ბავშვობის კოსმოპოლიტიზმი
ჩანაწერების წიგნიდან “ჩაძირული დღესასწაული”
ბავშვობის კოსმოპოლიტიზმი
ჩანაწერების წიგნიდან “ჩაძირული დღესასწაული”
საქართველოში ბევრს ლაპარაკობენ სინგაპურზე, თუმცა მის შესახებ ბევრი არაფერი ვიცით. ზერელედ გაგვიგონია იმ რეფორმების შესახებ, რომლებმაც ეს პატარა ქვეყანა წარმატებულ სახელმწიფოდ აქცია. სინგაპურის პოლიტიკური მართველობა, ისევე როგორც განათლების სისტემა, სამაგალითოდ არ მიიჩნევა დემოკრატიის მხრივ, მაგრამ მე მინდა მოგიყვეთ სინგაპურის განათლების სისტემაზე, ისე, როგორც საკუთარი თვალით დავინახე და როგორი შესაძლებლობაც მომეცა მისი შესწავლისა.
სინგაპური უნიკალურია – მხოლოდ ეს განსაზღვრება შემიძლია გამოვიყენო მის შესახებ საუბრისას, სხვას, უკეთესსა და ზუსტს, ვერ მოვიფიქრებ. ეს პატარა კუნძულოვანი ქალაქი-სახელმწიფო გულგრილს არავის ტოვებს; ვინც კი ნახავს, ყველას უკვირს, როგორ მოახერხა ამ ხალხმა ასეთ მოკლე ხანში (სინგაპურმა დამოუკიდებლობა 1965 წელს გამოაცხადა) ამ პატარა ტერიტორიაზე ასეთი უნიკალური სახელმწიფოს შექმნა ცხოვრების ასეთი მაღალი სტანდარტითა და დონით.

ტომას სტემფორდ რაფლზის ძეგლი










აღარავინ დავობს, რომ ახალმა ათასწლეულმა ცხოვრების ყველა სფერო ძირეულად შეცვალა.მოთხოვნების შესაბამისად იცვლება ზოგადი განათლების მიზნებიც და მასწავლებლებიც უფრო მეტი გამოწვევის პირისპირ დგანან. უახლეს კვლევებში არაერთხელ იქნა ხაზგასმული მასწავლებელთათვის უწყვეტი პროფესიული განვითარების მნიშვნელოვნება.
საქართველოში მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სატრეინინგო კურსების გავლა ამჟამად სავალდებულო არ არის, თუმცა სქემაში ჩართულ მასწავლებლებს, რომელთაც ამგვარ პროგრამებზე დასწრებით კრედიტების მოპოვება შეუძლიათ, უფრო მეტი მოტივაცია აქვთ, გაიარონ კურსები. ანგარიშგასაწევია ისიც, რომ არასერტიფიცირებული მასწავლებლები გამოცდებისთვის მოსამზადებელ პერიოდში სხვადასხვა სატრეინინგო პროგრამით ინტერესდებიან. არსებული მონაცემებით, საქართველოში ინგლისური ენის მასწავლებელთა ჩართულობა უწყვეტი პროფესიული განვითარების სხვადასხვა აქტივობაში არცთუ მაღალია. ამ აქტივობათაგან ბევრი მხოლოდ სატრეინინგო კურსებსა და პროგრამებს ასახელებს. საჭიროა, მასწავლებლებს უფრო მკაფიოდ განემარტოთ, უპირველეს ყოვლისა, თვითონ უწყვეტი პროფესიული განვითარების მნიშვნელოვნება, მერე კი ის კომპონენტები, რომლებიც მათ ამგვარი განვითარების შესაძლებლობას აძლევს.
აღსანიშნავია ისიც, რომ უწყვეტი პროფესიული განვითარების აუცილებლობას ერთხმად აღიარებენ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელი პროფესიონალები. აშკარაა, რომ ზრდა და განვითარება არასდროს არ უნდა შეწყდეს, განსაკუთრებით კი ისეთ ცვალებად სამყაროში, როგორშიც ჩვენ ვცხოვრობთ. და მაინც, რა კომპონენტების ერთობლიობა განაპირობებს ხარისხიან უწყვეტ პროფესიული განვითარებას?
გამოცემაში „წინსვლა: უწყვეტი პროფესიული განვითარება ინგლისური ენის მასწავლებელთათვის” (UK, 2011.4), ეს პროცესი შემდეგნაირად არის განმარტებული:
·
პროფესიონალები გამუდმებით უნდა ეძებდნენ გზებს, გაუმკლავდნენ ახალ გამოწვევებს და გაიუმჯობესონ სამუშაო პრაქტიკა;
·
მასწავლებელი თვითონ განსაზღვრავს საჭიროებებს და სახავს მათი დაკმაყოფილების საშუალებებს;
·
უწყვეტი პროფესიული განვითარება უფრო მეტად შეფასებითია, ვიდრე აღწერითი და, შესაბამისად, მასწავლებელს ესმის ამ აქტივობის მნიშვნელობა;
·
ეს პროფესიული ცხოვრების უმნიშვნელოვანესი ნაწილია და არა მისი დამატება;
·
ეს არის საკუთრება იმ დაწესებულებისა, რომელშიც მასწავლებელი მოღვაწეობს;
·
ეს პროცესი მიმდინარეობს მასწავლებლის კარიერული ზრდის ყველა ეტაპზე;
·
ეს პროცესი ინსტიტუტსა და ინდივიდს მიზნების მიღწევაში ეხმარება.
უწყვეტი პროფესიული განვითარების სპეციფიკიდან გამომდინარე, შესაძლოა, მისი მთავარი მახასიათებლები შემდეგნაირად განისაზღვროს:
·
თვითრეფლექსია. მასწავლებელი მუდმივად უნდა ახდენდეს საკუთარი პრაქტიკის რეფლექსიას, რათა განსაზღვროს ის სფეროები, რომლებშიც უფრო მეტი მუშაობა სჭირდება (რიჩარდზი და ნუნენი, 2008.4). თვითრეფლექსია – ეს არის უმთავრესი ფაქტორი განვითარების განსაზღვრისას, რამდენადაც სწორედ ამგვარად შეძლებს მასწავლებელი, უკეთ გააცნობიეროს საკუთარი პრაქტიკა და/ან მისი ეფექტიანობა მოსწავლეებზე. მხოლოდ საკუთარი სწავლების პრაქტიკაში მუდმივი ჩაღრმავება ქმნის განვითარების წინა პირობას.
·
დაგეგმვა.ყველა მასწავლებლი თვითონ არის პასუხისმგებელი, დაგეგმოს საკუთარი განვითარების გზა დამოუკიდებლად ან იმ ადამიანთან ერთად, რომლის მოვალეობასაც წარმოადგენს სკოლაში მასწავლებელთა პროფესიული განვითარების კოორდინირება. რამდენადაც ჩვენ ვცხოვრობთ ანგარიშვალდებულების ეპოქაში, საკუთარი განვითარების სწორად დაგეგმვა ნიშნავს, რომ სამუშაო საათების მიღმა დახარჯული დრო და ამ საქმეში ჩადებული ფულადი რესურსი უაზროდ არ არის გაფლანგული. უფრო მეტიც: პროფესიული განვითარების დაგეგმვა ეხმარება მასწავლებელს, ფოკუსირება მოახდინოს საკუთარი პრაქტიკის სპეციფიკურ ასპექტებზე და არა, უბრალოდ, დაესწროს სხვადასხვა ტიპის ტრეინინგებსა თუ სესიებს ფორმალური მოთხოვნების შესასრულებლად. ცხადია, საკუთარი განვითარების დაგეგმვა მასაწავლებელს ამავე განვითარების შეფასებაში დაეხმარება.
·
სატრეინინგო შესაძლებლობების მრავალფეროვნება.მასწავლებლებს უნდა ჰქონდეთსაშუალება, თვითონ განსაზღვრონ, რას ამოირჩევენ მათთვის შეთავაზებული სხვადასხვა აქტივობიდან. ბოლიტოს (1996) ფორმულირების მიხედვით, მასწავლებელთათვის შეთავაზებული ტრეინინგები მაშინ არის ეფექტიანი, როდესაც ისინი ერთნაირად შეესაბამება ინსტიტუციურ და მასწავლებელთა პირად საჭიროებებს.
·
პროფესიული განვითარების სხვა ფორმების გამოცდილება. თუ მოხდა ისე, რომ პროფესიული განვთარებისათვის შეთავაზებული აქტივობები არ პასუხობს მასწავლებელთა სწავლების სფეროში წამოჭრილ კითხვებს, მასწავლებლებს უნდა ჰქონდეთ შესაბამისი ცოდნა და უნარ-ჩვევები, თვითონ მოიძიონ პასუხები ამ კითხვებზე. მათ უნდა შეეძლოთ მცირემასშტაბიანი კვლევების ჩატარება, ურთიერთდაკვირვების განხორციელება და ა.შ.
·
ახალმიღებული ცოდნისა და უნარ-ჩვევების პრაქტიკაში გამოყენება. ნებისმიერი ტიპის სატრეინინგო კურსებზე დასწრება სრულიად უსარგებლოა როგორც მასწავლებელთათვის, ასევე მოსწავლეებისთვისაც, თუ არ მოხდა მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება. აუცილებელია მასწავლებელთა წახალისება, რათა მათ ობიექტურად შეაფასონ, როგორ გამოიყენეს მიღებული ცოდნა და ისიც, რადენად ეფექტიანი იყო ახალი პრაქტიკა, იდეა თუ აქტივობა მოსწავლეებთან მუშაობისას.
·
ევალუაცია. უწყვეტი პროფესიული განვითარება გარკვეულწილად გულისხმობს მასწავლებლის ზოგადი პროფესიული განვითარების ეფექტიანობას და მის ჩართულობას სატრეინინგო პროგრამებში, ეხმარება მასწავლებელს იმის გაცნობიერებაში, მიაღწია თუ არა დასახულ მიზანს და რა გავლენას ახდენს განსაზღვრული მიზნის მიღწევა მის მოსწავლეებზე. Guskey, 2000:IX მიხედვით, „ევალუაცია გვეხმარება, უკეთ შევაფასოთ პერსონალის განვითარება, რათა ის შემდგომ უფრო გაძლიერდეს და განვსაზღვროთ, რა ეფექტი აქვს მას”.
·
აღიარება და დაჯილდოება. უნდა არსებობდეს გარე მამოტივირებელი ფაქტორი, რომელიც წაახალისებს და გაააქტიურებს მასწავლებლებს – ხელფასის მომატება, დაწინაურება, სატრეინინგო პროგრამების უფასოდ გავლის საშუალება და ა.შ. გლუსაკის (Glusak) (2012) მიერ ჩატარებული კვლევა აჩვენებს, რომ ის მასწავლებლები, რომლებიც ჩართულნი არიან სატრეინინგო პროგრამებში, გამოთქვამენ სურვილს, მათი ძალისხმევა აღიარონ, თუნდაც ეს არ მოიაზრებოდეს მათ განვითარებაში წამყვან ძალად.
·
სხვადასხვამხარისმ ჩართულობა. უდავოა, რომ არც უწყვეტი პროფესიული განვითარება და არც სატრეინინგო პროგრამებში ჩართულობა არ წარმოადგენს მხოლოდ მასწავლებლის პასუხისმგებლობას – ეს სკოლის, საზოგადოებისა და მთელი სისტემის პასუხისმგებლობაა. ხარისხიანი უწყვეტი პროფესიული განვითარება, სატრეინინგო პროგრამების ჩათვლით, არის შედეგი სხვადასხვა ჩართული მხარის ერთობლივი ძალისხმევისა. სკოლამ, საზოგადოებამ და სისტემამ უნდა უზრუნველყონ შესაბამისი სასწავლო გარემოს შექმნა, წარმოადგინონ რეკომენდაციები, შესთავაზონ მორალური თუ ფინანსური მხარდაჭერა და სხვა წამახალისებელი ღონისძიებები, რათა მასწავლებლებმა არ დაკარგონ ინტერესი და მოტივაცია, მუდმივად იზრუნონ საკუთარ პროფესიულ წინსვლაზე. ეს მთელი სისტემისთვის იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესში ჩართულმა თითოეულმა მხარემ მასწავლებლების განვითარებისთვის სათანადო პირობების შესაქმნელად ძალისხმევა არ უნდა დაიშუროს.
ყველა ამ კომპონენტის ერთობლიობა ქმნის ხარისხიან უწყვეტ პროფესიულ განვითარებას. ერთი მათგანიც რომ გამოაკლდეს, ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი განვითარების ხარისხის ან უწყვეტობის თაობაზე. აქედან გამომდინარე, სწორედ ამ კომპონენტების გათვალისწინებით უნდა დაიგეგმოს მასწავლებელთათვის უწყვეტი პროფესიული განვითარება და შემდგომ – ანალიზი.
ცოტა ხნის წინ
ევროპაში მცხოვრებ ერთ ჩემს მეგობარს ვესაუბრებოდი „სკაიპით”. ალბათ
თქვენც დაკვირვებიხართ, ასეთ დროს რაც უფრო დიდხანს გრძელდება საუბარი, მით უფრო ცუდ
ხასიათზე დგები ბოლოს – ათასი რამე გახსენდება, ძველი და დავიწყებული, მონატრებული
და „ტკბილ” სიტყვებსაც არ იშურებ იმათ მოსაკითხად, ვინც ამ დღეში ჩააგდო ქვეყანა და
ხალხი.
– მარტო მაგათ
გამო კი არ ხდება ეგ ყველაფერი, – მპასუხობს უცებ ჩემი მეგობარი, – ჩვენც კაი მედროვეები
ვართ, ყველაფერზე წამსვლელები, ოღონდ ტყავი გადავირჩინოთ.
დიდხანს ვფიქრობ,
რა უნდა ვუპასუხო. არა, მარტივ „სმაილს” ვერ გავუგზავნი,
ასე ადვილად ვერ დავნებდები, ვერც დავეთანხმები. სიმართლესთან
ახლოა მისი სიტყვები, მაგრამ ნამეტანი თავზე ნაცრის დაყრა ხომ არ გამოდის?
ჩვენს მანკიერ
თვისებებს ვინ მოთვლის, მემატიანეები და მოგზაურები ჩანიშვნას ვერ აუდიან ხოლმე, მაგრამ
ყველას და ყველაფრის ერთ ქვაბში მოხარშვა რატომღაც გადამეტებული მეჩვენა. ეტყობა უცხოობაში
უფრო მგრძნობიარე ხდება ადამიანი და გაცილებით მტკივნეულადაც აღიქვამს აქაურ ამბებს.
მაინც ვფიქრობ,
რა უნდა ვუპასუხო, საიდან დავიწყო. ამ დროს უეცრად ლინკი მომდის. საგონებელში ვარ.
ჯერ ვუპასუხებ და მერე გავხსნი, თორემ 1:0 იქნება მის სასარგებლოდ – თეორემა წამოაყენა
და დამტკიცებაც მოაყოლა. ჩქარ-ჩქარა ვკრეფ:
– გეთანხმები.
უბრალოდ ხომ არიან ეგეთებიც, მედროვეებს რომ ჯანდაბაში გაუშვებს.
და ახალ ლინკს
ვუგზავნი „იუთუბიდან”, მინაწერით: „0:07-დან მოუსმინე”:
„…ხალხთან მოქცევა
თუ არ იცი, არ გამოვა არაფერი. ხალხთან მოქცევას ცოდნა უნდა, და ბავშვობიდანვე მასწავლიდა
ცხონებული მამაჩემი ამას… თოთხმეტი წლის ვიყავი და მეუბნება ერთხელ: შვილო, რომ დაინახო
ორი კაცი ერთმანეთზე მოსაკლავად იწევდეს, დააცადე, არ ჩაერიო შენ, თუ ერთმა მოკლა მეორე,
მიდი სატირალში, შეეწიე ოჯახს და იტირე შენცო. ახლა იმ მეორე კაცსაც სასამართლოზე რომ
გაიყვანენ, მიდი იქაც და ისე ილაპარაკე, ვითომ მთლად მისი ბრალი არ იყო ის ამბავი და
მისი ბრალიც რომ იყო, ისე. მიუსჯიან ციხეს, მიდი ოჯახში, მიუსამძიმრე, მათაც შეეწიე
რამე. ასეთი კაცი იყო მამაჩემი ბიკი ყუფარია” (სატელევიზიო მხატვრული ფილმი „დათა თუთაშხია”,
პირველი სერია).
ბავშვობაში „ნამიოკობანას”
ხშირად ვთამაშობდით ერთად, წყვილში, ამიტომ კარგად ვხვდები, რასაც გამოგზავნიდა. ლინკს
აუღელვებლად ვხსნი და ვუსმენ:
„სანამ ბოლშევიკები
აქ მოვიდოდნენ, რამე უნდა იჩალიჩო, ყვარყვარე… (შემოდიან აბრაგები) ქვეყანა გადატრიალდა. დღეიდან ბოლშევიკურად უნდა ვიმუშავოთ, ყურები
კარქად გამეიფხიკეთ, აღსრულდა ჩვენი ოცნება, დადგა დრო სანეტარო,
გაიხარე მუშავ წამებულო! (სტუდენტს ძველი დროშა
შემოაქვს, შეკითხვით: „დავწვა?”) რა უნდა დაწვა, შე ცალტვინა, რა იცი, როდის დაგჭირდება”
(მხატვრული ფილმი „ყვარყვარე”).

უშანგი ჩხეიძე ყვარყვარეს როლში (რეჟ. გრიგოლ სულიაშვილი, ქუთაისი, 1929 წ.)
ძალიან შორსაა
ეს ორი ამბავი ჩვენგან? დიახ, გასული საუკუნისაა ის ორი წიგნი და ის ორი ფილმიც, მაგრამ
მედროვეობა რომ მარადიულ, მარად თანამდევ თვისებებს მიეკუთვნება? კარგად კი ვიცინით
პოლიკარპე კაკაბაძისა და ჭაბუა ამირეჯიბის პერსონაჟთა მონოლოგებზე, მაგრამ დღესაც,
ამ წუთას, რამდენი ვინმე გვახსენდება, ვინც ყვარყვარე თუთაბერისა და ყველო ყუფარიას
ადგილს დაიჭერდა, სიამოვნებით გამორჩებოდა ყველა წყობილებას სათავისოდ რამეს, ყოველ
შემთხვევაში, არსად არ დაიჩაგრებოდა.
გასული საუკუნე
ვახსენეთ და ამ საუკუნეშიც გამოქვეყნდა ერთი ძალზე სადღეისო და საყურადღებო წერილი-დიალოგი,
სადაც ოთარ ჭილაძე ჯანსაღი საზოგადოების შექმნის საფუძვლად ახალგაზრდების აღზრდას ასახელებს
ოჯახსა და სკოლაში:
„მე განსაკუთრებულად
ჩემი, ქართველი ახალგაზრდა მეცოდება – უნიჭიერესი და უვიცი, არასწორი წარმოდგენებისა
და ფუჭი ილუზიების ტყვე. შენ რომ არ გისმენს, არაფრად რომ აღარ გაგდებს, ეს კიდევ არაფერი,
ამას შენც მოინელებ და, რა თქმა უნდა, აპატიებ, მაგრამ შეიძლება მართლა გაგისკდეს გული,
როცა საკუთარი თვალით ხედავ, როგორ ბრმად ენდობა ნებისმიერ სულგაყიდულ, სინდისგარეცხილ
მედროვეს, რომელიც აშკარად პირადი გამორჩენის მიზნით, ანდა კიდევ უარესი, სხვა, უფრო
დიდი მედროვის ფარული მითითებების შესაბამისად, დაუნანებლად სვრის, ბილწავს, ასახიჩრებს
ირგვლივ ყველაფერს; აკნინებს, აბითურებს წმინდა ცნებებს; ეჭვის ქვეშ აყენებს საუკუნეობით
დადგენილსა და დაკანონებულს… პირუტყვულ თავისუფლებას ქადაგებს ზნეწამხდარ ოჯახებსა
და ფუნქციადაკარგულ სკოლებში…” („მედროვეები და დრო”, 2006).
–ხედავ, ძმაო? – ამბობს ჩემი მეგობარი, – ჩვენი გამოსწორება არ იქნება.
აზრი არა აქვს
შეპასუხებას, კამათს, ვცდილობ არ ავყვე:
– შენკენ რა ხდება
ახალი, დაიწყე მუშაობა? – ვკრეფ და სანამ მისი პასუხი მოვიდოდეს, არც ის საფიქრალი
ამომდის თავიდან, შუაგზაზე რომ გავწყვიტე, მტკივნეულ ადგილას.
…თუკი ვთანხმდებით,
რომ ოჯახი და სკოლა აყალიბებს პიროვნებას, მაშინ არც იმ მედროვეების დასახელება უნდა
გაგვიჭირდეს, რომლებიც, სხვადასხვა პროფესიის სამოსში გამოწყობილნი, ზნეობისა და ქცევის
კოდექსს უკითხავენ საზოგადოებას. ოღონდ შორს ნუ დავიწყებთ ხოლმე ძებნას – სხვა კონტინენტზე,
გასულ საუკუნეებში – აქვე, ახლოს მოვავლოთ თვალი.
“კონკრეტულიდან ზოგადისკენ”, “ადვილიდან ძნელისკენ”, “უფრო ცნობილიდან ნაკლებ ცნობილისკენ”, “უფრო ახლოდან უფრო შორეულისკენ” და ა.შ.
წარმოიდგინეთ, საყვარელ საქმიანობაზე იძულებით რომ
გეთქვათ უარი და მერე ამ რეალობასთან შესაგუებლად გრძელი, მოსაწყენი დღეები ან სულაც წლები გაგევლოთ. შეგიძლიათ, არც წარმოიდგინოთ, მე გეტყვით –
ეს ძალიან მძიმეა, ისეთივე მძიმე, როგორიც ამბავი ირანელი
მომღერალი ქალებისა, რომლებსაც სიმღერა კანონით ეკრძალებათ, ირანელი რეჟისორებისა, რომელთა
ფილმებსაც ცენზურა არ ინდობს და დაჩეხილს აძლევს დიდ ეკრანებზე
გასაშვებად, როგორც ამბავი ყველა იმ ადამიანისა, რომელსაც ხელოვნურად შექმნილ ბარიერებთან
უწევს ბრძოლა, ნაცვლად იმისა, რომ საყვარელი საქმე
აკეთოს.
თვალსაჩინოება ხელს უწყობს რეალობის აღქმას, ამიტომ მოუსმინეთ მუსიკას ბგერების
გარეშე.
გაიცანით ბავშვობაში მომღერლობაზე
მეოცნებე ირანელი ნევშა თავაქოლიანი, რომელსაც ეკუთვნის სიმღერის უფლებაწართმეული მომღერალი
ქალების CD-ის გამოშვების იდეა. ახალგაზრდა თვითნასწავლმა ფოტოგრაფმა, რომლიც თანამედროვეობის
ერთ-ერთ ყველაზე აღიარებული ფოტორეპორტიორია, ფოკუსი ქალებზე გაასწორა, ნიჭიერ, ლამაზ
ირანელ ქალებზე, საკუთარი სქესის გამო ისეთ პრობლემებთან მებრძოლებზე, რომლებსაც “დასავლელი”
ქალები ნაკლებად აწყდებიან.
სერიაში „უსმინე” ნევშამ 6 მომღერალი
ქალი გააერთიანა, თავწაცლილი ქათმებით ხელში, შუშის კოლოფით თავზე, წელამდე ზღვაში,
მოკრივის ხელთათმანებით, სიმღერისას თვალდახუჭულები და თავგვერდზეგადაგდებულები,
გვირგვინოსნები, ქალები, რომელთაც 1979 წლის რევოლუციის შემდეგ, რაც ირანი თეოკრატიული
სახელმწიფოს გზას დაადგა, კანონით აეკრძალათ საჯარო ადგილებში სიმღერა, მუსიკალური
პროდუქციის გამოშვება და კომპაქტდისკების წარმოება (მათ შეუძლიათ მხოლოდ ქალებისგან
შემდგარი პუბლიკის
წინაშე სიმღერა,
თუ წარმოდგენა სანქცირებულია ირანის კულტურის სამინისტროს მიერ). კანონს ზურგს
უმაგრებს არგუმენტი, რომ ქალის ხმა საშიში და ძლიერი იარაღია, რომელმაც ადამიანს შეიძლება გონება აურიოს, ამიტომ ჯობს, ასეთი იარაღი აიკრძალოს. ირანში კანონის დარღვევა
შეიძლება ძვირად დაგიჯდეს, სიცოცხლის ფასადაც კი, ამიტომ ეს ქალები,
უხმოდ მღერიან (სამართლიანობა მოითხოვს ითქვას, რომ ირანი ერთადერთი
ქვეყანა არ არის, სადაც ქალებს სიმღერა ეკრძალებათ– ანალოგიური ვითარებაა პაკისტანში, სადაც შარშან 24 წლის ღაზალა ჯავდი მოკლეს მხოლოდ იმიტომ, რომ არ დაემორჩილა თალიბანის
გაფრთხილებებს და მღეროდა მშვიდობისაკენ მოწოდების შემცველ ტექსტებს).

გარდა ნევშას
ფოტოსერიაში მოხვედრილი ირანში მცხოვრები მომღერლებისა, არიან ისეთებიც, რომლებმაც შეძლეს
თეოკრატიული და დისკრიმინაციული რეჟიმის გარღვევა და თავიანთი შემოქმედება ფართო აუდიტორიამდე
მიიტანეს. ამისთვის აუცილებელი წინა პირობა ირანის დატოვებაა.
თეირანელი მასა ვადატი, რომლის მუსიკა, ისევე როგორც ყველა
მომღერალი ქალისა, ირანში აკრძალულია, 1995 წლიდან მართავს კონცერტებს ევროპის ქვეყნებშიდა ასე ცდილობს მომღერალსა და მსმენელს შორის ირანის მთავრობის
მიერ დაშვებული რკინის ფარდის მოშლას.
მასა მომღერლებისა
და კომპოზიტორების საერთაშორისო ორგანიზაციის მსოფლიო ელჩია. ორგანიზაცია Freemuse
ადვოკატირებას უწევს მომღერალთა და კომპოზიტორთა გამოხატვის თავისუფლებას.
მასას გზა განვლო
კიდევ ერთმა ირანელმა მომღერალმა ქალმა გუგუშმა, რომელიც რევოლუციამდელ
ირანში დაიბადა და იმ დროისთვის, როცა თეოკრატიულმა თეირანმა ქალების საბოლოოდ გაჩუმება
გადაწყვიტა, უკვე აღიარებული ვარსკვლავი იყო. გუგუშმა დისკრიმინაციულ კანონებთან შეგუებას
ქვეყნიდან წასვლა არჩია და ამერიკაში გააგრძელა ცხოვრება და მოღვაწეობა.
ირანში მხოლოდ
მუსიკოსი ქალების უფლებები კი არ იზღუდება, საზოგადოდ რთული დამოკიდებულებაა ქალების შექმნილი კულტურული
პროდუქტის მიმართ. მაგალითად ირანელი რეჟისორი ქალი მანიჯე ჰეკმატი, რომელიც ფილმებს უმეტესად ირანელ ქალებზე იღებს, ვერცერთ ფილმში ვერ
გადაურჩა ცენზურას. ცენზურას და თავისუფალი ქალების მიმართ
სახელმწიფოს აგრესიულ პოლიტიკას თავი
ვერ აარიდა ვერც მისმა შვილმა, მსახიობმა პეგა აჰანგარანმა, რომელიც, როგორც რეფორმების
მომხრე თავისუფალი ადამიანი, რეჟიმისთვის საშიში ადამიანების სიაში აღმოჩნდა და ოპოზიციის
მხარდამჭერობის ბრალდებით ციხეში მოხვდა. პეგა ერთადერთი ირანელი ქალია,
რომელიც საკუთარი თვალით მინახავს. ულამაზესი გოგოა. ბათუმის საერთაშორისო კონოფესტივალს
სტუმრობს თითქმის ყოველ წელს.
მანიჯე ჰეკმატის
ფილმები, ისევე როგორც ნევშას ინსტალაცია, ცენზურის შემდეგაც კი ახერხებს თანამედროვე
ირანის ილუსტრირებას.
არის სხვა ფილმებიც,
არიან სხვა აკრძალული მუსიკოსებიც, არის კიდევ უფრო მკაცრი ქვეყნებიც, სადაც
ქალებს არათუ არ უსმენენ, ნივთებივით ექცევიან, მაგრამ, ვფიქრობ, თუ იმის დანახვა გინდა, რა მძიმეა საკუთარი
სქესის გამო ვიღაცის მიერ შენთვის დაწესებული შეზღუდვების ატანა, რამდენიმე მაგალითითაც
ადვილად დაინახავ და თუ ვინმე იკითხავს, რა საჭიროა ქალთა
უფლებებზე ზრუნვა, ჩვენ ხომ არავინ გვერჩის, აუცილებლად უამბეთ მომღერალი გოგონას შესახებ, მოკრივის წითელი ხელთათმანები რომ აცვია. ლამაზთვალებიანი პეგას ამბავსაც მოუყევით და ისიც დააყოლეთ, რომ აუცილებელი არ არის, რაიმე აუცილებლად შენს თავს ხდებოდეს, მისი სიმძიმე
რომ გააცნობიერო.
გვერდის პარტნიორია გამომცემლობა “ინტელექტი”
თუ აღარ გახსოვთ, შეგახსენებთ. შიმონ პერესი ისრაელის ყოფილი პრემიერ-მინისტრი
და ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატია. უკვე
80 წელს გადაცილებული ყოფილი პრემიერი
ჯერ კიდევ სამუშაო ფორმაშია. ყურადღებით ადევნებს თვალს ისრაელ-პალესტინის სამშვიდობო მოლაპარაკებებს და არასამთავრობო ორგანიზაცია “პერესის მშვიდობის
ცენტრს” ხელმძღვანელობს. ისრაელის სხვა ყოფილ თუ ამჟამინდელ პოლიტიკოსებს შორის,
შიმონ პერესს ყველაზე მეტი მომხრე ჰყავს. უფრო
მეტიც, პოლიტიკური ექსპერტები ფიქრობენ, რომ
პერესის გარეშე მშვიდობა ისრაელში უფრო რთული მისაღწევი იქნება.
ბატონ ყოფილ პრემიერ-მინისტრს
(ასე მიმართავენ მას მისი ხელქვეითები) ბევრი
ჟურნალისტი სტუმრობს და მათ, ძირითადად, მისი პოლიტიკური შეფასებები აინტერესებთ ხოლმე.
– “ცხელი შოკოლადი”?
საინტერესოა … რა აინტერესებს ჩემგან “ცხელ
შოკოლადს”?
– თქვენი ცხოვრება,
ბატონო ყოფილო პრემიერ-მინისტრო.
– სულ ეს არის?
– მგონი კი.
– მაშინ მე თქვენ გაჩუქებთ ჩემს ავტობიოგრაფიულ წიგნს და
დარჩენილი დრო საქართველოზე ვილაპარაკოთ.
– კი ბატონო, მაგრამ
ჩვენ ისრაელის ამბები უფრო გვაინტერესებს. გვაინტერესებს ამ გადმოსახედიდან, რით ამაყობს
და რას ნანობს შიმონ პერესი.
– მე არაფერს ვნანობ, იმიტომ, რომ არაფრის შეცვლა არ შემიძლია. გული მწყდება, რომ ბევრი
რამის გაკეთება შემეძლო და ვერ გავაკეთე და ახლა სწორედ ამის კორექტირებას ვცდილობ.
ვამაყობ იმით, რომ ყოველთვის იდეალისტი ვიყავი და ვცდილობდი, ადამიანების ცხოვრება
გამეუმჯობესებინა. ვამაყობ იმითაც, რომ ჩემი შვილები გულწრფელი და შრომისმოყვარე ადამიანები
არიან და წიგნებით გამოტენილ სახლებში ცხოვრობენ. ისინი არ ფიქრობენ, რომ მათ ქვეყანას
მათი ვალი აქვთ. მათ მიაჩნიათ, რომ ისინი არიან თავისი ქვეყნის მოვალეები. ისინი არ
არიან პრივილეგირებული და არ ფიქრობენ, რომ უნდა იყვნენ პრივილეგირებული. რაც მთავარია,
მათ იციან, რომ მე ვიცხოვრე იმისათვის, რომ რაღაცისთვის მემსახურა.
– ახალგაზრდა მწერალმა,
ედგარ კერეტმა მითხრა, ებრაელებმა ისრაელში
ებრაელობა დაკარგეს და ეს გულდასაწყვეტიაო.
მე ზუსტად არ მესმის, რას ნიშნავს ეს. იქნებ
თქვენ ამიხსნათ?
– ებრაელი ხალხი განსხვავდება
სხვა ხალხებისაგან. ისინი უკომპრომისო ხალხია. ებრაელი ერი ცვლილებების და სასწაულების ერია. მათ ღრმად სწამთ, რომ კაცობრიობის უკეთესობისაკენ შეცვლა
შესაძლებელია. მთელი ებრაული ისტორია მორალურ კოდექსს ეფუძნება. მორალური
პრინციპების გარეშე, ებრაელი ებრაელი აღარ არის და ამით ის სხვა ხალხებს ემსგავსება. ხშირად ეს მორალური უკომპრომისობა
ძვირად გვიჯდება. მონობის დროს, მონობას ვეწინააღმდეგებოდით. ოკუპაციის დროს – ოკუპანტებს. ჩვენ ყოველთვის კარგად
გვესმოდა ცხოვრების საზრისი. როცა სხვები მაღალ შენობებს აშენებდნენ, ჩვენ მნიშვნელოვან წიგნებს ვწერდით. 10 მცნება ხომ მთელი დასავლური
ცივილიზაციის ფუნდამენტია. ამავდროულად, იუდაიზმი
ეკლესია არ არის. იუდაიზმი რწმენაა. ის არ ეფუძნება წესრიგს. ის რწმენაზეა აგებული.
ჩვენ არ გვყავს გმირი. ჩვენ არ გვყავს მეორე ღმერთი. ადამიანი პირდაპირ უკავშირდება
ღმერთს. პირველი ადამიანები არ იყვნენ ებრაელები, მაგრამ მეორე თაობა უკვე იყო. ებრაული
ენა და კულტურა წმინდად ითვლება. თუ ქრისტიანებისთვის
ეს მიწა წმინდა მიწაა, ჩვენთვის ის აღთქმული ქვეყანაა. ამ დროს ისრაელის ახალი თაობა
ივიწყებს ამ ყველაფერს. მათ მატერიალური ყოფა უფრო ანაღვლებთ, ვიდრე იდეალისტური. მათი ცხოვრება
არ არის ამ ცნებებით გამსჭვალული და ეს მართლა გულდასაწყვეტია.

– არ ვიცი, ამასვე
ფიქრობდა თუ არა ედგარ კერეტი, მაგრამ ჩემთვის ყველაზე საინტერესო
ის სამშვიდობო მოლაპარაკებებია, რომლისთვისაც
შიმონ პერესმა ნობელის პრემია მიიღო. ამერიკული
უნივერსიტეტების საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტებზე ამ მოლაპარაკებების ისტორია
განსაკუთრებულ “ქეისად” ისწავლება.
მახსოვს, ჩვენს ერთ-ერთ ქართულ უნივერსიტეტშიც უნდა წაეკითხა შიმონ პერესს საჯარო ლექცია, მაგრამ ჯანმრთელობის გამო, ეს ვერ შეძლო. ამიტომ, ძალიან ვამაყობდი, ამ ამბავს პირადად მისგან რომ ვისმენდი.
– თავიდან ვიფიქრე,
რომ იორდანიის მეფე ჰუსეინს უნდა შევხვედროდით.
გეოგრაფიულად და ლოგიკურადაც სამკუთხედი ვართ: იორდანია, პალესტინა და ჩვენ. მეფე ჰუსეინს ჩუმად შევხვდით და შეთანხმებასაც მივაღწიეთ. დანარჩენზე
ლონდონში, მეფის და ჩემი საერთო მეგობრის სახლში ვისაუბრეთ. მახსოვს, ჩემი მეგობრის
იურისტმა მეუღლემ მთელი ჩვენი “ამალა” დაითხოვა და სადილიც თვითონვე მოგვიმზადა.
სადილის ბოლოს, მეფეს ჭურჭლის გარეცხვა შევთავაზე. მან სიამოვნებით მიიღო ეს შეთავაზება, მაგრამ დი- ასახლისმა ეს საქმე არ
დაგვანება, თქვენ უმჯობესია მშვიდობაზე იზრუნოთო.
მოკლედ, 8 საათი ვიჯექით და მოვილაპარაკეთ
კიდეც. ეს ყველაზე საუკეთესო შეთანხმება იყო,
რაც კი ოდესმე ყოფილა. მაგრამ, სამწუხაროდ, საპარლამენტო ხმების მხოლოდ 50% იყო
ჩვენი და ეს შეთანხმება ვერ გავიტანეთ. დღემდე მიმაჩნია და ძალიან ვწუხვარ, რომ ამით
ჩვენ მშვიდობის მიღწევის ყველაზე რეალური შანსი დავკარგეთ. მერე ვიფიქრე, ღმერთო ჩემო, სხვა გზა არ გვაქვს, პალეს- ტინელებთან, არაფატთან მოგვიწევს მოლაპარაკება-მეთქი. “პალესტინელების გათავისუფლების ორგანიზაციიდან” ბევრს ვიცნობდი,
მაგრამ მათ ყველას ერთი საერთო თვისება ჰქონდათ: ყველა პრობლემისაგან იდეოლოგიას ქმნიდნენ,
და ყველა არა-იდეოლოგიისაგან – გამოსავალს. ამიტომ მათთან კამათი უსასრულოდ გრძელდებოდა. სხვა გამოსავალი უნდა მეპოვა.
უნდა მეპოვა ადამიანი, რომელიც მიწაზე დაეშვებოდა და რეალურად ეცდებოდა მოლაპარაკებას.
ორივე მხარის არგუმენტები უკვე გასაგები იყო და ერთმანეთის დადანაშაულება უკვე დროის
ფუჭად კარგვის ტოლფასი იყო. მოკლედ, შევარჩიე
ადამიანი, ვისაც, გამოცდის მიზნით, ყველაზე რთული რამ ვთხოვე. ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის საერთაშორისო მოლაპარაკებებისათვის
ჩვენ ჩვენი კანდიდატი უნდა წარგვედგინა, პალესტინელებს
– თავისი. პალესტინელების რჩეული პალესტინის ეროვნული საბჭოს წევრი იყო და მოლაპარაკებებს დიდად ვერ გამოადგებოდა. ჩვენ კი, კანონის თანახმად, არაფატთან პირდაპირ მოლაპარაკებებზე ვერ გავიდოდით. ამიტომ, მე ჩემს რჩეულ აბუ ალას ვუთხარი,
თუ მოლაპარაკება გინდათ, კაცი გამოცვალეთ-მეთქი.
იმის მაგივრად, რომ მას სხვებივით ეთქვა, ეს შეუძლებელიაო, გვითხრა, ვცდიო. გამოუვიდა კიდეც. მეც მაშინვე ვთქვი, აი, ეს არის ის კაცი-მეთქი.
პრემიერ-მინისტრი იცხაკ რაბინი იყო და ის ვაშინგტონში აწარმოებდა მოლაპარაკებებს. მე
მას ვუთხარი, რომ არაფერი გამოუვიდოდათ, იმიტომ, რომ პალესტინელებთან ყველა შეხვედრის მერე, პრესკონფერენციას მართავდნენ. არადა, მოლაპარაკებებს ინტიმი სჭირდება. ეს იგივეა, შუა ქუჩაში სასიყვარულო ტრფიალის გამართვა
მოინდომო. რაბინს ვუთხარი აბუ ალას შესახებ. მან არ დამიჯერა, მაგრამ მითხრა, კარგი, ჰა, სცადეო.
ისე გამოვიდა, რომ ვაშინგტონის მოლაპარაკებები ჩაფლავდა, ოსლოს მოლაპარაკებებმა კი
შედეგი გამოიღო.
მაგრამ ამისთვის,
კანონის სანახევროდ დარღვევა მოგვიხდა, რადგან ჩვენი პარლამენტი პალესტინის გათავისუფლების
ორგანიზაციასთან მოლაპარაკებებს გვიკრძალავდა.
მე პირდაპირ მინდოდა მათზე გასვლა, მაგრამ
რაბინმა მითხრა, ძალიან უცნაური იქნება, თავად შენ თუ დაარღვევ კანონსო. ამიტომ, მოლაპარაკებებზე
ჩემი ნდობით აღჭურვილი პირი, საგარეო საქმეთა სამინისტროს გენერალური დირექტორი და
იურისტი გავაგზავნე.
აბუ ალამ და ური სავირმა
ძალიან მალე გამონახეს საერთო ენა. არავინ იცის, ისინი ერთმანეთს რაზე ელაპარაკებოდნენ.
რომანტიულ თავგადასავალს ჰგავდა ეს ყველაფერი. მოწინააღმდეგე უნდა მოხიბლო, უნდა შეაცდინო,
ცოტა უნდა წაუყრუო კიდეც, იმიტომ, რომ თუ ყველაფერს გაშიშვლებულს ნახავ, შეიძლება მადა
დაგეკარგოს. ოსლოს მოლაპარაკებები 1998 წლის აგვისტოში ხდებოდა. იმ დღეს ჩემი დაბადების დღე იყო და ისედაც ცოტა
ზედმეტად ემოციური ვიყავი. არაფატთან 8 საათიანი სატელეფონო საუბრის შემდეგ, შედგა
მოლაპარაკება. აბუ ალა და ური სავირი შვედეთში იყვნენ, არაფატი – ტუნისში.
მედიატორი ნორვეგიიდან ერთვებოდა. იმდენად კარგი სატელეფონო ხაზი იყო, რომ ყველაფერი
მესმოდა: მეს- მოდა მათი შეძახილები, მათი ტანჯვა. ეს არასდროს დამავიწყდება. მშობიარობას გავდა ეს ყველაფერი. ტკივილი, იმედი. შეთანხმებას დილის 6 საათზე მივაღწიეთ.
ორი მხარის ხელმოწერების გაფორმების დღეს, ლიბანში ჰეზბოლასთან შეტაკებას ჩვენი 9 ჯარისკაცი
შეეწირა. ხელმოწერის ცერემონიალის გადადება
დავაპირეთ, მაგრამ ხანგრძლივი ფიქრის შემდეგ, რაბინმა თქვა, არა, მოვაწეროთ ხელიო, ამიტომ ცერემო- ნიალი შამპანურების და ფურშეტის გარეშე შედგა.
ამის მერე, აბუ ალამ ცალკე შეხვედრა მთხოვა. ვიდრე რამეს მეტყოდა, ცრემლები წასკდა. იმდენი ემოცია ახლდა ამ მოლაპარაკებებს … მაგრამ მისი რეაქცია მაინც გამიკვირდა.
ხალხი აკრიტიკებს
არაფატს და სწორადაც იქცევა. ის პალესტინელების
აჯანყების შეუდარებელი ლიდერი, მაგრამ პალესტინური სახელმწიფოს სრული კრახის მომტანი იყო. მაგრამ, ყოველთვის ვამბობ, რომ არ უნდა დავივიწყოთ
ის გაბედული ნაბიჯები, რომელიც მან გადადგა. მაშინ, როცა იქამდე პალესტინელები მიწის
55/45-ზე გაყოფას არ სჯერდებოდნენ, არაფატი 1967 წლის შეთანხმებას დაეთანხმა, რომელიც
პალესტინელებს მიწის 22 პროცენტს, ხოლო ჩვენ 78 პროცენტს გვაძლევდა. არ მეგულება სხვა პალესტინელი ლიდერი, რომელიც ამას შეძლებდა.
მაგრამ იცით, რაშია საქმე? თუ ომი აერთიანებს ქვეყანას, მშვიდობა ანაწევრებს მას.
მშვიდობის მისაღწევად, კომპრომისე- ბია საჭირო.
ყოველთვის გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც იტყვიან, რატომ გაიღე ამხელა მსხვერპლი? რატომ წახვედი ამხ- ელა კომპრომისზე? რატომ დათმე? ხალხი ვერ იტანს დათმობებს. მაგრამ, სამწუხაროდ, ამის გარეშე მშვიდობა არ არსებობს, ისევე როგორც
კომპრომისების გარეშე არ არსებობს მშვიდობა კაცებსა და ქალებს შორის. ძალიან საფრთხილოა:
თუ ბევრის მოგებას შე- ეცდები, შეიძლება პარტნიორი დაკარგო, რაც იმას ნიშნავს, რომ ურთიერთობებში
უნდა მოიგო მშვიდობა, და არა ქულა. თუმცაღა,
ხალხი მაინც თავისას ამბობს: ზედმეტად ბევრი
გაიღეო!
შიმონ პერესს თავისი ავტობიოგრაფიული წიგნი “ბრძოლა მშვიდობისათვის: “მემუარები”
აღარ უჩუქებია, რადგან, როგორც გაირკვა, მისი ინგლისური თარგმანი ჯერ არ არსებობს. თუმცა, მალე იქნებაო, მანუგეშა.
მეც იგივე შემიძლია
გითხრათ, რაც ბატონმა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა მითხრა: თუ მისი ცხოვრება გაინტერესებთ,
მისი წიგნი წაიკითხეთ. ახლა კი მხოლოდ იმ დანაბარებს გადმოგცემთ, რაც შიმონ პერესმა
საქართველოს მთავრობას გამოუგზავნა:
– თუ ქვეყნის მომავალზე
ზრუნავთ, არაპოპულარული ნაბიჯების გადადგმის ნუ შეგეშინდებათ!
ესაუბრა შორენა შავერდაშვილი
ყველას უყვარს ჩაკი. ის ჩაკ ნორისზე უნივერსალურია.
მას შეუძლია, ყველა გემოვნების მკითხველს ერთი ამოსუნთქვით წააკითხოს საკუთარი ტექსტები,
არამკითხველებს კი კითხვა დააწყებინოს. ეს ის ჩაკია, რომელიც პირდაპირ გიჟდება ყოველგვარი
სიბინძურის გამოფენაზე და ნაგავს ურნაში კი არა, წიგნებში ყრის.
მკითხველი ნაგვის გადამამუშავებელია, ჩაკ პალანიკი – ნაგვის კონტეინერი, ოღონდ – არა
ჰერმეტულად დახურული. ის ჩვენზე, ნაგვის მკეთებლებზე წერს.
შელამაზებული თხრობა არ უყვარს, პირდაპირია
და უშუალო. ალბათ, ასეც უნდა იყოს: ინდივიდუალიზმის დაკარგვაზე, პიროვნების თვითრეალიზაციის
მცდელობასა და შეუძლებლობაზე, კაპიტალისტური სამყაროს და, საერთოდ, მსოფლიოს ხშირად
არაჰუმანურ კანონებსა თუ მონური მორჩილების აუცილებლობაზე, ტოტალური ანარქიის მიღწევასა
და მიღწეული ანარქიის უაზრობაზე სხვანაირად წერა არ გამოდის.
“მებრძოლთა კლუბი” არის რომანი ადამიანების
შესახებ, რომლებმაც, ჩაფლულებმა ყოველდღიურ რუტინასა და განუხორციელებელ ოცნებებში,
გადაწყვიტეს, აგრესიით, ჩამსხვრეული ძვლებითა და განადგურებული შენობებით, საკუთარი
და სხვების სისხლითა და ხორცით მოეწყოთ ანარქიული მსოფლიო.
ყველაფერი უძილობით, შიშითა და მარტოობით დაიწყო.
წიგნის მთავარი გმირი უდიდესი კორპორაციებით დახუნძლული ქვეყნის შვილია. კორპორაციული
წესები კი ისეთივე მოსაწყენია, როგორიც ბებიაჩემის ლოკალური შინაგანაწესი, რომლის მთავარი
პრინციპი მეტისმეტად ხშირად კვებაა. ის ჩვეულებრივი, მუდამ მომლოდინე ბებოა ბევრი საქმით
და მაინც შარაზე გამოკიდებული თვალებით. კორპორაციებისთვის კი შენ საჭირო, მაგრამ არამნიშვნელოვანი
ჭანჭიკი ხარ და ნებისმიერ დროს მარტივად ჩაგანაცვლებენ სხვა პატარა მექანიზმით. ეს
მაშინ, როცა წლობით ცდილობ, ჭანჭიკის უფერული ყოფიდან იერარქიული კიბის რომელიმე ზედა
საფეხურზე გადაინაცვლო. თუ საერთოდ გააჩნიათ ჭანჭიკებს იერარქია. ყოველ შემთხვევაში,
სტანდარტული ბრტყელტუჩა თუ არ მოგერია, ეგეც საქმეა.
მთავარ გმირს კი ძილი ვერაფრით მოერია. მას
მეტისმეტად ეშინოდა ბრტყელტუჩასი. ის მეტისმეტად მარტო იყო და გამამხნევებელ ჯგუფებში
სიარულიც დაიწყო: გვერდით ნაწლავის კიბოთი დაავადებული თუ გიდგას, საკუთარ სიცოცხლეს
უფრო მძაფრად გრძნობ. თითქოს სიცოცხლე კი არა, ორმაგი ჩიზბურგერი იყოს – მსუქანი, მსუყე,
დიდი და ბევრი.
ტაილერ დერდენიც გამოჩნდა. დიდი, უზარმაზარი,
ყოვლისშემძლე ტაილერ დერდენი. ისეთი ტაილერი, რომელიც ნეკა თითებზე აიწევა და ბრუს
ლისაც კი დააგდებს. ეს “ჩაკნორისა” პერსონაჟი, ეს თავზე ხელაღებული არამზადა,
ეს ამერიკელი სუპერმენი მთავარი გმირის ყველა განუხორციელებელი ოცნების შესანიშნავი
ნაკრებია. ის შემზარავად შესანიშნავია. შესაძლოა, უცებ მოიხიბლო კიდეც. მით უმეტეს,
თუ ფინჩერის ეკრანიზაციას რომანამდე გაეცანი.

“მებრძოლთა კლუბი” იმედების გაცრუების
შესახებ დაწერილი წიგნია. აქ ყველა ახდენილ ოცნებას ჯურღმულისკენ მიჰყავხარ. აქ არ
ელი კათარზისის მსგავს ფინალს და მთავარი გმირის თვითგადარჩენის მცდელობა ისეთივე არაორგანული
გგონია, როგორიც თბილისური, ჯერ კიდევ დაუმახინჯებელი ბილბორდები. არადა, მთავარი გმირი
მთავარი გმირების უპირველეს ჩვევას, გადარჩენას, მაინც მოახერხებს. ეს “კარფურივით”
წიგნია. ფართო არჩევანით და სევდიანი თანამშრომლებით, რომლებიც მადლობას გიხდიან შეძენილი
საღეჭი რეზინისთვის. აქაური არჩევანი საბოლოოაა: ან ირჩევ მებრძოლთა კლუბს, ან ირჩევ
მებრძოლთა კლუბს. სლოგანი საჭირო აღარაა და არც ყვითელ სამარშრუტო ტაქსიზე წააწერ შენს
უცილობელ მარშრუტს. ყველა ისედაც მებრძოლთა კლუბში მიდის.
საბოლოოდ კი, თითისბალიშებმოჭრილები, უანაბეჭდოები,
ნაწლავებგადმოყრილები, ერთმანეთს ემსგავსებიან და თავად ქმნიან ახალ, დაუნდობელ კორპორაციას,
ხორცსაკეპ მანქანას, ახალ ზომბილენდს.
ეს ჟურნალისტის ხელით შექმნილი ზომბილენდია.
ჩაკ პალანიკს პროფესია ისევე ეტყობა, როგორც მონიკა ბელუჩის – ნაოჭები. ეს კარგი და
ბუნებრივია. ბუნებრივია პალანიკის ფანების დიდი არმიის არსებობაც. ფსიქოსივრცეების
ძებნა და აღმოჩენაც ბუნებრივია. თუმცაღა, დღემდე მგონია, რომ “მებრძოლთა კლუბი”
ოცდაერთ წლამდე საკითხავი კარგი წიგნია. თანაც ამ რომანის კითხვისას სულ სისხლიანი
და მშვენიერი მულტიპლიკაციური სერიალი “Happy Tree Friends” მახსენდება ხოლმე ლოსის მოჭრილი ფეხითა თუ ჰელოუინის
გვამებით. თითქოს რომანი კი არა, სისხლის ბანკი იყოს. უფრო კი სისხლის ავზი, რომელიც
გაუმჭვირვალეა და მეტის დანახვის საშუალებას არ გვაძლევს.
შვეიცარიელი ფსიქოლოგი ჟან პიაჟე და რუსი მეცნიერი ლევ ვიგოტსკი, რომლებიც კონსტრუქტივისტული
თეორიის ფუძემდებლებად მიაზრებიან, მიიჩნევენ, რომ მოსწავლე თვითონ აგებს ცოდნას გონებაში – მასწავლებელი მხოლოდ ეხმარება. ამდენად, კონსტრუქტივისტული აზროვნების განვითარება მოზარდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
მასწავლებელს შეუძლია, ასწავლოს მოწაფეს გზა, მაგრამ მის გავლაზე პასუხისმგებლობა უკვე თავად მოწაფეს ეკისრება.
ბლოგ „ორიონის” განმარტებით, სწავლის
თეორიებს, რომლებიც სწავლას განსაზღვრავს როგორც გამოცდილებისგან ცოდნის აგებას, სწავლის კონსტრუქტივისტული თეორიები ეწოდება.
ეს თეორიები ყურადღებას
ამახვილებს სწავლის პროცესის სოციალურ ხასიათზეც.
ვიგოტსკი სწავლის სწორედ სოციალურ ხასიათს უსვამდა ხაზს. ბავშვები სწავლობენ მოზრდილ ადამიანებთან და უფრო კომპეტენტურ
თანატოლებთან კომუნიკაციის შედეგად.
კონსტრუქტივისტულ აზროვნებაში ძალიან მნიშვნელოვანია სკაფოლდინგი.
მასწავლებელი კულტურული აგენტის – დესპანის როლს ასრულებს(ვიგოტსკი). თავდაპირველად მან მნიშვნელოვანი დახმარება უნდა გაუწიოს მოსწავლეს, მერე კი თანდათანობით შეამციროს მხარდაჭერა და ბავშვს დავალების დამოუკიდებლად შესრულების შესაძლებლობა მისცეს.
ბრუნერის კოგნიტური ზრდის თეორიის თანახმად, ადამიანის ინტელექტუალური განვითარება მოიცავს
მეთოდურ წინსვლას გონების გამოყენების კუთხით. მეთოდური წინსვლა გაუმჯობესებულ ენობრივ უნარებსა და სისტემატურ სწავლებაზეა დამოკიდებული.
ბრუნერი განასხვავებს ადამიანის აზროვნების პროცესის 3 ფორმას. ეს ფორმები ადამიანის ზრდასთან ერთად მოსდევს ერთმანეთს: მოქმედებითი გამოხატვა,
წარმოსახვითი გამოხატვა და სიმბოლური გამოხატვა (იყენებს სიმბოლურ სისტემებს ცოდნის დასაშიფრად)
ამასთან, ბრუნერი გამოყოფს აღმოჩენით სწავლას, რაც კონსტრუქტივისტული
თეორიის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. აღმოჩენა
წარმოადგენს ინდუქციური აზროვნების ფორმას.
მეცნიერის მტკიცებით, ცოდნის ორგანიზების გზებია:
. ცნებები – მსგავსი საგნებისა და მოვლენების დაჯგუფება. ლოგიკური
აზროვნების ბირთვია ცნებების დაუფლება.
. სქემები (მჭიდროდ ორგანიზებული ფაქტების ერთობლიობა)
და სცენარები (როცა სქემა მოიცავს მოვლენათა სისტემურ თანმიმდევრობას, მას სცენარი ეწოდება.)
ბავშვები სქემებსა და სცენარებს იყენებენ ჩვენ მიერ გამოტოვებული ინფორმაციის აღსადგენად.
. თეორიები – ადამიანები, განსაკუთრებით კი ბავშვები, აგებენ შეხედულებათა სისტემებს ანუ თეორიებს სამყაროს
სხვადასხვა ასპექტის შესახებ.
. მსოფლმხედველობა – ზოგადი შეხედულებები და ვარაუდები რეალობის
შესახებ.
პიაჟესა და ვიგოტსკის თეორიების თანახმად, მოსწავლე სწავლის პროცესის
აქტიური მონაწილეა და არა ინფორმაციის პასიური მიმღები.
აქტივობები დაფუძნებულია ყოველდღიურად წარმოჩენილ საჭიროებებთან
დაკავშირებულ მასალაზე.
მასალა თავდაპირველად განიხილება, როგორც ერთი მთლიანი და მერეღა ხდება მისი შემადგენელი ნაწილების გაანალიზება.
მასწავლებელი გაკვეთილს მოსწავლეთა კითხვებზე აგებს.
მასწავლებელი ქმნის სასწავლო გარემოს, სადაც მოსწავლეს შეუძლია ინფორმაციის დამოუკიდებლად აღმოჩენა.
მასწავლებელი მოსწავლეს აძლევს საკუთარი აზრის გამოთქმის საშუალებას, რის საფუძვეელზეც ასკვნის,
როგორ მიმდინარეობს სასწავლო პროცესი.
შეფასება განიხილება როგორც სწავლებისა და
სწავლის პროცესის ნაწილი და ხორციელდება პორტფოლიოების გამოყენებითა და მოსწავლეებზე
უშუალო დაკვირვების გზით.
ახალი იდეების არსებულ ცოდნასთან დაკავშირება სწავლებისადმი კონსტრუქტივისტული მიდგომის შემადგენელი
ნაწილია.
. მოდელირება – ამ მიდგომის
დროს მასწავლებელი ხსნის რთულ ამოცანას და ნაბიჯ–ნაბიჯ უჩვენებს მოსწავლეებს ამოცანის ამოხსნისგზას, თან უხსნის, რატომ აირჩია ეს გზა და ყურადღებას ამახვილებს საკვანძო მომენტებზე.
. „ხარაჩოს მეთოდი” – მასწავლებელი ისეთ დავალებებს აძლევს მოსწავლეებს, რომელთა შესრულებაცმათ დამოუკიდებლად გაუძნელდებათ. მასწავლებელი ეხმარება,
დახმარების წილს თანდათან ამცირებს და საბოლოოდ მოსწავლე თავად ახერხებს დავალებისთვის
თავის გართმევას.
. არტიკულაცია – მოსწავლეთა
წახალისება, მცირე ჯგუფებში მუშაობა იდეალურია საკუთარი აზრის
გამოხატვისა და ჩამოყალიბებისთვის. ვერბალიზაცია მნიშვნელოვანი პროცესია კონსტრუქტივისტული
მიდგომის დროს.
. რეფლექსია (მეტაკოგნაცია) – ამ დროს მოსწავლეები თავად ახდენენ საკუთარი სწავლის პროცესის ანალიზს. ადარებენ თავიანთ შეხედულებებს, ნაშრომებს სხვა მოსწავლეების ან „ექსპერტების”
ნაშრომებს. ამ გზით მათ კრიტიკული
აზროვნება უვითარდებათ.
. თანამშრომლობა – ეს კომპონენტი უკავშირდება სოციალურ მხარეს, თანამშრომლობით გარემოს.
მოსწავლეები ერთმანეთთან ურთიერთობით იძენენ ცოდნას.
. არჩევანი – კონსტრუქტივისტული
მეთოდი მოსწავლეებს ხშირად აძლევს არჩევანის საშუალებას, მათ თავისუფლად შეუძლიათ გამოხატონ აზრი იმ საკითხსა თუ პროექტზე,
რომელზეც მუშაობენ. ეს მიდგომა ზრდის მოტივაციასაც.
. მოქნილობა – კონსტრუქტივისტული
მიდგომის თანახმად, გაკვეთილი არ არის წინასწარ მკაცრად განსაზღვრული და დაგეგმილი
პროცესი, რომელიც ზუსტად ისე უნდა განხორციელდეს, როგორც დაიგეგმა. გაკვეთილის მიმდინარეობიდან
გამომდინარე, მასწავლებელი ცვლის გაკვეთილის გეგმას, საფეხურებს, ავლენს მოქნილობას.
. ადაპტაციის უნარი – მასწავლებელს უნდა შეეძლოს სასწავლო მიზნებისა და ამოცანების
ადაპტირება მოსწავლეთა შესაძლებლობებთან.
. მრავალმხრივი რეალობა – ეს მიდგომა ეხმარება მოსწავლეებს იმის გაგებაში,რომ ზოგჯერ განსაზღვრული პასუხი არ არსებობს.
ეს მათ კრიტიკულ აზროვნებას აჩვევს.
მოამზადა თამარ კაციტაძემ