ხუთშაბათი, ივლისი 3, 2025
3 ივლისი, ხუთშაბათი, 2025

პრაქტიკული პედაგოგიკა – ფოკუსირებული დაკვირვების პრაქტიკა

0

განათლების სპეციალისტები აღიარებენ
და კვლევებიც ადასტურებს, რომ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ალტერნატიული
გზებიდან ყველაზე პრაქტიკული და შედეგზე ორიენტირებული  სკოლის
ბაზაზე მასწავლებელთა პროფესიული განვითარებაა.
ასეთი სახის პროფესიული განვითარება,
ერთი მხრივ, მეტად არის მორგებული მასწავლებლის კონკრეტულ საჭიროებებს, მეორე მხრივ
კი, შეესაბამება მოსწავლეების სასწავლო მიზნებსა და ამოცანებს.

    ქალბატონი ქეთევანი სკოლის ბაზაზე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების პროგრამით  მიმდინარე  შეხვედრებში  ჩაერთო. რამდენიმე ხნის შემდეგ მას სერიოზული დამოკიდებულება ჩამოუყალიბდა საქმიანი კომუნიკაციებისა და  „კრიტიკული მეგობრებისინსტიტუტის მიმართ. ის სრულიად
ეთანხმება მოსაზრებას, რომ
წარმატებული სკოლების ერთ-ერთი განსაკუთრებული მახასიათებელი
მასწავლებლები
ა და სკოლის სხვა
თანამშრომლების ეფექტური კომუ­ნიკაციაა
. სკოლის განვითარების ჯგუფთან ერთად მან   თეორიულად დაამუშავა  ურთიერთდაკვირვების  ხუთივე მეთოდი:

1.აღწერითი დაკვირვება; 

2.ფოკუსირებული დაკვირვება;

3.გუნდური მუშაობა; 

4.ჩართული დაკვირვება (დამკვირვებელი მოსწავლის როლში);

5.თვითდაკვირვება.

ვრცლად: 


ალისტრახოვიჩი

0

(ჩანართები ჩაწერილია გურიაში, სხვადასხვა რეპრესირებულ ოჯახში)

გომის მთაზე, იქ სადაც გურული და აჭარელი მეჯოგეები იყრიდნენ თავს, იმალებოდა ხალხი, რომელთა ხსენებაზე ბევრს  ყველაზე ადვილად გურია ახსენდება. სოფლის გიჟად წოდებული ალისტრახოვიჩი, სახელას ავთონა, მამის მხრიდან ტყის ყაჩაღების შთამომავალი. მე ვუყვარდი. მეუბნებოდა, ბუძია, მე სპორსტმენი კაცი რუსებმა გამაგიჟეს და შენ უნდა ასახელო ეს ქუჩა, ჩემს მაგიორშიო. სხვა მეზობლები დიდად თვალში არ მოსდიოდა. დედის მხრიდან რეპრესირებულთა შთამომავალი. მამა ადრე, დედა მოუკვდა გვიან. კომუნისტებმა დახვრიტეს ალისტრახოვიჩის ბებიაც და ბაბუაც.

***
,,მამაჩემი რომ დეიჭირეს, ერთ თვეში, ერთ თვეში ქი მოკტა საწყალი დედა. ბევრი დეიჭირენ მაშინ – მამიდას ქმარი დეიჭირენ – გადაასახლეს. მეზობლები გადაასახლენ. მამაჩემს რო მოაკითხენ, დამშვიდობება იყო, მაკოცა და მიკბინა – მეტი არაფერი. წევიდა და წევიდა. სად ქონდა ხასიათი საწყალს – მიმხთარი იყო, რაშიც იყო საქმე. საწყალი დედა ორსულად იყო – მიაკტა ხელი და გლახად გახდა. რომ წეეყვანენ დედა – სად იყო მაშინ, მაშინა არ იყო და არაფერი – ხარები მეიყვანენ და ურემი. რომ მიდიოდა, დამიძახა მოდიო – მე ვწივოდი და ვკივოდი და ვგორავდი მიწაზე – სად მიყავენ ჩემი დედა მეთქი. ჩვენი დედა ჩვენ გვინდა მეთქი. დამიძახა – მოი შვილო აგერო. მომკიდენ მეზობლის ქალებმა ხელი და მიმიყვანენ. ლეჟანკაზე ყავდენ დაწვენილი. მივალ, შვილო მე მივალო და ეგება ვერც მევიდეო, აბა შენ იციო ბაღნებიო და ოჯახიო. რაის ბაღნების და ოჯახის პატრონობა შემეძლო, მარა მის სიტყვას ვასრულებდი. უმცროსი ძმაი მამიდამ წეიყვანა ვანში. მეორე ქი იყო ჩემთან, საღამოს რომ დავწობოდი, დევიწვენდი სასთუმალთან და არ გამიცივდეს მეთქი მეშინოდა და ვითამ ვუვლიდი და ქი გავზარდე რაცხა იქნა. ჩვილი ქი მოკვტა, ჩვილს ვერ შუუწყვეთ ხელი და’’..
***
ალისტრახოვიჩს არ უყვარდა ფირალი წინაპრები, მაგრამ სძულდა სტალინი, რადგან რეპრესირებულები უყვარდა. სახლში, უკანა ეზოში, სიმბოლური საფლავი ჰქონდა, რომელზეც სტალინის სურათს წვავდა წელიწადში ერთხელ. რამდენიმე ძველი, ბაბუაჩემის გადამალული ისტორიის წიგნი მეც წამგვარა და ამოხია ფურცლები იოსების სურათით. წვავდა და ხმამაღლა ყვიროდა. შენ დამპალო სატანავ-ანტიქრისტევ, შენ ანტიზვიადო, შენ მკვლელების უფროსოო. დედამისი აწყნარებდა. გამძლე ქალი. ძალიან გამძლე.
***
,, – მაშინდელი პერიოდი, როდის ხდებოდა და როგორ ხდებობა, ჩვენ ძალიან პატარები ვიყავით სამაგისოდ და არ გვახსოვს. მაგრამ სხივი გადმოცემით, ყველაფერი ვიცით დეტალურად – როგორ მოხდა მამაჩემის გადასახლება. იყო ძალიან შეძლებული გლეხი. გამართული ოჯახი ჰქონდა. იყო მეცენატი კაცი. დამხმარე სოფელში ყველასთვის ხელის გამმართავი. და კოლმეურნეობდა ყალიბდებოდა მაშინ, ჩაი შენდებოდა მაშინ და ყველაფერში აქტიური. მაგრამ შერაცხეს არასაიმედო პიროვნებად, მენშევიკად და რაღაც მიზეზს ეძებდენ, რომ მოეშორებინათ
-დედათქვენიც რეპრესირებულია?
-დედაჩემი ზედ მიაყოლეს. დედაჩემი მუშაობდა მოანგარიშედ. რაღაც შეუთითხნეს და ჩასვეს ციხეში. ორი წელი იჯდა ციხეში. გამოვიდა დაავადებული და გარდაიცვალა. არც მისი საფლავი ვიცით, არც ბებიის საფლავი ვიცით, არც მამაჩემის საფლავი ვიცით. ჩვენ გვახსოვს მერენდელი გაჭივრება. იმის გახსენება არც მინდა. მოხდა ისე, რომ ბაბაჩემს საბაბად დოუდეს – ბიძა მყავდა საფრანგეთში. მარტო მისი საფლავი ვიცით. სხვისი არცერთის. არც მეზობლობას ახსოვდა სად დამარხეს ჩემი დედა, ჩემი ბებია. როგორ გავიზარდეთ, მაგის გახსენება ძალიან ძნელია და ვერ აგიწერთ მაგ რეპრესიებს, რაც ჩვენზე ვრცელდებოდა.
-აი,თქვენს თანატოლებთან, თუნდაც მათ მშობლებთან გექმნებოდათ პრობლემები?
-ყველა თავს იკავებდა, რომ ჩვენთვის შემოეხედა და რაცხა. იმიტომ, რომ ყველას თავისი თავის ეშინოდა. აგერ მეზობელი გვყავდა, კაი აქტივი ქალი, კაი მშრომელი და სხვათა შორის პატიოსანი ქალი და რომ მოიწვიეს კრება, აბა ეს ხალხი არსაიმედო პიროვნებები ხომ არიანო – მერე მიყვებოდა  ეს ქალი, ეს გასახმობი ხელი მეც ავწიეო. მეც ზედ მიმაყოლებდნენო. ბებიის ამარად დავრჩით და ბებიას რომ მუუტანეს უწყება, რომ მამაჩემი გარდაიცვალა, იმანაც აზრი დაკარგა. და ასე ხატის ხარად, გაჭირვებით, მოვედით აქამდე’’.
***
ძალიან სძულდა სტალინი და რუსი ოფიცრები. ჭკუაზე შეცდენის საქმე კი ასე იყო, მისივე მონათხრობი. ჭიდაობდა, მაგრამ პლანი უყვარდა. მარიხუანა. ჯარში რომ გაიწვიეს, იქაურ ბიჭებს პატივი სცა რამდენჯერმე. ერთხელაც, ასე დაბოლილნი და დიდ საქმეთა დამქადნებელნი, სხვები გეიპარნენ შემოგარენიდან, ერთი ოფიცრის ცოლთან შეიპარნენ და ძალადობა დაუპირეს. აქ მთავრდებოდა ეს ამბავი და გრძელდებოდა იმით, რომ ალისტრახოვიჩი არ წასულა. საქმე კი გასკდა. ალისტრახოვიჩი გაბრაზდა და ერთ ჯარისკაცს სახეში მოსცხო. დიდი ღონის პატრონი კი იყო, მერეც შემორჩა. მერე, ღამით ეღვიძება და ხედავს, ბევრი ურტყამს, მოუქნია ერთს, ორს, სამს და ბოლოს ძალიან ძლიერად მოხვდა. ალბათ ლოგინის რკინის ფეხი. დილით მიიყვანეს უფროსთან. ვუყურებდი და მეგონა, ათი გენერალი ერთად იდგაო. და ყველა ერთად აღებდა პირს და მიყვიროდაო. ხარხარი ამიტყდა და ჩამაგდესო. ვირთხებში და უბედურებაში. მერე არაფერი არ ახსოვს და მერე საგიჟეთი.
ალისტრახოვიჩი ბევრს ლოცულობდა. ამბობდა, იქ რომ წავალ გიჟი აღარ ვიქნებიო. ამის იმედი ჰქონდა. სულ მეუბნებოდა, სპორტს მისდიე და არ მოწიო და რუს გენერლებთან არ იმეგობროო. დადიოდა ქუჩაში და ყვიროდა: ცოლი რომ ვერ მევიყვანე, შენი ბრალია სტალინ! სტალინ, გაგანაწილებ ახლა მეშვიდეში! მანდ ამოგხდება შენ სული! მეიტანე კარაქი? ბევრი კარაქი?! და თანდათან უფრო ერეოდა გონება და ბოლოს სადმე იძინებდა.
იპოვეს ლაშე „კანაოში”. მოგრძო თხრილში. იწვა თავჩაბრუნებით. ეცვა ნათესავის ნაჩუქარი „პუმები”. ცხელი დღე იყო.
ხანდახან მგონია, რომ ეს სოფლის გიჟად წოდებული ხალხი, გაცილებით სწორად აზროვნებს, ვიდრე ჩვენ – ეს ნორმალურობად წოდებული უმრავლესობა. ხანდახან კი არა, უმეტესად მგონია.

დადუნა მაზმანიშვილი – ადამიანი ძვირფას ქვასავითაა, რაც უფრო მეტი წახნაგი აქვს, მით უფრო ბრწყინავს

0
ქართული მუსიკალური სკოლის ახალგაზრდა თაობაში, რომლებმაც უკვე დაიპყრეს მსოფლიოს კლასიკური მუსიკის ყველაზე პრესტიჟული საკონცერტო სცენები, ერთ-ერთ საუკეთესოდ აღიარებული პიანისტი დადუნა მაზმანიშვილია. მაგრამ შეიძლება ბევრმა არც იცის, რომ იგი სახელოვანი ქართველი მეცნიერის, აკადემიკოს  ანდრია აფაქიძის შვილიშვილი და ასევე ცნობილი პიანისტის და პედაგოგის თამარ აფაქიძისა  და არქიტექტორ დავით მაზმანიშვილის შვილია. 

როგორც  დადუნა მაზმანიშვილი იხსენებს,  იგი სამი წლის ასაკში  უკვე უსმენდა მუსიკას  და მარტივ მელოდიებსაც უკრავდა. ხოლო რვა წლისამ ორკესტრთან ერთად მოცარტის საფორტეპიანო კონცერტი შეასრულა. დღეს კი მისი წარმატებების სია საკმაოდ  შთამბეჭდავია: პარიზში – ნიკოლაი რუბინშტეინის სახელობის პიანისტთა საერთაშორისო კონკურსის გრან-პრი, ვაშინგტონის პიანისტთა საერთაშორისო კონკურსის მთავარი პრიზი; ფერუჩო ბუზონის პიანისტთა საერთაშორისო კონკურსის ლაურეატი, მიუნხენში – აუგუსტ ევერდინგის სახელობის პრიზი და ა.შ. თუმცა მუსიკალური წარმატებების პარალელურად, დადუნა მაზმანიშვილი აქტიურ დიპლომატიურ მოღვაწეობასაც ეწევა.   

„დავიბადე მეცნიერების და ხელოვანების ოჯახში. საკმაოდ საინტერესო წიაღში ვიზრდებოდი და საშუალება მქონდა ბავშვობიდან გავცნობოდი მრავალფეროვან სფეროებს. აქედან გამომდინარე,  დიდი არჩევანის წინ ვიდექი. ეს ხშირად ხელისშემშლელიც იყო. იმდენად გაფანტული მქონდა ინტერესები, ცოტა შიშობდნენ, მომავალში რაზე ჩამოვყალიბდებოდი. საბოლოოდ მართლაც ასე გამოვიდა, ვარ პიანისტი და თან დიპლომატი. ბავშვობაში ვხატავდი კიდეც.  მქონდა ორი გამოფენა. სამწუხაროდ, ახლა დრო აღარ მრჩება.  ზოგჯერ, როდესაც შვებულებაში ვარ, თუ რაღაც შთამაგონებს,  ისევ ვხატავ, მაგრამ მხატვრობასაც მუდმივი ხელის ვარჯიში სჭირდება…”, – ასე იხსენებს თავის ბავშვობას დადუნა მაზმანიშვილი, რომელიც mastsavlebeli.ge-ს სტუმარია.   

თქვენს ცხოვრებაზე რამდენად ახდენდა გავლენას ის, რომ წარმატებული წინაპრების შთამომავალი ხართ? 
სიმართლე გითხრათ, თავიდან  ვერ ვგრძნობდი. მხოლოდ იმით ვხვდებოდი, რომ ნებისმიერ საქციელზე ცოტა მეტი პასუხისმგებლობა უნდა მქონოდა. გარდატეხის ასაკში, ბუნებრივია, გარკვეული პროტესტის გრძნობაც ჩნდება და მეც გავიარე ეს გზა. მაგრამ კარგი იყო, რომ ადრეულ ასაკშივე გავიგე რას ნიშნავს, თავად აგო პასუხი საკუთარ ქმედებაზე. ბავშვობაში  ხშირად დავყვებოდი ბაბუას მიღებებზე, კონფერენციებზე, დედას –  კონცერტებზე, მამას – გამოფენებზე. როდესაც ყურადღების ცენტრში ხარ, უფრო ადრე სწავლობ საკუთარი თავის ფლობას.  კარგი სიტყვა გვაქვს ქართველებს – თავისუფალი. ხშირად არასწორად ესმით იგი და გაუკონტროლებელ ქმედებასთან უკეთებენ ასოცირებას. გამოთქმაც კი გვაქვს – „გიჟი თავისუფალია”.  სინამდვილეში, პირიქითაა. ეს ნიშნავს იმას, რომ შენ თვითონ ხარ შენი თავის უფალი. შენ განაგებ საკუთარ ქცევებს და პასუხსაც აგებ მათ გამო. ამით იმის თქმა მინდა, რომ პასუხისმგებლობა და საკუთრი თავის ფლობა მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ადამიანის თავისუფლებას, რასაც ბავშვობიდან ვეზიარე. 

ანდრია აფაქიძის შვილიშვილობა, რა თქმა უნდა, ჩემთვის ძალიან საამაყოა. ბაბუას  ხშირად დავყავდი  ექსპედიციებში. მახსოვს,  ერთხელ  სამარხში ჩავვარდი. ძალიან შემეშინდა ჩონჩხის გვერდით რომ აღმოვჩნდი. მაგრამ, მოგეხსენებათ, ყველა ბავშვი ოცნებობს გრანდიოზულ თავგადასავალზე და ეს ჩემთვის ძალიან დიდი ბედნიერება იყო. ვინ მიმაკარებდა საპასუხისმგებლო საქმეს, მაგრამ წარუშლელი შთაბეჭდილებაა,  როდესაც პოულობენ მნიშვნელოვან ნივთს და პირველ ჭუჭყს აცლიან. ეს ფაქტობრივად ახალი სიცოცხლის დაბადებაა. ძალიან ხშირად მახსენდება ბაბუას  მოყოლილი.  თუ არ ვცდები, ზევახ პიტიახშის სამარხი გახსნეს. როდესაც  სარკოფაგს თავი ახადეს, ნეშტი შენახული იყო, როგორც ცოცხალი. ბაბუა ამბობდა, ვერანაირი ფილმი და  წიგნი ვერ აღწერს იმას, რასაც განიცდი ასეთი აღმოჩენის დროს, რადგან შენ წინაშე ფარდა ეხდება ისტორიასო.  

თუმცა ბაბუის პროფესიისგან ძალიან შორს წახვედით და მუსიკა და დიპლომატია არჩიეთ.

მართალია, მაგრამ არქეოლოგიის თემას ჩემს ბიბლიოთეკაში ძალიან დიდი ადგილი უკავია. გერმანიაშიც ამ მიმართულებით  ბევრი ლიტერატურა მაქვს შეძენილი და დღემდე მაინტერესებს უახლესი აღმოჩენები. 

ფაქტია, დედის პროფესია აირჩიეთ. თან დედათქვენი იყო თქვენი პირველი მასწავლებელი. ბავშვები ამას ხშირად ვერ ეგუებიან. თქვენ როგორი დამოკიდებულება გქონდათ დედასთან, როგორ პედაგოგთან?

მე როგორც ვიცი, ბევრისთვის ნამდვილად რთულია, როდესაც დედა არის მასწავლებელი, მაგრამ ჩვენს შემთხვევაში მხოლოდ პატივისცემაზე დამყარებული მეგობრული ურთიერთობა იყო. ამიტომ ჩემთვის პრობლემას არ წარმოადგენდა ეს ფაქტი. პირიქით,  მგონია, რომ ძალიან გამიმართლა ასეთი მუსიკოსი რომ მყავდა სახლში. ეს ნამდვილად ფუფუნებაა.  პირველი მუსიკალური განათლება ნიჭიერთა ათწლედში მივიღე. დედაჩემი ბოლომდე ჩემი მასწავლებელი იყო. თბილისში სწავლის პერიოდში გავიმარჯვე ლიტვაში, საერთაშორისო მუსიკალურ კონკურსზე, სადაც დედა დააჯილდოვეს, როგორც საუკეთესო პედაგოგი.   

თბილისის შემდეგ საკმაოდ პატარა ასაკში სწავლა გერმანიაში გააგრძელეთ. დღეს შედარებით ნაკლებად, მაგრამ საქართველოში მაინც დიდი პრობლემაა შვილის მარტო გაშვება სხვა ქვეყანაში, თუნდაც სასწავლებლად. რამდენად რთულია დამოუკიდებლად უცხოეთში სწავლის გაგრძელება?

 
მიუხედავად იმისა, რომ ძალიან თავისუფლად მზრდიდნენ, ვიცოდი,  უცხო ქვეყანაში ბევრი პრობლემა შემხვდებოდა და მხოლოდ ჩემი დასაძლევი იქნებოდა. რა თქმა  უნდა, მშობლები  განიცდიდნენ და ცდილობდნენ ხშირად ჩამოსულიყვნენ. მაგრამ, ჩემი აზრით, დამოუკიდებელი ცხოვრება ადამიანისთვის  აუცილებელია.  ბევრი სირთულის გადალახვა უხდება ახალგაზრდას უცხო ქვეყანაში, რომელიც ოჯახის წიაღში და სახლის პირობებში  ნაკლებად ან სულ არ ეხება. მაგრამ რაც უფრო ადრე ექნება მას დამოუკიდებლად ცხოვრების გამოცდილება, მით მალე დადგება ფეხზე და ჩამოყალიბდება პიროვნებად. ადამიანი ძვირფას ქვასავითაა, რაც უფრო მეტი წახნაგი აქვს, მით უფრო კარგი დამუშავებულია და მეტად ბრწყინავს. ასეა  ნიჭიც – ბევრი წინააღმდეგობა უნდა შეეხოს და მხოლოდ მაშინ გამოჩნდება მისი ბრწყინვალება. 

როგორც ბარტყი უნდა გადააგდო ბუდიდან, იმისათვის რომ ფრენა ისწავლოს, აუცილებელია, ყველა მუსიკოსმა, ხელოვანმა თუ ნებისმიერი სფეროს წარმომადგენელმა ორბიტა  გამოიცვალოს. მიმაჩნია, რომ კომფორტის ზონაში ყოფნა, ადამიანის განვითარებას ადუნებს. მან დაბრკოლება უნდა გადალახოს, ახალს გაეცნოს, იქნება ეს სხვა ქვეყენაში წასვლა თუ სხვა. მაგალითად,  კარგი შედეგები მიიღწეოდა წნეხის რეჟიმის დროს, მაგრამ ამას არავის ვუსურვებ. სჯობს, ისე მიდიოდნენ ქართველი ახალგაზრდები სასურველ ქვეყანაში, როგორც  აღორძინების ხანის მხატვრები იტალიაში. 

რაც შემეხება მე, გერმანიაში სასწავლებლად წასვლამდეც დადიოდი გაცვლითი პროგრამებით.   14 წლისა ზაარბრუკენში ვიყავი, 16 წლისამ ამერიკაში კერძო სკოლაში ვისწავლე. მაგრამ მუსიკალური განხრით უკვე 17 წლისამ ჩავაბარე მიუნხენის კონსერვატორიაში ელისო ვირსალაძის კლასში. მაშინ არჩევანი მქონდა – შემეძლო მის კლასში სწავლა მოსკოვში ან გერმანიაში გამეგრძელებინა. რუსეთი ალბათ მაინც უფრო რთულია ქართველებისათვის და ამიტომ ჩემი მშობლების გადაწყვეტილებით, სრულიად მარტო წავედი ევროპაში. გერმანიაში მაგისტრატურის დამთავრების შემდეგ  მაგისტრატურის სხვა კურსის გასაგრძელებლად გავემგზავრე ნიუ-იორკში ძალიან ცნობილ პიანისტ ჯერომ როუზთან, რომელთანაც თითქმის სამი წელი ვისწავლე. ნიუ-იორკში გატარებული წლები უბედნიერესია ჩემს ცხოვრებაში. ძალიან ბევრ რამეს ვეზიარე, მქონდა კონცერტები. დღესაც ჩემი მთავარი მენეჯმენტი ნიუ-იორკშია და ხშირად მიწევს  გასტროლები ამერიკაში, მიყვარს იქაური მსმენელი. ბევრი მეგობარი მყავს და საერთოდ, ყველაზე კარგად  თავს ნიუ-იორკში ვგრძნობ. 


როგორია ელისო ვირსალაძე, როგორც მასწავლებელი?

ელისო არის ძალიან მორცხვი, ღრმა, თავისთავში ჩაკეტილი. თუმცა მასთან როგორც არა მხოლოდ მუსიკოსთან, არამად პიროვნებასთან  ურთიერთობა ბედნიერებაა. მასთან ადამიანურ აკადემიას გადიხარ. განურჩევლად იმისა, როგორ ურთიერთობას ინარჩუნებ მომავალში. არცერთი  საინტერესო ადამიანი არ არის მარტივი, ზედაპირული. ამიტომ მიმაჩნია, რომ ყველა მდიდარია, ვისაც ელისოსთან ურთიერთობა ჰქონია. 

მიუხედავად იმისა, რომ ქართული მუსიკალური სკოლა უკვე დამკვიდრებულია მსოფლიოს ხელოვნების სივრცეში, თქვენ მიიჩნევთ, რომ ხართ გერმანული სკოლის წარმომადგენელი. 
ქართული მუსიკალური სკოლა არის გერმანული სკოლის მემკვიდრე. ლისტის მოსწავლეები მოღვაწეობდნენ მოსკოვში, პეტერბურგში  და ამ გზით შემოვიდა მუსიკალური განათლება საქართველოში. ჩვენი მუსიკალური სკოლის გენიოლოგიური ხე რომ წარმოვიდგინოთ,  საფუძვლები სწორედ გერმანიამდე მიდის, ამიტომაც ვუწოდებ თავს გერმანული სკოლის წარმომადგენელს. 

ქართული მუსიკალური სკოლა მართლაც ძალიან მაღალი დონისაა  და ამის დასტურია ჩვენი პიანისტების დიდი წარმატებები საერთაშორისო ასპარეზზე. საკმარისი იქნება, ვახსენოთ ელისო ვირსალაძე, ლექსო თორაძე, ალექსანდრე კორსანტია, ახალგაზრდებიდანაც ბევრის ჩამოთვლა შეიძლება. ვფიქრობ,  მნიშვნელოვანია მსოფლიოს პირველ რიგში შევთავაზოთ ისეთივე ბაზა, რომელიც ტრადიციულად იყო საქართველოში, ამასთან წავახალისოთ და მივცეთ ქართველ მუსიკოსებს  საერთაშორისო მასტერკლასებზე მონაწილეობის საშუალება. თუ ბავშვს ნიჭი აქვს უნდა არსებობდეს დაფინანსება და ფონდები იმისთვის, რომ ის უცხოეთში მასტერკლასებზე წავიდეს, მონაწილეობა მიიღოს კონკურსებში, რომ კიდევ უფრო აიმაღლოს კვალიფიკაცია, გაიცნოს კოლეგები, არ მოექცეს ჩარჩოებში და ჰქონდეს  თავისუფალი თანამედროვე მიდგომა. მიმაჩნია, რომ ამაში დიდი როლი განათლებისა და კულტურის სამინისტროებმა უნდა ითამაშოს.  

საქართველოში ერთგვარი ტრადიციაა, მშობელთა უმეტესობას მიაჩნია, რომ შვილი აუცილებლად უნდა შეიყვანოს მუსიკალურ სკოლაში, განურჩევლად იმისა, აქვს თუ არა ბავშვს ნიჭი და სურს თუ არა მუსიკის სწავლა. ამიტომ ეს პროცესი ხშირად ბავშვებისთვის სატანჯველად არის ქცეული. როგორია თქვენი აზრი მუსიკალური განათლებისადმი ასეთ დამოკიდებულებაზე?
ჩემი აზრით, იმისათვის, რომ ადამიანი კულტურულ მსმენელად ჩამოყალიბდეს, ელემენტარული მუსიკალური განათლება აუცილებელია. იქნება ეს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის ფარგლებში, თუ სპეციალურ მუსიკალურ  სასწავლებელში, როგორც ეს ადრე იყო. მე პირადად, მივესალმები ამას. ძალიან ბევრ რამეში მივესალმები პროგრესს, მაგრამ საბჭოთა სამუსიკო სკოლა ნამდვილად არ იყო ცუდი, რომლის შთამომავალიც არის ქართული სამუსიკო სკოლა. მე მგონია, იმისათვის, რომ ადამიანს ჩამოუყალიბდეს ნაწარმოების ინტერპრეტაციის, გაგების უნარი, იქცეს მომზადებულ და კულტურულ მსმენელად, საჭიროა, გარკვეული განათლება. არ იქნება ცუდი, ყველამ  განურჩევლად ნიჭისა, გარკვეული განათლება მიიღოს. თუმცა იძულებით ბავშვის წვალება, თუ მას არანაირი საშემსრულებლო ნიჭი არ გააჩნია, აბსოლუტურად ზედმეტია. ასეთ შემთხვევაში ბავშვს მხოლოდ ინფორმაციის დონეზე უნდა მიაწოდონ მუსიკალური განათლება, თამაშის ფორმით მოასმენინონ მუსიკა და მოუყვნენ თეორია მუსიკალური ხელოვნების შესახებ. ასე მას შეუქმნიან  საფუძველს. 

ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში რომ მაღალ დონეზე ტარდებოდეს მუსიკალური გაკვეთილები და ნიჭის შემთხვევაში მასწავლებელი სწორად ხედავდეს, როგორ წარმართოს ბავშვის შემდგომი განვითარება, არ იქნებოდა საჭირო სპეციალურ მუსიკალურ სასწავლებელში მიყვანა. მაგრამ დარწმუნებულნი უნდა ვიყოთ, რომ ძალიან მაღალი დონის მუსიკის მასწავლებლები გვყავს საჯარო სკოლებში.  თუ მოხდება სკოლების უზრუნველყოფა სპეციალური ტექნიკური საშუალებით, რომ მოსწავლეებმა შეძლონ ნაწარმოებების მოსმენა,  ელემენტარული მელოდიის ჩაწერა,  საბაზო განათლების მიღება ქართულ- ხალხურ მუსიკაში, ამას არაფერი აჯობებს. ევროპულ ეკლესიაში მინახავს, წირვის წინ ნოტები ურიგდება მრევლს, იმისათვის რომ  აყვეს გალობას. გაოცდებით,  როგორ იციან ჩვეულებრივმა მოქალაქეებმა სანოტო სისტემა, როგორ სმენით ყვებიან  გალობას.  ეს იმიტომ, რომ ევროპულ ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში ძალიან კარგად არის განვითარებული მუსიკალური განათლება. მე საერთოდ მჯერა, რომ ყველა ადამიანს აქვს მუსიკალური სმენა და მხოლოდ იმიტომ ვერ მღერის, რომ ადრეულ ასაკში არ მოხდა სმენის მისი წარმართვა. ყველას შეუძლია სიმღერა, თუ დროზე ასწავლიან. 
რას ნიშნავ 21-ე საუკუნეში კლასიკური მუსიკა და რამდენად შეიცვალა დღევანდელი მსმენელის დამოკიდებულება?

მე არ მგონია, რომ კლასიკური მუსიკა, როდესმე დაკარგავს აქტუალობას. რა თქმა უნდა,  როგორც ყველა ჟანრში ხანდახან აქაც არის კრიზისი, მაგრამ ჩვენი საქმეა ახალგაზრდა მსმენელი დავაინტერესოთ და დავაახლოვოთ მასთან. ამიტომაც არის განათლების როლი მნიშვნელოვანი. რაც უკეთ გაიცნობს ადამიანი ბავშვობიდან კლასიკურ მუსიკას, მით უფრო არ გაუჭირდება  კონცერტზე წასვლა და  ძალიან ადვილად  მიხვდება, რომ მთავარია იგრძნო მუსიკა. მე, მაგალითად, დარწმუნებული ვარ, რომ კარგ  მუსიკოსს, ვთქვათ, ჯაზმენს ან ნებისმიერი სხვა მიმართულებისას,  აუცილებლად უნდა ჰქონდეს საბაზისო კლასიკური განათლება. ხშირად ასეც ხდება, ძალიან ნიჭიერი ადამიანი, ამა თუ იმ მუსიკალურ სფეროში, გვიან ასაკში მაინც იძენს  კლასიკურ განათლებას.  

რას ურჩევდით მომავალ, დამწყებ ქართველ პიანისტებს და მათ მასწავლებლებს.  

ვურჩევდი, რომ ძალიან ბევრი იმუშაონ საკუთრ თავზე. ადამიანის ყველაზე დიდი მოკავშირე და მტერი, საკუთარი თავია.  მიმაჩნია, რომ ყველაზე ძნელი შეჯიბრიც მხოლოდ საკუთარ თავთანაა. მასწავლებლებსაც მოვუწოდებ, სწორედ ეს წააქეზონ ახალგაზრდებში. არა დავალების ბრმად შესრულება, არამედ დაანახონ პრობლემატიკა და მიუთითონ როგორ შეიძლება ამის მოგვარება. 

დაბოლოს, როგორ უთავსებთ ერთმანეთს ხელოვნებასა და დიპლომატიურ სამსახურს, რომელიც მკაცრად არის ჩარჩოებში მოქცეული?

მე პირველი არ ვარ, არის ამის შემთხვევები. იყო ცნობილი პიანისტი პადერევსკი, რომელიც ძალიან წარმატებული დიპლომატი  და  პოლონეთის  საზოგადო მოღვაწე იყო. თუმცა მუსიკოსობა  არ უშლიდა ხელს. მუსიკოსიც ჩვეულებრივი ადამიანია, რომელსაც სხვა რაღაცაზე გადართვა  სჭირდება. მთავარია, სწორად გაანაწილო დრო. 

პულჩეროზას მანიფესტი – სამყარო მოძრაობს

0

ათი საყვარელი წიგნის დასახელება მთხოვეს. დიდხანს არც კი დავფიქრებულვარ, ისე მოექცნენ სიის სათავეში ბავშვობის წიგნები. ვათვალიერებდი სხვა ადამიანების ჩამონათვალსაც და ამდენ განსხვავებულ ადამიანს, რაც გვაერთიანებდა, ეს ბავშვობის საყვარელი საკითხავები იყო.

 

რაში გვეხმარება წიგნების კითხვა ბავშვობიდან? იქნებ ადრეულ ასაკში მთელი სისრულით ვერ აღვიქვამთ ტექსტს, ბევრ მნიშვნელოვან დეტალს გამოვტოვებთ, ფურცლებს გადავახტებით, ასკინკილათი ვივლით კენტ და ლუწ გვერდებ, რას გამოვტოვებთ და რა გვრჩება აუარება წიგნის წაკითხვის შემდეგ? იქნებ ზოგიერთი წიგნი შეცდომით  შევარჩიეთ მოზარდობის ასაკში? ამის მიუხედავად, მაინც მგონია, რომ არ არსებობს არასწორი წიგნები და არ არსებობს არასწორი დრო კითხვისთვის. ნებისმიერ ასაკში რთული თუ მარტივი საკითხავები უკვალოდ არ ქრება და თავიანთ მყარ ფუნდამენტს ქმნიან მომავალი რეფლექსიებისდა განსჯისთვის.

 

მრავალი წლის გასვლის შემდ, როცა ხელმეორედ გადავიკითხავთ ბავშვობის წიგნებს, ვხვდებით, რომ მაშინ ბევრი რამ ვერ შევამჩნიეთ, რაღაც გაგვეპარა და ხლა უკვე ყველაფერი უფრო მეტად ხადი და ნიშანდობლივი, ძალიან მკაფიო შეტყობინებების მატარებელი გახდა.

 

 “ჯოვანინო და პულჩეროზა” – აი, ეს ერთი ციდა, ძალიან პატარა საბავშვო ზღაპარი, რომლის ავტორი ჯოვანი პირელია, დღეს  სულ სხვანაირად იკითხება. ბავშვობაში, თითქოს ინერციით მივდივართ, ლამაზ ამბებს ვეძებთ  კეთილი დასასრულით და ზღაპრული სამყაროთი. დიდობაში კი, როცა ისევ გადავიკითხავთ ძველ ზღაპრებს, ფიქრით გავცდებით ყველანაირ მატერიალურ საზღვრებს, ვხედავთ რომ ამ პატარა, კეთილ ზღაპარში დიდი სიბრძნე დევს. ეს სიბრძნე კი მიგვანიშნებს იმაზე, რომ არასოდეს დავასვენოთ ჩვენი გონება, რომ არ შეიძლება მოვდუნდეთ, არ შეიძლება ფიქრი შევწყვიტოთ, არ შეიძლება წარმოსახვის ფანჯრები დავგმანოთ, რადგან გაჩერება გონების პარალიზებაა.

 

ცხრა ზღვასდა ცხრა მთას იქით, არის დაკარგული მთა, სადაც ცხოვრობენ კეთილი და მშრომელი ადამიანები, რომლებსაც ძალიან უცნაური და სახალისო სახელები ჰქვიათ. აქ ცხოვრობს ოსტატი ჯეროლამო და მისი მეუღლე დედილო ჯუზეპინა, ერთი ვაჟიშვილი ჯოვანინო  და ოჯახის სხვა ბინადრები: სიამის კატა სემირამიდა, ძაღლიცეზარ ავგუსტი, კოჭლი დედოფალი ქათამი, იადონიჯუზეპე ვერდი. ყველა ისინი ამ მთის ძირში ცხოვრობენ თავიანთი მშვიდი და აუმღვრეველი ცხოვრებით. ერთიც გამოგვრჩა, რომელიც ყველას დასანახად ნამდვილად არ ჩანს, მაგრამ  სწორედ ის არის ამ კეთილი ზღაპრის მთავარი მამოძრავებელივარდისფერი რწყილი პულჩეროზა, რომელიც ოსტატი ჯეროლამოს ყურში შემძვრალი ჯერ ოსტატს არ აძლევს მოსვენებას  და მუდმივად ახსენებს, რომ სამყარო მოძრაობს. შემდეგ კი, როცა მოხუც ოსტატთან ვერაფერს გააწყობს, უკვე ახალგაზრდა ჯოვანინოს ყურში გადაინაცვლებს და მსუბუქი კბენებით აიძულებს ფიქრიდაწყება, თვალუწვდნელჰორიზონტებ მიღმა გახედვა, ფიქრისწავლ და  შემეცნების სურვილ.

 

მზე დიდ თხუნელაზე შემომჯდარიყო და დედილო ჯუზეპინას ბოსტანში დასეირნობდა. სწორედ ერთ ასეთ  დილას, ჯოვანინო ახალი ცხოვრების სანახავად წასვლას გადაწყვეტს, თავის თანამგზავრ პულჩეროზასთან ერთად. ჯოვანინოს დიდი გეგმები აქვს, მან უნდა შემოიაროს სამყარო, ცხოვრება ნახოს და გამოცდილება მიიღოს. ის თავის ფიქრებში ხშირად წარმოიდგენს, როგორ შევიდოდა სკოლაში და ბრაზიანი ხისხელა მსახური ძალაუნებურად ზრდილობიანად მიმართავდა: გამარჯობა, სენიორ მასწავლებელო. ის კი მოსწავლეებს მოუყვებოდა ათას ძალიან საინტერესო ამბავს. “მოუყვებოდა ერბოსავით ჩვილი გულის პატრონ ასჯარიმაზე და კინოთეატრის მფლობელ ძია კინოლენტაზე, ქალაქის ცხოვრებასა და მის მოგზაურობაზე.

 

ჯოვანინო, როგორც ყველა წასული შვილი, ბოლოს ისევ თავის დაკარგულ მთას უბრუნდება, სადაც ხვდება მუხასავით მამას, რომელსაც თოვლივით გრძელი წვერი ვს და დედილო ჯუზეპინას, მასაც მოხუცებულს და დაღლილს, ათასი ჭირვარამისგან, მაგრამ გაზაფხულივით სახემხიარულს. ავტორი არ ამბობს, რა გზას აირჩევს ჯოვანინო, გახდება თუ არა თავისი პატარა სოფლის სკოლის მასწავლებელი, სადაც მოსწავლეებს მოუყვება თავისი მოგზაურობის ამბავს, როგორ დაეხეტებოდა ქალაქიდან ქალაქში, მაგრამ გვიმხელს ვარდისფერი რწყილისპულჩეროზას მისიას. მან ღრმა მოხუცებულობამდე იცოცხლა, უძვრებოდა ხალხს ყურში და აიძლებდა ეფიქრათ. უცნაური ალბათ არც ის არის, რომ პულჩეროზა ოჯახს მემკვიდრეობით გადაეცემოდაჯერ დიდ ბაბუას, შემდეგ ოსტატს ჯეროლამოს, ახალგაზრდა ჯოვანინოს და შემდეგ კი უკვე ხალხის ფართო მასებს და ალბათ ყველას ჩასძახოდა ყურში სამყარო მოძრაობსო და მცირე დისონანსი შეჰქონდა, მშვიდი და აუმღვრეველი ცხოვრებით მცხოვრები დაკარგული მთის ბინადრებისთვის.

 

ჩვენ ყველას გვყავს ჩვენი პულჩეროზა, ჩვენი მოუსვენარი მე, რომელიც თავისი შეძახილებით შეგვახსენებს მარადიულ ჭეშმარიტებებს და მოგვიწოდებს, არ შევწყვიტოთ ძიება და დაუოკებელი ინტერესი ახალი გამოცდილების მისაღებად

ჯოჯოხეთის მოდელი

0

ეს ისტორია 1960 წლის შემოდგომაზე დაიწყო, როდესაც სსრკ მეთაურმა ნიკიტა ხრუშჩოვმა გაეროს სხდომაზე ფეხზე გაიხადა, ტრიბუნაზე ფეხსაცმლის ბრახუნი ატეხა და თან მთელ მსოფლიოს დაემუქრა. ხრუშჩოვის მუქარა ლიტონი სიტყვები არ ყოფილა. იმ წელს დახურული ქალაქის, არზამას-16-ის, საიდუმლო ლაბორატორიაში 100 მეგატონის სიმძლავრის წყალბადის სუპერბომბზე მუშაობა
დასრულდა
, რომელმაც მოგვიანებით, კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე მძლავრი აფეთქება განახორციელა.

როდესაც იარაღი ხუმრობის ან საუბრის საგანი ხდება, მის მიმართ შიში იკარგება. ასეთი რამ ხიროშიმასა და ნაგასაკის შემდეგ ბირთვულ ბომბს დაემართა. მან იდუმალება დაკარგა და ნაკლებად საშიში გახდა, ვიდრე აფეთქებამდე. რა თქმა უნდა, სუპერსახელმწიფოები ახალი  იარაღის შექმნის აუცილებლობის წინაშე აღმოჩნდნენისეთის როგორიც ჯერ არავის ჰქონია.

მოკლედ, თერმობირთვული (ანუ წყალბადის) იარაღის გამოჩენა 50-იანი წლების დასაწყისში სავსებით კანონზომიერი იყო. ვინ იყო პირველი ძნელი სათქმელია. ზოგი ამბობს, რომ სახაროვი, ზოგიც ტელერზე
უთითებს
. შედეგს მაინც ორივე ზესახელმწიფომ მიაღწია. მაგრამ საბჭოთა იმპერიამ დაწვრილმანება არ ისურვა და კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე დიდი ბომბის დამზადება გადაწყვიტა. ყველა დოკუმენტში მისი კოდინაკეთობა 202” იყო, საუბრებში კი შემქმნელები მასივანსუწოდებდნენ. ”ვანიასაკმაოდ დიდი გაიზარდა
წონა 40 ტონა, სიგრძე 8 მეტრი. ურანით მისი შევსება პრობლემას არ წარმოადგენდა. აფეთქების ადგილამდე მიტანა კი

ბომბის გადამზიდველის საპატიო მისიის შესასრულებლად, კონსტრუქტორებმა სსრკ იმ დროის ყველაზე დიდი ბომბდამშენი TU 95 შეარჩიეს. მაგრამივანიმისი წონის 20%- შეადგენდა და ასეთი სიმძიმით აფრენა გაუჭირდებოდა. ამიტომაცვანიასმოგზაურობაში გასამგზავრებლად 14 ტონის დაკლება მოუხდა.

ბომბის დამზადების პარალელურად თვითმფრინავის გადაკეთებაც მიმდინარეობდა. საბჭოთა სამხედრო საჰაერო ძალებმა ახალი TU 95B თავის განკარგულებაში 1956 წლის სექტემბერში მიიღო. ეს იყო ნამდვილი მონსტრი, რომელშიც ყველაფერი გიგანტური ბომბის გადაზიდვასა და ჩამოგდებაზე იყო ორიენტირებული.

ბომბდამშენის მთელი კორპუსი თვალისმომჭრელი თეთრი საღებავით იყო შეღებილი, ისევე როგორც თვითმფრინავილაბორატორიის, რომელსაც გაფრენა TU 95B-სთან ერთად უნდა განეხორციელებინა. კიდევ ერთ უნიკალურ დეტალს უზარმაზარი სატვირთო პარაშუტი წარმოადგენდა, რომელიც აფეთქების სიმაღლემდე ბომბის ნარნარ დაშვებას უზრუნველყოფდა. ეს იყო რამდენიმე საფეხურიანი, ორტონიანი კონსტრუქცია, რომლის ყველაზე დიდი ნაჭრის ფართობი 1 600 კვ.კმ შეადგენდა.

სიკვდილის შეხება

თვითმფრინავამდე ბომბი რკინიგზით გადაიტანეს და 1961 წლის 30 ოქტომბერს 9 საათსა და 27 წუთზე TU 95B- წყალბადის ბომბითა და ლაბორატორიული TU 16-ის თანხლებით კურსი არქიპელაგ ახალი მიწისკენ აიღო. დაახლოებით 11 საათზე თვითმფრინავის კაპიტანი, მაიორი დურნოვცევი დისპეჩერებს დაუკავშირდა და ამცნო, რომ დანიშნულების ადგილს მიუახლოვდა. თვითმფრინავი 10 500 მეტრ სიმაღლეზე იმყოფებოდა, როდესაც ბომბი ჩამოაგდო. მფრინავებმა შვებით ამოისუნთქეს, რადგან ბომბი რომ ვერ მოეშორებინათ, დაჯდომას ვეღარ შეძლებდნენ.

შემსუბუქებულმა თვითმფრინავმა ცხვირი ზეცისკენ მიმართა, მაგრამ პილოტებმა კურსის გამოსწორება შეძლეს და ბომბზე დაკვირვება დაიწყეს. თავდაპირველად პირველი ნახევარმეტრიანი პარაშუტი გაიშალა, შემდეგ მეორე 5,5 კვ.კმიანი, შემდეგ
 ერთბაშად სამი 42-იანი და ბოლოს ძირითადი 1 600კვ.კმიანი. ბომბმა ნარნარად დაშვება დაიწყო.

ამ დროს ორივე თვითმფრინავი ბომბის ჩამოგდების ადგილს მაქსიმალური სიჩქარით გაეცალა. გათვლებმა აჩვენა, რომ პილოტებს გადარჩენისთვის მხოლოდ 15 წუთი ჰქონდათ. მათ შუქგაუმტარი ფარდები ჩამოსწიეს და აფეთქებას გულისფანცქალით დაელოდნენ.

11 საათსა და 32 წუთზე არქიპელაგ ახალი მიწის თავზე 4000 მეტრის სიმაღლეზე კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე მძლავრი აფეთქება გაისმა. ფანტასტიკური სიმკვეთრის ნათებამ ჰაერში დაახლოებით 70 წამი გასტანა. ღრუბლიანობის მიუხედავად იგი ასეულობით კილომეტრზე ჩანდა. მძლავრი ალი ირგვლივ ყველაფერს იწოვდა და გიგანტურ რუხბორდოსფერ სოკოს ქმნიდა. ამ სოკოს თავი, სტრატოსფეროს ზედა ფენებს აღწევდა, ეს კი რამდენიმე ათეული კილომეტრია.

ნათების დროს ეპიცენტრისაგან 100 კმით მოცილებული თვითმფრინავის კაბინა მკვეთრი შუქით განათდა. პილოტებს ვერც შუქგაუმტარმა ფარდებმა უშველა. თვითმფრინავში ტემპერატურა მნიშვნელოვნად აიწია და დამწვრის სუნი დატრიალდა. მაგრამ იწვოდა არა თვითმფრინავი, არამედ მხოლოდ მტვერი.

ყველაზე ცუდ დღეში კი TU 95B- უკანა ნაწილში მსხდომი სამხედროები აღმოჩნდნენ. იქ ისე ცხელოდა, რომ ერთერთ მათგანს სახე და ხელები დაეწვა.

ამას აფეთქების ტალღაც მოყვა, ეკიპაჟი ნათლად ხედავდა ჰაერის ცისფერ, გამჭვირვალე კედელს, რომელიც ფუზელაჟს გადაევლო და მრავალტონიანი თვითმფრინავი რამდენჯერმე ჩხარუნასავით შეათამაშა. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ეს ტალღა მთელი მსოფლიოს სეისმოსადგურებმა დააფიქსირეს და მან დედამიწას სამჯერ გადაუარა.

ატმოსფეროს იონიზაციამ 40 წუთით შეწყვიტა კავშირი ეკიპაჟსა და აეროდრომს
შორის
. ამ დროის განმავლობაში არავინ იცოდა, თუ რა შეემთხვათ თვითმფრინავების ეკიპაჟთა წევრებს. თავად მფრინავებიც დაბნეულები იყვნენ.

მფრინავებს შიშის გრძნობა რომ ჰქონდათ, ბაზაზე ამას ყველა მიხვდა. ისინი გაჭაღარავებულები დაბრუნდებოდნენ. აეროდრომზე დაშვებისას, სამხედროებმა არა ქათქათა თეთრი, არამედ შავი, გამურული საფრენი აპარატები იხილეს.

საბჭოთა ბირთვული პროექტის ერთერთი ისტორიკოსი იგორ მოსინი ამ დღის შესახებ წერს: არზამასში ამ ბომბის ცდების კინოქრონიკა ვნახე. საშინელი, შემაშფოთებელი სანახაობაა. ეს კადრები ხშირად მესიზმრება და ამ დროს, თითქმის ფიზიკურად ვგრძნობ სიკვდილის შეხებას”.

ჯოჯოხეთის მოდელი

როდესაც დამკვირვებელთა ჯგუფმა აფეთქების ეპიცენტრამდე მიაღწია, მათ თვალწინ საშინელი სანახაობა გადაიშალა. თოვლისა და მძიმე ყინულის ორმეტრიანი ფენა სადღაც გამქრალიყო. შუშით დაფარულ მიწაზე (ქვიშა დადნა) ციდან ჩამოცვენილი და დაბრმავებული თოლიები დაბორიალობდნენ, ნათებითა და რადიაციით დამწვარი ირმები და თეთრი დათვები, რომლებიც კუნძულის ნაპირებთან მოგვიანებით აღმოაჩინეს, სასიკვდილოდ იყვნენ განწირულნი.

ეპიცენტრიდან 50 კილომეტრის რადიუსში დაიწვა და დადნა აბსოლუტურად ყველაფერი. ტანკებისა და სხვა ტექნიკისაგან, რომელიც აფეთქების ადგილზე ექსპერიმენტისთვის დატოვეს, არაფერი დარჩა. 50 კმიანი წრის გარეთ განლაგებულ ტანკებს აფეთქების ტალღამ კოშკურები მოგლიჯა, თავად ისინი კი ამოაყირავა. აფეთქების დროს ზედაპირზე რადიაქტიული ნალექისა და მტვრის 5-6 მილიონი კიური დაგროვდა.

უზარმაზარი ტერიტორიები დიდი ხნით რადიაციით გაიჟღინთა. ეპიცენტრიდან 400 კილომეტრში განლაგებულ დაცარიელებულ სოფელში ყველა ხის სახლი დაინგრა. ქვის სახლები კი სახურავების, კარებისა და ფანჯრების გარეშე დარჩა. სოფელში, რომელიც 800 კილომეტრის დაშორებით მდებარეობდა, აფეთქების ტალღამ ყველა მინა დაამსხვრია.

აფეთქება იმდენად მძლავრი იყო, რომ ნათება კოსმოსიდანაც კი ჩანდა. დედამიწა შეზანზარდა. მაგრამ რაოდენ პარადოქსულიც უნდა იყოს, ”ივანისაფეთქება, ბევრი ისტორიკოსის აზრით, გახდა მთავარი მიზეზი 1963 წლის 5 აგვისტოს მოსკოვში ხელმოწერილი ხელშეკრულებისა, რომელიც კოსმოსში, ატმოსფეროსა და წყალში ბირთვულ ცდებს კრძალავდა.

რას გადავურჩით

არადა ბომბმა, მთელი თავისი პოტენციალი არ გამოავლინა. იგი გათვლილი იყო 100 მეგატონაზე, აფეთქება კი 1961 წლის ოქტომბერში ხელოვნურად 50%-ით შეიზღუდა. მისმა სიმძლავრემ მხოლოდ 58 მეგატონა შეადგინა. რატომ? პასუხი მარტივია. ნახევარი საუკუნის წინ მეცნიერებსაც კი სათანადოდ არ ჰქონდათ გაცნობიერებული, თუ რა იყო ბირთვული და, მით
უმეტეს,
თერმობირთვული აფეთქება. რადიაციის თვისებები კი, ნახევრად შესწავლილი ჰქონდათ. ამიტომაც ექსპერტების ერთი ნაწილი მთელი სიმძლავრით აფეთქებას ითხოვდა, სამაგიეროდ მეორეგონიერი – შესაძლო შედეგებზე საუბრობდა.

ივანისნახევარი ათჯერ მძლავრი აღმოჩნდა, ვიდრე მეორე მსოფლიო ომის წლებში გამოყენებული ყველა ასაფეთქებელი ნივთიერება, ხიროსიმასა და ნაგასაკიზე ჩამოგდებული ატომური ბომბების ჩათვლით. იმაზე, თუ რა მოხდებოდა ასმეგატონიანი მონსტრის აფეთქების შემთხვევაში, საბედნიეროდ მხოლოდ ვარაუდი შეგვიძლია. 

კომპიუტერულმა მოდელირებამ სულ ახლახან აჩვენა, რომ ასმეგატონიან აფეთქებას დედამიწის ორბიტიდან გადახრა ან დედამიწის ქერქის გაბზარვა შეეძლო. თუმცა ბომბის სიმძლავრე საბჭოთა აკადემიკოსებს ამის გამო არ შეუმცირებიათ. სამყარო გადაარჩინა იმან, რომ ამ შემთხვევაში ვორკუტა, დიკსონი, ნორინსკი და კიდევ რამდენიმე ქალაქი განადგურდებოდა. საკუთარი ხალხის დახოცვა მეცნიერებს არ სურდათ, სადღაც ანტარქტიდაში ბომბის აფეთქების საშუალებას კი მათ მსოფლიო საზოგადოება არ მისცემდა. თანაც ამხელა მანძილზე აპარატურის გადაზიდვა პრაქტიკულად შეუძლებელი იყო.

მადლობას გიხდი, მეფეო…

0
გემბანზე ვდგავარ. სახეში ცხელი ნიავი მიბერავს. პაპანაქება სიცხეა, მაგრამ კაიუტაში დედამ მაინც ვერ დამაკავა. ერთი ეგაა, რომ სანამ უზარმაზარი ჩალის ქუდი არ ჩამოვიმხე, მანამდე არ დამრთო გემბანზე გასვლის ნება.

ჩემ გარშემო მეზღვაურები მიმოდიან, ბაგირებს დაათრევენ, ემზადებიან – ნაპირს ვუახლოვდებით. 12 წლისა ვარ და ყველაფერი მაინტერესებს, ღუზის ჩაშვების პროცესიც კი. 

– გოგონა, იქით გაიწიე, ხედავ, ხელს გვიშლი. ამ სიცხეში რატომ ხარ გარეთ?
– ქუდი ხომ მახურავს, – ვპასუხობ გამწყრალი. – ხელს კი სულაც არ გიშლით, აი, მივიწიე, ბაგირებზე აღარ ვდგავარ.
– ძვირფასო მგზავრებო, გემი ასტრახანს უახლოვდება. მხოლოდ ოთხი საათით გავჩერდებით, თუმცა სანამ ნაპირზე გადახვალთ, გაფრთხილებთ – გარეთ 45 გრადუსია, – აცხადებს გემის რადიო.
თავქუდმოგლეჯილი მივრბივარ კაიუტისკენ.
– მოვედით, მოვედით, – გულამოვარდნილი ვეუბნები დედას. – მერე რა, რომ ცხელა, ნაპირზე ხომ გადავალთ?
– თუ ასე აღელვებული ირბენ წინ და უკან, არსადაც არ წავალთ, – თვალებში მიყურებს და მკაცრად მაფრთხილებს.
– მშვიდად ვარ, უბრალოდ ნახვა მეჩქარება.

უკვე ვთქვი, რომ 12 წლის ვარ, დედასთან ერთად მდინარე ვოლგაზე ვმოგზაურობ გემით და ქალაქ ასტრახანში მთელი ოთხი საათი ვჩერდებით.

მოგზაურობა ყველაზე ძლიერი შთაბეჭდილებების წყაროა. ამას დიდი მოგზაურებიც ხვდებოდნენ და ალბათ ამიტომაც სერავდნენ დაუღალავად ზღვებსა და ოკეანეებს.

ისე, ყველაფერში ბედი გინდა ადამიანს. 

ერთი კაცი იყო, 1193-1203 წლებში იმ დროისთვის ცნობილ სამივე კონტინენტზე იმოგზაურა. ინდოეთში ჩავიდა და იქიდან ჩინეთისკენ განაგრძო გზა. გადავიდა მონღოლეთში, ხატაეთში, ხაზარეთში, რუსეთში. იქიდან კიევის რუსეთის გავლით დასავლეთიდან დაუყვა შავ ზღვას, ჩავიდა კონსტანტინოპოლში, იქიდან – საბერძნეთში, იტალიასა და საფრანგეთში და რა ვიცი, სად აღარ.

ლამის საუკუნის შემდეგ კიდევ ერთმა კაცმა გაიარა იგივე გზა და მთელ დუნიაზე გაითქვა სახელი. პირველის ვინაობა კი, დუნიას ვინ ჩივის, თითო-ოროლა ქართველმა თუ იცის…

პირველი თამარ მეფის მდივანი ჩახრუხაძეა, მეორე – მარკო პოლო.

ზოგისა ბამბაც ჩხრიალებს, ზოგისა – კაკალიც არაო, ამაზე უთქვამთ…

ჰოდა, მე და დედაც იმხანად მოგზაურობის ჟინით ვიყავით შეპყრობილები. უფრო სწორად, დედა ჰყავდა ატანილი მოგზაურობის ჟინს, მე კი კვერს ვუკრავდი.

ამ ქალაქში მიძინების ტაძარია… ტაძარში ორი ქართველი მეფე – ვახტანგ მეექვსე და თეიმურაზ პირველი – განისვენებს და ასე სწორედ მათი საბოლოო განსასვენებლის ნახვა მეჩქარება. გაფრთხილებას საშინელი სიცხის შესახებ ყურადღებას არ ვაქცევთ და გემიდან ჩავდივართ.

ტაძარში გრილა, თავისუფლად სუნთქვა შეიძლება. საფლავების წინ თავდახრილი ვჩერდები და ისე დამნაშავედ ვგრძნობ თავს, თითქოს ჩემი ბრალი იყოს, რომ აქ, ამ უცხო მხარეში დარჩნენ სამუდამოდ და ქართული მიწა არ ეღირსათ.

ალბათ მძიმეა უცხო მიწა… ამაზე მძიმე კი ის არის, რომ მეფე ხარ – სხვის კარს შეხიზნული.

„თუ კაცსა მოხვდეს გრძლად ყოფნა,
უცხო თემსა და მიწასა,
შარბათიც ჰქონდეს სასმელად,
ნაღველად ამოიწევსა…” – 

წერდა თეიმურაზი – სამშობლოს სევდა შარბათსაც კი არ შეგარგებსო… ასე დაემართა ალბათ ვახტანგსაც, თუმცა, დრო იყო, ქვეყნის გაძლიერებაზე ზრუნავდა. ვინ, ვინ და მან ყველაზე უკეთ იცოდა, რომ ძლიერი ის ქვეყანაა, რომელსაც განათლებული მოქალაქეები ყავს, ამიტომ, მრავალ სხვა რეფორმასთან ერთად, მთარგმნელობითი საქმიანობის პარალელურად, პირველი სტამბა დააარსა და, არც მეტი, არც ნაკლები, ქიმიის შესახებ გამოსცა წიგნი.
ვახტანგ VI-ის ნაშრომმა „წიგნი ზეთების შეზავებისა და ქიმიისა ქმნისა” ჩვენამდე ხელნაწერის სახით მოაღწია. ხელნაწერი მოიცავს ორივე გვერდზე ნაწერ 72 ფურცელს. შედგება 279 პარაგრაფისგან. ტექსტს რამდენიმე ადგილას ჩართული აქვს ქიმიურ ხელსაწყოთა ნახაზები. ვახტანგ VI „ზეთებს” უწოდებს სხვადასხვა შემადგენლობის სითხეებს, ხსნარებს, ამიტომ ამ ძეგლის სახელწოდება – „წიგნი ზეთების შეზავებისა და ქიმიისა ქმნისა” – სხვადასხვა ხსნარის შერევის შედეგად მომხდარ ქიმიურ გარდაქმნებს გულისხმობს.

იმ დროისთვის მსოფლიოში უკვე არსებობდა წიგნები ქიმიის შესახებ.

1. არაბი ალქიმიკოსის ჯაბირ იბნ ხაიამის „თვისებების დიადი წიგნი”;
2. არაბი ალქიმიკოსის მუჰამედ იბნ ზაქარია ალ რაზის „საიდუმლოს დიადი წიგნი”;
3. ზოსიმას, ალ ქემეიას მიმდევარი ეგვიპტელი სწავლულის, მიერ შედგენილი პირველი ენციკლოპედია – 28 ტომი, რომელიც დიოკლეტიანემ გაანადგურა;
4. ალბერ მაგნუსის „ნივთიერებათა დიადი წიგნი”;
5. როჯერ ბეკონის ნაშრომები, სადაც ის დენთის თვისებებს აღწერდა;
6. რაიმონდ ლულის ჩანაწერები ოქროს მიღების შესახებ და წყლის გამოხდის მეთოდის აღწერილობა. ეს წიგნი შემდეგ ესპანეთის მეფემ ფილიპე მეორემ შეიძინა.

ცრუ ჯაბირიც აქვეყნებდა ჩანაწერებს წიგნად.

თუმცა ვახტანგ VI-ის მიერ შედგენილი წიგნი ოდნავ განსხვავდება მათგან.

მხოლოდ ერთ დეტალს მოვიხმობ.

ჩანს, რომ ვახტანგი იცნობდა ალქიმიკოსების იდეებს და იცოდა, რა იყო სინგური. 42-ე ჩანაწერს ასეც ჰქვია: „გაკეთება სინგურისა”. 48-ეში კი აღწერილია მაღალი ხარისხის სინგურის მომზადება. ამისთვის გოგირდს და ვერცხლისწყალს უნდა დაემატოს რკინის სულფატი (FeSO4). მეფე იქვე განმარტავს, რომ წერისა და მოხატულობისთვის აუცილებელია მაღალი ხარისხის სინგური, ამიტომ მისი მიღების დასასრულს საჭიროა სუბლიმაცია. სინგურის მიღების ამ მეორე ხერხის აღწერისას ვახტანგ VI-ს რაოდენობრივი გაზომვებიც მოჰყავს და წერს: „აიღეთ ორი წილი გოგირდი და ერთი წილი ვერცხლისწყალი”. გაზომვების მეთოდს, როგორც ცნობილია, ალქიმიკოსები ყურადღებას არ აქცევდნენ. რეაქციაში შესულ ნივთიერებათა რაოდენობით პირველად მე-16 საუკუნეში ფლამანდიელი მეცნიერი იან ბაპტისტა ვან გელმუნტი დაინტერესდა. მერე უკვე ანტუან ლორან ლავუაზიემ დაამკვიდრა გაზომვების მეთოდი. თუმცა ვახტანგ მეექვსის ზემოთ მოყვანილი ჩანაწერიდან ჩანს, რომ მეფე იცნობდა გაზომვების მეთოდს.

181-ე ჩანაწერში სინგურის მიღების კიდევ უფრო რთული ხერხია აღწერილი და აქ გოგირდის ნაცვლად შეიძლება სანდალოზის ხის ქერქის ფხვნილი გამოვიყენოთ, ოღონდ ამ შემთხვევაში ვერცხლისწყლის რაოდენობა უნდა გაორმაგდეს. სინგურს ჯერ კიდევ ქემეიას მიმდევარი ეგვიპტელი ქურუმები იცნობდნენ. უფრო ზუსტად, ვერცხლისწყალს და გოგირდს ისინი ქალურ და მამაკაცურ საწყისებად მიიჩნევდნენ და მათი შეერთებით ოქროს მიღებას ცდილობდნენ. არაბმა ალქიმიკოსმა ჯაბირ იბნ ხაიამმა ეს წარმოდგენა სავსებით სწორად შეაფასა და ის ფაქტი, რომ ამ ორი რეაგენტის შერევის შედეგად მხოლოდ რუხი ფხვნილი HgS – ვერცხლისწყლის სულფიდი – მიიღებოდა და არა ოქრო, იმით ახსნა, რომ პროცესის დამაჩქარებელი იყო საჭირო. 

აქ უნდა ითქვას, რომ სინგური უშუალოდ თვითნაბად მინერალს ეწოდება და არა ლაბორატორიაში მიღებულ მარილს. სინგურისგან წითელ საღებავს ამზადებდნენ, რომელსაც აქტიურად იყენებდნენ სხვადასხვა საქმეში. ვახტანგ VI-მ ეს აშკარად იცოდა, რასაც ბოლო ორი ჩანაწერიც მოწმობს, ანუ ის სწორედ სინგურის მიღებას ცდილობდა და არა უბრალოდ მარილისა. მის ჩანაწერებში არაფერია ნათქვამი სინგურის ოქროდ ტრანსფორმაციის შესახებ. მართალია, იმ დროისთვის ქიმია უკვე ქიმია იყო და არა ალქიმია და ნათელი გახლდათ ალქიმიკოსების შეცდომაც, მაგრამ ქიმიის ისტორიას ახსოვს ფაქტები, როდესაც ცალკეული ქიმიკოსები მაინც ატარებდნენ ცდებს ამ მიმართულებით.

იმ პერიოდში, როცა ვახტანგი ქიმიის სახელმძღვანელოს წერდა, არაერთი გამოჩენილი ქიმიკოსი იზიარებდა მეტალების ალქიმიურ თეორიებს. მაგალითად შეიძლება მოვიხმოთ ვახტანგ VI-ის თითქმის თანამედროვე გერმანელი მეცნიერების იოანე კუნკელისა (XVII ს.) და იოანე იოაჰიმ ბეხერის (XVII ს.) წარმოდგენები მეტალებზე. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ვახტანგი სინგურს მხოლოდ საღებავისთვის იღებდა.

ვახტანგ VI-ს მიაჩნდა, რომ ქიმია ექსპერიმენტული მეცნიერებაა, რომ მისი განვითარებისთვის საჭიროა ცდა და რომ ცდას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ქიმიის ამა თუ იმ საკითხის გადასაჭრელად. ამით აიხსნება, რომ მრავალი ქიმიური რეაქცია ვახტანგს თავისი ხელით ჩაუტარებია და გამოუცდია, რაზეც არაერთხელ მიუთითებს, განსაკუთრებით იქ, სადაც ცდით უარყოფითი პასუხი მიუღია. მაგალითად: „ესეები ვცადე – არ იქნა (პარაგრაფი 102)” – ცდა არ დავაკელი, მაგრამ არ გამომივიდაო.
დღეს უკვე ვიცი, რომ მეფე ვახტანგი უფრო „ჩემიანია”. „უფრო ჩემიანია” მხოლოდ იმიტომ, რომ – წარმოგიდგენიათ?! – ადგა და ქიმიაზე დაწერა წიგნი. მაშინ ეს არც კი ვიცოდი.
ტაძრიდან უკუსვლით გამოვდივარ, თითქოს მეფეებისთვის ზურგის ჩვენებისა მრცხვენია. 
– მადლობას გიხდი, მეფეო!..

ჩემი პედაგოგიური მწარმსი – სკოლა და სოციალური პროგრესი

0

მე მჯერა, რომ განათლება სოციალური პროგრესისა და გარდაქმნის
ფუნდამენტური მეთოდია.

მე მჯერა, რომ ყველა რეფორმა, რომელიც მხოლოდ კანონთა
ამოქმედებას, სასჯელის მუქარას ან მექანიკურ თუ გარეგან ღონისძიებებს ეფუძნება, წარმავალი
და ამაოა.

მე მჯერა, რომ განათლება საზოგადოებრივ ცნობიერებაში
ჩართვის პროცესს ემსახურება. და ამ საზოგადოებრივ ცნობიერებაზე დაყრდნობით ინდივიდუალური
აქტივობის მოწესრიგება სოციალური რეკონსტრუქციის ერთადერთი სანდო გზაა.

მე მჯერა, რომ ეს კონცეფცია პატივს მიაგებს როგორც ინდივიდუალისტურ,
ასევე სოციალისტურ იდეალებს. ის
, როგორც
მართებული ცხოვრების წესის ერთადერთ
ჭეშმარიტ საფუძველი,ჯეროვნად ინდივიდუალურია,
რადგან კონკრეტული ხასიათის ჩამოყალიბებას გულისხმობს. ის სოციალისტურია,
ვინაიდან მიიჩნევს,
რომ ეს ხასიათი არამარტო ინდივიდუალური აღქმის, მაგალითისა და მოწოდების საფუძველზე,
არამედ უპირატესად ინდივიდზე გარკვეული ინსტიტუციური თუ საზოგადოებრივი ცხოვრების ფორმის
გავლენით უნდა ყალიბდებოდეს და რომ სოციალური ორგანიზმი სკოლის, როგორც მისი ორგანოს
საშუალებით, ეთიკის მიზნებს
უნდა ადგენდეს.

მე მჯერა, რომ იდეალურ სკოლაში ინდივიდუალისტური და
ინსტიტუციონალური იდეალები ერთმანეთთან თანხმობაშია.

მე მჯერა, რომ განათლების გზით საზოგადოებას შეუძლია
საკუთარი მიზნების ფორმულირება, სხვადასხვა საშუალებებისა და რესურსების თავმოყრა და
ამგვარად საკუთარი თავის ზუსტად და გონივრულად იმ მიმართულებით გამოკვეთა, რა მიმართულებითაც
სურს მოძრაობა.

მე მჯერა, რომ როგორც კი საზოგადოება ამ მიმართულების
განვითარების შესაძლებლობებს გააცნობიერებს და მის ვალდებულებებს აღიარებს, განათლების
სპეციალისტის განკარგულებაში უამრავი დრო, ყურადღება და ფინანსური რესურსები აღმოჩნდება.

მე მჯერა, რომ განათლებით დაინტერესებული ყველა პირის
საქმე სკოლის, როგორც სოციალური პროგრესისა და რეფორმატორის, უმთავრეს და ყველაზე ეფექტურ
საშუალებად აღიარების დაჟინებული მოთხოვნაა
. მისი მიზნი, საზოგადოებამ გამოიღვიძოს და გაიაზროს, თუ რისთვის
არსებობს სკოლა და გააცნობიეროს, რომ მასწავლებელი თავისი მოვალეობის სათანადოდ
შესრულებისთვის საკმარისი რესურსებით უნდა აღჭურვოს.

მე მჯერა, რომ ამგვარად გაგებული განათლება მეცნიერებისა
და ხელოვნების ყველაზე სრულყოფილ და უშუალო ერთობას ქმნის, რო
მლის წარმოსახვაც შესაძლებელია მხოლოდ საკაცობრიო გამოცდილებით.

მე მჯერა, რომ ამგვარად, ადამიანის შესაძლებლობათა გამოკვეთა
და მათი საზოგადოების სამსახურში ჩაყენება უზენაესი ხელოვნებაა; იგი თავის სამსახურში
საუკეთესო ხელოვან
ებს უხმობს; ამგვარ საქმეში არანაირი ალღო, სიმპათია, ტაქტი,
შესრულების უნარი არ არის გადაჭარბებული.

მე მჯერა, რომ ფსიქოლოგიური მეცნიერებისსაშუალებით, რომელიც ინდივიდის სტრუქტურისა და განვითარების კანონების
წვდომის საშუალებას იძლევა
, სოციალური
მეცნიერების განვითარებ
თვალისწინებ, ინდივიდთა სწორი ორგანიზების შესახებ ჩვენს ცოდნას
ამდიდრებს, შესაძლებელია საგანმანათლებლო მიზნების
ყველა სახის სამეცნიერო რესურსის ამუშავება.

მე მჯერა, რომ როდესაც მეცნიერება და ხელოვნება საერთო
ძალით ერთ
იანდება,
მიიღწევა წარმმართველი ადამიანური
ქცევა, მოქმედების ნამდვილი სათავეების გაცოცხლება და უდიდესი
ძალისხმევა, რაც ადამიანურ ბუნებას ძალუძს გაწიოს.

მე მჯერა, რომ მასწავლებელი არა მხოლოდ ინდივიდთა წვრთნითაა
დაკავებული, არამედ ის მონაწილეობას იღებს საზოგადოებრივი ცხოვრების ფორმირებაში.

მე მჯერა, რომ თითოეულმა მასწავლებელმა უნდა გააცნობიეროს
საკუთარი მოწოდების კეთილშობილება; რომ ის საზოგადოების მსახურია,
რომელიცსათანადო წესრიგის შენარჩუნებისა
და საზოგადოების ჭეშმარიტი გზით განვითარების უზრუნველსაყოფად გან
აწესეს.

მე მჯერა, რომ ამ გაგებით, მასწავლებელი მუდამ ჭეშმარიტი
ღმერთის წინასწარმეტყველი და წინამძღოლია ღვთის ჭეშმარიტ
სასუფეველისკენ.

My Pedagogic Creed
by John Dewey
School Journal vol. 54 (January 1897), pp. 77-80
ARTICLE ONE. WHAT EDUCATION IS


თარგმნა გიორგი მელიქაძემ

კითხვის უნარის გასაუმჯობესებელი სავარჯიშოები. წაკითხულის გააზრება (ნაწილი II)

0
როგორც სტატიის პირველ ნაწილში აღვნიშნე, კითხვის უნარი მოიცავს ორ კომპონენტს: კითხვის ტექნიკურსა და აზრობრივ მხარეს. კითხვის ტექნიკურ მხარეში შედის კითხვის უნარი, კითხვის ტემპი (სისწრაფე), კითხვის გამართულობა, აზრობრივი მხარე კი გამომსახველობისა და წაკითხულის გააზრებისგან შედგება.

წინა წერილი კითხვის ტექნიკური მხარის განმავითარებელ სავარჯიშოებს დავუთმე, ამჯერად კი მინდა შემოგთავაზოთ კითხვის აზრობრივი მხარის გასაუმჯობესებელი დავალებები.

წაკითხულის გააზრება გულისხმობს მოსწავლის მიერ წაკითხულის გაგებას, ტექსტში გამოყენებული პრაქტიკულად ყველა სიტყვის გააზრებას როგორც პირდაპირი, ისე გადატანითი მნიშვნელობით. ამისთვის მას უნდა ჰქონდეს ასაკის შესაფერისი სიტყვათა მარაგი, შეეძლოს გრამატიკული კონსტრუქციების გამართულად აგება, არკვევდეს წინადადებებს შორის აზრობრივ დამოკიდებულებას, წაკითხულის შინაარსის გადმოცემისას შეეძლოს სათანადო სინონიმების გამოყენება. გააზრება, წაკითხულის აღქმა არა მარტო ტექნიკური უნარებით, არამედ მეტყველების უნარის დონითაც განისაზღვრება.

გააზრებული კითხვის უნარის ჩამოყალიბებას ხელს უწყობს აზროვნების უნარის განმავითარებელი სავარჯიშოები.
სავარჯიშო 1

რა აქვთ საერთო ამ სიტყვებს და რით განსხვავდებიან ისინი? 
ლომი — ღომი, ორი — ტორი, ბოლი — დოლი
სავარჯიშო 2

დაარქვი ერთი სახელი:
. ბეღურა, ყვავი, ბუ, არწივი, ძერა; 
. მაკრატელი, ცული, ბარი, ხერხი, ფიწალი; 
. ლაბადა, კაბა, შარვალი, მაისური; 
. ტელევიზორი, უთო, მტვერსასრუტი, მაცივარი. 
სავარჯიშო 3

რომელი სიტყვაა ზედმეტი და რატომ? 
. ლამაზი, ლურჯი, წითელი, ყვითელი;
. წუთი, სეზონი, საათი, წამი;
. გზა, გამზირი, ბილიკი, გამგზავრება;
. რძე, არაჟანი, მაწონი, ხორცი.
სავარჯიშო 4

ასოების გადანაცვლებით მიიღე სიტყვა:
ყნვეაქა; რგმააი; ცსავაი.
სავარჯიშო 5

მოცემული სიტყვების მხოლოდ პირველი მარცვლების გამოყენებით შეადგინე ახალი სიტყვები:
. ჯარი, ლარნაკი, ბაღი; 
. დოღი, ჰაერი, მოსწავლე; 
. ყაყაჩო, თეთრი, მაღალი. 
სავარჯიშო 6

დაყავი სიტყვები ჯგუფებად:
. კურდღელი, ბარდა, ზღარბი, დათვი, კომბოსტო,მგელი, კიტრი;
. ძროხა, კარადა, სკამი, სავარძელი, თხა, მაგიდა;
. ფორთოხალი, ავტობუსი, ატამი, ვაშლი, ავტომანქანა, ტროლეიბუსი, მსხალი.
სავარჯიშო 7

გამოყოფილ სიტყვას შეურჩიე შინაარსობრივად დაკავშირებული სიტყვები:
მწერები: ჩხიკვი, ბუზი, ბუ, ხოჭო, კოღო, გუგული, ფუტკარი;
ფეხსაცმელი: ჩექმა, ლაბადა, ქურთუკი, სანდალი, ბოტასი, მაისური.
სავარჯიშო 8

უპოვე წყვილი:
რუჯიოქროსფერი
ზარისახალისო
მესერიცნობილი
კამეჩიწკრიალი
ამოცანაბებერი
სიმღერამწვანე

სავარჯიშო9
შარადები
ა) მორაკრაკებს მთიდან ველზე
წყაროსავით ანკარა, –
ერთ მარცვალში ჩაეტევა,
სახელია პატარა.
დასკვნისათვის კი თავთავის
სხვა სახელი გვჭირდება,
სიტყვებს შორის ბგერის ჩასმაც
თუ არ გაგიჭირდება, –
საარაკო მწერალია,
პოეზიის დიდება
(რუ, თაველი-რუსთაველი)
ბ) ჯერ განთიადის მეორე 
სახელწოდება მითხარ,
სამმარცვლიანი სიტყვაა,
ფიქრი არ გინდა დიდხანს.
თუკი ეშმაკი ცხოველიც
ცნობილი არის შენთვის,
მისი პირველი ბგერაა,
რომელიც თავში ერთვის.
რარიგ მოხატა მთა-ბარი,
აბა, შეხედე ერთი!
(აისი – მაისი)

სავარჯიშო 10
შეადგინე ტექსტი.
წინადადებების გადაწყობა
ტექსტი ირჩევა გაკვეთილის თემის შესაბამისად. 

სავარჯიშო 11
დაამთავრე მოთხრობა.
შეარჩევთ ნაცნობ მოთხრობას. დაიწყებთ თქვენ, გააგრძელებს მოსწავლე.

სავარჯიშო 12
ტექსტზე მუშაობა
1. წაიკითხე ტექსტი, დამოუკიდებლად უპასუხე დაფაზე დაწერილ კითხვებს.
2. დაალაგე კითხვები ტექსტის შინაარსის შესაბამისად. წაიკითხე მეორე კითხვაზე პასუხი. (კითხვები წერია დაფაზე)
3. დასვი კითხვები ტექსტის ირგვლივ. 
4. გაარკვიე, რამდენი ნაწილისგან შედგება ტექსტი. გაარკვიე, არის თუ არა ტექსტში: შესავალი, ძირითადი ნაწილი, დაბოლოება.
5. დასათაურებაზე მუშაობა.
· დაამტკიცე, რომ სათაური შერჩეულია შინაარსის შესაბამისად. 
· თავად შეარჩიე სათაური.
· ტექსტის ყველა ნაწილი დაასათაურე. 
· შეადგინე გეგმა.

 
გამოყენებული ლიტერატურა:
1. Безруких, М.М. Трудности обучения в начальной школе : причины, диагностика, комплексная помощь / М.М. Безруких. – М : Эксмо, 2009
2. Копытова Л.Н. Упражнения по развитию навыка чтения./Начальная школа плюс до и после. – №11, 2009
3. Костромина С.Н., Нагаева Л.Г. Как преодолеть трудности в обучении чтению. – М.: «Ось-89», 2006
4. Костромина С.Н., Нагаева Л.Г. Эта книга поможет вашему ребенку учиться на пятерки по чтению. – СПб: прайм – ЕВРОЗНАК, 2004
5. Локалова Н.П. Как помочь слабоуспевающему школьнику. Психодиагностические таблицы: причины и коррекция трудностей при обучении младших школьников по русскому языку, чтению и математике. – М.: «Ось-89», 2001
6. https://children.dsl.ge/saxaliso/gamocanebi/sharadebi.htm

კლასში ბავშვის სტატუსზე მოქმედი ფაქტორები და სოციალური კომპეტენციის მნიშვნელობა უმცროს სასკოლო ასაკში

0
სკოლაში შესვლისთანავე პატარა მოსწავლისთვის მნიშვნელოვანი ხდება თანატოლებთან ურთიერთობა. დადგენილია, რომ სოციალური კომპეტენტურობით გამორჩეული ბავშვები უფრო იოლად ეგუებიან სასკოლო გარემოს და აკადემიური მოსწრებაც ხშირად უკეთესი აქვთ. ოჯახიდან ან ბაღის ჩვეული გარემოდან მოსული მოსწავლისთვის ძალზე მნიშვნელოვანია, „ახალ ოჯახში” თავს უსაფრთხოდ გრძნობდეს, დაცულობის შეგრძნებას კი, უპირველესად, ახალი ჯგუფისადმი მიკუთვნებულობა განაპირობებს. რაც მეტად იღებს ადამიანს ჯგუფი, რაც მეტი სიყვარულით ეპყრობა და აღიარებს, მით მეტად უვითარდება მას თვითპატივისცემა, რაც ეხმარება კიდეც საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენაში.
მეგობრული ურთიერთობების დინამიკა
რობერტ სელმანმა (Selman, 1981) შეისწავლა 7-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვების მეგობრული ურთიერთობები. მისი კვლევის მეთოდი ლორანს კოლბერგისას ჰგავდა – ბავშვებს ისიც სთავაზობდა დილემურ სიტუაციებს და უსვამდა კითხვებს. 
დილემა: „კეტი და დები ხუთი წლიდან მეგობრობენ და საუკეთესო მეგობრები არიან. მათ მეზობლად ახალი გოგონა გადმოვიდა, ჯანეტი. ჯანეტი ძალიან არ მოეწონა დების, რადგან ზედმეტად პრანჭია და ბაქია მოეჩვენა.
ერთხელ მათ ქალაქში ცირკის დასი ჩამოვიდა. ჯანეტმა კეტი დაპატიჟა. კეტი საგონებელში ჩავარდა, რადგან მანამდე დაჰპირდა დების, რომ საღამოს მას ესტუმრებოდა. როგორ უნდა მოიქცეს კეტი?”
ბავშვების მსჯელობაზე დაყრდნობით სელმანმა მეგობრობის 4 სტადია გამოყო:
 
I სტადია 5-დან 7 წლამდე პერიოდს მოიცავს. ამ ასაკში მეგობარი ის არის, ვისთან ერთადაც ბავშვი უზის მერხს, ვისაც ეთამაშება ეზოში, ვინც მასთან ახლოს ცხოვრობს. ამ ასაკის ბავშვებს ჯერ არ შეუძლიათ სხვის ადგილას თავის დაყენება, ამიტომ მიაჩნიათ, რომ კეტი ცირკში უნდა წავიდეს.

II სტადიაში (7-დან 9 წლამდე) ჩნდება განცდა, რომ გრძნობები სხვა ადამიანსაც აქვს. ამ ასაკის ბავშვი ამბობს, რომ კეტი მხოლოდ მაშინ უნდა წავიდეს ცირკში, თუ დები წინააღმდეგი არ იქნება. 

III სტადიაში (9-დან 12 წლამდე) ჩნდება წარმოდგენა იმის შესახებ, რომ მეგობრები არიან ადამიანები, რომლებიც ერთმანეთს ეხმარებიან. იბადება ურთიერთნდობაც. ამ ასაკის ბავშვები ამგვარად მსჯელობენ: კეტისა და დების განსხვავებული, უფრო ხანგრძლივი და მჭიდრო ურთიერთობა აქვთ, ისინი ენდობიან ერთმანეთს.

IV სტადიაში (11-12 წელი) ბავშვებს შეუძლიათ გაიაზრონ ურთიერთობა სხვისი პოზიციიდანაც. ამ სტადიაში მყოფი ბავშვი ასე მსჯელობს: „კეტიმ და დებიმ უნდა გაუგონ ერთმანეთს და გაარკვიონ სიტუაცია”.
სელმანის თანახმად, გარდატეხა მეგობრულ ურთიერთობაში მაშინ ხდება, როდესაც ადამიანი სხვის ადგილას თავის წარმოდგენის უნარს იძენს.

ადამიანისთვის ძალზე მნიშვნელოვანია მეორე ადამიანთან ახლო, ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობა. მეგობრობის წყალობით ბავშვები იმეცნებენ სოციალურ ნორმებს და ივითარებენ თვითპატივისცემის გრძნობას. კლასში ბავშვის მდგომარეობა განაპირობებს მის თვითგრძნობას. მიკროსოციალური ჯგუფების მეგობრობა V-VI კლასებიდან ხდება აქტუალური. ჯგუფი არის შედარებით მყარი ერთობა ბავშვებისა, რომლებიც მუდამ ურთიერთობენ ერთმანეთთან და იზიარებენ საერთო ღირებულებებს. ჯგუფს აქვს თავისი ნორმები, რომლებიც გავლენას ახდენს ჯგუფის თითოეულ წევრზე. ჯგუფს შიგნით მის წევრებს გარკვეული სტატუსიც აქვთ: ზოგი ლიდერია, ზოგი კი ლიდერს ემორჩილება. მაგრამ 6-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვების ჯგუფს, შედარებით უფროსებისგან განსხვავებით, არ ახასიათებს მეტისმეტად მკაცრი ნორმები და შიგნით განაწილებული როლები. ამიტომაც არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი უმცროს სასკოლო ასაკში ჯგუფის შეკვრაზე, თანამშრომლობისა და კომუნიკაციის უნარების განვითარებაზე ორიენტირება, ვინაიდან ზოგჯერ ისეც ხდება, რომ ზოგიერთი მოსწავლე კლასიდან გარიყული აღმოჩნდება, ეს კი ხელს უშლის მათ შემდგომ ადაპტაციას სოციალურ გარემოში. სამეგობრო წრიდან გარიყული სწორედ ის ბავშვები აღმოჩნდებიან, რომლებიც აგრესიულები არიან, ან მეტისმეტად მორცხვები. გარიყვისა და მუდმივი ფრუსტრაციის გამო აგრესიულები უფრო მეტად აგრესიულები ხდებიან, მორცხვი და მშფოთვარე ბავშვები კი მუდმივი თავდასხმის ობიექტებად იქცევიან. რაც შეეხება კლასში პოპულარულ ბავშვებს, აღმოჩნდა, რომ ისინი მეტად მონაწილეობენ საერთო საქმეებში, შეუძლიათ სხვებთან თანამშრომლობა და თანატოლთა დახმარება. ეს ბავშვები წარმატებითაც გამოირჩევიან სასწავლო, სპორტულ თუ საქმიანობის რომელიმე სხვა სფეროში.

კლასის შეკვრასა და პოზიტიური ატმოსფეროს შექმნას დაწყებით კლასებში დიდად უწყობს ხელს თანამშრომლობითი სწავლება და თავად მასწავლებლის დამოკიდებულება მოსწავლეების მიმართ. გაგაცნობთ ორი ექსპერმენტის შედეგებს. პირველი უმცროსი სასკოლო ასაკის მოსწავლეებზე საზაფხულო ბანაკში ჩაატარეს (Sherif, Harvey, White, Hood & Sherif, 1961). ბავშვებს სთავაზობდნენ აქტივობებს, რომლებიც მათგან ზოგჯერ კონკურენციას მოითხოვდა, ზოგჯერ კი თანამშრომლობას. აღმოჩნდა, რომ დავალების შესრულების დროს, როდესაც ჯგუფს უქმნიდნენ კონკურენტულ გარემოს, იზრდებოდა „საწინააღმდეგო” ჯგუფის წევრების მიმართ აგრესია, მაგრამ საკმარისი იყო, თანამშრომლობაზე ორიენტირებული დავალება შეეთავაზებინათ, რომ ჯგუფის წევრებს შორის დაძაბულობა მაშინვე ქრებოდა.

ძალზე საინტერესო შედეგი აჩვენა კვლევამ, რომელიც ეხებოდა „პრობლემური მოსწავლეებისადმი” ბავშვების დამოკიდებულებას (White, Kistner, 1992). პირველკლასელებსა და მეორეკლასელებს უჩვენებდნენ ფილმს „პრობლემურ მოსწავლეზე” (რომლის როლსაც მსახიობი ასრულებდა). ის კლასსაც გარიყული ჰყავდა. ფილმის ყურების შემდეგ მასწავლებელი ხაზს უსვამდა ამ მოსწავლის დადებით მხარეებს. ამის შემდეგ გამართული დიკუსიის დროს ბავშვები დადებითად ახასიათებდნენ მოსწავლეს. ამგვარად, „პრობლემური” მოსწავლის მიღებით მასწავლებელს შეუძლია გავლენა მოახდინოს კლასში ბავშვის სტატუსზე.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარეობს, რომ კლასში თანამშრომლობითი გარემოს შექმნა მნიშვნელოვანწილად არის დამოკიდებული პედაგოგზე. ამისთვის აუცილებელია, მასწავლებელმა კლასში იმგვარი გარემო შექმნას, სადაც მოსწავლეებს საერთო მიზნის მისაღწევად თანამშრომლობა და თითოეული თანაკლასელის მიმართ კეთილგანწყობის დემონსტრირება მოუწევთ. 

შიდასასკოლო შეფასების მექანიზმები (ნაწილი III)

0

სტატიის მეორე ნაწილში განვიხილეთ შეფასებისა და მონიტორინგის ეტაპები ვირტუალური სკოლის მაგალითზე. ამჯერად ყურადღებას
გავამახვილებთ უშუალოდ შეფასებისა და მონიტორინგის მეთოდოლოგიაზე და მათი სწორად გამოყენების
ხერხებზე.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, არ არსებობს კონკრეტული მეთოდი,
მხოლოდ შეფასების ან მონიტორინგის პროცესს რომ ეკუთვნოდეს. მთავარია
,შევარჩიოთ მიზნის შესაბამისი ხერხი და გამოვიყენოთ სწორად. თავდაპირველად
განვიხილოთ ისეთი ფართოდ გავრცელებული კვლევის მეთოდები, როგორებიცაა
ფოკუსჯგუფი და გამოკითხვა.

 

1. ფოკუსჯგუფი

ფოკუსჯგუფი წარმოადგენს ჯგუფური ინტერვიუს ერთ-ერთ ფორმას.
შეიძლება მისი ჩატარება გამოკითხვის ან ინტერვიუს წინაპირობად, რათა დაზუსტდეს კითხვები
და ფოკუსირება მოხდეს იმ ასპექტებზე, რომლებიც მკვლევარს აინტერესებს. მაგალითად, თუ
დირექციას სურს გაიგოს მშობლების დამოკიდებულება სკოლაში არსებული წესებისა და დისციპლინური
სახდელების მიმართ, შეიძლება შეკრიბოს სხვადასხვა საფეხურის/კლასის მშობლების
10-12-კაციანი ჯგუფი და გამართოს მათთან ჯგუფური ინტერვიუ. აქ დიდი მნიშვნელობა ენიჭება
პროცესის წამყვანს. მან ხელი უნდა შეუწყოს მონაწილეთა შორის არაფორმალური გარემოს შექმნას,
რათა საუბარი უფრო გულახდილად წარიმართოს. შეხვედრაზე დაბალანსებული უნდა იყოს დირექტიულობა
და თემიდან გადახვევამ ბევრი დროის დაკარგვა ან საკვლევი თემის იგნორირება არ უნდა
გამოიწვიოს. ინტერვიუერის მოვალეობაა შედეგების აღნუსხვა შემდგომი ანალიზისთვის: აუდიოჩაწერა
(მონაწილეთა თანხმობის შემთხვევაში) ან ჩანაწერების გაკეთება.

მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინება, რა თემაზე გვსურს
ფოკუსჯგუფის ჩატარება. წევრთა რაოდენობა არ უნდა იყოს არც მეტისმეტად ცოტა, არც მეტისმეტად
ბევრი და ყოველ მათგანს ერთგვაროვანი გამოცდილება უნდა ჰქონდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში
დისკუსიას აზრი დაეკარგება და არარეპრეზენტატიულიგახდება.

ფოკუსჯგუფის შემთხვევაში ინტერაქცია მიმდინარეობს ჯგუფის
წევრებს შორის და, ინტერვიუს სტანდარტული ფორმატისგან განსხვავებით, ინტერვიუერი დომინანტად
არ გვევლინება. მონაწილეები განიხილავენ მკვლევარის მიერ შეთავაზებულ თემას და ვიღებთ
არა ინდივიდუალურ, არამედ კოლექტიურ მოსაზრებებს. ფოკუსჯგუფი ხელოვნურად შექმნილი გარემოა,
სადაც კონკრეტული საკითხის განსახილველად სპეციალურად შერჩეული ადამიანები არიან შეკრებილი.
ეს ხელოვნურობა ფოკუსჯგუფის ძალაცაა და სისუსტეც. მიუხედავად იმისა, რომ გარემო ხელოვნური
და კონკრეტულ საკითხზე ფოკუსირებულია, იგი გვაძლევს ისეთი მიგნებების საშუალებას, როგორსაც
ვერ გავაკეთებდით სტანდარტული ინტერვიუს ან გამოკითხვის დროს. ფოკუსჯგუფი ეკონომიურია
დროის თვალსაზრისითაც – მოკლე პერიოდში შესაძლებელია დიდი რაოდენობის ინფორმაციის მობილიზება.
მისი ნაკლი კი ის არის, რომ მონაცემები კონკრეტული სკალით ვერ გაიზომება, არ არის თვლადი
და შესაძლოა გაცილებით ნაკლები იყოს, ვიდრე მივიღებდით მასშტაბური გამოკითხვის შედეგად.

ფოკუსჯგუფი გამოდგება:

1. კონკრეტულ და საინტერესო სფეროზე ორიენტირებისთვის;

2. შემდგომი ინტერვიუს/კითხვარების თემების, საკითხებისა
და გეგმების შემუშავებისთვის;

3. თვისებრივი მონაცემების შეკრებისთვის;

4. მონაცემების სწრაფად და იაფად შეკრებისთვის;

5. დამოკიდებულებების, ღირებულებებისა და მოსაზრებების
შესახებ მონაცემების შეკრებისთვის;

6. ჯგუფების წასახალისებლად, ხმამაღლა გამოხატონ საკუთარი
მოსაზრებები;

7. უკვე ჩატარებული კვლევებიდან უკუკავშირის მისაღებად.

 

2. გამოკითხვა

გამოკითხვა კვლევის ერთ-ერთი გავრცელებული მეთოდია.
მის ინსტრუმენტად უმეტესად კითხვარი გვევლინება. მისი გამოყენება მოხერხებულია ფართომასშტაბიანი
გამოკითხვების დროს, როდესაც ინტერვიუერი ვერ ახერხებს ყველა რესპონდენტთან ინდივიდუალურ
გასაუბრებას. ფოკუსჯგუფისგან განსხვავებით, კითხვარებისგან მიღებული ინფორმაცია თვლადია
და შესაძლებელია მისი რაოდენობრივად ასახვა. ამ მეთოდს, ისევე როგორც ყველა სხვას,
აქვს დადებითი და უარყოფითი მხარეები. დადებით მხარედ შეიძლება მივიჩნიოთ ის, რომ მონაცემების
რაოდენობრივი ასახვა ფოკუსჯგუფთან შედარებით სანდოობის უფრო მაღალ ხარისხს გვაძლევს.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ კითხვარის ფორმატით რესპონდენტი შეზღუდულია და ვერ გამოთქვამს
მოსაზრებებს, რომლებიც შესაძლოა ჯგუფში მსჯელობის დროს გამოიკვეთოს და მნიშვნელოვანი
იყოს კვლევისათვის.

კითხვარების სტრუქტურა სხვადასხვაგვარია. მკვლევარი
თავად წყვეტს, რა სქემა შესთავაზოს რესპონდენტს. კითხვარები დახურული და ღია კითხვებისგან
შედგება. დახურულ კითხვებზე პასუხი შეიძლება იყოს მხოლოდ „დიახ/არა”, განსხვავებით
ღია კითხვებისგან, სადაც რესპონდენტს საკუთარი მოსაზრების გამოთქმის საშუალება ეძლევა.

წარმოგიდგენთ კითხვების სხვადასხვა ტიპის ფორმულირებას:

(დახურული კითხვა)

1. მონაწილეობთ თუ არა სასკოლო სასწავლო გეგმის შემუშავებაში?


o       

დიახ   


o       

არა

 

(ღია კითხვა)

1. გამოხატეთ
თქვენი დამოკიდებულება სასკოლო ფორმების მიმართ

 

კითხვარი შეიძლება მოიცავდეს რამდენიმე პასუხს. მაგალითად,
კითხვას „რამდენად ხშირად ხვდებით თქვენი შვილის კლასის დამრიგებელს?” აუცილებელია,
თან ახლდეს დაზუსტება, რამდენი სავარაუდო პასუხის არჩევა შეუძლია რესპონდენტს. შესაძლებელია
პასუხის ისეთი ვარიანტების ჩართვაც, რაც მონაწილეს საკუთარი ვარიანტის გამოთქმის საშუალებას
მისცემს.

1. რამდენად ხშირად ხვდებით თქვენი შვილის კლასის დამრიგებელს?


o       

კვირაში ერთხელ


o       

კვირაში რამდენიმეჯერ


o       

თვეში ერთხელ


o       

თვეში რამდენიმეჯერ


o       

სხვა
________________

შეიძლება კითხვარის შედგენა რანჟირების ფორმით, მაგ.:

1) მიანიჭეთ ყველაზე მაღალი ქულა
(5) იმ საკითხს, რომლის განხილვაც გსურთ დირექციასთან:


o     

სკოლაში არ არის სათანადო მატერიალური რესურსები;


o     

ყველა მასწავლებელი არ არის ინფორმირებული სკოლაში მიმდინარე
ცვლილებების შესახებ;


o     

დისციპლინის პრობლემები დღემდე მოუგვარებელია;


o     

სკოლაში მოსაწესრიგებელია სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები;


o     

ყველა მასწავლებელი არ არის ჩართული სასკოლო სასწავლო
გეგმის შემუშავებაში.

შეიძლება რეიტინგის სკალების გამოყენება პასუხების დიფერენციაციისთვის,
მაგ.:

1) შეაფასეთ სკოლაში მატერიალური
რესურსის მდგომარეობა (შემოხაზეთ: 10 – ყველაზე მაღალი, 1 – ყველაზე დაბალი)

მაღალი 10 9 8 7 6 5 4 3 2 1 დაბალი

კითხვარის შედგენისას უნდა ვეცადოთ, კითხვები ისე ჩამოვაყალიბოთ,
რომ საბოლოო შედეგზე ამან უარყოფითი გავლენა არ მოახდინოს. რამდენიმე პრაქტიკული რჩევა
მკვლევარს კითხვარის სწორად შედგენაში დაეხმარება.

უნდა ვეცადოთ, თავიდან ავიცილოთ:

მიმართულების მიმცემი
კითხვები
, რომლებიც რესპონდენტს პირდაპირ
უბიძგებს ამა თუ იმ პასუხისკენ. მაგ.: გაკვეთილის ლექციის სახით წაარმართვას ანიჭებთ
უპირატესობას თუ ჯგუფური მუშაობის პრინციპით, რომელსაც რეალური სარგებელი მოაქვს?

მაღალფარდოვან და გადატვირთულ
ტერმინოლოგიას და რთულ ქვეწყობილ წინადადებებს
.
წინააღმდეგ შემთხვევაში ესა თუ ის საკითხი გამოკითხულთა დიდი ნაწილისთვის შესაძლოა
გაუგებარი დარჩეს, რაც საბოლოოდ შედეგებზე აისახება.

გამაღიზიანებელ კითხვებსა
და ინსტრუქციებს
, რომლებიც გამოკითხულთა
ნაწილს აიძულებს, ყურადღება გაამახვილონ არა კითხვის შინაარსზე, არამედ საკუთარ ემოციებზე.

უარყოფის ან ორმაგი უარყოფის შემცველ კითხვებს, მაგ.: რამდენად ხართ დარწმუნებული, რომ არც ერთ იმ
მასწავლებელს, რომელსაც სრულ განაკვეთზე, სულ მცირე, ორი წლის განმავლობაში არ უსწავლებია,
სამსახურიდან მოუწყვეტლად შემოთავაზებულ სერტიფიცირებულ კურსებზე არ გაუშვებენ?

მეტისმეტად ბევრ ღია კითხვას. ხშირად გამოკითხულები თავს არიდებენ იმ ტიპის კითხვარების
შევსებას, რომლებიც წერილობით აზრის ჩამოყალიბებას გულისხმობს. ბევრი ღია კითხვისგან
შემდგარი კითხვარი ქმნის საშიშროებას, რომ ფორმების უმრავლესობა შეუვსებელი დაუბრუნდეს
მკვლევარს. თუ კითხვარში ბევრი ღია კითხვის დასმის აუცილებლობაა, სასურველია, დავფიქრდეთ
მეთოდის შეცვლაზე (მაგ., ინტერვიუზე).

ბუნდოვან და ისეთი შინაარსის
კითხვებს, რომელთა ინტერპრეტირება სხვადასხვაგვარად შეიძლება.
ამ შემთხვევაში რესურსების ხარჯვა სასურველ შედეგს ვერ
მოგვცემს და მიღებული შედეგის სანდოობაც საეჭვო იქნება.

დაბოლოს, მნიშვნელოვანია, რესპონდენტებს
წინასწარ ავუხსნათ კითხვარის შევსების მექანიზმი. ფართომასშტაბიანი გამოკითხვების დროს,
სადაც მონაწილეებთან პირადი ურთიერთობის საშუალება არ არის, კითხვარს სასურველია მოჰყვებოდეს
მოკლე ინსტრუქცია შევსების წესის შესახებ ან შედგენილი იყოს იმგვარი სქემით, რომ ხანგრძლივ
ახსნა-განმარტებას არ მოითხოვდეს.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...