დილით მანქანაში წყალი ჩავამატე. ავზიდან აპარებს და ყოველ დილით თუ არ შეავსე, პატარა საცობში მოხვედრისთანავე აადუღებს. მიტირეთ მერე. ამასობაში ქარმა თავისი ქნა და კაპოტი, რომელიც ბოლო დროს რევმატული მოხუცივით დაჯდომას ითხოვს, თავზე დამანარცხა. ძალიან გავმწარდი. ასე დადარდიანებული და თავატკივებული დავიძარი სამსახურისკენ. იქამდე მისასვლელად ცხრა არა, მაგრამ ერთი ზღვის გადალახვა კი მიწევს, თუმცა იმასაც ნახევრად ზღვა ეთქმის. თბილისისას ვგულისხმობ, ცხადია.
გზაზე ერთი ბიჭი მიდიოდა
თამაში და ინსცენირება სასწავლო პრაქტიკაში
განათლების მეცნიერებაში აღიარებულია, რომ ნამდვილი ცოდნა მხოლოდ აქტიური სწავლებით მიიღება, როცა იგი არა მარტო დამახსოვრებით, არამედ საკუთარი გონების დაძაბვითაა შეძენილი. ამის შესაბამისად, ჰუმანისტური სწავლება ისეთ მიდგომებს გვთავაზობს, რომელთა დროსაც სწავლების მთავარ მიზანს განსაზღვრავს განათლებული პიროვნების აღზრდის ძირეული ამოცანა, მოსწავლის ცნობიერება და მისი ბუნებრივი ინტერესები, რითაც სასწავლო პროცესი გამოდის ვიწრო საგნობრივი ხედვიდან და განვითარების ფართო პერსპექტივას სახავს.


გუნდი ___________________________________________ Vბ კლასი
გუნდის დასახელება
№ |
კრიტერიუმები |
ქულების რაოდენობა |
1. |
გუნდის სიმბოლო (ემბლემა)-VIIბ
|
|
2. |
გუნდში (Vბ) მუშაობის გამოცდილება (მაქსიმალურად თითოეული პუნქტის მიხედვით): ყველა ჩართულია; ესმით ერთმანეთის; ეხმარებიან ერთმანეთს; ესმით და ასრულებენ კაპიტნის/გუნდის განკარგულებებს. |
|
3. |
საშინაო დავალება (შემოქმედება) VIIბგუნდისთვის: Øრეფერატები; Øშეტყობინებები; Øგამოყენებითი ხელოვნება; Øნახატები. |
|
4. |
მითის ვიზუალიზაცია – თეატრალიზებული წარმოდგენა (VIIბკლასი): . მკითხველის გამოსვლა; . დადგმა; . როლის გათამაშება; . კოსტიუმების ელემენტების გაფორმება. |
|
5. |
ვიქტორინა: დამატებითი ქულები: 1. 1. 2. 2. 3. 3. 4. 4. 5. 5. |
|
6.
|
ბარელიეფი: VIIბ . ექსკურსიამძღოლის გამოსვლა; . თემის შესაბამისობა; . ვიზუალური მხარე.
|
|
7. |
გუნდის წევრთა ქცევა – Vბ
|
|
8. |
შთაბეჭდილებები – Xბ :
|
|
9. |
სხვა დანარჩენი – Xბ:
|
|
კარგი შვილი, თბილისი, მეცენატი, თაიგული… მოკლედ, სამოქალაქო განათლება
ამ დღეებში ცნობილი გახდა, რომ დაწყებით კლასებში დამოუკიდებელ საგნად სამოქალაქო განათლება (მე და საზოგადოება) დაემატება. ეს საპილოტე პროგრამა სექტემბრიდან საყოველთაო უნდა გახდეს. დეტალები თანდათან გაცხადდება, მაგრამ თავად მიდგომა რომ მართებულია, ეს კამათს არ იწვევს. მომავალი მოქალაქე პატარაობიდანვე უნდა მიეჩვიოს საკუთარი თავის შემეცნებას, სოციუმის წინაშე პასუხისმგებლობას, სოციუმში ქცევის წესებს, რომ მომდევნო კლასებში უფრო სერიოზულ ამოცანებს გაართვას თავი.
ეფექტური კომუნიკაციის პარამეტრები
შიფტერები და მათი მნიშვნელობა
თამაში და მისი მნიშვნელობა
რა არის თამაში და რითაა ის მნიშვნელოვანი?
ადამიანი წიგნების გადასახედიდან
ვარსკვლავური იდეალები
ლეონარდო დი კაპრიოს ისევ ინტერესით ვადევნებ თვალს. მისი სიყვარულისთვის საკმარისია თუნდაც ის ფაქტი, რომ გასულ წელს ეკოლოგიური პრობლემების მოსაგვარებლად საკუთარი ფონდიდან 3 მილიონი დოლარი გადარიცხა, რაც წყნარ ოკეანეში მცხოვრები ზვიგენების გადარჩენას უნდა მოხმარდეს.
“ჩვენი პლანეტის ოკეანეებზე ზრუნვა და მათში მცხოვრები ცხოველების დაცვა – ერთ-ერთი ძირითადი პრობლემაა, რომელიც დღეს კაცობრიობის წინაშე დგას”, – ამბობს მსახიობი.
,,მე ბრიტანელი ვარ და ვთვლი, რომ სწორია, როცა მეც იგივეს მიხდიან იგივე სამუშაოში, რასაც ჩემ კოლეგა მამაკაცებს. სწორია, როცა მაქვს შესაძლებლობა მივიღო გადაწყვეტილებები, რომლებიც შეეხება ჩემი საკუთარი სხეული განკარგვას. სწორია, როცა ქალები ჩართულნი არიან იმ პოლიტიკურ პროცესებში, რომლებიც გავლენას ახდენენ ჩემს ცხოვრებაზე. მაგრამ, სამწუხაროდ, მე არ შემიძლია ვთქვა, რომ ქალებს შეუძლიათ ისარგებლონ ამ უფლებებით ყველა ქვეყანაში. დღეს მსოფლიოს არცერთ ქვეყანას არ შეუძლია თქვას, რომ მან გენდერულ თანასწორობას მიაღწია.
მე გამიმართლა, რადგან მომეცა საშუალება მქონოდა ყველა ეს უფლება. მე მივიღე ეს პრივილეგია, რადგან ჩემს მშობლებს არ ვყვარებივარ უფრო ნაკლებად, მხოლოდ იმიტომ, რომ მე ქალად დავიბადე. ჩემს სკოლას არ დაუწესებია ჩემთვის შეზღუდვები, მხოლოდ იმიტომ, რომ გოგო ვიყავი. ადამიანებს, რომლებიც მე მეხმარებოდნენ, არ ჩაუთვლიათ, რომ მე ნაკლებ წარმატებას მივაღწევდი მხოლოდ იმიტომ, რომ ერთ დღესაც შესაძლოა ბავშვი გამეჩინა. ამ გენდერული თანასწორობის ელჩებმა მოახდინეს გავლენა ჩემ პიროვნებაზე და დამეხმარნენ ჩამოვყალიბებულიყავი ისეთად, როგორიც ახლა ვარ.
შეიძლება მათ არ იცოდნენ, მაგრამ ისინი ცვლიან მსოფლიოს. ჩვენ გვჭირდება უფრო მეტი ასეთი ადამიანი და თუ თქვენ კვლავაც გძულთ სიტყვა – ფემინიზმი, მაშინ უნდა იცოდეთ, რომ აქ სიტყვა არ არის მთავარი, მთავარია იდეა და აზრი, რომელიც ამ სიტყვის მიღმა იმალება, რადგან დღეს ძალიან ცოტა ქალს თუ აქვს საშუალება ისარგებლოს ყველა იმ უფლებითა და შესაძლებლობით, რომელიც მე მაქვს.
თქვენ ალბათ ფიქრობთ – ვინ არის ეს გოგო ,,ჰარი პოტერიდან”? რა უნდა მას გაეროში? ეს მნიშვნელოვანი კითხვებია. კითხვები, რომლებსაც მეც ვუსვამდი საკუთარი თავს. პასუხია – მე ვარ ადამიანი, რომელსაც ეს პრობლემები ანაღვლებს და სურს მოახდინოს ცვლილებები. ერთხელ ედმუნდ ბერკმა თქვა – ყველაფერი, რაც ბოროტ ძალას სურს იმისათვის, რომ გამარჯვებას მიღწიოს, არის ის, რომ კაცებმა და ქალებმა ერთად კარგი საქმის კეთება ვერ შეძლონ.
გულწრფელად, რომ ვთქვა მე ძალიან ვნერვიულობდი, როცა თქვენ წინაშე სიტყვით უნდა გამოვსულიყავი. შემდეგ, საკუთარ თავს ვკითხე – თუ არა მე, მაშინ – ვინ? თუ არა ახლა, მაშინ – როდის?
თუ თქვენ მართლაც გჯერათ თანასწორობის, მაშინ სწორედ თქვენ ხართ თანასწორობის ის ელჩები, რომლებზეც უკვე ვისაუბრე. ამ კამპანიის სახელწოდება წარმოადგენს გამაერთიანებელ სიტყვას და ეს არის მოძრაობა, რომელიც იბრძვის გაერთიანებისთვის. კამპანიას სახელად დაერქვა ,,HEFORSHE”. მე მსურს, რომ თქვენ გადმოდგათ ნაბიჯი წინ, რათა დაგინახოთ და თქვენს თავს ჰკითხოთ – თუ არა მე, მაშინ – ვინ? თუ არა ახლა, მაშინ – როდის?”
ემა ცხადია ერთადერთი ვარსკვლავი არ არის, რომელიც ქალთა უფლებების დაცვაზე კონცენტრირდა. რამდენიმე დღის წინ ანჯელინა ჯოლიმ დაარსა ძალადობის მსხვერპლი ქალების დასაცავი ორგანიზაცია. სამყაროს ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ ქალად აღიარებულმა ანჯელინამ სამოქალაქო აქტივიზმს უკვე წლებია მიჰყო ხელი. ის პერიოდულად ეწევა მკერდის კიბოს საინფორმაციო კამპანიას, აპელირებს ბავშვთა უფლებებზე, აქცენტს აკეთებს ოჯახის სიძლიერეზე. 7 პატარას ზრდის ბრედ პიტთან ერთად, რომელთაგან მათი ბიოლოგიური შვილი მხოლოდ 3-ია. 4 ბავშვი მათ სხვადასხვა კონფლიქტური რეგიონიდან ჰყავთ აყვანილი.
ბავშვების თემისადმი სენსიტიურია წერილის თავში ნახსენები ჯგუფის, spice girls-ის ერთ-ერთი ვარსკვლავის, ვიქტორიას მეუღლე, თავადაც ვარსკვლავი და ფეხბურთელი, დევიდ ბექჰემი, რომელმაც უნისეფთან ერთად მომდევნო სამი წლისთვის 7,1 მილიონი გირვანქა სტერლინგი გამოყო შეზღუდული შესაძლებლობების, მიგრანტი და ეთნიკურ უმცირესობაში მყოფი ბავშვებისათვის ინკლუზიური გარემოს შესაქმნელად.
სხვა ბევრი მაგალითის მოყვანაც შეიძლებოდა, მაგრამ ვფიქრობ, იმის საილუსტრაციოდ, რომ იდეალების ქცევამ დროთა განმავლობაში სახე მნიშვნელოვნად იცვალა, ესეც საკმარისია. სამყაროში, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ, იმდენად მძიმე და რთული პრობლემები არსებობს, აღარავის გვაქვს ფუფუნება, მხოლოდ ეფექტურ ლირიკას და ლამაზ ფიგურას დავჯერდეთ. საჭიროა დაუღალავი შრომა, აქტიური მოქმედება და რაც შეიძლება მეტი რესურსის მოძიება როგორც საკუთარ თავში, ასევე გარშემომყოფებში.
პრესტიჟი თუ შინაგანი მოწოდება?
ესე ისტორიის სწავლებაში
ავტობიოგრაფიული ალბომი (ნაწილი I)
„არ არსებობს სხვა გზა, გარდა მუსიკისა”.
