხმარება ბავშვს გავაგებინოთ,
რომ მის მიერ შემოთავაზებული წინადადებები ჩვენთვის ღირებულია; მათი მსჯელობა და შეფასება
სასურველი და მისაღებია.

უდანაკარგო მეთოდის განხორციელების პროცესში ასევე მნიშვნელოვან
ფუნქციას ასრულებს მე–შეტყობინებაც, რომელიც საშუალებას აძლევს ბავშვს იცოდეს მშობლის
გრძნობების შესახებ და ამასთან თავი გაკიცხულად, დამცირებულად და დამნაშავედ არ იგრძნოს.
ჩვეულებრივ, კონფლიქტის გადაჭრისას შენ–შეტყობინება საპასუხო შენ–შეტყობინების პროვოცირებას
უწყობს ხელს, რის შედეგად დისკუსია არაპროდუქტიულ სიტყვიერ ბრძოლად გადაიქცევა ხოლმე.
მისი მონაწილეები ერთმანეთს ეჯიბრებიან იმაში, თუ ვინ უფრო მეტი შეურაცხყოფის მიყენებას
შეძლებს მეორე მხარისთვის.

მე–შეტყობინება შვილებს აგებინებს, რომ მოთხოვნილებები
მშობლებსაც აქვთ და მშობლებისთვისაც არანაკლებ მნიშვნელოვანია იცოდნენ, რომ მათი მოთხოვნილებები
მხოლოდ იმის გამო არ უგულებელყვეს, რომ ეწინააღმდეგებოდა შვილების მოთხოვნილებებს.
მე–შეტყობინება შვილს მშობლის თამასის შესახებაც აწვდის ინფორმაციას – რას ვერ მოითმენს
და რის დათმობას შეძლებს. მე–შეტყობინება შემდეგი ინფორმაციას გადასცემს ბავშვს: „მეც
ადამიანი ვარ ჩემი მოთხოვნილებებით და გრძნობებით”, „უფლება მაქვს მეც დავტკბე ცხოვრებით”,
„მეც მაქვს ამ ოჯახში ჩემი უფლებები”.

 

უდანაკარგო
მეთოდის გამოყენების პირველი მცდელობა

P.E.T. კურსებზე
მშობლებს ვურჩევთ ხოლმე, ეცადონ პრობლემის უდანაკარგო გადაჭრის მეთოდი თავდაპირველად
ძველი და არა ახალი პრობლემის გადასაჭრელად გამოიყენონ, რომელიც გადაუდებელ ჩარევას
მოითხოვს. ამ პირველი მცდელობისას ასევე გონივრული იქნება შვილებს საშუალება მივცეთ
ის პრობლემები გამოთქვან, რომლებიც აწუხებთ. ამრიგად, პირველი მცდელობა შესაძლებელია
ამგვარი შესავლით დავიწყოთ:

„ახლა, როცა ვიცნობთ
უდანაკარგო მეთოდს (ანუ
III მეთოდს), მოდით, ჩამოვთვალოთ ყველა პრობლემა, რომელიც ოჯახში გვაქვს.
პიველ რიგში, თქვენი აზრით რა პრობლემები გვაქვს? რომელი პრობლემების გადაჭრა გსურთ?
რა გწყინთ?”

პროცესის დაწყება ბავშვების მიერ პრობლემების განსაზღვრით
ცხადია. პირველ ყოვლისა, ბავშვებს უხარიათ დაწრმუნდნენ, რომ ახალი მეთოდი მათთვის ხელსაყრელია. მეორე, მათ არ უყალიბდებათ არასწორი
წარმოდგენა, თითქოს მშობლებმა საკუთარ ინტერესების სასარგებლოდ რაღაც ახალი მეთოდი
მოიგონეს. ერთ–ერთ ოჯახში ამ მეთოდის პირველი მცდელობის შედეგები მშობლების მხრიდან
არასასურველი ქცევის ასეთი ჩამონათვალის შედგენით დასრულდა:

მამას ყოველთვის არ მოაქვს საკმარისი სურსათი;

დედა ყოველთვის არ გვაძლევს შაბათ–კვირას მამასთან დროის
გატარების საშუალებას;

დედა ყოველთვის არ გვეუბნება, როდის დაბრუნდება სამსახურიდან
და დაიწყებს სადილის მომზადებას;

ხშირად გვპირდება და არ ასრულებს დანაპირებს.

ამ პრეტენზიების გამოთქმის შემდეგ მოზარდები მეტად იყვნენ
განწყობილნი მოესმინათ დედისა და მამის წუხილი მათ ქცევასთან დაკავშირებით.

ზოგჯერ მიზანშეწონილია პრობლემის უდანაკარგო ეფექტური
გადაჭრა ზოგად წესებზე შეთანხმებით დავიწყოთ. მაგალითად, შეიძლება შევთანხმდეთ იმაზე,
რომ მოსაუბრეს არ გავაწყვეტინოთ; მიუღებელია ხმის მიცემა, რადგან საქმე ეხება ყველასთვის
ერთნაირად მისაღები გადაწყვეტილების მოძებნას; თუ კონფლიქტი მხოლოდ ორს ეხება, დანარჩენები
ოთახიდან გადიან; პრობლემის გადაჭრისას მიუღებელია სიტყვიერი ან ფიზიკური შეურაცხყოფა.
ერთ–ერთი ოჯხი იმაზეც კი შეთანხმდა, რომ პრობლემის გადაჭრის პროცესში არავინ უპასუხებდა
ტელეფონს. ბევრი ოჯახი სასარგებლოდ მიიჩნევს გარკვეული თვალსაჩინოების – ცხრილების,
სქემების და სხვ. გამოყენებას რთული პრობლემის გადაჭრის პროცესში.

 

 

პრობლემები, რომელსაც მშობლები აწყდებიან

მშობლები ხშირად უშვებენ შეცდომებს ახალი მეთოდის გამოყენებისას.
ბავშვებს კი, განსაკუთრებით, მოზარდებს დროს სჭირდებათ, რომ კონფლიქტის არაძალაუფლებრივი
გზით გადაჭრას შეეჩვიონ, მათ გამარჯვება–დამარცხება მეთოდების გამოყენების მდიდარი
გამოცდილება აქვთ. მშობლებმაც და შვილებმაც უნდა დაივიწყონ ქცევის ზოგიერთი ძველი მოდელი
და ახალი ისწავლონ, ეს კი ყოველთვის ბუნებრივად და ბიძგის გარეშე არ გამოდის ხოლმე.
ჩვენი კურსების მსმენელი მშობლების დახმარებით დავაზუსტეთ ყველაზე გავრცელებული შეცდომები
და პრობლემები.

 

თავდაპირველი
უნდობლობა და წინააღმდეგობა

ზოგიერთი მშობელი შვილების, განსაკუთრებით მოზარდების
მხრიდან წინააღმდეგობას აწყდება უდანაკარგო მეთოდის გამოყენებისას – მათ მშობლებთან
ალაუფლებისათვის ბრძოლის მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ. აი, რას ამბობენ ისინი:

„ჯინიმ უბრალოდ უარი გვითხრა ერთად დავმჯადიყავით”.

„ბილი გაბრაზდა და ოთახიდან გავიდა, რადგან თავისი ვერ
გაიტანა”.

„ჰანანი უბრალოდ იჯდა და პირქუშად დუმდა”.

„სტეფანმა თქვა, რომ ჩვენ მაინც ჩვენს აზრზე დავრჩებოდით,
როგორც ჩვეულებრივ, ხდებოდა ხოლმე”.

ამგვარ უნდობლობისა და წინააღმდეგობის დაძლევის საუკეთესო
გზაა მშობელმა დროებით განზე გადადოს პრობლემის გადაჭრა და ეცადოს გაიგოს, რისი თქმა
სურს ბავშვს. ამისათვის აქტიური მოსმენა საუკეთესო ინსტრუმენტია. ის წაახალისებს ბავშვს
გულღიად გამოხაროს საკუთარი გრძნობები. თუკი ამას შეძლებენ, წინგადადგმული ნაბიჯია,
რადგან როგორც კი განმუხტვას შეძლებენ, პრობლემის გადაჭრის პროცესში ერთვებიან. თუ
ბავშვი არ იხსნება და არ სურს საუბარი, მშობელმა უნდა მოსინჯოს საკუთარი გრძნობების
გაზიარება მე–შეტყობინების სახით:

„აღარ
მინდა ძალაუფლების გამოყენება, მაგრამ არც პოზიციების მთლიანად დათმობა მინდა”.

„ნამდვილად
მინდა ისეთი გამოსავალი მოვძებნოთ, რომელიც მისაღები იქნება შენთვის”.

„არ
ვცდილობთ დათმობა გაიძულოთ, მაგრამ არც ჩვენ გვინდა დავთმოთ”.

„დავიღალეთ
მუდმივი ბრძოლით. ვფიქრობ, შევძლებთ ჩვენი კონფლიქტების მოგვარებას ახლებურად”.

„ძალიან
მინდა მოვსინჯოთ. ვნახოთ, რა გამოგვივა”.

ჩვეულებრივ, ასეთი შეტყობინებები ეფექტურად ძლევს ხოლმე
უნდობლობასა და წინააღმდეგობას. თუკი ასე არ მოხდა, უკეთესია, მშობელმა რამდენიმე დღით
უბრალოდ დაანებოს პრობლემის გადაჭრას თავი და შემდეგ ისევ მოსინჯოს უდანაკარგო მეთოდი.

„უბრალოდ გაიხსენეთ, თავდაპირველად როგორ სკეპტიკურად
და უნდობლად იყავით განწყობილი უდანაკარგო მეთოდის მიმართ. ეს დაგეხმარებათ გაიგოთ
თქვენი შვილის პირველი სკეპტიკური რეაქცია”, ვეუბნებით ხოლმე მშობლებს.

 

„როგორ
მოვიქცეთ, თუკი მისაღებ გადაწყვეტილებას ვერ ვიპოვნით?”

ეს მშობლების ერთ–ერთი ყველაზე გავრცელებული შიშია.
მიუხედავად იმისა, რომ ზოგჯერ ამ შიშს საფუძველი აქვს, იშვიათია, რომ უდანაკარგო მეთოდით
პრობლემის გადაჭრა უშედეგოდ დამთავრდეს და ორივე მხარისათვის მისაღები გადაწყვეტილება
არ მოიძებნოს. როდესაც ოჯახი პრობლემის გადაჭრისას ჩიხში ექცევა, ეს იმის ნიშანია,
რომ მშობლებიც და შვილებიც ჯერ კიდევ გამარჯვება–დამარცხების, ძალაუფლებისათვის ბრძოლის
ჩარჩოთი ხელმძღვანელობენ.

ასეთ შემთხვევაში მშობლებს ვურჩევთ ხოლმე არ დანებდნენ
და გააგრძელონ მცდელობა. მაგალითად:


1.     

ისაუბრეთ.


2.     

დაუბრუნდით მე–2 საფეხურს და კიდევ რამდენიმე ალტერნატივა
მოძებნეთ.


3.     

პრობლემის გადაჭრის პროცესი მეორე დღისათვის გადადეთ.


4.     

გაამხნევეთ პროცესის მონაწილეები: „კარგით რა, ხომ უნდა
არსებობდეს რაიმე გზა”, „მოდით, მოვინდომოთ და მოვძებნოთ მისაღები გადაწყვეტილება”,
„ყველა ვარიანტი განვიხილეთ?” „კიდევ ვცადოთ!”


5.     

მკაფიოდ განსაზღვრეთ შექმნილი სირთულის არსი და სცადეთ
გაარკვიოთ, ხომ არ იმალება მის მიღმა რომელიმე უფრო რთული პრობლემა. „საინტერესო იქნება
გავიგოთ, კონკრეტულად რა გვიშლის ხელს პრობლემის გადაჭრაში”, „იქნება არის რაღაც სხვა
პრობლემები, რომლებსაც ჯერ ვერ მივაგენით?”

როგორც წესი, ამ მიდგომათაგან რომელიმე ამართლებს და
პრობლემის გადაჭრის პროცესი განახლდება ხოლმე.

 

მივუბრუნდეთ
თუ არა
I მეთოდს, IIIმეთოდის წარუმატებლობის შემთხვევაში?

„უდანაკარგო მეთოდის გამოყენება ვცადეთ და უშედეგოდ.
ამიტომ სიმტკიცე შევინარჩუნე და გადაწყვეტილება მივიღე”.

ზოგიერთი მშობელი ვერ უძლებს ცდუნებად დაუბრუნდეს I მეთოდს. ჩვეულებრივ,
ამას სავალალო შედეგები აქვს ხოლმე. ბავშვები ბრაზობენ; ისინი გრძნობენ, რომ მოტყუვდნენ,
როცა დაიჯერეს, რომ მშობლებს ახალი მეთოდის მოსინჯვა სურდათ; უდანაკარგო მეთოდის გამოყენების
მომდევნო მცდელობისას მათ კიდევ უფრო მეტი უნდობლობა და წინააღმდეგობა ექნებათ.

მშობელი თავდაუზოგავად უნდა ეცადოს არ მიუბრუნდეს I მეთოდს. ასევე
დამღუპველია
II მეთოდის
გამოყენებაც და ბავშვებისათვის გამარჯვების უფლების დათმობაც, რადგან უდანაკარგო მეთოდის
გამოყენების შემდგომი მცდელობისას ისინი ეცდებიან ისარგებლონ მშობლების სისუსტით და
თავს არ დაზოგავენ, რომ თავისი გაიტანონ.

 

შეიძლება
თუ არა დასჯის გამოყენება გადაწყვეტილების მიღებისას?

ზოგჯერ მშობლები (ან შვილები) აღიარებენ, რომ უდანაკარგო
მეთოდით მიღებულ გადაწყვეტილებაზე შეთანხმებისას ითვალისწინებენ ჯარიმის ან დასჯის
შესაძლებლობას იმ შემთხვევისთვის, თუკი ბავშვები არ დაიცავენ შთანხმებას.

ასეთ აღიარებებზე ჩემი თავდაპირველი რეაქცია ასეთი იყო:
თუკი ჯარიმა ან სასჯელი ორმხრივად მისაღებია, მაშინ დასაშვებია, ოღონდ იმ პირობით,
რომ მშობლებმაც უნდა აგონ პასუხი თავის
წილ პასუხისმგებლობებზე. ახლა სხვაგვარად ვფიქრობ.

 გაცილებით გონივრულია
თუკი გადაწყვეტილების შეუსრულებლობის შემთხვევაში თავიდან ავიცილებთ ჯარიმას ან სასჯელს.
პირველ რიგში, ამით მშობელი აგებინებს შვილს, რომ სასჯელი საერთოდ მიუღებელი იქნება
მათი ოჯახისთვის იმ შემთხვევაშიც კი, თუკი მას შვილები სთავაზობენ, როგორც ეს ხშირად
ხდება ხოლმე. მეორე, გაცილებით მეტის მიღწევა შეიძლება თუკი ბავშვების კეთილი განზრახვისა
და პატიოსნების გვჯერა. აი რას ამბობენ ბავშვები: „როცა ვგრძნობ, რომ მენდობიან, ვცდილობ
გავამართლო ნდობა. მაგრამ თუკი ვგრძნობ, რომ მშობელი ან მასწავლებელი არ მენდობა, თავს
ვეღარ ვიკავებ და იმას ვაკეთებ, რაშიც ბრალს მდებენ. მათი აზრით, მე ცუდი ვარ. ჩემზე
ხელი აქვთ ჩაქნეული, ეს კი იმას ნიშნავს, რომ აღარაფერს დავკარგავ, თუ მართლაც ცუდად
მოვიქცევი”.

უდანაკარგო მეთოდის გამოყენებისას მშოვლებს უბრალოდ
უნდა სჯეროდეთ, რომ ბავშვები პირობას იცავენ.
ახალი მეთოდი ერთმანეთის ნდობას გულისხმობს, იმის რწმენას, რომ ორივე მხარე გულწრფელად
ესწრაფვის აღებული პასუხისმგებლობის შესრულებას. ჯარიმის ან სასჯელის შესახებ ნებისმიერი საუბარი აუცილებლად გამოიწვევს ნდობის
დაკარგვას, ეჭვს, იმედგაცრუებას, პესიმიზმს. ამით იმის თქმა არ მსურს, რომ ბავშვებიყოველთვის იცავენ შეთანხმების პირობებს.
რა თქმა უნდა, არა. უბრალოდ, მშობლებს უნდა სჯეროდეთ, რომ დაიცავენ. „უდანაშაულოა,
სანამ არ დანაშაული არ დაუმტკიცდება” ან „პასუხისმგებელია, სანამ უპასუხისმგებლობას
არ გამოავლენს” – ეს არის ჩვენი ფილოსოფია.

 

როცა
ხელშეკრულება ირღვევა

ცხადია, ბავშვები ზოგჯერ არ შეასრულებენ აღებულ ვალდებულებებს.
რა შეიძლება გახდეს ამის მიზეზი?


1.     

აღმოაჩენენ, რომ აღებული ვალდებულება მეტისმეტად რთული
შესასრულებელია.


2.     

უბრალოდ არ აქვთ თვითდისციპლინისა და თვითმართვის საკმარისი
გამოცდილება.


3.     

დისციპლინისა და კონტროლის თვალსაზრისით აქამდე მშობლის
ძალაუფლებაზე იყვნენ დამოკიდებულნი.


4.     

არ ახსოვთ ვალდებულებები.


5.     

უდანაკარგო მეთოდს ამოწმებენ – მართლა იმას გულისხმობენ
მშობლები რასაც ამბობენ, თუ არა, შეიძლება თუ არა დანაპირები არ შეასრულო და „შეგრჩეს”.


6.     

თავის დროზე ისინი მხოლოდ იმიტომ დათანხმდნენ მიღებულ
გადაწყვეტილებას, რომ სურდათ, რაც შეიძლება მალე დასრულებულიყო პრობლემის გადაჭრის
დამღლელი პროცესი.

ბავშვების მიერ შეთანხმების პირობის დარღვევის ზემოაღნიშნულ
მიზეზებს მშობლები ასახელებენ.

ჩვენ ვურჩევთ მშობლებს არ დატოვონ უყურადღებოდ შეთანხმების
დარღვევის არც ერთი შემთხვევა – პირდაპირ და გულწრფელად იმოქმედონ. გასაღები არა დადანაშაულება,
დამცირება ან დაშინება, არამედ მე–შეტყობინების გაგზავნაა. ქვემოთ გთავაზობთ რეაქციის
მაგალითებს:

„მეწყინა,
პირობა რომ დაარღვიე”.  

„მიკვირს,
სიტყვა რომ არ შეასრულე”.

„ჯიმი,
ჩემი აზრით, უსამართლობაა თუ მე დავიცავ პირობას და შენ არა”.

„ვფიქრობდი,
რომ შევთანხმდით, ახლა კი აღმოვჩინე, რომ მე ვასრულებ პირობას, შენ კი – არა. ასე არ
მომწონს”.

„მეგონა,
პრობლემა გადავჭერით. გაბრაზებული ვარ, რადგან, როგორც აღმოჩნდა, არაფერი გაგვიკეთებია”.

 ამგვარი მე–შეტყობინებები
ბავშვის საპასუხო რეაქციას იწვევს, რაც დაგეხმარებათ მეტი ინფორმაცია მოიპოვოთ პირობის
შეუსრულებლობის შესახებ და გაიგოთ მიზეზი. ეს აქტიური მოსმენის დროა. თუმცა, ყოველთვის
ბოლოს მშობელმა უნდა შეახსენოს შვილს, რომ უდანაკარგო მეთოდი ორივე მხარისგან მოითხოვს პასუხისმგებლობის აღებას, შესრულებას
და ნდობას: „ჩვენ არ ვთამაშობთ, სერიოზულად ვცდილობთ ერთმანეთის მოთხოვნილებების გათვალისწინებას”.

ამას დასჭირდება ნამდვილი დისციპლინა, პატიოსნება და
გარკვეული ძალისხმევა. იმის მიხედვით, რატომ
არ შეასრულა ბავშვმა დანაპირები, მშობელმა შეიძლება (1) ეფექტური ჩათვალოს მე–შეტყობინების
გაგზავნა; (2) აღმოაჩინოს, რომ პრობლემის გადახედვა და უკეთესი გადაწყვეტილების მოძებნა
არის საჭირო ან (3) დაეხმაროს ბავშვს ისეთი გზის მოძებნაში, რომელიც საშუალებას მისცემს
მუდამ ახსოვდეს საკუთარი პასუხისმგებლობები.

თუ ბავშვი გულმავიწყოა,  მშობელმა შეიძლება უკარნახოს, როგორ უნდა მოიქცეს,
რომ არასდროს დაავიწყდეს მიცემული პირობა. შეიძლება მას მაღვიძარა, ტაიმერი, უბის წიგნაკში
ჩანიშვნა, დაფაზე წარწერა, თითზე ან კალენდარზე აღნიშვნა, ან თავის ოთახში რაიმე ნიშანი
სჭირდება რომ გაახსენდეს.

უნდა გაახსენოს თუ არა მშობელმა შვილს აღებული ვალდებულებების
შესრულება? უნდა აიღონ თუ არა პასუხისმგებლობა, ყოველთვის შეახსენონ რა და როდის უნდა
გააკეთოს? ამ კითხვაზე ჩვენი პასუხი ერთმნიშვნელოვნად
უარყოფითია
. იმაზე რომ აღარა ვთქვათ არაფერი, რომ ასეთი შეხსენება მშობლისაგან
დამატებით ძალისხმევას მოითხოვს, ის ხაზს უსვამს ბავშვის დამოკიდებულებას, და ანელებს
მასში თვითდისციპლინისა და პასუხისმგებლობის ჩამოყალიბებას. მუდმივი შეხსენება იმის
შესახებ, რომ პირობა უნდა შეასრულოს, გარკვეულწილად ანებივრებს კიდეც ბავშვს, მიანიშნებს
მათ უმწიფარობასა და უპასუხისმგებლობაზე. სწორედ ასეთი გაირდება ბავშვი, თუკი მშობელი
მუდამ ეცდება თავიდან ააცილოს აღებული ვალდებულებების
შესრულების პასუხისმგებლობა
.

 

თუ
ბავშვი მიჩვეულია გამარჯვებას

იმ მშობლებს, რომლებიც II მეთოდს იყენებდნენ, ხშირად
უჭირთ ხოლმე III მეთოდზე გადასვლა, რადგან მათი შვილები მიჩვეულები იყვნენ გამარჯვებას
(„თავისის გატანას”) და ახლა გააფთრებით ეწინააღმდეგებიან პრობლემის გადაჭრაში მონაწილეობის
მიღებას იმის შიშით, რომ დათმობა და თანამშრომლობა მოუწევთ. ისინი იმდენად არიან მიჩვეულები
მშობლების მარცხის ხარჯზე გამარჯვებას, რომ ცხადია არ სურთ თავიანთი ხელსაყრელი, უპირატესი
მდგომარეობის დათმობა. იმ ოჯახში, სადაც მშობელი თავიდანვე აწყდება უდანაკარგო მეთოდის
წინააღმდეგობას, ხშირად უარს ამბობენ მისი გამოყენების შემდგომ მცდელობებზე. როგორც
წესი, ეს ის მშობლები არიან, რომელთაც თავის დროზე იზიდავდათ II მეთოდი, რადგან ბავშვის
მრისხანების და ცრემლების ეშინოდათ.

ზედმეტად დამთმობი მშობლისათვის III მეთოდზე გადასვლა
დიდ ძალისხმევას და სიმტკიცეს მოითხოვს. მათ საკუთარ თავში ენერგიის ახალი წყარო უნდა
მოძებნონ, რომ უარი თქვან თავიანთ ძველ დამოკიდებულებაზე „მშვიდობა ნებისმიერ ფასად”.
ხშირად მათ ეხმარება იმ საშინელი საზღაურის გახსენება, რომლის გადახდა მომავალში მოუწევთ,
თუკი შვილები მუდამ გაიმარჯვებენ. ისინი უნდა დარწმუნდნენ, რომ მშობელსაც აქვს გარკვეული
უფლებები. ისიც უნდა გავახსენოთ, რომ სწორედ მათი ჩვეული დამთმობლობის გამო გახდა შვილი
ასეთი თავკერძა და უყურადღებო. ასეთმა მშობელმა უნდა ირწმუნოს, რომ ერთდროულად შეუძლია
ბედნიერი მშობელიც იყოს და არც თავისი ინტერესები დაივიწყოს. მათ გულწრფელად უნდა მოუნდეთ
შეცვლა და მზად უნდა იყვნენ იმისთვის, რომ დასაწყისში ბავშვი შეეწინააღმდეგება III
მეთოდის გამოყენებას. ამ გარდამავალ პერიოდში მშობლები მზად უნდა იყვნენ, რომ ბავშვის
გრძნობების გასაგებად აქტიური მოსმენა გამოიყენონ, ხოლო საკუთარი გრძნობები მკაფიო
და ზუსტი მე–შეტყობინებებით გააგებინონ.

ერთ–ერთ
ოჯახში დედას უჭირდა ცამეტი წლის ქალიშვილთან ურთიერთობა, რომელიც მიჩვეული იყო გამარჯვებას.
III მეთოდის
გამოყენების პირველი მცდელობისას, როგორც კი გოგონამ დამარცხების საფრთხე იგრძნო, საშინლად
გაცხარდა და ატირებული თავის ოთახში გაიქცა. იმის ნაცლად, რომ ჩვეულებისამებრ ენუგეშებინა
ან არაფრად ჩაეგდო, დედა ოთახში შეჰყვა შემდეგი სიტყვებით: „ძალიან გაბრაზებული ვარ
შენზე! მინდოდა გვესაუბრა იმაზე, რაც ძალიან მაწუხებს, შენ კიდევ ადექი და გაიქეცი!
მგონია, რომ საერთოდ არ გადარდებს, რას ვგრძნობ. ეს არ მომწონს! ვფიქრობ, ეს უსამართლობაა!
მინდა, რაც შეიძლება მალე გადავჭრათ ეს პრობლემა. არ მინდა თავს დამარცხებულად გრძნობდე,
მაგრამ არც მე მინდა ვიგრძნო, რომ დავმარცხდი. დარწმუნებული ვარ, შევძლებთ ისეთი გადაწყვეტილების
მოძებნას, რომ ორივემ გამარჯვებულად ვიგრძნოთ თავი, მაგრამ ამისათვის ერთად უნდა დავსხდეთ.
წამოხვალ ჩემთან ერთად, რომ დავსხდეთ და ჩვენს პრობლემას მოვუაროთ?”

გოგონამ
ცრემლები მოიწმინდა და დედასთან ერთად რამდენიმე წუთში ორივე მხარისთვის მისაღები ალტერნატივით
გადაჭრა პრობლემა. მას შემდეგ გოგონას არასოდეს უთქვამს უარი პრობლემების ერთობლივ
გადაჭრაზე. მან უარი თქვა ისტერიკების გამოყენებით მშობლების მართვაზე, რადგან მშობლებმა
აგრძნობინეს, რომ ასეთი საქციელით ვეღარაფერს მიაღწევდა.

 

უდანაკარგო
მეთოდის გამოყენება ბავშვებს შორის კონფლიქტის დროს

მშობელთა უმრავლესობა ბავშვებს შორის გარდაუვალ და ხშირი
კონფლიქტების, ისევე, როგორც მშობლებსა და შვილებს შორის კონფლიქტების დროს გამარჯვება–დამარცხების
მიდგომას იყენებს. მშობლებს ჰქონიათ, რომ მოსამართლის, მსაჯის ან არბიტრის ფუნქცია
აკისრიათ – მათი პასუხისმგებლობაა ფაქტების თავმოყრა, დამნაშავისა და უდანაშაულოს განსაზღვრა
და საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანა. ასეთ მიდგომას სერიოზული ნაკლოვანებები ახასიათებს
და, როგორც წესი, ჩართული მხარეების უკმაყოფილებას იწვევს. ასეთი კონფლიქტების მოგვარებისას
გაცილებით ეფექტურია უდანაკარგო მეთოდი, რომელსაც იმავდროულად მშობლის ნაკლები ძალისხმევა
სჭირდება. ის დადებითად მოქმედებს ბავშვებზეც – ისინი ვითარდებიან, პასუხისმგებლობას,
დამოუკიდებლობას, თვითდისციპლინას ეჩვევიან.

მოსამართლის ან მსაჯის ფუნქციის შესრულებისას ძირითადი
შეცდომა ის არის, რომ მშობელი საკუთარ თავზე იღებს პრობლემას. როცა მშობელი კონფლიქტში
ერთვება და ჰქონია, რომ გადაწყვეტილების მიღებისას უმაღლესი ავტორიტეტია, ის შვილს
საკუთარ კონფლიქტზე პასუხისმგებლობის აღების და საკუთარი ძალებით მისი გადაჭრის უფლებას
ართმევს. ეს აფერხებს ბავშვის ზრდას და განვითარებას და პრობლემის გადაჭრისას გარეშე
ავტორიტეტზე სამუდამოდ დამოკიდებულს ხდის. თვით მშობლებისათვის ძალაუფლებრივი მიდგომის
ყველაზე მძიმე შედეგი ის არის, რომ შვილი ყველაზე მარტივი პრობლემების გადაჭრისასაც
კი მათ მიმართავს. იმის ნაცვლად, რომ საკუთარი კონფლიქტები დამოუკიდებლად გადაჭრან,
ისინი მაშინვე მშობლებს უხმობენ დასახმარებლად.

„დე, უთხარი ჯიმის, ნუ მაწვალებს”.

„მამი, მეგი არ მსვამს კომპიუტერთან”.

„მეძინება, ფრენკი კი არ ჩუმდება. უთხარი რა, თავი დამანებოს”.

„პირველად მან დამარტყა, მისი ბრალია. არაფერი დამიშავებია”.

ოჯახების უმრავლესობისათვის ახლობელია ასეთი „მიმართვები
ძალაუფლებისადმი”, რადგან მშობლებმა დაუშვეს რომ ბავშვებს „ჩაეთრიათ” საკუთარი კონფლიქტების
მოგვარებაში.

ჩვენს კურსებზე ხშირად გვიწევს მშობლების დარწმუნება,
რომ ეს შვილების კონფლიქტია და პრობლემაც, შესაბამისად,
შვილებს აქვთ
. ბავშვებს შორის უთანხმოება და კონფლიქტი ძირითადად ჩვენი დიაგრამის
ზედა არეს – „ბავშვს აქვს პრობლემა” – მიეკუთვნება:

 

 

 

 

შვილს აქვს პრობლემა

 




                                                      

პრობლემა არ არსებობს




მშობელს აქვს პრობლემა




 

 


                                                      

თუკი მშობელს არ დაავიწყდება და ამ კონფლიქტებს თავის
კუთვნილ ადგილს მიუჩენს, წარმატებით შეძლებს მის მოგვარებას ერთ–ერთი ქვემოთ მოცემული
გზით:

სრული განრიდება კონფლიქტისაგან.

„კარის გაღება” – სასაუბროდ გამოწვევა.

აქტიური მოსმენა.

ძმები მაქსი და ბრაიანი პატარა სატვირთო მანქანას ერთმანეთს
ართმევენ  – ერთი თავიდან ექაჩება მთელი ძალით,
მეორე – ბოლოდან. ორივე ყვირის და ტირის. ორივე ცდილობს ძალით აჯობოს და თავისას მიაღწიოს.
თუ მშობელი განერიდება, შესაძლოა ბიჭებმა თავისი ძალებით მოძებნონ რაღაც გამოსავალი.
ეს არაჩვეულებრივი იქნება, რადგან კონფლიქტის დამოუკიდებლად მოგვარებას ისწავლიან.
მშობელი მათ ერთი ნაბიჯით წინსვლის შანსს მისცემს.

თუ ბიჭები ძიძგილაობას აგრძელებენ და მშობელი გრძნობს,
რომ გონივრული იქნებოდა, თუკი მათი პრობლემის გადაჭრაში დაეხმარებოდა, შეუძლია „კარის
გაღება”, ანუ სასაუბროდ გამოწვევა გამოიყენოს:

მაქსი:
მანქანა მინდა! მომეცი! ხელი გაუშვი! გაუშვი!

ბრაიანი:
მე მქონდა პირველად! მოვიდა და წამართვა! მომცეს!

მშობელი:
ვხედავ, რომ მანქანის გამო დაობთ. გინდათ დავსხდეთ და დავილაპარაკოთ? დაგეხმარებით,
თუ ამაზე საუბარი გინდათ!

ზოგჯერ ამგვარ კარის გაღებას კონფლიქტის მყისიერი დასასრული
მოაქვს. როგორც ჩანს ამის მიზეზი ის არის, რომ ბავშვებს ურჩევნიათ თვითონ იპოვონ გამოსავალი,
იმის ნაცვლად რომ მშობლების თანდასწრებით ხანგრძლივ დისკუსიაში მიიღონ მონაწილეობა.
„მართლაც უმნიშვნელოა ეს ყველაფერი!” ფიქრობენ ისინი.

ზოგიერთი კონფლიქტის გადასაჭრელად საჭიროა მშობლის უფრო
მეტი აქტიურობა. ასეთ დროს მშობელს შეუძლია პრობლემის გადაჭრას ხელი შეუწყოს აქტიური
მოსმენით და არა მსაჯობით.

მაქსი:
მანქანა მინდა! მომეცი! გაუშვი! გაუშვი!

მშობელი:
მაქს, მართლა გინდა მანქანა?

ბრაიანი:
მე მქონდა პირველად! მოვიდა და წამართვა! მომცეს!

მშობელი:
ბრაიან, შენი აზრით, მანქანა იმიტომ უნდა გქონდეს, რომ პირველად შენ გქონდა, არა. მაქსზე
გაბრაზდი, რადგან წაგართვა. ვხედავ, მართლაც კონფლიქტი გაქვთ. თქვენი აზრით, არსებობს
კონფლიქტის მოგვარების გზა?

ბრაიანი:
უნდა მომცეს.

მშობელი:
მაქს, ბრაიანი გამოსავალს გთავაზობს.

მაქსი:
ჰო, აბა რას იტყვის? მისთვის მთავარია, მანქანა დარჩეს.

მშობელი:
ბრაიან, მაქსი ამბობს, რომ არ მოსწონს გადაწყვეტილება, რადგან ამ შემთხვევაში შენ გაიმარჯვებ,
ხოლო ის დამარცხდება.

ბრაიანი:
კარგი, ნებას დავრთავ ითამაშოს ჩემი მანქანებით, სანამ მე სატვირთოთი ვითამაშებ.

მშობელი:
მაქს, ბრაიანი სხვა გამოსავალს გთავაზობს – შეგიძლია ითამაშო მისი მანქანებით, სანამ
ის სატვირთოთი თამაშობს.

მაქსი:
შემდეგ მომცემს სატვირთოს?

მშობელი:
ბრაიან, მაქსს აინტერესებს, მისცემ თუ არა სატვირთოს, როცა თამაშს მორჩები?

ბრაიანი:
კი, მალე მოვრჩები თამაშს.

მშობელი:
მაქს, ბრაიანი ამბობს, რომ მალე გათხოვებს.

მაქსი:
კარგი, შევთანხმდით.

მშობელი:
როგორც ვხვდები, პრობლემა გადაჭერით, ასე არ არის?

მშობლები ბავშვებს შორის კონფლიქტის გადაჭრის მრავალ
შემთხვევას აღწერენ, როცა მშობელი თავიდან უდანაკარგო მეთოდს სთავაზობს, ხოლო შემდეგ
აქტიური მოსმენით ხელს უწყობს დაპირისპირებულ მხარეთა შორის კომუნიკაციას. იმ მშობლებს,
რომლებსაც ეჭვი ეპარებათ, რომ შვილებს უდანაკარგო მეთოდის გამოყენებაზე დაიყოლიებენ,
უნდა შევახსენოთ, რომ მათ გარეშე ბავშვები ხშირად სწორედ უდანაკარგო მეთოდის გამოყენებით
აგვარებენ კონფლიქტებს სკოლაში, ეზოში, სპორტული შეჯიბრებისა თუ სხვაგვარი გართობისას.
ზრდასრულის თანდასწრებით, რომელიც კონფლიქტში მოსამართლის ან მსაჯის როლში ერთვება,
ორივე მხარე, როგორც წესი, მის ავტორიტეტს იყენებს და მეორე მხარის მარცხის ხარჯზე
გამარჯვებას ცდილობს.

ჩვეულებრივ, მშობლებს ახარებთ უდანაკარგო მეთოდის გამოყენება
შვილებს შორის კონფლიქტის თავიდან აცილების მიზნით, რადგან კონფლიქტების წარუმატებელი
გადაჭრის სამწუხარო გამოცდილება აქვთ. ამ დროს ერთ–ერთი შვილი თავს მშობლის მხრიდან
უსამართლობის მსხვერპლად მიიჩნევს და ამის გამო ბრაზობს და მტრობს კიდეც ხოლმე მშობელს.
ზოგჯერ მშობელს ორივე შვილის რისხვა ატყდება თავზე, როცა უარს ეუბნება იმ საგანზე,
რის გამოც ჩხუბობდნენ („ახლა ვერ ერთი თქვენგანი ვეღარ ითამაშებს სატვირთოთი”).

მრავალი მშობელი უდანაკარგო მეთოდის მოსინჯვისა და პრობლემის
გადაჭრის პასუხისმგებლობის შვილებისათვის გადაბარების შემდეგ აღიარებს იმ დიდ შვებას,
რომელიც მოსამართლის ან მსაჯის ფუნქციის შესრულებაზე უარის თქმას მოაქვს. „ისეთი შვებაა,
იმის ცოდნა, რომ აღარ არის საჭირო მათი კონფლიქტის მოგვარება! ადრე, როგორი გადაწყვეტილებაც
არ უნდა მიმეღო, ერთ–ერთი მათგანი მაინც უკმაყოფილო რჩებოდა”.

კიდევ ერთი დადებითი შედეგი, რაც ბავშვების მიერ კონფლიქტის
უდანაკარგო მეთოდით გადაჭრას მოაქვს ის არის, რომ ისინი თანდათანობით გადაეჩვევიან
ხოლმე მშობლების მოხმობას უთანხმოებისა და კონფლიქტის დროს. ამის მიზეზი ის არის, რომ
ბავშვები თანდათანობით რწმუნდებიან, რამდენად უსარგებლოა მშობლის მოხმობა – საბოლოო
გადაწყვეტილებაზე ფიქრი ასე თუ ისე მაინც მათი საზრუნავი ხდება. შედეგად, ისინი უარს
ამბობენ ამ ჩველ ჩვევაზე და დამოუკიდებლად იწყებენ კონფლიქტის გადაჭრას. ასეთი შედეგი
მშობელთა უმრავლესობისათვის ძალზე მიმზიდველია.

 

როცა
კონფლიქტში ორივე მშობელი ერთვება

შვილებთან კონფლიქტში ორივე მშობლის ჩართვა ხშირად კიდევ
უფრო ართულებს პრობლემის გადაჭრას.

 

ყველა
თავისთვისაა

მნიშვნელოვანია, რომ ორივე მშობელმა პრობლემის უდანაკარგო
გადაჭრაში ისე მიიღოს მონაწილეობა, როგორც „თავისუფალმა აგენტმა”. მათ არ უნდა შექმნან
„ერთიანი ფრონტი”, არც ერთი და იმავე პოზიციის დაცვაა საჭირო, თუმცა ზოგჯერ ასეც შეიძლება
მოხდეს. პრობლემის უდანაკარგო გადაჭრისას უმნიშვნელოვანესია, რომ ორივე მშობელი ბუნებრივი
იყოს – თითოეულმა მათგანმა ზუსტად უნდა გამოხატოს საკუთარი გრძნობები და მოთხოვნილებები.
კონფლიქტის გადაჭრის პროცესში ნებისმიერი მშობელი დამოუკიდებელი და გამორჩეული მონაწილეა
და ამ პროცესს ისე უნდა უდგებოდეს, როგორც სამ ან მეტ ინდივიდს შორის ურთიერთობების
გარკვევას და არა როგორც მშობლების გაერთიანებას შვილების წინააღმდეგ.

პრობლემის გადაჭრის ზოგიერთი სავარაუდო წინადადება შესაძლებელია
დედისთვის მისაღები იყოს, ხოლო მამისთვის მიუღებელი. ზოგჯერ მამა და მოზარდი ვაჟი შეიძლება
ერთ აზრს იზიარებდეს, ხოლო დედას განსხვავებული აზრი ჰქონდეს. ზოგჯერ პირიქით – დედა–შვილი
ერთ მხარეს იყოს, ხოლო მამა წინააღმდეგობას უწევდეს მათ გადაწყვეტილებას. შესაძლოა
დედ–მამა ერთი აზრისანი იყვნენ, ხოლო შვილს სრულიად საპირისპირო შეხედულება ჰქონდეს.
ზოგჯერ კი კონფლიქტის ყოველ მონაწილეს თავისი უნიკალური შეხედულება ჰქონდეს. ის ოჯახი,
რომელიც უდანაკარგო მეთოდს იყენებს, ნებისმიერი ზემოხსენებული კომბინაციის მომსწრე
შეიძლება გახდეს კონკრეტული სიტუაციიდან გამომდინარე. კონფლიქტის უდანაკარგო გადაჭრის
გასაღები სწორედ ის არის, რომ აზრთა ამგვარი განსხვავებები მანამ განვიხილოთ, სანამ
ყველასათვის მისაღებ გადაწყვეტილებამდე არ მივალთ.

მშობლებთან საუბრის საფუძველზე განისაზღვრა კონფლიქტის
ის ტიპები, რომელიც დედებისა და მამების შეხედულებათა არსებით სხვაობას იწვევს:


1.     

როგორც წესი, მამები და შვილები სოლიდარულები არიან,
როცა საქმე შვილების შესაძლო ფიზიკურ ზიანს ეხება. დედებთან შედარებით მამები უფრო
ადვილად ეგუებიან იმ გარდაუვალ ფაქტს, რომ ზოგჯერ შვილმა შესაძლოა ფიზიკური ტკივილი
განიცადოს.


2.     

დედები მამებთან შედარებით უფრო ხშირად უჭერენ ქალიშვილს
მხარს, როცა საქმე საწინააღმდეგო სქესთან ურთიერთობებს ეხება: კოსმეტიკა, პაემანი,
ჩაცმულობა, დარეკვა და სხვ. მამები ხშირად ეწინააღმდეგებიან ქალიშვილის პაემანზე წასვლის
სურვილს.


3.     

მამები და დედები ხშირად ვერ თანხმდებიან ძილის დროის
შესახებ.


4.     

ჩვეულებრივ,
დედებს სახლში წესრიგისა და სისუფთავის უფრო მაღალი სტანდარტები აქვთ.

საქმე იმაშია, რომ დედები და მამები განსხვავდებიან
და ეს განსხვავებები, თუკი თითოეული მშობელი ბუნებრივი და გულწრფელი იქნება, აუცილებლად
იჩენს თავს მშობლებსა და შვილებს შორის კონფლიქტისას. კონფლიქტის გადაჭრისას ამ განსხვავებულობის
აღიარებით – საკუთარი ადამიანური ბუნების გამოვლენითა და შვილებისთვის მისი ჩვენებით
– მშობლები აღმოაჩენენ ხოლმე, რომ შვილებს მათ მიმართ სხვაგვარი პატივისცემა და სიყვარული
უჩნდებათ. ამ თვალსაზრისით ბავშვები დიდებისაგან არ განსხვავდებიან – ადამაინებში აფასებენ
ბუნებრიობასა და ადამიანურობას და არ ენდობიან იმათ, ვისაც ეს თვისებები არ აქვს. ბავშვებს
სურთ, რომ მშობლები რეალურები, ბუნებრივები იყვნენ და „მშობლობანა” არ ითამაშონ, ყოველ
ჯერზე არ დაეთანხმონ ერთმანეთს, მიუხედევად იმისა, გულწრფელია თუ არა ეს თანხმობა.

 

ერთი
მშობელი იყენებს
III მეთოდს, მეორე კი – არა

კურსების მსმენელები ხშირად გვეკითხებიან, შესაძლებელია
თუ არა, რომ ერთი მშობელი იყენებდეს უდანაკარგო მეთოდს, მეორე კი – არა. ეს კითხვა
იმიტომ ჩნდება, რომ ყოველთვის ორივე მშობელი არ ხდება ჩვენი მსმენელი, მიუხედავად იმისა,
რომ ამას დაჟინებით ვითხოვთ ხოლმე.

ზოგჯერ, როცა ერთ–ერთი მშობელი, მაგალითად დედა, იღებს
უდანაკარგო მეთოდის გამოყენების ვალდებულებას, ის ამ მიდგომით იწყებს შვილებთან კონფლიქტების
გადაჭრას ხოლო მამა კვლავ
I მეთოდს
იყენებს. შესაძლოა ეს არ გახდეს სერიოზული კონფლიქტების მიზეზი, თუ არ ჩავთვლით შვილების
(რომლებიც კარგად ხედავენ ამ ორ მეთოდს შორის განსხვავებას) ჩივილს იმის შესახებ, რომ
მათ აღარ მოსწონთ პრობლემის გადაჭრის მამისეული მეთოდი და დედის მეთოდს ამჯობინებენ.
ზოგიერთი მამა ამის შემდეგ
P.E.T.კურსების მსმენელი ხდება. ერთ–ერთმა მამამ პირველი შეხვედრისას აღიარა:

„აქ, ასე ვთქვათ,
თავდაცვისთვის მოვედი, რადგან ვხედავ როგორ შედეგებს მიაღწია ჩემმა ცოლმა ამ ახალი
მეთოდის დახმარებით. მას უკეთესი ურთიერთობები აქვს შვილებთან, მე კი არ გამომდის.
ისინი ხალისით ესაუბრებიან დედას, მე კი – არა”.

მეორე მამამ, რომელმაც მეუღლის რჩევით გადაწყვიტა ჩვენს
კურსებზე სიარული, ასეთი რამ განაცხადა:

„მინდა გავაფრთხილო
ის ქალები, რომლებიც კურსებზე მეუღლეების გარეშე იწყებენ სიარულს, რას უნდა ელოდნენ
საკუთარი ქმრებისაგან. როცა მოსმენის, კონფრონტაციისა და პრობლემების გადაჭრის ამ ახალი
მეთოდის გამოყენებას დაიწყებთ საკუთარ შვილებთან, ქმარი თავს ნაწყენად და მიტოვებულად
იგრძნობს. მას მოეჩვენება, რომ მამის როლს ართმევენ. თქვენ კონკრეტული შედეგები გექნებათ,
მას კი – არა. პირადად მე ცოლს ვეჩხუბე: „რას ელოდები ჩემგან? მე ხომ არ ვიცი რა ხდება
ამ დაწყევლილ კურსებზე!” ახლა, როგორც ხვდებით, თავს უფლებას ვერ მივცემ, არ ვიარო
თქვენს კურსებზე”.

ზოგიერთ მამას, რომელსაც არ სურს ახალი მეთოდის სწავლა
და ისევ
I მეთოდს
იყენებს, სერიოზული უთანხმოება ეწყება ცოლთან. ერთ–ერთმა ქალბატონმა გვითხრა, რომ ქმრის
მიმართ მტრული გრძნობები გაუჩნდა, რადგან მშვიდად არ შეეძლო იმის ყურება, როგორ იყენებდა
ქმარი ძალისმიერ მეთოდებს კონფლიქტის გადასაჭრელად. „ახლა, როცა ვიცი, რამდენად დამღუპველად
მოქმედებს
I მეთოდი
ბავშვებზე, უბრალოდ არ შემიძლია მშვიდად ვუყურო, როგორ ამცირებს ჩემი ქმარი შვილებს”,
აღიარა მან მეცადინეობისას. „ის ჩემს თვალწინ ანგრევს ურთიერთობას საკუთარ შვილებთან
და ვერც კი წარმოიდგენთ, რა ტკივილია ეს ჩემთვის. შვილებს სჭირდებათ მასთან ურთიერთობა,
რომელსაც ის სულ უფროდაუფრო სწრაფად სპობს”, დაამატა მეორე დედამ.

ზოგ დედას ჯგუფის წევრების მხარდაჭერა სჭირდება, რომ
გული გაიმაგროს ქმართან ღია და გულწრფელი დაპირისპირებისათვის. მახსენდება ერთი ახალგაზრდა
დედა, რომელსაც მეცადინეობისას დაეხმარნენ იმის გაცნობიერებაში, რომ თავს არიდებდა
ქმართან საკუთარი გრძნობების გამომჟღავნებას
I მეთოდთან დაკავშირებით, რადგან ეშინოდა მისი. ღია დისკუსიამ
გაამხნევა და სახლში მისულმა ღიად გამოხატა გრძნობები ქმართან, რომელიც შემდეგ გაგვიზიარა:

„შვილები იმდენად
მიყვარს, რომ მშვიდად ვერ ვუყურებ, როგორ ამცირებ მათ. დარწმუნებული ვარ, რომ კურსებზე
შესწავლილი მეთოდები გაცილებით უკეთესია ჩვენი შვილებისათვის და მინდა, რომ შეც ისწავლო.
ყოველთვის მეშინოდა შენი და ახლა ვხვდები, შვილებსაც შიშს გვრი”.

კონფრონტაციის შედეგებმა დედა გააოცა. წყვილის ურთიერთობაში
პირველად ქმარმა ცოლს ბოლომდე მოუსმინა. მან აღიარა, რომ ვერც კი წარმოედგინა, როგორ
თრგუნავდა ცოლს და შვილებს და გარკვეული დროის შემდეგ კურსებზე სიარულსაც დათანხმდა.     

რა თქმა უნდა, ყველა ოჯახში ასე მშვიდობიანად არ სრულდება
კონფლიქტი, რომელიც
I მეთოდისადმი
ერთ–ერთი მეუღლის ერთგულებას მოსდევს ხოლმე. დარწმუნებული ვარ, რომ ზოგიერთ ოჯახში
ასეთი კონფლიქტი არასოდეს იჭრება. ვიცით ისეთი შემთხვევებიც, როცა მიუხედავად იმისა,
რომ ერთ–ერთი მშობელი სწავლობს ახალ მეთოდს და მის სიკეთეში რწმუნდება, ქმრის მხრიდან
ზეწოლის გავლენით, იძულებულია ისევ ძველი მეთოდი გამოიყენოს, რადგან შვილების მამას
არ სურს ძალაუფლების გამოყენებაზე უარის თქმა.  

 

შეიძლება
თუ არა სამივე მეთოდის გამოყენება?

ზოგჯერ ისეთ მშობლებს ვხვდებით, რომლებსაც სჯერათ უდანაკარგო
მეთოდის სიკეთის, მაგრამ იმავდროულად ვერ ბედავენ ტრადიციულ „მოგება–წაგების” მეთოდებზე
უარის თქმას.

„ნუთუ არ შეიძლება სამივე მეთოდი გამოვიყენოთ სიტუაციიდან
გამომდინარე?” იკითხა ერთ–ერთმა მამამ მეცადინეობისას. მიუხედევად იმისა, რომ გვესმის
მშობლების შიში, შვილებზე კონტროლის დაკარგვის გამო, კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით
ასეთ მიდგომას. როგორ ადამიანი ვერ იქნება „ოდნავ ფეხმძიმედ”, ასევე არ შეიძლება მშობლებსა
და შვილებს შორის კონფლიქტისას ოდნავ დემოკრატიულობა. დავიწყოთ იმით, რომ მშობელთა
უმრავლესობას, რომელიც სამივე მეთოდის გამოყენებას აპირებს, სინამდვილეში   სურს
I მეთოდის გამოყენების უფლების შენარჩუნება სერიოზული კონფლიქტების გადაჭრისას.
მათი პოზიცია დაახლოებით ასეთია: „შედარებით უმნიშვნელო კონფლიქტების დროს მზად ვარ
შვილებს მივცე გადაწყვეტილების გამოტანის უფლება, თუმცა, უფრო სერიოზული პრობლემების
გადაჭრისას ამ უფლებას მე ვიტოვებ”.

ამგვარი შერეული მიდგომის ჩვენეული გამოცდილება გვარწმუნებს
მის უნაყოფობაში. ბავშვები თუკი ერთხელ მაინც გაუგებენ გემოს კონფლიქტის უდანაკარგო
გადაჭრას, შემდეგ უკვე მშობლების მიერ
I მეთოდის გამოყენების მცდელობას ეწინააღმდეგებიან. ან ეკარგებათ III მეთოდის გამოყენების ინტერესი
შედარებით უმნიშვნელო პრობლემების გადასაჭრელად,
რადგან თავს მარცხისთვის განწირულად თვლიან უფრო სერიოზული პრობლემების გადაჭრისას.

„შერეული” მიდგომის გამოყენების კიდევ ერთი შედეგია
ის, რომ შვილები მშობლების ნდობას კარგავენ, როცა ეს უკანასკნელები
III მეთოდის გამოყენებას ცდილობენ,
რადგან იციან, რომ როგორც კი საქმე გადაწყვეტილებამდე მივა და მშობლის ინტერესები შეილახება,
ის აუცილებლად მონახავს „გამარჯვების” ამა თუ იმ გზას. მაშინ, რაღა აზრი აქვს პრობლემის
გადაჭრაში მონაწილეობას? თუკი პრობლემა რეალური კონფლიქტის მასშტაბებს მიიღებს, მამა
მთელი თავისი ძალაუფლების გამოყენებას ეცდება, რომ თავისი გაიტანოს.

ზოგიერთი მშობელი იმით კმაყოფილდება, რომ I მეთოდს შედარებით უმნიშვნელო
პრობლემების (რომელსაც შვილის მძაფრი განცდები არ უკავშირდება) გადასაჭრელად იყენებს,
მაგრამ როგორც კი საქმე სერიოზულ პრობლემას შეეხება, მაშინვე
III მეთოდს მიმართავს. როგორც ჩანს,
აქ ზოგადად ადამიანური ურთიერთობებისათვის დამახასიათებელი პრინციპი მოქმედებს: როცა ამა თუ იმ მხარეს დიდად არ ანაღვლებს კონფლიქტის
შედეგი, მან შესაძლოა მოწინააღმდეგე მხარეს დაუთმოს; მაგრამ თუკი რომელიმე მხარე დაინტერესებულია
კონფლიქტის მისთვის ხელსაყრელი დასასრულით, ის საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას დაჟინებით
ეცდება გამოიყენოს ხმის უფლება.

 

როდის
არ ამართლებს უდანაკარგო მეთოდი?

მშობლებს შორის ისეთებიც გვხვდებიან, რომლებიც სხვადასხვა
მიზეზთა გამო ვერ იყენებენ ეფექტურად III მეთოდს. მიუხედავად იმისა, რომ მშობელთა ამ
ჯგუფის სისტემატური კვლევა არ ჩაგვიტარებია, მათთან საუბრები წარუმატებლობის ზოგიერთი
მიზეზის განსაზღვრის საშუალებას გვაძლევს.

ზოგიერთ მათგანს ეშინია ძალაუფლებაზე უარის თქმა; ისინი
მიიჩნევენ, რომ III მეთოდის გამოყენება ემუქრება მათ ტრადიციულ ფასეულობებსა და შეხედულებებს
შვილების აღზრდისას ძალაუფლების გამოყენების შესახებ. ხშირად მათ დამახინჯებული წარმოდგენა
აქვთ ადამიანის ბუნების შესახებ. მათი აზრით, ადამიანს არ შეიძლება ენდო; დარწმუნებულები
არიან, რომ ძალაუფლების გამოყენებაზე უარის თქმის შემთხვევაში შვილები ველური, თავკერძა
მონსტრები გაიზრდებიან. ასეთი მშობლების უმრავლესობას III მეთოდის გამოყენების სურვილიც
კი არ აქვს.

მშობელთა მეორე ჯგუფის თქმით, შვილებმა უბრალოდ უარი
თქვეს უდანაკარგო მეთოდით პრობლემის გადაჭრაში მონაწილეობაზე. როგორც წესი, საუბარია
ხოლმე იმ მოზარდებზე, რომლებიც საერთოდ არად აგდებენ მშობლებს, ან იმდენად გაბრაზებულები
არიან მათზე, რომ III მეთოდი მშობლებისთვის დაუმსახურებელ ფუფუნებად მიაჩნიათ. ასეთ
მოზარდებს ინდივიდუალური კონსულტაციების დროს შევხვდერივარ და იძუულებული ვარ ვაღიარო,
რომ, ჩემი აზრით, საუკეთესო გამოსავალი მათთვის იქნება მხნეობა მოიკრიფონ და საბოლოოდ
დაშორდნენ მშობლებს, წავიდნენ სახლიდან და უფრო ნაყოფიერი ურთიერთობების ეძებონ ოჯახს
გარეთ. ერთ–ერთი გონიერი უფროსკლასელი დამოუკიდებლად მივიდა დასკვნამდე, რომ დედამისი
ვერასოდეს შეიცვლება. ჩვენი კურსების მეთოდიკის გაცნობისა და დედამისის ჩანაწერების
წაკითხვის შემდეგ, თავისი განცდები გამიზიარა:

„დედაჩემი არასდროს
შეიცვლება. ის საერთოდ არ იყენებს იმ მეთოდებს, რომელიც თქვენს კურსებზე ისწავლა. ვფიქრობ
დროა მივხვდე, რომ ის ვერ შეიცვლება. სამწუხაროა, მაგრამ მას ვერაფერი ვეღარ უშველის.
როგორმე საკუთარ შემოსავალზე უნდა ვიზრუნო, რომ სახლიდან წასვლა შევძლო”.

P.E.T.ის კურსების თანამშრომელთათვის
ცხადია, რომ რვა კვირის განმავლობაში მეცადინეობები ვერ შეცვლის ყველა მშობელს, განსაკუთრებით
მათ, ვინც 15 და მეტი წლის განმავლობაში იყენებდა თავის არაეფექტურ მეთოდებს. P.E.T.
პროგრამა უძლურია ზოგიერთი მშობლის დასახმარებლად. სწორედ ამიტომ გვინდა, რომ ბავშვის
აღზრდის ეს ახალი მეთოდი რაც შეიძლება ადრე ვასწავლოთ მშობლებს, მაშინ, როცა ჯერ კიდევ
პატარები არიან მათი შვილები. მშობელსა და შვილს შორის დანგრეული ურთიერთობა, ისევე
როგორც ნებისმიერი სხვა ადამიანური ურთიერთობა შეიძლება ვეღარასოდეს აღდგეს.  

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...