შაბათი, აგვისტო 2, 2025
2 აგვისტო, შაბათი, 2025

არადა კანონი გვეუბნება

0
განათლება ყველასათვის ხელმისაწვდომი რომ უნდა იყოს, ამაზე აღარც საზოგადოება დავობს და აღარც სახელმწიფო, მაგრამ საკანონმდებლო გადაწყვეტილებათა მიღმა ჩვენი მკაცრი და არასახარბიელო რეალობაა. რეალობა, სადაც კანონი, დეკლარაცია თუ ბრძანება უმეტესად ფურცელზე რჩება და მოქალაქეები ვერ სარგებლობენ დეკლარირებული სიკეთეებითა თუ ბიუროკრატიული მოწყალებით. საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მოგზაურობისას თვალში მხვდებიან ბავშვები, რომლებიც სოციალური სიდუხჭირის გამო ვერ იღებენ სათანადო განათლებას. საქართველოში თვალნათლივ იზრდება სკოლის გარეთ დარჩენილი ბავშვების რიცხვი. მრავალ მათგანს საცხოვრებელი ადგილი არ აქვს, ბევრი ლუკმაპურის მოსაპოვებლად შრომობს, ბევრს მშობლები აიძულებენ შრომასა თუ მოწყალების თხოვნას, ბევრის ოჯახს კი სკოლისთვის საჭირო ნივთების, ტანსაცმლისა თუ ფეხსაცმლის შესაძენი თანხა არ გააჩნია. არადა, კანონი ხომ გვეუბნება, საგანმანათლებლო დაწესებულებები და პროგრამები ყველასთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოსო.

ჩემი კიდევ ერთი დაკვირვება ის არის, რომ ასეთ ბავშვებს ძალიან უნდათ სწავლა. იქნებ ეს სურვილი და მოტივაცია როგორმე გამოიყენოს ჩვენმა ქვეყანამ…

გოგონა ეკლესიის გალავანთან მოწყალებას ითხოვდა და თან წიგნს კითხულობდა. თბილისი.

უსახლკაროთა თავშესაფარში. თბილისი.

გლდანის ყოფილი გამგეობის შენობაში შეფარებული ოთხშვილიანი მარტოხელა დედა. თბილისი.

დედის მოლოდინში. მანგლისი.

უსახლკაროთა თავშესაფარი კარავში. თბილისი.

უსახლკაროთა თავშესაფარში. თბილისი.

ბოშათა დასახლება ნავთლუღში. თბილისი.

ჩეჩენი ლტოლვილი გოგონა. პანკისი.

სკოლა სახლში. მანგლისი.

დევნილი ბიჭუნა. წეროვანი.

სამი კილომეტრი სკოლამდე. სამტრედია.

Vici და, აქედან გამომდინარე, ვიცი

0

 

წარმოიდგინეთ: შედიხართ საკლასო ოთახში, სადაც
გხვდებათ ერთი მასწავლებელი და რამდენიმე მოსწავლე. მოსწავლეები ბიჭუნებიც არიან
და გოგონებიც. თქვენ უნდა მოახდინოთ მათი კლასიფიკაცია ერთი რომელიმე ნიშნის
მიხედვით და ორ ჯგუფში განათავსოთ ისინი. ვინაიდან თავისუფლება გვეძლევა, ჩვენი
სურვილის მიხედვით გავაერთიანოთ ჯგუფები, ცხადია, კლასიფიცირება რამდენიმენაირად
შეიძლება მოხდეს. შესაბამისად, საკლასო ოთახში მყოფებიც სხვადასხვაგვარად
დაჯგუფდებიან. “მასწავლებელი – მოსწავლე” ალბათ ტიპური დაჯგუფებაა, თუმცა
დაჯგუფება სქესის ან ასაკის მიხედვითაც ჩვეულებრივი რამ იქნება. ამის შემდეგ კი
შეიძლება უფრო შორსაც წავიდეთ და საკლასო ოთახში მყოფები თმის სიგრძე-სიმოკლის,
ჩაცმულობის, თვალის ფერის, რომელიმე საკვების, რომელიმე საგნის, სპორტის რომელიმე
სახეობის მოყვარულებად და მოძულეებად გადავაჯგუფოთ.
ჯგუფებად დაყოფა იმდენნაირად მოხდება, რამდენსაც ჩვენი ფანტაზია გასწვდება. რაში დამჭირდა, მეთხოვა თქვენთვის ამ დავალების
შესრულება? საქმე ისაა, რომ ასე უკეთ წარმოვიდგენთ, როგორ შეიძლება, ერთი და იგივე
ადამიანი სხვადასხვა დროს სხვადასხვა ჯგუფში აღმოჩნდეს – გააჩნია, ვინ იმსჯელებს
მასზე და რა მიზნით. ერთი და იგივე ადამიანი შეიძლება აღმოჩნდეს ხან ოჯახური, ხან
ეთნიკური, ხან რელიგიური, ხან რასობრივი, ხან გენდერული, ხან პროფესიული
ნიშნით გაერთიანებული სულ სხვადასხვა
ადამიანებთან ერთად. ასევე ერთი და იგივე ადამიანი ერთდროულად შეიძლება ნიჭიერთა
და ნაკლებ ნიჭიერთა ჯგუფშიც გააერთიანონ – გააჩნია, რისი ნიჭი იზომება; ანუ ერთი
და იგივე ადამიანი ერთდროულად ნიჭიერიც და ნაკლებ ნიჭიერიც აღმოჩნდება – გააჩნია,
რას უფასებენ და ვინ აფასებს მას.

ჩვენი გონება ამგვარ კლასიფიკაციას ყოველ წუთს
ახდენს და ეს ყველაზე კარგად მაშინ ჩანს, როდესაც საგანთა იდენტიფიცირებას
ვახდენთ. როგორც კი შევხედავთ რაიმე საგანს, ჩვენს გონებაში მაშინვე მისი სახელი
ამოტივტივდება, სახელი კი სხვა არაფერია, თუ არა საგანთა ჯგუფებში მოთავსების
მცდელობა. ამგვარ კლასიფიკაციას დადებითი მხარეც აქვს და უარყოფითიც. დადებითი
ისაა, რომ ჩვენ არ გვჭირდება თითოეული ნივთისთვის ცალკე სახელის მოფიქრება.
წარმოიდგინეთ, ყველა ქვას, ყველა კენჭს, თითოეულ ბალახს, თითოეულ მწერს რომ თავისი
სახელი ერქვას და მათ არა ზოგადი, არამედ საკუთარი სახელით მოვიხსენიებდეთ. არა მგონია, რომელიმე
ადამიანმა შეძლოს ამდენი სიტყვის დამახსოვრება. ამდენად, ენის ეკონომიურობისკენ
სწრაფვა ერთ-ერთი დადებითი მხარეა კლასიფიცირებისას. მაგრამ ამ პროცესს უარყოფითი
მხარეც აქვს. ძალიან კარგად გვახსოვს, რომ უამრავი ომი, ეთნიკური წმენდა თუ
გენოციდი სწორედ კლასიფიკაციას და ადამიანთა სხვადასხვა ჯგუფებად დაყოფას
უკავშირდება. დაჯგუფების თანამდევი პროცესია იარლიყების მიწებება. მას შემდეგ, რაც
ერთ დიდ ჯგუფში მოვათავსებთ საგნებს ან ადამიანებს, ვიწყებთ ახალი მახასიათებლის
გამოძებნას. მიუხედავად იმისა, რომ ეს მახასიათებელი საერთო არაა ჯგუფის ყველა
წევრისთვის, ჩვენ მაინც ვაზოგადებთ და მთლიან ჯგუფზე ვავრცელებთ. ასე მივიღეთ
გერმანელების მახასიათებლად პუნქტუალურობა, რუსების მახასიათებლად – ალკოჰოლის
სიყვარული, ფრანგების მახასიათებლად – ხელმომჭირნეობა და სხვ. არადა, ვიცით, რომ
ყველა გერმანელი არ არის პუნქტუალური, ისევე, როგორც ყველა რუსი არ არის ლოთი,
მაგრამ ეს იარლიყები, შეიძლება ითქვას, ხანგრძლივად შერჩა ეთნიკური ნიშნით
გაერთიანებულ გერმანელთა და რუსთა ჯგუფებს. იარლიყების მიმაგრება კი სტერეოტიპების
გაჩენის საწინდარია. სამწუხაროდ, იმის ნაცვლად, რომ კერძო შემთხვევები ნაუცბათევად
არ განვაზოგადოთ, გვირჩევნია, სტერეოტიპების დამკვიდრებას შევუწყოთ ხელი.

ახლახანს
კათედრის არაფორმალური სხდომა გვქონდა. მოსწავლეებზე აზრთა გაცვლა-გამოცვლისას
ერთმა მასწავლებელმა სასიამოვნო გაოცებით შენიშნა, რომ წელს ერთ-ერთ კლასში
გამორჩეულად ბევრი ნიჭიერი სპორტსმენი გვყავდა. ნიჭიერებაში კი გულისხმობდა არა
მათ სპორტულ მიღწევებს, არამედ აკადემიურ წარმატებებს. რა თქმა უნდა, დავეთანხმე,
რადგან მეც ვიზიარებდი მის მოსაზრებას, ოღონდ მივხვდი, რომ ჩვენ ამ მოსწავლეების
წარმატება იმიტომ გვაოცებდა, რომ ისინი სპორტსმენები იყვნენ. მეც და ჩემი კოლეგაც
გავრცელებული სტერეოტიპის გავლენის ქვეშ აღმოვჩნდით. ეს გავრცელებული სტერეოტიპია,
რომ სპორტსმენი კარგად არ უნდა სწავლობდეს. სამწუხაროდ, მათ აკადემიურ
ჩამორჩენილობას ადვილად ვეგუებით და ნაკლებად ვზრუნავთ ამის გამოსწორებაზე. არ
ვუფიქრდებით იმას, რომ სპორტსმენი იმიტომ არ გამოირჩევა მაღალი აკადემიური
მოსწრებით, რომ დიდ დროს უთმობს ვარჯიშს და არა საგნების შესწავლას.

ამხელა შესავალი
იმისთვის დამჭირდა, რომ გადავსულიყავი მთავარ სათქმელზე. დღევანდელი სასკოლო
პროგრამების შემქმნელები მოსწავლეთა ცხოვრებაში სპორტის როლს გააზრებისას
ცდილობენ, მაქსიმალურად შეუწყონ ხელი როგორც სკოლის შიგნით ამ სფეროს
განვითარებას, ასევე სკოლების თანამშრომლობას სხვადასხვა სპორტულ სექციებთან.
ჟურნალი და ინტერნეტგაზეთი ”მასწავლებელი” არაერთხელ გამოეხმაურა ამ თემას.
ამჯერად თქვენი ყურადღება მინდა შევაჩერო საერთაშორისო ბაკალავრიატის ორგანიზაციის
სადიპლომო პროგრამის ერთ-ერთ შემადგენელ და აუცილებელ კომპონენტზე, რომელსაც CAS
ჰქვია. ეს აბრევიატურა იშიფრება, როგორც Creativity, Action and Service, ანუ
მოსწავლეთა ჩართულობა შემოქმედებითობის კუთხით (სხვადასხვა კლუბებში მათი
მონაწილეობა), მოქმედება (სპორტულ სექციებში გაწევრიანება) და სერვისი (სოციალური
თანადგომა და გარემოზე ზრუნვა). შემოქმედებითობისა და სერვისის ნაწილზე უკვე
გესაუბრეთ ადრინდელ წერილებში. ახლა მინდა, მეორე ნაწილს, მოქმედებას, ანუ სპორტულ
აქტივობას შევეხო.

გავრცელებული
სტერეოტიპის მიუხედავად, სპორტულ ღონისძიებებში ჩართვა ხელს კი არ უშლის, არამედ
ხელს უწყობს ისეთი უნარების განვითარებას, რომლებიც პირდაპირ კავშირშია აკადემიური
საგნების ათვისების უნართან. ბავშვებს, რომლებიც სპორტით არიან დაკავებულები,
გამარჯვებისკენ სწრაფვა ახასიათებთ. სპორტი მარტო ვარჯიში კი არა, შეჯიბრიცაა,
ხოლო შეჯიბრი გამარჯვებისკენ სწრაფვას გულისხმობს. იმისათვის, რომ გაიმარჯვო,
ვარჯიში არ უნდა გააცდინო, შესაძლებლობები
უნდა გათვალო, რომ დროზე ადრე არ დაიღალო, ენერგია ბოლომდე შეგრჩეს და არ
გადაიწვა, ტრენერს უნდა დაუჯერო. თუკი ამ ყველაფერს სპორტული დარბაზიდან სკოლის
შენობაში გადმოვიტანთ და მივუსადაგებთ სკოლას, ვნახავთ, რომ ეს ზუსტად ის
უნარებია, რაც თითოეულ მოსწავლეს უნდა გააჩნდეს, ე. ი. მოსწავლეც საუკეთესო
შედეგების მიღწევაზე უნდა იყოს ორიენტირებული, უნდა იყოს მიზანდასახული, მიზნის
მისაღწევად კი ბევრი უნდა იმეცადინოს, სუსტი და ძლიერი მხარეების იდენტიფიცირება
უნდა მოახერხოს, მასწავლებელს უნდა დაუჯეროს.
გარდა ამისა, ბავშვებს, რომლებიც სპორტით არიან დაკავებულნი, საკუთარ თავზე
უწევთ მუშაობა. ჯერ ერთი, გამარჯვება შრომის გარეშე იშვიათად მოდის; მეორეც,
საკუთარ თავზე მუშაობისას მათ ბევრ აკრძალვას და ცდუნებას უნდა გაუძლონ; და ბოლოს,
დროც სწორად უნდა გადაანაწილონ. ეს ყველაფერი კი ნებისყოფას აძლიერებს. თუკი ამას
ისევ სპორტსმენის ცხოვრების წესიდან მოსწავლის ცხოვრების წესზე გადმოვიტანთ,
ვნახავთ, რომ ზუსტად ის უნარებია, რომლებიც თითოეულ მოსწავლეს უნდა გააჩნდეს.
საკუთარ თავზე მუშაობა უმთავრესია ნებისმიერი მოსწავლისთვისაც, ინტელექტუალური
განვითარება კი ფიზიკური ძალისხმევის გარეშე თითქმის წარმოუდგენელია, რადგან
მეცადინეობა ფიზიკურ დაძაბვასაც გულისხმობს. ვითომ უმარტივესი საქმე – მერხთან
ჯდომაც კი – ფიზიკურ ძალისხმევას უკავშირდება. ამ ჩვევასაც თანდათანობით შეჩვევა
სჭირდება. არავინ ამბობს, რომ სკოლამ გართობა უნდა ჩაანაცვლოს, მაგრამ ზედა
კლასებში გადასვლასთან ერთად მოსწავლეს რაღაცებზე უარის თქმა უხდება და თუკი მას
სასარგებლოსა და სასიამოვნოს შეთავსება უნდა, დროის სწორად გადანაწილებაც უნდა
ისწავლოს.

ჩვენს
ქვეყანაში მოქმედი ეროვნული სასწავლო გეგმის თანახმად, ფიზიკური აღზრდა (სპორტი)
სავალდებულოა ყველა მოსწავლისათვის განათლების სამივე ეტაპზე, თუკი ჯანმრთელობა
მათ ამის საშუალებას აძლევს. საერთაშორისო ბაკალავრიატის პროგრამის მიხედვითაც,
ფიზიკური განათლება (Physical Education) სავალდებულოა დაწყებით (პირველიდან მე-5
კლასის ჩათვლით), საბაზო (მე-6-მე-10 კლასები) და სადიპლომო პროგრამაშიც (სკოლის
დამამთავრებელი ორი კლასი). თუკი მე-10 კლასის ჩათვლით მას საგნის სახე აქვს და
გაკვეთილის დრო ეთმობა, მე-11-მე-12 კლასებში მოსწავლემ მას აუცილებლად უნდა
დაუთმოს კლასგარეშე 50 საათი (შემოქმედებითობის და სერვისის საათებთან ერთად სულ
150 საათი). თანაც, ეს საათები სპორტის სხვადასხვა სახეობაში მონაწილეობით უნდა
შეავსოს (მაგ., ზამთარში თხილამურებით სრიალი – 10-15 საათი, ცურვა კვირაში
ერთხელ, რაც იმაზე მეტ საათს შეადგენს, ვიდრე ჩათვლას სჭირდება, მაგრამ მას 15
საათზე მეტი არ მიენიჭება; სხვადასხვა სასკოლო გუნდურ ასპარეზობაში მონაწილეობის
მიღება – 10 საათი, ლაშქრობებიც – 10-15 საათი). მიიჩნევა, რომ ამგვარი აქტივობა
ხელს კი არ უშლის სწავლას, არამედ აუმჯობესებს სწავლის ხარისხს. მაგრამ არის კიდევ
ერთი რამ, რაც ამ პროცესს ახლავს თან. CAS-ის კოორდინატორი, რომელიც შეიძლება
ნებისმიერი საგნის მასწავლებელი ან დამრიგებელი იყოს, აკონტროლებს მოსწავლის მიერ
შესრულებულ საქმიანობას. გარდა იმისა, რომ იგი შეიძლება დაესწროს სექციურ
მუშაობებს, რომელთაც მოსწავლე ასრულებს, მან შეიძლება მოითხოვოს სხვადასხვა სახის
მტკიცებულება (მაგ., ტრენერის მიერ შევსებული ანკეტა ან ფოტოსურათები). ამ
ყველაფერთან ერთად მოსწავლე ამზადებს საქაღალდეს (პორტფოლიოს). საქაღალდეში შედის
მტკიცებულებები ფოტოებისა და ტრენერის მიერ შევსებული ანკეტების სახით, ე. წ.
გააზრებები (reflections), რომლებიც ასახავს მოსწავლის ანალიზს ფიზიკური (და ორი
დანარჩენი კომპონენტის) აქტივობის შესახებ. ეს ნიშნავს, რომ მოსწავლემ უნდა
აღწეროს, თუ რატომ აირჩია სპორტის ესა თუ ის სახეობა და როგორ შეძლო დასახული
მიზნის მიღწევა.[1]მიზანი სხვადასხვაგვარი შეიძლება იყოს, გაძლიერებით თუ ჯანმრთელობის გაუმჯობესებით
დაწყებული და წონის დაკლებით დამთავრებული. აქ აღარაფერს ვამბობ იმ უნარებზე, რომელთა
განვითარებასაც სპორტი ეხმარება. მთავარია, მოსწავლემ სწორად ამოიცნოს, რა მიზანს
ემსახურება მისი არჩევანი და მიაღწიოს რვა სავალდებულო შედეგს:[2]

1.მოახდინოს საკუთარი ძლიერი მხარეების იდენტიფიცირება,
ხოლო სუსტი მხარეების აღმოჩენის შემთხვევაში გაიაზროს შემდგომი ზრდის აუცილებლობა;

2.თვალი გაუსწოროს ახალ გამოწვევებს;

3.ისწავლოს დაგეგმვა და განხორციელება;

4.ისწავლოს გუნდური მუშაობა[3];

5.მიეჩვიოს საქმის ერთგულებას, ჩამოუყალიბდე მედგარი და შეუპოვარი ხასიათი;

6.სკოლიდანვე
ჩაებ
ასგლობალური ხასიათის ინიციატივაში[4];

7.ისწავლს ეთიკური ქვეტექსტის ამოცნობა[5];

8.განივითარს ახალ უნარებ.

და ბოლოს,
როგორც აღვნიშნე, სპორტი გამარჯვებისკენ სწრაფვაა, მაგრამ ხშირად ორთაბრძოლა
დამარცხებითაც სრულდება. თუმცა ამ შემთხვევაში დამარცხებაც გამარჯვების ტოლფასია,
რადგან საქმე საკუთარ თავზე გამარჯვებასთან გვაქვს და ხდება სიზარმაცის, შიშის
დაძლევა. რომაელები გამარჯვების შემთხვევაში იტყოდნენ: „Vici!” (ე.ი. გავიმარჯვე).
საკუთარ თავზე ამგვარი გამარჯვების შემდეგ ჩვენს მოსწავლეებსაც შეეძლებათ თამამად
თქვან: „Vici და, აქედან გამომდინარე, ვიცი”.


[1]როგორც აღვნიშნეთ, CASსამი კომპონენტისგან შედგება. სამივე კომპონენტი შესრულებულად ჩაითვლება, თუკი
მოსწავლე მათ 50 საათს მაინც დაუთმობს. არ შეიძლება, მოსწავლე თითოეულ კომპონენტში
მხოლოდ ერთი საქმიანობით დაკავდეს. თითოეულ ამ საქმიანობას კი არ შეიძლება 15
საათზე მეტი მიენიჭოს. CAS-ის კოორდინატორი პროცესს ყურადღებით ადევნებს თვალს და
მოსწავლეს ჩათვლას პორტფოლიოს საფუძველზე აძლევს.

[2]ეს შედეგები სავალდებულოა CAS-ის
სამივე კომპონენტისთვის.

[3]აქვე შევნიშნავ, რომ არ არის აუცილებელი, ერთი აქტივობით რვავე
შედეგის მიღწევა. მთავარია, ყველა აქტივობა რომელიღაც შედეგზე იყოს ორიენტირებული,
თუმცა ზოგიერთი შედეგი შეიძლება ყველა აქტივობას მოიცავდეს.

[4]სპორტული აქტივობით ამ შედეგის მიღწევა ყველა მოსწავლისათვის
წარმოუდგენელია, ამიტომაც მისი მიღწევა პირველი და მეორე კომპონენტებით ხდება.

[5]ეთიკა და სპორტი რომ განუყოფელია, ამაზე აღარავინ დავობს. მთავარია,
ეს მოსწავლემაც გააცნობიეროს და აღწეროს, როგორ გაიუმჯობესა ეთიკური ქცევები
(მაგ., არ ითაღლითა თამაშის დროს, არ დაარღვია წესები, არ გამოიჩინა უტაქტობა
მოწინააღმდეგის მიმართ, დამარცხების შემთხვევაში გამარჯვებულს ხელი ჩამოართვა და
მიულოცა და ა. შ.).

მოზარდის თვითშეცნობისა და თვითაღზრდის უნარები სკოლაში

0
სკოლის მთავარი მიზანი, სწავლებასთან ერთად, იყო, არის და იქნება პიროვნების ჩამოყალიბებაზე ზრუნვა. პიროვნების მნიშვნელოვან ნიშან-თვისებათაგანია თვითშეცნობისა და თვითაღზრდის უნარები. რამდენად იძლევა ჩვენი სკოლა მოზარდისთვის ამ უნარების განვითარების საშუალებას?

დღევანდელ სკოლაში ბავშვი ბევრ რამეს სწავლობს – მათემატიკურ ფორმულებსა და თეორემებს, ფიზიკის კანონებს, ქიმიურ ელემენტებს, ცხოველებისა და მცენარეების აგებულებას, სწავლობს, რა ხდება მიწაში, ზეცაში და კოსმოსშიც კი, მაგრამ რა ხდება მის სულში, რით არის გამოწვეული სხვადასხვა ასაკში მასში მომხდარი ცვლილებები, ამაზე მას არავინ ესაუბრება. ყოველ შემთხვევაში, სასწავლო დისციპლინებს შორის არ არის საგანი, რომელიც ბავშვს საკუთარი თავისა და სხვების შეცნობასა და თვითაღზრდაში დაეხმარებოდა. ამ მხრივ განსაკუთრებით მწვავდება ვითარება გარდამავალ ასაკში. სწორედ ამ პერიოდში უძლიერდება მოზარდს ადამიანის სულიერ სამყაროში წვდომისა და საკუთარ თავში უკეთესად გარკვევის სურვილი; ფიზიკური, ინტელექტუალური და სოციალური ცვლილებები ხშირად საგონებელში აგდებს მოზარდს და ბადებს მასში უამრავ კითხვას, რომლებიც არცთუ იშვიათად უპასუხოდ რჩება. გასათვალისწინებელია, რომ მოზარდს ძალიან უჭირს სწავლაზე ფიქრი, თუ მისთვის ესოდენ მნიშვნელოვანი თვითშეცნობისა და სხვათა შეცნობის მოთხოვნილება დაუკმაყოფილებელი დარჩა. ამდენად, ფსიქოლოგიურ საკითხებზე საუბარი ყველაზე მნიშვნელოვანი და ეფექტიანი სწორედ ამ ასაკობრივ საფეხურზეა. სამწუხაროდ, ჩვენი სკოლების უმრავლესობას კვალიფიციური ფსიქოლოგი არ ჰყავს, ამიტომ მოზარდები აღნიშნულ საკითხებზე ინფორმაციას მოკლებულნი არიან. წარმოდგენილი სტატია მოზარდთა მოთხოვნილებების დაკმაყოფილების მოკრძალებული ცდაა. ვიმედოვნებთ, პედაგოგებისა და მშობლების დახმარებით ის აუცილებლად მივა ადრესატამდე. 
შეიცან თავი შენი

გარდატეხის ასაკი ანუ შენ უკვე დიდი ხარ
გაიზარდე და… უამრავი თავსატეხიც გაგიჩნდა 
ალბათ რამდენჯერ გიოცნებია ბავშვობაში, დიდი ყოფილიყავი. აი, თითქოს აგისრულდა კიდეც ოცნება. საზაფხულო არდადეგებიდან დაბრუნებულს, გსიამოვნებს ნაცნობებისგან იმის მოსმენა, რომ საოცრად შეცვლილი, გაზრდილი და დავაჟკაცებული ხარ. თავადაც ატყობ საკუთარ თავს ცვლილებებს, რომელთა წყალობითაც უფრო და უფრო ემსგავსები დიდს. მაგრამ იმ სიამოვნებასთან ერთად, რომელსაც შენში „დიდობის” განცდა იწვევს, უამრავი თავსატეხიც გიჩნდება – საკუთარ თავში ხშირად ისეთი უცნაური ცვლილებების მოწმე ხდები, რომ შენსავე სრულფასოვნებაში ეჭვი გეპარება და არცთუ იშვიათად შიშიც კი გიპყრობს. უნდა იცოდე, რომ ის, რაც ახლა შენში ხდება, მოსდის შენს ასაკში მყოფ ნებისმიერ მოზარდს. თავისი განვითარების გზაზე ყველა ადამიანი გაივლის იმ პერიოდს, რომელშიც ახლა შენ იმყოფები და რომელსაც გარდამავალ ასაკს, მოზარდობის პერიოდს, გარდატეხის ასაკს, კრიტიკულ პერიოდს უწოდებენ. ეს ასაკი დაახლოებით 10-11 წლიდან იწყება და 15-16 წლამდე გრძელდება. მაინც რა ხდება ამ პერიოდში შენში ისეთი, რაც უამრავ პრობლემას გიჩენთ როგორც შენ, ისე შენ ირგვლივ მყოფ უფროსებსაც და მძიმე სულიერი განცდების მიზეზად  იქცევა?
არ მოგწონს საკუთარი თავი? საგანგაშო არაფერია 

უპირველეს ყოვლისა, ალბათ უკმაყოფილო ხარ იმ ცვლილებებით, რომლებიც შენმა აღნაგობამ, სხეულის კონსტრუქციამ განიცადა. გიხარია და გეამაყება, რომ საოცრად სწრაფად იზრდები და ნაცნობები გაოცებას ვერ მალავენ შენს დანახვაზე, მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს სარკეში ჩახედვისას უკმაყოფილება გეუფლება – კიდურები სხეულთან შედარებით დაგგრძელებია, ცხვირი, ნიკაპი და ყურებიც თავის სხვა ნაწილებთან შედარებით საოცრად გაგზრდია, რის გამოც სახის ნაკვთები უხეში და მოუქნელი გეჩვენება… გაღიზიანებს, რომ აღნაგობაში მომხდარ ცვლილებათა გამო შენი მოძრაობები აღარ არის უწინდელივით მოქნილი და ზუსტი – უფრო უხეში, აჩქარებული და ნერვულია. განსაკუთრებით მაშინ ღიზიანდები, როცა რაიმეს წამოედები, გატეხავ და ამისთვის უფროსების საყვედურებსა და შენიშვნებს იმსახურებ. ხედავ, რომ, მიუხედავად მცდელობისა, უფრო დახვეწილი და ფაქიზი მოძრაობები არ გამოგდის, რის გამოც განწყობილება გიფუჭდება, ბრაზობ საკუთარ თავსა და სხვებზე… უნდა იცოდე, რომ საგანგაშო არაფერია, შენი სხეული თანდათან დაიბრუნებს პროპორციულობასა და ჰარმონიულობას, ხოლო მოძრაობები – მოქნილობასა და სიზუსტეს.
ხშირად გეცვლება ემოციები, გუნება-განწყობილება? ეს ბუნებრივია

შენი ასაკის ერთ-ერთი თავისებურება ისიც არის, რომ ძალიან სწრაფად გეცვლება განწყობილება, ერთი უკიდურესობიდან უეცრად მეორეში ვარდები. ალბათ თავადაც შეგიმჩნევია – მთელი არსებით ხარობ, ერთბაშად კი სულ უბრალო საბაბით სრულიად საპირისპირო განწყობილება გეუფლება, თავს განაწყენებულად, დამცირებულად, შეურაცხყოფილად გრძნობ, ბრაზობ… კიდევ ერთი მცირე საბაბი და ისევ კმაყოფილი და მხიარული ხარ. ხშირად საქმიანობის დროსაც მოგდის ასე – წუთის წინ რომ ხალისით, ენერგიულად და გატაცებით აკეთებდი რაღაცას, წუთის შემდეგ ამ საქმიანობისადმი ყოველგვარი ინტერესი გეკარგება და საკუთარ თავში მის გასაგრძელებლად საჭირო ძალას ვეღარ პოულობ. ეს ცვლილებებიც დროებითია, შენი ემოციური ცხოვრება თანდათან ჩვეულ კალაპოტს დაუბრუნდება.
ბოლო ხანს ხშირად ფიქრობ ქვეყნიერების დასაბამსა და დასასრულზე, სიცოცხლის აზრზე, სიკვდილზე… ეს იმიტომ, რომ შენში იღვიძებს აზროვნების ის მიმართულება, რომელსაც ფილოსოფიურს უწოდებენ. ფილოსოფიურთან ერთად შენში ფსიქოლოგიური აზროვნებაც იწყებს გამოღვიძებას. სწორედ ამით უნდა აიხსნას შენი დიდი სურვილი, გაერკვე როგორც საკუთარ, ისე სხვა ადამიანთა სულიერ სამყაროში, პიროვნულ თავისებურებებში.
გინდა ყველას დაუმტკიცო, რომ უკვე დიდი ხარ

ურთიერთობისას ხშირად გიშლის ხელს კრიტიკული დამოკიდებულება საგნების, მოვლენებისა და ადამიანების მიმართ, რაც შენს ასაკში კრიტიკული აზროვნების განვითარების უშუალო შედეგია. ამით ერთგვარად ცდილობ, დაუმტკიცო უფროსებს, რომ უკვე დიდი ხარ და ისევე როგორც ყველა მოზრდილ ადამიანს, შენც შეიძლება გქონდეს საკუთარი აზრები და შეხედულებები, რომლებიც შესაძლოა სრულიად განსხვავდებოდეს სხვათა აზრებისა და შეხედულებებისგან. დიდობისკენ ლტოლვის გამოა, რომ კრიტიკულ აზროვნებას უმეტესად მასთან ურთიერთობისას ამჟღავნებ, ვინც შენს დიდობას არ აღიარებს. ალბათ გქონია შემთხვევა, როცა მასწავლებლისთვის ან მშობლისთვის დაგისვამს ისეთი კითხვა, რომლის პასუხიც უკვე ამოკითხული გქონია რომელიმე ენციკლოპედიაში ან ლექსიკონში და საოცარი კმაყოფილება გიგრძნია, როცა უფროსს შენს კითხვაზე პასუხი ვერ გაუცია. ეს უფრო მეტად გარწმუნებს, რომ პატარა აღარ ხარ და ბევრი ისეთი რამ იცი, რაც შესაძლოა მოზრდილმაც კი არ იცოდეს.
მაგრამ დიდობის გრძნობა სირთულეებსაც გიქმნის

ალბათ უკვე ხვდები, რომ დიდობის გრძნობა ზემოთ აღწერილი ცვლილებებით არის გამოწვეული და ეს სწორედ ის გრძნობაა, რომელიც ამდენ სირთულეს გიქმნის გარშემო მყოფებთან, განსაკუთრებით კი უფროსებთან, ურთიერთობისას. ეს ცვლილებები გიჩენს განცდას, რომ ცოტა რამით თუ განსხვავდები მოზრდილი ადამიანებისგან და აცხადებ, შენი აზრით, სამართლიან პრეტენზიას, უფროსებსაც ისეთივე ურთიერთობა ჰქონდეთ შენთან, ისევე გეპყრობოდნენ, როგორც თანატოლს, ხოლო როცა ისინი ბავშვივით გექცევიან, თავს დამცირებულად და შეურაცხყოფილად გრძნობ. რაკი დიდობის მოთხოვნილებას უფროსებთან ურთიერთობით ვერ იკმაყოფილებ, ცდილობ, სხვა გზა იპოვო საამისოდ. მრავალი შენი თანატოლი ცდილობს, თამბაქოს წევით დაირწმუნოს თავი, რომ უკვე დიდია. ბევრისთვის თამბაქოს წევა დამოუკიდებლობის სიმბოლოა, შინაგანი ძალის ნიშანი. სინამდვილეში ზრდასრულობა მტკიცე ნებისყოფას და დამოუკიდებლობას გულისხმობს, თამბაქოსთან თამაშს კი შეუძლია, ძალიან ძლიერი მამაკაციც კი სიგარეტის მონად აქციოს. ასე რომ, აჯობებს, სხვა გზა იპოვო უფროსების დასარწმუნებლად, რომ პატარა აღარ ხარ და უფრო მეტად უნდა გენდობოდნენ. თუმცა უფროსებსაც უნდა გაუგო და არ ეცადო, ერთბაშად იმაზე მეტი თავისუფლება მოიპოვო, ვიდრე საკუთარი ქცევით იმსახურებ. ეცადე, შენი მოქმედებით დაარწმუნო ისინი, რომ უფრო მეტად შეიძლება შენი ნდობა.
***
არ ვიცი, შევძელი თუ არა შენი ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილება, მაგრამ ალბათ დამეთანხმები, რომ ერთ წერილში შეუძლებელია ყველა იმ თავისებურების ახსნა, რომელიც ასეთ პრობლემებს გიქმნის. იმედი მაქვს, მომავალშიც გავაგრძელებთ საუბარს და შენი არც ერთი კითხვა უპასუხოდ არ დარჩება.

სასწავლო მიზნებისა და რუბრიკების გამოყენება განმავითარებელი შეფასებისთვის

0

 

ნებისმიერი შეფასების მიზანია, ნათელი მოჰფინოს იმას,რა ისწავლა მოსწავლემ, როგორ ისწავლა და როგორ იყენებს იმას, რაც ისწავლა. ამიტომ მასწავლებელმა:

გულდასმითუნდა შეკრიბოსინფორმაცია ყოველი მოსწავლის ყოველდღიურ გამოცდილებასა და აქტივობაზე;

შეაჯეროსტესტირების შედეგები დაკვირვებებთან;

დააკვირდეს,რა გარდახდებათმოსწავლეებსცნებების, პროცედურების და სხვა სასწავლო შინაარსის დაუფლებისას;

სთხოვოს მოსწავლეებს, ხმამაღლა იაზროვნონ, რათა დააზუსტოს ცნებებისადა სტრატეგიებისმათებური გააზრება;

აწარმოოს მოსწავლეთა პორტფოლიოები, რათა აღნუსხოსმოსწრების ნიშნულები წლის განმავლობაში;

გამოიყენოს ინფორმაციის ყველა შესაძლო წყარო, რათა შექმნას შეფასებათა უხვი და მრავალფეროვანი სპექტრი, რომელიც საშუალებას მისცემს, განსაზღვროსშესაფერისი სასწავლო აქტივობები ყოველი მოსწავლისთვის.

ცნობილია, რომ განმავითარებელიშეფასება:

ცხადად და უშუალოდ უნდა იყოს დაკავშირებული სწავლების მიზნებსა და სასწავლო პროცესთან;

უნდა მოიცავდეს მრავალფეროვან მეთოდებსა და სტრატეგიებს;

უნდა განაპირობებდეს ცვლილებებს მოსწავლეთა განვითარების მიმართულებით.

სასწავლო მიზნები მოსწავლეებისთვისცხად და გასაგებ ენაზე უნდა ჩამოყალიბდეს.ზოგიერთი მიზნის ფორმულირებისთვის(მაგალითად, ცოდნასდა ზოგიერთი სახის მსჯელობადასაბუთებასთანმიმართებით,რომელთა მიღწევაც შემოწმდება არჩევითპასუხიანიან მოკლეპასუხიანიდავალებებით)მიზანშეწონილია მომზადდესამ მიზნის ფორმულირებამოსწავლეთათვისმისაღები/გასაგები ფორმით. სხვა მიზნებისთვის(მაგალითად, უნარჩვევებსადა მოსწავლეთა მიერ შექმნილ პროდუქტებთანმიმართებით,რომელთა მიღწევაც შემოწმდება მოსწავლეთა მიერ მოქმედებების შესრულებაზედაკვირვებით)მიზანშეწონილიამომზადდეს შეფასების სქემა/რუბრიკა, რომელიც მოსწავლეებისთვისცხად კრიტერიუმებსმოიცავს.

მიზნები მოსწავლეებისთვის გასაგები რომ გახდეს, საჭიროა:

1.     წინასწარ გავაცნოთ მოსწავლეებს ის ენადა ცნებები, რომელთაც გამოვიყენებთრუბრიკაში;

2.     გამოვიყენოთ მოსწავლეებისთვის უკვე ნაცნობი ენა;

3.     გავუზიაროთ მოსწავლეებსმიზნები.

ვთქვათ, მიზანია განზოგადებმოყვანილი მაგალითებისსაფუძველზედა მოსწავლეებისთვისგაუგებარია სიტყვაა განზოგადება. მოსწავლეებისთვისმისაღები იქნება მიზნის შემდეგნაირადფორმულირება:მოყვანილ მაგალითებში მსგავსი თვისებების/ფაქტების მიკვლევა და ისეთი დებულების ჩამოყალიბება, რომელიც სამართლიანიამოყვანილი მაგალითებისთვისაც და მათგან განსხვავებულშემთხვევებშიც. მიზნების ფორმულირებასკიდევ უფრო მისაღებს გახდის .. მეფორმულირებები: მე შემიძლია მოყვანილ მაგალითებში მსგავსი თვისებების/ფაქტების მიკვლევადა მე შემიძლია ისეთი დებულების ჩამოყალიბება,რომელიც სამართლიანიამოყვანილი მაგალითებისთვისაც და მათგან განსხვავებულ შემთხვევებშიც.

მოსწავლეებისთვისგასაგები რუბრიკის შესაქმნელადსაჭირო ნაბიჯებია:

1.     გამოვყოთ ზრდასრულთათვისგანკუთვნილ ვერსიაში ის სიტყვები ან ფრაზები, რომელთა გაგებაც მოსწავლეებს,სავარაუდოდ,გაუჭირდებათ;

2.     ვიპოვოთ ამ სიტყვებისა და ფრაზების შესატყვისი, მოსწავლეებისთვის გასაგები ვერსიები;

3.     ჩამოვაყალიბოთ რუბრიკის კრიტერიუმებიმოსწავლეებისთვისმისაღები ვარიანტით პირველ პირში;

4.     გავუზიაროთ რუბრიკა მოსწავლეებს და მივიღოთ მათგან უკუკავშირი;

5.     საჭიროებისამებრ შევიტანოთ ცვლილებები რუბრიკაში.

მოსწავლეებისთვისრუბრიკის გაზიარებისასმიზანშეწონილია, მოვუყვანოთ მათ კონკრეტული მაგალითებიც, რომლებიც აკმაყოფილებს ანვერამა თუ იმ კრიტერიუმს (ანონიმური მოსწავლეების ნამუშევრები ან თვით მასწავლებლის მიერ შექმნილი ნიმუშები). მიზანშეწონილიააგრეთვე, მოსწავლეებმაგააანალიზონ,რომელ კრიტერიუმს რა დონეზე აკმაყოფილებენმიმდინარე ეტაპზე ანუ რა იციან უკვე ან ომელი უნარჩვევების განვითარებზე არ უმუშავიათ ჯერ კიდევ.

მასწავლებელმა პერიოდულად უნდა შეამოწმოს, გაიგეს თუ არა მოსწავლეებმა სასწავლო მიზნები. მაგალითად, მან შეიძლება ჰკითხოს მოსწავლეს, რომელიც კონკრეტულ დავალებას ასრულებს, რისთვის სრულდება მოცემული აქტივობა.თუ მოსწავლის პასუხი იქნება არ იქნება მიზნებზე ორიენტირებული(მაგალითად, მოსწავლე იტყვის, ნიშნის მისაღებადო),მაშინ მასწავლებელიუნდა ჩაეკითხოს, რას სწავლობს ახლა იგი. თუ მოსწავლე ამ კითხვაზეც არაადეკვატურპასუხს იძლევა ან საერთოდ ვერ პასუხობს,მაშინ მას ვერ გაუგია სასწავლო მიზნები და საჭიროა მასთან დამატებითი მუშაობა.

განმავითარებელიშეფასების მეთოდები და ინსტრუმენტებია:

დაკვირვება

გაკვეთილის განმავლობაში ან მისი დასრულების შემდ გაკეთებულ მოკლე ჩანაწერებშიმასწავლებელიაღრიცხავს მოსწავლეთა სწავლის სპეციფიკურ ასპექტებს (მაგალითად, სწორად ახარისხებს გეომეტრიულ ფიგურებს) და მოსწავლეთა პროგრესს სასწავლო მიზნებისკენსვლის
კუთხით
.მასწავლებელს იოლად შეუძლია შექმნას ისეთიფორმა ამჩანაწერებისორგანიზებისთვის,რომ მოსწავლეთა საჭიროებებისკენ მიმართულ აქტივობათა დაგეგმვისთვის გამოიყენოს. შეიძლებააგრეთვე, აწარმოოს დღიური/რვეული, სადაც ყოველ მოსწავლეს თავისი გვერდი ექნება და მასწავლებელიპერიოდულად შექმნის მოსწავლის პორტრეტს მისი მახასიათებლებისმეშვეობით. თუ ბლოკნოტში ან ჟურნალში ასეთი ჩანაწერებისგაკეთება გაკვეთილის განმავლობაშიგაუჭირდება,მასწავლებელს შეუძლია, სტიკერებზე დაწეროს შენიშვნები და რვეულში ჩააკრას, თავისუფალ დროს კიმოაწესრიგოსისინი. როგორც არ უნდა აწარმოოს დაკვირვება და აღრიცხოს დაკვირვებისშედეგები, მასწავლებელმაშეკრებილიმონაცემები უნდა გამოიყენოს იმისთვის, რომ სწავლება მოსწავლეთა საჭიროებებს მოარგოს.

კითხვები

მნიშვნელოვანია როგორც ღია, ასევე დახურული კითხვები. დახურულიკითხვები უფრო შესაფერისიასაბაზო ცოდნის განმტკიცებისთვის, ხოლო ღია უბიძგებს მოსწავლეებსსასწავლო მასალაზე მანიპულაციებისკენ, ცოდნის განვრცობისა და გარდაქმნისკენ. მხოლოდ დახურული კითხვებით შემოფარგვლა შეზღუდავდა იმ ინფორმაცი, რომლის მიღებაც სურთ მასწავლებლებს მოსწავლეებისგან.

 

კითხვები მოსწავლეებისთვის ამოცანის ამოხსნის სხვადასხვა ფაზაზე

სასწავლომათემატიკური მოქმედებები

კითხვები

კითხვების ჩამოყალიბება,
წარმოდგენის შესაფერისი ფორმებისა და ამოცანის ამოხსნის ხერხების შერჩევა

ამოგიხსნია წინათ მსგავსი ამოცანა?

რა ნაბიჯი შეიძლება გადადგა ამოცანის ამოხსნის დასაწყებად?

დასვი კითხვები ამოცანაში მოცემულ ვითარებასთან დაკავშირებით.

რა არის ცნობილი ამ ამოცანაში და რა უცნობი?

აუხსენი ამოცანა მეგობარს.

რომელი დიაგრამაა შესაფერისი ამ ამოცანის ამოსახსნელად?

რა აღნიშვნებს შემოიღებდი ამ ამოცანისთვის?

რა კანონზომიერებ ამჩნევ ამ მონაცემებში?

რა დაშვებ გააკეთებდი ამოცანის ამოსახსნელად?

შენი სიტყვებით ჩამოაყალიბე ამოცანა.


ჩამოაყალიბე ამოცანის გამარტივებული ვარიანტი.

ამოხსნის რომელი ხერებია შესაფერისი ამ ამოცანის ამოსახსნელად?

ლოგიკურად მსჯელობა, ჰიპოთეზებისა და არგუმენტების მოსაზრება და კონსტრუირება, გამოთვლების ზუსტად შესრულება

ყოველთვის ჭეშმარიტია ეს დებულება?

მოიყვანე ამ დებულების დამამტკიცებელი არგუმენტი.

რა განაპირობებს ამ კანონზომიერების არსებობას?

რა არის აქ ერთნაირი და რაგანსხვავებული?

რა არის აქ უცვლელი და რისი შეცვლა შეიძლება?

რა მოხდებოდა,
ეს რომ
შეგვეცვალა ამით ?

ეს მიდგომა მიგიყვანს შედეგამდე?

რას მოიმოქმედებ მას შემდეგ, რაც ასეთ პასუხს მიიღებ?

რისი კერძო შემთხვევაა ეს?

ახლა შეგიძლია ივარაუდო რაიმე?

მოისაზრე ამის კონტრმაგალითი.

რა შეგეშალა
აქ?


ახლა გააკეთე იგივე განსხვავებული გზით.

რა დასკვნებს გამოიტანდი ამ მონაცემების საფუძველზე?

როგორ შეამოწმებ ამ გამოთვლების სიზუსტეს მათი განმეორებით შესრულების გარეშე?

მიღებული შედეგების განმარტება და შეფასება

ყველა ამონახსნი იპოვე?

როგორ წარმოადგენ შედეგებს ეფექტურად?

შედეგების წარმოდგენის რომელი ხერხი ჯობს
ეს თუ ის? რატომ?

შენი აზრით, ეს პასუხი გონივრულია?
რატომ?

დარწმუნებული ხარ, რომ ეს სწორია? დამისაბუთე!

რას ფიქრობ მეგობრის არგუმენტზე?
რატომ?

ეთანხმები მეგობრის პასუხს? როგორ გააუმჯობესებდი ამ პასუხს?

რომელი მეთოდის გამოყენება იქნებოდა უმჯობესი? რატომ?

კომუნიკაცია და რეფლექსია

რომელი მეთოდი გამოიყენე?

კიდევ რომელი მეთოდები განიხილე?

რომელი მეთოდი აღმოჩნდა საუკეთესო?
რატომ?

რომელმა მეთოდმა მიგიყვანა შედეგამდე ყველაზე სწრაფად?

რომელი მეთოდები გამოიყენე ბოლო დროს? რომელიმე მათგანი გამოგადგა ახლა?

რომელი სტრატეგიები ისწავლე, რომლებიც გამოგადგება სამომავლოდ?

რას ურჩევდი შენს მეგობარს ამ ამოცანასთან დაკავშირებით?

გასვლის/შესვლის ბარათები

გასვლის ბარათი არის მოსწავლის პასუხები იმ კითხვებზე, რომლებიც მასწავლებელმადასვა გაკვეთილის ბოლოს, რათა შეეფასებინამოსწავლეთა მიერ ძირითადი ცნებების გაგება.მოსწავლეებმაშეიძლება შეაჯამონ ან შეაფასონ იმ დღის სასწავლო მასალა ან მოახდინონ ხუთი ნასწავლი ფაქტის რანჟირებამათი მნიშვნელოვნებისმიხედვით. შეიძლება,მასწავლებელმასთხოვოს მოსწავლეებს, დაწერონ, რა ცვლილებებს შეიტანდნენსაკითხის სწავლებაში,თვითონ რომ ყოფილიყვნენმასწავლებლებ.

ამ ბარათის შესავსებად საკმარისი უნდა იყოს 5 წუთი და მოსწავლემ კლასიდან გასვლისას უნდა ჩააბაროს იგი მასწავლებელს.მასწავლებელიბარათიუცებ უნდა მიხვდეს, ვის გაუაზრებია ძირითადი ცნებები კარგად, ვის სჭირდება მცირე დახმარება და ვი
დამაებით სწავლება. გასვლის ბარათების გაანალიზებითმასწავლებელი შეძლებს, უკეთ მიუსადაგოს სწავლება მოსწავლეთა საჭიროებებს შემდეგ გაკვეთილზე.

შესვლის ბარათები გასვლის ბარათების ანალოგიურია,ოღონდ ისინი ივსება გაკვეთილის დაწყებამდე ან მის დასაწყისში.მასწავლებელმამოსწავლეებსშეიძლება მოსთხოვოს წინა საშინაო დავალებაზე გამოხმაურებაან წინა გაკვეთილზე რეფლექსია ისე, რომ ამისთვისარ დაიხარჯოს ბევრი დრო. მაგალითად, მოსწავლეებმაუნდა უპასუხონ კითხვებს, რა იყო დამაბნეველიმათთვის ან რა პრობლემებს წააწყდნენ საშინაო დავალების შესრულების დროს. მასწავლებელმაუნდა შეაგროვოს შესვლის ბარათები და კომენტარი გააკეთოს მათში დასმულ საკითხებზე.

 

მოსწავლის თვითშეფასება

თუ მოსწავლეებიმონაწილეობენ მიზნების დასახვასა და წარმატების კრიტერიუმების დადგენაში, მაშინ მათი თვითშეფასება ლოგიკური ნაბიჯია სასწავლო პროცესში. მოსწავლეები იწყებენ მეტაკოგნიციას და უკეთ აცნობიერებენ თავიანთ ძლიერ და სუსტ მხარეებს. როცა მოსწავლეები ფიქრობენ საკუთარ სწავლაზე, გამოთქვმენ, რაც გაიგეს და რაც ჯერ კიდევ უნდა ისწავლონ, მათი მიღწევები იზრდება.



„ეთერი დეიდა“

0
მეგობარს შევუარე სამუშაო ოთახში. მაგიდის კუთხეში ორ პატარა ბოთლს მოვკარი თვალი. ერთი სულ ციცქნა იყო, მეორე – ოდნავ მოზრდილი. ჩემს მზერას თვალი გააყოლა და გაეცინა. ორივე ბოთლი წინ გადმომიწყო და მითხრა: ხომ ვიცი, გაინტერესებს, რა ასხია ამ ბოთლებში; სანამ ეტიკეტს დაუწყებ კირკიტს ან შენებურად „ქიმიურად” დაყნოსავ, თვითონვე გეტყვი – ერთში სამედიცინო სპირტია, მეორეში კი ევკალიპტის ეთერზეთიო. „ქიმიური ყნოსვის” თაობაზე სულაც არ უხუმრია: ქიმიკოსებს ძვალსა და რბილში გვაქვს გამჯდარი წესი – სითხით სავსე ჭურჭელს თავს მოვხდით და ხელის ძალიან ფრთხილი მოძრაობით სურნელს ჩვენკენ „ვუბიძგებთ”. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ბოთლში ცხვირის ჩაყოფა – შესაძლოა, იქ მომწამლავი სითხე დაგვხვდეს და, საუკეთესო შემთხვევაში, ცხვირ-ხახის ლორწოვანი გარსი გაგვიღიზიანოს. უარეს შემთხვევაში რა მოგვივა, აღარ დავწერ…

როგორც კი ბოთლების შიგთავსის ამბავი „გამოვტყუე”, დაკითხვაზე გადავედი – მაინტერესებდა, რაში სჭირდებოდა ეს სითხეები. მაინც არ მომეშვებიო და გამოტყდა: სპირტით დეზინფექციისთვის ხელებს ვიწმენდ, ევკალიპტის ეთერზეთს კი ვყნოსავ – გამიგონია, იმუნიტეტს უხდებაო. ყოველი შემთხვევისთვის, მაინც გავაფრთხილე – ევკალიპტი არ ავნებდა, მაგრამ სხვა სითხეებთან, განსაკუთრებით – უცნობთან, ჩემსავით მოქცეულიყო და შიგ პირდაპირ არ ჩაეყო ცხვირი.

ამჯერად ევკალიპტიანი ციცქნა ბოთლი უფრო მაინტერესებს, მაგრამ ვიდრე მასზე გადავალ, სპირტით ერთი სახალისო ცდა უნდა ჩაგაწერინოთ.

აიღეთ სამი საშუალო ზომის ქიმიური ჭიქა. ერთში 25 მლ სამედიცინო სპირტი ჩაასხით, მეორეში – 25 მლ ონკანის წყალი, მესამეში კი 25 მლ სპირტი და 25 მლ წყალი და 1 გ სუფრის მარილი ან ქარხნული ნატრიუმის ქლორიდიც ჩაყარეთ. შემდეგ გრძელი პინცეტით აიღეთ ჩვეულებრივი ქაღალდი, ცხვირსახოცი ან ბანკნოტი, ჯერ პირველ ჭიქაში ამოავლეთ კარგად, მერე – მეორეში, ბოლოს – მესამეში და პირდაპირ ანთებული სპირტქურის ალში შეიტანეთ (ყურადღება!!! სპირტქურა სპირტიანი ჭიქებისგან მოშორებით უნდა იდგეს). კუპიურა კაშკაშა ყვითელი ალით დაიწვება. ალს მკვეთრ ყვითელ შეფერილობას ჭიქაში ჩამატებული ნატრიუმის ქლორიდიდან გამოთავისუფლებული ნატრიუმის იონი აძლევს. სულ ეს არის. მოსწავლეები ძალიან გახალისდებიან. 

უჰ, კინაღამ დამავიწყდა – „დამწვარ” ბანკნოტს გააშრობთ და… დახარჯავთ. ვერავინ მიხვდება, ცოტა ხნის წინ რა გადახდა „საბრალოს” თავს. ბანკნოტი კვლავ და კვლავ შეგიძლიათ „დაწვათ”, ოღონდ ყოველი „დაწვის” წინ იგივე მანიპულაცია უნდა გაიმეოროთ, ანუ საგულდაგულოდ დაასველოთ სამივე სითხეში.

ახლა ციცქნა ბოთლს მივხედოთ, ევკალიპტის ეთერზეთი რომ ესხა, რომლის მეშვეობითაც ჩემი მეგობარი ძლიერი იმუნიტეტის შენარჩუნებას ცდილობდა.

ეთერზეთი მრავალკომპონენტიანი აქროლადი ნივთიერებების ნარევია, რომელიც მცენარეში წარმოიქმნება. ეთერზეთები სპირტების, ალდეჰიდებისა და არომატულბირთვიან ნივთიერებებთან ერთად რთულ ეთერებსაც შეიცავს.

რას წარმოადგენს ეთერი?

ორგანულ ქიმიაში ეთერებს ორი ტიპის ნივთიერებებს უწოდებენ. მარტივი ეთერია ნივთიერება, რომლის მოლეკულა შემდეგი სახის ატომთა ჯგუფს შეიცავს:
 
ხოლო რთული ეთერი, იგივე ესთერი, ქვემოთ მოყვანილი ატომთა ჯგუფის შემცველია: 


 
ეთერების ზოგადი ფორმულაა R-O-R’, სადაც R და R’ ნახშირწყალბადების რადიკალებია. კარბონმჟავებისა და სპირტების (ფენოლების) ურთიერთქმედების შედეგად მიღებულ ნივთიერებებს რთული ეთერები ეწოდება. რთული ეთერები კარბონმჟავას ნაწარმებია, რომლებშიც კარბოქსილის ჯგუფის (COOH) წყალბადის ატომი ნახშირწყალბადის რადიკალით არის ჩანაცვლებული.

რთული ეთერის სახელწოდება შესაბამისი მჟავასა და სპირტის სახელწოდებისგან იწარმოება. მაგალითად, ჭიანჭველამჟავაეთილის ეთერი (ეთილფორმიატი), ძმარმჟავამეთილის ეთერი (მეთილაცეტატი), ძმარმჟავაეთილის ეთერი (ეთილაცეტატი).

მეგობრის მაგიდაზე აღმოჩენილმა სპირტმა და ეთერმა გამახალისა და ერთი პირობა დავაპირე კიდეც მეთქვა, რომ მაგიდაზე ეთერიფიკაციის რეაქციის ერთ-ერთი საწყისი რეაგენტი და პროდუქტი გვერდიგვერდ ეწყო, მაგრამ ვერ მიხვდებოდა, ქიმიკოსის ახირებად ჩათვლიდა, აქ კი დავწერ, რომ მჟავებისა და სპირტების ურთიერთქმედების რეაქციას, რომლის შედეგადაც მიიღება რთული ეთერები, ეთერიფიკაციის რეაქცია ეწოდება. ეს რეაქცია შექცევადი პროცესია, ამიტომ რთული ეთერის მისაღებად ერთ-ერთი რეაგენტის კონცენტრაციის გაზრდაა საჭირო:

 

ეთერიფიკაციის შებრუნებულ პროცესს (რთული ეთერი+წყალი) ჰიდროლიზს ანუ გასაპვნის რეაქციას უწოდებენ.
სპირტის დეჰიდრატაციის დროს მარტივი ეთერი მიიღება. მაგალითად, ეთილის სპირტისა და გოგირდმჟავას ნარევის 140 გრადუსამდე გაცხელებისას წარმოიქმნება ადვილად აქროლადი და აალებადი დიეთილეთერი:
 
ფორთოხლის ქერქი ცეცხლის ალთან რომ მივიტანოთ და გამოვწუროთ, შევამჩნევთ, რომ კანიდან გამოყოფილი ზეთის წვეთების წვისას პატარ-პატარა ნათება წარმოიქმნება, ხელზე კი ცხიმოვანი ნივთიერების კვალი დაგვრჩება. 

ფორთოხალი (ისევე, როგორც ევკალიპტი, პიტნა და სხვა) ეთერზეთს შეიცავს. ერთი შეხედვით შესაძლოა ცხიმში აგვერიოს, თუმცა ისინი სრულიად სხვადასხვა ტიპის ორგანული ნაერთებია. მართალია, ციტრუსების შეხებისას ხელზე ცხიმის კვალი რჩება, მაგრამ ეთერზეთებს ცხიმებისგან განსხვავებული თვისებები აქვს.

მსგავსება: ორივე წყალში უხსნადია და წყლის ზედაპირზე ტივტივებს.
განსხვავება: ფერი, სუნი, აქროლადობა.

გინდათ შევამოწმოთ? ფილტრის ქაღალდზე ცხიმი და ეთერზეთი დავაწვეთოთ. ეთერზეთი ადვილად აქროლდება, ცხიმის ლაქა კი დარჩება.

ეთერზეთის მიღება საკმაოდ შრომატევადი საქმეა. 1 კგ ვარდის ზეთის მისაღებად 35 მლნ გადარჩეული ვარდის ფურცელია საჭირო.

ეთერზეთის ყველაზე ძველი და ცნობილი ნედლეული პიტნაა. პიტნის ძირითადი კომპონენტი მენთოლია (ლათ. Menthe – პიტნა, oleum – ზეთი). მენთოლი ერთატომიანი სპირტია. პიტნის ერთ-ერთი სახეობის, Menta piperita L-ის, ეთერზეთის შემადგენლობაში 50% მენთოლი და 4-10% რთული ეთერები შედის.

50 გ გამხმარი პიტნა ხელით რომ დავსრისოთ, სპირტი დავუმატოთ და გამოვხადოთ, მწვანე მასიდან 5-10 წვეთ მკვეთრსუნიან ბლანტ სითხეს მივიღებთ.

ამჟამად მენთოლს სინთეზური გზით იღებენ.

1897 წელს გერმანიაში პიტნის გამოხდით მიღებული ეთერზეთი კვლავ წყლის ორთქლით გამოხადეს. გამოკრისტალების შედეგად გამოიყო თეთრი ფერის კრისტალური, მომწარო გემოს მქონე ნივთიერება – მენთოლი.
სწორედ მენთოლის საფუძველზე შეიქმნა წამალი ვალიდოლი. მის შემადგენლობაში შედის რთული ეთერი (იზოვალერიანმჟავას მენთოლის ეთერი).

აი, ევკალიპტის სამშობლო კი ავსტრალია და ტასმანიაა. აბორიგენები ამ მარადმწვანე ხეს „ტყის ალმასს” და „სიცოცხლის ხეს” უწოდებდნენ. დღეს მას სხვა ქვეყნებშიც შეხვდებით, თუნდაც პორტუგალიასა და ესპანეთში.

ევკალიპტის ეთერზეთს ფოთლებისა და ყლორტების ჰიდროდისტილაციით იღებენ. 1 ტონა ნედლეულისგან 3-5 ლ ეთერზეთს ხდიან. მისი 60-80% ცინეოლია. ცინეოლი მონოციკლური ტერპენია – C10H18O. ის მრავალ ეთერზეთში გვხვდება, მაგრამ ევკალიპტისა მას ყველაზე დიდი რაოდენობით შეიცავს. სწორედ ამ ნივთიერების შემცველობა განაპირობებს ევკალიპტის ეთერზეთის სამკურნალო ეფექტს. გარდა ცინეოლისა, ევკალიპტის ეთერზეთის შემადგენლობაში შედის მთრთიმლავი ნივთიერებები, ფლავონოიდები, ორგანული მჟავები და, რაღა თქმა უნდა, რთული ეთერი.

სნეულებებს ეთერზეთებით ჯერ კიდევ ჰიპოკრატე ებრძოდა. პრევენციისთვის მათ გამოყენებას ურჩევდა სავსებით ჯანმრთელ ადამიანებსაც. ეთერზეთებით მკურნალობას მოგვიანებით არომათერაპია ეწოდა და ძალიან პოპულარული გახდა ევროპაში. თუმცა ჩემი მეგობრისთვის არც ამის და არც ეთერიფიკაციის რეაქციის შესახებ არაფერი მითქვამს.

რატომ უნდა დამებნია?

სტრატეგიები მშობელთა ჩართულობის ასამაღლებლად

0
ამ სტატიაში  კიდევ ერთხელ ვისაუბრებთ იმაზე, თუ რას ნიშნავს მშობელთა ჩართულობა მოსწავლის აკადემიური მიღწევების გაუმჯობესების პროცესში, რატომ არის ეს მნიშვნელოვანი და როგორ უნდა უზრუნველვყოთ მშობელთა აქტიურობა ამ მიმართულებით. მშობელთა ჩართულობას მნიშვნელოვანი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია ბავშვის განვითარებაზე, როგორც  სკოლამდელ  ასაკში, ასევე სასკოლო ასაკში, როდესაც მოსწავლის წინაშე სერიოზული აკადემიური და სოციალური გამოწვევები ჩნდება. 

მშობელთა ჩართულობა მნიშვნელოვანია, თუმცა ამავდროულად – რთულად მისაღწევი. კვლევები ადასტურებს მშობელთა მაღალი მოლოდინების პოზიტიურ გავლენას მოსწავლის მიღწევებზე. კვლევები იმასაც ადასტურებს, რომ ის მშობლები, რომლებსაც უფრო მაღალი მოლოდინი აქვთ შვილების მიღწევების მიმართ, უფრო ჩართულნი არიან სასწავლო პროცესში.

 

მშობელთა ჩართულობის მასშტაბი და ფორმები შესაძლოა იცვლებოდეს და დამოკიდებული იყოს მათ განათლებაზე, სოციალურ სტატუსზე, ასაკზე და სხვ.  ეს შესაძლოა გულისხმობდეს როგორც სასკოლო დავალებების შესრულებისას შვილის დახმარებას, ასევე მოსწავლის ხელშეწყობას, რათა მან უკეთ მოახდინოს საკუთარი შესაძლებლობების რეალიზება, დროის სწორი მენეჯმენტი; ასევე მშობელთა აქტიურ  ჩართულობას სასკოლო ცხოვრებაში და აქტიურ კომუნიკაციას შვილის პედაგოგებთან. 

რას ნიშნავს მშობელთა ჩართულობა? 

მოსწავლეები მცირე ასაკში ძირითადად ორი წყაროდან იღებენ განათლებას: მშობლისგან და მასწავლებლისგან. შემდეგ ეს წყაროები, რა თქმა უნდა, უფრო მრავალფეროვანი ხდება: საზოგადოება, მეგობრები, უნივერსიტეტი და სხვ.  შესაბამისად, ადრეულ ასაკში ყველაზე დიდ გავლენას მოსწავლის განვითარებაზე ოჯახი და სკოლა ახდენს. ძალიან მნიშვნელოვანია ორივე რგოლის ჩართვა მოსწავლის განვითარებაში, თანაც ისე, რომ ორივე აცნობიერებდეს ამ მნიშვნელობას და თავის როლს. 

მშობელთა ჩართულობა  შეიძლება გულისხმობდეს: 1. ჩართულობას სასკოლო ცხოვრებაში და 2. ხელშეწყობას  მოსწავლეთათვის სასკოლო დავალებების შესასრულებლად და სასწავლო გეგმით გათვალისწინებული აქტივობებით განსაზღვრული მიზნების მისაღწევად. 

მშობელთა ჩართულობის საკითხი საქართველოში ნაკლებად არის გამოკვლეული და შესაბამისად, რთულია, ვისაუბროთ მიზეზ-შედეგობრივ კავშირებზე სანდო ინფორმაციაზე დაყრდნობის გარეშე. იმ მოსაზრებებსა და რეკომენდაციებს, რომლებიც სტატიის ბოლოსაა მოყვანილი, საერთაშორისო პრაქტიკები და კვლევები უდევს საფუძვლად. 

რატომ არის მნიშვნელოვანი მშობელთა ჩართულობა?

მშობელთა ჩართულობა ბავშვის სკოლამდელ ასაკში 

კვლევების მიხედვით, ბავშვის ადრეულ ასაკში მშობელთა ჩართულობა მნიშვნელოვნად უკავშირდება მოსწავლის კოგნიტურ-ემოციურ  განვითარებას. ის, თუ რას აკეთებენ მშობლები, ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ის, თუ რა განათლება და გამოცდილება აქვთ მათ. მაგალითად, მშობელთა მიერ სახლში განხორციელებული აქტივობები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მათი შემოსავალი, პროფესია და განათლება.

 

სამიდან შვიდ წლამდე ბავშვის მშობლის ჩართულობის მიმართულებით კვლევებში რამდენიმე აქტივობის მნიშვნელობა გამოიყოფა:  

·ციფრებით და ასოებით თამაში, ანბანთან დაკავშირებული თამაშები, ბავშვთან ერთად კითხვა;
·სიმღერების და რიტმის სწავლება, ხატვა, ძერწვა და სხვ.;
·ბიბლიოთეკებში სტუმრობა. 

კვლევების თანახმად, ხშირ შემთხვევაში, ზემოთ ხსენებული სტრატეგიები გოგონების მიმართ უფრო გამოიყენება, ვიდრე ბიჭების მიმართ. სქესობრივ განსხვავებას მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს და განმავითარებელი სტრატეგიები ორივე სქესის ბავშვის მიმართ უნდა გამოიყენებოდეს. ასეთი მიდგომის შედეგი შესაძლოა თვალსაჩინო მოგვიანებით გახდეს და მოსწავლე გოგონები უფრო მეტად კოგნიტურად განვითარებულები აღმოჩნდნენ, ვიდრე ბიჭები. 

მშობელთა ჩართულობა სასკოლო ასაკის მოსწავლეების განვითარების პროცესში  

კვლევები ადასტურებს მშობელთა ჩართულობის დიდ მნიშვნელობას მოზარდობის და მოზრდილობის პერიოდშიც. კვლევამ, რომელიც აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში ჩატარდა, აჩვენა, რომ მშობელთა ჩართულობა დიდ ზეგავლენას ახდენს მოსწავლის განვითარების პროცესზე ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მიუხედავად. მშობელთა ქცევა მნიშვნელოვანი ფაქტორი  აღმოჩნდა  სკოლის ყველა საფეხურზე, სკოლაში შესვლისას კი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი აღმოჩნდა მოსწავლის კოგნიტური მზაობა სკოლისათვის. 
მშობელთა ჩართულობის ზეგავლენა ზრდასრულობის ასაკში

მოსწავლეების მიღწევების შესახებ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ 7 წლის ბავშვის განვითარების პროცესში დედის და მამის ჩართულობა მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს მოგვიანებით, 20 წლის ახალგაზრდის წარმატებებზე. მშობელთა ჩართულობაში ამჯერად იგულისხმება ბავშვთან ერთად გატარებული დრო, მშობლების დაინტერესება ბავშვის განათლებით და შვილთან ერთად კითხვა. 

მშობლების ჩართულობა სასკოლო დავალებების მომზადებისას 

არ არსებობს ცალსახა პასუხი კითხვაზე, დავალებების შესრულებისას მშობელთა ჩართულობა უკავშირდება თუ არა მოგვიანებით მოსწავლეთა უკეთეს მიღწევებს. კვლევებში გამოიყოფა მშობელთა დახმარების ფორმების განსხვავებული ეფექტიც. მაგალითად, აშშ-ში ჩატარებული კვლევის თანახმად, მშობელთა არაპირდაპირ დახმარებას (დამოუკიდებლად სწავლის უნარის გამომუშავება) უფრო მაღალი ეფექტი ჰქონდა გამოცდებზე, ვიდრე მშობლის მიერ პირდაპირ დახმარებას. საერთაშორისო კვლევები ადასტურებს, რომ სასწავლო გარემოს შესაძლოა დიდი გავლენა ჰქონდეს მოსწავლის მიღწევებზე. მშობლის არაპირდაპირი ჩართულობით შესაძლოა მოსწავლეს შეექმნას შესაფერისი სასწავლო  გარემო, რაც, საბოლოო ჯამში,  მის მიღწევებს გააუმჯობესებს. 

რაც შეეხება მოსწავლის წიგნიერებაში მიღწევებს, აღნიშნულმა კვლევამ სამი ძირითადი ფაქტორი გამოყო: 3-5 წლამდე ასაკის ბავშვთან ერთად კითხვა, ანბანის და ციფრების თამაშები და ბიბლიოთეკაში სტუმრობა. 

ოჯახურად სწავლების ეფექტები

ოჯახურად სწავლება გულისხმობს მშობლისა და ბავშვის ერთობლივ სწავლებას, პროგრამებს, თამაშებს, სადაც ბავშვი მშობელთან ერთად მონაწილეობს. ეს შესაძლოა იყოს სესიები, რომლებიც მიმართულია სხვადასხვა უნარის განვითარებისკენ, მათ შორის  კითხვის უნარების გაუმჯობესებისაკენ.

კვლევამ, რომელიც ზომავდა ამ ტიპის სესიების ეფექტს, დაადგინა, რომ მოსწავლეთა კითხვის და ანგარიშის  უნარები ამაღლდა, მასწავლებლებს გაუადვილდათ კლასის მართვა, მშობლები უფრო ჩართულები გახდნენ მოსწავლეთა სასკოლო ცხოვრებაში და უკეთ უწყობდნენ ხელს თავიანთ შვილებს აკადემიურ პროცესში.
მშობელთა მოლოდინების ზეგავლენა მოსწავლის მიღწევებზე 

მრავალი კვლევა ადასტურებს იმ პოზიტიურ ეფექტს, რომელიც აქვს მშობელთა მოლოდინებს მოსწავლის მიმართ და თავად მოსწავლის მოლოდინს. თუმცა კავშირი მშობლის მოლოდინებსა და მოსწავლის მიღწევებს შორის დამოკიდებულია ბევრ ფაქტორზე: 

·კვლევები აკავშირებს მშობლის განათლებას შვილის მიმართ მოლოდინებთან. რაც უფრო მაღალია მშობლის განათლების დონე, მით უფრო მაღალი მოლოდინები აქვს მას შვილის  მიმართ. თუმცა შესაძლოა მაღალი განათლების მქონე მშობლებს ყველა პირობის შექმნის საფუძველზე ჰქონდეთ მაღალი მოლოდინები. 

·ხშირ შემთხვევაში, მშობელთა წარმოდგენები შვილის უნარ-ჩვევების შესახებ ქმნის მათ მოლოდინებს მიღწევებთან დაკავშირებით.

·მშობლები, რომლებიც მაღალი შეხედულების არიან შვილის მიღწევებზე, უფრო აქტიურად არიან ჩართულნი შვილის განათლების მიღების პროცესში. 

რამდენიმე კვლევაზე დაყრდნობით შესაძლებელია ასეთი დასკვნების გაკეთება:

·შესაძლოა მშობლებს შვილის ადრეულ ასაკში მაღალი მოლოდინები ჰქონდეთ მიღწევებთან დაკავშირებით, მაგრამ ამ მოლოდინებმა სხვადასხვა  სოციალურ-ეკონომიკური ფაქტორის გამო დაიკლოს. 

·მიუხედავად იმისა, რომ მოლოდინებს დიდი მნიშვნელობა აქვს სამომავლო მიღწევებისთვის, ისინი შესაძლოა უფრო მნიშვნელოვანი იყოს იმ მოსწავლეთათვის,  რომლებიც შეძლებულ სოციალურ კლასს მიეკუთვნებიან.

·მოლოდინების ეფექტი დაბალი სოციალურ-ეკონომიკური სტატუსის სხვადასხვა ეთნიკურ ჯგუფში შესაძლოა სხვადასხვაგვარი იყოს. მაგალითად, მიუხედავად მშობლების მაღალი მოლოდინებისა, მოსწავლეებს შეიძლება ნაკლები პროგრესი ჰქონდეთ იმის გამო, რომ დაბალი ხარისხის განათლებას იღებენ, ან ზოგადად, ნაკლებად ხელშემწყობი გარემო ჰქონდეთ მაღალი ხარისხის განათლების მისაღებად. 

მოსწავლის მიღწევების გაუმჯობესებაზე პასუხისმგებლობა არ შეიძლება მხოლოდ სკოლას ეკისრებოდეს. მნიშვნელოვანია სასკოლო ასაკის დადგომამდე მშობელთა აქტიური ჩართულობა, მაღალი მოლოდინების ქონა შვილის მოსალოდნელი მიღწევებისადმი  და ჩართულობის სწორი ფორმების შერჩევა.  

მიუხედავად იმისა, რომ თავად მშობლებიც აცნობიერებენ მათი ჩართულობის დიდ მნიშვნელობას, სხვადასხვა სოციალურ-ეკონომიკური სტატუსის გამო რთული ხდება იმ სტრატეგიების დანერგვა, რომლებიც უზრუნველყოფს მათ ჩართულობას სწორი ფორმებით.

ქვემოთ გთავაზობთ რამდენიმე რეკომენდაციას სასკოლო ასაკის მოსწავლის მშობელთა ჩართულობის ასამაღლებლად.

სტრატეგიები მშობელთა ჩართულობის გაზრდისათვის 

უმასპინძლეთ მოსწავლეთა ოჯახებს სკოლაში შემდეგ ღონისძიებებზე: 

Øწიგნების გამოფენა-გაყიდვა;

Øსაქველმოქმედო აქცია: ნამცხვრების ცხობა და გაყიდვა ქველმოქმედებისათვის;

Øსემინარები მშობლებისათვის – როგორ ჩაერთონ შვილის განათლებაში;

Øმშობლის/მოსწავლის საორიენტაციო დღე ყოველი სასწავლო წლის დასაწყისში;

Øმშობელთა სემინარი კონკრეტულ საგნობრივ ჯგუფში – როგორ დაეხმარონ მოსწავლეს;

Øმოხალისეობის პროგრამა (მშობელი-მოხალისე 2-3 საათი წელიწადში);

Øსპექტაკლები (მოსწავლეები თავად აკეთებენ მოსაწვევებს მშობლებისთვის);

Øსკოლის გარეშე პროგრამები;

Øკონფერენციები, სადაც მოსწავლეები წარადგენენ საკუთარ ნამუშევრებს, მიღწევებს მშობლების წინაშე. 
მშობელთან ურთიერთობისას გამოიყენეთ სხვადასხვა მეთოდი:  

Øშეიმუშავეთ კომუნიკაციის მეთოდები, რომლებიც მორგებული იქნება თითოეულ მშობელზე (დარეკვა, იმეილი, მესიჯი, შეხვედრა);

Øშეაქმნევინეთ მოსწავლეებს ბლოგები, რომლებიც ხელმისაწვდომი იქნება მშობლებისთვისაც;

Øმისწერეთ მშობლებს საერთო ინფორმაციის შემცველი წერილები, რომლებშიც თითოეული მოსწავლის შესახებ ინდივიდუალურადაც იქნება საუბარი;

Øმოუწყვეთ მშობლებს შეხვედრები დირექტორთან;

Øშეაფასებინეთ საკუთარი თავი მოსწავლეებს და წარუდგინეთ მშობლებს; 

Øაწარმოეთ ანგარიშები მოსწავლეთა შესახებ, გააცანით ისინი მშობლებს ინდივიდუალურად;

Øგანიხილეთ მშობლებთან ერთად სხვადასხვა გადაწყვეტილება (რეგულაციები, წესები, შეფასების სისტემა, დავალებების ტიპები);

Øმიეცით რეკომენდაციები მშობლებს მოსწავლის ამა თუ იმ ნიჭის გამოსავლენად;

Øაღნიშნეთ ხშირად, თუ რას აკეთებს მოსწავლე კარგად; მოსწავლის რვეულში გააკეთეთ აღნიშვნები მიღწევების შესახებ;  

Øგამართეთ შეხვედრები მშობლებთან სხვადასხვა დროს: გაკვეთილების შემდეგ, გაკვეთილების დაწყებამდე, სამუშაო საათების დასრულების შემდეგ; 

Øჩაატარეთ საჭიროებათა კვლევა (გამოკითხვა) მოსწავლეებსა და მშობლებში;

Øგაუზიარეთ მშობლებს მოსწავლის შესახებ სრული ინფორმაცია შესრულებული სამუშაოებისა და განმავითარებელი  შეფასების შესახებ,  კომენტარებით.

მშობლების უზრუნველყოფა დამატებითი რესურსებით: 

Øშესთავაზეთ ტრენინგები მშობლებს მათთვის საინტერესო თემებზე (მაგ., საინფორმაციო ტექნოლოგიები, უცხო ენის სწავლება, მოსწავლის საშინაო დავალებების მომზადება);

Øჩაატარეთ სემინარები ფსიქოლოგებთან ერთად, ასევე პროფესიული ორიენტაციისა და აკადემიური პროგრამების არჩევის შესახებ;

Øგააცანით მშობლებს სპეციალური საჭიროებების მქონე მოსწავლეებთან ურთიერთობის სტრატეგიები, გაუზიარეთ შესაბამისი რესურსი.  
 

მანანა ბოჭორიშვილი

0

„ბარაქალა მართლმადიდებელ რუსეთს“

0

ორი საუკუნის წინ ერთი კაცი, მრჩეველი კავკასიის
მეფისნაცვლის სამმართველოში, ამტკიცებდა: თუ კაცობრიობის პროგრესი გვინდა, მცირე ერები
უნდა მოისპოს და დიდი მასშტაბისა და მოცულობის ეროვნულ ერთეულებში გაითქვიფოს, უნდა
შეერწყას მათ – დამოუკიდებლობის სურვილი გულშიაც არ გაივლოს და დაუფიქრებლად შეეწიროს
დიდი სახელმწიფოების ინტერესებსო.

საგულისხმოა, რომ ამას სწორედ პატარა ერის
შვილი ამტკიცებდა და ისე მოხდა, რომ ეს ახირებული შეგონებანი პატარა ერისავე შვილებმა
– ილია ჭავჭავაძემ, აკაკი წერეთელმა, ეპისკოპოსმა გაბრიელ ქიქოძემ – ლამის იყო, თავზე
გადაახიეს.

ამას სხვა ურიცხვი თეორია და შეგონება მოჰყვა.
პატარა ერის შვილები ისე როგორ მოისვენებდნენ, რომ თავისი სამშობლოს ნაკლი და დაბეჩავება
მთელი ქვეყნიერებისთვის არ მოედოთ, არ დაერწმუნებინათ დანარჩენი სამყარო, რომ არათუ
თანაგრძნობას, არსებობასაც არ ვიმსახურებთ, თუკი ძლიერი მფარველი არ გვეყოლება.

თქვენში ცივილიზაცია როგორ მიდის?
ეკითხება პადპარუჩიკი
N ერთ-ერთ „სტანციაში”
გაჩერებულ მგზავრს (
ილია ჭავჭავაძე, „მგზავრის წერილები”)
და მისი პასუხისგან – „
მაგისას ვერ მოგახსენებთ: დიდი ხანია ჩემს ქვეყანაში არა ვყოფილვარო” – გულმოცემული, ისეთ ტესტ-შეკითხვას
მოაყოლებს, წინ რომ ვერაფერი დაუდგება:

რამდენი გენერლები გეყოლებათ თქვენ, ქართველებს?

იქნება ერთი ოციოდე მოგროვდეს.

რაო, ოციოდეო!.. – აქ კი გაოცებას ვერ დამალავს აფიცერი, ერთი მუჭა ხალხი და ოცი
გენერალი, დიდი ცივილიზაცია გქონიათო. მაგრამ, ეტყობა, ბოლომდე არ სჯერა და ერთხელ
კიდევ ჩაეკითხება მგზავრს: დამიზუსტე, გეთაყვა,
დეისტვიტელნი სტაცკის სოვეტნიკებსაც მართალ გენერლებშია სთვლით, თუ როგორ არის ეგ საქმეო?

და მგზავრი რომ იუარებს, – არა, თქვენმა მზემ, სულ მართალ გენერლებს მოგახსენებთო,
პადპარუჩიკი, ლამის არის, ხელებს აღაპყრობს ცისკენ:

ოციოდ მართალი გენერალი! ბარაქალა მართლმადიდებელ რუსეთს! სახელი და დიდება! საცა ფეხს შესდგამს, დაამყარებს ხოლმე ცივილიზაციას.

ეს ბედისწერასავით ფრაზა – „ბარაქალა
მართლმადიდებელ რუსეთს” ისე მიმზიდველი, ტკბილი და კეთილხმოვანი აღმოჩნდა, რომ უმალ
დედაენას შეველევით კონსტიტუციაში, ვიდრე ამ სიტყვების წარმოთქმის ბედნიერებას
გავუშვებთ ხელიდან.

სხვაგვარად ცივილიზაცია არ გვეღირსება.

ამასწინათ ერთი ტაქსისტი მოსთქვამდა
საქვეყნო სატკივარს: „იყო, კაცო, და რომ გადაყარეს ეს წიგნები, ეკითხათ მაინც
ხალხისთვის! ერთი სახელმძღვანელოთი ვსწავლობდით ყველა – მეც, მოსკოველიც, ჩუვაშიც
და ციმბირელიც, ერთმანეთის გაგება იყო, უკეთ გვესმოდა, შენ ხარ ჩემი ბატონი… ახლა
შემოიღეს რაღაც საოცრება: ჩემს შვილიშვილს მათემატიკა უნდა ეყიდა და ამოსარჩევი
გახდა, ექვსი წიგნიდან რომლით ესწავლა! ესაა დალაგებული ქვეყანა?!”

ცოტა ხნის წინ რადიოეთერში პატივცემულმა
ქალბატონმა დარეკა: „ხემინგუეი რომ გამოსულა, გამიხარდა! „სტარიკ ი მორე” ზეპირად
ვიცოდით გოგოებმა. საერთოდ, დიდებული მწერალია. ჩვენთან პირველად რომ გამოვიდა,
მაშინვე წავიკითხე ყველაფერი”. სტუდიაში მჯდომი ერთ-ერთი რესპოდენტ-თანაწამყვანი
ჩაეძია – „თქვენ, ალბათ, ვახტანგ ჭელიძის თარგმანებით…”. ქალბატონი ჯერ დაიბნა:
„ვისი?”, შემდეგ კი: „როგორ გეკადრებათ! რუსული სკოლა მაქვს ოქროს მედალზე
დამთავრებული. თან ეს ჩვენი მთარგმნელები რატომღაც ვერ… ვერ… ხომ გესმით, ხემინგუეი
სხვა სპეციფიკაა, ქართულად გულთან ახლოს ვერ მიდის!”

„რუსულ მენიუს დაგიყენებ, ძმა” –
მითხრა გამყიდველმა მობილური ტელეფონების ცენტრში და გაკვირვება რომ შემატყო – „ააა,
შენ ხო სხვა პაკალენია ხარ!” – გაეღიმა და განვადების ქაღალდებში ჩააპარა თვალი: „დასავლეთიდან
ყოფილხარ, რუსული როგორ არ იცი?!”

მობილურების გამყიდველზე გამახსენდა: 2010
წელს, ფრანკფურტში ჩასულს სიმ ბარათის შეძენა მინდოდა და მარკეტს მივადექი. ერთი
ერიტრიელი ბიჭი გამომეცნაურა, – თქვენ ის საქართველო არ ხართ, რუსეთთან ახლოს რომ
არისო? (მახსოვს, სიტყვა
close იხმარა, რაც იმ წუთას ორი მნიშვნელობით გავიგე: close-country – ახლობელი ქვეყანა, მეგობარი ხალხი
და საკუთრივ
close
დაკეტვა, დახშვა, დასრულება). მე ვუთხარი, შეიძლება ტერიტორიულად ახლოს ვიყოთ,
მაგრამ აზროვნებით სხვა ხალხი ვართ-მეთქი. გულმა ვერ მომითმინა და დავაყოლე, –
ეგენი ჩვენი დამპყრობლები არიან-მეთქი. მანაც, გადაკვრით, ირონიულად: ააა, თქვენ
უფრო ამერიკისკენ ხართ, სულ დამავიწყდაო.

რა უნდა მეთქვა. პატარა ერის შვილი ვიყავი
და ჩვენ ხომ ვერ მოვისვენებთ, სამშობლოს სიმცირე, ნაკლი და დაბეჩავება ხანდახან მთელ
ქვეყანას არ გავაგებინოთ. არ დავარწმუნოთ დანარჩენი სამყარო, რომ არათუ თანაგრძნობას,
არსებობასაც არ ვიმსახურებთ, თუკი ძლიერი მფარველი არ გვეყოლება.

ისე, ჩვენში რომ ვთქვათ – რამდენი
გენერალი იქნება დღეს საქართველოში?
დეისტვიტელნი სტაცკის სოვეტნიკებზე კი
არა,
მართალ გენერლებზე მოგახსენებთ.

ორგანოთა პარტიტურა

0
   ჩვენს ცხოვრებაზე მუსიკის გავლენა უკიდეგანოა. მისი ენა უნივერსალურია ყველა ეპოქისთვის, ყველა რასისა და რელიგიისთვის. მუსიკა რაღაცით მეტყველებას ჰგავს: როდესაც ის „ლაპარაკობს”, ჩვენი გრძნობები „ისმენენ”.
მუსიკა ხელოვნებაა, რომელიც ძლიერ გავლენას ახდენს მსმენელზე და ამავე დროს მისგან არ მოითხოვს მუსიკალურ განათლებას, ამიტომ, ბუნებრივია, ის ყველა დროში ხელისუფალთა დიდი ინტერესის საგანი იყო. ხელისუფლება, დემოკრატიული თუ ტოტალიტარული, მუდამ ცდილობდა, ხელოვნებას, განსაკუთრებით კი მუსიკას, მისთვის ემუშავა.
„ამქვეყნიურ სიტკბოებათაგან მუსიკა მხოლოდ სიყვარულს თუ დაუთმობს პირველობას, თუმცა სიყვარულიც თავისთავად მელოდიაა”.
ა. პუშკინი
პლატონი მუსიკას უმაღლეს ხელოვნებას უწოდებდა, ნეტარი ავგუსტინე – ღვთიურს, კონფუცის კი მიაჩნდა, რომ მუსიკა ცასა და მიწის კავშირს გამოხატავდა.

ძველ აღთქმაში მოთხრობილია, რომ ისრაელის მეფემ დავითმა მრავალი განკურნა ავი სულისგან ქნარის ჰანგებით.
მუსიკას ძველთაგანვე მიეწერებოდა მაკურნებელი ძალა. სწამდათ, რომ ის ანელებდა დაბერების პროცესს და ახანგრძლივებდა სიცოცხლეს. არაბ ექიმებს მიაჩნდათ, რომ მუსიკას სულში გავლით შეეძლო ავადმყოფი სხეულის მორჩენა და ალბათ არც არაბეთში საავადმყოფოებთან მუსიკოსების თავმოყრა იყო შემთხვევითი.

ძველ ეგვიპტეში სიმღერით მკურნალობდნენ უძილობას, ხოლო ძველ საბერძნეთში საყვირის ხმიანობით – რადიკულიტსა და ნერვულ აშლილობას.

ცნობილია, რომ ძველად შამანები და გრძნეულები დასარტყამ ინსტრუმენტებს იყენებდნენ „მაგიური” ხმების გამოსაცემად. შუა საუკუნეებში ავიცენაც კი არ თაკილობდა ნერვული დაავადებების რიტმით განკურნებას (მან თავის „განკურნების წიგნში” მთელი თავი მიუძღვნა მუსიკისა და პულის ურთიერთკავშირს).

ზარების რეკას მიაწერდნენ ბოროტის განდევნის უნარს. მიიჩნევა, რომ ზარს საიდუმლო კავშირი აქვს წმინდა ძალებსა და ადამიანის სულთან; ის აფხიზლებს ცასა და მიწას. აღმოსავლეთში მიაჩნიათ, რომ ზარის სამშობლო ტიბეტია.

მზის ღმერთი აპოლონი იმავდროულად მუსიკის ღმერთიც იყო და მედიცინისაც, რაც ამ ორი დარგის მჭიდრო ურთიერთკავშირზე მიუთითებს.

ქართველებს სამართლიანად შეგვიძლია ვიამაყოთ წინაპართა მიერ შექმნილი უძველესი და უმდიდრესი მრავალხმიანი მუსიკალური მემკვიდრეობით. ჩვენს სოფლებში დღესაც ისმის უძველესი შელოცვები, სამკურნალო-სავედრებლები და სხვა.
მუსიკალური თერაპია ოფიციალურად იყო აღიარებული მე-19 საუკუნის ევროპაში. ამ მეთოდს ბევრი წარმატებული ექიმი იყენებდა თავის პრაქტიკაში, ხოლო 1975 წლიდან მუსიკალური თერაპიის ცენტრი მსოფლიოს უამრავ მოწინავე ქვეყანაში დაარსდა – ინგლისში, გერმანიაში, აშშ-ში, საფრანგეთში, ჰოლანდიაში, ავსტრალიაში…
განასხვავებენ მუსიკალური თერაპიის პასიურ და აქტიურ ფორმებს. აქტიური ფორმა გულისხმობს სიმღერას, მუსიკის თხზვას ან რომელიმე მუსიკალურ ინსტრუმენტზე დაკვრას, ხოლო პასიური – ჩვენ მიერვე შერჩეული ნაწარმოებების მოსმენას. 

ჩვენ შეგვიძლია ვიმღეროთ, თუნდაც არც ხმა გვქონდეს და არც სმენა.

საკუთარ ხმას ნუ მივაყურადებთ, ყური ვუგდოთ მხოლოდ შინაგან შეგრძნებებს.

ცალკეული ბგერების ან მარცვლების – „ა” , „ო”, „უ” – გრძელ სუნთქვაზე ხმამაღალი გამღერება კარგად ხსნის სპაზმებსა და სხვადასხვა წარმოშობის ტკივილს.

ვიდრე სწორად სიმღერას ვისწავლიდეთ, აუცილებელია სწორად სუნთქვის სწავლა. ასეთ სუნთქვას თერაპიული მნიშვნელობა აქვს. სუნთქვის მართვის უნარი (ცოდნა) ხელს უწყობს საკუთარი ორგანიზმის მართვას. ის ასტიმულირებს გულის, თავის ტვინისა და ნერვული სისტემის მუშაობას, კურნავს ენაბლუობას, ბრონქულ ასთმას, ხსნის გადაღლილობას. 

ყველაზე სასარგებლო სუნთქვა სრული სუნთქვაა. ის ფილტვების ვენტილაციას ახდენს, აუმჯობესებს სისხლში ჟანგბადის შემოდენას დიაფრაგმაზე ზემოქმედებით, ასტიმულირებს გულის, ღვიძლის, კუჭისა და სხვა ორგანოების მუშაობას, არეგულირებს  ორგანიზმში სისხლის მიმოქცევას, ხელს უწყობს საჭმლის მონელებას და ორგანიზმიდან წიდის გამოდევნას.
ბუნებაში ყველაფერი განსაზღვრულ რიტმს ექვემდებარება. არც ადამიანის ორგანიზმია გამონაკლისი. მუსიკალური თერაპიის პრინციპი ვიბრაციებს ეფუძნება, იმ ვიბრაციებს, რომლებიც ჩვენშია: გულისცემას, პულსს, სუნთქვის რიტმს. ყოველ ჩვენგანს საკუთარი, განსაკუთრებული რიტმი აქვს, მუსიკალური რიტმები კი ჩვენს ორგანიზმთან ან ჰარმონიულ თანხვედრაში მოდის, ან დისონანსში, ამიტომ თუ მუსიკა სწორად შევარჩიეთ, ის ჩვენს განკურნებას შეძლებს.

დამტკიცებულია, რომ როდესაც ადამიანის რომელიმე ორგანოს ფუნქცია ირღვევა, ის სხვაგვარ რიტმში იწყებს მუშაობას, შესაბამისად, ვიბრაციის სიხშირე და ძალაც იცვლება. საუკეთესო მაგალითია დაავადებული გული (რიტმი ხომ მუსიკის გულია). და აქ მხსნელად მუსიკა გვევლინება, ის მუსიკა, რომელიც რიტმიდან ამოვარდნილ ორგანოსთან უნისონში გვიჟღერს.

დიდი ხანია ცნობილია, რომ კლასიკური მუსიკა სასიკეთოდ მოქმედებს განწყობაზე, ხსნის სტრესს და, რაც მთავარია, აუმჯობესებს ტვინის მუშაობას. ჩვენს ტვინში წარმოიშობა სხვადასხვა ტიპის ელექტრომაგნიტური რხევები, შენელებული ალფა რიტმიდან მაღალსიხშირიან ბეტა რიტმამდე. მაგალითად, დასარტყამზე ერთი დარტყმა აფეთქების მსგავსია. ჩვენ განმეორებად დარტყმებს გააზრებულად აღვიქვამთ, ხოლო გაუაზრებლად ვექვემდებარებით ინფრაბგერის ზემოქმედებას (შეგახსენებთ, რომ ინფრაბგერა ჩვენი სმენადობისთვის მეტისმეტად დაბალი სიხშირის ბგერაა, რომელიც ამის გამო ძნელად აღიქმება). გავიხსენოთ ცირკში ნანახი საშიში აკრობატული ილეთი, როდესაც დოლზე ჯოხების დანაწევრებული ცემა დაძაბულობას ზრდის – ეს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე სწორედ აკვიატებული ალფა რიტმის მეშვეობით მოქმედებს.

არსებობს ცნობები, რომ დოლების რიტმის ზემოქმედებით ორგანიზმში წარმოიქმნება ენდორფინები – ბედნიერების ჰორმონები, ნივთიერებები, რომლებიც ქიმიური შემადგენლობით ნარკოტიკებს ჰგავს და სიამოვნების ცენტრებს აღიზიანებს. მუსიკა ნებაყოფლობით გვაიძულებს მისი მაგიური ზემოქმედების ქვეშ ყოფნას. ჩვენი ფსიქიკური მდგომარეობა დამოკიდებულია ნაწარმოების რიტმზე, ტემპზე, სიხშირეზე, ამპლიტუდაზე, კომპოზიციის წყობაზე, გამოყენებულ ინსტრუმენტებზე. ისინი უშუალოდ მოქმედებენ ჩვენი ტვინის მარჯვენა ნახევარსფეროზე და როდესაც ეს სფერო სტიმულირდება, ჩვენ ერთგვარ ჰიპნოზურ, ტრანსულ მდგომარეობაში შევდივართ. 

შამანის ხელოვნება იმაში მდგომარეობს, რომ მას შეუძლია, დაირაზე დარტყმის რიტმი შეათავსოს იმ ადამიანის თავის ტვინის იმპულსებთან, ვისკენაც მიმართულია შელოცვა. და ის ადამიანიც, ძლიერი ზემოქმედების ქვეშ მყოფი, ხდება კოდირებული რიტუალური ტექსტებისა და მოძრაობების ამთვისებელი.

ჰარვარდის სამედიცინო სკოლის გამოკვლევებით, მუსიკის სწავლება სასიკეთო გავლენას ახდენს თავის ტვინის ფუნქციაზე. კვლევამ ცხადყო, რომ რეგულარული მეცადინეობა ბავშვის ტვინში კორძიანი სხეულის მოცულობას ზრდის. სწორედ ეს მონაკვეთი განაგებს ინფორმაციის მიმოცვლას თავის ტვინის ნახევარსფეროებს შორის. შესაბამისად, მისი განვითარება ზრდის თავის ტვინის ნაყოფიერებას.

არსებობს კლასიკური სქემა კონკრეტულ დაავადებებზე ზოგიერთი ნაწარმოების ზემოქმედებისა, რომლის ფორმირება ექსპერიმენტებით მოხდა. მაგალითად:

დადებითად მოქმედებს ნერვულ სიტემაზე და, შესაბამისად, ამცირებს ემოციურ დაძაბულობას კ. დებიუსის „მთვარის შუქი”

ჯ. გერშვინის „ამერიკელი პარიზში” – 

 

 

ყველა სპეციალისტი თანხმდება იმაზე, რომ მოცარტის მუსიკას უნივერსალური მოქმედების უნარი შესწევს. ვ. ა. მოცარტის “ფანტაზია  რე მინორი” –

ამ სტატიის ავტორი არსებულ სქემას ს. რახმანინოვის „რაფსოდიას პაგანინის თემაზე” ფორტეპიანოსა და ორკესტრისთვის –  

 

და ფ. შუბერტის „ავე მარიას”  შემატებდა.

 

ჩაძირული გემის კაპიტანი

0
ჩვენი საცხოვრებელი კორპუსი, დანარჩენების მსგავსად, საბჭოთა უსახური არქიტექტურის განუყოფელი ნაწილია. თუმცა, ჩვენს შენობას, რომელსაც გამომცემლობის კორპუსს უწოდებდნენ, ორი განმასხვავებელი ჰქონდა, რაც მას გარკვეულ უნიკალურობას სძენდა ვაზისუბანში: ყვითელი ფერი, რომელიც მხოლოდ შებინდებამდე შეიმჩნეოდა და მეორე სართულზე მცხოვრები ერთი ცნობილი და დაფასებული ჟურნალისტი – თეიმურაზ მეტრეველი.
თავდაპირველად, ეს ადამიანი საკუთარი გარეგნობითა და მანერებით თავდაყირა აყენებდა ჩემს იმდროინდელ წარმოდგენებს ჟურნალისტებზე. ის იყო შუახნის, საშუალოზე მეტად მოკეთებული, მელოტი კაცი, რომელიც ყოველთვის ნელი ნაბიჯით დადიოდა და საოცრი სიდინჯით, დალაგებულად საუბრობდა. ის არასოდეს შედიოდა კამათში დაბადების დღის წვეულებებზე მეზობელ მამაკაცებთან, რომლებიც პოლიტიკურ საკითხებს საარაკო დილეტანტობით განიხილავდნენ და თუკი მაინც შევიდოდა, არ გაცხარდებოდა ხოლმე (წლების შემდეგ მას მხოლოდ ერთხელ ვნახავ წყობიდან გამოსულსა და გაცეცხლებულს, როდესაც საკუთარი გაზეთის დასაცავად ქუჩაში მდგომი, კამერების წინ ხმამაღლა დაგმობს ხელისუფლებას). ის არაფრით ჰგავდა იმ ახალგაზრდა სვავებს, რომლებიც მიკროფონებით ხელში, ჩემი ტელევიზორის ეკრანზე დარბონდნენ, ყვიროდნენ, ერთმანეთს ლაპარაკს არ აცდიდნენ. 
თუმცა, ვტყუი, როცა ვამბობ ცნობილი ჟურნალისტი იყო-მეთქი. თემურ მეტრეველს, ჩვენს უბანში, გაზეთის რედაქტორად უფრო ხშირად მოიხსენიებდნენ და რადგანაც მე არასოდეს მასვენებდა ფარული ლტოლვა წერისადმი, (მაშინაც კი, როცა წერა არ ვიცოდი), ჩემი ინტერესი ამ რედაქტორის მიმართ, განუზომელი იყო. 
მას მანქანა ემსახურებოდა. გემი და ქოლგის დამჭერი კი არა, როგორც ახლა მიგვაჩვიეს VIP თუ X ადამიანებმა, არამედ მანქანა. ზუსტად ისეთი, როგორზეც მსუბუქი ითქმის. მანქანაში შუახნის მძღოლი ელოდა – კარგად გაპარსული, საგანგებოდ დაყენებული  თმით, გაპრიალებული ფეხსაცმლით (ფეხსაცმელს მაშინ ვხედავდი, როცა მძღოლს, თუ სწორად მახსოვს – გიას,  მანქანიდან გადმოსვლა უწევდა) და კარგად გაუთოებული პერანგით. თემურ მეტრეველის გამოჩენამდე ის საჭეზე გაფენილი გაზეთიდან  იგებდა ქვეყნის სიახლეებს. რედაქტორი კი – ყოველთვის ერთსა და იმავე დროს გამოდიოდა სადარბაზოდან. მგონი სულაც ამის გამო გადავწყვიტე სკოლაში ყოველთვის დროულად მივსულიყავი და ამით, საკლასო ოთახის კუთხესთან ერთად, თავიდან ამერიდებინა არაპუნქტუალური კაცის სახელი.
ჩვენი ოჯახები მეგობრობდნენ. მე მათი მეკვლე ვიყავი. მერე დავნათესავდით კიდეც: რედაქტორის შვილის – სულხან მეტრეველის ნათლული გავხდი. თემური ერთადერთი კაცი იყო ჩემ ირგვლივ, ვინც ახალი წლის შემოსვლას სხვანაირ სადღეგრძელოს შეაგებებდა. საახალწლო სუფრას დილაადრიან ჩვენ ორნი შემოვუსხდებოდით ხოლმე (სულხანი ჯერ გერმანიაში, შემდეგ კი შვეიცარიაში ცხოვრობდა. ქალბატონი ლია კი გოზინაყით გვამარაგებდა). ის არ ახსენებდა ხვავს, ბარაქას. მეტრეველს არ სწამდა, რომ წარმატებას ცხენი ან დრაკონი მოგიტანდა. ის სხვანაირად ხსნიდა მომავალს, სხვა სიტყვებით ილოცებოდა. ნათქვამში ხშირად  გამოურევდა ციტატებს, ოღონდ არა ისეთს, სკოლაში რომ გაზეპირებინებენ. არამედ ისეთს, რომ მიაგნებ და არ მოგასვენებს, ღამით გაგაღვიძებს – თავს დაგამახსოვრებს. 
„არაუშავრს” – ასე შეაფასა თემურ მეტრეველმა ჩემი სკოლისდროინდელი, საუკეთესო თავისუფალი თემა, რომლის გამოც კლასელებმა იტირეს, მასწავლებლები დანაღვლიანდნენ, ბებიამ შუბლზე მაკოცა. რედაქტორი ერთადერთი იყო, ვინც გულწრფელად, მკაცრი თვალით შემაფასა. „უფრო მეტი უნდა იფიქრო, უფრო გასაგები პარალელები გაავლო, ტრაფარეტული სიტყვები მოაშორო. აზრები კი არ გადმოაფრქვიო, ამბავს მოყევი. ასეთ შემთხვევაში კარგი გამოვა” –  მითხრა მაშინ და 12 ფურცლიანი რვეულიდან ისევე დინჯად ამოიხედა, როგორც სჩვეოდა. 
წლების შემდეგ, ჟურნალისტის პროფესიას გარსია მარკესის, ტრუმენ კაპოტეს, ერნესტ ჰემინგუეისა და თეიმურაზ მეტრეველის გამო ავირჩევ. 
ნელ-ნელა რედაქტორის ნაბიჯები კიდევ უფრო შენელდა. თავადაც, მეტად მშვიდი გახდა. თავდაპირველად ვფიქრობდი, რომ ეს გაზეთის დახურვის გამო მოხდა. მართალია იმ გაცეცხლებამ მალევე გადაუარა, მაგრამ გინახავთ კაპიტანი, რომელიც გემის ჩაძირვის შემდეგ მშვიდად იცხოვრებს?! მოგვიანებით გაირკვა, რომ თეიმურაზ მეტრეველი უკურნებელმა სენმა შეიპყრო. ავადმყოფობის პერიოდში მამაჩემი მეგობრობისა და სამედიცინო კონსულტაციის გამო, ხშირად სტურობდა მეტრეველებს. შესაბამისად – მეც. ერთხელ, სრულიად უცაბედად, ყოველგვარი შესავლის გარეშე, რედაქტორმა მითხრა: „როცა გამოვჯანმრთელდები, ჟურნალისტურ წერას გასწავლი”. ამაზე თვალები გამიბრწყინდა და მამაჩემს ვუთხარი – არიქა, მალე გამოაჯანმრთელე-მეთქი. ამაზე არც თემური  გამხიარულებულა და არც მამაჩემი. ახლაღა ვხვდები: ორივემ იცოდა, რომ რედაქტორს სააქაო დღეები დათვლილი ჰქონდა. მაშ რატომღა დამპირდა? – არ ვიცი. 
მოგვიანებით, წერა მისმა ტექსტებმა მასწავლა. 
ყოველთვის, როცა რაიმეს ვწერ და ჩიხში შევალ, ვფიქრობ, როგორ დაწერდა ამ წინადადებას რედაქტორი. როდესაც თეიმურაზ მეტრეველი საკუთარ გაზეთს (ჩაძირულ გემს) თან ფსკერზე ჩაჰყვა, მის ცხედართან მისულმა ძველმა მეგობარმა ხმამაღლა თქვა: „თქვენ ჯერ კიდევ ვერ ხვდებით ქვეყანამ ვინ დაკარგა”. 
არადა, ვხვდებოდი. 
არსებობდნენ ადამიანები (რედაქტორი უთუოდ ამ ადამიანთა რიცხვშია), რომლებიც მართალია წავიდნენ, მაგრამ დღესავით ნათელია, რომ სამუდამო ცხოვრებას იმსახურებდნენ. 
და მაინც, ერთი კითხვა მაწვალებს: როგორ დაწერდა ამ წერილს თეიმურაზ მეტრეველი?!

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...