პარასკევი, აპრილი 3, 2026
3 აპრილი, პარასკევი, 2026

კითხვის მნიშვნელობა

0

კითხვის მნიშვნელობა მხოლოდ მოცემული ტექსტის
გააზრებით არ შემოიფარგლება. კითხვა, განსაკუთრებით ადრეულ ასაკში, დიდ ზეგავლენას
ახდენს სხვადასხვა კოგნიტური უნარის განვითარებაზე. აღნიშნული ზეგავლენის ხარისხი დამოკიდებულია
კითხვის მოცულობაზე, ანუ იმაზე, თუ რამდენად ბევრს კითხულობს ბავშვი.   

მასწავლებელმა კარგად იცის, რომ ბავშვები ერთმანეთისგან
განსხვავდებიან კითხვის უნარის ფლობის თვალსაზრისით. მკვლევარები ხაზს უსვამენ ბეჭდურ
მედიასთან ურთიერთობის მნიშვნელობას ადრეულ ასაკში. წიგნის და ზოგადად, კითხვის მიმართ
ადამიანის დამოკიდებულება ხშირად განპირობებულია იმით, თუ რამდენად ინტენსიურად და
რა სიტუაციებში ჰქონდა ბავშვს, სკოლამდელ ასაკში, ნაბეჭდ მასალებთან შეხება (მაგალითად,
რამდენად ხშირად უკითხავდნენ წიგნებს, ან რამდენად უკავშირდებოდა წიგნის კითხვა სხვა
სასიამოვნო პროცესებს). კითხვის უნარის დაუფლების პროცესში მნიშვნელოვანია მიბაძვის
ფაქტორი: ბავშვის გარშემო მკითხველების არსებობა ხშირად აისახება კითხვის მიმართ მის
დამოკიდებულებაზე მომდევნო წლებში.

კითხვის უნარის განვითარების შეფერხების მიზეზი,
რიგ შემთხვევებში, არასაკმარისი და არასათანადო სწავლებაა. აქედან გამომდინარე, განათლების
მიღების საწყის ეტაპზე მასწავლებლის როლი ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით სპეციალური
საჭიროებების მქონე ბავშვებთან მიმართებაში.  

ბავშვებს კითხვას იმისთვის ვასწავლით, რომ მათ
ცოდნის მიღება შეძლონ. საწყის ეტაპზე კითხვა ბავშვის მხრიდან დიდ ძალისხმევას მოითხოვს,
ნელ-ნელა კი ის ავტომატურ პროცესად ყალიბდება. ადრეულ ასაკში კითხვის უნარის განვითარების
შეფერხება და სიტყვის აღქმისა და გაშიფვრის სირთულე ბავშვს კითხვის მიმართ უარყოფით
დამოკიდებულებას უჩენს, რის გამოც კითხვის ავტომატიზაციის პროცესი ფერხდება.  

 

განათლების სპეციალისტები თანხმდებიან, რომ
ბავშვის ლექსიკის ძირითადი ნაწილის განვითარება სწავლების პროცესში არ ხდება. ბევრი
მკვლევარი დარწმუნებულია, რომ სწორედ კითხვა და არა ზეპირი მეტყველება ახდენს ზეგავლენას
ლექსიკურ სიმდიდრეზე. ერთ-ერთი კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა სხვადასხვა ტექსტის ლექსიკური
სიმდიდრე გააანალიზეს. ეს მახასიათებელი იმის მიხედვით განისაზღვრა, თუ რამდენად იშვიათი
სიტყვები იყო მოცემული თითოეულ ტექსტში. სიტყვის ,,იშვიათობა” ინგლისური სიტყვების
სტანდარტული სიხშირეების მიხედვით დადგინდა. მაგალითად, ხშირად გამოყენების თვალსაზრისით,
სიაში პირველ ადგილზეა სიტყვა “the” (არტიკლი
ინგლისურ ენაში), მე-100 ადგილზე არის სიტყვა “ცოდნა”, მე-16000 ადგილზე კი _ სიტყვა
“გამაძლიერებელი”. მკვლევარებმა ტექსტის ლექსიკური სიმდიდრე ზემოაღნიშნულ სიაში მისი
სიტყვების ადგილმდებარეობის საშუალო მაჩვენებლის საფუძველზე შეაფასეს. ანალიზის შედეგების
განხილვისას ცხადი გახდა, რომ ზეპირი მეტყველება (სატელევიზიო გადაცემები, ზრდასრულთა
საუბარი) ბევრად უფრო ღარიბია ლექსიკური თვალსაზრისით, ვიდრე ნაბეჭდი ტექსტები (ჟურნალ-გაზეთების
სტატიები, ზრდასრულთა და საბავშვო წიგნები, სამეცნიერო სტატიები და ა.შ.). აღსანიშნავია,
რომ საბავშვო წიგნებშიც კი უფრო იშვიათი სიტყვები გვხვდება, ვიდრე ზეპირ მეტყველებაში
(პოპულარული სატელევიზიო გადაცემები, საბავშვო გადაცემები ა.შ.).

 

სხვადასხვა ტექსტს შორის განსხვავება, იშვიათი
სიტყვების გამოყენების კუთხით, სავარაუდოდ, ზეგავლენას ახდენს ბავშვის ლექსიკის განვითარებაზე.
თუ ძირითადი ლექსიკური მარაგის შევსება ფორმალური სწავლების პროცესის მიღმა ხდება,
მაშინ ახალი სიტყვების სწავლის საშუალებად ზეპირი მეტყველება და წერილობითი ტექსტები
რჩება. ვინაიდან იშვიათი სიტყვები უფრო ხშირად წერილობით ტექსტებშია გამოყენებული,
კითხვა ბავშვს მათი ათვისების მეტ შესაძლებლობას აძლევს. ამ შემთხვევაში, იშვიათ სიტყვად
ითვლება ყველა ის სიტყვა, რომელთა ადგილი ინგლისური სიტყვების სტანდარტულ სიხშირეთა
ჩამონათვალში 10 000-ზე ზემოთ არის; ანუ ეს ის სიტყვებია, რომლებიც მე-4-მე-6 კლასელის
ლექსიკური მარაგის მიღმაა. პოპულარული ჟურნალიც კი, სატელევზიო გადაცემასთან და ზრდასრულთა
საუბართან შედარებით, სამჯერ მეტ “იშვიათ” სიტყვას იყენებს. თუმცა, ზოგიერთი მკვლევარის
აზრით, ამ კუთხით, ბეჭდური ტექსტის მნიშვნელობა გაზვიადებულია და მათში გამოყენებული
“იშვიათი” სიტყვები აკადემიური, ან კონკრეტული სფეროსთვის დამახასიათებელი ტერმინებია,
ან ისეთ სიტყვებია, რომლებსაც რეალური ფუნქციური დანიშნულება არ აქვთ. აღნიშნული არგუმენტის
მცადრობას ადვილად შევამჩნევთ, თუ “იშვიათ” სიტყვებს დავაკვირდებით. მათ კატეგორიაში
ხვდება: “მონაწილეობა”, “ფუფუნება”, “გამოწვევა”, “მანევრი”, “გათანაბრება”, “უსასრულო”
და ა.შ. ეს ის სიტყვებია, რომელთა ცოდნაც საჭიროა იმისათვის, რომ ჩვენს გარშემო არსებული
ფიზიკური და სოციალური სამყაროს აღქმა და კრიტიკული შეფასება მოვახდინოთ. ,,ადამიანი,
რომელიც ცხადად ვერ ხედავს განსხვავებას განზრახვის გამოხატვასა და დაპირებას, შეცდომასა
და გაუგებრობას, მცდარი შეხედულების ქონასა და ტყუილს შორის, უნდა ერიდოს იურისტის
ან თუნდაც თეოლოგის კარიერას”, _ აღნიშნავს წიგნიერების სფეროს მკვლევარი დ. ოლსონი. 

 

ერთ-ერთი კვლევის ფარგლებში, რამდენიმე მკვლევარმა
(ანდერსონი, უილსონი და ფილდინგი) მე-5 კლასის მოსწავლეთა მიერ, რამდენიმე თვის მანძილზე,
კლასგარეშე მასალების ყოველდღიური კითხვის ხანგრძლივობა გააანალიზა. ანალიზის შედეგები
განსაცვიფრებელია: კითხვის მოყვარული ბავშვები, რომლებიც, კითხვის ხანგრძლივობის თვალსაზრისით,
ზედა 10%-ს შეადგენენ, წელიწადში, საშუალოდ, 200-ჯერ მეტ სიტყვას კითხულობენ, ვიდრე
ისინი, რომლებიც კითხვას ყველაზე ნაკლებ დროს უთმობენ (ქვედა 10%). მეცნიერები ვარაუდობენ,
რომ სწორედ ბავშვებს შორის კითხვაზე დახარჯულ დროში ასეთი დიდი განსხვავება და ბეჭდური
ტექსტის ლექსიკური სიმდიდრე იწვევს მათ შორის, ლექსიკის ფლობის თვალსაზრისით, მნიშვნელოვან
განსხვავებას.  

 

მიუხედავად აღნიშნული დასკვნისა, რთულია ამ
ფაქტორის როლის საბოლოოდ განსაზღვრა. მკვლევარები ქანინგემი და სტანოვიჩი შეეცადნენ,
გამოეკვლიათ და შეეფასებინათ კლასგარეშე კითხვის მოცულობის უნიკალური როლი კითხვის
უნარის, ვერბალური ინტელექტისა და ზოგადი ცოდნის განვითარებაში მე-3-მე-5 კლასების
მოსწავლეებს შორის. მკვლევარები უშვებდნენ, რომ იმ ბავშვებს, რომლებიც ბევრს კითხულობენ,
ტექსტის გაგების უკეთესი უნარი აქვთ, რაც თავისთავად ხელს უწყობს ლექსიკის განვითარებას.
ამ შემთხვევაში კი, რთულია, ცალკე გამოიყოს მხოლოდ კითხვის მოცულობის ეფექტი. სხვადასხვა
კვლევისა და სტატისტიკური მეთოდის გამოყენების შედეგად, მკვლევარები იმ დასკვნამდე
მივიდნენ, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, კითხვის მოცულობა მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს
ბავშვების ლექსიკურ მარაგსა და ზოგად ცოდნაზე. ტექსტის გაგების ერთნაირად სუსტი უნარისა
და ერთნაირად სუსტი ზოგადი უნარების მქონე ბავშვებს შორის განსხვავება, ლექსიკური მარაგისა
და ზოგადი ცოდნის თვალსაზრისით, მნიშვნელოვნად დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენს კითხულობს
ბავშვი. რაც უფრო მეტს კითხულობს ის, მით უფრო მდიდარია მისი ლექსიკა და ფართოა ზოგადი
ცოდნა, მიუხედავად ისეთი შემაფერხებელი ფაქტორებისა, როგორიცაა: შედარებით დაბალი ინტელექტის
კოეფიციენტი, სისუსტეები ზოგადი უნარებისა და ტექსტის გაგების უნარის კუთხით. ერთ-ერთი
კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ ზრდასრული ადამიანების ზოგადი ცოდნა, მიუხედავად მათი
ზოგადი უნარებისა, უფრო ფართო იყო აქტიური მკითხველების შემთხვევაში და უფრო ვიწრო
_ სატელევიზიო გადაცემის აქტიურ მაყურებელთა შორის. ამრიგად, ყველაზე მეტად ინფორმირებულია
ის, ვინც ყველაზე მეტს კითხულობს და ყველაზე ნაკლებად უყურებს სატელევიზიო გადაცემებს.

 

როგორც აღვნიშნეთ, მრავალი კვლევა ადასტურებს,
რომ კითხვის მოცულობა სხვადასხვა კოგნიტური უნარის განვითარებაზე ახდენს ზეგავლენას.
საინტერესოა, რა ფაქტორები განაპირობებს ბავშვის აქტიურ მკითხველად ჩამოყალიბებას.
მრავალწლიანი კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ, ამ მხრივ, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს
კითხვის უნარის ადრეულ ასაკში დაუფლება წარმოადგენს. პირველ კლასში სიტყვის ცნობის
და ტექსტის გაგების უნარი მნიშვნელოვნად განაპირობებს ამავე ბავშვების მიერ მე-11 კლასში
წაკითხული მასალის მოცულობას. საინტერესოა, რომ, ამ თვალსაზრისით, პირველკლასელთა ინტელექტის
კოეფიციენტი ნაკლებად მნიშვნელოვანი ფაქტორი აღმოჩნდა. როგორც აღნიშნული შედეგი მიანიშნებს,
ის მოსწავლეები, რომლებიც თავიდანვე სწრაფად და ეფექტურად სწავლობენ კითხვას, მომდევნო
წლებში უფრო მეტს კითხულობენ. გარდა ამისა, ხშირმა კითხვამ შესაძლოა, შედარებით დაბალი
კოგნიტური შესაძლებლობების კომპენსირებაც მოახდინოს ბავშვის ლექსიკისა და ზოგადი ცოდნის
განვითარების გზით.  

 

 

 

 

 

 

ღია საგანმანათლებლო რესურსები

0

ინტერნეტისა და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების
სწრაფ განვითარებასთან ერთად, დამხმარე მასალების სასწავლო მიზნებით გამოყენება თითქმის
შეუზღუდავად ხდება. შესაბამისად, ინგლისურენოვან ინტერნეტში ამა თუ იმ რესურსის მოძიება
სირთულეს არ წარმოადგენს. საგანმანათლებლო რესურსების ძიებისას მნიშვნელოვანია მათი
ხარისხი, გამოყენების უფლება და სასწავლო მიზანთან თავსებადობა. ამასთანავე, სულ უფრო
პოპულარული ხდება ე.წ. თავისუფალი სასწავლო რესურსები, ანუ ისეთი მასალები, რომლებსაც
ავტორები ღიად გვთავაზობენ, ყოველგვარი გადასახადის გარეშე. ღია სასწავლო რესურსები,
ერთ-ერთი განმარტებით, არის ”სწავლის, სწავლებისა და კვლევისათვის გამოყენებადი რესურსები,
რომლებიც საჯაროა; ან ამ რესურსებს აქვს ინტელექტუალური საკუთრების ისეთი ლიცენზია,
რომელიც ნებას რთავს ნებისმიერ მომხმარებელს, თავისუფლად გამოიყენოს ისინი. ღია საგანმანათლებლო
რესურსები მოიცავს სასწავლო კურსებს, კურსების მასალებს, მოდულებს, სახელმძღვანელოებს,
ვიდეოებს, ტესტებს, პროგრამულ უზრუნველყოფას, სხვა საშუალებებს, მასალებს და ხერხებს,
რომლებიც მოსწავლის ცოდნას ზრდის”.

ღია პროგრამული უზრუნველყოფა, ძირითადად, მოიცავს
სასწავლო შინაარსის შექმნისა თუ მიწოდების ხერხებს, მისი მართვის სისტემებს, საძიებო
სისტემებს, შინაარსის განვითარების საშუალებებს და ასევე, ქსელურ, თანამშრომლობით სივრცეს.

აღსანიშნავია, რომ თავისუფალი რესურსების კონცეფცია
ახლოსაა ღია კოდის პროგრამულ უზრუნველყოფასთან, რომელიც ქართველი მასწავლებლებისთვის
ნაცნობია ლინუქსის ოპერაციული სისტემის მაგალითზე. განვითარების საწყის ეტაპზე კომერციული
პროგრამები, ხარისხითა და სანდოობით, ღია პროგრამებს უსწრებდა. თუმცა ახლა, ინტერნეტისა
და კომპიუტერული ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, მზარდი რაოდენობით იქმნება ისეთი
პროგრამები თუ რესურსები, რომლებიც კომერციულ ანალოგებზე უკეთესია. ამის მაგალითია
ინტერნეტ ბრაუზერები, რომელთაგან ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული _ მოძილა ფაიერფოქსი
სწორედ ღია კოდის პროგრამის პრინციპზეა აგებული.

ღია
განათლების დეკლარაცია

ღია რესურსების შექმნა, გარკვეულწილად, უკავშირდება
მოხალისეობას, ენთუზიაზმს და იმ ჰუმანისტურ წარმოდგენას, რომ, რაც შეიძლება, მეტი რესურსი
თუ პროგრამა იყოს ხელმისაწვდომი ყველასათვის. ამასთანავე, ასეთი რესურსების შექმნას
ხელს უწყობს დონორი ან საქველმოქმედო ორგანიზაციებიც. 2007 წელს კეიპ თაუნის ღია განათლების
დეკლარაცია მიიღეს, რომლის თანახმადაც, ღია რესურსები სწავლასა და სწავლებაში რევოლუციას
ახდენს. განათლების მუშაკები ქმნიან და სხვებს უზიარებენ მზარდი რაოდენობის ღია რესურსებს.
ისინი ხელს უწყობენ ისეთი სამყაროს ჩამოყალიბებას, სადაც ყველას შეუძლია მიიღოს კაცობრიობისათვის
ხელმისაწვდომი ცოდნა.

ღია რესურსების ხელმისაწვდომობა განსაკუთრებით
მნიშვნელოვანია განვითარებად ქვეყნებში, სადაც განათლებისათვის განსაზღვრული ფინანსური
რესურსები მწირია. ამასთანავე, ზოგჯერ მოსწავლემ, მასწავლებელმა ან განათლების ადმინისტრატორმა
არც კი იცის, რომ ღია რესურსები ხელმისაწვდომი და გამოყენებადია.

კეიპ თაუნის დეკლარაციის ავტორები მოუწოდებენ
განათლების სპეციალისტებს, მასწავლებლებს, მოსწავლეებს, სკოლებს, კოლეჯებს, უნივერსიტეტებს,
პროფესიულ გაერთიანებებს, მთავრობებს, პოლიტიკის შემქმნელებს, ფონდებსა და სხვებს,
გაიზიარონ მათი ხედვა, მიიღონ მონაწილეობა ღია რესურსების განვითარებასა და პოპულარიზაციაში.
განათლების სპეციალისტებისათვის ეს, პირველ რიგში, ნიშნავს ღია რესურსების შექმნას,
გაუმჯობესებას, აქტიურ გამოყენებასა და გაზიარებას. ასეთი რესურსების ხელმისაწვდომობა
გულისხმობს მათი თარგმნის, რედაქტირების საშუალებას და აგრეთვე მათ გავრცელებას აღიარებულ
ტექნიკურ პლატფორმებზე, ფართოდ გავრცელებულ ფორმატში (მაგალითად, mp3 _ მუსიკალური ფაილისათვის, html _ ვებ-გვერდისათვის და სხვ.).

ღია საგანმანათლებლო პოლიტიკის მიღებისას, მთავრობები,
სკოლები, უნივერსიტეტები ღია საგანმანათლებლო რესურსების პრიორიტეტულობას აღიარებენ.
ეს გულისხმობს ღია კურსების აკრედიტაციას და თავისუფალი სასწავლო რესურსების განთავსებას
სასწავლო ობიექტების საცავებსა თუ კოლექციებში.

მასწავლებლისათვის ღია საგანმანათლებლო რესურსების
შექმნის მოტივატორი შეიძლება იყოს როგორც ზემოთ ნახსენები ალტრუისტული მოსაზრებები,
ასევე საკუთარი ნაშრომის სხვებისათვის გაზიარების გზით ცნობადობის მოპოვება და ავტორიტეტის
ამაღლება. გარდა ამისა, რესურსის თავისუფლად გავრცელება მასწავლებელს საშუალებას აძლევს,
ნაყოფიერი, საქმიანი ურთიერთობა ჰქონდეს კოლეგებთან, იღებდეს კომენტარებს და ითვალისწინებდეს
მათ.

განათლების სისტემისათვის ღია რესურსების მხარდაჭერა
მნიშვნელოვანია განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდის თვალსაზრისით. მათი გამოყენება
ასევე ხელს უწყობს ფორმალურ და არაფორმალურ განათლებას შორის საზღვრების დაძლევას და
სიცოცხლის მანძილზე სწავლების შესაძლებლობების ზრდას.

 

ღია
სასწავლო რესურსების მაგალითები

ღია სასწავლო რესურსების მხარდაჭერის მაგალითს
წარმოადგენს მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის (MIT) ღია კურსების პროგრამა, რომელიც 2002 წელს
დაიწყო. მსოფლიოში წამყვანმა ტექნოლოგიურმა უნივერსიტეტმა კურსების მთლიანი კატალოგი
ინტერნეტში განათავსა. ამჟამად აქ 2000 კურსია, რომლებიც სრულიად ღიაა მომხმარებლისათვის.
თითოეული კურსი მოიცავს ვიდეო ლექციებს, ლექციების ტრანსკრიპციას და დამხმარე შენიშვნებს,
ასევე საგამოცდო ინფორმაციას და პრობლემების გადაწყვეტას. პოპულარულ კურსებს შორის
შეხვდებით კომპიუტერულ მეცნიერებებსა და პროგრამირებას, ფიზიკას, ბიოლოგიას, ფილოსოფიას,
ფსიქოლოგიას და სხვ. (იხილე: ocw.mit.edu).
ვიდეო ლექციები ხშირად პოპულარულ ვებ-საიტ youtube-ზეც არის განთავსებული.

ღია საგანმანათლებლო რესურსებს, როგორც ათასწლეულის
განვითარების მიზნებისა (MDG)
და ”განათლება ყველასათვის” ინიციატივების განხორციელებისათვის მნიშვნელოვან ინსტრუმენტს,
მხარს უჭერს გაერთიანებული ერების საგანმანათლებლო, სამეცნიერო და კულტურული ორგანიზაცია
იუნესკო (UNESCO).

თავისუფალი სასწავლო რესურსების ერთ-ერთი მზარდი
და თანმიმდევრული კოლექცია განთავსებულია oercommons.org-ზე. ის 30 000-ზე მეტ თავისუფლად გამოყენებად
რესურსს მოიცავს, საშუალო სკოლისა და საუნივერსიტეტო დონეებზე. მათგან აღსანიშნავია
ღია სახელმძღვანელოები, რომელთა თემატიკა უკავშირდება როგორც სასწავლო დისციპლინებს,
ასევე გამოყენებითი ხასითის ცოდნას (მაგალითად, როგორ გამოვიყენოთ ეფექტიანად პოპულარულიMS Word პროგრამა აკადემიური ნაშრომის წერისას). ვებ-გვერდი
ასევე სთავაზობს მომხმარებელს მეთოდურ რეკომენდაციებს კლასის ორგანიზებასა და მართვაში,
სწავლების აქტიურ მეთოდებში და სხვ. აქვე ვნახავთ სატრენინგო მასალებს, თამაშებს, აუდიო
ჩანაწერებს, კურიკულუმსა და სტანდარტებს, საკითხავ ტექსტებს, გაკვეთილების გეგმებს,
სწავლებისა და სწავლის სტრატეგიებს, შეფასებებს.

უმაღლეს განათლებაში ღია რესურსების ყველაზე
პოპულარულ კოლექციად ითვლება მულტიმედია საგანმანათლებლო რესურსი ონლაინ სწავლისა და
სწავლებისათვის _ MERLOT (www.merlot.org).
აქ თავმოყრილია ღიად მოცემული, კოლეგების მიერ რედაქტირებული სასწავლო მასალები, პერსონალური
კოლექციები, სასწავლო სავარჯიშოები. ასევე შესაძლებელია ქსელური თანამშრომლობა და საკუთარი
სასწავლო მასალის შექმნა და განთავსება.

ღია რესურსების გამოყენება თანამშრომლობითი
ხასიათისაა და მომხმარებელთა თუ ექსპერტთა ქსელების ჩამოყალიბებასაც უწყობს ხელს.

 

ღია
სასწავლო რესურსის მახასიათებლები

ღია სასწავლო რესურსების რაოდენობის ზრდასთან
ერთად ექსპერტები და პრაქტიკოსები მათთან დაკავშირებულ პროექტებს სულ უფრო მეტად იკვლევენ
და აანალიზებენ. იკვეთება მათი მახასიათებლებიც. ეკონომიკური განვითარებისა და კოოპერაციის
ორგანიზაციის (OECD) განმარტებით,
ასეთი მახასიათებლებია:

•           ლიცენზია.ღია საგანმანათლებლო რესურსის გამოყენების ლიცენზიაში ზუსტად უნდა იყოს ასახული მისი
ადაპტაციისა და ხელახალი გამოყენების ნებართვის პირობები.

•           ფაილის
ფორმატი. ღია საგანმანათლებლო რესურსი უნდა გამოქვეყნდეს ისეთ ფორმატში, რომლის
გახსნა, გადმოწერა და რედაქტირება ყველას შეუძლია დამატებითი კომერციული პროგრამული
უზრუნველყოფის დაინსტალირების გარეშე.

•           დანაწევრებულობა.იმისათვის, რომ ხელახლა ადვილად გამოვიყენოთ, ღია საგანმანათლებლო ობიექტი მცირე ნაწილებად
უნდა იყოს წარმოდგენილი, ან მცირე ნაწილებად მისი დაყოფა იოლად უნდა შეიძლებოდეს.

•           მოძიებადობა.
ღია საგანმანათლებლო რესურსის პოვნა ადვილი უნდა იყოს.

•           ეფექტიანობა.ღია საგანმანათლებლო რესურსი ეფექტიანი უნდა იყოს სწავლებისა და სწავლისათვის.

სასწავლო რესურსის დამატებითი მახასიათებლებიდან
მასწავლებლისათვის მნიშვნელოვანია მისი გამოყენების არეალი: კლასი, საგანი ან ინტეგრირებული
საგნები და ასევე, მისი გამოყენების ხანგრძლივობა: გაკვეთილის ნაწილი, მთელი გაკვეთილი,
ან თუნდაც მთელი სემესტრი.

ლიცენზიის საკითხი ინტელექტუალურ საკუთრებას
უკავშირდება და მას ყურადღების მიქცევა თუნდაც იმიტომ სჭირდება, რომ საავტორო უფლებების
დაცვა სამყაროს პროგრესის მნიშვნელოვანი საწინდარია.

ლიცენზირება

ღია საგანმანათლებლო რესურსების გავრცელებას
ხელი მნიშვნელოვნად შეუწყო ინტელექტუალური საკუთრების ახალი ტიპის ლიცენზიების შექმნამ.
ასეთი ტიპის ლიცენზიები, ძირითადად, Creative Commons (CC)
მოძრაობას უკავშირდება. ისინი ზუსტად განსაზღვრავს ავტორის მიერ საკუთარი გამოქვეყნებული
ნაშრომის გამოყენების პირობებს, რომლებიც განსხვავდება ტრადიციული _ კომერციული პირობებისაგან,
თუმცა ავტორს საავტორო უფლებები უნარჩუნდება. არსებობს რამდენიმე ლიცენზია და მათი
შესაბამისი აბრევიატურები.  

ლიცენზია განსაზღვრავს იმ უფლებებს, რომლებსაც
ნაწარმოების ავტორი ამ ნაწარმოების ხელახალი გამოყენების მსურველ პირს გადასცემს. ამ
შემთხვევაში, პირველ რიგში, მიუთითებენ Creative Commons-ს (ე.წ. შემოქმედებით გაზიარებას), რაც მის
თავისუფალ გავრცელებას გულისხმობს. აღსანიშნავია, რომ თუ ავტორი ითხოვს საკუთარი სახელის
მითითებას მის მიერ შექმნილი სასწავლო ობიექტის გამოყენებისას, ლიცენზიას ემატება პუნქტი
_ ავტორობის მითითებით (აბრევიატურა BY).
თუ ავტორი საკუთარი ნაწარმოების მხოლოდ არაკომერციულ გამოყენებას მოითხოვს, მაშინ ეს
მოთხოვნაც შესაბამისი პუნქტით აღინიშნება _ არაკომერციული გამოყენებისათვის (NC). ობიექტის გადამუშავების შესაძლებლობებს დამატებითი
პირობები განსაზღვრავს. თუ ავტორი მისი ნაწარმოების გადამუშავებას ზღუდავს, მას შეუძლია
მიუთითოს _ გადამუშავების გარეშე (ND).
თუ ავტორი საკუთარი ნაწარმოების ყოველ მომხმარებელს უფლებას აძლევს, გადააკეთოს ის
და ამავე დროს გაზიარების იმავე პირობების შენარჩუნებას ითხოვს, მაშინ ლიცენზიას ემატება
აღნიშვნა _ იმავე პირობებით გაზიარება (SA).
მაგალითად, სასწავლო მასალების რომელიმე კოლექციაში აღმოჩენილ რესურსს შეიძლება ჰქონდეს
მითითებული CC BY-NC-SA და შესაბამისი
ლოგოტიპები. ეს ნიშნავს, რომ რესურსის გამოყენებისას აუცილებელია ავტორის მითითება,
არ შეიძლება მისი გამოყენება კომერციული მოგების მისაღებად და გადაკეთებული რესურსის
შემდგომი გავრცელებაც ამავე ლიცენზიით უნდა მოხდეს.

ზოგჯერ ვხვდებით საჯარო საკუთრებას (Public
Domain), როცა ავტორი ყოველგვარ შეზღუდვას
ხსნის საკუთარი ნაწარმოების გამოყენებაზე.

ლიცენზიების ცოდნა მნიშვნელოვანია როგორც სასწავლო
ობიექტების შერჩევისას, ასევე საკუთარი ნაწარმოებების გამოქვეყნების დროსაც. მითითებულიCreative Commons სტანდარტი ცნობილი
და გავრცელებულია ინტერნეტში (იხ. https://creativecommons.org).

ღია საგანმანათლებლო რესურსებს გარკვეული შეზღუდვებიც
აქვს. არაინგლისურენოვან ქვეყნებში მათი გამოუყენებლობა ცნობილი პრობლემაა. მის დასაძლევად
რამდენიმე პროექტი ხორციელდება, რომლებიც ხელს უწყობს არსებული მასალების სხვადასხვა
ენაზე თარგმნას და ახალი, მრავალენოვანი რესურსების შექმნას. ამავე დროს, ინგლისური
ენის სწავლა ბევრ ქვეყანაში პრიორიტეტულია, მათ შორის საქართველოშიც. აღსანიშნავია
ისიც, რომ ზოგჯერ რესურსის მოსაძიებლად საგნის ძირითადი ტერმინოლოგიის ცოდნაც საკმარისია. 

მნიშვნელოვანი საკითხია სასწავლო რესურსების
ინდექსირება და კოლექციებში თუ პორტალებზე მათი განთავსება. სასწავლო რესურსების იმ
პორტალებზე, რომლებსაც ოფიციალური სტრუქტურები უჭერს მხარს, სასწავლო მასალები, ძირითადად,
ღია ლიცენზიებით არის წარმოდგენილი და ისეა ინდექსირებული, რომ მათი მოძიება სხვადასხვა
საძიებო სიტყვით იყოს შესაძლებელი.

ქართველი მასწავლებლებისათვის ნაცნობი პორტალიLeMill.net საკუთარი სასწავლო
რესურსების განთავსებისა და საინტერესო მასალების მოძიების საშუალებას გაძლევთ. LeMill-ზე რესურსების განთავსება სწორედ ზემოთ ნახსენებიCreative Commons-ის ერთ-ერთი ლიცენზიის პირობებით ხდება, რაც
მათ გაზიარებას თავისთავად გულისხმობს.  

ღია რესურსების შესაქმნელად საჭირო ტექნიკური
ინსტრუმენტები მასწავლებლებისთვის სულ უფრო ხელმისაწვდომი ხდება. ამდენად, მოსალოდნელია,
რომ ღია რესურსების ხარისხი დაიხვეწება, გამოყენების სფეროები გაფართოვდება და უფრო
მრავალფეროვანი გახდება. ამ პირობებში, სწორედ მასწავლებელზეა დამოკიდებული, რამდენად
შემოქმედებითად გამოიყენებს სასწავლო მასალების წყაროებს და თვითონაც იქნება ასეთი
მასალების ავტორი, მით უფრო, რომ ამგვარ სასწავლო-შემოქმედებითი საქმიანობას მასწავლებლის
განვითარების პროფესიული სქემაც უჭერს მხარს.

 

 

ზოოლოგიის მუზეუმი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში

0

თამარ კაციტაძე

2010
წლის 30 ივლისს აქ ვიყავი, ერთი ჩვეულებრივი, საბავშვო უნივერსიტეტელი ნინი კვიტაშვილი,
რომელსაც ისე მოეწონა ეს მუზეუმი, რომ მჯერა, ნამდვილად დავბრუნდები უკვე შესასწავლად
და დასაკვირვებლად. თქვენმა მუზეუმმა ჩემი აღფრთოვანება გამოიწვია.”

“ზოოლოგიის მუზეუმის დათვალიერების შედეგად დამრჩა
შთაბეჭდილება, რომ საქართველოს აქვს შანსი, მეცნიერება განვითარდეს.” – ამგვარი
ფრაზები თსუ-ს ზოოლოგიის მუზეუმის შთაბეჭდილების წიგნში მრავლად მოიპოვება. მუზეუმი,
რომელიც ცოტა ხანში საუკუნოვან ისტორიას დაითვლის და რომელსაც თავის დროზე სასწავლო-სამეცნიერო
დანიშნულება ჰქონდა, უნიკალურია  საქართველოში.
თუმცა, სამწუხაროდ, მისი არსებობა ჯერ კიდევ ბევრმა არც იცის.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის XI(ბიოლოგების) კორპუსში განთავსებული ზოლოოგიის მუზეუმში ფიტულის, ჩონჩის თუ სხვა სახით
ცხოველის, ფრინველის, მწერის, ქვეწარმავალის და საერთოდ, ფაუნის თითქმის ყველა სახეობის
5000-ზე  მეტი ექსპონატია დაცული. მუზეუმი ყოველთვის
ღიაა როგორც თსუ-ს სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის, ასევე ნებისმიერი დამთვალიერებლისთვის.

როგორც თსუ-ს მუზეუმის მენეჯერმა მზია ჯაველიძემ გვითხრა,
მუზეუმს ხშირად სტუმრობენ არა მარტო თსუ-ს, არამედ სხვა სასწავლებლის სტუდენტები. ექსკურსიაზე
მიდიან სკოლის მოსწავლეებიც, მაგრამ საზოგადოება ამ მუზეუმით უფრო მეტად  უნდა ინტერესდებოდეს, რადგან იგი უნიკალურია. აქ
დაცული ექსპონატების ნაწილი უკვე გადაშენებულია ან გადაშენების გზაზეა და მათი ნახვა
სხვაგან, ფაქტობრიავდ, შეუძლებელია. ზოომუზეუმი უნივერსიტეტში 1923 წელს დაარსდა. აქ
დღემდე შემორჩენილია ის ექსპონატები, რომელიც ჯერ კიდევ
XIXსაუკუნის ბოლოს “კავკასიურ მუზეუმში” და “საქართველოს მუზეუმში”
იყო დაცული. სწორედ ამ მუზეუმებმა გადასცა პირველი კოლექცია პირველ უმაღლეს სასწავლებელს  ზოოლოგიის კათედრისთვის. ამის შემდეგ კი  იგი სხვადასხვა წყაროებიდან შეივსო. სამუზეუმო ექსპონატებს
ქმნიდნენ ნანადირევისგან თუ ზოოპარკში დაცული ცხოველებისგან ქვეყნის საუკეთესო
ტაქსოდერმისტი.
საუცხოო ნიმუშები ჩამოჰქონდათ მუზეუმისთვის საქართველოას სხვადასხვა კუთხეში თუ ქვეყნის
ფარგლებს გარეთ ექსპედიციაში წასულ მეცნიერებს. საბჭოთა პერიოდში სამეცნიერო კატალოგებიდან
იწერდნენ მუზეუმის თანამშრომლები მნიშვნელოვან ნიმუშებს და ა.შ. ერთი სიტყვით, ყველა
ექსპონატს თავისი ისტორია აქვს.

მუზეუმში შესულ დამთვალიერებელს კახურ ტახთან ერთდ,
უშველებელი ჟირაფი ეგებება. როგორც მზია ჯაველიძე გვიხსნის, ჟირაფი 1950 წელს ამსტერდამის
ზოოპარკიდან მოხვდა თბილისის ზოოპარკში, თუმცა ცოტა ხანში გარდაიცვალა და ამის შემედეგ
დაიდო ბინა მისმა ფიტულმა უნივერსიტეტში. დამთვალიერებელს ზოომუზეუმში ერთდროულად შეუძლია
ნახოს  სხვადასხვა სახეობის ჯიხვის, ირმების,
შველების ფიტულები, რქები თუ ჩონჩხები. მზია ჯაველიძე ყველა მსურველს აწვდის მნიშვნელოვან
ინფორმაციას ნებისმიერ ცხოველზე, მათ თავისებურებასა თუ უნიკალურობაზე.  მაგალითად, ბევრმა ალბათ არ იცის, რომ მთის არწივი
ყოველთვის ორ კვერცხს დებს. მეორე მართვე პირველისგან მცირე დროის გასვლის შემდეგ იბადება
და შედარებით სუსტია. პატარა არწივები, რომ წამოიზრდებიან, უფროსი სუსტს ბუდიდან აგდებს
და კლავს. ამაში რჩეულ შვილს მშობლებიც ეხმარებიან. მთის არწივს სხვა ფრინველებისგან  კიდევ ერთი უცნაურობა განასხვავებს. ნადირთა მეფის
ეს სახეობა ადამიანს იმ დონეზე ვერ იტანს, რომ თუ მიახლოვებულ კაცს დაინახავს, ბუდეს
შვილებთან ერთად ტოვებს და ამ ადგილს აღარასოდეს უბრუნდება. საინტერესო თავისებურებები
ახასიათებთ ბეგობის არწივს, გველსმჭამელს, შევარდენს, მიმინოს, ფასკუნჯს და სხვა აუმრავი
მტაცებელი თუ სხვა სახეობის ფრინველს, რომლებსაც ასევე ნახავთ ზოომუზეუმში. მათ შორის
მსოფლიოში არის ყველაზე პატარა ჩიტი კოლიბრი, რომელსაც საკუთარი სხეულის ტემპერატურა
არ გააჩნია და თავდაყირა ძინავს, როგორც ღამურას. აქვეა სრეტხი, რომელიც გადაშენების გზაზეა და დაახლოებით 1000-მდეა დარჩენილი.

ფრინველთა კოლექციის მშვენებაა  მანალის დოდოჩა. ფიტული დავით სარაჯიშვილის კოლექციიდან
მოხვდა უნივერსიტეტში. ეს ულამაზესი ფრინველი ქალაქ მანილას სიმბოლოა და მას ტიბეტში
2000 მეტრის სიმაღლეზე შეხვდებით.

ზოომუზეუმის სიმდიდრეა ენტომოლოგიური კოლექცია, სადაც
მწერია დაცული.  მათ შორის მსოფლიოში ყველაზე
დიდი და ყველაზე პარატა პეპელა. აქ ნახავთ ატაკუს ატლასს, რომელიც  ფრთების დიამეტრი 260 მმ-ა, ხოლო ყველაზე მცირე  ცისფრულა 20 მმ. მსოფლიოში და ქართულოში გავრცელებული
პეპლების გვერდით არის იაპონიის სიმბოლოს სასკია ხარონდე. იაპონელთა ყველა ზეიმი, სწორედ
ამ პეპელის სახელობის ცეკვით იხსნება. იქაურებს ჯერათ, რომ ეს უნაზესი მწერი  ქალის ბედნიერებას და ოჯახის სიმყუდროეს განასახიერებს.

უამრავ ექსპონატთა შორის არის ცისფერი ვეშაპის ულვაში,
ვეფხვისებრი პითონის, ჰალაპაგოსის კუს, რომელიც წითელ წიგნშია შეტანილი, ნილოსის და
…ნიანგების, ღამურა-მფრინავი მელიას, სამხრეთ ამერიკული ჯავშნოსანის, ავსტრალიური
იხვნისკარტას და სხვა იშვიეთი და ეგზოტიკური არსებების ფიტულები. შთამბეჭდავია სხვადასხვა
ფრინველთა კვერცხების კოლექცია, რომლეშიც 1412 ეგზემპლარია და მარჯნის პოლიპები ინდოეთისა
და წყნარი ოკეანიდან. ეს მუზეუმის უკანასკნელი შენაძენია.

გაოცებას იწვევს ის ანომალური ცხოველები, რომლებიც მუზეუმშია
დაცული. ეს არის ორთავიანი ცხვარი, რომელიც 1947 წელს დუშეთში დაიბადა და თვალსაჩინოების
მიზნით მისგან ფიტული გააკეთეს. ხოლო მინის ქილაში, მოთავსებული გენეტიკური დარღვევის
შედეგად ერთმანეთზე შეზრდილი ცხვრები და ოთხფეხა წიწილა.

ზოოლოგიით დაინტერესებულები თუ უბრალოდ მოყვარეულები
უნივერსიტეტის მუზეუმში ნახავენ ლომების, კენგურუს, აფთრების, კატების თუ კურდღლების
ჩონჩხებს, ბეგემოტის თავის ქალაქსაც კი. მინის ქილაში ინახება პარაზიტ
ი ჭიების, უხერხემლო ცხოველების, ამფიბიების
და ქვეწარმავლების ნიმუშები. მათ შორის შეგიძიალთ დააკვირდეთ ცხოველთა სისხლის მიმოქცევის,
საჭმლის მომნელებელი და ნერვიული სისტემის ნიმუსებს. ნახავთ ქვეწარმავლების, ხერხრმლიანი
ცხოველების და ადამიანის ემბრიონის განვითარების სტადიებსაც კი.

ერთი სიტყვით, თსუ-ს ზოოლოგიის მუზეუმი მრავალ
საინტერესო სიურპრიზს გთავაზობთ. მართალია, დღეს სტუდენტები და მოსწავლეებიც ამჯობინებენ
მათთვის საჭირო ინფორმაცია კომპიუტერის მეშვეობით მოიპოვონ, მაგრამ ვიზუალური ეფექტი
კვლავ შეუცლილი რჩება. ამიტომაც უკავია მთელს მსოფლიოში მუზეუმებს ყველაზე პრესტიჟული
და მნიშვნელოვანი ფუნქცია. 

მშობლებთან კომუნიკაციის სტრატეგიები

0
”მასწავლებელმა იცის, როგორ გამოიყენოს კომუნიკაციის სხვადასხვა ხერხი კოლეგებთან, მშობლებთან და სასწავლო პროცესთან დაკავშირებულ სხვა პირებთან კეთილგანწყობილი ურთიერთობებისთვის”

მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი, 2008 წ.

წარმატებული სასწავლო პროცესის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი მშობელსა და სკოლას შორის დამყარებული კეთილგანწყობაა. იმისთვის, რომ მასწავლებელსა და მშობელს შორის ნდობასა და ურთიერთპატივისცემაზე დამყარებული კომუნიკაცია შედგეს, პირველი გადამწყვეტი ნაბიჯი პედაგოგმა უნდა გადადგას. ამ შემთხვევაში, მისი როლი შეუცვლელია. მასწავლებელი ის შუალედური რგოლია, რომელიც სკოლას და ოჯახს ერთმანეთთან აკავშირებს. მას შეუძლია, კომუნიკაციის სხვადასხვა ხერხის გამოყენებით, მშობელი სასწავლო პროცესში ჩართოს და თავის მოკავშირედ აქციოს. მათ ერთი მიზანი აქვთ _ ბავშვის წარმატება და მისი ნიჭის მაქსიმალურად გამოვლენის ხელშეწყობა..

მშობლის აქტიურობა თქვენს სამუშაოსაც საგრძნობლად შეამსუბუქებს. აუხსენით მას, რას გეგმავთ წლის ან სემესტრის განმავლობაში, რა ცოდნას მიიღებს მოსწავლე, რა შედეგს უნდა მიაღწიოს მან სასწავლო წლის ბოლოს. მართალია, მშობელთან მუშაობა თქვენგან დამატებით დროს, ენერგიასა და მოთმინებას მოითხოვს, მაგრამ ამ შრომის გაწევა იმისთვის ღირს, რომ ერთგვარი მოკავშირე გყავდეთ, რომელიც ბავშვს პროგრამის დაძლევისას წარმოქმნილი სირთულეების გადალახვაში დაეხმარება.

მშობელთან ურთიერთობისთვის კომუნიკაციის სხვადასხვა ხერხის გამოყენება შეიძლება: წერილობითი ფორმით დაწყებული და ელექტრონული ფოსტით დასრულებული _ გააჩნია, ვისთვის რა უფრო მოსახერხებელიამშობელი სისტემატურად უნდა იყოს ინფორმირებული არა მხოლოდ მოსწავლის უარყოფითი ქცევის ან დაბალი აკადემიური მოსწრების, არამედ მისი მიღწევების შესახებაც. პედაგოგი ამ ინფორმაციას წერილობითი ფორმით მიაწვდის მშობელს, ტელეფონით აცნობებს თუ მოკლე ტექსტური შეტყობინებით გაუგზავნის, ეს თავად მისი გადასაწყვეტია. მშობელთან მიმოწერა ყველაზე მოსახერხებებლი საკომუნიკაციო საშუალებაა. თქვენი წერილი ერთგვარი სავიზიტო ბარათია და ასეთი მიმოწერის წყალობით შეიძლება თქვენსა და მშობელს შორის წარმატებული თანამშრომლობა შედგეს. დიდი მნიშვნელობა ენიჭება იმასაც, თუ როგორ იქნება იგი შედგენილი, რამდენად საინტერესო ინფორმაციის შემცველი აღმოჩნდება. სასურველია, წერილი დადებითად იწყებოდეს. ყველა ადამიანს და მით უმეტეს, ყველა ბავშვს დადებითი მხარე აქვს, რომელსაც თქვენ, როგორც პედაგოგი, სხვებზე უკეთ ამჩნევთ. წარმოაჩინეთ მოზარდის ეს მხარე და ხაზი გაუსვით მის ინდივიდუალობას. შვილის შექება მშობლისთვის გაკეთებული საუკეთესო კომპლიმენტია. დადებითი ტონით დაწყებული წერილი იმის გარანტიას იძლევა, რომ მშობელი მას ბოლომდე წაიკითხავს, გიპასუხებთ და თქვენს მიმართ კეთილად განეწყობა. შეეცადეთ, გამოიწვიოთ იგი, რათა წერილობითვე გიპასუხოთ. სასურველია, მას შეკითხვები დაუსვათ და მიღებულ ინფორმაციაზე კომენტარიც სთხოვოთ. ეს იმ კომუნიკაციის დასაწყისი იქნება, რომლის წარმატებაც თქვენს პროფესიონალიზმზე დამოკიდებული აღმოჩნდება.

წესი, რომელიც დაგეხმარებათ მშობლისთვის განკუთვნილი წერილის პროფესიონალურად ფორმულირებაში:

1. წერილის დასაწყისში მიმართეთ მშობელს პერსონალურად “ქალბატონო…/ბატონო..” თუ მშობელს ახლოს იცნობთ და ასეთი მიმართვა მასში უხერხულობას გამოიწვევს, შეგიძლიათ არაოფიცილური მიმართვაც შეარჩიოთ, მთავარია, მიმართვა პირადად მშობელზე იყოს გათვლილი

2. თქვენი წერილი აუცილებლად უნდა იყოს სტრუქტურიზებული და მშობლისთვის გასაგებად დაწერილი. თუ წერილს ხელით წერთ, თქვენი ხელწერა მშობლისათვის ადვილად წასაკითხი უნდა იყოს.

3. წერილის სიდიდე შეზღუდეთ და ეცადეთ, არ აღემატებოდეს ერთ გვერდს.

მიმოწერის გარდა, დიდი მნიშვნელობა აქვს მშობელთან პირისპირ საუბარსაც. იმისათვის, რომ დროის უმიზნოდ ხარჯვა და ზედმეტი სტრესი თავიდან აიცილოთ, მას წინასწარ აცნობეთ, როდის არის შესაძლებელი თქვენთან შეხვედრა და საუბარი. ეს სტრატეგია საშუალებას მოგცემთ, მომზადებული შეხვდეთ მშობელს და რაციონალურად განკარგოთ დრო. მშობელთან საუბრისას იმავე ხერხის გამოყენებაა რეკომენდებული, რაც მიმოწერისას: თქვენი საუბარი მოსწავლის დადებითი მხარეების წარმოჩნით უნდა იწყებოდეს, რასაც შეიძლება სხვადასხვა სახისპრობლემების განხილვა მოჰყვეს. მშობელთან ურთიერთობის დროს “თანასწორობის პრინციპი” გამოიყენეთ _ არ აქვს მნიშვნელობა იმას, თუ რა განათლების, სოციალური ფენის, ეროვნების ადამიანია თქვენს წინაშე. მშობლის პატივისცემასა და ნდობას აუცილებლად დაიმსახურებთ, თუ მასთან საუბარს თავაზიანი ფორმით წარმართავთ დაის თქვენში კეთილმოსურნე პედაგოგს დაინახავს, რომელსაც მისი შვილისთვის მხოლოდ სიკეთე უნდა. მიეცით მშობელს საკუთარი პოზიციის გამოხატვის საშუალება. ამ დროს შეიძლება მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიიღოთ მოსწავლის ოჯახური გარემოს შესახებ, რაც აუცილებლად დაგეხმარებათ მასთან ინდივიდუალური მუშაობის დროს.

ხშირად მშობელი მოულოდნელად, წინასწარი გაფრთხილების გარეშე მოდის სკოლაში და შვილის შესახებ ინფორმაციას ითხოვს. ასეთი სპონტანური ვიზიტი თქვენთვის ძალიან მოუხერხებელია. ამიტომ სასურველია, სასწავლო წლის დასაწყისშივე აუხსნათ მშობლებს, რომ გსურთ, მომზადებული და მობილიზებული შეხვდეთ მათ მშვიდ გარემოში, მიაწოდოთ ინფორმაცია და საჭიროების შემთხვევაში, რჩევებიც. სკოლაში მშობლის მოულოდნელი ვიზიტი მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში უნდა იყოს დასაშვები.

მშობელთან კომუნიკაციის კიდევ ერთი მოსახერხებელი ფორმა სატელეფონო საუბარია. თუმცა მან მიმოწერის ადგილი არ უნდა დაიკავოს: სიტყვიერად ნათქვამი მალე გვავიწყდება, ფურცელზე დაწერილი კი რჩება და დავიწყების ან ინფორმაციის დაზუსტების შემთხვევაში, მისი გადაკითხვა შეიძლება. სატელეფონო საუბარს განსაკუთრებით მაშინ მიმართავენ, როდესაც მშობელი წერილობით შეტყობინებას არ პასუხობს, ან გარკვეული გარემოების გამო სკოლაში მისი სასწრაფოდ მოსვლაა საჭირო და ა.შ.

მშობელთან კომუნიკაციის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფორმა მშობელთა კრება გახლავთ. ამ დროს საუკეთესო საშუალება გეძლევათ, შეხვდეთ მშობლებს, მათთან დისკუსია გამართოთ, საჭირო ინფორმაცია მიაწოდოთ და თავადაც მიიღოთ იგი.სრულყოფილი კომუნიკაციისთვის აუცილებელია, რომ თითოეული მშობლის სახელი იცოდეთ. მშობელთა კრებაზე მოერიდეთ რომელიმე მოსწავლის გადამეტებულ ქებას ან პირიქით, საყვედურების თქმას ვინმეს მისამართით. მიეცით მშობლებს იმის საშუალება, რომ თქვენში მიუკერძოებელი პედაგოგი დაინახონ, რომელსაც ყველა მოსწავლე ერთანირად უყვარს და თითოეულის წარმატება თანაბრად სურს. ამით მათ პატივისცემას სამართლიანად დაიმსახურებთ.

მშობელთა უმრავლესობა არ არის აქტიურად ჩართული არა მხოლოდ სასწავლო პროცესში, არამედ სასკოლო ცხოვრებაშიც. როგორც წესი, ისინი ფიქრობენ, რომ სკოლასთან ინტენსიური თანამშრომლობით ბევრს ვერაფერს შეცვლიან. თუმცა როგორც კი მშობლებს საშუალება ეძლევათ, ამ პროცესში უშუალოდ ჩაერთონ, მათი უიმედო დამოკიდებულება ქრება და ისინი ხვდებიან, რომ აქტიურობა მართლაც მნიშვნელოვანია. კრებაზე შეგიძლიათ მშობლებს იმ ღონისძიების შესახებ შეატყობინოთ, რომლესაც უახლოეს მომავალში გეგმავთ და სთხოვოთ, რომ მოსამზადებელ სამუშაოებში შეძლებისდაგვარად ჩაერთონ. მათი ჩართულობა მოსწავლეთა მოტივაციას საგრძნობლად აამაღლებს, თქვენ კი სამუშაოს შეგიმსუბუქებთ.

მშობელთა კრებისთვის ყველა პედაგოგი ინდივიდუალურ დღის წესრიგს ამზადებს და მშობლებთან სხვადასხვა საკითხის განხილვას აპირებს. მიეცით მათ იმის საშუალება, რომ დისკუსიაში აქტიურად ჩაერთონ. დისკუსიის მიზანი აუცილებლად კონსენსუსის მიღწევა ან საკუთარი სიმართლის მტკიცება კი არ არის, არამედ ჭეშმარიტების ერთობლივად ძიება. ამ დროს თქვენი, როგორც მოდერატორის, როლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

6 რჩევა დისკუსიის წარმატებით გასაძღოლად:

1. იყავით ნეიტრალური, არ დაიცვათ ვინმეს პოზიცია ცალსახად;

2. ყველა მშობელს მიეცით საშუალება, საუბარში ჩაებას;

3. დააწესეთ რეგლამენტი;

4. არ გადაუხვიოთ თემას;

5. მშობლებს აგრძნობინეთ, რომ მათი აზრი თქვენთვის მნიშვნელოვანია;

6. შეჯამეთ დისკუსიის შედეგები და დაასრულეთ დადებითი განწყობით.

და ბოლოს, მშობელთა კრების დასასრულს სთხოვეთ მშობლებს, რომ წერილობით მოგაწოდონ საკუთარი შთაბეჭდილებები სამუშაო შეხვედრის შესახებ. შეგიძლიათ წინასწარ მოამზადოთ მარტივი კითხვარი, ან ცარიელი ფურცლები ჩამოარიგოთ, რათა მშობლებმა კრიტიკული შენიშვნები თუ საქებარი სიტყვები ამ ფორმით მოგაწოდონ. თუ კითხვარის მომზადებას გადაწვეტთ (მათ თვალში ეს თქვენს კომპეტენციას უფრო აამაღლებს), სასურველია, იგი მსგავსი ტიპის კითხვებს შეიცავდეს: რა მოეწონათ და რა არ მოეწონათ კრებაზე, რის გაუმჯობესებას ისურვებდნენ, რა რეკომენდაციების შემოთავაზება შეუძლიათ და ა.შ. გამოკითხვა აუცილებლად ანონიმური უნდა იყოს. მათი პასუხები დაგეხმარებათ, რომ მომდევნო შეხვედრა უფრო წარმატებული და ორივე მხარისათვის საინტერესო იყოს.

მშობლებთან კეთილგანწყობილი კომუნიკაციის შესახებ იხილეთ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის მიერ გამოცემული სახელმძღვანელო “სასწავლო და პროფესიული გარემო” გვ. 129-137

სოციალური უნარ-ჩვევების განვითარება სკოლაში

0


 

გამარჯობა, ძვირფასო
კოლეგა! თუ სურვილი და ცოტაოდენი დრო გაქვთ ამ წერილის წასაკითხად, ვეცდები, მოლოდინი
გაგიმართლოთ. იმედი მაქვს, სასარგებლო ცოდნა-გამოცდილებას გაგიზიარებთ. სამწუხაროდ,
თქვენს მოსაზრებებსა თუ დასკვნებს ახლავე ვერ შევიტყობ, ჟურნალის მეშვეობით საუბრის
თავისებურების გამო. მაგრამ, თუ გამოხმაურებას გადაწყვეტთ, ”მასწავლებლის” რედაქციამდე
მოსულ თქვენს ნებისმიერ შენიშვნას, წინადადებასა თუ აღწერილ გამოცდილებას დიდი სიხარულითა
და ყურადღებით გავეცნობი.


 

ბავშვის საზოგადოებრივი უნარ-ჩვევების განსავითარებელი პედაგოგიური ხერხების
განხილვამდე, გთავაზობთ შეთანხმებას მათ საფუძვლებზე. ცოტა ბუნდოვანია


 

ადამიანის ბუნება და საზოგადოება

 

ცოცხალ არსებათა სამყაროში
მრავლადაა თანაარსებობის მაგალითები. ცხოველები, თევზები თუ მწერები სხვადასხვაგვარ
ჯგუფებად, გუნდებად ცხოვრობენ. რა არის ამის მიზეზი? თანაარსებობა ზრდის მათი გადარჩენის
შანსს. ჯგუფურად ბევრად უკეთესად ნადირობენ და უკეთ არიან დაცულნი მტაცებლებისგან.
ეს სარგებლობა რომ არა, ისინი ალბათ ცალ-ცალკე იარსებებდნენ.


 

ადამიანებიც განსაკუთრებული
საჭიროების გამო თანაარსებობენ. ამაში იგულისხმება, ერთი მხრივ, ისეთი ძირითადი მოთხოვნილებები,
როგორიცაა საკვების, წყლის, თავშესაფარის მოპოვება და ფიზიკური საშიშროებისაგან თავდაცვა,
მეორე მხრივ – როგორც მოაზროვნე არსებებს შეეფერებათ – ისინი საერთო ღირებულებებს იზიარებენ
და უსაფრთხო სოციალურ გარემოს მოითხოვენ.


 

ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ
თავისუფალი – წინასწარ განვსაზღვროთ საკუთარი ქმედების შედეგი და ისე მივიღოთ გადაწყვეტილება.
ეს განგვასხვავებს ცხოველებისგან, რომლებიც მხოლოდ ინსტინქტს ემორჩილებიან.


 

ჩვენი ქცევა, ჭეშმარიტისა
და მცდარის გარჩევა, ადამიანებთან ურთიერთობის ხასიათი ძალიან ხშირად იმ საზოგადოებრივი
ჯგუფით განისაზღვრება, რომელსაც მივეკუთვნებით.


 

ამერიკელი ფსიქოლოგის,
აბრაჰამ მასლოუს ადამიანის მოტივაციის თეორია და  მის მიერ ჩამოყალიბებული მოთხოვნილებათა პირამიდა
ყოველი თქვენგანისთვის კარგად არის ცნობილი: 

Pyramid Diagram


 


 


 

მოტივაცია
ადამიანის მოქმედების, საქციელის გამომწვევ მიზეზთა ნაკრებია. თუ შევთანხმდებით, რომ
ქცევის მრავალფეროვან მიზეზებს შორის უმთავრესი და წამყვანი ადამიანის მოთხოვნილებებია,
მაშინ ადვილად ავხსნით მასლოუს პირამიდის არსს. უმრავლესობა უპირატესობას ანიჭებს პირამიდის
ფუძესთან ახლომდებარე მოთხოვნილებების მეტ-ნაკლებად დაკმაყოფილებას, მაგრამ როგორც
კი რომელიმე ”სართული” მეტ-ნაკლებად პასუხობს ადამიანის მოთხოვნებს, ეს უკანასკნელი
უფრო მაღალი ”სართულის” ათვისებისკენ ისწრაფვის.


 

ნებისმიერი
ადამიანი სიცოცხლის განმავლობაში უკავშირდება როგორც ხანგრძლივი, ისე მოკლე დროის განმავლობაში
ჩამოყალიბებულ ადამიანთა ერთობებს – საზოგადოებებს. ამ ერთობებს მსგავსებისა თუ განსხვავების
მრავალფეროვანი ნიშნები და ერთმანეთთან სხვადასხვაგვარი კავშირი აქვს. მაგალითად: ვაჟები
ერთი ოჯახიდან და ერთმანეთის მეგობარი გოგონები ამ ვაჟების სამეზობლოში; ან თანაკლასელთა
დედები და ამავე თანაკლასელების და-ძმები; ან ერთი სოფლის ყველა მკვიდრი და იქ სტუმრად
ჩასული მოგზაური უცხოელი ახალგაზრდები და ა.შ. თუ გავითვალისწინებთ თანამედროვე სამყაროში
ურთიერთობის მზარდ შესაძლებლობებს, ჩნდება ამ შესაძლებლობებისა და ხსენებული მოთხოვნილებების
სწრაფად და ნაყოფიერად დაახლოების საკითხი. კერძოდ, როგორ უნდა მოხერხდეს ადრეული ასაკიდანვე
ადამიანის იმგვარად განვითარება, რომ მას გაუადვილდეს საკუთარი მისწრაფებების განხორციელება
მისთვის ძვირფას თუ საინტერესო საზოგადოებაში (ოჯახში, თანატოლებში, მეგობრებში, სკოლაში,
მეზობლებში, დასახლებაში, სამსახურში, ქვეყანაში, კოლეგებში და ა.შ)?


 

ამ ძალიან
აქტუალურ კითხვაზე პასუხის გასაცემად სკოლას მივმართოთ. სწორედ სკოლაა ადამიანის დამოუკიდებელი
ცხოვრებისთვის მიზანმიმართულად და ერთობლივი ძალისხმევით მომზადების ადგილი.


 

თუ წარმოდგენილ დებულებებს იზიარებთ და
ჯერ არ დაღლილხართ, მოდი, ნაბიჯ-ნაბიჯ გავაგრძელოთ! 


 

თანდაყოლილი თუ შეძენილი შესაძლებლობები


 

ადამიანის
ბუნებას მისი მოთხოვნილებები, მისწრაფებები და შესაძლებლობები განსაზღვრავს. შესაძლებლობები
მრვალნაირია – ზოგიერთი თავად ადამიანისგან მომდინარეობს, ზოგიერთი კი – ბუნებრივი
თუ საზოგადოებრივი გარემოსგან.


 

უნარი არის
ადამიანის ის თანდაყოლილი შინაგანი (ფიზიკური და ფსიქიკური) შესაძლებლობა, პოტენციალი,
რომელიც ადამიანს დაბადებიდან აქვს. ის მხოლოდ შესაძლებლობის, პოტენციის სახითაა მოცემული.
უნარის შემდგომი განვითარება კი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად შეიქმნება მისი განვითარებისათვის
ხელსაყრელი გარემო (მაგ. შესაბამისი წვრთნა, ცხოვრების პირობები და მოთხოვნები, და
სხვა).


 

ჩვევას უწოდებენ
ვარჯიშის შედეგად შეძენილ, მეტ-ნაკლებად ავტომატიზებულ მოქმედებას. მისი შეძენა გარკვეული
ვარჯიშის, ე.ი. მიზანდასახული გამეორების შედეგად შეიძლება… ჩვევას ადამიანი იძენს.

 

ვსწავლობთ თუ გვეძლევა?


 

თუ ადამიანი
სათანადო მოქმედებას ასრულებს – თანდაყოლილი უნარიდან მას გარკვეული უნარ-ჩვევა განუვითარდება,
ხოლო თუ შესაბამისი პირობები არ ექნება, არ ისწავლის, არ იმუშავებს საჭირო მიმართულებით,
მაშინ მას ეს უნარ-ჩვევა აღარ განუვითარდება.


 

დიმიტრი
უზნაძე უნარ-ჩვევას უწოდებს ნიჭს. განასხვავებენ შემდეგ უნარ-ჩვევებს: აკადემიური
(კითხვა, წერა, კრიტიკული აზროვნება, შემოქმედებითი აზროვნება და სხვა), პიროვნული
ურთიერთობის (მოსმენა, საუბარი, ვერბალური და არავერაბლური კომუნიკაცია, თანამშრომლობა,
ქცევის მისადაგება და სხვა), და მოტორული (სიარული, ძერწვა, ხატვა, ჭიდაობა, მიზანში
სროლა და სხვა).


 

თანამედროვე
პედაგოგიურ მეცნიერებაში გამოიყოფა უნარ-ჩვევათა ნაკრები, რომელიც უზრუნველყოფს ადამიანის
მშვიდობიან თანაარსებობას სხვა ადამიანებთან – საზოგადოებრივი (ანუ სოციალური) უნარ-ჩვევები.


 

საზოგადოებრივ
უნარ-ჩვევებში განიხილავენ: პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღებას, სხვის პატივისცემას,
თანამშრომლობას, კონფლიქტის გადაჭრას, ჯგუფში გადაწყვეტილების მიღებას, ჯგუფში როლების
მრავალფეროვნების მიღებას.

1. პასუხისმგებლობის
საკუთარ თავზე აღება:

•           ამოცანის შესაბამისად შესრულება;

•           პასუხისმგებლობის სხვასთან გაზიარების სურვილი.

2.  სხვისი პატივისცემა:

•           სხვისი მოსმენა

•           თანაგრძნობა (ემპათია);

•           გადაწყვეტილების მიღება სამართლიანობისა
და თანასწორობის საფუძველზე (ჯგუფურ მუშაობაში);

•           საკუთარ და სხვის რწმენებს, შეხედულებებს
და იდეებს შორის განსხვავების აღიარება;

•           აზრის გამოხატვა სხვისშეურაცხყოფის გარეშე.

3.  თანამშრომლობა:

•           თანამშრომლობა ჯგუფში;

•           თავაზიანობა;

•           მასალის გაზიარება.

4.  კონფლიქტის მოგვარება:

•           სხვების ყურადღებით მოსმენა;

•           კომპრომისის დაშვება;

•           ვითარების შესატყვისი რეაქცია;

•           პასუხისმგებლობის აღება;

•           სამართლიანობა.

5. გადაწყვეტილების
მიღება ჯგუფში:

•           სხვების მოსმენა;

•           კამათი იდეების გარშემო;

•           კითხვების დასმა;

•           ძალისხმევა თანხმობის მისაღწევად.

6. ჯგუფში
როლების მრავალფეროვნების მიღება:

•           მოცემული ვითარების შესატყვისი ქცევის გაცნობიერება
და შესაბამისი მოქმედება; 

•           როლების მონაცვლეობა (მაგალითად, ერთ გარემოებაში
ლიდერობა, მეორეში – შემსრულებლობა და ა.შ.).


 

საზოგადოებრივი
უნარ-ჩვევების განვითარებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს თვითმართვის სწავლას.
ეს არის ადამიანის უნარ-ჩვევა, გააცნობიეროს და მართოს საკუთარი ქცევა. თვითმართვის
უნარ-ჩვევებში შედის: მსხვილი და ნატიფი მოტორული ჩვევები (მოძრაობასთან, ძალის გამოყენებასთან,
სიზუსტესთან დაკავშირებული ჩვევები), სივრცეში ორიენტაცია, მოქმედებების დაგეგმვა და
შესრულება, დროის მართვა (დროის ეფექტიანი და შესაბამისი/ადეკვატური გამოყენება), უსაფრთხოების
დაცვა, ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვა, ქცევის ნორმების გათვალისწინება (ადამიანთა
ჯგუფების შესატყვისი წესების ცოდნა და გამოყენება) და გააზრებული არჩევანის გაკეთება
(მიზნის და შედეგის გათვალისწინება).


 

თუ წარმოდგენილ დებულებებს ეთანხმებით და
ჯერ არ დაღლილხართ, მოდი, კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგათ! 


 


 


 

როგორ ვასწავლოთ?


 

გავიხსენოთ,
რომ ადამიანის ყველა მოქმედებას, საქციელს მოტივაცია უდევს საფუძვლად. დიმიტრი უზნაძის
მტკიცებით, სასკოლო ასაკის ადამიანების ქცევის ძირითადი სახე სწავლაა. საზოგადოებრივი
უნარ-ჩვევები კი, როგორც აღინიშნა, სწორედ სწავლით ვითარდება. შესაბამისად, მასწავლებელს
უწევს ზრუნვა სწავლის მოტივაციის ამაღლებაზე, რათა მოსწავლეს უკეთ განუვითარდეს სხვადასხვა
უნარ-ჩვევა. 


 

მოსწავლისთვის
სასკოლო აქტივობები შეიძლება იყოს შინგანად ან გარეგანად წამახალისებელი – სხვა სიტყვებით,
განპირობებული იყოს მისი შინაგანი ან გარეგანი მოტივაციით. აქტივობები, რომელიც გამოწვეულია
შინაგანი მოტივაციით, მოსწავლისათვის თავისთავად ძალიან საინტერესოა. გარეგანი მოტივაციის
დროს კი მისთვის სასწავლო აქტივობა თავისთავად სასიამოვნო არ არის, მაგრამ მაინც ახორციელებს
მას ერთგვარი ჯილდოს მისაღებად (კარგი ნიშანი, შექება, და ა.შ).


 

ამრიგად,
მოსწავლის სწავლით დაინტერესებას განაპირობებს მისი როგორც გარეგანი, ისე შინაგანი
მოტივაცია. ეს აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს მასწავლებელმა, იმისათვის რომ მოზარდი
იყოს წარმატებული.


 

ზოგიერთი
მოსწავლე დიდი ენთუზიაზმით ეკიდება სწავლას, მაგრამ არიან ისეთებიც, რომლებიც მასწავლებლის
მხარდაჭერის გარეშე სწავლისადმი დიდ ინტერესს არ იჩენენ. მათ მუდმივად სჭირდებათ შექება,
სტიმული და თანადგომა. რაც უფრო მეტად მოტივირებული არიან მოსწავლეები, მით მეტია სწავლის
ხარისხი.


 

საზოგადოებრივი
უნარ-ჩვევების მიზანმიმართული განვითარებისთვის ერთ-ერთი საუკეთესო გზაა სოციალური
მეთოდი – თანამშრომლობითი სწავლება. სოციალური მეთოდის გამოყენების დროს ხდება მოსწავლეთა
დაჯგუფება. იგი მიზნად ისახავს მათ ჩართვას თანამშრომლობაში, ერთობლივ ძალისხმევას
დავალებების შესასრულებლად. 


 

სოციალური მეთოდი შეიძლება იყოს ორი სახის:


 

•           ჯგუფისთვის მიცემული ამოცანა ჯგუფის შიგნით
ქვე-ამოცანებად იშლება. ჯგუფის წევრს აქვს თავისი ფუნქცია და ამოცანა. საერთო შედეგი
დამოკიდებულია თითოეული მონაწილის შედეგზე.

•           მოსწავლეები მუშაობენ და ფიქრობენ ერთი
და იმავე ამოცანაზე ერთდროულად, მათ ერთი და იგივე ფუნქცია აქვთ. ასეთი ფორმა უფრო
ეფექტურია ახალ ამოცანებზე მუშაობის დროს.


 

ცხადია,
რომ ამ მეთოდის გამოყენებას შედეგი აქვს შესაბამისი სასწავლო მიზნების არსებობისას.


 

თუ
საზოგადოებრივი უნარ-ჩვევების განვითარების წარმოდგენილ საფუძვლებში დამეთანხმეთ, მაშინ
გაგიადვილდებათ ამ რჩევების გაზიარება და წარმატებულად გამოყენება:


 


 

•           ყოველთვის
ყველასთან ურთიერთობა დაიწყეთ თავაზიანი, გულთბილი მისალმებით.

•         ყოველთვის
ყველას მიმართ გამოიჩინეთ გულისხმიერება. უფროსი, ბავშვისთვის უსაფრთხო გარემოს საუკეთესო
მშენებელია. მზრუნველობის საუკეთესო გამოხატულება დაუზარელი გულისხმიერებაა. გულისხმიერება
ნდობისა და გულწრფელობის საწინდარია. ამის გარეშე თანამშრომლობა ვერ შედგება.

•         საკუთარი
ყოველდღიური მოქმედებით დაამკვიდრეთ წესების წინასწარი შეთანხმების კულტურა;

•         ყოველთვის
ყველასთან დაიცავით
ურთიერთპატივისცემის
წესები.

•         ხელი
შეუწყეთ მოზარდებს, ილაპარაკონ საკუთარ განცდებსა და ემოციებზე. დაეხმარეთ, ისწავლონ
გრძნობებზე ლაპარაკი, ისწავლონ პრობლემის გადაჭრა სიტყვიერად.

•         მოზარდებისადმი
პატივისცემით იზრუნეთ მათი თვითშეფასების გაზრდაზე.

•         იყავით
კეთილგანწყობილი, გულწრფელი  და შემწყნარებელი.
ნუ იქნებით მეტისმეტად სერიოზული, გაეხუმრეთ ხოლმე ბავშვებს, რათა მათ თქვენგან სითბო
იგრძნონ.

•         სავარჯიშოს
პირობის ახსნისას ნუ აჩქარდებით, დაწვრილებით განუმარტეთ მოსწავლეებს, რა ევალებათ.

•         სანამ
რომელიმე სავარჯიშოს შესრულებას დაიწყებდეთ, დარწმუნდით, რომ ყველა მონაწილეს კარგად
ესმის, თუ რა მოეთხოვება.

•         საშუალება
მიეცით მოსწავლეებს, წარმოადგინონ მათ მიერ შესრულებული სამუშაო და უპასუხონ კითხვებს.

•         კარგად
დააკვირდით ჯგუფის მუშაობას, დარწმუნდით, რომ ყველას კარგად ესმის შესასრულებელი დავალება.
თუ საჭიროა, კიდევ ერთხელ აუხსენით, რა მოეთხოვებათ.

•         ნუ
მიაწვდით მოსწავლეებს ისეთ აზრებს, რომლებიც უკვე იციან ან შეუძლიათ თავად მიხვდნენ.
საშუალება მიეცით, საკუთარი დასკვნები გამოიტანონ.

•         მოსთხოვეთ
მათ, იმუშაონ, რადგან იმის შეგნება, რომ დაკისრებული სამუშაოს შესრულება შეძლეს, სიამაყესა
და საკუთარი თავის პატივისცემას გააღვიძებს მათში.

•         დაიმახსოვრეთ,
რომ რაც უფრო მკაფიო მითითებებს მისცემთ ბავშვებს, მით უკეთ შეასრულებენ დავალებებს.

•         ჯგუფური
მუშაობის დროს ხმაური, ჩვეულებრივ, ენთუზიაზმის ნიშანია. ენთუზიაზმი კი დავალების შესრულებას
უნდა ემსახურებოდეს.

•         ზოგიერთი
ხმაურიანი აქტივობის დასრულების შემდეგ ჯგუფის დაწყნარება სცადეთ და მხოლოდ შემდეგ
გააგრძელეთ გაკვეთილი; შეგიძლიათ ეს არავერბალურად ანიშნოთ ბავშვებს, ან ხმადაბლა განუმარტოთ.

•         სცადეთ,
საგაკვეთილო პროცესში ჩართოთ არა მხოლოდ აქტიური ბავშვები, რომლებიც ყოველ შეკითხვას
უპასუხებენ, არამედ – პასიურებიც.

 


 

 

თანამედროვე ტექნოლოგიები სკოლაში

0

თანამედროვე
განათლების სფეროში სწავლა-სწავლება განიხილება როგორც პროცესი, რომლის დროსაც უბრალოდ
ცოდნის გადაცემა კი არ ხდება, არამედ ცოდნა კონსტრუირდება თავად მოსწავლის მიერ სოციალური
გარემოს ხელშეწყობით. როგორ გამოვიყენოთ თანამედროვე ტექნოლოგიები სწავლის შედეგის
გასაუმჯობესებლად? – XXI საუკუნის სკოლა, ახალი იდეები და რესურსები მასწავლებლისათვის.

მოგეხსენებათ, სწავლა არის გააზრებული კომპეტენციების
ჩამოყალიბება რეალისტურ კონტექსტში. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ეს გამოცდილება
მოსწავლის ინტერესებს თანხვდებოდეს და ხელს უწყობდეს აქტიურ სწავლას. აქედან გამომდინარე,
სასწავლო პროცესში ფოკუსი გადატანილი უნდა იყოს ისეთი გარემოს შექმნაზე, რომელიც ცოდნის
კონსტრუირებას დაეხმარება. ამგვარ გარემოში მოსწავლეს უნდა მიეცეს სტიმული, დამოუკიდებლად
იპოვოს პრობლემის გადაჭრის გზები კვლევისა და ექპერიმენტის საშუალებით. იგი უნდა წახალისდეს,
რათა დასვას შეკითხვები, შეისწავლოს და ერთმანეთთან დააკავშიროს სხვადასხვა ობიექტი
ან ერთი და იმავე ობიექტის სხვადასხვაგვარი წარმოდგენა, მუშაობის პროცესში ჩამოაყალიბოს
და წარმოადგინოს არგუმენტები.

ცოდნის კონსტრუირებისთვის ხელშემწყობი სასწავლო გარემოს
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები (ისტ).
გარდა იმისა, რომ ისტ-ი ხელს უწყობს მოსწავლის მოტივაციის ამაღლებას, იგი საშუალებას
იძლევა, სასწავლო პროცესი დროშიც და სივრცეშიც გასცდეს საკლასო ოთახის ფარგლებს და
გახდეს მაქსიმალურად ღია. საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დახმარებით მოსწავლეს და მასწავლებელს
შეუძლიათ მოიპოვონ რეალური მონაცემები, რომლებიც საჭიროა ამ თუ იმ პრობლემების გადასაჭრელად
და სასწავლო პროცესში ჩართონ ის პიროვნებები, რომლებსაც უშუალო კავშირი არ აქვთ მიმდინარე
სასწავლო აქტივობასთან (მაგალითად, კოლეგები სხვა სკოლებიდან, სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები
და ისინი, ვინც ანალოგიურ პრობლემებზე მუშაობენ).

ცოდნის კონსტრუირების დროს მნიშნელოვანია, რომ ახალი
ცნების, ობიექტის თუ პროცედურის შემოტანა და ათვისება მოხდეს რეალისტურ კონტექსტში.
ეს კი არც ისე მარტივია. რეალური ვითარების გადმოტანა საკლასო გარემოში ყოველთვის არ
არის შესაძლებელი. ამის მაგალითია თვალსაჩინოებების და ლაბორატორიული ცდების გამოყენება
სასწავლო პროცესში. გარდა იმისა, რომ ეს ყოველივე მატერიალურ რესურსებს მოითხოვს, ასეთი
საშუალებების დახმარებით შესაძლებელია მხოლოდ ძალიან შეზღუდული რაოდენობის და მცირე
მასშტაბის მქონე მოვლენების რეალიზაცია. სწორედ ამ პრობლემის გადაჭრას ემსახურება სიმულაციის
ტიპის საგანმანათლებლო კომპიუტერული პროგრამები. სიმულაციის ტიპის პროგრამული უზრუნველყოფა
რეალური მოვლენების იმიტაციას ახდენს. იგი საშუალებას აძლევს მომხმარებელს, შეისწავლოს
მოვლენა მასზე რეალურ ვითარებაში დაკვირვების გარეშე. უფრო მეტიც, დაკვირვების პროცესი
შესაძლებელია იმდენჯერ განმეორდეს, რამდენჯერაც აუცილებელი იქნება. ეს განსაკუთრებით
მნიშვნელოვანია ისეთ სფეროებში, რომლებშიც რეალური ექსპერიმენტის ჩატარება და მისი
მრავალჯერადი გამეორება რთულია და ზოგჯერ შეუძლებელიც კი (მაგალითად, ეკონომიკაში,
სოციალურ მეცნიერებებში, ბიოლოგიაში). თვით ფიზიკასა და ქიმიაშიც ამგვარი პროგრამული
უზრუნველყოფის გამოყენება თავიდან აგვაცილებს ძვირადღირებული მოწყობილობებისა და მასალის
შეძენას. ვიზუალური დაკვირვების გამარტივების გარდა, სიმულაციურ პროგრამულ უზრუნველყოფას
ის უპირეტესობაც აქვს, რომ მისი საშუალებით შესაძლებელია რაოდენობრივი პარამეტრების
აღნუსხვა და მათი გამოყენება მოვლენის უკეთ შესასწავლად. მეტი თვალსაჩინოებისთვის შეგვიძლია
ჩამოვთვალოთ ის უპირატესობები, რომლებიც სიმულაციის ტიპის კომპიუტერული პროგრამების
სასწავლო პროცესში გამოყენებას აქვს:

•           მოვლენის
შესწავლა რეალურ ვითარებაში დაკვირვების გარეშე;

•           გამეორებადობა:
შესაძლებელია მოვლენის სიმულაცია/გამეორება შეუზღუდავად;

•           პარამეტრების
ცვლილების საშუალება: შესაძლებელია პარამეტრების ისეთი ცვლილება, რაც რეალობაში ხშირად
ძალიან რთული ან შეუძლებელია, მაგალითად: ტემპერატურის შემცირება ან გაზრდა ქიმიური
ცდების სიმულაციის დროს; დროში მოგზაურობა ისტორიული მოვლენების სიმულაციის დროს; სინათლის
სიჩქარესთან მიახლოებული სიჩქარის განვითარება ფიზიკური მოვლენების სიმულაციის დროს;

•           მონაცემების
აღნუსხვა: რეალური მოვლენის ან ლაბორატორიული ცდის ჩატარებისას მონაცემების აღნუსხვა
მოითხოვს სპეციალურ საშუალებებს და საკმაოდ შრომატევადია. ეს კი ძალიან გაადვილებულია
კომპიუტერული სიმულაციების გამოყენების დროს;

•           უსაფრთხოება:
ლაბორატორიული ცდები და რეალურ მოვლენებზე დაკვირვება ზოგჯერ გარკვეულ რისკს უკავშირდება,
მაგალითად: ქიმიური ცდების ჩატარება სხვადასხვა მჟავის გამოყენებით, ფიზიკური ცდების
ჩატარება ელექტრული წრედების გამოყენებით.

ჩამოთვლილი უპირატესობების მიუხედავად, შევნიშნავთ,
რომ ამგვარ პროგრამულ უზრუნველყოფას მხოლოდ დამხმარე დანიშნულება აქვს და იგი მთლიანად
ვერ შეცვლის რეალურ ექსპერიმენტსა თუ რეალურ მოვლენაზე დაკვირვებას. ეს უკანასკნელი
ძალიან მნიშვნელოვანია მოსწავლის კვლევითი უნარ-ჩვევების განვითარებისთვის.

ის, თუ როგორ იყენებს მოსწავლე სასწავლო პროცესში ისტ-ინსტრუმენტებს,
ისევე მნიშვნელოვანია, როგორც თვით ეს ინსტრუმენტები. ისინი ყველაზე ეფექტურია მაშინ,
როდესაც ინტეგრირებულია მოსწავლის მიერ საკუთარი ცოდნის კონსტრუირებასთან დაკავშირებულ
აქტივობასთან. ამასთან, ცოდნის კონსტრუირების პროცესი არ უნდა შეფერხდეს მოსწავლის
(ისევე, როგორც მასწავლებლის) არასაკმარისი კომპეტენციის გამო. მას უნდა შეეძლოს არა
მხოლოდ პედაგოგის მიერ მითითებული ისტ-საშუალების გამოყენება, არამედ ამოცანის შესაფერისი
ინსტრუმენტის დამოუკიდებლად შერჩევაც. მოსწავლემ უნდა განსაზღვროს, საჭიროა ისტ-საშუალების
გამოყენება თუ პრობლემის გადაჭრა უფრო ადვილია კომპიუტერის გარეშე (მაგალითად, უბრალოდ
ფურცლით და ფანქრით).

ინფორმაციული და საკომუნიკაციო
ტექნოლოგიების გამოყენების კომპეტენციები შეიძლება დაიყოს სამ დონედ:

1.         სამომხმარებლო კომპიუტერული პროგრამების ცოდნა
იმ დონეზე, რომ მოსწავლეს შეეძლოს მითითებული ინსტრუმენტის გამოყენება მასალის დასამუშავებლად,
მაგალითად: ტექსტის შეტანა და შენახვა, სურათის ჩასმა დოკუმენტში, რიცხვითი მონაცემების
შეტანა და მარტივი გამოთვლების ჩატარება წინასწარ მითითებული სქემის მიხედვით;

2.         მითითებული ინსტრუმენტის საშუალებით მარტივი
მოდელის დამოუკიდებლად შექმნის უნარი, მაგალითად: გრაფიკით გამდიდრებული ტექსტური მასალის
შექმნისას დიზაინის დამოუკიდებლად მოფიქრება და რეალიზაცია; მონაცემების ორგანიზების
შესაფერისი ფორმის მოფიქრება და რეალიზაცია მითითებული ინსტრუმენტების გამოყენებით
(მაგალითად: ცხრილის, დიაგრამის, გრაფიკის შედგენა);

3.         პრობლემის გადაჭრისას შესაფერისი ისტ-საშუალების
დამოუკიდებლად შერჩევა და გამოყენება, პროგრამული უზრუნველყოფის მოცემული ამოცანისადმი
ადეკვატურობის განსაზღვრა, მაგალითად: იმის განსაზღვრა, თუ მონაცემების შენახვის და
დამუშავების დროს რომელი უკეთესია – უბრალო ელექტრონული ცხრილი თუ მონაცემთა ბაზა;
გრაფიკული მასალის დამუშავების დროს რომელი გრაფიკული რედაქტორის გამოყენება სჯობს,
ან საერთოდ საჭიროა თუ არა მოცემულ შემთხვევაში გრაფიკული მასალის გამოყენება; პრეზენტაციის
შექმნისას რა დოზითაა უკეთესი ვიზუალური ეფექტების გამოყენება, ისე, რომ ამან არ მოახდინოს
ძირითადი საკითხიდან ყურადღების გადატანა.

ინსტრუმენტის გამოყენებამ
მოსწავლეს დაფიქრებისა და გააზრებისაკენ უნდა უბიძგოს. აღნიშნულმა აქტივობამ მას სწავლის
განწყობა უნდა შეუქმნას: რა შეუძლია აღმოაჩინოს? რა კავშირებს ხედავს? რა დასკვნის
გამოტანა შეიძლება? როგორ შეიძლება ახალი აღმოჩენის ახსნა? ინსტრუმენტის გამოყენება
უნდა უკავშირდებოდეს და ეფუძნებოდეს მოსწავლის ცოდნასა და უნარებს: ისტ-საშუალებების
გამოყენების საწყის ეტაპზე მოსწავლემ მისი საშუალებით უნდა მოახდინოს იმის რეალიზაცია,
რაც უკვე იცის. ინსტრუმენტის დახმარებით უნდა მოხდეს რეალურ ვითარებასთან კავშირის
წარმოჩენა და გააზრება. ის ხელს უნდა უწყობდეს თანამშრომლობითი სახის აქტივობების ორგანიზებას
და რაც მეტად მნიშვნელოვანია, ისტ-საშუალებების გამოყენებისას მოსწავლეს უნდა მიეცეს,
რაც შეიძლება, ცოტა მითითება: სასურველია, იგი აღმოჩენის გზით დაეუფლოს ისტ-საშუალების
ფუნქციონალური ელემენტების გამოყენებას. ეს ხელს უწყობს აქტიურ აზროვნებას, აღმოჩენის
უნარის ჩამოყალიბებას და ამასთანავე, ისტ-კომპეტენციების განვითარებას.

სასწავლო პროცესის კიდევ
ერთი მნიშვნელოვანი სფერო, რომელშიც შესაძლებელია ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების
ეფექტური გამოყენება, არის შეფასება.

შეფასების პროცესის ავტომატიზაცია
მოიცავს მოსწავლის შეფასებას სტანდარტული ტესტური დავალებების გამოყენებით. ამგვარი
დავალებების შექმნა შესაძლებელია როგორც გავრცელებული საოფისე პროგრამების დახმარებით,
ასევე სპეციალური ტესტური დავალებების შესაქმნელი კომპიუტერული პროგრამების გამოყენებით.
ისინი საშუალებას იძლევა, შეიქმნას მონაცემთა ბაზა, რომელშიც ტესტური დავალებები სტრუქტურიზებული
სახით ინახება. ბევრი პროგრამული უზრუნველყოფა ასევე იძლევა შეფასების შედეგების ანალიზის
საშუალებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია განმსაზღვრელი შეფასების დროს. ანალიზის შედეგების
საფუძველზე მასწავლებელს შეუძლია მოახდინოს პედაგოგიური სტრატეგიის კორექცია მოსწავლის
ძლიერი და სუსტი მხარეების მიხედვით.


 

პროექტზე დაფუძნებული სწავლებადა მისი პერსპექტივები

0

ქეთო ნინიძე

პროექტები, რომლებიც ჩვენს სასკოლო პრაქტიკაში ინერგება,
აკადემიური ბადის შემადგენელი ნაწილი, ან ექსტრა-კურიკულური კომპონენტი შეიძლება იყოს.
პირველ მათგანს, როგორც წესი, ეროვნულ სასწავლო გეგმას უსადაგებენ, რაც მოსწავლის მიერ
შესაბამისი ცოდნის მიღებისა და საგნობრივი კომპეტენციების ამაღლების წინაპირობა უნდა
გახდეს. ექსტრა-კურიკულური სასკოლო პროექტები კი, შესაძლებელია, ეხმიანებოდეს ნებისმიერ პრობლემას ან
გამოწვევას, რომელიც კლასის წინაშე დგას. ამ შემთხვევაში, არც დროში და არც მიზნისკენ
მიმართული აქტივობების განხორციელების ფორმებში არ ვიზღუდებით. პროექტებზე დაფუძნებული
სწავლება ახლო იმ მიდგომასთან, რასაც თანამედროვე
საგანმანათლებლო თეორიებში პრობლემაზე ორიენტირებულ სწავლებას უწოდებენ.  

  

სასწავლო პროექტების
მართვისას, ორგანიზაციული თვალსაზრისით, დასავლეთის საგანმანათლებლო პრაქტიკებში მასწავლებელი
არა ხელმძღვანელის, არამედ კურატორის, ფასილიტატორის ფუნქციებით სარგებლობს. ამიტომ
აც, არაერთ სპეციალისტს ამ მიდგომის მიმართ ისევ სკეპტიკური დამოკიდებულება აქვს. გარდა ამისა, პროექტზე
დაფუძნებული სწავლების ოპონენტები მიიჩნევენ, რომ ტრადიციული მეთოდების მოშველიებით,
გაცილებით ნაკლები დროითი და ტექნიკური რესურს
ების
გამოყენებით, შესაძლებელია აკადემიური მიზნების უფრო ეფექტურად მიღწევა, ვიდრე სასწავლო
პროექტის  ამოცანებსა და პრობლემატიკაში ჩაღრმავებით
და ზემოხსენებული რესურსების არაეფექტურ
ადგანკარგვით.


 

არაერთმა კვლევამ
აჩვენა, რომ მოსწავლეები გაცილებით უკეთ ართმევენ თავს პრობლემის მართვას, როდესაც
კვლევას თავად გეგმავენ და საკუთარი გამოცდილებების საფუძველზე სწავლობენ. ინტერაქტიული
სწავლების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრინციპია, რომ ცოდნის შეძენის პროცესი მიმართული
უნდა იყოს არა ზემოდან ქვემოთ – მასწავლებლიდან მოსწავლისკენ,
თეორიიდან პრაქტიკისკენ, დეფინიციიდან მაგალითისკენ, არამედ, პირიქით: დასკვნები კანონზომიერების
შესახებ მაგალითიდან გამომდინარე უნდა ყალიბდებოდეს.

 

როდესაც მოსწავლეებს
ვაწვდით თუნდაც ყველაზე მარტივად ფორმულირებულ, მზა დეფინიციას ქართული ზმნის სხვადასხვა
კატეგორიის შესახებ, მათი ენერგია მთლიანად მიმართულია ე.წ. “წესის” დაზეპირებისკენ.
იმ შემთხვევაში კი, თუ ისინი პირსა და რიცხვს, გარდამავლობას, ქცევას, კონტაქტსა და
გვარს, როგორც მოვლენებს, გააანალიზებენ მაგალითების, შედარებებისა და სხვადასხვა პრაქტიკული
სავარიჯიშოს საფუძველზე, თავად შეძლებენ თითოეული კატეგორიის რაობის განსაზღვრას. სწორედ
ეს არის ინტერაქტიული სწავლების მთავარი ხიბლი, რომ მასწავლებლის ფუნქციების მოსწავლეებ
ისთვის ნაწილობრივგადანაწილება მისი როლის დაკნინებას, ან პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებას სრულებითაც
არ ნიშნავს. მასწავლებელმა მოსწავლეთა აქტივობას თვალყური უნდა ადევნოს და საჭიროების
შემთხვევაში, დაეხმაროს მათ სწორი აქცენტების დასმაში.     


 

პროექტზე დაფუძნებული
სწავლების ერთ-ერთი უმთავრესი მიღწევა სწორედ ინტერაქტიულობის მაღალი ხარისხი
. მოსწავლეთა გააქტიურება და სასწავლო პროცესში მათთვის
დამოუკიდებლობის მინიჭება, ერთი მხრივ, ზრდის მათ პასუხისმგებლობას და ამასთანავე,
მოზარდებს უვითარებს თანამშრომლობით, კვლევით და ანალიზურ უნარებს.
ისინი არჩევანის გაკეთებას და გადაწყვეტილების მიღებას სწავლობენ. ამდენად, პრობლემის
მართვა, პროექტის დიზაინი და კვლევა-ძიების პროცესის სადავეები მათ ხელშია. საბოლოო
ჯამში, ყოველივე აღნიშნული მოსწავლე
სოციალურ, ემოციურ, ესთეტიკურ, კოგნიტიურ
უნარებს, ფიზიკურ და მორალურ მხარეებს უვითარებს.


 

თანამედროვე საგანმანათლებლო
ხედვებს შორის არანაკლებ პრობლემური და პრიორიტეტულია ინდივიდუალური მიდგომის გაძლიერება.
იმ მოსწავლეებს, რომლებიც, გარკვეული მიზეზების გამო, ტრადიციული
საგაკვეთილო ფორმატის (მაგ., ე.წ. “ფრონტალური კითხვების”) ჩარჩოებში თავი
სი უნარების რეალიზებას ვერ ახერხებდნენ, ეძლევათ შესაძლებლობა,
მოძებნონ პროექტში საკუთარი ადგილი, ხოლო მათ თანაგუნდელებს – დაინახონ თითოეული თანაკლასელის
(ამ შემთხვევაში, თანამშრომლის) უნიკალური ნიჭი. ინდივიდუალური მიდგომა სპეციალური
საჭიროებ
ების მქონე მოსწავლეების პრობლემებსაც გადაჭრის. მათი
ინტერესების დაცვა და საკლასო ინტეგრაცია
კი თითოეული
მასწავლებლისა და კლასის
თვის პრინციპულ გამოწვევად იქცევა.

    

მოსწავლეები ხალისით
ერთვებიან სასწავლო პროცესში, როდესაც მათ ერთმანეთისგან გამიჯნული სამყარო
ების – სკოლისა და ყოფის – დაკავშირების შესაძლებლობა ეძლევათ.
ამდენად, მოსწავლეთა დაინტერესებისა და მოტივირებისათვის მასწავლებლის მხრიდან საუკეთესო
გამოსავალია სასწავლო პროექტებში მათი დაკავება. გუნდური მუშაობა მ
ოსწავლეების პროდუქტულობის წინაპირობაა და სოციალური თამაშების
საკრალური “მოედანიც” კვლავ სკოლაში გადაინაცვლებს. საკომუნიკაციო უნარების
განვითარება მნიშვნელოვანი მონაპოვარია როგორც აკადემიური და სასწავლო, ასევე ყოფითი
კულტურის გამომუშავების
თვის.


 

მართებულია ისიც, რომ პროექტებზე დაფუძნებული სწავლება 21-ე საუკუნის
უნარებს ავითარებს. ამ მხრივ, ყურადღებას იმსახურებს ელექტრონული და/ან დისტანციური
სწავლების როლი. დღეს მოსწავლეთა და მასწავლებელთა გარკვეული ნაწილი კომპიუტერულ ტექნოლოგიებს
აქტიურად მოიხმარს. ზედმეტი იქნება იმის შესახებ მსჯელობა, თუ როგორ გაამდიდრებს სასკოლო
პროექტებს ქართული და უცხოენოვანი ინტერნეტ-რესურსების გამოყენება და რ
ოგორ მრავალფეროვანს გახდისმათ სხვადასხვა ტიპის პროდუქტები: ტექსტური რეფერატები, დიაგრამებითა და ვიზუალური
მასალით გამდიდრებული პრეზენტაციები, მედიაფაილები, თამაშები, გამოკითხვები და მისთ.


 

წარმატებული სასკოლო
პროექტის ინდიკატორად, კვლევის პროცესის გვერდით, უპირველეს ყოვლისა, პროექტის პროდუქტი
(პროდუქტები) მოიაზრება. ჩვენი აზრით, სასწავლო პროცესში მოსწავლეთა დაბალ მოტივაციას
წლების განმავლობაში პროდუქციის ერთფეროვნება განაპირობებდა. თუ თვალს გადავავლებთ
უახლოეს წარსულს, ქართული ენისა და ლიტერატურის საგანი სკოლის მოსწავლეებს ავალდებულებდა
შემდეგი პროდუქტების შექმნას: მოკლე შინაარსი (ფაბულა), შინაარსი (სიუჟეტი), გეგმა,
კითხვაზე პასუხი, თემა, თავისუფალი თემა. როგორც წესი, იწერებოდა ჩარჩო – ესე, შესაბამისი
ფორმალური და შინაარსობრივი შაბლონებით, რაც, როგორც კულტურული მემკვიდრეობა, თაობიდან
თაობას გადაეცემოდა სქელტანიანი რვეულების, მზა “შპარგალკ
ების”, ან, უბრალოდ, ზეპირსიტყვიერი კლიშეების სახით.
ამგვარი წერითი “კულტურის” განვითარებას, ცხადია, ნაკლებ
საერთო ჰქონდა პრობლემის ანალიზთან და  აკადემიური წერის პრაქტიკასთან. რა თქმა უნდა, საბჭოთა საგანმანათლებლო სისტემაშიც არსებობდნენ მასწავლებლები,
რომლებიც
ამ პროცესს შემოქმედებითად უდგებოდნენ და ზემოხსენებული
შაბლონი ესეებით არ შემოიფარგლებოდნენ.    


 

დღეს, როდესაც
მოსწავლეებისგან პრობლემაზე ორიენტირებულ კვლევას ვითხოვთ, მათ უნდა შექმნან
ის პროდუქტები, რომლებიც პრობლემის რაობას წარმოაჩენს და
კვლევის მათსავე უნიკალურ მეთოდებს შემოგვთავაზებს. მეორე მხრივ კი, რადგან სწავლისა
და სწავლების შესაძლებლობები როგორც ტექნიკური, ასევე მეთოდოლოგიური კუთხით გაფართოვდა,
სასკოლო პროექტების პროდუქტი მორგებული უნდა იყოს მოზარდების გემოვნებას, ინტერესების
სფეროს და წარმოდგენილი იყოს მათთვის სასურველი ფორმატით.

 

თუ 21-ე საუკუნის
უნარებზე შევაჩერებთ ყურადღებას, უნდა აღინიშნოს, რომ პროექტზე დაფუძნებული სწავლება
ხელს უწყობს წინარე ცოდნაზე ახლის დაშენებას და დისციპლინათშორისი გამოცდილებების გამთლიანებას.
პრობლემა, რომელიც მოსწავლეთა კვლევის ფოკუსში ექცევა, როგორც წესი, შემოიფარგლება
არა ერთი საგნის დისციპლინური ცოდნით, არამედ სხვადასხვა საგნობრივ გამოცდილებებს გადაკვეთს.
მაგალითად, ქართული ხელნაწერები მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობის სისტემაში – ეს საკითხი
შეიძლება მოსწავლეებმა მრავალი ასპექტით შეისწავლონ:  


1.     

საკითხის კვლევის პროცესში
ინფორმაციის შეგროვებისას გამოიყენონ აღწერითი მეთოდი, რაც ისტორიის საგნობრივ კომპეტენციაში
მოიაზრება;


2.     

საფუძვლიანად შეისწავლონ ხელნაწერების
შინაარსობრივი მხარე და ჟანრობრივი თავისებურებები. ეს კი, სავარაუდოდ, ქართული ლიტერატურის
საგნის სწავლებას წაადგება;


3.     

გააანალიზონ ის ენობრივი ფორმები
და სინტაქსური წყობები, რომლებიც აღნიშნული ტექსტებისთვის არის დამახასიათებელი;


4.     

შეადგინონ ქართული ხელნაწერებისა
და კულტურული კერების მსოფლიო რუკა, რაც გეოგრაფიის საგნობრივ ცოდნას ა
მაღლებ;


5.     

სასურველია, პროექტის პროდუქცია
წარმოდგენილი იყოს ელექტრონული ფორმატითაც, რაც,
თავის მხრივ, ისტ-თან ინტეგრაციას გულისხმობს.

 

სასწავლო პროექტების განხორციელების შედეგად, მოსწავლეებს სხვადასხვა დისციპლინური გამოცდილების
სინთეზის უნარი გამოუმუშავდებათ. ამდენად, ამ საგნების მასწავლებელთათვის დიდი მნიშვნელობა
ენიჭება ეფექტურ თანამშრომლობას და პროექტების ერთობლივ ფასილიტაციას.  

 

მსოფლიოს განვითარებული ქვეყნების საგანმანათლებლო
პრაქტიკაში პროექტზე დაფუძნებული სწავლება ისევ ერთ-ერთ დამხმარე სტრატეგიაგანიხილება, თუმცა თუ აქტუალურ
ტენდენციებს მივადევნებთ თვალს, ვნახავთ, რომ მისი
როლი სასკოლო ცხოვრებაში დღითიდღე იზრდება. სასწავლო პროექტების ორგანიზება განსაკუთრებულ
მნიშვნელობას იმ საგანმანათლებლო სისტემებში იძენს, სადაც საგნობრივი ინტეგრაციის დიდი
გამოცდილება არსებობს.

 

გვსურს, მაგალითად
მოვიხმოთ ერთ-ერთი წარმატებული პროექტი – კინორეჟისორ ჯორჯ ლუკასის მიერ დაარსებული
სკოლა “
EDUTOPIA” (აშშ). სკოლის კონცეციის ავტორებს მიაჩნიათ, რომ ისინი საზოგადოებას სთავაზობენ
ახალ საგანმანათლებლო სამყაროს – არა უტოპიურ, რეალობას მოწყვეტილ იდეებზე დაშენებულ
სისტემას, არამედ განხორციელებულ, სისრულეში მოყვანილ ერთ კერძო შემთხვევას, სადაც
ნოვაცია უმთავრესი საგანმანათლებლო მიდგომა
.
სოციო-ემოციურ და დისტანციურ სწავლებასთან ერთად აქ დანერგილია პროექტზე დაფუძნებული
სწავლებაც. ეს კი მოსწავლეებს ეხმარება:


1.     

ინფორმაციის ეფექტურად მოპოვებაში,
შეფასებასა და გამოყენებაში;


2.     

თანატოლებთან კონსტრუქციულ
თანამშრომლობაში;


3.     

სასკოლო ცხოვრებაში სასკოლო
საზოგადოების თითოეული წევრის აქტიურად ჩართვასა და მათთვის საკუთარი
უნარების გამოვლენის შესაძლებლობის მინიჭებაში.


 

დღეს, ქართულ
სასკოლო პრაქტიკაში, მასწავლებლები, აკადემიური მიზნების მიღწევისთვის, საკმაოდ ხშირად
იყენებენ სასწავლო პროექტებს, რასაც მათი ელექტრონული პორტფოლიოებიც ადასტურებს.
ჩვენ შევისწავლეთ საჯარო სკოლების მასწავლებელთა ბლოგებზე
განთავსებული ათასზე მეტი სასწავლო პროექტი, რის შედეგადაც გამოიკვეთა რამდენიმე მიზეზი,
რომლებიც, ვფიქრობთ, ხელს უშლის მათი დიდი ნაწილის ეფექტიანობას.  


1.     

სასწავლო პროექტები,
როგორც წესი, მასწავლებლის მიერ არის დაგეგმილი. არსად აისახება, რომ მოსწავლეები პრობლემის
მართვაში რაიმე ფორმით მონაწილეობას იღებენ. ისინი მხოლოდ კვლევის შემსრულებლებად,
ხშირად კი ტექნიკურ შემსრულებლებად გვევლინებიან.


2.     

როგორც ჩანს, სასკოლო
პროექტების დიდი ნაწილი ახლო წარსულში დამკვიდრებული “ღია გაკვეთილების”
ტრადიციის გაგრძელებაა. მასწავლებლები ხშირად პროექტებს გეგმავენ არა პრაქტიკული საჭიროებისთვის,
რაც სასწავლო პროექტების მთავარ უპირატესობად მიიჩნევა, არამედ ღირსშესანიშნავი, “საჩვენებელი”
დღეებისთვის. ამიტომ არის მათი პროექტები აქტუალურობას მოკლებული. სასურველია, გავაცნობიერ
თ, რომ თითოეული პროექტი ჩვენს ყოველდღიურ აკადემიურ
თუ აღმზრდელობით ამოცანებს უნდა პასუხობდეს (მაგ., კონფლიქტური შემთხვევის მართვა,
სპეციალური საჭიროების
მქონე მოსწავლის საგაკვეთილო
პროცესში ჩართვა, ქალაქის/უბნის/ქუჩის/სკოლის ისტორიის შესწავლა და მისთ.).


3.  

ხშირად სასკოლო პროექტის
სასწავლო მასალებისა და ტექნიკური ინსტრუმენტების ჩამონათვალში მოსწავლეთა ასაკობრივი
მზაობისთვის შეუსაბამო რესურსები
დასახელებული. არაერთ პროექტში,რომლის მონაწილე მოსწავლეების ასაკი დაწყებითი საფეხურის II-III კლასის ასაკობრივ ჯგუფს
არ აღემატება, აქტივობების ჩამონათვალში ვკითხულობთ, რომ მოსწავლეები სასწავლო მასალას
მოიძიებენ ინტერნეტის საშუალებით.  
ამ შემთხვევაში, პროექტის ავტორი უნდა იყოს პასუხისმგებელი როგორც დამხმარე
მასალების, ასევე ტექნოლოგიების გამოყენების მიზნობრიობაზე.


 

დასკვნის სახით,
შეგვიძლია აღვნიშნოთ, რომ მისასალმებელია პროექტებზე დაფუძნებული სწავლების თუნდაც
დამხმარე სტრატეგიად დამკვიდრება ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში. თუმცა ამ პროცესმა
რომ მხოლოდ სკოლის მასწავლებელთა “მხრებზე” არ გადაიაროს, პროცესში ჩართული
უნდა იყოს სკოლის ადმინისტრაცია. მან უნდა უზრუნველყოს სკოლების მატერიალური ბაზის
კეთილმოწყობა და როგორც ტექნიკურად, ასევე კონცე
ტუალურად
ნიადაგი
უნდა მოუმზადოს მრავალფეროვანი სასწავლო და აღმზრდელობითი
პროექტების განხორციელებას ქართულ სასკოლო პრაქტიკაში. 

საკლასო ოთახში, მოსწავლის პირისპირ

0

ირაკლი კაკაბაძე

რამდენიმე შეთავაზება მასწავლებელს მოსწავლის მოტივაციის ამაღლებისთვის

დღეს თითქმის ყველა პედაგოგი თანამედროვე სკოლის ერთ-ერთ უპირველეს პრობლემად სწავლის მიმართ მოსწავლეთა დაბალ მოტივაციას დაასახელებს. ამას ზოგი საგანმანათლებლო პოლიტიკის ხარვეზებს მიაწერს, ზოგი _ სკოლისგან დამოუკიდებელ პრობლემებს და ზოგიც საზოგადოების ბრალეულობას ხედავს დამნაშავის ძებნა შორს წაგვიყვანს და ბოლოს მაინც საკლასო ოთახში, მოსწავლის პირისპირ დაგვაბრუნებს.

ცნობილია, რომ სწავლის სურვილსა და მოტივაციას ბავშვები მე-7-მე-8 კლასებში თანდათანობით კარგავენ, ანუ ეს პრობლემა ყველაზე მწვავედ საშუალო სკოლის მოსწავლეებთან დგას. რა თქმა უნდა, აქ გადამწყვეტ როლს გარდატეხის ასაკის თავისებურებები თამაშობს. ამ დროს ბავშვები დამოკიდებულებებს იცვლიან, საკუთარი თავის დამკვიდრების იოლ გზებს ეძებენ და სირთულეებს გაურბიან.

ალბათ ყველას გვყოლია სკოლაში ერთი მასწავლებელი მაინც, რომელმაც ესა თუ ის საგანი შეგვაყვარა. ფაქტია, რომ ყველა პედაგოგს შეუძლია, გავლენა მოახდინოს საკუთარი მოსწავლეების მოტივაციაზე.

რა ვერ მოგვიგვარებს პრობლემას

 

სპონტანურობა _ ეს ნიშნავს, რომ აქტიურად უნდა ვიმუშაოთ საგაკვეთილო გეგმაზე, გავთვალოთ ყველა ასპექტი: მოსწავლეთა როგორ ქცევას ველოდებით, წინ რა უძღოდა ამ გაკვეთილს, ჩამოვაყალიბოთ, რა სიახლე შეგვიძლია მივაწოდოთ ბავშვებს. თითოეული მოსწავლისთვის მოფიქრებული უნდა გვქონდეს ერთგვარი დავალება, რითიც ინდივიდუალური შესაძლებლობებიდან გამომდინარე გაკვეთილის პროცესში მის ჩართულობას უზრუნველვყოფთ, უნდა დავუკავშიროთ ერთმანეთს გაკვეთილის მიზნები, სტრატეგია და მოსალოდნელი შედეგები.

შეფასებაში ასახული დისციპლინა-

.

ხშირად მასწავლებლები ამ მხრივ ცდილობენ მოსწავლეთა დაინტერესებას საგნით და შეფასებას იყენებენ მოსწავლეთა დასასჯელად, რაც თავიდანვე მცდარი და არასწორი საქციელია ჩვენი მხრიდან, სჯობია ვცადოთ და

შეფასების განსხვავებული ფორმები მოვიფიქროთ კონკრეტული კლასისთვის (სასურველია ბავშვებთან ერთად). მოსწავლეები ამ ასაკში არაპროგრამულ დავალებებს ხალისით ასრულებენ, მაგალითად, საპრეზენტაციო თემების წერასა და კლასის წინაშე წარდგენას, ფილმების გადმოწერას ინტერნეტიდან, ვიზუალური თუ აუდიო წყაროების მოძიებას, ლაშქრობების, ექსკურსიების ან გასვლითი გაკვეთილების ორგანიზებას, დისკუსიებისა და დებატების მოწყობას. ამ ყველაფერში შეგვიძლია აქტიურად გამოვიყენოთ კომპონენტიანი შეფასების სისტემა,შევუფასოთ შეძენილი უნარ-ჩვევები, აზროვნების დემონსტრირების ფორმები და სხვა.

შევუქმნათ ყველა მოსწავლეს პორტფოლიო, რომელშიც მთელი წლის ნამუშევრებს შევუნახავთ (თემებს, ტესტებს, ილუსტრაციებს, მოძიებულ მასალებს და ა.შ.) სასწავლო წლის ბოლოს კი მისი შეფასება პორტფოლიოს მიხედვითაც შეგვეძლება.

სიმკაცრე – ამ ასაკში რაც მათ ყველაზე მეტად გვაშორებს, ეს სიმკაცრეა. ყოველ წამს უნდა დავანახოთ, რომ ჩვენ მეგობრები ვართ, მხოლოდ განსხვავებული უფლება-მოვალეობებით. ნუ მივცემთ საშუალებას, სხვაგან ეძებონ საკუთარი თავის გამოხატვისა და აზრის გამოთქმის გზები. დავანახოთ ღია და გულწრფელი დამოკიდებულება მათი პიროვნებების მიმართ, არასდროს მივცეთ შენიშვნა სხვისი თანდასწრებით (ამისთვის შესვენებაც შეიძლება გამოვიყენოთ და საგაკვეთილო პროცესის შემდგომი პერიოდიც). ყველა ხერხი უნდა მოვსინჯოთ მათი ნდობის მოსაპოვებლად, რადგან თანამედროვე მოსწავლე უშუალოდ ჩვენი და ჩვენი საგნის საჭიროების დასაბუთებასა და დამტკიცებასაც ითხოვს. თითოეულ შეცდომას სასჯელი კი არა, დახმარება უნდა მოსდევდეს.

რა შეიძლება დაგვეხმაროს მოტივაციის შექმნასა და ამაღლებაში:

დროის ეფექტურად მართვა – გაკვეთილის დროის არასწორ განაწილებას დისციპლინის პრობლემები მოსდევს. სასურველია, გაკვეთილის სტრუქტურა და დროის განაწილება კლასთან ერთად განვიხილოთ. გაკვეთილის ეფექტური დაგეგმვითა და მართვით მოსწავლეებს დროის ეკონომიურად გამოყენების მაგალითი უნდა მივცეთ.

აქტივობების მრავალფეროვნება – ნუ იქნება ჩვენი გაკვეთილი ერთფეროვანი და მოსაწყენი. რაც შეიძლება, მეტი ხალისითა და ენთუზიაზმით დავიწყოთ იგი. მივმართოთ სხვადასხვა სახის აქტივობასა თუ მეთოდს (ჯგუფური მუშაობა, დისკუსია, კონკურსი, წერითი დავალება, პრეზენტაცია, თვალსაჩინოებები, აუდიო ჩანაწერები, ვიდეო ჩანაწერები და ა.შ.), რაც გაკვეთილს უფრო აქტიურს გახდის, ხოლო მოსწავლეების ჩართულობის დონეს საგრძნობლად აამაღლებს.

ინტერნეტი და თანამედროვე ტექნოლოგიები – საინტერესო და ეფექტური გაკვეთილის დაგეგმვასა და წარმართვაში ყველაზე მეტად ვიზუალური მასალის სიმრავლე გვეხმარება. ბავშვების სამყაროს აღქმა ძირითადათ ხომ თვალის მეხსიერებას ეფუძნება. ყველაზე დიდ ინტერესს ისინი ფილმებისა და ინტერნეტის მიმართ იჩენენ _ რატომ არ გამოვიყენოთ ეს სიკეთეები? გაკვეთილის თემატიკიდან გამომდინარე, მოვძებნოთ მასალები ინტერნეტ-სივრცეში (ფილმი, კლიპი, ნაწყვეტი ფილმიდან, სიმღერა, დოკუმენტური მასალა, ფოტო-მასალა, საგნობრივი თამაშები და ა.შ), მასალის ნახვის ან მოსმენის შემდეგ დისკუსია მოვაწყოთ. თუ კომპიუტერი ან ინტერნეტი არ გვაქვს, შეგვიძლია მოსწავლეებს დავავალოთ მასალის მოძიებაცა და წარდგინებაც.

მეგობართა ჯგუფი – მეგობართა ჯგუფს სკოლის რამდენიმე მასწავლებელი ქმნის, რომლებიც საკუთარი საქმიანობის მუდმივი გაუმჯობესებითა და დახვეწით არიან დაინტერესებულნი. მეგობართა ჯგუფი იმისთვის იქმნება, რომ კოლეგები ერთმანეთს პედაგოგიური პრაქტიკის კრიტიკული შეფასებით დაეხმარონ. ისინი ერთობლივად განსაზღვრავენ სასწავლო მიზნებს და მათ მისაღწევად მეთოდებსა და სტრატეგიებს შეიმუშავებენ, აგრეთვე კონკრეტულ მოსწავლეთა საკითხებს, ან სასწავლო პროცესში წამოჭრილ პრობლემებს განიხილავენ. მეგობართა ჯგუფის წევრები ახალი რესურსების მოძიებისა თუ გამოყენების უნარ-ჩვევებს ერთმანეთისგან სწავლობენ. ჯგუფი თვეში ერთხელ ან ორჯერ იკრიბება რამდენიმე საათით. გამოცდილება მოწმობს, რომ მეგობართა ჯგუფის წევრი მასწავლებლის მოსწავლეები უფრო მეტად მოტივირებულები არიან და მაღალი აკადემიური მოსწრებითაც გამოირჩევიან.

როდესაც მასაწავლებელს ვურჩევთ რა საქმიანობა წარმართოს მოსწავლეთა მოტივაციის ასამაღლებლად, აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, რომ გაკვეთილის დაგეგმვას, დოკუმენტების წარმოებას თუ კლასგარეშე ღონისძიებებს არც თუ ისე ცოტა დრო სჭირდება, არადა დროის სიმცირეს ყველა უჩივის, თუმცა წარსულს უნდა ჩაბარდეს ის შეხედულება, რომ მასწავლებლის ვალდებულებაში მხოლოდ საგაკვეთილო ცხრილით გათვლილი საქმიანობის შესრულებაა და საგაკვეთილო პროცესის შემდეგ იგი სკოლას აღარ ეკუთვნის; ერთი წუთით რომ წარმოვიდგინოთ, რა სიამოვნებას გავაღვიძებთ ჩვენს მოსწავლეებში აქტივობებით გაჯერებული გაკვეთილებითა და ღონისძიებებით, აუცილებლად მოვახერხებთ გამოვნახოთ დროც და შესაძლებლობაც. ერთიცაა, თანამედროვეობამ თავისი აჩქარებული რიტმით, ტექნიკური განვითარებითა და ახალი გამოწვევებით სხვა ტიპის და შეხედულებების ახალგაზრდობა ჩამოაყალიბა, უფრო მეტად კრიტიკულები, თავისუფლები, პრაგმატულებიც და ზოგადი ინფორმაციებით დატვირთულები, ჩვენ მათ წინაშე ვეღარ წარმოვჩინდებით მოუმზადებლები ისინი ჩვენგან ყოველ გაკვეთილზე სიახლესა და ისეთ ინფორმაციას ელიან რომელიც თანამედროვე მექანიზმებითა და ინსტრუმენტებით არის მოძიებული, გადმოცემული ან განმტკიცებული. მათ სურთ ყავდეთ აქტიური და თანამედროვე მასწავლებელი, რაც ვფიქრობ, არ უნდა იყოს ძნელი, მთავარია ჩვენი სურვილი და მონდომება.


ფრედ კენტი – ფრედ კენტის წერილი შვილიშვილს

0

ბატონი კენტის შვილიშვილი სკოლის მოსწავლე იყო, როდესაც ძალიან შეაწუხა მოგების სისტემის გაბატონებულმა უგულვებელყოფამ. მან ჰკითხა თავის ბაბუას, თუ როგორ შეიძლებოდა მოგების მიღება სხვა ადამიანების შრომის მითვისების გარეშე.
აპრილი, 1942 წელი

ჩემო ძვირფასო შვილიშვილო:

ვუპასუხებ შენს შეკითხვას იმდენად მარტივად, რამდენადაც ეს შესაძლებელია. მოგება არის საწარმოს შედეგი, რომელიც აშენებულია როგორც ამ საწარმოს მფობელისათვის, ასევე სხვებისათვის. მოდი განვიხილოთ ამ ფაქტის ფუნქციონირება პრიმიტიულ საზოგადოებაში, ვთქვად 100 ადამიანისაგან შემდგარ საზოგადოებაში, რომლებსაც არ აქვთ განვითარებული ინტელექტუალური უნარები, თუ არ ჩავთვლით იმ უნარს, რომ მოიპოვონ სიცოცხლის შენარჩუნებისათვის აუცილებელი საკვები, რისთვისაც მთელი დღის განმავლობაში უწევთ მძიმე შრომა.

ჩვენს პრიმიტიულ საზოგადოებას, რომელიც მთის ძირას ბინადრობს, რა თქმა უნდა, სჭირდება წყალი. წყალი ხელმისაწვდომია მხოლოდ მთის თავთან ახლოს. ამიტომ 100-ვე ადამიანს უწევს ყოველდღიურად მთაზე ასვლა. მთაზე ასვლისა და უკან დაბრუნებისათვის მათ 1 საათი სჭირდებათ. ისინი ყოველდღიურად ადიოდნენ მთაზე, ვიდრე მე-100 ადამიანმა არ გააცნობიერა, რომ გაზაფხულზე წყალი მიედინება მთის შიგნით იგივე მიმართულებით, რა მიმართულებითაც ის მიდის მთის თავიდან თავისი საცხოვრებლისაკენ. იგი მოიფიქრებს, რომ გააკეთოს ღარი მთის თავიდან თავის საცხოვრებელ ადგილამდე და დაიწყებს ღარის აშენებას. დანარჩენ 99 ადამიანს ცნობისმოყვარეობაც კი არ აწუხებთ იმასთან დაკავშრებით, რასაც მე-100 აკეთებს.

ერთ დღესაც, ეს მე-100 ადამიანი მიუერთებს ღარს წყალის ნაკადს მთის თავთან და წყალიც დაიწყებს დენას მთიდან ქვემოთ და ჩაედინება ავზში, რომელიც მან მთის ძირას ააშენა. ამის შემდეგ, ის ეტყვის დანარჩენ 99 ადამიანს, რომ თითოეული, რომელიც იმუშავებს 10 წუთს მისთვის, უფლებას მიიღებს, რომ წყალი აიღონ ავზიდან და აიცილონ ყოველდღიურად მთაზე ასვლა, რომელსაც 1 საათი სჭირდება. ამიტომ იგი მიიღებს ყოველდღიურად 990 წუთ შრომას დანარჩენი 99 ადამიანისაგან და განთავისუფლდება თავისი 16 საათიანი დღიური სამუშაო რეჟიმისაგან, რაც საჭირო იყო მისი სიცოცხლის შენარჩუნებისათვის. მე-100 ადამიანი გამოიმუშავებს უზარმაზარ მოგებას თავისი საწარმოსაგან, მაგრამ იგი ასევე საშუალებას აძლევს დანარჩენ 99 ადამიანს, რომ ყოველდღიურად თავისი შეხედულებისამებრ გამოიყენონ ის 50 წუთი, რომელიც მე-100 ადამიანის ძალისხმევის შედეგად გამოუთავისუფლდათ.

მეწარმეს ახლა აქვს თავისუფალი 16 საათი, რომელსაც იყენებს თავისი შეხედულებისამებრ. იგი ატარებს დღეებს წყლის ყურებაში და აკვირდება, თუ როგორ მოედინება წყალი მთიდან. ის დაინახავს, რომ წყალი ეცემა ქვებსა და ტოტებს. დიდი ხნის დაკვირვებისა და განჭვრეტის შემდეგ ის განავითარებს წყლის საშუალებით მოძრავ თვალს, რის შემდეგაც აღმოაჩენს, რომ მას აქვს ძალა და ასე შექმნის წისქვილს თავისი მარცვლეულის დასაფქველად.

მე-100 ადამიანი ასევე გააცნობიერებს, რომ მას აქვს საკმარისი შესაძლებლობა დანარჩენი 99 ადამიანის მარცვლეულის დასაფქვავად. ამის შემდეგ ის მიმართავს მათ: „საშუალებას მოგცემთ დაფქვათ თქვენი მარცვლეული ჩემს წისქვილში, თუ იმუშავეთ ჩემთვის იმ დროის 1/10-ს, რომელსაც დაზოგავთ”. ისინი დათანხმდებიან და მეწარმე დაიწყებს დამატებითი მოგების გამომუშავებას. ის იყენებს დროს, რომელსაც დანარჩენი 99 ადამიანი მუშაობს მისთვის, რომ აიშენოს უკეთესი სახლი, გააკეთოს მოხერხებული სკამები, მოაწყოს განათება და უკეთესად დაიცვას თავი სიცივისაგან. ასე გრძელდება ცხოვრება, როდესაც მე-100 ადამიანი პოულობს გზას, რომ დაზოგოს დანარჩენი 99-ის დრო და შემდეგ იგი მათ თხოვს დაზოგილი დროის 1/10-ს თავისი საწარმოთი სარგებლობისათვის.

საბოლოოდ, მე-100 ადამიანის დრო მთლიანად თავის განკარგულებაში გადადის და შეუძლია გამოიყენოს ისე, როგოც მიიჩნევს უფრო მოსახერხებლად. მას აღარ სჭირდება მუშაობა, თუ თავად არ მოისურვებს. მის საკვებს, საცხოვრებელს და ტანსაცმელს უზრუნველყოფენ სხვები. მიუხედავად ამისა, მისი გონება მაინც მუშაობს და დანარჩენი 99 ადამიანი გამუდმებით პოულობს დამატებით დროს თავიანთი თავისათვის ამ მე-100 ადამინის ფიქრისა და დაგეგმვის შედეგად.

მაგალითისათვის, იგი გააცნობიერებს, რომ ერთ-ერთი 99-დან აკეთებს უკეთეს ფეხსაცმელს ვიდრე დანარჩენი. ამიტომ მე-100 პიროვნება მოაწყობს ისე, რომ ამ ადამიანმა მთელი თავისი დრო დაუთმოს ფეხსაცმლის გაკეთებას და იგი უზრუნველყოფს მას საკვებით, ტანსაცმლითა და თავშესაფრით გამომუშავებული მოგებიდან. ამის შემდეგ დანარჩენი 98-ი ადამიანი აღარ აკეთებს ფეხსაცმელს თავიანთი თავისათვის. ისინი მუშაობენ 99-ე ადამიანისათვის დაზოგილი დროის 1/10-ს. შესაბამისად, 99-ე ადამიანის სამუშაო დროც შემცირდა, რადგან ფეხსაცმლის სანაცვლოდ თავიანთი დროის ნაწილს 98-ადამიანი მუშაობს მისთვის და ეს ყოველივე შესაძლებელი გახდა მე-100 ადამიანის დაკვირვების შედეგად.

დღეებმა გაირა და კიდევ ერთმა ადამიანმა, ისევ მე-100 ადამიანის საშუალებით, დაინახა, რომ მას ყველაზე კარგად გამოსდის ტანსაცმლის გაკეთება. ამიტომ ისიც გადაწყვეტს, რომ მთელი თავისი დრო დაუთმოს ტანსაცმლის შექმნას. ასეთი განვითარება გაგრძელდება შემდეგაც.

მე-100 ადამიანის გამჭრიახობის შედეგად შეიქმნა შრომის დანაწილება, რამაც საშუალება მისცა თითოეულ ინდივიდუალს, რომ გაეკეთებინათ ის, რაც ყველაზე კარგად გამოსდიოდა. თითოეულს აქვს დიდი თავისუფალი დრო, რომელიც შეუძლია გამოიყენოს თავისი შეხედულებისამებრ. ყველა დაინტერესდა სხვა ადამიანების საქმიანობით, სულელების გარდა, და თითოეულმა დაიწყო ფიქრი, თუ როგორ გახდეს საუკეთესო თავის პოზიციაზე. საბოლოო შედეგი ამ პროცესის განვითარების არის ის, რომ თითოელი ადამიანი იპოვის სათანადო ადგილს განათლებულ საზოგადოებაში.
მაგრამ წარმოიდგინე, როდესაც მე-100 ადამიანმა დაამთავრა ღარის აშენება მთის თავიდან საცხოვრებელ ადგილამდე და უთხრა დანარჩენ 99 ადამიანს: „თუ თქვენ იმუშავებთ ყოველდღიურად 10 წუთი ჩემთვის, მაშინ მე უფლებას მოგცემთ აიღოთ წყალი ჩემი ავზიდან და ასე თითოეულს ყოველდღიურად დაგეზოგებათ 50 წუთი”, ისინი მოუბრუნდნენ და უთხრეს მას: „ჩვენ ვართ 99 და შენ ხარ ერთი, ჩვენ ავიღებთ იმდენ წყალს, რამდენსაც მოვისურვებთ და არაფერსაც არ მოგცემთ, რადგან შენ ვერ გაგვიწევ წინააღმდეგობას”. ასეთ შემთხვევაში რა მოხდებოდა? სტიმული ყველაზე გასაოცარი გონების, რომელსაც შეეძლო საწარმოების შექმნა გაქრებოდა, რადგან ის დაინახავდა, რომ თავისმა ძალისხმევამ, რომელიც სხვების პრობლემების გადაჭრაში გამოიხატა, არაფერი სარგებელი არ მისცა და ისევ მოუწევს ყოველდღიურად მუშაობა, რომ შეინარჩუნოს თავისი სიცოცხლე. საზოგადოებაში არანაირ პროგრესს არ ექნებოდა ადგილი. იგივე განუვითარებლობა იმეფებდა, რომელიც მანადმე არსებობდა. ცხოვრება გაგრძელდებოდა, როგორც წვალება ყველასათვის და მათი ერთადერთი შესაძლებლობა ის იქნებოდა, რომ ემუშავათ მთელი დღე მხოლოდ არსებობისათვის.

ჩვენ შემთხვევაში ვთქვათ, რომ 99 ადამიანმა არ შეუშალა ხელი მე-100 ადამიანს აზროვნებაში და ამის საპასუხოდ მთლიანად საზოგადოებაც გამდიდრდა. წარმოვიდგინოთ, რომ მალე ამ საზოგადოებაში შეიქმნა 100 ოჯახი. როდესაც ბავშვები გაიზარდნენ ნათელი გახდა, რომ მათ უნდა ესწავლათ ცხოვრების გზა. რადგან ჯერ კიდევ არ იყო საკმარისი წარმოება, მე-100 ადამიანს შეეძლო გამოეთავისუფლებინა რომელიმე მათგანი თავისი სამუშაოდან და გადაეხადა ახალგაზრდების სწავლებისათვის.

ზემოაღნიშნულის შედეგად, როდესაც განათლების დონე გაიზარდა, ბუნების სილამაზეც ნათელი გახდა. ადამიანებმა დაიწყეს მცენარეებისა და ცხოველების ნახატებში დაფიქსირება და ხელოვნებაც დაიბადა. ბგერებმა, რომლებიც ესმოდათ ბუნებისა და ადამიანებისაგან, შესაძლებელი გახდა ხელოვნების განვითარება. შრომის დანაწილების შედეგად შესაძლებელი გახდა, რომ იმ ადამიანებს, რომლებსაც კარგად გამოსდიოდათ ხატვა და მუსიკა, მთელი თავიანთი დრო ხელოვნებისათვის დაეთმოდ, ხოლო შემდეგ შექმნილი ნახატები და ნაწარმოებები საზოგადოებისათვის შეეთავაზებინათ კონკრტული პროდუქტის სანაცვლოდ.

ამ განვითარების გაგრძელებასთან ერთად, როდესაც საზოგადოების თითოეული წევრი თავისი შრომის ნაწილს ცვლიდა ერთმანეთში, ადამიანები უფრო მეტად დამოკიდებულნი გახდნენ სხვების ძალისხმევაზე. ამრიგად, თუ შურიანი, ბოროტი და უსამართლო კანონები არ შეზღუდავს პატიოსან მეწარმეებს, რომლებსაც სარგებელი მოაქვთ ყველასათვის, მაშინ პროგრესი მუდმივად გაგრძელდა.

კიდევ არის საჭირო მეტის თქმა, რომ დავამტკიცოთ საწარმოსაგან მოგების მიღების შესაძლებლობა სხვების შრომის მითვისების გარეშე და, რომ საწარმო აადვილებს ყველა ადამიანის ცხოვრებას?

ეს პრინციპები ისევე მუშაობს ისეთ დიდებულ ერში, როგორიც ეს ამერიკის შეერთებული შტატებია, როგორც ჩვენს წარმოსახვით საზოგადოებაში. კანონები, რომლებიც კლავენ სტიმულს და აზიანებენ პატიოსან მეწარმეს, აფერხებენ პროგრესს. ნამდვილი მოგება არ არის ის, რისიც უნდა გვეშინოდეს, რადგან ის მუშაობს ყველას სასარგებლოდ.

ჩვენ უნდა ვცადოთ ახლის შენება ნაცვლად იმისა, რომ დავანგრიოთ ის, რაც სხვებმა ააშენეს. ჩვენ უნდა ვიყოთ სამართლიანი სხვა ადამიანების მიმართ, წინააღმდეგ შემთხვევაში ცხოვრება არ იქნება სამართლიან ჩვენს მიმართ.

პატივისცემით,
ბაბუა.

ავტორის შესახებ

ფრედ ი. კენტი (1869-1954) გახლდათ ამერიკელი ბანკირი და საერთაშორისო სავალუტო ოპერაციების ექსპერტი, რომელმაც თავისი კარიერის უდიდესი ნაწილი გაატარა „Bankers Trust Company”-ში. იგი გრეთვე აქტიურად იყო ჩართული ისეთი ორგანიზაციებში, როგორებიცაა „ამერიკის ბანკირთა ასოციაცია” და „საერთაშორისო სავაჭრო პალატა”. საერთაშორისო ფინანსური სისტემის განვითარებაში შეტანილი წვლილის სანაცვლოდ ფრედ ი. კენტი 1917 წელს დანიშნულ იქნა ნიუ-იორკის ფედერალური სარეზერვო ბანკის მმართველის მოადგილედ.

ავტორი: ფრედ ი. კენტი

ინგლისურიდან თარგმნა: გივი კუპატაძემ

კომფორტიზმის უზენაესი კანონის თანახმად…

0

თუ უკვეიცით, რა კავშირი აქვთ ერთმანეთთანგუდვილისთევზებსა და, მაგალითად, ელექტრონული წიგნების წამკითხველ იოტარიდერს, ან ტელევიზორის დისტანციური მართვის პულტს,მაშინ შეგიძლიათ დაანებოთ თავიამ წერილის კითხვას და სხვა, უფრო საინტერესო რამ მოიფიქროთ


გუდვილისთევზები


საბურთალოზეგუდვილისგახსნამ მეც,ისევე როგორც ბევრი ჩემნაირი, ძალიან გამახარა და ამ სიხარულით გავეშურე დასათვალიერებლად. ათასნაირი პროდუქციით აჭრელებულ რიგებს შორისმოსეირნე, ბოლოს მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ აკვარიუმს მივადექი და ღიმილით მივაჩერდი აქეთიქით მოცურავე თევზებს. არც ისე საამაყო გულუბრყვილობის წყალობით, ეს აკვარიუმი რატომღაც ინტერიერისგასალამაზებლად მეგონადადგმული. კი გამიკვირდა, შიგნით პატარა და ფერადფერადი თევზების ნაცვლად მოზრდილი, ნამდვილი თევზისფერი თევზები რომ ირეოდნენ, მაგრამ ბოლომდე გაკვირვება ვერცმოვასწარი, ისე გადაიზარდა ეს ჩემი არც ისე საამაყო გაკვირვება რაღაცნაირ, სირცხვილნარევ იმედგაცრუებაშიმაღალმა, მხარბეჭიანმა ბიძამგუდვილისუნიფორმაში გამოწყობილ სანდომიან ბიჭსრამდენიმე ცალი ეს ნამდვილი თევზისფერი თევზიშეუკვეთა გემრიელი სადილისთვის და მეც უცებ მივხვდი, რომ ეს აკვარიუმი სულაც არ ყოფილა ჩაფიქრებული ინტერიერის გასალამაზებლად


ხასიათწამხდარი გამოვბრუნდი უკან, გვიანღამით მეგობარს უხალისოდ ვუამბე ეს ამბავი და იმედგაცრუებულმა დავამატე, რომ კაცობრიობის მთავარ მიზნად ისევსაკვების ხელმისაწვდომობა, მისი მოპოვების გზების გამარტივება რჩება. მეგობარმა მითხრა, რომ საბურთალოსგუდვილისკუთხეში ჩემიაღმოჩენილი აკვარიუმი არ არის ამ მიზნით დადგმული ერთადერთი აკვარიუმი ჩვენიქალაქის ჰიპერ,სუპერ თუ უბრალო მარკეტებში, რომ ეს ძალიან გავრცელებული პრაქტიკაა და სასხვათაშორისოდ მიამბო რომელიღაც მარკეტის აკვარიუმის ბინადარ ზუთხებზე. ზუთხების ამბავმა უფროდამადარდიანა და ძალიან შემრცხვა კაცობრიობის მთავარი მიზნის გამო


ელექტრონული წიგნების წამკითხველი იოტარიდერი


იოტა რიდერი ელექტრონული წიგნების წამკითხველი პირველი ქართული მოწყობილობაა. ზომით, დაახლოებით, A5ფორმატის წიგნისოდენაა, 200 გრამს იწონის და შიგნით ათასობით წიგნიეტევა. ჩემსიოტაში ჯერჯერობით 150-მდე ელექტრონული წიგნი მაქვსჩატვირთული და ამ 150- სიამოვნებით მივუმატებდი იმ წიგნებს, ჩემი ერთოთახიანი ბინის სოლიდურ ნაწილს რომ იკავებს და სხვანივთებისთვის ადგილს აღარ ტოვებს. მოკლედ, იოტაძალიან პრაქტიკული ნივთია, მის ეკრანს ქაღალდის ეფექტი აქვს და თვალებს არ მტკენს, არც წიგნის მტვრიანი ფურცლებით მაშინებს, არც სივრცეს მართმევს, იქიდანგამომდინარე,  რომ მასშიჩატვირთული წიგნებისთვის, ტრადიციული, ბეჭდური ფორმით არსებობის შემთხვევაში, სავარაუდოდ, ერთი კარადის ყიდვა მომიწევდა. იოტას სხვამეგობრულ თვისებებზე აღარ გავამახვილებ ყურადღებას, ისე გეტყვით, რომ ის კითხვას უფრო ადვილს, სასიამოვნოს და კომფორტულს ხდის.დიახ, დიახ,კომფორტულს. ეს სიტყვა შემთხვევით არ მიხსენებია


ტელევიზორის დისტანციური მართვის პულტი


ჩემი ბიძაშვილის ორი წლისსოფომაც კი იცის, რა არის ტელევიზორის დისტანციური მართვის პულტი,ამიტომ ამაზეაღარაფერს გიამბობთ უბრალოდ, დამეთანხმეთ, რომ ეს ნივთი ჩვენიყოველდღიური კომფორტის აუცილებელი ნაწილია. დიახ, დიახ,კომფორტის


…………………..


ეს სამი, უფრო სწორად , 2,1 ამბავიშემთხვევით არ მიამბია. ალბათ მიხვდით, რისთქმაცმინდოდა. საკვების მიღების, შემეცნების და დასვენების პროცესის კომფორტიზაცია საკმარისი პირობაა ადამიანისთვის, რომ კმაყოფილი ღიმილით ბედნიერებაზე ფიქრი დაიწყოს. ცოტა მეტირომ მეფიქრა, ამის თქმასალბათ უფრონიჭიერად მოვახერხებდი.


დიახ, კაცობრიობის უმთავრეს მიზანს კომფორტისკენ სწრაფვა წარმოადგენს. ამას, როგორც იტყვიან, ვერ დაიჭირავს გზა ვიწრო, ვერც კლდოვანი. კომფორტისკენ სწრაფვა ინსტინქტის დონეზე გვაქვს გამჯდარი და დაბადებიდანვე გვეძლევა. მაშინაც, როცა ჯერ კიდევ არაფერი ვიცითჭამისა და ტირილის გარდა. ამ ორიდან პირველი მაქსიმალური კომფორტის მდგომარეობაა, ხოლომეორედისკომფორტის წინააღმდეგ პროტესტის გამოხატვის ერთადერთი იარაღი. მოკლედ, იმის თქმამინდა, რომ არსებობს მიზიდულობის კანონზე და კიდევფიზიკის სხვაკანონებზე უზენაესი კანონიკომფორტიზმის კანონი.


სწორედ კომფორტიზმის უზენაესი კანონის თანახმად გაუხახუნა ადამიანმა ორი ცივი ნივთი ერთმანეთს, დაანთო ცეცხლი და გათბა,ხოლო უფროკომფორტულად გათბობის სურვილმა გათბობის უფრო კომფორტული საშუალებები გამოაგონებინა. სწორედ კომფორტიზმის უზენაესი კანონის თანახმად შეჯდა ადამიანი ცხენზე, როცაფეხით სიარული დაეზარა. როცაშესცივდა და დასველდა, ჩამოვიდა ცხენიდან, მიაბა ცხენსეტლი და მაში ჩაჯდა, მერეიქიდანაც ჩამოვიდა, გამოიგონა მანქანა, მატარებელი, თვითმფრინავი და რაკეტა.


ეს უნივერსალური კანონია და მას ყველა ვემორჩილებით, განურჩევლად ასაკის, რასის, სქესის, რელიგიისა და კანის ფერისა. კომფორტისკენ სწრაფვისამ უზენაესი კანონის თანახმად ვქმნით ყველაფერს, რაც გვჭირდებასითბო, ურთიერთობებ,განათლება, კარიერა, წარმატება,აღიარება და ყველაფერ, მატერიალურსა და არამატერიალურსა.


ხოლო ყველაფერი, რასაც კომფორტიზმის უზენაესი კანონის თანახმად ვიღებთ, კმაყოფილი ღიმილით ბედნიერებაზე ფიქრის გარდა, არც მეტი, არც ნაკლები, უბრალოდ, სიზარმაცის ლეგალიზაციაში გვეხმარება.


.. საღამოს ისევ შევივლი საბურთალოსგუდვილშიდა აკვარიუმის სიახლოვეს რომ ჩავივლი, კიდევ ერთხელ დავაკვირდები საკუთარ ემოციებს.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...