კვირა, მაისი 18, 2025
18 მაისი, კვირა, 2025

რატომ უნდა ვასწავლოთ კრიტიკული აზროვნება?

0

კრიტიკული აზროვნება აზროვნების მაღალი დონეა, რომელიც თანდაყოლილი უნარი არ არის და ვითარდება პედაგოგის დახმარებით. კრიტიკულად მოაზროვნე ადამიანით მანიპულირება თითქმის შეუძლებელია. ამდენად, კრიტიკული აზროვნების უნარი ადამიანისთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო. განათლების სპეციალისტები გვარწმუნებენ, რომ XXI საუკუნის ადამიანისათვის ის, უბრალოდ, სასიცოცხლოდ აუცილებელია. საქმე ისაა, რომ ინფორმაციული ინდუსტრიის ეპოქაში ჩვენ ყოველდღიურად გვიწევს მთელ რიგ საკითხებთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება. „შავი” და „თეთრი” რიტორიკის შემცველი ინფორმაციის შემოტევის პირობებში ეს პროცესი ლოკალური ან კერძო ხასიათისაა. რამდენადაც თითოეულ მოქალაქეს პერმანენტულად უწევს სწრაფად ცვალებად გარემოში არჩევანის გაკეთება, ბუნებრივი იქნება, საზოგადოება დაინტერესდეს, როგორ მიიღება ეს გადაწყვეტილებები. მრავალრიცხოვანი ფაქტები ჩვენი რეალობიდან ადასტურებს, რომ სწავლების ისეთი ფორმების არსებობა, რომლებიც დაეხმარება ადამიანს, უფრო პროდუქტიულად იაზროვნოს, დღევანდელობის გადაუდებელ ამოცანას წარმოადგენს.

საერთაშორისო კვლევები წიგნიერებაში, რომლებშიც საქართველომ ბოლო 10 წლის განმავლობაში მიიღო მონაწილეობა, გვაჩვენებს, რომ ჩვენი ქვეყანა, მოსწავლეებში წიგნიერების, ანუ წერისა და კითხვის უნარების განვითარების მონაცემებით, მსოფლიოს ქვეყნების ჩამონათვალის ბოლო ათეულშია. ამ ფაქტზე აქტიურად დაიწყო მსჯელობა მასმედიამ, თუმცა ეს არ არის საკმარისი, რადგან წიგნიერების დონე მხოლოდ წაკითხული წიგნების რაოდენობით არ განისაზღვრება, როგორც ზოგადად გავრცელებული აზრია. მნიშვნელოვანია კითხვის სტრატეგიების დაუფლება, რომლების არცოდნაც მეთოდური პრობლემაა. ჩვენ ვაკლებთ ახალგაზრდებს განათლების ყველაზე მნიშვნელოვან კომპონენტს. ვერ ვუყალიბებთ მათ კრიტიკული აზროვნების უნარს. თუკი ეროვნული და საერთაშორისო კვლევითი ორგანიზაციების დასკვნები საკმარისი არ აღმოჩნდა კრიტიკული აზროვნების სწავლების აუცილებლობაში დასარწმუნებლად, მაშინ სხვაგვარად შევხედოთ საკითხს _ მომავლის პერსპექტივის გათვალისწინებით, როგორც ამას კრიტიკული აზროვნების ფსიქოლოგიის მკვლევარი დ. ჰელპერნი გვთავაზობს. ცნობილია, რომ “ადამიანების უმრავლესობა ასრულებს ოფიციალურ განათლებას 18-დან 22 წლამდე. დავუშვათ, რომ დღევანდელი ახალგაზრდების სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა ყველაზე დიდია კაცობრიობის ისტორიაში: მათი უმრავლესობა, სავარაუდოდ, 70 წელზე მეტს იცოცხლებს. წარმოსადგენადაც კი ძნელია, როგორი იქნება რეალობა 2080 _ 2090 წლებში. ეს სწორედ ის ეპოქაა, რომელშიც იცხოვრებს ამ სტატიის მკითხველთა უმრავლესობა. დარწმუნებით შეიძლება ერთი რამ ითქვას: უმეტესობას, ვინც დღეს ახალგაზრდაა, მოუწევს იმგვარი სამუშაოს შესრულება და იმგვარი ტექნოლოგიებით სარგებლობა, რომლებიც არც კი დაესიზმრებათ თანამედროვე მეცნიერ-ფანტასტებს. მაშ, როგორი ცოდნის მიღებაა აუცილებელი სიცოცხლის პირველ საფეხურზე, რომ მშვიდად გრძნობდე თავს შემდეგი 50 წლის განმავლობაში?”

 მეცნიერები თანხმდებიან, რომ გამოსავალი პერსპექტივაზე გათვლილ განათლებაშია, რომელსაც საფუძვლად უნდა ედოს ორი პრინციპი: 1. ინფორმაციის მზარდ ნაკადში სწრაფი ორიენტაციისა და საჭირო მასალის მოძიების უნარი; 2.  უნარი, სწორად იქნას გააზრებული და გამოყენებული მიღებული ინფორმაცია. უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია ინფორმაციის გაცხრილვა, წესრიგში მოყვანა: მნიშვნელოვანის გამოყოფა მეორეხარისხოვანისაგან, ანალიზი, ინტერპრეტაცია და გათავისება. თუკი ჩვენ არ შეგვწევს უნარი, გავერკვეთ საკითხების მრავალფეროვნებაში, მაშინ შეიძლება აღმოჩნდეს, რომ მივიღებთ პასუხებს შეკითხვებზე, მაგრამ ვერ მოვახდენთ მათზე რეფლექსიას.  

დღემდე მოსწავლე-ახალგაზრდობის მიმართ ტრადიციული მოთხოვნაა, რომ დაისწავლონ, დაიმახსოვრონ, გააანალიზონ ფაქტები, გადაჭრან დასმული ამოცანები, მაგრამ, უმეტეს შემთხვევაში, არ ხდება იმის შეფასება, რამდენად შესწევთ ახალგაზრდებს ამ ცოდნის გამოყენების უნარი სხვადასხვა კონტექსტში, ან როგორ უნდა გააკეთონ ეს. XX საუკუნის 80-იან წლებში გაჩნდა საერთოO მოსაზრება იმის თაობაზე, თუ რა უნდა იყოს განათლების არსი. ურთიერთშეთანხმება მიღწეულ იქნა ლიბერალური განათლების მომხრეთა პოზიციებზე დაყრდნობით. ახალი კონცეფციის მიხედვით, განათლების არსს, პირველ რიგში, უნდა წარმოადგენდეს: ინფორმაციის განხილვა, გააზრება, ათვისება და არა არასისტემატიზებული უნარ-ჩვევებისა და სწრაფად დაძველებადი ცნობების დაგროვება. უკვე ათწლეულის ბოლოს საშუალო და უმაღლესი განათლების დაწესებულებების სასწავლო გეგმებში კრიტიკული აზროვნების (კა) დანერგვის პროცესი საკმაოდ სწრაფი ტემპით განვითარდა. ამ ტენდენციის კვალდაკვალ, რეფორმა განხორციელდა საქართველოშიც, თუმცა _ მძიმედ. სიახლე სერიოზულ სირთულეებს წააწყდა იმპლემენტაციის პროცესში. ამის ერთ-ერთი მიზეზი _ მასწავლებელთა პროფესიული მომზადების არასათანადო  დონე _ დღემდე ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემად რჩება, რაც აისახა კიდეც მოსწავლე-ახალგაზრდობის კრიტიკული აზროვნების განვითარების ხარისხზე. საქმე ისაა, რომ პედაგოგი, რომელიც თავად არ არის კრიტიკულად მოაზროვნე, ვერც ახალგაზრდებში შეძლებს ამ უნარის განვითარებას.

ამ ეტაპზე ჩვენ შეგვიძლია შევთავაზოთ მასწავლებლებს სპეციალური პროგრამები, რომლებიც მეტ-ნაკლებად გააცნობს მათ კრიტიკული აზროვნების დიდაქტიკურ საფუძვლებს. კრიტიკული აზროვნების განვითარება უწყვეტი პროცესია, რაზედაც ადამიანი დაუსრულებლად ზრუნავს. მასწავლებელი თავად უნდა ცდილობდეს პედაგოგიური ტექნოლოგიების გამდიდრებას კრიტიკული აზროვნების უნარის განვითარებაზე ორიენტირებული სტრატეგიებით. ამ მხრივ, უნივერსიტეტებს შეუძლიათ სკოლებს სერიოზული დახმარება გაუწიონ (ერთობლივი სემინარების მომზადება, პრაქტიკული კვლევების ჩატარება, ტრენინგები, კითხვის ასოციაციების ჩამოყალიბება და სხვა). პრობლემის დასაძლევად კი, პირველ რიგში, განათლების სპეციალისტები უნდა შეთანხმდნენ რამდენიმე საკვანძო საკითხზე:

1. კონკრეტულად რა უნარები და მახასიათებლები გამოარჩევს კრიტიკულ აზროვნებას? 2. კრიტიკული აზროვნების სწავლების რა ეფექტური მეთოდები არსებობს? 3. როგორი ადამიანი შეიძლება ჩაითვალოს კრიტიკულად მოაზროვნედ?

სწორი იქნება, კონსტრუირების “ტექნიკური” ეტაპების განხილვამდე საკვანძო თეორიულ წინაპირობებზე შევჩერდეთ.

რა არის კრიტიკული აზროვნება?

კრიტიკული აზროვნების თემის საკვანძო კატეგორიას წარმოადგენს ცნება “კრიტიკული აზროვნება”. ექსპერტები გამოყოფენ კრიტიკული აზროვნებისათვის დამახასიათებელ კონკრეტულ კოგნიტიურ უნარ-ჩვევებს. ისინი თითქმის ერთსულოვნად ასახელებენ ძირითადი უნარ-ჩვევების რიცხვში ანალიზის, შეფასებისა და დასკვნების ფორმულირების უნარს. მათი უმრავლესობა ამატებს ამ ჩამონათვალს ინტერპრეტაციის, განმარტებისა და თვითრეგულაციის უნარს. კრიტიკული აზროვნების ცნობილი მკვლევარი დ. კლუსტერი განსაზღვრავს კრიტიკულ აზროვნებას 5 ძირითადი პრინციპით:

1.         კრიტიკული აზროვნება არის დამოუკიდებელი აზროვნება. ამგვარად, აზროვნება შეიძლება იყოს კრიტიკული მხოლოდ მაშინ, როდესაც ის ინდივიდუალურია;

2.         ინფორმაცია წარმოადგენს კრიტიკული აზროვნების საწყის და არა საბოლოო პუნქტს. ცოდნა აჩენს მოტივაციას, რომლის გარეშეც ადამიანს არ შეუძლია იაზროვნოს კრიტიკულად;

3.         კრიტიკული აზროვნება იწყება საკითხის წამოჭრითა და გადასაჭრელი პრობლემის გააზრებით;

4.         კრიტიკული აზროვნება მიისწრაფვის სარწმუნო არგუმენტაციისკენ. კრიტიკულად მოაზროვნე ადამიანი პოულობს პრობლემის გადაჭრის საკუთარ გზას და ამყარებს საკუთარ გადაწყვეტილებებს გონივრული არგუმენტებით, საფუძვლიანი მოსაზრებებით. არგუმენტაციის სტრუქტურული ელემენტებია: მოსაზრება, მტკიცებულება, დასაბუთება და საფუძველი. ეს უკანასკნელი  ყველა დანარჩენი ელემენტის ათვლის წერტილია. საფუძველი – ეს ის წანაპირობაა, რომელიც საერთოა ორატორის ან მწერლის და მათი აუდიტორიისათვის. საფუძველს ეყრდნობა მთელი არგუმენტაცია.

5.         კრიტიკული აზროვნება სოციალური მოვლენაა, რამდენადაც ყოველი მოსაზრების გამოცდა და დახვეწა ხდება მაშინ, როდესაც მას ვუზიარებთ სხვებს, ან როგორც ფილოსოფოსი ჰანა არენდტი წერს: “სრულყოფილება მიიღწევა მხოლოდ ცოცხალ ურთიერთობაში, ვისიმე თანდასწრებით”.

კრიტიკული აზროვნების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კონცეფცია ეკუთვნის ამერიკელ პედაგოგს, რ. ენისს. მან ერთ-ერთმა პირველმა დაამუშავა კრიტიკული აზროვნებისათვის მზაობის, განწყობის ან, სხვაგვარად, შინაგანი მოტივაციების სისტემა, რომელიც აზროვნების “ხარისხს” განაპირობებს. რ. ენისის კონცეფციის თანახმად, კრიტიკულად მოაზროვნე ადამიანი უნდა:

1.    ზრუნავდეს იმაზე, რომ მისი შეხედულებები და გადაწყვეტილებები იყოს დასაბუთებული. ამისათვის მას სჭირდება:

·    წყაროებისა და დასკვნების ალტერნატიული განმარტებების, ახალი ჰიპოთეზების მოძიების უნარი;

·    ინფორმირებულობის მაღალი ხარისხი;

·      საკუთარისაგან განსხვავებული თვალსაზრისების განხილვის უნარი;

·      მისწრაფება მრავალმხრივი ცოდნისა და საკუთარი თვალსაწიერის მუდმივი გაფართოებისაკენ;

2.  ფლობდეს როგორც საკუთარი, ასევე სხვისი პოზიციის ნათლად  წარმოდგენის უნარს;

·         ნათლად და ზუსტად ესმოდეს ნათქვამისა და დაწერილის არსი, სიტუაციის თავისებურებების გათვალისწინებით;

·         ახერხებდეს კონცენტრაციას საკითხსა და დასკვნებზე, ცდილობდეს, არ ასცდეს ძირითად თემას;

·         ეძებდეს და წარმოადგენდეს დასაბუთებულ მოსაზრებებს;

·         ითვალისწინებდეს სიტუაციას მთლიანობაში;

·         კარგად იაზრებდეს საკუთარ პოზიციას;

3.    პატივს უნდა სცემდეს თანამოსაუბრის აზრსა და ღირსებას, ე.ი.:

·         შეეძლოს სხვების მოსმენა და გაგება.

მოცემული უნარების გამოყენება ყოველდღიურ ცხოვრებასა და სასწავლო პროცესში ხდება დაგროვებული ცოდნისა და გამოცდილების საფუძველზე. კრიტიკული აზროვნება არის თავისებური “აზროვნება ცოდნაზე”, რომელიც საშუალებას იძლევა “იმისა, რომ შეიქმნას რაღაც ახალი, გამოყენებულ იქნას ადრე მიღებული ცოდნა”. ამასთან ერთად, ცნება “ცოდნა” გამოიყენება ამ სიტყვის ყველაზე ფართო გაგებით.

 ცოდნა და აზროვნება

თანამედროვე გაგებით, ცოდნა არასტატიკურია. ის არ შეიძლება გადაეცეს ადამიანიდან ადამიანს ისე, როგორც შეიძლება გადავასხათ რაიმე სითხე ჭურჭლიდან ჭურჭელში. ის დინამიკურია. ცხადია, მცდარი იქნება, ვიფიქროთ, რომ ყველამ უნდა დავიწყოთ ნულიდან და თავიდან გამოვიგონოთ ბორბალი. კოგნიტიურ ფსიქოლოგიაში ცნობილია, რომ ჩვენ ვეყრდნობით ვიღაცის მიერ შექმნილ ცოდნას იმისათვის, რომ შევქმნათ რაღაც ახალი. ჩვენ ვქმნით ცოდნას ყოველ ჯერზე, როდესაც ვეცნობით ახალ ცნებებსა და იდეებს. ახლად მიღებული ინფორმაცია გამოიყენება ჩვენი საკუთარი ცოდნის შინაგანი სტრუქტურის შესაქმნელად (ცოდნის სტრუქტურა – ეს ტექნიკური ტერმინის მსგავსი ცნება გამოიყენება კოგნიტიური ფსიქოლოგიის მიერ ყველა ურთიერთდაკავშირებული წარმოდგენის აღსაწერად, რაც გვაქვს თითოეულ ჩვენგანს ყველა განსხვავებულ საგანსა და მოვლენაზე). ცოდნა – ეს “გაგების მდგომარეობაა”, რომელიც ახასიათებს მხოლოდ კონკრეტული ადამიანის ცნობიერებას, რაც ურთიერთობის პროცესში შეგვიძლია გავუზიაროთთ სხვა ადამიანებს. ჩვენ ვიყენებთ ჩვენს ცოდნას ახალი ინფორმაციის გასააზრებლად. ამგვარად, ცოდნის შეძენა წარმოადგენს აქტიურ ფსიქიკურ პროცესს. ყოველი ადამიანი აგებს “ცოდნის მუდმივად გაფართოებად სტრუქტურას”, რომელიც აკავშირებს ახალ იდეებს უკვე არსებულთან. ამიტომ ცოდნა ყოველთვის პიროვნულია და გარკვეული თვალსაზრისით _ უნიკალური. ცოდნის ეს სტრუქტურები ან სქემები სამყაროს ჩვენეული მოდელია.

 სამეცნიერო ლიტერატურაში ვხვდებით განსხვავებულ მიდგომებს კრიტიკული აზროვნების ცოდნის კომპონენტის განსაზღვრებისადმი. ასე, მაგალითად, მ. მეისონი მას ახასიათებს, როგორც “ცოდნის გარკვეულ მოცულობას, იქნება ეს კრიტიკული აზროვნების ძირითადი ცნებების ცოდნა, ან ამა თუ იმ მეცნიერული დისციპლინის ცოდნა, რომლისთვისაც მოგვიანებით შეიძლება გამოყენებულ იქნას კრიტიკული აზროვნება”. რ. ენისი თვლის, რომ კრიტიკული აზროვნება, როგორც დისციპლინათშორისი და ზესაგნობრივი კატეგორია, ატარებს დედუქციურ ხასიათს: მოსწავლე იძენს კრიტიკული აზროვნების ინტელექტუალურ უნარებს კონკრეტული დისციპლინის გარეშე და შეუძლია გამოიყენოს ისინი ცოდნის განსხვავებულ სფეროებში. ჯ. მაკ პენი ყურადღებას ამახვილებს კრიტიკული აზროვნების ინდუქციურ ხასიათზე: იგი თვლის, რომ კრიტიკული აზროვნება კონკრეტული მეცნიერული სფეროსაგან განუყოფელია. ამა თუ იმ  მეცნიერული დისციპლინის პრობლემების კრიტიკული განხილვის აუცილებებლი პირობაა ამ დისციპლინის სიღრმისეული ცოდნა. “ჩვენ არ შეგვიძლია კრიტიკულად განვიხილოთ ბირთვული ფიზიკის პრობლემები, თუკი არაფერი გაგვეგება   ბირთვულ ფიზიკაში”, _ წერს ის.

იმისათვის, რომ პრობლემებს კრიტიკულად მივუდგეთ, აუცილებელია, განვიხილოთ განსხვავებული მოსაზრებების სუსტი და ძლიერი მხარეები, ღირსებები და ხარვეზები.

ვინ არის კრიტიკულად მოაზროვნე ადამიანი?

კრიტიკულად მოაზროვნე ადამიანი ყოველთვს ღიაა სიახლის მიმართ, აღიქვამს სამყაროს მთელი თავისი მრავალფეროვანებით და პრინციპულად იცავს საკუთარ ღირებულებებს. კრიტიკულად მოაზროვნენი აცნობიერებენ მათთვის უცნობ იდეებზე მსჯელობის უსამართლობასა და აბსურდულობას ამ იდეების სიღრმისეული გააზრების გარეშე (“მე არ მაინტერესებს, შენ რას ფიქრობ, მაგრამ რაც არ უნდა იყოს, რასაც ამბობ, არასწორია”). კრიტიკულად მოაზროვნე ადამიანი ემიჯნება ეგოცენტრულობასა და სოციოცენტრიზმს.

ეგოცენტრულობა – ეს რეალობის ჩანაცვლებაა პიროვნული აღქმით. ის თავს ამჟღავნებს, როგორც ყველა იმ  თვალსაზრისის, იდეისა თუ ფაქტის გაანალიზებისა და მიღების უუნარობა (ან სურვილის არქონა), რაც შეიძლება წინააღმდეგობაში მოვიდეს საკუთარი სურვილების დაკმაყოფილებასთან. მისი უკიდურესი ფორმა ხასიათდება პრეტენზიით, “იყოს მართალი ყველაფერში”; თანმიმდევრულობისა და სიცხადისადმი არასაკმარისი ინტერესით; “ყველაფერი ან არაფერი” – დამოკიდებულებით (“მე მართალი ვარ 100%-ით, თქვენ 100%-ით ცდებით”); საკუთარი სააზროვნო პროცესისადმი კრიტიკული დამოკიდებულების უქონლობით. ეგოცენტრული ინდივიდი უპირატესად მიმართულია, ზოგადად, სიმართლისა და სამართლიანობის ძიებისაკენ და ნაკლებად ისწრაფვის, თავად იყოს პატიოსანი და სამართლიანი. ეგოცენტრულობა კრიტიკული აზროვნების საპირწონეა.

ვინაიდან ყველა ადამიანი სოციალიზებულია, ეგოცენტრულობა ნაწილობრივ ვითარდება სოციოცენტრულობის ჩარჩოებში. ინდივიდი შეუმჩნევლად გადადის  განცხადებიდან “მე მართალი ვარ” განცხადებაზე “ჩვენ მართლები ვართ”.

თუკი ეგოცენტრულობა და სოციოცენტრულობა სენია, მაშინ თვითშეგნება მისი წამალია.

ჩვენი თავდაჯერებულობა ადვილი შესანარჩუნებელია იმიტომ, რომ მონდომებით ვხუჭავთ თვალს საკუთარი აზროვნების შეცდომებზე. თითქმის ავტომატურად ვუმალავთ ჩვენს ეგოცენტრულობას საკუთარ თავს. ძნელად ვამჩნევთ, როდის ეწინააღმდეგება ჩვენი ქცევა ჩვენს წარმოდგენას საკუთარ თავზე. ჩვენი რწმენა ეფუძნება მცდარ ვარაუდებს, რომელთა წარმომავლობის შესახებ არაფერი ვიცით. არ შეგვიძლია გამოვყოთ რელევანტური განსხვავებები, თუმცა სხვა სიტუაციაში ვიცით, როგორ შევქმნათ ისინი და არ გვიჭირს ამის გაკეთება (მაგალითად მაშინ, როდესაც ამგვარი განსხვავებების გამოყოფა არ გვიშლის ხელს მივიღოთ ის, რაც გვინდა). ჩვენ უარვყოფთ ან “ვივიწყებთ” ფაქტებს, რომლებიც ეწინააღმდეგება ჩვენს გადაწყვეტილებებს. არასწორად განვმარტავთ ან ვამახინჯებთ იმას, რაზეც საუბრობენ სხვები.

საკითხის გადაწყვეტა გულისხმობს იმას, რომ ვიფიქროთ საკუთარ რწმენასა და ქცევაზე; გავხადოთ ვარაუდები ზუსტი, არაორაზროვანი, კრიტიკულად გავაანალიზოთ ისინი და როდესაც ჩვენი პოზიცია მცდარია, შევწყვიტოთ მისი მტკიცება; შევაფასოთ როგორც საკუთარი თავი, ასევე სხვები ერთი პოზიციიდან; განვიხილოთ ყოველი რელევანტური ფაქტი და გამოვიტანოთ დასკვნები მხოლოდ მათზე დაყრდნობით. მთავარია, შეგვეძლოს ყურადღებით და უარყოფითი განწყობის გარეშე მოვუსმინოთ მათ, ვისაც არ ვეთანხმებით. ჩვენ შევძლებთ შევცვალოთ ეგოცენტრული ტენდენციები, თუკი გავაცნობიერებთ მათ ობიექტურად. მაშინ დავინახავთ, რომ ასეთი ტენდენცია ირაციონალური და დაუსაბუთებელია. ამგვარად, ადამიანის მიერ ეგოცენტრული და სოციოცენტრული აზროვნების სპეციფიკის გაგება კრიტიკული აზროვნების ათვისების უმნიშვნელოვანესი  წინაპირობაა.

 

 

 

 

 

სტრატეგიები მშობელთა ჩართულობის ასამაღლებლად

0
ამ სტატიაში  კიდევ ერთხელ ვისაუბრებთ იმაზე, თუ რას ნიშნავს მშობელთა ჩართულობა მოსწავლის აკადემიური მიღწევების გაუმჯობესების პროცესში, რატომ არის ეს მნიშვნელოვანი და როგორ უნდა უზრუნველვყოთ მშობელთა აქტიურობა ამ მიმართულებით. მშობელთა ჩართულობას მნიშვნელოვანი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია ბავშვის განვითარებაზე, როგორც  სკოლამდელ  ასაკში, ასევე სასკოლო ასაკში, როდესაც მოსწავლის წინაშე სერიოზული აკადემიური და სოციალური გამოწვევები ჩნდება. 

მშობელთა ჩართულობა მნიშვნელოვანია, თუმცა ამავდროულად – რთულად მისაღწევი. კვლევები ადასტურებს მშობელთა მაღალი მოლოდინების პოზიტიურ გავლენას მოსწავლის მიღწევებზე. კვლევები იმასაც ადასტურებს, რომ ის მშობლები, რომლებსაც უფრო მაღალი მოლოდინი აქვთ შვილების მიღწევების მიმართ, უფრო ჩართულნი არიან სასწავლო პროცესში. 

მშობელთა ჩართულობის მასშტაბი და ფორმები შესაძლოა იცვლებოდეს და დამოკიდებული იყოს მათ განათლებაზე, სოციალურ სტატუსზე, ასაკზე და სხვ.  ეს შესაძლოა გულისხმობდეს როგორც სასკოლო დავალებების შესრულებისას შვილის დახმარებას, ასევე მოსწავლის ხელშეწყობას, რათა მან უკეთ მოახდინოს საკუთარი შესაძლებლობების რეალიზება, დროის სწორი მენეჯმენტი; ასევე მშობელთა აქტიურ  ჩართულობას სასკოლო ცხოვრებაში და აქტიურ კომუნიკაციას შვილის პედაგოგებთან. 

რას ნიშნავს მშობელთა ჩართულობა? 

მოსწავლეები მცირე ასაკში ძირითადად ორი წყაროდან იღებენ განათლებას: მშობლისგან და მასწავლებლისგან. შემდეგ ეს წყაროები, რა თქმა უნდა, უფრო მრავალფეროვანი ხდება: საზოგადოება, მეგობრები, უნივერსიტეტი და სხვ.  შესაბამისად, ადრეულ ასაკში ყველაზე დიდ გავლენას მოსწავლის განვითარებაზე ოჯახი და სკოლა ახდენს. ძალიან მნიშვნელოვანია ორივე რგოლის ჩართვა მოსწავლის განვითარებაში, თანაც ისე, რომ ორივე აცნობიერებდეს ამ მნიშვნელობას და თავის როლს. 

მშობელთა ჩართულობა  შეიძლება გულისხმობდეს:

1. ჩართულობას სასკოლო ცხოვრებაში 
2. ხელშეწყობას  მოსწავლეთათვის სასკოლო დავალებების შესასრულებლად და სასწავლო გეგმით გათვალისწინებული აქტივობებით განსაზღვრული მიზნების მისაღწევად. 

მშობელთა ჩართულობის საკითხი საქართველოში ნაკლებად არის გამოკვლეული და შესაბამისად, რთულია, ვისაუბროთ მიზეზ-შედეგობრივ კავშირებზე სანდო ინფორმაციაზე დაყრდნობის გარეშე. იმ მოსაზრებებსა და რეკომენდაციებს, რომლებიც სტატიის ბოლოსაა მოყვანილი, საერთაშორისო პრაქტიკები და კვლევები უდევს საფუძვლად. 

რატომ არის მნიშვნელოვანი მშობელთა ჩართულობა?

მშობელთა ჩართულობა ბავშვის სკოლამდელ ასაკში 

კვლევების მიხედვით, ბავშვის ადრეულ ასაკში მშობელთა ჩართულობა მნიშვნელოვნად უკავშირდება მოსწავლის კოგნიტურ-ემოციურ  განვითარებას. ის, თუ რას აკეთებენ მშობლები, ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ის, თუ რა განათლება და გამოცდილება აქვთ მათ. მაგალითად, მშობელთა მიერ სახლში განხორციელებული აქტივობები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მათი შემოსავალი, პროფესია და განათლება. 

სამიდან შვიდ წლამდე ბავშვის მშობლის ჩართულობის მიმართულებით კვლევებში რამდენიმე აქტივობის მნიშვნელობა გამოიყოფა:  

·ციფრებით და ასოებით თამაში, ანბანთან დაკავშირებული თამაშები, ბავშვთან ერთად კითხვა;
·სიმღერების და რიტმის სწავლება, ხატვა, ძერწვა და სხვ.;
·ბიბლიოთეკებში სტუმრობა. 

კვლევების თანახმად, ხშირ შემთხვევაში, ზემოთ ხსენებული სტრატეგიები გოგონების მიმართ უფრო გამოიყენება, ვიდრე ბიჭების მიმართ. სქესობრივ განსხვავებას მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს და განმავითარებელი სტრატეგიები ორივე სქესის ბავშვის მიმართ უნდა გამოიყენებოდეს. ასეთი მიდგომის შედეგი შესაძლოა თვალსაჩინო მოგვიანებით გახდეს და მოსწავლე გოგონები უფრო მეტად კოგნიტურად განვითარებულები აღმოჩნდნენ, ვიდრე ბიჭები. 

მშობელთა ჩართულობა სასკოლო ასაკის მოსწავლეების განვითარების პროცესში  

კვლევები ადასტურებს მშობელთა ჩართულობის დიდ მნიშვნელობას მოზარდობის და მოზრდილობის პერიოდშიც. კვლევამ, რომელიც აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში ჩატარდა, აჩვენა, რომ მშობელთა ჩართულობა დიდ ზეგავლენას ახდენს მოსწავლის განვითარების პროცესზე ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მიუხედავად. მშობელთა ქცევა მნიშვნელოვანი ფაქტორი  აღმოჩნდა  სკოლის ყველა საფეხურზე, სკოლაში შესვლისას კი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი აღმოჩნდა მოსწავლის კოგნიტური მზაობა სკოლისათვის. 

მშობელთა ჩართულობის ზეგავლენა ზრდასრულობის ასაკში

მოსწავლეების მიღწევების შესახებ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ 7 წლის ბავშვის განვითარების პროცესში დედის და მამის ჩართულობა მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს მოგვიანებით, 20 წლის ახალგაზრდის წარმატებებზე. მშობელთა ჩართულობაში ამჯერად იგულისხმება ბავშვთან ერთად გატარებული დრო, მშობლების დაინტერესება ბავშვის განათლებით და შვილთან ერთად კითხვა. 

მშობლების ჩართულობა სასკოლო დავალებების მომზადებისას 

არ არსებობს ცალსახა პასუხი კითხვაზე, დავალებების შესრულებისას მშობელთა ჩართულობა უკავშირდება თუ არა მოგვიანებით მოსწავლეთა უკეთეს მიღწევებს. კვლევებში გამოიყოფა მშობელთა დახმარების ფორმების განსხვავებული ეფექტიც. მაგალითად, აშშ-ში ჩატარებული კვლევის თანახმად, მშობელთა არაპირდაპირ დახმარებას (დამოუკიდებლად სწავლის უნარის გამომუშავება) უფრო მაღალი ეფექტი ჰქონდა გამოცდებზე, ვიდრე მშობლის მიერ პირდაპირ დახმარებას. საერთაშორისო კვლევები ადასტურებს, რომ სასწავლო გარემოს შესაძლოა დიდი გავლენა ჰქონდეს მოსწავლის მიღწევებზე. მშობლის არაპირდაპირი ჩართულობით შესაძლოა მოსწავლეს შეექმნას შესაფერისი სასწავლო  გარემო, რაც, საბოლოო ჯამში,  მის მიღწევებს გააუმჯობესებს. 

რაც შეეხება მოსწავლის წიგნიერებაში მიღწევებს, აღნიშნულმა კვლევამ სამი ძირითადი ფაქტორი გამოყო: 3-5 წლამდე ასაკის ბავშვთან ერთად კითხვა, ანბანის და ციფრების თამაშები და ბიბლიოთეკაში სტუმრობა. 
ოჯახურად სწავლების ეფექტები

ოჯახურად სწავლება გულისხმობს მშობლისა და ბავშვის ერთობლივ სწავლებას, პროგრამებს, თამაშებს, სადაც ბავშვი მშობელთან ერთად მონაწილეობს. ეს შესაძლოა იყოს სესიები, რომლებიც მიმართულია სხვადასხვა უნარის განვითარებისკენ, მათ შორის  კითხვის უნარების გაუმჯობესებისაკენ.

კვლევამ, რომელიც ზომავდა ამ ტიპის სესიების ეფექტს, დაადგინა, რომ მოსწავლეთა კითხვის და ანგარიშის  უნარები ამაღლდა, მასწავლებლებს გაუადვილდათ კლასის მართვა, მშობლები უფრო ჩართულები გახდნენ მოსწავლეთა სასკოლო ცხოვრებაში და უკეთ უწყობდნენ ხელს თავიანთ შვილებს აკადემიურ პროცესში.
მშობელთა მოლოდინების ზეგავლენა მოსწავლის მიღწევებზე 

მრავალი კვლევა ადასტურებს იმ პოზიტიურ ეფექტს, რომელიც აქვს მშობელთა მოლოდინებს მოსწავლის მიმართ და თავად მოსწავლის მოლოდინს. თუმცა კავშირი მშობლის მოლოდინებსა და მოსწავლის მიღწევებს შორის დამოკიდებულია ბევრ ფაქტორზე: 

·კვლევები აკავშირებს მშობლის განათლებას შვილის მიმართ მოლოდინებთან. რაც უფრო მაღალია მშობლის განათლების დონე, მით უფრო მაღალი მოლოდინები აქვს მას შვილის  მიმართ. თუმცა შესაძლოა მაღალი განათლების მქონე მშობლებს ყველა პირობის შექმნის საფუძველზე ჰქონდეთ მაღალი მოლოდინები. 

·ხშირ შემთხვევაში, მშობელთა წარმოდგენები შვილის უნარ-ჩვევების შესახებ ქმნის მათ მოლოდინებს მიღწევებთან დაკავშირებით.

·მშობლები, რომლებიც მაღალი შეხედულების არიან შვილის მიღწევებზე, უფრო აქტიურად არიან ჩართულნი შვილის განათლების მიღების პროცესში. 

რამდენიმე კვლევაზე დაყრდნობით შესაძლებელია ასეთი დასკვნების გაკეთება:

·შესაძლოა მშობლებს შვილის ადრეულ ასაკში მაღალი მოლოდინები ჰქონდეთ მიღწევებთან დაკავშირებით, მაგრამ ამ მოლოდინებმა სხვადასხვა  სოციალურ-ეკონომიკური ფაქტორის გამო დაიკლოს. 

·მიუხედავად იმისა, რომ მოლოდინებს დიდი მნიშვნელობა აქვს სამომავლო მიღწევებისთვის, ისინი შესაძლოა უფრო მნიშვნელოვანი იყოს იმ მოსწავლეთათვის,  რომლებიც შეძლებულ სოციალურ კლასს მიეკუთვნებიან.

·მოლოდინების ეფექტი დაბალი სოციალურ-ეკონომიკური სტატუსის სხვადასხვა ეთნიკურ ჯგუფში შესაძლოა სხვადასხვაგვარი იყოს. მაგალითად, მიუხედავად მშობლების მაღალი მოლოდინებისა, მოსწავლეებს შეიძლება ნაკლები პროგრესი ჰქონდეთ იმის გამო, რომ დაბალი ხარისხის განათლებას იღებენ, ან ზოგადად, ნაკლებად ხელშემწყობი გარემო ჰქონდეთ მაღალი ხარისხის განათლების მისაღებად. 

მოსწავლის მიღწევების გაუმჯობესებაზე პასუხისმგებლობა არ შეიძლება მხოლოდ სკოლას ეკისრებოდეს. მნიშვნელოვანია სასკოლო ასაკის დადგომამდე მშობელთა აქტიური ჩართულობა, მაღალი მოლოდინების ქონა შვილის მოსალოდნელი მიღწევებისადმი  და ჩართულობის სწორი ფორმების შერჩევა.  

მიუხედავად იმისა, რომ თავად მშობლებიც აცნობიერებენ მათი ჩართულობის დიდ მნიშვნელობას, სხვადასხვა სოციალურ-ეკონომიკური სტატუსის გამო რთული ხდება იმ სტრატეგიების დანერგვა, რომლებიც უზრუნველყოფს მათ ჩართულობას სწორი ფორმებით.

ქვემოთ გთავაზობთ რამდენიმე რეკომენდაციას სასკოლო ასაკის მოსწავლის მშობელთა ჩართულობის ასამაღლებლად.

სტრატეგიები მშობელთა ჩართულობის გაზრდისათვის 

უმასპინძლეთ მოსწავლეთა ოჯახებს სკოლაში შემდეგ ღონისძიებებზე: 

Øწიგნების გამოფენა-გაყიდვა;
Øსაქველმოქმედო აქცია: ნამცხვრების ცხობა და გაყიდვა ქველმოქმედებისათვის;
Øსემინარები მშობლებისათვის – როგორ ჩაერთონ შვილის განათლებაში;
Øმშობლის/მოსწავლის საორიენტაციო დღე ყოველი სასწავლო წლის დასაწყისში;
Øმშობელთა სემინარი კონკრეტულ საგნობრივ ჯგუფში – როგორ დაეხმარონ მოსწავლეს;
Øმოხალისეობის პროგრამა (მშობელი-მოხალისე 2-3 საათი წელიწადში);
Øსპექტაკლები (მოსწავლეები თავად აკეთებენ მოსაწვევებს მშობლებისთვის);
Øსკოლის გარეშე პროგრამები;
Øკონფერენციები, სადაც მოსწავლეები წარადგენენ საკუთარ ნამუშევრებს, მიღწევებს მშობლების წინაშე. 
მშობელთან ურთიერთობისას გამოიყენეთ სხვადასხვა მეთოდი:  
Øშეიმუშავეთ კომუნიკაციის მეთოდები, რომლებიც მორგებული იქნება თითოეულ მშობელზე (დარეკვა, იმეილი, მესიჯი, შეხვედრა);
Øშეაქმნევინეთ მოსწავლეებს ბლოგები, რომლებიც ხელმისაწვდომი იქნება მშობლებისთვისაც;
Øმისწერეთ მშობლებს საერთო ინფორმაციის შემცველი წერილები, რომლებშიც თითოეული მოსწავლის შესახებ ინდივიდუალურადაც იქნება საუბარი;
Øმოუწყვეთ მშობლებს შეხვედრები დირექტორთან;
Øშეაფასებინეთ საკუთარი თავი მოსწავლეებს და წარუდგინეთ მშობლებს; 
Øაწარმოეთ ანგარიშები მოსწავლეთა შესახებ, გააცანით ისინი მშობლებს ინდივიდუალურად;
Øგანიხილეთ მშობლებთან ერთად სხვადასხვა გადაწყვეტილება (რეგულაციები, წესები, შეფასების სისტემა, დავალებების ტიპები);
Øმიეცით რეკომენდაციები მშობლებს მოსწავლის ამა თუ იმ ნიჭის გამოსავლენად;
Øაღნიშნეთ ხშირად, თუ რას აკეთებს მოსწავლე კარგად; მოსწავლის რვეულში გააკეთეთ აღნიშვნები მიღწევების შესახებ;  
Øგამართეთ შეხვედრები მშობლებთან სხვადასხვა დროს: გაკვეთილების შემდეგ, გაკვეთილების დაწყებამდე, სამუშაო საათების დასრულების შემდეგ; 
Øჩაატარეთ საჭიროებათა კვლევა (გამოკითხვა) მოსწავლეებსა და მშობლებში;
Øგაუზიარეთ მშობლებს მოსწავლის შესახებ სრული ინფორმაცია შესრულებული სამუშაოებისა და განმავითარებელი  შეფასების შესახებ,  კომენტარებით.
მშობლების უზრუნველყოფა დამატებითი რესურსებით: 
Øშესთავაზეთ ტრენინგები მშობლებს მათთვის საინტერესო თემებზე (მაგ., საინფორმაციო ტექნოლოგიები, უცხო ენის სწავლება, მოსწავლის საშინაო დავალებების მომზადება);
Øჩაატარეთ სემინარები ფსიქოლოგებთან ერთად, ასევე პროფესიული ორიენტაციისა და აკადემიური პროგრამების არჩევის შესახებ;
Øგააცანით მშობლებს სპეციალური საჭიროებების მქონე მოსწავლეებთან ურთიერთობის სტრატეგიები, გაუზიარეთ შესაბამისი რესურსი.  

,,ალისა საოცრებათა ქვეყანაში“, ანუ მშობლიური მიწის მტვერი და ახალბედა მკვლევარი

0
17 ნოემბერი  გალაკტიონ ტაბიძის დაბადების დღეა. ამ დღეს ჩემებურად აღვნიშნავ, მთელი დღის განმავლობაში მონატრებულ ლექსებს ვკითხულობ. ყოველ ჯერზე ახალ გალაკტიონს აღმოვაჩენ და დღემდე მაოცებს ეს ამბავი. ამ შესანიშნავ პოეტზე იმდენი დაწერილა და თქმულა, ახალს ვერაფერს ვიტყვი, ამიტომ ჯობს მოგიყვეთ, როგორ ,,გავიცანი” გალაკტიონი.
გვერდებშეყვითლებულ, ისტორიად ქცეულ ნამდვილ ამბებს მოწყურებული ბავშვებისთვის ლიტერატურის მუზეუმთან არსებული სახელოსნო ნამდვილი ,,საოცრებათა ქვეყანა” გახლდათ (დღემდე უზომოდ მადლიერი ვარ ქალბატონი იზა ორჯონიკიძის, რომლის წყალობითაც სკოლის მოსწავლისთვის უჩვეულო გამოცდილება შევიძინე და ძალიან საინტერესო ადამიანებთან ურთიერთობის საშუალება მომეცა). საოცარია, როგორ პოულობდნენ თავისუფალ დროს მოსწავლეებისთვის ისეთი სახელგანთქმული ლექტორები, როგორიც გახლდათ, მაგალითად, თამაზ ჩხენკელი, რომელიც ყოველ კვირას ქართული ლიტერატურის შედევრებზე გვესაუბრებოდა. შემოვიდოდა, დადგებოდა კართან და ცალ ფეხზე ჩამოყრდნობილი გაირინდებოდა, თითქოს მოსვლის მიზეზი დაავიწყდაო, მაგრამ გაკვეთილის ბოლოს უკვე იმაზე მეტი იყო ნათქვამი, ვიდრე ამის სიტყვებით გადმოცემა შეიძლება. 

დავალებას იშვიათად გვაძლევდა, არც მომთხოვნი იყო და, წესით, ხშირად უნდა გაგვეცდინა მისი ლექციები, მაგრამ პირიქით – ყოველ გაკვეთილზე სავსე იყო საკლასო ოთახი და, მიუხედავად ბავშვების სიმრავლისა, კლასში მხოლოდ ბატონი თამაზის მშვიდი, ნელი საუბარი ისმოდა. ერთხელ გვითხრა, თუ სურვილი გექნებათ, საცავში შესასვლელ საშვს გამოგიწერთ, აირჩიეთ მუზეუმში დაცული ერთი ქართველი მწერლის არქივი და მისი ხელნაწერები შეისწავლეთო. გავიხარეთ და თან როგორ… თითქოს რამდენიმე წელი მოგვემატა, თავს ნამდვილ მკვლევარებად მივიჩნევდით, ვდიდობდით. საათობით ვისხედით საცავში და მოწიწებით ვფურცლავდით შეყვითლებულ, მელნით კიდეებმოთხვრილ ხელნაწერებს. აი, მაშინ სულ სხვანაირად წავიკითხე გალაკტიონი, თითქოს წერის დროს მის გვერდით ვიდექი, თითქოს ყველა სიტყვა ჩემი თანდასწრებით იწერებოდა. მართალია, ის ლექსი, რომლის გამოქანდაკების პროცესიც ხელნაწერების შესწავლის შედეგად უნდა აღმედგინა, სულაც არ გახლდათ მწერლის საუკეთესო ნამუშევარი და არც ჩემი რჩეული ყოფილა, მაგრამ აქ მთავარი სულ სხვა რამ იყო; ჯერ კიდევ უსინათლო, ჩვილი ბარტყებივით ლექსების პატრონმა დიდი პოეტის სამზარეულოში შევიჭყიტე და მიუხედავად იმისა, რომ ლექსის წერის პროცესზე, ჩემი მოკრძალებული ,,სამზარეულოს” შემხედვარეს, ბუნდოვანი წარმოდგენა მაინც მქონდა, მივხვდი, რომ სულ სხვა სამყაროში მოვხვდი, სადაც ყოველ ბგერას, ასოს, წერტილს გონების ლუპით აკვირდებიან, წვრთნიან, მისი მოუხეშავი ნაკვთები საჭრეთელის ყოველი დაკვრის შემდეგ იცვლება, მკვეთრდება და იწმინდება. თავიდან ისე შემეშინდა, ფურცელი და კალამი დიდი ხნით გადავდე გვერდზე, სად ჩემი გაჭვარტლული სამზადი და სად ნამდვილი პოეტების ბუხრისგულა, ყველა საჭირო ინგრედიენტითა და ჭურჭლით აღჭურვილი უზარმაზარი სამზარეულო-მეთქი. სამაგიეროდ, ჩემმა პირველმა ლიტერატურულმა კვლევამ შიდა კონკურსზე პირველი ადგილი დაიმსახურა.

,,ორ ზღვას შუა ძველისძველად
საომარი იყო ლელო – 
ის გადარჩა და სახელად 
ეწოდება საქართველო. 
მშობლიურო ჩემო მიწავ, 
შენს საყვარელ სახელს ვფიცავ, 
რომ დავიცავ შენს დიდებას, 
წინაპართა ძვლებს დავიცავ!”

აი, ამ ლექსის ხელნაწერების ნახვის ბედნიერება მერგო წილად. მართალია, დღეს სულ სხვა გალაკტიონი მიყვარს, მაგრამ ყველაზე თბილი მოგონება მაინც ამ ლექსს უკავშირდება. 

***
უცნაურია, მაგრამ რატომღაც, ლამის დაბადებიდან, კონსერვატორიისთვის მამზადებდნენ, მარწმუნებდნენ, შენგან დიდი პიანისტი ან კომპოზიტორი დადგებაო. კარგი სმენა მქონდა. მერე რა, რომ ოქტავას ძლივს ვაწვდენდი თითებს, სამაგიეროდ თავგამოდებით ვმეცადინეობდი. პროგრამით გათვალისწინებული ბახის, მოცარტის, ბეთჰოვენისა თუ შოპენის ნაწარმოებების შესწავლას სხვაზე მეტ ენერგიასა და დროს ვახარჯავდი, მაგრამ მთავარი ხომ შედეგი იყო. სკოლის გუნდში ერთ-ერთი წამყვანი სოლისტი გახლდით, მასწავლებლები მაქებდნენ, ადგილობრივ კონცერტებზე ხშირად სოლოსაც მაძლევდნენ, მაგრამ ყველაზე გემრიელი ლუკმა (ე.წ. გასტროლები) რატომღაც სხვა მოსწავლეებს ერგებოდათ ხოლმე. ერთხელ გავბედე და ვიკითხე, ასე რატომ ხდება-მეთქი. კარგი ხარ, მაგრამ საკმარისად კარგი – არაო, დაახლოებით ასეთი პასუხი მივიღე (ნეტავ რას უნდა ნიშნავდეს ეს ,,საკმარისად კარგი”, თქვენ ხომ არ იცით?). აი, ამ დღიდან ეჭვი შემეპარა, იქნებ სულ სხვა გზას ვადგავარ-მეთქი. 

სკოლის დამთავრებამდე სამი წლით ადრე ჩემი თვითშეფასების საძირკველი საგრძნობლად გაიბზარა და საცაა ჩამოიშლებოდა იმედებისა და გეგმების ხუხულა, მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრების განმავლობაში რომ ვაშენებდი. საბოლოოდ ქართული ფილმის, ,,ჩვენი ეზოს”, მთავარ გმირს დავემსგავსე. ძალიან მრცხვენია, მაგრამ უნდა ვაღიარო (იმედია, ამ წერილს დედა ვერ წაიკითხავს) – როცა პიანინოს მივუჯდებოდი, თითებს თავის ნებაზე მივუშვებდი, ისინი ხან კარგად ნასწავლ ნაწარმოებს უკრავდნენ, ხან სხვადასხვა აკორდს იღებდნენ, გამებს იმეორებდნენ, მე კი ამ დროს წინ ნოტების ნაცვლად წიგნი მედო… მუსიკალური განათლების არმქონე ოჯახის წევრები ვერაფერს ხვდებოდნენ, სამაგიეროდ, სკოლის ჟურნალში სამადლოდ დაწერილი (ეჰ, რა კარგი გოგო იყო, ხომ არ გავრიცხავთ, გოგოა მაინც, დავამთავრებინოთ სკოლა…) სამიანები მომიმრავლდა. მეათე კლასში, როგორც იქნა, მომბეზრდა იქ ყოფნა, სადაც ჩემს თავს ვეღარ ვხედავდი, ავდექი და ფილოლოგიურზე ვაბარებ-მეთქი, სახლში ხმამაღლა გამოვაცხადე (დედა ლამის მთელი წელი არ მელაპარაკებოდა).

თავიდანვე მივხვდი, უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტს ვეღარ ,,შევწვდებოდი” – შვიდ თვეში უნდა მესწავლა წლების განმავლობაში სკოლაში გასავლელი ქართული ენისა და ლიტერატურის პროგრამა, საქართველოს ისტორია (მუსიკალურ სასწავლებელში ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის პროგრამას თითქმის არ გავდიოდით, მთელი ჩვენი დრო და ყურადღება არჩეული ინსტრუმენტის, ჩემს შემთხვევაში – ფორტეპიანოს, სოლფეჯიოს, ელთეორიის, ჰარმონიისა და მუსიკასთან დაკავშირებული სხვა საგნების შესწავლას ეთმობოდა). მეგობრისგან შევიტყვე, რომ ხელოვნებისა და კულტურის სახელმწიფო უნივერსიტეტში (ამჟამად თეატრალური ინსტიტუტის დაქვემდებარებაშია) ბატონ ვახუშტი კოტეტიშვილის მიერ დაფუძნებული ლიტერატურული სახელოსნოს ტიპის ფაკულტეტი ფუნქციობდა. ძალიან მინდოდა ქართული ლიტერატურის შესწავლა, გადავწყვიტე, მეცადა და მთელი წლის განმავლობაში თითქმის არ მიძინია. ძალიან ვგავდი გალაკტიონის ,,ყვავის ბახალას”, ქარმა უცნობ სამყაროში რომ გადაისროლა, მას კი ჯერ საკუთარი ჩრდილიც აშინებს.
*** 
როგორც იქნა, ოცნება ავიხდინე და პირველივე ცდაზე სასურველ ფაკულტეტზე მოვხვდი. პირველი ლექცია, როგორც მახსოვს, შემოქმედებით დაოსტატებაში ჩაგვიტარდა. ამ საგანს ხუთი წლის განმავლობაში ბატონი ვახტანგ ჯავახაძე მასწავლიდა. მისი წყალობით სულ სხვა გალაკტიონი გავიცანი. დღემდე უზომოდ მადლიერი ვარ ბატონი ვახტანგის – მან ხომ დროულად მიმითითა საჭირო კარისკენ. მოკლედ, ქართული ლიტერატურის შესწავლა გალაკტიონით დავიწყე და უნივერსიტეტიც გალაკტიონის პოეტიკის კვლევასთან დაკავშირებული სადიპლომო ნამუშევრით დავასრულე. თითქმის ათი წელია, მასზე არაფერი დამიწერია. ამ ხნის განმავლობაში ჩემი გალაკტიონი ვიპოვე, მივხვდი, რომ სიტყვისა და მუსიკის ვირტუოზზე მეტად მასში ჩვეულებრივი ამბებით გაოცებული ბავშვი მიყვარს. ბავშვი, რომელიც მომქანცველი ყოველდღიურობის ფსკერზე პოულობს ნამდვილ საგანძურს. 

,,ქუჩაში, მტვერში წაიქცა ბავშვი 
ნუკრის თვალებით, თმით – მიმოზებით 
და მწუხარების მალენიავში 
მოფრინდნენ ლურჯი ანგელოზები. 
შეშლილი სახით კიოდა ქუჩა,
შორს კი მზე დარჩა და მშობლის კერა! 
მზეზე ჰყვაოდა სოფლად ალუჩა
და გაისმოდა დების სიმღერა.”

მას შემდეგ ბევრჯერ დავრჩენილვარ გატეხილი წამის, დამსხვრეული საუკუნის, დროისა და სივრცის მიღმა, მაგრამ ლექსები მაინც არ მიმიტოვებია. დასასრულთან შესახვედრად გაფრენილ მეოცე საუკუნეს ხომ მკითხველისთვის მეტი არც არაფერი უთხოვია.

სინანულის სიმღერა

0
გვიან შემოდგომაზე სულ ის ამბავი მახსენდება, ჩემი მუსლიტერატურის მასწავლებელი რომ მოგვიყვა 18-19 წლის წინ მეორეკლასელებს სიცოცხლის სიყვარულზე, რწმენის ძალასა და უკანასკნელ ფოთოლზე. ამბავი მეგობრებზე იყო, სტუდენტ გოგონებზე, რომელთაგან ერთს ფილტვების ანთება დაემართა და ისე დასუსტდა, მის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრა. ერთადერთი, რასაც მისი გადარჩენა შეეძლო, გამოჯანმრთელების იმედი იყო. არადა გვიანი შემოდგომაა, გოგონა სენტიმენტალურია და გადაწყვეტს, რომ მალე მოკვდება – მაშინ, როცა ფანჯარასთან მდგარ ხეს უკანასკნელი ფოთოლი მოსწყდება. ისე მტკიცედ გადაწყვეტს, რომ შეიძლება მართლაც მოკვდეს გვიან შემოდგომაზე, როცა ხეებს ფოთლები ელვის სისწრაფით სცვივა. ის გადარჩება. მოხუცი მეზობელი გოგონას სასოწარკვეთილებას სახურავიდან ჩამოშვებული ტილოთი გატეხს, რომელზეც დახატულია ხეზე შერჩენილი ერთადერთი ფოთოლი, ავადმყოფს განგებად რომ მოეჩვენება, რომელმაც მისი სიკვდილი არ ინდომა.

დიახ, ო. ჰენრის მოთხრობაა, თუმცა ეს მოგვიანებით გავიგე, ისევე როგორც მისი სევდიანი ფინალი, სადაც მოხუც მეზობელსაც ფილტვების ანთება ემართება და ორიოდე დღეში კვდება. მასწავლებელს ამის შესახებ არაფერი უთქვამს, თხრობა იმით დაამთავრა, რომ ყველას შეგვიძლია, გვერდით მყოფებს იმედი ჩავუსახოთ და გადავარჩინოთ. მეც მისი მონათხრობი ნამდვილი კეთილი ამბავი მეგონა იმის შესახებ, რა მნიშვნელოვანია რწმენა და რა მაგარია ადამიანი, რომელსაც სხვისი გასაჭირის დანახვა და გამოსავლის პოვნა შეუძლია.

ჩემი თაობის იმ ადამიანების რიცხვს ვეკუთვნი, რომლებსაც მუსიკალურ შვიდწლედში იძულებით ატარებდნენ და ვინაიდან დიდი ნიჭითა და მუსიკალურობით არ გამოვირჩეოდი, ერთადერთი, რისი სწავლაც თავისუფლად შემეძლო, სწორედ მუსლიტერატურა იყო, სადაც, პროგრამით გათვალისწინებულ საკითხავთან ერთად, ასეთ ამბებსაც ხშირად ვისმენდი. დედა კი წლიდან წლამდე ჯიუტად ამტკიცებდა, რომ მხოლოდ ასე, სამშაბათ-ხუთშაბათს ფორტეპიანოს გაკვეთილებზე სიარულით და მოსაწყენი გამების დაკვრით ჩამომიყალიბდებოდა კარგი მუსიკალური გემოვნება.

დედა მართალი იყო. არა იმიტომ, რომ შვიდწლედში ჩემს სიარულს რაიმე გამართლება ჰქონდა – იმიტომ, რომ მუსიკას მართლაც ძალიან დიდი ძალა აქვს და ყველას, ვისაც სურს, ადამიანები უკეთესი გახადოს, მუსიკა მიზნის მიღწევაში ეხმარება. ამაში კიდევ ერთხელ დამარწმუნა ოქტომბერში, თბილისში გამართული დოკუმენტური კინოს ფესტივალის გახსნაზე ნაჩვენებმა ფილმმა, სადაც იამაიკის ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი ციხის ამბავია მოთხრობილი. აქ, ამ ციხეში, ქვეყნის ყველაზე საშიში კრიმინალები იხდიან სასჯელს, უმთავრესად – მკვლელობის გამო. აქ წელიწადში რამდენჯერმე სისხლიანი ბუნტი ათობით მსხვერპლით ჩვეულებრივი მოვლენა იყო, სანამ ციხის უფროსად არ დაინიშნა კაცი, რომელსაც ადამიანები უყვარდა და ციხეში მისვლისთანავე ჟანდარმების რაოდენობის გაზრდის მაგივრად ბიბლიოთეკის, რადიოსა და ხმის ჩამწერი სტუდიის გახსნა გადაწყვიტა. პატიმრებს განათლებისა და თავიანთი ემოციების, დარდისა თუ აგრესიის მუსიკით გამოხატვის საშუალება მისცა.

ციხის უფროსის ინიციატივამ გაამართლა, ისევე როგორც მოხუცი მხატვრის სახურავიდან გადმოკიდებულმა ტილომ. რამდენიმე თვეში ადამიანებმა, რომლებიც საკუთარი თავისა და სხვების მხოლოდ ნაკლოვანებებს ხედავდნენ, ცხოვრება აუტანლად მძიმე ტვირთად აწვათ მხრებზე და მომავალს უიმედოდ უყურებდნენ, წიგნების კითხვა და სიმღერა დაიწყეს, გულისმომკვლელი, გულწრფელი, შეულამაზებელი, სინანულის სიმღერა. მანამდე უცნობი უნარი აღმოაჩინეს. გაიგეს, რომ საკუთარ თავსა და გასაჭირზე ხმამაღლა ლაპარაკი შეუძლიათ, აგრესიის გარეშე ფიქრი და სასოწარკვეთისას სტუდიაში ჩაკეტილებს ხმამაღლა ტირილი; სხვებისთვის ტკივილის გაზიარება დაიწყეს და მიხვდნენ, რომ მარტო არ არიან, რომ ყველა ცუდ ამბავს თავისი მიზეზი აქვს და დამნაშავე მხოლოდ ერთი არასოდეს არის. ერთ ხმაში სიმღერიდან ჯგუფურ კომპოზიციებზე გადავიდნენ, რადიოში გაუშვეს, ყველას მოასმენინეს, ყველა აატირეს.

ფილმი 2013 წლისაა და ამანდა სანსისა და მიკელ გალოფრეს რეჟისორობით არის გადაღებული. თბილისის დოკუმენტური კინოს ფესტივალზე მან „მაყურებელის რჩეულის” პრიზი დაიმსახურა. მართლაც, კრიმინალების ტრანსფორმაცია შთამბეჭდავი სურათია. ეს არის ილუსტრაცია ადამიანის შესაძლო ცვლილებისა ცუდიდან კარგისკენ, ილუსტრაცია იმისა, რომ ადამიანს სჭირდება ბიძგი და მხარდაჭერა, რათა დაინახოს თავისი ღირსებები და განივითაროს, იპოვოს ძალა, რომლითაც უარყოფითი ენერგიის შეკავებას შეძლებეს და კალაპოტი, რომლითაც ამ ენერგიას უწყინარი საქმეებისკენ მიმართავს. ამ ფილმში პატიმრები თავიანთ ამბებსაც ჰყვებიან და ხვდები, რომ „კარგი” და „ცუდი” ადამიანი უკიდურესად პირობითი ცნებებია და რომ ხშირად ამ კატეგორიებს გარემოებები და სხვა ადამიანთა დამოკიდებულებები ქმნის. დამნაშავეებს ძალადობა, სიღატაკე და უსაქმურობა წარმოშობს და ეს ხალხი, ვინც ახლა გისოსებიდან სინანულის სიმღერებს მღერის, ცუდი ადამიანები კი არა, გარემოს მსხვერპლნი არიან, ბავშვობიდანვე ისე გაზრდილები, ამ გზას ძნელად რომ ასცდებოდნენ. მათ თითქმის არ უვლიათ სკოლაში და, მით უმეტეს, მუსიკალურ შვიდწლედებში – მშობლებს არ ეცალათ მათ გემოვნებაზე საფიქრალად, მათთვის გეზის მისაცემად, არც უკანასკნელი ფოთლის ამბავი მოუსმენიათ და არც სხვა ამგვარი ისტორიები. იქ ბიჭები იარაღით თამაშობენ, გოგონები საოჯახო საქმეებში ეხმარებიან დედებს, ნარკოტიკით გაბრუებული მამები კი ხან სახლის გარეთ, ხან სახლშივე ყოველ შემხვედრთან დავისთვის მიზეზს ეძებენ.


უყურებ ტირილით მომღერალ კაცებს და ხვდები, რომ ადამიანის მთავარი მამოძრავებელი ძალა არა პური და წყალი, არამედ იმედი და სიცოცხლის სიყვარულია, რომ ადამიანებს, რომლებსაც უჭირთ გარემოსთან ჰარმონიული ურთიერთობა, მხოლოდ სხვა ადამიანი სჭირდებათ, რომელიც მოუსმენს მათ და ასწავლის, როგორ მიიღონ რეალობა და საკუთარი თავი. 

არ შეიძლება პარალელის გავლება იამაიკის ციხესა და სკოლაში მოსიარულე ბავშვებს შორის, მაგრამ შეიძლება იმის თქმა, რომ გონივრული მიდგომით, საინტერესო ისტორიებით, მეტი მუსიკითა და ლიტერატურით, პატარებში შემოქმედებითი უნარების გაღვიძებით და, რაც მთავარია, მათი სატკივარის მოსმენითა და გათავისებით მრავალი პრობლემის უფრო მარტივად მოგვარება ან სულაც თავიდან აცილება ნამდვილად შეიძლება.

ამიტომ არ დასაჯოთ მოსწავლე, რომელსაც საგანი არ აინტერესებს, მოუყევით მას ისეთ ამბებს, რომლებიც წლობით ემახსოვრება; არ ეჩხუბოთ აგრესიულ პატარებს, დაინტერესდით, საიდან მოდის მათი აგრესია; არ გამოგეპაროთ მომენტი, როცა მოსწავლე იმედს კარგავს და „ცუდის” სტატუსის მოსარგებად ემზადება; ხშირად ურჩიეთ მათ საინტერესო საკითხავები და მოასმენინეთ კარგი მუსიკა. სთხოვეთ მშობლებსაც, გააკეთონ იგივე და გახსოვდეთ, რომ ადამიანი სათუთი არსებაა, მის გადარჩენასაც და დაღუპვასაც უბრალო მიზეზები განაპირობებს.

სასკოლო განათლება ბელგიაში

0

ბელგია საკუთარ თავში ევროპის სხვადასხვა ქვეყნის კულტურას აერთიანებს. ეს არცთუ ისე დიდი სახელმწიფო მოხერხებულადაა მოთავსებული გერმანიას, საფრანგეთს, ჰოლანდიასა დალუქსემბურგს შორის. ბრიუსელის მკვიდრი მოსახლეობა უცხოელებისადმი კეთილგანწყობითა და სტუმართმოყვარეობით ამაყობს. ბელგია ცნობილია არამხოლოდ როგორც უგემრიელესი შოკოლადისა და ვაფლის სამშობლო, არამედ ასევე როგორც მდიდარი კულტურის ქვეყანა (სახვითი ხელოვნება, არქიტექტურა, მუსიკა, მოდა).

1970 წლისკონსტიტუციით ქვეყანაში განისაზღვრა ოთხილინგვისტური რეგიონის არსებობა: ფრანკული ვალონიისა, ნიდერლანდური ფლანდრიისა, ორენოვანი ბრიუსელისა
და
გერმანულენოვანი რაიონისა, რომელიც გერმანიას ესაზღვრება. ამავე წლიდან განათლების ფედერალური სამინისტრო აკონტროლებს მხოლოდ საშუალო განათლების სავალდებულო ეტაპს და ადგენს ყველა ტიპის საშუალო განათლების (იხ.ქვემოთ) დიპლომებისა და სერთიფიკატების გაცემის პირობებს.

ბელგიაში სასკოლო და სკოლამდელი აღზრდაგანათლება ერთმანეთთან მჭიდროდ არის დაკავშირებული, რადგან ეს უკანასკნელი, როგორც წესი, ინტეგრირებულია სკოლებთან. სკოლამდელი განათლების (kleuteronderwijs) მიღებას ბავშვები ორნახევარი წლიდან იწყებენ. ამ ტიპის აღმზრდელობითი დაწესებულების ძირითადი ამოცანაა, ბავშვებს სხვადასხვა მეთოდით განუვითაროს
კოგნიტური
, კომუნიკაციური და შემოქმედებითი უნარები. მეცადინეობები თამაშის ფორმით მიმდინარეობს. მიუხედავად იმისა, რომ სკოლამდელი აღზრდა ბელგიაში სავალდებულოდ არ მიიჩნევა, მშობლების 90 პროცენტს
მაინც
დაჰყავს შვილები ასეთ სასწავლებლებში. როდესაც ბავშვი ექვსი წლის ასაკს აღწევს, ის დაწყებითი სკოლის პირველ კლასში ირიცხება.

ბელგიაში სასკოლო განათლება ორნაწილადაა გაყოფილი დაწყებითად დასაშუალოდ. დაწყებითი სკოლა, თავის მხრივ, შედგება სამიდონისგან, რომელთაგან თითოეული მოიცავს ორ კლასს. აქ ბავშვებს ასწავლიან არითმეტიკას, კითხვას, წერას, მუსიკას, ისტორიას. გაკვეთილები დილის 8:30-ზე იწყება და 15:30-მდე გრძელდება. სადილისთვის ნახევარი საათია გამოყოფილი – 12:00-დან13:30-მდე.ბრიუსელის ზოგიერთ ფლამანდიურ დაწყებით სკოლაში პირველი ანმეორე კლასიდან იწყება ფრანგული
ენის სწავლებაც, თუმცა
აღნიშნული სკოლების უმრავლესობა ამ საგანს მესამე კლასიდან ასწავლის. იმსკოლებში კი, რომლებიც ქვეყნის ფრანგულენოვან ნაწილში მდებარეობს, მოსწავლეებს შეუძლიათ აირჩიონ ინგლისური ან ჰოლანდიური ენა. რაც შეეხება ქვეყნის გერმანულენოვან ნაწილს, ამ რეგიონის სკოლებში ფრანგული ენის სწავლა სავალდებულოა.

ბელგიური დაწყებითი სასკოლო განათლება უმთავრესად თვალსაჩინოებათა გამოყენებას ეფუძნება. თითოეულ კლასში მუშაობს ერთიაღმზრდელი, რომელიც ვალდებულია, თითოეულ მოსწავლეს ინდივიდუალურად მიუდგეს. კლასის მასწავლებლის მოვალეობაა ასევე მოსწავლეებისთვის ისეთი უნარების განვითარება, როგორებიცაა სიფაქიზე, გუნდური მუშაობა, თანატოლების
პატივისცემა
,საკუთარ საქციელზე პასუხისმგებლობა. დაწყებითი სკოლა ყოველთვის გამიჯნულია საშუალოსგან. აქ მუშაობენ ფსიქოლოგები, კაბინეტები საგანგებოდ
არის აღჭურვილი
ამასაკის ბავშვების სამეცადინოდ, მოწყობილია სათამაშო განყოფილებები დაკომპიუტერული კლასები. სკოლას აქვსასევე საკუთარი ბუფეტი, სპორტული დარბაზები საცურაო აუზებით.

დაწყებითი სკოლის დასრულების შემდეგ მოსწავლე საშუალო სკოლაში გადადის, სადაც სწავლება იმავე პრინციპით არის დაყოფილისამი ნაწილისგან შემდგარ ორორ კლასად. საშუალო სკოლაში მოსწავლეები საგნების რამდენიმე ჯგუფიდან/ნაკრებიდან
რომელიმეს
ირჩევენ. სწორედ ეს არჩევანი განაპირობებს შემდეგ მათსაკუთარ დღის წესრიგს. ბელგიურ სკოლებში ზოგიერთი საგანი, ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე, სავალდებულოა. ასეთებია, მაგალითად, მშობლიური ენა, არითმეტიკა, ფიზკულტურა და სხვა.

ბელგიაში არსებობს ოთხი ტიპის საშუალო სკოლა:

1. ზოგადსაგანმანათლებლო საშუალო სკოლები (Algemeen Secundair Onderwijs – ASO), რომელთა დამთავრების შემდეგ კურსდამთავრებულს უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარება შეუძლია. ზოგადსაგანმანათლებლო საშუალო სკოლის დიპლომზე ბაზარზე მოთხოვნა
არ
არის,რადგან ამ ტიპის განათლება გულისხმობს დისციპლინების ფართო სპექტრს, ზოგად თეორიულ ცოდნას, რომელსაც არაქვსპრაქტიკული თუ პროფესიული სპეციალიზაცია.

2. ტექნიკური საშუალო სკოლები (Technisch
Secundair Onderwijs – TSO),
რომლებიც კიდევ ორ ქვეტიპად იყოფა: TTK და STK. პირველი ქვეტიპის სკოლებში სწავლების ტექნიკურ ასპექტებზე არიან სპეციალიზებულნი, მეორე ქვეტიპისაში კი უფრო პრაქტიკულ საკითხებზე. დიდი ყურადღება ექცევა ისეთ საგნებს, როგორებიცაა მათემატიკა, უცხოენები, ისტორია, საბუნებისმეტყველო მეცნიერებანი. მაგრამ ამ დისციპლინების ფარგლებში მიღებული ცოდნა მოცულობით უფრო მცირეა, ვიდრე იმავე საგნებისა, მაგ., ASO სკოლებში. STK-ს კურსდამთავრებულნი მზად არიან შრომის ბაზარზე გასასვლელად, ხოლო ისინი, ვინცTTK დაამთავრა, წესისამებრ, ამჯობინებენ, გააგრძელონ სწავლა, გაიარონ სპეციალიზაციის დამატებითი წელი დამიიღონ ბაკალავრის ან მაგისტრის ხარისხიც კი ისეთსფეროებში, როგორებიცაა ტურიზმი, ვაჭრობა, ჯანდაცვა და სხვა.

3. პროფესიულტექნიკური სასწავლებელი(Beroepssecundair Onderwijs – BSO) მოსწავლეებს ისეთი სპეციფიკური სპეციალობების შესწავლას სთავაზობს, როგორიცაა ხუროს, ავტომექანიკოსის, იუველირის, ქვისმთლელის და სხვა პროფესიები. ბელგიური საშუალო განათლების სისტემაში BSO ერთადერთი სახის სასწავლებელია, რომლის დასრულების შემდეგ არ არის გათვალისწინებული უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა. აქერთადერთი გამოსავალი დამატებითი წლისგანმავლობაში შესაბამისი კურსის გავლაა, რის შემდეგაც გაიცემა TSO- ეკვივალენტური დიპლომი.

4. საშუალო სახელოვნებო სასწავლებლები (Kunstsecundair
onderwijs – KSO)
ორიენტირებულნი არიან მოსწავლეთა მომზადებაზე ხელოვნების სფეროში უმაღლესი განათლების მისაღებად. არჩეული მიმართულებების მიხედვით, პრიორიტეტი შეიძლება მიენიჭოს სამსახიობო ხელოვნებას, ქორეოგრაფიას, მუსიკას ან სახვით ხელოვნებას.

თუ,მაგალითად,მოსწავლეს პროფესიის შეცვლა უნდა,მასთავისუფლად შეუძლია, გადავიდეს ერთი ტიპის სკოლიდან მეორეში ანუASO-დანTSO-შიანუფროდაბალი დონის BSO-ში, საწინააღმდეგო მიმართულებით სვლა კი,მაგალითად,
TSO-
დანASO-ში, შეუძლებელია, ამიტომ მშობლები, წესისამებრ, ცდილობენ, შვილები თავდაპირველად საუკეთესო სკოლაში შეიყვანონ. მხოლოდ ამ შემთხვევაში ეძლევათ მათ საშუალება, ასე ვთქვათ, სწავლისპროფილიშეუცვალონ ბავშვს, თუ აღმოჩნდა, რომ მისთვის
ძნელი ასათვისებელია
ის სასკოლო პროგრამა, რომლითაც სწავლობს. მაგრამ თუმოსწავლე თავიდანვე პროფესიულტექნიკური ტიპის სასწავლო დაწესებულებაში შეიყვანეს, ის ვერგადავა უფრო მაღალი დონის სასწავლებელში, თუნდაც აღმოაჩინოს, რომმისთვის საინტერესო არ არისპროფესიულ სკოლაში სწავლა.

ბელგიაში ფუნქციობს კერძო სკოლებიც, რომლებიც გარკვეულ სოციალურ ფენებზეა ორიეტირებული. მაგალითად,სკოლები დიპლომატთა, მეზღვაურთა დასხვათა შვილებისთვის. არსებობს რელიგიური სკოლებიც.

დაწყებით და საშუალო სკოლებში მოსწავლეთა ყოველმხრივი განვითარებისთვის ორგანიზებულია მრავალნაირი
წრე და
კლუბი, სადაც ბავშვებს საშუალება აქვთ გამოავლინონ ანგანივითარონ შემოქმედებითი უნარები. მოსწავლეს სრულიად დამოუკიდებლად შეუძლია აირჩიოს წრე, რომელიც მის ინტერესებს პასუხობს ან შეცვალოს არჩევანი უფროსებისთვის მიზეზების აუხსნელად. ბელგიელ მოსწავლეთა შორის ყველაზე მეტი პოპულარობით სარგებლობს სამსახიობო ხელოვნების, პოეზიის, სიმღერისა დამუსიკალურ საკრავებზე დაკვრის შემსწავლელი, ხელსაქმისა და ქსოვაკერვის წრეები.

საინტერესოა ბელგიური სკოლების
კიდევ
ერთითავისებურება: აქ დიდ ყურადღებას აქცევენ როგორც საკუთარ, ისევე ევროპისა დაარამხოლოდ ევროპის ქვეყნების ისტორიას. ამისთვის ბელგიური სკოლები დამოუკიდებლად აფორმებენ ხელშეკრულებებს სხვადასხვა ქვეყნის სასწავლო დაწესებულებებთან, რის შედეგადაც, გაცვლითი პროგრამებით, ბელგიელ მოსწავლეებს ეძლევათ ოჯახურ გარემოში ცხოვრებისა და სხვა ქვეყნების კულტურის პირადი გამოცდილებით შესწავლის საშუალება.

ასევე აღსანიშნავია, რომ ბელგიურ სკოლებში არსებობს ..პრეზიდიუმიერთგვარი საბჭო, რომელიც იქ ორგანიზებას უწევს სხვადასხვაგვარ საქმიანობასსოციალურ, საქველმოქმედო, კულტურულ
პროექტებს
, მათშორისსკოლის გაზეთის გამოცემას.

როგორ მივაღწიოთ სკოლებში სწავლების მაღალ ხარისხს (მეხუთე ნაწილი)

0

დირექტორთა მუშაობის კონცენტრირება პედაგოგთა
განვითარებაზე

მას
შემდეგ, რაც სკოლის ლიდერი მასწავლებლებიდან შეირჩევიან შესაბამისი პირები და შეიძენენ
სათანადო უნარ-ჩვევებს, ახალ დირექტორებს მიეწოდებათ სტანდარტები, სადაც აღწერილია
მათი როლის, მოლოდინებისა და სტიმულების სისტემა. ეს მათ ხელს უწყობს, ძირითადი ყურადღება
პედაგოგების მუშაობას დაუთმონ და არა ადმინისტრაციულ საქმიანობას. იმ სკოლებში, სადაც
დირექტორის ძირითადი მოვალეობა ცვლილებების გატარებაა, მათგან ელიან, რომ ისინი, უპირველეს
ყოვლისა, თავს გამოიჩენენ როგორც კარგი პედაგოგები, რომლებიც დროის უმეტეს ნაწილს მასწავლებლების
განვითარებასა და დახმარებას ახარჯავენ. ერთ-ერთმა კარგმა დირექტორმა ჩვენთან საუბრისას
თქვა: „იყო მასწავლებელი – ნიშნავს დაეხმარო ბავშვებს სწავლაში; იყო დირექტორი – ნიშნავს
დაეხმარო სწავლაში უფროსებს. აი, რატომაა ეს რთული საქმე… მე მთელი დღე დერეფანებში
დავდივარ… ჩემი ელექტრონული ფოსტის გადახედვასაც კი მხოლოდ მას შემდეგ ვახერხებ,
რაც ყველა დატოვებს სკოლას”.

 

ისეთი გარემოს შექმნა, სადაც მასწავლებლები ერთმანეთისგან
სწავლობენ

ერთ-ერთი
მიდგომა ითვალისწინებს ისეთი გარემოს შექმნას, სადაც მასწავლებლები ერთმანეთისგან სწავლობენ.
სხვა პროფესიებისგან განსხვავებით, რომლებიც ადამიანების კოლექტიურ მუშაობას გულისხმობს,
მასწავლებლები, წესისამებრ, ცალ-ცალკე მუშაობენ, რის გამოც არ აქვთ საშუალება, ერთმანეთისგან
ისწავლონ. ზოგიერთ
სისტემაში გამოიყენება
სტრატეგიები, რომლებიც გამიზნულია თანამშრომლობითი გარემოს შექმნისთვის: იხსნება სკოლები,
სადაც მასწავლებლები სისტემატურად აკვირდებიან ერთმანეთის მუშაობას, უზიარებენ ცოდნას,
იდეებს, მეთოდიკას, დაკვირვებებსა და გამოცდილებას. შედეგად ყალიბდება ატმოსფერო, რომელშიც
ყველა სწავლების ხარისხის გაუმჯობესებისკენ მიისწრაფვის. ასეთი სისტემები სწავლების
ხარისხის მიხედვით საუკეთესოთა რიცხვში შედის.

იაპონია. ამ ქვეყანაში სკოლაში სწავლების კულტურა იგება
პრინციპზე „გაკვეთილის შესწავლა”. იქმნება პატარა ჯგუფები, რომლებიც ერთად მუშაობენ.
ამ დროს განიხილება ამა თუ იმ გაკვეთილის ჩატარების მეთოდები, ხდება საერთო დაგეგმარება,
მსჯელობენ პედაგოგიური სტრატეგიების შესახებ, რათა მიაღწიონ საგანმანათლებლო მიზნებს.
ამ სისტემაში აქცენტი უმთავრესად იმაზე დაისმის, რომ მოწინავე გამოცდილებებმა რაც შეიძლება
ფართო გავრცელება პოვოს: „როდესაც პენსიაზე მიდის გამოჩენილი ამერიკელი პედაგოგი, მასთან
ერთად მიდიან მისი გეგმები და შემუშავებული მეთოდები, მაგრამ როდესაც მიდის იაპონელი
პედაგოგი, ის ტოვებს მემკვიდრეობას”.

შანხაი. შანხაის სკოლებში ურთიერთთანამშრომლობითი მუშაობა
ნორმაა და არა გამონაკლისი. ყველა მასწავლებელს მოეთხოვება თავისი კოლეგის მინიმუმ
8 გაკვეთილზე დასწრება, ასევე – ღია გაკვეთილების ჩატარება, რომლებსაც კოლეგების დიდი
ჯგუფი დაესწრება – ეს ხელს უწყობს გამოცდილების გავრცელებას, სხვისი აზრის მოსმენას
საკუთარი მუშაობის შესახებ და ზრდის პასუხისმგებლობას.

ბოსტონი. გაკვეთილების ცხრილს ისე ადგენენ, რომ ერთი და
იმავე საგნის მასწავლებლებს, რომლებიც პარალელურ კლასებს ასწავლიან, „ფანჯარა” ერთდროულად
აქვთ, რაც მათ ერთად მუშაობის საშუალებას აძლევს. ასეთი შეხვედრები მიმდინარეობს სკოლის
დირექტორის ან მენტორის ხელმძღვანელობით. დისკუსიის მთავარი თემა მოსწავლეთა მოსწრებაა.
განიხილავენ სკოლის მასწავლებლების მუშაობის თავისებურებებს და იმას, რა გავლენას ახდენს
ეს თავისებურებები სწავლებაზე. ასეთი სესიები უფრო ინტენსიურს ხდის მასწავლებლებს შორის
ინფორმაციის გაცვლა-გამოცვლას, რასაც მოსდევს სწავლების სტრატეგიების ერთობლივი დაგეგმვა.

ფინეთი. მასწავლებლებს ყოველდღიურად ეძლევათ თავისუფალი
დრო სასკოლო პროგრამების დამუშავებისა და დაგეგმვისთვის. ეროვნული სასწავლო პროგრამა
მხოლოდ საერთო მიზნებს განსაზღვრავს და არა მათი მიღწევის გზებს. ეს ნიშნავს, რომ მასწავლებლებმა
თვითონ, ერთობლივად უნდა შეიმუშაონ პროგრამები და სტრატეგიები, რომლებიც მათ სკოლას
შეესაბამება. განათლების სისტემაში ყოველნაირად ეწყობა ხელი ერთობლივ მუშაობას ყველა
დონეზე.

 

დასკვნა

ბევრმა
რეფორმამ არ გაამართლა იმედები, ვერ გააუმჯობესა მდგომარეობა იმიტომ, რომ ვერ მოახდინა
სათანადო გავლენა კლასში მუშაობაზე. განათლების ერთ-ერთმა მოხელემ მასწავლებლის პრაქტიკაზე
სასკოლო რეფორმის გავლენა შტორმს შეადარა: „ზედაპირზე ტალღებია, სიღრმეში კი სიმშვიდე.
რეფორმა წყლის ზედაპირს აქაფებს, ქმნის ცვლილებათა შეგრძნებას, სიღრმეში კი ცხოვრება
თავისი გზით მიდის, ღელვის მიუხედავად, პრაქტიკულად ხელშეუხებელი რჩება”.

ეფექტური
და არაეფექტური სისტემების ანალიზმა გვაჩვენა, რომ სწავლის შედეგების მნიშვნელოვანი
გაუმჯობესებისთვის აუცილებელია სწავლების მნიშვნელოვანი გაუმჯობესება. ყველა წარმატებულმა
სისტემამ ეს გზა გაიარა. რომელი სტრატეგიის წყალობით იქნა მიღწეული ეს შედეგი? ყველა
ამ სტრატეგიისთვის ათვლის წერტილი იყო იმის გაგება, რა იყო საჭირო თითოეული პედაგოგის
სწავლების ხარისხის გაუმჯობესებისთვის, მერე კი საამისოდ აუცილებელი პირობების შექმნა
სისტემის ჩარჩოებში. განსაკუთრებით ეფექტური აღმოჩნდა ოთხი მიდგომა (იხ. წერილის მეოთხე
ნაწილი), რომლებზეც ზემოთ ვისაუბრეთ და რომლებმაც, კულტურული კონტექსტისგან დამოუკიდებლად,
კარგ შედეგი გამოიღო. კარგად მოფუნქციე სისტემების ანალიზი გვიჩვენებს, რომ სწავლების
რეფორმირება ძალიან რთულია, მაგრამ შეუსრულებელი ამოცანა არ არის.

 

თითოეულმა ბავშვმა უნდა მიიღოს ხარისხიანი განათლება

მასწავლებლის
პროფესიაში შესაფერისი ადამიანების მოზიდვამ და კვალიფიციურ პედაგოგებად მათმა ჩამოყალიბებამ
სასკოლო სისტემებს მისცა სწავლების ხარისხის გაუმჯობესების საშუალება, რამაც ისინი
უკეთეს შედეგებამდე მიიყვანა. მაღალეფექტური სკოლის სისტემები აქ არ ჩერდებიან – ისინი
ისეთ პროცესებს უწყობენ ხელს, რომლებიც იძლევა გარანტიას, რომ თითოეული ბავშვი იგრძნობს
და ისარგებლებს გაუმჯობესების შედეგებით. ასეთ სისტემებში მაღალია მოლოდინი მოსწავლეთა
შედეგების მიმართ, სისტემატურად ტარდება მათი მოსწრების მონიტორინგი, და თუ მოლოდინი
არ შეესაბამება შედეგს, სათანადო ზომებს იღებენ. კარგ სისტემებში ზომები მიიღება სკოლების
დონეზე: ვლინდება ჩამორჩენილი სკოლები და ხორციელდება ღონისძიებები, რომლებიც სტანდარტის
აწევას უწყობს ხელს. საუკეთესო სისტემებში ამ ღინისძიებებს მიმართავენ თითოეული მოსწავლის
დონეზე; თვითონ სკოლებში დგება ჩამორჩენილი მოსწავლეების ალგორითმი და შემდეგ ხდება
მათი ხელშეწყობა შედეგების გასაუმჯობესებლად.

რამდენად
მზად არის სასკოლო სისტემა რეფორმების უპირატესობათა გამოსაყენებლად, დამოკიდებულია
სისტემის უნარზე, ეფექტურად გაავრცელოს გაუჯობესება, ისე, რომ თითოეულ ბავშვს მიუწვდებოდეს
ხელი ხარისხიან განათლებაზე. ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობა თავისთავად მნიშვნელოვანია,
მაგრამ საერთაშორისო შეფასებები გვიჩვენებს, რომ სწორედ ამაზეა დამოკიდებული სისტემის
მაღალი შედეგები.

სისტემები,
რომლებსაც შეუძლიათ იტრაბახონ სწავლების მაღალი შედეგებით, ლიდერობენ მის თანასწორ
განაწილებაშიც: ამ სისტემებში თითოეულ მოსწავლეს შეუძლია მიიღოს მისთვის საჭირო განათლება,
განურჩევლად წარმოშობისა. ასეთი სისტემების ორგანიზატორებმა ჩამოაყალიბეს, რა უნდა
იცოდეს და ესმოდეს თითოეულ მოსწავლეს, მერე კი რესურსები და ფინანსები გაანაწილეს იმ
მოსწავლეებზე, რომლებსაც ყველაზე მეტად საჭირდებოდათ დახმარება. ამის შემდეგ მათ ხელი
მიჰყვეს სკოლებში სწავლების მონიტორინგს, შუსაბამეს იგი დადგენილ მოთხოვნებს და შეიმუშავეს
მექანიზმები ხარვეზების აღმოსაფხვრელად. ისინი ეძებდნენ ახალ-ახალ მეთოდებს მიზნის
მისაღწევად და საერთოდ, მათ მიერ არჩეული გზა თავად სისტემის ხარისხზე იყო დამოკიდებული:
მონიტორინგის დონე და კორექტირების ინტენსივობა უკუპროპორციული გახლდათ ამა თუ იმ მასწავლებლისა
და სკოლის უნარისა, დამოუკიდებლად გაეუმჯობესებინათ მუშაობა. საუკეთესო სისტემები იმით
გამოირჩევა, რომ მათში მონიტორინგისა და სიტუაციის გამოსწორების პროცესები მოქმედებს
სკოლების დონეზე, რომლებიც ზუსტად და ოპერატიულად ავლენენ მოსწავლეებს, რომლებსაც დახმარება
სჭირდებათ და სისტემატურად უწევენ მათ ამ დახმარებას.

 

მოსწავლეთა მოსწრებისადმი მაღალი მოთხოვნა

ყველა
ეფექტურ და სწრაფად განვითარებად სისტემას შემუშავებული ჰქონდა პროგრამები თავისი სტანდარტებით,
რომლებიც მოსწავლეებს მაღალ და ზუსტ მოთხოვნებს უყენებდა. „თუ ჩვენი ბავშვები აბარებენ
გამოცდებს, მაგრამ აჩვენებენ შედეგებს, რომლებიც საერთაშორისო კრიტერიუმებით (
PISA დაTIMSS)ჩამოუვარდება საუკეთესო სისტემების მაჩვენებლებს, ე.ი. ჩვენ უნდა
ავწიოთ ჩვენი სტანდარტები”.

წესისამებრ,
განათლების სისტემები სკოლებს საკმაოდ მკაცრ სტანდარტებს უწესებენ, მაშინ როცა სისტემის
შედეგიანობა მოითხოვს გაუმჯობესებას, სიტუაციის გაუმჯობესების კვალობაზე კი სტანდარტებიც
უფრო მოქნილი ხდება. მაგალითად, ფინეთში, სადაც ერთ-ერთი საუკეთესო განათლების სისტემაა,
ნაციონალური პროგრამა განსაკუთრებული მოქნილობით გამოირჩევა: „ჩვენ ვაწესებთ მაღალ
მოთხოვნებს, მაგრამ გვინდა, მასწავლებლებს ჰქონდეთ არჩევანის საშუალება”. აქ აქცენტი
დაისმის იმაზე, რომ მასწავლებელმა მოახერხოს მეთოდიკის ადაპტირება სწავლების სპეციფიკასთან,
რომელშიც უწევს მუშაობა; აღიარებენ იმ ფაქტს, რომ ბავშვები სხვადასხვა ტემპით ითვისებენ,
მაგრამ ყოველი მათგანის შედეგი მოთხოვნებს უნდა შეესაბამებოდეს.

მოთხოვნების
ფორმულირების პროცესი ხშირად რთული და ხანგრძლივია. პროგრამები, რომლებიც ამ პროცესის
შედეგად მიიღება, სხვადასხვანაირია, მაგრამ აქვს საერთო ნიშნებიც. სწავლების საწყის
ეტაპზე უდიდესი ყურადღება ექცევა ენობრივ და მათემატიკურ განსწავლულობას. კვლევებიც
ადასტურებს, რომ საბაზო უნარ-ჩვევების ადრეულ ათვისებასა და მომდევნო წარმატებას შორის
ძლიერი კორელაციაა. ყველა წარმატებით მოფუნქცის სისტემა, განსხვავებული სტანდარტების
მიუხედავად, ერთმანეთს ჰგავს იმით, რომ აღიარებს მოსწავლეთა წინსვლისთვის მაღალი და
ზუსტი სტანდარტების აუცილებლობას.

 

მონიტორინგი და შეფასება სკოლებში

ყველა
ეფექტური სისტემა აღიარებს, რომ ვერ გააუმჯობესებ იმას, რაც წინასწარ არ გაზომილა.
შედეგების მონიტორინგი საშუალებას იძლევა, გამომჟღავნდეს და გავრცელდეს მოწინავე გამოცდილება,
გამოიკვეთოს სუსტი წერტილები და სკოლამ პასუხისმგებლობა იტვირთოს ჩატარებული სამუშაოს
შედეგზე. საერთოდ, მონიტორინგის ინტენსივობა სკოლის მუშაობის ხარისხის უკუპროპორციულია.
იგივე კანონზომიერება შეინიშნება სკოლების შედარებისას. სისტემის შიგნით სკოლა, რომელიც
უკეთეს შედეგებს აჩვენებს, ნაკლებად მკაცრ მონიტორინგს გადის, მაშინ როცა სკოლებს,
რომლებსაც ცუდი რეკომენდაციები აქვთ, უფრო სკრუპულოზურად აკონტროლებენ. შესწავლილ სისტემებში
გამოიყენება სწავლების ხარისხისა და შედეგების მონიტორინგის ორი მექანიზმი:

გამოცდები. გამოცდებზე მოწმდება, რა იცის, რა ესმის მოსწავლეს; გამოიყენება ობიექტური
კრიტერიუმები, რომლებიც საშუალებას იძლევა, ზედმიწევნით გაიზომოს და შეფასდეს სწავლის
შედეგები. გამოცდები აგრეთვე მასტიმულირებელი ფაქტორია ნებისმიერ სასკოლო სისტემაში;

სკოლის შემოწმება. სკოლის შემოწმება ანუ ინსპექცია სკოლის მუშაობას სხვადასხვა მაჩვენებლის
მიხედვით აფასებს. გამოცდებისგან განსხვავებით, შემოწმებისას ფასდება როგორც შედეგები,
ისე პროცესიც, რომელსაც ამ შედეგამდე მივყავართ. ის სკოლას და სისტემას სუსტი რგოლის
გამოვლენაში ეხმარება.

წერილი მომზადებულია მოცემული კვლევის ორიგინალური
და რუსული გამოცემების საფუძველზე: Barber, M. and Mourshed, M., 2007. How the
World’s Best Performing Schools Come Out on Top. London, McKinsey &
Company;
М. Барбер, М. Муршед. КАКДОБИТЬСЯ СТАБИЛЬНОВЫСОКОГО КАЧЕСТВА ОБУЧЕНИЯ В ШКОЛАХ.
Вопросы образования“, 2008

 

კახა ჟღენტის თარგმანი და რედაქცია 

მინდა ვემსახურო სამშობლოს და არაჩემი სამშობლოს მთავრობას…

0
გვერდის პარტნიორია გამომცემლობა “ინტელექტი”
– მამაჩემსაც  გაბრიელი ერქვა,  გაბრიელ ელიჰიო გარსია. იგი ტელეგრაფისტად მუშაობდა არაკატკაში. მაშინ კოლუმბიაში ბანანის ბუმი დუღდა და ატლანტიკის სანაპიროსკენ “მწვანე ოქროთი” დაიმედებული ხალხი დაიძრა. “იუნაიტედ ფრუტმა” აქ მიწები შეიძინა და არაკატკა უეცრად მდიდარ სოფლად იქცა. ჯერ სულ პატარა ვიყავი, როცა  მშობლებმა პაპისა და ბებიის კმაყოფაზე  დამტოვეს.

– იმ დიდ სახლში, რომლისაც ასე გეშინოდათ?
– დიახ, მრავალოთახიანი სოფლური სახლი გვედგა. ამ ოთახებში უფრო მეტი  მოჩვენება  ცხოვრობდა, ვიდრე  ცოცხალი  ადამიანი. თუმცა ცოცხლებიც საკმაოდ იყვნენ. საღამოობით ბებია მიყვებოდა ზღაპრებსა  და ჯადოსნურ ამბებს, ბანანის ციებ-ცხელების დროინდელ ლეგენდებს. პაპას ხან ცირკში დავყავდი, ხან კინოში, თან დაუღალავად მიმასპინძლდებოდა სამოქალაქო  ომის ამბებით.

– ამბობენ, რომ ჯერ კიდევ სიყმაწვილეში უწერდით მოთხრობებს თქვენს უმცროს და-ძმებს და თქვენ თვითონვე ხატავდით ილუსტრაციებს ამ  მოთხრობებისათვის. გამოდის, რომ  ხატვის ნიჭიც  გაქვთ.
– არა, უბრალოდ, მაშინ ჯერ კიდევ ვერ  ვწერდი და წერაში ნახატებს ვხმარობდი, მოთხრობებს ვხატავდი.
– მაგრამ თქვენ არ წახვედით  ბოგოტაში ჯერ ისევ  პატარა ბიჭი, რომ “მწერალი  გამხდარიყავით?”
– მაშინ 13-14 წლისა ვიყავი და დედაქალაქში იმისათვის წავედი, რომ  როგორმე სტიპენდია მიმეღო – სწავლისათვის საჭირო ფული არა მქონდა. მდინარე მაგდალენაზე ჯერ გემით უნდა მემგზავრა. ამ გზას, ჩვეულებრივ, რვა დღე სჭირდებოდა, მაგრამ, თუ გემი მეჩეჩზე შეჯდებოდა, ბოგოტაში ჩასვლა 15-16 დღეც კი ჭიანურდებოდა. გზის დასასრულს იდუმალი ქალაქი მელოდა. მართლაც დავინახე მონაცრისფრო, ნაღვლიანი, წვიმით გაჟღენთილი ბოგოტა. მიმოდიოდნენ ცეცხლის ბღუჯა-ბღუჯად მფრქვეველი ტრამვაები, რომლებზეც მტევნებივით ეკიდნენ მგზავრები. კაცებს შავი კოსტიუმები ეცვათ, შავი ქუდები ეხურათ, ქოლგებიც შავი ეჭირათ.  ქალები კი ქუჩებში საერთოდ არ ჩანდნენ. როგორღაც მივაღწიე პანსიონამდე…
გარსია მარკესმა სტიპენდია მიიღო და პატარა ქალაქ სიპაკირას კოლეჯში ჩაირიცხა. აქ იყრიდნენ თავს  ჩვენი ყველაზე გაჭირვებული ბავშვები. მარკესმა კოლეჯი 1946 წელს დაამთავრა, მერე კი დედაქალაქის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე ჩაირიცხა.
– მსურდა  სხვა რამ მესწავლა, მაგალითად, არქიტექტურა ანდა მექანიკა,  მაგრამ მხოლოდ იურიდიულ ფაკულტეტზე იწყებოდა მეცადინეობა დილით. ასე რომ,  დრო მრჩებოდა მემუშავა და ამით თავი მერჩინა.
1947 წელს გარსია მარკესმა პირველი მოთხრობა დაწერა (“მესამე მორჩილება”). ამ  ხანებში რომანისტმა ედუარდო სალამეა ბორბამ განაცხადა – ახალ თაობას ნიჭი აკლიაო. სწორედ ამ განცხადების პასუხად დაწერა მარკესმა თავისი პირველი მოთხრობა. ბორბამ ცნო თავისი შეცდომა და მწერალს დაეხმარა, რათა მოთხრობა ჟურნალ “ელ ესპექტადორში” გამოექვეყნებინა. 1952 წლისთვის მარკესი უკვე რამდენიმე ათეული მოთხრობის ავტორი იყო.
კოლუმბიელი ლიბერალების ლიდერისა და რესპუბლიკის პრეზიდენტობის კანდიდატის ხორხე  გაიტანას მკვლელობის შემდეგ (1948 წლის 9 აპრილი) კოლუმბიაში სასტიკი რეაქციის ხანა დადგა. უნივერსიტეტი დაიკეტა. მარკესი იძულებული გახდა კარტახენაში წასულიყო  თავის მშობლებთან.
1950 წელს იგი დედასთან  ერთად არაკატკაში ჩავიდა თავისი წინაპრების სახლის გასაყიდად. მალე ჟურნალისტობა დაიწყო.  ერთ ნამცეცა ოთახში ცხოვრობდა, ხუთსართულიანი სახლის  სხვენზე. აქ დაიწყო რომანის წერა თავისი ცხოვრების  ბედნიერ წლებზე – არაკატკაში გატარებულ ბავშვობაზე.
1955 წელს გარსია მარკესი,  როგორც “ელ ესპექტადორის” კორესპონდენტი, ჟენევას გაემგზავრა, ხოლო რამდენიმე თვის შემდეგ იქიდან პარიზში  ჩავიდა.
– პარიზში ღამით ჩავედი, დავიქირავე ტაქსი და მეც იმ ქუჩას მივაკითხე, სადაც, ჩვეულებრივ, ლათინური ამერიკიდან ჩამოსულები სახლდებიან.
– 1955 წელს დიდი  კუბელი  პოეტი  ნიკოლას გილიენიც  იქ ცხოვრობდა…
– ნიკოლას გილიენი ყოველ დილით, გაღვიძებისთანავე, აღებდა თავისი ოთახის სარკმელს და  მთელ ქუჩას ახალ ამბებს  გასძახებდა ხოლმე. ერთხელ გილიენმა დაიძახა: “ის დამხობილია!”. იმავე წამს  ათობით სარკმელი  გაიღო. არგენტინელებმა იფიქრეს, ალბათ, პერონი ჩამოაგდესო, პერუელებმა იგივე იფიქრეს ოდრიაზე, კუბელებმა  – ბატისტაზე, ვენესუელელებმა – პერეს  ხიმენესზე, ჩვენ – კოლუმბიელებმა კი – როხა პინილიაზე.

–  თქვენი  ცხოვრების  ამ  ხანას  “ოქროს  სიდუხჭირე” უწოდეთ.
– დიახ. არასოდეს მიცხოვრია ისეთ სიბეჩავეში,  მაგრამ არასოდეს  ვყოფილვარ ისე კარგად. ფორტუნამ გამიღიმა. პარიზში ახალჩასული ერთხელ კაფეში ვიჯექი  ჩემს  მეგობართან  ერთად. მეგობარმა “მონდი” გადაათვალიერა და მითხრა: – ცუდი ამბებია, გაბო, შენი “ელ ესპექტადორი” დაუხურავთო. მაგრამ   ამ ცნობამ, წარმოიდგინეთ, რომ  გამახარა. როგორც იქნა, ავისრულე  მთელი სიცოცხლის ოცნება – მეწერა დაწყნარებით.
– მაშინ რომან “პოლკოვნიკს  არავინ ელოდებას” წერდით, არა?
– დიახ, ამ რომანს ნამდვილი ამბავი დაედო საფუძვლად. პაპაჩემი მრავალ წელს ამაოდ ელოდა სამხედრო  პენსიას. პაპის სიკვდილის შემდეგ  ბებიამ თქვა: “არა,  ამ  პენსიას  მე  არ ავიღებ,  დაე, იგი თქვენ, ან თქვენს შვილებს დარჩეთ”.  მაგრამ  პენსია  საერთოდ არ მოსულა, ის მხოლოდ  რომანის სიუჟეტად  გამომადგა… როცა სადილობის დრო მოაწევდა,  ჩემი კარადიდან ერთ-ორ ასიგნაციას ვიღებდი, გავდიოდი  დასანაყრებლად, სწრაფად ვჭამდი და  ისევ სამუშაოს  ვუბრუნდებოდი.  ერთხელ  უჯრაში  ხელი  მოვაფათურე და დავრწმუნდი,  რომ  შიგ  აღარაფერი იყო. სხვა გზა არ მქონდა, დახმარებისთვის სასწრაფოდ  მეგობრებისათვის უნდა  მიმემართა. იმდროინდელი ჩემი ყოფა ძალიან დაემსგავსა  პაპაჩემის ცხოვრებას. ყოველ დილით მერვე სართულიდან ძირს ჩავდიოდი საფოსტო ყუთის  სანახავად, მაგრამ  იგი  მუდამ  ცარიელი  მხვდებოდა.  რა მექნა, ისევ  ზევით ავდიოდი და კიდევ ერთ სტრიქონს  ვუმატებდი რომანს. თანდათან  ვრწმუნდებოდი, მეგობრებიდან ჩემს თხოვნას არავინ გამოეხმაურებოდა.
– მაშ, როგორ შეძელით სასტუმროს შენარჩუნება, როგორღა იხდიდით ქირას?
– ოთახების ცვლას მივყავი  ხელი, ზევით-ზევით, უფრო იაფ ნომრებში,  ავდიოდი… ბოლოს  სულ ზემოთ,  სხვენზე, აღმოვჩნდი. ერთხელ დიასახლისმა მადამ ლაკრუამ დამიძახა და მითხრა: “შეგიძლიათ სულ ზევით, სახურავქვეშ რომ ოთახია, იქ გადაბარგდეთ, ვალი მერე გამისტუმრეთ”. სწორედ იქ დავამთავრე რომანი და ერთი წლის ქირაც დამედო ვალად…

– თქვენი მეგობარი არქიტექტორი ვიეკკო ჰყვება: გაბო სხვენზე ისეთ ოთახში ვიპოვე, როგორსაც მსახურებს აძლევენ ხოლმე ზამთრობით. გაუთბობელი, გაყინული ოთახი. იგი საბეჭდ მანქანასთან პალტოსა და ხელთათმანებში გამოწყობილი იჯდაო.
– დიახ, დიახ, სწორედ ერნან ვიეკკომ გადამარჩინა. ერთხელაც თავისი მანქანით სახლში მიმაცილა და მითხრა: “შენ ასე მძიმე ცხოვრება გაქვს და მაინც სდუმხარ.  შემიძლია დაგეხმარო”. – “არა, ვუპასუხე მე, ჩემი  დახმარება უკვე აღარავის შეუძლია”. – “მაინც რამდენი  გჭირდება?”  – “სამასი დოლარი”. უმალვე  ჩეკი ამოიღო, ხელი მოაწერა და გადმომცა: “როცა შეძლებ,  მაშინ დამიბრუნე”.
მეორე დღესვე ჩავირბინე და მადამ ლაკრუას ვალი გადავუხადე. თან შევეკითხე:  ამდენ ხანს რატომ დამაცადეთ-მეთქი? მისმა პასუხმა გამაკვირვა: “ვხედავ, ჩემი მდგმურები  ქეიფსა და ღრეობაში ათენ-აღამებენ, თქვენ კი სამ-ოთხ საათამდე უკაკუნებთ  საბეჭდ მანქანას, რომ  ქირა როგორმე გადამიხადოთ”.
დრო მიდიოდა. გარსია მარკესმა ახალ რომან “ავბედით საათზე” დაიწყო მუშაობა.
– ამ რომანს “ესსოს” პრემია მიენიჭა 1961 წელს, არა?
– საინტერესო ამბავია. რომანი  უკვე დასრულებული  მქონდა, პარიზიდან კარაკასში   წასვლა  რომ  გადავწყვიტე. ლათინურ კვარტალში ბევრი ვენესუელელი მეგობარი მყავდა – მხატვრები, მწერლები, მომღერლები. 1958 წელს ისინი სამშობლოს დაუბრუნდნენ, რომ რევოლუციურ საქმიანობაში ჩაბმულიყვნენ.  მეც მათ გავყევი. მთელი ჩემი ქონება მხოლოდ ჯინსები, ნეილონის პერანგი და პატარა ჩემოდანი გახლდათ. რომანს ჰალსტუხი ჰქონდა შემოკრული და ჩემოდანში მედო.
ვენესუელიდან ბარანკილიაში ჩავედი და იქ მერსედესზე ვიქორწინე. კარაკასში  უკვე ორნი დავბრუნდით. მეუღლე ჩემი ნივთების მილაგებას შეუდგა. ჰალსტუხშემოკრული  ხელნაწერი რომ  ნახა, იკითხა: “ამას რა ვუყო, გადავაგდო?” “როგორც გინდა, – ვუპასუხე, – ჩემი რომანია… დიდი არაფერია”. მაგრამ მერსედესმა  ხელნაწერი მაინც არ გადააგდო,  ჩემოდანში ჩააბრუნა. ერთხელ რომელიღაც მეგობარმა მკითხა, რატომ არ მონაწილეობ “ესსოს” პრემიის კონკურსშიო. არაფერი მაქვს-მეთქი გასაგზავნი, ვუპასუხე. “ხომ არ დაგავიწყდა  ჰალსტუხშემოკრული რომანი?”  – შემეკითხა მერსედესი. ეს რომანი მართლა დავიწყებული მქონდა. ხელნაწერი მეგობარს გადავეცი და მანაც აღარ დააყოვნა, ბოგოტაში წაიღო.  “ესსოს” პრემია  მაშინ სწორედ ამ  რომანს მიენიჭა. ფული ზუსტად ჩემი ვაჟიშვილის დაბადების დღეს მივიღე. გადავიხადე კლინიკის  საფასური, სადაც  მერსედესმა მოილოგინა, ვიყიდე ავტომანქანა და ისევ უფულოდ დავრჩი. სამაგიეროდ მყავდა ვაჟი და მქონდა ავტომანქანა!
გარსია მარკესი განუწყვეტლივ წერდა მოთხრობებს და ჩემოდანში აწყობდა. 1965 წელს რომანი  “მარტოობის ასი წელიწადი” გამოვიდა.
– ამ რომანს მექსიკაში ვწერდი 1965-1967 წლებში. ძალიან ძნელი დრო იყო. ჩვენ უსახლკაროდ ვიყავით, მაგრამ, სამაგიეროდ, ტრაქტორივით ვმუშაობდი. მივხვდი, რომ საქმე კარგად მიდიოდა და მერსედესს  ვუთხარი: “ყველა  დანარჩენი  საქმე შენ უნდა  ითავო”. მთელი წელი  გარეთ გამოუსვლელად ვიჯექი.  უფრო სწორად, ერთხელ დავტოვე ბინა. ეს მაშინ, როცა მერსედესი გამომიტყდა  – ჩვენი რესურსები მთლიანად ამოიწურაო. იძულებულმა ავტომანქანა დავაგირავე და,  შინ ფული რომ  მივიტანე, ვთქვი: “ეს ფული ათ წელიწადს უნდა ვიმყოფინოთ”. ფული გვეყო… მხოლოდ სამ თვეს. ბეჯითად ვმუშაობდი.  დაწერილი მქონდა რომანის დაახლოებით ნახევარი, როცა სახლის პატრონმა მერსედესს დაურეკა: “სენიორა, თქვენ სამი თვეა ოთახის ქირა არ გადაგიხდიათ”. მერსედესმა ყურმილს ხელისგული დააფარა და მკითხა: “რამდენ ხანში დაასრულებ რომანს?” – “ექვს თვეში”. მერსედესმა სახლის პატრონს მოახსენა: “სენიორ, ჩვენ სამი თვისას კი არა,  ცხრა თვის ქირას გადაგიხდით ერთად”. – “ჰო,  მაგრამ იძლევით კი პატიოსან სიტყვას, რომ  ნახ- ევარი წლის შემდეგ გამისწორდებით?” მერსედესმა ისევ დაახშო ყურმილი და მე მომიბრუნდა  – “კი, პატიოსან სიტყვას გაძლევთ”, – ვუთხარი მე.

– სამაგიეროდ, როცა “მარტოობის ასი წელიწადი” დაამთავრეთ, ერთბაშად  გამდიდრდით…
– ერთბაშად არა, იმ დღეს, როცა რომანი დავასრულე, ფოსტაში წავედით, რათა ხელნაწერი არგენტინაში გადაგვეგზავნა გამომცემ- ლისთვის. ფოსტაში ჩემი პაკეტი აწონეს, სულ შვიდასი გვერდი იყო, და გაგზავნაში 83 პესო გვთხოვეს. “ჩვენ მხოლოდ 45 პესო გვაქვს”, – თქვა მერსედესმა. მაშინ ხელნაწერი ორ ნაწილად გავყავით, პირველი ნაწილი ისევ  შევფუთეთ და გავგზავნეთ, ხოლო მეორე ნაწილი შინ მივაბრუნეთ. მერსედესმა ჩვენი ყველა ფასიანი ნივთი: ლითონის ღუმელი (მე  სიცივეში  მუშაობა არ შემიძლია),  თმის  საშრობი  და სხვ. ლომბარდში წაიღო. ასე შეაკოწიწა 50 პესო.
ისევ  ფოსტაში მივბრუნდი და რომანის მეორე ნაწილიც გავგზავნეთ. მთელი ორი პესო ხურდა დაგვიბრუნეს! მერსედესმა ხურდა ჯიბეში ჩაიყარა და ჩაილაპარაკა: “სეირი მაშინ იკითხე, ამ დაწყევლილმა წიგნმა რომ  არ გაამართლოს”.
– რა აზრისა ხართ დიდებაზე?
– მას აქვს თავისი უსიამოვნო  მხარეები, მაგრამ აქვს ღირსებებიც. ერთხელ, კავშირგაბმულობის მუშაკების გაფიცვისას, დარეკვა დამჭირდა. შეიტყვეს თუ არა, რომ ლაპარაკი გარსია მარკესს სურდა, ტელეფონისტმა ქალებმა მითხრეს: “სენიორ,  ჩვენ  გაფიცულები ვართ, მაგრამ ეს თქვენ არ გეხებათ”. ასეთი  რამ, ცხადია, სასიამოვნოა. მაგრამ ცუდია, როცა საქმე შენს პირად ცხოვრებას ეხება. ჩემზე და, რაც მთავარია,  ჩემს  საქმიანობაზე ჰყვებიან ათასგვარ ზღაპრებს. სინამდვილეში ჩემი ერთადერთი მთავარი საქმე სამწერლო შრომაა. ვმუშაობ, ჩვეულებრივ, დილის ცხრა საათიდან დღის ორ საათამდე, დანარჩენ დროს მეგობრებთან  და  ოჯახურ გარემოში  ვატარებ.
– თქვენ მუდამ  უხალისოდ  ლაპარაკობთ თქვენი  გმირების წარმომავლობაზე…
– დიახ, მე  ვიცავ ჩემი  გმირების პროტოტიპებს ცნობისმოყვარეთაგან.  მიმაჩნია,  რომ  სერიოზული მწერალი არასოდეს არ ლაპარაკობს, ვინ ან რა გამოიყენება სახის შესაქმნელ მასალად. მით უმეტეს, რომ პერსონაჟი ერთი პროტოტიპიდან “ნაძერწი” როდია, იგი უფრო ავტორის ნაცნობ სხვადასხვა ადამიანთა სახეებიდან შექმნილი მონტაჟია. პერსონაჟთა მოქმედებას, ქცევას ზოგჯერ სრულიად შემთხვევითი  დაკვირვება განსაზღვრავს.  როცა “მარტოობის ას წელიწადს” ვწერდი, რემედიოსის  ცად  ამაღლების სურათის შექმნა დამჭირდა. ვწერდი და ვშლიდი ამ სურათს, მაგრამ ჩემი რემედიოსი ვერა და ვერ  ავაფრინე. ერთხელ ეზოში გამოსულმა დავინახე, რომ მრეცხავი ქალი თეთრეულს ფენდა. ძლიერი ქარი ქროდა და ზეწრებს აფრიალებდა. მაშინვე მივხვდი რემედიოსის “ვერამაღლების” მიზეზს – ვერ  მოვისაზრე  ქარში მფრინავი  თეთრეულის გამოყენება. შინ შევბრუნდი. აღვჭურვე რემედიოსი ზეწრებით და სწორედ ამ ქარში მოტკაცუნე ზეწრების აკომპანიმენტით  ზეცას  ავაფრინე.

– ოცი წელი გავიდა  მას შემდეგ,   რაც მიგელ ასტურიასმა მსოფლიო ლიტერატურაში დიქტატორის საშინელი და, სამწუხაროდ, ლათინური ამერიკისათვის აგრე  დამახასიათებელი სახე შემოიყვანა (“ბატონი რეზიდენტი”). უკანასკნელ ხანებში ეს თემა კვლავ აღელვებთ ლათინური ამერიკის მწერლებს. ვგულისხმობ კარპენტიერს, ბასტოსას და… გაბრიელ გარსია მარკესს, რომელმაც “პატრიარქის შემოდგომით” დაგვასაჩუქრა…
– დიდი ხანია, რაც ჩემს ცნობიერებაში ჩამოყალიბდა სახე ღრმად მოხუცი კაცისა. იგი დაეხეტება ძველი სასახლის მიტოვებულ დარბაზებში, სადაც ძროხები და ფრინველები შეფარებულან. ამ სურათით იწყება ჩემი  თხრობა რეტიან  ცხოველზე – ლათინური ამერიკის დიქტატორზე, მაგრამ რომანში  შესაღწევად სხვა გასაღებებიცაა. როცა “მარტოობის ას წელიწადს” ვქმნიდი,  გამოვიყენე ჩემი დედმამის, პაპა-ბებიისა და საერთოდ იმ ხალხის გამოცდილება, ვისაც ბავშვობიდანვე  ვიცნობდი. გამოვიყენე მათგან გაგონილი ამბები, ლეგენდები, გადმოცემები. ხოლო “პატრიარქის შემოდგომა” მთლიანად ჩემს  პირად  გამოცდილებაზე აგებული  რომანია.  შეიძლება ასეც ითქვას  – იგი ჩემი მემუარების ნაწილია.

– თქვენი სტილიც შეიცვალა…
– ლიტერატურული ფორმა ჩვენს ჭირვეულობას როდი ემორჩილება: მას მუდამ სიუჟეტი განსაზღვრავს.  “მარტოობის ასი წელიწადი”, ასე ვთქვათ,  “სწორხაზოვანი” რომანია,  ეპიზოდები მასში ტრადიციული, ქრონოლოგიური რიგით მისდევს ერთმანეთს.
“პატრიარქის  შემოდგომაში”  დრო არ არსებობს. ჩემი  გენერალი ისე  მოხუცია, რომ  ისიც კი აღარ  ახსოვს, საიდან  მოვიდა,  ამიტომ სიუჟეტი იქ სპირალურად ვითარდება.



–  ადამიანურ   გრძნობათაგან  რომელი უფრო აქტიურად მონაწილეობს თქვენს შემოქმედებაში?
– ყნოსვა. მთელი ჩემი ბავშვობა  სწორედ სურნელებათა წყალობით შემორჩა ხსოვნას. მე ისინი გაცილებით უკეთ მახსოვს, ვიდრე, მაგალითად, ბგერები. მგონია, რომ ყნოსვა აუცილებელია ლექსების შესაქმნელადაც.

– მუსიკა? – “პატრიარქის შემოდგომაში” ფირფიტებზე ჩაწერილი  ბრუკნერის მუსიკა  ახშობს წამებული  ადამიანების ყვირილს. რას  იტყვით ამ კომპოზიტორზე?
მართალი გითხრათ, მაქვს ერთი საიდუმლო გატაცება – მუსიკა. მე  თითქმის ყველა კომპოზიტორის ნაწარმოებთა ჩანაწერებს ვაგროვებ,  ბერლიოზისა  და ჰაიდნის  გარდა.  იცით, მეჩვენება, რომ ზოგიერთ კომპოზიტორს ხიფათი მოსდევს. დაცდილი მაქვს, როცა ჩემს  სახლში ბერლიოზი აჟღერდება, რაღაც  უბედურება უნდა შემემთხვეს. ბერლიოზი პირველად რომ  მოვისმინე, თმა ყალყზე დამიდგა. მე  ამ  მუსიკას გავექეცი  – დარწმუნებული, რომ  რაღაც უსიამოვნო  შემემთხვეოდა. იმის  შემდეგ ბერლიოზს აღარ  ვისმენ. ასეთსავე იდუმალ შიშსა მგვრის ჰაიდნიც. მართალია, ერთხელ სან-ფრანცისკოში, გრამჩამწერების მაღაზიაში მოვისმინე ნამდვილად ამაღელვებელი, გასაოცარი რამ. ეს იყო ჰაიდნის “სამყაროს შექმნა”. მაშინ მივხვდი, რომ ჩემი ადრინდელი დამოკიდებულება ამ კომპოზიტორისადმი სწორი არ იყო…
– მართალია, რომ “პატრიარქის შემოდგომა” თქვენი უკანასკნელი რომანი  იქნება?
– ყველა ჩემი რომანი დიდი ხნის ფიქრის, დიდი ხნის შინაგანი წვის ნაყოფი იყო. “მარტოობის ასი წელიწადისათვის” შენიშვნებს ჩვიდმეტი წლის განმავლობაში ვწერდი, ხოლო “პატრიარქის შემოდგომა” თხუთმეტ წელიწადს “მწიფდებოდა”. ერთი სიტყვით, ერთ რომანს რომ ვამთავრებდი, მე უკვე ვიცოდი, როგორი იქნებოდა  მომდევნო, რადგან ახალი რომანის ეპიზოდები დიდი ხნიდან მიტრიალებდა თავში. ახლა კი ჩემს არსებაში  არავითარ რომანს არა ვგრძნობ, მაგრამ მაქვს მასალა, რომელიც საკმარისია თუნდაც ასი მოთხრობისა და მემუარების რამდენიმე ტომისათვის. ამასთანავე, ვწერ გამოკვ- ლევას კუბის რევოლუციაზე,  უფრო სწორად, ბლოკადისდროინდელი კუბის ყოველდღიურ ცხოვრებაზე. ციფრებსა და დასკვნებს ისტორიკოსებს ვუტოვებ. მე მინდა ვილაპარაკო, – ამჯერად უკვე მითებისა და ლეგენდების გამოუყენებლად, – თუ  როგორი იყო კუბელი ხალხის ყოველდღიური ბრძოლა, რა ნებისყოფა დასჭირდა უძნელესი საკითხების გადასაწყვეტად.  თავისი საქმის სიმართლის რა ურყევი რწმენა  უნდა  ჰქონოდა,  რათა გადაელახა  ბლოკადის სიძნელეები და შეენარჩუნებინა მისთვის ესოდენ დამახასიათებელი ოპტიმიზმი. ზოგიერთებს სურთ, დრომ თან წაიყოლოს წარსულიც, მე კი მინდა, დროს არაფერი გავატანო.

ტესტოსტერონის ბრალია

0
ცხრა წლის ვარ. ორივე ფილტვის ანთება მაქვს, ვიწვი, ნახატი ფილმის ყურება კი მაინც მინდა. დედა ტელევიზორს მირთავს და თავად სამზარეულოში გადის წვენის გამოსაწურად. ნახატი ფილმი სრულდება და იწყება კრივი. თვალებგაფართოებული შევცქერი და ვერ ვხვდები, ეს ორი კაცი რატომ იმეტებს ერთმანეთს მოსაკლავად…

ამას წინად სწორედ ასე შევრჩი კრივს. ვარჯიშის დროს ჩვევად მაქვს, ტელევიზორში რაიმე გასართობს ვუყურო. ჰოდა, ჩემ მიერ მოწონებული გადაცემა დასრულდა; დაიწყო კრივი, გადასართავი პულტი კი შორს აღმოჩნდა. ვარჯიშის შეწყვეტა არ მოვინდომე, ვიფიქრე, არა უშავს, ცოტა ხანს უბათქუნონ-მეთქი ერთმანეთს. კრივში დღესაც ისევე ვერკვევი, როგორც მაშინ, ცხრა წლისა, და დღემდე არ მესმის, შვილი ასეთი სასტიკი სპორტისთვის რატომ უნდა გაიმეტო. თუმცა ასე რომ ვფიქრობ, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ მართალი ვარ; უბრალოდ, ხმამაღლა გამოვთქვამ აზრს.

ერთხელ, მოწაფეობისას, სადღაც წავიკითხე, სპორტის დროს გამოვლენილი ჟინი და აგრესია ტესტოსტერონის ბრალიაო. თუმცა ეს ჰორმონი მხოლოდ სპორტულ ასპარეზობაში გამარჯვების სურვილს კი არ მართავს, არამედ პატარა, უსუსურ, ქრომოსომათა XY კომბინაციის მქონე ჩანასახს მამაკაცადაც აყალიბებს.

ჰოდა, მეც ამ ჰორმონზე ვისაუბრებ, ოღონდ ძალიან ფრთხილად, კითხვისას რომელიმე მკითხველს უნებურად მისმა დონემ რომ არ აუწიოს და ჩემდამი აგრესია არ გაუჩნდეს.

ჩანასახი ვახსენე. განვითარების მეშვიდე კვირას XY კომბინაციის მქონე ჩანასახს ტესტოსტერონის სეკრეცია ეწყება. მეოთხე თვეს ის უკვე საკმარისი რაოდენობით არის ორგანიზმში. დაბადებიდან სამი თვის შემდეგ ტესტოსტერონის დონე ეცემა და დგება პაუზა, რომელიც გარდატეხის ასაკამდე გრძელდება. მერე კი ხდება ტესტოსტერონის აფეთქება. შედეგად კუნთები იზრდება და ვითარდება, ხმა დაბლდება და ბოხდება. 

ამ ნივთიერების გავლენა ინდივიდუალურია. ზოგიერთი მას ქუჩის ჩვეულებრივი კინკლაობისთვის იყენებს, ზოგი, სამშობლოს დაცვის სურვილით გულანთებული, ომში მოხალისედ იპარება, ზოგი სპორტში სჩადის სასწაულებს, ზოგიერთი კი უბრალოდ ცდილობს, საქმიანობაში წარმატებას მიაღწიოს. 20 წლისთვის ტესტოსტერონის დონე სტაბილურდება.

ზემოთ დავწერე, რომ ტესტოსტერონი ჰორმონია. ყველა ჰორმონი ცილაა, მაგრამ ეს წესი სასქესო ჰორმონებზე არ ვრცელდება.

არსებობს ჰორმონთა სამი ჯგუფი. ერთი ცილოვანი ბუნებისა, მეორე – პეპტიდური ბუნებისა. მესამე ჯგუფის, სასქესო ჰორმონების საფუძველს მაღალი სიმკვრივის („კეთილი”) ქოლესტეროლი შეადგენს.
ტესტოსტერონი სწორედ მამაკაცის სასქესო ჰორმონებს მიეკუთვნება, თუმცა მასთან ერთად ჯგუფში კიდევ ორი ჰორმონია – ანდროსტერონი და მეთილტესტოსტერონი. ეს ჰორმონები ციკლური ნაერთებია, რომლებიც ნახშირბადის 19 ატომს შეიცავს. მამაკაცის სასქესო ჰორმონებს ანდროგენებს (ბერძ. andros – მამაკაცი) უწოდებენ. ესტროგენებისგან (ქალის სასქესო ჰორმონებისგან) განსხვავებით, ისინი შეიცავენ მეთილის ორ ჯგუფს და ერთ კეტოჯგუფს (ტესტოსტერონი).

  ტესტოსტერონი

ზემოთ სპორტი ვახსენე. კანადელმა მეცნიერებმა ექსპერიმენტი ჩაატარეს – ჰოკეის ორი გუნდის წევრებს თამაშის დაწყების წინ ტესტოსტერონის სინჯი აუღეს. აქვე ისიც მინდა ვთქვა, რომ ახალგაზრდა ჯანმრთელი მამაკაცის ორგანიზმში ტესტოსტერონის ბიოლოგიური ნორმა ერთ ლიტრ სისხლში 12-35 ნანო/მოლია. თამაში მეგობრული იყო, ანუ შედეგს არათუ ტიტული არ მოჰქონდა გუნდებისთვის, მათ რეიტინგზეც კი არ აისახებოდა. მიუხედავად ამისა, პირველი ტაიმის შემდეგ მეორედ აღებულმა სინჯებმა აჩვენა, რომ ჰორმონის დონე მომატებული იყო. ეს იმას ნიშნავდა, რომ ნივთიერება მუშაობდა და მაინც აღუძრავდა მოთამაშეებს გამარჯვების ჟინს. უფრო მეტიც – ვინც არ თამაშობდა და სათადარიგო სკამზე იჯდა, ჰორმონი მათაც მომატებოდათ. ამ შემთხვევაში ეს ჰორმონი ენერგიის გამომუშავების ერთგვარი „ჩამრთველია” და მოგების ჟინს, სპორტულ „აგრესიას” ზრდის. მესამე სინჯი თამაშის დასრულებისას აიღეს. გამარჯვებული გუნდის წევრებს ტესტოსტერონის დონე სისხლში კიდევ 20%-ით მომატებოდათ, დამარცხებულებს კი, პირიქით, შემცირებული ჰქონდათ.

ბრიტანელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ფინანსურ ბირჟებზე მომუშავე ახალგაზრდა კაცების სისხლში ტესტოსტერონის მკვეთრი მატება სწორედ იმ დღეებში ფიქსირდება, როდესაც წარმატებული ოპერაციის შედეგად მათი შემოსავალი საშუალო მაჩვენებელს სცილდება.

გერმანელმა მეცნიერებმა კი დაკვირვების შედეგად დაასკვნეს, რომ ტესტოსტერონის დონე სისხლში პატიოსნებას უწყობს ხელს. აზარტული მოთამაშეები მათ ორ ჯგუფად დაყვეს და ერთ ჯგუფს ხელოვნურად მოუმატეს ტესტოსტერონის დონე, ოღონდ ისე, რომ მათ არაფერი იცოდნენ, მერე კი ფარული კამერით თამაშს დააკვირდნენ. აღმოჩნდა, რომ ჰორმონმომატებული მოთამაშეები გაცილებით პატიოსნად თამაშობდნენ.
ფიზიკური აქტივობა ტესტოსტერონს აახლებს. ეს ნიშნავს, რომ ვარჯიშის დროს ის იხარჯება და მისი ხელახალი – de novo სინთეზი მიმდინარეობს. ტესტოსტერონის სინთეზს ომეგა-3 მჟავები და D3 ვიტამინი უწყობს ხელს.
თუმცა ამ ჰორმონს მტრებიც ჰყავს.

ვინ? 

1. ასაკი – 35 წლის შემდეგ ტესტოსტერონის სინთეზი წელიწადში 1%-ით მცირდება.

2. ჭარბი წონა – ამ დროს ჰორმონის მეტაბოლიზმი ითრგუნება და სინთეზიც იკლებს.

3. ალკოჰოლი – ეს განსაკუთრებით ლუდის მოყვარულებს ეხებათ. ამ სასმლის ჭარბი მოხმარებისას მამაკაცის ორგანიზმში სინთეზდება ფიტოესტროგენები, რომლებიც ბუნებით ქალის სასქესო ჰორმონების მსგავსია. მათი გავლენით ლუდის მოყვარულების უმეტესობა წონას იმატებს და მამაკაცის ორგანიზმში მცირდება ტესტოსტერონის დონე. 

4. ფაქტია, რომ გადაჭარბებული არაფერი ვარგა, მათ შორის – არც ვარჯიში, რადგან შესაძლოა, ორგანიზმში სტრესის გამომწვევი ჰორმონი კორტიზოლი დაგროვდეს და ტესტოსტერონის ხელახალი სინთეზი დაითრგუნოს.
რა შეიძლება გამოიწვიოს ტესტოსტერონის რაოდენობის შემცირებამ? 

დეპრესია; უძილობა და ხასიათის ხშირი ცვლილება; კუნთის მასის შემცირება; ანემია; კანის სიმშრალე; ჭარბი წონა; გამრავლების ფუნქციის დაქვეითება; ძვლოვანი ქსოვილის სიმკვრივის შემცირება; იმპოტენცია;

თუმცა ეს ყველაფერი არ არის. შორს წასული ფორმის შემთხვევაში შესაძლოა განვითარდეს გულისა და ფილტვის უკმარისობა, ჭარბი წონა და შაქრიანი დიაბეტი, ათეროსკლეროზი და ა.შ.

ტესტოსტერონი ფერომონების სინთეზში მონაწილეობს, ამიტომ საპირისპირო სქესის ყურადღების მიზიდვაზეც არის პასუხისმგებელი. ამას ადამიანები არაცნობიერ დონეზე აღიქვამენ. 

აი, ცხოველებთან კი ფერომონები ინფორმაციის გადაცემა-მიღების ქიმიური საშუალებები და კომუნიკაციის ქიმიური საფუძვლებია. დღეისთვის რამდენიმე ასეული ფერომონია გამოყოფილი. მათი მეშვეობით ცხოველები მონიშნავენ საცხოვრებელ და სანადირო ტერიტორიას, მოსალოდნელი საფრთხის შესახებ აფრთხილებენ ერთმანეთს. ფერომონების საშუალებით ფუტკრები ერთმანეთს ნექტრის შესაგროვებელი მდელოს მდებარეობას ატყობინებენ, მტერზე თავდასხმისას კი აგრესიის ფერომონს გამოყოფენ.

ტესტოსტერონი ჰორმონია, რომელიც XY კომბინაციის მქონე უსუსურ ჩანასახს მამაკაცად აყალიბებს, თუმცა მამაკაცობა უფრო მეტია. ის სხვა ფენომენია. დაახლოებით ისეთი, ნოდარ დუმბაძე რომ წერდა ერთგან: 

„არ უნდა წახდე, რაც არ უნდა შეგემთხვეს, კაცობა არ უნდა დაკარგო, იმიტომ რომ ბოლო ერთია. კაცი საფლავზე დადებული ქვით კი არ ფასობს, არამედ აქ დატოვებული სახელითა და სულით”.

პოსტკონვენციური მორალი და ქართული ლიტერატურის პერსონაჟები

0
მხატვრული ლიტერატურა რომ დიდ ზემოქმედებას ახდენს მოსწავლეთა მორალურ განვითარებაზე, ამის შესახებ ბევრი დაწერილა და კიდევ ბევრი დაიწერება. ამჯერად კოლბერგის მორალური განვითარების თეორიაზე ვიმსჯელებთ და შევეცდებით, ვაჩვენოთ, თუ როგორ შეიძლება შევუწყოთ ხელი მოსწავლეთა მორალურ განვითარებას ლიტერატურის გაკვეთილებზე.

კოლბერგი ადამიანის მორალურ განვითარებას სამ დონედ ჰყოფდა: პრეკონვენციური, კონვენციური და პოსტკონვენციური. ყოველი დონე ორი სტადიისგან შედგება და განსხვავებული მორალური აზროვნებით, მსჯელობით ხასიათდება. მორალური განვითარების სტადიებს ყველა ერთნაირი თანმიმდევრობით გადის, თუმცა განსხვავებული ტემპით. მომდევნო სტადიაზე გადასვლასთან ერთად ადამიანთა მორალური აზროვნება უფრო დახვეწილი და რთული ხდება. იმისთვის, რომ განვსაზღვროთ, მორალური განვითარების რომელ ეტაპზე იმყოფება ადამიანი, ყურადღება უნდა მივაქციოთ არა მარტო იმას, თუ როგორ გადაწყვეტს იგი დილემას, არამედ მის მსჯელობას, არგუმენტებს _ რატომ მიიღო ესა თუ ის გადაწყვეტილება. აღსანიშნავია, რომ საზოგადოების მხოლოდ მცირე ნაწილი აზროვნებს პოსტკონვენციურად. საზოგადოების ნაწილი წესებს ბრმად ემორჩილება, ნაწილი კი ადვილად ექცევა სხვათა გავლენის ქვეშ. 

კოლბერგის თეორიის მიხედვით, პოსტკონვენციურ დონეზე მოაზროვნე ადამიანები თვლიან, რომ წესები საჭირო და ცვალებადი მექანიზმებია, რომლებიც გვეხმარება საზოგადოებრივი წესრიგის შენარჩუნებასა და ადამიანის უფლებათა დაცვაში. მათი აზრით, წესები არ არის ბრძანებები, რომელთაც უსიტყვოდ უნდა დაემორჩილონ. პოსტკონვენციურად მოაზროვნე ადამიანები ხელმძღვანელობენ საკუთარი მორალური პრინციპებით სწორი და არასწორი საქციელის შესახებ. Eეს პრინციპები, ჩვეულებრივ, ისეთ ღირებულებებს მოიცავს, როგორიცაა ადამიანის სიცოცხლე, თავისუფლება და სამართლიანობა.  
ამ მხრივ ბევრ საინტერესო მხატვრულ სახეს ვნახავთ ქართულ ლიტერატურაში. მკვეთრად გამოხატული პოსტკონვენციური აზროვნებით გამოირჩევიან ვაჟას გმირები. 

შევჩერდებით ,,ალუდა ქეთელაურზე’’. ალუდაზე ძლიერი ზემოქმედება მოახდინა მუცალის სიკვდილმა. მომაკვდავი მუცალის დანახვამ, რომელიც ნატყვიარს ბალახით იფარავდა, ალუდას სიკვდილის მთელი საშინელება გააცნობიერებინა. ეს საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ მას მკლავი არ მოეჭრა მუცალისათვის. მან მაშინვე, ყოველგვარი შინაგანი ყოყმანის გარეშე, მიიღო გადაწყვეტილება, დაერღვია ტრადიცია, მამა-პაპათა ადათი: არ აჰყარა იარაღი დამარცხებულს, არ მოაჭრა მარჯვენა. აქ ჩანს, თუ რამდენად ძლიერია ალუდას პიროვნებაში პოსტკონვენციური აზროვნება. 

აღსანიშნავია, რომ ვაჟას გმირები მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებისას არა მარტო გონების, არამედ გულის ხმასაც ემორჩილებიან და სწორედ ამიტომაც არის მათი გადაწყვეტილება ურყევი და პიროვნების შინაგანი ძალის  გამომხატველი.

ალუდა ხევსურებს ამცნობს, თუ როგორ გარკვევით გაიგონა მან საკუთარი გულის ხმა მუცალის მოკვლის შემდეგ:
,,გული გამიწყრა, არა ჰქნა,
რაც საქნელია ძნელადა:
დაე, დააკლდეს სახელსა,
მე გირჩევნივარ მრჩევლადა’’.  
,,ალუდა ლაპარაკობს გულზე, როგორც ცოცხალ არსებაზე. საქმე ისაა, რომ ამის შემდეგ პოემის გმირი ადათ-ჩვეულებების, ტრადიციების, თემური სიბრძნის ნაცვლად თავის ერთადერთ მრჩევლად საკუთარ გულს გაიხდის’’ (გურამ ასათიანი).

მორალური განვითარების პოსტკონვენციურ დონემდე ადამიანები მხოლოდ საყოველთაოდ მიღებული წესებით ხელმძღვანელობენ. მოაზროვნე ადამიანებიც კი წესებსა და ნორმებს დაუფიქრებლად ემორჩილებიან და იშვიათად შეაქვთ ეჭვი მათ სისწორესა და სამართლიანობაში. ამ თვალსაზრისით სრულიად განსხვავებულია ალუდა. მას შეახსენებენ თემის წესებს:

,,წესი არ არის მტრის მოკვლა,
თუ ხელ არ მოსჭერ დანითა’’.

ალუდა თავს უფლებას აძლევს, თავად შეაფასოს წესები მათი სამართლიანობის მიხედვით:   ,,ვაი, ეგეთას სამართალს, მონათლულს ცოდვა-ბრალითა’’. 

წესებზე მაღლა დგებიან ქალებიც ვაჟას შემოქმედებაში. გავიხსენოთ სანათა (,,ბახტრიონი’’), რომელსაც ჰყოფნის შინაგანი ძალა და გამბედაობა, სალოცავში მამაკაცის როლი იტვირთოს:

,,საჯარეს დიაცს რა უნდა?
არ თუ ეშინის დავისა?
მარტოს აუნთავ სანთელი,
და ხატი უდიდებია,
მარტოდმარტოკა დიაცსა 
ხატ-ღმერთი უხსენებია’’.

სანათა კი არ უარყოფს წესებსა და თემის ტრადიციებს, უბრალოდ, ბრმად არ ემორჩილება მათ. მან არ დაუშვა, რომ წმინდა გიორგის დღეობაზე სანთელი არ დანთებულიყო, საკლავი არ დაკლულიყო. სანათას თავისი სიმართლე აქვს, რომელშიც ის ბოლომდე დარწმუნებულია. ეს აძლევს მას ძალას:

,,უკაცურთ კაცობა გვმართებს,
სანამ სული გვჩრავს პირშია, 
ხატიც შეგვინდობს ცოდვასა, 
რო გვნახავს გასაჭირშია’’.  

                                                                          

არა წესებისადმი, ტრადიციებისადმი ბრმა მორჩილებით, არამედ უაღრესად პიროვნული დამოკიდებულებით გამოირჩევა ოთარაანთ ქვრივი. არის წესები, ადათები, რომელთაც ის არად დაგიდევთ. ასეთ დროს ის არც საზოგადოების აზრს ითვალისწინებს და არც სხვათა გავლენის ქვეშ ექცევა. მას შეუძლია, ფიზიკურად, მამაკაცივით იმუშაოს. ოთარაანთ ქვრივს ხალხის აზრი არ აბრკოლებს:
,,თავისი ხელით სთესავს, ჰბარავს, ჰმარგლის, და ჰკრეფს ხოლმე. თუმცა სოფლელენი ბევრს იძახდნენ: ვის გაუგონია დედაკაცის ბარი და თოხიო, მაგრამ ოთარაანთ ქვრივი არას დაგიდევდათ.
_ თუ არ გაუგონიათ, ეხლა გაიგონონო, _ ამბობდა ხოლმე, _ მითამ მე რითი ვარ ნაკლები ა იმ დამპალ გოგიაზედ. თუ იმას ჰშვენის ბარი და თოხი, მე რაღა ღვთისაგან შერისხული ვარ. რა ვუყოთ, თუ ის მამაკაცია და მე დედაკაცი. მითამ ჩემზედ წინ რით არის? იმასაც ორი ხელი და ფეხი აქვს და მეცაო. თუ ის ხელ-ფეხს ასაქმებს, მე რაღა დარდუბალა გადამკიდებია, რა საპყარი და დავრდობილი მე მნახესო’’.

უნდა ითქვას, რომ არის ტრადიციები, რომელთა მიმართაც ოთარაანთ ქვრივი დიდ ერთგულებას იჩენს. იგი თავად აკეთებს არჩევანს, რომელი ტრადიცია მიიღოს და რომელი უარყოს. ის ბრმად არ მიჰყვება წეს-ჩვეულებებს. ცხოვრების ყველა ნაბიჯი სიღრმისეულად აქვს გათვლილი და არჩევანსაც სრულიად გააზრებულად აკეთებს:
,,ქმრის ანდერძს არ უღალატა. ოჯახიც შეინახა, სარჩო-საბადებელსაც თუ არა მიუმატა, არა დააკლო რა, იარაღსაც კარგად უვლიდა და მკვდარსაც უურვებდა იმით, რომ ყოველ კვირას კორკოტსა და წანდილს ჰხარშავდა იმისი სულის საცხონებლად და ყოველ წელს აწირვინებდა’’.
როდესაც პოსტკონვენციურ მორალზე ვსაუბრობთ, არ შეიძლება, არ გავიხსენოთ ,,ვეფხისტყაოსნის’’ გმირები. დღემდე საკამათო თემად რჩება ხვარაზმელი უფლისწულის მკვლელობა.
ითვლება, რომ რენესანსულ ინდივიდუალიზმს, გათავისუფლებული პიროვნების მასშტაბურ ზრდას უარყოფითი შედეგებიც მოჰყვა _ ადამიანის თვითნებობის გაძლიერება, თვითნებობის სტიქიის მიერ ზნეობრივი ჯებირების რღვევა. ეს ფაქტი, ზოგადად, გასათვალისწიებელია, როდესაც სასიძოს მოკვლაზე ვსაუბარობთ, თუმცა ამ საკითხს ჩაღრმავება სჭირდება. თუ კარგად გავიხსენებთ ტარიელისა და ნესტანის თათბირს, ვნახავთ, რომ ისინი დაწვრილებით განიხილავენ შექმნილ ვითარებას და მოვლენათა განვითარების ალტერნატიულ ვარიანტებს ხედავენ:

,,თუ სასიძო არ მოუშვა, ვა თუ მეფე გაგიმწარდეს, შენ და იგი წაეკიდოთ, ინდოეთი გარდაქარდეს’’.
არის სხვა ვარიანტიც:
,,კვლა თუ სიძე შემოუშვა, მე შემირთოს, იყოს ასდენ,
ერთმანეთსა გავეყარნეთ ძოწეული გაგვიფლასდნენ”.

ისინი ეძებენ გამოსავალს. ჩანს, რომ ‘’უბრალო სისხლის’’ დაღვრა არც მათთვის არის საუკეთესო არჩევანი, მაგრამ გამოსავალს ვერ ხედავენ. ამიტომაც მიიჩნევენ, რომ ამ კონკრეტულ  ვითარებაში ხვარაზმელი უფლისწულის მოკვლა არის ,,ქმნა მართლისა სამართლისა’’. მიუხედავად ყველაფრისა, რა თქმა უნდა, მაინც სადავოა ამ გადაწყვეტილების ზნეობრივი ასპექტი, მაგრამ ფაქტია: ამ პერსონაჟებს აქვთ მკვეთრად გამოხატული პოსტკონვენციური აზროვნება.Eეს სწორედ ის შემთხვევაა, როდესაც ადამიანები ხელმძღვანელობენ საკუთარი აბსტრაქტული პრინციპებით და არ ემორჩილებიან  წესებს, თუ ისინი მათ პრინციპებს ეწინააღმდეგება.
,,რუსთაველის გმირები თავიანთი სიყვარულის, პიროვნული ღირსების და ინტერესების, კანონიერი უფლებების დაცვისას მეფესაც არ ეპუებიან. მათ აქვთ მკაფიო სახელმწიფოებრივი ცნობიერება, მაგრამ ისინი ხედავენ, რომ სახელმწიფოს შეუძლია ანგარიში არ გაუწიოს, არაფრად ჩააგდოს პიროვნების ინტერესები და არ ეგუებიან ამას. ასე დრამატულად გამოხატავს რუსთაველი თავის ახალ იდეას _ თავისუფალი პიროვნების დაბადებას და ამქვეყნიური თვითდამკვიდრების იდეას. მწვავე კონფლიქტის წარმოსახვით დაგვანახებს იგი ფასეულობათა ახალ კრიტერიუმს. ჭეშმარიტი და ეთიკურია ის, რაც თავისუფალი პიროვნების სიყვარულსა და ბედნიერებას უწყობს ხელს, ბოროტებაა ყველაფერი, რაც მას ეწინააღმდეგება’’ (თამაზ ვასაძე).

დასასრულს აღვნიშნავთ, რომ მართალია, პოსტკონვენციურ დონეზე აზროვნება პიროვნების განვითარების შედეგია, მაგრამ ჩნდება ერთგვარი პრობლემა: როგორი იქნება პიროვნების მიერ გაკეთებული არჩევანი? ასეთ დროს ხშირად ,,ბეწვის ხიდზე’’ გადის ადამიანი ბოროტებასა და სიკეთეს შორის. ქართულ ლიტერატურაში მრავლად არის იმის მაგალითები, როდესაც ურთულესი მორალური დილემის წინაშე მდგარი პერსონაჟები ღირსეულ არჩევანს აკეთებენ (მაგალითისთვის იკმარებდა ბათუს გახსენება აკაკი წერეთლის ,,გამზრდელიდან’’). ეს მაგალითები ერთგვარი გარანტია იმისა, რომ ამ ფასეულობებით გაზრდილი ადამიანის არჩევანი იქნება არა მარტო გონივრული და პიროვნებისათვის სასარგებლო, არამედ ღირსეულიც.     

სიტუაციური თამაში – მეტყველების განვითარების ეფექტური საშუალება

0
უცხოური ენების მასწავლებლები გაკვეთილზე ხშირად იყენებენ თამაშს როგორც ერთ-ერთ საშუალებას სასწავლო მიზნის მისაღწევად.

თამაშით ხდება მოსწავლეთა მოტივირება, საგნით დაინტერესება. სიტუაციური, როლური თამაშების მეშვეობით ისინი უკეთ აღიქვამენ და იმახსოვრებენ მასალას, ლექსიკურ ერთეულებს, უვითარდებათ სამეტყველო უნარები, იძენენ მოცემულ სიტუაციაში ადაპტირების, როლის გათავისების უნარს. თამაში კარგი საშუალებაა იმისთვისაც, რომ მასწავლებელი დააკვირდეს და შეაფასოს, რამდენად აქვთ ჩამოყალიბებული მოსწავლეებს სამეტყველო უნარ-ჩვევები.

განვიხილოთ სიტუაციური თამაშის ჩატარების ხერხები.

მასწავლებელი სთავაზობს მოსწავლეებს სიტუაციურ თამაშს, ყოფს მათ სამ ჯგუფად და აძლევს განმარტებას: პირველი ჯგუფი წარმოადგენს დავალებას პანტომიმით, ხოლო დანარჩენი ორი გაახმოვანებს, წერილობით ან ზეპირად აღწერს სიტუაციას. მასწავლებელი მაგიდაზე აწყობს (ან დაფაზე მიამგრებს) ბარათებს, რომლებზეც აღწერილია სიტუაციური თამაშები. ამის შემდეგ ის სათამაშოდ იწვევს პირველ ჯგუფს. მოსწავლეები იღებენ რომელიმე ბარათს და ხმამაღლა კითხულობენ დავალებას. დავალების გაცნობის შემდეგ ჯგუფმა ორ წუთში უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, როგორ განახორციელებს პანტომიმას და ვინ ჩაერთვება მის წარმოდგენაში – ერთი მოსწავლე, რამდენიმე თუ მთელი ჯგუფი. რა თქმა უნდა, როცა ერთი ჯგუფი ემზადება, დანარჩენი ორიც რაღაცას უნდა აკეთებდეს. ვფიქრობ, ამისთვის კარგი იქნება, ჯგუფებს მივცეთ ასეთი დავალება: დააკვირდნენ, როგორ მიმდინარეობდა მზადება პირველ ჯგუფში, ვინ აქტიურობდა, სთავაზობდა იდეებს და ყველაფერი ეს ჩაინიშნონ (დაკვირვება და შეფასება).

როცა მასწავლებელი გაკვეთილზე პირველად სთავაზობს ბავშვებს სიტუაციურ თამაშს, უნდა გაითვალისწინოს, რომ ჯგუფში, რომელსაც სათამაშოდ იწვევს, ჩაერთონ მორცხვი და ენის ნაკლებად მცოდნე მოსწავლეები, რათა კომპლექსი დააძლევინოს. სხვა დროს კი ისინი თვითონვე მოითხოვენ, სწორედ ამ ჯგუფში მოხვდნენ, რადგან უკეთ მოახერხებენ თავის რეალიზებას. ეს, რა თქმა უნდა, იმას არ ნიშნავს, რომ მასწავლებელმა ყოველთვის ამ მოსწავლეებს შესთავაზოს სიტუაციური თამაში. 

სიტუაციური დავალება შეიძლება იყოს შემდეგი სახის (აღვწერთ სავარაუდო მოქმედებებსაც):

დავალება 1. წარმოიდგინეთ, რომ სეირნობთ ქარიან და წვიმიან ამინდში.

სავარაუდო მოქმედებები: შლიან ქოლგას, ქარი ხელს უშლით და სხვა.

დავალება 2. თქვენთან მეგობრები მოვიდნენ.

სავარაუდო მოქმედებები: უსმენენ მუსიკას, ცეკვავენ, სვამენ ყავას, საუბრობენ და ა.შ.

დავალება 3. დაბადების დღეზე საჩუქრები მოგიტანეს (საჩუქარი შეიძლება იყოს წიგნი, ყვავილები, ყურსასმენები, ტელეფონი, ნახატი, ხატი, სუვენირი და სხვა).

სავარაუდო მოქმედებები: წიგნს თაროზე შემოდებენ, ყვავილებს ლარნაკში ჩააწყობენ, ყურსასმენებს გაიკეთებენ, სუვენირს ფორტეპიანოზე დადებენ და კლავიატურაზე თითებს გადაატარებენ – დაუკრავენ და ა.შ.

დავალება 4. პაემანი ქარბუქიან დღეს (ამ სიტუაციურმა სავარჯიშომ გაკვეთილზე ძალიან კარგად იმუშავა!)

სავარაუდო მოქმედებები: პალტოს საყელოს წამოწევა, ქარისთვის ზურგის შექცევა, მხრებიდან თოვლის ჩამოფერთხვა, საათის ხშირი შემოწმება, ქარისთვის ყვავილების მორიდება, ტრანსპორტისკენ ცქერა, იმედგაცრუების გამოხატვა, როცა გამოჩნდება, სიხარულის გამოხატვა, კომპლიმენტის თქმა ჩაცმულობის თაობაზე, ყვავილების მირთმევა და სხვა.

როცა პირველი ჯგუფი წარმოადგენს პანტომიმას, მეორე და მესამე ისაუბრებენ დაკვირვების შედეგებზე. ამის შემდეგ მასწავლებელი სამივე ჯგუფს მისცემს დავალებას, აღწერონ წარმოდგენილი სიტუაცია. შესაძლოა მოსწავლეებს მიეცეთ წერილობითი დავალებაც, მაგალითად, შეადგინონ პატარა მოთხრობა.
სტატიაში შემოგთავაზეთ სიტუაციური თამაშის ზოგიერთი ხერხი, პედაგოგებს შეუძლიათ მოიფიქრონ სხვა, უფრო საინტერესო სიტუაციებიც, ან შესთავაზონ მოსწავლეებს, თავად მოიგონონ დავალებები. ეს ხელს შეუწყობს მათი მოტივაციის ამაღლებას, მასწავლებლისა და მოსწავლეთა თანამშრომლობას და, რაც მთავარია, მასწავლებლის მიერ დასახული სასწავლო მიზნის მიღწევას.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...