მადლობას გიხდი, მეფეო…
ჩემი პედაგოგიური მწარმსი – სკოლა და სოციალური პროგრესი
მე მჯერა, რომ განათლება სოციალური პროგრესისა და გარდაქმნის
ფუნდამენტური მეთოდია.
მე მჯერა, რომ ყველა რეფორმა, რომელიც მხოლოდ კანონთა
ამოქმედებას, სასჯელის მუქარას ან მექანიკურ თუ გარეგან ღონისძიებებს ეფუძნება, წარმავალი
და ამაოა.
მე მჯერა, რომ განათლება საზოგადოებრივ ცნობიერებაში
ჩართვის პროცესს ემსახურება. და ამ საზოგადოებრივ ცნობიერებაზე დაყრდნობით ინდივიდუალური
აქტივობის მოწესრიგება სოციალური რეკონსტრუქციის ერთადერთი სანდო გზაა.
მე მჯერა, რომ ეს კონცეფცია პატივს მიაგებს როგორც ინდივიდუალისტურ,
ასევე სოციალისტურ იდეალებს. ის, როგორც
მართებული ცხოვრების წესის ერთადერთი ჭეშმარიტი საფუძველი,ჯეროვნად ინდივიდუალურია,
რადგან კონკრეტული ხასიათის ჩამოყალიბებას გულისხმობს. ის სოციალისტურია, ვინაიდან მიიჩნევს,
რომ ეს ხასიათი არამარტო ინდივიდუალური აღქმის, მაგალითისა და მოწოდების საფუძველზე,
არამედ უპირატესად ინდივიდზე გარკვეული ინსტიტუციური თუ საზოგადოებრივი ცხოვრების ფორმის
გავლენით უნდა ყალიბდებოდეს და რომ სოციალური ორგანიზმი სკოლის, როგორც მისი ორგანოს
საშუალებით, ეთიკის მიზნებს უნდა ადგენდეს.
მე მჯერა, რომ იდეალურ სკოლაში ინდივიდუალისტური და
ინსტიტუციონალური იდეალები ერთმანეთთან თანხმობაშია.
მე მჯერა, რომ განათლების გზით საზოგადოებას შეუძლია
საკუთარი მიზნების ფორმულირება, სხვადასხვა საშუალებებისა და რესურსების თავმოყრა და
ამგვარად საკუთარი თავის ზუსტად და გონივრულად იმ მიმართულებით გამოკვეთა, რა მიმართულებითაც
სურს მოძრაობა.
მე მჯერა, რომ როგორც კი საზოგადოება ამ მიმართულების
განვითარების შესაძლებლობებს გააცნობიერებს და მის ვალდებულებებს აღიარებს, განათლების
სპეციალისტის განკარგულებაში უამრავი დრო, ყურადღება და ფინანსური რესურსები აღმოჩნდება.
მე მჯერა, რომ განათლებით დაინტერესებული ყველა პირის
საქმე სკოლის, როგორც სოციალური პროგრესისა და რეფორმატორის, უმთავრეს და ყველაზე ეფექტურ
საშუალებად აღიარების დაჟინებული მოთხოვნაა. მისი მიზანია, საზოგადოებამ გამოიღვიძოს და გაიაზროს, თუ რისთვის
არსებობს სკოლა და გააცნობიეროს, რომ მასწავლებელი თავისი მოვალეობის სათანადოდ შესრულებისთვის საკმარისი რესურსებით უნდა აღჭურვოს.
მე მჯერა, რომ ამგვარად გაგებული განათლება მეცნიერებისა
და ხელოვნების ყველაზე სრულყოფილ და უშუალო ერთობას ქმნის, რომლის წარმოსახვაც შესაძლებელია მხოლოდ საკაცობრიო გამოცდილებით.
მე მჯერა, რომ ამგვარად, ადამიანის შესაძლებლობათა გამოკვეთა
და მათი საზოგადოების სამსახურში ჩაყენება უზენაესი ხელოვნებაა; იგი თავის სამსახურში
საუკეთესო ხელოვანებს უხმობს; ამგვარ საქმეში არანაირი ალღო, სიმპათია, ტაქტი,
შესრულების უნარი არ არის გადაჭარბებული.
მე მჯერა, რომ ფსიქოლოგიური მეცნიერებისსაშუალებით, რომელიც ინდივიდის სტრუქტურისა და განვითარების კანონების
წვდომის საშუალებას იძლევა, სოციალური
მეცნიერების განვითარებას ითვალისწინებს, ინდივიდთა სწორი ორგანიზების შესახებ ჩვენს ცოდნას
ამდიდრებს, შესაძლებელია საგანმანათლებლო მიზნების ყველა სახის სამეცნიერო რესურსის ამუშავება.
მე მჯერა, რომ როდესაც მეცნიერება და ხელოვნება საერთო
ძალით ერთიანდება,
მიიღწევა წარმმართველი ადამიანური ქცევა, მოქმედების ნამდვილი სათავეების გაცოცხლება და უდიდესი
ძალისხმევა, რაც ადამიანურ ბუნებას ძალუძს გაწიოს.
მე მჯერა, რომ მასწავლებელი არა მხოლოდ ინდივიდთა წვრთნითაა
დაკავებული, არამედ ის მონაწილეობას იღებს საზოგადოებრივი ცხოვრების ფორმირებაში.
მე მჯერა, რომ თითოეულმა მასწავლებელმა უნდა გააცნობიეროს
საკუთარი მოწოდების კეთილშობილება; რომ ის საზოგადოების მსახურია, რომელიცსათანადო წესრიგის შენარჩუნებისა
და საზოგადოების ჭეშმარიტი გზით განვითარების უზრუნველსაყოფად განაწესეს.
მე მჯერა, რომ ამ გაგებით, მასწავლებელი მუდამ ჭეშმარიტი
ღმერთის წინასწარმეტყველი და წინამძღოლია ღვთის ჭეშმარიტი სასუფეველისკენ.
კითხვის უნარის გასაუმჯობესებელი სავარჯიშოები. წაკითხულის გააზრება (ნაწილი II)
კლასში ბავშვის სტატუსზე მოქმედი ფაქტორები და სოციალური კომპეტენციის მნიშვნელობა უმცროს სასკოლო ასაკში
შიდასასკოლო შეფასების მექანიზმები (ნაწილი III)
სტატიის მეორე ნაწილში განვიხილეთ შეფასებისა და მონიტორინგის ეტაპები ვირტუალური სკოლის მაგალითზე. ამჯერად ყურადღებას
გავამახვილებთ უშუალოდ შეფასებისა და მონიტორინგის მეთოდოლოგიაზე და მათი სწორად გამოყენების
ხერხებზე.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, არ არსებობს კონკრეტული მეთოდი,
მხოლოდ შეფასების ან მონიტორინგის პროცესს რომ ეკუთვნოდეს. მთავარია,შევარჩიოთ მიზნის შესაბამისი ხერხი და გამოვიყენოთ სწორად. თავდაპირველად
განვიხილოთ ისეთი ფართოდ გავრცელებული კვლევის მეთოდები, როგორებიცაა ფოკუსჯგუფი და გამოკითხვა.
1. ფოკუსჯგუფი
ფოკუსჯგუფი წარმოადგენს ჯგუფური ინტერვიუს ერთ-ერთ ფორმას.
შეიძლება მისი ჩატარება გამოკითხვის ან ინტერვიუს წინაპირობად, რათა დაზუსტდეს კითხვები
და ფოკუსირება მოხდეს იმ ასპექტებზე, რომლებიც მკვლევარს აინტერესებს. მაგალითად, თუ
დირექციას სურს გაიგოს მშობლების დამოკიდებულება სკოლაში არსებული წესებისა და დისციპლინური
სახდელების მიმართ, შეიძლება შეკრიბოს სხვადასხვა საფეხურის/კლასის მშობლების
10-12-კაციანი ჯგუფი და გამართოს მათთან ჯგუფური ინტერვიუ. აქ დიდი მნიშვნელობა ენიჭება
პროცესის წამყვანს. მან ხელი უნდა შეუწყოს მონაწილეთა შორის არაფორმალური გარემოს შექმნას,
რათა საუბარი უფრო გულახდილად წარიმართოს. შეხვედრაზე დაბალანსებული უნდა იყოს დირექტიულობა
და თემიდან გადახვევამ ბევრი დროის დაკარგვა ან საკვლევი თემის იგნორირება არ უნდა
გამოიწვიოს. ინტერვიუერის მოვალეობაა შედეგების აღნუსხვა შემდგომი ანალიზისთვის: აუდიოჩაწერა
(მონაწილეთა თანხმობის შემთხვევაში) ან ჩანაწერების გაკეთება.
მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინება, რა თემაზე გვსურს
ფოკუსჯგუფის ჩატარება. წევრთა რაოდენობა არ უნდა იყოს არც მეტისმეტად ცოტა, არც მეტისმეტად
ბევრი და ყოველ მათგანს ერთგვაროვანი გამოცდილება უნდა ჰქონდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში
დისკუსიას აზრი დაეკარგება და არარეპრეზენტატიულიგახდება.
ფოკუსჯგუფის შემთხვევაში ინტერაქცია მიმდინარეობს ჯგუფის
წევრებს შორის და, ინტერვიუს სტანდარტული ფორმატისგან განსხვავებით, ინტერვიუერი დომინანტად
არ გვევლინება. მონაწილეები განიხილავენ მკვლევარის მიერ შეთავაზებულ თემას და ვიღებთ
არა ინდივიდუალურ, არამედ კოლექტიურ მოსაზრებებს. ფოკუსჯგუფი ხელოვნურად შექმნილი გარემოა,
სადაც კონკრეტული საკითხის განსახილველად სპეციალურად შერჩეული ადამიანები არიან შეკრებილი.
ეს ხელოვნურობა ფოკუსჯგუფის ძალაცაა და სისუსტეც. მიუხედავად იმისა, რომ გარემო ხელოვნური
და კონკრეტულ საკითხზე ფოკუსირებულია, იგი გვაძლევს ისეთი მიგნებების საშუალებას, როგორსაც
ვერ გავაკეთებდით სტანდარტული ინტერვიუს ან გამოკითხვის დროს. ფოკუსჯგუფი ეკონომიურია
დროის თვალსაზრისითაც – მოკლე პერიოდში შესაძლებელია დიდი რაოდენობის ინფორმაციის მობილიზება.
მისი ნაკლი კი ის არის, რომ მონაცემები კონკრეტული სკალით ვერ გაიზომება, არ არის თვლადი
და შესაძლოა გაცილებით ნაკლები იყოს, ვიდრე მივიღებდით მასშტაბური გამოკითხვის შედეგად.
ფოკუსჯგუფი გამოდგება:
1. კონკრეტულ და საინტერესო სფეროზე ორიენტირებისთვის;
2. შემდგომი ინტერვიუს/კითხვარების თემების, საკითხებისა
და გეგმების შემუშავებისთვის;
3. თვისებრივი მონაცემების შეკრებისთვის;
4. მონაცემების სწრაფად და იაფად შეკრებისთვის;
5. დამოკიდებულებების, ღირებულებებისა და მოსაზრებების
შესახებ მონაცემების შეკრებისთვის;
6. ჯგუფების წასახალისებლად, ხმამაღლა გამოხატონ საკუთარი
მოსაზრებები;
7. უკვე ჩატარებული კვლევებიდან უკუკავშირის მისაღებად.
2. გამოკითხვა
გამოკითხვა კვლევის ერთ-ერთი გავრცელებული მეთოდია.
მის ინსტრუმენტად უმეტესად კითხვარი გვევლინება. მისი გამოყენება მოხერხებულია ფართომასშტაბიანი
გამოკითხვების დროს, როდესაც ინტერვიუერი ვერ ახერხებს ყველა რესპონდენტთან ინდივიდუალურ
გასაუბრებას. ფოკუსჯგუფისგან განსხვავებით, კითხვარებისგან მიღებული ინფორმაცია თვლადია
და შესაძლებელია მისი რაოდენობრივად ასახვა. ამ მეთოდს, ისევე როგორც ყველა სხვას,
აქვს დადებითი და უარყოფითი მხარეები. დადებით მხარედ შეიძლება მივიჩნიოთ ის, რომ მონაცემების
რაოდენობრივი ასახვა ფოკუსჯგუფთან შედარებით სანდოობის უფრო მაღალ ხარისხს გვაძლევს.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ კითხვარის ფორმატით რესპონდენტი შეზღუდულია და ვერ გამოთქვამს
მოსაზრებებს, რომლებიც შესაძლოა ჯგუფში მსჯელობის დროს გამოიკვეთოს და მნიშვნელოვანი
იყოს კვლევისათვის.
კითხვარების სტრუქტურა სხვადასხვაგვარია. მკვლევარი
თავად წყვეტს, რა სქემა შესთავაზოს რესპონდენტს. კითხვარები დახურული და ღია კითხვებისგან
შედგება. დახურულ კითხვებზე პასუხი შეიძლება იყოს მხოლოდ „დიახ/არა”, განსხვავებით
ღია კითხვებისგან, სადაც რესპონდენტს საკუთარი მოსაზრების გამოთქმის საშუალება ეძლევა.
წარმოგიდგენთ კითხვების სხვადასხვა ტიპის ფორმულირებას:
(დახურული კითხვა)
1. მონაწილეობთ თუ არა სასკოლო სასწავლო გეგმის შემუშავებაში?
o
დიახ
o
არა
(ღია კითხვა)
1. გამოხატეთ
თქვენი დამოკიდებულება სასკოლო ფორმების მიმართ
კითხვარი შეიძლება მოიცავდეს რამდენიმე პასუხს. მაგალითად,
კითხვას „რამდენად ხშირად ხვდებით თქვენი შვილის კლასის დამრიგებელს?” აუცილებელია,
თან ახლდეს დაზუსტება, რამდენი სავარაუდო პასუხის არჩევა შეუძლია რესპონდენტს. შესაძლებელია
პასუხის ისეთი ვარიანტების ჩართვაც, რაც მონაწილეს საკუთარი ვარიანტის გამოთქმის საშუალებას
მისცემს.
1. რამდენად ხშირად ხვდებით თქვენი შვილის კლასის დამრიგებელს?
o
კვირაში ერთხელ
o
კვირაში რამდენიმეჯერ
o
თვეში ერთხელ
o
თვეში რამდენიმეჯერ
o
სხვა
________________
შეიძლება კითხვარის შედგენა რანჟირების ფორმით, მაგ.:
1) მიანიჭეთ ყველაზე მაღალი ქულა
(5) იმ საკითხს, რომლის განხილვაც გსურთ დირექციასთან:
o
სკოლაში არ არის სათანადო მატერიალური რესურსები;
o
ყველა მასწავლებელი არ არის ინფორმირებული სკოლაში მიმდინარე
ცვლილებების შესახებ;
o
დისციპლინის პრობლემები დღემდე მოუგვარებელია;
o
სკოლაში მოსაწესრიგებელია სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები;
o
ყველა მასწავლებელი არ არის ჩართული სასკოლო სასწავლო
გეგმის შემუშავებაში.
შეიძლება რეიტინგის სკალების გამოყენება პასუხების დიფერენციაციისთვის,
მაგ.:
1) შეაფასეთ სკოლაში მატერიალური
რესურსის მდგომარეობა (შემოხაზეთ: 10 – ყველაზე მაღალი, 1 – ყველაზე დაბალი)
მაღალი 10 9 8 7 6 5 4 3 2 1 დაბალი
კითხვარის შედგენისას უნდა ვეცადოთ, კითხვები ისე ჩამოვაყალიბოთ,
რომ საბოლოო შედეგზე ამან უარყოფითი გავლენა არ მოახდინოს. რამდენიმე პრაქტიკული რჩევა
მკვლევარს კითხვარის სწორად შედგენაში დაეხმარება.
უნდა ვეცადოთ, თავიდან ავიცილოთ:
მიმართულების მიმცემი
კითხვები, რომლებიც რესპონდენტს პირდაპირ
უბიძგებს ამა თუ იმ პასუხისკენ. მაგ.: გაკვეთილის ლექციის სახით წაარმართვას ანიჭებთ
უპირატესობას თუ ჯგუფური მუშაობის პრინციპით, რომელსაც რეალური სარგებელი მოაქვს?
მაღალფარდოვან და გადატვირთულ
ტერმინოლოგიას და რთულ ქვეწყობილ წინადადებებს.
წინააღმდეგ შემთხვევაში ესა თუ ის საკითხი გამოკითხულთა დიდი ნაწილისთვის შესაძლოა
გაუგებარი დარჩეს, რაც საბოლოოდ შედეგებზე აისახება.
გამაღიზიანებელ კითხვებსა
და ინსტრუქციებს, რომლებიც გამოკითხულთა
ნაწილს აიძულებს, ყურადღება გაამახვილონ არა კითხვის შინაარსზე, არამედ საკუთარ ემოციებზე.
უარყოფის ან ორმაგი უარყოფის შემცველ კითხვებს, მაგ.: რამდენად ხართ დარწმუნებული, რომ არც ერთ იმ
მასწავლებელს, რომელსაც სრულ განაკვეთზე, სულ მცირე, ორი წლის განმავლობაში არ უსწავლებია,
სამსახურიდან მოუწყვეტლად შემოთავაზებულ სერტიფიცირებულ კურსებზე არ გაუშვებენ?
მეტისმეტად ბევრ ღია კითხვას. ხშირად გამოკითხულები თავს არიდებენ იმ ტიპის კითხვარების
შევსებას, რომლებიც წერილობით აზრის ჩამოყალიბებას გულისხმობს. ბევრი ღია კითხვისგან
შემდგარი კითხვარი ქმნის საშიშროებას, რომ ფორმების უმრავლესობა შეუვსებელი დაუბრუნდეს
მკვლევარს. თუ კითხვარში ბევრი ღია კითხვის დასმის აუცილებლობაა, სასურველია, დავფიქრდეთ
მეთოდის შეცვლაზე (მაგ., ინტერვიუზე).
ბუნდოვან და ისეთი შინაარსის
კითხვებს, რომელთა ინტერპრეტირება სხვადასხვაგვარად შეიძლება. ამ შემთხვევაში რესურსების ხარჯვა სასურველ შედეგს ვერ
მოგვცემს და მიღებული შედეგის სანდოობაც საეჭვო იქნება.
დაბოლოს, მნიშვნელოვანია, რესპონდენტებს
წინასწარ ავუხსნათ კითხვარის შევსების მექანიზმი. ფართომასშტაბიანი გამოკითხვების დროს,
სადაც მონაწილეებთან პირადი ურთიერთობის საშუალება არ არის, კითხვარს სასურველია მოჰყვებოდეს
მოკლე ინსტრუქცია შევსების წესის შესახებ ან შედგენილი იყოს იმგვარი სქემით, რომ ხანგრძლივ
ახსნა-განმარტებას არ მოითხოვდეს.
ამინმჟავები და ღრუბლის გემი
ჩემკენ
დიდი გემი მოცურავს… ჩუმად, უხმაუროდ. საცაა თავზე წამადგება, მაგრამ ჯერ კიდევ მაქვს დრო,ვუმზირო. იალქნიანია… მოიცა,
დავითვალო… ერთი, ორი, სამი, ოთხი… უჰ, მეხუთე იალქანი მოსძვრა,
ცხვირიც ზედ მიჰყვა…
თვალსა და ხელს შუაიშლება.
ჰამაკში
ვწევარ და ღრუბლიან ცას შევჰყურებ. გემიც ღრუბლის იყო. ახლა ტრანსფორმაციას
განიცდის და გაურკვეველ ფიგურას ქმნის. ჩემს ერთ ნაცნობს ღრუბლების ეშინია. ასე
ამბობს, შეგრძნება მაქვს, რომ ჩამოწვებიან და გამსრესენო. გაუნათლებელი არ
გეგონოთ, ნეტა მისნაირი ნაკითხი ბევრი იყოს, მაგრამ მოკალით და ღრუბლების ეშინია.
მოიცა…
გარდასახვა დასრულდა და… არა, ნამდვილად არ ვცდები თორმეტხელა ადამიანები დიდ
გრიფონს ეომებიან. იქვე ცალთვალა ციკლოპები ჩამომსხდარან და ბრძოლას გულგრილი
სახით შესცქერიან. გრიფონი მათი მტერი არ არის და არც ჩაერევიან. უკან კიდევ ორი
ბორცვი დგას, ზედ კონწოხზე უთავო ადამიანები დადიან… რანაირად ხედავენ? უჰ,
ასეთი რამ პირველად ვნახე, თვალები მხრებზე აქვთ…
ჰო,
ვიგონებ… ამ ყველაფერს ღრუბლების
სამყაროში არ ვხედავ… უბრალოდ ჩემთვის წარმოვიდგინე. ახლა თქვენც წარმოიდგინეთ,
რა დაემართებაპატარა ბიჭს, ეს ყველაფერი რომ წაიკითხოს? 21-ე საუკუნეში არაფერიც არ დაემართება, ბევრს იცინებს, მაგრამ თუ შუასაუკუნეებია და პატარა
ბიჭი, ინდოეთისა და ჩინეთის შესახებ, მარკო პოლოს და სერ ჯონ მანდევილის ჩანაწერებს კითხულობს? ისიც არ
დაივიწყოთ, ეს ბიჭი ქრისტეფორე კოლუმბია. რა დაემართება-მეთქი? რა და
მოგზაურობის ჟინი შეიპყრობს.
დრო
გავა და ესპანეთის მონარქებისგან პროექტის დაფინანსებაზე დასტურს მიიღებს. მისი
ამალა სამი კარაველისგან შედგება – „პინდა”,
„ნინია” და „სანტა მარია”. თავად კი ზღვისა და ოკეანის ადმირალი და ესპანეთის
სამეფო გვირგვინის წარმომადგენელი ხდება. 1492 წლის 3 აგვისტოს 86 მოხალისესთან
ერთად ესპანეთის სანაპიროს დატოვებს.
წინ
დიდი გზაა და ის ათასგვარი ხიფათით არის სავსე. მეზღვაურები ნერვიულობენ, მალე წყვდიადის წყლებში შევლენ
(სწორედ ასე ქვია ადგილს პტოლემეუსის მიერ შედგენილ რუკაზე. აქვე ისიც უნდა დავწერო, რომ პტოლემეუსის მიერ შედგენილ
რუკებს,თურმე, მეფე
ვახტანგ მეექვსეც იცნობდა). გიგანტური წყალმცენარეები ოკეანის ზედაპირზე დაცურავენ
და გემებს ფსკერისკენ მიათრევენ. ადგილს, სადაც პტოლემეუსის თქმით, ასეთი ამბები
ხდებოდა სარგასოს ზღვას უწოდებენ. რეგიონი ჩრდილოეთ ატლანტის ოკეანის ცენტრალურ
ნაწილშია და დინებებით არის შემოსაზღვრული: დასავლეთით – გოლფსტრიმის, ჩრდილოეთით
– ჩრდილო–ატლანტიკური,
აღმოსავლეთით – კანარის,
სამხრეთით კი – ჩრდილო
ეკვატორული დინებით. აქ წყალმცენარეები
მართლაც უხვადაა, ოღონდ არაფერსაც არ მიათრევენ ფსკერისკენ. თუმცა მაშინ
მეთხუთმეტე საუკუნეში, ლეგენდების და მითების სჯეროდათ.
33-დღიანი ცურვის
შემდეგ 11 ოქტომბრის ღამეს კუნძული გამოჩნდა. კოლუმბს ის ჩინეთი ეგონა. სახელიც
უბოძა –სან სალვადორი – და
ესპანეთის საკუთრებად გამოაცხადა. ადგილობრივ აბორიგენებსაც გადახედ-გადმოხედა,
მიხვდა, რომ ალალი და დაუცველი ხალხი იყო… ჰოდა… ხომ იცით, როგორც
ხდება ხოლმე… მათი დამონება განიზრახა. კოლუმბი დიდი მოგზაური კი იყო, მაგრამ
სული ერთი ჩვეულებრივი ვაჭრისა
ჰქონდა და ოქრო და დიდება აინტერესებდა.
თუ
პირველ მოგზაურობას შვიდი წლის განმავლობაში ამზადებდა, მეორის მომზადებას მხოლოდ ხუთი თვე მოანდომა. ჰო, დამავიწყდა
მეთქვა, რომ ესპანეთში გმირად დაბრუნდა და ახალი აღმაფრენით, გაზრდილი
დაფინანსებითა და 17 გემისგან შემდგარი
ფლოტით 1493 წლის სექტემბერში ახალი
თავგადასავლებისკენ გაეშურა.
შემდეგ
იყო მესამე და მეოთხე მოგზაურობა. კოლუმბი
აღარ იყო ადრინდელიკოლუმბი. ამას ჯერ მხოლოდ თვითონ გრძნობდა და თავს უძალიანდებოდა, არ ეპუებოდა.
რამდენი
ადამიანია ასე… დაღლილია და არ იმჩნევს.
რამდენი ადამიანი უკვე დაღლილი იღვიძებს, მაგრამ რაღაც უხილავი ძალის მეშვეობით
დგება და ჩვეულ მოვალეობებს ასრულებს. ეს
უხილავი ძალა ვისთვის პასუხისმგებლობის გრძნობა და ვისთვის სტიმულია. ოღონდ ერთი
ეგ არის, გაჩერება არ შეიძლება.რადგან,როგორც იტალიელმა ღვთისმსახურმა და ალქიმიკოსმა ალბერ მაგნუსმა დაწერა თავის
წიგნში – დასვენების
სურვილი დამარცხების პირველი ნიშანიაო. ანუ, სანამ თქვენ ისვენებთ, ვიღაც მოძრაობს
და გაჯობებთო. ცხოვრება კიდევ შეჯიბრია და „თუ ერთი წამით თვალი მოუხუჭე, ისე
გაგთელავს, როგორც დიდოელი ლეკი ნაბადსა”.
1747
წელს ფრანგმა ფიზიოლოგმა კენემ ახალი ტერმინი დაამკვიდრა „albumineise” და 1751
წელს დიდრომ თავის ენციკლოპედიაში ცილა სწორედ ამ სახელით ჩაწერა. 1803 წელს ჯონ დალტონი მარტივი ცილების
– ალბუმინის და ჟელატინის ფორმულებს აქვეყნებს და ნათელი ხდება, რომ ცილა აზოტს
შეიცავს. ამ დროს კი ფრანგი ქიმიკოსი გე-ლუსაკი ცილების (სისხლის ფიბრინის და რძის
კაზეინის) ქიმიურ ანალიზს აკეთებს და განცვიფრებულია მათი
შემადგენლობის მსგავსებით. 1806 წელს ჯერ ლუი ვოკლენმა ამინმჟავა ასპარაგინი
გამოყო.იგივე გააკეთა 1820 წელს ანრი ბრაკონომ გლიცინისა და ლეიცინის ცილისგან გამოყოფით.
შემდეგ იყო კოსელი, ფიშერი, სამნერი, პოლინგი, სინგერი… მოკლედ, ამ ბატონებმა
დაადგინეს, რომ ცილა ბიოპოლიმერია და ამინმჟავებისგან შედგება. ადამიანის
ორგანიზმში შემავალი ცილები 20 ამინმჟავას სხვადასხვა კომბინაციისგან არის
შექმნილი და ამ ამინმჟავებს პროტეინგენური ეწოდება. თუმცა გამოყოფენ შეუცვლელ
და ცვლად ამინმჟავებს. შეუცვლელი ნიშნავს, რომ ჩვენს ორგანიზმში მათი სინთეზი არ ხდება,
არადა გვჭირდება.
შეუცვლელი
ამინმჟავებია: ვალინი, იზოლეიცინი, ლეიცინი, ლიზინი, მეთიონინი, თრეონინი,
ტრიფტოფანი, ფენილალანინი, არგინინი, ჰისტიდინი.
ჩვენ
დღეს იზოლეიცინი გვაინტერესებს. ეს ის ამინმჟავაა, რომელიც ენერგიაზე და ჰემოგლობინის კვლავ სინთეზზეა
პასუხისმგებელი. ეს ის ამინმჟავაა, რომლის მუდმივი ნაკლებობის დროსაც თავს მოშვებულად და დაღლილად ვგრძნობთ. ენერგიას აწარმოებს მაშინ, როდესაც
ნახშირწყლების დეფიციტია ორგანიზმში და ამ
პროცესს გლუკონეოგენეზი ეწოდება. თუმცა ოდნავ დავაკონკრეტებ… გლუკონეოგენეზი
ეწოდება არანახშირწყლოვანი ნაერთებიდან გლუკოზის ან გლიკოგენის ბიოსინთეზის
პროცესს. ამ პროცესს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სისხლში გლუკოზის დონის
მუდმივობის შენარჩუნებაში საკვების მიღებებს შორის პერიოდში. ამ დროს
გლუკონეოგენეზი ერთადერთი პროცესია, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი ხდება სისხლში გლუკოზის დონის
შენარჩუნება და ნერვული ქსოვილის და ერითროციტების მომარაგება გლუკოზით, რომელიც
მათი ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ენერგიის ერთადერთ წყაროს წარმოადგენს.
გლუკონეოგენეზის ინიცირება სხვა სუბსტრატებისგანაცაა შესაძლებელი. თუმცა დღეს
ყურადღებას ამინმჟავებზე
ვამახვილებ.
იზოლეიცინი
შეუცვლელია, ეს კი ნიშნავს, რომ ის საკვების მეშვეობით უნდა მივიღოთ. დღიური
მოთხოვნილება 3-4 გრამია, თუმცა მასსა და სხვა შეუცვლელ ამინმჟავას ვალინს და
ლეიცინს შორის აუცილებელია პროპორციის
დაცვა. ერთ მილიგრამ იზოლეიცინზე 2-2 მგ ვალინი და ლეიცინი უნდა მოდიოდეს.
დღიურად
სულ 200 გრამი ნუშის მირთმევა დაგვჭირდება, რომ იზოლეიცინის საჭირო რაოდენობა
მივიღოთ. ოღონდ ექიმები ნუშს ასე ხშირად და ამ რაოდენობით კატეგორიულად არ
გვირჩევენ.
სულ
100 გრამი ქათმის ხორცის მირთმევაა
საჭირო იზოლეიცინის კუთვნილი რაოდენობის მისაღებად.
ეს რაოდენობა ექიმებისთვისაც მისაღები ყოფილა.
120
გრამი თევზი უნდა
მივირთვათ, რომ იზოლეიცინის საჭირო რაოდენობა
მივიღოთ. რაც შეეხებათევზს, ისე მიყვარს, რომ თუ
მკითხავთ, ეს რაოდენობა ცოტაც კი არის და ამაში მგონი ექიმებიც დამეთანხმებიან.
გარდა
ამისა, ამ ამინმჟავას სხვადასხვა მარცვლეულსა და ხილში იპოვით, ოღონდ გაცილებით
მცირე რაოდენობით. ეს კი ნიშნავს, რომ მათი მირთმევა უფრო მეტი მოგიწევთ.
მოდით
მარცვლეულში, ხილსა და ბოსტნეულში იზოლეიცინის აღმოჩენა ვცადოთ. ის არაპოლარული
ჰიდროფობური რადიკალის მქონე ამინმჟავაა.
ავდგეთ
და… საკვლევ მასას 3-4 მლ 95%-იან აცეტონის ხსნარში გახსნილი ნინჰიდრინის
1%-იანი ხსნარი დავუმატოთ. წყლის აბაზანაზე მოვათავსოთ და ვურიოთ. ხსნარი
მოლურჯო-იისფერს მიიღებს, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ხსნარი იზოლეიცინს (და სხვა
ალფა-ამინმჟავებს) შეიცავს.
პირველ
ეტაპზე ამინმჟავასა და ნინჰიდრინს შორის შიფის ფუძე წარმოიქმნება, რომელიც შემდგომ
გადაჯგუფებას განიცდის და იხლიჩება, რის
შედეგადაც მიიღება ალდეჰიდი და ამინოდიკეტოჰიდრინდენი.
ეს
უკანასკნელი კონდენსირდება ნინჰიდრინის კიდევ ერთ მოლეკულასთან. წარმოქმნილი
ნაერთი ენოლიზაციის შედეგად შეიფერება და მას „რუემანის ლურჯი-იისფერი” ეწოდება.
რუემანი ის მეცნიერია, ვინც 1910 წელს ეს რეაქცია შეისწავლა.
ბუნებრივია,
ამ მარტივი ცდით ამინმჟავას რაოდენობას ვერ განსაზღვრავთ. მისი მიზანია ფერის ცვლილებით დაგვიდასტუროს,
რომ საკვლევი მასა შესაძლოა იზოლეიცინს (ასევე სხვა არა არომატულ ალფა
ამინმჟავებს) შეიცავდეს.
ამინმჟავების
აღმომჩენი მსგავსი ფერადი რეაქციები ბევრი ვიცით. უბრალოდ მათი მეშვეობით
იზოლეიცინს ვერ აღმოაჩენთ.
ცა
ლურჯია და ალაგ-ალაგ ღრუბლები დახეტიალობენ. ისევ მივშტერებივარ… საოცარი
ბრძოლები არ ჩანს… არც გრიფონები არიან და არც გოლიათები…
ჩემკენ
კვლავ დიდი გემი მოცურავს… გემი
ღრუბლისაა… ერთ ჩემს ნაცნობს ღრუბლების
ეშინია. მე კიდევ…
„ჩიტი
რომ ვიყო, ღრუბლის ქარავანს
არ
დავტოვებდი, მას ვდევდი მარტო,
ვაგლახ,
მხატვარი რატომ არა ვარ,
რომ
მხოლოდ თეთრი ღრუბლები ვხატო”
(შანდორ
პეტეფი. თარგმნა გრიგოლ აბაშიძემ)
წინასწარ განსაზღვრულობა
ასეც ვუთხარი მათ, ვისაც ნაადრევად და გაუცნობიერებლად მოუწია ძალიან მნიშვნელოვანი არჩევანის გაკეთება, ვინც ახლა იწყებს მუშაობას, ვინც პირველ სამსახურს ეძებს. მგონია, რომ რაც მეტი ხალხი აირჩევს პროფესიას სიყვარულით, მით მეტი პროფესიონალი იქნება ჩვენ გვერდით, მეტი პროდუქტიული ადამიანი, მეტი კარგად გაკეთებული საქმე.
ჩვენს თაობაზე საუბრისას, როგორც წესი, ბნელ 90-იანებს, გადატანილ ომებს და მძიმე სოციალურ პირობებს ახსენებენ. იმ შეხვედრის შემდეგ ვიფიქრე, რომ მძიმე სოციალურ პირობებზე არანაკლებ ძნელად გადასატანი წინასწარ განსაზღვრული მომავალი, გაუცნობიერებლად გაკეთებული არჩევანი და ათასობით თავისი საქმისადმი გულგრილი სპეციალისტია, რომელთა ხელშიც მერე კიდევ უფრო მეტი ხალხის ბედი აღმოჩნდება ხოლმე.
ათი წლის წინ, სკოლას რომ ვამთავრებდი, წინასწარ განსაზღვრული მომავალი ასეთი იყო: ბიჭების უმეტესობა ეკონომიკურზე აბარებდა და დღეში ათი კაცისგან მაინც მოისმენდი ჯადოსნურ სიტყვათშეთანხმებას: „საბანკო-საფინანსო”; გოგოები ჟურნალისტობაზე ოცნებობდნენ და ჰუმანიტარული ფაკულტეტის ვარიაციებზე ნაწილდებოდნენ: უცხო ენები – ფილოლოგიური – საერთაშორისო ურთიერთობები. ეს ერთგვარი მემკვიდრეობაა ჩვენი მშობლების ყოფისა, სადაც კაცები ინჟინერ-ეკონომისტები იყვნენ, ქალები კი – ან დიასახლისები, ან ექიმები და პედაგოგები. მაგრამ მაშინ სხვა რეალობა იყო, საბჭოთა კავშირში არავის უწევდა სამსახურის ძებნა და უკეთესი მდგომარეობისთვისაც არც პროფესიონალიზმი გახლდათ მაინცდამაინც აუცილებელი. სისტემა ასაქმებდა და ინახავდა ყველას, ვისაც კონკრეტულ ადგილას ყოფნა შეეძლო. სისტემას ხელს აძლევდა მასზე დამოკიდებული ადამიანები მყარი საყრდენის, საკუთარი თავის რწმენისა და ამბიციების გარეშე. ალბათ ამიტომაც იყო, იმპერიის დაშლის შემდეგ ასე რომ გაუჭირდა ხალხს ვექტორების პოვნა – არ იყვნენ დამოუკიდებლად ცხოვრებას მიჩვეულები.
ისინი, ვისაც რამდენიმე დღის წინ შევხვდი, სრულიად სხვანაირები აღმოჩნდნენ: სისტემის გამოზრდილი ადამიანების დამოუკიდებელი შვილები. ახალგაზრდები, რომლებმაც შეძლეს და მალევე აღიარეს პროფესიის არჩევისას დაშვებული შეცდომები, რომლებიც ხედავდნენ განათლების სისტემაში არსებულ ხარვეზებს და უკმაყოფილონი იყვნენ ამა თუ იმ სასწავლო პროგრამით. ცალკე მცხოვრები და საკუთარი ჯიბის ფულისთვის მომუშავე თავისუფალი ადამიანები. მათ იციან, რომ თუ მოინდომებენ, მიზანს მიაღწევენ და ასე ნაბიჯ-ნაბიჯ მიიწევენ სასურველი რეალობისკენ: ზოგი საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელებას გეგმავს, ზოგი – მარტო ცხოვრებას, ზოგი – ფინანსურ დამოუკიდებლობას, ზოგიც – ახალი სპეციალობის შეძენას.
კითხვის უნარის გასაუმჯობესებელი სავარჯიშოები (ნაწილი I)
კითხვის უნარი მოიცავს ორ კომპონენტს: კითხვის ტექნიკურ მხარეს და კითხვის აზრობრივ მხარეს. კითხვის ტექნიკური მხარე გულისხმობს კითხვის უნარს, კითხვის ტემპს (სისწრაფეს), კითხვის გამართულობას, აზრობრივი კი გამომსახველობასა და წაკითხულის გააზრებას.
კითხვის უნარი
კითხვის უნარის დაუფლების საწყის ეტაპზე ყველა ბავშვი კითხულობს დამარცვლით, შემდეგ პატარა სიტყვების გადაბმულად კითხვას სწავლობს და მერეღა იწყებს რთული სიტყვების გადაბმას. მხოლოდ ამის შემდეგ იყენებს ის კითხვის სინთეზურ მეთოდს ანუ მთელ წინადადებებს კითხულობს.
კითხვის უნარის გასაუმჯობესებლად შეიძლება გამოვიყენოთ შემდეგი განმავითარებელი სავარჯიშოები:
1. ტექსტში სიტყვის მოძებნა
ეს შეიძლება იყოს პატარა და ხშირად ხმარებული სიტყვების ძებნა: ის, ყველა, ან, ვინ და ა. შ., ასევე – აზრობრივად დაკავშირებული სიტყვების ძებნა. მაგალითად: „წაიკითხე სიტყვები და მოძებნე ბოსტნეულის აღმნიშვნელი სიტყვები” ან „მართალია თუ არა, რომ რიგით მეოთხე სიტყვა აღნიშნავს წელიწადის დროს?”
2. ტექსტის კითხვა სიტყვის დაბოლოებებში გამოტოვებული ასოებით
გზადაკარგუ… დავდივ… აი, დახედ… ჩემს სისხლი… ფეხსა – წყლ… დასალევ… რ… ჩავედი ხევ… , მაშ… ვიტკი… გული მიწუ… გუ… საბრა… დედაჩე…!
3. ტექსტის კითხვა სიტყვაში ნებისმიერ ადგილას გამოტოვებული ასოებით
სა…ლო …დაჩემი! მანამ დე… მყვ…და …ხალი, სულ ალერს… ვყვანდი
4. ისეთი ტექსტის კითხვა, რომელშიც გამოტოვებულია მთლიანი სიტყვები
დევმა კეცი ააცალა და ნაცარქექიაც ______ . ხმიადი გამოცხვა, ნანადირევიც ________ და ვახშამს შემოუსხდნენ.
5. გისოსებთან მუშაობა
6. ისეთი ტექსტის კითხვა, რომლის სიტყვებშიც ასოებია არეული
იყო და არა იყო რა, ვღისთ უკეთესი რა იქნებოდა!იყო ერთი დედილიბუ სამეფო, რომელსაცბრძენი და თლიარასამნი ხელმწიფე განაგებდა.
კითხვის ტემპი
კითხვის ტემპი (სისწრაფე) განისაზღვრება წუთში წარმოთქმული სიტყვების რაოდენობით. მოსწავლემ სასწავლო დატვირთვას რომ გაუძლოს, მისი კითხვის ტემპი მუდმივად უნდა იზრდებოდეს. ამას ხელს შეუწყობს შემდეგი სავარჯიშოები:
1. „დაეწიე”
მასწავლებელი ან მოსწავლე ტექსტს ხმამაღლა კითხულობენ, დანარჩენები ცდილობენ, გაუსწრონ მას (თავისთვის ჩუმად კითხულობენ და ეჯიბრებიან მკითხველს).
2. თითო წინადადების კითხვა წყვილებში ან ჯგუფებში
ვისი წყვილი (ჯგუფი) უფრო ადრე დაამთავრებს კითხვას. წყვილებში კითხვა ავარჯიშებს ყურადღებას და დადებითად მოქმედებს კითხვის უნარის განვითარებაზე.
3. დინამიკური კითხვა
დაფაზე ან ფურცელზე ჩამოწერილია 5-7 სიტყვა, რომლებშიც თანდათანობით იმატებს ასოების რაოდენობა.
4. ბინარული კითხვა
ორი მოსწავლე ერთდროულად კითხულობს ერთსა და იმავე ტექსტს.
5. „ბუქსირი”
მასწავლებელი კითხულობს ხმამაღლა და დროდადრო კითხვის ტემპს ცვლის. მოსწავლეები ცდილობენ, იკითხონ იმავე ტემპით.
6. „სატყუარა”
მასწავლებელი ან მოსწავლე ხმამაღლა კითხულობენ ნაცნობ ტექსტს და მასში ზოგიერთ სიტყვას სინონიმით ცვლიან.მოსწავლეები ეძებენ შეცვლილ სიტყვას.
7. „თავი და ბოლო”
მასწავლებელი იწყებს წინადადების კითხვას, მოსწავლეები პოულობენ მას ტექსტში და მასთან ერთად აგრძელებენ კითხვას.
8. „ვინ უფრო სწრაფად?”
დაფაზე დაწერილია წინადადება, მოსწავლეებს დარიგებული აქვთ ტექსტები. მასწავლებლის ნიშანზე მოსწავლეები ცდილობენ, სხვაზე ადრე იპოვონ ტექსტში ეს წინადადება.
გამართული კითხვა.
ეს უშეცდომო კითხვაა – ბგერების, მარცვლების, დაბოლოებათა გამოტოვების, შეცვლის, დამახინჯების გარეშე. ამ უნარის ფორმირებისთვის სასარგებლოა ყურადღებისა და მეხსიერების განმავითარებელი სავარჯიშოები.
დავალება 1.
ყურადღებით დააკვირდი სურათს
– რამდენი „ა” ასოა ცხრილში?
– რომელი ასოა ზედა მარცხენა კუთხეში? ქვედა მარჯვენა კუთხეში? – სურათზე წერია თუ არა სიტყვა „დავა”? რამდენჯერ წერია? რომელი ასო უნდა დავამატოთ, რომ მივიღოთ სიტყვა „ბადე”?
– რომელი ასოა ყველაზე მეტი და დიდი სურათზე?
– რომელია მეტი: ხმოვანი თუ თანხმოვანი?
დავალება2.
უპასუხეთ კითხვებს და ჩასვით გამოტოვებული ბგერები.
– რა ეწოდება საგანს, რომელსაც ვკითხულობთ?
– წელიწადის რომელი დროა ეს?
– რა ყვავილია ეს?
შენ შუბლს იხსნი და სიბნელეს ლეწავ
საქართველოს მოღრუბლულო ზეცავ…
ნეტავ მალე აღმობრწყინდეს მნათი,
მალე სხივი მოეფინოს ნეტავ!
– რომელი სიტყვით შეიძლება შევცვალოთ სიტყვები: ზეცა? მნათი?
დავალება 3.
მარცხენა ცხრილში მოცემული ციფრების თანმიმდევრობით გადაწერე რვეულში ასოები მარჯვენა ცხრილიდან (გადაწერას იწყებ მარცხენა ზედა ციფრიდან ჰორიზონტალური მიმართულებით). სწორი პასუხის შემთხვევაში მიიღებ გამოცანას. იპოვე პასუხი გამოცანაზე.
* გახაზე სიტყვები, რომლებიც მარცვალიცაა და სიტყვაც
რძე ტანკი მზე ყვავილი ტყე პირამიდა ფუნთუშა სვე მინდორი ძროხა შრე
დავალება 4.
* გაიმეორეთ მასწავლებლის ნათქვამი (მასწავლებელი წყვილებად ასახელებს ხმოვანებით მსგავს სიტყვებს)
დოლი – ბოლი, ღომი – ლომი, ტორი – ქორი.
* გაიმეორეთ ენის გასატეხი, წინადადება, ტექსტი.
* ისწავლეთ ლექსი.
ასევე სასარგებლოა სიტყვების კითხვა, რომლებიც:
* განსხვავდება ერთი ასოთი;
* მსგავსფუძიანია;
* მსგავს პრეფიქს-სუფიქსიანია.