პარასკევი, აპრილი 17, 2026
17 აპრილი, პარასკევი, 2026

წარმოსახვითი მეგობარი

0

ყველა დროის პედაგოგიკის
ერთ-ერთ პრობლემურ საკითხად კლასის მართვას აღიარებენ. ის ერთნაირად აქტუალურია ყველა
ქვეყანაში, რადგან მასზეა დამოკიდებული ეფექტური სასწავლო გარემოს შექმნა.

სამოქალაქო
განვითარების ინსტიტუტმა ერთ-ერთი პროექტის ფარგლებში მასწავლებლებისთვის
შეიმუშავა ტრენინგპროგრამა „კლასის
მართვის თეორიული და პრაქტიკული ასპექტები”. პროგრამამ გაიარა აკრედიტაცია და 2012-2013
წლებში ამ პროექტის ფარგლებში საქართველოს შვიდ რეგიონში მე მომიწია ტრენინგების
გამართვა. ტრენინგებზე, ერთ-ერთი აქტივობისას, რომელსაც პედაგოგები ჯგუფურად
ასრულებდნენ (ჯგუფები საგნობრივი კათედრების მიხედვით შეიქმნა), დაწყებითი
კლასების მასწავლებლები გამუდმებით სვამდნენ აქცენტს „უცნაურ შემთხვევებზე”… ისინი
ჰყვებოდნენ საინტერესო ისტორიებს, რომლებიც გაჭრილი ვაშლივით ჰგავდა ერთმანეთს. ისინი
საუბრობდნენ არა ჰიპერაქტიურ ან სსსმ მოსწავლეებზე, არამედ მათზე, რომელთაც „წარმოსახვითი მეგობარი” ჰყავთ.

ზოგიერთ ფსიქოლოგმიაჩნია, რომ3-დან 8 წლამდე
ასაკის ბავშვებისთვის
დღესდღეობით „წარმოსახვითი
მეგობრის”
ყოლა უფრო ბუნებრივია, ვიდრე არყოლა.

მეცნიერები ამ საკითხს მეოცე საუკუნის ოცდაათიანი
წლებიდან იკვლევენ.
კვლევის სტატისტიკა ასეთია:

.  XX საუკუნის 30-იანწლებში წარმოსახვითი მეგობარი ცხრიდან ერთბავშვს ჰყავდა,

. XX საუკუნის90-იანწლებში სამიდან ერთს,

. დღესკი ბავშვების ორმესამედს მაინცწარმოსახვითი მეგობარიჰყავს.

ფსიქოლოგების აზრით, წარმოსახვითი მეგობრის ყოლა დღესდღეობით ბავშვისგანვითარების ნორმალური პროცესის ნაწილადშეიძლება იქნესმიჩნეული. ფაქტია, რომ მოზარდის ჩამოყალიბებაში გარკვეულ
როლს ასრულებს
როგორც გენეტიკური განწყობა,ასევე გარემო და ცნობილია, რომთუ ბავშვი:

. ექსტროვერტებით არისგარემოცული, უფრომეტია ალბათობა, თავადაცექსტროვერტად ჩამოყალიბდეს,

. ხოლოთუ ინტროვერტებითინტროვერტად.

ნებისმიერი ბავშვისთვის უმთავრესია, წარმოაჩინოს საკუთარიპიროვნება ისეთად,როგორადაც სურსსაკუთარი თავისდანახვა და როგორადაც სურსხედავდნენ მასგარშემო მყოფნი.ამისთვის ისიღებსიმნიშანთვისებებს, რომლებსაც სხვებში ხედავსდა, მხატვრულად რომვთქვათ, როლივით
ირგებს.
ისე რომ, ზოგიერთბავშვს სულ მალეშესანიშნავი რეპერტუარიუგროვდება.




რამ გამოიწვია სტატისტიკის ასეთი საოცარი ცვლილება, რატომ მომრავლდნენ
ასეთი მოზარდები?

მეცნიერები
აღნიშნავენ, რომ
წინათ ბავშვის საარსებოგარემო გაცილებით შეზღუდული იყო, ვიდრე უფროსისა, ისინი უმეტესადმხოლოდ ოჯახის წევრებსადა მეგობრებს ხედავდნენ, დღეს კიცხოვრება ბავშვებსგაცილებით მეტ და მრავალფეროვან პერსპექტივას უსახავს:ტელევიზორისა დაკომპიუტერის მეშვეობით ისინი შინიდანგაუსვლელად ეცნობიანუამრავ ხალხს, რომლებსაც სხვადასხვა თვისებები აქვთ დასხვადასხვანაირად ცხოვრობენ. მათი უშუალოგარემოცვაც კიხშირად სრულიად სხვადასხვა კულტურის წარმომადგენლებისგან შედგება. ასერომ, ბავშვები ხედავენ ცხოვრების ის ფორმა,რომელსაც მისიოჯახი ეწევა, ერთადერთი არ არის,არსებობს მრავალიგანსხვავებული გზა,და საკუთარი თავისკონსტრუირებისპროცესში მათმორგებასაცინტერესით სცდიან.

ფსიქოლოგები ვარაუდობენ, რომწარმოსახვითი მეგობარიბავშვებს სწორედამაში ეხმარებ. ამკუთხით ის ერთგვარისაცდელი მეა”ბავშვები აკვირდებიან, როგორ გამოძახილს პოვებს გარე სამყაროში მისი ესათუ ის მხარე,ვიდრე ამ უკანასკნელს სათავისოდ გადაიღებდნენ. უარს ხომარ ეტყვიან სპაიდერმენს,
დევს, მეფეს,
ტინკი-ვინკის,
პოს, ალისას, კონკიას, პრინცესას ან სხვებს
, თუ მარწყვისნაყინის მაგივრადშოკოლადის ნაყინი მოითხოვეს? დასჯიან თუარა, თუ სათამაშოგააფუჭა? თუ
გაკვეთილი არ ისწავლა? დავალება არ შეასრულა? ჩანთაში ჩალაგებული რვეულები თუ „ვიღაცამ”
ამოულაგა?
გამოიჭერენ თუარა ტყუილში? და ა.შ.

ამგვარად ბავშვებს შეუძლიათ, მშვიდად მოსინჯონქცევის სხვადასხვა მოდელიისინი ხომდარწმუნებულნი არიან,რომ თუნდაც წარმოსახვითმა მეგობარმა რამედააშაოს, თავადპასუხს არ აგებენ.აი პასუხიც იმაზე,რატომ არის, რომმორჩილ, თვინიერ, ბეჯითბავშვს ხშირად ურჩი, უტიფარიდა თავზეხელაღებული წარმოსახვითი მეგობარი ჰყავსპატარა მას იმასაკეთებინებს“, რის ჩადენაცთავადაც გულითუნდა, მაგრამ ვერგაუბედავს.

არაფერიაგანსაკუთრებული იმაში,რომ ბავშვიალტერნატიულ პიროვნებას იგონებს. ფსიქოლოგების აზრით,მრავალი მე“- შექმნის შესაძლებლობა არტისტული ნიჭისნიშანია და, არსებითად, შემოქმედებითი გამოცდილების ფორმადაცკი შეიძლება წარმოვიდგინოთ, რომელიც იმ მრავალფეროვან დაცვალებად სამყაროსთან შესახვედრად გვამზადებსასერომ, თუ ერთმშვენიერ დღესუმცროსი სასკოლო
ასაკის მოსწავლემ
სიტყვა ჩამოაგდოახალ მეგობარზე, რომელიცმის საწოლ ოთახში,კარადის უკანან ჩანთაში(!) ცხოვრობს,მაშინვე ფსიქოლოგის ძებნას ნუდაიწყებთ. თქვენსმოსწავლეს ცხოველი ფანტაზიააქვსაი ერთადერთი რამ, რაცამ ეტაპზე უყოყმანოდ შეიძლება ითქვას,დანარჩენს კიდრო გიჩვენებთ. წარმოსახვით მეგობარზე დაკვირვებით შეიძლებასაკუთარი მოსწავლის შესახებბევრი ისეთი რამშეიტყოთ, რაცმანამდე აზრადაცარ მოგსვლიათ.

ფსიქოლოგები გამოყოფენ წარმოსახვითი მეგობრის რამდენიმე ძირითად ტიპს:

1. კომპანიონი (შეიძლება იყოს როგორც ადამიანი, ასევე ცხოველი; ხშირად ნამდვილი ყაჩაღანაა, რომელიც ათასგვარ ოინბაზობას იგონებს)


პრობლემა: ბავშვი მოწყენილია.

 


გამოსავალი: გამონახეთ დრო მოსწავლესთან ურთიერთობისთვის. ჰკითხეთ, რასდა როგორ ეთამაშება თავის წარმოსახვით მეგობარს დაშეეცადეთ იმავეს შესაძლებლობა საკლასო აქტივობისას
მისცეთ. 

2. მუთაქა (სუსტია,
ბავშვი მას აშკარად ჩაგრავს, ექცევა და მიმართავს ისე,
როგორც თავად მას ექცევიან და მიმართავენ მკაცრი მშობლები: ეს არ შეიძლება, ამისთვის დაგსჯი, ახლავე გამომიწოდე ხელი, უნდა დაგარტყა!)


პრობლემა: ბავშვი დათგუნულია და დაგროვილ ნეგატიურ ემოციას წარმოსახვით მეგობარზე ანთხევს.

 


გამოსავალი: მოეპყარით უფროლმობიერად,მიეცით მეტი თავისუფლება, მიაჩვიეთ დამოუკიდებლობას, თორემ საბოლოოდუსუსური, უნებისყოფო პიროვნება შეგრჩებათ ხელში.

3. მცველი (როგორც წესი, დიდი და ძლიერია)


პრობლემა: ბავშვს ვიღაცისა ან რაღაცისა ეშინია.

 

გამოსავალი: ტაქტიანად გამოკითხეთ მოსწავლე, გაესაუბრეთ ასევე მისრეალურ მეგობრებსა დაშობლებს დაგაგონილის შესაბამისად იმოქმედეთ.

 

ურთიერთობის წესები

როდესაცთქვენი მოსწავლის წარმოსახვითი მეგობრისშესახებ შეიტყობთ,გამოჰკითხეთ,როგორია მისიახალი მეგობარი, რაუყვარს, რაზე ოცნებობს.თუ ბავშვი ხალისითგიშვებთ თავისწარმოსახვით სამყაროში, თქვენც მხარიაუბით.

თუბავშვმა მოულოდნელად გამოგიცხადათ, რომმის მეგობარს ეშინიაან წუხს, ყურადღებით იყავითშესაძლოა,ეს თავად მი განცდებიიყოს, მაგრამ ამასხმამაღლა ნუიტყვით. ჰკითხეთ ბავშვს:შენ როგორფიქრობ, რის ეშინია,რა აწუხებს შენსმეგობარს? შენციმავეს გრძნობ?თუ ბავშვმაწარმოსახვითი მეგობარიერთგვარ ფოსტალიონად აირჩია, რათათქვენამდე მოეტანათავისი პრობლემა, რომელზეპირდაპირ საუბარი არსურს, აჯობებს, მოგვარების გზაც ირიბად,წარმოსახვით მეგობარზე საუბრის გზითეძიოთ.

 

როდის მივმართოთ ფსიქოლოგს

როდესაცწარმოსახვით მეგობართან ერთად ბავშვსჰყავს რეალური ამხანაგებიც, სიამოვნებით ურთიერთობს მათთან, ხალისითდადის სკოლაში, პარკში,სტუმრად, – საშიშიარაფერია.

ფსიქოლოგთან გასაუბრება სასურველია:

1. როდესაც ბავშვი შინ თუგარეთ მხოლოდ წარმოსახვით მეგობარს ეთამაშება, გაურბის რეალურბავშვებთან კონტაქტს;

2. თამაშისდროს ცდილობს, ტკივილიმიაყენოს ამხანაგებს ან მშობლებსდა ირწმუნება, რომეს წარმოსახვითმა მეგობარმა უბრძანა;

3. ყვება, რომ წარმოსახვითი მეგობარი მასშორს, უკეთეს ადგილასწაიყვანსესიმას ნიშნავს, რომბავშვს ჩვეულგარემოში რაღაც აწუხებს ანაშინებს;

4. ყვება, რომ წარმოსახვითი მეგობარი დასჯისყველას, ვინც მასგააბრაზებსესფარული აგრესიისნიშანია, რომელსაცპატარა შესაძლოა არგამოხატავდეს, მაგრამმის ხასიათზე უთუოდმოახდენს გავლენას;

5. ჰყვება,რა ცუდად იქცევაან როგორ აწვალებსმისი წარმოსახვითი მეგობარიუნდა ვიფიქროთ, რომბავშვს დანაშაულისგანცდა ტანჯავს, ამიტომთავს აფარებს გამოგონილ სამყაროს, სადაცვიღაც მასზე უარესადიქცევა.

 


ფსიქოლოგები
აღნიშნავენ
, რომ წარმოსახვითი მეგობარი 8-10 წლის ასაკში თავისთავად გაქრება, მანამდე კი, გვირჩევენ,თავადაც დაუმეგობრდეთ” მას, რადგან ის შეუდარებელი მეგზურია ბავშვის სამყაროში.

ფიგურათა მსგავსების გამოყენება: ზომების შედარება და შეფასება

0

რეალურ ვითარებასთან დაკავშირებული ამოცანები

გასაკვირი არ არის, როდესაც მათემატიკური აპარატი აქტიურად გამოიყენება ისეთ სფეროებში როგორიცაა ფიზიკა, კომპიუტერული მეცნიერება, საინჟინრო საქმე და ა.შ.. ბევრისთვის შესაძლოა მოულოდნელი იყოს ის, რომ მათემატიკური მეთოდების გამოყენებით ზოგჯერ შეიძლება პასუხი გაეცეს კითხვებს, რომლებიც დაკავშირე­ბულია რეალური ვითარებებიდან მომდინარე ისეთ თემებთან, რომლებიც ე.წ. ზუსტი მეცნიერებებისაგან განსხვავებით, არ იძლევა მკაცრი ფორმულირებების საშუალებას.

ასეთი ამოცანების ერთ-ერთი სახეობაა რეალური ობიექტების ზომების შედარებისა და შეფასების ამოცანები. გავრცელებული, სტანდარტული ტექსტური ამოცანე­ბისაგან განსხვავებით, რომლებთაც უხვადაა გაჯერებული სასკოლო სახელმძღვა­ნელოები, ამ ამოცანების პირობა არ არის მკაცრად ფორმულირებული. მიუხედავად ამისა, სწორედ ამ სახის ამოცანები იძლევა იმის საშუალებას, რომ მოსწავლეს ჩამოუყალიბდეს იმის განცდა, რომ მათემატიკა არის არა მხოლოდ აბსტრაქტული და რეალობას მოწყვეტილი ფორმალური პროცედურების ერთობლიობა, არამედ ის საშუალება და იარაღი, რომლითაც შესაძლებელია გარე სამყაროს შესახებ ბევრი საინტერესო ინფორმაციის მიღება.

დასაწყისში შევეცადოთ დამოუკიდებლად გავცეთ პასუხი ამ სახის ამოცანების რამო­დენიმე ნიმუშში დასმულ შეკითხვას.

ვრცლად

კითხვის სწავლება რუსული ენის გაკვეთილზე – (ნაწილი III)

0

Работа с художественным текстом на примере сказок

 

                     
თემა:
მსოფლიოს ხალხთა ზღაპრები

მიზანი:

. მსოფლიოს ხალხთა ზღაპრების გაცნობა;

. ტრადიციების მსგავსებისა და განსხვავებების გამიჯვნა;

. წაკითხული ზღაპრის გაგება-გააზრება, სელექციური კითხვა (ინფორმაციის
მიზანმიმართული მოძიება).

 

გამოწვევის
სტადია

მასწავლებელს დაფაზე ჩამოწერილი აქვს საკვანძო სიტყვები: волшебный, царь, жили-были,
колдун, дракон, превращение, принцесса, бал. იგი სთავაზობს მოსწავლეებს,
ამოიცნონ გაკვეთილის თემა, ისაუბრონ საყვარელ ზღაპრებზე, ზღაპრის გმირებზე,
მსოფლიოს ხალხთა ზღაპრების მსგავსებასა და განსხვავებებზე (კითხვები დაისმის კლასის
დონის, ლექსიკური მარაგისა და მოსწავლეთა ინტერესების გათვალისწინებით).

* აქ მნიშვნელოვანია მოტივაციის, სამუშაო განწყობის შექმნა;

* გათვალისწინებულ უნდა იქნეს კლასის ლექსიკური მარაგი, რათა გაკვეთილი
კითხვა-თარგმანში ვარჯიშად არ გადაიქცეს.

 

გააზრების
სტადია

მასწავლებელი არიგებს ტექსტს და სთხოვს მოსწავლეებს, დააკვირდნენ სათაურს, წაიკითხონ
პირველი აბზაცი და თქვან, რომელი ზღაპარი გაახსენდათ (ასოციაციურად). ლექსიკაზე სამუშაოდ
მას დაფაზე წინასწარ აქვს ჩამოწერილი შედარებით რთული სიტყვები.

მოსწავლეები კითხულობენ ნაწილებად დაყოფილ ტექსტს და მარკერით მონიშნავენ მსგავსებებსა
და განსხვავებებს. თავდაპირველად, მეთოდის აპრობირებისას, აჯობებს, ეს ერთობლივად გაკეთდეს
ხმამაღლა კითხვითა და მონიშვნებით, მერე კი წყვილში ან ინდივიდუალურად.

რეკომენდებულია, მშობლიური ენის ჩარევა მინიმუმამდე დავიყვანოთ – ვთარგმნოთ
მხოლოდ გამოუვალ მდგომარეობაში.

თვალსაჩინოებისთვის, ვადარებთ ერთმანეთს ინდურ ზღაპარსა და პუშკინის „ოქროს
თევზს”, რომლის ადაპტირებული ვარიანტი სტატიის მე-2 ნაწილში შემოგთავაზეთ.

მუშაობის
პრინციპი:
კითხვისას მოსწავლეები
ერთი ფერის კალმით ან მარკერით მონიშნავენ განსხვავებებს. მაგ., рыба- рыбка,
большая река и синее море. თან სიტყვა (განსხვავებული) მეორე ზღაპრიდან შეიძლება
სქოლიოს მეთოდით ტექსტის (სიტყვის) გასწვრივ ჩაიწეროს მინდორზე. სხვა ფერის კალმით
შეიძლება მოინიშნოს მსგავსებები. მაგ., ორივე ზღაპარშია старик и старуха, бедно
жили, рыбу ловили და ა. შ.

 

 

რეფლექსიის სტადია

ტექსტზე მუშაობის შემდეგ მოსწავლეები ინდივიდუალურად ან ჯგუფებად ადგენენ
დიაგრამას.

* მეთოდის დანერგვისას რეკომენდებულია,
კლასმა ერთობლივად შეადგინოს დიაგრამა დაფაზე ან ფორმატზე. შემდეგ, როდესაც ამ მეთოდის
გამოყენებას მოსწავლეც და მასწავლებელიც შეეჩვევიან, შეიძლება წყვილებად ან ჯგუფებად
მუშაობაც.

* კითხვის პროცესში მოსწავლეებმა ცალ მხარეს უნდა ამოიწერონ პირველი ზღაპრის
განსხვავებები, მეორე მხარეს – ის, რაც მხოლოდ მეორე ზღაპარში შეხვდათ, ხოლო შუაში
– რაც ორივე ზღაპრისთვის საერთოა. რეალური სურათის დასანახავად სასურველია,
დიაგრამა ფერებში იყოს შესრულებული.

* შემდეგ მოხდება დიაგრამის გარჩევა/შეჯერება.

 

საშინაო
დავალება

საშინაო დავალებად სამი ტიპის თხზულება შეიძლება დაიწეროს. ეს დამოკიდებულია
იმ გრამატიკულ მასალაზე, რომელიც მოსწავლეებს უკვე აქტივში აქვთ (შეუძლიათ, გამოიყენონ
წერის დროს).

* Глаголы прошедшего времени – „Однажды я поймал золотую рыбку…”;

* Глаголы будущего времени – Когда я
поймаю золотую рыбку…
;

* Глаголы условного наклонения – «Если бы я поймал золотую рыбку…

 

შედარებითი დიაგრამის მეთოდის გამოყენებით მასწავლებელს შეუძლია ნებისმიერ
კლასში ჩაატაროს გაკვეთილი. აუცილებლად უნდა იქნეს გათვალისწინებული მოსწავლეთა დონე,
შეირჩეს დონის შესაბამისი ტექსტი, ყურადღება მიექცეს ლექსიკას, გრამატიკულ მასალას.
ტექსტის შერჩევა შეიძლება სხვა რესურსიდანაც და არა მხოლოდ სახელმძღვანელოდან.

 

 

ტექსტი
მასწავლებლისთვის (აღნიშვნებით)

განმარტება: ზღაპრებს შორის მსგავსება გამუქებული შრიფტით არის
მონიშნული, ინდური ზღაპრისთვის დამახასიათებელი განსხვავებები – კურსივით,
პუშკინის ზღაპრის მაგალითი – ფრჩხილებში.

 

Золотая рыба (рыбка)

На берегу большой реки (синее море) жили в ветхом шалаше (землянке) старик да старуха. Бедно жили они: каждый
день старик отправлялся на реку рыбу ловить, старуха эту рыбу варила или
на углях пекла. Не поймает старик ничего, так и вовсе голодают.

Вот как-то раз стал старик сети (невод) из реки вытаскивать,
чувствует: что-то очень тяжелы сети. Потянул он изо всех сил, кое-как вытащил
сети на берег, заглянул – лежит в его сетях огромная
рыбина
, вся будто из чистого золота отлитая, плавниками двигает, усами шевелит. И говорит золотая рыба
старому рыбаку:

– Не убивай меня, старик. Отпусти
ты меня лучше на волю, а за это проси у меня чего хочешь.

– Чего же мне просить у тебя,
чудо-рыба? – говорит старик. – Нет у меня ни дома хорошего, ни рису, чтоб голод
утолить, ни одежды, чтобы тело прикрыть. Если ты по великой милости своей всё
это мне пожалуешь, я тебе до самой смерти благодарен буду.

Выслушала рыба старика, мотнула
хвостом и сказала:

– Иди. Будет у тебя и дом, и еда,
и одежда.

Отпустил старик рыбу в реку, сам
домой пошёл. Только, когда пришел, узнать ничего не может: стоит вместо шалаша дом из крепких брёвен (изба с
кирпичной трубой и дубовыми воротами
), в доме том есть просторные лавки,
чтобы гостей усадить, и стоят там целые блюда белого риса, чтобы досыта поесть,
и лежат грудой одежды нарядные (как и в русской сказке – дом, еда, одежда).
Говорит старик своей жене:

– Видишь, старуха, как нам с тобой
повезло: не было у нас ничего, а теперь всего вдоволь. Скажи спасибо золотой
рыбе, что сегодня мне в сети попалась. Это всё она нам дала за то, что я её на
волю отпустил. Кончились теперь наши беды и несчастья!

Услыхала старуха, что муж ей
рассказал, и только вздохнула, головой покачала, а потом и говорит:

– Эх, старик, старик!… много лет
ты прожил на свете, а ума у тебя меньше, чем у младенца новорождённого. Разве
так просят?.. Ну, съедим мы рис, одежду сносим, а дальше-то что?.. Ступай
сейчас обратно, проси у рыбы пятерых слуг, проси дом новый, такой, чтобы самому
царю в нём жить было не стыдно… И пусть будут в нём кладовые, полные золота,
пусть от риса и чечевицы амбары ломятся, на заднем дворе пусть новые повозки
стоят… И ещё проси – пусть рыба тебя старостой сделает. Ступай, и пока не
выпросишь, домой не возвращайся!

(В этой сказке старуха сразу
просит много всего, просит конкретные
вещи
и чины для старика, а
в русской сказке старуха требует только чины, но не для старика, а для себя).

Очень не хотелось старику идти, но
спорить с женой он не стал. Пошёл он к реке, сел на берегу и стал рыбу звать.
Через некоторое время замутилась в
реке вода
(море слегка разыгралось,
неспокойно синее море, почернело синее море)
, всплыла золотая рыба со дна
речного – плавниками двигает, усами шевелит, во все свои рыбьи глаза на старика
смотрит.

– Слушай, чудо-рыба, – говорит
старик, – попросил я у тебя, да, видно, мало… Недовольна моя жена: хочет,
чтобы ты меня старостой сделала, и ещё она хочет дом вдвое больше нынешнего,
хочет слуг пятерых, и буйволов десять упряжек, и риса полные амбвры, и
украшений золотых хочет, и денег…

Выслушала золотая рыбка старика,
махнула хвостом и сказала:

– Пусть все так и будет!

И с этими словами обратно в реку
нырнула.

Пошёл старик домой. Видит:
собрались на дороге все окрестные жители с трубами, с барабанами, в руках держат
богатые подарки и гирлянды цветов. Как увидели крестьяне старика, повалились
все на колени и закричали:

– Староста, староста! Вот он, наш
любимый староста!…

Тут барабаны забили, трубы
заиграли. А дом у старика опять новый – не дом, а дворец.

Зажили с тех пор старик и старуха
счастливо и безбедно, всего у них, кажется, было вдоволь, а старуха всё
ворчала. Месяца не прошло, как снова она стала к старику приставать:

– Разве это уважение, разве это
почёт? Подумаешь, большой человек – староста! Нет, нужно, чтобы ты опять к рыбе
пошёл да попросил её хорошенько: пусть сделает тебя над всей землёй махараджей (столбовая дворянка, вольная
царица, владычица морская).
Иди, старый, проси, а не то, скажи, старуха моя
ругаться будет…

– Не пойду я, – отвечает старик. –
Или ты не помнишь, как мы раньше жили, как мы голодали, как бедствовали?
Мало тебе показалось, так она нас богатством
одарила, меня во всей округе первым человеком сделала…. Ну чего тебе ещё
надо?

Сколько ни спорил старик, сколько
ни отказывался – старуха ни в какую: иди, мол, к рыбе, и всё тут. Что ж бедному
старику делать оставалось – пришлось снова на реку идти. Сел он на берегу и
стал звать.

Позвал он раз, позвал другой,
позвал третий… Но никто не выплыл на
его зов (рыбка приплыла и в последний раз тоже)
из глубины вод, словно и не
было в реке золотой рыбы. Долго ждал старик, потом вздохнул и пошёл домой. Видит
он: стоит на месте богатого дома ветхий шалаш (в русской сказке: землянка
и разбитое корыто – вернулся прежний образ жизни
) и сидит в том шалаше его
старуха – в грязных лохмотьях, с больными
глазами, волосы, словно трутья старой корзины
(в этой сказке старуха наказана за жадность болезнью). Сидит
старуха и горько плачет.

 

 

 

შეფასება

როგორ შეაფასოს მოსწავლე ამ ტიპის გაკვეთილზე, მასწავლებლის გადასაწყვეტია. განმავითარებელ
შეფასებას აირჩევთ თუ განმსაზღვრელს, ორივე შემთხვევაში უნდა შეიმუშაოთ
კრიტერიუმები. ჩვენ შემოგთავაზეთ გაკვეთილის ზოგადი სტრუქტურა. შეფასების
კომპონენტები იმის მიხედვით უნდა შეირჩეს, რა კონკრეტული მიზანი აქვს
მასწავლებელს. თუ ჯგუფებად მუშაობენ – უნდა გაკეთდეს ჯგუფური მუშაობის რუბრიკა, თუ
ინდივიდუალურად ან წყვილებად – გაიწეროს შესაბამისი კრიტერიუმები.

გთავაზობთ თვითშეფასების რუბრიკების ნიმუშებს.

 

თვითშეფასების სქემა (მოსწავლისთვის):

 

სახელი, გვარი
_________________________________________

თარიღი
_______________________________________________

შემოხაზე სწორი
პასუხი

 

1. თვალის  ერთი
გადავლებით ვხვდები, რაზეა ტექსტი.

ყოველთვის       ზოგჯერ        ვერასოდეს

2. კონტექსტით ვხვდები უცნობი სიტყვის
მნიშვნელობას.

ყოველთვის       ზოგჯერ        ვერასოდეს

3. ადვილად ვპოულობ საჭირო ინფორმაციას ტექსტში.

ყოველთვის       ზოგჯერ        ვერასოდეს

4. შემიძლია არგუმენტირებული მსჯელობა.

ყოველთვის       ზოგჯერ        ვერასოდეს

5. დავალების შესრულებისას ვიცავ დროის ლიმიტს.

ყოველთვის       ზოგჯერ        ვერასოდეს

6. აზრს
დაუფარავად გამოვთქვამ.

ყოველთვის       ზოგჯერ        ვერასოდეს

7. როცასხვა ლაპარაკობს, ყურადღებით ვუსმენ.

ყოველთვის       ზოგჯერ        ვერასოდეს

8. მაინტერესებს სხვისი განსხვავებული აზრი.

ყოველთვის       ზოგჯერ        ვერასოდეს

9. ვახერხებ, კამათი ჩხუბში არ გადაიზარდოს.

ყოველთვის       ზოგჯერ        ვერასოდეს

 

 

 

მოსწავლის შეფასების სქემა (მასწავლებლისთვის):

 

1) მსჯელობს გარკვევით და ამომწურავად, მოჰყავს ფაქტები და
არგუმენტები.

წარმატებულად                  კარგად         მოითხოვს განვითარებას                  ვერ
ახერხებს

2) მეტყველებს
თანმიმდევრულად; წინადადებებს ლოგიკურად უკავშირებს ერთმანეთს.

წარმატებულად                  კარგად          მოითხოვს განვითარებას                    ვერ
ახერხებს

3) მართებულად
იყენებს ლექსიკას.

წარმატებულად                   კარგად          მოითხოვს განვითარებას                    ვერ
ახერხებს

4) იცავს
დროის ლიმიტს.

წარმატებულად                   კარგად           მოითხოვს განვითარებას                   ვერ
ახერხებს

5) აინტერესებს
განსხვავებული აზრი

წარმატებულად                   კარგად          მოითხოვს განვითარებას                    ვერ
ახერხებს

6) ჯგუფის
ყველა წევრი ჩართულია მუშაობაში.

წარმატებულად                   კარგად          მოითხოვს განვითარებას                     ვერ
ხერხდება

 

 

 ზეპირი კომუნიკაციის შეფასების სქემის ნიმუში:

კრიტერიუმები

ქულები

მსჯელობს
გარკვევით და ამომწურავად, მოჰყავს ფაქტები და არგუმენტები

 

მეტყველებს
თანმიმდევრულად; წინადადებებს ლოგიკურად უკავშირებს ერთმანეთს

 

მართებულად
იყენებს ლექსიკას

 

მეტყველებს
ნელა და გარკვევით; ბგერები კარგია, ინტონაცია, მახვილი და რიტმი – სწორი

 

იცავს
დროის ლიმიტს

 

სასკოლო განათლება 2020 წლისთვის

0

მიმდინარე წლის აგვისტოში რუსეთის ფედერაციის საგანმანათლებლო საზოგადოების წარმომადგენლებმა განახორციელეს პროექტი „ფორსაიტ ფლოტი”. ღონისძიებაში ჩართული იყვნენ როგორც სპეციალისტები საჯარო უწყებებიდან, ასევე სტუდენტები და ანალიტიკოსები. მათი განხილვის საგანი თანამედროვე რუსეთის საგანმანათლებლო სისტემაში არსებული პრობლემები და მათი მოგვარების გზების ძიება გახლდათ. პროექტს ორგანიზება გაუწია სტრატეგიული ინიციატივების სააგენტომ, რომელიც ხელს უწყობს საგანმანათლებლო სფეროში სამთავრობო და არასამთავრობო სექტორებს შორის ურთიერთობის გაღრმავებას.

პროექტის მიმდინარეობისას გამოიკვეთა ათი ყველაზე საინტერესო პროგნოზი:

1. LEGO – განათლება

საგანმანათლებლო სისტემა, ამჟამინდელი მდგომარეობით, ბიუროკრატიული ხასიათისაა და კონტროლს მას სახელმწიფო უწევს. ნომენკლატურული რეჟიმი დავიწყებას უნდა მიეცეს – ჩინოვნიკები დამოუკიდებელმა სუბიექტებმა უნდა ჩაანაცვლონ. ახალ პირობებში ძნელი იქნება ისეთი სკოლის დასახელება, რომლის აღზრდილსაც არ ექნება კვალიფიციური განათლება. განათლება არ არის პირამიდა, რომელიც საბავშვო ბაღის, სკოლისა და უმაღლესი სასწავლებლისგან შედგება – ეს ურთულესი სისტემა უამრავ დეტალს მოიცავს, რომელთა დასახვეწადაც დიდი მუშაობის გაწევაა საჭირო. ცალკეული ფრაგმენტების საფუძველზე ადამიანს შეეძლება, თვითონვე ააწყოს ინდივიდუალური საგანმანათლებლო „კონსტრუქტორი”. მოცემულ შემთხვევაში საგანმანათლებლო ტრაექტორიებს მხოლოდ მასწავლებლები და მშობლები კი არა, თავად სერვისებიც შესთავაზებენ მოსწავლეებს.

2. სერვისები შეცვლიან საბავშვო ბაღსა და სკოლას

სერვისების მეშვეობით ამჟამადაც ხერხდება არა მხოლოდ საგანმანათლებლო, არამედ სოციალური ფუნქციის შეთავსება. ძველი ყაიდის აღმზრდელებს შეგუება მოუწევთ საგანმანათლებლო კომპიუტერულ თამაშებთან, სიმულატორებთან და, თუ გნებავთ, ონლაინმასწავლებლებთანაც, რომლებიც მოსწავლეებისთვის უფრო მისაღები და სასურველი იქნება. მართალია, ჯერჯერობით არ ვიცით, შესაძლებელია თუ არა, პატარა აღსაზრდელებს ამ ფორმით ჭეშმარიტი მეგობრობა და სხვა ასეთი ღირებულებები გავუღვივოთ, მაგრამ უარყოფით გავლენას რომ არ მოახდენს, ფაქტია. ამ შემთხვევაში საჭირო არ არის იმაზე აპელირება, რომ ბავშვებს აღსაზრდელად უსულგულო მანქანებს ვანდობთ. ოფლაინსერვისების სისტემა უფრო და უფრო განმტკიცდება – გაიხსნება საკვირაო სკოლები მუზეუმებში, სახელოვნებო ბანაკები და ა.შ. პრობლემა მხოლოდ ის არის, რომ საგანმანათლებლო სისტემა ფეხს ვერ უწყობს საგანმანათლებლო ტექნოლოგიებს და ცუდი შედეგის დადგომის შემთხვევაში პასუხისმგებლობა მშობელს ეკისრება. დროთა განმავლობაში ამ პრობლემამ შესაძლოა იქამდე მიგვიყვანოს, რომ გაიხსნას სკოლები, რომლებშიც თავად მშობლები ივლიან და თავიანთი ფუნქციის არსსა და ბავშვის აღზრდის ხერხებს შეისწავლიან.
(სხვათა შორის, 1937 წელს ნაცისტებმა „ცოლების მოსამზადებელი სკოლა” გახსნეს. აქ უნდა ესწავლათ გოგონებს, რომლებსაც სურდათ, ცოლად გაჰყოლოდნენ ეს-ესისა და გერმანიის ნაციონალ-სოციალისტური შრომითი პარტიის წევრებს – მთარგმ. შენიშვნა).

 
3. სასკოლო განათლება პოლარიზებული გახდება

წარმატებულსა და წარუმატებელ საგანმანათლებლო პროცესებს შორის მიზანმიმართული განვითარება იქნება რღვევის დასაბამი. ძლიერი სკოლები უფრო აქტიურად დანერგავენ უახლეს ტექნოლოგიებს, გაცილებით მეტ კავშირს დაამყარებენ პარტნიორებსა და მთელ მსოფლიოსთან. განვითარების უფრო მეტად გასამძაფრებლად პროგრესულად მოაზროვნე მშობლები, მასწავლებლები და, საზოგადოდ, ინვესტორები ძალებს გააერთიანებენ. ამის პარალელურად სუსტი სკოლები შესაძლოა „შემნახველ საკნებად” იქცნენ, რომლებსაც ერთადერთი ფუნქცია ექნება – ბავშვები უმეთვალყურეოდ არ დარჩნენ. უფრო მეტად გაიზრდება უფსკრული ქალაქისა და სოფლის სკოლებს, სპეციალიზებულსა და ფართო პროფილის სკოლებს შორის. ქალაქის ძლიერი სკოლები უფრო განავითარებენ ინფრასტრუქტურას – გაიხსნება საცურაო აუზები, ინტერესთა შესაბამისი კლუბები, სტუდიები და სექციები. ამასობაში სუსტ სოფლის სკოლებში არაავითარი პროგრესი არ შეინიშნება და მათი განვითარების დონე უწინდელ ნიშნულზე დარჩება.

4. მხარდაჭერა სამამულო მწარმოებლებს თუ გლობალიზაციას

საზღვარგარეთ მიმდინარე საგანმანათლებლო რესურსების გადმოღების მთელი სიმძიმე რუსულ განათლების სისტემას დააწვება ტვირთად. რუსული სისტემა არჩევანის წინაშე დადგება – ჩაერთოს მსოფლიოში მიმდინარე პროცესებში, მაგალითად, გადავიდეს ინგლისურენოვან სწავლებაზე და გასცეს საერთაშორისო დიპლომები თუ ძველებურად განაგრძოს არსებობა. ამავე დროს, რუსულ საგანმანათლებლო სისტემას მოუწევს გახდეს მსოფლიო სისტემის მონაწილე, ანდა თავისი ადგილი პერიფერიაში მოიძიოს.

5. ახალი „ციფრული” პედაგოგიკა

დიდი მიხვედრილობა არ არის საჭირო იმაში დასარწმუნებლად, რომ სკოლაში მიღებული განათლება ცხოვრებაში არასოდეს გამოგადგებათ. ამავე აზრისაა მასწავლებელთა მთელი არმია, რომელსაც ძალიან უჭირს ახალ გარემო პირობებთან შეგუება. ე.წ. ტოტალური მისაწვდომობის ეპოქაში მასწავლებელთა განათლება ძირეულ ცვლილებებს მოითხოვს. ელექტრონული განათლების პრაქტიკა დაუზოგავად ანაცვლებს ტრადიციულ ფორმებს. მასწავლებელს სრულიად ახალი მეთოდებით მოუწევს შექმნილი პრობლემების მოგვარება. ახლა უკვე შეუძლებელია, უბრალოდ დადგე დაფასთან და იმგვარი სახე მიიღო, თითქოს არაფერი შეცვლილა. იმ შემთხვევაში, თუ ალგორითმს შეეძლება დააფიქსიროს კურსორის თითოეული მოძრაობა ელექტრონულ სახელმძღვანელოზე, მასწავლებელს მოუწევს შეიტყოს, რა სახის ინტერპრეტაცია შეიძლება მოეძებნოს ამ მონაცემებს და როგორ გამოიყენოს ის სასარგებლოდ. მსმენელები, რომლებიც მიჩვეულნი არიან ათწუთიან ლექციებს, არ მოუსმენენ პროფესორს, რომელიც დიდხანს მოუნდება მოცემულობის ახსნას. უარის თქმა ხელით წერაზე კიდევ უფრო ფართო შესაძლებლობებს გადაგვიშლის. როგორ ვიმუშაოთ ახლებურად? მზა რეცეპტი ამისთვის არ არსებობს. მომავლის პედაგოგიკა – ეს ექსპერიმენტების, ცდებისა და შეცდომების პედაგოგიკაა.

6. სასკოლო პორტფოლიო

მსოფლიოში სულ უფრო მეტად ეცემა ნდობა საერთო ტესტის მიმართ, რომლითაც მოსწავლის ცოდნის შეფასება ხდება. ოდესმე ის დროც დადგება, როდესაც შეფასების ამ კრიტერიუმს სრულიად უსარგებლოდ და უფუნქციოდ მიიჩნევენ. სხვადასხვა სამუშაო ადგილზე საჭირო კონტიგენტის შერჩევა პორტფოლიოს მიხედვით მოხდება: ატესტატის ნიშნები მხოლოდ იმაზე მიუთითებს, რამდენად წარმატებულად შეუძლია კანდიდატს, დაიმახსოვროს და აითვისოს მიცემული დავალება. რა თქმა უნდა, გარკვეულწილად ეს კრიტერიუმიც იქნება გათვალისწინებული, მაგრამ უმთავრესი ყურადღება მიექცევა ე.წ. სოციალურ კაპიტალს: შემოქმედებით აქტივობას, მონაწილეობას ჯგუფურ „თამაშებსა~ და კოლექტიურ პროექტებში. კანდიდატს უნდა შეეძლოს არასტანდარტული და კრეატიული გადაწყვეტილებების მიღება, კვლევების ჩატარება, სიახლეების დანერგვა.

7. განათლების ინდივიდუალიზაცია ბიოტექნოლოგიების დახმარებით

აკადემიურ საზოგადოებაში პროფორიენტაციას საკმაოდ ბუნდოვანი სტატუსი აქვს: მიიჩნევა, რომ განვითარების გზაზე ბავშვის ცნობიერება შესაძლოა რამდენიმეჯერ შეიცვალოს. ერთი მხრივ, ცოდნა თანდათანობით ღრმავდება და სპეციალიზაციის მოთხოვნილებაც გაცილებით მალე წარმოიშობა, მეორე მხრივ კი იზრდება მოთხოვნილება ზოგადი უნარების ჩამოყალიბებაზე – ინფორმაციის მოპოვებაზე, ახალი კონტაქტების დამყარებაზე, სამუშაო დროის დაგეგმვასა და ორგანიზებაზე. სავარაუდოდ, მოცემულ შემთხვევებში დიდი მნიშვნელობა აქვს გენეტიკას. მისი დახმარებით შესაძლებელია სასწავლო გრაფიკის დაგეგმვა ბიომეტრიული მაჩვენებლების შესაბამისად, აქ კი გენეტიკა საკმაოდ დადებით როლს შეასრულებს, თუმცა, სავარაუდოდ, ეს ახალ ეთიკურ პრობლემებსაც დაუდებს სათავეს. მაგალითად, შესაძლებელია თუ არა მოსწავლეთა დაყოფა ნიჭიერებად და უნიჭოებად? უნდა ვიფიქროთ, რომ ამ შემთხვევაში გადაწყვეტილების მიღება მშობლებს უნდა დაეკისროთ.

8. სკოლა ონლაინმართვაზე გადავა

ინტერნეტდღიური და ინტერნეტ საკლასო ჟურნალი პირველი ნაბიჯებია ელექტრონულ დოკუმენტბრუნვაზე ტოტალური გადასვლის კუთხით. დროთა განმავლობაში ყველა საგანმანათლებლო პროცესი ონლაინრეჟიმში არა მხოლოდ გაკონტროლდება, არამედ იწარმოებს. მთელი ინფორმაცია სკოლების შესახებ, მკაცრად რეგლამენტირებული და ციფრული სახით, ერთ ბაზაში მოიყრის თავს. მონაცემები ღია იქნება: ყველა სასწავლო დაწესებულებას გაუჩნდება საკუთარი სისტემა, რომელიც მოთხოვნისამებრ გასცემს ნებისმიერ ინფორმაციას. ამასთან, მნიშვნელობა არ ექნება, ინფორმაციას მშობელი გამოითხოვს თუ სახელმწიფო ორგანიზაცია. ამგვარ შემთხვევაში შეუძლებელია სასკოლო რევიზიების წარმოდგენა, რომელთათვისაც სკოლის მესვეურნი თავგამოდებით ემზადებიან – რევიზიები ელექტრონულ რეჟიმში გაიმართება.

9. სკოლა გადაიქცევა საზოგადოებრივ სივრცედ

საგანმანათლებლო პროცესში ყველა მონაწილისთვის სასწავლო დაწესებულებები შეხვედრის ადგილად იქცევა. თუ ყველას შეეძლება განათლების შინ მიღება, მაშინ სკოლას ურთიერთობის ადგილის ფუნქციაღა დარჩება. იგი დაკარგავს ცოდნის მისაღები დაწესებულების სტატუსს და შემოქმედებით ლაბორატორიად იქცევა.

10. გეიმიფიკაცია

ყველაფრის გეიმიფიკაცია – ეს ის არის, რის გარეშეც მომავლის სკოლა ვერ იარსებებს. აქამდე ეს პრობლემა არავის აღელვებდა, რადგან ბავშვებს არჩევანის საშუალება არ გააჩნდათ. არსებობდა მხოლოდ ერთი ვარიანტი – როგორმე დრო გაეყვანათ გაკვეთილზე ზარიდან ზარამდე. განათლება, რომელიც თავისუფალ არჩევანზეა დაფუძნებული, სულ სხვანაირ მიდგომას გულისხმობს. ბაზრის მოთამაშეებს ამ პროცესებში საკუთარი ფინანსური ინტერესები აქვთ: თუ გაკვეთილი საინტერესო არ იქნა, ზარის დარეკვას არავინ დაუცდის.

მოამზადა კახა ჭაბაშვილმა

 

წყაროს ანალიზის სტრატეგიები

0
წინამდებარე სტატიაში ისტორიის მასწავლებლებს ვთავაზობთ ორ სტრატეგიას, რომლებიც მათ გაკვეთილების საინტერესოდ წარმართვაში, მოსწავლეთათვის პრობლემის დასმის, ანალიზისა და შეფასების უნარის განვითარებაში დაეხმარება.

წარმოდგენილი სტრატეგიები ეხება წყაროს ანალიზს, თუმცა სხვადასხვა სახისაა, ვინაიდან სხვადასხვა სახის (როგორც წერილობითი, ასევე ვიზუალური) წყაროების ანალიზისთვის არის განკუთვნილი.
ვიზუალური წყაროს ანალიზი

ეს სტრატეგია საშუალებას მისცემს მოსწავლეებს, გამოიმუშაონ ვიზუალური წყაროს ანალიზის უნარ-ჩვევები. ვიზუალური ისტორიული წყაროებია: ისტორიული პლაკატები და კარიკატურები, ფერწერული ტილოები, რომლებიც ისტორიულ თემატიკაზეა შექმნილი, არტეფაქტები, ფოტოსურათები, კერძო პირების ჩანახატები, კინოფილმები, ვიდეოკლიპები და სხვა.

სტრატეგია მოიცავს ხუთ საფეხურს: აღწერას – იდენტიფიცირებას – ინტერპრეტაციას – შეფასებას – გამოხმაურებას/რეფლექსიას. ის მოსწავლეებს დაეხმარება:

* ვიზუალური წყაროების გაგებასა და ინტერპრეტირებაში;
* კრიტიკული აზროვნების უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებაში;
* სწავლის მეთოდების გამომუშავებაში.
პროცედურები

ნაბიჯი პირველი – მომზადება
*მასწავლებელმა წინასწარ უნდა განსაზღვროს ამ სტრატეგიის კონკრეტული მიზანი კონკრეტულ გაკვეთილზე.
*აქტივობის დაგეგმვისას მასწავლებელმა უნდა შეარჩიოს ისეთი ვიზუალური წყარო, რომელიც ადვილი აღსაქმელი იქნება მოსწავლეებისთვის. უმჯობესია, ის იყოს ფერადი (თუმცა შეიძლება შავ-თეთრიც), დიდი ფორმატისა და კლასის ნებისმიერი წერტილიდან ადვილად დასანახავი.
*მასწავლებელმა წინასწარ უნდა განსაზღვროს, ინდივიდუალურად იმუშაონ მოსწავლეებმა თუ ჯგუფურად.
*მასწავლებელმა წინასწარ უნდა განსაზღვროს, რა აქტივობებს განახორციელებენ მოსწავლეები მიზნის მისაღწევად.
ნაბიჯი მეორე – წყაროს ანალიზის ხუთი საფეხური: აღწერა – იდენტიფიცირება – ინტერპრეტაცია – შეფასება – გამოხმაურება/რეფლექსია
1. აღწერა. მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს, ყურადღებით დააკვირდნენ გამოსახულებას და ფურცლებზე ან რვეულებში რაც შეიძლება დეტალურად ჩამოწერონ:

. რას ხედავენ გამოსახულებაზე;
. რა ფერებია მასში გამოყენებული;
. ზედმიწევნით აღწერონ საგნები და ადამიანები;
. აღწერონ კომპოზიცია (ადამიანებისა და საგნების განლაგება, ურთიერთმიმართება და სხვა).
ამ საფეხურზე მოსწავლეები მხოლოდ აღწერენ წყაროს. მასწავლებელმა არ უნდა დაუშვას მისი ანალიზი ან ინტერპრეტაცია.

წყაროს წერილობითი დახასიათების შემდეგ მოსწავლეები კლასს ზეპირად წარუდგენენ თავიანთ ნამუშევარს. თუ სამუშაო ჯგუფებში სრულდება, მისი დასრულების შემდეგ პრეზენტატორი წარადგენს ჯგუფის პოზიციას. პრეზენტაცია შემდეგი სიტყვებით უნდა იწყებოდეს: „ამ წყაროზე დაკვირვებისას მე/ჩვენ ვხედავ/ვხედავთ…”

2. იდენტიფიცირება. განისაზღვრება ძირითადი ინფორმაცია ამ გამოსახულების შესახებ. მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს, უპასუხონ შემდეგ შეკითხვებს:

. რა კითხვები დაგებადათ წყაროს ნახვისას?
. რა კითხვებს უნდა გაეცეს პასუხი, რომ დაიწყოთ წყაროს ინტერპრეტაცია?
მოსწავლეები ამ კითხვებს რვეულებში ან ფურცლებზე ჩამოწერენ და ცდილობენ, უპასუხონ. კითხვები შეიძლება ასეთი იყოს: 
. როდის შეიქმნა ეს წყარო?
. ვინ არის მისი ავტორი? – და სხვა.

დასასრულ, მოსწავლეები კლასს ზეპირად წარუდგენენ თავიანთ ნამუშევარს. თუ სამუშაო ჯგუფებში სრულდება, მისი დასრულების შემდეგ პრეზენტატორი წარადგენს ჯგუფის პოზიციას. პრეზენტაცია შემდეგი სიტყვებით უნდა იწყებოდეს: „ამ წყაროზე დაკვირვებისას მე მინდა ვიცოდე/ჩვენ გვინდა ვიცოდეთ….”
3. ინტერპრეტაცია. იმის გათვალისწინებით, რა იციან კონკრეტული ვიზუალური წყაროს შესახებ (შესაძლოა, არსებობდეს დამატებითი ინფორმაციას) და რას ხედავენ გამოსახულებაზე, მოსწავლეებმა უნდა მოიფიქრონ:
. რას გულისხმობს ეს წყარო;

. რა იდეის გადმოცემა უნდოდა ავტორს.

მოსწავლეები რვეულში ან ფურცლებზე წერილობით უპასუხებენ ამ კითხვებს, მერე კი კლასს ზეპირად წარუდგენენ თავიანთ ნამუშევარს. თუ სამუშაო ჯგუფებში სრულდება, მისი დასრულების შემდეგ პრეზენტატორი წარადგენს ჯგუფის პოზიციას. პრეზენტაცია შემდეგი სიტყვებით უნდა იწყებოდეს: „მე მგონია/ჩვენ გვგონია, რომ ამ წყაროს ავტორს უნდოდა ეთქვა…”
4. შეფასება. მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს, უპასუხონ შემდეგ კითხვებს:

. როგორ ფიქრობთ, რა არის ამ გამოსახულების მიზანი? 
. ვინ არის ამ გამოსახულების ადრესატი (ვისთვის არის განკუთვნილი ეს გამოსახულება)? 
. როგორ ფიქრობთ, რამდენად მიაღწია ავტორმა მიზანს? თუ კი – რატომ? და თუ არა – რატომ?

მოსწავლეები რვეულში ან ფურცლებზე წერილობით უპასუხებენ ამ კითხვებს, მერე კი კლასს ზეპირად წარუდგენენ თავიანთ ნამუშევარს. თუ სამუშაო ჯგუფებში სრულდება, მისი დასრულების შემდეგ პრეზენტატორი წარადგენს ჯგუფის პოზიციას. პრეზენტაცია შემდეგი სიტყვებით უნდა იწყებოდეს: „ანალიზის საფუძველზე მივედი/მივედით იმ დასკვნამდე, რომ ავტორმა მიაღწია/ვერ მიაღწია მიზანს, რადგან…”
5. გამოხმაურება/რეფლექსია. მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს, უპასუხონ შემდეგ კითხვებს:

. როგორ ფიქრობთ, რა გავლენა შეეძლო მოეხდინა ამ ვიზუალურ წყაროს კონკრეტულ ისტორიულ პროცესებზე/საზოგადოებაზე/ადამიანებზე? 
. რა შეუძლია მოგვითხროს ამ გამოსახულებას იმდროინდელი ცხოვრების, ლოკალური ადგილისა და ეპოქის შესახებ?
. რა კითხვები დაგებადათ ამ წყაროს ანალიზის შემდეგ? 
. კიდევ რის ცოდნა გსურთ ამ თემის შესახებ?

მოსწავლეები რვეულში ან ფურცლებზე წერილობით უპასუხებენ ამ კითხვებს, მერე კი კლასს ზეპირად წარუდგენენ თავიანთ ნამუშევარს. თუ სამუშაო ჯგუფებში სრულდება, მისი დასრულების შემდეგ პრეზენტატორი წარადგენს ჯგუფის პოზიციას. პრეზენტაცია შემდეგი სიტყვებით უნდა იწყებოდეს: „მე მიმაჩნია/ჩვენ მიგვაჩნია, რომ ამ გამოსახულებას შეეძლო გავლენა მოეხდინა…”; „ამ წყაროს ანალიზის შედეგად მე გავიგე/ჩვენ გავიგეთ, რომ…”; „ამ წყაროს ანალიზის შედეგად მე დამებადა/ჩვენ დაგვებადა შემდეგი კითხვები…”
ნაბიჯი მესამე: ანალიზის შედარება
ჩატარებული სამუშაოს შემდეგ კლასში იმართება დისკუსია იმ მოწაფეებს შორის, რომლებმაც კარდინალურად განსხვავებული მოსაზრებები გამოთქვეს. მასწავლებელი და მოსწავლეები აჯამებენ გაკვეთილს.
 
წერილობითი წყაროს ანალიზი

წერილობითი წყაროს ანალიზი ისტორიის სწავლა/სწავლების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მეთოდია. მისი გამოყენებისას მოსწავლეებს უვითარდებათ კრიტიკული აზროვნების, პრობლემის დასმისა და გადაჭრის, ანალიზისა და შეფასების უნარ-ჩვევები.

ნაბიჯი პირველი: მასწავლებელმა უნდა სცადოს იმგვარი წყაროს შერჩევა, რომელიც მოსწავლეებს დასმულ კითხვებზე პასუხის გაცემის საშუალებას მისცემს. წყარო/მისი მონაკვეთი არ უნდა იყოს მეტისმეტად დიდი (არ აღემატებოდეს ორ-სამ გვერდს). მის გაცნობამდე მოსწავლეებს შეიძლება მივაწოდოთ მცირე ინფორმაცია იმ ეპოქის შესახებ, რომელშიც შეიქმნა ან რომლის შესახებაც მოგვითხრობს ეს წყარო. ამგვარი აქტივობა შეიძლება შესრულდეს როგორც ინდივიდუალურად, ასევე ჯგუფურადაც. ინდივიდუალური სამუშაოს შესრულებისას თითოეულ მოსწავლეს ურიგდება შაბლონი, ხოლო ჯგუფური მუშაობის დროს – თითოეულ ჯგუფს.

შესაძლოა, წყარო არ იძლეოდეს შაბლონში მოცემულ ყველა კითხვაზე პასუხის გაცემის საშუალებას. ამ შემთხვევაში მოსწავლეები უბრალოდ გამოტოვებენ შესავსებ გრაფას ან არ უპასუხებენ ამ შეკითხვას.

გთავაზობთ წერილობითი წყაროს ანალიზის შაბლონს, რომელიც მასწავლებელმა შეიძლება მაღალ კლასებში სწავლებისას გამოიყენოს. 

ნაბიჯი მეორე. შაბლონის შევსება წყაროს ანალიზის მხოლოდ პირველი ნაბიჯია. მოსწავლეები ისწავლიან გაცილებით მეტს, თუ საკუთარ იდეებსა და მოსაზრებებს სხვასაც გაუზიარებენ, ამიტომ შაბლონის შევსების შემდეგ, მათ საშუალება უნდა მივცეთ, წარმოადგინონ საკუთარი მოსაზრებები, რომლებიც შესაძლოა საინტერესო დისკუსიის საფუძვლად იქცეს. შესაძლოა, აზრთა გაცვლა-გამოცვლის შემდეგ ზოგიერთმა მოსწავლემ შეიცვალოს კიდეც აზრი.

ასე რომ, შაბლონის შევსება შეიძლება განვიხილოთ როგორც წყაროს ანალიზის საწყისი ეტაპი.
წერილობითი წყაროს ანალიზის შაბლონი

ავტორი
. ვინ შექმნა წყარო?
. რას ფიქრობთ წყაროს ავტორის შესახებ?
. როგორია წყაროს ავტორის მსოფლმხედველობა და თვალსაზრისი მის მიერ აღწერილი მოვლენების შესახებ?
დრო და ადგილი
. სად და როდის შეიქმნა წყარო?
. როგორ შეიძლება იმოქმედოს წყაროს შექმნის დრომ და ადგილმა მის შინაარსზე?
წინასწარი ინფორმაცია

. გარდა იმისა, რაც იცით წყაროს შექმნისა და შემქმნელის შესახებ, კიდევ რა ინფორმაცია გაქვთ ამ წყაროზე? 
აუდიტორია
. ვისთვის შეიქმნა ეს წყარო და რა გავლენა შეეძლო მოეხდინა ადრესატს მის უტყუარობაზე?
მიზეზი
. რა იყო ამ წყაროს შექმნის მიზეზი და რა გავლენა შეეძლო მოეხდინა მას წყაროს უტყუარობაზე?
ძირითადი იდეა
. რა ძირითადი იდეა/იდეებია გადმოცემული წყაროში?
მნიშვნელობა
. რამდენად მნიშვნელოვანია წყარო? 
. რატომ არის მნიშვნელოვანი?

ჭინთვა და პრანჭიობა

0
დიდხანს ვფიქრობდი, ღირდა თუ არა ამ უხერხულ ამბავზე ხმის ამოღება, მაგრამ ზედიზედ იმდენი რამ მიეწყო ერთმანეთს, რომ გაჩუმება არ გამოდიოდა. 

რას ვგულისხმობ?

რას და – ასე მგონია, ამ ბოლო დროს მეტისმეტად ხშირად გვიწევს თავზე ნაცრის წაყრა. თითქოს ის არ გვყოფნიდეს, რაც მართლა გადაგვხდა და ჩავიდინეთ, ბოლომდე უნდა დავისაჯოთ, უნდა ვიტვირთოთ ყველაფერი – მომხდარიც და გამოგონილიც, რეალურიც და თითიდან გამოწოვილიც. 

თქვენც შეგიმჩნევიათ ალბათ: როგორც კი რაიმე უბედურება დატრიალდება, სოციალურ ქსელში მყისვე იმატებს აღშფოთების, ჭკუის დარიგებისა და დამუნათების გამომხატველი სტატუსები:
– ბავშვების მკვლელი ქვეყანა!
– მოძალადე მღვდლების სამშობლო!
– ადგილი, სადაც წიგნებს წვავენ!
ერთი სული გვაქვს, ყელში ვწვდეთ ამ ისედაც გალეულ, პოლიტიკური ბრძოლებითა და თამაშებით გათანგულ ქვეყანას და გინებასა და დამცირებაში ამოვხადოთ ის დარჩენილი სიწმინდეც. მერე კი, მწარე-მწარე გამოსვლებით გადაღლილებმა, ფეხი დავკრათ და გადავიკარგოთ ნანატრი დასავლეთისკენ, სადაც სულის სალბუნი და ნაოცნებარი დემოკრატია გვეგულება.

ირაკლი სამსონაძის „ყურთბალიშში” ერთი საინტერესო პერსონაჟია – ანდრო, რომელმაც ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს გაასწრო დასავლეთში, ჩეხი გოგო შეირთო და იქ დაფუძნდა. ორი ქალიშვილი ჰყავს, ქართულად ვერ ლაპარაკობენ, მაგრამ იციან, რომ ქართველები არიან. ანდრო ხანდახან ჩამოდის მშობლების სანახავად და ერთ-ერთ ჩამოსვლაზე, მეგობრებთან ერთად რესტორანში მყოფი, ოფიციანტზე გაბრაზებული, მოიქოქება და მოიქოქება: „რა არის, რა უბედურებაა, ამ ქვეყანაში რით ვერ უნდა ისწავლონ ჭკუა. აეროპორტიდანვე იგრძნო, რა ქაქშიც შემოდგა ფეხი. მებაჟეები რას გვანან. მოდავება მოუნდომეს… დაუძრო თუ არა პასპორტი! დიახაც, დაუძრო. ჩეხეთის მოქალაქეა, ის კი არ არის. ეგრევე მოაკეტინა. ანდა, აფთიაქები აიღე. რას ჰგავს აქაური აფთიაქები. სულაც რომ კვდებოდეს, იმ ჯიხურში წამალს არ შეიძენს. ჰაერი! ნუთუ შეიძლება ამ მოწამლული ჰაერის სუნთქვა.
თბილისთან შედარებით პრაღაში ათჯერ-ოცჯერ მეტი მანქანა დადის, მაგრამ ასეთი მოწამლული ჰაერი არ არის. იქ ნორმალურ ბენზინს ყიდიან, გენაცვალე, და იმიტომ. არა. არა. დროზე გაასწრო აქაურობას. ან ქალაქი რას ჰგავს. ან ხალხი რას დაემსგავსა. საკუთარ სადარბაზოსთან დაყრილ ნაგავს მაინც რატომ არ გაიტანენ. ამას რაღა უნდა, ესეც დიდი საქმეა? იქ, პრაღაში, საპნით რეცხავენ ქუჩებს, აქ კი…”

და ბოლოს ვახო, ანდროს ბავშვობის მეგობარი, ვეღარ მოითმენს: 
„– რას მოეთრეოდი!.. – ამბობს ვახო, – შენ მშობლების სანახავად კი არ ჩამოხვედი, იმისთვის ჩამოხვედი, რომ შენისთანებმა გისმინონ და ნწუ, ნწუ, ნწუ გიკეთონ ტუჩებით, როცა ამ ქვეყანას ლანძღავ”.

ხდება ხოლმე – გაბრაზებულ გულზე შეიძლება გულიანად შემოგელანძღოს ვინმე, მაგრამ პირადს როგორმე მოევლება, მთავარია, ის არ ვათრიოთ ტალახში, რაც პირადზე მაღლა დგას, რადგან ქვეყანა კი არ არის ბავშვების მკვლელი, არამედ ზნეობრივად მოშლილი და კორუმპირებული სისტემა; არც მოძალადე მღვდლების სამშობლოა საქართველო მხოლოდ – წამებული მოძღვრებიც მოიძებნებიან ახლო წარსულში; არც მარტო იმ ადგილის მკვიდრნი ვართ, სადაც წიგნებს წვავენ, და ისეც ნუ გავაზვიადებთ, თითქოს აიათოლა ჰომეინისა და იოზეფ გებელსის აჩრდილები დაგვეჩვივნენ ამ ბოლო დროს – ერთეული შემთხვების გამო ყველაფერს ნუ დავიბრალებთ!

მთლიან სურათს ერთეულები ქმნიანო, შეიძლება შემომედავოთ. დავაზუსტებდი: ერთეულებსაც გააჩნია! წიგნის ინკვიზიტორი ვერასოდეს იქნება სამაგალითო და, ასე მგონია, ვერ უბიძგებს, თავს ვერავის მოახვევს თავის უკეთურ სურვილებს. უფრო გასაგებად რომ ვთქვა: ნაკვერჩხალს სულს ნუ შევუბერავთ გამუდმებით, თორემ ერთხელაც მართლა დაინთება ცეცხლი!

საზოგადო ჭირზე საუბარი არაფრისმომცემ „ჭინთვად და პრანჭიობად” (როგორი მძაფრი და თან რა ზუსტია მიხეილ ჯავახიშვილი!) რომ არ იქცეს, ეს ჭირი – ცოდვები, ზოგჯერ – გაუმართლებელი შეცდომები – ჩვენს ქვეყანას არ უნდა შევაწმინდოთ. კონკრეტული დამნაშავის დასახელებისა და გამოაშკარავების შნო და გამბედაობა უნდა გვქონდეს. და იმ მატყუარა ბიჭსაც ნუ დავემსგავსებით, მგელი, მგელიო, რომ გაიძახოდა და როცა მართლა მოვიდა, არ დაუჯერეს.

„მგელი” კარგა ხნის მოსულია, ოღონდ სულ სხვა მხრიდან, სულ სხვა რამეზე – თავისი მაგარი მუხლი ჩვენი თავმოყვარეობისთვის მოუბჯენია და ელოდება, როდის გავტყდებით.

დამონებული, დაბეჩავებული და გამუდმებით მონანიე ერი კი ისეთივე ამაზრზენია… უფრო სწორად, ყველაფერზე უფრო ამაზრზენი!

როგორ დავეხმაროთ ნიჭიერ ბავშვებს შესაძლებლობათა რეალიზებაში

0
ნიჭიერ ბავშვთა აღზრდა და მათი განვითარების სწორად წარმართვა ნებისმიერი საზოგადოებისთვის აქტუალური საკითხია, ვინაიდან საზოგადოების პროგრესი მნიშვნელოვანწილად არის დამოკიდებული იმაზე, როგორ გამოიყენებს ის ნიჭიერი ადამიანის შესაძლებლობებს, მის გონებრივ პოტენციალს.

ნიჭიერი ბავშვის გამოვლენისა და მისი სწავლა-აღზრდის პროცესში განსაკუთრებით დიდია მშობლის როლი, ვინაიდან ადრეულ ასაკში შეუმჩნეველი და განუვითარებელი ესა თუ ის უნარი შესაძლოა თანდათანობით გაქრეს და ბავშვმა ვერ მოახერხოს თავისი შესაძლებლობების რეალიზება. ამდენად, ნებისმიერი მშობლისთვის საინტერესო უნდა იყოს ის ნიშნები, რომლებიც ნიჭიერ ბავშვს თანატოლებისგან გამოარჩევს და რეკომენდაციები, რომელთა გათვალისწინება მის სწორ განვითარებას, მისი შესაძლებლობების რეალიზებას შეუწყობს ხელს.

პირველ სირთულეებს ნიჭიერი ბავშვის მშობლები მისი დაბადებიდან სულ ცოტა ხნის შემდეგ აწყდებიან. ასეთ ბავშვებს ნაკლები სძინავთ, ცუდად ჭამენ, უჭირთ ერთსა და იმავე მდგომარეობაში შედარებით დიდხანს ყოფნა. მალე თავს იჩენს მომეტებულ შემეცნებით აქტივობასთან დაკავშირებული სირთულებიც. ასეთ აქტივობას ხშირად არასასიამოვნო შედეგები მოსდევს: დამსხვრეული ტელეფონები და ელექტრომოწყობილობები, დაშლილი საათები… ყველაფერი, რაც ხელში მოხვდება ნიჭიერ ბავშვს, შესაძლოა მისი მუდმივად დაუკმაყოფილებელი ცნობისმოყვარეობის მსხვერპლად იქცეს. ამ თვისებისა და გარე სამყაროს შეცნობის დაუოკებელი სურვილის გამო ასეთი ბავშვები გაუთავებელი შეკითხვებით ხშირად თავს აბეზრებენ უფროსებს, რაც, თავის მხრივ, ართულებს მშობლებისა და შვილის ურთიერთობას.
ნიჭიერი ბავშვის ძირითადი მახასიათებლები

1. შემეცნებითი პროცესების წინმსწრები განვითარება:

·ადრე ამეტყველება და მდიდარი ლექსიკური მარაგი;
·რთული სიტყვების გამოყენება მეტყველებისას; 
·თვლისა და კითხვის უნარის ადრე დაუფლება;
·უჩვეულო ყურადღების გამოჩენა, რაიმეზე ყურადღების მომეტებული კონცენტრაცია, დაჟინება იმ სფეროში წარმატების მისაღწევად, რომელიც მას აინტერესებს;
·მისთვის საინტერესო საქმის კეთებისას საქმეში ჩაღრმავება;
·დაუკმაყოფილებელი ცნობისმოყვარეობა;
·შესანიშნავი მეხსიერება;
·კარგად განვითარებული აღქმა და წარმოსახვა.

2. საოცარი იუმორის გრძნობა;

3. მათემატიკური უნარების დომინირება;

4. ძლიერ განვითარებული სამართლიანობის გრძნობის საკმაოდ ადრეულ ასაკში გამოვლენა – ასეთი ბავშვები მტკივნეულად აღიქვამენ საზოგადოებრივ უსამართლობას და დიდ მოთხოვნებს უყენებენ საკუთარ თავს და გარშემო მყოფებს;

5. საკუთარ ღირებულებათა ფართო სისტემა;

6. იმ პრობლემების მოგვარების მცდელობა, რომელთა გადაჭრა ჯერჯერობით მათ შესაძლებლობებს აღემატება;

7. მომეტებული მგრძნობიარობა;

8. „გაზვიადებული” შიშები.

ნიჭიერი ბავშვის შესაძლებლობათა მაქსიმალური რეალიზებისთვის, ასევე – მისი პიროვნების ჩამოყალიბების პროცესის სწორად წარმართვისთვის სასურველია, მისი სწავლა-აღზრდის პროცესში პედაგოგებმა და მშობლებმა გაითვალისწინონ რამდენიმე რეკომენდაცია:

1. გააანალიზეთ საკუთარი ღირებულებათა სისტემა ბავშვის აღზრდასთან მიმართებით – უწყობს ის ხელს ბავშვის პიროვნებისა და ნიჭის რეალიზაციას?

2. იყავით გულწრფელი ბავშვთან – ტყუილის მიმართ ყველა ბავშვი მგრძნობიარეა, ნიჭიერი კი განსაკუთრებით მწვავედ რეაგირებს ყოველგვარ ტყუილზე.

3. თავი არიდეთ ხანგრძლივ ახსნა-განმარტებებს და საუბრებს.

4. ეცადეთ, მხედველობიდან არ გამოგრჩეთ ბავშვის განვითარებაში მომხდარი ცვლილებები – არაორდინარული კითხვები და ქცევა ხშირად ნიჭიერების მაჩვენებელია.

5. პატივი ეცით ბავშვის ინდივიდუალურობას, ნუ ეცდებით მასზე თქვენი პირადი ინტერესებისა და გატაცებების პროეცირებას.

6. გახსოვდეთ, ამა თუ იმ სფეროში წარმატება არ არის იმის საწინდარი, რომ ბავშვი წარმატებით დაძლევს მის წინაშე დასმულ ნებისმიერ ამოცანას, როგორი ნიჭიერებითაც არ უნდა გამოირჩეოდეს ის.

7. სასურველია, ნიჭიერი ბავშვი არ იყოს დედისერთა და ჰყავდეს და-ძმა – ეს მას ჯანსაღი თვითაღქმისა და სრულფასოვნების გრძნობის ჩამოყალიბებაში დაეხმარება.

8. გახსოვდეთ, არ არსებობს ნიჭიერების სტერეოტიპი. თითოეული ბავშვი თავისებურად ავლენს საკუთარ უნარებს. მართალია, ნიჭიერი ბავშვის ერთ-ერთი თავისებურება ადრე ამეტყველებაა, მაგრამ ყველა ასეთი ბავშვი ადრე არ იდგამს ენას, მაშინაც კი, როცა საამისოდ შესაფერისი პირობები აქვს. შესაძლოა, სამ წლამდეც კი არ ალაპარაკდეს, მერე კი ერთბაშად საკმაოდ რთული წინადადებებით დაიწყოს საუბარი.

9. ერიდეთ ბავშვის ნიჭის მუდმივ, ბავშვისთვის შემაწუხებელ დემონსტრირებას და, მით უმეტეს, ექსპლუატაციას.

10. ნუ დააყენებთ ნიჭიერ ბავშვს კვარცხლბეკზე და სხვა ბავშვების თვალში ვუნდერკინდად ნუ წარმოაჩენთ. რასაკვირველია, ნიჭიერი ბავშვი სათანადოდ უნდა იქნეს დაფასებული, მაგრამ მისი მიღწევების განსაკუთრებულობის ხაზგასმა ხშირად ბადებს გაღიზიანებას, ეჭვიანობას, შუღლს და მტრობას, რამაც შესაძლოა ნიჭიერ ბავშვს ხელი შეუშალოს თანატოლებთან ურთიერთობაში. ასევე მიუღებელია მეორე უკიდურესობაც – განზრახ საჯარო დამცირება, უნიკალური უნარების დაუფასებლობა და სარკაზმი მასწავლებლის მხრივ.

11. იმ კლასში, სადაც ნიჭიერი ბავშვები სწავლობენ, რაც შეიძლება იშვიათად უნდა იქნეს გამოყენებული თამაშით სწავლების ფორმები მკაფიოდ გამოხატული შეჯიბრების ელემენტებით – ნიჭიერი ბავშვი, რა თქმა უნდა, ხშირად გაიმარჯვებს, რამაც შესაძლოა მისდამი შური და მტრობა გამოიწვიოს.

12. გახსოვდეთ, მიუღებელია ბავშვის ნიჭის როგორც იგნორირება, ასევე მისით უზომო აღფრთოვანება. ეცადეთ, გაზვიადებულად არ შეაფასოთ ასეთი ბავშვების ნამუშევრები, თუნდაც საუკეთესო; არ გამოარჩიოთ ნიჭიერი ბავშვი ინდივიდუალური წარმატებების გამო. უმჯობესია, წაახალისოთ მისი სხვა ბავშვებთან ერთად მუშაობისას მიღწეული წარმატებები.

13. გაითვალისწინეთ, „ნიჭიერის” იარლიყი ცვლის როგორც გარშემო მყოფთა დამოკიდებულებას ბავშვისადმი, ასევე ბავშვის მიერ საკუთარი თავის აღქმას.

14. ნიჭიერი ბავშები ძნელად აღიქვამენ მკაცრად რეგლამენტირებულ, განმეორებად მეცადინეობებს. სასურველია სასწავლო პროგრამის გამრავალფეროვნება ნიჭიერი ბავშვის მოთხოვნილებების გათვალისწინებებით.

15. ნიჭიერი ბავშვისადმი გარშემო მყოფთა სწორი დამოკიდებულება საწინდარია იმისა, რომ მომავალში თავიდან ავიცილებთ მისი სოციალური ადაპტაციის სირთულეებს.

ზემომოყვანილი რეკომენდაციების გათვალისწინება ნიჭიერი ბავშვის შესაძლებლობებისა და უნარების ზედმიწევნით გამოვლენის, მისი პიროვნების ჩამოყალიბების პროცესის სწორად წარმართვის, ასევე – მასთან ურთიერთობისას მრავალი გართულებების თავიდან აცილების საშუალებას მოგვცემს.

მშვიდობის ფასი

0
გურულებს ერთი საინტერესო სადღეგრძელო გვაქვს: ,,მშვიდობა და შვიდი ინჯრა დღეში”. შვიდჯერადი კვების აუცილებლობისა რა მოგახსენოთ, მაგრამ მშვიდობის ფასი ხელთოხიანმა თუ ხელთოფიანმა კაცმა ერთნაირად იცის. 
აგვისტოს ერთ ჩვეულებრივ დილას ჩავრთე ტელევიზორი და ვხედავ: მესამე მსოფლიო ომი ლამისაა კარს მოგვდგომია. სირიის სკოლები, ბავშვების ნაცვლად, ტყვიებისა და ბომბების ახალ ნაკადს ელიან. იმედს ვიტოვებ, რომ ამ სასწავლო დაწესებულებებში რაც შეიძლება მალე გახდება შესაძლებელი სასწავლო პროცესის გაგრძელება და იქ ოცდამეერთე საუკუნის გეტოებს არ გახსნიან (თუ მანამდე ქიმიაში მავანთა „ვარჯიშს” საბოლოოდ არ გააცამტვერებინეს).

არასოდეს დამავიწყდება ერთკვირიანი მოგზაურობა აჭარის მთიანეთში და მაჰმადიანი მასპინძლის მიერ ქრისტიანი მგზავრების დალოცვა – ჭეშმარიტი ღმერთი შეგეწიოთო. ეს პატარა ნიუანსი შესანიშნავი მაგალითია იმისა, რომ მთავარი რწმენაა და რა სახელითაც არ უნდა მივმართოთ უფალს, იგი ყოველთვის შეგვახსენებს: „შეიყუარე უფალი ღმერთი შენი ყოვლითა გულითა შენითა და ყოვლითა სულითა შენითა და ყოვლითა გონებითა შენითა. ესე არს დიდი და პირველი მცნებაი და მეორე, მსგავსი ამისი: შეიყუარე მოყუასი შენი, ვითარცა თავი თვისი”.

მე რომ სირიელი მასწავლებელი ვიყო, თუნდაც უცხო მიწას შეფარებული და ჩემი ხალხის რწმენით პირაკრული, ჩემთვის მონდობილ სამშობლოს ნაწილს პირველ გაკვეთილზე ქრისტიანების უმთავრეს მცნებას წავუკითხავდი.
ახლაც თვალწინ მიდგას, როგორ მივდივარ ნაომარ რუსთაველზე დაცხრილული სკოლისაკენ და გაუცნობიერებელი შიშის თოკი უკან მექაჩება. ჩემი ბავშვობა ბრძოლის ველსა და სკოლას შორის გადებული გზაა, გაზაფხულის ერთ დილას მოწამლული დედის ძლივსგაღვიძება, შვიდი წლის ბავშვის ძილისწინა ლოცვა: „ღმერთო, გთხოვ, ხვალაც გაიღვიძოს!” რუსთაველის პროსპექტი ორ ნაბიჯზე, ერთი დაღმართი და ბრძოლის ველზე ხარ. ე.წ. მეთვალყურეები მეზობელი სახლის სახურავზე დაბანაკებულან და მოცალეობის ჟამს „სროლაში ვარჯიშობენ”. სამიზნე კი ჩემი ხელისგულისოდენა ეზოს ერთადერთი ბინადარი თუთის ხეა, წლებითა და ტკბილი თეთრი თუთით დამძიმებული. მიწისკენ დახრილი, ტყვიებს არ იმჩნევს… ხალხი კი გარბის, ვიწრო, ჩაბნელებული ქუჩებით „ბრძოლის ველიდან” იპარება, თავშესაფრად ქცეულ ქალაქის გარეუბნებში ნათესავებსა და მეგობრებს სტუმრობს. ერთ-ერთი ასეთი სტუმარი მეც ვარ, თითქმის მთელი დღე მეცხრე სართულის ფანჯრასთან ვდგავარ და ვცდილობ, მზერით დავიბრუნო ჰორიზონტად ქცეული სახლი – სამშობლო…

სამოქალაქო ომს აფხაზეთის დაკარგვა მოჰყვა, ჩვენს ყოველდღიურ რეალობაში ფესვი გაიდგა სიტყვამ: „ლტოლვილი”. ზოგს ეს სიტყვა ზღვის პირას საღამოობით დანთებულ კოცონს, ციტრუსის მჟავე არომატს ან ტალღებში უკანმოუხედავად გადაყრილ ხურდას – დაბრუნების გასამრჯელოს – ახსენებს, მე კი მხოლოდ ჩემი პატარა მეგობრის, თბილი ქვეყნის ნაცვლად ცივ ქალაქში რის ვაი-ვაგლახით მოწყობილ „მერცხლის ბუდეს” ვხედავ და მრცხვენია ჩემი პატარა სახლის გამო, სამოქალაქო ომის დამთავრებისთანავე რომ „დავიბრუნე”. ახლაც მრცხვენია, როცა მესმის, რომ სირიიდან ევაკუირებულთა რიცხვმა ორ მილიონს გადააჭარბა: ორი მილიონი შიში, ორი მილიონი შიმშილი, ორი მილიონი სიყვარული…
არსებობს სიტყვები, რომლებიც ძალიან გვიყვარს, ისეთებიც, სიცოცხლეს რომ მოგანდომებენ ან, პირიქით, წაგართმევენ. სიტყვა „ლტოლვილი” ჩემთვის მეხის გავარდნას ჰგავს. მისი ტყვიისფერი ბგერები დღემდე უსახლკარო, უსამშობლოო, უალტერნატივო მოყვასისთვის ერთი თეფში იმედის ფლავის ჩამორიგებას მაგონებს, შიმშილის ერთჯერად მოკვლას. ეს სიტყვა ჩვენი ბერლინის კედელია, სამშობლოში უსამშობლოოდ დარჩენილებს სახლების ნაცვლად რომ ავუშენეთ და დღემდე არ გვიცდია დანგრევა.

გავიდა დრო და ახალი სიტყვა – „ევაკუაცია” გავიცანი. თავიდან მასაც იმედის თვალით დავუწყე ყურება, ისევე როგორც ყველა შორეულ ლანდს, ზღვის ზედაპირზე უიმედოდ მოტივტივეს მხსნელ ხომალდად რომ მოეჩვენება. ასე იყო, სანამ ტოლსტოისეული ,,განმარტება” არ წავიკითხე:
Выдумали же люди такое отвратительное слово – “эвакуация”. Скажи – отъезд, переселение или временная, всеобщая перемена жительства, – никто бы не стал, вылупив луковицами глаза, ухватив узлы и чемоданы, скакать без памяти на подводах, как будто сзади за ним гонятся львы.
“Эвакуация” в переводе на русский язык значит – “спасайся, кто может”.
ქართულ ენაზე ამ სიტყვის თარგმნა არავის უცდია, ჩვენ ხომ უცხო სიტყვებისადმი ისეთივე სტუმართმოყვარენი ვართ, როგორც უცხოტომელი სტუმრების მიმართ. ჩემთვის კი ყველა სიტყვა, რომელიც გაქცევას მაიძულებს, გადარჩენისკენ მიმავალი გზა კი არა, საცალფეხო ბილიკია, რომელიც მხოლოდ ერთი ნაბიჯით უსწრებს უფკრულს და არც ტაძართან, არც რომში, მით უმეტეს, არც სახლში არ მიდის.
 
ძნელი დასაჯერებელია, რომ ოცდამეერთე საუკუნეში არსებობს ქვეყნები, სადაც სკოლებს სამხედრო ბაზებად იყენებენ, მოსწავლეები და მასწავლებლები კი უცხო მიწაზე ერთად სწავლობენ სიტყვა „ევაკუაციას”. ძნელი წარმოსადგენია მათ გარეშე ახალი სასწავლო წელი: დამტვრეულ მერხებთან მსხდომი იარაღასხმული ოდესღაცმოსწავლეები მშვიდობის გაკვეთილის მოლოდინში.
2013 წლის სექტემბერი ყველაზე საპასუხისმგებლო თვეა ჩემთვის, რადგან ახალი სასწავლო წლის დაწყებიდან სკოლა ჩემი ყოველდღიურობის უდიდეს ნაწილს დაიკავებს. უცნაურია, მაგრამ როცა პირველი სასწავლო დღის წარმოდგენას ვცდილობ, სკოლისაკენ მიმავალ ჩემს წარსულსა და აწმყოს ერთად ვხედავ: „მოსწავლეს” „მასწავლებლისთვის” ხელი მაგრად ჩაუჭიდია და მომავლისკენ მიაქვთ ღმერთის, მოყვასისა და მტრის დავიწყებული სიყვარული.

ზვარაკი

0
ზვარაკი ჯერ კიდევ იმდროინდელია, როცა დედამიწაზე სულ სამი-ოთხი კაცი დააბიჯებდა. მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა. ჟამთაცვლამ სამყაროში ღმერთებიც გაამრავლა, მათი მიმდევრებიც, ადათ-წესებიც და ზვარაკად შეწირვის ფორმებიც.

მიუხედავად არაერთი აკრძალვისა, რელიგიათა გაჰუმანურებისა თუ ცივილიზაციით განაზებული სამყაროს მკაცრი კანონებისა, იმ დროიდან მოყოლებული დღემდე არაერთი ზვარაკი შეწირულა „სულის სახსარად” თუ სტომაქის ამოსაყორად…

როგორ წარმოგიდგენიათ ზვარაკი? თოკგამობმულ, რქებზე თეთრხილაბანდშემოხვეულ, სანთლით შუბლგადატრუსულ, მორჩილად თავდახრილ პირუტყვად? არა, ჩემო კეთილებო. მოლეკულებიც შეიძლება იქცნენ ზვარაკად. ყოფილხართ ოდესმე ქიმიურ ქარხანაში? შორიდანვე დაინახავთ საამქროებიდან მოშორებით აღმართულ მაღალ, ცილინდრულ ნედლეულის საცავებს, რომლებიც მოლოდინით ისევე გაყუჩებულან, როგორც დასაკლავად გამზადებული პირუტყვი.

დიახ, ნედლეულის მოლეკულები ის ზვარაკია, რომელსაც ყოველდღიურად ასეულობით და, შესაძლოა, ათასეულობით ტონას ვწირავთ ჩვენს ამბიციებს. ნავთობი დედამიწის წიაღიდან გადმონთხეული ჩვენი წინაპარი სამყაროს ორგანული ნაწილაკებია. იმ მოლეკულების გროვაა, რომლებიც ერთ დროს ცოცხალ ორგანიზმებში მიმოიქცეოდნენ, მერე კი, დედამიწის ღრმა ტალანებში შეყუჟულებმა, საუკუნოვან ძილს მისცეს თავი. ვინ იცის, რამდენი მშვენიერება, სილამაზე, განცდა და ცრემლი დაიმარხა მათთან ერთად. იქნებ ამიტომაც არის ნავთობი ასეთი დიდი ენერგიის მატარებელი – 54 ავტოგასამართი აპარატიდან დროის ერთეულში იმდენივე ენერგია „იღვრება”, რამდენსაც უზარმაზარი ენგურჰესი გამოიმუშავებს!

რატომ ვწირავთ ზვარაკად ნავთობის მოლეკულებს? იმისთვის, რომ ჩვენ გარშემო იყოს სითბო და სინათლე, რომ არ შესცივდეთ ჩვენს შვილებს, რომ სწრაფად გავლიოთ გზა იმ ადგილამდე, სადაც გველიან, რომ გადავცუროთ ან გადავევლოთ ზღვებსა და ოკეანებს, რომ „ამოვიდეთ იმ ტალახიდან, რომელსაც სახელად დედამიწა ჰქვია”, ზემოდან დავხედოთ და კიდევ ერთხელ დავინახოთ, რა პატარაა იგი… 

სამწუხაროდ, ნავთობის მოლეკულების ფარაში გაზაფხულობით დოლი არ იცის, ამიტომ ისინიც უფრო და უფრო ცოტავდებიან… 

ზეთოვან მცენარეებს დიდი ხანია ცხიმის მისაღებად ვიყენებთ, მაგრამ ჩვენ მიერ მოხმარებულ ზეთსა და ქონზე არანაკლებს ზვარაკად ვწირავთ საპნის ქარხნებს.

დიდი ძალისხმევა და ენერგია სჭირდება ძვირფასი მეტალების დედამიწის წიაღში მიკვლევას, მოპოვებას, გადამუშავებასა და ფუფუნების საგნების დამზადებას, რომლებითაც შემდეგ ვიკეკლუცებთ და თავს მოვიწონებთ, მაგრამ არცთუ ცოტა ისევ ქიმიურ ქარხანაში აღმოჩნდება ხოლმე გადასამუშავებლად – კატალიზატორების და მრავალი სხვა, ქიმიური თვალსაზრისით საინტერესო რეაქტივის დასამზადებლად.

უამრავი ასეთი მაგალითის მოყვანა შეიძლება.

…ზოგჯერ ადამიანებიც ხდებიან ზვარაკები. გაიხსენეთ ქართული ფილმი „დიდი მწვანე ველი”, გიორგისა და სოსანას განშორების ეპიზოდი. სოსანა მარტო რჩება დიდ მწვანე ველზე, გიორგი კი მიდის, მიდის თავდახრილი და თავისთვის ამბობს: „შეწირულები, მთელი მაგათი გვარი შეწირულები იყვნენ, მამამისიც შეწირული იყო, თვითონაც შეწირულია, საქმისათვის შეწირული…”

სწორედ ასეთი საქმეს შეწირული მასწავლებლების დამსახურებაა, საერთაშორისო თუ ადგილობრივ ასპარეზზე რომ გაიელვებენ ხოლმე ახალგაზრდები. მასწავლებელი კი მოლეკულა არ არის, თავის შეწირვა აიძულო…

ოთარ იოსელიანი, ჯილდო და სიტყვები, გამბედაობის ზღვარს მიღმა

0
ჩემი „საზაფხულო არდადეგები”, რომელთა შესახებაც წინა პოსტში გიყვებოდით, 7 აგვისტოს დაიწყო. ამავე დღეს შვეიცარიაში, ქალაქ ლოკარნოში, გაიხსნა ყოველწლიური კინოფესტივალი – რიგით 66-ე, რომელიც 10 დღე გაგრძელდა.

ლოკარნოს კინოფესტივალი, დღიდან დაარსებისა, ახალი ტენდენციებისა და კინოხელოვანების აღმოჩენას ისახავს მიზნად, ამიტომ მისი პროგრამა სხვა კინოფესტივალებთან შედარებით მრავალფეროვანი და ეკლექტურია. სწორედ ლოკარნოში „აღმოაჩინეს” კლოდ შაბროლი, სტენლი კუბრიკი, მილოშ ფორმანი, ბელა ტარი, ალექსანდრ სოკუროვი, ჯიმ ჯარმუში, ფათიჰ აკინი და ბევრი სხვა, შემდგომ აღიარებული რეჟისორი.

მიუხედავად იმისა, რომ ლოკარნოს კინოფესტივალი ერთ-ერთი უძველესია კანის, ვენეციის, ბერლინისა და კარლოვი-ვარის კინოფესტივალებთან ერთად და კინემატოგრაფის იმ კონცეფციასა და ხედვას იზიარებს, რომელიც ახლოსაა ჩემს გემოვნებასთან, გამოგიტყდებით, წლის მნიშვნელოვან მოვლენათა ჩემეულ სიაში პირველი ადგილი არ უკავია. თანაც თბილისიდან წამოსვლამ და, ამის კვალობაზე, ინფორმაციის წყაროებისგან მოწყვეტამ ლოკარნოს წლევანდელი ფესტივალისთვის თვალყურის დევნების შანსი მინიმუმამდე დაიყვანა.

კინოფესტივალზე ორი რამის გამო ვამახვილებ ყურადღებას:

1. მისი პროგრამის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განყოფილება, „Open Doors”, სამხრეთ კავკასიის ქვეყნებზე იყო ფოკუსირებული. სომეხ და აზერბაიჯანელ კინოხელოვანებთან ერთად გაიმართა თანამედროვე ქართველი რეჟისორების: ზაზა რუსაძის, რუსუდან ჭყონიას, ლევან ზაქარეიშვილის, ნანა ჯორჯაძის, გელა ბაბლუანის, ნანა ჯანელიძის – ფილმების ჩვენება. ასეთი კონცენტრაციითა და ხარისხით ქართული კინოს დემონსტრირება ნამდვილად იშვიათი და სასარგებლო ამბავია.

2. ამავე მიზეზით ყურადღების ცენტრში მოექცა უკვე მსოფლიოში ცნობილი ქართველი რეჟისორი ოთარ იოსელიანი. გაიმართა მისი ფილმების რეტროსპექტივა, რომელზეც ოთხი ნამუშევარი – „იყო შაშვი მგალობელი”, „პასტორალი”, „ყაჩაღები, თავი VII”, „შანტრაპა” – აჩვენეს, ფესტივალის მთავარ მოვლენად კი იქცა ოთარ იოსელიანისთვის სპეციალური პრიზის გადაცემა კინოს განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, უფრო სწორად, სიტყვა, რომელიც მან წარმოთქვა ჯილდოს მიღების შემდეგ.

ყოველ ჩვენგანს არაერთხელ მოუსმენია ასეთი სიტყვა, რომელშიც დაჯილდოებულები, წესისამებრ, მადლობას უხდიან ყველას, ვინც მათ წარმატებაში წვლილი შეიტანა. ოთარ იოსელიანის სიტყვა სრულიად განსხვავებული აღმოჩნდა, ისევე როგორც მისი შემოქმედება. თუმცა რამდენადაც ბევრი თქმულა იოსელიანის – რეჟისორის შესახებ, იმდენადვე მწირია ინფორმაცია მის პიროვნებაზე, პირად შეხედულებებზე, ცხოვრებაზე. არ მახსენდება შემთხვევა, გარდა 2008 წლის აგვისტოსი, როდესაც მას კომენტარი გაეკეთებინოს, ესა თუ ის მოვლენა შეეფასებინოს. აგვისტოს ომის დროსაც მისი შეფასება რამდენიმე ფრაზით შემოიფარგლა.

ამიტომ საფრანგეთში მოღვაწე ქართველი რეჟისორის სამადლობელმა სიტყვამ, ამგვარი ცერემონიალებისთვის უჩვეულოდ გრძელმა, გულახდილმა და პირდაპირმა, განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია.

ოთარ იოსელიანმა, რომელიც მსოფლიო კინოს განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის დააჯილდოეს, მსოფლიო კინო მოულოდნელად მწვავედ გააკრიტიკა. კრიტიკა შეეხო ისეთ მნიშვნელოვან კინოფესტივალებსაც, როგორიც კანისა და ვენეციის ფესტივალებია. რეჟისორმა მრავალრიცხოვან დამსწრე საზოგადოებას შეახსენა ვენეციის კინოფესტივალის დამფუძნებლის ვინაობა (ეს კინოფესტივალი ბენიტო მუსოლინის, დუჩეს, დაარსებულია) და გამოთქვა ვარაუდი, რომ ის სწორედ დამაარსებლის იდეებსა და მსოფლმხედველობას გამოხატავდა. ასეთი განცხადება (გავითვალისწინოთ, რომ ლოკარნო მდებარეობს შვეიცარიის იტალიურენოვან ნაწილში და მისი მოსახლეობის უმეტესობა „იტალიელია”, ნომინაციებისა და ჯილდოების დასახელება იტალიურად ენაზეა, მოკლედ, კინოფესტივალს მკვეთრად გამოხატული „იტალიური” ელფერი დაჰკრავს, იტალიელთათვის კი მე-20 საუკუნის ყველაზე მტკივნეული მოგონება სწორად დუჩეს მოღვაწეობაა) პროფესიული თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა ნებისმიერი სხვა რანგის კინოხელოვანისთვის, მაგრამ არა ოთარ იოსელიანისთვის. ჩანაწერის მოსმენის შემდეგ დარწმუნებული ვიყავი, რომ პრესაში ბევრ აღშფოთებულ წერილს წავიკითხავდი, სადაც ოთარ იოსელიანის მომავალი, სულ ცოტა, ეჭვქვეშ იქნებოდა დაყენებული, მაგრამ, საბედნიეროდ, ჩემი მოლოდინი არ გამართლდა. გამოხმაურებათა უმეტესობა შესაძლო მინიმუმით შემოიფარგლა, ქართველი რეჟისორის აშკარა კრიტიკა კი საერთოდ არ შემხვედრია.

ამ ამბავმა კიდევ ერთხელ დამაფიქრა ოთარ იოსელიანის პიროვნებაზე და მის ადგილზე მსოფლიო კულტურაში (რადგან იგი უდავოდ მსოფლიო კულტურის ნაწილია). მივხვდი, რომ, შემოქმედებითი საქმიანობის პარალელურად და მისგან დამოუკიდებლად, მიუხედავად საკმაოდ მწირი კომუნიკაციისა მედიასა და საზოგადოებრივი ურთიერთობების სხვა ინსტრუმენტებთან, ოთარ იოსელიანი იმხელა ფიგურაა, რომ, ერთი მხრივ, აქვს უფლება, გამოთქვას აზრი, რომელიც სცდება გამბედაობის ზღვარს, მეორე მხრივ კი მისი სიტყვები შეიძლება იმდენად მნიშვნელოვანი და დამაფიქრებელი აღმოჩნდეს აუდიტორიისთვის, რომ დიდია ალბათობა, კრიტიკის ნაცვლად, რაც უნდა ხმამაღალი და პირდაპირი იყოს იგი, თავად კრიტიკის ობიექტში შეიტანოს ეჭვი. ეს ადასტურებს, რომ ოთარ იოსელიანი უკვე აღარ არის უბრალოდ კარგი, ნიჭიერი, თუნდაც სახელგანთქმული რეჟისორი – მას განსაკუთრებული ადგილი უკავია მსოფლიო კულტურაში.

გამიხარდა ასეთი დასკვნის გამოტანა, გამიხარდა იმ ბავშვური აღტაცებით, როდესაც ხვდები, რომ ის ავტორიტეტები – მწერლები, რეჟისორები თუ მხატვრები, რომლებსაც ენდობი და შეიყვარებ, მართლა ღირსეული ადამიანები აღმოჩნდებიან. გილოცავთ, ბატონო ოთარ, მიღებული ჯილდო ზუსტი გამოხატულებაა იმისა, რასაც თქვენ დღეს წარმოადგენთ.

 

 

“ლოკარნოს კინოფესტივალი ნამდვილი კინემატოგრაფის შეფასების კრიტერიუმია. კინემატოგრაფი ავად არის, სულს ღაფავს.  ავად არის იმ დაავადებით რომელიც, 20-30-იან წლებში ამერიკის შეერთებულ შტატებში გაჩენილი სისტემით არის გამოწვეული, ამ სისტემის კლიშეები ვირუსივით მოედო მას.

ლოკარნოს ფესტივალი უიშვიათესია, რომელმაც გაუძლო ამ ყველაფერს. მე ქათინაურს არ გეუბნებით და არც რევერანსებს ვაკეთებთ თქვენს წინაშე. ვენეციის კინოფესტივალი, და ეს თქვენც კარგად იცით, დაფუძნებულია “დუჩეს” (ბენიტო მუსოლინი) მიერ და  სამწუხაროდ,  დღესდღეობით ის მიუბრუნდა”დუჩეს” სისტემას. 

კანის კინოფესტივალმა, მიუხედავად ისეთი დიდი ადამიანის როგორიც ჟილ ჟაკობია თავდაუზოგავი შრომისა, საბოლოოდ დაუთმო ადგილი კომერციულ ფილმებს.

ეს კატასტროფაა. და ეს ყველა კინოფესტივალს ეხება.

არის აქა-იქ პატარა, მცირე კინოფესტივალები, რომლებიც საინტერესოა, თუმცა დიდ ფესტივალებს შორის, ლოკარნოს კინოფესტივალი ერთადერთია, რომელიც აფასებს ნამდვილ კინოხელოვნებას, გააზრებულ, ნამუშევარ ფილმებს, მათ მეტაფიზიკას. დამიჯერეთ, ეს ასეა.

მე ამას გეუბნებით და გაფრთხილებთ, რომ ასე უნდა გააგრძელოთ, რადგანაც იმის საშიშროება, რომ მახეში გაებათ და წამოეგოთ კომერციული კინოს სატყუარას, ძალიან დიდია. 

ლოკარნოს ფესტივალი რჩება კინოხელოვნების, იმ ფილმების ერთგული სადაც ჩანს შრომა და აზროვნება. დიდი მადლობა.”

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...