პარასკევი, აპრილი 3, 2026
3 აპრილი, პარასკევი, 2026

ბლოგი სულელისა, მხოლოდ საკუთარ შეცდომებზე რომ სწავლობდა

0

სულ ვფიქრობდი, რომ ერთხელაც ამ ყველაფერზე უნდა დამეწერა, იმ ბავშვებისთვის უნდა მომეყოლა, რომელთაც ვასწავლიდი და იმათთვისაც, რომლებსაც მომავალში ვასწავლი


როცაპატარა ვიყავი” – ასე იწყება ბევრი ავტობიოგრაფიული რომანი, ცნობილი ადამიანის მემუარები, უფროსების ზღაპრებიც ასე იწყება და მათივე ჭკუის დარიგებებიც: როცა პატარა ვიყავი, შენსავით სულ არ ვიქცეოდი, პირიქით!

ოდა,პატარა რომ ვიყავი, ძალიან ბევრიუფროსის საქციელი არ მომწონდა, ზოგჯერ დედაჩემისაც კი. ამ ყველაფერს სულ სხვაგვარად შევხედე, როცა ჯერ უფროსი, მერე კიდევდედა გავხდი. მაშინ მივხვდი, რომ მე პირადად მხოლოდ საკუთარ შეცდომებზე თუ ვისწავლი რამეს და თუ ვინმე ჩემსშეცდომებზე ისწავლისჩემთვის
ეს
ძალიან დიდი ბედნიერება იქნებ.

ოდა,მინდა ჩემსპედაგოგიურ შეცდომებზე მოგიყვეთ, მარტოშეცდომებზე არაჩემი პედაგოგიური გამოცდილების ავკარგზე. არ მეწყინება, ვინმეს თუ გაეცინება; გამიხარდება კიდეც, ვინმეს თუ გაეცინება, ხოლო კიდევსხვა ვინმეს თუ თან გაეცინება და თან ჩემი ამბები რამეში წაეხმარებასაერთოდ ბედნიერი ვიქნები.

ერთირჩევა: არ გადაყაროთ საკუთარი ჩანაწერებიგაკვეთილის გეგმები, დავალებისთვის მომზადებული ტესტები, მცირემონახაზები, ფრაზები, მინიშნებები, სიტყვებიარაფერი გადაყაროთ, სახლში (ან კიდევ თქვენი კომპიუტერის მეხსიერებაში) ყოველთვის მოიძებნება ადგილი, სადაც ამ ყველაფერს შეინახავთ, მერე, დიდიხნის თუ რამდენიმე დღისშემდეგ, გამოიღებთ, გადახედავთ, საკუთარ თავს ცოტათი დასცინებთ, ცოტაშეგეცოდებათ, ცოტამოგეწონებათ და ცოტა მომავლისთვის გამოგადგებათ. სწორედ ასეთიჩანაწერების საშუალებით შემიძლია ჩემითავი როგორც პედაგოგი შევაფასო და როცაერთ დღესაც სკოლაში დავბრუნდები (და ერთ დღეს აუცილებლად დავბრუნდები), სწორედ ეს ჩანაწერები მომეხმარება, რომ უფროკარგი ვიყო,ვიდრე ვიყავი.


მოკლედ, თუ ჩემსბლოგს რაიმესახელი, თუნდაც პირობითი, უნდადავარქვა, ეს იქნებაბლოგი სულელისა, მხოლოდ საკუთარ შეცდომებზე რომ სწავლობდა” – ჩემისაყვარელი მწერლის, ერლომ ახვლედიანის მოთხრობების სათაურების სტილში.


1. სანამმასწავლებლობას დავიწყებდი


საერთოდ, მგონია და მეტიც, დარწმუნებულიც ვარ,რომ შემთხვევით არც არსადმუშაობა არ უნდა დაიწყო და არც არავის გაჰყვე ცოლად.

მეორენაბიჯის გადადგმაზე დიდხანს ვიფიქრე და გამიმართლა კიდეც.

პირველს რაც შეეხება . . .

ამასრატომ ვამბობ:

როცაფილოლოგიის ფაკულტეტის ბაკალავრიატი დავამთავრე (წარჩინებით, ასე ეწერაჩემს დიპლომში), დღის წესრიგში დადგა საკითხი, რომ უნდამემუშავა.

მეც დავიწყე სამსახურის ძებნა,ხან გამომცემლობაშისტაჟიორად, ხან გაზეთშიჟურნალისტად, რადიოშიწამყვანად, ბიბლიოთეკაშიბიბლიოთეკარად, რომელიღაც კერძო ფირმაშიპირად მდივნად, მთარგმნელობით ბიუროშიმთარგმნელად . . . მოკლედ, ერთ ბუჰღალტერის ვაკანსიაზე არ დამიტოვებია რეზიუმე და ისიც იმიტომ, რომ მათემატიკაში სულ ოდნავ მოვიკოჭლებ.


ერთერთ სკოლაში შემომთავაზეს მუშაობა აღმოჩნდა, რომმეათე კლასსქართულის მასწავლებელი სჭირდებოდა, ჰოდა, მეც დავთანხმდი.

მახსოვს, როგორ ვემზადებოდი გაკვეთილზე წასასვლელად, როგორ მეშინოდა, როგორ ვღელავდი, როგორ ვარჩევდი სამოსს, საკანცელარიო ნივთებს, ფეხსაცმელს, ვარცხნილობას

მომავალ პოსტში მოგიყვებით, როგორ გაგრძელდა ეს ამბავი, მანამდე კი, დღევანდელი დღისრჩევა სულელისგან, მხოლოდ საკუთარ შეცდომებზე რომ სწავლობდა: არასდროს აირჩიოთ პროფესია და სამსახური შემთხვევით, არასდროს!



მასწავლებელი

0

9 გზავნილი მასწავლებელს

0

ჟურნალი ”მასწავლებელი”

0

სადამრიგებლო საათი

0
ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრში სადამრიგებლო საათის განსახორციელებლად შეიქმნა “სადამრიგებლო საათის პროგრამა I-IV კლასების მოსწავლეთათვის”. პროგრამის მიზანია, დაეხმაროს I – IV კლასების დამრიგებლებს საათის მაქსიმალურად სასარგებლოდ დაგეგმვასა და განახორციელებაში. პროგრამა მოიცავს დაწყებითი სასკოლო ასაკის მოსწავლეთა დახასიათებას, სადამრიგებლო საათის თემებს, სადამრიგებლო საათის ნიმუშებს, სასარგებლო რესურსებს.
დამრიგებელი სასკოლო ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ფიგურაა. მას ევალება საგნობრივ პედაგოგებთან ერთად მოსწავლის აკადემიური მოსწრებისა და დასწრების აღრიცხვა, მშობლებისთვის შვილის ყოფაქცევისა და აკადემიური მოსწრების გაცნობა, პრობლემების წამოჭრის შემთხვევაში, მოსწავლეს, მშობლებსა და მასწავლებლებს შორის შუამავლობა, მოსწავლის დახმარება აკადემიური თუ სხვა პრობლემების გადაჭრაში, საკლასო ზეიმებისა და ექსკურსიების ორგანიზებაში მონაწილეობა, ახალი ინიციატივით კი – სადამრიგებლო კლასთან საათის ჩატარება.
დამრიგებლის მოვალეობიდან გამომდინარე, მას ყველაზე ხშირი და ახლო ურთიერთობა აქვს მოსწავლეებთან, ამიტომაც ის მოსწავლის მრჩეველი და აღმზრდელია. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სადამრიგებლო შეხვედრები დაწყებით საფეხურზე. საგნობრივ მასწავლებლებთან ერთად დამრიგებელი დაწყებითი კლასის მოსწავლეებს ეხმარება სკოლასთან, ახალ საქმიან გარემოსთან ადაპტაციაში, უყალიბებს მათ ელემენტარულ სასწავლო ჩვევებს, თანაკლასელებთან თანამშრომლობის უნარებს და ჯანსაღ დამოკიდებულებებს.
სადამრიგებლო საათის პროგრამა შემდეგ პრინციპებს ეყრდნობა:
> აღზრდის მთლიანობა – პიროვნების განვითარება ფიზიკური, ფსიქიკური, სოციალური და სულიერი კუთხით არის აუცილებელი. სააღმზრდელო მუშაობის მთავარი მიზანი ფიზიკურად და ფსიქიკურად ჯანსაღი მოქალაქის აღზრდაა;
> შემოქმედი, აქტიური პიროვნების აღზრდა – ყველა ბავშვი უნიკალურია. მოსწავლეები ერთმანეთისგან ნიჭითა და შესაძლებლობებით განსხვავდებიან. ამდენად, დამრიგებლის ფუნქცია მათში ნიჭისა და ძლიერი მხარეების აღმოჩენა, მოსწავლის შინაგანი ძალების აქტივაცია, ნიჭისა და შესაძლებლობების გამოვლენისათვის პირობების შექმნაა;
> მოსწავლეთა ჩართულობა და მონაწილეობა – მოსწავლეებში პასუხისმგებლობისა და ვალდებულების გრძნობის განვითარება აუცილებელია. საკლასო ცხოვრებაში მნიშვნელოვანი აქტივობების (ზეიმები, ლაშქრობები, ექსკურსიები) დაგეგმვისას დამრიგებელმა მოსწავლეთა ჩართულობა უნდა უზრუნველყოს. მაქსიმალურად უნდა მოხდეს მათი ინტერესების გათვალისწინება. ამგვარი ჩართულობა მოსწავლეებს დამოუკიდებელ ცხოვრებაში წამოჭრილი სირთულეების მოგვარების უნარ-ჩვევებს გამოუმუშავებს და ხელს შეუწყობს თავისუფალი პიროვნების ფორმირებას;
> თანამშრომლობის პრინციპი – დამრიგებლის ურთიერთობა მოსწავლეებთან უნდა ემყარებოდეს თანამშრომლობას, ურთიერთპატივისცემასა და ურთიერთნდობას. დამრიგებლის მუშაობა მიმართული უნდა იყოს მოსწავლეთა სასკოლო ცხოვრებასთან დაკავშირებული მოთხოვნილებების დაკმაყოფილებისა და მათთვის სათანადო პირობების შექმნისკენ;
> ბავშვის უფლებებისა და მოვალეობების დაცვის პრინციპი – დამრიგებელმა მოსწავლეებს ხელი უნდა შეეუწყოს საკუთარი და სხვისი უფლებებისა და მოვალეობების გაცნობიერებასა და დაცვაში.
სადამრიგებლო საათის პროგრამის მიმართულებებია:
1. პიროვნული და მორალური განვითარება – მე – პიროვნება, სოციუმი ჩემს გარშემო, ურთიერთობა თანატოლებთან და უფროსებთან, ტოლერანტობა, ადამიანთა უფლებები, ზოგადსაკაცობრიო ღირებულებები, ეტიკეტი;
2. გარემოს დაცვის კულტურა და ცხოვრების ჯანსაღი წესი – პირადი ჰიგიენა, ავადმყოფობის გავრცელების წყაროები, სასარგებლო საკვები, დროის ორგანიზება, დღის რეჟიმი, სპორტის მნიშვნელობა, მავნე ჩვევების საფრთხე, გარემოს და ბუნების მოფრთხილება;
3. უსაფრთხოება და მოქალაქეობრივ – პატრიოტული ცნობიერება – ჩემი ეზო, ჩემი სკოლა, ჩემი ქალაქი/სოფელი, სამშობლო, ისტორია, გამოჩენილი პიროვნებები, მნიშვნელოვანი მოვლენები, ტრადიციები, წესები და კანონები;
4. თვალსაწიერის გაფართოება – ხელოვნების, ტექნოლოგიური და სამეცნიერო მიღწევები.
სასურველია, დამრიგებლის საათი დაწყებით კლასებში მიმდინარეობდეს მოსწავლეებთან საუბრებით, დისკუსიის ფორმატით, დიდაქტიკური ზღაპრების გარჩევით, იმიტირებული თამაშებით. ასევე კარგ შედეგს იძლევა ეპისტოლარული ჟანრი. შესაძლებელია დამრიგებელმა კლასში დადგას “სურვილების ყუთი”, სადაც მოსწავლეები ჩაყრიან ფურცლებს, რომლებზეც მათთვის საინტერესო თემებზე მოსაზრებებს გამოთქვამენ. იქვე მითითებული იქნება, აღნიშნული საკითხის განხილვა საჯაროდ სურთ თუ ინდივიდუალურად. ასეთ შემთხვევაში, დამრიგებელი მოსწავლეთა ინტერესების გათვალისწინებით დაგეგმავს შეხვედრის თემას.
ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია სადამრიგებლო საათისთვის წესების შემუშავება. აღნიშნული წესების ფორმულირება პირველივე შეხვედრაზე უნდა მოხდეს და არა მას შემდეგ, რაც წესები დაირღვევა. დამრიგებელმა უნდა აუხსნას მოსწავლეებს, რომ ყველას აქვს აზრის გამოთქმის უფლება. დაუშვებელია შეხვედრებზე ვინმეს განსჯა: საუბრისას განიხილება საქციელი, შემთხვევები და არა პიროვნება. თავდაპირველად დამრიგებელს დიდი ძალისხმევა დასჭირდება პროცესის სამართავად და ფასილიტატორის როლის შესასრულებლად, სანამ მოსწავლეები არ გაითავისებენ ამგვარი შეხვედრების წესებსა და მიმდინარეობის თავისებურებებს.
სასურველია, სადამრიგებლო საათი პირველ კლასში 10-15 წუთს გაგრძელდეს იმ შემთხვევაში, თუ შეხვედრა მხოლოდ ერთი სახის აქტივობისგან შედგება (მაგალითად, საუბარი მოსწავლეებთან, ან მხოლოდ დიდაქტიკური ზღაპრის მოსმენა და გარჩევა. პირველკლასელებს ყურადღების აქტიურად მართვა სწორედ 10 – 15 წუთის განმავლობაში შეუძლიათ). უფრო ხანგძლივი შეხვედრა კი (35 – 40 წუთი) მრავალფეროვან დავალებებს, სადისკუსიო თემებს და თამაშებს უნდა ითვალისწინებდეს. დავალებების შერჩევისას ყურადღება უნდა მიექცეს ჯგუფის სიდიდეს. სასურველია, შეხვედრები წინასწარ იყოს დაგეგმილი. მათი ჩატარება კვირის ბოლოს სჯობს, რათა მოხდეს განვლილი სასწავლო კვირის შეფასება და შეჯამება.
სადამრიგებლო საათის ბოლოს აუცილებელია მოსწავლეებისგან უკუკავშირის მიღება: რა გაიგეს და ისწავლეს მათ ამ შეხვედრაზე? რა იყო მათთვის განსაკუთრებით საინტერესო? რა მოეწონათ და რა არ მოეწონათ? ეს დაეხმარება დამრიგებელს შემდგომი შეხვედრების მეტად ეფექტიანად დაგეგმვაში.
ასეთი შეხვედრებისთვის ორგანიზების საუკეთესო ფორმა მრგვალი მაგიდა ან წრეში დასხდომაა, ვინაიდან დამრიგებელს შეუძლია თანაბრად დაინახოს ყველა მონაწილე და განსაზღვროს თითოეულის ჩართულობის ხარისხი. ასევე, შესაძლებელია სადამრიგებლო საათი ჩატარდეს სკოლის გარეთ, ექსკურსიაზე ან მუზეუმის დათვალიერებისას, მოსწავლეთა საჭიროებებიდან გამომდინარე.

როგორ შევარჩიოთ დამრიგებლის მუშაობის მეთოდი

0

დამრიგებლო საათის მომზადების დროს ერთერთი უმთავრესი კითხვა, რომელზედაც დამრიგებელი პასუხს საჭიროებს – არის: როგორ ავარჩიო ჩემი საუბრებისთვის ყველაზე უფრო შესაფერისი მეთოდი?

დღესდღეისობით სწავლების უამრავი სხვადასხვა მეთოდია ცნობილი. ყველა დამრიგებელმა უნდა შეარჩიოს სწავლების სათანადო სტრატეგია და მეთოდიკა, რომელიც უზრუნველყოფს მოსწავლეების მიერ სხვადასხვა საკითხების ოპტიმალურ ათვისებას და გაშინაგნებას. თანაც, სადამრიგებლო საათი განსაკუთრებული დროა მოსწავლეთათვის, ის განსხვავდება დანარჩენი სასწავლო პროცესისაგან. აქ მოსწავლეები ღებულობენ ახალ შთაბეჭდილებებს, სოციალურ გამოცდილებას და მეტად გახსნილად საუბრობენ საკუთარ განცდებსა და ინტერესებზე.

პედაგოგიური მიდგომების არსებულ სიმრავლეში გარკვევისათვის გთავაზობთ შემდეგ რეკომენდაციას:

სწავლების მეთოდის შერჩევისათვის, პირველ რიგში, მკაფიოდ უნდა იყოს განსაზღვრული სწავლისშედეგები: რა უნდა გაიგოს და რისი გაკეთება უნდა შეძლოს მოსწავლემ მოცემული საუბრების დასრულების შემდეგ? სწავლის შედეგებით განისაზღვრება როგორც სადამრიგებლო საათის შინაარსი, ასევე სწავლების მეთოდიკაც.

მუშაობის შედეგების ჩამოყალიბების დროს გაითვალისწინეთ მოსწავლის ასაკობრივი თავისებურებები (შესაძლებლობები, ინტერესები, სენზიტიური პერიოდები).

მოსწავლემ სადამრიგებლო საათის ფარგლებში არამხოლოდ გარკვეული ცოდნა უნდა შეიძინოს, არამედ განივითაროს ღირსეული მოქალაქისთვის დამახასიათებელი უნარ_ჩვევები.

დამრიგებლის მუშაობის მეთოდები

სადამრიგებლო საათის პროგრამაში გამოყენებულია სწავლის შემდეგი მეთოდები: დისკუსია, გონებრივი იერიში, როლური თამაშები, დიდაქტიკური ზღაპრების განხილვა, ექსკურსია.

დისკუსია

დისკუსია წარმოადგენს სწავლების მეთოდს, როდესაც მასწავლებლის / დამრიგებლის ხელმძღვანელობით მიმდინარეობს სხვადასხვა წინადადების, მოსაზრების, პრობლემების გადაჭრის ხერხების ჯგუფური განხილვა.დისკუსია ნიშნავს საწინააღმდეგო პოზიციების პოლემიკას, სხვადასხვა აზრის ზეპირ (იშვიათად წერით)გამოხატვას.

დისკუსია მიმდინარეობს მასწავლებელს / დამრიგებელსა და მოსწავლეებს ან უფრო იშვიათად დაწყებით კლასებში, მოსწავლეთა ორ ჯგუფს შორის.

დისკუსიის წარმატებული წარმართვისათვის მასწავლებელმა / დამრიგებელმა სწორად უნდა შეარჩიოს სადისკუსიო თემა და ეფექტურად გაუძღვეს დისკუსიას.

 

 

სრულად

პირველი გაკვეთილი

0

პირველი გაკვეთილი

სკოლაში პირველი დღიდან ყველაზე მეტად ბავშვების გაკვირვებული თვალები მახსოვს. გამომდინარე იქიდან, რომ მასწავლებლების დიდი ნაწილი საშუალო ასაკისაა, ახალგაზრდა მასწავლებლის გამოჩენა გაუკვირდათ. ბავშვები ახლოს მოდიოდნენ, მაკვირდებოდნენ და გავლის საშუალებას არ მაძლევდნენ.

იანვრის სუსხიანი დილა გათენდა…

0
იანვრის სუსხიანი დილა გათენდა, დილით როგორც ყოველთვის ვისაუზმეთ და გავეშურეთ სკოლისაკენ მე და სუსანა(ჩემი დიასახლისი). დათო და ნანა უკვე სკოლაში დაგვხვდნენ(ჩემი დიასახლისის შვილები). შევედი კლასში. ბავშვები დიდი ოვაციებით შემხვდნენ და მკითხეს ვასწავლიდი თუ არა დღეისათვის რაიმე თამაშს. მე ვუპასუხე, რომ ვასწავლიდი ახალ თამაშს მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ კარგად მიპასუხებდნენ გაკვეთილს და საშინაო დავალებაც ყველას ექნებოდა შესრულებული. მალე ზარიც დაირეკა და ადგილობრივ პედაგოგთან ერთად დავიწყე გაკვეთილი. მე-4-ე კლასელ მათოზს გაკვეთილის მსვლელობისას დავუსვი შეკითხვა. იგი დუმს, ვერ მცემს პასუხს კითხვაზე. მოულოდნელად კითხვაზე პასუხი გამცა შუშანამ, მოსწავლემ რომელიც ინკლუზიური სწავლების პროცესშია ჩართული. იგი არცერთ გაკვეთილზე ხმას არ იღებს, თავისთვის ზის მდუმარედ და გაკვირვებული უყურებს ბავშვებს. შუშანას პასუხმა კლასი შოკში ჩააგდო, არავინ ელოდა რომ იგი გამცემდა პასუხს კითხვაზე და თანაც სწორ პასუხს. კლასში სიჩუმე გამეფდა რამოდენიმე წუთით, სანამ გააცნობიერეს ბავშვებმა თუ რა მოხდა. ამის შემდეგ ყველა ბავშვი გარს შემოეხვია შუშანას, კოცნიდნენ, ეფერებოდნენ და აქებდნენ. მეც შევაქე, მოვეფერე და გავაგრძელე გაკვეთილი. ეს ყოველივე მოხდა პირველ გაკვეთილზე, მაგრამ რა ვიცოდი თუ რა საინტერესო სიურპრიზი მელოდა გაკვეთილების ბოლოს. ჩავატარე 6 გაკვეთილი ადგილობრივ პედაგოგებთან ერთად და როგორც ყოველთვის გავეშურე ქართული ენის კაბინეტისაკენ. სამასწავლებლოდან ავიღე კლასის გასაღები და მივედი ოთახთან სადაც ბავშვები მელოდებოდნენ. დავიწყეთ მეცადინეობა. ვიმეცადინეთ, ვითამაშეთ და ის იყო შინისაკენ ვაპირებდი გამგზავრებას, რომ მომიახლოვდა ჩემი ერთ-ერთი მოსწავლე სვეტა და ძალიან შეწუხებული სახით მეუბნება: ,,იცით? სექტემბრიდან ქართულ სკოლაში გადავდივარ სასწავლებლად”. მერე რამ დაგაღონა მეთქი ვკითხე გაოცებულმა, თუ არ გინდა იქ გადასვლა ნუ გადახვალ ძალას ხომ არავინ გატანსთქო. ძალიან გაკვირვებულმა და თან ვერ მივხვდი რის თქმას ცდილობდა ეს პატარა ანგელოზი. სვეტა მომიახლოვდა, ჩამეხუტა, მაკოცა და მეუბნება: ,,მინდა, რომ იმ სკოლაშიც თქვენ მასწავლოთ და ამიტომ ვარ დაღონებული. მინდა ქართული კარგად ვიცოდე, რომ უმაღლესში გავაგრძელო სწავლა” ამ ბავშვის სიტყვებმა ძალიან დამაფიქრა და გამახარა ამავდროულად. სვეტა დავამშვიდე და ავუხსენი, რომ ქართულ სკოლაში სადაც ის აპირებს გადასვლას სექტემბრიდან ჩემზე გაცილებით კარგი სპეციალისტები არიან და დაღონების მიზეზი უბრალოდ არ უნდა ჰქონდეს, მაგრამ იგი თავისას არ იშლიდა და დაჟინებით მთხოვდა, რომ მეც გადავსულიყავი მასთან ერთად ქართულ სკოლაში. სულ რაღაც 2თვეა რაც ამ ბავშვს ვიცნობ და იმხელა სითბოს და სიყვარულს ვგრძნობ მისგან ჩემდამი, რომ აღფრთოვანებული ვარ. არასოდეს დამავიწყდება ეს დღე, იგი უბედნიერესი იყო ჩემს ცხოვრებაში. სკოლა და ბავშვები-ეს ის სამყაროა, სადაც არ სუფევს შური, შუღლი, ფარისევლობა… ისინი ძალიან უმწიკლონი არიან და ყველაზე რეალურად აფასებენ სიტუაციებს. მე უაღრესად ბედნიერი ვარ, რომ წილად მხვდა პატივი ამ სამყაროს წევრი გავმხდარიყავი თუნდაც დროებით. სვეტას კი მთელი გულით ვუსურვებ წარმატებებს და ზაფხულში დაგეგმილი მაქვს რომ შევახვედრო და გავაცნო #5 საჯარო სკოლის პედაგოგებს სადაც ის აპირებს გადასვლას და აგრეთვე დირექტორსაც, რომელთანაც კარგი ურთიერთობა მაქვს. მგონი კარგი აზრია, ხომ არ იქნებით ამ ყველაფრის წინააღმდეგი?

პროგრამა ‘ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის’ მონაწილე

0

ეთერ პატარკაციშვილი – პროგრამა “ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის” მონაწილე

2006 წელს სტუდენტი გავხდი. ეს ჩემთვის აუხდენელი ოცნება იყო, დაუჯერებელი სასწაული. და მაინც, საშინლად უკმაყოფილო ვიყავი, იმიტომ რომ პედაგოგოკის ფაკულტეტზე ჩავირიცხე. მაშინ მასწავლებლობა ჯერ კიდევ არაპრესტიჟული პროფესია იყო. დაუფასებელი,დაბალანაზღაურებადი.მახსენდებოდა,ჩემი მასწავლებლები რომ მეუბნებოდნენ ერთ გაკვეთილში50 თეთრს გვიხდიანო.მათი ხელფასი60 ლარს არ სცილდებოდა და მათ გაწეულ ამაგს არავინ აქცევდა ყურადღებას.

სწავლა იმ იმედით დავიწყე რომ სპეციალობას შევიცვლიდი,მაგრამ მალევე დავიწყებას მიეცა ჟურნალისტობაზე ფიქრიცა და თვალყურის მომჭრელი,ლამაზი და უცხოური სახელების მქონე სპეციალობებიც.დავინახე რომ ჩვენი ქვეყნის განათლების სისტემა შესაცვლელი იყო,უამრავი სიახლე შემოდიოდა და ჯობდა ამ სისტემაში დავრჩენილიყავი.მივხვდი,რომ არა მასწავლებელი,რომ არა კარგი განათლება ამ ქვეყნად არცერთი სხვა სპეციალობა არ იარსებებდა.

მიუხედავად ამისა,ჩემი გადაწყვეტილების სისწორეში ბოლომდე მაინც არ ვიყავი დარწმუნებული და გულს ეჭვი მიღღრნიდა,პროფესიის არჩევაში ხომ არ შევცდი მეთქი.

ერთ დღესაც, ჩემს ეჭვებს ბოლო მოეღო. 2011 წლის 9 ივნისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ორგანიზებული პრეზენტაციის შესახებ შემთხვევით შევიტყვე.მიუხედავად იმისა,რომ იგივე დროს გამოცდა მქონდა პრეზენტაციაზე მაინც წავედი.პირველად იქ გავიგე სიტყვები,,ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის’’.ქალბატონმა ანა ქებაძემ სტუდენტებს პროექტის შინაარსი და მიზნები გაგვაცნო.პირველივე წუთების შემდეგ მივხვდი და ვიგრძენი რომ ეს პროექტი სწორედ ჩემთვის იყო,ზუსტად ეს მჭირდებოდა და აუცილებლად უნდა წავსულიყავი.რომ ამაზე უკეთეს და კარგ საქმეს მე სხვას ვერაფერს გავაკეთებდი. პრეზენტაციის დასასრულს უკვე დარწმუნებული ვიყავი რომ აქ მოვხვდებოდი და მართლაც, 2011წლის ზაფხულში პროექტის,,ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის” მონაწილე გავხდი.აქედან იწყება ჩემთვის ყველაზე გამორჩეული,განსაკუთრებული,განსხვავებული,საინტერესო,მრავლისმომცველი და მრავლისმომცემი ცხოვრების ეტაპი.

2011წლის10 სექტემბრიდან საგარეჯოს რაიონის იორ–მუღანლოს საჯარო სკოლაში ვმუშაობ და აზერბაიჯანელ მოსწავლეებს ქართულ ენას ვასწავლი.ვაკეთებ იმ საქმეს რომელის ჩემი ქვეყნისთვის პრიორიტეტია და ვარ იქ,სადაც ჩემს სამშობლოს ვჭირდები.

იორ–მუღანლოში ჩემოსვლისთანავე მივიქციე მოსახლეობის ყურადღება.ოჯახში სადაც დავბინავდი,მნახველების ნაკადი არ წყდებოდა.ჩემს გასაცნობად ტკბილეულით ხელდამშვენებულები მოდიოდნენ და როგორც დიდი ხნის უნახავ ახლობელს ისე მიკრავდნენ გულში.

სკოლაშიც კარგად მიმიღეს. მოსწავლეებს რომ გავეცანი და ვუთხარი ეთო მქვია –მეთქი მე–7კლასელმა ამირხანმა გაკვირვებულმა მკითხა: „სამოელ ეთოსი ვინ ხართო,ის შავია,თქვენ თეთრი,ის ბიჭია,თქვენ გოგოო.”

ღიმილით მახსენდება გაკვეთილი რომლის თემაც იყო:მოდი მაღაზიობანა ვითამაშოთ.

ერთ–ერთ მოსწავლეს ვეკითხები:

– წამალი სად იყიდება?

– აფთიაქში.

– სათვალე სად იყიდება?

– ლილოს ბაზრობაზე. მპასუხობს დაუფიქრებლად

– სურსათი? ვეკითხები მე

– ბადიაურის ბაზარში. არ იბნევა საამირი

– წიგნი? ძლივს ვიკავებ სიცილს

– საგარეჯოში!

მოდი და შეედავე, მართალია ბავშვი…

იორ–მუღანლოს საჯარო სკოლამ მონაწილეობა მიიღო სასკოლო პარტნიორობის ღონისძიებების გამარჯვებულ პროექტში,რომლის ფარგლებშიც გამოცხადდა ესეების კონკურსი ,,მე მიყვარს ჩემი საქართველო’’. აზერბაიჯანელი მოსწავლეების დამოკიდებულებას საქართველოს მიმართ კარგად გამოხატავს მეათე კლასის მოსწავლის ინთიკამ გუსეინოვის ეს ლექსი:

,,მართალია ქართველი არ ვარ,

მაგრამ აქ დავიბადე,აქ გავიზარდე…

,,სამშობლო შენ ჩემთვის სამოთხე ხარ

ჩემო საქართველო შენთან ვარ მე!

ჩემი სახლის ჭერი, ეს შენი ცაა

უშენოდ სიცოცხლე არ მინდა მე,

ჩემო საქართველო, შენთან ვარ მე. ‘’

მინდა რომ საქართველოში მცხოვრები ყველა არაქართველი ინთიკამივით ფიქრობდეს.მასავით უყვარდეს ეს ქვეყანა და ვინ,თუ არა ჩვენ უნდა ჩავუნერგოთ და გავუღვივოთ ეს გრძნობა მათ.

ქართველი მასწავლებლების რეგიონში ცხოვრებამ ბევრი რამ შეცვალა.პირველ რიგში ქართველებსა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის დამოკიდებულებები. დღეს მე ყველაზე მეტად ის მახარებს,რომ ერთი და იგივე ბავშვები დღეში 10–ჯერ რომ მესალმებიან, გაკვეთილზე შესვლისას ტაშს რომ მიკრავენ,ქუჩაში ჩემს დანახვაზე ეთო,ეთოს რომ გაიძახიან.მათ გაბრწყინებულ სახეებს რომ ვხედავ.ჩემს ნათქვამს რომ იმეორებენ და სწავლობენ.და კიდე,.ყოველ საღამოს მთელი ოჯახი ჩემს მოლოდინში გზას რომ გაჰყურებს მერე4 წლის სამაია შორიდანვე რომ გამორბის და მთელი ძალით გულში მიხუტებს.

პროექტის,,ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის’’მონაწილეები ვამსხვრევთ სტერეოტიპებს,ვშლით იმ ზღვარს რომელიც ქართველებსა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის არსებობს. ვახდენთ მათ ინტეგრაციას ერთიან საზოგადოებაში. ვაგრძნობინებთ რომ ისინიც საქართველოს სრუფლებიანი მოქალაქეები არიან,რომ მათზეც ისევე ზრუნავს ქვეყნის ხელისუფლება, როგორც დანარჩენებზე,რომ აუცილებელია სახელმწიფო ენის ცოდნა,რომ მიუხედავად განსხვავებული სარწმუნოების,კულტურისა და ტრადიციებისა ყველა ერთნი ვართ,ჩვენ ხომ ყველაზე დიდი რამ,საქართველო გვაერთიანებს.

თანამედროვე უცხოური ენების სწავლება – ერთიანი ევროპული საგანმანათლებლო პოლიტიკის პრიორიტეტი

0

ევროპული მულტილინგვიზმი, ანუ ენობრივი
მრავალფეროვნება

უცხოური
ენების სწავლებას განსაკუთრებული ადგილი უკავია ევროპის ინტერკულტურული საზოგადოების
განვითარებაში, რომელიც ტოლერანტობის, კრეატიულობისა და კულტურული მრავალფეროვნების
პრინციპებზეა დაფუძნებული.

უცხოური
ენების სწავლება უწყვეტ კავშირშია მულტილინგვიზმის (მრავალენობრიობის), ანუ ენობრივი
მრავალფეროვნების პრინციპის განვითარებასთან, ხოლო ენობრივი პოლიტიკა, რომელიც მულტილინგვიზმს
ემყარება, ევროპული იდენტობის ქვაკუთხედს წარმოადგენს. შესაბამისად, ერთი უცხოური ენის
სწავლა განიხილება როგორც გზა მეორე და მომდევნო უცხოური ენების შესწავლისაკენ. უცხოური
ენის ცოდნა ევროპაში ადამიანის კონკურენტუნარიანობის მთავარ ფასეულობადაა მიჩნეული.
შესაბამისად, რამდენიმე უცხოური ენის სწავლება ევროპის საგანმანათლებლო სისტემის სტრატეგიულ
პროირიტეტს წარმოადგენს.

სასკოლო
სისტემა, რომელსაც ევროპელთა 65% უცხოური ენის ათვისების მთავარ წყაროდ მიიჩნევს, გადამწყვეტ
როლს ასრულებს მოსწავლეთათვის ენობრივ-საკომუნიკაციო უნარების განვითარებაში. ევროპის
სხვადასხვა ქვეყანაში ჩატარებული სასკოლო რეფორმა სწორედ საერთო მიზანს – უცხოური ენების
დაუფლებისათვის საჭირო გარემოს გაუმჯობესებას – ემსახურება.

გასული
საუკუნის ბოლოს ევროპის საბჭომ მიიღო გამოწვევა, რომელსაც „ძირითადი კომპეტენციების
დახვეწა” ეწოდა. გამოწვევის მთავარ იდეად ყოველი ევროპელი მოსწავლისთვის, დაწყებითი
სკოლიდან მოყოლებული, სავალდებულო სასკოლო განათლების ფარგლებში სულ ცოტა ორი უცხოური
ენის სწავლება მიიჩნიეს. ეს ყოველივე დიად მიზანს – საერთო ევროპული ღია, მობილური
სივრცის შექმნას ემსახურება.

რეკომენდაციები უცხოური ენის ადრეულ
ეტაპზე სწავლებისათვის

დიდი
ხანია აღარავინ დაობს იმ მოსაზრების თაობაზე, რომ უცხოური ენის ეფექტიანი სწავლებისთვის
უმნიშვნელოვანესია ადრეულ ასაკშივე სწავლის მიმართ დადებითი დამოკიდებულების შექმნა.

1996
წელს გერმანიაში, ნიურნბერგში, 22 ქვეყნის ექსპერტთა მრავალრიცხოვანმა ჯგუფმა ხანგრძლივი
კონსულტაციების შედეგად შეიმუშავა დოკუმენტი, რომელიც მიზნად ისახავდა უცხოური ენების
ადრეულ ასაკში სწავლების ზოგადი პრინციპების ერთიან ჩარჩოდ ჩამოყალიბებას. რეკომენდაციების
სახით შედგენილი ნიურნბერგის დოკუმენტი (ნიურნბერგის რეკომენდაციები ადრეულ ასაკში
უცხოური ენის სწავლებისათვის) გვთავაზობს 4-დან 10 წლამდე ასაკის მოსწავლეთა პოტენციალისა
და მოთხოვნილებების რეალიზაციისთვის საუკეთესო გარემოს შესაქმნელად საჭირო ყველა პირობას,
რომლებიც ადვილად მოერგება ნებისმიერ სასწავლო გარემოსა თუ საგანმანათლებლო დაწესებულებას.

გთავაზობთ
ზემოხსენებული დოკუმენტის მიმოხილვას:

ადრეულ ეტაპზე უცხოური ენის სწავლება
ხელს უნდა უწყობდეს:

. მოსწავლისათვის უცხოური ენის შესახებ წარმოდგენის
შექმნას;

. მოსწავლისათვის თვალსაწიერის გაფართოებას და
სამყაროში უკეთ ორიენტირების მიზნით უცხოური კულტურის შემეცნებას;

. მოსწავლისათვის უცხოური კულტურისა
და მასთან დაკავშირებული სოციალიზაციის ფაქტორების გაცნობას, რითაც მას საკუთარი სოციალიზაცია
გაუადვილდება;

. საკუთარი და უცხო რეალიების ინტერკულტურულ ჭრილში
წარმოჩენას;

. მოსწავლის ზოგად განვითარებას როგორც ემოციური,
კრეატიული და სოციალური, ისე ენობრივი თვალსაზრისით;

. უცხოური ენების მიმართ ინტერესის გაღვივებას
და ენის სწავლის პროცესში დადებითი ემოციის გამოწვევას;

. მოსწავლის მიერ ისეთი სასწავლო სტრატეგიების ათვისებას,
რომლებიც ხელს უწყობს დამოუკიდებლად სწავლის უნარის გამომუშავებას.

სასწავლო
მასალა:

. უნდა
შეესაბამებოდეს მოსწავლის ასაკობრივ ინტერესებს და ემსახურებოდეს ამ ინტერესთა სფეროს
გაფართოებას;

. უნდა შეესაბამებოდეს მოსწავლის გრძნობებს, მის
ფანტაზიასა და კრეატიულობას და სიამოვნებას ანიჭებდეს მას;

. აგებული უნდა იყოს საბავშვო კულტურის, ინტერკულტურულ
და ქვეყანათმცოდნეობის ელემენტებზე, რომლებიც უშუალო კავშირში იქნება ბავშვის ასაკობრივ
ინტერესებთან;

. ორიენტირებული უნდა იყოს თანაკლასელებთან თანამშრომლობასა
და კომუნიკაციაზე, რაც მეტწილად ენის შეცნობის, გაგებისა და სახალისო ფორმით გამოყენების
პრინციპზეა აგებული;

. პრიორიტეტულად მოსმენასა და ლაპარაკზე უნდა იყოს
ორიენტირებული, ხოლო კითხვა და წერა დამხმარე ფუნქციას ასრულებდეს, თუმცა ამ უკანასკნელთა
მნიშვნელობა არ დაკნინდეს;

. უნდა ითვალისწინებდეს პარავერბალურ (გამოთქმა,
ინტონაცია, სასაუბრო რიტმი) და არავერბალურ (მიმიკა, ჟესტიკულაცია) საკომუნიკაციო საშუალებებს.

სწავლების მეთოდი:

. უნდა
ემსახურებოდეს მოსწავლისთვის კომფორტული სასწავლო გარემოს შექმნას, რაც სწავლის მიმართ
ხალისიანი დამოკიდებულების ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს;

. უნდა შეესაბამებოდეს მოსწავლის მოთხოვნილებებს,
რაც საგაკვეთილო პროცესში მეთოდების მრავალფეროვნებას და მონაცვლეობას გულისხმობს;

. აგებული
უნდა იყოს მოსწავლისთვის მისაღებ თამაშის პრინციპზე;

. უნდა გულისხმობდეს საგაკვეთილო პროცესში მოსწავლის
მაქსიმალურ ჩართულობას, რაც გამოიხატება სასწავლო პროცესის ცენტრად არა მასწავლებლის,
არამედ მოსწავლის ქცევით (მასწავლებელი უმთავრესად დამკვირვებლის, თანაბარ პირობებში
მოთამაშის
, მრჩევლის
და არა ხელმძღვანელის ფუნქციას უნდა ინარჩუნებდეს);

. ორიენტირებული უნდა იყოს როგორც დამოუკიდებლად,
ისე წყვილსა და ჯგუფში მუშაობის უნარის განვითარებაზე;

. ორიენტირებული უნდა იყოს გაკვეთილზე შიშისა და
რიდის დაძლევის, მიღწევების წახალისებისა და გამჭვირვალობის ატმოსფეროს შექმნაზე.

შეფასება:

. უცხოური
ენის გაკვეთილზე აქცენტი არა მოსწავლის შეფასებაზე, არამედ მისი მიღწევების დადგენაზე
უნდა გაკეთდეს.

. მიღწევების დადგენა მხოლოდ მოსწავლის ზოგად განვითარებას
კი არ უნდა ეხებოდეს, არამედ ითვალისწინებდეს მის გადმოცემის უნარს, კრეატიულობას,
სოციალურ ქცევას. ფორმალურ ენობრივ ასპექტებს ამ შემთხვევაში მეორეხარისხოვანი მნიშვნელობა
ენიჭება

მოსწავლის მიღწევათა გამოკვეთილი ინდიკატორები
ასეთია:

მასწავლებელი:

. ახდენს სასწავლო მიზნების დეფინიცირებას;

. აკვირდება მოსწავლის ემოციურ, კრეატიულ, კოგნიტურ
და ენობრივ განვითარებას;

. გეგმავს ამა თუ იმ მოსწავლისათვის პრიორიტეტულ
აქცენტებს და ინდივიდუალურად მუშაობს მასთან.

მოსწავლე:

. იგებს თავისი მიღწევების შესახებ, რაც მას მოტივაციას
მატებს;

. სწავლობს თვითშეფასებას და თანატოლების შეფასებას;

. სწავლობს, საკუთარი მიღწევებიდან გამომდინარე,
თანატოლების დახმარებას;

. აქტიურად მონაწილეობს სასწავლო პროცესში.

მოცემულ ეტაპზე სასურველია ნიშნების წერისგან თავის
შეკავება. შეფასება, რომელიც მხოლოდ ნიშნების წერაზეა ორიენტირებული, გაუმართლებელია.
ამის ნაცვლად წინა პლანზე წამოსაწევია ვერბალური (სიტყვიერი) შეფასება, რაც მოსწავლის
ინდივიდუალურ განვითარებას უზრუნველყოფს.

შეცდომები აღიქმება არა როგორც წამგებიანი რამ,
არამედ როგორც სწავლის პროცესის ჩვეულებრივი თანამდევი მოვლენა, რომელსაც წარმატება
მოსდევს.

მასწავლებლის
კომპეტენცია

. უცხოური ენის მასწავლებელი სამიზნე ენას როგორც
თეორიული, ისე პრატქიკული ასპექტით თავისუფლად უნდა ფლობდეს.

. მასწავლებლის ენობრივი კომპეტენცია იმ დონისა
უნდა იყოს, რომ გაკვეთილის უცხოურ ენაზე ჩატარებას ართმევდეს თავს.

. მასწავლებლის გამოთქმა უნდა იყოს სანიმუშო მოსწავლისათვის:
ფონეტიკური თვალსაზრისით გამართული, სისტემური და რიტმული.

. მასწავლებლის ენობრივი რეპერტუარი ხელს უნდა
უწყობდეს კლასში თანამშრომლობასა და ინტერკულტურულ განათლებას.

. გარდა ენობრივი შინაარსისა, მასწავლებელი უნდა
ფლობდეს ისეთ პარალინგვისტურ საშუალებებს, როგორებიცაა მიმიკა, ჟესტიკულაცია, მუსიკალური
და საცეკვაო მოძრაობები, თეატრალური და თამაშის ელემენტები.

. მასწავლებელს უნდა ჰქონდეს უნარი საკუთარი ლინგვისტური,
ინტერკულტურული და პროფესიული ცოდნის დამოუკიდებლად გაღრმავებისა.

. გარდა თეორიული ცოდნისა, მას უნდა ჰქონდეს დაწყებით
საფეხურზე სწავლების გამოცდილება.

. მიუხედავად მას შემდეგ მსოფლიოში მომხდარი სოციალური,
ეკონომიკური, სამეცნიერო თუ ტექნოლოგიური ცვლილებებისა, ზემოხსენებული დოკუმენტის პოსტულატები,
რომლებიც სასწავლო მასალას, მეთოდიკას, მაასწავლებლის კომპეტენციასა და არაერთ სხვა
საკითხს ეხება, დღემდე არ კარგავს აქტუალობას უცხოური ენების სწავლების საწყის ეტაპზე.

ენების ერთიანი
ევროპული სარეკომენდაციო ჩარჩო-დოკუმენტი

გარდა ზემოხსენებული
დოკუმენტისა, უკანასკნელი ათი-თხუთმეტი წლის განმავლობაში რადიკალური რეფორმები ჩატარდა
როგორც შეფასების სისტემაში, ისე საერთო ჩარჩო-დოკუმენტის მომზადებაში, რომელიც ყოველი
ევროპული ენისათვის მისაღები საერთო ენობრივი თუ საკომუნიკაიო კომპეტენციების ათვლის
წერტილად მიიჩნევა.

ახალი მიდგომები,
რომლებიც ენების ერთიანმა ევროპულმა სარეკომენდაციო ჩარჩო-დოკუმენტმა (ინგლ. Common
European Framework of Reference for Languages) – ასე უწოდეს ევროპის საბჭოს ექსპერტების
მიერ შექმნილ ფოლიანტს – უცხოური ენების სწავლებაში ძირეული ცვლილებები გამოიწვია.

ენების ერთიანი
ევროპული სარეკომენდაციო ჩარჩო-დოკუმენტი აქტიურ სწავლებაზეა ორიენტირებული. ის პრაქტიკულ
დოკუმენტს წარმოადგენს, რომელიც ახლებურად უყურებს როგორც სწავლის მიზნებს, ისე მეთოდებსა
და საშუალებს. დოკუმენტი მოიცავს სწავლის პროცესში ამა თუ იმ კომპეტენციის (მოსმენის,
ლაპარაკის, კითხვის, წერის, მედიაციის და სხვ.) ჭრილში მისაღწევ შედეგებს. დოკუმენტი
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ცალკეული ქვეყნის სასკოლო-საგანმანათლებლო რეფორმებისათვის
კურიკულუმების ახლიდან შექმნისა და გადაწყობის თვალსაზრისით.

ენების ერთიანი
ევროპული სარეკომენდაციო ჩარჩო-დოკუმენტი ენობრივი კომპეტენციის
3 ძირითად დონეს განსაზღვრავს:

. A
– ძირითადი მომხმარებელი (ენის ელემენტარული ფლობა);

.B – დამოუკიდებელი
მომხმარებელი (ენის კარგი ფლობა)
;

.
C –
სპეციალისტი (ენის თავისუფალი ფლობა).

ეს სამი დონე 6 განშტოებად იყოფა: A1 (გასაღები), A2 (საფუძველი), B1 (ზღვრული), B2 (ზღვრული განვითარებული), C1
(მაღალი), C2 (სრულყოფილი).

ენების
საერთო ევროპული სარეკომენდაციო ჩარჩო-დოკუმენტი შემდეგ საკითხებს მოიცავს:

.
ეფექტიანი კომუნიკაციისათვის საჭირო კომპეტენციები;

.
ენის შესწავლასთან დაკავშირებული ცოდნა და უნარები;

.
სიტუაციები და კონტექსტი, რომელშიც კომუნიკაცია უნდა შედგეს (ადამიანები, სამსახური,
ოჯახი, მგზავრობა და სხვა).

დოკუმენტი
აგებულია ე.წ. „შეუძლია” (ინგლ.
can do) ფორმულირების
პრინციპზე, ანუ სწავლის შედეგებზეა ორიენტირებული. ფორმულირებები ყოველთვის პოზიტიურ
ფორმაშია მოწოდებული და აღნიშნავს, რა შეუძლია მოსწავლეს, ანუ ენის შემსწავლელს. მაგალითად:
„(მოსწავლეს/ენის შემსწავლელს) შეუძლია თავი გაართვას საკომუნიკაციო სიტუაციას”, „(მოსწავლეს/ენის
შემსწავლელს) შეუძლია ღია ბარათის დაწერა”, „(მოსწავლეს/ენის შემსწავლელს) შეუძლია
ამინდის პროგნოზის მოსმენა და გაგება” და სხვა. ფირმულირებათა პოზიტიური, სწავლის შედეგების
ამსახველი ეს ფორმა ენის შემსწავლელთ ენის
ფლობის დაბალ საფეხურზეც კი ეხმარება მათი მიღწევების დანახვასა და გაანალიზებაში.
იხილეთ დოკუმენტში მოყვანილი ზოგადი ტაბულის ერთ-ერთი ნიმუში:

საერთო სარეკომენდაციო ჩარჩო – გლობალური
სკალა

სპეციალისტი

Cმე-2 დონე

. ადვილად იგებს მოსმენილსა და წაკითხულს.

. შეუძლია სხვადასხვა ინფორმაციის
დაჯამება მოსმენილი თუ წაკითხული რესურსებიდან და არგუმენტებითა და განმარტებებითურთ
მათი გადმოცემა.

. შეუძლია შეუფერხებლად გამოხატოს საკუთარი აზრი და
ზუსტად ამა თუ იმ კონტექსტის შესაბამისი გზით.

სპეციალისტი

C1-ელი დონე

. შეუძლია მთელი რიგი სხვადასხვა თემაზე შექმნილი
მოცულობითი ტექსტების გაგება იმპლიციტური მნიშვნელობის ამოცნობით.

. შეუძლია შეუფერხებელი კომუნიკაცია
კონკრეტული გამოთქმების შესახებ დაფიქრების გარეშე.

. შეუძლია ენის ეფექტიანი გამოყენება
როგორც სოციალური, ისე აკადემიური და პროფესიული მიზნით.

. შეუძლია დალაგებული, კარგად სტრუქტურირებული,
დეტალური ტექსტების პროდუცირება მთელი რიგი საკითხების ირგვლივ, კონექტორებისა და
მაკავშირებელი მექანიზმების გამოყენებით.

ენის დამოუკიდებელი მომხმარებელი

Bმე-2 დონე

. შეუძლია კონკრეტულ და აბსტრაქტულ თემებზე შედგენილი
კომპლექსური ტექსტების დედააზრის გაგება, მათ შორის – საკუთარი სპეციალობის ირგვლივაც.

. შეუძლია ენის მატარებელთან სპონტანური
დაუგეგმავი ინტერაქცია ენის შეუფერხებელი ფლობის გარკვეული ხარისხით.

. შეუძლია გარკვევით, დეტალურად ილაპარაკოს მთელ
რიგ საკითხებზე დადებითი და უარყოფითი მხარეების მიმოხილვით.

ენის დამოუკიდებელი მომხმარებელი

B1-ელი დონე

. შეუძლია ძირითადი საკითხების გაგება ნაცნობი
თემატიკის ირგვლივ, როგორებიცაა სამუშაო, სკოლა, თავისუფალი დრო და სხვ.

. შეუძლია ძირითადი საკომუნიკაციო
სიტუაციების დაძლევა სამიზნე ენის გარემოში მოგზაურობისას.

. შეუძლია მარტივი ტექტების პროდუცირება
მისთვის ნაცნობ თემებზე.

. შეუძლია კონკრეტული გამოცდილების, ოცნებების,
იმედებისა და ამბიციების გაზიარება მათი მარტივი დასაბუთებით.

ენის ძირითადი მომხმარებელი

Aმე-2 დონე

. შეუძლია მარტივი წინადადებების გამოყენება
და გაგება ნაცნობი თემატიკის ირგვლივ (მაგ., პირადი და ოჯახური მონაცემები, ადგილობრივი
გეოგრაფია, საყიდლები და სხვა).

. თავს ართმევს მარტივ დავალებებს
ნაცნობი ყოფითი თემტიკის ირგვლივ.

. შეუძლია საკუთარი გარემოს მარტივი ასპექტებისა
და მარტივი საჭიროებების გადმოცემა.

ენის ძირითადი მომხმარებელი

A1-ელი

დონე

. შეუძლია ნაცნობი მარტივი ფრაზების გაგება და
გამოყენება ყოფითი საჭიროებების ირგვლივ.

. შეუძლია თავის წარდგენა და სხვებისთვის
პირადი მონაცემების შესახებ
მარტივი კითხვების დასმა.

. შეუძლია მარტივი ინტერაქცია ადამიანთან, რომელიც
მეტყველებს ნელა და გარკვევით.

ენების
საერთო ევროპული სარეკომენდაციო ჩარჩო-დოკუმენტი სხვადასხვა ენის სწავლების ერთიან
საფუძველს ქმნის და აადვილებს ამა თუ იმ ქვეყანაში სხვადასხვა უცხოური ენის ერთგვაროვან,
თანამედროვე დიდაქტიკურ მიდგომებზე დაფუძნებულ სწავლებას; გარდა ამისა, ის აადვილებს
ენის ფლობის კვალიფიკაციასა და შეფასებას, აგრეთვე ხელს უწყობს ქვეყანათაშორისი საგანმანათლებლო
თუ პროფესიული მობილობის განვითარებას.

2001
წლის ნოემბერში მიღებული გადაწყვეტილებით, ენების ერთიანი ევროპული სარეკომენდაციო
ჩარჩო-დოკუმენტი ევროპის საბჭოს წევრ ქვეყნებში ენობრივი კომპეტენციის საერთო ვალიდაციის
სისტემად აღიარეს.

ზემოხსენებულმა დოკუმენტმა დიდი
გავლენა მოახდინა ენების სწავლა-სწავლების პრინციპებზე არა მხოლოდ ევროპაში, არამედ
მთელს მსოფლიოში. მას იყენებს არაერთი მინისტერიალური დაწესებულება, ადგილობრივი საგანმანათლებლო
ინსტიტუტი თუ მასწავლებელთა ასოციაცია.
ერთიანი ევროპული
სარეკომენდაციო ჩარჩო-დოკუმენტი ქმნის საფუძველს ადგილობრივი კურიკულუმების, სილაბუსებისა
და გზამკვლევებისათვის. ის ეხმარება საგანმანათლებლო დაწესებულებებს უცხოური ენების
სწავლების, სწავლისა და საგამოცდო პროცესის წარმართვაში.

საქართველოში, როგორც ევროსაბჭოს
წევრ ქვეყანა
ში, უცხოური ენების ცოდნა მაღალი კონკურენტუნარიანობის მაჩვენებელს წარმოადგენს,ამიტომაცზოგადსაგანმანათლებლო სკოლის ეროვნული
სასწავლო გეგმა
ევროპული პრიორიტეტების
გათვალისწინებით მოსწავლეთათვის
ორი (ან სამი) უცხოური ენის სწავლებას
ითვალისწინებს.

2006 წლიდან ეროვნულ სასწავლო გეგმაში განსაზღვრულია სასკოლო სტანდარტის შესაბამისობა
ევროსაბჭოს
სარეკომენდაციო ჩარჩო-დოკუმენტის მიერდადგენილ დონეებთან მიმართებით და მითითებულია, სწავლების რომელიდონე შეესატყვისება ამა თუ იმ საფეხურს – დაწყებითი, საბაზო, თუ საშუალო.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...