ორშაბათი, ივნისი 9, 2025
9 ივნისი, ორშაბათი, 2025

უმართავი ბავშვები

0

უმართავი ბავშვი ბევრი მშობლისთვის სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. ისინი, როგორც წესი, გაურბიან ასეთ ბავშვთან ერთად უცხო საზოგადოებაში მოხვედრას. ასევე, შიში იპყრობთ, როდესაც ოჯახში სტუმრად უცხო ადამიანი მოდის, რადგანაც არ იციან, თუ რას მოიმოქმედებს მათი პატარა, რა „სპექტაკლს დადგამს“  უცხო ადამიანების საყურებლად. იმისათვის, რომ ასეთ ბავშვთან ურთიერთობის სწორი ქცევითი სტრატეგია შევიმუშაოთ, სასურველია ვიცოდეთ, რა ქცევითი მახასიათელებით გამოირჩევა ის და რა მიზეზები განაპირობებს მის ქცევას.

უმართავი ბავშვის ძირითადი ქცევითი მახასიათებლები:

  • უფროსების მოთხოვნების შეუსრულებლობა და წესებისადმი დაუმორჩილებლობა;
  • მოჭარბებული მოტორული აქტივობა – ყველგან ძვრება, ყველაფერს ეხება, ყველაფრის ხელში ჩაგდება სურს. იქმნება შთაბეჭდილება, რომ ის ერთდროულად რამდენიმე ადგილასაა;
  • უყურადღებობა, უნებისყოფობა – ის ხან ერთ საქმეს კიდებს ხელს, ხან მეორეს, მაგრამ, ბოლომდე არაფერი მიყავს;
  • თავშეუკავებლობა – უმართავი ბავშვი სერიოზულ პრობლემებს უქმნის მასწავლებლებს თავისი თავშეუკავებლობით. უყვარს დასმულ შეკითხვებზე პასუხის ადგილიდან წამოძახება, ისე, რომ არც ფიქრობს შეკითხვის არსზე. გაკვეთილზე ყოველთვის პირველი გამორბის საპასუხოდ, თუმცა, გამოსვლის შემდეგ არ იცის რა თქვას;
  • მოსმენის უუნარობა – არ ესმის მისკენ მიმართული, მისი მისამართით ნათქვამი სიტყვები. ისე იქცევა, თითქოს მის გვერდით არავინ არის;
  • თანატოლებთან ურთიერთობის უუნარობა – არ შეუძლია ბავშვებთან თამაში, პირველივე წუთებიდან მათი ურთიერთობა ჩხუბში გადადის;
  • შენიშვნებზე არაადეკვატური რეაგირება – სრულიად უმნიშვნელო შენიშვნაც კი მასში აგრესიას იწვევს, იწყებს თავის მართლებას, ყველას საყვედურობს, ჩხუბობს და თავისას აგრძელებს; ჩნდება იმის საფრთხე, რომ რაღაცას დაამსხვრევს, გატეხს, ვინმეს ზიანს მიაყენებს.

დღეს, როგორც წესი, ბავშვის ზემოაღწერილ ქცევით მახასიათებლებს მის ჰიპერაქტიურობას მიაწერენ. რა თქმა უნდა, ბავშვის უმართავი ქცევის ერთ-ერთი მიზეზი ნამდვილად არის ჰიპერაქტიურობა, თუმცა, ის არის ერთ-ერთი და არა ერთადერთი მიზეზი. და, თუ ჩვენ გვინდა, რომ პატარას ქცევა მართვადი გავხადოთ, უნდა ვიპოვოთ ის რეალური მიზეზი, რომელიც მას ამგვარი მოქმედებისკენ უბიძგებს. ამასთან, გავითვალისწინოთ, რომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ეს მიზეზი შეიძლება განსხვავებული იყოს.

ბავშვის უმართავი ქცევის მიზეზები:

  • განვითარების თანდაყოლილი, ფსიქოფიზიოლოგიური თავისებურებები. ჰიპერკინეტიკური სინდრომი, რომელიც მოჭარბებულ ქაოსურ და უნებლიე მოძრაობებში იჩენს თავს და ქცევის დარღვევის სახით ვლინდება;
  • განვითარების კრიტიკული პერიოდები და ამ პერიოდებისთვის დამახასიათებელი ნიშნები – თუ ვამჩნევთ, რომ პატარა გახდა ჭირვეული, ჯიუტი, გაუგონარი და ჩვენს შენიშვნებზე ისტერიკით პასუხობს, დიდი ალბათობით ასეთი უმართავი ქცევის მიზეზი ასაკობრივი კრიზისია. ამგვარ სირთულეებს ვაწყდებით 1 წლის, 3-5 წლამდე და გარდამავალი ასაკის, მოზარდობის პერიოდის ბავშვებთან. უნდა ითქვას, რომ ეს ჩვეულებრივი მოვლენაა და ასაკობრივ თავისებურებებთან დაკავშირებული კრიზისები ყველა ნორმალურ ბავშვს აქვს, ის ნებისმიერი მათგანისთვის არის დამახასიათებელი. ცხოვრებაში მიმდინარე მოვლენებზე ჯიუტობით, ჭირვეულობით, გაუგონრობით, ისტერიკული რეაგირებით ბავშვი იზრდება, შეიმეცნებს სამყაროს, აღმოაჩენს ბევრ სიახლეს მასში და აცნობიერებს ნებადართულობის საზღვრებს;
  • შინაგანი არაკეთილდღეობის, დისკომფორტის დემონსტრირება – არცთუ იშვიათად უმართავი ბავშვები თავანთი ქცევით, რომელიც ჩვენთვის, როგორც წესი, მიუღებელია, დემონსტრირებას უკეთებენ თავიანთ შინაგან არაკეთილდღეობას და დისკომფორტს. მათი ყვირილი, ჭირვეულობა და ისტერიკაც კი ხშირად დახმარების მიღების მოთხოვნილების ნიშანია. ასეთი ქცევით ისინი მიგვანიშნებენ, რომ მათ აქვთ პრობლემები, სასწრაფოდ ჩვენი დახმარება ესაჭიროებათ და დაუყონებლივ მოითხოვენ მის მიღებას;
  • მშობლების არასწორი დამოკიდებულება ბავშვის ქცევის მიმართ – თუ პატარას ჯიუტობას, ჭირვეულობას, გაუგონრობას, დაუმორჩილებლობას უბრალოდ მისი ბავშვური სიცელქით ავხსნით, შეიძლება ჩვენ თავად გავხდეთ მისი უმართავი ქცევის მაპროვოცირებელი და წამახალისებელი. გავითვალისწინოთ, რომ პატარა არ იბადება ცუდ ბავშვად, ის უბრალოდ ისე იქცევა, როგორც მისთვის ნებადართულია მშობლების მხრიდან. თუ ჩვენ ყოველთვის მშვიდად შევხვდებით ბავშვის სოციალურად მიუღებელ ქცევებს და თავს დავიმშვიდებთ იმით, რომ ის ჯერ კიდევ პატარაა, არაფერი ესმის, გაიზრდება და შეიცვლება, მოგვიანებით, როცა ბავშვის უმართავი ქცევა უკვე სერიოზულად შემაწუხებელი გახდება, როგორც გარშემომყოფებისთვის, ასევე ჩვენთვისაც და მოვინდომებთ მის კორექციას, დიდი ალბათობით ჩვენი ყოველგვარი მცდელობა უშედეგო აღმოჩნდება;
  • მშობლების უყურადღებობა ბავშვის მიმართ და მათი მოუცლელობა პატარასთან ურთიერთობისათვის –   თუ ჩვენ სათანადო ყურადღებას არ ვაქცევთ ბავშვს და მასთან საკმარის დროს არ ვატარებთ, ეს შეიძლება ბავშვის არაადეკვატური და უმართავი ქცევის მაპროვოცირებელი გახდეს. პატარებისთვის გულგრილობაზე აუტანელი არაფერია. როგორც წესი, ისინი ნებისმიერი ხერხით ცდილობენ ჩვენი ყურადღების მიპყრობას. ერთმა ბიჭუნამ მშობლებისა და პედაგოგებისაგან საყვედურების მოსმენის შემდეგ ჩვენთან საუბარში სინანულით განაცხადა: „შეიძლება ცოტა უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ მე მირჩევნია მშობლები ჩემი საქციელის გამო მსაყვედურობდნენ, ვიდრე საერთოდ არ მაქცევდნენ ყურადღებას“;
  • უფროსების არათანმიმდევრულობა ბავშვის მიმართ წაყენებულ მოთხოვნებში – ბავშვის ქცევითი პრობლემები უფრო იმ ოჯახებში აღმოცენდება, სადაც მშობლები არათანმიმდევრული არიან მოთხოვნებში, არ ასრულებენ დანაპირებს, დღეს უკრძალავენ, ხვალ კი ნებას რთავენ; მამა ამბობს ერთს, დედა – მეორეს, სრულიად საწინააღმდეგოს, ბებია კი – მესამეს, რომელიც ორივე მშობლის მოთხოვნას ეწინააღმდეგება. ასეთ ოჯახებში ბავშვი ადვილად ახერხებს უფროსებით მანიპულირებას და „სპექტაკლების“ მოწყობას.

რეკომენდაციები უმართავ ბავშვთან ურთიერთობისათვის: 

  • უპირველეს ყოვლისა, იმისათვის, რომ გამოვრიცხოთ ბავშვის ქცევითი პრობლემების ნევროლოგიური საფუძვლები, კონსულტაციისათვის მივმართოთ ექიმ-ნევროლოგს. სამწუხაროდ, უმართავი ბავშვების მშობლები, როგორც წესი, არ ჩქარობენ ექიმისთვის მიმართვას და ეს მაშინ, როცა კონკრეტულ შემთხვევაში მკურნალობა ბავშვისთვის აუცილებელიც კი შეიძლება იყოს. ორგანული დაზიანების შემთხვევაში ნებისმიერი, ძალიან ეფექტიანი ფსიქოლოგიურ-პედაგოგიური მეთოდებიც კი ნახევარი ძალით იმუშავებს და სასურველ შედეგს არ მოგვცემს;
  • აუცილებელია, რომ უმართავ ბავშვთან ურთიერთობაში ვიყოთ ემოციურად გაწონასწორებული და ყვირილის, გაღიზიანებისა და ჩხუბის გარეშე ვესაუბროთ მას. ასეთი ბავშვის ქცევის ჩხუბით მართვა იგივეა, რომ აბობოქრებული სტიქიის შეჩერებას ყვირილით შევეცადოთ;
  • რადგანაც უმართავი ბავშვის სულში ქაოსი ბობოქრობს, მაქსიმალურად უნდა მოვაწესრიგოთ მისი ცხოვრება და შინაგანი სამყარო. ასეთი ბავშვებისთვის უფრო მეტად, ვიდრე ყველა სხვა დანარჩენისთვის აუცილებელია დღის რეჟიმის მკაცრად დაცვა. კარგი იქნება, თუ ბავშვთან ერთად ჩამოვწერთ და კედელზე გავაკრავთ მის მიერ დღის განმავლობაში განსახორციელებელი საქმიანობების ჩამონათვალს და თვალყურს ვადენებთ, რომ ის ბავშვმა დაიცვას და საკუთარი ნების მიხედვით არ შეცვალოს. გავითვალისწინოთ ისიც, რომ ამ ტიპის ბავშვთან ერთხელ თქმა და გაფრთხილება არ მოქმედებს და საჭირო იქნება რამდენჯერმე იმის შეხსენება, რომ ერთი საქმე დაასრულოს და მეორე დაიწყოს. თუ თამაშის დამთავრების დროა, ნუ მოვითხოვთ ბავშვისგან, რომ ის მან დაუყონებლივ დაასრულოს. წინასწარ გავაფრთხილოთ, რომ დრო იწურება. საერთოდ, როგორც უკვე ითქვა, უფროსებს გვიწევს, რომ ასეთ ბავშვს რამდენჯერმე ვთხოვოთ. ეს მათი თავისებურებაა და ამას ანგარიში უნდა გავუწიოთ;
  • უმართავ ბავშვთან, რომელიც, როგორც წესი, ადვილად ღიზიანდება, საჭიროა დიდი სიფრთხილე გამოვიჩინოთ შთაბეჭდილებების დოზირებისას. მისთვის სასიამოვნო, ნათელი შთაბეჭდილებების სიჭარბეც კი საზიანოა. თუმცა, ცხადია ამის გამო მას გართობას და მისთვის საინტერესო ადგილებში ყოფნას ვერ მოვაკლებთ. მაგრამ, თუ ვხედავთ, რომ ის იწყებს გაღიზიანებას, შფოთვას, უკეთესი იქნება მასთან ერთად დავტოვოთ ის ადგილი, სადაც ვიმყოფებით. არაფერი მოხდება, თუ ბოლომდე არ ვნახავთ სპექტაკლს ან საცირკო წარმოდგენას. მხოლოდ გავითვალისწინოთ, რომ ბავშვის გამოყვანა დარბაზიდან ნუ იქნება მიწოდებული მისთვის, როგორც სასჯელი. უკეთესი იქნება, თუ ვეტყვით, რომ დავიღალეთ და დასვენება გვჭირდება;
  • შფოთვისა და გაღიზიანების მომენტში სასარგებლო იქნება ბავშვის დიალოგში ჩართვა. ამ დროს მას უნდა ვესაუბროთ არა მისი ცუდი ქცევის გამო, არამედ რაიმე განყენებულ, მისთვის საინტერესო თემაზე. დავუსვათ მარტივი შეკითხვები, რომლებიც არ საჭიროებს ვრცელ პასუხებს. გავითვალისწინოთ ისიც, რომ გაღიზიანებული ბავშვი ცუდად აზროვნებს, უჭირს განსჯა იმისათვის, რომ ჩაერთოს დიალოგში. მაგრამ, თუ ჩვენ სწორად წარვმართავთ საუბარს, ბავშვს მოუწევს ნებით, თუ უნებლიეთ გაიაზროს თავისი პასუხები და თავი დააღწიოს ემოციების ბატონობას, რაც, თავის მხრივ, მას საკუთარი ქცევის მართვაში დაეხმარება;
  • აუცილებელია, რომ საშუალება და შესაძლებლობა მივცეთ უმართავ ბავშვს, გადმოაფრქვიოს, დახარჯოს თავისი მოზღვავებული ენერგია. ამისათვის კარგი იქნება ასეთი ბავშვების სხვადასხვა სახის სპორტულ სექციებსა და ქორეოგრაფიულ სტუდიაში ჩართვა, ასევე მოძრავი თამაშების შეთავაზება და სუფთა ჰაერზე სეირნობა;
  • ვიყოთ მაქსიმალურად ყურადღებიანი ბავშვის მიმართ, რომ მას არ დასჭირდეს, როგორც ჩვენთვის, ასევე საზოგადოებისთვის მიუღებელი ქცევის განხორციელება ჩვენი ყურადღების მისაპყრობად. თუ ჩვენ ყურადღებიანი ვიქნებით ბავშვის პრობლემების მიმართ, მისი ქცევა ნორმაში ჩადგება. გავითვალისწინოთ ისიც, რომ ბავშვი ყველაფერს უფროსებისაგან სწავლობს, ამიტომ, შევეცადოთ გავხდეთ მისთვის მისაბაძი.

 

დაბოლოს, გავითვალისწინოთ, რომ უმართავი ბავშვების არსებობას განაპირობებენ ისეთი აღმზრდელები, რომელთაც არ შეუძლიათ თავი გაართვან ბავშვთან დაკავშირებულ სირთულეებს. გვახსოვდეს, რომ ჩვენ უფროსები ვართ მთავარი ინიციატორი ბავშვთან ურთიერთდამოკიდებულების ასაგებად. ამიტომ, კარგი იქნება, თუ ბავშვთან მუშაობის პარალელურად ჩვენ საკუთარ თავზეც ვიმუშავებთ და გავაანალიზებთ ჩვენ მიერ გამოყენებული აღზრდის მეთოდებს. ამ გზით ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ წარმატებას და  ბავშვის ქცევას მართვადს გავხდით.

 

 

 

ტექსტზე მუშაობა დაწყებით კლასებში

0

როგორი უნდა იყოს ოცდამეერთე საუკუნის მოქალაქე? უპირველეს ყოვლისა, მას უნდა შეეძლოს ინფორმაციის ოკეანეში ორიენტაცია, ინფორმაციის მოძიება, გაცხრილვა, მთავარისა და მეორეხარისხოვანის ერთმანეთისგან გარჩევა, სიტუაციის ანალიზი, პრობლემის იდენტიფიცირება, მიზეზის დადგენა, გადაჭრის გზების პოვნა.

მასწავლებლებსა და მშობლებს შორის დღემდე დამკვიდრებულია საკითხისადმი ტრადიციული მიდგომა: თუ დაწყებითი კლასების მოსწავლე კარგად კითხულობს და გადმოსცემს წაკითხულს, წარმატებულ მოსწავლედ მიიჩნევა. არავის აინტერესებს, შეუძლია თუ არა მას მიღებული ცოდნის სხვა კონტექსტში გამოყენება.

მასწავლებელს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი როლი აკისრია დაწყებითი კლასების მოსწავლეებში კრიტიკული აზროვნებისა და ამოცანების გადაჭრისთვის საჭირო უნარ-ჩვევების ჩამოყალიბების პროცესში. მისთვის გამოწვევას წარმოადგენს ამ მნიშვნელოვანი მიზნის „გადაქცევა“ მოსწავლის განვითარებისთვის შესაფერის აქტივობებად. ეს შესაძლოა მეტისმეტად რთული მოგვეჩვენოს. სინამდვილეში ხშირად არსებული მიდგომის ოდნავ შეცვლაც საკმარისია. მასწავლებლებს შეუძლიათ, შექმნან გარემო, რომელშიც მოსწავლეებს ექნებათ შესაძლებლობა, მოახდინონ სამუშაო მასალის იდენტიფიცირება, გააანალიზონ სხვადასხვა მახასიათებელი, იპოვონ მსგავსებები და განსხვავებები. აგრეთვე მასწავლებლებს შეუძლიათ დროისა და სივრცის გამოყოფა გონებრივი იერიშისთვის, გეგმების დაწყობისა და შემოწმებისთვის. გთავაზობთ იმ ხერხებს, რომლებიც მცირეწლოვან მოსწავლეებს დაეხმარება, იმუშაონ ამოცანებზე და საკუთარ აღმოჩენებზე დაყრდნობით ისწავლონ.

კრიტიკული აზროვნების ცნობილი მკვლევარი დ. კლუსტერი განსაზღვრავს კრიტიკული აზროვნების შემდეგ ძირითად პრინციპებს:

  1. კრიტიკული აზროვნება არის დამოუკიდებელი აზროვნება. ამგვარად, აზროვნება შეიძლება იყოს კრიტიკული მხოლოდ მაშინ, როდესაც ის ინდივიდუალურია;
  2. ინფორმაცია წარმოადგენს კრიტიკული აზროვნების საწყის და არა საბოლოო პუნქტს. ცოდნა აჩენს მოტივაციას, რომლის გარეშეც ადამიანს არ შეუძლია იაზროვნოს კრიტიკულად.
  3. კრიტიკული აზროვნება იწყება საკითხის წამოჭრითა და გადასაჭრელი პრობლემის გააზრებით.
  4. კრიტიკული აზროვნება მიისწრაფვის სარწმუნო არგუმენტაციისკენ. კრიტიკულად მოაზროვნე ადამიანი პოულობს პრობლემის გადაჭრის საკუთარ გზას და ამყარებს საკუთარ გადაწყვეტილებას გონივრული არგუმენტებით, საფუძვლიანი მოსაზრებებით. არგუმენტაციის სტრუქტურული ელემენტებია: მოსაზრება, მტკიცებულება, დასაბუთება და საფუძველი. ეს უკანასკნელი ყველა დანარჩენი ელემენტის ათვლის წერტილია. საფუძველი – ეს ის წანაპირობაა, რომელიც საერთოა ორატორის ან მწერლის და მათი აუდიტორიისთვის. საფუძველს ეყრდნობა მთელი არგუმენტაცია.
  5. კრიტიკული აზროვნება სოციალური მოვლენაა, რამდენადაც ყოველი მოსაზრების გამოცდა და დახვეწა ხდება მაშინ, როდესაც მას ვუზიარებთ სხვებს, ან, როგორც ფილოსოფოსი ჰანა არენდტი წერს: „სრულყოფილება მიიღწევა მხოლოდ ცოცხალ ურთიერთობაში, ვისიმე თანდასწრებით“.

მე თვითონ ხშირად ვიყენებ პრობლემაზე ორიენტირებულ სწავლებას როგორც ფორმალური, ისე არაფორმალური განათლების აქტივობებში, მაგალითად, პროექტებში. ვცდილობ, ჩემი პატარები დაწყებითი კლასებიდანვე შევაჩვიო კრიტიკულ აზროვნებას.

მინდა გაგიზიაროთ გამოცდილება იმ აქტივობათა შესახებ, რომლებიც მესამე კლასში ჩავატარე. შედეგიდან გამომდინარე, ვფიქრობ, მიზანს მივაღწიე. მოსწავლეებმა შესანიშნავად გაართვეს თავი ჯგუფურ სამუშაოს – მოიფიქრეს პრობლემის გადაჭრის მრავალი გზა.

 

თემა: საინფორმაციო ტექსტი „პანდა“

მიზანი: მოსწავლეებმა შეძლონ საინფორმაციო ტექსტის წაკითხვა, მისი გაგება-გააზრება, პრობლემის იდენტიფიცირება, გააზრება და გადაჭრის გზების ძიება. აქტივობა ავითარებს კრიტიკული აზროვნებისა და თანამშრომლობის უნარებს.

 

ესგ-სთან შესაბამისობა:

 

ქართ. დაწყ.(I). 6. მოსწავლემ უნდა შეძლოს გაწაფულად კითხვა.

  • თავისუფლად კითხულობს ნაცნობ და უცნობ სიტყვებს, ცდილობს დაიცვას სათანადო ტემპი; ხმამაღლა კითხვისას იცავს პაუზას სასვენ ნიშნებთან.

ქართ. დაწყ.(I). 7. მოსწავლემ უნდა შეძლოს სტანდარტით განსაზღვრული სხვადასხვა ტიპის ტექსტების წაკითხვა და გაგება-გააზრება, ტექსტში ვერბალური და არავერბალური ფორმით მოწოდებული ინფორმაციის (მაგ., ილუსტრაციისა და ტექსტის) ურთიერთადაკავშირება.

  • ტექსტში ეძებს და პოულობს კონკრეტულ ინფორმაციას (როდის, სად, რამდენი, როგორი, რამდენ ხანს, რამდენჯერ და სხვ.);
  • ამოიცნობს ტექსტში მოცემულ სხვადასხვა ინფორმაციას შორის არსებულ მიზეზშედეგობრივ კავშირებს, გამოაქვს სათანადო დასკვნა.

 

ქართ. დაწყ.(I). 12. მოსწავლემ უნდა შეძლოს კითხვის ნაცნობი სტრატეგიების გამოყენება მიზნის შესაბამისად.

  • აჯგუფებს ინფორმაციას კონკრეტული ნიშნით;
  • ცდილობს უცნობი სიტყვების ახსნას კონტექსტის გათვალისწინებით;
  • ილუსტრაციებზე, სათაურზე დაყრდნობით გამოთქვამს ვარაუდს ტექსტის შინაარსის შესახებ.

 

N აქტივობის აღწერა მეთოდი / მეთოდები კლასის ორგანიზების ფორმა სასწავლო რესურსები
1. მასწავლებელი ესალმება კლასს. აღრიცხავს მოსწავლეთა დასწრებას. მოსწავლეებს აცნობს გაკვეთილის თემას, მიზანს, შეფასების რუბრიკას. ვერბალური კომუნიკაცია მთელი კლასი ფლიპჩარტზე დაწერილი შეფასების რუბრიკა
  წინარე ცოდნის გააქტიურების მიზნით მასწავლებელი წერს დაფაზე სიტყვას „პანდა“. მოსწავლეები შეავსებენ ასოციაციურ რუკას. საერთო ინტერაქცია მთელი კლასი დაფა, ცარცი.
3 მასწავლებელი ახალი თემის გაცნობის მიზნით ავალებს კლასს, წაიკითხონ ახალი გაკვეთილის ტექსტი ჯერ ერთობლივად, მერე კი გაგრძელებებით. ქოროში კითხვა,

გაგრძელებით კითხვა

მთელი კლასი

ინდივიდუალურად

თაბახის ფურცლებზე დაბეჭდილი ტექსტი

 

4 ტექსტის სრულყოფილად გასაგებად მოსწავლეები შეეცდებიან, განმარტონ ლექსიკური ერთეულები. შეადგენენ წინადადებებს სიტყვებზე სხვა კონტექსტში. საერთო ინტერაქცია მთელი კლასი  დაფა, ცარცი

 

 

 

 

იმისთვის, რომ მოსწავლეებმა ვიზუალურად აღიქვან ტექსტში მოცემული ინფორმაცია, მასწავლებელი პროექტორით აჩვენებს დოკუმენტურ ფილმს „პანდა ველურ ბუნებაში“.

 

იმის გასარკვევად, როგორ გაიგეს და გაიაზრეს ტექსტი მოსწავლეებმა, მასწავლებელი დასვამს ტექსტის გასააზრებელ კითხვებს:

1) რამდენ კილოგრამს იწონის პანდა?

2) რა აქვს მას წინა თათზე?

3) სად ბინადრობს?

4) როგორ ცხოვრებას ირჩევს?

5) რატომ?

6) როდის სძინავს? როდის მოიპოვებს საზრდოს?

7) რატომ უწოდებენ პანდას ბამბუკის დათვს?

8) რამდენ გრამს იწონის მისი ნაშიერი?

9) რამდენი თვისაა პანდას ბელი, როდესაც დამოუკიდებლად სიარულს იწყებს?

10) რამ გამოიწვია პანდას რაოდენობის შემცირება?

11) რატომ არის შეტანილი პანდა წითელ წიგნში?

 

საშინაო დავალება: მიღებული ინფორმაციის განვრცობის მიზნით მასწავლებელი მოსწავლეებს ავალებს, მოიძიონ ინფორმაცია პანდასა და ადამიანის ურთიერთობის შესახებ.

 

შეფასების ტიპები და მეთოდები: მოსწავლეები შეფასდებიან დაკვირვების საფუძველზე განმავითარებელი კომენტარებით.

 

მოსწავლის შეფასების რუბრიკა

 

N შეფასების კრიტერიუმები გასაუმჯობესებელი კარგი საუკეთესო
1 მოსწავლე კითხულობს ახალ საინფორმაციო ტექსტს ყურადღებას არ აქცევს სასვენ ნიშნებს, უჭირს ზოგიერთი სიტყვის ამოკითხვა კითხულობს, ყურადღებას არ აქცევს სასვენ ნიშნებს კითხულობს გაწაფულად
2 გაიაზრებს წაკითხულს უჭირს კითხვებზე პასუხის გაცემა პასუხობს კითხვების უმეტესობას მასწავლებლის ყველა კითხვას სწორად და სხარტად პასუხობს

 

 

3 გაიაზრებს პრობლემას, ასახელებს გადაჭრის გზებს უჭირს მასწავლებლის დახმარების გარეშე პრობლემის იდენტიფიცირება და გადაჭრის გზების ძიება პრობლემის იდენტიფიცირებას ახდენს მასწავლებლის დახმარებით, ასახელებს გადაჭრის გზებს ახდენს პრობლემის იდენტიფიცირებას, ასახელებს გადაჭრის გზებს
4 თანამშრომლობს ჯგუფში თავს არიდებს თანამშრომლობას თანამშრომლობს თანამშრომლობს აქტიურად

 

 

ჯგუფური მუშაობის შეფასების რუბრიკა

 

კრიტერიუმები საშუალო კარგი საუკეთესო
ჯგუფის წევრების ჩართულობა ჩართულია 1-2 წევრი ჩართულია უმეტესობა ჩართულია ყველა წევრი
ჯგუფის წევრების შეთანხმებული მუშაობა ხშირად სჭირდებათ წესების შეხსენება იშვიათად იღებენ შენიშვნას მუშაობენ შეთანხმებულად

 

 

დროის ლიმიტის დაცვა ვერ ასწრებენ განსაზღვრულ დროში სამუშაოს დასრულებას მასწავლებლის შეხსენებით თითქმის ასწრებენ ზედმიწევნით იცავენ დროს
ჯგუფის პრეზენტაცია უჭირთ პრეზენტაციის გაკეთება აკეთებენ პრეზენტაციას მცირედი შენიშვნებით აკეთებენ პრეზენტაციას დამაჯერებლად

 

 

მნიშვნელოვნად მიმაჩნია, ჩემს მოსწავლეებს დაწყებითი კლასებიდანვე განვუვითარო კრიტიკული აზროვნების, ტექსტის ანალიზის, პრობლემის იდენტიფიცირების, გააზრებისა და გადაჭრის უნარები. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე აღნიშნული ტიპის გაკვეთილის ჩატარება. გაკვეთილის მთავარი მიზანი იყო: მოსწავლეებს წაეკითხათ საინფორმაციო ტექსტი, გაეზრებინათ, გამოეყოთ პრობლემა და დაესახათ მისი გადაჭრის გზები. მიმაჩნია, რომ მიზანს მივაღწიე.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

 

  1. https://mastsavlebeli.ge/?p=2190

თამარ ტალიაშვილი. რატომ უნდა ვასწავლოთ კრიტიკული აზროვნება? 21 ნოემბერი, 2013 წელი

 

  1. https://mastsavlebeli.ge/?p=1415

ანა ჯანელიძე. კრიტიკული აზროვნების განვითარება დაწყებითი განათლების საფეხურზე

ჩემი დაბადების დღე

0

ზუსტად 24 წლის წინ სკოლიდან შინ დავბრუნდი. რა აღსანიშნავი ამბავი ახლა ეს არის და მაშინ დღეც ზედმეტად ჩვეულებრივი იყო, დაზეპირებული და დაღეჭილი – ღობეზე მკვდარი ძარღვებივით შემოძენძილ ჟოლოს უსიამოვნო ჟრჟოლით, ქათმის წყლისასმელ თასში არეკლილი ბოტკინგადატანილი მზით, სადილად შემწვარი კარტოფილით და რაღაც ახლართული კომბინაცით დამზადებულ მჟავით. სწორედ სადილს მივუსწარი და მითხრეს, წადი, ბაბუაშენს დაუძახეო. ბაბუაჩემი უკან უნდა ყოფილიყო, თხილებში. გავიქეცი. უცნაურად იდგა. მაღლა. ხეზე. მერე მივხვდი, რომ კი არ იდგა – ქანაობდა. შემეშინდა და გამოვიქეცი.

ზუსტად 24 წლის წინ, ბაბუაჩემმა თავი ჩამოიხრჩო. თუ უფრო ზუსტად გაინტერესებთ – ქალაქ ოზურგეთისა და სოფელ ბოხვაურის საზღვარზე მდგარ თხილის ხეზე. თუ კიდევ უფრო ზუსტად გაინტერესებთ – ბაბუაჩემი დიდი და ვერახდენილი ოცნებების კაცი იყო, თავგადასავლებით და მარცხებით. მას მერე, მე გავრბივარ და ვცდილობ ბაბუაჩემი ჩამოვხსნა იმ თხილის ხიდან. იმ თხილის ხეზე ბევრი ტოტია და უამრავ რამეს გულისხმობს ის ტოტები – უიმედობას, ტკივილის, გასაჭირს, წარუმატებლობას. იმ ტოტებზე მეც ვკიდივარ და ასე საკუთარი თავის ჩამოხსნასაც ვცდილობ, ბაბუაჩემის მაგივრად.

ჰოდა ამ ჩამოხსნა-ჩამოხსნაში აპრილში 35 წლის გავხდი.
მამაჩემი, წესისამებრ, ოქტომბერში ჩამოვიდა. ოთხმოცდაათიანების შუა საუკუნეები იდგა. ზაფხულში სურებში ადიოდა, ჯერ თხილს აბინავებდა და მერე შეშას ამზადებდა. პატარა, ქოხისმაგვარი სახლი, უშუქობა, უმეზობლობა, უიმედოება. ბუხარი არის და ცეცხლის დანთება შეგიძლია, მაგრამ ამდენი სასტიკი უ-ს შემხედვარეს და შემგრძნობს, არც მაგის ხალისი გაქვს, თუნდაც გალუმპული იყო და გციოდეს… ჰოდა, მამაჩემი ოქტომბერში ჩამოვიდა და მიყვება, რომ მთელი დღე წვიმდა და “თხილს ხეკდა”. საღამოს ავტობსი ჩამოვიდა თემში, ქვევით და ოზურგეთიდან ,,გამოტანებულს’’ დახვდა. იქნებოდა იქ ლამფის ფითილები, ორი თავი ყველი, პურები, მჭადის ფქვილი, შპროტები და გამოსაცვლელი შარვალი, სიჩქარეში რომ დარჩა. ამოიარა ტალახიანი აღმართი, შევიდა ოთახში, ინერციით შეხსნა ფუთას თავი, დაიწყო დაზარებით ამოლაგება დაზეპირუბული გზავნილის. და უცებ.. და უცებ პატარა ბროშურა გადმოვარდა. გიორგი კეკელიძე. ” დაიბადა ხარი, ჰოდა…” 1998 წელი… ლექსების პატარა კრებული. კარგმა ხალხმა რაღაც ნიჭი შემამჩნია და გამოსცა. მამაჩემი იმ დროის და განცდის კაცი იყო, ბეჭდურად გამოხატული სიტყვა სულ სხვა წონას რომ გულისხმობდა. წამიერად მთელი დაღლა და იუმედობა მომეხსნაო. მოვისროლე წვიმით სავსე ბუშლატა და გიჟივით ცეკვა დავიწყეო. მივვარდი ბუხარს და დავანთეო. დიდი და საგანგებო ცეცხლიო. წვერს რომ იპარსავდა, სახეზე არაყს ისვამდა ოდეკოლონივით და ის არაყი გადმოვიღე და დავლიეო. უზარმაზარი ზეიმი ჰქონდა, უზარმაზარი. და ამას ისე მიყვებოდა, იქ მეგონა თავი. და ახლაც იქ მგონია, ახლა როცა 35 წლის გავხდი და მამაჩემი აღარ არის.
მე ვიცი ასეთი სიხარულის ფასი, ასეთი დანთებული ბუხრის ფასი, რომელიც მეორე დღეს ისევ ძველებურად ბჟუტავს. რადგან ხვალინდელი დღე უკვე განწირულია მარტოობისთვის და უიმედობისთვის. ჩემი სურვილი და ვნება ეს არის, ამიტომაც მოვედები ამდენ და ამდენნაირ საქმეს, რომ ბუხარი ხვალაც ენთოს. ჩემი ცხოვრება სავსეა მარცხებით და გამარჯვებებით და ერთადერთი რაც შედეგად შემიძლია დავიკვეხნო, ბარემ ათი ადამიანის ცხოვრება გამოვიარე. დრამა მეტი იყო, ზეიმი ნაკლები. აქ,თქვენთან, ზეიმებს უფრო ვაჩენ, უფრო საჯარო და საყოველთაოა და იმიტომ.
მე ადამიანის ფერიცვალების მჯერა, ამიტომაც ყოველდღე ვცდილობ, რომ ჩემი გუშინდელი დღე დავამარცხო.
ჩემთვის, მამაჩემისთვის, შენთვის და მისთვის. შემდეგი წლებიც ამისა იქნება.

მოსწავლეთა ავტონომიურობის  ხელშემწყობი  აქტივობები

0

თანამედროვე საგანმანათლებლო მოთხოვნების მიხედვით  განსაკუთრებული ყურადღება ექცევა მოსწავლეთა ავტონომიურობის ხელშეწყობას, რაც საკმაოდ საინტერესო, შემოქმედებითი და ამავე დროს, მასწავლებლის მხრიდან სწორად და გააზრებულად დასაგეგმი/განსახორციელებელი პროცესია. რატომ არის მნიშვნელოვანი მოსწავლეთა ავტონომიურობის ხელშეწყობა?   ვიგოტსკის ფსიქოლოგიური თეორიის თანახმად, რომელიც მხარს უჭერს ავტონომიური სწავლის იდეას, მოსწავლეების სწავლების უნარ-ჩვევების განვითარება არასოდეს არ არის გამოყოფილი მათი სწავლის შინაარსისგან. დამოუკიდებლობა, ავტონომია და სწავლის გამოცდილების კონტროლი მნიშვნელოვან როლს ასრულებს სწავლებაში.

ბოლო პერიოდში „შემსწავლელთა ავტონომიამ“  განსაკუთრებული ადგილი დაიკავა უცხოურ საგანმანათლებლო სისტემაში, რაც მჭიდროდაა დაკავშირებული უწყვეტი სწავლის უნარების განვითარებასთან.

ტერმინი “შემსწავლელთა ავტონომია” პირველად 1981 წელს ჰენრი ჰოლაკმა, მოსწავლეთა ავტონომიის “მამამ“  მოიხსენია.  ამის შემდეგ ბევრი სხვა დეფინიცია  გაჩნდა. ჰოლაკი ამ მიდგომას იყენებდა  უცხოური ენის შესწავლისას, მაგრამ , ვფიქრობ, საგულისხო და საინტერესოა სხვადასხვა საგნის სწავლების მიმართულებით.

დღესდღეობით ავტონომიურობის  ცნობილი განმარტებებია:

  • „ავტონომიურობაარისსაკუთარისწავლისპასუხისმგებლობისაღება” (ჰენრიჰოლაკი);
  • „იმისათვის, რომ მოსწავლეებმა შეძლონ საკუთარი სწავლის გაკონტროლება, მნიშვნელოვანია დავეხმაროთ მათ სტრატეგიების გათვითცნობიერებასა და იდენტიფიცირებაში, რომელთაც უკვე იყენებენ ანპოტენციურადგამოიყენებენ ” (ჰოლმსიდარამოსი, 1991, ციტირება  ჯეიმსდაგარრეტი, 1991: 198);
  • „ავტონომიურობაარსებითადარისსწავლისპროცესისადა სწავლისშინაარსისადმი  ფსიქოლოგიურიდამოკიდებულებისსაკითხი” (დევიდ ლითლ);
  • „ავტონომიურობაარისსიტუაცია, რომელშიცმოსწავლემთლიანადპასუხსაგებსყველაიმგადაწყვეტილებებზე, რომლებიცდაკავშირებულიამისისწავლისადაამგადაწყვეტილებისგანხორციელებასთან.“
  • „ავტონომიურობაარისსაგანმანათლებლოსისტემისფარგლებშიმოსწავლეთაუფლებებისაღიარება.“

უმნიშვნელოვანესია იმ ფაქტის გააზრება, რომ მოსწავლე არის თავად პასუხისმგებელი და გადამწყვეტი სწავლის პროცესის დაგეგმვის, განხორციელების,  მონიტორინგისა და შეფასების პროცესში, რაშიც მას ეხმარება მასწავლებელი. მისი უფლებები და პასუხისმგებლობა იზრდება, იზრდება ასევე გადაწყვეტილების მიღების სისხარტე და პრინციპულობა.   რა  პრინციპებს ეყრდნობა  მოსწავლეთა ავტონომიურობა? (ფრანკ ლეისი):

  • ავტონომიანიშნავსსწავლებისსწავლებისკენსწრაფვას;
  • ავტონომიამაქსიმალურადახდენს გავლენასმოსწავლეებზე;
  • ავტონომიახელსუწყობსდამოითხოვსთანატოლებისმხარდაჭერასდათანამშრომლობას;
  • ავტონომიანიშნავსთვითშეფასებას / თანატოლებისშეფასებას;
  • ავტონომიამოითხოვსდაუზრუნველყოფს 100% დიფერენცირებას;
  • მასწავლებელი ასრულებს სკაფოლდინგის როლს. მოსწავლეებში ავტონომიის განვითარება ძალზედ მნიშვნელოვანია.
  • ავტონომიანიშნავსმოსწავლეთაგაძლიერებას, თუმცა საკლასო ოთახი შეიძლება ერთგვარ ჩარჩოში ჯდებოდეს, მაგრამ ტექნოლოგიების გამოყენებით მოსწავლეებს შეუძლიათ „მთელი გარე სამყარო შემოიყვანონ საკლასო ოთახში“ .

 

მოსწავლის ავტონომიურობის ხელშეწყობის საინტერესო მიმართულებად მოსწავლეთა თვითშეფასება/თანატოლების შეფასება, სწავლების დიფერენცირებული მიდგომა, თანამშრომლობაა  მიჩნეული. საინტერესო იქნება მასწავლებელმა  გამოიყენოს შემდეგი აქტივობები: მოსწავლეებმა მოიფიქრონ და დაუსვან ერთმანეთს კითხვები, ასევე მოიფიქრონ შესასწავლი მასალის შესახებ ორი ჭეშმარიტი და ერთი მცდარი დებულება, გამოიყენონ „დაფიქრდი–დაწყვილდი–გააზიარე“ სტრატეგია და ა.შ.  ასევე ძალიან მნიშვნელოვანი და აღიარებულია თანამედროვე ტექნოლოგიების როლი. სწავლების დიფერენცირებული მიდგომის დანერგვა , რაც ხელს უწყობს მოსწავლეთა ავტონომიურობას, ძალიან ფაქიზი და ჯერ კიდევ კარგად დასამუშავებელი ეტაპია ჩვენს საკლასო ოთახებში.

 

ავტონომიური მოსწავლის მახასიათებლები
 ფილიპ ქენდის თანახმად 100– ზე მეტი კომპეტენცია არსებობს, რომელიც უშუალო კავშირშია ავტონომიასთან სწავლებაში.  ქენდი  გვაცნობს (1991) , რომ ავტონომიური შემსწავლელი არის:

მეთოდური / დისციპლინირებული
ლოგიკური / ანალიტიკური

თვითმმართველი

მოტივირებული / ცნობისმოყვარე

მოქნილი

ურთიერთდამოკიდებული

პასუხისმგებლიანი

კრეატიული / გაბედული

შემოქმედებითი / პოზიტიური თვითშეგნებით

დამოუკიდებელი

ინფორმაციის მოძიების უნარით

ცოდნით / უნარიანი სწავლაში

განვითარების / შეფასების კრიტერიუმების გამოყენების უნარით

 

ავტონომიურობის ხელშეწყობის პროცესში მოსწავლის ფსიქოლოგიური დამოკიდებულება, განწყობა ანგარიშგასაწევი ფაქტორია. როგორ მივაღწიოთ იმ მდგომარეობას, რომ მოსწავლის სწავლის პროცესისა და სწავლის შინაარსისადმი   ფსიქოლოგიური დამოკიდებულება იყოს ავტონომიურობის მაღალი ხარისხის განმაპირობებელი.  როგორ დავეხმაროთ ჩვენს  მოსწავლეებს,  ავუმაღლოთ მოტივაცია.   ამ შემთხვევაში მასწავლებლებმა  უნდა გავითვალისწინოთ  შემდეგი გარემოებები:

  • სწავლება უნდა მიმდინარეობდეს მოსწავლეთა პირად ინტერესებზე დაყრდნობით;
  • მოსწავლეები ამუშავეთ ერთად, რათა მიაღწიონ სასწავლო მიზნებს;
  • წაახალისეთ მოსწავლეთა მიღწევები;
  • კონკრეტული, მიღწევადი მიზნების ჩამოყალიბება უნდა მოხდეს მასწავლებლის დახმარებით;
  • მოსწავლეები ისწავლიან უკეთესად, თუ ისინი დააკმაყოფილებენ მკაფიო მოთხოვნებს, სტანდარტებს. როცა მოსწავლეები დაინახავენ თავიანთ შედეგებს და წარმატებას, მასწავლებლებს შესაძლებლობა ექნებათ, აუხსნან მოსწავლეებს, რომ სტანდარტი და მოლოდინები დაკავშირებულია პირად ინტერესებსა და უნარებთან, რომლებიც საჭიროა ცხოვრებაში წარმატების მისაღწევად.
  • აუცილებელია სტანდარტების მკაფიო ჩამოყალიბება დასაწყისშივე.
  • მოსწავლეებმა უნდა იცოდნენ, კონკრეტულად რას ელიან მათგან, როგორ შეფასდებიან, რა მხარდაჭერის იმედი უნდა ჰქონდეთ საჭიროების შემთხვევაში.
  • მასწავლებელმა უნდა გაითვალისწინოს თითოეული მოსწავლის გამოცდილება და განსხვავებული წინარე ცოდნა.
  • დაეხმარეთ, მოსწავლეებს განუვითარდეთ საკუთრებისა და დამოუკიდებლობის გრძნობა სასწავლო პროცესში.
  • პედაგოგებსშეუძლიათსტუდენტებსდაეხმარონ არჩევანის გაკეთებაში-როგორშეიძლებაკონცეფციების დემონსტრირება, კონკრეტული დავალებების შესრულება, დამოუკიდებლად ან თანატოლთან ერთად მუშაობა და როგორ მიაღწიონ შესაბამის კომპეტენციის დონეს.
  • მიეცით მოსწავლეებს შესაძლებლობა, თავად აირჩიონ თემატიკა. ამით მეტი პასუხისმგებლობის გრძნობა გაუჩნდებათ სწავლის მიმართ.
  • საჭიროა უკუკავშირის მიწოდება, რათა ნათელი წარმოდგენა შეექმნათ იმ კონკრეტული უნარების შესახებ, რომელიც მათ ამ სამუშაოს შესრულებისას შეიძინეს ან სჭირდებათ გაუმჯობესება წარმატების მისაღწევად.
  • უკუკავშირი მოსწავლეებს ეხმარება სასწავლო პროცესში არჩევანის სწორად გაკეთებაში.
  • წაახალისეთ მოსწავლეები სასწავლო პროცესში თვითონვე შეაფასონ თავიანთი პროგრესი. მათ შეუძლიათ ცხრილებისა და ჩანაწერების წარმოება. რადგანაც მოსწავლეებისწავლობენსაკუთარიპროგრესისმონიტორინგს, ისინიუფრომეტადმოტივირებულები არიან თავიანთი წარმატებებით (მაგ, გამოიყენონ მოსწავლის სწავლის აღრიცხვის ფორმა).
  • აუცილებელია ყურადღება გამახვილდეს სოციალურ-ემოციურ განვითარებაზე.

 

ბოლოს, მინდა გაგაცნოთ რამდენიმე აქტივობა, რომლებიც ხელს უწყობს  მოსწავლეთა დამოუკიდებლობას და აჩვენებს მათ, თუ როგორ უნდა დაეხმარონ საკუთარ თავს და თანატოლებს დასახული ამოცანების გაგებასა  და შესრულებაში.

 

აქტივობა1. „1-2-3 და შემდეგ მე“: ეს მიდგომა საშუალებას აძლევს მოსწავლეებს, გაიაზრონ შესასრულებელი დავალების მოთხოვნები. მიეცით მათ 1 წუთი, რათა ჩუმად გადაავლონ თვალი მითითებებს , 2 წუთი – ერთმანეთთან განიხილონ ეს მიმართულებები. 3 წუთი – დაგეგმონ შესასრულებელი დავალების სწორი მიდგომები. მხოლოდ ამის შემდეგ შეუძლიათ მათ დახმარების თხოვნა. შესაძლებელია 1 წუთის განმავლობაში მთელ კლასს მიეცეს ინსტრუქცია შესასრულებელი დავალების შესახებ.

 

აქტივობა 2.  მიმართულებებისა და პასუხების ჩაწერა: ეს არის მარტივი, მაგრამ საკმაოდ ძლიერი იარაღი, განსაკუთრებით მოსწავლეებისათვის, რომელთა მოსმენითი და წერის უნარ-ჩვევები ჯერ კიდევ განვითარების ეტაპზეა უცხო ენაში. ამ შემთხვევაში შესაძლებელია რომელიმე მოწყობილობაზე ჩაიწეროს ხმა, სადაც დეტალურად უხსნის საკუთარ თავს შესასრულებელი დავალების ინსტრუქციებს. დროდადრო შეიძლება მოსწავლემ გადაახვიოს და მოისმინოს,  რისი გაკეთება ევალება (დაავალა საკუთარ თავს). ციფრული ჩანაწერები ხელს უწყობს მოსწავლეებში დავალების დამოუკიდებლად შესრულების უნარის განვითარებას. ასევე შესაძლებელია პასუხების აუდიო ვერსიების მომზადება, რომლის განთავსებაც მოხდება რომელიმე საქაღალდეში ან საიტზე.

 აქტივობა 3.   რესურსების ფაილები:  უცხო ენის სწავლების კიდევ ერთი თვითდახმარების მექანიზმი, როდესაც მასწავლებლის რჩევა  არ არის ხელმისაწვდომი. ეს ის ფაილებია, რომლებთან წვდომა მოსწავლეებს ყოველთვის აქვთ. მაგალითად, რესურსების ფაილი შეიძლება მოიცავდეს გრაფიკულ ორგანიზატორებს, თანატოლთა რედაქტირების ოქმებს. ფაილები შეიძლება იყოს მატერიალური (მაგ. ქაღალდის მასალები) და განთავსებულ იქნას ოთახში თვალსაჩინო ადგილას, ასევე ციფრული რესურსები, რომელიც განთავსებული იქნება რომელიმე ტექნიკურ მოწყობილობაში.

აქტივობა4. მიმანიშნებელი ბარათები: რესურსების ფაილების მსგავსია, მაგრამ კონკრეტულად გაკვეთილზე მორგებული. ამ შემთხვევაში მასწავლებელი კონკრეტულად სთხოვს მოსწავლეებს შეკითხვებზე პასუხის გაცემას, თუკი რომელიმე, მაგ. მათემატიკური,  ამოცანის ამოხსნისას რაიმე პრობლემა იჩენს თავს. ასევე შესაძლებელია რამდენიმე ყუთში ფერადი ბარათები იქნას მოთავსებული, რომელზეც დამხმარე ინფორმაცია და მიმართულების მიმცემი კითხვებია დაწერილი. კითხვები ეხმარება მოსწავლეს დამოუკიდებლად გადაწყვიტოს მის წინაშე დასმული პრობლემა.  თუ მინიშნების ფურცელი ვერ ეხმარება მოსწავლეს, მხოლოდ ამის შემდეგ შეუძლია უკვე მიმართოს მასწავლებელს დახმარებისათვის.

აქტივობა 5. ფერადი ფინჯნები: ეს გახლავთ მოსწავლეების თვითმონიტორინგის ერთგვარი სტრატეგია.  მოსწავლეებს უვითარდებათ უნარი იმისა, სწორად გაიაზრონ,  რომელიმე ეტაპზე არის თუ არა მასწავლებლის დახმარება საჭირო.  თითოეული ჯგუფი (ან  მოსწავლე) იღებს სამი ფერის თასს (მწვანე, ყვითელი და წითელი).  მასწავლებელი აწვდის მოსწავლეებს ინსტრუქციას,  პერიოდულად აჩვენონ  თასი,  რომელიც შეესაბამება მათ მუშაობის პროცესს:

მწვანე თასი თავზე:  მე / ჩვენ ვართ კარგად – მასწავლებლის დახმარება საჭირო არ არის.

ყვითელი ჭიქა თავზე: მე /ჩვენ  მასწავლებლის დახმარება გვჭირდება, მაგრამ შეგვიძლია   მუშაობის გაგრძელება, სანამ მასწავლებელი მოვა ჩვენთან.

წითელი თასი თავზე: მე / ჩვენ გვჭირდება მასწავლებლის დაუყოვნებლივ დახმარება და

მუშაობას ვწყვეტთ.

აქტივობა 6. შეკითვების ჩიპები: ეს აქტივობა ეხმარება მოსწავლეებს გადაწყვიტონ დავალების შესახებ არსებული  შეკითხვები  „მასწავლებლისათვის აუცილებლად საკითხავია“ თუ  „შემიძლია პასუხი მე თვითონვე ვიპოვო“.  თითოეული მოსწავლე ან ჯგუფი იღებს ჩიპების შეზღუდულ რაოდენობას (მაგ. ქაღალდის ფურცლები, სათამაშო ჩიპები და ა.შ.). რაც  განსაზღვრავს, თუ რამდენჯერ შეუძლია მოსწავლეს მოიხმოს მასწავლებელი დასახმარებლად.

 

ეფექტურობისათვის საჭიროა ამ სტრატეგიების სწავლება და მოდელირება. მათი გამოყენება უნდა მოხდეს საგანთან და მოსწავლეებთან შესაბამისობის გათვალისწინებით. მოსწავლე ვერ გახდება დამოუკიდებელი ერთ დღეში, მაგრამ დროთა განმავლობაში პრაქტიკაში ისინი ისწავლიან როგორ მოახდინონ თვითონვე საკუთარი თავის დახმარება.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. განმავითარებელი შეფასება, დიფერენცირებული სწავლება, სახელმძღვანელო მასწავლებლებისათვის, მარიანა ხუნძაყიშვილი, სარა ბივერი, 2018
  2. Learner autonomy, https://en.wikipedia.org/wiki/Learner_autonomy
  3. Developing Responsible and Autonomous Learners: A Key to Motivating Students, Teacher’s Modules,    Barbara McCombs, PhD, University of Denver ,                                https://www.apa.org/education/k12/learners
  4. Strategies for Promoting Student Autonomy, By Jessica Hockett, Kristina Doubet, https://www.edutopia.org/article/6-strategies-promoting-student-autonomy

 

 

სწავლების თანამედროვე მიდგომები

0

ჩვენ, პედაგოგები ყოველდღიური საქმიანობით, პედაგოგიკის დარგში ნაშრომების გაცნობით, სხვადასხვა ტრენინგში მონაწილეობით, წარსულისა და თანამედროვეობის შედარებით, ანალიზით და ა. შ. ვცდილობთ, ავხსნათ წარმატების საიდუმლო, მაგრამ, მერწმუნეთ, არ არსებობს მზა რეცეპტები, რომელთა დაუფლებაც მასწავლებელს წარმატების გარანტიას მისცემდა.
იცვლება გარემო, ვითარდება ტექნოლოგიები, იქმნება განსხვავებული პირობები, შესაბამისად, ახალ სივრცეში განსხვავებული მოქმედებაა საჭირო. შემოქმედებითი აზროვნება სწავლების ნებისმიერ ეტაპზე მნიშვნელოვანია.
სწავლების პროცესში საჭიროა სხვადასხვა სტრატეგიის მოსინჯვა, მაგრამ მუდამ უნდა გვახსოვდეს, რომ ავტომატურად არც მეთოდი, არც სტრატეგია შედეგს არ გამოიღებს.
მასწავლებელი ანალიტიკოსი უნდა იყოს, მან კრიტიკულად უნდა შეაფასოს როგორც სხვების, ისე საკუთარი გაკვეთილები. სწავლების პროცესში ჩვენი მთავარი ამოცანაა, ამოვიცნოთ კლასის ბუნება, მისი შესაძლებლობები და ინტერესები. ამ პროცესში გამუდმებით უნდა ვცვალოთ მეთოდი და სტრატეგია.
ქართული ენისა და ლიტერატურის საგნობრივ პროგრამაში სამი ძირითადი მიმართულებიდან (ზეპირმეტყველება, კითხვა, წერა) ერთ-ერთი ძირითადია წეპირმეტყველება.
ზეპირმეტყველების უნარი უმნიშვნელოვანესია თვითგამოხატვისათვის, საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებისთვის და სრულფასოვანი, აქტიური საზოგადოებრივი ცხოვრების წარმართვისთვის. ზეპირმეტყველების დროს მოსწავლე ეჩვევა ლოგიკურ, არგუმენტირებულ მსჯელობას, სხვისი აზრის მოსმენასა და აღიარებას…
უწყობს თუ არა ხელს ზეპირმეტყველების განვითარებას ტექსტზე მუშაობა? ნამდვილად უწყობს და თუ როგორ, ვეცდები, ეს ერთი გაკვეთილის მაგალითზე გაჩვენოთ.
გაკვეთილზე აზრის თავისუფლად გამოხატვისთვის მასტიმულირებელი გარემოს შესაქმნელად მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის უნდა ჩამოყალიბდეს პარტნიორული ურთიერთობა. ასეთი ურთიერთობა კი დიალოგით იწყება. ჩვეულებრივ, დიალოგში ერთი მოსაუბრე სვამს კითხვას, რომელზეც მას პასუხი ან არ აქვს ან აქვს, მაგრამ სხვისი აზრის მოსმენა უნდა. სწორედ ამ დროს იქმნება დიალოგური სიტუაცია. და ეს პროცესი ისე უნდა წარვმართოთ, რომ მოსწავლეს მოეხსნას დაძაბულობა. მართალია, ვუსვამთ ცოდნაზე ორიენტირებულ კითხვას, მაგრამ უნდა შევქმნათ განცდა, რომ არასწორი პასუხის შემთხვევაში მას მასწავლებელი არ მიატოვებს და რომ შეცდომა საშიში არ არის… რომ შეცდომებზე ვსწავლობთ.
მინდა აღვნიშნო, რომ სწავლების პროცესში ჩემს ძლიერ მხარედ კითხვის დასმის ხელოვნება მიმაჩნია. ერთ კითხვაზე მე ვისმენ რამდენიმე პასუხს და თითქმის ყოველთვის თავს ვარიდებ არასწორი პასუხის კატეგორიულ უარყოფას (არ დაგვავიწყდეს, რომ მე ქართულ ლიტერატურას ვასწავლი). ასეთ დროს ვცდილობ ისევ კლასი მოვიშველიო და ნელ-ნელა მივიდეთ სწორ დასკვნამდე…
შეკითხვებით ჩვენ შეგვიძლია ისეთი სასწავლო გარემოს შექმნა, რომელშიც სრულად გამოვლინდება თითოეული მოსწავლის ინტელექტუალური პოტენციალი. ამიტომ დავუსვათ მოსწავლეებს შეკითხვები, მაგრამ წინასწარ კარგად მოფიქრებული და აზროვნების სხვადასხვა დონისკენ მიმართული.
გაკვეთილებზე, ასევე, წარმატებით ვიყენებ ჯგუფურ სამუშაოს. ეს მოსწავლეებს უვითარებს ურთიერთთანამშრომლობის, ურთიერთდახმარების, სხვისი აზრის გაზიარებისა და პატივისცემის უნარებს. ასევე, უზრუნველყოფს მთელი კლასის ჩართვას მუშაობაში.
რაც შეეხება დავით კლდიაშვილის შემოქმედების სწავლებას თანამედროვე მეთოდებით, მსურს, გაგიზიაროთ ჩემი მოკრძალებული გამოცდილება.
VIII კლასში ისწავლება დავით კლდიაშვილის „დარისპანის გასაჭირი“ და „ჩემი ცხოვრების გზაზე“. მე შევჩერდები ავტობიოგრაფიულ მოთხრობაზე. დავით კლდიაშვილს კარგად იცნობენ მოსწავლეები. მით უმეტეს, ახალგავლილი აქვთ „დარისპანის გასაჭირი“.
ამ გაკვეთილის მიზანი ასეთია: მოსწავლეებმა უნდა შეძლონ წაკითხული ტექსტიდან მთავარი აზრის გამოყოფა, დამხმარე დეტალების მოხმობა ამავე ტექსტიდან. მიზანს წინასწარ ვაცნობ კლასს.
გონებრივი იერიში. კითხვები:
1. დაუკვირდით სათაურს, რას გეუბნებათ იგი მოთხრობის ხასიათის შესახებ? პასუხი ბევრნაირი იქნება, მაგრამ საბოლოოდ დაასკვნიან, რომ ეს მოთხრობა ავტობიოგრაფიულია.
2. მხოლოდ ნაწარმოების სათაურის მიხედვით შეიძლება თუ არა განვსაზღვროთ, რომ ავტობიოგრაფიულ თხზულებასთან გვაქვს საქმე? ისინი პასუხობენ, რომ შეიძლება და ასაბუთებენ ადრე ნასწავლი აკაკი წერეთლის „ჩემი თავგადასავლით“.
3. გაიხსენეთ, რაზე ამახვილებს ყურადღებას აკაკი წერეთელი თავის თხზულებაში? (მშობლებზე, ახლობლებზე, განსაკუთრებით იმ დროს სასწავლებელში გამეფებულ რეჟიმზე).
უნდა აღვნიშნო, რომ სანამ ნებისმიერი ნაწარმოების დამუშავებას შევუდგებოდეთ, მანამ მოსწავლეებს ვთხოვ, წაიკითხონ იგი შინაარსის გაცნობის მიზნით, ვიწყებთ თხზულების პირველი თავის – “იმერეთი, ადრეული ბავშვობა“ დამუშავებას.
ჯგუფური სამუშაო.

ჯგუფური მუშაობის უპირატესობა ისაა, რომ იგი თითოეულ მოსწავლეს აძლევს აზროვნების, საუბრისა და მოქმედების საშუალებას, რადგან სხვა ადამიანის მიერ დასმული თუნდაც მარტივი შეკითხვა უკვე წარმოადგენს ძლიერ სტიმულატორს შემეცნებითი და აზროვნებითი პროცესების გააქტიურებისათვის.
ტექსტს წინასწარ იმდენ ნაწილად ვყოფ, რამდენიც ჯგუფი იქნება. დავალებას ყველას ერთნაირს ვაძლევ, მაგრამ ტექსტი იქნება სხვადასხვა. მათ უნდა უპასუხონ შემდეგ კითხვებს:
1. რა წარმოადგენს ამ მონაკვეთის ძირითად სათქმელს?
2. წარმოადგინეთ ტექსტიდან დამხმარე დეტალები მთავარი აზრის საილუსტრაციოდ.
პრეზენტაციისას გაირკვევა, რომ ტექსტის პირველი ნაწილის მთავარი სათქმელი ყოფილა კლდიაშვილის დედულეთის გაცნობა. დეტალები: 1. დავითის დედის მამა, ნიკო ღოღობერიძე ქვემოიმერელი აზნაურის ტიპური წარმომადგენელი იყო; 2. შეძლებული ოჯახი ჰქონდა; 3. დიდ ქონებას ბევრი მომვლელი სჭირდებოდა და ასეც იყო.
ტექსტის მეორე ნაწილში ვეცნობით მწერლის მამის ოჯახს. მთავარი აზრი: ამ ოჯახში დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ ბავშვების აღზრდასა და განათლებას. დამხმარე დეტალები: 1. მრავალრიცხოვან ოჯახში ორ უფროს ვაჟს მცირედი განათლება მაინც მიაღებინეს; 2. დავითი ბაბუამ გლეხი დათიკა მამობილად მიუყვანა შვილებს; 3. დავითის ოჯახს ერთგული მეთვალყურე და მზრუნველი გადიაც ჰყავდა.
ტექსტის მესამე ნაწილის მთავარი სათქმელი აღმოჩნდა დავითის ოჯახისა და მათი მოჯამაგირე – მოსამსახურეების განსაკუთრებული ურთიერთობა. სიმონა აშოლტიას მუშაობა არ შეეძლო, მაგრამ დიდი გამოცდილების, ფხიზელი გონების პატრონი, ჭკვიანი და მშვენიერი მოლაპარაკე უნებლიე პატივისცემას იწვევდა მისადმი; 2. შემოთვისებული ჰყავდათ დავითის შვილობილი ქალიშვილი მართა; 3. მეზობლებიც ძალიან ჰყოლია შემოკრებილი დავითის დედას.
პრეზენტაციისას სხვა ჯგუფის წევრებს უჩნდებათ დამატებითი კითხვები მოსაზრებისა თუ დამხმარე დეტალების დასაზუსტებლად. პრეზენტატორის პასუხები თუ ვერ დააკმაყოფილებთ, ეხმარებიან ჯგუფის დანარჩენი წევრები. ხდება ხოლმე, რომ საუბარში მეც ვერთვები.
პირველი თავის სამივე ნაწილის მთავარი სათქმელის გარკვევის შემდეგ კლასს ვუსვამ კითხვას:
თქვენ იცით მთლიანი მონაკვეთის შინაარსი, დედ-მამის და ახლო ნათესავების გარდა, მწერალი ბევრ სხვა ადამიანსაც იხსენებს. როგორ ფიქრობთ, რატომ მიიჩნია მან აუცილებლად ამ ადამიანების თავის თხზულებაში მოხსენიება? რისი თქმა სურდა ამით?
პასუხი იქნება არა ერთი და ორი, თანაც სხვადასხვანაირი. შევახსენებ სიტყვებს, რომლებიც მწერალმა თავისი მოგონებების წიგნს წაუმძღვარა. მოსწავლეები გააკეთებენ დაახლოებით ასეთ დასკვნას: ყველა იმ ადამიანმა, რომლებზეც გვიყვება ავტორი, გარკვეული როლი ითამაშა მისი პიროვნების ჩამოყალიბებაში, მათგან ისწავლა სიყვარული და პატივისცემა.
ამის შემდეგ მოსწავლეები ადვილად გამოყოფენ პირველი თავის მთავარ აზრსა და დამხმარე დეტალებს.
მთავარი აზრი: ირგვლივ გამეფებული სიყვარულისა და ურთიერთპატივისცემის წყალობით მწერალი ადამიანების სიყვარულს სწავლობდა.
დამხმარე დეტალები: 1. მწერლის მამისა და მისი მამობილის; 2. მამამისის შვილობილისა და ოჯახის; 3. მწერლის ოჯახისა და გადიის ურთიერთობა.
მიზანი მიღწეულია.
შეიძლება გამოვიყენოთ მუშაობა წყვილებში, ასევე, ინდივიდუალური, მაგრამ ყველაზე კარგ შედეგს ჯგუფური მუშაობა იძლევა, რადგან ამ დროს, როგორც ვნახეთ, მოსწავლეები მსჯელობენ, საუბრობენ და ჰყვებიან არამარტო პრეზენტაციისას, არამედ მუშაობის პროცესშიც. მუშაობაში ჩართულია ყველა და ყველაზე სუსტი მოსწავლეებიც იძულებული ხდებიან (ჯგუფი და ლიდერი „აიძულებთ“), თავიანთი წვლილი შეიტანონ ჯგუფის მუშაობაში. ვფიქრობ, ტექსტზე ამგვარი მუშაობა ხელს შეუწყობს ზეპირმეტყველების უნარების განვითარებას.
ამის შემდეგ გადავდივარ შეფასებაზე, რომელიც სხვადასხვა პროცესს მოიცავს, მათ შორის მოსწავლეების მუშაობაზე დაკვირვებას, მათი პასუხების მოსმენას… მეც და ჩემი მოსწავლეებიც ერთდროულად ვიყენებთ შეფასების ორსავე ფორმას: განმავითარებელსა და განმსაზღვრელს. მაგალითად, მეორე ჯგუფის პრეზენტატორის შეფასებისას კომენტარები იყო ასეთი: პრეზენტატორმა კარგად წარმოაჩინა თითოეული წევრის წვლილი ჯგუფის მუშაობაში, გამოყო მთავარი სათქმელი და დამხმარე დეტალები, მაგრამ ზოგჯერ მისი მსჯელობა ბუნდოვანი იყო. ჩვენ ვერ გავიგეთ, რა მიზანი ამოძრავებდა ბაბუას, როცა გლეხს თავისი შვილების მამობილად იწვევდა. კითხვებზე პასუხები სწორი კი იყო, მაგრამ ჯგუფის წევრები ეხმარებოდნენ დაზუსტებაში – ამიტომ 8 ქულა.
ამგვარად ვაფასებთ ყველა მოსწავლეს იქვე, ღიად და კომენტარებით.
საშინაო დავალება: 1. გაიხსენეთ V კლასში ნასწავლი აკაკი წერეთლის „ჩემი თავგადასავალი“, შეადარეთ მას „ჩემი ცხოვრების გზაზე“ იმ ნაწილში, რომელიც გავიარეთ. შეგიძლიათ გამოიყენოთ ვენის დიაგრამა.
3. ყურადღებით წაიკითხეთ მომდევნო თავი – “სწავლის წლები“.
ვფიქრობ, ასეთი მიდგომით მოსწავლეებში მაღლდება მოტივაცია, აზროვნებენ უკეთესად, ითვისებენ ადვილად და, რაც მთავარია, ამას აკეთებენ ხალისით.
გამოყენებული ლიტერატურა:
1. დიალოგი+ალმანახი – ტომი I და II, 2009 – 2010 წლების გამოცემა.
2. მეთოდოლოგიური სახელმძღვანელო – როგორ ვასწავლოთ მოსწავლეებს აზროვნება. თბილისი – 2007 წელი;
3. ჟურნალი მასწავლებელი – 2016 წლის I და 2017 წლის I ნომრები;
4. სასწავლო პროცესის დაგეგმვა და სწავლის ეფექტური სტრატეგიები (სატრენინგო მასალა), მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი – 2015 წელი.

 

 სასწავლო რესურსი ქართულის მასწავლებლებისათვის

0

ისეთი სასწავლო რესურისის შექმნა, რომელიც მაღალი სააზროვნო უნარების განვითარებას უწყობს ხელს და, ამასთანავე, მოსწავლისთვის სახალისოცაა, მასწავლებლებისთვის სერიოზული გამოწვევაა. ამიტომაც მუდმივად ვეძებთ მასალას, რომელიც  სასწავლო რესურსის ფუნქციას შეასრულებს ან მოდიფიცირების შემთხვევაში ვაქცევთ რესურსად.

სტატიაში გთავაზობთ სასწავლო რესურსს, რომლის გამოყენებაც შეგვიძლია ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლებს, როცა  ვასწავლით არგუმენტირებული ესეს წერას (განსაკუთრებით საწყის ეტაპზე) .

სანამ მოსწავლეს უშუალოდ რესურსს მივაწვდით, უმჯობესია დავუსათ კითხვები:

-რა არის ესე?

-რა არის არგუმენტი?

-რა არის მაგალითი?

ამის შემდეგ   მოსწავლეებს უნდა, განვუმარტოთ, რომ აღნიშნული რესურსი დაეხმარება მათ, განასხვაონ ერთმანეთისაგან თეზისი, არგუმენტი, მაგალითი და დასკვნა.

ვაძლევთ მკაფიო და გასაგებ ინსტრუქციას:

     გთავაზობთ .ბაქრაძის ერთ- ერთ პუბლიცისტურ ესეს ,,ნაწილებად დაჭრილს“ ანუ  ცალცალკე ბარათზე არის დაწერილი თეზისი ,არგუმენტი ,მაგალითი  და დასკვნა. თქვენ უნდა   შეძლოთ ბარათების ისეთი თანმიმდევრობით დალაგება, რომ დაცული იყოს ესეს სტრუქტურა,მანამდე კი ერთხელ კიდევ გაეცანით თეორიულ მასალას და დავალება ამის შემდეგ შეასრულეთ.

                                      თეორიული მასალა

        თეზისიარის დებულება ,რომელიც უნდა დაამტკიცონ

        არგუმენტიარის ის ,რითაც მოცემულ დებულებას ამტკიცებენ

        მაგალითიარის საშუალება იმისა , რომ არგუმენტი გაამყარო( ფილმი ,ისტორია,

          ანდაზა,    მეცნიერება,ამბავი…)

         დასკვნარის შემაჯამებელი დებულება

 

მოსწავლეები სხდებიან ჯგუფურად. თითოეულ ჯგუფს ესეს  ასაწყობად ვურიგებთ  მარტივ სქემას  და ,,დაჭრილ  ესეის“.  უმჯობესია რამდენი ჯგუფიც არის, იმდენი სხვადასხვა ფერის ფურცელეზე ამოვბეჭდოთ ესე და დავჭრათ. ამით მასწავლებელი აირიდებს გაუგებრობას- ერთმანეთში არ აერევა დაჭრილი ბარათები

 

აქვე გთავაზობთ .ბაქრაძის პუბლიცისტური წერილის  ადაპტირებულ ვერსიას, რომლის გამოყენებას( დაინტერესების შემთხვევაში) ქართულის მასწავლებლები ადვილად შეძლებენ

 

 I . ,,ავადმყოფურად გაზვიადებული ,,მე“ უაღრესად საშიში მოვლენაა პოლიტიკაში.ამას საქართველოს    ისტორია ნათლად ადასტურებს.

  1.  ბაგრატიონთა სამეფო სახლს დიდი ხნის მანძილზე ებრძოდა ბაღვაშთა ფეოდალური გვარი.  ამ გვარის წარმომადგენლებმა არც დავით აღმაშენებელი მოასვენეს. მეფე იძულებული გახდა , ბაღვაშები საქართველოდან განედევნა. როცა ერისთავი რატი გარდაიცვალა, მატეანეში ჩაიწერა: ,,მოკვდა რატი ,ძე ლიპარიტისი… ესრეთ დასრულდა სახელი ბაღვაშთა, სახელი გამამწარებელთა.“

         III.  დააკვირდით: სახელი გამამწარებელთა. ქვეყნის სასარგებლო პოლიტიკური მიზანი მათ არ ამოძრავებდათ. ბაღვაშების ავადმყოფურად პატივმოყვარე ,,მე“  იბრძვის იმისთვის, რომ ტოლი არ დაუდონ ბაგრატიონებს. არც ძალაუფლებით , არც სახელით, არც ავტორიტეტით არ იყვნენ მათზე ნაკლები. რა მოჰყვება ამ გაუთავებელ ქიშპს, მათ ნაკლებ ადარდებთ. მთავარია ,,მე“ და თუ  ,,მე“ ვერ დაკმაყოფილდა, გაუთავებელი ხრიკებით ,ინტრიგებით მოწინააღმდეგის გამწარება. როგორც სხვა შემთხვევაში, ისე ახლაც ამას შესაძლოა მთელი გვარის დაღუპვა მოჰყვეს, მაგრამ ესეც არაფერია. მოწინააღმდეგეს ხომ გაამწარებენ.

  1. ძმამ ძმა არ დაინდო. სვიმონ პირველს, ქართლის მეფეს( 1558-1600 წ.წ)ეომება ძმა, დავითი, მუსლიმობის გამო დაუდხანად წოდებული. ვერ მიაღწია საწადელს დავითმა. ვერ გაანადგურა ძმა. იძულებული გახდა თურქეთში გადახვეწილიყო და სული სტამბოლში დაელია. ,,მე“ აწამებდა, თორემ დავითი უნიჭო არ ყოფილა. სტამბოლში ყოფნისას მედიცინა შეისწავლა, უნიკალური წიგნი ,,იადიგარ დაუდი“ დაგვიტოვა. ქართული მედიცინის ისტორიაში წარუშლელი კვალი გაავლო , მაგრამ რად გინდა, სანამ საქართველოში იყო , არც თვითონ მოისვენა, არც ძმა მოასვენა და არც ქვეყანა. მის გამო არც აწიოკება დაჰკლებია ჩვენს სამშობლოს და არც სისხლის ღვართქაფი.
  2. არ სჭირდება საქართველოს ძმების მტრობა- შუღლი, პირიქით, აუცილებელი მათი ერთად ყოფნაა, მხარდამხარ ბრძოლა მტრის წინააღმდეგ. თურქეთი იქნება იგი თუ სპარსეთი, მაგრამ უსაშველო ,,მე“ჭამს ყველაფერს. დავითმა, ამ უნიჭირესმა კაცმა, თავი გამამწარებელთა სიაში ჩაიწერა იმის გამო, რომ ავადმყოფურად გაზვიადებულ ,,მე“- ს ვერ მოერია …
  3. უთვალავი ასეთი მაგალითის მოხმობა შეიძლება, მაგრამ რაც გავიხსენეთ, ისიც საკმარისია. გასაგებია რისი  თქმაც მსურს: ქართული პოლიტიკური აზრი უფრო საპირადოს დაკმაყოფილებას გულისხმობს, ვიდრე- საქვეყნოს, სახალხოს. მართალია, ამას ზოგჯერ ცალკეული პირების ფართო, საერთო ეროვნული აზრი უპირისპირდება, მაგრამ გამარჯვებას ვერ ახერხებს.. თუ გაიმარჯვებს, ძალიან ხანმოკლე ვადით….სწორედ ამგვარმა მოვლენებმა აიძულა ალექსანდრე ფრონელი, ეთქვა ის, რასაც ახლა წაგიკითხავთ1907 წელს დასტამბული წიგნიდან,,ამბოხება კახეთისა(1812წ)“

     VII.   ,,ქართველი კაცის უპირობა, მეზობლური შური და მტრობა, განკერძოებით მოქმედება და მამლაყინწობა, ვინაითგან დარწმუნებულია, რომ მხოლოდ იგია რჩეულ და ქვეყნის მხსნელად მოვლენილი, რომ მის თავსა და ტვინშია მოთავსებული ქვეყნის სიბრძნე, რომ იგია ერთადერთი დიდებული სარდალი, რომ მარტოოდენ მისი აზრია მართალი და უცდომელი,ხომ კარგად მოგეხსენებათ. ეს ისტორიული სენი დღესაც ხომ თვალსაჩინო მოვლენაა ჩვენს საზოგადო ცხოვრებაში… დიდი კულტურული და შეგნებული შრომაა საჭირო ამ ისტორიული სენის ძირფესვიან განსაკურნებლად. თორემ რა ყრია, გეთაყვა, ზიზილ- პიპილო ფრაზებში ძმობა- ერთობაზე.“

    VIII.   ამ ტკივილს, რომელიც ალექსანდრე ფრონელის სიტყვებშია , მეტ-ნაკლებად ყველა ქართველი მოაზროვნე  გამოხატავს, მაგრამ ცვლილებით არაფერი იცვლება, ყველა თაობა იმეორებს ერთსა და იმავე შეცდომას. ავლენს ერთსა და იმავე თვისება- ხასიათს. ეს თვისება -ხასიათი , ეს შეცდომა ბოჭავს  ქართულ პოლიტიკურ აზრს, ასუსტებს მას, რაც ხშირად საფუძველია საქართველოს მარცხისა.“

 

       

 

ამ დავალების შესრულების შედეგ მოსწავლეებს მიეცით საშუალება შეადარონ თავიანთი ნაშრომი სხვა ჯგუფის მიერ მომზადებულ  ესეს. მხოლოდ ამის შემდეგ მიაწოდეთ სწორი ვერსია.

 

მეორე ნაბიჯი -ამ რესურსის წარმატებით გამოყენებისათვის შეგვიძლია მარტივი სქემის შევსება, რომელიც მოსწავლეს აძლევს საშუალებას-შეძლოს  ცოდნის ტრანსფერი, ანუ თავად შექმნას  ესე  სტრუქტურის დაცვით. ინდივიდუალური სამუშაოსათვის შეგიძლიათ მისცეთ ასეთი მარტივი სქემა.

აქვე დავძენ, რომ აუცილებელია მოსწავლეს მივცეთ არჩევანის საშუალება.

 

დასასრულს, თუკი დაჭრილ ბარათებსა და სქემის ფურცელს  ლამინირებას გაუკეთებთ, რესურსს მრავალჯერადად აქცევთ და მის გამოყენებას თქვენი კოლეგებიც შეძლებენ.

 

 

გამოყენებული ლიტერატურა:

1.აკადემიური წერა. გოჩიტაშვილი გ.შაბაშვილი ნ. შარაშენიძე   თბილისი ,,საიმედო“ 2009

2.პუბლიცისტიკა .ა. ბაქრაძე. თბილისი.,,,დიოგენე“ 2011

 

 

 

     

სასკოლო კლუბები მდგრადი განვითარებისთვის

0

2015 წლის 25 სექტემბერს გაეროს 193  წევრი ქვეყანა  შეთანხმდა მდგრადი განვითარების დღის  წესრიგის დოკუმენტზე, სათაურით – „ჩვენი სამყაროს გარდაქმნა: 2030 წლის დღის წესრიგი მდგრადი განვითარებისათვის“. ეს დღის წესრიგი მოიცავს 17 მიზანს და 169 ამოცანას.

მდგრადი განვითარების მე-4 მიზანია  „ინკლუზიური და თანასწორი განათლების უზრუნველყოფა და უწყვეტი სწავლის შესაძლებლობის შექმნა ყველასათვის“, რაც გულისხმობს ხარისხიანი განათლების მეშვეობით საზოგადოების, ორგანიზაციებისა და ქვეყნების გაძლიერებას, რათა მათ ხელი შეუწყონ მდგრად განვითარებას.

ამ მიმართულებით სკოლის უმნიშვნელოვანესი როლის თაობაზე არავინ დაობს, ვინაიდან განათლება მდგრადი განვითარებისთვის პრინციპების სწავლებისა და დანერგვისათვის მნიშვნელოვან ამოცანას წარმოადგენს მომავალი თაობების ისეთი ცოდნითა და უნარებით აღჭურვა, როგორიცაა:

ანალიტიკური/კრიტიკული აზროვნების უნარი;

გადაწყვეტილებების მიღების უნარი;

პრობლემის გადაჭრის უნარი;

სოციალური და თანამშრომლობითი უნარები;

    სისტემური აზროვნების უნარი.

აღნიშნული კი პირდაპირკავშირშია ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებთან.

მინდა გაგიზიაროთ ჩემი, როგორც სკოლის დირექტორის გამოცდილება – რას ვაკეთებთ ჩვენ.

სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობასთან თანამშრომლობით სკოლაში ჩამოყალიბდა  სასკოლო კლუბები. მათგან სამი მდგრადი განვითარების მიზნებზე ორიენტირებული. კლუბებში მოსწავლეები ინტერესთა სფეროების მიხედვით გაწევრიანდნენ.

თითოეული კლუბი ემსახურება მდგრადი განვითარების რამდენიმე მიზანს და მათ მიერ დაგეგმილი აქტივობებიც მიზნების შესაბამისია.

რატომ სასკოლო კლუბები?

  • მოსწავლეები ეჩვევიან დამოუკიდებლად მუშაობას;
  • უვითარდებათ პასუხისმგებლობა;
  • სწავლობენ კეთებით;
  • იქმნება საერთო ღირებულებებზე დაფუძნებული საზოგადოება;
  • იზრდება მოსწავლეთა შორის თანამშრომლობა;
  • უვითარდებათ გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი;
  • კლუბის ლიდერი თავად მოსწავლეა;
  • მოსწავლეები თავად გამოკვეთენ და წყვეტენ პრობლემებს;

 

  1. კლუბი „მოქალაქე“, რომლის მიზანია:
  • გენდერული თანასწორობის პრინციპების გაგება-გააზრება;
  • ურთიერთობებზე სოციალური უთანასწორობის შედეგების გაანალიზება;
  • სამართლიანობის იდეებზე დაფუძნებული საზოგადოების აღზრდის ხელშეწყობა.

მიზნის მისაღწევად კლუბის მიერ განხორციელებული აქტივობები შესაძლოა სარეკომენდაციოთაც გამოადგეთ სკოლებს:

  • სოციალური პროექტები: „ყველა განსხვავებული ყველა თანასწორი“; „მინდა გავხდე აქტიური მოქალაქე“;
  • დებატების წარმართვა;
  • სათემო კვლევა: „ქალი და ძალადობა“; „ბულინგი“;
  • აქციები: „ჩვენ ვგმობთ ჰოლოკოსტს“; „არა ნარკოტიკს,აირჩიე სიცოცხლე“.

 

 

  1. კლუბი „მომავალი ბიზნესმენები“, რომელიც ჩამოყალიბდა ახალგაზრდულ  ორგანიზაცია  ,,აკმე“-ს ეკონომიკის დეპარტამენტის  მოხალისეობრივ პროექტ- „ ევროპა, ეკონომიკა და ჩვენ“- თან თანამშრომლობით და რომლის მიზანიცაა:

 

  • საბაზრო ეკონომიკურ გარემოში ადაპტირება, საკუთარი როგორც მოქალაქის, მომხმარებლის  როლის გაცნობიერება;
  • მოსწავლეებს განუვითარდეთ აქტიური მოქმედების, პირადი და საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • სამომხმარებლო უნარ–ჩვევების და ცოდნის კომპეტენციების ჩამოყალიბება–განვითარებისთვის ხელშეწყობა.

კლუბმა განახორციელა შემდეგი აქტივობები:

 

  • ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრთან თანამშრომლობა;
  • ინდ.მეწარმეებთან შეხვედრები;
  • დისკუსიები ევროკავშირსა და ასოცირების ხელშეკრულების შესახებ;
  • ესეების კონკურსი „ჩემი ევროპა“.

 

  1. მესამე კლუბი, რომლის მიზანსაც პასუხისმგებლობის ამაღლება ჯანსაღი გარემოს, ადამიანის ჯანმრთელობის და კეთილდღეობის შესანარჩუნებლად და ადამიანის ბუნებაზე ზემოქმედების დადებითი და უარყოფითი შედეგების გააზრება წარმოადგენს , არის ეკო კლუბი „კვალი“, რომლის მიერ განხორციელებულ ღონისძიებათა შორის მნიშვნელოვან ადგილს იკავებს დასუფთავებისა და გამწვანების აქციები, რომლებიც იგეგმება ადგილობრივ თვითმმართველობასთან თანამშრომლობით.

ასევე ხშირია საინფორმაციო ხასიათის შეხვედრები მედიცინის მუშაკებთან; სპორტული შეჯიბრებები სკოლის შიგნით და მუნიციპალიტეტის მასშტაბით;

ნარჩენების მართვის მიმართულებით წელიწადში ორჯერ კლუბის ორგანიზებით მაკულატურა იცვლება ლიტერატურაში და მდიდრდება სასკოლო ბიბლიოთეკა და ყოველ წელს მონაწილეობენ მოსწავლეები ნარჩენებისგან შექმნილი ნაძვის ხეების კონკურსში, როგორც სასკოლო და  მუნიციპალური, ასევე რესპუბლიკური  მასშტაბით.

 

ბოლოს, ილია ჭავჭავაძის სიტყვებს მოვიშველიებ – „ „პატარა ნიჩბითაც ბევრი რამ გაკეთდება და ძალიან შესაძლოა ცოტ-ცოტაობიდან დიდი საქმე გამოვიდეს“.

    ვფიქრობ, ჩვენი სკოლის კლუბების საქმიანობა ჩვენი ქვეყნის მდგრადი განვითარების მშენებლობაზე ერთი დადებული აგურია.

 

 

გამოყენებული ლიტერატურა:

1.https://www.ungeorgia.ge/geo/sutainable_development_goals

2.https://www.civiceducation.ge/ka/lessons/3-27

3.განათლება მდგრადი განვითარებისთვის სამუშაო დოკუმენტი ეროვნული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა 2018-2022 წლებისათვის

 

როგორ დავეხმაროთ ბავშვს მძიმე სტრესის დროს

0

ჩვენ, მოზრდილები, მიჩვეულები ვართ, ასე თუ ისე,  გავუმკლავდეთ სტრესებს. ამისთვის სხვადასხვა სტრატეგიას მივმართავთ. ბავშვებს არ მოეპოვებათ ასეთი სტრატეგიები. როდესაც მათ ცხოვრებაში რაღაც  მძიმედ გადასატანი ხდება, ბავშვის ემოციები დიდხანს „ბობოქრობს“, რამაც ტრავმული სტრესი შეიძლება გამოიწვიოს. ამერიკელი ფსიქოლოგი ჰილარი იაკობს ჰენდელი ამ საკითხზე  რამდენიმე რჩევას გვათავაზობს.

ყოველდღიურობა სტრესებითაა სავსე. ზრდა-განვითარებისთვის მუდმივად  სიახლეებია საჭირო. ბრძოლა, წინააღმდეგობებისა და წარუმატებლობების გადალახვა ბავშვში თვითდაჯერებას ზრდის, საშუალებას აძლევს ირწმუნოს, რომ  ყველაფერს გაუმკლავდება. მაგრამ ამ ბრძოლის შედეგები უფასურდება, როდესაც სტრესი ძალიან ძლიერია ან გახანგრძლივებული. ნერვული სისტემის მუდმივი დაძაბულობა ტრამვულ სტრესს იწვევს. ტვინის ემოციური ცენტრები მუდმივად ”საშიშროების” რეჟიმში არიან, ორგანიზმი კი ”დაარტყი, გაიქეცი ან გაშეშდი”-ს  რეჟიმში.

მუდმივმა დაძაბულობამ ბევრი პრობლემა შეიძლება წარმოქმნას-თავის ტკივილით დაწყებული,შინაგანი ორგანოების დისფუნქციით დამთავრებული. ამასთან ერთად, ემოციური გადაძაბვა ბავშვს ხელს უშლის, აღიქვას დადებითი მოვლენები, სიახლეები.  გარე სამყაროსადმი ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილება როგორც წესი, მშვიდ ემოციურ ფონზე ხდება.

 

ტრავულმა სტრესმა შეიძლება გამოიწვიოს დეპრესია, ქრონიკული შფოთვა, იზოლაცია ან აგრესია.

 

წარმოიდგინეთ, რომ ძლიერ შეშინებული ხართ. როგორ გრძნობთ თავს ამ მდგომარეობაში? ხართ მზად ისწავლოთ, სიახლეებს ეზიაროთ, აქტიურად იურთიერთოთ? ალბათ  არა!  ჩვენ-ბავშვებიც და მოზრდილებიც- როცა შეშინებულები ვართ, გაქცევა გვინდა,დამალვა და თავშესაფარში დარჩენა მანამ, სანამ საფრთხე არ გადაივლის. ამ დროს ადვილად მოწყვლადები ვართ. ასეთი  მდგომარეობა თუ დიდხანს გრძელდება, გამოუვალი მდგომარეობის შეგრძნება გვეუფლება, გრძნობები გვიჩლუნგდება. ეს უკვე ტრამვული სტრესია, რამაც შეიძლება დეპრესია, ქრონიკული შფოთვა, ალკოჰოლიზმი და ნარკომანია, იზოლაცია ან აგრესიაც კი გამოიწვიოს.

 

როგორ დავეხმაროთ ბავშვს, როცა ის ტრავმულ სტრესშია? გთავაზობთ რამდენიმე რჩევას:

  1. იყავით მის გვერდით-ახლობლების გვერდით ყოფნა ამშვიდებს მათ. მიჯაჭვულობის თეორიის შემქმნელმა ჯონ ბოულბიმ დაამტკიცა,რომ ბავშვს სრულყოფილი განვითარებისთვის უსაფრთხო გარემოში ყოფნა ესაჭიროება. ტრავმულ სტრესში მყოფი ბავშვი შეშინებულია, ამას შეიძლება ახლობლები ვერც ამჩნევდნენ(ამ შიშმა შეიძლება მოგვიანებით აგრესიის ფორმა მიიღოს). თქვენი გვერდით ყოფნა ბავშვს მდგომარეობას გაუადვილებს. მარტოობა შიშს აძლიერებს!
  2. გამოიჩინეთ სირბილე და ტაქტი.

ტრავმულ სტრესში მყოფი ბავშვის ფსიქიკა ძალიან მყიფე და ადვილად მოწყვლადია. სამწუხაროდ, ჩვენს კულტურაში მეტად ფასდება ის, რასაც მარცხენა ნახევარსფერო განაგებს და ჩვენ ნაკლებად ვაქცევთ ყურადღებას იმ ემოციურ თავდაცვას, რაც მარჯვენა ნახევარსფეროსთანაა დაკავშირებული. ის პასუხისმგებელია არავერბალურ კომუნიკაციაზე , რასაც ქვეცნობიერად ვიღებთ ურთიერთობისას: ხმის ტონი, თვალებით კონტაქტი, სხეულის ენა. დაშინებულ ბავშვთან ურთიერთობისას ეცადეთ რბილად და ალერსიანად ილაპარაკოთ, თავი აარიდოთ მკვეთრ მოძრაობებს, რათა კიდევ უფრო არ დააშინოთ იგი.

  1. ეთამაშეთ,რათა, კონტაქტი დაამყაროთ და დააწყნაროთ.

თამაში ასტიმულირებს სოციალური ურთიერთობის სისტემას, რაც ცდომილ (n.vagus) ნერვთანაა დაკავშირებული, რაც ეხმარება მოდუნებაში. თამაში აუმჯობესებს ბავშვის თვითშეგრძნებას, ეხმარება დაწყნარებაში სხვებთან ურთიერთობის დროს,დადებითი ემოციების გაცვლას, აქტიურობას. თითქოსდა არასწორად შეიძლება მოგვეჩვენოს, რომ ძლიერ სტრესში მყოფ ბავშვს თამაში შევთავაზოთ, მაგრამ თუ თვითონ წინააღმდეგი არაა, ეს მას სასიკეთოდ წაადგება.

 

4.მიეხმარეთ ბავშვს თავის გრძნობების გამოხატვაში.

 

ემოციების სიტყვებით გამოხატვისას მცირდება სტრესი და დაძაბულობა. ბავშვმა რომ ეს შეძლოს, თქვენი გამოცდილებით უნდა დაეხმაროთ. მაგალითად, თუ მან სტრესი გადაიტანა დედასთან განშორების გამო, შეგიძლიათ მოუყვეთ: ”როცა მე პატარა ვიყავი, ერთხელ დედას დიდი ხნით გამგზავრება მოუწია. ის ავად გახდა და შორს გაემგზავრა, რათა იქაური ექიმები დახმარებოდნენ. მიუხედავად იმისა, რომ  ვიცოდი, ასე იყო საჭირო, მაინც ძალიან ვნაღვლობდი და მეშინოდა,ზოგჯერ დედაზე  ვბრაზობდი კიდეც ჩემი დატოვების გამო. ასეთი გრძნობები ნორმალური და ბუნებრივია.”

სხვადასხვა  მეთოდი არსებობს, რომელიც საშუალებას მოგცემთ, დაეხმაროთ ბავშვს  გრძნობების გამოხატვაში, გაცნობიერებაში, ჯანსაღად აღქმაში. შეგიძლიათ დაათვალიერებინოთ სურათები,  სადაც ადამიანის სახეები სხვადასხვა ემოციას გამოხატავს და შესთავაზეთ, გაჩვენოთ, თუ რომელი შეეფერება და ასახავს მის საკუთარ გრძნობებსდა ემოციას.

ემოციები გარკვეული ტიპის ენერგიას  გამოიმუშავებს.   ამ ენერგიის დახარჯვა კი აუცილებელია. დაეხმარეთ ბავშვს გამოხატოს გრძნობები, დახარჯოს ენერგია. შეთხზეთ ისტორიები, იფანტაზიორეთ, ითამაშეთ  როლური თამაშები. არ მოერიდოთ ექსპერიმენტებს და ყურადღებით დააკვირდით რეაქციებს, რათა გაიგოთ და გაერკვეთ, რა მოქმედებს უკეთ. ყურადღება მიაქციეთ, რა მომენტებში გრძნობს ბავშვი სიმსუბუქეს, როდის არის მშვიდად , როდის არის მზად აქტიურად თამაშისთვის და ურთიერთობისთვის.

5. ხშირად ჩაეხუტეთ ბავშვს, თუ ის ამის წინააღმდეგი არაა.

 

ბავშვის ჩახუტება , მუხლებზე დასმა, თავზე ხელის გადასმა  ეხმარება მას მოდუნებაში. მნიშვნელოვანია ყურადღებით დააკვირდეთ რეაქციებს-თუ ბავშვი იძაბება, თქვენი მოხვევა აშკარად არასასურველია. თუკი პირიქით, მოდუნდა და დაწყნარდა,ყველაფერს სწორად აკეთებთ.

6.წაახალისეთ ბავშვი, დაეხმარეთ გაიგოს , თუ რა ხდება მის თავს.

არ მოატყუოთ სტრესში მყოფი ბავშვი. შეარჩიეთ მეთოდი, თუ როგორ აუხსნათ, რა მოხდა და რა ხდება მის თავს. მაგალითად, თუ ის  განიცდის მშობლებთან ხანგრძლივ განშორებას და დროებით თქვენთან იმყოფება, შეგიძლიათ უთხრათ:”დედა და მამა კარგად არიან, მალე მათ ნახავ. მანამდე კი მე ვიქნები შენთან და მოგივლი.” აუცილებელია, ბავშვს აუხსნათ, რომ ის მნიშვნელოვანია და საჭირო ყველასთვის. სხვაგვარად მან შეიძლება თავი არასაჭიროდ და ზედმეტად ჩათვალოს. აუცილებელია ეს ნათლად და მკაფიოდ მიანიშნოთ, ასევე  ხშირად აღნიშნოთ: ”ყველაფერი კარგად გექნება”, ”ეს გრძნობები გაივლის”,” შენ მარტო არ ხარ”, ”შენ ეს არ დაგიმსახურებია”.

ყველა ჩვენგანშია ჩადებული ურთიერთობის მოთხოვნილება , ადამიანური კავშირების გაბმა და  უსაფრთხოების შეგრძნება. თუკი რაიმე მიზეზით ბავშვს ეს შეგრძნებები გაუქრა, გარშემომყოფებმა ყველა ღონე უნდა იხმარონ, რომ ბავშვს სიმშვიდე, საკუთარი მნიშვნელოვნების განცდა  და უსაფრთხო გარემო დაუბრუნდეს.

,, რაფთ ‘’- RAFT-  წერის უნარის განვითარების საუკეთესო საშუალება

0

      ,,რაფთ’’ არის შემდეგი სიტყვების აკრონომი:

რ – როლი

ა-  აუდიტოტია

ფ –  ფორმატი

თ – თემა

იგი საუკეთესო საშუალებაა წერითი მეტყველების განვითარებისთვის , რადგან მოსწავლეებს გამოუმუშავდებათ შემოქმედებითი აზროვნებისა და თვითგამოხატვის, წერისთვის შესაბამისი სტილის შერჩევის, რედაქტირების, პრეზენტაციისა და სოციალური უნარები.

,,რაფთ’’ არის წერითი დავალების შესრულების შემოქმედებითი სტრატეგია. მეთოდის გამოყენების დროს მოსწავლე საკუთარ თავს მოარგებს კონკრეტულ როლს და ურთიერთობას ამყარებს მის მიერ შერჩეულ აუდიტორიასთან. ჩემი აღსაზრდელების მაგალითზე შემიძლია ვთქვა, რომ ბავშვები ყოველთვის დიდი ინტერესითა და ხალისით ერთვებიან, რადგან  ეძლევათ საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებისა და გაუმჯობესების საშუალება. ყოველივე ეს კი მასწავლებელს საშუალებას აძლევს შეაფასოს მოსწავლეთა გამოცდილება, ცოდნა და შეხედულებები ამა თუ იმ საკითხზე.

მინდა კოლეგებს გავუზიარო გამოცდილება და შევთავაზო სამოდელო გაკვეთილის გეგმა, სადაც გამოვიყენე აღნიშნული მეთოდი.

 

სწავლების საფეხური/კლასი: III კლასი მოსწავლეთა რაოდენობა: 25 მოსწავლე გაკვეთილის თემა:   ტყე და მისი მნიშვნელობა

გაკვეთილის მიზანი:   მოსწავლეები შეძლებენ:

  • საკითხავ და აუდიო მასალებს შორის პარალელების გავლებას და კითხვების ფორმულირებას;
  • მსჯელობის უნარის განვითარებას;
  • წერითი მეტყველების განვითარებას მეთოდებით:,,რაფთ’’ და ,,გასასვლელი ბილეთები’’.
N აქტივობის აღწერა გამოყენებული მეთოდი/მეთოდები კლასის ორგანიზების ფორმა/ფორმები სასწავლო რესურსები დრო (წთ)
 

1

 

მიზანი:აუდიო მასალით მოსწავლეთა ინტერესის აღძვრა განსახილველი თემისადმი; წაკითხულსა და მოსმენილ მასალებს შორის პარალელების გავლება.

 

ისმის სიმღერა ,,ტყე შეუნახე შვილებსა’’.

მოსწავლეები უკვე ახსნილ გაკვეთილსა და მოსმენილს ერთმანეთს უკავშირებენ და ცდილობენ თავად ჩამოაყალიბონ დღევანდელი გაკვეთილის მოსალოდნელ მიზანი.

 

გაკვეთილის მიზნის გაცნობა.

 

 

აუდიოჩანაწერი

 

 

 

 

 

 

 

 

 

შესაბამისობების დადგენა

 

 

 

საერთო-საკლასო

 

სიმღერა-,,ტყე შეუნახე შვილებსა’’

 

 

კომპიუტერი

 

ხმის გამაძლიერებელი

 

 

 

3 წთ.

2

 

 

 

 მიზანი: მოსწავლეთა ყურადღების კონცენტრირება.

 

 

მოსწავლეები კითხულობენ  წინა დღეს ახსნილ ტექსტს.

გამოსაძახებელი ჩხირების საშუალებით მასწავლებელი ასახელებს მოსწავლეთა სახელებს და ბავშვები აგრძელებენ ტექსტის კითხვას.

 

 

 

 

 

გაგრძელებითი

კითხვა

 

 

 

 

 

ინდივიდუალური

 

 

სახელმძღვანე

ლო

 

გამოსაძახებელი

ჩხირები

 

 

 

5 წთ.

3

 

 

 

მიზანი:

კითხვების ფორმულირება

 

ტექსტიდან  და მოსმენილი სიმღერიდან გამომდინარე მოსწავლეები ჩამოაყალიბებენ კითხვებს და თავადვე ირჩევენ მოპასუხე მოსწავლესაც.

 

კითხვა-პასუხი

 

 

(მასწავლებლის დაკვირვება და ჩანაწერების

წარმოება.)

 

 

 

საერთო-საკლასო

 

 

 

 

 

 

 

 

 

8 წთ.

4

 

 

 

მიზანი:შემოქმედებითი, წერისა  და  სოციალური უნარების განვითარება.

 

 

შემთხვევითი გადათვლის პრინციპით მოეწყობიან ჯგუფებად.

 

მასწავლებელი შეახსენებს ,,რაფთ’’-ის სტრუქტურას. ჯგუფების წარმომადგენლები აირჩევენ როლებსა და წერის ფორმატს

აუდიტორია არის-ადამიანი ,თემა კი –

ტყე და მისი მნიშვნელობა.

აირჩევენ აგრეთვე როლის შესაბამის გასაფერადებელ აპლიკაციას.

 

 

მუშაობის დასრულების შემდეგ გააკეთებენ რედაქტირებას და მოემზადებიან პრეზენტაციებისთვის.

 

 

 

 

 

 

პრაქტიკული

მეთოდი

     

 

      რ

      ა

      ფ

      თ

 

 

 

 

 

 

ჯგუფური მუშაობა

 

 

 

 

 

 

ფრინველთა გასაფერადებელი აპლიკაციები და ბარათები ტექსტისთვის.

 

 

 

ფერადი ფანქრები.

 

 

 

ტყის, ციყვის,

ჩიტის,დათვის,წყაროს

აპლიკაციები

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

10

წთ.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

2 წთ.

 

 

5

 

 

 

მიზანი: აუდიტორიის წინაშე ნამუშევრის წარდგენის  უნარის განვითარება.

 

მას შემდეგ,რაც დასრულდება მუშაობა, იწყება ნამუშევრების კლასის წინაშე წარდგენა.

გაფერადებული

აპლიკაციებით კი ხდება ტყის პეიზაჟის აწყობა.

 

 

 

პრეზენტაცია

 

 

დემონსტრირე

ბის

 

 

 

 

 

 

დიდ ფორმატზე დახატული ტყის

პეიზაჟი.

 

 

 

 

7 წთ.

6 მიზანი:განსახილველი თემის რეზიუმირების უნარის განვითარება და თემისადმი საკუთარი დამოკიდებულების წერილობით გადმოცემა.

 

მიღებული ცოდნის შეჯამების მიზნით ჩამოწერენ  3 ყველაზე მნიშვნელოვან საკითხს, რაც დაამახსოვრდათ გაკვეთილზე.

 

 

 

პრაქტიკული მეთოდი

 

,,გასასვლელი

ბილეთები’’

 

 

ინდივიდუ-

ალური

 

 

გასასვლელი ბილეთი ყველა მოსწავლისთვის.

 

 

 

 

 

6 წთ.

7 მიზანი: თვითშეფასების უნარის განვითარება.

 

გაკვეთილის დასასრულს მოსწავლეები მიმოიხილავენ კიდევ ერთხელ იმ ნაბიჯებს,რაც გაიარეს, აკეთებენ თვითშეფასებას და ურთიერთშეფასებას

კითხვების საფუძველზე:

რა გაკეთდა კარგად?

რა საჭიროებს გაუმჯობესებას?

როგორ გავაუმჯობესოთ?

რაში გამოვიყენებთ?

 

 

მასწავლებელიც აფასებს გაკვეთილს შეფასების რუბრიკის საფუძველზე.

 

 

 

 

 

 

 

 

 

ვერბალური

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

უკუკავშირი

   

 

 

 

შეჯამების პოსტერი.

 

 

 

 

 

 

 

 

 

4 წთ.

 

გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები:

 

  1. მიმართულება: ზეპირმეტყველება

ქართ.დაწყ.(I).2 სტანდარტით განსაზღვრული სხვადასხვა ტიპის ტექსტების მოსმენა, გაგება-გააზრება და გადმოცემა.

ქართ.დაწყ.(I).3 პირადი დამოკიდებულების გამოხატვა ტექსტის თემის, მასში განხილული საკითხების მიმართ.

  1. მიმართულება: კითხვა

ქართ.დაწყ.(I).9. წაკითხული ტექსტის მიმართ პირადი დამოკიდებულების გამოხატვა და ახსნა; ტექსტის თემის და/ან მასში განხილული კონკრეტული საკითხების შეფასება.

  1. მიმართულება: წერა

ქართ.დაწყ.(I).13 სტანდარტით განსაზღვრული სხვადასხვა ტიპის მცირე ზომის მარტივი ტექსტების შექმნა ნაცნობ თემატიკაზე.

ქართ.დაწყ.(I).15 წერის ნაცნობი სტრატეგიების გამოყენება მიზნის შესაბამისად.

 

 

შეფასება:

 მასწავლებელი მოსწავლეებს აფასებს განმავითარებელი შეფასებით შემდეგი შეფასების რუბრიკის  საფუძველზე.

# კრიტერიუმები მაღალი საშუალო გასაუმჯო-

ბესებელი

1. მოსმენილ და წაკითხულ ტექსტებს შორის

პარალელების გავლება.

დამოუკიდებლად

პოულობენ კავშირს მოსმენილსა და წაკითხულს შორის .

უჭირთ კავშირის აღმოჩენა წაკითხულსა და  მოსმენილს შორის ვერ პოულობენ კავშირს მოსმენილსა და წაკითხულს შორის.
2. კითხვების ფორმულირება.

 

აყალიბებენ განსახილველი

თემის შესაბამის კითხვებს სათანადო ინტონაციის დასმით.

ცდილობენ კითხვების ჩამოყალიბებასა და შესაბამისი ინტონაციით წარმოთქმას. ვერ ახერხებენ

კითხვების ფორმულირება.

3. რ ა ფ თ -ის სტრუქტურის მართვა და მიზნის შესაბამისი პროდუქტის შექმნა. იციან რაფთ-ის სტრუქტურა და დამოუკიდებლად ქმნიან პროდუქტს. უჭირთ რაფთ-ის სტრუქტურის გააზრება და მასწავლებლის მითითებებით ქმნიან პროდუქტს. ვერ ახერხებენ რაფთ-ის სტრუქტურის გააზრებას და  შესაბამისად ვერ ქმნიან პროდუქტს.
4.  

 

თანამშრომლობა ჯგუფის წევრებთან.

ჯგუფის წევრები აკეთებენ ფუნქციათა დელეგირებას,

თანამშრომლობენ ერთმანეთთან .

უჭირთ ფუნქციათა გადანაწილება,

ცდილობენ თანამშრომლობას.

ვერ ახერხებენ ფუნქციების გადანაწილებასა და

თანამშრომლობას,

შეინიშნება უთანხმოება.

 

 

გამოყენებული ლიტერატურა:

G-Pried, კარგი სკოლა.გე; რესურსწიგნი  https://kargiskola.ge/teachers/resource_books/kitxva/resursi_kitxva.pdf

განმავითარებელი შეფასება და დიფერენცირებული სწავლება სახელმძღვანელო მასწავლებლებისთვის – მარიანა ხუნძაყიშვილი, სარა ბივერი.

 

მეფეთა სადარდებელი

0

როცა მეფე ხარ, ალბათ ათას საქმეზე უნდა წუხდე…ქვეყანაზე…ხალხზე… ეს იდეალური მეფის შემთხვევაში, თორემ, თუ ერთი ჩვეულებრივი მბრძანებელი  ხარ და არავინ და არაფერი გადარდებს,  ადექი და ცხოვრებით დატკბი. ნურც მარჯვნივ გაიხედავ და არც ის არის საინტერესო, რაც მარცხნივ მოხდება. შეხედე მზეს, გაუღიმე და ქრიზანთემების სურნელი შეიგრძენი. ან, სასეირნოდ, სამოგზაუროდ და გასტრონომიული ამბებით დასატკბობად გაეშურე.

სინამდვილეში, მეფეებს არაფერს ვერჩი და მხოლოდ იმიტომ გავიხსენე, რომ რაღაც გამორჩეული დაავადებები ტანჯავდათ ხოლმე. თანამედროვე მეფეებში  რა ხდება არ ვიცი. ადრინდელ მეფეთა ხვედრი კი ასეთი ყოფილა. იყო უამრავი გენეტიკური დაავადება. ვლინდებოდა შეძენილიც. მეფეთა უმრავლესობას კი ერთი საერთო სატკივარი ტანჯავდა…პოდაგრა.

საფრანგეთის მეფე მზე-ლუდოვიკო მეთოთხმეტე (1638-1715) პოდაგრით იტანჯებოდა.

საფრანგეთის მეფე კარლოს  მეექვსე (1368-1422) ასევე პოდაგრით იყო ავად.

შოტლანდიის და ინგლისის მეფე იაკობ პირველი (1566-1625)  პოდაგრით იტანჯებოდა.

ესპანეთის მეფე ფილიპე მეორეც  (1527-1598) პოდაგრით ყოფილა  ავად.

რა არის პოდაგრა,  იგივე „ნიკრისის ქარი“?

სახელწოდება „პოდაგრა“ წარმოსდგება ბერძნული სიტყვებიდან pous-ფეხი,  agrios-მკაცრი, საშინელი. პოდაგრა ჯერ კიდევ ძველ რომში მდიდრების დაავადება ყოფილა, რადგან უსასრულოდ ბევრ ხორცს ჭამდნენ, ზედ კი ალკოჰოლურ  სასმელებს აყოლებდნენ. სწორედ რომ ავიცენას სიტყვები შეეფერებოდათ: უსაქმურობა და მსუნაგობა არა მხოლოდ თავხედობაში, ხაფანგშიც გაგაბავთო. თავად სიტყვა „პოდაგრას“ მეორენაირი მნიშვნელობაც აქვს და იშიფრება, როგორც-„ფეხი ხაფანგში“. ასეც ასურათებდნენ,  ადამიანს  ფეხზე უზარმაზარი  კიბორჩხალა ჩაბღაუჭებოდა და გასაქანს არ აძლევდა.

დაავადებაზე   ჯერ კიდევ პარაცელსი და გალენი წერდნენ.  ავიცენაზე აღარაფერს ვამბობ.

მის განვითარებას  არასწორი კვების შედეგად პურინნუკლეოტიდების ცვლის მოშლას უკავშირებდნენ. თვლიდნენ, რომ პოდაგრას იწვევდა დიდი ხნის განმავლობაში ისეთი საკვების მიღება, რომელიც მდიდარია პურინის შემცველი ნუკლეოტიდებით (ხორცეული, ღვიძლი, თირკმელი, პომიდორი, ბადრიჯანი და სხვა). ამჟამად კვებითი ფაქტორი არ შეიძლება ჩაითვალოს პოდაგრის გამომწვევ მიზეზად. იგი მხოლოდ ხელს უწყობს მის გამოვლინებას.

დღეისთვის დადგენილია, რომ პოდაგრა X ქრომოსომასთან შეჭიდული რეცესიული ტიპის მემკვიდრეობითი დაავადებაა. მისი მიზეზია პურინნუკლეოტიდების მეტაბოლიზმში მონაწილე ფერმენტების გენეტიკური დეფექტი, რის გამოც ადგილი აქვს პურინნუკლეოტიდების de novo (ხელახალი) სინთეზის გაძლიერებას.

ამ დროს აღინიშნება პურინნუკლეოტიდების ჰიპერპროდუქცია. ორგანიზმში მათი დაშლის პროცესი არ რეგულირდება. ამიტომ, ჭარბად სინთეზირებული პურინნუკლეოტიდების დაშლის შედეგად წარმოიქმნება დიდი რაოდენობით შარდმჟავა, რომელიც, ისევე როგორც მისი მარილები(ურატები), წყალში ცუდად იხსნება. პოდაგრის დროს სისხლში მატულობს შარდმჟავას რაოდენობა, რომელიც ნატრიუმის მარილის (ნატრიუმის ურატის) სახითაა. ჩვეულებრივ, სისხლში მისი კონცენტრაციაა 0,18-0,24 მმოლი/ლ (3-4მგ%-ს), პოდაგრის დროს კი 0,36 მმოლი/ლ (6მგ%-ს) აღწევს. შარდმჟავას მატებას თან ახლავს სახსრებში, ხრტილებში, მყესებში, კანში, კუნთებში და ა.შ. შარდმჟავას მარილების დაგროვება კრისტალების სახით, რომელთა გარშემო მიმდინარეობს ანთებითი პროცესი და წარმოიქმნება ე.წ. პოდაგრული კვანძები. ეს კვანძები ხშირია ხელის და ფეხის თითის სახსრებში, იწვევს მათ დეფორმაციას და ტკივილს. პოდაგრული შეტევის დროს შარდში შარდმჟავას რაოდენობა ნორმალური რჩება და მხოლოდ შეტევის შემდეგ მატულობს. შარდმჟავას მარილების დაგროვება თირკმელებშიც ხდება, რაც კენჭების წარმოქმნას იწვევს.

ზოგიერთი დაავადების დროს ე.წ. მეორეული პოდაგრა ვლინდება. მაგ. გლიკოგენის სინთეზის ზოგიერთი ფერმენტის უკმარისობის დროს. შედეგად, პენტოზური ციკლის გააქტიურება ხდება, მატულობს უჯრედში რიბოზა-5-ფოსფატი და პურინნუკლეოტიდების de novo  სინთეზი ძლიერდება.

პოდაგრას მკურნალობისთვის ავადმყოფს პურინნუკლეოტიდების არაშემცველ დიეტას უნიშნავენ, ტუტე (ჰიდროკარბონატულ) მინერალურ წყალს, რომელიც ლითიუმის მარილებს შეიცავს. ლითიუმი შარდმჟავასთან დაკავშირებისას წარმოქმნის ხსნად ურატებს, რომლებიც იოლად გამოიყოფიან ორგანიზმიდან.

მეფე ფილიპე მეორე დიეტას იცავდა თუ არა, არ ვიცი. სამაგიეროდ, „ელექსირს“ ეძებდა. სამეფო კარზე „ალქიმიური დასი“ ჩამოაყალიბა და ფულს არ იშურებდა, ოღონდაც კი მისთვის „ელექსირი“ ეპოვნათ. თავადაც ხშირად მუშაობდა ლაბორატორიაში. დარწმუნებული იყო, რომ ვარდისფურცლებიანი გამოხდილი წყალი უშველიდა. ამიტომ, ბეჯითად ყოველდღე სვამდა.

ვარდის ფურცლები სპეციალურად მისთვის ირანიდან ჩამოჰქონდათ. აუცილებლად მკრთალი ვარდისფერი უნდა ყოფილიყო. მეფეს სწამდა, რომ გასუფთავებული, ანუ გამოხდილი წყალი ვარდთან ერთად განსაკუთრებულ სამკურნალო თვისებებს იძენდა და მის სატკივარსაც უშველიდა.

ავადმყოფობას მკურნალობა სჭირდება. თუმცა, არსებობს პროდუქტები, რომლებიც ტკივილს რეალურად ამცირებენ. ტკივილის შემცირება არ ნიშნავს, რომ მკურნალობა გვერდზე უნდა გადაიდოს. თუმცა, თუ საკვები ტანჯვას  შეამცირებს, რატომაც არა?

გახსოვთ, ჰიპოკრატე რას ამბობდა? საკვები წამალივით უნდა იყოს და წამალმა საკვები არ უნდა შეცვალოსო.

წითელი წიწაკა ჩილი სახსრებში ტკივილს ამცირებს. აქ უკვე ზოგად, ნებისმიერ ტკივილზეა საუბარი და არა მაინც და მაინც კონკრეტულად პოდაგრაზე. მასში შედის ნივთიერება კაპსაიცინი. სწორედ ის გვაგრძნობინებს წიწაკის მწველ გემოს. მისი მოქმედების შედეგად ტკივილის გადამტანი ნივთიერებები ნეიტრალდება. ტკივილის შეგრძნება კი ითრგუნება, თუმცა, თავად პათოლოგიური პროცესი რჩება. კაპსაიცინი ასევე ასტიმულირებს ნერწყვის გამოყოფას, ხელს უწყობს საჭმლის მონელებას და ნაწლავების პერისტალტიკას.

ანტოციანების შემცველი ყველა პროდუქტი ასევე ტკივილის დამთრგუნველად ითვლება. ეს ნივთიერებები ანტიოქსიდანტები არიან და სახსრებში ანთების კერაზე ტკივილის გამანეიტრალებლად  მოქმედებენ. სხვათა შორის, ამაზე ავიცენაც წერდა, მიირთვით ყველაფერი წითელი და ალისფერიო. რატომ? არ წერს, ალბათ მაშინ არ იცოდა, რომ ანტოციანების გამო. ისინი, კი სწორედ ალისფერ და წითელ პროდუქტებშია. მაგალითად, ალუბალში. თან ალუბალია, თან გემრიელია და თან მუქი წითელი, ანუ ანტოციანიდიანი.

სუნელი ქურქუმა ნივთიერება ქურქუმინს შეიცავს. ეს ნივთიერება პროსტოგლანდინების გამომუშავებას თრგუნავს. პროსტოგლანდინები  არაქიდონმჟავას და მისი ნაწარმებისგან სპეციფიკური ფერმენტების მოქმედებით სინთეზირდებიან. ზემოქმედებენ იმ ქსოვილზე, რომელშიც წარმოიქმნებიან. ამიტომ მათ ადგილობრივი მოქმედების ჰორმონებს ან ქსოვილურ ჰორმონებსაც უწოდებენ. მათი ერთ-ერთი ფუნქცია ტკივილის შეგრძნებაა, ანუ ტკივილის მედიატორებადაც გვევლინებიან.

ო. ჰენრის ნოველაში „მონათესავე სულები“ სახლში შეპარულ ქურდსაც და სახლის პატრონსაც პოდაგრა აქვთ. საერთო სატკივარი გააერთიანებთ და ერთმანეთს საკვების ჩამონათვალსაც კი უზიარებენ. ერთი ამბობს, რომ ჩხრიალა გველის შხამია კარგი, მეორეს რატომღაც პატარა გოჭუნა ახსენდება. თუმცა, სინამდვილეში მკურნალობის პარალელურად ტუტე არის შემქმნელი  პროდუქტებია საჭირო.

მაგალითად (ზემოთაც დავწერე), ტუტე არის შემქნელი მინერალური წყალი ორგანიზმში ტუტე გარემოს შექმნის და სახსრებსაც ეამებათ. რატომ? შარდმჟავას გაანეიტრალებს. ოღონდ, უნდა შევეცადოთ, რომ საშუალო მინერალიზაციის იყოს და მისით ჩვეულებრივი სასმელი წყალი მთლიანად არ ჩავანაცვლოთ.

მაგალითად, ლიმონი…მჟავას შემცველი პროდუქტია. ოღონდ, ლიმონმჟავა ჩვენს ორგანიზმში ლიმონმჟავას მარილებს, ციტრატებს წარმოქმნის, რომლებიც ბიოქიმიური გარდაქმნების შედეგად ტუტე არის ნივთიერებებად გარდაიქმნება.

მაგალითად, ბულგარული ტკბილი წიწაკა. ვიტამინ C-ს, ასკორბინის მჟავას სამი დღის დოზას შეიცავს. აქაც მჟავაა, თუმცა ბიოქიმიური გარდაქმნებით ამ შემთხვევაშიც ტუტე არის შემქმნელი ნივთიერებები მიიღება. იმავე ვიტამინს ლიმონიც შეიცავს, ოღონდ ბულგარულ წიწაკასთან შედარებით, უფრო ნაკლები  რაოდენობით.

და ასე უსასრულოდ შეიძლება დაიწეროს ყველა იმ ხილის და ბოსტნეულის სია, რომელიც ტუტე არის შემქნელია.

თუმცა, გამონაკლისები აქაც არის, პომიდორი და ბადრიჯანი არ შეიძლება. წითელი ხორცი და თევზის ზოგიერთი სახეობაც კატეგორიულად იკრძალება. თუმცა, კვერცხი და რძე ზოგჯერ შესაძლებელია, რადგან მეტაბოლიზმში პურინებს არ წარმოქმნის. იკრძალება შოკოლადი და ყავა … ეს უკანასკნელნი კოფეინს შეიცავენ. კოფეინის მოლეკულა კი პურინის  მსგავსია და მისი წარმოქმნის პროვოცირებას ახდენს. პურინისგან კი შარდმჟავა წარმოიქმნება.

აკრძალულია ალკოჰოლი და ტკბილი გაზიანი სასმელები.

ამას წინათ, ინტერნეტში ხეტიალისას ერთ-ერთი ქვეყნის ახალგაზრდა მომღერლის გარდაცვალების ამბავს წავაწყდი.

მიზეზი?

„ფეხი ხაფანგში“, პოდაგრა, ნიკრისის ქარი…

არადა, ყველანაირი პარამეტრით არ უნდა დამართოდა. ახალგაზრდა და გამხდარი გახლდათ, ჯანსაღ კვებასაც, ვფიქრობ, ყურადღებას აქცევდა. არც მეფის სისხლი ჩქეფდა მის ძარღვებში.  არადა…

ჰოდა, მორალი ასეთია, რომ „ხაფანგი“ ყველა ასაკში და მდგომარეობაშია და როგორც ავიცენა იტყოდა, მხოლოდ ექიმების იმედად ნუ იქნებითო, ორგანიზმს უსმინეთ და პირველი ექიმი თავადვე იყავითო. როგორც კი, სხეულის კარნახს ამოიცნობთ, შემდეგ უკვე ჩვენ, დასტაქრებს,  მოგვმართეთო.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...